შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ ,,ცა''


1-03-2021, 04:34
ავტორი skygirl
ნანახია 774

ყველაფერს შეიძლება ახსნა მოუძებნოს ადამიანმა, იქნება ეს კარგი, თუ ცუდი. სიმართლე რაც არ უნდა მწარე იყოს მოსასმენად, ის მაინც საჭიროებს ახსნასა და განმარტებას. ყველაფრის გამართლება შეიძლება, გარდა ერთი რამისა, ვერავინ ახსნის რატომ გვტოვებენ ადამიანები. ყველას საკუთარი მიზეზი აქვს, ზოგი საკუთარი ნებით მიდის, ზოგი იძულებით, მაგრამ გულწრფელად ვერ აღიარებს ადამიანი დატოვების მიზეზს.
მე მოგიყვებით ერთ ისტორიას და თქვენ გამოიტანეთ დასკვნა. მე არ ვიძახი, რომ ნებისმიერს შეიძლება ეს შეემთხვას, მე არ ვიძახი, რომ სიყვარული არ არსებობს, პირიქით არსებობს და ადამიანებს ეს გრძნობა აძლიერებთ, მაგრამ მალავენ. წარმოდგენაც კი არ შეგიძლიათ რამდენი ადამიანია შეყვარებული, მაგრამ შიშისა თუ მორიდების გამო საკუთარ თავში იკლავს ამ გრძნობას, არ გამოხატავენ ხმამაღლა და საბოლოო ჯამში სხვა და სხვა შედეგით მთავრდება ეს ყველაფერი.
გაბედე, გაბედე იქნებ რა მოყვეს ამ ნაბიჯს. არაფერს არ კარგავ, შეიძლება უარი მიიღო, მაგრამ რა შეიცვლება? გათავისუფლდები ამ ტვირთისგან და ბედნიერდები. თუ არ ცადე ვერ გაიგებ რა მოხდება, იქნებ ისეთი რამე ხდება რაზეც არც კი გიოცნებია, ისეთი რამ რაზეც ღამე ძილის წინაც არ გიფიქრია, ხო აი მაშინ ცრემლებით ბალიშს როცა ასველებდი, იმ ცრემლებით შენც ყველაზე დიდ ტკივილს როცა გადმოსცემდი.
ერთხელ ვცხოვრობთ, ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენზეა დამოკიდებული როგორ წარვმართავთ ყველაფერს, რა თქმა უნდა ჩვენი არჩევანია როგორ ვიცხოვრებთ, ავიწყობთ ცხოვრებას თუ დავინგრევთ. ახლა გაიფიქრე სიყვარულის მართვა არ შეგვიძლიაო ხო? მართალი ხარ, სიყვარული ერთადერთი გრძნობაა რასაც ვერ გააკონტროლებ, ძალით ვერ გაგიჩნდება ადამიანისადმი ეს გრძნობა, თავს ვერ შეაყვარებ ადამიანს თუ თავიდანვე არ შემოგხედა იმ თვალით რასაც შენ ელოდებოდი. შენ არ შეგიძლია აკონტროლო გრძნობები. შენ არ შეგიძლია წინასწარ განსაზღვრო ვის შეიყვარებ ან როგორ.
ყველას ცხოვრებაში დადგება ის დღე როცა საყვარელი ადამიანი ხელიდან გამოეცლება. ბოდიში მაგრამ ეს სიმართლეა, ფანტაზიაში ცხოვრება და იმის ფიქრი, რომ ეს ყველაფერი სამუდამოდ გაგრძელდება ისე, როგორც ზღაპრებშია უაზრობაა ,,ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად’’. მოდი ჩემი კრიტიკის ნაცვლად მეორე მხრიდან შევხედოთ ამ ყველაფერს. კარგია, რომ დიდი ხანი არ გვაქვს იმისთვის, რომ დიდი დრო გავატაროთ ადამიანებთან ერთად, წამები გვაქვს და ეს წამები ისე სწრაფად გადის, რომ უკან მოხედვისას ხუთი წელიც კი ხუთ წამად გეჩვენება, ისე სწრაფად ჩაგიქროლებს თვალწინ ყველაფერი ის, რაც ამ წლების და წამების მანძილზე გაიარე, რომ გააზრებასაც ვერ მოასწრებ. მხოლოდ მაშინ ხვდები ადამიანი,რომ ყოველი წამი უნდა გამოიყენო. ყოველი წამი უნდა გამოიყენო იმისთვის რომ იცოცხლო, დიახ იცოცხლო და არა იცხოვრო. ვინც შემეწინააღმდეგება ასეთ რამეს გკითხავთ, თქვენი აზრით არ არსებობს ისეთი ადამიანი ვისაც სული უკვე დაკარგული აქვს და მხოლოდ მისი სხეული არსებობს? გინდა დამაჯერო, რომ ასეთი ადამიანები არ არსებობენ? ალბათ იფიქრებ მკითხველო ეს არასერიოზული განაცხადია, რომელიც პატარა გოგომ დაწერა, რა გაეგება ამას სიყვარულისო? მადლობა, საკმაოდ მცირე ასაკში მივხვდი ყველაფერს და გააზრებულად ვაზროვნებ, უკვე იმაზე ბევრი გავიგე რაც არც უნდა ვიცოდე, მაგრამ სამწუხაროდ გამოვცადე უკვე.
იმის თქმა მინდოდა რომ ადამიანები დროს არ ვაფასებთ ბოლო წამამდე, იმ წამამდე სანამ კარზე არ მოგვიკაკუნებს ის სევდა რაც შუაზე გაგვტეხს და ჩვენს სულს შუაზე გახლიჩავს. შეგიძლია თვალები დახუჭო?... ახლა კი გაიხსენე ის წამები რაც შენს ადამიანს უკავშრდება, თუნდაც არ გქონდეთ მოგონება უბრალოდ მასზე დაფიქრდი... ახლა კი მშვიდად ამოისუნთქე და შეეცადე წარმოიდგინო შენი ცხოვრება მის გარეშე. პირველივე წამს აგაჟრჟოლა და დაგასევდიანა ხო? შეიძლება ჩემზე იფიქრო, რომ ბოროტი ვარ, შეიძლება ჩემზე იფიქრო რომ ერთი ჩვეულებრივი დეპრესიული მოზარდი ვარ, რომელსაც გონია რომ ვიღაც უყვარს და სინამდვილეში ერთი ბიჭით დროებით არის გატაცებული, მაგრამ მინდა იმედები გაგიცრუო და გითხრა, რომ შენი ფიქრებიდან არცერთი არ ვარ, უბრალოდ არ გესმის, ვერ გაიგებ სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი და არავის არ ვუსურვებ ამის გამოცდას.
მინდა, რომ ყურადღებით წაიკითხო და დაუფიქრდე ჩემს გრძნობებს. მინდა, რომ თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინო, მინდა რომ მიხვდე რას ვგრძნობდი იმ მომენტში და იმედი მაქვს მაქსიმალურად შეეცდები ჩემს გაგებას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent