შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩამომყვები ჯოჯოხეთში? (3)


1-03-2021, 20:53
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 757

პირველ რიგში გამარჯობა!
ბოდიში რომ ასე დავაგვიანე,მაგრამ მართლა არ მქონდა დრო.
საერთოდ ცოტა ვნანობ,რომ ეს ისტორია დავიწყე,რადგან დაგვიანება მეც არ მიყვარს და არც ვიცი შემდეგის დადებას როდის შევძლებ.
ყველაფრის მიუხედავად ვეცდები მალე დავდო! <3

ლუნა:
ოთახში საოცარი სიჩუმე იყო და მეც უკვე აღარაფერი არ მქონდა სათქმელი ან უბრალოდ ვხვდებოდი იმას ,რომ თქმას არც ჰქონდა აზრი.
ჯეფრიმ ცოტახნის შემდეგ მითხრა,რომ წასასვლელი იყო და თან გამაფრთხილა,რომ მე ოთახში ვყოფილიყავი.
ასეც ვქენი,რადგან ვაცნობიერებდი საფრთხეს,რომელზეც მან მომიყვა.
დიდხანს ვიჯექი ასე ფიქრებში ჩაძირული,მაგრამ
ბოლოს იმდენი ვიფიქრე,რომ ყელში ამომივიდა ყველაფერი,ეს უაზრო სიტუაციაც ,რომელიც უეცრად დატრიალდა და საკუთარი თავი,რომელიც ზედმეტად უსუსურია ამ სიტუაციაში.
ბევრი ფიქრის შემდეგ ოთახს მოვცილდი და  გარეთ კორიდორში გავედი!
მეგონა რომ თუ ცოტას გავივლიდი და იმ საშინელ ოთხ კედელს მოვცილდებოდი,ფიქრსაც შევწყვეტდი,მაგრამ
გავედი თუ არა მალევე ვინანე,რადგან სულ ოთხი ნაბიჯი მქონდა გადადგმული  ვიღაცეების ჩხუბის და ყვირილის ხმა რომ გავიგე !
მინდოდა მივტრიალებულიყავი და ოთახიდან არ გამომედგა ფეხი,რადგან მგონია თუ რამეში ზედმეტად ჩავერევი,მეტ პრობლემას შევიქმნი,მაგრამ ამ მომენტში რატომღაც ზედმეტად მეუცნაურა მათი საუბრის თემა და დავინტერესდი რაზე იყო ლაპარაკი.
მეც ნელ-ნელა კედელს ამოფარებული მივეპარე ადგილს საიდანაც ჩხუბის ხმა მესმოდა და ინტერესით დავუგდე ყური...
ჯეფრის ხმა მალევე ამოვიცანი,შემდეგ მისი რამოდენიმე მეგობარი და ვიღაც სამი უცხო პიროვნებაც მომხვდა თვალში,მაგრამ ჩემთვის ჯერ კიდევ გაუგებარი იყო რაზე კამათობდნენ.
-გოგოს ვერ მიიღებთ ,ეს უკვე ვთქვი და არ გადავალ ჩემს სიტყვებს,არც ერთი წამი!
უბრალოდ უკან გაბრუნდით.
უკვე თვალებ გაწითლებული და გაბრაზებული უყვიროდა ვიღაც კაცს ჯეფრი .
-გოგოს მაინც წავიყვანთ!
მის გარეშე აქედან არ წავალ და ნუ
მაიძულებ ჯეფრი ის გავაკეთო რაც არ მინდა!
უპასუხა შავებში ჩაცმულმა მამაკაცმა,რომელიც მის წინ იდგა და თან აშკარად არ აპირებდა უკან დახევად...ვინაა და ვის გატანებაზე საუბრობს?
იმედია ეს მე არ ვარ და არ მეხება!
-რაც გინდა ის გააკეთე ,ლუნას ვერ წაიყვან!
ჯერ ჩემი მოკვლა მოგიწევს.
ლუნა? ეს მე ვარ და ჩემზე დაობენ თუ რომელთან ვიქნები!
ჯეფრის მესმის ,მაგრამ ეს კაცი?
მას მე პირველად ვხედავ...არ ვიცი ვინაა,რაში უნდა ვჭირდებოდე?
არა,ეს ის არაა რაც მგონია...მსხვერპლშეწირვა.
-კარგი ,ასე იყოს შვილო,მაშინ რაც მოხდება შენს თავს დააბრალე!
ასეც ვიცოდი...ეს მამამისია და მას ჩემი წაყვანა უნდა!
ჩემი შეწირვა უნდა მთვარისთვის...დღეს ვერ წამიყვანა,მაგრამ მისი ტონით და სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ ,ის ისევ დაბრუნდება.
-რას აპირებენ!?
უეცრად ფიქრებიდან ჯეფრის განრისხებულმა ხმამ გამომიყვანა, თან კი მის წინ მდგარ მაგიდას ხელი დაარტყა.
-რა უნდა ქნას,ალბათ ისევ მგლების კლანს მოგვისევს.
თქვა მშვიდად მის წინ მდგარმა თენისონმა,მე კი ინტერესით ვუსმენდი.
-მივცეთ ის გოგო!
გაბრაზებული ალექსის ხმაც მომესმა და უეცრად შევკრთი...ამაზე არ დათანხმდება ხო არასდროს?
იმ კაცს არ მისცემს ჩემს თავს!
-ალექს,ის აქ დარჩება ,მორჩა!
არც გაბედო ამ სისულელეზე ფიქრი.
გაბრაზებულმა ჯეფრიმ უხეშად უპასუხა ალექს,რაზეც ალექსი გიჟივით წამოხტა ადგილიდან და
მეორე სართულისკენ წამოვიდა,სადაც მე ვიმალებოდი !
მეც სასწრაფოდ ოთახისკენ გავიქეცი ,ბოლომდე მეგონა რომ გავასწრებდუ,მაგრამ როგორც ჩანს ვერ გავასწარი .
-საით გაგიწევია ?
შედეგად მალევე ვიგრძენი ვიღაცის ხელი მკლავზე და ადგილზე გავიყინე.
-ჩუმად გვისმენდი? ანუ გაიგე რამხელა პროვლემებს გვიქმნი.
ღრინვით გააგრძელა და თან მკლავზე მტკივნეულად მომიჭირა ხელი.
-ხელი გამიშვი.
რაზეც უკვე უხეშად მოვიშორე მისი
ხელი,მაგრამ ამ სვლამ აშკარად უარესი რეაქცია გამოიწვია მასში.
-ამას უყურე ერთი,ვის უბედავ ამდენს?!
გგონოა ყველაფერი ისე იქნება როგორც მოინდომებ?!
გაღიზიანებულმა ესღა მითხრა და ძალით გაურკვეველი მისამართით დაიწყო ჩემი  წაყვანა !
-შენი ბრალია ყველაფერი რაც აქ ხდება!
ეს არეულობა,დაძაბულობა,საფრთხე!
გაბრაებული თან გზა და გზა ჩხუბობდა,თითქოს და რაიმე ძალით მექნას!
აქ ჩემი სურვილითაც კი არ ვარ!
არაფერი არ გამიკეთებია.
-გითხარი გასაგებად რომ მე არაფერ შუაში არ ვარ და ეს თქვენ გამომკეტეთ აქ!
ხელიი გამიშვი და მარტო დამტოვე!
უკვე ყვირილზე გადავედი,ამაზე კი მან ხელი უხეშად ამაფარა პირზე.
-ხმა ჩაიგდე და ნუ ყვირიხარ ზედმეტს!
ეს რამოდენიმე სიტყვა იყო და რაღაც ოთახში შემიყვანა,შემდეგ კარი გადაკეტა  და ჩემი მიმართულებით  წამოვიდა,თან ძაალიან ნელა და ტუჩების ლოკვით.
-ძაალიან მაინტერესებს რა სისხლი გაქვს ასეთი,ყველა რომ გადარეულია.
ეს იყო რაც თქვა და შემდეგ სრულიად მოულოდნელად პირდაპირ კისერში მეცა!
ყველანაირად ვეცადე მისი მოშორება ,მთელი ძალით ,რაც კი მქონდა,მაგრამ ჩემზე ძლიერი იყო!
სისხლის დალევას რომ  მორჩა ,უკვე ძაალიან სუსტად ვიყავი და თვალებიანაც ძლივს ვიყურებოდი,მან რომ სისხლიანი პირით ჩამომხედა.
-ასეთი სისხლი არასდროს
გამისინჯავს,რაც იმას ნიშნავს რომ შენზე არ ცდებიან ლუნა ან იქნებ სხვა სახელით მოგმართო...
მისმა სიტყვებმა დამაბნია,მაგრამ ამაზე მეტად შემაშინა,ამიტომ ისევ მოქმედებაზე გადავედი!
-მომშორდი მხეცო!
ვუყვირე და ხელი კიდევ ერთხელ ვკარი !
-რა ტყუილად წვალობ იცი?
მან კი მშვიდად ღიმილით შემომხედა და ხელით ადგილზე გამაჩერა ისევ.
-მომშორდი!
საშინელი მრისხანება  ვიგრძენი უეცრად,ისეთი რომ ალექსი როგორღაც კედელზე მივანარცხე !
მეც კი არ ვიცი ეს როგორ შევძელი ან რა დამემართა,მაგრამ ამაზე ფიქრის დრო არ იყო ,როგორც კი შანსი მომეცა უკან მოუხედავად სწრაფად გავიქეცი !

შუა კორიდორში სრულ სიბნელეში შეშინებული მივრბოდი და თან იმაზე ვღელავდი ,რომ დამეწეოდა!
მაგრამ ამას თუ ვერ მოახერხებდა,უკვე გადაწყვეტილი მქონდა,რომ აქედან რაც შეიძლება მალე გავქცეულიყავი!
არ ვიცი რა ხდება ზუსტად და რა უნდათ მათ ჩემგან ან რისთვის მესხმიან თავს,მაგრამ აქ გაჩერება აღარ შემიძლია!
რა მნიშვნელობა აქვს მსხვერპლად შემწირავენ თუ ამ სასახლეში შემოვაკვდები ვინმეს?!
მირჩევნია აქაურობისგან შორს ვიყო,უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობ თავს.
-აქედან უნდა წავიდე!
ოთახში როგორც კი  შევედი ეს მიტრიალებდა მხოლოდ თავში და ვაპირებდი კიდეც ამის გაკეთებას!
ზედმეტი ფიქრის გარეშე პირდაპირ ფანჯარას ვეცი და ძალები მოვიკრიბე...არ ვიცოდი დაცემისას რამდენად დავშავდებოდი ან საერთოდ თუ შევძლებდი ადგომას ,მაგრამ არ მანაღვლებდა!
თუნდაც ნახევრად დამტვრეული ვიყო,მაინც წავალ!
ფანჯარა ღია იყო და უკვე გადასახტომად ვემზადებოდი,უკვე წამებს ვითვლიდი და გამბედაობას ვიკრებდი,ხმა რომ მომესმა უკნიდან.
-სადმე მიდიხარ?
უკან შიშით გავიხედე ,ალექსი მეგონა ისევ ,მაგრამ ჯეფრი დამხვდა!
უკმაყოფილო სახით მიყურებდა,მე კი ვერაფერს ვერ ვიძახდი და უბრალოდ გაშეშებული ვუყურებდი.
-შენ გეკითხები ლუნა,რას აპრებდი?
ნელა მომიახლოვდა,თანაც საკმაოდ  სახიფათო მზერით .
-აქ ვერ გავჩერდები,გგონია აქ უსაფრთხოდ ვარ? უბრალოდ გამიშვი!
წამოვიძახე აცრემლილი თვალებით და უფრო გადავიწიე ფანჯრისკენ.
-რას ქვია ვერ გაჩერდები?!
რამდენჯერ უნდა გითხრა ,რომ თავს ვერ დამახწევ? ეგ ერთი და მეორე ის ,რომ გარეთ მოგკლავენ!
განრისხებულმა ესღა მიყვირა და უკან ოთახში გადმომათრია.
-აქ? აქ უსაფრთხოდ ვარ შენი აზრით?ერთადერთი ადამიანი ამდენ ვამპირში,რომლებსაც ვძულვარ და ჩემი სისხლი უნდათ!
ვუყვირე მეც და ხელი გამავშვებინე,შემდეგ კი ისევ ერთადერთი გასასვლელისკენ გავემართე,რაზეც ჯეფრიმ მხოლოდ ამოიხვნეშა.
-ფანჯარას მოშორდი ლუნა,მეორედ არ გამამეორბინო.
მაგრამ მისი ხმის ტემბრი როგორც კი გავიგე შევჩერდუ და  ფანჯარას მოვშორდი,შემდეგ კი გაბრაზებული ჩამოვჯექი საწოლზე .
ცოტახანში ჯეფრიც მომიჯდა გვერდით და ხელით თმაზე დამიწყო მოფერება.
-გთხოვ ,ნუ ბრაზობ...შეიძლება ახლა არ გესმის და გულსაც გტკენ ,მაგრამ ვერ გაგიშვებ,ასე სჯობს ლუნა დამიჯერე.
ძაალიან მშვიდად მითხრა და თითქოს დავმშვიიდდი,მაგრამ თან მეტად მომერია ცრემლი და უკვე ჩაცრემლილი თვალებით ავხედე,ჯეფრიც მიყურებდა,მაგრამ უცბად მზერა მომაშორა და ჩემს ყელზე შეაჩერა...იქ სადაც ნაკბენი მაქვს.
-ეს რა არის?
იკითხა და თმა უფრო გადამიწია,რაზეც მთლიანად გამოჩნდა ნაკბენი.
-არაფერი.
ხელი გავაწევინე ,რადგან არ მინდოდა რაიმე კომფლიქტი გამოეწვია ამას,მაგრამ ჯეფრიმ მეტად გაღიზიანებულმა უხეშად გადამიწია თმა და ცოტახანს ორივე ვდუმდით და არაფერს არ ვიძახდით...მე შიშით,რადგან ჯერ მარტო მისი გამომეტყველებით ვიყავი შეშინებული,ის კი ჯერ კიდევ ჩემს ნაკბენს აკვირდებოდა.
-ეს ვინ ქნა!?
ვატყობდი უკვე რომ ძაალიან ბრაზდებოდა და უკვე ვხვდებოდი ეს რით დამთავრდებოდა ...მე კი სწორედ ეს არ მინდოდა.
-არავის ჯეფრი,რა
გემართება ,დაივიწყე!
უკვე გაბრაზებული ავდექი ფეხზე ,რადგან დაჟინებით მაკვირდებოდა და მე კი ჯერ კიდეც კომფლიქტის აცილებას ვცდილობდი.
მაგრამ ის როგორც ჩანს ჩემი თქმის გარეშეც მიხვდა ვინ ჩაიდინა ეს!
-ალექსმა ქნა ეს?
იკითხა ღრინვით და არც მოუსმენია ჩემი პასუხი და პირადაპირ კარისკენ გაიქცა !
ამაზე მე წინ გადავუდექი და კიდევ ვცადე შეჩერება.
-დაანებე თავი,არ მინდა იჩხუბოთ!
შეშინებულმა ვუყვირე.
-გამატარე!
რაზეც მან უბრალოდ ხელით გამწია და გაცეცხლებული გაემართა ალექსის ოთახისკენ !
მეც რაღა უბდა მექნა ,უკან გავედევნე და ადგილზე მისული ვაპირებდი მეც შევყოლოდი ოთახში,მაგრამ ჯეფრიმ კარი ცხვირ წინ მომიჯახუნა !
-რა გავაკეთო ახლა?
უკვე ანერვიულებულმა გამოწვეული სიტუააცით ესღა ჩავილაპარაკე და ნერვიულობით მოვავლე კორიდორს თვალი...უკვე ვხვდებოდი რომ უბრალიდ ჩემი არსებობით,არამარტო ჩემი ცხოვრება ,სხვებისიც კარგად ავრიე!
ჩემს გამო ესმა ვამპირია!
ჯეფრი და ალექსთან ჩხუბობს...ყველა საფრთხეშია,რის გამო ეს?
ჩემს გამო!?
მე სიცოცხლეც კი არ მინდა
და რისთვის უნდა ჩაიგდონ თავი საფრთხეში?!
ამაზე ფიქრში საშინელი ყვირილის და ხმაურის ხმაც მომესმა კარის იქიდან !
რის შედეგათაც გაცნობიერებაც ვერ მოვასწარი,ისე სწრაფად ამოცვივდნენ ყველა მეორე სართულზე და ოთახს მივარდნენ!
-გაიწიე!
გავიგე თენისონის უხეში ხმაც ,რომელმაც ხელი გამკრა,რათა კარს მოვშორებოდი .
აშკარად ჩემზე ბრაზობს და ალბათ რაღაც მომენტში მის ადგილას მეც გავბრაზდებოდი,მაგრამ მე მართლა არაფერი არ გამიკეთებია!
უბრალოდ ჩემი არსებობითაც კი ამდენი პრობლემა რატომ იქმნება!?
აქაც ყველას პრობლემას ვუქმნიდი ,ამიტომ მეტი აღარ მიფიქრია,შესაბამისი მომენტითაც ვისარგებლე და პირდაპირ გასასვლელისკენ გავიქეცი.
ვიცი რომ ჯეფრი გაბრაზდება და ისიც ვიცი,რომ უკვე მეორე თუ მესამე მცდელობა ეს,მაგრამ სამაგიეროდ შედეგიანი!
მე არავის აღარ შევუქმნი ზედმეტ თავსატეხს და ასე სჯობს.

გარშემო უამრავი ხე იყო და ტყეშიც საშინლად ბნელოდა ,ასევე მესმოდა მგლების ყმუილის ხმაც და უკვე ძაალიან მეშინოდა ,მაგრამ
აქ ვეღარ გავჩერდებოდი!
უკვე გავრისკე და გამოვედი სასახლიდან,ახლა რისი უნდა მეშინოდეს!
ამგვარად ძალა მოვიკრიბე და სწრაფად გავიქეცი.
უკუნით სიბნელეში მივრბოდი და მხოლოდ ხეების სილუეტებს ვხედავდი ,მათ შორის გამეფებულ სიჩუმეში მხოლოდ ჩემი ნაბიჯების ხმა მესმოდა,მაგრამ ცოტახანში რატომღავ საშინელი თავბრუსხვევა ვიგრძენი და გავჩერდი...სული მოვითქვი და თან უნებურად ღამის მშვენიერ და მშვიდ ცაას მივაჩერდი.
დიდი და ნათელი მთვარე ზედ დამყურებდა და მეც უიმედოდ შევცქეროდი...
-ახლა რა გავაკეთო?
გთხოვ მიკარნახე და დამეხმარე.
მთელი გულით მივმართე,თითქოს ის იყო ჩემი ერთადერთი გადამრჩენელი!
ისევ ისე მოვჩერებოდი ,როგორც ადრე,როდესაც ყველაფერი კარგად იყო!
-როგორც ჩანს რაღაცებიი მაინც არ იცვლება...
სევდიანმა პატარა ღიმილით ჩავილაპარაკე,მაგრამ უცბად რომ უკნიდან  ნაბიჯების ხმა მომესმა,ჩემი ღიმილიც გაქრა და თვალებიც შიშით ამევსო!
გავბედე და ნელა შეშინებულმა გავიხედე უკან,ჩემს წინ კი უდიდესი თეთრი მგელი დამხვდა!
მგელი თავისი წითელი თვალებით მომჩერებოდა და არაფერს აკეთებდა,მეც უბრალოდ ვუყურებდი...უნდა მეშინოდეს ,თან ძაალიან!
მაგრამ რატომ არ მეშინია?
რატომ ვგრძნობ სიმშვიდეს?
ჩემს ადგილას ყველა გაიქცეოდა!
ის ხომ მგელია,ვიცი უცნაურია ასე რომ შევყურებ,მაგრამ თითქოს მისი თვალები მეცნობა...მისი მშვიდი გამოხედვა ვიღაცას მაგონებს,მაგრამ ვერ ვხვდები ვის.
სიგიჟეა,მაგრამ რა მემართება!?
მინდა რომ დაველაპარაკო,მგონია გაიგებს და მომისმენს!
-შენ?გესმის ჩემი?
ამოვიღე ცოტახანში ხმა და მგელს დაბნეული მივუახლოვდი,ისევ უბრალოდ მომჩერებოდა,შემდეგ კი თითქოს და მისი პასუხი მისმა თვალებმა მითხრა მწვანედ რომ შეიღება!
წითლიდან მწვანედ,თანაც თითქოს ადამიანის თვალებიაო!
შემდეგ კი არსაიდან წინ წავიდა და თითქოს მე გამიძღვა რაღაც გზისკენ.
მე კი გაშეშებული ვიდექი და ვფიქრობდი რა მექნა...გავყვე?
მაგრამ რატომ?
ამ ფიქრებში შევნიშნე მგელი როგირ გაჩერდა და შევკრთი!
თითქოს მე მელოდება რომ გავყვე!
არ ვიცოდი რა მექნა,ამიტომ დაბნეული მიუხედავად  და ნელ-ნელა 
და ხელით შევეხე !
შეხებისგან კი უეცრად რაღაც უცნაური დავინახე!
თითქოს რაღაც ხილვას ჰგავდა...ამ ხილვაში კი ჩემი თავი დავინახე...კი ,აშკარად მე ვიყავი,ოღონთ სრულიად სხვანაირი,ჩემს თავს არ ვგავდი.
სწორედ ეს წამი იყო და ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გულის ცემა!
აქ რაღაც ხდება !?
არ ვიცი რა ,მაგრამ რაღაც მჭირს!
რაც ამ ვამპირების სიახლოვეს ვარ მითუმეტეს გართულდა ჩემი წინათგრძნობა რომ რაღაც მჭირს.
-ეს...მე ვარ?
ამოვიღე ხმის კანკალით ხმა ,თან ვერც ვხვდებოდი რატომ ველაპარაკებოდი მგელს,მაგრამ ისეთი გრძნობა მქონდა ,რომ მას ჩემი ესმოდა!
ხო,მან იცოდა პასუხები ყველა კითხვაზე,ამიტომაც ისე რომ ვერც გავიგე თითქოს დაჰიპნოზებული,მგელს უკან გავყევი!



ჯეფრი:
მე და ალექსიმ ძაალიან ვიჩხუბეთ,ისე რომ კინაღამ ერთმანეთი შემოგვაკვდა,მაგრამ სააბოლოდ ჩვენც დავატორმუზეთ და ბიჭებმაც გაგვაჩერეს!
ამავდრიულად ამიერიდან ვიცი,რომ მას აღარ შეეხება!
ახლა გასაგებია რატომ მიდიოდა და რისთვის იყო ასე შეშინებული!
მას ეს არ უნდა ექნა!
იცის რომ მე ის მიყვარს და თან ყველანაირად ვცდილობ მისი ნდობა მოვიპოვო,რომ არ წავიდეს ჩემგან და შემდეგ მათ არ წაიყვანონ,ის კი რას აკეთებს!?
ყველაფერს წყალში მიყრის!
არადა მანაც კარგად იცის ეს,მაგრამ ამ საქციელით ჩემს მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა სხვა ყველაფერთან ერთად.

ყველაფრის შემდეგ ცოტა ,რომ დავწყნარდით ორივე
მერე გამახსენდა შეშინებული ლუნა და არც მომიცდია ,პირდაპირ ჩემი ოთახისკენ გავიქეცი!
დიდი იმედი მქონდა რომ ყველაფრის მიუხედავად იქ დამხვდებოდა,მაგრამ იქ აღარ დამხვდა.
მთელი სახლი გადავატრიალე,ყველგან ვნახე,მაგრამ ის არსად არ იყო!
ნუთუ მაინც გაიქცა?!
ვბრაზობდი მასზეც და ჩემს თავზეც,მაგრამ ამით ვერაფერს ვერ შევცვლიდი ამ წამს,გამოსავალი მხოლოდ ერთია...გარეთ უნდა მოვძებნო.
უკვე გასასვლელი კარისკენ მივდიოდი,თენისონის ხმა რომ მომესმა.
-ლუნა გაიქცა!?
რაზეც პირდაპირ ვუპასუხე.
-ხო,გაიქცა და თუ მგლების კლანს შეხვდა ვეღარ გადარჩება.
ბოლო სიტყვები განრისხებულმა ვიყვირე და გიჟივით გავვარდი ტყეში!
ვიპოვი,აუცილებლად ვიპოვი!
იქნებ ჯერ არც არის დაგვიანებული მისი შველა.

ტყეში უგზო უკვლოდ დავრბოდი და დილამდე არ გავჩერებულვარ,მაგრამ ლუნა არსად არ იყო...როგორც ჩანს მგლებმა უკვე მიაგნეს,ეს კი იმას ნიშნავს რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია!
ეს როგორ დავუშვი?
ვიდანაშაულებდი თავს
და გიჟივით ვურტყავდი მუშტებს ხეებს,მაგრამ ვერც მრისხანება დამიბრუნებდა მას.
-რატოომ?!
ბოლო ხმაზე ვიყვირე წყობიდან გამოსულმა და თან იმაზე დავიწყე ფიქრი თუ რატომ ეხმარებოდნენ მგლები მამაჩემს!
ვერ ვხვდები,რაში სჭირდებათ ეს?
უეცრად კი ამ ფიქრებში რაღაცამ დამკრა თავში!
მგლები,მთვარე,განსაკუთრებული სისხლი,აღუწერელი ძალა.
-მგლები მისი მცველები არიან,ვამპირები კი მისი მტრები.
გამახსენდა გამონათქვამი
ერთი ჩემი უსაყვარლესი ლეგენდიდან ,რომელსაც როდესაც პატარა ვიყავი მაშინ ვკითხულობდი.
ხშირად  მიყვებოდა ჩემს საყვარელ ისტორიას ბაბუა, მთვარის  პრინცესაზე ,რომელიც ძაალიან დიდ ძალას ფლობდა,მაგრამ არ მეგონა  თუ ის მართლა არსებობდა და მითუმეტეს როდესმე თუ შევხვდებოდი,თან პლიუს ამას , შემიყვარდებოდა კიდეც.
მაგრამ ეს არც ისეთი კარგი
ამბავია როგორიც ჩანს,რადგან დადგება დრო და გადატრიალება მოხდება ყველა ზებუნებრივი არსებას შორის,რომელსაც წიგნებში მთვარის რისხვას ეძახიან!
ეს ყოველივე კი არ ვიცი როგორ დასრულდება!
მეშინია ლუნა თუ გადარჩება ან თუ იქნება ისევ ის ვინც იყო.
ის ხომ მთვარის პრიინცესაა.

ლუნა:
თეთრ დიდ მგელს  მივყვებოდი
და ხმას საერთიდ  არ ვიღებდი...არც შიშს ვგრძნობდი და არც უნდობლობას,მაგრამ
ცოტა მანძილი რომ გავიარეთ და 
დიდ შემზარავ სასახლეს მივადექით ცოტა ავღელვდი...სასახლეს გარედანვე ეტყობოდა,რომ იქ კარგი არაფერი არ ხდებოდა!
მაგრამ მგელი სასახლის კარიბჭესკენ წავიდა ,ამიტომ მეც უკან გავყევი....კარიპჭე თავისით გაიღო ,წინ კი ბნელი და   უდიდესი მისაღები დარბაზი გადაიშალა,რომელშიც საოცარი სიჩუმე იყო!
-აქ რატომ მომიყვანე?
სააბოლოდ გავბრდე და ხმა ამოვიღე,ამაზე კი მგელმა გამომხედა და შემდეგ ისევ მშვიდად გაგრძელა გზა...მეც რა უნდა მექნა?
სადამდეც მივენდე,ახლაც უნდა დავუჯერო!
ესღა გავიფიქრე  და უკან გავყევი...ცოტახანში კი მეორე სართულზე ამოვყავი თავი .
ჩაბნელებული და გრძელი კარიდორი მოჩანდა, რომელსაც თითქოს დასასრული არ ჰქონდა და მგელმაც სწორედ ამ კორიდორისკენ დაიწყო სვლა.
პირველივე ნაბიჯზე ვიგრძენი საშინლად ცუდი აურა,რომელიც რატომღაც მაიძულებდა უმიზეზოდ შემშინებოდა,იმის შემდეგ რაც უკვე გავაკეთე და აი გააიღო კიდეც ჩემს წინ კარი !
იქ კი ის კაცი გამოჩნდა,რომელიც
ჯეფრის მამა აღმოჩნდა .

-ძვირფასო ლუნა,დიდხანს გეძებდით.
კაცი ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა ,ამაზე მე შიშით უკან დავიხიე !
აქ მასთან მომიყვანა? რატომ?!
-აქ თქვენი დამსახურებით ვარ!?
რა გინდათ ჩემგან!?
მსხვერპლად უნდა შემწიროთ?
უნდა მომკლათ ხო?
დაივიწყეთ ეს არ მოხდება!
გავბრაზდი ,რადგან მივხვდი რომ ყველაფერში ისაა დაამნაშავე...ამის თქმაზე კი უკან გავბრუნდი,მართლა მეგონა რომ უბრალოდ წავიდოდი,მაგრამ კაცმა უბრალოდ ჩაიცინა და მომაძახა.
-არანაირი მსხვერპლ შეწირვა არ იქნება,მანამ ჯეფრი შენს გული არ მოიპოვებს.
ამაზე მე დავიბენი და ადგილზე გავჩერდი...
-რას გულისხმობთ?! თქვენ გგონიათ მე საათამაშო ვარ და ვინმეს ვეკუთნი?
როცა გინდათ ერთი წამიყვანთ,როცა გინდათ მეორე,არა?!
ხმას ავუწიე ,მრისხანებისგან ცეცხლი მეკიდებოდა...გამოდის ამისთვის გავჩნდი ამ ქვეყნად,რომ რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის და მთვარესთან კავშირის გამო უნდა მოვკვდე და უაზროდ მსხვერპლად შემწირონ!
რას ნიშნავს მანამ ჯეფრი არ მოიპოვებს ჩემს გულს,რას!?
-ჯეფრი რომ გეუბნება მე მეკუთნიო,ამას მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით არ იძახის ძვირფასო!
თქვენი სულები წარსულიდან ერთად მოდიან,თქვენ ერთმანეთს ეკუთნით,ამას ვერ გააკონტროლებთ  ვერც შენ და ვერც ის...ჯეფრი ჩემი მემკვიდრეა და ერთადერთი ვისაც ავალია ჩვენს ძველ თქმულებაში  შენი გულის ამოგლეჯვა!
ასე რომ ნუ დაისახავ დიდად იმედებს მასთან დააკავშირებით!
იმის მიუხედავად რომ ისიც უარყობს ამას და შენც,ეს მაინც მოხდება.
ამის გაგებაზე ნერწყვი სიმწრით ჩავყლაპე და შოკისგან სულ გავფითრდი,თითქოს ვენებში სისხლი გამეყინაო...
-ტყუით,ტყუილია!
მე არავის არ ვეკუთნი,ჯეფრი არ მიყვარს და არც არასოდეს_
ყვირილით წავედი მისკენ,რაზეც უეცრად მან კლანჭები მომკიდა ყელზე და ვერც დაავასრულე სათქმელი ,ისე გამაჩერა!
-გასაგებია სულელი გოგო, რომ ცდილობ თავი ყველას მამაცად მოაჩვენო,მაგრამ ასე შენ ბედს ვერ გაექცევი!
შენ ჯეფრის ეკუთნი ,შენი ბოლო კი სიკვდილია!
გაწითლდბული თვალებით მიყურებდა და ვატყობდი ცოტაც და აქვე შემოვაკვდებოდი!
-ხელი გამიშვი,ამის უფლებას არ მოგცემ!
მზად ვარ მოვკვდე ,მაგრამ არა ასე!
საკუთარ შვილს აიძულებთ რომ მომკლას!?
ძლივს სუნთქვა შეკრულმა სათქმელი ერთმანეთს მივაყარე,რაზეც მან მაცდურად ჩაიცინა.
-რა ვერ გაიგე სულელო?
ეს მისი ბედისწერაა...მე არაფერს არ ვაიძულებ, ის თვითონ მოგკლავს ,თუნდაც ეს არ უნდოდეს!
დადგება ღამე და წიინასწარმეტყველება აღსრულდება,შენ კი ამას გვერდს ვერ აუვლი.
მის გვერდით ვერ იცოცხლებ და სამწუხაროდ ვერც მისგან შორს.
ამაზე უფრო დავიბენი და შევშინდი...დავიჯერო ამ კაცის მობოდილი?!
-ვერ ვხვდები და არც მჯერა!
არ მჯერა!
უკვე ტირილს ძლივს ვიკავებდი,როგორ დავიჯერო ეს?
ანუ რაც არ უნდა გავაკეთო და სადაც არ უნდა წავიდე ჩემი ბედის ბოლო მაინც სიკვდილია?
მაშინ სხვა გზა არ მაქვს?
დავნებდე თუ რა ვქნა?!
-შენ იმ ლეგენდის მთავარი გმირი ხარ ჩემო მთვარის პრინცესა ,რომელიც მისმა ერთადერთმა სიყვარულმა მოკლა თავისი ხელით,რათა მისი ძალები მიეღო და შენი აზრით რომელი ჯადოქარია ყველაზე საშიში?
ალბათ ის ვისი გულიც ერთ დროს გატყდა !
მისი წმინდა,კეთილი და გულუბრყვილო გული.
სწორედ ასე მოგვევლინა ის!
მთვარის პრინცესა,რომელმაც შურისძიების სახით ყველა ვამპირს სააშინელი რისხვა დაატეხა!
ამის შემდეგ კი ყოველ 1000 წელიწადში მეორდება ეს ჩვენს სამყაროში !
ანუ ვამპირების სამყაროში...ხო,შენი წინაპრის გამო უკვე ბევრი დაშავდა და დაიხოცა!
ამ სამყაროში კი გაუჩერებლად მოდის მთვარის პრინცესა,ანუ თავიდან იბადება,რათა თავისი წყევლა აღასრულოს.
საბედნიეროდ წლების წინ ,როდესაც შენ გაჩნდი შანსი მოგვეცა!
ჩვენ ჯეფრის სახით,ამ წყევლას სამუდამოთ გავანადგურებთ!
ამ შანსს კი ხელიდან არ გავუშვებთ,არც ერთი ჩვენგანი.
მოსმენილით ძაალიან დაბნეული და შეშინებული ვიყავი,თან კი უამრავი კითხვა მქონდა!
ამიტომ უკვე გაუგნებული ერთ ადგილას ვიდექი  და არაფერს არ ვაკეთებდი.
ნუთუ ეს სიმართლეა?!
მთელ ვამპირთა მოდგმას ჩემი განადგურება უნდა?!
მაგრამ ის მგელი? მე მის მიმართ ისეთი კავშირი ვიგრძენი,აქ რატომ მომიყვანა!?
-ეს სიმართლე არაა...არა,ვერ იქნება სიმართლე.
მაინც არ მჯერა თქვენი!
მე არ ვარ მთვარის პრინცესა და არანაირი კავშირი არ მაქვს ამ წყევლასთან!
ამიტომ თავი დამანებეთ.
გაგიჟებულმა ყველაფერი გვერძე გადავდე და სრულიად გამოვრიცხე,რომ ეს ამბავი რეალობასთან რაიმე კავშირში იყო,შემდეგ კი როგორი სწრაფადაც შემეძლო კარისკენ გავიქეცი.

მე ადამიანი, რომელიც ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობდა და აქამდე ნორმალური იყო ,მაშინ გამოდის საერთოდ ერთ დიდ ტყუილში მიცხოვრია!
გავრბოდი და თავს ვეღარ ვიკავებდი ,მეტირებოდა !
აქედან წასვლა მინდოდა,ყველასგან და ყველაფრისგან გაქცევა,მაგრამ კარს რომ მივუახლოვდი , არ გაიღო !
-გამიღეეთ!
ვიყვირე განრისხებულმა,რაზეც უკნიდან ისევ მისი მშვიდი ხმა მომესმა.
-ტყუილად წვალობ...ძვირფასო ,ეს შენ არ აირჩიე ჯოჯოხეთი !?
ეს შენი წინაპარი იყო ,რომელმაც ფაქტობრივად სული გაყიდა ,სიყვარულის გამო!
შენ და ჯეფრი მაინც შეხვდებოდით ერთმანეთს და ის კი ბოლოს მაინც მოგკლავს!
უბრალოდ შეეგუე შენს ბედს.
ჩაიცინა კაცმა მაცდურად და თან ცოტახანში მიამატა...
-შენ არ დათანხმდი რომ შენი ოცნებებისთვის სიცოცხლეს გაყიდდიდი !? რა იცი იქნებ უკვე ასრულდა შენი ოცნება? ნუთუ შენი მშობლები არ გენატრება?
ან შენი ძმა,ესეც წარმოდგენის ნაწილი იყო და ამისთვის ძაალიან ვწუხვარ.
ეს ყოველივე მითხრა და თან ლოყაზე მომეფერა,რაზეც მე ხელი სასწრაფოდ უხეშად გავაწვინე!
წარმოდგენაც არ მინდა რას გულისხმობს ამით...ჩემი ოჯახი?
ახლა ისინიც ჩარია?!
-თქვენ არაფერი არ იცით!
არც გაბედოთ ჩემი ოჯახის ჩაარევა!
ისინი დიდიხნის უკან დაიხოცნენ!
სიმწრით ვთქვი ბოლო სიტყვები,რაზეც მოულოდნელად კაცმა მხოლოდ სიცილი დაიწყო!
ადგილზე გავიყინე მის შემხედვარემ და მეტად განრისხებულმა მუშტები შევკარი სიმწრით.
-ხო ,მე არ ვიცი და შენ იცი არა?
ჯეფრიმ შენი სურვილი ასრულაა !
შენი ოჯახი ცოცხალია,შენ კი უკვე მას ეკუთნი...ვალი ვალიაა ლუნა,უბრალოდ შენი მოკვლაღა დარჩა !
ჯეფრიმ უნდა მოგკლას და ყველაფერი დაასრულდება,შენც დაისვენებ ლუნა და მთელი ვამპირების მოდგმაც!
ესღა მითხრა და ხელი მომკიდა,შემდეგ კი სადღაც დამიწყო წაყვანა!
მე კი ყველანაირად ვცდილობდი შეეწინაღმდეგებაწ....ვყვიროდი ,
ვურტყავდი,მაგრამ არ მისმენდა და არც ჩერდებოდა !
რის შედეგადაც მალე რაღაც ოთახამდე მიმიყვანა,კარი გამიღო და როგორც ნივთი ისე შემაგდო შიგნით!
შემდეგ კი კარი გაიხურა და გადაკეტვის ხმაც მალე მომესმა....მგონი რომ საკუთარი თავი მეთვითოვნე გავიბი მახეში და თან გავიგე ისეთი რააღაცები რამაც უფრო დაამაბნია და შემაშინა!
რას იძახდა ეს კაცი ჩემს ოჯახზე?!
ეს როგორ დავიჯერო?
ცოცხლები არიან ? სად არიან?!
წარმოუდგენელია...ეს სიკართლე ვერ იქნება!

ჯეფრის მამა:
-არ გამოუშვა და ყურადღებით იყავი,აქ არავინ არ უნდა შევიდეს.
იცოდე  მოგკლავ თუ ისე არ იქნება ყველაფერი როგორ მინდა.
კარი როგორც კი ჩავკეტე ,ამ რამოდენიმე
სიტყვით დავემუქრე  ბიჭებს ,რომლებსაც კართან ვტოვებდი და იქაურობა დავტოვე.
რა სულელი გოგოა!
როგორ იძახის რომ ჯეფრი არ უყვარს,ან მას არ ეკუთნის...სულელი !
ჯეფრი ჭკვიანი ბიჭია,კარგად ავღზარდე,მაგრამ ამავდროულად სულელიც!
მას არ უნდოდა მოეკლა ლუნა და არსაიდან რაღაც უაზრო გრძნობები გაუჩნდა,რასაც ვაღიარებ მოველოდი,მაგრამ  ისე არა რომ ჩემს წინააღმდეგ წასულიყო!
საკუთარი მამის წინააღმდეგ.
ისე შეუყვარდა ის სულელი გოგო, რომ მისი სიყვარულიც მოუნდა!
იცოდა რომ თავს ასე ადვილად ვერ შეეაყვარებდა და საწყალ  გოგოს აიძულა სული გაეყიდა,მაგრამ ის ვერ გააცნობიერა ,რომ ამით მეტად გაგვიადვილა ჩვენ საქმე!
გოგონამ სული ჯეფრის მიყიდა,რაც იმას ნიშნავს,რომ გინდაც არ უყვარდეს მას ჯეფრი და მისი გული მისი არ იყოს,მისი სული უკვე მას ეკუთნის,რაც ნიშნავს რომ ლუნა მას ვერ გაექცევა ,ყველაფერი ჩვენს სასარგებლოთაა!
შვილო ყოჩაღ,ვატყობ გოგოსაც შენს მიმართ გრძნობები გააჩენია,იმის მიუხედავად რომ ამის დამალვას ცდილობს...ანუ ყველაფერი მზადაა!

-მზად ვარ მოვკვდე ,მაგრამ არა ასე!საკუთარ შვილს აიძულებთ რომ მომკლას!?

გამოდის ჯეფრიზე ნერვიულობს...როგორ ზრუნავს მასზე,მაგრამ რა იცის წინ მისი სახით რა ელის.
*ჩაცინება*

ჯეფრი:
სახლში ყველა ერთ ადგილას ვიყავით შეკრებილები და გეგმაზე ვმსჯელობდით თუ როგორ წამოგვეყვანა იქიდან ლუნა,რადგან უკვე ზუსტად ვიცით სადააცა!
მე კი ის სასახლე ზეპირად ვიცი და ლუნას სუნით ადვილად მივაგნებ,უბრალოდ გააჩნია რის სანაცვლოდ...მას ასე იოლად არ გამოგვატანენ.
-როგორც იცით ტყე ორად არის გადაყოფილი.
წითელი მთვარის ხალხმა კი თავის ტერიტორიაზე,რომ დაგვინახოს იმ წამსვე თავს დაგვესხმებიან და იმდენს ვერ მოვერევით,რომ შემდეგ სასახლემდე მისვლის ძალა დაგვრჩეს.
თქვა გულახდილად მაგიდის თავში მჯდარმა აბნერმა,რომელიც ყველაფერს დაწვრილებით გეგმავდა.
-ჯეფრი ამასთან დაკავშირებით რა ვქნათ?
უკვე მე მომიტრიალდა ამ კითხვით,რაზეც ცოტახანს ფიქრის შემდეგ ვუპასუხე.
-მაშინ ასეთი რაღაც ვქნათ.
მე ვიცი საიდუმლო გზა სასახლემდე,რომელიც პირდაპირ ჩვენი ტყის გავლითაა და თანაც მათგან დაცული.
უბრალოდ ადგილზე მისვლისას თქვენ ეცადეთ ისე შეიჭრათ სასახლეში,რომ ყურადღება თქვენზე გადმოიტანონ...მამაჩემს კი მე დაველაპარაკები
და აუცილებლად გადავარწმუნებ,რომ ლუნა მე გადმომცეს!
არ მივცემ უფლებას ლუნა წამართვას!
არ მაინტერესებს მისი წინასწარმეტყველების ასრულება!
ბოლო სიტყვები ბრაზით დავასრულე,რაზეც ყველას დაბნეული მზერა მივიღე...დუმდნენ და მუყურებდნენ.
-მაინც ვერ ვხვდები ისეთი რა ნახე მაგ გოგოში...ის წინასწარმეტყველებაში შენი მოსაკლავია,შენ კიდე შეიყვარე?
გავიგე თენისონის პირდაპირი კითხვა,რაზეც ჩავიხვნეშე...
-მეც არ ვიცი ასე რამ გადარია ,უბრალოდ პათეთიკური ადამიანია,სუსტი და გამოუსადეგარი,ამავდროულად კი ჩვენთვის სახიფათო და საშიშია.
აჰყვა ამაში ალექსიც...მე კი უბრალოდ ვუსმენდი და მართლაც ბედის ირონიაზე მეცინებოდა!
-თქვენ ვერ გაიგებთ,ის მაიძულებს უფრო კარგი ვიყო.
თავს ისევ ცოცხლად მაგრძნობინებს!
მაბედნიერებს და რაღაც ადამიანურს აღვიძებს ჩემში.
უკვე ვეღარ მოვითმინე და  ორივეს მკაცრად ვუპასუხე.
-შენ კი ,მაგრამ ის? მას არ უყვარხარ ჯეფრი და არც მგონია რამეს გრძნობდეს.
შენი ეშინია,არც გემორჩილება და არც აპირებს რაიმის მოსმენას,ამგვარად კი შენც და ყველად საფრთხეს გვიქმნის!
ყოველ წამს სახლიდან გარბის და ათასი სხვა პრობლემა კიდე,რაც მისი დამსახურებით შეგვექმნა!
თქვა უკვე გაღიზიანებულმა თენისონმა,რაზეც ყველა დაეთანხმა ჩემს გარდა...ვიცოდი რაღაც მხრივ მართლებიც იყვნენ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ,რომ მე ის უნდა დავთმო!
არა,პირიქით...მე მის გვერდით ვიქნები და გადავარჩენ,შემდეგ კი დროთა განმავლობაში მის სიყვარულსაც დავიმსსხურებ.
-ეს აღარ მოხდება და მიიღებს გააკვეთილს,ჯერ უბრალოდ დამეხმარეთ ,რომ  სახლში დავაბრუნო!
ამრიგად ესეა ვთქვი მტკიცედ და ფეხზე წამოვდექი...წასვლის დრო იყო და იმედია გეგმა გაამართლებს.
-ხო,წავიდეთ უკვე.
ხვალ დილით უკვე აქ უნდა იყოს ლუნა,თორემ მერე გაგვიჭირდება !
ამაზე ბიჭებიც წამოდგნენ და ჩემთან ერთად გაემართნენ გასასვლელისკენ.
წინ კი გადაშლილი,დიდი და ბნელი ტყეში გველოდა.

ლუნა:
დაახლოვებით ოთხი საათის აქ ვარ და ერთადერთი რასაც ვუყურებ თეთრი კედლებია  და კიდევ სიცარიელე.
აქ სადამდე ვიქნები ან საერთოდ ისსა საკითხავი სადამდე მაცოცხლებენ.
-სისულელე გავაკეთე.
ასე რამ დაამაბრმავა,რომ რაღაც ამოუცნობ ცხოველს გამოვყევი ,თან სრულიად უცხო ადგილას!
თითქოს და ჰიპნოზის ქვეშ ვიყავი!
იმედგაცრუებულმა ვუთხარი საკუთარ თავს და თავით კედელს მივეყრდენი .
შემდეგ კი კარგახანს ვიყავი იგივე მდგომარეობაში...უბრალოდ გაუნძრევლად ერთ ადგილას ვიჯექი და ფიქრები
ნელ-ნელა ბოლოს მიღებდა.
ნუთუ ჯეფრი მართლა მომკლავს?
მართალია ყველაფერი რაც იმ კაცმა მითხრა...?
ჩემს მშობლებზე,წინასწარმეტყველებაზე,
წარსულზე,მთვარის პრინცესაზე და იმაზე რომ მე ჯეფრის სული მიყვიდე!
მაგრამ ის ღამე,მან მკითხა თუ ჩავყვებოდი ჯოჯოხეთში...მე კი დავეთანხმე.

ხოდა მეც აქ ვარ,ჯ ო ჯ ო ხ ე თ შ ი.

უკვე ვეღარც სხეულ ვაკონტროლებდი და ვეღარც ემოციებს!
ყვირილი და ტირილი მინდოდა ,მაგრამ თან ამავდროულად დაღლილი ვიყავი და მეძინებოდა!
ყველაფრით დაღლილი ვიყავი და სახლში მინდოდა...თვალები მეხუჭებოდა და დამეძინებაც მინდოდა,თან ისე რომ აღარც გამეღვვიძა!
მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში ვიყავი,რადგან მოდუნების უფლებას საკუთარი ფიქრები არ მაცდიდნენ.
ვფიქრობდი ,თან გაუჩერებლად,უცბად რაღაც საშინელი ხმაური,რომ გავიგე გარედან.
ცოტახანს გაკვირვებული ვიყურებოდი და ვერ ვხვდებოდი რა ხმა იყო,მანამ კარის ხმაც არ მოჰყვა ამას!
იქიდან კი მაღალი ბიჭი შემოვიდა ,სულ დასისხლიანებული იყო!
-უსუსურო არსება...ადექი!
პირდაპირ ამ სიტყვებით დაიწყო და ზიზღით გადმომხედა,რაზეც მე დაბნეულმა შევხედე...ეს მაინც ვინაა?
-მგონი შენ გელაპარაკები,ხო ლუნა ხარ?!
ცინიკურად მკითხა,რაზეც ისევ არ გავეცი ხმა და ამჯერად უბრალოდ დავაიგნორე...ისიც მათიანი იქნება,რა აზრი აქვს შევედრებას რომ გამიშვას.
-პატარა ლუნა...მე შენთან გამომგზავნეს და როგორც მახსოვს კარგად უნდა დაგმალო,რადგან შენმა შეყვარებულმა მოგაკითხა!
ისევ იგივე ტონით გააგრძელა ბიჭმა ,რაზეც მივხვდი დაასისხლიანებული რატომ იყო და თან ცოტა თითქოს შევკრთი...ის აქაა?
მიპოვა? ახლა რა იქნება? რას მიზავს იმის შემდეგ რაც გავაკეთე!?
-ჯეფრი აქაა?
გაფითრებულმა ვიკითხე ,რაზეც ხმა არ გამცა და უხეშად გაგლიჯა ჯაჭვები.
-აქ კითხვა პასუხის სათამაშოდ არ ვარ
სულელო გოგო,უბრალოდ დამემორჩილე ,ზედმეტი მოძრაობის გარეშე.
ეს მითხრა და თან ჩემი გასასვლელისკენ გათრევა დაიწყო.
-სად მიგყავარ?!
უკვე ვიყვირე ,რადგან მირჩევნია ჯეფრიმ წამიყვანოს,ვიდრე აქ ვიყო ცხოველივით დაბმული...შედეგი ხო სააბოლოდ მაინც იგივე იქნება,მე მოვკვდები.
მაგრამ ახლა ეს ბიჭი ცდილობს მისგან დამმალოს ,რათა ჯეფრიმ ვერ მნახოს!
რა მოვიმოქმედო?!
-მაინც გვიპოვის და მოგკლავს თუ ახლავე არ გამათავისუფლებ.
უკვე ახალ მეთოდზე გადავედი და ვეცადე ამ უაზრო მუქარით დრო მაინც მომეგო,მაგრამ მის ასეთ რეაქციას არ ველოდი!
-მოკეტავ ძუკნა!?
ბოლო ხმაზე მიღრიალა და უეცრად ხელი გამარტყა,ისე რომ ძირს დავეცი
და ლოყაზე რომ ხელი მოვიკიდე უკვე სისხლი მომდიოდა...
-ადექი ,სანამ სისხლი ბოლო წვეთამდე არ გამოგცალე,დროზეე!
ძირს დაცემულს ყვირილით მტაცა ხელი და ჩემი აყენება დაიწყო ,მაგრამ მე ისევ არ დავემორჩილე და მთელი ჩემი ძალებით ვცადე მისი ხელებიდან თავის დაღწევა ,ამაზე კი მან მოულოდნელად  ზურგზე გადამიკიდა!
-დამსვი,მხეცო!
ჯეფრი,ჯეფრი დამეხმარე!
აქ ვარ,აქ ვარ!
ბიჭს უფრო და უფრო შორს მივყავდი,მე კი რაც ძალა მქონდა დარჩენილი ვყვიროდი და თან ბიჭს უკნიდან ხელებს ვურტყავდი!
მაგრამ ის არ ჩერდებოდა და მალე მართლა დამალავდა,ისე რომ ჯეფრი ვერ მიპოვიდა!
ასე ვფიქრობდი ,მანამ უცხო კართან მდგარს ვიღაც არ მოგვიახლოვდა უკნიდან,შემდეგ კი  ხმაც მომესმა!
თავიდან ვერ ვხედავდი ვინ იყო ,მაგრამ ხმა რომ ამოიღო, იმ წამსვე ვიცანი.
-თუ არ გინდა აქვე აგკუწო გაუშვი ხელი და ჩემი თვალთახედვიდან გაქრი!
ეს ჯეფრი იყო და ეტყობოდა,რომ ძაალიან გაბრაზებული იყო !
მაგრამ ამაზე მგონი ბიჭს დიდად რეაქცია არ ჰქონია,რადგან ისევ ხელთ ვყავდი და არ მიშვებდა.
-რომ არა რაა!? რას იზავთ თქვენო აღმატებულება?
იკითხა ყვირილით ბიჭმა და ცოტახანში სიცილიც მიაყოლა!
შემდეგ კი არ ვიცი რა მოხდა,მაგრამ  უცბად ძირს დავენარცხე
და წინ ,რომ გავიხედე ჯეფრის ბიჭი უკვე  ყელით ეჭირა!
-ბატონო,მაინც მოგიწევთ მისი გაშვება და ეს კარგად იცით.
თქვა ბიჭმა გამაღიზიანებელი ხმით,რომელიც ცინიზმით იყო სავსე,ამან კი რა თქმა უნდა ჯეფრი მეტად გაამწარა!
-აქედან გაქრი და ლუნას მადლობელი იყავი,რომ არ მოგკალი,რადგან ახლა შენი დრო არ მაქვს და არც მინდა მის წინ შუაზე გაადაგლიჯო და სისხლით გადავღებო აქაურობა!
ესღა უთხრა ბიჭს და უბრალოდ ხელი გაუშვა...მანაც ხელი ყელზე მოიკიდა ,შემდეგ  მე შემომხედა და მითხრა...
-ის მართლა ჯოჯოხეთში ჩაგითრევს!
მაგრამ ცუდი იცი რა არის ?!
იქ მხოლოდ ის გადარჩება!
ეს თქვა თუ არა და გაქრა!
მე კი ჯერ კიდევ მოსმენილს და მომხდარა ვიაზრებდი ,ჯეფრი რომ გამახსენდა და მისი სახიფათო მზერაც მომხვდა თვალში.
მეც სულელივით შეშინებული მივაჩერდი და არ ვიცოდი რა მეთქვა!
-იპოვე ჯეფრი?!
ცოტახანში ბიჭების ხმაც მომესმა ,რომლებიც ოთახში შემოვიდნენ...გამოდის მასთან ერთად არიან!
მიკვირს ამაში დაეხმარნენ.
ფიქრებით იმდენად გავიფანტე,რომ ცოტა გვიან გაავაცნობიერე ყველა მე ,რომ მომჩერებოდა!
მე კი ამით უარესად ვგრძნობდი თავს!
ვიცოდი ძაალიან გაბრაზებული იყო ჩემზე ჯეფრი და მართალიც იყო!
ყველაფერში მე ვარ დამნაშავე და არ ღირს იქიდან გაქცევა სადაც შენი დახმარება უნდათ და ნაკლები საფრთხე გემუქრება,მაგრამ მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ზედმეტი პრობლემა აღარავისთვის მომეტანა!
სამწუხაროდ კი პირიქით გამოვიდა ყველაფერი!
რადგან ამ წამს ბიჭები ცუდად გამოიყურებიან და ყველას რაღაც ჭრილობა აქვს,რომელიც საბედნიეროდ ვიცი ნელ-ნელა შეუხორცდებათ,მაგრამ რომ ვძულვარ ყველა მათგანს,ეგ გადაუვლით?
ყველაზე მთავარი კი ჯეფრის შემდეგი ნაბიჯი მაშინებს ახლა...ის უბრალოდ მიყურებს,თან ისეთი თვალებით ,რომ თავს ვეღარ ვიკავებ,მინდა თვალი ავარიდო და სხვა რამეს შევხედო.
ასეც ვქენი და თავი ჩავხარე,რათა მისი თვალები აღარ დამენახა,იმის მიუხედავად რომ ვიცი ეს მეტად გააბრაზებს!
არც შევცდი,რადგან ამის შემდეგ მისი ყვირილის ხმაზე შევხტი!
-ბიჭებო გადით!
უკან მდგობ ბიჭებს უყვირა ,რაზეც ბიჭებმაც უსიტყვოდ დატოვეს ოთახი და დავრჩით მხოლოდ მე და ის...მეც რომ მივხვდი რაში გავყავი თავი,ვეცადე პირველს მე დამეწყო საუბარი და თავი ასე გადამერჩინა!
-ჯეფრი...მე_
მაგრამ მან არც კი დამამთავრებინა სათქმელი
და უხეშად მომკიდა ხელი მკლავზე,შემდეგ კი ფეხზე ამაყენა და  საწოლზე მიმაგდო,რაზეც ადგომა ვცადე,თითქოს რამე აზრი ჰქონდა ამას!
-დაჯექი!
ისევ მიყვირა და უკვე ჩემს მოპირდაპირედ დადგა,შემდეგ კი დაჟინებით მომაპყრო თავისი თვალები.
-ასე გძულვარ რომ მაიძულებ მართლა მხეცს დავემსგავსო და რაღაც დაგიშავო!?თუ რას ცდილობ!
ისე მიყვირა ეს სიტყვები ,რომ შიშით შევხტი,მაგრამ არ ვაპირებდი მისი პრეტენზიების მოსმენას!
მე მქონდა ამის საბაბი.
-მე მქონდა მიზეზი.
ვთქვი კიდეც,რაზეც ვფიქრობდი,თან შიშისგან ხმა მიკანკალებდა!
-მიზეზი? რა მიზეზი იყო ისეთი ,რომ აგიხსენი და გითხარი ,რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წასულიყავი და შენ მაინც წახვედი,თან სად?!
იქ სადაც საფრთხე გემუქრებოდა!
ამაზე ჭკვიანი მეგონე ლუნა.
კიდევ ერთხელ მიყვირა ეს სიტყვები და ბოლოს სიმწრით დაასრულა წინადადება.
-აბა რას ითხოვ!? შენთან დავრჩე,რომ მერე ზუსტ დროს ამომგლიჯოო გული?!
მეც ვეღარ მოვითმინე და ვუყვირე,რაზეც უკვე სახე შეეცვალა და უფრო გაბრაზება შეეტყო.
-რაა!?ეს ვინ გითხრ-ა...ან-ან რატომ დაიჯერე საერთოდ?!
ჯერ ხმის კანკალით დაიწყო და ბოლოს ყვირილით დაასრულა,რაზეც ვაპირებდი საკადრისი პასუხი გამეცა,თენისონის ხმამ რომ გამაწყვეტინა.
-წავედით,სახლში იჩხუბეთ!
აქ არ არის ამის დრო და არც ადგილი!ამდენს ვეღარ მოვერევით!
ეს თქვა თუ არა თენისონმა, ჯეფრიმ ფეხზე ამაყენა და მითხრა...
-ხელი კარგად მომკიდე,ამაზე სახლში გავაგრძელოთ საუბარი!
გაბრაზებულმა მითხრა და მთელი ძალით ჩამიხუტა ,შემდეგ კი ისევ ცაში ავიჭერით .
მის სურნელს ვგრძნობდი
და სითბოს ,რომელიც მაიძულებდა ყველაფრის მიუხედავად მშვიდად ვყოფილყავი,რადგან მასთან ერთად თავს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდი...ყველაზე დიდ საფრთხეს როგორც ჩანს ის არ წარმოადგენს ჩემთვის,არამედ სამეფო კლანი,რომლებსაც ჩემი მსხვერპლად შეეწირვა უნდათ.
ცოტახანში ჯეფრის სასახლის ეზოში დავეშვით ,მან კი კი პირდაპირ უხეშად მომიშორა თავიდან და ხელი ჩამკიდა,შემდეგ კი ძაალიან სწრაფათ მიმიყვანა თავის ოთახამდე და შესვლის თანავე საწოლზე მიმითითა.
-დაწექი!
უფრო მიბრძანა ,ვიდრე მითხრა,რაზეც დაბნეულმა ავხედე...
-რატომ?!
ყველაფრის მიუხედავად მაინც ძაალიან მეშინოდა მისი...
-გაკეთე რასაც გეუბნები!
უეცრად მიყვირა და საწოლზე დამაგდო!
-აქ იწვები და დაიძინებ,გესმის?
არც გაბედო რაიმე სისულელის ჩადენა!
არ გადგა ფეხი არსად!
ასე იქნები იმდენხანს რამდენხანსაც გეტყვი!
იმდენად დიდი სისულელე მითხრა და თან ისეთი ტონით,რომ ვეღარ მოვითმინე და გაბრაზებული მივუტრიალდი.
-როცა მინდა მაშინ დავიძინებ!
რატომ მექცევი ასე,მე უბრალო_
მაგრამ მან არც კი დამასრულებინა და ბოლო ხმაზე მიღრიალა!
-ხმას ნუ იღებ და სისულელებით თავს ნუ იმართლებ,იქ შეიძლება მათ მოეკალი!
ამის გაგებაზე უკვე თამამად შევხედე და ვუთხარი...
-რატომ ფიქრობ ასე,მე სულ სხვა რაღაც მოვისმინე მათგან!
ამის გაგებაზე კი ჯეფრიმ მწარედ ჩაიცინა.
-შენ მეკითხები რატომ?!
შენ რა მართლა გინდა გავგიჟდე და ჭკუა გაადამეკეტოს?!
ამას სპეციალურად აკეეთებ?
შენს გამო საკუთარ მამას დავუპირისპირდი და ჩემს მთელ კლანს!
როგორ ფიქრობ ვის მხარეს ვარ ამ შემთხვევაში,მათ მხარეს თუ შენს მხარეს,მაინც ფიქრობ რომ შენი მოკვლა მე მინდა?!
ისე განრისხდა რომ  იქვე მდგარი დიდი კამოდიც კი ამოატრიალა!
შემდეგ კი თმა ნერვიულობით გადაიწია ალბათ დამშვიდების მიზნით და ისევ მე შემომხედა...
-უკვე რამდენჯერ გამექეცი!?
გეკითხები რამდენჯერ?
გასაგებად აგიხსენი ყველაფერი, მაგრამ შენ მაინც წახვედი!
ვცდილობ თავი შევიკავო,თორემ არ ვიცი რას ვიზავ ლუნაა!
დამემორჩილე უბრალოდ და აღარაფერი აღარ მითხრა!
ამის მოსმენაზე ციტა შევშინდი და ვიფიქრე იქნებ მართლა აღარაფერი მექნა ,მაგრამ თან მრისხანებამ შემომიტია და თავი ვეღარ შევიკავე!
-და ვინ ხარ რომ შენი ბრძანებები ვასრულო?!
რატომ მაიძულებ შენთან დავრჩე? მირჩევნია მოვკვდე,ამდენ ზეწოლას და ბრძანებების მოსმენას!
შენი გადასაწყვეტი არაა მე სიცოცხლეს ავირჩევ თუ სიკვდილს ,გესმის?!
ჩემი გადარჩენა არავის არ უთხოვია შენთვის!
ეს რომ ვუყვირე ყველაფერი გულზე მომეშვა!
რადგან დიდიხანია ამის თქმა მინდა,მაგრამ  შევატყე ჩემა გულახდილობამ უფრო გადაირია ჯეფრი და უეცრად ,ისე რომ არც მოველოდი პირდაპირ ჩემს ზემოთ აღმოჩნდა!
ზედ დამაჯდა და ორივე ხელი თავის ზემოთ დამაჭერინა...მე კი ადგილზე გავიყინე და შოკურ მდგომარეობაში ჩავვარდი.
-გაინტერესებს ვინ ვარ?!
გაინტერესებს რატომ ვწყვეტ მე იცოცხლებ თუ არა?
გეტყვი და გაგაგებინებ!
მე შენი სული ვიყიდე...შენ მომეცი შენი სული და დამთანხმდი ჯოჯოხეთზეც კი.
ალბათ დროა ეს ჯოჯოხეთი იხილო,გპირდები ამით კარგ გაკვეთილს მიიღებ!
ესღა მითხრა და პირდაპირ ყელში მეცა!
მე კი თვალები მოვხუჭე სიმწრით,მეგონა ისებ მიკბენდა,მაგრამ უარესი რაღაც ვიგრძენი,რასაც არ მოველოდი!
მან მე კოცნა დამიწყო,თან ნელ-ნელა მკერდისკენ ჩადიოდა მისი ტუჩები!
ხელებს კი ძლიერად მკიდებდა წელზე,ისე რომ განძრევის საშუალებასაც არ მაძლევდა!
-ჯეფრი ,გაჩერდი...
შოკში მყოფმა ძლივს ამოვიღე ხმა და ვეცადე ჯეფრი უკან გამეწია!
ამაზე კი მან ძლიერად მიმაჯახა საწოლს და მაიკა ,რომელიც ზედ მეცვა ზედ შემომახია!
-გთხოვვ, გაჩერდი!
ვიყვირე კიდევ ერთხელ ,მაგრამ ჯეფრის კოცნამ აღარ დამაცადა ხმის ამოღება!
ვნებიანად მკოცნიდა ისე რომ უკვე ვეღარ ვსუნთქავდი.
ბოლოს ძლივს ამოვისუნთქე და უნებურად ამოვიკვნესე, რადგან  ვგრძნობდი თან როგორ მკბენდა მკერდის მიდამოს არეში, თან ყოველ მანძილზე !
უკვე მისი ძაალიან მეშინოდა,ვიცოდი რომ საშიში იყო გაბრაზებისას, მაგრამ ასეთი საშიშიც არ მეგონა ...ამ წამს ყველაზე მეტად იმის მეშინია სადამდე შეძლებს შეტოპვას.
-------------------------------------------



№1 სტუმარი სტუმარი .....

მალე იქნება ახალი თავიი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent