თანახმა ხარ?(12)
-რაზე ხარ მართალი? -რომ,რომ...-ადას არ უნდოდა თქმა, პატარა ბავშვივით რცხვენოდა სიტყვების წარმოთქმა. -კარგი, როგორც არ უნდა მინდოდეს სამაგიერო გადაგიხადო და ცოტახანი კიდე გაწამო , პირდაპირ გეტყვი, რომ... არა რა უცნაურია. რანაირად უნდა აგიხსნა ეხლა ეს. -დაჩი! -კარგი. ყველა ძაან დავთვერით, ბიჭები ძირს გაითიშნენ და ელენე და ანი კიდე სვამდნენ. მე და შენ გარეთ ვლაპარაკობდით აივანზე და თავბრუ დაგეხვა, შემთხვევით ზედაზე არაყი გადაგესხა. ანის ვთხოვე დაგხმარებოდა გამოცვლაში და ჩემი რამე ზედა მოეცა. საძინებელში გაგიყვანა და ცოტახანში მე დამიძახე. გავაგრძელოთ ლაპარაკიო. -რაზე ვლაპარაკობდით? -მითხარი რო დიმიტრიმ დაგირეკა. გაღიზიანებული იყავი საშინლად, რომ ცხოვრების გაგრძელების საშუალებას არ გაძლევდა და თავს გახსენებდა. ამბობდი, დიმიტრი, რომ არა ალბათ მე და შენ მეგობრებზე უფო მეტი ვიქნებოდით. როგორც გითხარი, საკმაოდ ნასვამი იყავი. მერე ჩაგვეძინა და... -გადაახვიე. რას ვამბობდი? -ნასვამი იყავი ადა-დაჩი ცოტა აღელვებული იყო, რაც ნერვულ სიცილზე შეეტყო-მეტი არაფერი. -მერე რა მოხდა? მარტო ჩაგვეძინა? არაფერი გამიკეთებია? -არა, მეტი არაფერი. ადა, არასდროს არ ვისარგებლებდი სიტუაციით და შენც არ გიცდია არაფერი. ალბათ ნაწყენი იყავი დიმიტრიზე და სულ ეს იყო. -რატომ ფიქრობ ეგრე? -დიმიტრი, რომ არა მე და შენც ვერ გავიცნობდით ერთმანეთს და იმიტო. -რამდენჯერ უნდა შევირცხვინო შენთან თავი... -ადა, სიმართლე გითხრა იმ საღამოს ყველამ კარგად დავლიეთ და სისულელეები ვაკეთეთ. მათ შორის მეც. ამიტო ტყუილად ნერვიულობ. -ჩემზე საშინლად ნაწყენი უნდა იყო. -ვიყავი. ვაღიარებ. ესეც იმიტომ, რომ მიზეზი არ ვიცოდი. ვერ ვიჯერებ რო გეგონა სექსი გვქონდა-დაჩის ადას ანერვიულებულ გამომეტყველებაზე თვითონ კიდევ უფრო ეცინებოდა. ალბათ თავს უხერხულად გრძნობდა. ყოველ შემთხვევაში ორივე დამშვიდდა, როდესაც ყველაფერი გაარკვიეს ერთმანეთში. თუმცა ახლა უფრო უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, ადას მართლა ჰქონდა მის მიმართ გრძნობები. დაჩის კიდევ შეყვარებული ჰყავდა. -რა უნდა მეფიქრა? რომ არაყი გადავისხი ზედაზე და ანიმ შენი მაისური მომცა? სერიოზულად დაჩი? რომელი გოგო იფიქრებდა მაგას. -კარგი, გასაგებია-მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ისევ თვითონ განაგრძო საუბარი-მალე ბრუნდები? -დედაშენი ჩამოიყვანე? -დღეს საღამოს ჩამოდის სხვათა შორის. -ძალიან კარგი. -ადა, საერთოდ არ შეცვლილხარ-სავარძელზე ჩამოჯდა და ადას დააკვირდა. -რას გულისხმობ? -არასდროს არ მპასუხობ კითხვებზე. -ა, გერმანია. არა , აღარ ვბრუნდები. აქ მაქვს საქმეები. -მადლობა მინდა გადაგიხადო. -არ არის საჭირო-ადამ იმწამსვე შეაწყვეტინა, ჩანთას მოკიდა ხელი და წასვლა დააპირა. -სად მიდიხარ? -ყველაფერი გავარკვიეთ. არამგონია კატოს ესიამოვნოს ჩემი აქ ყოფნა. მართლა მიხარია, რომ ყველაფერი კარგად არის შენთან. -და შენთან? -ჩემთანაც. რა თქმა უნდა. -ადა, კიდევ გნახავ თუ ხვალ სადმე აზიაში გაფრინდები? -ვნახოთ-ადამ გადაკოცნა-მადლობა. -რისთვის? -ყველაფრისთვის. *** ადა მთელი გზა ცრემლებს იკავებდა. თავს სულელად გრძნობდა. რამდენჯერ უნდა დამართნოდა ერთი და იგივე? შეყვარებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც მის მიმართ იმავეს არ გრძნობდა. დიმიტრი, შემდეგ დაჩი. ახსენდებოდა დრო, როდესაც გერმანიაში საღამოობით სეირნობდა და სულ იმას ფიქრობდა, დაჩი რას აკეთებდა. სამსახურიდან დაღლილი მიდიოდა, თუ მეგობრებთან ერთად მიდიოდა სადმე.რომელ დღეს იყო მორიგე და როდის მიუვიდოდა პასუხი საგრანტო კონკურსიდან. როგორ სჯეროდა, რომ საბოლოოდ იპოვა ადამიანი, რომელთანაც შეეძლო ნორმალურ თემებზე საუბარი. ადამიანი, რომელსაც გააჩნდა ემოციები. ის, ვინც წვიმაში სეირნობას საყვარელ ადამიანთან ერთად დროის ფლანგვად არ მიიჩნევდა. თუმცა, როგორც ჩანს შეეშალა და დაჩი მას, როგორც მეგობარს ისე აღიქვამდა. როგორც არ უნდა ყოფილიყო, არც ისე ხშირად მოუწევდა მისი ნახვა, ამიტომ უნდა დაევიწყებინა.. მომდევნო დღეს ადას მამამ სახლში წვეულება გამართა იმდენად უხაროდა შვილის დაბრუნება. აბელაშვილებიდან მხოლოდ დაჩი და დედამისი დაპატიჟა. ადამ მეგობრებს თხოვა მოსვლა, მათ შორის ლეონსაც. 7 საათისთვის ქვედა სართული სავსე იყო უემოციო ქანდაკებებით. ადას კი ჯერაც არ გადაეწყვიტა რას ჩაიცმევდა, რადგან მაქსიმალურად დამსგავსებოდა მათ. უსულო არსებას. მსგავს საზოგადოებაში ყველაზე მთავარია არ გამოირჩეოდე, არაფრით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყვავებივით დაგესევიან და გაგანადგურებენ. ადამ ეს კარგად იცოდა. -ადა, ეს წვეულება მამაშენმა შენთვის მოაწყო, შენ კიდე არც ჩამოდიხარ? -არ ვიცი რა ჩავიცვა. -არც ჩაგიცვამს?!-ეკატერინე სახეზე გაფითრდა-მაკიაჟიც არ გაგიკეთებია, 1 საათი რა ვუთხრათ სტუმრებს. -არ მჭირდება 1 საათი დედა. უბრალოდ ამარჩევინე რა ჩავიცვა და 15 წუთში ჩამოვალ. -ოხ ადა-ეკატერინე კარადასთან მივიდა და წითელი მოღეღილი და ელეგანტური კაბა მისცა. -დედა? ზედმეტად ღია ხომ არ არის? -უკვე ბავშვი აღარ ხარ ადა. სწორედაც რომ შენი შესაფერისია. -კარგი. 15 წუთში ვიქნები. რამდენ ხანში წავლენ? -დროზე ჩამოდი-არცმ იუქცევია შვილის წუწუნისთვის ყურადღება ისე ჩავიდა ქვემოთ. შეიძლება იფიქროთ , რომ ეკატერინეც მათსავით უსულო არსება იყო. თუმცა ცდებით. ეკატერინემ კარგად იცოდა მეუღლესთან ცხოვრების ფასი. იცოდა რა საზოგადოებაშიც ამოყოფდა თავს გათხოვების შემდგომ და თავიდანვე შეგუებული იყო მსგავს შეკრებებს, ღონისძიებებს და ადამიანებს. ადასგან განსხვავებით, რომელსაც არჩევანი დაბადებიდანვე არ ჰქონია. შეიძლება ზუსტად ამიტომაც იყო დაინტერესებული დაჩით. ადა მართლაც 15 წუთში გაემზადა და სტუმრებთან შესახვედრად ჩავიდა. ნახევარი საათი ყალბი ღიმილით და გაყინული მზერით დადიოდა დარბაზში და რობოტებს ესაუბრებოდა. ცოტახანში ლეონიც დაიანხა და მისკენ გაეშურა. -კიდევ კარგი მოხვედი. ძალიან დავიღალე. -შესანიშნავად გამოიყურები. -სალომე არ წამოვიდა? -ფრენისას გადაიღალა და სახლშია, ჯერ ძინავს. -კარგი აუცილებლად დავგეგმოთ რამე, რომ გამაცნო. -რა ქენი ? ელაპარაკე დაჩის? -კი, ნეტა არ მელაპარაკა. აი ისიც, ხმა არ ამოიღო. დაჩი კატოსთან და დედამისთან ერთად მოდიოდა. -ადა, როგორ მიხარია შენი გაცნობა. დაჩის ძალიან ბევრი რამ აქვს ჩემთვის შენზე ნათქვამი. მინდა ავღნიშნო რო შესანიშნავად გამოიყურები დღეს-ელისაბედი ჩასახუტებლად გაიწია, ადას ცოტა ეუცხოვა ასეთი სითბო, მაგრამ არ დააყოვნა და მაშინვე ჩაეხუტა. კატოს ეტყობოდა, რომ თავს ოდნავ უხერხულად გრძნობდა, აშკარად არ იყო მიჩვეული მსგავს ღონისძიებებს. -მეც ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა ელისაბედ. მინდა გითხრათ, რომ საამაყო და ნამდვილი ჯენტლმენი შვილი გყავთ. -მადლობა ადა, კიდევ კარგი თორე როგორც ჩანს ერთმა უკვე შემარცხვინა-ადასთვის უჩვეულო იყო ასეთი პირდაპირობა, თუმცა რატომღაც მოსწონდა ელისაბედის თავისუფლება და უცნაურობა. -ადა, მეგობარს არ გაგვაცნობ?-დაჩიმ ლეონზე მიუთითა. -ეს ლეონია. ლეონ ეს დაჩია, ჩემი მეგობარი, კატო მისი შეყვარებული და დაჩის დედა, ელისაბედი. -სასიამოვნოა-ლეონმა ხელი ჩამოართვა სამივეს და გაუღიმა-ადა, იქნებ დროა ჩვენი ურთიერთობა გავაოფიციალუროთ. -რ-რა?-ადამ გაკვირვებულმა გახედა. -თუნდაც შენ მეგობრებს მაინც უთხარი. -თქვენ ერთად ხართ?-დაჩიმ ეჭვის თვალით გახედა. -როგორც ჩანს-ვერ ხვდებოდა ლეონი რა თამაშს ეთამაშებოდა, თუმცა დაჩის რეაქცია საკმაოდ დამაინტრიგებელი ეჩვენებოდა. -გილოცავთ-დაჩიმ ძლივს ამოღერღა ეს სიტყვები. -უხდებით ერთმანეთს-კატომ ამოილუღლუღა, ეტყობოდა, რომ საერთოდ არ ადარდებდა აქ ყოფნა და მათთან საუბარი. თუმცა ცდილობდა ზრდილობიანად მოქცეულიყო. -შენ მშობლებს გავიცნობ ადა, შენის ნებართვით-ელისაბედმა ისინი დატოვა. -როგორ მოხდა, რომ არ გიხსენებია გუშინ?-დაჩიმ გაკვირვებულმა ჰკითხა. -არ მომეცა შანსი. -ადასნაირ ადამიანს ალბათ ვერასდროს ვერ ვიპოვიდი გერმანიაში დროულად რომ არ დაბრუნებოდა-ლეონი შესანიშნავი მსახიობი იყო, თუმცა ადას ცოტა აკლდა, რომ ფეხი უხსენებელ ადგილას ამოერტყა-თავს აღარ მოგაწყენთ, ბედნიერ საღამოს გისურვებთ-ლეონმა ადას წელზე მოხვია ხელი და მათგან მოშორებით გაიყვანა-არ მომკლა, უცებ მომაფიქრდა. -რატომ მოგაფიქრდა?! -ხმადაბლა ცოტა. რატომ და ეტყობა რომ ეჭვიანობს. -ლეონ, დახმარება არ მითხოვია. რა გააკეთე. როგორც კი გაიგებს რო მოვატყუე საერთოდ დაკარგავს ჩემზე წარმოდგენას. -რა საჭიროა, რომ გაიგოს? თან რატომ უნდა ადარდებდეს? -მეგობრები ვართ! -ადა, დამიჯერე. საღამოს ბოლოს მოფოფხდება შენთან. -და რომ არა? -მერე შეგიძლია მცემო. -სალომეს რას ეტყვი? -ეგ კი იქნება პრობლემა. -გამარჯობა, ეხლავე მივალთ და ვეტყვით, რომ მოვიტყუეთ. -მე დავიწყე ეს ყველაფერი და მე დავასრულებ. რა თქმა უნდა ვფიქრობ, რომ უფრო მეტი შეგიძლია და უფრო მეტის ღირსი ხარ, ვიდრე ... -არც დაასრულო ეგ წინადადება. -კარგი. დაგეხმარები. -ლეონ, ყველაფერი არასწორად გაიგე. ჰქონდა შანსი, რომ ეთქვა თუ რამეს გრძნობდა. -როდის, როცა უკვე შეყვარებული გაგაცნო? -არა,როდესაც მის დაბადების დღეზე ვიყავით. უბრალოდ არაფერი არ მახსოვს, ზედმეტად ნასვამი ვიყავი. მე ვუთხარი რასაც ვგრძნობდი. -აბა საიდან იცი რა უთხარი? -დაჩიმ მითხრა-ლეონს გაეცინა ადას გულუბრყვილობაზე და დაჩის გახედა, რომელიც ოთახის მეორე ბოლოში იდგა. -იცი რა, დავნიძლავდეთ, ეხლა წელზე ხელს შემოგხვევ, ოდნავ ახლოს მოგიზიდავ და ყურში ჩაგჩურჩულებ, საშინლად გაღიზიანდება. არ გაიხედო უკან, ჩვენ გვიყურებს. -ზედმეტებში გადავალთ. -არ გადავალთ-ლეონმა მისკენ მიიზიდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა-დარწმუნებული ხარ, რომ იმ ღამეს, რაც მოხდა ბოლომდე მოგიყვა? -რას გულისხმობ?-ადამ გაიღიმა, ოდნავ გაწითლა და ხელით ოდნავ წინ გაწია. -დაფიქრდი. რატომ გეტყოდა თვითონ რა გითხრა იმ ღამეს? როდესაც შეყვარებული ჰყავს, თან ერთი წლით გაქრი და დატოვე მარტო. იფიქრა სავარაუდოდ, რომ მართლა ნასვამი იყავი და რაც თქვი მაგის ბრალი იყო. -გასაგებია რომ შენი ფსიქოლოგის როლის მორგება გინდა, მაგრამ -რა მაგრამ, ამაში ნამდვილად არის საღი აზრი. ხომ გეუბნები, თვალს ვერ გვაშორებს. წამოდი იდეა მაქვს. -შენ რა გინდა, რომ მამაჩემმა იფიქროს ერთად ვართ? -საერთოდ არ გიყურებს მამაშენი, 20 წუთია ვიღაც წვერებიან ქალს ელაპარაკება. -ვის?-ადას ხმამაღლა გაეცინა და მაშინვე პირზე აიფარა ხელი. ამასობაში დაჩი მართლაც ვერ აშორებდა ადას თვალს, როდესაც გვერდით გაღიზიანებული კატო ედგა. -დაჩი, მშვიდობა გაქვს? -უცნაურად არ გეჩვენება, რომ ადამიანმა თავის ურთიერთობა დამალოს? -ამათ საზოგადოებაში არა. -ხო მაგრამ მეგობარსაც არ უთხრა? მე? -2 დღეა ჩამოვიდა, ხო არ მოგახლიდა პირდაპირ? არ გეწყინოს. -არ მწყინს. მიკვირს. თან საერთოდ არ არის ადას ტიპაჟი. -შენ ძმას არ ხვდებოდა? დაჩიმ გაბრაზებულმა გადახედა. ამაზე პასუხი ნაღდად არ ჰქონდა. -ხვდებოდა, მერე მიხვდა რაც არის და დაშორდა. -შეიძლება მართლა მდიდარი და ცარიელი ხალხი მოწონს. შენი რა პრობლემაა. დაჩი მოვიწყინე არ შეიძლება უკვე წავიდეთ? -არა, დედაჩემს ვერ დავტოვებ. მიდი იქ არის და დაელაპარაკე, ხალხსაც გაგაცნობს. მოვალ 10 წუთში. ადა და ლეონი ტერასაზე საუბრობდნენ, ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს იდგნენ. დაჩი ვითომ მოსაწევად გავიდა, თუმცა გაახსენდა, რომ არ ეწეოდა და ტელეფონი ამოიღო. თავი ისე მოაჩვენა თითქოს რაღაც საქმეზე საუბრობდა. -ეხლა მე წავალ, რამე სასმელს მოვიტან-ლეონი დარბაზში გაბრუნდა. დაჩიმაც დაკიდა ყურმილი და ადასთან მივიდა. -როგორ მოგწონს საღამო? -შენ? -მიჩვევაა საჭირო, მერე დიდად აღარ გაწუხებს ეს გარემო. -დიდიხანია რაც შენ და-დიდხნიანი პაუზებით საუბრობდა, თითქოს ერიდებოდა პირდაპირ კითხვა-ის ლეონი ერთად ხართ? -არც ისე. -1 თვე? -ალბათ ან 2-დაჩი შეცბა. -2. იმ ტიპს ეტყობა, რომ შენზე რაღაც სიგიჟემდეა შეყვარებული თუ რა. -არ ვიცი, ალბათ არის. დედაშენი ალბათ... -და მაინც ვერ ვხვდები რატომ არ მითხარი გუშინ? -რა მნიშვნელობა აქვს? არ ვიცი დამავიწყდა. მაპატიე-ადა თავს დამნაშავედ გრძნობდა, უნდოდა პირდაპირ ეთქვა სიმართლე, რომ ეს ლეონის იდეა იყო. თუმცა მისი გეგმა ნაწილობრივ ამართლებდა. დაჩი ან უბრალოდ ნაწყენი იყო დროულად რომ არ გაიგო მათ ურთიერთობაზე ან ეჭვიანობდა. ამიტომ ახლა ამის გამჟღავნება არ იქნებოდა. ადამ და ლეონმა თამაში წამოიწყეს, რომლის დასრულებაც მხოლოდ დაჩის გამოტეხვას შეეძლო. ნებისმიერი შეამჩნევდა მის თვალებში ანთებულ ცეცხლს, როდესაც ლეონი მას ეხებოდა. ზოგადად არ ახასიათებდა ეჭვიანობა, უბრალოდ ადას სხვა მამაკაცთან დანახვამ მასში საშინელი პროტესტის გრძნობა გამოიწვია. მასში ძველი გრძნობები გამოაღვიძა, რომლების დავიწყებასაც კარგა ხანი ცდილობდა. თან ყველაფერს კატო ართულებდა. დაჩის შეყვარებული ჰყავდა, რომელზეც უნდა ეფიქრა და მას ასე ადვილად ვერ მიატოვებდა. თუმცა წამითაც აღარ სურდა ადას ლეონთან ახლოს დანახვა. უნდოდა რაღაც ისეთი ეთქვა რაც არ აიძულებდა გრძნობებში გამოტყდომას, მაგრამ ამავდროულად ადას ლეონთან დააშორებდა. როგორ ეგოისტურადაც არ უნდა გამოსვლოდა მსგავსი ფიქრები, სხვა ვერაფერზე ვერ ფიქრობდა. -არა, ნუ იხდი ბოდიშს. უბრალოდ გამიკვირდა და მეტი არაფერი. მეგონა დიმიტრისთან ურთიერთობამ გასწავლა ჭკუა. -ვერ გავიგე? -ლეონიც ხომ ისეთივე ადამიანია. -საიდან დაასკვენი? -მდიდარი, გათამამებული მამიკოს ბიჭი-ადას ეს სიტყვები ეწყინა, არა იმიტომ, რომ ლეონი ასეთი ადამიანი არ იყო. ადა იყო ასეთი. მთელი ცხოვრება ათამამებდნენ მშობლები, მათ ხარჯზე ცხოვრობდა 22 წელი და თუ დაჩი ასე ფიქრობდა ლეონზე, ადასნაირი ადამიანი ნამდვილად არ შეუყვარდებოდა. -ჩემზეც ასე ფიქრობ? -რა?-მიხვდა, რომ უხეშად გამოუვიდა-ადა, ხომ იცი რომ ჩემთვის მსგავს საზოგადოებასთან არ ასოცირდები. -მაგრამ მისი ნაწილი ვარ. ლეონი, რომელსაც ესე ადვილად მიაყენე შეურაცხყოფა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილია. შენ თუ არ იღებ ამ საზოგადოებას, როგორც არ უნდა ჟღერდეს, მაშინ ვერ ვხვდები ამდენი ხანი როგორ ვმეგობრობდით. -ადა, ნუ ატრაგიკულებ ძალიან გთხოვ. მე რომ ოდნავაც გამსგავსებდე ამ გაყინულ, ცარიელ და უაზრო ადამიანებთან, აქ არ ვიქნებოდი. მაპატიე თუ უხეშად გამომივიდა. როგორც ჩანს საკმაოდ სერიოზულად გაქვთ ყველაფერი შენ და ლეონს. -არა, არ გვაქვს. -არა? ადას ის იყო სიმართლე უნდა ეთქვა, რომ ლეონი დაბრუნდა და შამპანური მიაწოდა საყვარელს. -როგორ მოგწონთ დღევანდელი საღამო? -ცოტა სიყალბის ელფერი დაკრავს, ისე არაუშავს. ღამე მშვიდობის-ლეონს და ადას კიდევ ერთხელ შეხედა, თითქოს აკვირდებოდა რეალურად ხდებოდა ეს ყველაფერი თუ არა და შემდეგ წავიდა. როგორც ჩანს ამ თამაშის დასასრული ჯერ შორს იყო. -შეცდი ლეონ. -დარწმუნებული ხარ რომ ერთ და იმავე სურათს ვხედავთ? მე ვხედავ ეჭვიან მამაკაცს, რომელიც გაღიზიანდა მე და შენს ერთად დანახვაზე და წავიდა. -მე და შენ ერთი და იგივე საზოგადოებიდან ვართ. და მაინც შენ მიგიჩნევს -მშობლების ხარჯზე მცხოვრებ უსაქმურად? -ხო. -ადა , იმავეს რომ ფიქრობდეს შენზე, დღეს აქ არც მოვიდოდა. -და შეყვარებული რატომ მოიყვანა? -ეტყობა დედამისისთვის გაცნობა უნდოდა და შენთვისაც. -თუ მოვწონვარ , რა ალოგიკურ რაღაცას მეუბნები. -ადა, დამიჯერე, ეგ გოგო საერთოდ არ ადარდებს. შუა დარბაზში დატოვა მარტო, მე რო არ დავლაპარაკებოდი ტირილით წავიდოდა. მაგრამ სხვათა შორის საკმაოდ საინტერესო რაღაც გავიგე. -რა? -იცი რამდენი ხანია რაც ერთად არიან? -რამდენი. -1 თვეც არ იქნება ადა. -და უკვე დედამისს აცნობს? მაგრამ ახლოს არიან. მეც მალე გამაცნო. თან ესე ადვილად არ იახლოვებს არავის. -ჩემი აზრით, მორიგი ჩვეულებრივი გატაცებაა. იმ გოგოსაც ეტყობა, რომ დიდად არ აინტერესებს დაჩი. 3 დღეს მივცემ, რო დაშორდნენ. იქამდე კიდე შენ გადაწყვიტე, თანახმა ხარ, რომ ეს თამაში გავაგრძელოთ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.