შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანახმა ხარ?(11)


2-03-2021, 21:12
ავტორი sati
ნანახია 1 575

10 თვის შემდეგ ადამ საბოლოოდ დაასრულა სწავლა გერმანიაში და საქართველოში დაბრუნდა. აეროპორტში ნინი, ალექსანდრე და გიორგი ელოდებოდნენ.
-ეიიი-ნინიმ მასთან მიირბინა და ჩაეხუტა-როგორ მომენატრეეე.
-მეც ძაან-შემდეგ ალექსანდრე და გიორგიც გადაკოცნა. ყველა მართლა ძალიან მონატრებული ჰყავდა. თუმცა ადა მარტო არ ჩამოსულა, მას თან სურპრიზიც ახლდა.
-ლეონ!-ადამ ვიღაც ბიჭს დაუძახა.
-ეს ვინ არის?-ნინიმ ინტერესით გახედა, მაღალ, ტანად, საკმაოდ დაკუნთულ, სიმპატიურ, შავგვრემან და საკმაოდ განსხვავებული გარეგნობის მქონე მამაკაცს, რომელიც ადასკენ მიდიოდა.
-ჩემი კურსელია, ცოტახნით არის ჩამოსული საქართველოში, ერთად წამოვედით.
-ადა, დიმიტრის მერე გემოვნება ნაღდად გაგიუმჯობესდა და კიდე მაგის ძმის შემდეგ-ალექსანდრემ თვალი ჩაუკრა, რაზეც ნინიმ თავში წამოარტყა.
-გამარჯობა-ლეონი ქართულადაც საუბრობდა-მე ლეონი ვარ-თან საკმაოდ კარგად.
-მე ვასწავლიდი. ვამაყობ-ადას გაეცინა-ლეონ, გაიცანი, ნინი, ალექსანდრე და გიორგი, ჩემი მეგობრები.
-სასიამოვნოა-ყველას სათითაოდ ჩამოართვა ხელი. შემდეგ ადას ჩემოდანი გამოართვა-ადა მანქანა გველოდება. წავედით?
-ამ, მეგობრებმა მომაკითხეს. იქნებ მერე შევხვდეთ? ძალიან დავიღალე. ხვალ დაგათვალიერებინებ ყველაფერს გპირდები.
-არ არის პრობლემა. ნახვამდის-ადას ჩემოდანი დატოვა, გადაკოცნა და წავიდა.
-მოგწონს?-გიორგიმ ჰკითხა.
-არა. მეგობრები ვართ.
-როგორც შენ და ..
-ალექს, ხმას ამოიღებ, თვითმფრინავში ჩავჯდები, პილოტის ადგილს დავიკავებ და გადაგივლი. 3 ჯერ. წავედით-ჩემოდანი მანქანაში ჩადო და ჩაჯდა.
-ხო იცი ცოტა შეიცვალა-ალექსანდრემ ნინის გახედა.
-როგორ აბა?
-სარკაზმი და აგრესია მოემატა. კარგია, უხდება ქალს. სექსუალურს ხდის.
-კიდე ერთი ნამიოკი იცი რა თემაზეც და ადას არ მოუწევს გადავლა, ჩემი ხელით მოგახრჩობ-ნინიმ ცალ ხელში მოიქცია ალექსანდრეს სახე და ახლოს მიიზიდა-გასაგებია?
-ყველაფერი გასაგებია.
-ხოდა გადასარევი. ჩაჯექი მანქანაში-ნინიც ჩაჯდა.
-ხო გითხარი, ქალებს უხდებათ აგრესია-გიორგის გახედა და ამაზე ორივეს გაეცინათ.
***
ადას წასვლის შემდეგ მისი ურთიერთობა მშობლებთან საგრძნობლად გაუმჯობესდა. ეკატერინეს და დავითს უხაროდათ, რომ ადა დროზე მოეგო გონს და სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა. არც ერთს ეჭვიც არ შეპარვია მის გადაწყვეტილებაში, არ უფიქრიათ, რომ ადას სხვა მოტივი ამოძრავებდა. ამ 11თვის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. დაჩიმ მოიპოვა გრანტი და შეძლო თავისი სასტუმროს მშენებლობის დაწყება. ნელ-ნელა ინტერესდებოდნენ ინვესტორები და ფულს დებდნენ ამ პროექტში. მათ შორის იყო ადას მამაც, რომელიც აღფრთოვანებული იყო დაჩის იდეებით და რამდენიმეჯერ სახლშიც დაპატიჟა, სანამ ადა არ იყო, რადგან მასთან გასაუბრება სურდა. ამის შემდეგ კი სულ იმას ეუბნებოდა ეკატერინეს, რომ დაჩიში საკუთარ თავს ხედავდა ახალგაზრდობაში. რაც შეეხება აბელაშვილებს, ისინი ჩვეულებრივად აგრძელებდნენ საკუთარ ბიზნესს ერთი დამატებით. დიმიტრის მართლაც, რომ მოეყვანა ირმა ცოლად. უბრალოდ ვერ გეტყვით რამდენად ბედნიერი თანაცხოვრება ჰქონდათ. ირმას მამა შეძლებული ადამიანი იყო, როდესაც შეიტყო მისი და დაჩის ურთიერთობების შესახებ საშინელი რეაქცია ჰქონდა. მაშინვე მოთხოვა აბელაშვილებს პასუხი, ვაჟასაც სხვა გზა არ ჰქონდა , თუმცა ვერ გეტყვით რომ დიდად განაწყენებული დარჩა. ირმას ოჯახთან დაკავშირება საქმიანი თვალსაზრისით, ზუსტადაც რომ აწყობდათ. დიმიტრის წინააღმდეგობის მიუხედავად, მას მაინც მოუწია ირმას ცოლად მოყვანა. ადა კი ასე თუ ისე გარკვეულიყო საკუთარ თავში, გადაწყვიტა დაჩის დალაპარაკებოდა და ყველაფერი გაერკვიათ.
დანარჩენს ალბათ თქვენითაც მიხვდებით. ადას სახლში დიდი სადილი გაიმართა, ადას მეგობრები და მშობლები მის ჩამოსვლას აღნიშნავდნენ.
-არ მჯერა რაა, ბატონო დავით. აი ამ ჭიქის ზომა მახსოვს-ალექსანდრემ პატარა ყავის ჭიქა აიღო-არა ეხლაც არ გამოირჩევა დიდად სიმაღლით, მაგრამ იმას ვამბობ, რომ რა პაწაწუნა იყო.
-მოკეტე ალექს-ადამ მხარი გაჰკრა და მაგიდასთან დაჯდა-შენ რო ხარ მაღალი, იმიტომ გადმოგდის ტვინი.
-კარგით ბავშვებო, პრინციპში რაღა ბავშვებო-ეკატერინეს გაეცინა და მოსამსახურეებთან ერთად შემოიტანა კერძები და თვითონაც დაჯდა-ადა, ძალიან მოგიხდა გერმანია. აშკარად ფერიც უკეთესი გაქვს. დასვენებულიც მეჩვენები.
-რა თქმა უნდა მოუხდებოდა ქალბატონო ეკატერინე, ღამე არ გამოუტოვებია ბერლინში რომ კლუბში არ ყოფილიყო.
-ნინი, ან მოასვენე ეს ან კიდე არ ვიცი გავგლიჯავ-ადა სიცილს იკავებდა, რადგან ნაწილობრივ მართალიც იყო ალექსანდრე. ჩასვლის შემდეგ ცოტახნით მართლა ცდილობდა განტვირთვით დაევიწყებინა ძმები აბელაშვილები.
-ადა, ვიცი ალბათ დაღლილი ხარ ამიტომ დღეს აღარაფერს არ დაგავალებ, თუმცა ხვალიდან მინდა წამოხვიდე ფირმაში და ჩაუდგე პიარის განყოფილებას სათავეში-დავითის სიამაყეს საზღვარი არ ჰქონდა. ხომ შეიძლებოდა გულდაწყვეტილი მამა ყოფილიყო,რადგან ბიჭი არ გაუჩნდა. მასზე მსგავს ვერაფერს იტყოდით. დავითი ამაყობდა თავისი შვილით და წამითაც არ ეშინოდა, რომ ადასთვის უნდა ჩაებარებინა ფირმა. მთელი საღამო გაბღინძული დადიოდა, ხან რომელ მეგობარს ურეკავდა სიხარულით და ხან რომელს. მთელ თბილისს გააგებინა, რომ ადა დაბრუნდა და ახლა ფირმაში იწყებდა მუშაობას.
-კარგი დავით. ცოტახანი ამოასუნთქე ეს ბავშვი, მეგობრები ნახოს და 1კვირის მერე მიიყვანე ფირმაში.
-არა, ქალბატონო ეკატერინე ეხლა თქვენ ადას დასვენების საშუალება რომ მისცეთ-ალექსანდრემ ისევ დაიწყო ლაპარაკი, ადამ ხელში მდუღარე ყავა აიღო და ალექსანდრეს მიუტანა სახესთან.
-კიდევ ერთი სიტყვა ალექსს და გპირდები ბოლო იქნება რასაც იტყვი.
-აი, ხედავთ რ-როგორ მემუქრება?
ალექსანდრე ყველაზე ცანცარა ადამიანი იყო ვინც კი ოდესმე გინახავთ. ვერ იტანდა სერიოზულ საუბრებს ფირმაზე, ბიზნესსა და სამსახურზე. ზუსტადაც რომ ნინის შესაფერისი ადამიანი იყო.
-მამა, დაჩის პროექტზე რა ისმის? ვიცი, რომ შენც ჩადე ფული.
-შესანიშნავი პროექტი აქვს-დავითი ორი სიტყვით შემოიფარგლა.
-კარგად მიდის ანუ საქმეები?
-მე როგორც ვიცი კი.
სადილის შემდეგ ადა ლეონთან წავიდა სასტუმროში, უნდოდა ეჩვენებინა ქალაქი. ვაკეში გავიდნენს ასეირნოდ , რადგან გვიანი იყო და მალე კომენდანტი იწყებოდა და სხვა ბევრ ვერაფერს მოასწრებდნენ.
-ჯერჯერობით როგორ მოგწონს აქაურობა?
-ჯერ მარტო სასტუმრო ვნახე ფაქტობრივად ადა, მაგრამ ჰაერი საკმაოდ დაბინძურებული გაქვთ.
-კი..
-თითქოს ტრანსპორტიც გაუმართავი დადის. ყვითელი ავტობუსებივით რაღაც, ოღონდ უფრო პატარა.
-კარგი, ანუ ჯერ არაფერი მოგწონს-ადას გაეცინა.
-არა, რატომ. წინა წელს ხო ვიყავი აქ.
-იყავი?
-შეყვარებული მყავს აქ.
-რატომ არ მითხარი?
-ადა, როგორ არ გითხარი.
-კარგი, ჩემი გერმანული საშინელებაა , სავარაუდოდ ვერ მივხვდი რას გულისხმობდი. ეხლა სად არის?
-ეგეც სასწავლებლად იყო იტალიაში, ხვალ ჩამოვა. გაგაცნობ და ერთად წავიდეთ ქალაქის დასათვალიერებლად.
-აუცილებლად.
-შენ რას აპირებ?
-ალბათ მუშაობას დავიწყებ მამაჩემთან-უცებ დაჩის ძველ სამსახურთან გაიარეს, ადას იმედი ჰქონდა, რომ იქ დაინახავდა. თვალებით ეძებდა, მაგრამ დაჩი იქ არ იყო.
-ადა , ვის ვეძებთ?
-ჰა?
-აშკარად არ მისმენ და იმ ბენზინ გასამართს აშტერდები.
-ჩემი მეგობარი მუშაობს ან.. მუშაობდა აქ და მაინტერესებდა...
-მეგობარი? თუ?
-მეგობარი. ლეონ. მეგობარი. არანაირი თუ.
-რა ქვია მეგობარს?-ლეონმა სიტყვა მეგობარი ხაზგასმით თქვა და ადას დამცინავად გახედა.
-დაჩი.
-რა უცნაური სახელები გაქვთ.
-იგივეს ვიტყოდი თქვენზე.
-ადა, 4 წელია გიცნობ, შეილება დიდად ახლოს არც ვყოფილვართ, მაგრამ ესეთი ანთებული თვალებით და აღელვებული არც ერთხელ არ მინახიხარ.
-ხო კარგი, მეგობარია, მაგრამ კარგი იქნებოდა რომ მეგობარზე მეტი ყოფილიყო.
-და რატო არ არის?
-ლეონ,თქვენთან გერმანიაში ესე პირდაპირ ეკითხებიან ყველაფერს ერთმანეთს?-ადას გაეცინა, პასუხს არიდებდა თავს, ეშინოდა, რომ ლეონი განსჯიდა-ჩემი ყოფილი... ყოფილი საქმროს ძმაა.
-და რა პრობლემაა?
-აქ ცუდად მიიღებენ მაგ ფაქტს, ჩემი მშობლებიც და საზოგადოებაც.
-და ვინ ეკითხება რომელიმეს? მემგონი ზრდასრული ადამიანი ხარ. საერთოდაც, მე მგონია აქ საქმე სულ სხვა რამეშია.
-აბა?
-გეშინია. რომ არაფერი გამოვა.
-აი მომავალი ფსიქოლოგიც ამას ქვია. სად ჩავეწერო?
-პრაქტიკის გავლას ვცდილობ, თან ქართულში ვარჯიშობ.
-ვვარჯიშობ. და არა ვარჯიშობ.
-შენ სიტყვა შეყვარებული არ იცი გერმანულში და მე ზმნის ფორმებს მისწორებ?
-კარგი.. იმედია ვნახავ ამ დღეებში და საბოლოოდ გავერკვევით.
-მერე გამაცნობ და მე, შენ, სალომე და დაჩი სადმე წავიდეთ.
-ჯერ მაქამდე დიდი დროა, მაგრამ კარგი.
-დამპირდი, რომ არ შეგეშინდება და ყველაფერს აუხსნი მაგ დაჩის. ადა, ესე სირაქლემასავით ცხოვრებას ვერ გააგრძელებ. ისევ შენ თავს მიაყენებ ზიანს.
-დაბადების დღიდან მეორე დღესვე გავქრი ისე რომ არც გავაფრთხილე.
-ხომ ვამბობ, სადამდე უნდა იყო სირაქლემას პოზაში? პრობლემებს ვერ გაექცევი.
-გერმანიაში ასე არ მომეჩვენა.
-კი, სანამ კლუბში ატარებდი დროს და სვამდი. მაგის შემდეგ?
-ხო ვიცი, რომ მართალია.
-მოდი ესე მოვიქცეთ, ხვალვე ნახე და ყველაფერი უთხარი. რაც იქნება იქნება.
-კარგი.
***
ადამ გაიგო სასტუმროს მშენებლობის მისამართი და მეორე დღეს იქ წასვლა გადწაყვიტა. გული ბათქაბუთქით უცემდა, ერთი სული ჰქონდა დაჩი ენახა და ყველაფერი ამოეღერღა. რა თქმა უნდა ეჭვი ეპარებოდა, რომ დაჩი იმავეს გრძნობდა, მით უმეტეს 1 წლის შემდეგ. თუმცა ცდა ბედის მონახევრეა. ადა იმედს არ კარგავდა. როგორც იქნა მივიდა მშენებლობაზე, მანქანა ოდნავ მოშორებით დააყენა და შესასვლელთან მივიდა.
-მშენებლობა მიმდინარეობს ქალბატონო, აქ უცხო პირთა შესვლა აკრძალულია.
-მე მაინტერესებს თქვენი უფროსი ხომარ არის აქ? დაჩი აბელაშვილი.
-თქვენ ვინ ბრძანდებით?
-ეს მშენებლობაა თუ პოლიციის განყოფილება. არის თუ არა აქ დაჩი?
-არის.
-დაუძახეთ თუ შეიძლება.
ამ დროს დაჩი გამოვიდა მშენებლობიდან, ვიღაც ქალთან ერთად.
-ადა?-მოულოდნელად შეეცვალა სახის გამომეტყველება.
-შეილება ვილაპარაკოთ?
-დაჩი, იქნებ გაგვაცნო ერთმანეთი-ქალმა დაჩის ხელი ჩაკიდა და ადას გაღიმებულმა გახედა.
-რა თქმა უნდა. ადა, ეს კატოა. ჩემი შეყვარებული-ეს სიტყვები დიდი სიამაყით წარმოთქვა-კატო, ეს ადაა, ჩემი ძმის ყოფილი საცოლე. ეხლახანს დაბრუნდა გერმანიიდან.
-შეყვარებული...-ადამ ჩაიჩურჩულა გაკვირვებულმა. თვითონაც არ იცოდა რისი იმედი ჰქონდა, რომ დაჩი ამდენი ხნის შემდეგ მარტო დახვდებოდა?
-სასიამოვნოა-კატომ ხელი ჩამოართვა და გაუღიმა-მეგობრობდით?
-კი-დაჩიმ არ დააყოვნა პასუხი.
-ბევრი გექნებათ სალაპარაკო. მე მაინც მეჩქარება, საღამოს გნახავ კარგი?-კატომ ორივე გადაკოცნა-მართლა გამიხარდა შენი გაცნობა ადა. კარგად-კატო მართლაც სასიამოვნო ადამიანი ჩანდა, ისეთი, რომელიც ნამდვილად შეეფერებოდა დაჩის. ზრდილობიანი, უბრალო და საყვარელი.
-წამოდი, სადმე დავსხდეთ-დაჩიმ მანქანისკენ მიუთითა. როგორც ჩანს ახალი ნაყიდი ჰქონდა.
-მეც მანქანით ვარ.
-უკან მოგიყვან. დატოვე-დაჩი და ადა მანქანაში ჩასხდნენ და კაფეში წავიდნენ. ადა საშინლად გრძნობდა თავს, რაზე უნდა ესაუბრა, როედსაც ყველაფერი ელვისებური სისწრაფით შეიცვალა? თან თვალებს არიდებდა, რაგან გრძნობდა რომ დაჩი გაღიზიანებული იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც ზრდილობიანად ეპყრობოდა ადას. არადა მართლაც ეტყობოდა რომ მასზე ძალიან ნაწყენი იყო. ადას უყურებდა და ელოდებოდა, როდის დაიწყებდა საუბარს.
-როგორ მიდის პროექტის საქმე?
-კარგად. საკმაოდ წარმატებულად. მადლობა შენ.
-არა, რა ..-ადა ვერ მიხვდა ეს ცინიზმი იყო თუ მართლა მადლობას უხდიდა-მე უბრალოდ მინდოდა მენახე. დიდი ხანი გავიდა.
-რაც გაუფრთხილებლად წახვედი? მაპატიე ძალიან არ მინდა რომ უხეშად გელაპარაკო, უბრალოდ არ გამომდის.
-მესმის. დაჩი, მინდა რომ ყველაფერი აგიხსნა, მაგრამ მგონია რომ უკვე აზრი აღარ აქვს. ამდენი დრო გავიდა, თან შენ უკვე შ...
-ჩემთვის აქვს. მეგონა კარგად მიდიოდა ყველაფერი, ცდილობდი ოჯახთან შეგერიგებინე, პროექტის დაწერაშიც დამეხმარე და ფაქტობრივად ჩემი ცხოვრება დაალაგე. მერე უცებ გაქრი. ყველანაირი ახსნის გარეშე. ჩემი დაბადების დღიდან მეორე დღესვე. ვიტყოდი გამომიყენე და წახვედი თქო, მაგრამ ვერ ვხვდები შენ რა სარგებელს მიიღებდი ჩემი დახმარებით? ამიტომ გისმენ ადა. თუ გაქვს რამე ახსნა , ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმენდი. იმიტომ, რომ თავს ნაძირალად ვგრძნობ ბოლო თვეებია, სულ მგონია, რომ რაღაც დაგიშავე და ამის გამო წახვედი. დიმიტრიმ გიღალატა და მაშინ არ დაგიტოვებია ქვეყანა, მე რა დავაშავე ასეთი, რომ ახსნაც არ დავიმსახურე? მეგონა იმ ღამეს გასიამოვნე, ყველა ჩემი მეგობარი შენ გეხვეოდა თავს, მაქსიმალურად ვეცადე , რომ თავი უხერხულად არ გეგრძნო. ბოლო თვეების მანძილზე სულ ვიხსენებ იმ ღამეს და ვერ ვხვდები რა მხოდა ისეთი , რაც შენ არ მოგეწონა ან არ გინდოდა. პირიქით, მეგონა ყველაფერი გავარკვიეთ. დავლაგდით.
-არაფერი არ დაგიშავებია. მართლა. შენ დაბადების დღეზე ორივემ უბრალოდ.. ისეთი რამ გავაკეთეთ, რასაც
-დაჩი, ადა!-ადას ყველაზე საშინელი ხმა მოესმა მთელს დედამიწაზე. რომ გაბრუნდა კი ორჯერ დიდი უფრო საზარელი სანახაობა დახვდა. მის წინ დიმიტრი და ირმა იდგნენ. აი ამას ერქვა შეკრება.
-ადა, როდის ჩამოხვედი?-მათ მაგიდასთან მივიდნენ.
-გუშინ. გილოცავთ-ადამ ბეჭედზე მიუთითა ირმას. თუმცა სახეზე ოდნავაც არ ეტყობოდა გაღიზიანება ან გაკვირვება. აღარ ადარდებდა დიმიტრის უნამუსობა. პირიქით წინასწარ იცოდა, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა. გულწრფელად ულოცავდა, რადგან მათზე შესაფერისი წყვილი ალბათ მარტო თათა და ვაჟა თუ იქნებოდნენ. როგორიც მამა, ისეთი შვილიც.
-მადლობა ადა. გვინდოდა დაგვეპატიჟებინე, უბრალოდ აქ არ იყავი-ირმამ გესლიანად გაუღიმა.
-სამწუხაროა. იმედია მალე პატარა დიმიტრისაც ვიხილავთ.
-დაჩი, საღოლ. მაგარ პროექტს იწყებ-დიმიტრი ახლა ძმასაც მიუბრუნდა.
-მადლობა.
-თუ რამეში დაგჭირდი, ან რამე კონსულტაცია მოგინდა, დამირეკე. მართლა გამიხარდა შენი ნახვა ადა. იმედია ხელი არ შეგიშალეთ-უცნაურად გაუღიმა ორივეს, ირმას წელზე შემოხვია ხელი და გარეთ გაიყვანა.
-ღმერთო ეს დღე კიდევ უარესი თუ გახდება-ირგვლივ ყველა დაწყვილებული იყო, მხოლოდ ადა დარჩენილიყო მარტო.
-იმსახურებენ ერთმანეთს ნამდვილად. კარგად ხარ?
-კი. კარგი, მიხარია რომ შენ და კატო ერთად ხართ და ყველაფერი დაგილაგდა ცხოვრებაში.
-ეგ ახსნა არ არის ადა.
-ახსნა არის ის, რომ მე კარიერისტი ადამიანი ვარ. დავინახე საფრთხე იმის, რომ ზედმეტად გამეფანტა ყურადღება და შენც თავგზას გიბნევდი და უაზროდ გახარჯინებდი დროს.
დაჩი მისკენ გადაიხარა და ადას ხელი მოკიდა.
-შეიძლება ერთი თვე გიცნობდი, მაგრამ საკმარისად კარგად, იმისთვის რომ ვხვდებოდე, როდესაც საოცრად უნიჭოდ მატყუებ. ან მართლა ეგოცენტრული ადამიანი ხარ და მე მეშლება, ან იმ ღამეს რაც მოხდა, არაფერი არ გახსოვს.
-მ-მ-მეორე..
-არ გახსოვს?-დაჩის ოდნავ მოეშვა.
-ძალიან ცოტა. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს.
-ადა მითხარი რა გახსოვს ზუსტად.
-აქ არ მინდა ამაზე საუბარი.
-მაშინ წავიდეთ ჩემთან და იქ ვისაუბროთ.
-შენი შეყვარებული წინააღმდეგი არ იქნება?
-ადა, მიზეზებს ეძებ თუ
-კარგი. წავიდეთ.
ადას გასაკვირად დაჩი იმავე სახლში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მომგებიან იბიზნესი ჰქონდა დაწყებული, ისევ ერთ ოთახიან პატარა ბინაში ცხოვრობდა. ადას სწორედ ეს იზიდავდა მასში. დაჩის საერთოდ არ აინტერესებდა მატერიალური მხარე და ყოველთვის წვრილმანებით კმაყოფილდებოდა. ერთადერთი ახალი ამ სახლში საშუალო ზომის სავარძელი იყო.
-რამე ხო არ გინდა?
-არა, მინდა ,რომ ყველაფერი ერთხელ და საბოლოოდ გავარკვიოთ.
-მითხარი რა გახსოვს.
-გვიან მოვედი, მახსოვს რაც გაჩუქე. მახსოვს რომ ვცეკვავდით, მერე ყველა დავიღალეთ. ბოლოს რაც მახსოვს მე და შენ მივდიოდით შენ ოთახში და დილით რო გავიღვიძე შენი ზედა მეცვა.. და მეტი არაფერი. შენ გვერდით იწექი.
-მერე?-დაჩი ადას სახის გამომეტყველებას დააკვირდა.
-მერე, რა მერე დაჩი. რამდენჯერ გაგიღვიძია შიშველს შენი ყოფილი ქმრის ძმასთან ერთად ლოგინში? პახმელიაზე, როდესაც არაფერი არ გახსოვს?
-მოიცა, შენ გგონია, რო-დაჩის გაეცინა და ადას ზურგი შეაქცია წამით, რომ არ დაენახა როგორ ეღიმებოდა. მერე სერიოზული გამომეტყველება მიიღო და ისევ მისკენ გატრიალდა-ანუ რატო წახვედი?
-დაჩი ნუ დამცინი, მითხარი რა მოხდა იმ ღამეს. ანუ მართალი ვარ?
-რაზე ხარ მართალი?
-რომ,რომ...-ადას არ უნდოდა თქმა, პატარა ბავშვივით რცხვენოდა სიტყვების წარმოთქმა.
-კარგი, როგორც არ უნდა მინდოდეს სამაგიერო გადაგიხადო და ცოტახანი კიდე გაწამო , პირდაპირ გეტყვი, რომ...



რა დროს შეწყვიტე? დამაწყდა ნერვები :)
ეს კატო საიდან გამოხტა? მოაცილე დროზე აქედან :)

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

კარგიიი რააააა, აქ როგორ დაამთავრე, გავგიჟდები ახლა.. დავიჭამე ფრჩხილები. მალე დადე რა ძაან გთხოვ ^-^ :დ

 


№3  offline წევრი sati

რუსკიმარუსია
რა დროს შეწყვი joy ტე? დამაწყდა ნერვები :)
ეს კატო საიდან გამოხტა? მოაცილე დროზე აქედან :)

smiling_imp joy heart_eyes

 


№4 სტუმარი Ana-maria

ახალი თავია სასწრაფოდ დასაწერიიიი

 


№5  offline წევრი ანა გუგე

პირდაპირ გეტყვი, რომ..... კარგი რააა ასეღი ინტრიგა როგორ შეიძლებაა????????ნუ თავიდანვევიცოდი რო იმ ღამეს არაფერი მომხდარა მარა მაინც ინტრიგანიხარ????????ველოდები შემდეეეგს❤️❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი Mmm

კოლუმბიური სერიალივით რატი დაამთავრე,რა იყო ეხლა ეს? ღამეა ხალხს მშვიდად გვინდა დაძინება :D

 


№7 სტუმარი ანუ

აი ყველას რო გვგონია, რომ იმ ღამეს არაფერი მომხდარა და ეხლა, რომ გავიგოთ "მოსახდენი რომ მომხდარა" თურმე :დ :დ
გადავბჟირდები :დ

დღეს დადებ?

 


№8  offline წევრი sati

ანა გუგე
პირდაპირ გეტყვი, რომ..... კარგი რააა ასეღი ინტრიგა როგორ შეიძლებაა????????ნუ თავიდანვევიცოდი რო იმ ღამეს არაფერი მომხდარა მარა მაინც ინტრიგანიხარ????????ველოდები შემდეეეგს❤️❤️❤️❤️

აბა ინტრიგის გარეშე როგოორ joy heart_eyes

ანუ
აი ყველას რო გვგონია, რომ იმ ღამეს არაფერი მომხდარა და ეხლა, რომ გავიგოთ "მოსახდენი რომ მომხდარა" თურმე :დ :დ
გადავბჟირდები :დ

დღეს დადებ?

წარმომიდგენია რეაქციები ეგრე რომმ ყოფილიყო joy scream heart_eyes

სტუმარი Mmm
კოლუმბიური სერიალივით რატი დაამთავრე,რა იყო ეხლა ეს? ღამეა ხალხს მშვიდად გვინდა დაძინება :D

აუუუ stuck_out_tongue_winking_eye joy joy joy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent