შემიყვარებ! 19 თავი
გეგა დიდხანს უყურებდა თვალებში სახე ალეწილ ბიჭს, რომელმაც ინსტირქტურად მარიანა უკან დასწია და მოთმინებით დაელოდა მის შემდეგ ნაბიჯს, გეგა ძალიან ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ძედმეტად დაძაბულ წყვილს, თან ისე, რომ წამით არ Აშორებდა თვალს მათ გაფითრებულ სახეებს, როცა ალექსანდრეს გაუსწორდა, უნებურად თვალი საძინებლის ღია კარისკენ გაექცა, საიდანაც კარგად მოჩანდა არეული საწოლი, მის მზერას, ინსტიქტურად ალექსმა და მარიანამაც გააყოლეს თვალი და უარესი დაემართათ როცა საწოლს ჰკიდეს თვალი, გეგასთვის ეს ბოლო წვეთი იყო, გაგიჟდა, შეიშალა, ნანახმა იმაზე მეტად ატკინა გული ვიდრე წარმოიდგენდა, რა თქმა უნდა აქ, რომ მოდიოდა მსგავსი რამის დაშვებას აკეთებდა და ფიქრობდა რომ ამის გადატანას შეძლებდა გაგიჟების გარეშე, მაგრამ არა! ნანახმა Გაანადგურა, შეშალა, მაშინვე დაკარგა აზეოვნების უნარი და სრულიად მოულოდნელად ალექსანდრეს გამეტებით დაარტყა მუშტი სახეში, მარიანამ შეკივლა, ალექსანდრემ კი გახეთქილი , დაბუჟებული ტუჩისკენ წაიღო ხელი სისხლის ნაკადის შესაჩერებლად -მამა-ამოისლუკუნა ატირებულმა გოგონამ -ბატონო გეგა ყველაფერს აგიხსნით-დაიწყო ალექსანდრემ, როცა აზრზე მოსვლა შეძლო და როგორღარც დაიოკა საკუთარი ბრაზი და მრისხანება -ამიხსნი?-უღრიალა გეგამ და საყელოში წაავლო აკანკალებული ხელები, გვერდზე გაათრია და კედელს ააკრა Ლამის მთელი თავით მაღალი ბიჭი, ალექსანდრეს რა თქმა უნდა შეეძლო მარტივად მოეშორებინა თავიდან, მაგრამ არაფერი გააკეთა, არ შეეწინააღმდეგა იმის იმედით, რომ როგორღაც დაშოშმინედებოდა ეს გააფთრებული კაცი და მასთან დალაპარაკებას შეძლებდა -ჰო აგიხსნით თუ შესაძლებლობას მომცემთ, რომ აგიხსნათ-უთხრა ჩავარდნილი ხმით და გეგას ამღვრეულ თვალებს გაექცა -რა უნდა ამიხსნა? ჩემი შვილი წამოიყვანე, გამოიყენე, მასთან იწექი! შენი გაისწორე!-ღრიალებდა გააფთრებული კაცი -ასე არაა-გაცეცხლდა ალექსანდრე, მისი ხელები უხეშად მოიშორა და თვალეში ჩააცქერდა სახე წაშლილ კაცს -ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს -შენ ნაბიჭვ.რო-უღრიალა გეგამ და იარაღი ამოიღო რომელიც ქამარში ჰქონდა გარჭობილი, მარიანამ ისევ შეკივლა შიშისგან და ადგილზე გაიყინა -ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და ერთად ყოფნა გვინდა -უთხრა ალექსანდრემ და თვალი არ დაუხამხამებია როცა გეგამ იარაღს დამცველი მოხსნა -მამა Გთხოვ-შეეხვეწა მარიანა და მათ შორის ჩადგა -მარიანა გაიწიე-გაბრაზდა ალექსანდრე და მისი გვერდზე გაწევა სცადა -მამა გთხოვ იარაღი გასწიე-შეეხვეწა მარიანა -შენ, Მე! ჩემი ოჯახი და ჩემი შვილი დაგვამცირე! გაგვანადგურე-Უთხრა ზიზღით გეგამ სახე წაშლილ ბᲘჭს -მამა მე ის მიყვარს-ამოიტირა მარიანამ და იარაღიან ხელზე ხელი დაადო და ფრთხილად დააწევინა, გეგა და ალექსანდრე გაოგნებულები მიაჩერდნენ მას -გიყვარს?-დაუღრიალა გეგამ შვილს -მამა-ამოისლუკუნა მარიანამ და ცრემლები გადმოსცვივდა ისევ -მამას ნუ მეძახი-დაუღრინა კაცმა -მამა ვიცი რომ შეცდომა დავუშვი-შეხედა საცოდავად გაგიჟებულ კაცს, რომელმაც მისი ეს სიტყვები ვერ აიტანა და სახეში გაარტყა თავგზააბნეულ გოგონას, სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, მარიანამ ტირილი შეწყვიტა და ინსტიქტურად ნატკენ ლოყაზე მიიდო ათრთოლებული ხელი, ალექსანდრესთვის ეს იმდენად მოულოდნელი იყო რომ საშინლად დაიბნა, გაოგნდა, გაირინდა, გგონს ძალიან გვიან მოვიდა და მაშინვე გულზე მიიკრო სახე წაშლილი გოგონა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ახერხებდა გონს მოსვლას -შეცდომა!-იღრიალა გეგამ მოულოდნელად -შეცდომა, შეცდომა, შეცდომა-გიჟივით იმეორებდა ამ ერთ სიტყვას და აქეთ-იქით გადი გამოდიოდა, ვერ ინელებდა ამ ერთ სიტყვას რომელსაც ძალიან დიდი და საშინელი შედეგები ჰქონდა რეალურად -ეს შეცდომა არ იყო-თქვა ალექსანდრემ მკაცრი ტონით და დაბნეულმა მარიანამ ინსტიქტურად ახედა სახე ალეწილ ბიჭს, რომელმაც ჯერ გეგას მიანათა ამღვრეული ჩაწითლებული თვალები, მერე კი მარიანას დახედა, რომელიც წამით არ აშორებდა თვალს მის ნაცრისფერ სფეროებს -გთხოვ-დაუჩურჩულა მარიანამ და ოდნავ უკან დაიხია, მიხვდა რის თქმასაც აპირებდა ალექსანდრე და ძალიან შეეშინდა -გთხოვ ეს არ გააკეთო-უთხრა ხმააკანკალებულმა ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი სახისთვის, ალექსანდრე მისმა სიტყვებმა უარესად გააღიზიანა და ამიტომ მზერა აარიდა გოგონას ტირილისგან დასიებულ თვალებს და გეგას გახედა -მარიანა მიყვარს, ძალიან მიყვარს და ეს ნაბიჯიც გააზრებულად გადავდგი-უთხრა გაგიჟებულ კაცს რომელიც უსაზღვრო ზიზღს აფერქვევდა ერთი გამოხედვითაც კი, რასაც ვერ გაუმკლავდა ბიჭი და მზერა მისი სახიდან მარიანაზე გადაიტანა -არ გინდა გთხოვ-უთხრა მარიანამ ცრემლიანი თვალებით და თავი გააქნია ურაყოფის ნიშნად -თქვი! რის თქმას ცდილობ-დაუღრიანა გეგამ და ნელ-ნელა მიუახლოვდა დაბნეულ წყვილს -მარიანა...-დაიწყო ალექსანდრემ და თვალებში ჩააცქერდა სახე ალეწილ გოგონას -არა ჩემი დაშვებული და გაუაზრებელი შეცდომა! ის ჩემი ცოლია-თქვა არეული ხმით და მარიანას ცრემლები რომ გადმოსცვივდა გეგას გახედა რომელიც აშკარად დააშოშმინა ამ სიტყვებმა -ჰოდა ბედნიერებას გისურვებთ-დაუღრიალა ისეთი ტონით რომ როივე ადგილზე შეხტა მოულოდნელობისგან და წასასვლელად მიბრუნდა -მამა გთხოვ-მარიანა გაეკიდა და მაჯაში ჩაავლო ხელი მიმავალ კაცს -გთხოვ მაპატიე არ მინდოადა ასე რომ მომხდარიყო-შეეხვეწა ამრიანა, გეგა გაჩერდა და ისე რომ მისკენ არ მიტრიალებულა, ხელი უხეშად გამოსტაცა შვილს აკანკალებული ცივი თითებიდან და დაუღრინა -მამას ნუ მეძახი-თავი სულ ოდნავ მოატრიალა უკან მდგომი შვილისკენ, რომლის სახესაც ვერ ხედავდა და ცივად უთხრა- მე შვილი სახელად მარიანა აღარ მყავს -თქვა ცივად და სახლიდან გავარდა, მარიანა ადგულზე გაიყინა და ასე იდგა იქამდე, სანამ ალექსანდრემ არ შეახო ცივი თითები მხარზე და გონს არ მოიყვანა -ნუ გეშინია დამშვიდდება და გადაუვლის-დაუჩურჩულა ზურგს უკნიდან და გაცეცხლებული გოგონა მისკენ მიტრიალდა -ასე რატომ უთხარი? რატომ?-უყვირა და უნებურად ცრემლები გადმოსცვივდა ტირილისგან დასიებული თვᲚებიდან -მე შენი ცოლი არ ვარ! გესმის ეეს? -ხააარ!-დაუღრინა ალექსანდრემ და თვალებში ჩააცქერდა სახე ალეწილ გოგონას -ღმერთო ახლა გავგიჟდები-უმისამართოდ იყვირა მარიანამ და გვერდი აუქცია გაბრაზებულ ბიჭს, თავზე მიიდო ხელები და ისევ ალექსანდრესკენ მიბრუნდა -არ ვარ გესმის? -მარიანა-დაუღრინა გაღიზიანებულმა ბიჭმა და მისკენ გადადგა რამდენიმს ნაბიჯი -არ ვარ და საერთოდაც ...უფლება არ გქონდა რომ ეს გეთქვა მამასთვის! -უყვირა მიახლოებულ ბიჭს რომელმაც ამღვრეული ნაცრისფერი სფეროებით ჩააცქერდა გოგონას ზღვისფერ უძირო თვალებში -აბა რა გინდოდა მეთქვა რომ შენი შვილი ერთი ღამისთვის მჭირდებოდა და ახლა შეგიძლია წაიყვანო-მეთქი?-უყვირა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა და ისე მიუახლოვა სუთქვა არეულ გოგონას, რომ ცხელი სუნთქვა მიაფრქვია გაფითრებულ სახეზე, მარიანა დიდხანს უყურებდა არეული თვალებით სახე წაშლილ ბიჭს და უნებურად ცრემლები მოეძალა -შენ...-დაიჩურჩულა და ცრემლები გადმოიცურდა გაფითრებულ ღაწვებზე -მე შენ მიყვარხარ-დაუჩურჩულა ალექსანდრემ ზედ ტუჩებთან და სულ ოდნავ შეეხო გოგონას ათრთოლებულ ტუჩებს ცივი ტუჩები -არ გაბედო და არ შემეხო-უთხრა ბრაზნარევი ტონით სუნთქვააჩქარებულმა გოგონამ და მიტრიალდა, რადგან ალექსანდრეს ასეთ სიახლოვეს სვერ უძლებდა -მარიანა-ალექსანდრემ მაჯაში ხელი ჩაავლო და თავისკენ მიატრიალა დაბნეული გოგონა -ხელი გამიშვი-დაუღრინა გოგონამ და გაიბრძოლა, მაგრამ ალექსანდრემ მკლავებში მოიმწყვდია აფართხალებული გოგონა Და თვალეში ჩააცქერდა, დიდხანს ძალიან დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს ამღვრეულ თვალებში-გეყოფა-დაუჩურჩულა მარიანამ როცა ალექსანდრემ მზერა მისი თვალებიდან,მის წითელ ვნებიან ტუჩებზე გადაიტანა და ისე მიუახლოვა სახე რომ ცხვირის წვერით შეეხო მის შუბლს -მარიანა-დაიჩურჩულა უმისამარრთოდ თავზგააბნეულმა ბიჭმა და ცხელი ტუჩები მიაწება გოგონას ცივ ტუჩებს, მარიანა თავიდან შეეწინააღმდეგა, მაგრამ ალექსანდრემ უფრო რომ მოიმწყვდია მკალვებში, მალევე დაკარგა თავი და მის კოცნას კოცნით უპასუხა, თუმცა ეს თავდავიწყება სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა, მარიანა მალევე მოვიდა გონს და ხელიდან დაუსხლტა თავგზააბნეულ ბიჭს და სახეში გაარტყა, ალექსანდრე დანბეული მიაჩერდა გაცეცხლებულ გოგონას -არ გაბედო და აღარ მომეკარო-უთხრა ბრაზნარევი ტონით და მაქსიმალურად უკან დაიხია -უნდა წავიდე-თქვა უმისმართოდ და მოულოდნელად კარისკენ წავიდა -მარიანა-დაუღრინა ალექსანდრემ და წინ გადაეღობა- გეყოფა-უთხრა ბრაზნარევი ტონით -შენ-ახედა მაიანამ-მამაჩემს უთხარი რომ შენი ცოლი ვარ, მაგრამ ეს ასე არ იქნება! გესმის ეეს?!იმის გამო რომ მამა გაგიჟდა და შენ ამ ჩემი რთულინ დგომარეობით ისარგებლე და ცოლად გამომაცხადე... არ ვაპირებ ამ სიტყვის მძევლად ვიქცე! შენს ცოლობას არ ვაპირებ მხოლოდ იმის გამო რომ შეცდომა გამოვასწორო! -მარიანა-დაუღრინა გაცეცხლებულმა ბიჭმა და ხელები მომუშტა ბრაზის და მრისხანების დასაოკებლად -სისულელებს ნუ აპარაკობ! მე ეს იმიტომ არ მითქვამს მამაშენისთვის, რომ ამ გზით შეცდომის გამოსწორებას ვცდილობ გესმის ეეს -მაშინ მითხარი რას ცდილობ? -ახედა ცრემლიანი თვალებით გოგონამ -გითხარი რომ აქ დარჩენა არ შემიძლია-მეთქი შენთან ყოფნა არ მინდა-მეთქი და შენ....მამაჩემს მაინც ის უთხარი რომ შენი ცოლი ვარ! გინდა რომ ამ ერთი სიტყვის გამო მაიძულო შენთან დარჩენა?-უყვირა გაცეცხლებულმა გოგონამ -ამის დედასაც შევ.ცი-იღრიალა ბოლო ხმაზე გაცეცხლებულმა ბიჭმა -მიყვარხარ რატომ არ გესმის ეეეს-იყვირა ისევ და მინის კარს მუშტი ტაარყა, მარიანამ შეკივლა შიშისგან, როცა დალეწილი მინის ნამხვრევები იატაკზე ზრიალით დაეხეთქა, შეშინებული გოგონა იატაკს დააცქერდა და მერე ცივი მზერა ალექსანდრეს სახეზე გადაიტანა რომელიც უემოციო სახით ერთ წერტილს მიშტერებოდა, მარიანა თვალები დახუჭა სულ რამდენიმს წამით, ცდილობდა გონს მოსულიყო, თავი ხელში აეყვანა და დამშვიდებულიყო რომ როგორმე დაფანტურლი აზრებისთვის თავი მოეყარა, რადგან იმდენი რამ მოხდა სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში რომ დაიბნა და რამდენიმე წამის განმავლობაში თავი დაკარგა, ისიც იფიქრა ხომ არ მელანდება ეს ყველაფერიო, როცა აზრზე მოსვლა შეძლო, თვალი ალექსანდრეს გაჭრი ხელისკენ გაექცა საიდანაც სისხლი სდიოდა, გუმა არ მოუთმინა და მიაუხალოვდა -ჯანდაბა-თქვა ბრაზნარევი ტონით -წამოდი-უთხრა ჩავარდნილი ხმით და ხელი ჩაკიდა, ალექსანდრე უემოციო სახით მაჩერდა გოგონას რომელმაც სააბაზანოში ოთახში შეიყვანა და ხელი დაბანა-იმედი მაქვს ამ სახლში პირველადი დახმარები ყუთი არის-იკითხა ჩაცარდნილი ხმით, თან ონკანი დაკეტა, ალექსანდრემ ისე რომ მისთვის არ უპასუხია, პატარა თაროდან გადმოიღო ყუთი და ხელეᲑსი შეაჩეჩა გოგონას, მარიანამ ახედა და უბრძანა -დაჯექი-ალექსანდრე უნიტაზის კიდეზე დაჯდა მისი ბრძანების შესაბამისად თან ისე რომ თვალი არ მოუშორებია მისი სახისთვის, მარიანა მისმა მზერამ დაძაბა, მაგრამ მაინც შეძლო და დააიგნორა მისი მწველი მზერა და პირველადი დახმარების ყუთი გახსნა, იმის გამო რომ ალექსანდრს ჭრილობიდან სისხლი უწყვეტად სდიოდა მარიანამ ისევ დაბანა ხელი, დაუმუშავა და სწრაფად დაუწყო ჭრილობის შეხვევა რადგან სისხლის ძლიერი ნაკადის გამო მალე იჟღინთებოდა სახვევი წითლა , ალექსანდრე საერთოდ ვერ გრძნობდა ტკივილს რადგან მარიანას ზრუნვა და სიახლოვე ისე აბრუებდა რომ მგრძნობობა სრულიად დაკარგული ჰქონდა სხეულზე, მხოლოდ მისი გული გრძნობდა რაღაც არაამქვეყნიურ ბედნიერებას, როცა მარიანას სახეზე ჩემოყრილი თმა მის სახეს შეეხო აქ საბოლოოდ დაკარგა თავი ალექსანდრემ მითუმეტეს, რომ მარიანა მის გაჯგიმულ ფეხებშორის მოქცეული იდგა... აზრზე მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა მარიანამ გადახვევა დაასრულა და გასწორდა -მადლობა-უთხრა ჩავარდნილი ხმით და ადგა, თავზე წამოადგა დაძაბულ გოგონას, რომელიც თავდახრილი იდგა ერთ ადგილას მიყინულივით -მარიანა-ალექსამდრემ ნიკაპზე ხელი მოკიდა და თავი ააწევინა -გთხოვ შემომხედე -შეეხვეწა ბიჭი და მარიანამ ინსტიქტურად მზერა გაუსწორა მის ამღვრეულ თვალებს, ალექსანდრეს სუნთავა შეეკრა მისი სახის შემხედვარეს და უნებურად შეხვეული ხელის ცივი თითები შეახო მის გაფითრებულ სახეს და სახეზე ჩამოყრილი თმა ყურსუკან გადაუწია -არ მინდა რომ წახვიდე, მინდა რომ დარჩე, იმიტომ რომ მიყვარხარ და ვიცი შენც გიყვარვარ-თქვა ჩავარდნილო ხმით, მარიანა დიდხანს უყურებდა თვალებში, ბოლოს გოგონამ ვაღარ გაუძლო მის დაჟინებულ მზერას და თავი დახარა, ალექსანდრემ ამ წამს ზუსტად გააცნობიერა, რაოდენად შეშინებული, დაუცველი და სუსტი იყო რეალურად მარიანა, რამდენად დაბნეული და სასოწარკვეთილი ამ გაუკვეველი მგომარეობიდან გამომდინარე, გული ეტკინა საშინლად ეტკინა, რადგან მისი შიშის, უსუსურობის და სასოწარკვეთის მიზეზი თავად იყო -გთხოვ მაპატიე-დაუჩურჩულა ყურში და ცალი ხელით გულზე მიიხუტა ატირებული გოგონა-შენთვის გულის ტკენა არ მინდოდა -უთხრა ჩურჩულით და საფეთქელზე მიაწება ცხელი ტუჩები, შეხვეული ხელი ნიკაპზე მოკიდა, თავი ააწევინა, ზემოდან დააცქერდა და დიდხანს უყურებდა დანისლულ თვალებით ზღვისფერ სფეროებში -გთხოვ ჩვენს სიყვარულს ენდე-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და კარზე კაკუნის ხმამ შეაკრთო ორივე, ჯერ ალექსანდრე გავიდა სააბაზანო ოთახიდან და შეშინებული მარიანაც უკან მიჰყვა -ალექს-გაისმა კახას ხმა რომელიც ღია კარის მიუხედავად სახᲚში არ შევიდა -შემოდი მამა-გასძახა ალექსანდრემ, მარიანა დაიძაბა,საშინლად შერცხვა რადგან პირველად და ასეთ მდგომარეობაში უნდა შეხვედროდა ალექსანდრეს მამას, ამიტომ როგორც კი კახა და ზურა სახლში შევიდნენ და დაინახა ისინი აზრზე მოვიდა თავგზააბნეული გოგონა და მაშინვე ოთახში შევარდა -რა მოხდა?-კახა შვილს მივარდა და თვალებში ჩააცქერდა შეშინებული -ყველაფერი რიგზეა-უთხრა დაძაბული ტონით ბიჭმა -გეგასგან მოგხვდა არა?-ჰკითხა ზურამ -ჰო-დაეთანხმა ალექსანდრე -რაო რა რეაქცია ჰქონდა?-ჰკითხა კახამ მოღუშული სახით ბიჭს -სახეზე ეტყობა შენს შვილს, რა რექციაც ჰქონდა სიმამრს-უთხრა ზურამ ირონიული ტონით ძმას და მის ნათქვამზე სამივეს მწარედ გაეცინა -მე თუ მკითხავ ეგ კიდევ ცოტაა შენთვის-უთხრა კახამ ბრაზნარევი ტონით შვილს -ჰო მეც ასე ვფიქრობ -დაეთანხმა ზურა ძმას -და ხელზე რა დაგემართა? -ჰკითხა კახამ დაძაბული ტონით და ალექსის ხელიდან მზერა დალეწილ კარზე გადაიტანა, თუმცა სანამ რამეს ეტყოდა ბიჭი თავადვე უპასუხა საკუთარ კითხვას -შენ დალეწე ხომ ასეა?! -ჰო-დაეთანხმა ალექსანდრე -რა ჯანდაბა მოხდა?-დაიბნა ზურა -მე და მარიანამ ვიჩხუბეთ მამამისი რომ წავიდა-თქვა ალექსმა და სიგარეტის კოლოფს დაწვდა ერთი ღერი ამოიღო და ნერვიულად მოუკიდა -ყველაფერთან ერთად მარიანასაც ეჩხუბე?-აფეთქდა კახა -თან შეაშინე შენი თავშეუკავებელი ქცევით არა? -წასვლა უნდა...-დაუღრინა მამას ალექსანდრემ და სული შეეხუთა ოთახში, ამიტომ გარეთ გავარდა, კახა და ზურაც მას მიჰყვნენ -სხვას რას ელოდი?-გაბრაზდა ზურა-აბა რა გეგონა? რა რექცია ექნებოდა იმ ყველაფერის მერე რაც გააკეთე? -ალექს მართლა არ მეგონა ასეთ საშინელ შეცდომას თუ დაუშვებდი-გაცეცხლდა კახა - ისე გამოვიდა რომ ამ პატარა გოგონას გულიბრᲧვილობით და სისულელით ისარგებლე... -მამა- ეწყინა ალექსანდრეს მისი ნათქვამი და უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები -მისმინე-კახამ მხრებზე ხელები დაადო შვილს და თვალებში ჩააცქერდა -მე შენი მჯერა და ეჭვიც არ მეპარება იმაში რომ გიყვარს Და თან ძალიან! და მისი გამოყენება არც გიფიქრია...მჯერა რომ უბრალოდ გრძნობებს აჰყევი და შედეგებზე არ გიფიქრია იმ მომენტში! იმაშიც არ მეპარება Ეჭვირ რომ მასაც უყვარხარ და რაც მოხდა ორივეს სურვილით მოხდა... მაგრამ ის რაც მოხდა, მოხდა არასწორად და გაუაზრებლად! გესმის ეეს?-ალექსანდრემ მამის მზერას გაექცა და თავი ოდნავ დახარა-ის რომ ახლა ამ მდგომარეობაში ხართ მხოლოდ შენი ბრალია, ის რომ მარიანას წასვლა უნდა ეგეც შენი ბრალია... ის რომ მარიანა მამამ ამ ეტაპზე უარყო ეგეც შენი ბრალია... -მამა...-დაიწყო ალექსანდრემ და ხმა ჩაუწყდა, კახას სიტყვებმა კიდევ უფრო მძაფრად აგრძნობინა გაუაზრებელი, გრძნობებს აყოლილი ქმედების სავალალო შედეგები-აზრები დაეფანტა -ალექსანდე, მისმინე-კახამ მის სახეს შეახო ხელები და თავი ააწევინა შვილს -მარიანა ახლა შენს გამო საშინლად მდგაცრუებულია და ამიტომ უნდა ალბათ წასვლა, სინამდვილეში ალბათ ეს არ უნდა... ახლა დაბნეული და შეშინებულია, გაურკვევლობაშია, არ იცის რა ჯობია შენთან დარჩეს თუ გაგექცეს... და ეს მხოლოდ, იმიტომ მოხდა რომ დაუშვი შეცდომა... -ვიცი... ვიცი რომ შეცდომა დავუშვი და გული ვატკინე... ვიცი რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი...მაგრამ...ძალიან მიყვარს... არ მინდოდა მინდა რომ წავიდეს და არ ვიცი რა ვქნა მამა-უთხა ჩავარდნილი ხმით -ჰოდა არ გაუშვა-უთხრა კახამ და გაოცებული ალექსანდრე მამას მიაჩერდა, კახამ ალექსანდრეს თითებიდან ააცალა სიგარეტის ნახევრად ჩამწვეაი ღერი და მოწევა გააგრძელა -აჰა-ამოთქვა ზურამ -ნამდვილი მამა-შვილი-თქვა ბრაზნარევი ტონით -აბა რა ვუთხრა გაუშვი-მეთქი?-გაცეცხლდა კახა-მარიანა თუ წვა შეიძლება რომ ალექსანდრესთან აღარასოდეს დაბრუნდეს, მითუმეტეს რომ მისი ოჯახი ამ ნაბიჯის მერე უარესად აქცევს ზურგს და მარიანა მარტო დარჩება, ამის გამო კიდევ უფრო ეტკინება გული მას... მერე როგორ გგონია ამ ორის ერთად ყოფნა? თუ ფიქრობ რომ გეგა მას აპატიებს მარიანას? მითუმეტეს რომ ყველამ გაიგო რაც მოხდა ამ ორ შორის ამ ღამეს -ჯანდაბა-დაიღრინა ალექსანდრემ -ალექსანდრე მისმიმე-კახა შვილს მიუბრუნდა -თუ ნამდვილად დარწმუნები ხარ საკუთარ გრძნობებში და მის გრძნობებშიც წასვლის უფლება არ მისცე, დაარწმუნე, ოღონდ ასე არა-ხელზე მიუთითა-მოთმინება გამოჩინე და გაუგე, მაგრამ თუ ეჭვი გეპარება შენს თავში ან მის გრძნობებეᲑში გაუშვი... რადგან ოდესმე თუ გულს ატკენ გეფიცები არასოდეს გაპატიებ! -მამა მიყვარს, ძალიან მიყვარს მაგრამ ... მარიანა ახლა საშინლად რთულ მდგომარეობაშია და არ ვიცი როგორ მოვიქცე მასთან მიმართებაში -ის ნუ დაგაკომპლექსებს რომ ახლა გაგირბის და თავს გარიდებს, ეს იმის გამო არაა, რომ შეეხე, ეს იმის გამოა რომ არასწორად მოექეცი, შენზე გაბრაზებული და ნაწყენია ახლა, ამიტომ დაარწმუნე შენს გრძნობებში, გააღვიძე მისი გრძნობებიც... -ამ არანორმალურს კიდევ გრძნობებზე ელაპარაკები?-ეცინებოდა ზურას -ეჭვიც არ შეგეპაროს იმაში, რომ შენი შვილი საყვარელ ქალს არსად გაუშვებს -უთხრა სიცილით -მგონი ჯობია ჩვენ წავიდეთ-მხარზე ხელი დაარტყა ალექსანდრეს -თორემ მამაშენი უარესად გაგაიჟებს -მისმინე შვილო-კახა ალექსანდრეს ჩააცქერდა თვალეᲑში-ზურა მართალია, ჯობია ჩვენ წავიდეთ და თქვენ მშვიდად გაარკვიეთ ერთმანეთში ურთიერთობა... მშვიდად დაელაპარაკე, აგრესიის და შენი გიჟური გამოხტომების გარეშე, მოთმინება გამოჩინე, მოუსმინე, დაუთმე და გაუგე-უთხრა მომღიმარი სახით და კიბეები ჩაიარ-ხვალ მოვალთ-უთხრა მომღიმარი სახით და მანქნაში ჩაჯდა -Იცოდე ჭკვიანად-გაუღიმა ზურამ და საჭეს მიუჯდა. ალექსანდრე დაძაბული შევიდა სახᲚში და მაშინვე საძინებლისკენ აიღო გეზი, კარზე დააკაკუნა და კარის სახელური დაქაჩა, კარი რომ დაკეტილი დახვდა ძალიან გაღიზიანდა -მარიანა, გთხოვ კარი გააღე-უთხრა არეული ხმით და სახელური კიდევ დაქაჩა -გთხოვ თავი დამანებე, მარტო ყოფნა მინდა-გამოსძახა მარიანამ -უბრალოდ გააღე-სთხოვა ალექსანდრემ -უბრალოდ რომ თავინდამანებო არ შეიძლება?-გამოძახა გაღიზიანებულმა გოგონამ -გააღე თორემ შემოვამტვრევ-ხელი დაარტყა კარს გაცეცხლებულმა ბიჭმა -შემეშვი-უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ -გააღე!-ფაქტიურად უბრძანა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა -არა-გამოსძახა ჯიბრით მარიანამ -ამის დედაც-ხელი დაარტყა კარს გაცეცხლებულმა ბიჭმა და ბრაზისგან ხელები მომიშტა და დამშვიდება სცადა -უბრალოდ დალაპარაკება მინდა შენთან -უთხრა ნაძალადევად მშვიდი ტონით -მე არ მინდა-უთხრა გოგონამ აგრესიული ტონით -ასე რამდენ ხანს აპირებ ყოფნას?-ჰკითხა მშვიდი ტონით ალექსანდრემ -რამდენ ხანსაც საჭიროდ ჩავთვლი-გამოსძახა გოგონამ -უბრალოდ გააღე, თუ არ გინდა არ ვილაპარაკოთ... ისე იყოს როგორც შენ გინდა, უბრალოდ გააღე -არ გავაღებ და მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ასე გინდა!-უთხრა ბრაზნარევი ტონით გოგონამ -გააღე!-შეეხვეწა ბიჭი -Ახლა მარტო ყოფნა და ფიქრი მჭირდება , გთხოვ შემეშვი-შეეხვეწა გოგონა -გააღე თორემ შემოვამტვრევ-უარესად გაცეცხლდა ბიჭი, რადგან არ უნდოდა მარიანას ეფიქრა, მითუმეტეს ეფიქრა წასვლაზე -რაც გინდა ის გააკეთე-უყვირა გოგონამ და ფეხზე წამოვარდა შეშინებული როცა ალექსანდრემ კარი შეამტვრია -შენ რა გაგიჟდი?-აღმოხდა გაოცებულ გოგონას -ახლა შენთვის ფიქრი არ შეიძლება-უთხრა სერიოზული ტონით და მარიანას ღიმილმა ბაგე რომ გაუპო თავადაც გაეცინა -იცი რომ არანორმალური ხარ?-ჰკითხა გამომწვევი ტონით და თვალებში ჩააცქერდა მომღიმარ ბიჭს და მალევე გაექცა მის დაჟინებულ მზერას რომელიც კანს უწვავდა -ვიცი -უთხრა მშვიდი ტონით და მისკენ წადგა ნაბიჯი -არ გაბედო და არ მომიახლოვდე-უთხრა გოგონამ და უკან დაიხია -რატომ?-ჰკითხა გამომწვევი ტონით ბიჭმა და მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეეფეთა , რამდენიმე წამს უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში და ნელ-ნელა მათ შორის არსებული მანძილი მცირდებოდა, მარიანა მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე როცა ალექსანდრეს ცხელი სუნთქვა სახეზე მიეფრქვია და ინდტიქტურად უკან გადადგა ნაბიჯი, კედელს რომ აეკრო ზურგით უარესად დაიბნა და სანამ აზრზე მოვიდოდა და ხელიდან გაუსხლტებოდა თავგზააბნეულ ბიჭს მაშინვე მის ხელებშორის მოემწყვდია რომელიც კედელზე ჰქონდა მიბჯენილი სუნთქვაარეულ ბიჭს -გთხოვ -შეეხვეწა მარიანა და სუნთქვა შეეკრა მისი სიახლოვით გაბრუებულს -რას მთხოვ?-დაუჩურჩულა ზედ ტᲣჩებთან და თვალეᲑში ჩააცქერდა თავგზააბნეულ გოგონას -დრო მჭირდება -უთხრა მარიანამ არეული ხმით -მარიანა გთხოვ ჩემთან დარჩი სხვა არაფერს აქვს ჩემთვის მნიშვბელობა...მე ყველაფერს გავაკეთებ შენი ბედნიერებისთვის... თუ დრო გჭირდება დაგელოდები, იმდენ ხანს დაგელოდები რამდენიც შენთვის საჭორო იქნება იმისთვის რომ მაპატიო და მენდო...-უთხრა ჩავარდნილი ხმით ბიჭმა და საფეთქელზე მიაწება ცხელი ტუჩები. მარიამი სასამართლო შენობის ეზოში დაბნეული შევიდა და იქ მყოფი ადამინები მოათვალიერა, იმის გამო რომ წარმოდგენა არ ჰქონდა რა მოხდა დაბადების დღის ღამეს, ახლა მხოლოდ ლაშაზე და სასამართლოზე ფიქრობდა, უამრავ უცნობ ადამიანთა შორის ლაშას დას, ლიკას რომ ჰკიდა თვალი მაშინვე მისკენ გაემართა დაძაბული და უნებურად ლიკასთან ახლოს მდგომ გოგონას ჰკიდა თვალი და ადგილზე გაიყინა, არ იცოდა, მაგრამ იგრძნო ვინც იყო და საშინელი სიცარიელის განცდა დაეუფლა, თავისდაუნებურად დაჟინებით მიაჩერდა მას, გოგონამ თითქოს იგრძნო მარიამის გამყინავი მზერა და მისკენ გამოიხედა, მათი არეული თავლები ერთმამეთს შეეფეთა, რამდენიმე წამის განმავლობაში უცნაური ცივი მზერით უყურებდნენ ერთმანეთს, ბოლოს ისევ იმ გოგონამ აარიდა თვალი და მარიამი გონს მოვიდა, თავადაც აარიდა დაბნეულმა მზერა და სხვა მხარეს წავიდა, თუმცა ლიკამ შეამჩნია ის და მისკენ გამოიქცა, რამდენჯერმე დაუძახა სახელი მაგრამ მარიამს არაფერი გაუგია რადგან თვალწინ ისევ ის პატარა გოგონა Ოქროსფერთმიანი გოგონა ედგა -მარიამ მიხარია შენი ნახვა-ლიკა დაეწია შეაჩერა და მის წინ დადგა გაღიმებული -მეეც-უთხრა დაბნეულმა გოგონამ და უნებურად მზერა ისევ ოქროსფერთმიანი გოგონასკენ გაექცა, ლიკამ თვალი გააყოლა მარიამის მზერას და საშინლად დაიძაბა -ლაშას ცოლია?-ჰკითხა მარიამმა ისე რომ იმ გოგონასთვის თვალი არ მოუშორებია -კი-უთხრა ლიკამ ჩავარდნილი ხმით და მარიამს უმალ ცხვირი აეწვა -მარიამ-დაიწყო ლიკამ და ხმა ჩაუწყდა -რამდენი წლისაა?-ჰკითხა დაძაბული ტონით და იმ გოგონადან მზერა ლიკაზე გადაიტანა -ცხრამეტის-უთხრა კარგა ხნის სიჩუმის მერე ლიკამ -ცხრამეტის...-გაიმეორა მარიამმა და რაღაც ეტკინა გულში, ძალიან ეტკინა-უნდა წავიდე-უთხრა ლიკას და სასამართლო შენობაში შევიდა რომ არ ატირებულიყო და ხალხის გამო თავი შეეკავებინა, თუმცა იმ გოგონას სახე თვალებიდანა არ ამოსდიოდა, ყველა გრძნობა და ემოცია ერთად მოაწვა, ბრაზის, ზიზღის, იმედგაცრეუების, სასოწარკვეთის, მოლოდინის, შიშის, სინანულის, სიბრალურის, სიძულვილის მაგრამ ვის მიმართ რას განიცდიდა არ იცოდა, ერთადერთი რაც ზუსტად იცოდა ის იყო, რომ ყველა ამ გრძნობას და ემოციას ერთად და ცალ-ცალკე საკუთარი თავის მიმართ განიცდიდა, ძალიან ეცადა არ ეტირა, მორეოდა საკუთარ თავს და გრძნობებს მაგრამ ვერ შეძლო ვერ გაუმკლავდა ამდენ ემოციას და ცრემლები გადმოსცვივდა ამღვრეული მჭვანე ჩამუᲥებული სფეროებიდან, მაშინვე აივანზე გავარდა და უფლება მისცა საკუთარ თავს რომ რამდენიმე წუთით უკიდურესად სასოწარკვეთილი და განადგურებული ყოფილიყო... ასე იდგა დიდხანს, ძალიან დიდხანს და ტიროდა საკუთარი თავის გამო, ლაშას გამო,მისი ცოლის გამო რომლის მზერიდანაც მიხვდა რომ ყველაფერი იცოდა მან მათ ურთიერთობაზე. სასამართლო პროცესის იმაზე რთული, მძიმე და საშინელი გადასატანი აღმოჩნდა მისთვის ვიდრე წარმოედგინა, ლაშას ხელახლა ნახვა ხელბორᲙილებში და მსჯავდებულის სკამზე საშინლად რთული გადასატანი აღმოჩნდა მისთვის, გარდა ამისა ხშირად გრძნობდა ლაშას მეუღლის ცივ მზერას, რომელიც მარიამის მიხედებსი დროს მაშინვე არიდებდა ცრემლიან თვალებს, მარიამს იმის გადატანაც გაუჭირდა რომ ამ სასამართლო პროცესზე თორნიკე არ მივიდა და მხოლოდ ზაზა იყო მისული. ამ ყველაფერმა ისე საშინლად იმოქმედა მასზე, ის დაიბნა და აირია რომ ძლივს მოახერხა დაკითხვის დროს ადეკვატური პასუხების გაცემა მისთვის დასმულ კითხვებზე. არ უნდოდა მაგრამ თვალი მაინც ლაშასკენ გაურბოდა, მისი ერთი შეხედვა საკმარისი იყო მარიამისთვის, რომ ისედაც დაფანტული აზრებისთვის თავი ვეღარ მოეყარა და საბოლოოდ დაკარგულიყო გრძნობესა და ემოციებში, ლაშას წინასწარი რო თვიანი პატიმრობა მიესაჯა და ამან საბოლოოდ გაანადგურა მარიამი, რა თქმა უნდა ელოდა ასეთ განაჩენს მაგრამ მოსმენილმა და ნანახმა საშინლად ატკინა გული, თუმცა ლაშას სახეზე ერთი წამით არ შეუმჩნევია სინანულის ან შიშის გრძნობა და ამან ძალა შემატა, როცა ლაშას ისევ ხელბორკილები დაადეს და გაიყვანეს ხმაური აყტდა დარბაზში და მარიამი უნებურად შეჯგუფები ხალხისკენ გაემართა რომელბიც ლაშას გონება დაკარგულ ცოლს დასტრიალებდნენ, მარიამი საშინლად დაიბნა და დაიძაბა, მაგრამ თავს მოერია დაიხარა და გოგონა გასინჯა რომელიც მალევე მოვიდა გონს გაახილა ნაცრისფერი თვალები და მარიამა მიაპყრო, მარიამი ამ მზერამ შეაკრთო ფეხზე წამოვარდა და გიჟივით გავარდა სასამართლო შენობიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.