შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მემკვიდრეობითი ცოდვა (თავი 13)


6-03-2021, 11:11
ავტორი Melice
ნანახია 3 124

სასვენი ნიშნები ყოველთვის მძულდა.
იმიტომ არა, რომ მათი ადგილი არ ვიცოდი. მძულდა, რადგან მაიძულებდნენ იქ გავჩერებულიყავი, სადაც არ მინდოდა. აზრს იქ ამთავრებდნენ, სადაც გაგრძელება მწყუროდა.
კითხვის აღმნიშვნელი სასვენი ნიშნები კი... ეს გონებაში შემოჭრილი ფუტკარივითაა. ზუზუნებს, თავს გატკიებს, თავიდან თითქოს ვეღარაფერზე კონცენტრირდები, მერე კი უბრალოდ ეჩვევი და მასთან ერთად ცხოვრებას სწავლობ.
ის ისევ ზუზუნებს, გკბენს, მაგრამ თვითონ არ კვდება. გწამლავს და პარალიზებულს გხდის.
თითქოს წყლის ზედაპირზე ვიწექი. უმოძრაობისგან მთელი სხეული დამბუჟებოდა. ტალღები ნაპირზე კი არ მაგდებნდენ, უფრო შორს მიჰქონდათ ჩემი არსება. იქ, სადაც ზღვა და ცა ერთმანეთს ეხება... იქ, სადაც მზის ორეულების სასაფლაოა.
მეც დავკარგე ლაჟვარდისთვალება ბიჭი და ჩემი ადგილიც იქ იყო, სადაც უიმედონი მიდიან.


ჩემი მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად, ზურას იმაზე მეტი ვერ ვათქმევინე, ვიდრე ვიცოდი.
მიყურებდა გაყინული შუშის თვალებით და ვამჩნევდი, რომ იმედები გავუცრუე მე, რომელსაც კოცონისგან ნაპერწკალიღა შემომრჩენოდა. არ ვაღიარებდი, მაგრამ ვხვდებოდი რომ ჩემშიც იყო შვილობის ის კომპლექსი, რომელიც გამუდმებით გაიძულებს გჯეროდეს მშობლის, უყურებდე და გული გეჩხვლიტებოდეს. იცოდე, რომ დააშავა, მაგრამ მისი განსჯის ძალას ვერ პოულობდე.
შუქურასთან ერთად ქობულეთში გადავიხვეწე. ნათელას მუდამ ჰქონდა თავისუფალი ოთახი ჩემთვის.
იქნებ იქაა სახლი, სადაც გელიან? სადაც იციან, რომ არ მიხვალ, მაგრამ არასდროს კარგავენ რწმენას.
იქნებ ის იყო სახლი, საიდანაც ბათუმი ზღვაში შეჭრილ, ფილტვებში წყალჩამდგარ ბავშვს ჰგავს. ცუდ მოცურავეს, რომელიც მიწას ორივე ხელით ებღაუჭება.
მშობლიურ ქალაქთან მხოლოდ ზღვა მაკავშირებდა, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ იქ ტალღებიც კი სხვანაირად ფშვენდნენ. მშვიდად, აუღელვებლად... მენატრებოდა ბათუმის ბობოქარი სანაპირო და კენჭებისგან წამოსული აბლოდისმენტები.
ყველაფერი მოვუყევი ქალს, რომელსაც ეგონა წუთისოფელი ვეღარაფრით გააკვირვებდა.
ქალს, რომელსაც ცხოვრება გამუდმებით აბიჯებდა ბინძურ ფეხებს, მაგრამ მაინც ახერხებდა წელში გამართულიყო და ამორძალივით ებრძოლა.
- ეს სირთულე სისხლში გვაქვს, ალბათ... - დაიჩურჩულა, როგორც კი ნანგრევებად ქცეული სამყარო გამოვიგლოვე.
- მემკვიდრეობითია? - მწარედ გამეღიმა.
- შეიძლება... მაგრამ მემკვიდრეობაზე უარის თქმა ყოველთვის შეიძლება. - განზე გაიხედა. ასე მაშინ იქცეოდა, როცა წარსულის მოგონებები შემოუტევდნენ. - ბაბუაშენი რომ გარდაიცვალა, ფეხმძიმედ ვიყავი. ორ თვეში ზურაც გაჩნდა. მთელი სანათესაო ერთხმად ჩამძახოდა, მეორედ გათხოვდიო, რადგან ცხრამეტი წლის ვიყავი და პატრონი მჭირდებოდა. მაშინ ისეთი დრო იყო, რას ვიზამთ? ვერაფერმა მაიძულა ამ ნაბიჯის გადადგმა. განა არ მეშინოდა? მაგრამ როცა მშობელი ხდები, შიშის უფლება აღარ გაქვს. უპირობო სიყვარული უნდა შეგეძლოს. მე მასში იმდენი ზრუნვა და სიყვარული ჩავდე...
- წესით ეს ყველაფერი მემკვიდრეობით უნდა გადმოეცა. - მის ნაცვლად დავასრულე, მაგრამ სიბრაზის მისხალიც კი არ მიგრძვნია. ეს ისტორია ზედმიწევნით ვიცოდი, მაგრამ ნათელასგან პირველად ვისმენდი.
- ზურამ არ იცის, როგორ უნდა უყვარდეს მამას შვილი... მაგრამ თავისებურად უყვარხარ.
- ვიცი. - ცხვირის წვერი ამეწვა.


დღეები ღამეებში კვდებოდნენ და აგვისტოც თითქმის მიიწურა. საოჯახო სასტუმროს საქმეებში მთლიანად ჩავიძირე. ნათელა გამუდმებით პოულობდა რაღაც ახალ საზრუნავს და ფიქრისთვის დროს აღარ მიტოვებდა. ვხვდებოდი მის ჩანაფიქრს, მაგრამ საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. თათია და თამუნა ხშირად მსტუმრობდნენ. ვსაუბრობდით, თუმცა ბევრს არაფერს მეუბნებოდნენ.
კითხვები ისევ ფუტკრებივით დამტრიალებდნენ. მაგრამ ვერაფერს ვამბობდი. პასუხები მეშინოდა, რადგან როგორც წესი, პასუხები წერტილით მთავრდებიან.

ზურა და მარინა ხშირად გვსტუმრობდნენ. ცდილობდა ურთიერთობის დათბობას და მიხაროდა... რაც არ უნდა დამოუკიდებლად მეგრძნო თავი, მჭირდებოდა ის ერთადერთი მშობელი, რომელიც დამრჩა. ვუყურებდი შუა ხნის ასაკს მიღწეულ წყვილს და მიკვირდა.
ნუთუ თმენისა და შემწყნარებლობის უნარი წლების მატებასთან ერთად ვითარდება?

- როგორი იყო? - ვკითხე მარინას, როცა ზურა ლუკასთან ერთად ცივი სასმელების საყიდლად წავიდა და სანაპიროზე მარტონი დავრჩით.
- სიგრილე, ნაძვის მწვანე სუნი და ხის სახლი, რომელიც შენთან ერთად სუნთქავს. - მოკლედ აღწერა ბეშუმის უპირატესობა. - ძალიან გვაკლდი და ზურა სულ შენზე ლაპარაკობდა.
- ნაძვის მწვანე სუნი? - უკანასკნელ სიტყვებს წავუყრუე.
- არსებობს რაღაც არომატები, რომელსაც ჩაისუნთქავ და ფერებს ხედავ.
- ბრაზობს ჩემზე? - თვალები ამეწვა და მზერა ავარიდე.
- არა, საბაზე ბრაზობს. სამუდამოდ უნდა დაესრულებინა, როცა გავაფრთხილეო...
- რაო? - ვიგრძენი, როგორ დავიცალე ყველა ემოციისგან და მათ ნაცვლად მოხეთქილმა ტალღამ ყელამდე ამავსო.
ერთმანეთს თვალებში შევყურებდით. მარინას მზერაში გამკრთალმა შიშმა მოთმინების ყველა ძაფი მიყოლებით გადამისერა.
- გაიმეორე, რაც თქვი... - ფეხზე წამოვხტი.
- ლიტა, დამშვიდდი... - ბორძიკით წამოდგა. - მეგონა, იცოდი...
- რა ვიცოდი? - გული ყელში მიცემდა და თვალებამდე მოსული მრისხანება მხედველობას მიბინდავდა.
- ახალი წლის ღამეს, როცა შენ საპირფარეშოში გახვედი, ზურამ საბა აივანზე გაიხმო. მაშინ ვიფიქრე, რომ ის სტანდარული საუბარი ჰქონდათ, რაც გოგონას მამასა და შეყვარებულს შორის ჩნდება ხოლმე. მაგრამ ბეშუმში გავიგე, რომ ასე არ ყოფილა...
- რაზე ისაუბრეს?
- ზურამ მისი შეშინება გადაწყვიტა... რადგან იფიქრა, რომ შენთან მხოლოდ რაღაც მანკიერი სურვილის გამო იყო და წარსულისთვის პასუხს შენი საშუალებით სთხოვდა. საბამ უარყო და უთხრა, რომ მართლა უყვარდი და მისგან საფრთხე არ გემუქრებოდა... მაგრამ ზურამ არ დაუჯერა.
- გააგრძელე. - საკუთარი ხმა ექოსავით ჩამესმა, თითქოს სამყარო კიდევ ერთხელ ამოყირავდა და ამისთვის ყველა მზად იყო, ჩემ გარდა. მხოლოდ მე ვერ მოვასწარი დედამიწისთვის ჩაჭიდება, მხოლოდ მე გადავვარდი.
- ლიტა, ამაზე მამაშენთან უნდა ისაუბრო... - ამოიოხრა, მაგრამ თითქოს რაღაც ისეთი დაინახა ჩემს სახეზე, რამაც გაგრძელების აუცილებლობაში დაარწმუნა. - უთხრა, რომ თქვენს ერთად ყოფნას არ შეეგუებოდა და შენ არჩევანის გაკეთება მოგიწევდა.
- უთხარი, რომ ჩემს ოთახში ველოდები!.. - კუთვნილ ნივთებს დავწვდი და სანამ რაიმეს მეტყოდა, გავეცალე.

სახლამდე ვარაუდით მივაღწიე.
როგორ შეეძლო ყოფილიყო ჩუმად, როცა ყველაფერი იცოდა?
როგორ შეეძლო ჩემი მდგომარებისთვის ეყურებინა, მაგრამ ვერ დავენახე?
ჩვენ შორის გავლებული ღობე, რომელიც მეგონა დროთა განმავლობაში მოირღვეოდა, გაიზარდა და ყრუ კედლად იქცა.
ერთმანეთის აღარ გვესმოდა, ვეღარ ვხედავდით...

ოთახში ნევრიულად დავდიოდი და ორივე ხელით თავს ვიჭერდი. რამოდენიმე ფუტკარი მოკვდა და გახსნილი კითხვის ნიშნები ძახილის ნიშნებმა ჩაანაცვლეს.
- შემოდი! - ლამის ვიყვირე, როცა კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა.
- მარინამ ყველაფერი მითხრა... - კართან აესვეტა და წარბი შეკრა.

ყველა აზრი გაწყდა, დაიკარგა. ვუყურებდი და ვხედავდი მამას, რომელიც მიყვარდა.
სულ მეშინოდა, ისეთი ნაბიჯის გადადგმის, რომელიც მას ოდნავ მაინც ატკენდა გულს. მინოდა ჩემით ეამაყა, თავი მაღლა აეწია და ეთქვა, რომ ბედნიერი იყო ჩემი მამობით.
- ვინ ვარ შენთვის? - თავში მოფრენილი პირველი კითხვა გავაჟღერე.
- ლიტა, მესმის რაც გაიგე რთულია, მაგრამ უნდა დამეცავი...
- შეგეძლო დაგეცავი, მაგრამ ჩემთვის უნდა გეთქვა! - სუსტი ტკივილები გაერთიანდნენ და მთელ სხეულში დენის უწყვეტი ტალღებივით გადანაწილდნენ. - შენ უბრალოდ კი არ დაემუქრე, ამას მართლა გააკეთებდი... მართლა დამაყენებდი არჩევანის წინაშე...
- და ვის აირჩევდი? - ერთი ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგა.
„იმას არ ავირჩევდი, ვინც მსგავსი არჩევანის წინაშე დამაყენებდა...“ - საბასთვის ნათქვამი სიტყვები გამახსენდა.
- შენ აგირჩევდი. - საკუთარმა აზრმა დამაბნია. - ვიფიქრებდი, რომ ოჯახის გამო ყველაფერზე ღირის უარის თქმა. მაგრამ ჩვენ ოჯახი არ ვართ...
- ლიტა, რას ამბობ? - თვალები აენთო და მის შუბლზე ერთით მეტი ნაოჭი გაჩნდა.
- შენ ყიდი იმ სახლს, სადაც გავიზარდე. იმ ოთახის ჭერს მართმევ, რომელზეც დედამ ვარსკვლავები მომიხატა... - ცრემლებს ვერაფრით გავუძალიანდი და ღაწვები მლაშე სითხით დამენამა. - ყველა მოგონებას აქრობ. თუ ჩემი დაცვა გინდა, სხვანაირად დამიცავი...
- არ გავყიდი სახლს, თუ ასე ძალიან განიცდი... - შუბლი თითებით მოისრისა. - საბას რაც შეეხება, არ მინდოდა ის გზა გაგევლო, რასაც ახლა გადიხარ...
- შენ ამას სიარულს ეძახი? - ისტერიულად გამეცინა და სახე ხელებით შევიმშრალე. - აღარასდროს იფიქრო ჩემს ნაცლად, მოქმედებაზე აღარაფერს ვამბობ. არის კიდევ რამე, რაც ჯერ არ ვიცი?
- არა... - ოთახიდან გასვლა დააპირა, მაგრამ როგორც კი კარი გამოაღო, მოტრილადა. - დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, აღარ მიგატოვებდი... არც არჩევანის წინაშე დაგაყენებდი, რადგან რაც არ უნდა მითხრა ან გააკეთო, შენ ჩემი შვილი ხარ. ისე ძალიან ჰგავხარ დედაშენს, როცა საბას ვინაობა გავიგე, მეგონა სოფიოს მეორედ ვკარგავდი... დამავიწყდა, რომ შენ ლიტა ხარ და ჩემი წარსულის გამო არ უნდა შეიზღუდო. სცადე, რომ მაპატიო...

გავიდა და პირველად ვიგრძენი, რომ მამაზე უარს ვერასდროს ვიტყოდი... ვერც საბაზე, ნათელაზე, თამუნაზე, თათიაზე...
ვერასდროს ვიტყოდი უარს იმათზე, ვინც მიყვარდა. გარდაცვლილ დედასაც კი არ ვუშვებდი და მუდამ თან მყავდა იმ შვილმკვდარი ქალივით, ტკივილმა რომ გაიწოვა და მარადიულ ღრუბლად აქცია.

მეორე დღესვე ჩავალაგე ბარგი და თბილისისკენ დავიძარი. სამარშუტო ტაქსის ვიწრო სავარძელზე ვიჯექი, კალთაში შუქურა მეჯდა და ვცდილობდი დამემშვიდებინა.
მგზავრობა არ უყვარდა, მაგრამ მცირე წრიალის შემდეგ ჩაეძინა და მისი კნავილისგან შეწუხებულმა მგზავრებმაც შვებით ამოისუნთქეს.
შუქურა საგრძნობლად გაიზარდა. რაც უფრო მეტად ვიცვლიდით საცხოვრებელსა და გარემოცვას, მით უფრო მეძებდა და მეკვროდა.
იქნებ მეც ასე ვიყავი?
რაც უფრო მეტს ვიგებდი, მით უფრო მინდოდა საბას ნახვა.

იმ დღის შემდგე გაქრა, რაც საავადმყოფოში ვნახე. გაქრა ჩემთვის, რადგან კავშირზე არ გამოდიოდა და მახვედრებდა, რომ აღარ ვუნდოდი. თათიასგან გავიგე, რომ როგორც კი ვანო სრულად გამოჯანმრთელდა, გონიოში წავიდნენ, შემდეგ კი - თბილისში.
ამიტომაც მივდიოდი სწავლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე. უნდა მენახა, გაგვერკვია, გვეპატიებინა...

აგვისტოს მცხუნვარება ორ ოთახში მოქცეულიყო და მთელი სახლი დუღდა. აივნის კარი გამოვაღე და პეტრიწის ქუჩას დავაცქერდი. თითქოს მიხაროდა კიდეც დაბრუნება.
ტანსაცმელს კარადაში ვალაგებდი, როცა დახლზე პატარა ბარათი შევნიშნე. წერილი, რომელიც გადასაგდებად ვერ გავიმეტე.
„შენ ალბათ ლურჯი აპრილის ლურჯ ღამეს დაიბადე, იმისთვის, რომ ეს სიმღერა გემღერა და ჩემთვის იმედის სხივი გამოგეგზავნა.
„როცა იგი მარტოა, ნი ჩნდება იგის სხეულში და იგი აღარაა მარტო.“
მე დავიკარგე... და მინდა, რომ ისევ მიპოვო.“
გადავწყვიტე, რომ აუცილებლად მომეძებნა. არ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენად ბრაზობდა ჩემზე, რამდენად ეტკინა ნაბიჯი, რომელიც არ შევუთანხმე. ნაბიჯი, რომელიც ჩვენს ცხოვრებას შეცვლიდა.

დაღლილი ვიყავი, მაგრამ გრილმა შხაპმა მიშველა და ვინაიდან მეტის მოთმენა აღარ შემეძლო თათიას დავურეკე.
- გისმენ, ლიტა... - მხიარულად მომესალმა.
- თათი, თბილისში ვარ და საბას ნახვა მინდა, მაგრამ ვერ ვუკავშირდები, ალბათ დამბლოკა. - ერთი ამოსუნთქვით მივაყარე. - შეგიძლია დაურეკო და გადასცე რომ მოვიდეს ან სადმე შემხვდეს?
- დავურეკავ, მაგრამ არ ვიცი ლიტა... გვთხოვა არ დაგვეკავშირებინე.
- ამ ერთხელაც სცადე...

რამოდენიმე წუთში გადმომირეკა და საბას უარყოფა გადმომცა.
ვიცოდი, დილით აუცილებლად დავნებდებოდი, ამიტომ გათენებას აღარ დაველოდე და მისი ბინისკენ გავწიე.
წერილი შარვლის უკანა ჯიბეში ჩავიჩურთე. თუ დავიბნეოდი და უკან დახევა მომინდებოდა, ის მომცემდა საჭირო ენერგიას. გამიკვირდა, იმდენად კარგად მახსოვდა თითოეული დეტალი.
ლიფტისთვის ბარათი ან კოდი მჭირდებოდა, მაგრამ არცერთი გამაჩნდა, ამიტომ ფეხით ავუყევი საფეხურებს და მეთორმეტე სართულს რომ მივაღწიე, სხეულს ვეღარ ვგრძნობდი.
კუნთების ტკივილი მესიამოვნა, რადგან ყურადღება გადამატანინა და მოსალოდნელ კატასტროფაზე ვეღარ ვფიქრობდი.
ნაცნობ კარზე ზარი დავრეკე და სუნთქვის დარეგულირება ამაოდ ვცადე. ღამის თეთრტმეტი საათი იყო, სტუმრობისთვის ზედმეტად შეუსაბამო დრო, მაგრამ არ ვნანობდი.

ჯერ ნაბიჯების ხმა შემომესმა, მერე კი კარი გაიღო და ვანო გამოჩნდა.
- ბოდიშს გიხდით, რომ გაწუხებთ... - ენა ძლივს მოვიბრუნე. - როგორ ხართ?
- არამიშავს, შვილო. - ისე თბილად მიპასუხა, ვიფიქრე, რომ ვერ მიცნო. - შენ როგორ ხარ?
- მე საბას ვეძებ, სახლშია?
- არა, მაგრამ მალე მოვა. შემოდი და აქ დაელოდე. - განზე გადგა და გზა გამითავისუფლა. მცირე ყოყმანის შემდეგ შევყევი.
- მარტო ხართ? - მისაღებ ოთახს თვალი მოვავლე.
- მიუხედავად იმისა, რომ ლიას ორწლიან რომანს შეგუებული ვიყავი და არც ახლა ვაპირებდი მის გაგდებას, მაინც ჩამოვშორდით ერთმანეთს. - სავარძელზე ფრთხილად დაეშვა. - თვითონ გადაწყვიტა ასე, თითქოს ის საიდუმლო აკავებდა ჩემთან. გავიგე და წავიდა...
- მე ბოდიშს გიხდით...
- საბოდიშო არაფერია, ლიტა. - დანაოჭებული თითები ერთმანეთს გადააჭდო. - მშობლების გამო შვილებს არ უნდა უწევდეთ საზღაურის გაღება. რაც არ უნდა აბსურდულად მოგეჩვენოს, თქვენ თავიდანვე დაკავშირებულები იყავით. თქვენი გზები თქვენგან დამოუკიდებლად გადაიკვეთა და ეს ცოდვით სავსე გზაჯვარედინი სიყვარულად აქციეთ. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო ლამაზი?
- არ მაპატიებს... - დივანზე ჩამოვჯექი და სახე ხელებში ჩავრგე. - ჩემი დანახვაც კი არ უნდა, ამიტომ მოვედი აქ.
- ეს არავისთვის იყო სიახლე. შენ ის თქვი, რაც ყველამ ვიცოდით. მე მხოლოდ იმ კაცის ვინაობა არ ვიცოდი და ამას არანაირი მნიშვნელობა ექნებოდა, მამაშენი რომ არ ყოფილიყო. შევწუხდი, რადგან შენ და საბას შეგექმნებოდათ პრობლემა და არა იმიტომ, რომ ათი წლის წინ გაჩენილ უფსკრულს ისევ გადავხედე. ამას საბა ვერ იგებს, ან გაგება არ უნდა...
- ურჩევნია ჩემზე ბრაზობდეს. - გულისფანცქალით დავასკვენი და კედლის საათს გავხედე. - როდის მოვა?
- დავურეკავ... - ფეხზე წამოდგა და ოთახში ჩემს ფიქრებთან დამტოვა.

თითქოს რაღაც ძალიან მძიმე ტვირთი ჰაერში აორთქლდა და წელში გავიმართე. ფეხზე ადგომას ვერ ვბედავდი, ერთ ადგილას ვწრიალებდი და მეშინოდა.
ზღვა არასდროს იყინება და იმედი მქონდა, რომ არც მისი თვალები გაიყინებოდნენ.

- თქვა, რომ სადღაც აქვეა, ბარში და დააგვიანდება. - სამძიმარივით ჩაილაპარაკა. - არ მითქვამს, რომ აქ ხარ...
- წავალ. ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის. - საკუთარი სხეული გაბნეული ნივთებივით შევაგროვე და გავეცალე.
გამოსამშვიდობებლად რაღაც ჩაილაპარაკა, მაგრამ ბგერებს ტვინამდე აღარ მოუღწევია. ქვეცნობიერად ვგრძნობდი სადაც იქნებოდა.

საფეხურები ჩავირბინე და ლურჯად შეღებილ სივრცეში შევაბიჯე. ხარბად ჩავისუნთქე ალკოჰოლისა და თამბაქოს ნარევი სურნელი. უსიამოვნო იყო, მაგრამ მომნატრებოდა კიდეც.
ხმამაღალი მუსიკა ყურში ბასებად მიცემდა. ბარს თვალი მოვავლე, მაგრამ სასურველი სტუმარი არსად იყო.
ბარის დახლთან ლადო დავლანდე და მისასალმებლად გავწიე.
- ლიტა? რა კარგია, რომ დაბრუნდი. - სიგარა შუშის საფერფლეში ჩააკლა, უკვე საკმაოდ შემთვრალიყო.
- გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? - თავაზიანი ღიმილი მოვიშველიე.
- თუ არ ჩავთვლით, რომ გამუდმებით გკითხულობენ, ნორმალურად. - მხრები აწურა. - როდის შეძლებ სამსახურში დაბრუნებას?
- ხვალიდანვე შემიძლია... - ჩემი მცირე ბიუჯეტი გონებაში გადავითვალე.
- ძალიან კარგი, აღვადგინოთ თანამშრომლობა. - ლუდი ბოთლიდანვე მოსვა.
მხოლოდ თავის დაკვრა მოვახერხე და კოლეგების ცარიელი მაგიდისაკენ გავწიე. ორიოდე წუთში მუსიკა შეწყდა, ჩამოლაგდნენ და გადამეხვივნენ.
- სექტემბრის ბოლომდე არ გელოდით. - მართა დაჯდომისთანავე სიგარეტის კოლოფს დასწვდა.
- გეგმები შემეცვალა. ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში ჩავდგები.
- დღესაც იმღერე რამე. - გიგამ ბენდის კუთვნილი გიტარისკენ მანიშნა. - დაბრუნების ნიშნად.
- ოღონდ რამე თანამედროვე!.. - გიოც მაშინვე ჩაგვერთო. - კლასიკა ხვალიდან დაიწყე.
- მომენატრა აქაური აუდიტორია. - სასიამოვნო ელექტროდენებით შევივსე.

შორი მოგზაურობიდან დაბრუნებულს ვგავდი, სახლის კარი ღია რომ დახვდა.

შემაღლებულ სკამზე ჩამოვჯექი და იდეალურად აწყობილი გიტარა შევამოწმე. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. თუ მარინა მართალი იყო, ამ არომატს ლურჯი ფერი ექნებოდა. ან იქნებ ეს ყველაფერი პირობითია და თითოეული ადამიანი თავისებურად აღიქვამს ფერებს, სურნელებას, გრძნობებს.
თვალები მაგრად დავხუჭე. ნაცნობი თვალები შემოიჭრნენ და მათი გაქრობის შემეშინდა.
- „რომ იცოდე, რამდენი ვეწვალე მუზას.
რომ მიცნობდე, ალბათ დამიგდებდი ყურსაც,
გაგიმხილე მე ყველა პატარა ცოდვა,
ჩემი შენდამი ბოდვა...
ვეცადე, დამეხატა დრო,
შენ კი ვერ გნახე ვერსად
რა ფერია ბედნიერების?
მინდოდა ამეხსნა, რომ
ჩემთვის უშენოდ სავსე სამყაროს
არ აქვს არაფრის ფასი...
ვთქვი, რომ არ დავწერ მეტს,
უკან დახევის დროა,
მაგრამ მაინც გიმღერის ჩემი გონება...
ვთქვი, რომ აღარ მაქვს დრო,
მაგრამ მე მჯერა ჩემი ბგერების,
რა ფერია ბედნიერების?
ამ სტროფებს გავაყოლებ ქარს,
შენ კი ვერ ნახავ ვერსად...
და ვერ მივაგნებ ვერასდროს სასურველ ფერებს...
და შენ მიენდე დროს
და გაჰყევი სხვას,
მიენდე ბურუსით დაფარულ გზას,
და ბოლოს დახედე ხელებს...
ამბობენ, სიყვარულს არ ავნებს დრო,
მაგრამ მერწმუნე
ძალიან დიდი მტერია მშვენიერების.
არავის არ ესმის,
არავის სწამს,
არავის სჯერა,
რომ ვიცოდი ფერი ამ ბედნიერების...“

მონატრებული აბლოდისმენტები შემომესმა და ხმაურმა გამოსახულება გამიდღაბნა.
სინანულით გავახილე თვალები. წამით მეგონა, რომ ისევ წარმოსახვის უნარი მაკონტროლებდა.
ხალხის მასაში ის იდგა, ვისი ფერებიც ასე კარგად ვიცოდი.
მოძრაობის უნარი წამერთვა. სიკვდილმისჯილივით შევყურებდი გულქვა მოსამართლეს და წარსული თითის ქნებით მტუქსავდა.
არ იმსახურებდა იმ ყველაფერს რისი გადატანაც მოუხდა...
წავიდა, რადგან არ ავირჩევდი.
წავიდა, რადგან მას არასდროს ირჩევდნენ.
იქნებ იმაზე მეტად განიცდიდა, ვიდრე მე?
მე მყავდა ადამიანი, ვისაც საკუთარ უბედურებას დავაბრალლებდი, ვისზეც გავბრაზდებოდი.
ვინ ჰყავდა მას?
ის საშინელი საღამო გამახსენდა.
- ახლა სად არის ღმერთი? - ვკითხე და ბნელ ჰორიზონტს გავხედე.
- აქ არ არის... - მიპასუხა, მაგრამ მაშინ ვიფიქრე, რომ მომესმა.

- ... პალმის უკან იდგა და იქედან გიყურებდა. რომ ჩავუარე, შევამჩნიე პირზე ხელი ჰქონდა აფარებული, ალბათ, ტიროდა კიდეც...“ - მიყვებოდა თამუნა, თუმცა ვერ ვიჯერებდი.

ჩვენ ორს შორის მხოლოდ მას სჯეროდა, რომ ღმერთი არსებობდა და მუდამ ჩვენს შორის დაქროდა. ენერგია იყო, რომელიც მუდამ გვმფარველობდა.

ბარის დახლთან სულ ახლოს იდგა, ხალხის მასაში არეული და ნანახით გაკვირვებული. თვალებს არ ახამხამებდა და ვხვდებოდი, რომ ის უღმერთოდ დარჩა...

სწრაფად გატრიალდა გასასვლელისკენ. თითქოს ღრმა ბურანიდან გამოვფხიზლდი, სკამიდან ჩამოვხტი და გიტარა იატაკზე დავდე.
ვერავის ვხედავდი. ადამიანები წინაღობებად იქცნენ, საბა ქუჩას შეერია და მასთან მისასვლელად ყველა ჯებირისთვის უნდა გადამევლო.

შედარებით გრილმა ჰაერმა უფრო მომაფხიზლა და მიდამოს თვალი მოვავლე.
აღარსად იყო...
- რატომაა, რომ მნიშვნელოვან დროს ყოველთვის საპირფარეშოშია რომელიმე ჩვენგანი? - ბგერებმა თითქოს ზურგზე ხელი დამკრეს და მისკენ მიმაბრუნეს.
- ვიცი, იმ ღამეს ზურა რომ გელაპარაკა... - მინიშნებას მივუხვდი. ჩემგან სამიოდე ნაბიჯში იდგა. ისე ახლოს იყო და ამასთანანავე ისეთი მიუწვდომელი...
- ვიცოდი, რომ შურისძიება მოგინდებოდა... შენ ხომ ლილიტი ხარ!.. - გაეღიმა და მიხვდი, რომ სრულად ფხიზელი არ უნდა ყოფილიყო. - გამაფრთხილე კიდეც, მაგრამ ბოლომდე არ მჯეროდა ასეთი სისასტიკის.
- უნდა დამთავრებულიყო... - თავის გამართლებასავით ჟღერდა, რადგან თავს ვიმართლებდი.
- და დამთავრდა კიდეც. შენ შეგიძლია დედის მკვლელობა აპატიო უცხო ადამიანს, მაგრამ მე წასვლა ვერ მაპატიე. მიუხედავად იმისა, რომ აგიხსენი... შენ სიყვარული არ შეგიძლია, ლიტა!
- ასე გგონია? - წინააღმდეგობის გაწევის ყველა სურვილი გამიცამტვერდა.
- ასეა...

კიდევ ერთხელ შემაქცია ზურგი. კიდევ ერთხელ წავიდა.
და იქ, სადაც გონებაში მრავალწერტილი დავსვი, ორი მათგანი წაიშალა.
ერთი წერტილი დარჩა... პირქუში და დამცინავი.



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

.
ძლიივს ახალი თავი.........
არ მეყო ისეთ დროს დამთავრდა აწი მინდოდა სიცოცხლე....
აუ ოღონდაც საბამ არ გაუტიოს ეხლა
პრინციპში მეტი რაღა უნდა გაუტიოს. ორივე თავის პონტში მართალია. ველი მოკლედ შემდეგს.... ????

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

ასე მგონია გული ხელში მიჭირავს.
ყველა წინადადების წაკითხვის შემდეგ გამოსახულება იდღაპნებოდა, სულ მუჭებით ვიწმენდდი ცრემლებს :'(

ზურააააააა.... და ჯანდაბა...
საშინლად ავფეთქდებოდი, აი საშინლად..
ვერც კი წარმომიდგენია....
ღმერთო ჩემოოო, იქნებ არც არასოდეს აპირებდა საბა ლიტას მიტოვებას, ზურას ეს მუქარა რომ არა... ღმერთო გავრეკავ..
ახლაც ცრემლები მდის და ვერ ვჩერდები..
მამაა მესმის, მაგრამ აი ეს როგორ უნდა აპატიოს, საბას სამივე, (სამივე თუარა ორი,) მიტოვება ამ კაცის ბრალი გამოდის. მისი ტყუილის და მისი უთქმელობის...
"-ზურამ არ იცის, როგორ უნდა უყვარდეს მამას შვილი..."
კი, ახლა ამ წუთას ნამდვილად ასე ვფიქრობ.

"წავიდა, რადგან არ ავირჩევდი.
წავიდა, რადგან მას არასდროს ირჩევდნენ.
იქნებ იმაზე მეტად განიცდიდა, ვიდრე მე?
მე მყავდა ადამიანი, ვისაც საკუთარ უბედურებას დავაბრალლებდი, ვისზეც გავბრაზდებოდი.
ვინ ჰყავდა მას?"

დავსამარდი :(

წინა თავმა იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, მე მაინც ვფიქრობ რომ ლიტას საქციელი, შეიძლება დაუფიქრებელი, მაგრამ მართალი იყო..
ყველას უნდა მოხსნოდა ამ ტყუილის ტვირთი.

"კიდევ ერთხელ შემაქცია ზურგი. კიდევ ერთხელ წავიდა.
და იქ, სადაც გონებაში მრავალწერტილი დავსვი, ორი მათგანი წაიშალა.
ერთი წერტილი დარჩა... პირქუში და დამცინავი."

აუუუუუუ, არ შემიძლია რა :( :( :(

ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს აცრემლიანებული თვალებით :(

"... პალმის უკან იდგა და იქედან გიყურებდა. რომ ჩავუარე, შევამჩნიე პირზე ხელი ჰქონდა აფარებული, ალბათ, ტიროდა კიდეც...“ - მიყვებოდა თამუნა, თუმცა ვერ ვიჯერებდი."

ამ მომენტზე თავის დროზე ხო გული გამიჩერდა მაგრამ ახლა არ ვიცი.... ვდღავი :/

 


№3  offline წევრი Melice

სტუმარი ანი
ასე მგონია გული ხელში მიჭირავს.
ყველა წინადადების წაკითხვის შემდეგ გამოსახულება იდღაპნებოდა, სულ მუჭებით ვიწმენდდი ცრემლებს :'(

ზურააააააა.... და ჯანდაბა...
საშინლად ავფეთქდებოდი, აი საშინლად..
ვერც კი წარმომიდგენია....
ღმერთო ჩემოოო, იქნებ არც არასოდეს აპირებდა საბა ლიტას მიტოვებას, ზურას ეს მუქარა რომ არა... ღმერთო გავრეკავ..
ახლაც ცრემლები მდის და ვერ ვჩერდები..
მამაა მესმის, მაგრამ აი ეს როგორ უნდა აპატიოს, საბას სამივე, (სამივე თუარა ორი,) მიტოვება ამ კაცის ბრალი გამოდის. მისი ტყუილის და მისი უთქმელობის...
"-ზურამ არ იცის, როგორ უნდა უყვარდეს მამას შვილი..."
კი, ახლა ამ წუთას ნამდვილად ასე ვფიქრობ.

"წავიდა, რადგან არ ავირჩევდი.
წავიდა, რადგან მას არასდროს ირჩევდნენ.
იქნებ იმაზე მეტად განიცდიდა, ვიდრე მე?
მე მყავდა ადამიანი, ვისაც საკუთარ უბედურებას დავაბრალლებდი, ვისზეც გავბრაზდებოდი.
ვინ ჰყავდა მას?"

დავსამარდი :(

წინა თავმა იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, მე მაინც ვფიქრობ რომ ლიტას საქციელი, შეიძლება დაუფიქრებელი, მაგრამ მართალი იყო..
ყველას უნდა მოხსნოდა ამ ტყუილის ტვირთი.

"კიდევ ერთხელ შემაქცია ზურგი. კიდევ ერთხელ წავიდა.
და იქ, სადაც გონებაში მრავალწერტილი დავსვი, ორი მათგანი წაიშალა.
ერთი წერტილი დარჩა... პირქუში და დამცინავი."

აუუუუუუ, არ შემიძლია რა :( :( :(

ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს აცრემლიანებული თვალებით :(

"... პალმის უკან იდგა და იქედან გიყურებდა. რომ ჩავუარე, შევამჩნიე პირზე ხელი ჰქონდა აფარებული, ალბათ, ტიროდა კიდეც...“ - მიყვებოდა თამუნა, თუმცა ვერ ვიჯერებდი."

ამ მომენტზე თავის დროზე ხო გული გამიჩერდა მაგრამ ახლა არ ვიცი.... ვდღავი :/

უჰ, მომენატრა შენი შთაბეჭდილებების კითხვა ❣️

სტუმარი მარიკო
.
ძლიივს ახალი თავი.........
არ მეყო ისეთ დროს დამთავრდა აწი მინდოდა სიცოცხლე....
აუ ოღონდაც საბამ არ გაუტიოს ეხლა
პრინციპში მეტი რაღა უნდა გაუტიოს. ორივე თავის პონტში მართალია. ველი მოკლედ შემდეგს.... ????

ვეცდები მალე ავტვირთო ❤️

 


№4 სტუმარი Ana-maria

ზუსტად ვიცი შემდეგ თავს ძალიან რომ ველოდები. მგონია ეს სიყვარული ბედნიერების ღირსია.

 


№5 სტუმარი სტუმარი დარინა

საბას ასე მოტრიალებას არ ველოდიი ნამდვილად არ მეგონა მის წასვლას ეს მიზეზი თუ ქონდაა, მაინც ვერ გავამართლებ რადგან მაინც უბრძოლველად დანებდააა, მაგრამ აი ლიტა ჩემთვის მართლა სრული იმედგაცრუებააა, სანამ სიმართლე არ გაიგო საბაზეე სინანულის გრძნობაც არ გასჩენია თავისი საქციელის, აი არ ვიცი როგორ უნდა გაამართლო ლიტას საქციელიი ვერ ვხვდებიი, ნათქვამია სიყვარული აგვამათლებსოო მაგრამ ლიტას შემთხვევაშიი სანამ არ იძია შური მანამდეე არ დამშვიდებულაა,
და დამთავრდა კიდეც. შენ შეგიძლია დედის მკვლელობა აპატიო უცხო ადამიანს, მაგრამ მე წასვლა ვერ მაპატიე. მიუხედავად იმისა, რომ აგიხსენი... შენ სიყვარული არ შეგიძლია, ლიტა! საბას ეს სიტყვებიი კი ნამდვილად ზედგამოჭრილია ლიტაზეე, ზურასთან უნდა ელაპარაკა თავიდანვეე მაგრამ არ ილაპარაკაა, საბასთან გულწრფელი უნდა ყოფილიყოო შერიგების მერე მაგრამ არც მაშინ ყოფილააა და ამას პლიუს საკუთარ საქციელსაც ამართლებს, აი ვანოა ამ ისტორიაში ყველაზე უცოდველიი და უბოროტოო, მარტო მისთვის არ უნდა ეკადრებინა ის ყველაფერიი ადამიანიი დამნაშავედაც არ თვლის და მარტო შვილზე ფიქრობდა იმ მომენტშიი, იმედია ეს წყვილი არ შედგებაა რადგან აი არაფრის გულისთვის არ მინდა მასეთი ჰეფიენდიი. აი კიდევ ერთხელ გამოჩნდააა საბას გულწრფელად ყვარებია ლიტასგან განსხვავებით.

 


№6 სტუმარი ანუ

"შენ შეგიძლია დედის მკვლელობა აპატიო უცხო ადამიანს, მაგრამ მე წასვლა ვერ მაპატიე. "

უბრალოდ არ შემიძლია ამ თავს მოვწყდე, ეს სიტყვები იყო "ყველაფერი" საბას მხრიდან, აი ყველაფერიიი.. ყველა მისი ტკივილი მხოლოდ ამ წინადადებით შეგიძლია შეიგრძნო :(
სული ამეწვა ამ სიტყვების წაკითხვისას.


მემილიონედ ვკითხულობ უკვე და ემოციები მაინც ისეთივეა რა :(

 


№7  offline წევრი Marikagogolqdze

იმედია ასე არ დამთავრდება და მოხვდება საბა რამდენად მნიAვნელოვანია ლიგა.ველოდწბით ახალ თავს.მალე დადე რააა

 


№8  offline წევრი Mindreader

გული დამიმძიმა ამ თავმა,ყველაფრის "ზღაპრულად"განვითარებას არც ველოდი,მაგრამ გული მეწურება ამათ შემყურეს .. ლიტაც ხო ცოდოა, მაგრამ საბას ტკივილი თითქოს მთელი სიმძაფრით ვიგრძენი ამ თავში ( სასწაული გოგო ხარ,სასწაულად წერ♥️ წარმატებები ჩემო კარგო♥️მოუთმენლად ველი ახალ თავს.

 


№9 სტუმარი Qeti qimucadze

მე ვერაფერს ვერ ვწერ ჩემო ლამაზო და ჭკვიანო გოგოვ. არშემიძლიაა. ჯერაც არ ჩამოშორებია ნრავალწერტილს წერტილებიი. მოუთმენლად ველი გაგრძელწბასს

 


№10 სტუმარი სტუმარი keti

ამ თავის წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი იმ სიმართლეში, რასაც წინა თავის კომენტარში ვწერდი.
საბაც დამეთანხმა და თქვა ყველაზე მთავარი:
"-ვიცოდი, რომ შურისძიება მოგინდებოდა... შენ ხომ ლილიტი ხარ!.."
"შენ შეგიძლია დედის მკვლელობა აპატიო უცხო ადამიანს, მაგრამ მე წასვლა ვერ მაპატიე. მიუხედავად იმისა, რომ აგიხსენი... შენ სიყვარული არ შეგიძლია, ლიტა!"

ამის მერე მე მეტი რა დავამატო??? პერსონაჟები თავისი საქციელებით უკეთესად საუბრობენ საკუთარ თავებზე.
ერთადერთი,
ამდენხნიანი ლოდინის შემდეგ ეს თავი საერთოდ არ მეყო.
მხოლოდ ბოლო დიალოგმა გამოაჩინა ჩამავალი მზის სხივები.

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

როგორ შეეძლო ეყურებინა და ვერ დავენახე... მართლა როგორ შეიძლება ასე ხდებოდეს რა მძიმეა როცა ვერ გხედავენ და ვერ გიგებენ

არ იმსახურებდა იმას რისი გადატანაც მოუხდა ... ნუ მაგ რამდენიმე წინადადებით თქვი ის რასაც მე ვფიქრობდი და უამრავი სიტყვის ვერ გადმოვეცი .

ჩვენ ორს შორის მხოლოდ მას სჯეროდა რომ ღმერთი არსებობდა .... ვხვდებოდი რომ ის უღმერთოდ დარჩა
რა ვთქვა აღარ ვიცი საერთოდ უკვე მიტყდება ჩემი აბურდული არეული სიტყვების ყრანტალი . კვლავ და უცვლელად
აღფრთოვანებული ვარ და ვიქნები შენი გონების შესაძლებლობებით

 


№12  offline წევრი Melice

უღრმესი მადლობა ყველას, შეფასებისთვის და ლოდინისთვის ❤️
დღეს ახალ თავს ვიწყებ და იმედი მაქვს, რომ მალე ავტვირთავ ❣️
ვეცდები დიდი იყოს ..

 


№13 სტუმარი სტუმარი თამო

როგორ ველოდებოდი ამ თავს.როგორ გავნადგურდი მეც საბასთან ერთად თავიდანვე მჯეროდა საბას სიყვარულის არვიცი მინდიდა რომ შურისძიება არ ყოფილიყო და მიხარია რომ ასეც აღმოჩნდა.აი ლიტას კი ვერ ვპატიობ მის საქციელს მართალია უნდა დაესრულებინა რაღაც რომ დაწყებულიყო ის ახალი თუმცა არა ასე და არა ამ ფორმით.თან მამამისი რომელიც ამდებ რამეშია დამნაშავე და ასე შერჩა არც იმდენად არ გაუბრაზდა ბოლოს კი ამოხეთქა მაგრამ ეგეც ისეთი არაფერი.არვიცი ძალიან გავბრაზდი ზურაზე.
"პალმის უკან იდგა და იქედან გიყურებდა. რომ ჩავუარე, შევამჩნიე პირზე ხელი ჰქონდა აფარებული, ალბათ, ტიროდა კიდეც...“ - მიყვებოდა თამუნა, თუმცა ვერ ვიჯერებდი.ამაზე ხომ თავიდან მოვკვდი.საბას სიყვარული იმსსახურებს ბედნიერებას როგორ განვითარდება ყველაფერი არვიცი თუმცა გელოდები მოუთმენლად.

 


№14  offline წევრი Barbare ❤

შეუდარებელი და გასაოცარია ❤❤ ისეთი ისტორიაა რამოდენიმეჯერ რომ წაიკითხავ და მაინც არ მოგბეზრდება ❤ ველი გაგრძელებას ❤

 


№15 სტუმარი სტუმარი nancho

საოცარი აზროვნების ,მსჯელობის და დასკვენბის ჯადოქარი ხარ.

 


№16 სტუმარი სტუმარი მარი

დღეს ველოდოთ თუ ხვალ იქნება? ^-^

 


№17  offline წევრი Melice

სტუმარი მარი
დღეს ველოდოთ თუ ხვალ იქნება? ^-^

წერის პროცესში ვარ.
ვეცდები ხვალისთვის იყოს ❣️

 


№18 სტუმარი one

sityvebis jadoqari xar)))
isev da mudam shenit aghfrtovanebuli me)))

 


№19 სტუმარი Tamara

შინაარსი, მოვლენების განვითარება საერთოდ უკანა პლანზე გადავიდა. ამ ლამაზ შედარებებსა და ალეგორიებში ვიკარგები! კვლავ და კვლავ ვკითხულობ და სიამოვნებისგან აღფრთოვანებულს სიტყვები ექოდ დამყვება. უსაზღვრო სიამოვნებაა შენი სიტყვებისა და წინადადების ლაბირინთებში ხეტიალი!

 


№20 სტუმარი სტუმარი სტუმარი

მეგონა 8 მარტს გაგვახარებდი და ახალ თავს დადებდი

 


№21  offline წევრი Melice

უღრმესი მადლობა ყველას ❣️

სტუმარი სტუმარი
მეგონა 8 მარტს გაგვახარებდი და ახალ თავს დადებდი

დიდი ნაწილი დაწერილი მაქვს, დღესაც დავამატებ და მზად იქნება ❤️

 


№22  offline წევრი Marikagogolqdze

როდის დაიდება მომდევნო თავი?

 


№23  offline წევრი Melice

Marikagogolqdze
როდის დაიდება მომდევნო თავი?

დღეს დაიდება, ალბათ ცოტა გვიან ❣️

 


№24 სტუმარი ფიონი

ველოდები არულდ როდის დაიდება რომ მერე დავიწყო კითხვა კიდევ ბევრი თავი დაგრჩა?

 


№25 სტუმარი სტუმარი მარი

დღეს დადებ? ^-^

 


№26  offline წევრი Melice

სტუმარი მარი
დღეს დადებ? ^-^

დასტურს ელოდება ❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent