შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერის უბანი


8-03-2021, 12:57
ნანახია 961

ვერა არის ადგილი სადაც დავიბადე, გადავდგი პირველი ნაბიჯები, გავიზარდე დავიწყე ფიქრი იმაზე თუ რამდენად შავ-ბნელი იყო რეალურად ეს სამყარო და მივხვდი რომ დრო იყო მომეხსნა ვარდისფერი სათვალეები. 2001წლის 13 ივლისს დავიბადე და ვერა ისევ ისეთია როგორც მაშინ ახლა 2021 წლია არანაირი წინსვლა და არანაირი განვითარება , ალბათ დაგაინტერესებთ რატომ არის ასეთი იმედგაცრუებული ცხოვრებაზე 20 წლის გოგონა რომელსაც ყველაფერი წინ აქვს . არა წინ აღარაფერი აღარ არის მე ყველაფერი უკან დავტოვე ,ჩემი ცხოვრება წარსულში დარჩა .ჩემ ცხოვრებას თორაძე ერქვა . ნეტა სიტყვებით შემეძლოს გადმოცემა როგორი იყო ცხოვრება მასთან ერთად .იყო იყო ალბათ გაინტერესებთ რატო იყო ? მოკვდა?
არა არ მომკვდარა მაგრამ ჯობდა მომკვდარიყო ჯობდა მცოდნოდა რომ სამუდამოდ მიწას მივაბარე ვიდრე ვფიქრობდე და ვღელავდე იმაზე რა მოუღებს მის სიცოცხლეს ბოლოს.
თაისა . მე თაისა ვარ . თაისა ამაღლობელი . მე ნოეს თაისა ვარ.


2018
როგორც ყოველთვის დილა იწყება დინანოს წიკვინით .
-თაი ადექი დაგვაგვიანდება .გველოდება დეა მანქანით . თან ისეთი აჟიტირებულია მისი თავი არ მაქვს.
-დინ რამდენჯერ გითხრა ახალგაღვიძებულზე შენი ჩხავილი არ მსიამოვნებს არააა.
-რამდენჯერ გითხრა რომ შენ რა გსიამოვნებს და რა არა ჩემთვის მეასე ხარისხოვანია. ბალიში ვესროლე და ავდექი ლოგინიდან დღის ყველაზე საზიზღარი მომენტი ჩემი და ბალიშის დაშორება. მალევე მოვემზადე ვერასდროს ვიტანდი გოგოები სარკესთან დღის ნახევარს რომ ატარებენ . არასდროს მესმოდა მათი.
-თაი ხომ იცი ხვალ ჩვენი ახალი კლასელის დაბადებისდღეა და ყოველმიზეზგარეშე უნდა წავიდეთ.
-როდის უნდა შეგაგნებინოთ მაგ თავებში შენ და დეას რომ მსგავს ადგილებში არ წამოვყვებით.
-ასეთი უჟმური როდის გახდი ? რას გეკითხები პრინციპში სულ ასეთი არ იყავი.თვალები ავატრიალე და სახლიდამ გავედით. ვერაზე ვცხოვრობ ჩემი სკოლა ვაკეშია 53 "ჩამაცვი და გამათხოვე "ასე ეძახდნენ ადრე . ერთერთი ყველაზე პრესტიჟული სკოლაა. დადვანის მანქანა დავინახეთ და მისკენ წავედით.
-ჩემი ტყუპჩიკებიც მოვიდენენ.
-დადვანოო ჭკუა როდის უნდა მოგემატოს მაგ დიპლიპიტო თავში ?
-დღეს არა ამაღლობელო დღეს არა ჯერ ყველაფერი ახლა იწყება.
-რა ხდება დეა?
-რა ხდება ჩემმ დინა და თორაძეები ხდება
-თორაძეები ვინ არიან? ვიკითხე მე განცვიფრებულმა.
-როგორ თუ ვინ არიან თაისა არ გრცხვენია ? ნუთუ არ იცი ვინ არის გეგა თორაძე? ლაშა? ნოე? არც ნაბოლარა სებე? ჩამორჩენილი ხარ შვილო?
-ვაიმე დეა რა ვერ შეეშვი ბიჭებს ?
-ოხ თაისა გნახავ მალე სხვანაირად აჭიქჭიკებულს. სხვათაშორის ნოეს ტყუპი ყავს და ნია ქვია და გამოიცანით ჩვენი ახალი კლასელი ვინ არის?
-ვინ ? იკითხა დინანომ ჩაფიქრებულმა.
-ნია თორაძე .
-მისი ძმა? ისევ დინანო
-ოხ დინანო რამ გაგამწარა მისი ძმა ჩვენი გაბის კლასშია ტაში შემოჰკრა დეამ . გაბი იგივე გაბრიელ გადრანი ჩვენი ბავშვობის მეგობარი როგორც იტყვიან ტრუსიკის მეგობრები ვართ მე ჩემი ალქაჯი ტყუპი ,გიჟქალა დადვანი და გაბი.
მანქანა სკოლასთან გააჩერა.
-აბა წავედით გოგოებო ჩემოსეული თორაძეების რაზმი უკუვაქციოთ. ბოლო ხმაზე იყვიეა დინანომ. მაშინვე მხარზე ვუჩქმიტე რადგან წინ რამოდენიმე უცნობი ადამიანი დავინახე და მაშინვე მივხვდი რო ეს ის იყო ვიზეც მთელი დილა აღფრთოვანებული ლაპარაკობდა დეა.
-დინა გაჩუმდი და წინ იყურე.
-აუ თაისა შემეშვი ცოტა ხანი. ხელი გაშვებინა დინამ და წინ წავიდა.
კლასში შევედით ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაც თვალყურს მადევნებდა მაგრამ არ მიმიქცევი ამ გრძნობისთვის ყურადღება ჩემი ადგილი დავიკავე და დაველოდრ გაკვეთილის დაწყება ვხედავდი რომ დეამ და დინანომ გაიცნეს ნია თორაძე და უკვე ყვალინდელ დაბადებისდღეზე საუბრობენ უეცრად კარებში მისი ერთერთი ძმა შემოვიდა მას დაუძახა და გაიყვანა თუ არ ვცდები  ეს უფროსი თორაძე იყო. გეგა.



2021
რას არ დავიჯერებდი ნოეზე  ,ყველაფერს საერთოდ ყველაფერს გარდა იმისა რომ კაცი მოკლა და წამალი გაიკეთა .ორი რამ რაშიც ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი რომ ნოე არ იზამდა .ვენდობოდი? საკუთარ თავზე მეტად . მიყვარდა ? საკუთარ თავზე მეტად . ჩემი ნაწილი იყო ნაწილი რომლის გარეშეც მე არ ვიყავი თაისა ამაღლობელი მე ვიყავი ჩვეულებრივი თაისა რომელიც არაფერს წარმოადგენდა . ის კი ჩემს გარეშეც სრილყოფილება იყო თავიდან მეგონა რომ გული არ ჰქონდა ყინულო ედო მის მაგივრად . მაგრამ გავიცანი და მივხვდი რომ მასზე დიდი გულის პატრონი ადამიანი არ მინახავს. ერთი შეხედვით ისეთი ცივი , მკაცრი , შეუვალი და უგულო ჩანდა , მაგრამ შიგნიდან ბავშვი იყო , გულჩვილი და გულთბილი და ერთი რამ რაც ვიცი არის ის რომ მის უზარმაზარ გულში მხოლოდ ერთადერთი სახელი ფეთქავდა და ეს  თაისა იყო.
ისევ წამალს დავუბრუნდეთ ყველა იკეთებდა საერთოდ ყველა მთელი თბილისი. მისი ყველა ძმა . ახლაც მახსოვს ჩემი დის ჩასისხლიანებული თვალები როცა სებე დოზის გადაჭარბებით მიგვყავდა საავადმყოფოში. ჩემს დას შევხედე და მივხვდი რომ ის ისევე დამოკიდებული იყო სებეძე როგორც , სებე წამალზე. ალბათ დაგაინტერესებთ რატომ ყველა და არა ნოე? იმიტომ რომ ნოემ თავიდანვე არჩევანი გააკეთა ჩემსსა და წამალს შორის , მან იცოდა ყველაფერს ვაპატიებდი ამის გარდა . მთელ ჩემს ცხოვრებას მივუძღვნიდი და ასეც მოვიქეცი და ამას სიციცხლის ბოლო წამამდე არ ვინანებ.ჩემი ცხოვრენა ეკუთვნის ნოე თორაძეს ისევე როგორც მე თაისა ამაღლობელი. და მაინც როგორ გადამდო გვერძე და ეს როგორ გამიკეთა , არადა ნათქვამი ქონდა ჩემი ცხოვრების წამალი შენ ხარო . მჯეროდა მართლა მჯეროდა . მისი სიტყვების არა მე მისი თვალების მჯეროდა , თვალების რომელიც ყველაფრის მეტყველი იყო ჩემთვის. მისი ჭაობისფერი თვალები.



2018
-თაისა წავიდეთ რა  გთხოვ
-კარგი რა დინუუ ხო იცი არ შემოძლია ,არ მიყვარს მსგავსი რაღაცეები შემ წადი და დეაც წამოვა.
-დეა რო წამოვა ვიცი.
მომენტალურად დარეკა ტელეფონმა და დინანოც წამში გაქრა. მაკოცა და წავიდა.
ვიცოდი იქამდე ვერ დავიძინებდი სანამ სახლში არ დაბრუნდებოდა ამიტომ ფილმის ყურება დავიწყე . უეცრად ჩემს ნომერზე უცხო ზარი შემოვიდა , რა თქმა უნდა არ ვუპასუხე  მაგრამ ტელეფონი რეკვას არ წყვეტდა და საბოლოოდ გადავწყვიტე მეპასუხა. ავიღე და როგორც კი ხმა გავიგე მაშინვე ტანში უცნაურმა შეგრძნებამ დამიარა. უცხო და ბოხი ხმა . ძალიან უჩველო იყო.
-გამარჯობა
-გამარჯობა ვის ვესაუბრები?
-მე ნოე ვარ იცი შენი და ცოტა არაფხიზელ მდგომარეობაშია და მინდოდა გცოდნოდა
-ჩემი და? რა სჭირს დინანოს?
-როგორც უკვე გითხარით  ცოტა არაფხიზელ მდგომარეობაშია და თუ მოაკითხავთ კარგს იზამთ.
-დეა სად არის?
-დეააა- ჩაფიქრდა ალბათ ვერ მიხვდა ვინ იყოო- ააა დეა დეას არამგონია ვინმესთვის ეცალოს დაკავებულია.
-კარგით მისამართი მითხარით
- ბარნოვი 9ნომერი
-კარგით
გავთიშე ჩავიცვი რაც ხელში მომხვდა და გავიქეცი თან გულში უკანასკნელი სიტყვებით ვამკობდი დინანოს არა ხო ვაფრთხილებდი ფრთხილად იყავი ფრთხილად შეუგნებელი , გაუგონარი ვერ ისწავლა ჭკუა. ტრანსპორტი არ დამჭირდა როგორც უკვე ვთქვი მეც ვერაზე ვცხოვრობ . მივუახლოვდი კორპუსს მესამე სართულიდან მუსიკის ხმა გამოდიოდა მივხვდი რომ სწორად მოვედი . ავედი კარი ღია დამხვდა შევედი და ზუსტად ის სიტუაცია დამხვდა რასაც ვერ ვიტან , ერთმანეთსი გადახლართული წყვილები სასმლის და მოსაწევის სუნი , გულის ამრევუა მაშინვე ძმების ძებნა დავიწყე რომ ჩემ დამდე მიმეღწია.
-უკაცრავად თქვენ თორაძე ბრძანდებით? ვკითხე შეწუხებულმა. ბიჭს გაეცინა.
-კი მე ლაშა ვარ რით შემიძლია დაგეხმაროთ? მაშინვე ფლირტი დამიწყო.
- არა ვერაფრით დამეხმარებით იმის გარდა რომ ნოე მაპოვნინოთ .
-ნოეე ახლავე პატარა
-სიტყვები შეაეჩიე შენი პატარა აქ არავინ არ არის.ტონს ავუწიეე
-ოჰოო რა მკაცრი ყოფილხარ
-ლაშააა რამდენჯერ გასწავლო რომ სტუმრებს ასე არ ხვდებიან?აი ისევ ის მკაცრი ხმა . რომელიც ბატონ ნოეს ეკუთვნოდა.
-ახ ძამიკო შენღა მაკლდი ეს თოჯინა შენ გეძებდა.
-როგორც უკვე გითხარი სიტყვები შეარჩიე არ შევარჩინე მე .
-კარგი თაისა დაწყნარდი მას მე მივხედავ . თაისა ?საიდან იცის ჩემი სახელი ? - წამოდი დინანოსთან მიგიყვან.
უსიტყვოდ გავყევი ერთ ოთახში შემიყვანა სადაც უგონოდ მთვრალი დამხვდა ქალბატონი.
-ოხ დინანო ოხხხხ მოგკლავ.
-იცი ვფიქრობ არ ღირს .
მოგეხმარები და სახლში წავიყვანოთ.
-არ მჭირდება თავადაც გავართმევ თავს
უხეშად დავუბრუნე პასუხი
-იცი მგონი შენთვის ზიზღის საბაბი არ მომიცია ამიტომ იქნებ ეგეთი პასუხები აღარ მომიგდო.
მართალია რას ვერჩი არ ვიცი.
- წავიდეთ
სახლამდე მიმაყვანინა თბილად დამემშვიდობა და გზას გაუყვა.
ოთახში ავედი და დავწექი . როგორი ბიჭი არ მინახავს , მაგრამ მსგავსი არაფერი შემხვედრია რომ ვუყურებ ვბუვდები.
ნოე რა ლამაზი სახელია არა? ნოე ...ან უბრალოდ მე წარმოვთქვავ დიდი გრძნობით -გამეცინა რა გრძნობით რამ გამომაშტერა გრძნობა ნუთუუ ოხ ნოე თორაძე ჩემს ტვინში აურზაური დააყენე.



№1  offline წევრი კატო კატუშა

♥️♥️♥️მიყვარს

 


№2  offline წევრი Marikagogolqdze

გამარჯობა.ეს ამბავი გრძელდება.სრულდება თუ რა ხდება?? სხვაც ვნახე და იქ შუიდან გრძელდება.

 


გრძელდება ეს პირველი ნაწილია . ის მეორე დაწერა დამავიწყდა და შემდეგს აუცილებლად დავაწერ♥️

Marikagogolqdze
გამარჯობა.ეს ამბავი გრძელდება.სრულდება თუ რა ხდება?? სხვაც ვნახე და იქ შუიდან გრძელდება.
გრძელდება♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent