სასრულეთი (თავი 33) +18
33 თავი ლეა სასწრაფოდ გავშალე თაბახის ფურცელი და კალმით საგულდაგულოდ გამოყვანილი ასოების კითხვა დავიწყე, ზუსტად ისე გულმოდგინედ იყო თითოეული ასო დაწერილი, როგორც სუფთა წერის გაკვეთილზე გვავალებდნენ ხოლმე ღრმა ბავშვობაში. ვიცანი, ეს ხომ ჩემი დავუდის ხელწერაა. “შენმა მაჯნუნმა მთა ბარისგან ვერ გაარჩია, შენი სიყვარულით გაგიჟებულმა თავი და ბოლო ვერ გაარჩია, ყველამ, ვინც გზა იპოვა შენამდე, თავი დაკარგა მან ვინც შეგიცნო, საკუთარი თავის ცნობა დაკარგა...” საწოლიდან კი არ წამოვხტი, პირდაპირ წამოვფრინდი, წამის მეასედში დავფარე საწოლიდან კარამდე მანძილი და მისაღებში გავვარდი, სადაც ყურებამდე გაღიმებული დავუდი მელოდა. ისეთი მომხიბვლელი იყო, ისეთი მომაჯადოებელი, ისეთი, რომ უაზროდ ერთ ადგილზე ვიდექი და სულელურად ვიღიმოდი. Ჩემს ბავშვობაში, ფოქს ქიდზე ანიმაციური სერიალი გადიოდა ჯაშუშ გოგონებზე - totally spies ერქვა, სიმპატიურ ქრაშს რომ დაინახავდნენ, თვალებში გულები ენთებოდათ ხოლმე. აი, ჩემს წინაშე დგას აღმოსავლეთის უფლისწული და მე თვალებში გულები, მუცელში პეპლები დამირბის, ხოლო სისხლძარღვებში პროტონების და ელექტრონების ერთდროულ შემოტევას ერთიანად ვგრძნობ. ისევ თავად მომიახლოვდა, ნიკაპქვეშ თითები ამომადო, თვალებში ჩამხედა და ისევ ჩავიძირე ზურმუხტისფერ ზღვაში, ზღვის ზედაპირზე ვტივტივებდი და მოწოლილი გრძნობები ტალღებად მეცემოდა. პირველი მონატრების ტალღა იყო, უზარმაზარი და ქაფიანი, მას სიყვარული მოჰყვა ვერტიკალურად შემართული, ისე, რომ იდეალურ ბაზას ქმნიდა სერფინგისთვის, შემდეგ სინანულის ტალღა, დაბალი, თუმცა ისეთი განიერი, რომ თავი და ბოლო ვერ გავარჩიე და ბოლოს ბრაზი, ბრაზი, რომ ამდენ ხანს დამტოვა და აი, მეც, ჩახუტების მაგიერ მის მკერდზე მუჭების ცემა დავიწყე. - როგორ შეგეძლო ასე დაგეტოვებინე, როგორ? სულ არ გენატრებოდი? დავუდმა მჭიდროდ მომხვია თავისი ძლიერი მკლავები, გულზე მიმიხუტა და ჩამჩურჩულა: - გპირდები ეს ჩვენი უკანასკნელი განშორება იყო ლეა. აღარასდროს, გესმის, აღარასდროს დაგტოვებ. წავედი, მაგრამ მოსიარულე აჩრდილად ვიქეცი. უშენოდ არავინ ვარ, ლეა, არაფერი. - თუ დავუდი არ არის, არც ლეა არის. - მახსოვს ადრე მითხარი... სიტყვების დასრულება არ მაცალა, რომ ჩემს თმებში მოთარეშე თითებით წამსვე გაიკვალა გზა ჯერ ყელზე, შემდგომ კი მკერდზე, ხოლო ტუჩები ჩემს ტუჩებს შეაერთა. ო, როგორ მომნატრებოდა მისი შეხება, მისი კოცნა, თბილი ტუჩების გემო მაროკოული ყავისა და ევკალიპტის არომატით, თითოეული შეხება თითოეულ მარტოდ გატარებულ წუთს მავიწყებდა, ჭრილობებს მიშუშებდა და აღარ მინდოდა ეს წუთები ოდესმე დაბრუნებულიყო. მისი გულისცემა ხომ სამყაროს უმშვენიერესი მელოდია იყო, მელოდია, რომლისთვისაც შემეძლო უსასრულოდ მესმინა. - მიყვარხარ დავუდ, სიგიჟემდე მიყვარხარ, ვჩურჩულებდი და მის ტუჩებს ვერ ველეოდი მანამ, სანამ უჟანგბადობისგან სუნთქვა არ გამიძნელდა. -მე უფრო მიყვარხარ ლეა. იცი როდის მივხვდი, რომ უგონოდ შემიყვარდი და სამუდამოდ შენზე ვიყავი გადაჯაჭვული? - სეიდაბადში პირველად რომ მნახე? - არა, მაშინ მეგონა, რომ უბრალოდ შენით მოვიხიბლე. - აბა სასტუმროში რომ ლამის მანქანით გამიტანე? - ისევ ცდებით, ქალბატონო ლეა. ასევე შეგახსენებთ, რომ მაშინ თქვენ შემომივარდით ავტომობილის ბორბლებქვეშ ლამის. - ჰმ, სიამოვნებით გეკამათები, მაგრამ შენი ტუჩების და სხეულის დაგემოვნება მირჩევნია. მაშინ, მმ.. ალბათ ათას ერთი ღამის სასახლეში, იქედან ხომ გამიტაცე. - ჰაშიშით დაბნედილმა შენმა თვალებმა ნამდვილად მომაჯადოვა, მაგრამ ისევ მჯეროდა, რომ ეს დროებითი მოჯადოება იყო. - კარგი, ნუ მაწვალებ, მითხარი. - უკვე სიბრაზე მეპარებოდა, რომ ჩემს მოთმინებას ცდიდა. პერანგზე ღილები შევუხსენი და მისი ფართო გულ-მკერდის შესწავლა ტუჩებით დავიწყე. სახეზე რომ აღელვება დაეტყო, სიცილით გავუმეორე, რომ წითელი ხაზების გადაკვეთას არ ვაპირებდი. - გაიხსენე დაჰაბის სასახლე, ჰამამი. - მაგას რა დამავიწყებს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მტარვალად მეჩვენებოდი, ვაღიარებ ჰამამი რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. მოიცადე, ახლა ვხვდები, რატომ მოქმედებ ჩემზე ასე საოცრად. შენი სხეული, ტანისამოსი, ჰამამის არომატითაა გაჟღენთილი. მაგრამ ჰამამი ჩემს შეყვარებასთან რა შუაშია? მე როგორც ვიცი, იქ მხოლოდ ქალები დაიშვებიან… თუ? ჩემს ფიქრებზე უნებურად გავწითლდი, ოღონდ არა სიმორცხვისგან, არამედ ეჭვიანობისგან. თუ დავუდი იქ იყო, ჩანს, შიშველი მნახა, მაგრამ ისიც კარგად მახსოვს რომ, სხვა გოგონებიც მხოლოდ პირსახოცშემოხვეულები ისხდნენ, ზოგსაც კვართი მხოლოდ წელს ქვემოთ ჰქონდა მოხვეული. - შენ რა, არ მითხრა, რომ იქ იყავი. ის კი მახსოვს კიბეებზე რომ შემომეჩეხე. ჩემს დანახვაზე ჯერ შეკრთი, მერე ხარბად ამათვალიერე თავიდან ფეხებამდე. - ერთიანად ცახცახებდი და არაამქვეყნიურ მშვენიერებას აფრქვევდი. - თითქოს ჩემს სხეულს ზემოდან დავსცქეროდი. გაქცევა მინდოდა, მაგრამ ხელსაც კი ვერ ვანძრევდი. რომ შემეხე და ჩამოშლილი სველი თმა ზურგს უკან გადამიწიე, მე მეგონა იქვე მოვკვდებოდი. - იცი, მხრებზე ჯერ ისევ შემოგრჩენოდა წყლის წვეთები... სწორედ მაშინ ვიგემე პირველად შენი ტუჩები.მერე კი... მქონდა ბედნიერება ხორცშესხმული აფროდიტეს მშვენიერებით დავმტკბარიყავი. ლოყები რატომ გაქვს წითელი? არ მითხრა რომ ჩემი გრცხვენია. - ჰმ, ჯერ ეს ერთი ლოყები წითელი კი არა, ღაწვები რატომ შეგეფაკლა? ასე უნდა მითხრა, თუ გსურს, რომ რომანტიულად და მხატვრულად გამოგივიდეს, მაგრამ მაგდენი ქართული შენ რა იცი. - და რატომ ბრაზობ? - იღიმოდა და ეს ღიმილი კიდევ უფრო მომნუსხველ იერს სძენდა, თითქოს მის ზურმუხტისფერ თვალებში ათასი ჭინკა ერთად დახტოდა. - თუ არ გახსოვს, შეგახსენებ, რომ იქ ჩემს გარდა უამრავი გოგონა იყო, ნახევრად შიშველი ან თითქმის შიშველი და მე ვეჭვიანობ. - შენი სხეულის და სულის პატრონმა როგორ უნდა იეჭვიანო, პატარა სულელო. ეხლაც მახსოვს პირსახოცი რომ შემოგხსნეს, მაშინვე მომნუსხა შენმა ღია ფერის კანმა და თმებმა. სველი თმა ოდნავ ჟღალ იერსაც კი იძენდა. შენმა ოქროსფერმა ნათებამ მაშინვე დაჩრდილა დედამიწაზე არსებული ყველა სულიერი. მექისე ქალებმა თურქული ქაფის ოთახში რომ შეგიყვანეს, მაშინ ვიწამე, რომ სასწაულები დედამიწაზეც ხდება, და თუ აფროდიტე იშვა ოკეანის ქაფისგან, მე ჩემს თვალწინ ვხედავდი, როგორ იბადებოდა კიდევ ერთი ქალღმერთი ქაფისგან და ეს შენ იყავი ლეა, ქალი, რომელმაც სამუდამოდ დაიკავა იმავე წამს ჩემს გულში მთავარი ადგილი. მერე კი როცა შენი ნებით მოისურვე იქ ჩასვლა ეგრევე მაცნობეს. ვუახლოვდებოდი კარს და ჟრუანტელი მივლიდა იმის გაფიქრებისას, თუ რა ფორმაში იქნებოდი იქ. ჩუმად შევედი და სვეტებს ამოვეფარე. შენ შიშველი აუზში ნებივრობდი. წამით ვიფიქრე, რომ ზმანება იყავი და არა რეალობა. პოსეიდონმა ოქროსთმიანი ქალთევზა გამომიგზავნა მოსაჯადოებლად და როგორც გზააბნეული მეთევზე, ოკეანის ფსკერს უნდა შემახვედროსმეთქი. აუზიდან სრულიად შიშველი ამოხვედი და დამამუნჯე. მინდოდა სამუდამოდ მეყურებინა შენთვის. არვიცი რამდენხანს ვიდექი გაშეშებული. ის იყო შემოტრიალებას აპირებდი, რომ ეგრევე სვეტს ამოვეფარე. ასეთი ადრენალინი ცხოვრებაში არ მიმიღია. უჩუმრად გამოვედი ჰამამიდან, მაგრამ ჩემი გული და გონება იქ დავტოვე. - რომ არ მიყვარდე, ამ სიტყვების მერე შემიყვარდებოდი დავუდ, საოცარი საუბარი შეგიძლია გატეხილი ქართულითაც კი, და წარმომიდგენია არაბული რომ ვიცოდე, როგორ მომხიბლავდი შენი მოთაფლული ენით. Შენმა სიტყვებმა მართლაც გამიცოცხლა მოგონებები. მართალი ხარ დავუდ, ძველი ლეა მე დაჰაბში დავტოვე და იმავე დაჰაბში თავიდანვე დავიბადე, როცა დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ ჩემის გულისა და გონების ბრძანებელი შენ გამხდარიყავი. თურქული ქაფის ოთახში სასიცოცხლო ძალები არა მხოლოდ აღვიდგინე, არამედ მართლაც თავიდან დავიბადე. აი შენ კი მაროკოული ჰამამის სუნი აგდის. - დავაზუსტებ მაროკოული და საემიროების ჰამამის - ეს ჩემი სუნამოა პიტნის, ევკალიპტისა და დაშაქრული ლიმონის წმინდა მაროკოული სურნელით. Ხოლო ტანის ლოსიონი ატლასის მთებში მოპოვებული ღასულის თიხითა და არგანის ზეთით; ხოდა ეგ ლოსიონი და სუნამო უნდა მოგპარო და მათთან ერთად დავიძინო აბა შენ ჩემს გვერდით არ წევხარ და. - სულელურად გავიკრიჭე. - თუ დამპირდები, რომ არ იცუღლუტებ, ერთად დავიძინოთ. - მის ნათქვამზე სიხარულისგან ტაში შემოვკარი ჰაერში, შენ და ის იცი, ის ქაფი საიდან წარმოიშვა, რომლიდანაც აფროდიტე იშვა? - როგორ? არასდროს მსმენია ამ ლეგენდის შესახებ. - როდესაც კრონოსმა ბასრი ადამანტით ურანოსს მოჰკვეთა გასამრავლებელი ასო, იგი ზღვაში მოისროლა. ამ ასოს გარშემო ზვირთი აქაფდა, ხოლო ქაფიდან ამოიმართა ულამაზესი შიშველი ქალიშვილი, რომელმაც ნიჟარაზე მჯდომმა მიაღწია კუნძულ კითარას. არ მოეწონა სიმცირის გამო და დასავანებლად შეარჩია კუნძული კვიპროსი. იქ სიხარულით შეეგებნენ მას და დიდებული ოქსიონით შემოსეს. თმები შეუმკეს ოქროს გვირგვინით, მორთეს უძვირფასესი სამკაულებით და აღამაღლეს ოლიმპოსის მაღალ ღმერთებთან. მისი მშვენიერებით მოხიბლულ ღმერთებს აღფრთოვანებული შეძახილები აღმოხდათ. მას შემდეგ მარად ახალგაზრდა, ღვთაებათაგან სილამაზით გამორჩეული აფროდიტე ოლიმპოსის ბინადარია. როდესაც იგი ცისარტყელასავით ფერად ბიალონს მოისხამს და სადმე მიდის, მზეს ემატება ნათელი, ყვავილები უფრო ლამაზად იფურჩქნებიან. ცალი ხელი ასოსკენ ეშმაკურად გავაპარე და თვალი ჩავუკარი. - დარწმუნებული ხარ, რომ ცუღლუტობა არ გინდა? აი აქ აშკარად სხვა რამეს მანიშნებენ. - თვალები შარვლის უბისკენ გავაპარე. - ალაჰ, مغري ნამდვილი მაღრი ხარ, მაცდუნებელი. მაშინვე ჩემს ზემოდან მოექცა, და ამჟამად თავად ჩააცურა ხელი ჩემს უბეში. აი შენი მინიშნებებიც ცხადზე უცხადესია, ახლა მან ჩამიკრა თვალი. თითების კლიტორზე შეხებისთანავე ვიგრძენი, როგორ დამიარა ტანში ჟრუანტელმა, თავისუფალი ხელით მკერდი მომიშიშვლა და მასზე ენით თამაში დაიწყო. სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე, თითქოს იქ ვიყავით, წითელ ზღვაში ვლივლივებდით, იმ ნაწილში, რომლის ხედიც ზურმუხტისფერ კრეტსაბმელიანი ოთახიდან ჩანდა, და ეს თითები, ჯადოსნური თითები ობობის აბლაბუდებს ხლართავდა ჩემს სხეულზე და არაფერი იყო ამ აბლაბუდაზე უფრო მშვენიერი, ეს ყველაზე სასიამოვნო გაბრუება იყო რაც გამომეცადა, თითქოს ყველა სასმელს, ჰაშიშსა და ნარკოტიკს ერთდროულად ემოქმედა. მისი თითები კი არ ჩერდებოდა, უფრო და უფრო საოცარ სიმფონიებს უკრავდა კლიტორზე და სიამოვნების პიკისკენაც ლივლივით მივყავდი, პიკზე კი თითების თამაშით გადაჯაჭვული ორი სხეული დაამგვირგვინებელი ამბორით ვამშვიდებდით ერთმანეთის აჩქარებულ გულისცემას. და ახლა არც დავუდი იყო ცალკე, და არც ლეა. ახლა ერთნი ვიყავით, დავუდი და ლეა. კარგა ხანს ვიყავით ერთმანეთში ახლართულები და ხმას არცერთი ვიღებდით. სადღაც გულის რომელიღაც კუნჭულში სინდისის უწვრილესი ძაფი მქეჯნიდა, რომ ვაცდუნე, რომ ქორწილამდე არ მოვიცადე, როგორც თვითონ სურდა, მაგრამ მეორე მე მაშინვე აყუჩებდა სინდისის ხმას არგუმენტით, რომ პენეტრაცია არ მომხდარა. უბრალოდ ეს პირველი ნაბიჯი იყო ერთმანეთის სხეულების შეცნობაში და გაგრძელებას ამჯერად მთლიანად დავუდის სურვილს ვანდობდი. - ლეა, გთხოვ ეს ნიქამდე ბოლო ცუღლუტობა იყოს თორე, შეიტანის ცეცხლი ალჯანათშიც მომისწრებს. - ნიქა რა არის დავუდ? - Ნიქაჰ არის საქორწინო ცერემონია, როდესაც ერთმანეთის წინაშე ფიცს დავდებთ. ეს ცერემონია ყურანითაა დაშვებული და იმ მცირეთაგანია, რომელშიც ქრისტიანს და მუსლიმს შეგვიძლია მონაწილეობა. ტრადიციის თანახმად, ქორწინება ძალაშია მხოლოდ მაშინ, როდესაც სამი ეტაპი იქნება გავლილი: ნიქაჰ (საქორწილო კონტრაქტის გაფორმება), ქორწინების აღნიშვნა (ჩვეულებრივ გრძელდება დღეები) და დასრულება. ძალიან მნიშვნელოვანია მოწმეების ინსტიტუტი, აუცილებელია, რომ შეუღლების მსურველებს თითო მოწმე ჰყავდეთ იმისთვის, რომ შეუღლება ძალაში შევიდეს. როგორც წესი, მეჩეთის წინამძღოლი ჰკითხავს ვაჟს და ქალს, თანახმა არიან თუ არა რომ შეუღლდნენ. ორივე მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ, წინამძღვარი დალოცავს ახალ ოჯახს, უსურვებს ბარაქიანობას, ასევე მოწმეებისგან მიიღებს დასტურს, რომ წყვილი ნებაყოფლობით ქორწინდება, ხელს მოაწერინებს საქორწინო აქტზე და ცერემონიაც ამით დასრულდება. ისლამური ნორმების თანახმად, ნიქა ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანი მოვლენაა. ნიქა არის ალიანსი ქალსა და მამაკაცს შორის. - დაახლოებით ხელმოწერის ცერემონიალის მსგავსია ხომ? და თანახმა ვარ როგორ არის არაბულად? - ჩემს კითხვაზე თვალებში ისევ აუთამაშდნენ ჭინკები. - ანუ ექსცესებს არ ველოდო, აქედანვე თანახმა ხარ. - მის კალთაში მოქცეულს კიდევ ერთი ამბორი მერგო საჩუქრად. - ქაბულ, თანხმობას ნიშნავს და შენგან ეს ერთი სიტყვაც საკმარისია, რომ ქორწინება შედგეს. რადგანაც რიტუალებზე ჩამოვარდა საუბარი, მინდა მოკლედ მოგიყვე ძირითადი რიტუალების შესახებ, რომ ინფორმირებული იყო. Ნიქას ძალიან დიდი ისტორია აქვს, უძველესი დროიდან ადამიანი, რომელიც გამოხატავდა საყვარელ გოგონაზე დაქორწინების სურვილს, უნდა წასულიყო ქალაქის ან სოფლის მთავარ მოედანზე (ქუჩაში) და ყველასთვის ხმამაღლა ეცნობებინა, რომ იგი მას ცოლი ჰყავდა. თუმცა ერაყში ნიქაჰს არა აქვს იურიდიული ძალა, ის უფრო სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და პარალელურად იმავე რიტუალის დროს ქორწინების მოწმობასაც ვავსებთ, რომ იურიდიული ძალა მიენიჭოს. ამიტომ, ნიქას შესრულების შემდეგ, ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ თავიანთ ურთიერთობებში და ამით ოფიციალური ქორწილი ჩაატარონ - რეესტრის წარმომადგენლის წინაშე მოვაწეროთ ხელი, ერთმანეთის თითები დავადოთ საქორწინო ბეჭდებს და დავტოვოთ დარბაზი მენდელსონის ტრადიციულ ვალსში. - ანუ ცივილიზაცია მანდაცაა, ვაღიარებ მენდელსონის ვალსზე გულწრფელად მეგონა, რომ ოცნებად დამრჩებოდა. - ეგეთ შუა საუკუნეებშიც არ ვართ ლეა. - თითქოს ეწყინა ჩემი ნათქვამი. ჩვეულებრივი თანამედროვე ქორწილი გვექნება იმ გამონაკლისით, რომ რამდენიმე დღე გაგრძელდება და პატარ-პატარა რიტუალებს ჩავატარებთ. მოკლედ, სად ვიყავი. ჰო ნიქაჰს გიხსნიდი, გამახსენდა.. ნიქაჰ რამდენიმე ეტაპისგან შედგება: შეთქმულება, მაჭანკლობა (ჰიტბა), პატარძლის სახლში გადაყვანა (ზიფაფი), საქორწილო ზეიმი (ურსი, ვალიმა), ნამდვილი ქორწინება (ნიქა). ნიქა შარიათის თანახმად არის ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის, რომელიც ემყარება პირველ რიგში საჯაროობის პრინციპებს. ისლამი არ ეთანხმება წყვილის განზრახვას, რომ იცხოვრონ ერთად, თუ ვინმესთვის არ უთქვამს, ეს დიდ ბოროტებად ითვლება. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება დარწმუნებული იყოს, რომ იცნობს ახალ ოჯახს. ამიტომაც მინდა, რომ ყველაფერი წესისამებრ ერაყში დაბრუნებისას შევასრულოთ. - რამე წინაპირობა ხო არ გვაქვს შესასრულებელი ან რამე წინააღმდეგობა? გეფიცები, იქ რომ რამემ ან ვინმემ ხელი შეგვიშალოს, ჩემი ხელით ამოვძირკვავ ან მოვახრჩობ ვინც არ უნდა იყოს. - ნუ, ზრდასრული ხარ. მართალია ხანდახან ბავშვობ, მაგრამ ამ შემთხვევაში ბიოლოგიური ასაკი იგულისხმება. - ამ სიტყვებზე მუჯლუგუნი მიიღო ჩემგან.- მეორე წინაპირობა არის ის, რომ პატარძალმა და საქმრომ უნდა მიიღონ თანხმობა ქორწინებაზე. ჩვენს შემთხვევაში ქორწინების ნამდვილობის პირობა არის ორივე მხარის ნებაყოფლობითი თანხმობა. თუ პატარძალი ქალწულია, საჭიროა მისი მეურვის თანხმობაც. - ნუთუ ქალწულობას რიტუალების დროსაც აქცევენ ყურადღებას? - გაოცება ვერ დავმალე. - სამწუხაროდ კი ლეა, და თუ მეურვის თანხმობის გაცხადება არ ხდება ეს ნიშნავს, რომ გოგონა ქალწული არ არის. მორწმუნე ოჯახები ამას დიდ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დამერწმუნე. - და არც შენი ოჯახისთვის? - ეგ შენი სანერვიულო არ არის ლეა. ნუ დაიღლი თავს ამაზე ფიქრით. არ მესიამოვნა დავუდის ბოლო სიტყვები. ნუთუ მისი ოჯახი ჩვენი ქორწინების წინააღმდეგია? როგორ ვერ მივხვდი. ამიტომაც ნერვიულობს დავუდი. წარმომიდგენია რამხელა წნეხის გადატანა უწევს. ალბათ სექსიც ამიტომ არ უნდა, რომ გვქონდეს, და რიტუალები უბრალოდ მიზეზია. ნუთუ არის ალბათობა იმის, რომ ჩვენი ქორწინება არ შედგეს? ამის გაფიქრებაც კი მზარავს და ვერც დავუდისთვის გავბედე კითხვის დასმა, მოსალოდნელი პასუხის შემეშინდა. - ერთი მცირე ბარიერი გვაქვს. გოგონას მხრიდან ცერემონიალზე ერთი მამაკაცი ნათესავი მაინც უნდა იმყოფებოდეს. - ჰმ, დედაჩემმა მთელი სანათესაო გადამკიდა, მაგრამ მოვიფიქრებ რაიმეს. - უაზროდ ავიჩეჩე მხრები. - საქორწინო მოწმე შეიძლება იყოს ორი კაცი, ან კაცი და ორი ქალი (ისლამში მხოლოდ ორი ქალის ხმა უდრის ერთ მამაკაცს). ქალი არ შეიძლება იყოს ყველა მოწმე, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ქორწინება ბათილად ჩაითვლება. - საშინელი დისკრიმინაციაა. რაც არ უნდა ლამაზად შეფუთო, ფაქტი ერთია, ისლამში ქალი ყოველთვის კაცის დაქვემდებარებულად რჩება. გენდერული თანასწორობა მიუღწეველი ილუზიაა. - არ გვინდა ლეა ამაზე კამათი, არც ქრისტიანობა აკლებს ქალის დისკრიმინაციას. თანასწორობა შინაგანი რწმენიდან და შეგნებიდან უნდა მოდიოდეს და აქ უკვე რელიგიური დოგმები მეორეხარისხოვანი ხდება. აბა დაფიქრდი, როცა ეს რელიგიები იშვა, მაშინდელ საზოგადოებებში რა პოზიცია ჰქონდა ქალს, მაშინ სწორედ რელიგიები ქმნიდა პროგრესს, ახლა კი მოქალაქეების თვითშეგნება. მოკლედ, ქორწილში მინიმუმ ორი კაცი მოწმის ყოფნა ქორწინების კანონიერების წინაპირობაა. თუ შენგან კაც ნათესავს ვერ დავითანხმებთ შეგიძლია ორი ქალი წარმოადგინო და მე ორ კაცს მოვიყვან მოწმედ. - რა კარგია, ანუ მეჯვარეებივით გამოგვივა. - ჰანაფიები საკმარისად თვლიან ორი კაცის ან ერთი კაცისა და ორი ქალის ყოფნას. ჯაფარიტულ მედაჰაბში თუ მუსლიმ კაცს ცოლად მოჰყავს არამუსლიმი ქალი მაშინ არამუსლიმანებიც შეიძლება იყვნენ მისი მხრიდან მოწმეები. - შესანიშნავი, უკვე ვიცი ვინ იქნებიან ჩემი მოწმეები, თინა და მერიემი, არცერთმა მიმატოვა ჩემი ცხოვრების ურთულეს პერიოდში. - მიხარია, რომ ამ საკითხს შენც სერიოზულად უდგები. მოკლედ ჩემი მხრიდან შენი ხელის თხოვნის სურვილის გაცხადების შემდგომ უნდა მოგიძღვან ქალიმი. - ეგ რაღაა? - ანუ მაჰრის გადახდა. ძველად ეს უნდა ყოფილიყო მშვენიერი საჩუქარი სილამაზისთვის, მაგალითად, ცხენის ან აქლემების გროვა. ახლა საჩუქრების რაოდენობა უფრო მოკრძალებულია. შემიძლია შენი სურვილი გავითვალისწინო, რასაც მეტყვი იმას გაჩუქებ. - და ახლა რას ჩუქნიან ხოლმე? - გააჩნია. ავტომობილი, სამკაულები, რასაც შენ მეტყვი. - ანუ მყიდულობ? - უნდობლად შევხედე. - როგორმე ქრთამის გარეშეც მოვგვარდებით და არც ოქრო-ბრილიანტებზე ვგიჟდები. მაშინვე გამახსენდა როგორ მაიძულებდა ალესანდროს დედა ბაჯაღლოს, ოქროს ჯაჭვის და ბრილიანტების ტარებას და ტანში უსიამოვნოდ გამცრა. იმედია, იქაც ფუფალასავით მორთვა-მოკაზმვას არ მომთხოვენ. - აქ მთავარი ის კი არაა, რას გაჩუქებ, არამედ ის, რომ მომავალი ქმარი კისრულობს ვალდებულებას, პატარძლის ნებისმიერი სურვილი შეასრულოს მომავალში. მაჰრი ქორწინების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. მაჰრი განისაზღვრება შეთქმულების (ჰიტბას) დროს მეუღლეთა მხარეთა წარმომადგენელთა შეთანხმებით. ქვრივის ან განქორწინების შემთხვევაში, ქმრის (თალაკის) თხოვნით, მაჰრი რჩება ცოლთან. მაჰრის პირდაპირ მეუღლეს უხდიან და მისი ქონების ნაწილია. სავალდებულო მაჰრაზე მითითებულია სურა ალ-ნისას მე -4 აიათი. ყველაფერი, რასაც აქვს რაიმე ღირებულება და რომელსაც შეიძლება გადაეცეს საკუთრების უფლება, შეიძლება მოქმედებდეს, როგორც მაჰრი. ეს შეიძლება იყოს ფული, ძვირფასი ქვები ან ლითონები, ან ნებისმიერი სხვა ღირებული ქონება. თუ საქორწინო კონტრაქტის გაფორმებისას მხარეები არ შეთანხმდნენ მაჰრის ზომაზე, ამ შემთხვევაში მოცემულია შარიათის მიერ დადგენილი მინიმალური ზომა. - ღმერთო ჩემო, ნუთუ ყურანი ამ დონეზე აკონკრეტებს რამდენად შეგიძლიათ ქალის ყიდვა? - ლეა, ნუ გავიწყდება, რომ არაბულ ქვეყნებში ქალის უფლებები ჯერ კიდევ შეზღუდულია. მაჰრი არის ერთგვარი გარანტია, რომ ქალი განქორწინების შემდეგ ქუჩაში ულუკმაპუროდ არ დარჩება. ბევრს განათლებაც არ აქვს და მაჰრი ერთადერთი საშუალებაა, რომ შიმშილით არ მოკვდეს. - და მე როგორ განვკარგავ მას, შეზღუდული ვარ? - არა, რა თქმა უნდა. მაშინვე თავში გენიალურმა აზრმა გამიელვა. გადავწყვიტე ეს მაჰრი თუ რაღაცა ქველმოქმედებაში გამოვიყენო და ერაყში ქალთა ორგანიზაცია გავაკეთო, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდა გოგონებს განათლების მიღებასა და თვითრეალიზებაში. მაშინვე აჟიტირებულმა დავურეკე თინას და მომდევნო კვირა იდეების გენერირებასა და დაგეგმვაში გავატარეთ. თინა როგორც ყოველთვის, საოცრად დამეხმარა. აღმოჩნდა რომ მისი ორგანიზაციის სათაო ოფისს, რომელიც ამერიკაში იყო განთავსებული სურვილი ჰქონდა წარმომადგენლობები ახლო აღმოსავლეთშიც გაეხსნა. მაშინვე სიხარულით გავუზიარე დავუდს ჩემი იდეა, უზომოდ გამიხარდა, რომ მხარი დამიჭირა და მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, მათ შორის კონტაქტების მოძიება ერაყში თავის თავზე აიღო. აქ უკვე აღარაფერი გვაკავებდა, მაგრამ გადავწყვიტეთ ერაყში ახალი წლის შემდეგ დავბრუნებულიყავით. ISISის თარეშის შემდეგ ერაყში მაქსიმალურად შეზღუდეს შობის და საახალწლო დღესასწაულების აღნიშვნა მოსალოდნელი ტერაქტების თავიდან აცილების მიზნით. დავუდმა თავად შემომთავაზა დღესასწაულების აქ გატარება, არ უნდოდა ჩემთვის წინასადღესასწაულო განწყობა წაერთმია. მეც დიდი ენთუზიაზმით გადავეშვი სადღესასწაულო ციებ-ცხელებაში. თავიდან დავუდიც ფეხდაფეხ დამყვებოდა, მაგრამ როცა ორმეტრიანი ნაძვისხე ზურგით ვათვრევინე, ხელები გაასავსავა შენს გემოვნებას ვენდობი, მე თავი დამანებეო. 25 დეკემბერს საღამოს როგორც იქნა მე და თინამ დავასრულეთ ნაძვისხის მორთვა და ბოლო ნათურა დავკიდეთ თუ არა, კარზე ზარი გაისმა. მილოცვებითა და როხროხით შემოვიდა კობა, ანჟელა და დავუდი. ქალბატონის დანახვა არ მესიამოვნა და ცივად მივესალმე, ჯერ კიდევ მახსოვდა მისი ინტრიგები აგარაკზე. არც დავუდი ჩანდა დიდად აღფრთოვანებული მის კამპანიაში ყოფნით. აი კობა კი ნამდვილად მომნატრებოდა. გულთბილად ჩავეხუტე და მოვიკითხე. სწორედ ამ დროს შევამჩნიე როგორ გაწითლებულიყო თინა. ერთმანეთს ხელი ისე უხერხულად ჩამოართვეს, მაშინვე გავიფიქრე ჩემი დაქალი შარშიამეთქი. მალე სუფრასაც მივუსხედით. ვხუმრობდით, დროს სასიამოვნოდ ვატარებდით და ანჟელას ბოღმით სავსე მზერას ოსტატურად ვიცილებდით. ვუყურებდი ჩემს წინ მსხდომ წყვილს და ვერ ვხდებოდი რა საერთო შეიძლება ყოფილიყო მათ შორის. იმედია ჩვენზეც იმავეს არ ფიქრობენ. ნელ-ნელა მივუახლოვე ფეხი დავუდის შარვლის ტოტს და მის ქვეშ ოსტატურად შევაცურე. ვიგრძენი, როგორ დაეჭიმა მთელი სხეული ისე, რომ კობასთან საუბარი არ გაუწყვეტია. არც თავად დამრჩა ვალში და ხელი კაბის ქვეშ შემიცურა. და მაშინ როცა მოფერება უნდა დამეწყო, უცებ რაღაც სიმაგრე მომხვდა. ჩვენს ფეხებთან აშკარად მესამე ფეხსაცმელი იყო და ის ქალს ეკუთვნოდა! ვიგრძენი ბრაზისგან როგორ დამეჭიმა თითოეული კუნთი და არც ანჟელას შემცბარი თვალები გამომრჩენია. გაწიწმატებულმა ქუსლიანი ფეხსაცმელი მთელი ძალით ჩავარჭე ფეხში. ამიერიდან ეცოდინება როგორ მთავრდება სხვის კაცებთან თამაში. ტკივილისგან სახე დაემანჭა, საცოდავად ამოიღმუვლა და ფეხზე წამოხტა. - აქედან მივდივართ, ახლავე. - გატეხილი ქართულით ჩასძახა კობას. - კარგად ხარ? ვერ ხედავ ვსაუბრობთ, რა დაგემართა, თუ დაიღალე აი იქ გადაჯექი. - კობამ თვალით დივანზე ანიშნა. ჩუმი ფხუკუნი ძლივს შევიკავე, რომ დავუდის გაბრაზებულ თვალებს წავაწყდი. ცოტა ზედმეტი ხო არ იყო? შეუმჩნევლად გადმომილაპარაკა. ანჟელა სულ აიჭრა და გაგულისებული მართლაც დივანზე მოკალათდა. ვიგრძენი, როგორ გათავისუფლდა დაძაბული ატმოსფერო. საღამომ მშვიდად ჩაიარა. მარტონი დავრჩით თუ არა, დავუდმა ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს მოსალოდნელი შტურმისთვის ემზადებაო. იქვე სავარძელში მოკალათდა და მომლოდინე მზერა მომაპყრო. - ვერ ეღირსება ეგ ქალბატონი რომ ჩვენი პირველი შობა მოგვპაროს, ჩავილაპარაკე და მაშინვე საყვარელი მამაკაცის კალთაში ჩავუხტი და ჩავეხუტე, მან კი როგორც ჩვეოდა, თითების ჩემს თმებში ახლართვა და ფერება დაიწყო. - მსმენია შობა ყველამ საკუთარ სახლში უნდა გაატაროს. - სიტყვების რჩევით ხმადაბლა დაიწყო საუბარი. - იქნებ შენც გინდა შენს სახლში ყოფნა. იქნებ დროა დედასაც დაელაპარაკო და აპატიო. რაც არ უნდა იყოს, ის შენი დედაა და ერაყში წასვლის მერე მოგენატრება. მის გულზე ხელი დავადე და ისე დავიჩურჩულე, მე ძლივსძლივობით გავიგონე საკუთარი აკანკალებული ხმა. - ჩემი სახლი აქაა დავუდ, შენს გულში. მე მეტი სახლი აღარ მაქვს. ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია. მის ყელში თავჩარგული ვიპარავდი ჩემთვის საყვარელ სურნელს, მანამ სანამ არ ჩამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.