90's. 90- იანელი (7)
**** უშედეგოდ ვიწრიალე მთელი ღამე, თვალი ვერ დავხუჭე , არც ისეთი ძლიერი აღმოვჩნდი მალოის გძნობების მოსაგერიებლად. მობილურს ყოველ წამს ვამოწმებდი და გაფაციცებული ველოდებოდი ზარს მისგან. მილიონჯერ დავწერე და წავშალე, ათასჯერ ნომერი ავკრიბე, ბანალურობა ყველაზე ძალიან არ მინდოდა, რამე ორიგინალური მიმეწერა და უბრალოდ მისი ხმა გამეგო... - ჯანდაბა მგონი მიყვარდება! - ნერვები საკუთარ თავზე ამეშალა ! -არ მაქვს უფლება ! შეუძლებელია ისევ სიყვარულზე ფიქრი თუ გაგასთან არ დავსვი დამსახურებული წერტილი! სანამ იკა არ გაიგებდა და სანამ მართლა მალოი არ დაბდღვნიდა... მარტო მალოის ერთ ლუკმად ეყოფოდა.... ექვსს თხუთმეტი აკლია და ტვინი დაღლას არ აპირებს,იქნებ მაინც მივწერო რამე , თუნდაც ბანალური, იმ სცენის შემდეგ , რაღაც ხომ უნდა ითქვას, მისგან ან ჩემგან, დაველოდო თუ არა ?! და რა მე რომ გადავდგა ამჯერად ნაბიჯი და გაგას მერე მივხედო?! თუ პირიქით.... ფიქრებიდან კარებზე ზარმა გამომიყვანა, უკვე უცნაურად ბედნიერი წამოვფრინდი, ფეხის წვერებზე მივირბინე , შორტები შევისწორე - ვინ არის? - არ ჰქონდა მნიშვნელობა ამ დილა ადრიანად ვინ იქნებოდა, მე უკვე ისედაც მეცხრე ცაზე ვიყავი. - მე ვარ! - მალოი... ღმერთო ჩემო! შემოსასვლელის სარკეში თმები შევისწორე ან, უფრო ავიჩეჩე , კარები გავაღე - რა იყო... რა სახე გაქვს თითქოს აჩრდილი დაინახე! - ცალი ხელით კედელზე მიეყუდა და თვალი ამაყოლა ..... ჩამაყოლა.... - აქ რას აკეთებ?! - თითქოს საერთოდ არ გამხარებია! - არ შემომიპატიჟებ? - კარები ღია დავტოვე და სახლში შემოვბრუნდი... - შემოდი... პრინციპში შემოსული ხარ... - დივანზე კომფორტულად მოვეწყვე , ყავის ჭიქა ორივე ხელით მივიხუტე. - გინდა შენც? - რა? - შუა ოთახში დადგა გაშეშებული... - ყავა! სხვა რა?! - ავიჭერი! - ქეთ ი.... - სახელი გაწელილად წარმოსთქვა. - რა... გიო ? - უჟმური გამოხედვა ვესროლე! ჩემს წინ ერთ ადგილიან დივანზე ჩაესვენა , ხელები ბალიშებზე ზემოდან გადმოყარა და თავი უკან გადააგდო... დუმილი საკმარისზე მეტად ჩამოვარდა.... - ბუზებს ითვლი ? - ჩამეცინა. - როდის დაასრულებ " ღადაობას " და როდის დავილაპარაკებთ სერიოზულად? - ხელებზე დაეყრდნო და წამოიწია...... - როგორც ვატყობ ეხლა! - სერიოზულად! - მკაცრი დაიჭირა! - რას მატყობ არასერიოზულობისას?! - ნუ "მეიაზვები " ! - ბატონო?! - ჭიქა დაბალ მაგიდაზე დავახეთქე რომელიც გვაშორებდა. - რაც გაიგე! გეყოფა! დავიღალე ! რას მაპამპულავებ! - ბოხი ხმა , უფრო დაძაბა და ტონს აუწია. - და თუ დაიღალე აქ რას აკეთებ? ნერვებზე თამაში გადავწყვიტე, თან რაღაცნაირად უხდება რო იჭრება.... - რა იყო ის?! - დამშვიდა... - რა? - დაბლა ... რომ მობრუნდი.... - რა უნდა ყოფილიყო? დაბლა მ ო ვ ბ რ უ ნ დ ი! - დავუმარცვლე . - ხო და მაგას გეკითხები , როგორ გავიგო ეს? - როგორ და ჩვეულებრივ.... დაგემშვიდობე! - არაფერს გრძნობ ჩემს მიმართ? ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. - ამაზე უნდა ვისაუბროთ? დამშვიდობება ჰქვია მაგას... ცნობისთვის .... - რაღაც არა მგონია ყველას ესე ემშვიდობებოდე ... ყავას გამიკეთებ? მთელი ღამე არ მეძინა... - თავი მოისაწყლა . - რატომ არ გეძინა? მე მშვენივრად მეძინა! - კმაყოფილება ვერ დავმალე. - ჩვენზე ვფიქრობდი.... - თავი დახარა და ეშმაკურად ამომხედა. - როდის გავხდით ჩვენ? - გუშინ.... - სერიოზული სახით მომიახლოვდა და ჩემს წინ გაშეშდა. - გუშინ, არაფერი არ ყოფილა მაგდაგვარი! - შენთვის ეს არაფერი არ იყო ? ისე მომიახლოვდა , კედელთან ავეყუდე, ორივე ხელი კედელზე შემოალაგა და ზემოდან გადმომხედა. - არა! რა უნდა ყოფილიყო, - სავარაუდოთ სახეზე ცისარტყელამ გადამირბინა. - თვალს ნუ მარიდებ! - ხელით დამიჭირა სახე .... სუნთქვა შემეკრა . - შემომხედე და ისე მითხარი რომ არაფერს ნიშნავდა შენთვის! - ხმა ამოიღე! - ოთახში ნერვიულად გაიარა. გაშეშებული იმ ადგილიდან ვაკვირდებოდი და სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი. - გი...ო... - ზედმეტად ხმადაბლა აღმომხდა. ჩემგან ზურგით შედგა თავი უკმაყოფილოდ გადაწია - ძალიან დავიღალე , აღარ ვარ იმ ასაკში დაჭერობანა გეთამაშო... - არ გეთამაშები... გეფიცები არც მიფიქრია... და სხვათაშორის ოცდაათი წელი არც ისე ბევრია! - აბა რა დავარქვა შენს საქციელს! ვერ ვხვდები! - არ ვიცი ! მაინც და მაინც სახელი გინდა ერქვას? - აბა რას მეუბნები ! შენ რა გგონია ვერთობი შენით?! - ან გეცოდები! - გაბუტული სკამის კიდეზე ჩამოვჯექი. - რა? საიდან მოიტანე? .... ეგ სისულელე ვინ ჩაგიტენა თავში! დაიხარა ორივე ხელით შემომეხვია . - მტკენ.... - ამოვიკვნესე . - ნელა გეხუტები .... - გიო მე ... არ შემიძლია... - თავი დავახწიე. - არაფერია შეუძლებელი! - გაიგე რა! მე დამრჩა რაღაცეები მოსაგვარებელი და სანამ არ მოვაგვარებ ... სხვა არაფერზე არ შემიძლია... ხომ გესმის? - არა არ მესმის! ამიხსენი? რა გიშლის ხელს რომ იგივე გრძნობით მიპასუხო. - მე არ ვიცი შენ რას გრძნობ!.... - აი თურმე.... ასე დაგეწყო! - შენ დაიწყე, მე არაფერი არ დამიწყია. - ხო ! ... მე დავიწყე შენი სიყვარული! ხო მე შემიყვარდი! მე ვათენებდი ღამეებს შენს ლოდინში! რომ... როგორმე იგივე გრძნობით მიპასუხებდი , სული ა მ ო მ ა ძ ვ რ ე! ისე მექცევი თითქოს შენი სათამაშო ვიყო! არ გამოვა ესე ჩემი გოგო.... - ჩემი ბრალია რომ შეგიყვარდი? - არ მოვდუნდი ! - კარგი ! გასაგებია! - სწრაფი ნაბიჯებით გასასვლელისკენ წავიდა. იმ იმედით რომ გაუვლიდა და მობრუნდებოდა არც კი გავნძრეულვარ , მე ხომ არ დამისრულებია მისი წყობიდან გამოყვანა! კარების ხმის გაგებისთანავე წამოვარდი, არ გამხსენებია პიჟამოს შორტებში რომ ვიყავი, კიბეებზე დავედევნე... - გიო ! მოიცადე... გიო! - სადარბაზოს შემოსასვლელში შევჩერდი, წამში გადავხარშე... ან ესეთი ჩაცმული გავიდოდი და დავეწეოდი ან გაუშვებდი გულგატეხილს... ღრმად ჩავისუნთქე და ოთხის ჩუსტებით მანქანის წინ ავეტუზე - ხოო... ვგრძნობ !!! არ ვიცი რას... მაგრამ დრო მჭირდება! უკვე საჭესთან იჯდა და დაძვრას აპირებდა, მე კი ესე ნახევრად ჩაცმული შუა ქუჩაში უთავბოლოდ ვბოდიალობდი .... ჯანდაბა ! რა მჭირს! საკუთარ ფიქრებშიც კი ვეღარ ვეძახი მალოის.... როდესაც მისი გაოცებული სახე დავინახე ... მხოლოდ მაშინ შევამჩნიე რომ არ გაუგია....ყველა .ფანჯარა ამოწეული იყო.... გონს მოვეგე ... საკუთარ თავს დავხედე , მისიც შემრცხვა რაღაცნაირად... - ესე ... სად გამოხვედი.... - მანქანიდან ფრთხილად გადმოვიდა , შემდეგ ნაბიჯებს აუჩქარა.... ქურთუკი მომახვია .... საყელოს დახმარებით თავისკენ მომქაჩა.... - რას აკეთებ..... - ქეთ... - დაიხარა, თავი ოდნავ გვერდით გადახარა .... სული ჩამეხუთა, გონება დამებინდა, მუხლები ამიკანკალდა .... - მცივა... - გაიმეორე რასაც ამბობდი... თითქოს გაბრაზებულმა ისე წარმოსთქვა ტუჩებიც არ აუმოძრავებია. - მე გითხარი რომ ... - იმდენად ახლოს სუნთქავდა , აზრს ვერ ვაყალიბებდი. - მითხარი! გთხოვ! - ნელა შემანჯღრია საყელოთი -გეუბნებოდი ... -რამოდენიმე წამით სიჩუმე ჩამოწვა .... ხელებით სახე დამიჭირა ..... გაუნძრევლად ვიდექი , წინააღმდეგობა არ გამიწევია , თვალი გამისწორა , როდესაც დარწმუნდა წინააღმდეგი , სულმოუთმენლად ამოიგმინა . აფორიაქებული და დაბნეული შევლასლასდი სამზარეულოში, - რას ვაკეთებ... ესაა გაწამება... ესაა მალოის ტანჯვა , მუღამში შესული ,ის ჩემს გამოყვანას ცდილობდა... თავის შეყვარებით ალბათ, ზუსტად ვიცოდი ესე ადვილად არ დავთმობდი ახალ შექმნილ პრინციპებს , მშვენივრად უხდება გაწამება ... საყვარელია ... რაღაცნაირად... - სულელივით გავიღიმე და ქურთუკი გავუწოდე, - ვიჩქარე მგონი ხო? - ... დაბნეული მზერა გამაყოლა. - მე ვიჩქარე ... ცოტა ზედმეტი მოგვივიდა ... მაპატიე... - თავი შერცხვენილმა დავხარე. - თმაზე ხელი ნერვიულად გადაისვა, ჩამიხუტა , ხელებით უკან გამწია... სკამზე მოწყვეტით დაჯდა, თავისკენ მომქაჩა , - გიო.... - არაფერია ქეთ, მე მაპატიე... რა დამემართა! - საკუთარ თავს გაუბრაზდა და თავი გააქნია. - რა გაპატიო ... მ ა ლ ო ი ? - სიცილით დავუმარცვლე. - ეს რა გამაკეთებინე! - ნერვიულად მოძრაობდა ერთ ადგილას. - რას? რაზე ამბობ?! მე რა გაგაკეთებინე! - წამოვენთე. - მე ვიფიქრე რომ ... ამის დედაც ! რატომ ვიფიქრე! - რა გჭირს ვერ ვხვდები! სერიოზულად ! მაშინებ! კედელთან ავიტუზე. - შენ ისევ გიყვარს! - დაიღრიალა! - რა გჭირს გიო ! ტონს დაუწიე! და საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს! ვერ ვხვდები ... მართლა ! დავუკივლე და საძინებლის კარები ცხვირწინ მივუჯახუნე. - რამდენს ბედავ შენ გოგო ! - კარები გამოგლიჯა არაადამიანური სახით .- მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. - რა ჯანდაბა გეტაკა! ეს გინდოდა?! ბოდიში გაგიფუჭე ოცნებები! ვინ გგონივარ შენ... - სილის გასაწნავად გამზადებული ხელი , სახესთან დამიჭირა. - შენ ჩემი წერა გახდები! ვატყობ! - ხმა ჩაეხლიჩა. - იქნებ გირჩევნია... - ირონიულად შევათვალიერე. - სისულელე არ თქვა! გაფრთხილებ! - შეხედე როგორ დამბურძგლა? - ცინიკურად მაჯა მივუშვირე. - ეს თავს მომაკვლევინებს... - ჩაილაპარაკა , ხელი გამიშვა და დივანზე დაეხეთქა, სახე ხელებში ჩარგო, ფერი აღარ ედო, მაგრამ ისტერიის პიკს ვიყავი, უკონტროლოდ . - ღმერთო ჩემო რას არ მოელოდი! შენ რა სერიოზულად გერჩივნა რომ მე ... - გააჩუმებ მაგ ენას?! - თავი არ აუწევია. - ხო კაი ... ნუ განიცდი - დამშვიდებული სახე დავიჭირე , თითქოს გამოსავალი ვიპოვე. - ქეთი გაჩუმდი ცოტახანი გთხოვ! - ვთქვათ და მიყვარს ! მერე შენ რა?! - რა? მეკაიფები?! - ისე რა! - თუ არ გრძნობ ჩემს მიმართ არაფერს პირდაპირ მითხარი! ვიღაცაში გეშლები! - არაა გამორიცხული! - გგონია გაგას ისევ უყვარხარ? გგონია ჩამოვა და ბედნიერად იქნებით?! ნუ ფანტაზიორობ! მაგის უფლებას არ მოგცემ! შენთვის აჯობებს დაივიწყო... - შენ ვინ გეკითხება! ვინ მოგცა მაგის უფლება იფიქრო რომ შენ ჭკუაზე ვივლი! არავინ არ ხარ ! არ გაქვს უფლება! - მაგასაც ვნახავთ! იმის მერე რაც გააკეთა ისევ ფიქრობ იმაზე? მიპასუხე! - რა ტვინი წამიღე! ვიზეც მინდა იმაზე ვიფიქრებ ! შენ არ დაგეკითხები! - აბა რა იყო ეს შენი საქციელი ! - რომელი მაინც? რომელმა საქციელმა გაგაფსიხა? - გასასვლელისკენ წავედი. - შენი კოცნა რა იყო გუშინ ღამით?! რას ნიშნავდა ის რომ მეც მომეცი საშვალება... რა თამაშს თამაშობ?! ვის უბედავ! - არაფერს არ ვთამაშობ! - ვის უბედავ - მეთქი გეკითხები! - დაიღრიალა! - შენც ეხლა ... ხო თქვენ დიდებულებას როგორ აკადრეს! - რა?! ესე ხო! ვინ ვის აჯობებს ვნახოთ! ეხლა კარგათ მომისმინე ! ან იქნება ისე როგორც მე ვიტყვი და მოეშვები მაგ ცანცარს ან დავასრულებ ამ მარაზმს ჩემებურად! - მკაცრი დაიჭირა. - მე ვცანცარებ?! არაფრით განსხვავდები გაგასგან! - ზიზღით შევხედე. - ვისგან? - ცხოველივით დაიღრიალა , რაღაც არაადამიანური ხმით . კარები გამოვაღე , ის იყო ზღურბლზე ფეხი უნდა გადამედგა ... მკლავში ჩამავლო და კარები მთელი ძალით მოიქნია , კუთხეში მიმიმწყვდია , გაშმაგებული თვალებით მბრდღვნიდა, რკინის კარებს ზედიზედ რამოდენიმეჯერ მუშტი დაარტყა - ეგ სიტყვები აღარასოდეს გაიმეორო! გასაგებია?! - ერთ ამოსუნთქვაზე დაიღრიალა. - და რა რომ გავიმეორო ? ... - ნერვი არ შემირხევია. - ხუმრობითაც არ გაბედო... გაიგე?! - რა გჭირს იქნებ ამიხსნა ! მიდი გელოდები? გაგიტყდა? - რა გამიტყდა გოგო ! რა ! მე ის მაგიჟებს რომ იმ სი*ის გამო რამის თავი მოიკალი! რამის იკაც შეიწირე! ადამიანს აღარ ვგავდი! ყოველ წამს მეშინოდა შენი დაკარგვის მითუმეტეს ჩემი არ იყავი... და შენ? შენ! რისთვის გოგო ეს? ამიხსენი! და ეხლა მადარებ მაგ არაკაცს! - შენს თავს ადანაშაულებ თუ მე ? მართლა ვერ ვხვდები! - რას ვერ ხვდები! რას? აქამდე უნდა დამენგრია ის ნაბი*ვარი ! ეხლა დავბრიდავ! - შენ ხომ არა გადაირიე! რა უფლება გაქვს! - რის უფლებებზე მელაპარაკები? შენ რა იცავ? - არ ვიცავ! მაგრამ არც ის მინდა რომ რამე დაემართოს, ეგ ჩემი საქმეა. - შენი საქმე ეხლა ჩემი საქმეა , შეუშვი მაგ თავში! - თავი მეტკინა ამდენი ჩხუბით! შემეშვი! სხვა შეუყვარდა თუ რაც იყო , შენ არ გეხება და მაგის გამო არ კლავენ! თითს დააკარებ და ვეღარასდროს მნახავ! - რააა ?! ვის გამო? ნუ გადამიყვანე ჭკუიდან! - დაიღრიალა და გასასვლელისკენ წავიდა. - მოდი აქ ! - ზოზინით მივედი .... - მიყვარხარ!.... შემომხედე! - ხო გიყურებ! - მიყვარხარ - მეთქი! - გავიგე! - კარები ცხვირწინ მივუკეტე. **** ერთი კვირა არ გამოჩენილა , საშინლად ავნერვიულდი, აზროვნების უნარიც დავკარგე, უცნაურად აორთქლდა, არც დარეკვა მიცდია, მოლოდინის რეჟიმზე გადავერთვე და გამოსავალს ვერ ვპოულობდი, ვისთვის მეკითხა სად არის, რა მიწამ ჩაყლაპა, ნამდვილად არ ხუმრობდა გაგაზე და არც მაშინებდა , ნამდვილად რაღაც ცუდი აქვს ჩაფიქრებული, საქართველოში ძებნილია და ვერ ჩავა! სავარაუდოდ ვინმეს მიუგზავნის . ერთადერთი გზა ყველაფრის გარკვევის ია იყო, რაც გამოვეწერე იას აუკრძალე გაგას სახელის ხსენება, მგონი დრო დადგა, დავარღვიო დუმილი - ია როგორ ხარ? - ქეთა ! როგორ გამიხარდა, ეს დღეები არ დაგირეკია , ხომ კარგათ გაქვთ ყველაფერი? - ხო , კარგათ ვართ , შენ როგორ ხარ , დათა როგორაა? - ყველა კარგათ ვართ. - მისმინე , რაღაცაზე მინდა შენთან დალაპარაკება და გცალია? - მითხარი, მარტო ვარ. - გაგაზე მინდა დალაპარაკება , და იმ საღამოს მომხდარ ავარიაზე, ამაზე მეტს არ დავილაპარაკებთ ეხლა მართლა მჭირდება იმის გაგება რა ხდებოდა გაგას ცხოვრებაში ეს ერთი წელი, იმის შემდეგ რაც გავიგე და აღარასოდეს გკითხავ, შეგიძლია მომიყვე ? - რათქმაუნდა... მაგრამ დარწმუნებული ხარ? - ხო, ია ... ეხლა ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ უნდა ვიცოდე ! - მოკლედ ... დილიდან გირეკავდი , ცუდი წინათგრძნობა მქონდა, გაგა ამოვიდა მთხოვა დამერეკა , - მე არ მპასუხობსო ,არც მას რომ არ პასუხობდი და არც გამოჩნდი , დათამ დაურეკა და იკამ უთხრა რაც მოხდა, მივხვდი რომ არ იცოდა გაგას შესახებ, თორემ ნამდვილად მიხვდებოდა ავარიის მიზეზს. - ეგ გასაგებია და გაგამ ხომ გაიგო და... - ხო რათქმაუნდა , დათამ ამოიყვანა , მთელი დღე ნერვიულობდა როგორ ეთქვა , აზზრზე არ იყო მაგ ამბების დათა, ძლივს მოაბა თავი და უთხრა რომ იკას ველაპარაკე და ქეთი ავარიაში მოყვა და აპარატზეა შეერთებული , ექიმები იმედს არ იძლევიანო.... - მაგასაც ძაან არ განეცადა რა! - შენ წარმოიდგინე განიცადა, გასაკავებელი გახდა , ცოფიანივით დარბოდა აქეთ - იქეთ... მე ვეღარ მოვითმინე და ვთქვი ... - რა თქვი? - დათამ ხომ გითხარი არაფერი არ იცოდა, გაგა რომ პანიკობდა ,მაგ დროს ვუთხარი - რომ გყვარებოდა არ უღალატებდი , არ გაიგებდა და არ მოხდებოდა მეთქი, დათა ეცა... - - სიმართლეა -ო ! უყვიროდა , ისიც გაისუსა... ბო* ია პროსტაო! თუ ბო*ია ! ტელეფონს როდიდან აპასუხებინეო! იჩხუბეს! და მას შემდეგ გაგა და დათას ძმაკაცობა დასრულდა... - მგონი მანამდეც უნდა მეთხოვა მოყოლა! მე აქ შურისძიების გეგმებს ვაწყობ! - დარწმუნებული ხარ რომ ბოლომდე გაინტერესებს? - მეგონა დაასრულე... - ამოვიხვნეშე . - ის ქალი ნანა , 15 წლით უფროსია. გაგაზე! - ანუ ისევ ერთად არიან... რა მაგარი სიყვარული სცოდნია ...როგორ ვერ ვხედავდი.... - რა უნდა დაგენახა ? ციხეში წამალზე დაჯდა... - მეკაიფები? გაგა? გეფიცები ჩაუდეს დავინახე! - ეგ რომ დაიჭირეს ხო.... მაგრამ მერე იქ დაჯდა წამალზე... რომ გამოვიდა , ეს არ ვიცი სად და როგორ გაიცნო , ამბობენ ციხეზე შედიოდა - ო , ეგ ქალი აძლევს წამალს ამბობენ , ერთად კაიფობენ რა.... გაწოლილია , წევს რასაც ქვია აღარც ძმაკაცები ყავს, ძველი ბიჭი გაგა ყველაზე წყალწაღებული ნარკომანია....სულ ესაა... - სულ ესაა... გონს ვერ მოვდიოდი ... იქნებ უნდა გადავშალო ეს ფურცელიც და დავივიწყო შურისძიება, იქნებ უნდა ვცადო ცხოვრება იქ სადაც ღალატი შესაძლებელია არ იარსებებს, უბრალოდ მივცე ჩემს თავს კიდევ ერთი შანსი.... - კარგი , მადლობა ია.... - შენ რა შერიგებას ხომ არ აპირებდი... არ გამაგიჟო... - არა რა შერიგებას... გაგა ჩემთვის მკვდარია... **** - ლიკუნა , გთხოვ ყავა გამიკეთე და რაღაც მინდა გთხოვო. - მითხარი... - ოღონდ... - ვიცი იკას არ უნდა ვუთხრა...- სიტყვა გამაწყვეტინა . - ხო ... მოკლედ მისმინე... მანქანა მჭირდება ... - დაურეკავ იკას გაგიყვანს... - რა გჭირს... მე ვერ ვეტყოდი ? მარტო მინდა წავიდე ! აუ ძალიან გთხოვ.... - კაი მოვიფიქრებ რამეს... ეშინია ხომ იცი ... - ხო ვიცი... მაგრამ , როდესმე ხომ უნდა დავჯდე... - იკა საქმეზეა , გვიან მოვა, მანქანის გასაღები დატოვა , ანუ სხვა რამით წავიდა... - ნეტავ როდის შეეშვება მაგ სამსახურს ... უპერსპექტივო.... - ამოვიხვნეშე.... - რას ვიზავთ არც მე მომწონს, სულ შიშში ვარ , მოვა ... ან არა ... - აბა რას ვაბობ... - და სად მიდიხარ არ მეტყვი? - ერთ ადგილას- კარებს მივუახლოვდი და თვალი ჩავუკარი. - მოიცადე.... ესე ვერ გაგიშვებ! რამე უნდა ვიცოდე? - ისეთი არაფერია... მიდი დარეკე იკასთან... - და მე ვიცნობ? მაგ საქმეს? - რა გჭირს ლიკუ ?! ტყუილად ოცნებობ თუ გგონია ... ვიცი რაც გგონია ..... - ანუ ა მალოის არ ეხება ეს ხომ, მე კიდე გამიხარდა ... - გიოს? კაი რა რატომ შემჭამეთ ყველამ... ბიჭია რაა... - ა ა , ეხლა გიოს ეძახი უკვე? - მოიცადე შენ იცოდი გიორგი რომ ერქვა ! - აბა შენ გეგონა მალოი?! - უაზროდ გადაიხარხარა. - არა მე არ ვიცოდი ! - მხრები ავიჩეჩე. - შენ და მალოი? ღმერთო ჩემო როგორ მიხარია... აკვდებით ერთმანეთს... - გადამეხვია. - არ ვიცი ვაკვდებით თუ არა ,მაგრამ მგონი თქვენ ყველა სამკურნალოები ხართ! ... თუ არ ვცდები... - დანაწყვეტებით ვთქვი. - აუ ეხლა ვრეკავ .... - ჩაცხრი და ისე დარეკე. - ხო კაი მომიყევი ისე რომ ვიცოდე... - რა მოგიყვე? - თავი მოიკატუნა ლიკამ . - მალოიზე რა იცი! როგორც ჩანს არც ისე კარგად ვიცნობ... ისე მაინტერესებს... რამე კი არა... - დაგაინტერესდა ესეგი , კაი მოგიყვები... რა გინდა იცოდე... - დამაინტერესდა არა ტოროლა! თუ არც მომიყვები! მადარდე! - გასაღებს ხელი ვსტაცე და გასასვლელისკენ წავედი. **** პირჯვარი გადავიწერე, ღვედი შევიკარი და დამამშვიდებელი მოვიშველიე.... მთელი გზა დაძაბული ვატარებდი , ოცდაათით ვიარე მგონი ბოლომდე, ავტოსადგომზე გავაჩერე მანქანა . ხომ იქნება უარი რომ მითხრას , ... კაფესთან შესასვლელში შევყოვნდი . არ ვჩქარობდი ისე ავედი მეორეზე, ფრთხილად დავაკაკუნე, - შემოდი... - დაიძახა მეპატრონემ. სავარაუდოდ ვიღაც სხვა ეგონა. - გამარჯობათ... მე გასაუბრებაზე ვარ.... - ზედაც არ შემომხედა , ფურცელი ამოაცურა საქაღალდედან და გამომიწოდა . - ეს შეავსეთ და მიმღებში დატოვეთ ... - დიახ გასაგებია.... - ფრთხილად გამოვართვი. - დაგიკავშირდებით... - სიტყვა კარებში დამაწია. მორიდებულად შემოვბრუნდი : - უკაცრავად ბატონო მაგრამ, იცით ოლგა შკატოვამ დაგირეკავთ ჩემთან დაკავშირებით... - ძლივს ამოვმარცვლე... - რას ამბობთ ! ასე დაგეწყოთ ...მობრძანდით მობრძანდით... - თითის მოხვრით მანიშნა შევბრუნებულიყავი. - დიახ მე მიმტანის თაობაზე მოვედი... - დიახ რა თქმა უნდა , შეგიძლიათ ხვალიდან დაიწყოთ, მონაცემები დღესვე დატოვეთ მიმღებში... - ხელი გამომიწოდა - ანნა ... - დავიმორცხვე... - შეგიძლიათ მარიუსი დამიძახოთ. **** იმაზე მეტად ვნერვიულობდი , ვიდრე როდესმე. არც ისეთი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის როდის მოხდებოდა ეს ... დღეს ვეტყოდი იკას თუ მერე , სავარაუდოდ გადაირევა რომ მიმტანად დავიწყე.... სავარაუდოდ მოვისმენდი სულით კავკასიურ ლექციებს.... იმ ღამით ვიწრიალე , საბოლოოდ მივხვდი ... სულაც არ იყო საჭირო ეხლავე მეთქვა იკასთვის... რომც გაგიჟებულიყო... მომბეზრდა სახლში ყოფნა, მას ეხლა ოჯახი ჰყავს როდემდე უნდა მიხადოს ქირა, როდემდე უნდა იზრუნოს , დრო დადგა რომ ჩემით გავაკეთო ეს ყველაფერი , არა აქვს მნიშვნელობა რას იტყვის იკა ... **** ერთ საათიანი დარიგება ბონუსად! არ შეუძლია როგორც ყველა ჩვეულებრივი ადამიანი, გაემგზავროს, კიდევ კარგი ერთი კვირით მიდის საფრანგეთში, მეტით რომ წასულიყო ჭკუიდან გადამიყვანდა . მაინც მომშხამა წასვლამდე... რაც ვერ მოასწრო მესიჯებად მწერდა... - საწყალი ლიკა ! ჩემი ძმის ხელში გულწრფელად შემეცოდა. დილიდან ამიკლო რეკვით სანამ წავიდოდა ! მაინც და მაინც უნდა გამოვცხადებოდი წასვლამდე! შეწუხებულმა ზოზინით ჩავიცვი ... - ამდენ ხანს სად ხარ?! ერთი საათია ზარს ვრეკ! - კარების გამოღებისთანავე გიოს შევეჩეხე. - იკასთან მივდივარ ! და შენ იქ არ უნდა იყო? - გავოგნდი, არ ველოდი იმ საუბრის შემდეგ თუ კიდევ დამელაპარაკებოდა! - უნდა ვიყო მაგრამ, შენი ამბავი რომ ვიცი , რომ წავიდოდით მერე გამოზლაზუნდებოდი! - გადაბჟირდა. - რა გაცინებს! სულ ტყუილად ! ხედავ მზად ვარ ! - ზუსტად მაგიტომ გამოგიარე, სანამ წავალთ უნდა დაგელაპარაკო , არ მინდოდა ისე წავსულიყავი რომ არ მენახე. - ისევ იწყებ? შევწუხდი ... - უკმაყოფილოდ განვაგრძე გზა. - არც დამისრულებია... - არ გამოგდის ! ნუ გაირჯები ტყუილად... ივარჯიშე ჯერ ,მერე ვნახოთ! - ამჯერად უკან არ დავჯექი , ინსტიქტურად წინა კარები გამოვაღე , ღვედი შევიკარი , - დიდხანს გელოდო? დაძარი! გაოცებულმა ისე დაძრა თვალს არ მაშორებდა! - გზას უყურე! რა გჭირს.... კმაყოფილებით ამოისუნთქა, ხელი ჩამკიდა და სიჩქარეში ხელის გაუშვებლად გადართო. - იქნებ სანამ ჩამოვალ , ადეკვატური შეყვარებული დამხვდეს! - სიგარეტს მოუკიდა ... - ამას გულისხმობ? - ხელზე მივანიშნე .... - და ხელი სწრაფად გავაშვებინე. - რა?? რა შეყვარებული? ცუდ სიზმრებს ნახულობ შენ ვატყობ! - ჯერ ვერ ხვდები ,მაგრამ ხარ უკვე! მოვა დრო და შენ მოგინდება და ..- დამცინავად გადმომხედა. - ნუ , ხო , კაი ეგრე იყოს! როდის დადგება ეგ დრო ელოდე შენ... მერე დაბერდები და დაიღლები.. - დაიწყო ი ს ე ვ! - თვალები სასაცილოდ გადაატრიალა. **** შორეული ნაცნობივით გამოვეცხადე იკას.... გიომ სიამაყით შეაბიჯა... მისაღებში რამოდენიმე უცხო სახე ირეოდა..... ნიკუშას დანახვა ძალიან გამიხარდა, სწრაფად მივესალმე ყველას და ლიკას შევუერთდი სამზარეულოში. რამდენჯერმე ნერვიულად შემოიარა გიომ... ლიკას არ გამორჩენია მისი დაბნეული ბოდიალი! - რა ხდება მეტყვი? რაღაც უცნაურად იქცევა მალოი! - მოიცადე ჯერ სად ხარ! - მშვიდობაა? ნერვიულობს ალბათ .... - კაი რა მოგცლია! ძალიან კარგათ იციან რაზეც მიდიან...შენ რა არ იცი? ერთი ფეხი ციხეში აქვთ... არჩევანი ყოველთვის არის! - კაი რა ქეთ! შენ ეხლა გინდა შეცვალო? გგონია პატიოსან ცხოვრებას დაიწყებენ და თითით საჩვენებელი მოქალაქეები გახდებიან? არა მგონია როდესმე მშვიდი ცხოვრება მქონდეს. - დანაღვლიანდა ლიკა. - რა გჭირს შენ? პირველად ხომ არ მიდიან! სამსახური აქვთ ასეთი! თუ შეძლება ესე დაერქვას. - გავცეცხლდი. - კაი რა ქეთი ! ვიცი რომ სერიოზულად იჭრები ამათ პროფესიაზე და არც მე მომწონს , სხვათაშორის , თვითონაც ხვდებიან რომ გაღიზიანებს მათი პროფესია! - აა ... ანუ ესე ეძახით ქურდობას! პროფესიას! რა მარაზმია! - უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი. - და რა ის არ გაწუხებს რომ შენი თაყვანისმცემლი ძებნილია და თან კანონიერი ქურდი მაგას მშვენივრად ეგუები?! - სად მნახე შეგუებული! ხო რა ! აი შემომხედე სიხარულით მეცხრე ცაზე ვარ ! ძმა ძველი ბიჭი.... ეს ქურდი ... ყოფილი ძველი და თან ნაკომანი მოღალატე ... მთელი ამათი საძმაკოცო ... - თითებზე ჩამოვუთვალე. - რა ნარკომანი ?! ხუმრობ? - მოყოლა მეზარება ეხლა , მართლა! - სცადე... - სხვა დროს რა! - ეს ბიჭი აფორიაქებული მეჩვენება! - გიოზე მიმანიშნა . - არ გეჩვენება, ისე თუ გიფიქრია რომ შეიძლება რომ დაიჭირონ ! სერიოზულად! - არასოდეს შეეშვება იკა! - ცრემლები მოადგა! - რა გჭირს შენ? - რაღაც უცნაურად იქცევი! - ფეხმძიმედ ვარ. - ჩამჩურჩულა. - ძალიან მაგარია ! დეიდა გავხდები! გადავეხვიე. - ჩუ ! რა გაყვირებს. - საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიტანა. - რა იკასთვის არ გითქვამს? - არა არ იცის , ინერვიულებს რომ წავა ! ჩამოვა და ვეტყვი...- თავი დახარა დასჯილი ბავშვივით. - გეთქვა მაინც... გაგიჟდება სიხარულით... რამდენის ხარ ? - მუცელზე ხელი მოვუთათუნე... - ორი თვის... გთხოვ არ უთხრა... - არა ! ეს შენი სათქმელია მე რატომ უნდა ვუთხრა. იკამ ბედნიერი სახით შემოაბიჯა , თვალი ჩამიკრა , სიგარეტს გაუკიდა და ცხვირწინ დამიჯდა. - აბა გისმენ... - რას მისმენ? - არაფრის თქმა არ გინდა? გიო ისეთი დინჯი ნაბიჯებით შემოვიდა ,მივხვდი იკას უკვე რაღაც ელაპარაკა, სკამზე ოროსანივით დავჯექი და გიოს გაცეცხლებული მზერა ვესროლე! უცბად წამოდგა იკა შუბლზე მაკოცა. - მე მხოლოდ შენი ბედნიერება მინდა... გიოს მხარზე ხელი დაადო და გადაეხვია...- რა ჯანდაბა უთხრა! .... თავისი გაიტანა! ჯიუტი კავკასიელი ... ყელში ბურთი მომაწვა და ლიკამ ისე შემომხედა მიხვდა ახლა სისულელეს დავახეთქებდი... რა დაემართა ან ერთს ან მეორეს, კი მაგრამ, მე რომელ ცხოვრებაში გავიღვიძე, რა ჭირთ ყველას, ან საიდან გავიგო ეხლა რა მოხდა! - იკა მშვიდობა გაქვს? - რა იყო რო? - რავიცი გეკითხები! - მომთხოვნი სახით წინ წამოვეჭიმე. - ძმაო რავი რა გითხრა! - იკამ ხელები გაშალა და ირონიული გამომეტყველებით მალოის გადახედა . - თქვენ რა გჭირთ ორივეს! რა არის გაუგებარი? რას გაჩუმდით! - წამოვენთე! - რა გჭირს შენ რა დღეში ხარ ! - გაბრაზებული მზერა მესროლა იკამ! - მე არაფერი და შენ? - კარგი რა ნუ ჩხუბობთ ! - ჩაერია მალოი. - აჰა აჰყვა ესეც! - თვალები გადავატრიალე და წინ ნიშნის მოგებით გავიარე . იკამ ხელები დანებების ნიშნად ასწია. დამშვიდობებისას , მალოი მომიახლოვდა , - შენ ჩემს გასაგიჟებლად დაიბადე! ჩაიჩურჩულა, კისრიდან წმინდა გიორგის მედალიონი შეიხსნა და თავზე გადამაცვა.... მისი ნაღვლიანი თვალებიდან სხივი დავიჭირე , თითქოს შემოიჭრა , თითქოს მეც დამადარდიანა, ეს გამოხედვა, რომელსაც ყოველ წამს ჩემს მიმართულებით ვიჭერდი... გულის სიღრმეში დამადარდიანა მაინც ... **** პლედში გავეხვიე , დივანზე მოვიკუნტე , არსად არ მეჩქარებოდა , არც არავის ველოდი, თვალები დავხუჭე გამოსაძინებლად, მაგრამ იქაც არ მეშვებოდა , სიზმრებშიც დაბოდიალობს უკვე, შინაურულად შემოაბოტა და გულშიც მოიკალათა. საღამოს გავემზადე სამსახურში წასასვლელად , ბედნიერი ... ფრენა- ფრენით მივედი ან უფრო მივფრინდი. სამი ვიაიპი მაგიდა ჩავიბარე და თითქოს მსოფლიოში ყველაზე მაგარი სამსახური მქონოდეს , სახეზე ბედნიერი ღიმილი მოვირგე, თვის ბოლოს, იმ სამაჯურს ვიყიდდი უკვე ორი დღე რომ ამეკვიატა ... იკა კი მომცემდა, ყველაფერს გააჩენდა და არც მაკლდა მისგან... ყურადღება ,მაგრამ .... ზღვარი აქვს ყველაფერს , მას ეხლა ბავშვიც ეყოლება ... იქნებ ჩავაბარო მერე გამოცდებიც და რამე უკეთესი სამსახური ვნახო... ***** ღამით ლიკამ გამახარა , ბიჭები მშვიდობით ჩამოვიდნენ, ნიკას წასვლამდე ჩემი ნახვა უნდოდა და შევპირდი რომ ,დილით აუცილებლად მივიდოდი. მთელი კვირის დაქანცულს სავარძელში ჩამეძინა.... ოთხამდე დრო მქონდა , ამიტომ ძალიან არ ვჩქარობდი იკასთან მისვლას, როგორც იქნა , ავლაგდი და დავადგი საშველი გასვლას. მთელი გზა ვფიქრობდი როგორ მეთქვა იკასთვის რომ მიმტანად დავიწყე მუშაობა, ჯოჯოხეთს მომიწყობს... ლიკას თორმეტ საათზე ჯერ კიდევ ეძინა ... ნიკუშა და იკა მისაღებში ისხდნენ სუფრასთან , ვისკის ბოთლი ბაასში თითქმის გამოეცალათ. არ გამომეპარა იკას კარგ ხასიათზე დადგომა... მომენტი ჩამივარდა და შემოვლითი გზებით ვცადე ახალი ამბით გამეხარებინა ან .... - ნიკა დღეს მიდიხარ? - ხო , წავალ საღამოსკენ... - როდის ჩამოხვალ ? ისევ დაიკარგები? - თქვენ ჩამოდით , საფრანგეთს დაგათვალიერებინევთ, თან შენ ხომ გინდა ბიარიცის ნახვა ??? - აუ ხოო... მინდა! - იკას გადავხედე , პასუხის მოლოდინში , იკამ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია, - უნდა წავიდე ბიჭებო, დიდხანს ვერ გავჩერდები, - საათს დავხედე და სწრაფად წამოვდექი. - სად გეჩქარება... - იკამ ხელით მანიშნა დავჯდარიყავი . - სამსახურში ოთხზე უნდა ვიყო, - ისევ საათს დავხედე. - სად სამსახურში... - ისეთმა ფერმა გადაუარა სახეზე , რამის გადავიფიქრე თქმა! - ხო,... მუშაობა დავიწყე... - რას ჰქვია დაიწყე?! რატომ არ მითხარი! - რა არის სათქმელი ?! - რაში გჭირდება ?! რა არ გაქ ! რა გაჭირვებაა რომ იმუშაო! - აშკარად გაბრაზდა. - მჭირდება იკა , ჩემით მინდა ვიცხოვრო! არ მაქვს უფლება? - შენი მუშაობა არ გამოვა! მე რას ვაკეთებ აბა! ჩემმა დამ ან ცოლმა თუ იმუშავა! გამორიცხულია! აღარ მუშაობ! - გადაჭრით მიბრძანა! - რა მოხდა ბიჭო რა გჭირს! - შეწუხდა ნიკა. - სად ! - თითქმის მოლბა იკა. - კაფეში... - რა?! რას აკეთებ! - მიმტანად! - სერიოზულად რა გინდა ! სირცხვილი და თავის მოჭრა! - ფეხზე წამოდგა , გადის - გამოდის... იყვირა, იჩხუბა , კედლებზე გავიდა და გამოვიდა, ლიკა გიჟივით შემოვარდა და ჩვენს დამშვიდებას ცდილობდნენ. როგორც იქნა ლიკამ და ნიკამ მხარი ამიბეს და იმ პირობოთ დათანხმდა , რომ ისიც წამოვიდოდა, ხომ უნდა გადაემოწმებინა .... ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ესე ვინერვიულებდი... სამივე მოკალათდნენ სავარძლებში, დაძაბული ნაბიჯებით მივუახლოვდი , - ესე ხომ არ იჯდებით? მოგიტანთ რამეს... იკას საერთოდ არ ჰქონდა კმაყოფილი სახე, თითქოს ეკლებზე იჯდა, გამუდნებით ბუზღუნებდა ... ბოლოს უფროსის ნახვაც მოისურვა ... - ეს იმდენს იზავს , ხელფასამდე გამაგდებენ... - ლიკას და ნიკუშას თვალებით შველას ვთხოვდი. მშვიდობით ჩაიარა საღამომ, დაძაბული გარემოს მიუხედავად. **** მალოი ორი დღე შეუსვენებლად მირეკავდა , ალბათ აქეთ - იქეთ ლანგარით სირბილმა დამღალა და მალოითვისაც ვეღარ მოვიცალე... ვცდილობდი ,ყველანაირად , ყველა ძალით რომ გაგა დამევიწყებინა , ჩემს მეხსიერებაში უფრო და უფრო იმალებოდა ის ძველი გრძნობები , ის სიყვარული , როცა გგონია რომ ასე ვერასდროს ვერავის ვერ შეიყვარებ... მკვდარი ჩავესვენე სავარძელში... ხო ... ვიცი ... აღარ უნდა ვფიქრობდე... აღარ განვიცდიდე , ბოლო მონაცემებით გაგა გამოსწორდა , ამ შაბათს ქორწილი აქვს.... არა არ მეტირება, უბრალოდ ვხვდები რომ ყველაფერმა გაიარა ,მაგრამ ისევ არის რაღაც ჩემში რაც არ დამვიწყებია, რაღაც საშინლად მეტკინა ... გული ნაფლეთ - ნაფლეთ მეწვოდა, მაგრამ არა , მაინც არ ვტიროდი... ისე წამოვხტი თითქოს ეხლა წყდებოდა სამყაროს ბედ-იღბალი, ტანისამოსი გზადაგზა ჩავიცვი, საფულეს და მობილურს დავტაცე ხელი და შურდულივით გავარდი... ცოტა ხანში პასპორტზეც მოვბრუნდი... აეროპორტში , თვითმფრინავები ერთი მეორის მიყოლებით ეშვებოდა და მიფრინავდა... - ეხლა ვიყიდი ბილეთს და ჩავალ... ჩავალ .... და მივალ იქ ... პირდაპირ მის ქორწილში... უბრალოდ შევხედავ თვალებში... არა ჯვრისწერამდე არა , მის შემდეგ... ან საერთოდ გავაფუჭებ ყველაფერს! ხო! გავანადგურებ! ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა - ქეთ გამოხვალ? მარტო ვარ და სადმე გავიდეთ თუ გინდა , გცალია? - ეხლა ? იცი ... მე ? დამაგვიანდება ცოტა კარგი? - გელოდები... რეისებს გადავხედე , დაძაბული , ხელის კანკალით გადავამოწმე თანხა თუ მყოფნიდა... ჩამოვჯექი იქვე კუთხეში სკამზე .... ვფიქრობდი ნუთუ ღირს ამათ.... ესე როგორ დავიმცირო თავი... მოყავს და მოიყვანოს ... სწრაფი ნაბიჯებით გამოვარდი ჰოლისკენ... ღრმად ჩავისუნთქე და წამოვედი... -მალე მოხვედი ... - გაიკვირვა ლიკამ . - ხომ ხედავ ! - წამოდი ყავა დავლიოთ... - მიდი დაადგი... - ცოტახნის უკან მალოიც იყო... არ შეგხვდა? - არა! რატო რა უნდოდა. - გზაში აცდი ალბათ, ხომ გახსოვს გიორგობას აქვს დაბადების დღე და ძალიან ბევრი ხალხი დაპატიჟა, გოგოებს სთხოვა დახმარება, შენ არ დაგირეკა? - ხო , რეკავდა მაგრამ არ ვუპასუხე... მაგაზე რეკავდა ალბათ , შემიკლა! - რა გჭირს შენ , უყვარხარ ბიჭს... თან როგორი ჯელტმენია... - თმები გააქნია ხელით. - საიდან დაასკვენი გაფიცებ. - რა დასკვნა უნდა ... არის და მორჩა , თუ დააკვირდები შენც მიხვდები... - აჰა , დაუსვა დიაგნოზი... კარგი რა ჩვეულებრივია და ძალიან ჩვეულებრივი.... - ნანა დეიდაც ჩამოყავს... - ვინ ნანა დეიდა? - წარბი ავწიე. - დედამისი რა გჭირს... - ხო , მგონი რაღაცეები მაინც დამვიწყებია....-საქართველოდან? - არა საფრანგეთში ცხოვრობს ნიცაში ... გაიცნობ რომ ჩამოვა ... - თქვენ რა მალოის მირიგებთ თუ რა გჭირთ, რა დედამისი ჩამოვა... - არ გირიგებ არავის ! უბრალოდ კარგი ბიჭია ! უყვარხარ! - ხო გავიგე , როგორი კარგი და ვაჟკაცია! - აი ვაჟკაცი შენ თქვი უკვე.... - ნეტა არ გაჟრიალებდეს! - ისე გითხარი დედამისზე, მართლა მაგარი საყვარელი ქალია... ნანახი რომ გყავდეს დამეთანხმებოდი... - რა გინდა პირდაპირ მითხარი... რა დაბარებულივით ლაპარაკობ... ამ ერთხელ დაგელაპარაკები და მორჩა! მერე შემეშვი! - გეფიცები! - ნიჩვრიტები გაიკეთა . - მალოი რომ იყო ხომ გითხარი, ხოდა შენზე მკითხა როგორ არისო? და... - ვაიმე , ლიკუ! არ მჯერა ! არ არსებობს! პირდაპირ ესე აიღო და გკითხა?! არ მჯერა! - შენთან ლაპარაკს აზრი აქვს? - ხელი ჩაიქნია და მე სიცილით გაგუდვას მაკლდა წამები. - ხო კარგი... გააგრძელე. ჩუმად ვარ... - შენი გულის მოგერიება უნდა, უყვარხარ მართლა... - ვიცი ... და ძალიან ვწუხვარ... - ვაიმე , ყველა ვწუხვართ უკვე... მაგრამ , თუ არ გაინტერესებს , ეგ მედალიონი მითხარი რას ნიშნავს? ყელზე რომ გიკეთია....- გაკვირვებულმა ზედ დავიხედე, თითქოს პირველად ვხედავდი. - ეს ? ეს ისე ... - დაბნეულმა რამოდენიმეჯერ დავხედე. - მალოისია... - ხო, მისია , რომ მიდიოდა დამიტოვა... ისეთი არაფერი ... მართლა... - ხო კაი , მჯერა.... ისე იცი ეს ვისი იყო? - მიმანიშნა. - ხო ვიცი- მეთქი მალოის ! - მამამისის იყო... მაგარი კაცი იყო... - გარდაცვლილია? - ხო დიდიხნის, შენ არ იცი ეგ ამბავი? - მე ? არა საიდან! შენ ვინ მოგიყვა? - იკამ... მამამისიც ქურდი ყოფილა ... სამართლიანი იყო და ბევრს ეშინოდათ, მერე მოშორება მოუნდათ, და ავარია მოუწყვეს... - და დაიღუპა? საწყალი ... შემეცოდა ... - მაშინ მალოი თხუთმეტი წლის იყო... ძმა ჰყავდა და ისიც დაიღუპა ავარიაში , მამამისს წაუყვანია სასეირნოდ, ხუთი წლის იყო თუ არ ვცდები ... ამან მოძებნა ყველა სათითაოდ და... ხომ ხვდები? - რა... შენ რა! მან მართლა?! .. ვაიმე და ეგ .. მაგაზე მეუბნებოდი საყვარელი ბიჭია - ო?! საღად ხომ ხართ შენ და იკა ეხლა უნდა ვიგებდი ამას! - აბა რა გეგონა, ბუშტებით და პეპლებით თამაშობდა?? - შენ ჯერ იუმორის გაკვეთილებზე იარე! - რა იუმორი! არ გაგიგია საქართველოში მაინც , ყველა ამაზე ლაპარაკობდა... " გიორგი ნაკანმა შური იძია! " და კიდევ არის რაღაც... გითხრა თუ არა არ ვიცი... - ყველაფერი მითხარი და ერთსაც ავიტან. - საფრანგეთში რომ იყვნენ წასულები მაგაზე იყვნენ! იკას და მალოის საუბარი გავიგე. - როგორ მაგაზე ! არ დამთავრებულა? - არა როგორც ჩანს ! ქურდი რომ გახდა მგონი ბევრი მტრები გამოუჩნდა, მამამისის მკვლელობაში ვინც მიიღო მონაწილეობა ორი ისევ ცოცხალია, ... ჩეჩნებს შეუერთდნენ და რავიცი , რაღაც " სტრელკა " ს ახსენებენ... არ ვიცი მერე გავიდნენ... - ხო ... შეხედე საყვარელი გიო...არც ისეთი სათნო ყოფილა... - სათნო... ნაკანი - ამოყირავდა სიცილით... - შეხედე რა დღეშია გიორგი ნაკანი ... არ მყავდეს ეგეც... - რა მოგარჯულებს შენ! ნეტა არ გაგიგებდეს... - გაიგო რომ მუშაობ ... და იკას ერთი საათი ელაპარაკებოდა , რატო გაუშვიო... რამე ხომ არ გიჭირთო... იკა ძალიან შეწუხებული იყო ... - რა ჭირს მაგას , ისე არ შეიძლება ? ვერთობი რა! - მე კი მესმის ,მაგრამ მაგათ რას გააგებინებ... დღეს რომ მიხვალ მოვა ალბათ მალოიც.... მკითხა რომელ კაფეში იყავი... - და შენც უთხარი! კარგი არაუშავს მთელი საღამო დაძაბული ვიყავი, იმის მოლოდინში რომ კიდევ ერთი კავკასიელი უნდა მომეგერიებინა... საბედნიეროდ არ გამოჩნდა... გულზე მომეშვა... გვიან მოვრჩი სამსახურს, ათი ხდებოდა ჩქარი ნაბიჯებით გზაზე გადავედი, მეორე მხარეს მალოის მერსედესი შევნიშნე... ამოვიოხრე და ნაბიჯები შევანელე... მძიმედ გადმოვიდა და შედგა... მის პირდაპირ გავჩერდი... - გვიან გამოხვედი... - უკმაყოფილება არ დამალა. - დიდი ხანია აქ ხარ? - საკმაოდ! ფეხით ხარ? - ხო , აქედან არაა შორს ... . - მე წაგიყვან... - კარები გამოაღო. არ შევეწინააღმდეგე საშინლად დაღლილი ვიყავი... - არ მინდა რომ აქ იმუშაო! - მოულოდნელად დაამუხრუჭა! - შენ არ გინდა მე მინდა... - როგორი ჯიუტი ხარ! - თავი უკმაყოფილოდ გადააქნია. სადარბაზოსთან შეაჩერა .... ცოტახნით არცერთი არ ვიღებდით ხმას... მობილურმა დაურეკა... წამოიწია , ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს ... - გამოვდივარ! ეხლავე! - ქეთ უნდა წავიდე ! საქმე გამომიჩნდა! - ცქმუტავდა... - დაბმული ხომ არ ხარ ! წადი! - გეწყინა? - რა უნდა მეწყინოს?! - სწრაფად გადმოვედი... - გნახავ ქეთი ხვალ აუცილებელი საქმე მაქვს... - ვიცი მითხრა ლიკამ .... გასამზადებლად შენი დაბადების დღისთვის... ჯერ ერთი თვე წინაა .. -დარბაზი უკვე არის... მაგაზე არა მაგრამ მაგაზეც! - წადი გეჩქარებოდა მგონი! - დილით გამოგივლი რაღაც მინდა გითხრა! - ხვალ შეძლება გვიანი იყოს... - ქეთ სერიოზულად უნდა წავიდე და ნერვებს ნუ მომოშლი წასვლამდე... - შენ რა მართლა გგონია რომ მე და შენ... - კი არ მგონია ესეა ! **** აბაზანიდან გამოვედი , ხალათი შემოვიცვი და სველი თმებით იმდენი ვიბოდიალე, საწოლზე ორი წამით მივწექი და ჩამეძინა... კარებზე საშინელმა ბრახუნმა გამაღვიძა , საათს გადავხედე ოთხს ათი აკლდა , თვალები დავხუჭე ისევ , იმის იმედად რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო წავიდოდა... არ გაჩერდა ! კარები ჩამოიღო! ზოზინით წამოვდექი და ფეხაკრებით მივედი კარებთან... - ქეთი მე ვარ გამიღე გთხოვ..- გაისმა უცნაურად ნატანჯი მალოის ხმა. კარები შეშინებულმა გამოვაღე! - რა ხდება! აქ რას აკეთებ! - თვალი ჩავაყოლე ... ცალი ხელით კარების კიდეს ებღაუჭებოდა ... წელში მოხრილი თითქოს ხელით რაღაცას იჭერდა... ჩემს წინ მუხლებზე დაეცა , აღარაფერს ამბობდა მისი წყლიანი თვალები , უმოწყალოდ იდგა მუხლებზე ... სისხლიანი ხელი გადმოაბრუნა ... სასოწარკვეთილმა ღიმილმა გადაკრა მარცხენა ტუჩის კუთხეში... რამოდენიმე წამით გონს ვერ მოვდიოდი ... მალოის ხელი მხარზე მოვიქციე, - გიო ... გთხოვ წამოდექი... - აღარ შემიძლია ... აქამდე ვარაუდით მოვედი... - ჯანდაბა გიო! აქ კი არა საავადმყოფოში უნდა მისულიყავი! რომელი ექიმი მე ვარ! - ვერ მივალ იქ დაჭრილი! - აბა მე უნდა ჩამაკვდე? - გადამწურე იმედი მიდი! გინდა რომ მოვკვდე! - ბოდავ სისულელეებს! ცოტაც დარჩა... შეშინებული წინ და უკან დავრბოდი... - სისხლი მოგდის ... იკასთან დავრეკავ... სასწრაფოში დავრეკავ... არ ვიცი რა გავაკეთო. - ყველაფერს ერთად ვყვიროდი. - ქეთ ... მიდი მაისურს ავიწევ და შეხედე... - მე ... მე.. - ჭრილობა საკმაოდ საგანგაშო იყო... ხელები ამიკანკალდა ... - ნუ გეშინია ... მისმინე ... შემომხედე აფთიაქის ყუთი ხომ გაქვს? - ხო მაქვს , - წამოვხტი. - დამშვიდდი და მოიტანე... სამედიცინოზე ხომ სწავლობდი... გაიხსენე ყველაფერი... - მეკაიფები? რა გავიხსენო! ერთი წელი ვსწავლობდი და წამოვედი. - პარალელურად იკას ვურეკავდი . - იკასთან არ მივედი ლიკა ფეხმძიმედ ყოფილა , არ მინდოდა შეშინება... სახეზე ფერი დაკარგა... - გიო მისმინე ! უნდა დავრეკო სასწრაფოში კაი! ნაკერები დაგჭირდება... რამეს მოვიფიქრებთ, შენ მელაპარაკე მანამდე, მარტო იყავი? - ხო , მთლად მარტო არა ... დამჭრა ბო*იშვილმა. იკამ შემოსასვლელი კარები შემოგლიჯა ... გიჟივით მივარდა მალოის! - ძმაო! ეს ვინ გააკეთა ! - ნერვიულად ამოძრავდა. - ომი დაიწყო! - თითქოს ტკივილთან ერთად ჩააქსოვა... - იკა სასწრაფო მოვა მალე! - შენ დარეკე? - წამოენთო იკა! - ხო ! სიკვდილს მგონი ციხე ჯობია ! დაიცლება სისხლისგან ესე! - ტყუილად იარე იმ უნივერსიტეტში! - რა დროს ეგ არის ეხლა იკა! ან სახლში რა გავუკეთო! რამეს მოვიფიქრებ! - მანიშნა გავსულიყავი! ვერ მოვითმინე და მივაყურადე... - ვინ გააკეთა ! მალოი არ ვაცოცხლებ შენ ძმობას გეფიცები! - არა უჩემოდ არაფერი არ გააკეთო! ერთი ერთზე უნდა შევხვედროდი... როგორც ჩანს გაიგეს რომ განადგურება ეწერათ " სტრელკაზე " და ესე გადაჭრეს პრობლემა... - ომი უნდათ და იქნება ომი... - აიფოფრა იკა! - ისედაც იყო! მივაგენი , "კრისებივით" რომ იმალებოდნენ და დამასწრეს. სასწრაფო მალევე მოვიდა. სისხლიანი ხალათი გამოვიცვალე სანამ ექთნები თავს ეხვეოდნენ, იკას ვანიშნე რომ გავყვებოდი... აწყვეტილი მიჰქროდა სასწრაფო, სირენები დამაყრუებლად წიოდნენ, მალოიმ ხელი გამომიშვირა... ხელი ჩავკიდე ... ნაღვლიანი თვალებით ამომხედა... იმ თვალებით ყველაფერს რომ ამბობენ ხოლმე... იმ თვალებით , ხანდახან წყობიდან რომ გამოვყავარ ..... აღარ იყო ისეთი ძლიერი ... მისი სუსტი მხარე დავინახე. - აღარ მეიაზვები... - ძლივს წარმოსთქვა. - გაჩუმდი! შეეცადე არ ილაპარაკო და არ იმოძრაო! - რამოდენიმეჯერ მძიმედ ამოისუნთქა... საოპერაციო ბლოკის კარებს ,აფორიაქებული შევცქეროდი ... იკამაც არ დააყოვნა , ეხლა უკვე ორნი ისტერიულად შევცქეროდით გამოსასვლელს, ყოველ კარების გაღება - დაკეტვაზე ფეხზე წამოსახტომად მზად ვიყავი, იკა ნერვიულად გადი-გამოდიოდა და ტელეფონს ხელიდან არ უშვებდა... ხუთი საათის შემდეგ როდესაც ლოდინი გაუსაძლისი გახდა, როდესაც ენერგია გამოცლილი აზრებს ვალაგებდი და ვიხსენებდი ჩემს უაზრო საქციელს მალოის მიმართ, გული დამწყდა. ემოციური ფონი , დროის გასვლასთან ერთად გადავლახე... როგორც იქნა კარები გაიღო და გადაღლილი სახით თეთ ხალათში ექიმი გამობრძანდა... წამოვფრინდი და კითხვები დავაყარე... შეწუხებული სახით მომიახლოვდა ... ხელებით მანიშნა დავმშვიდებულიყავი - კარგათ იქნება , თქვა და დერეფანს ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა... მოწყვეტილი დავჯექი სკამზე და ისე ამოვისუნთქე თითქოს მასთან ერთად მეც გადავრჩი, იკასაც არ გამორჩენია ჩემი ნერვიულობა... ის ცრემლები რომლებსაც ამდენი ხანი ვმალავდი, ის ცრემლები რომლებიც გაგას გამო აღარასოდეს არ უნდა წამოსულიყო, ის ცრემლები რომელიც ამდენ ხანს ავირიდე, ყელში ბურთივით მეჩხირებიდა... უცნაური ტკივილი ვიგრძენი გულის სიღრმეში, ამ ბიჭმა შეძლო და მომაჯადოვა რაღაცით, არ ვიცი რითი... იკას არ გამოპარვია არც ერთი ჩემი ამოსუნთქვა... იმის მიუხედავათ რომ ტელეფონზე იყო დაკიდებული. ერთი საბედისწერო ცრემლი მალოისთვის ჩამოგორდა ლოყაზე, სწრაფად მოვიწმინდე , იკას რომ არ შეემჩნია თავი დავხარე .... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.