შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

90's. 90- იანელი (5)


3-03-2021, 04:13
ავტორი Ninnin
ნანახია 969

****


მძიმედ  ჩავეშვი სავარძელში....
თვალები დავხუჭე  და ჩახვევით  გულში ვიმეორებდი
-ღმერთო  მშვიდობით  ჩავიდე...ცოტა ხმამაღლა მომივიდა გაფიქრება.
ავტობუსი დაიძრა ...
გზის პირას უკვე წერტილივით  მოჩანდნენ  ია და ბიჭები, ხელი მინას  მივადე დამშვიდობების  ნიშნად  , ღრმად ჩავისუნთქე და ისევ სავარძელს მივეყუდე
- დიდი ხნით  მიდიხარ? -მკითხა გვერდით  მჯომმა  ქალბატონმა..
- ვნახოთ...- მოჭრით  ვუპასუხე  და კიდევ ერთხელ გადავავლე  თვალი  თბილისის  ქუჩებს, იმის მიუხედავათ  დავიბარე  რომ  ორ წელიწადში დავბრუნდებოდი  ან მანამდე.,რატომღაც გულის  ტირილს და სულის წვას  ვგრძნობდი  მთელ სხეულში  ,თითქოს  რაღაც  ნაწილს  ვტოვებდი  საქართველოში და არა მარტო გაგას და მეგობრებს...
ალბათ  ვერ ვიაზრებდი  რომ ორი წელი 25 წელი  გახდებოდა....
მაგრამ იმ წუთას სხვა  გზა არ იყო, გამოსავალი ვერ ვნახე  ...
გაგას სამი წელი მიუსაჯეს   ...

****
განადგურებული მოვედი სახლში  , აზრებს სწორად ვერ ვალაგებდი  ,
-გაგა სამი წელი იჯდება ,ზაზა კი ..ჯანდაბა! ზაზას ერთ  კვირაში  გამოწერენ  და ღმერთმა იცის რას მოიმოქმედებს, ვერ გავრისკავდი  ბიჭების საფრთხეში ჩაგდებას და ადვოკატს  ვთხოვე წერილი გადაეცა გაგასთვის :

"ბევრი ვიფიქრე რა მეთქვა, შეიძლება გეწყინოს რომ გითხრა ესე მირჩევნია  აგიხსნა, რატომ ვაკეთებ ამას,პირისპირ მაინც ვერ ვაბავ, აზრს  ვერ ვალაგებ,  ჩემს გამო ხარ მანდ და ძალიან განვიცდი, იკას ველაპარაკე  და გადავწყვიტე რომ  მასთან წავიდე, ზაზას გამოწერენ  და  არა მგონია ესე დასრულდეს , შენც იცი ეს, იქ ვიქნები და შენც მშვიდად  იქნები და მეც, როდესაც ჩამოხვალ !და თუ ვერ ჩამოხვედი  მე ჩამოვალ, გპირდები .
ვიცი სწორად გაიგებ.
მიყვარხარ ძალიან. "

ქეთი.


****
სამ დღე დასჭირდა მოსკოვამდე ჩასვლას ,თუ არ გავაფრენდი  არ მეგონა, დაუსრულებელი გზა....ისე ნელა გადიოდა  დრო , გაფრენას  ვიყავი....
დაბნეული და დაღლილი  ჩამოვედი  ავტობუსიდან,  შეშინებული  თვალებით  ვეძებდი  ნაცნობ  სახეს,  როგორც იქნა  ნიკუშას მოვკარი  თვალი  ,ატუზული სადგურის  ბოძთან სიგარეტს ეწეოდა...
- ნიკა... - ხელი დაუქნიე  შორიდან, ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდა  ჩემსკენ
- ქეთი,  როგორ გაზრდილხარ. - გადამეხვია  ნიკა
-ხო შენც დაბერდი  ცოტა..
- შეხედე  ამას! - ვითომ გაბრაზებით  წარმოსთქვა  და ისევ გადამეხვია .
- ბარგი გაქვს?
- პატარა ჩანთა  მაქვს, ეხლა გადმოიღებს  მძღოლი.
- ძალიან კარგი, მაშინ სადმე დავჯდეთ და მატარებლის ბილეთები უკვე ავიღე   და ხუთ  საათში გადის.
- აუუ ,კაი რა ხვალ მაინც აგეღო.
- ხო ქეთ  ვიცი  დაღლილიხარ, მაგრამ მისმინე  იკას რაღაც პრობლემები შეექმნა პრაღაში, გუშინ დამირეკა  და მითხრა სასწრაფოდ  აიღე ბილეთებიო როგორც კი ჩამოვა წამოდითო  აქ ვეღარ გავჩერდებიო  თორე ისე ვიფიქრე ერთი კვირა მაინც გაჩერდებოდი.
- რა პრობლემები აქვს  ? რატომ არ მითხრა?
- ზუსტად არ ვიცი მეც, ჩავალთ  და გვეტყვის.




ეს მატარებლის ჩახჩახი  მანერვოზებს, ეს მოსკოვის  ვაგზლის სასადილოში  მირთმეული  წიწიბურა  და კიევური  კოტლეტი  ყელზე  მადგას,  და ვფიქრობ საერთოდ  რატომ შევჭამე  , ეს დაუსრულებელი მოგზაურობა  ხომ მაგიჟებს  ,ნიკამ რომ მითხრა ჩეხეთამდე   ორი დღე უნდაო  , ცოტა  დამაკლდა  მატარებლიდან  გადახტომას, მთელი გზა  მატარებლის  დგნ , დგნ, დგნ , დგნ  ჩამესმოდა  და ნიკუშას  ლექციები...
- დაიმახსოვრე?
- ხო გავიგე...
- არა მოდი  რეპეტიცია  გავიაროთ, - პასპორტი  გამომიწოდა  ნიკამ  და მანიშნა  " დავიწყეთ"   - ო .
- აუ თავიდან  იწყებ ? არ არსებობს!
- რუსულად ილაპარაკე  , კუპეშიც ,ჩემთანაც  და საკუთარ თავთანაც.
- გავიგე!
- სახელი და გვარი მითხარი
- ანა ბაგიროვა 
- სად დაიბადე?
- როსტოვში
- დაბადების  თარიღი ?
- ნიკა სერიოზულად! შევწუხდი !
- ხო კაი ! კაი!
- თუ რამე მოხდა,  პრაღაში  რომ ჩავა მატარებელი  ,  ვაგზლის შენობიდან გადი  და იკა დაგხვდება.
- რა უნდა მოხდეს კიდე  ! რა "დამაიზმენე " !






სულ ტყუილად მიჭყლიტა  ტვინი მთელი  გზა  , კაციშვილს  არ უკითხია  არაფერი.
ნიკაზე  აცრილი  ,მინდოდა მიმეხჩო  მთელი  გზა  რომ ვნერვიულობდი  რომ საზღვარზე  კონტროლს  ან მე ვერ გავივლიდი  ან ნიკა.
ყველაფერი გამიქარწყლდა  როდესაც  ნიკამ  ღიმილიანი  სახით  გადმომხედა
- გავიარეთ...ამოიხვნეშა  და  მეასე  სიგარეტს  მოუკიდა, პრაღამდე  ღერი  ღერზე  ეწეოდა, მე კიდევ  მთელი  გზა ვფიქრობდი  რომ იკას  ვნახავდი  და თითქოს  ყველა  პრობლემა  გადაიჭრებოდა,  ნიკას მკლავზე  მოვკიდე  ხელი  და ჩავჩურჩულე
-ნიკა ,იკას ვერ ვხედავ. - წამით  შეჩერდა  ,თვალი  მოავლო  არემარეს
- ნუ ნერვიულობ  , იცის სადაც ვიქნებით  .- დაახლოებით  ერთი საათი  დაველოდეთ  ,შემდეგ  ნიკამ ტაქსი გააჩერა და წინასწარ დაბრონილ  სასტუმროში მივედით  .



****
იმ საღამოს იკა არ მოსულა, მოვკვდი ნერვიულობოთ  მთელი  ღამე , ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა პრობლემები ჰქონდა ჩემს ძმას, მაგრამ დაახლოებით  ვხვდებოდი.
მთელი ღამე წვიმდა , ყავით  ხელში გავდიოდი  და გამოვდიოდი  ოთახში .
აივნიდან გავყურებდი  პრაღის  ქუჩებს  და ვფიქრობდი ამ ზღაპრული  სილამაზის ქალაქზე,და მახსენდებოდა იკას მონაყოლი  თუ როგორ დაეცნენ  გამთენიისას  მძინარე ხალხს რუსები,- ღმერთო რა სილამაზეა.... სადღაც ფიქრებში იკარგები და ყველაფერი ლამაზად გეჩვენება, უკვე ერთი დღეა აქ ვარ და ჯერ შუქი  არ წასულა  გამიელვა თავში და იკამ  კარები შემოიტანა....

არ ვიცი როგორი სისწრაფით  მივვარდი  , ამდენი ხნის მონატრებულ ძმას.
მთელი დღე უყვებოდით ერთმანეთს ჩვენს  ამბებს ...
- დალევ კიდე ? - ვისკის  ბოთლზე მიანიშნა  ნიკამ.
- ხო ჩამოასხი ,ერთიც დავლიოთ.
- იკა აქ დავრჩებით?- პასუხის მოლოდინში, სიგარეტს მოვუკიდე .
- დღეს ღამე წავალთ , მთელი ღამე ვცდობდი მოსვლას  " ხვოსტი " ძლივს მოვიშორე! ამის დედაც გიჟს  ვგავდი  კიდე კაი მარტო არ იყო ქეთი  , გავაფრენდი!
იკამ სიგარეტი გამომგლიჯა  ,ღრმა ნაფაზი  დაარტყა და საფერფლეში  ნერვიულად  ჩააქრო.


*****


რა ფენომენია  დრო და დროის ზღვარი , რას ემსახურება ლოდინი, ნერვიულობა ,ტანჯვა, ხანდახან  მგონია  ხოლმე რომ ვიღაც სადღაც ზის და ჩვენით მანიპულირებს,სათამაშოებს  ვემსგავსებით  დროსა და სივრცეში,გაზაფხულს ზაფხული მიჰყვა და შემდეგ  ზაფხული, ჩვეულ რეჟიმში დრომ  ფუნქცია  დაკარგა  და ჩემი ცხოვრება ერთი დიდი მასკარადი  გახდა ,აღარ უხდებოდა  ჩემი სისუსტე ამ ცხოვრებას, მაგრამ ბიძგი არ მქონდა ის რაც საბოლოო  გაძლიერებამდე  მიმიყვანდა, სამი წელი გავიდა  რაც საქრთველოდან  წამოვედი, რაც გაგა დაიჭირეს , თითქოს ჩემს თავში ყველაფერი დავალაგე  და შევამზადე თავიც და ცხოვრებაც მასთან შესახვედრათ, Berlin  ის ქუჩებს მიუყვებოდი  განუყრელი  სიგარეტით  და გაგას ზარის მოლოდინში  გული გაგლეჯვას მქონდა  , დღეს გაგა გამოდის ციხიდან მე კი მოწყვეტილი მისგან მხოლოდ იმის მოლოდინში ვარ რომ მისი ხმა გავიგონო
- გაგა .....ჩავილუღლუღე  .
- ქეთ ჩემო სიცოცხლე როგორ მომენატრე.
-მეც ძალიან მომენატრე, ხომ მალე ჩამოხვალ  .
- ხო ჩემო პატარა ,ყველაზე ბევრი ერთ თვეში შენთან ვარ.

მთელი ერთი კვირა ემოციებში  ვიყავი .
გული გაგლეჯვას მქონდა, ყურებში საკუთარი გულის  ფეთქვა მესმოდა, თითქოს მკერდიდან  ამოხტომას  ცდლილობდა....


****

ზაფხულის მზე აჭერდა  დაუნდობლად,  ცოტაც და გული  წამივიდოდა  სიცხისგან,  ჩრდილის  ძებნაში  გზის  მეორე მხარეს  გადავედი  და სადარბაზოსკენ  სწრაფი ნაბიჯებით წავედი.
მოწყენილობა ძალიან არ მაწუხებდა  , საღამოს ოლგას  დაბადების  დღეზე ვიყავი  დაპატიჟებული და მთელი  დღე ვემზადებოდი, კარადიდან  ჩემი  საყვარელი შავი კაბა  გამოვიღე  ,
და მისაღებში  ყავის დასალევათ  გამოვბაკუნდი, იკა დივანიდან  მოულოდნელად  წამოხტა
- სერიოზულად?!
- რაიყო?
- რა რაიყო ამ...  აი ..ამით  აპირებ წასვლას?! - აშკარად უკმაყოფილოდ ჩამაყოლა  თვალი.
- რა მოკლეა?
- კი მოკლეც! მაგით  არ წახვალ!
- ოოო! კაი რა ნუ დაიწყე! მგონი აღარ ვარ ბავშვი!-სიგარეტს  მოვუკიდე  და იკას გაბრაზებულმა  შეუბღვირე.
- არ წახვალ საერთოდ!
- შენც წამოდი რა....- ისევ ვცადე მე ჩემი გამეტანა....უშედეგოდ.
- საქმე მაქ...თუ რამე დამირეკე მოგაკითხავ .
- მე გვიან მოვალ და შენ არ ინერვიულო  კაი.

მეტი  დამაჯერებლობისთვის  გამოვიცვალე  და უფრო შედარებით  იკასთვის  მისაღებად  ჩავიცვი.
კარებში  წამირად  შევჩერდი  და იკას  მივაძახე
- საქმე ხოოო ...პაემანი აქ გაქვთ  შენ და ლიკას!- სწრაფად  გავიხურე  კარები  და სიცილით  კიბეებზე  სწრაფად  ჩავირბინე, რაღაც  მომენტში  თვალი  მოვკარი იკა  წამოენთო  ....


****
ოლგას  დაბადების დღეზე შეყვარებულმა სიურპრიზი  გაუკეთა  და დისკოთეკა  დახურა, რას არ მოიფიქრებს  ქართველი! ღიმილით  უყურებდი  მათ  ემოციებს  ...
კახა  იკას ძმაკაცის  უმცროსი  ძმა  და ოლგას  შეყვარებული  იყო, ასევე  ერთ-ერთი  ჩემი ზედამხედველი...
დაბალი მრგვალი მაგიდები გადაჭედილიყო პატარა ჭიქებში  მოთავსებული  ტეკილას ჟელატინებით, დიჯეი  დიდი მონდომებით  ამოწმებდა  ხმის გამაძლიერებლების  ენერგიას, ერთმანეთის საუბარიც კი აღარ გვესმოდა,  ალაგ-ალაგ  განათებების  ფონზე  ვხედავდი  ნაცნობ  და უცნობ  სახეებს, თავისუფალი  მაგიდა   შევნიშნე  და მისულიც  არ ვიყავი    იქამდე  რომ  ოლგამ  ელვის  სისწრაფით  ჩამიქროლა  , პუფზე  დაენარცხა  და ნიშნის  მოგებით მითხრა
- თუ არ დალევ ! .. ვერ   დ ა ჯ დ ე ბ ი
შეწუხებული სახით  გადავხედე, დღეს გეგმაში არ მქონდა დალევა მაგრამ ვიცოდი ოლგას კლანჭებიდან   თავს  ვერ დავახწევდი.
სამი  ჟელატინ-ტეკილა   გადავკარი  და ვანიშნე  ჩაწეულიყო.
როგორც იქნა დიჯეიმ  შეაჩერა არჩევანი  სასურველ მუსიკაზე  და ...
დაისვენა ვითომ ყურებმა...?!
ტვინში მირტყავდა  " დინამიკების " ბაგაბუგი...
თვალი გადავავლე სამეგობროს  ორმოცდაათიდან  მხოლოდ  ათი ნაცნობი  სახე  მომხვდა  თვალში,  სათითაოდ  ყველა მესალმება  და ოლგაც  დაუზარელად  უხსნის  ყველას
- ეს იკას დაა  კეტი.... მანერვოზებს  კეტის  რომ მეძახის  მაგრამ  რას ვიზავთ,  უცხო ქვეყანაშიც  რომ რაღაცნაირად  მოვახერხეთ  დამეგობრებაც  ამაზეც მადლობელივარ,
იქიდან გამომდინარე  რომ გერმანიაში  ბევრი რუსი ცხოვრობს  ან გერმანელი რუსულად მოლაპარაკე,  შესაბამისად სამეგობროც  რუსულენოვანი  და ქართველებისგან  შედგებოდა, ალაგ- ალაგ  მერეოდა  ვისთან  ქართულად  და ვისთან  რუსულად  მელაპარაკა, იმდენი მოვახერხეთ  და ოლგას, მე და კახამ  ერთიანი  ძალებით  რამოდენიმე  ქართული  სიტყვა  ვასწავლეთ, ისიც დაუზარელად  იმეორებდა და კახას ბედნიერ სახეს შესცქეროდა.
ამასობაში  კახამ ოლგა მომტაცა  საცეკვაოდ,  დანარჩენებიც აიშალნენ , დიჯეიმ წყვილების  აცეკვებაც  არ დააყოვნა  და ჩემი საყვარელი სიმღერა  ჩართო  სარა კონორის  "from Sarah with  love " , ამის კლიპზეც  კი ვგიჟდები,  ცრემლები მაწვება, ყელში  ბურთი მახრჩობს  და გაგას სიყვარულს ვტირი, ხანდახან იმისთვის ვრთავ რომ მოვუსმინო  და ვიტირო...
ჩემს ფიქრებში  წასულს  წინ
" მალოი " ჩამომიჯდა,
  ტეკილა გადაკრა...
- შენც მარტო ხარ?
- როგორც ჩანს  ...
აღელვებული  და ცრემლნარევი  ხმა  შევეცადე  დამემალა  და სახეზე ღიმილი  მოვირგე
- გინდა ვიცეკვოთ?
- არა მადლობა...
- მაშინ კომპანიას გაგიწევ...
- კაი რა მალოი  ..
- რა იყო , რამოხდა...
- არაფერი უბრალოდ ვხვდები...და არ გამოვა..- ცოტა დავლიე და გავბედე  რომ მეთქვა  ვხვდებოდი რომ მოვწონდი  და არაფერი გამოვიდოდა,  პირველი მცდელობიდანვე  გასაგები იყო  მაგრამ მაინც ცდილობდა  ჩემთვის  თავის  მოწონებას  ,
მაგრამ არა შემაწუხებლად,მალოი  იკას ძმაკაციც  იყო და ასევე ეკუთვნოდა სხვა სამყაროს , იმ სამყაროს რომელსაც გაგა და თავის ძმაკაცები,  იკა და ნიკუშა,
- მალოი მე შეყვარებული მყავს  ..ხომ ხვდები?
- შეყვარებული? - ჩაიცინა მალოიმ
- ხო , რა არგჯერა? - მივხვდი მისი გაგების ადამიანს  ესე ვერ გავაგებინებდი  , რატომღაც პირველად არ ესმოდა რომ შეყვარებული  მყავდა მაგრამ დიდად  არ აწუხებდა  ეს ფაქტი.
- და სად არის შენი შეყვარებული?
- ეხლახანს გამოვიდა ციხიდან...მალე ჩამოვა...
- შენ რა გაგაზე ხომ არ ამბობ იკას რომ ელაპარაკება  ხოლმე?
- ხო , გცოდნია.- ჩავილაპარაკე  ნაწყენი  ხმით.
- და თუ მოდის რატომ ხარ ესეთი მოწყენილი?
- არ ვარ....- ბრაზით  თვალი  ავარიდე,  აშკარად მეტყობოდა  ბოღმა მახრჩობდა,  იკას ვერ ვუხერხებდი ვერაფერს,  მას ერთ  წინადადებაში  გაგას და ქეთის  გაგონებაც  არ სურდა,  ის მხოლოდ პირისპირ   შეხვედრას  ელოდებოდა და არც აპირებდა იმის განხილვას  რომ გაგას ჩამოსვლას  მოყვებოდა ჩემი ცოლად გაყოლა,  მე კი სხვა თემას არც განვიხილავდი,  მქონდა იმედი რომ გაგა ჩამოვიდიდა  და ნახავდა იკა რომ მე ბედნიერივარ  და შეეგუებოდა  ბედს  და მიხვდებოდა რომ ვერ შეეწინააღმდეგებოდა  ჩვენს  სიყვარულს.
მობილური  და სიგარეტი ავიღე
- მალოი  დაგტოვებ  კაი გარეთ  უნდა გავიდე მოსაწევად..
- აქ მოწიე..
- ჰაერზე  გავივლი... - წამოვდექი  და გასასვლელისაკენ წავედი
- ნასვამი ხარ და გამოგაცილებ  კაი?
- არა არ გინდა! ისე შენც არ ხარ ფხიზელი! - ბოროტულად ჩავიცინე  და გზა გავაგრძელე
ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე , სიგარეტს მოვუკიდე და ცაში რამოდენიმე ვარსკვლავი  გადავთვალე...
- ვარსკვლავებს  ნუ ითვლი!  - ჩაიხითხითა  კახამ რომელიც სიგარეტის მოსაწევად გამოსულიყო.
- რატომ? ჰმ , მეჭეჭები ამომივა???- გადავიკისკისე  და იას ბებია გამახსენდა .
მობილურს დავხედე ღამის სამი საათი იყო და შეტყობინება იკასგან :

" ძაან ხო არ აგვიანებ? 20 ევრო ჩაგირიცხე  , დამირეკე რო წამოგიყვანო. "

ამოვიხვნეშე შეწუხებულმა  და წამიერად ჩავფიქრდი :

" არ გინდა მოვალ  მეთვითონ,არ ინერვიულო ,  მადლობა რომ ჩამირიცხე "

გაგას ნომერი ავკრიფე  და გულის ფანცქალით  ველოდებოდი მისი ხმის გაგონებას...
დაუსრულებელი და გაწელილი  ზარი ნერვების  მომშლელად  გადიოდა...
გავთიშე  და თავიდან  გადავრეკე.
მესამე ზარზე როგორც იქნა...
- გაგა ...ხომ არ გეძინა  ?
- რომელი ხარ? - მოულოდნელი და თავზარდამცემი აღმოჩნდა უცხო ქალის ხმის გაგონება.
- მე გაგასთან ვრეკავ  და შენ ვინ ხარ, -ვუპასუხე მომთხოვნი ტონით.
- მე გაგას შეყვარებული ვარ და შენ ვინ ხარ?
- ვინ? შეყვვარებული  ! 
კახა სწრაფი ნაბიჯებით  მოგვიახლოვდა
-რახდება აქ !
ოლგამ ხელით  ანიშნა დაწყნარებულიყო,  მალოი  შორიდან აკვირდებოდა  ყველაფერს , ცრემლები მომაწვა მინდოდა მეღრიალა , შევნიშნე მალოიც ფეხის ათრევით  წამოვიდა ჩვენსკენ,  ხმის ამოღებაც  აღარ შემეძლო , ათასი აზრი ირეოდა ერთად ჩემს  თავში  , მიწა ფეხქვეშ მეცლებოდა  და მოუთმენლად  ველოდი  გაღვიძებას  ამ კოშმარიდან.მოულოდნელად  ნანას პარალელურად,  გაგას დაძაბული  ხმა გაისმა :
- ვის ელაპარაკები? - ხმები ერთმანეთში აირია , გაგამ სავარაუდოდ მობილური წაართვა  და უსასრულო  დუმილი  ჩამოწვა...
- უნამუსო ხარ გაგა! არც გაბედო  თავის გამართლება! - ტელეფონი გავთიშე  , ყველა გრძნობას მოვუყარე თავი ემოციების ჩასაქრობად,  შინაგანი წამიერი  ბრძოლა  წავაგე  და ცრემლები თავისით  მოდიოდნენ, ვეღარ არა !აღარ ემორჩილებოდა არცერთი  გრძნობის  ელემენტი, ოლგა ჩამეხუტა  და უარესად ავქვითინდი...
- არ ღირს დამიჯერე ...- ჩამჩურჩულა ოლგამ.
- დედაშევე*ი !!! - ჩაილაპარაკა კახამ. - მალოიმ შემომხედა , ისევ ოლგას ჩახუტებული  უაზროდ ვითქვამდი  სულს  ტირილისგან ძალა  გამოცლილი,  ჩვენი თვალები ერთმანეთს  შეეჩეხნენ , დანაღვლიანებული  და გაბრაზებული თვალებით  უფრო დამაჯერებელად  ვექცეოდი  მისი ყურადღების  ცენტრში, " ბიჩოკი " მიწაზე დააგდო  და ნერვიულად ფეხით  გასრისა  , კახას რაღაც გადაულაპარაკა  .
- წამოდი შევიდეთ. - ჩამჩურჩულა ოლგამ.
თანხმობის ნიშნად ჩამორჩენით  შევყევი  დარბაზში  , კახა და მალოი  სხვა ბიჭებთან ერთად გარეთ  დარჩნენ,  მე ჩემს პუფს  დავუბრუნდი  მაგიდაზე განახლებული  ხილი , მინი სენდვიჩები  და ტეკილა- ჟელატინი  შევნიშნე
- ოლგა შენი დაბადების დღეა დღეს   და ამ დღის  გაფუჭებას  არ ვაპირებ, - ხელი მხარზე დამადო  ჩამეხუტა .
- ჩვენ ხომ დაქლებივართ
- რათქმაუნდა! - გაკვირვებით  შევხედე და ჭიქა ნერვიულად ავიღე..
- შენ ჩემი დასავით  ხარ და მინდა იცოდე რომ შენს  გვერდით  ვარ,  არ იმსახურებდი  ამას ,მაგრამ თუ გინდა წასვლა არ მეწყინება, კახას ვეტყვი  და წაგიყვანს  სახლში.
- კაი რა , შანსი არ გაქვს! მე გაგას გულისთვის,  იყო დრო როდესაც ყველაფერს დავთმობდი,  მაგრამ ღალატი? ეს უპატიებელია! მოღალატე არ იმსახურებს გლოვას! და არც ჩემი მეგობრების დაბადების  დღის გაფუჭებას  ! წადი იცეკვე გაერთე  ,მე ორი წუთი  მომეცი აზრზე მოვიდე , ხომ გესმის  ჩემი?
- კაი ! - ბედნიერი სახით  შემომხედა ოლგამ და იქამდე მომაშტერდა სანამ არ გავუღიმე.
სცენა დაიპყრო თავისი  ულამაზესი კაბით  , ნელ-ნელა  , ცეკვა-ცეკვით შეუერთდა  დანარჩენებს,  მომღიმარი  სახე  წამიერად დავასერიოზულე  და დეპრესიის  სწრაფ  მკურნალს ალკოჰოლს  მივმართე ....
დარბაზში  ხალხი  მოძრაობდა , ცეკვავდნენ  , იცინოდნენ,  ხმამაღლა  საუბრობდნენ,  გადიოდნენ  და შემოდიოდნენ,   რამოდენიმე  ჭიქის  შემდეგ  ,გაგაც მივასამარე და იქით  წავედი  სადაც  ყველა ცეკვავდა, სადაც  ყველა  ბედნიერი სახეებით  იყვნენ, იქნებ მეც გადამედოს
  სიმხიარულე-თქო , გზად  რომელიღაც  მაგიდაზე  არყის  ბოთლებიც  შევნიშნე,  ერთი ჭიქა გზად გავიყოლე  ,  დიჯეისთან მივზოზინდი  და ვთხოვე    ოთიკო  ანდრიაძეს  " ჩემი იქნები" ჩაერთო, თვალები დავხუჭე ,მუსიკის  გუგუნში მხოლოდ  სიტყვები  და მუსიკა  ჩამესმოდა,
არა ტირილით  აღარ ვტიროდი,
უბრალოდ ვაცილებდი  წარსულს  ,
ვმარხავდი  სადღაც შორს,
  მე ის დავამთავრე......
ნელ - ნელა ხალხი შემოგვეცალა  გარშემო,
ერთ მომენტში თვალები გავახილე,მაგრამ ისევ იმ შემოქმედების ეფექტში ვიყავი,გამოსვლა არც მიცდია, მოპირდაპირე მხარეს  შევნიშნე მალოი  იჯდა რამოდენიმე ბიჭთან ერთად  და რაღაცას ესაუბრებოდნენ, ის კი მე მიყურებდა, იმ მაგიდას სადაც დასალევი  მეგულებოდა  რამოდენიმეჯერ ჩაუარე  და ჭიქით ხელში ისევ სცენას დავუბრუნდი,
ოლგა და კახა ახლართულები ცეკვავდნენ,  თუ უფრო მოძრაობდნენ ვიდრე ცეკვავდნენ  ნელ მუსიკაზე, შორიახლოს კიდევ რამოდენიმე წყვილი, კადრებში  თეოს მოვკარი თვალი  კოტეს ეცეკვებოდა - როგორც იქნა ! ეშველათ, გავიფიქრე და შემდეგი ჭიქის ასაღებად  წავედი მაგიდისკენ  , ჩხირებზე წამოცმული  მარწყვი  ავიღე და პატარა ჭიქაში  მოთავსებული  ტეკილა-ჟელატინი  გავიყოლე,
- ქეთი, მგონი საკმარისია  ...- ისე მოულოდნელად მომიახლოვდა
მალოი  ვერც კი გავიგე  .
- ჩემი ზღვარი ვიცი! - თავდაჯერებულად  ვუპასუხე და ისევ საცეკვაოდ წავედი,ფეხდაფეხ წამომყვა, უცბად მკლავზე ხელი მომკიდა ...
- ხელი... - გაოცებულმა გავხედე, იმის ნიშნად რომ გაეშვა.
- იკას დაურეკავ,  რომ წაგიყვანოს, ნასვამი ხარ. - გაბრაზებული  ტონი  მზრუნველი  ტონით  ჩაანაცვლა.
- იკა რომ მოვიდეს გამოვფხიზლდები , ვითომ? - ვუპასუხე ირონიულად.
- მალოი  წამო! - დაუძახა  ვიღაცამ, აქ იყავი მოვალ ...მეტი აღარ დალიო!
- შენღა  მაკლდი  !
- რა?! - შემობრუნდა შუა გზიდან.
- არაფერი ისე...იმ ბიჭმა მალოის მოსაწევზე ანიშნა გავიდეთო  , კახაც  მიყვა და დანარჩენი ბიჭებიც ნელ  - ნელა აორთქლდნენ  ,
ოლგა და მარია მომიახლოვდნენ  ..
- როგორ ხარ ქეთ?
- დღეს კარგათ ვარ, ხვალ არ ვიცი.
- მე მაგარი ნასვამი ვარ,  ჩაილაპარაკა მარიამ  და მხარზე  ჩამომეყრდნო,
- მე ხო რას ამბობ  !
- რა უნდოდა მალოის? ხომ არ გაწუხებს?
- არა შეწუხებით  არა მაგრამ  , მგონი...
- მგონი ხოოო, - გადაიხარხარა  ოლგამ.
- რა! იცი რამე  ! - მარიამ  სახე დაასერიოზულა, ქვედა  ტუჩი ვნებიანად  მოიკვნიტა  - ოხ რა ბიჭია!
- კაი ერთი  რა ! ბიჭია რა! - გადაჭრით  ვთქვი და გოგოებს ჭიქები გავუწოდე.
- ერთი  წელია უყვარხარ ,მგონი იკაც  კი  ხვდება! - თქვა ოლგამ  და ჩემსკენ გადმოიხარა წამირად  ჩაფიქრდა  , ეთქვა თუ არა... მერყეობდა....დაიტანჯა  ბიჭი  ...
- ოოო კაი რა ! დაიტანჯა  არა ტოლმა...
- აუ ტოლმა მინდა  ...გადმოგვხედა მარიამ და კონკრეტულად  მე შემომხედა..
- ხო კაი , ხვალ თუ გადავრჩით  ,მე გავაკეთებ და ნაბახუსევზე  ჩემთან გამოვიდეთ, - ოლლლ  დაბადების დღეს გილოცავ! შენ გაგიმარჯოს ! - ჩქარ-ჩქარა დავლიეთ და დიჯეიმაც არ დააყოვნა, - ერთი ცეკვაც  და მივდივარ ! - ეს ვთქვი და დიჯეისკენ  ვთხოვე ოლგასთვის  მიეძღვნა  სიმღერა,  წავედი  და ოლგას საყვარელი სიმღერის  მოლოდინში  ისევ საცეკვაო  მოედანზე  დავბრუნდი....
- ეს შენ ჩემგან  ოლ...
mariah  carey  ის  " my all " , დაიწყო...
მეც ძალიან მიყვარს ეს სიმღერა, ისევ იგივე  მდგომარეობას  დავუბრუნდი  ,გოგოებს  ვანიშნე აქ ვარ - მეთქი! - იქვე მოშორებით  დავრჩი ,წამიღო მუსიკამ ისე რომ ვერც კი შევამჩნიე  უცნობმა  მამაკაცმა  ხელი  გამომიწოდა
- ვიცეკვოთ? - ეტყობოდა საკმაოდ ნასვამი  იყო  ალბათ  რუსი  ან რა მნიშვნელობა  აქვს...
- არა მადლობა...- შევტრიალდი  და კარებისკენ  წავედი,  სიგარეტს  გრაფიკმა  მოუწია....
ზუსტად ამ დროს მალოი შემოდიოდა  და მასთან  ერთად  დანარჩენებიც  შემოლაგდნენ, სახეზე  ყველას ეტყობოდათ  რაც მოწიეს  , ჯერ ისევ ასდიოდათ  ბოლი...
ჰაერზე  გამოვედი, სიგარეტს  მოვუკიდე  , ოდნავ  აგრილდა  და მანქანისკენ  წავედი  , ჩავჯექი  მანქანაში  სავარძელი ოდნავ  გადავწიე  , მობილური  ამოვიღე  და გაგას შეტყობინება  არ შევიმჩნიე,  გვერდითა  სავარძელზე მივაგდე  ტელეფონი  , ნერვიული  ნაფაზი  დავარტყი,  წამით  რაღაც აზრმა გამიელვა... ია ! თავში აზრმა  დამკრა! არა ვერ დავიჯერებ  ! არ ეცოდინებოდა ! მეტყოდა?! თუ არა ! ჯანდაბა! მობილურს გადავწვდი საათს დავხედე   ხუთი ხდებოდა გერმანიის  დროით  ,სწრაფად ავკრიფე იას ნომერი..
- ია ..როგორ ხარ ? ხომ არ გეძინა?
- არა ქეთ,  ეხლა გავიღვიძე ,შენ როგორ ხარ 
- რავიცი...
- მოხდა რამე?
-კი მოხდა!
- რაიყო მითხარი  , ხომ გაქვს მშვიდობა?
- მე?!  ჩემზე მეტი მშვიდობა  გაგას  აქვს!
- რას გულისხმობ? რა ხდება? ისევ რამე პრობლემა აქვს?
- ანუ არ იცი შენ....
- არა მითხარი ნუ დამტანჯე!
- დაურეკე , ვიღაც გოგომ მიპასუხა  ნანა  ვარ ! შეყვარებული-ო ! გესმის  შეყვარებული- ოოო.
- რაა ! ანუ მართალია?
- რა იცოდი?
- არა არა ! გეტყოდი  ხომ იცი? ესე დაზუსტებით  არ ვიცოდი,  რამოდენიმეჯერ დაინახეს მაგ გოგოსთან ერთად,  თურმე ციხეზე  პაემანზეც არის ნამყოფი  რამოდენიმე  დღეა რაც ყურის მოკვრის  დონეზე  გავიგე  ,დაზუსტებით  არ ვიცოდი  , ვიფიქრე წესივრად გავარკვევ იქნებ რამე გაუგებრობაა  და ტყუილად არ მინდოდა  მენერვიულებინე  ,
- ხო ნუ ეგრეა შეყვარებული  ყავს, და თუ პაემანზეც შედიოდა, ნუ მორჩა მაგის სახელის გაგონებაც არ მინდა , არ მაქვს ამდენი სალაპარაკო ია გამეთიშება  , დაგირეკავ  ამ დღეებში.

როგორ გამიკეთა ეს! -  ვფიქრობდი,  როგორ შეეძლო , ნუთუ აღარ ვუყვარდი,  ან საერთოდ ვუყვარდი?! ადრენალინის მომატებას ვგრძნობდი, ის ბურთი რომელიც ცოტახნის უკან ყელში  მეჩხირებოდა  ეხლა უკვე მახრჩობდა,  მართალი ყოფილა იკა,  ღმერთო ჩემო  რა სულელი ვიყავი...მე კიდევ ვზივარ და ველოდები როდის ჩამოვა  ,გაგას ნაჩუქარი ბეჭედი მოვიხსენი  , ზიზღით  შევხედე  რამოდენიმე წუთი  თითებში შევათამაშე.... ოლგას მივწერე
" ოლ მე სახლში წავედი , გაკოცე. ხვალ გელოდებით  ჩემთან "
მანქანის შუა სარკიდან  მალოის მოვკარი თვალი...
მანქანის ძრავის ამოძრავებაზე  მუსიკა გაისმა  , მალოიმ ნაბიჯებს აუჩქარა, რაღაცას იძახდა ...
არ ვიცი რას ...
ნასვამი , ნერვიული , აჭრილი და განადგურებული  , გზის ნაცვლად ჩემი და გაგას ერთად ყოფნის კადრებს  ვატრიალებდი  ტვინში, გამუდმებით  ჩამესმოდა ყურებში  : მე გაგას შეყვარებული ვარ ნანა,  მეორდებოდა  , არ ჩერდებოდა  ეს ხმა  , მუსიკას აუწიე  ბოლო  ხმაზე  იმის იმედად  რომ ამ ხმას ჩაახშობდა,  ვეღარ ვგრძნობდი  , ვერც სიყვარულს , ვეღარც სითბოს  , ვეღარც სიძულვილს, მხოლოდ დამცირებამ  და შეურაცხყოფამ მომიცვა,  ეს ის შეგრძნებაა შინაგანად  რომ გჭამს  , განადგურებს,  ვეღარავის ამჩნევ და აღარავინ გინდა,  ღალატი რა არის თუ არა ის რაც საკუთარი თავის ფასს  გაკარგვინებს,  ვეღარც იმას ვგრძნობდი   როგორი სისწრაფით  მივქროდი  , რამდენ წითელზე  გავიარე,  არც კი შემიმჩნევია  , არცერთი შუქნიშანი არ მახსოვს,  მივხვდი , ვიცოდი არ ღირდა გაგა ამათ,  არ იყო ამის ღირსი , ესე გამწიროს  და მე მის გამო აზრი დავკარგო , მხოლოდ შურისძიება მსურდა,  სამაგიეროს გადახდა და გამწარება  , სიჩქარე 150 რომ გადაცდა გონს მოვეგე, გზას მოულოდნელად შევხედე,  ვერც კი მივხვდი როდის გადავედი საწინააღნდეგო  მხარეს  , ერთბაშად  ავკანკალდი,  ხელები ძლიერად მოვუჭირე  საჭეს  , მანქანა აძაგძაგდა  , მეორე მხარეს დავაპირე გადასვლა , იქამდე სანამ საბედისწერო მოსახვევი  დაიწყებოდა,  სატვირთო მანქანა  რომელიც არანაკლებ დიდი სისწრაფით  მოდიოდა , თვალის მომჭრელი  ფარები შემომანათა...
გაბმული სიგნალი  ყრუდ  ჩამესმა,  რაღაც უშედეგო მცდელობები მახსოვს....
გზიდან გადასვლას და შენელებას ვცდილობდი....
მოულოდნელად განათდა ...
უწყვეტი სინათლე უფრო და უფრო იზრდებოდა....შემდეგ  სრულიად გაქრა და სიბნელე ჩამოწვა....
წყვდიადში მოგუდული  ხმები,  მძიმე ნაბიჯები,
სირენების ხმა ერთი მეორის  მიყოლებით  ჩამესმოდა,  დრო და დრო გონზე მოვდიოდი  და შემდეგ  ისევ გონს ვკარგავდი,  ყურებში შიგადაშიგ  გერმანული ენა ჩამესმოდა  , მაგრამ ვერაფერს ვარჩევდი  ვლუღლუღებდი რაღაცეებს ქართულად  , შემდეგ ისევ ვითიშებოდი...
სასწრაფოს საკაცეზე  ახალგაზრდა ქალი ქამრებით  მკრავდა,  რაღაცას მეუბნებიდა , მის ქერა თმებს  ნიავი ოდნავ არხევდა  , ჩემსკენ დაიხარა , რაღაც არაბუნებრივად  გამიღიმა,  გარშემო  სხივისებრი  სინათლე  ერტყმოდა  :
- დედა... ბოლო სიტყვა დავიძახე , საბოლოო  გონის  დაკარგვამდე.



№1  offline წევრი 《Sunshine》

იმის მიუხედავად რომ ესე დააგვიანე კი არა რამის ჩამომეძინა მაინც მომწონს არ იმსახურებს ეს ისტორია რომ შუა გზაზე მიატოვო და გთხოვ მალე დადე რაც შეიძლება

 


№2  offline წევრი Ninnin

《Sunshine》
იმის მიუხედავად რომ ესე დააგვიანე კი არა რამის ჩამომეძინა მაინც მომწონს არ იმსახურებს ეს ისტორია რომ შუა გზაზე მიატოვო და გთხოვ მალე დადე რაც შეიძლება

მადლობა ❤ არ მიმიტოვებია ჯერ კიდევ წინაა ყველაფერი, ნაწერი წამეშალა, შემდეგი თავი მალე დაიდება ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent