თანახმა ხარ?(16)
-კარგი. ღამე მშვიდობის-დაჩიმ კარამდე გააცილა, ოდნავ ცივად აკოცა და გაუშვა. ეს არ ნიშნავდა, რომ მის და ადას ურთიერთობას რამე ემუქრებოდა. უბრალოდ ახლა სხვა საფიქრალი და პრობლემები ჰქონდა. თუმცა რამდენი ხანი აპირებდა ადა ამდენი ტკივილის ატანას საეჭვო იყო. იმ ღამეს სახლში არც მისულა. გარეთ სეირნობაში გაატარა. არ ასვენებდა ის ფიქრები, რომ დაჩი მას არ ენდობოდა. ან ყოველ შემთხვევაში არ ანდობდა მის პრობლემებს, რადგან ეგონა, რომ ადა ვერ გაუგებდა. მიუხედავად ამისა, ადა ყოველთვის ცდილობდა, რომ საერთო ენა გამოენახა მასთან. ცდილობდა დაჩი არ დაედანაშაულებინა და ეგოისტურად არ მოქცეულიყო, მაგრამ ეს ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა. ცოტახანში ალექსანდრემ დაურეკა. -რა იყო? -ადა, შენებმა დაგვირეკეს, მე რა ნინის. ადა ხო მანდ არისო? -და რა უთხარით? -ნინიმ კი უთხრა და მე რომ მქონოდა ტელეფონი არას ვეტყოდი. დაჩისთან ხარ? -არა. -აბა? -გარეთ. -რა გარეთ, ამ შუა ღამეს გარეთ ხარ? -კაი წავედი, არ მცალია. -მოიცადე. სად ხარ გამოგივლით. -შემეშვი ალექს რა. დარეკავენ კიდე და უთხარი რომ მძინავს და ტელეფონი დასატენია-ადამ გაუთიშა და ტელეფონი გამორთო. 8საათისთვის მივიდა სახლში, ჩუმად აიპარა ოთახში და დასაძინებლად დაწვა. იცოდა რომ ეკატერინე და დავითი ფირმაში 10ისთვის მიდიოდნენ, დღეს შაბათი იყო და ადას შეეძლო სახლში დარჩენა. ბალიშზე დადო თავი თუ არა ტელეფონმა დარეკა. დაჩი იყო. -გისმენ? -გეძინა? -არა. ხო მშვიდობაა?-ადა საწოლიდან წამოჯდა და ოდნავ ანერვიულებული ხმით ჰკითხა. -კი. სამსახურში მივდივარ, ვიფიქრე იქამდე გავუვლი და სადმე ყავას დავლევთ თქო. -ჩემთან რო გამოხვიდე? ჯერ არც ავმდგარვარ. -შენები? -არ არიან. -კარგი. ადამ ხალათი შემოიცვა და ქვევით ჩავიდა ყავის გასაკეთებლად. ტელეფონზე დაჩის ხმა საკმაოდ მშვიდი მოეჩვენა. ალბათ გუშინდელის შემდეგ უფრო დაწყნარებულიყო. თუმცა მისგან განსხვავებით ადა შორს იყო სიმშვიდისგან. ყველაზე მეტად ღელავდა, რომ დაჩის და დიმიტრის კამათის ერთ-ერთი მიზეზი იყო მრავალთაგან. ამ დროს ისევ ტელეფონმა დარეკა. -ცოტაც და გადავაგდებ ამ უბედურებას. გისმენთ? -ადა, ხო მშვიდობა გაქვს? სად იყავი გუშინ?-ნინი რეკავდა. -კი, კი-ეცადა რაც შეიძლება დამაჯერებლად მოეჩვენებინა თავი. არ უნდოდა ნინისთანა არაფრის ახსნა და მითუმეტეს ლაპარაკის დიდხანს გაგრძელება-ეხლა სამსახურში მივდივარ რაღაც თათბირზე და დაგირეკავ მერე. -კარგი. შემომიარე რა საღამოს, ან რავიცი აბელაშვილებთან არ მოდიხარ? -მერე დაგირეკავ-ამ დროს დაჩიც მოვიდა, ტელეფონი გათიშა მაგიდაზე დატოვა და კარი გააღო-შემოდი-უცებ მოწყვეტით აკოცა და სამზარელოში გაბრუნდა. დაჩის ეუცნაურა ადას სიცივე. მიხვდა, რომ რაღაცაზე იყო ნაწყენი. სამზარეულოში გაყვა და ბარის მაგიდასთან ჩამოჯდა. -ადა. -ხო? -ვიცი, რომ ძალიან ბევრი რამე არის რაც ჯერ არ მითქვამს. -არ არის საჭირო-ადამ ყავა დაუდო წინ-რამეს შეჭამ? -არა-სანამ გაბრუნებას მოასწრებდა, ხელი მოკიდა და მისკენ მიიზიდა-მომისმინე ორი წუთი. მინდა რომ მოგიყვე. -არ ხარ ვალდებული. ეხლა საკმარისი პრობლემები გაქვს. -და მაგიტომ მინდა რომ მოგიყვე. შენც უნდა იცოდე. თუ გეზარება?-ნაძალადევად გაიცინა, ადას გამხნევება სურდა ოდნავ და ხელზე აკოცა. -კარგი-მის წინ ჩამოჯდა და ყავა მოსვა. -დედას წასვლის მერე იტალიაში, მინიმუმ სამ სამსახურში ვმუშაობდი. სწავლა არანაირად არ გამომივიდოდა იმ თანხით რასაც ვშოულობდი. ვაჟამ არც ერთი ბინა არ დაუტოვა დედაჩემს, მაგრამ სუ რო მოეცა, არც მივიღებდით. რა თქმა უნდა შემეძლო არ მემუშავა და დავლოდებოდი ელისაბედი როდის გამომიგზავნიდა ფულს ხოლმე. ამ პერიოდში დიდად არც ვნახულობდი ოჯახს. ვაჟა საშინლად გაბრაზებული იყო, მახსოვს ბოლოს მითხრა შენ ჩემი შვილი არ ხარო. ჩემი შვილი ესეთი არაკაცი ვერ გაიზრდებოდაო. ერთი წელი ხმა არ გაუცია. მერე მე ვცდილობდი ნელა-ნელა იქნებ რამენაირად შემომერიგებინა. კიბოს შესახებ რომ გავიგე, მერე ყოველდღე ხან ოფისში ხან სახლში მივდიოდი...-მცირე პაუზის შემდეგ ისევ გააგრძელა, აშკარად უჭირდა მოყოლა, სუნთქვა უხშირდებოდა და სახეზე წითლდებოდა. უფრო გაღიზიანებული იყო , ვიდრე სევდიანი. ადაც სულ თვალებში მისჩერებოდა და გულისყურით უსმენდა-ხან ოფისში ვაკითხავდი. მაგრამ არა ბოდიშის მოსახდელად. უბრალოდ მამა იყო და არ მინდოდა ესეთი ურთიერთობა გვქონოდა. სიმართლე რომ ვთქვა, ვერც დავუკარგავ იმას , რომ კარგი მამა იყო. ყოველ შემთხვევაში გაშორებამდე. მერე თითქოს სრულიად უცხო ადამიანი გახდა მამაჩემი. თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა. ზუსტად რა იყო დღემდე ვერ გავერკვიე. სულ ვფიქრობდი და მერე გავარკვიე კიდეც, რომ ასე თუ ისე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ადამიანის ნერვულ სისტემაზე. სულ მაგას ვაბრალებდი, რომ მამას უარი არ უთქვამს ჩემზე. რომ ეს კიბო იყო. ამავდროულად დიმიტრის ამხედრებდა ჩემს წინააღმდეგ . ელისაბედს საერთოდ 10 წელი არ უსაუბრია შვილთან. ვერ წარმოიდგენ დედაჩემი ყოველდღე რა დღეში იყო ამის გამო. ერთ შვილთან კონტაქტი არ ჰქონდა, მეორე სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა. გუშინ ღამე საავადმყოფოში დიმიტრის ამოასხა, ვეღარ მოითმინა და 10 წლის დაგროვილი ბოღმა ამოანთხია , იმიტომ, რომ ვაჟამ ფირმის 60% მე დამიტოვა. -რა?-ადას ყავის ჭიქა კინაღამ გაუვარდა ხელიდან. მამას, რომელსაც შვილი დასანახადაც სძულდა, ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდა მას დაუტოვა. მთელი ცხოვრების ნაღვაწი და ნაშრომი კომპანია, ყველანაირი წინაპირობის გარეშე გადასცა შვილს. -არ ვიცი, რამ გააკეთებინა. ვითომ თავის დანაშაულის გამოსყიდვა უნდოდა. იცი შეიძლება სიმსივნე მართლაც ის მიზეზი იყო, რატომაც მე ესე ვძულდი, ან მე მინდა, რომ ესე მჯეროდეს. მაგრამ სანამ დედას ღალატობდა, იქამდე სრულიად ჯანმრთელი იყო. ადა ამ ყველაფერს იმიტო არ გეუბნები, რომ ან მე ან დედა შეგეცოდოთ. უბრალოდ ვიცი რა მტკივნეულადაც აღიქვამ ტყუილს და საიდუმლოებს. ვიცი რომ ხშირად არ გელაპარაკები ჩემს ოჯახზე. მინდოდა გამომესწორებინა, მინდა ყველაფერი იცოდე. -რას აპირებ?-ადა სკამიდან წამოდგა, დაჩისთან მივიდა და გვერდით მიუჯდა. -არ ვიცი. როგორ დავთანხმდე იმ კომპანიის ხელმძღვანელობას,რომელშიც დიმიტრიმ 10 წელი დახარჯა. შენ მითხარი. რა გავაკეთო? -დაჩი, ეს...-ადა დაიბნა, რა უნდა ერჩია. ეს ხომ დაჩის ცხოვრება, მისი კომპანია და ოჯახი იყო? -შენი გადასაწყვეტია. გახსოვს, მე რომ გეკითხებოდი დიმიტრიზე. ესეთი დილემა, ყოველთვის თვითონ უნდა გადაწყვიტო. -სამაგიეროს მიბრუნებ გასაგებია-გაეცინა, ადას ხელი მოკიდა და კალთაში ჩაისვა. -უბრალოდ დაფიქრდი, რატომ გააკეთა ვაჟამ ეს. წესიერად წაიკითხეთ შენ და დიმიტრიმ ანდერძი. მერე გადაწყვიტეთ იომოთ, ხელი ჩამოართვათ ერთმანეთს თუ სამუდამო დუმილში გაატაროთ დარჩენილი ცხოვრება. -არამგონია დიმიტრის ეხა ჩემთან ლაპარაკი უნდოდეს. -მე კიდე მგონია, რომ პირიქით. შენზე უკეთ არავის ესმის მისი. ეხლა თუ დაელოდებოდი, ეს სიბრაზე ბოღმაში გადაეზრდება და ვეღარასოდეს მორიგდებით. -კარგი. შუადღეს ან ცოტა გვიან, როცა განვთავისუფლდები გავუვლი. მადლობა-სახეზე ხელით მოეფერა, აკოცა და წამოდგა-შესანიშნავი ყავა იყო. -მადლობა, რომ მომიყევი. -უფრო ადრე უნდა მომეყოლა. მგონი სერიოზული პრობლემები გვაქვს ორივეს, თვითგვემასთან დაკავშირებით. -კი. გეთანხმები. რაღაც საერთო ხომ მაინც უნდა გვქონდეს. -დაგირეკავ საღამოს. შენ რას აპირებ დღეს? -ჯერ არ ვიცი. მერე მოვიფიქრებ. -მომწერე-კიდევ ერთხელ აკოცა, ყავა უცებ დაასრულა და წავიდა.ადამ გადასარევად იცოდა რასაც აპირებდა. დიმიტრისთან უნდოდა საუბარი. შესანიშნავად იცნობდა ყოფილი საქმროს ხასიათს და ხვდებოდა, რომ ძმების ლაპარაკი კარგად არ ჩაივლიდა. შეიძლება ზედმეტადაც ერეოდა მათ ურთიერთობაში, მაგრამ ორივეს ხასიათთან იყო ნაცნობი და იცოდა, რომ თვითონ ვერ მოგვარდებოდნენ. მორიგი ჩხუბით დასრულდებოდა ყველფაერი და ამჯერად რომელიმე სერიოზულად დაშავადებოდა. ოთახში ავიდა, იბანავა, შავი კაბა ჩაიცვა და დიმიტრისთან სალაპარაკოდ წავიდა. ეზოში 3 ჯერ უფრო მეტი ხალხი იდგა, ვიდრე წინა დღეს. მაგრამ ტირილს და ვაი ვაგლახს ვერ მოისმენდით. ყველა ჩუმად იდგა, არც საუბრობდნენ. გაყინული რობოტებივით მისჩერებოდნენ სახლს, ხან ერთმანეთს და ხანაც უბრალოდ მიწას. ადას დანახვისას ჩუმად დაიწყეს ჩურჩული, თუმცა მას არც მიუქცევია ყურადღება ისე შევიდა შიგნით . სასახლესთან ბევრი ხალხი არ იდგა, შიგნით მარტო ახლო ადამიანები იყვნენ. ვაჟას დედას მოჰკრა ადამ თვალი, რომელიც ოთახის კუთხეში ჩუმად იჯდა და ცრემლებს იწმენდდა. დიმიტრი კი უკანა ეზოში ეწეოდა. ადაც მასთან გავიდა. -შეიძლება ვილაპარაკოთ? დიმიტრიმ სიგარეტი გადააგდო და ადა თავისთან ოფისში გაიყვანა. -გისმენ. -დიმიტრი, ამდენი წელია..-ადას დაწყებაც არ დააცადა წესიერად, რომ პირდაპირ ჩაეჭრა. -აქ თუ შენი შეყვარებულის მაგივრად ხარ მოსული სალაპარაკოდ, ძალიან გთხოვ ზუსტად იმიტო, რო ამდენი წელია ვიცნობთ ერთმანეთს, ჩუმად და წყნარად გაბრუნდი სახლში. -შენ საიდან იცი?-გაკვირვებულმა გახედა, ჯერ არავისთვის არ ჰქონდათ ნათქვამი. -როგორც შენ მიცნობ, ისევე გიცნობ მეც. კარგად ვიცი ეგ გამოხედვა. ადა, სერიოზულად არ მაქვს თავი არაფერზე საუბრის. -ვიცი. მართლა , ვხვდები რა ძნელია. ამდენი წელი იმუშავე ამ ფირმაში და ეხლა 35% ძლივს გაქვს. -კარგია რო ხვდები. მერე? -დაჩის არაფერში არ ჭირდება ეგ 60%. შენთითონაც კარგად იცი. -აქ დაჩის რა ჭირდებაზე არ არის. ვაჟამ დამცინა. მთელი ცხოვრება დამცინოდა. მამუშავა იმისთვის, რომ ბოლოს ყველაფერი დაჩისთვის მიეცა. ამის დედა შევე*ი, ჩვენი ურთიერთობა ჩემმა სამსახურმა შეიწირა და ამან ფირმა დაჩის მისცა!! ადას აღარ უნდოდა წარსულზე ლაპარაკი, კარგად იცოდა რომ სამსახურიც ერთ-ერთი მიზეზი იყო მათი დაშორების. მაგრამ უმთვრესად მაინც ირმა რჩებოდა. არ არპირებდა ფეხმძიმე ცოლზე ლაპარაკს და მათ წარსულზე, აქ დაჩისთვის იყო მოსული. -მომისმინე. მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა ჩვენ შორის , როგორც არ უნდა მინდოდეს ბოლომდე ვერ გიზიზღებ. მაწუხებს ფაქტი, რომ შენი ქცევებით ბოლოს მარტო დარჩები დიმიტრი. არ ხარ ვაჟასნაირი ადამიანი და არასდროს ყოფილხარ. ვაჟას შეცდომა მარტო ღალატი არ ყოფილა. მეტი შეგიძლია, დაჩი შენი სისხლი და ხორცია. ერთადერთი ოჯახი რაც დაგრჩა. რატომ არ გინდა რომ შეურიგდე,დაელაპარაკო და ბოლო-ბოლო ამდენი წლის შემდეგ მოაგვაროთ თქვენი უთნხმოება. აქამდე ამაში ვაჟა გიშლიდათ ხელს-დიმიტრი მშვიდად იჯდა და უსმენდა, შემდეგ თითქოს თვალები აენთო, წამოდგა და ადასთან მივიდა. მერე ყურში ჩასჩურჩულა. -ჩემი ოჯახი ირმა და ჩემი მომავალი შვილია. დაჩის კიდე ლაპარაკი თუ უნდოდა, მოსულიყო თვითონ-მერე ისევ გაბრუნდა და სავარძელში ჩაეშვა-იმ წლების პატივსაცემად რაც ერთად გავატარეთ, მშვიდად და ბოლოჯერ გთხოვ რომ წახვიდე. -თორე რას იზამ? ჩემზეც ხელს აწევ? -ნუ სულელობ ადა. მაგას ხომ მაინც ვერ დამაბრალებ რომ შენზე ხელი ამიწევია ოდესმე. კიდე გიმეორებ, ჯერ მამა არც დაგვიკრძალავს და საერთოდ არ ვარ ამაზე საუბრის ხასიათზე. ნუ მაღიზიანებ და მიწვევ. რაც შეეხება გუშინდელს-თავი დახარა, ადას თვალს ვერ უსწორებდა-მაპატიე თუ ცუდად გამომივიდა-იმას გულისხმობდა, რომ ყველას თანდასწრებით ნაშა უწოდა ბოლო ხმაზე-მეც დიდ პატივს გცემ იმისთვის, რომ უსკანდალოდ დავშორდით და სცენები არ მოგიწყვია. -იცი როდის გაპატიებ ყველაფერს. მაშინ კი არა, როდესაც ღალატს შეწყვეტ, ან კარგად მომექცევი, ან დაჩის ბოდიშს მოუხდი. არა , როდესაც დაგინახავ რომ სარგებელს არ ეძებ ყველაფერში. როდესაც შენს თავზე დაიწყებ ფიქრს, იმ კუთხით, რომ შენს ოჯახს უდიდეს ტკივილს აყენებ. ელისაბედი და დაჩი დღეს აქ უნდა იყვნენ, გედგნენ გვერდით. შენი კაცი არ ხარ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლება გაქვს. ოჯახის გარეშე ცარიელი ადგილი ხარ. შენს ოჯახზე ვსაუბრობ, დედაშენზე. რომელთანაც 10 წელია არ გილაპარაკია. ქალზე, რომელიც ყოველდღეს ნერვიულობაში ატარებდა, შრომობდა მომვლელად სადღაც იტალიის მიკუჭულ ქალაქში, რომ თავი ერჩინა. როდესაც შენ და მამაშენი, ნათელში ამყოფოს ღმერთმა, კორპორატივს-კორპორატივზე აწყობდით, შენ წამდაუწუმ ახალ-ახალ ნაშასთან ერთად დაგულაობდი. გასაგებია, რომ ცუდად ხარ იმის გამო, რაც მოხდა. ზუსტად ამიტომ ვარ აქ. რომ ვიცი რაც გაწუხებს. იმ ფაქტზე მეტად, რომ დაჩის ფირმა დარჩა, ის მომენტი უფრო გაწუხებს რომ იცი ვაჟა სწორად მოიქცა. იცი, რომ შენ ძმას ჯოჯოხეთი აქვს გამოვლილი და დღემდე ხელს არ წევს შენზე და არც გპასუხობს აგრესიაზე. აქ არ აქვს მნიშვნელობა ვის დარჩება ფირმა, სულ გადაგიჭამიათ ერთმანეთი. მაგრამ ასე ძალიან რომ გადარდებთ ეს თქვენი იმიჯი აბელაშვილებს, როგორ ჩანს საზოგადოების თვალში, როდესაც დაჩი 20 წუთითაც არ ყოფილა პანაშვიდზე მოსული? ელისაბედიც იმსახურებს აქ დგომას. ვაჟას ორი ძალიან ნიჭირი, ჭკვიანი და ასე თუ ისე უკეთილესი შვილები გაუზარდა. მე შენ ბოროტ ადამიანად ვერასდროს წარმოგიდგენდი დიმიტრი. მითუმეტეს ბოღმიან. მახსოვს, რომ იყო რაღაც კარგი მაინც ჩვენს ურთიერთობაში. ისიც ვიცი, როგორი გულის ადამიანი ხარ. საკუთარ ძმაზე და დედაზეა ლაპარაკი. იცი რა, ილოცე რომ ოდესმე შენმა შვილმა უარი არ თქვას შენზე და ცხოვრებამ იგივე ტკივილი არ მოგაყენოს, რაც დედაშენს და მამაშენს მიაყენა თქვენ გამო. ამის მერეც თუ ვერაფერი გაიგე და ჩემი სიტყვები არაფრად ჩააგდე, მერე უფრო დავინახავ, რამდენად იგულისხმე ეგ შენი ბოდიში და რამხელა პატივს მცემ მე. კიდევ ერთხელ ვიზიარებ-ადამ ჩანთას მოკიდა ხელი, კიდევ ერთხელ გადაავლო დიმიტრის თვალი, თითქოს რეაქციით ცდილობდა ,რაიმეს ამოკითხვას. მაგრამ უშედეგოდ. თვალის დახამხამებაში დატოვა სახლი და წავიდა. ხელები უკანკალებდა, ლოცულობდა, რომ დაჩის არაფერი გაეგო მისი აქ ყოფნის შესახებ. იმედოვნებოდა დიმიტრი დაუჯერებდა და ეს ამხელა ტექსტი რამენაირად იმოქმედებდა მის სინდისზე. თუ გააჩნდა რა თქმა უნდა. მაგრამ არც ერთ სიტყვას არ ნანობდა, რადგან ყველა სიტყვა გულიდან მოდიოდა. მართლა ახსოვდა კარგი მომენტებიც მათი ურთიერთობიდან. ისიც იცოდა, რომ მხოლოდ დიმიტრის ბრალი არ იყო მათი დაშორება. ახლა ისღა დარჩენოდა დაჩის ზარს დალოდებოდა საღამოს. დიმიტრი კი ისევ თავის ოფისში იჯდა და ადას სიტყვებზე ფიქრობდა. რეალურად რაც მის თავს ტრიალებდა რთული გადმოსაცემია სიტყვებით. არც ახსოვდა ბოლოს როდის ჰქონდა ძმასთან ნორმალური დიალოგი 10 წლის განმავლობაში .ვერც იმას იხსენებდა, ბოლოს როდის ელაპარაკა დედასთან. აცნობიერებდა, რომ სიგიჟემდე ენატრებოდა ელისაბედი. არასდროს დაავიწყდებოდა, როგორ ეხვეწებოდა, რომ იტალიაში წასულიყო მასთან ერთად არდადეგებზე მაინც. ახალ წლებზე როგორ უგზავნიდა საჩუქრებს, მაგრამ ვაჟა არასდროს ახსნევინებდა. მთელი ახალგაზრდობა და დარჩენილი ბავშვობა აწვეთებდა , რომ ელისაბედი ის საშინელი ქალი იყო, რომელმაც მათ ოჯახი დაუნგრია. დაჩი კი ამ ყველაფრის ინიციატორი იყო. დიმიტრისთან კი მხოლოდ ვაჟა დარჩა, ამიტომ ვერ დაადანაშაულებდით დედის და ძმის მიმართ სიძულვილში. ტრავმად ჩარჩა, რომ ორივემ მიატოვა მონსტრთან, რომელმაც საკუთარი თავის ასლად გაზარდა და ჩამოაყალიბა. კარიერისტ გულგრილ რობოტად აქცია, რომლის მთავარი მიზანიც მხოლოდ მატერიალური სიმდიდრე და მაქსიმალური ეგოიზმი იყო. ვაჟას დღე არ უცხოვრია სხვისთვის. ყოველთვის საკუთარ თავზე ფიქრობდა. დიმიტრისგან განსხვავებით ის ოჯახს არ უქცევია ასეთად. თუმცა ახლა ვაჟას მოტივების ანალიზს რომ ჩამოვუყვეთ ცოტა შორს წავალთ. აქ მთავარი აქცენტი დიმიტრიზე კეთდება. რომ ჯერ კიდევ არ არის გვიანი შეცვალოს საკუთარი დამოკიდებულება ოჯახის მიმართ. თუმცა თავმოყვარეობაც საკმაოდ უშლიდა ხელს ამ ნაბიჯის გადადგმაში. ბოლოს ისევ გადაწყვიტა ეს საქმე დაჩისთვის მიენდო, იქნებ თვითონ მოსულიყო და ბოდიში მოეხადა. შემდეგ თვითონაც დაფიქრდებოდა უღირდა თუ არა ეს ყველაფერი შერიგებად. მართლაც საღამოს, როდესაც ხალხის დიდმა ნაწილმა დატოვა აბელაშვილების სახლი, დაჩი მოვდია. სასადილო ოთახში ისხდნენ ირმა და დიმიტრი და ვახშმობდნენ. უფრო სწორად ირმა ჭამდა, დიმიტრი კი უბრალოდ მაგიდასთან იჯდა ჩაფიქრებული. -საღამო მშვიდობის-დაჩი ირმას მიესალმა. სახე ისევ საკმაოდ შესიებული ჰქონდა, დიმიტრიმ თვალი აარიდა. რაღაც დანაშაულის გრძნობა ღრღნიდა შიგნიდან, ძმის სახის დანახვაზე მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ბავშვობაში ნებისმიერს, ვინც მის ძმას თითს დააკარებდა , 10-ჯერ უარესს უკეთებდა, ვიდრე დაჩისთვის დაეშავებინა გუშინ. -ჩემთან გავიდეთ-დიმიტრი უკვე ხვდებოდა რისთვისაც იყო მოსული და ოფისში გაიყვანა სალაპარაკოდ. -საომრად არ მოვსულვარ. ლაპარაკი მინდა. მაგრამ თუ უფრო მშვიდად იგრძნობ თავს, მომეცი საბუთები და ეხლავე გადმოგცემ მაგ 60% -ს. -რატომ ფიქრობ ვაჟამ შენ მოგცა ნახევარზე მეტი აქციების? -არ ვიცი. არ ვფიქრობ. არ მაინტერესებს. -არ შეგეცოდა? ვიცი, რომ გეზიზღება, მაგრამ მამაა. არ შეგეცოდა? -ოდესმე შეგცოდებია დედა?-დაჩი პირისპირ ჩამოუჯდა და გამომწვევად შეხედა-რომელიც მომვლელეად მუშობდა წლები? მთელი თავისი ახალგაზრდობა რომ მოღალატე ქმარს შეალია. -ნუ ლაპარაკობ ეგრე მამაზე. -აბა როგორ ვილაპარაკო? რადგან გარდაიცვალა ყველა ცოდვა ეპატიება? აქ ამაზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ. ვერ გავცდით დედაზე და მამაზე საუბარს. რაც მათ ჰქონდათ, ეს მათი პრობლემები იყო. რეალურად არ მახსოვს მე და შენ რამე უთანხმოება გვქონოდა. -გვაქვს. ეხლა. -რა უთნხმოება? -ხომ ძალიან გინდა შერიგება. ძმაო. ხოდა ადას გაშორდი. ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ძმას, რომელსაც ასე უნდა ყველაფრის დალაგება, საკუთარი ძმის საცოლეს ხვდებოდეს. თუნდაც ყოფილს. -მე აქ ჩვენს ურთიერთობაზე ვსაუბრობ და შენ ყველაფერ სხვაზე. ადა აქ არაფერ შუაშია. -არის. მიყვარდა. -და ამიტომ არის ეხლა ირმა ფეხმძიმედ? ადას რატო რევ ამ ყველაფერში? -თვითონ ჩაერია და იმიტომ. -როდის? საიდან მოგაქვს ესეთი სისულელეები? -დღეს იყო მოსული. -საერთოდ საიდან იცი მე და ადას შესახებ? -ადას შენზე უკეთ ვიცნობ. პირველად ჩემი შეყვარებული იყო. -სერიოზულად? პირველად მე დავინახეს აწვები? ადა ერთი დღეც არ გყვარებია იმ 4 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რასაც არ უნდა ამბობდე. თქვენი ურთიერთობის პერიოდში გავიცანი და ერთი სული ჰქონდა დაგსხლტომოდა ხელიდან. ახრჩობდი. მაგრამ გითხარი უკვე ადას აქ არ ჩავრევთ. -თვითონ ჩაერია თქო, რატომ არ გესმის? -ჩემს გასაღიზიანებლად ამბობ მაგას. -არაფერიც. კითხე თუ გინდა. მეხვეწა დაჩის და ელისაბედს დაელაპარაკეო. დაჩიმ მცირე პაუზა გააკეთა და დაფიქრდა. დაუშვად დიმიტრი მართალს ამბობდა, ხომ თხოვა ადას, რომ ამ სახლში მარტო აღარ მოსულიყო? ადას მერე მიხედავდა, ახლა დიმიტრისთან უნდა მოეგვარებინა ურთიერთობა. -რა უნდა გავაკეთო, რომ საბოლოოდ მოვგვარდეთ? გინდა გადმოგცემ აქციებს? არ ვიცი რა გინდა? -გითხარი უკვე. ადას დაშორდები. მერე ვიქნებით ერთი დიდი ბედნიერი ოჯახი. -რაში გაწყობს მე და ადას დაშორება? -მინდა ისეთივე უბედური იყო, როგორიც მამა იყო,როდესაც დედას დააშორე. -ავადმყოფი ხარ. არც ვიცი,რატომ მოვედი საერთოდ შენთან სალაპარაკოდ. სერიოზული პრობლემები გაქვს. დავიღალე-დაჩი სკამიდან წამოდგა და მაგიდას დაეყრდნო ხელებით და დიმიტრისკენ გადაიწია-აღარ ვაპირებ შენთან არანაირ დიალოგს, საუბარს, ხვეწნას ან მუდარას. ომი გინდოდა? ვიტოვებ ამ 60%-ს. მომავალ შეხვედრამდე ძამიკო. *** დაჩი საშინლად გაღიზიანებული იყო. მაგრამ არა ადაზე. ახლა ზუსტად მასთან სალაპარაკოდ მიდიოდა. არ ნანობდა რაც დიმიტრის უთხრა იმას. პირიქით ფიქრობდა დიდი ხნის წინ უნდა შეეწყვიტა ხვეწნა-მუდარა. საკმარისად ელოდა მამა-შვილს და უკვე ყელში ჰქონდა მათი შეურაცხყოფები. არ იცოდა როგორ აპირებდა ამის გაკეთებას და საერთოდ რა შედეგი მოყვებოდა ომს, მაგრამ სხვა გზა აღარ ჰქონდა. რეალურად გულის სიღრმეში იმის იმედი მაინც ჰქონდა, რომ თუ ერთად რაღაც გარკვეულ დროს მაინც გაატარებდნენ, დიმიტრი ოდნავ მოლბებოდა მის მიმართ. მაგრამ მას ძველი დიმიტრი ახოსვდა, 16 წლის უფროსი ძმა, რომელიც ყველაფერზე წამსვლელი იყო მისთვის. როგორც იქნა მივიდა ადასთან, ეკატერინე და დავითიც იქ დახვდა, მაგრამ საერთოდ არ ადარდებდა იმ მომენტში. -გამარჯობა, ადა სახლშია? -კი?-ეკატერინემ გაოცებულმა შეხედა, მაგრამ ვერაფერი უთხრა. თან სახეზე მიაშტერდა, ჯერ კიდევ ეტყობოდა სისხლჩაქცევები და ნაკაწრები დიმიტრისთან ჩხუბის შემდეგ. -ადა!-ეკატერინემ ხმამაღლა დაუძახა და ადა ქვევით ჩამოვიდა. -რ-რ.. დაჩი. -რაღაც საქმე მაქვს-ადა და დაჩი გარეთ გავიდნენ. -იქნებ დაგერეკა? -დიმიტრისთან იყავი? -გითხრა?-ადას გული აუჩქარდა, ყველაზე ნაკლებად დაჩისთან ჩხუბი უნდოდა. ტყუილსაც აზრი არ ჰქონდა. დიმიტრი მოუყვებოდა ყველაფერს. -გეკითხები. -ვიყავი, მაგრამ არ გაბრაზდე გთხოვ. ვიცნობ დიმიტრის და ვიფიქრე, თუ ჯერ მე მივიდოდი რამენაირად გულს მოვულბობდი, ნამუსზე ავაგდებდი თუნდაც რამე შეიცვლებოდა და.. ხო იცი, როგორ მინდა რო შერიგდეთ, ვიცი მითხარი არ წახვიდეო. ვიცი მართალიც იყავი, ისიც ვიცი, რომ ჩემზე დიდიხანია იცნობ. არ ვიცი, მოკლედ არ უნდა წავსულიყავი. მაპატიე. -სულელო-დაჩის გაეცინა, ადა მისკენ მიიზიდა და სწრაფად აკოცა ეკატერინეს და დავითს, რომ არ დაენახათ. -არ ხარ ნაწყენი? -შენზე? არასდროს. მითუმეტეს ცუდი მოტივები არ გქონია. უბრალოდ მეორედ ჩემს ზურგს უკან აღარ იმოქმედო, როდესაც საქმე ჩემს ოჯახს ეხება. არ მინდა ნდობა დავკარგო შენი. -არა, გპირდები. როგორ ჩაიარა? -ადამ კისერზე შემოხვია ხელები, მაგრამ დიმიტრიმ მოაცილებინა. -შენები გვიყურებენ ფანჯრიდან-ადას უკან უნდა გაეხედა,თუმცა ისევ დაჩიმ შეაჩერა-ეხა რო გაიხედო მიხვდებიან. -დავიღალე დამალვით. -სადმე გავიდეთ, წესიერად რო ვილაპარაკოთ. -კარგი, წავედით. -არაფრის აღება არ გინდა? -ეხლა რომ შევბრუნდე ტვინს გაბურღავენ. წავედით-მანქანაში ჩაჯდნენ და კაფეში წავიდნენ სალაპარაკოდ. დაჩი რაღაცნაირად განიცდიდა დიმიტრისთან კამათს. კიდევ უფრო იმაზე ნერვიულობდა,როგორ აღიქვამდა ადა იმ ფაქტს, რომ დაჩის აქციების დატოვება სურდა. კაფეში მისვლის შემდეგ კარგახანი ფიქრობდა, საერთოდ სწორად მოიქცა თუ არა. ბოლოს ისევ გადაწყვიტა ადასთვის ეკითხა აზრი, რადგან ამ მომენტში თვითონ ობიექტურად ვერ აფასებდა სიტუაციას. -როგორც აღმოჩნდა, ვერც შენ მიაღწიე ვერაფერს დიმიტრისთან, ვერც მე-დაჩიმ ამოიოხრა-სიგარეტი გაასწორებდა. -ჰეი. რა სიგარეტი. რა მოხდა ესეთი? -აზრი არ ჰქონდა დიალოგს. სისულელეებს მელაპარაკებოდა და ბოლოს ვუთხარი, რომ დავიტოვებდი აქციებს. -რატომ? -უაზროდ მეომება მთელი 10 წელია. -დაჩი, შენ ამ აქციების დატოვება იმიტომ გინდა, რომ დიმიტრის ეომო? -როდესაც ეგეთი სახით და ტონით მეუბნები,ცოტა ეჭვი მეპარება-გაეცინა-მაგრამ ხო. ეგრე გამოდის. კარგი, არა მარტო მაგიტომ. იქნებ ესე მაინც მიხვდეს, რომ უკან დახევას არ ვაპირებ. -რაზე? შერიგებაზე? რას იზამ, ოფისში ძალით ჩაეხუტები და საჩუქრებს უყიდი, დაკერავ თუ რა შეიცვლება ერთად რომ იმუშავებთ? -დიმიტრისნაირ ადამიანებს ისე უნდა ელაპარაკო და მოექცე, როგორც ესმით. მაგას სხვნაირი საუბარი არ ესმის. -კარგი, გასაგებია, მეც ვყოფილვარ მაგ სიტუაციაში, როცა ვერ ამიტანია და მეც საშინელებები მითქვამს. მაგრამ ეჭვი მეპარება ფირმაში მუშაობით რამეს მიაღწიოთ. -თუ ვერ მივაღწევ დავუბრუნებ აქციებს. ადა, ვერ ხვდები რატომ ვაკეთებ ამას. მე უკვე ყველაფერი მაქვს. მსხვერპლად საერთოდ არ მივიჩნევ თავს. შენ გგონია დიმიტრიმ, რომ ის 60% დაიბრუნოს ერთ თვეზე მეტი იქნება ბედნიერი? ცოლი არ უყვარს. მარტოა, გვერდით დამლაპარაკებელი ვინმე წესიერი არ ჰყავს. ვაჟა იყო ერთადერთი ვინც ასე თუ ისე ზრუნავდა მასზე. ელისაბედსაც გიჟივით ენატრება შვილი. მხოლოდ იმიტო, რო ფული აქვს და გვერდით ვითომ ცოლი ჰყავს, არ ნიშნავს, რომ ბედნიერია. -და რატო გადარდებს ბედნიერია თუ არა? ამდენი რამის შემდეგ რაც გაგიკეთა ან შენ ან მე? -იმიტომ რომ ჩემი ძმაა. როგორც არ უნდა მინდოდეს, ოჯახს ჩემით ვერ ავირჩევ. არ მინდა სიცოცხლის ბოლომდე უაზროდ ვომობდეთ რაღაც აქციების და ვაჟას ნაშების გამო. -კარგი, შენი არჩევანია. -არა, მინდა, რომ გაიგო და არ ფიქრობდე რომ შეცდომას ვუშვებ. -არ ვფიქრობ, რომ შეცდომას უშვებ. ვფიქრობ, ზედმეტ დროს უთმობ ამ ყველაფერს, მაინც არაფერი გამოვა. -როდიდან გახდი ესეთი პესიმისტი?-გაუღიმა, წამოდგა, მის გვერდით დაჯდა და სახიდან თმა გადაუწია-შენ თუ გვერდში დამიდგები, დიმიტრის კი არა, დედაშენს შემოვირიგებ. -ოო აი მომინდომა-ადამ გადაიხარხარა-ეკატერინეს გულს ასი წელი ვერ მოიგებ. -ისე მიყურებს ხოლმე, გეგონება სადაცაა უნდა მოგიტაცო მაგათგან. -შენ იცინე და მგონი ბოლოს ეგრე მოგიწევს, არასდროს, სულ რო 20 წელი გავიდეს, ცოლად ვერ მომიყვან. -მერე მე არც ვაპირებდი შენ ცოლად მოყვანას. -ვერ გავიგე?!-ადამ მხარზე მუშტი მსუბუქად დაარტყა. -აუ! ჯერ დიმიტრი, ეხლა შენ?-დაჩის მართლა ტკიოდა მხარი, მაგრამ მაინც ეცინებოდა ადას გაბრაზებულ სახეს რო უყურებდა-ვხუმრობ. ღმერთო, რა სერიოზული გამიხდი ამასობაში. -მეც მაქვს ახალი ამბავი. -ფეხმძიმედ ხარ? -სასაცილოა. ძაან. არა, სახლიდან გადავდივარ. ბინას ვიქირავებ სავარაუდოდ. აღარ შემიძლია ეკატერინე და დავითთან ცხოვრება. როცა მინდა გნახავ. -მე არ მაწყობს ეგ-დაჩიმ წარბი აცია. -რატომ? -მერე მე როგორ გაკონტროლო ? იქ ეკატერინე გაკონტროლებდა ისე რომ დაცვაც არ იყო საჭირო. -მაკონტროლო არა ის. -ზედმეტად დამოუკიდებლობა მომინდომე. აი მე თუ ცოლად მოგიყვან, კუხნას არ გაცდები. -დაჩი, ვიცი რომ ღადაობ, მაგრამ არ გაჩერდები და დაგშორდები. სერიოზულად. ღადაობა იქით და...-ადას სახე მოეღუშა, ხვალ დაკრძალვა იყო და უნდოდა ეკითხა აპირებდა წასვლას თუ არა. -დაკრძალვაზე უნდა მკითხო?-თითქოს ერთმანეთის წაკითხვა შეეძლოთ-მივდივართ. თან ერთად. და აუცილებლად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.