თანახმა ხარ?(15)
კორპორატივი ჩვეულებრივად გრძელდებოდა. ადა და დაჩიმ გადაწყვიტეს იმ საღამოს არავისთვის არ გაემხილათ და მეორე დღეს ჩვეულებრივად დაბრუნებულიყვნენ თბილისში და მხოლოდ შემდგომ ეცნობებინათ ოჯახებისთვის. ღამე დაჩის ნომერში გაატარა ადამ. აივანზე იჯდნენ და მთელი ღამე საუბრობდნენ. -არ ვიცოდი ესეთი მატყუარა თუ იყავი. -შენი ძმისგან ვისწავლე. -ღმერთო-დაჩიმ სახეზე აიფარა ხელი-ნუ მახსენებ მაგ ფაქტს. -კარგი ხო-ადას გაეცინა-სხვათა შორის ჩემი იდეა არც იყო. ლეონმა შემომთავაზა. -და შენც დათანხმდი? -მეგონა არ მოგწონდი საერთოდ. ლეონმა კიდე ეჭვიანობს ვხედავო, ისე თქვა რო შეემოწმებინე და მერე რაღაცნაირად ზედმეტად გაგვიგრძელდა. -ზედმეტად? -ხო კარგი. ზედმეტად. და შენ.. კატოს როდის დაშორდი? -გუშინ. მერე კატომ შემომთავაზა ვაეჭვიანოთო. -ანუ შენც არანაკლებ მატყუარა ხარ. -არა, მე არაფერი მომიტყუებია. შენ არ გიკითხავს დავშორდით თუ არა-დაჩის გაეღიმა, ადასთან მივიდა და წელზე ხელი შემოხვია. -მგონი კარგად არ გვაქვს საქმე. დედაჩემი ამას ასე არ დატოვებს. დავითი გადაგვდგამს. მამაშენი და დიმიტრი სამოქალაქო ომს გამოგვიცხადებენ. -რაც უნდა ის ქნან. შენებთან კიდე უფრო ადვილად მოვგვარდებით და ჩემების მე არ მეშინია. მთავარია დედაჩემს არ ექნებ ა არანაირი პრობლემა. ვერ ვიჯერებ, რომ ამდენი სისულელე აკეთე, იმის მაგივრად, რომ ყველაფერი პირდაპირ გეთქვა. -ვიცი, ძალიან გაგაწამე და მაპატიე-დაჩიმ სახიდან თმა გადაუწია, შუბლზე აკოცა და ჩაეხუტა. -არაუშავს, ღირდა ამ ყველაფრად. -არადა სულ მეგონა, რომ სულელად მთვლიდი. -მე კიდე ვფიქრობდი, მილიონერი სანამ არ გავხდები ზედაც არ შემომხედავს თქო-დაჩიმ გადაიხარხარა-ხოდა მგონი ეგრეცაა. -ოხ, მილიონერი ხარ ეხლა? -შენ რა იცი ვარ თუ არა. -ხოდა რო არ ვიცი, თუ მართლა... -კარგი, ვხუმრობ ადა. ვიცი, რომ შენი ფულიც არ გაკლია. პირიქით, რაც გამაჩნია შენი დამსახურებაა. -რამდენად განსხვავებულები ვართ წარმოგიდგენია? -კი. ზუსტად ეგ მომწონს. შენ მარტო შენი წრისგან არა, ზოგადად ძალიან განსხვავებული ხარ. -ნუღა მკერავ დაჩი. -გეღადავები-გაეცინა და აკოცა-გვიანია, ეხა აივანზე რო დაგვინახოს მამაშენმა აი ნახე მერე რა ატყდება. შენი დედა ჩემი დედა იქნება მთელი ღამე. -ხო კარგი. ჩემ ნომერში გავალ. დილით ისევ ლეონის მანქანით მომიწევს წასვლა, მაგრამ საღამოს ყველაფერს ვეტყვი ჩემებს გპირდები. -ძილინებისა-დაჩი საკოცნელად გაიწია, მაგრამ ადამ უკან დაიხია და გამომწვევად გაიცინა. -მე წესიერი ახალგაზრდა ვარ. რეებს კადრულობ ყმაწვილო. -წესიერი ახალგაზრდები არ რჩებიან ზრდასრულ მამაკაცებთან სასტუმროს ნომერში ღამის 4 საათზე, ქალბატონო. -ხოდა მივდივარ-ადამ კარი გააღო და სწრაფად დაბრუნდა თავის ოთახში. *** დილით ადა კარზე კაკუნმა გააღვიძა.საათს დახედა, ჯერ ძალიან ადრე იყო. ხალათი შემოიცვა და კარი გააღო. -ლეონ, რა ხდება? -ჩაიცვი, ადრე უნდა გავიდეთ. -რატო? -დაჩის მამა გარდაეცვალაო, ესე მითხრეს. ღამე. -რაა? დაჩი სად არის? -უკვე წასულა. კატოც დაუტოვებია, მე და სალომე წავიყვანთ. მამაშენი ეხლავე გადის და გელოდება. -კარგი ჩავიცმევ და ჩამოვალ-უკან გაბრუნდა, სასწრაფოდ ჩაიცვა, ჩემოდანს დაავლო ხელი და გიჟივით ჩავიდა მისაღებში-რა დაემართა?-პირდაპირ მივარდამამამისს. -არ ვიცი ადა, დროზე უნდა წავიდეთ. ოხ, ვაჟა-დავითს სახეზე მწუხარება ეტყობოდა. ვაჟასთან დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებდა და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძალიან განიცადა ეს ამბავი. თბილისში საშინელი ამინდი იყო, შტორმი გეგონებოდათ , ისეთი ქარი ჰქროდა. თითქოს სიტუაციის შესაბამისი ამინდი ყოფილიყოს. ადა მთელი გზა ცდილობდა დაკავშირებოდა დაჩის, მაგრამ შემდეგ შეეშვა, იფიქრა ტელეფონთან არ არის ან საუბარი არ სურსო. როგორც იქნა მივიდნენ აბელაშვილების სახლში. თუმცა პირველებიც არ იყვნენ. ეზო სავსე იყო მანქანებით, ხალხში ერთი-ორი მინისტრიც და პარლამენტარიც გარეულიყო. ეს კიდევ არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც 1-2საათში დატრიალდებოდა. ადამ უხეშად გაწი-გამოწია ყველა და შიგნით შევიდა. საზარელი სურათი დახვდა. დიმიტრი ასეთი სახით არასდროს არ უნახავს, მკვდრის ფერი თვითონ ედო. თათა ნახევრად გათიშული იჯდა სავარძელზე და ცრემლებს იშრობდა. ჯერ არავის შემოშვებას არ აპირებდნენ. ადამ კარი მაშინვე დაკეტა. -ვ..-პირიდან სიტყვები არ ამოსდიოდა-ვიზიარებ დიმიტრი-ძლივს ამოილუღლუღა, შემდეგ კი ჩასახუტებლად მივიდა-მართლა ძალიან გული დამწყდა. -ვიცი-დიმიტრიც ჩაეხუტა. -თათა, ვიზიარებ-შემდეგ თათას მიუჯდა გვერდით, თუმცა მას არც გაუგია ადას ხმა იმდენად ცუდად იყო-იქნებ სასწრაფო გამოვიძახოთ? -იყო უკვე-დიმიტრიც ჩამოჯდა. -გარეთ ძალიან ბევრი ხალხია, თუ გინდა გავალ და ვეტყვი, რომ საღამოს მოვიდნენ. -ცოტახანში შემოვუშვებთ. თათა, რომ უკეთ გახდება. -წავიდნენ-თათა წამოდგა და საძინებელში გავიდა. -კარგი-დიმიტრიმ კარგი გააღო და გარეთ გავიდა. ყველას უთხრა, რომ ჯერ სასახლეს ელოდებოდნენ, მადლობა გადაუხადა მოსვლისთვის და სამძიმარისთვის. შემდეგ ნელ-ნელა დაიშალნენ. მარტო ადა და მამამისი დარჩნენ. -დიმიტრი, ვიზიარებ-დავითმა ხელი ჩამოართვა-თუ რამეში დაგჭირდით, ხო იცი გვერდში გვიგულე. -ვაიმე, დიმა!-უკნიდან ირმას ხმა მოესმათ, რომელიც მანქანიდან გადმოვიდა და დიმიტრის ჩაეხუტა. აშკარად თვითონაც ახალი გაგებული ჰქონდა ეს ყველაფერი. ალბათ ქალაქში არ იყო-როგორ არის თათა? -შიგნით არის. -შევალ ვნახავ. გამარჯობა-ადას და დავითს მიუგდო ერთი სიტყვა და შიგნით შევიდა. -მადლობა მოსვლისთვის-დიმიტრი უკან გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ადამ შეაჩერა. -დაჩი სად არის? -არ მოსულა. მაგრამ დავურეკეთ-შემდეგ შიგნით შევიდა. -როგორ არ მოსულა, დილით გამოვიდა-მამამისს მიუბრუნდა გაკვირვებული ადა. -ხომ დაურეკე? -დავურეკე, მაგრამ არ იღებს. იქნება რამე დაემართა? ან ავარიაში მოყვა? -დაწყნარდი ადა, ალბათ მოვა მალე. -მამა ჩვენზე ბევრად ადრე გამოვიდა, მამამისი გარდაიცვალა, სახლში გასავლელად ხო არ წავიდოდა. -დამშვიდდი, სახლში გავიდეთ და.. -არა, სახლში მივაკითხავ, იქნებ იქ იყოს. -რას ლაპარაკობ ადა? სად მიაკითხავ. -კარგად-არც დაელოდა მამის პასუხს ისე გავიდა ეზოდან, ტაქსი გააჩერა და დაჩისთან მივიდა სახლში. 20წუთი იდგა და კარზე აკაკუნებდა, დაჩის მანქანა ეზოში იდგა და იფიქრა ძინავსო. როგორც იქნა გაუღო კარი. სახეზე ვერაფერს შეატყობდით, ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. -შემოდი-თვითონ მისაღებში შევიდა და ადა დატოვა კარის დასაკეტად. -ვიზიარებ...-არც იცოდა რა უნდა ეთქვა ასეთ სიტუაციაში. დაჩის მამასთან კარგი ურთიერთობა არასდროს არ ჰქონია. თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც მამა იყო. ალბათ ისევე განიცდიდა, როგორც დიმიტრი. შეიძლება უფრო მძაფრადაც აღიქვამდა, რადგან არასდროს მიეცა შესაძლებლობა შერიგების და დაკარგული დროის ანაზღაურების. რამდენიც არ უნდა ემკითხავა ადას, ნამდვილ პასუხს ვერ გაიგებდა, რადგან დაჩი ერთი შეხედვით თავს კარგად გრძნობდა. თუმცა ეს ერთი შეხედვით. -მადლობა. -რამე გჭირდება?-ადა სავარძელზე მიუჯდა გვერდით და მხარზე ჩამოადო თავი. -არა. ბოდიში რო არ გაგაღვიძე. ღამე პირდაპირ საავადმყოფოში წამოვედი. -ანუ სახლში -არ ვიცი მივალ ალბათ მერე. -ალბათ? -ვნახოთ. დაღლილი ვარ, არ გეწყინოს მეძინება-ადა ხვდებოდა, რომ დაჩი დაღლილი გზიდან არ იყო. რაღაც მოხდა და არ ეუბნებოდა. არ აპირებდა დაძალებას, თუმცა მარტო დატოვებაც არ უნდოდა. -არ მწყინს. აქაურობას ცოტა მივალაგებ და რამეს გაგიკეთებ, რო გაიღვიძებ რო ჭამო. -არ მინდა , ადა იყოს. -დაიძინე. მიდი-ადამ არც მოუსმინა და სამზარეულოს დალაგება დაიწყო. დაჩი წამოდგა, მასთან მივიდა და უკნიდან ხელები შემოხვია. კისერში აკოცა და საძინებელში გავიდა. ამ დროს ეკატერინემაც დაურეკა. -ადა სად ხარ? რატომ არ მოდიხარ სახლში? -დაჩისთან ვარ. -რა გინდა მანდ? -რა რა მინდა დედა, მამა გარდაეცვალა და გვერდში არავინ ჰყავს. -მივა სახლში და იქ ეყოლება ოჯახი. წამოდი გელოდებით. -არ მოვდივარ დედა, მაცალე. წავედი არ მცალია-გაუთიშა და ტელეფონი საერთოდ გამორთო. სამზარეულო დაალაგა,შემდეგ საჭმლის ძებნა დაიწყო, მაგრამ მაკარონის გარდა ვერაფერი იპოვა. მაცივარში ყველიც ძლივს გამონახა და ყველიანი მაკარონის კეთება დაიწყო. ამ დროს კარზე ზარი გაიგო, გააღო და შიგნით ელისაბედი შემოვიდა. -სად არის დაჩი?-სუნთქვა გახშირებული ჰქონდა და სახეზე სულ წითელი იყო, ალბათ მასაც გაეგო ახალი ამბავი. -ძინავს, ქალბატონო ელისაბედ, დაბრძანდით წყალს მოგიტანთ. არ ინერვიულოთ-სამზარეულოში მიბრუნდა, ცივი წყალი მიუტანა და სავარძელზე დასვა. -ამდენი წელი სულ ვწყველიდი მის სახელს და არ მეგონა თუ ესე.. იმოქმედებდა ვაჟას სიკვდილი ჩემზე. -მესმის. ვიზიარებ მართლა. ალბათ ძალიან რთული უნდა იყოს თქვენთვის და დაჩისთვის. -საავადმყოფოდან გიჟივით წამოვედი, ამათმა ჩხუბმა საერთოდ გადამრია. -ვის ჩხუბმა? -დიმიტრიმ და დაჩიმ ისე ცუდად იჩხუბეს, გული შემიწუხდა. ცოტახანი იქ ვიყავი მერე წამოვედი. -ვერ მივხვდი, დაჩის არაფერი უთქვამს. -ვაჟას ხო კიბო ჰქონდა. უკვე წლებია. -რა? -რომ გავცილდით, მალევე დაემართა. საავადმყოფოში-სუნთქვას ძლივს აკონტროლებდა ელისაბედი, ეტყობოდა, ცოტაც და თვითონაც გული წაუვიდოდა-დიმიტრი უყვიროდა, შენ გამო დაემართა ყველაფეირ და შენი ბრალია მამას სიკვდილიო. რაღაც საშინელებებს ეუბნებოდა, ამანაც ვერ გაუძლო და წამოვიდა. ძალიან მგრძნობიარეა, შეილება ფიქრობდე, რომ არ განიცდის, მაგრამ ბავშვობიდან გიჟდებოდა მამამისზე. არ ვიცი ადა, აღარ ვიცი რა გავაკეთო. -არ ვიცოდი. -არ გეტყოდა, არ ლაპარაკობს ამ თემაზე ხშირად. ადა მხოლოდ შემდეგ მიხვდა, რატომ არ ამბობდა ვაჟაზე ცუდ არაფერს დაჩი. რატომ ცდილობდა ბოლომდე, რომ მათთან რამენაირად შერიგებულიყო. გაახსენდა,როგორ მივიდა ვაჟასთან სახლში ნიშნობიდან მეორე დღეს, რათა დალაპარაკებოდა. მაგრამ ყველა მისი ცდა უშედეგოდ სრულდებოდა და აბელაშვილები აგრძელებდნენ მის გარიყვას. ადამ თავი საშინლად იგრძნო, რომ ეს ყველაფერი არ იცოდა. ოდნავაც ვერ ეხმარებოდა დაჩის, რადგან არც იცოდა რა ეთქვა. ვერ წარმოედგინა დაჩი რას გრძნობდა წლების განმავლობაში, ალბათ მართლა სჯეროდა, რომ მამის დაავადება მისმა საქციელმა გამოიწვია. -ვერ წარმოიდგენ ადა, რა საშინელებაა,როდესაც შენი შვილები ესე ვერ იტანენ ერთმანეთს. რამდენი წელი გავიდა და ჩვენმა ურთიერთობამ ბავშვებზე საშინელი კვალი დატოვა. ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ალბათ მაგ ოჯახის დტოვება იყო. -რას ამბობთ? რანაირად იყო თქვენი შეცდომა? -ადა, როდესაც 2 ბიჭის დედა ხარ და თან ასეთი ოჯახის დიასახლისი, გარკვეულ დათმობებზე უნდა წახვიდე. -ეგ დათმობა არ იქნებოდა, ქალბატონო ელისაბედ, უსიყვარულო ქორწინება ტყვეობა იქნებოდა. -ახალგაზრდა ხარ, ეგ ახლა ფიქრობ ეგრე. თუმცა მეც შენნაირად რომ ვფიქრობდი, მაგიტომ წამოვედი. დედაშენი არის ნამდვილი რკინის ქალი ადა. მან შეძლო ყველაზე მეტის ატანა. -მამა ღალატობდა? -ესე არავინ იცის. თუმცა ახლოს ვიყავით,ადრე. ვამჩნევდი რაღაცეებს. თუმცა არ ვიცი ღალატი იყო თუ რამე სხვაზე ჩხუბობდნენ .ეხლა ვერ მოგყივები, ძალიან ცუდად ვარ. დაჩის ძინავს? -კი. გავაღვიძებდი, უბრალოდ გვიან დაიძინა და. -არა არ გააღვიძო. ეხლა წავალ, სახლში მეც ცოტა თუ არ ამოვისუნთქე არ ვიცი... არ დატოვო ძალიან გთხოვ. არ მინდა, რომ მარტო იყოს. შენ იმედზე ვარ. -არა, რას ამბობთ. -მადლობა ადა-წამოდგა და ძლივს მივიდა კარამდე და წავიდა. ადამ მხოლოდ ამ დროს იგრძნო დამწვრობის სუნი, გაზთან მივიდა და მაკარონით სავსე ქვაბი მალევე გადადგა. ცეცხლი ჩააქრო და დამწვარ მაკარონს გადახედა. -ჯანდაბა-ქვაბი აიღო და მაკარონი ნაგავში გადაყარა, მერე ფანჯარა გააღო რომ სუნი გასულიყო. საჭმელი გამოიძახა, რომ დაჩი მშიერი არ დაეტოვებინა. ცოტახანში ისიც გამოვიდა. -ადა, სახლი დამიწვი? -არა, მაკარონი მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ დედაშენი იყო მოსული, ლაპარაკში შევყევით და.. -დედაჩემი? -კი. ანერვიულებული იყო. -რატომ არ გამაღვიძე? -მთხოვა არ გააღვიძოო. -ცუდად იყო? -არა, არა. დამშვიდდი. -რა მოგიყვა?-დაჩიმ ეჭვის თვალით გახედა, ხვდებოდა, რომ ადას გამომეტყველებაში რაღაც შეიცვალა. თითქოს სხვა თვალით უყურებდა. თუმცა ეს შეცოდება არა, უფრო იმედგადცურება იყო. ადა ბევრჯერ დარჩენილა მოტყუებული. როდესაც საქმე აბელაშვილებს ეხებოდა, ყველაფერს გვიან იგებდა. მაგრამ ახლა ნამდვილად არ აპირებდა ამის გარჩევას დაჩისთან. -ისეთი არაფერი. საჭმელი გამოვიძახე, მოდი ჭამე რამე. -არ მშია, მშენებლობაზე უნდა გავიდა. -ეხლა? -კი. -მაგრამ , საღამოს არ მიხვალ ? -ვიყავი უკვე საავადმყოფოში, ხვალ ან ზეგ მივალ სახლში. -დაჩი, მგონი ჯობია რომ დღეს მივიდეთ. -მივიდეთ? არა, ერთად მისვლა ნამდვილად არ არის სწორი. ჩემი ძმა საკმარისად არის განერვიულებული. -კარგი, მე არ წამოვალ. მაგრამ შენ აუცილებლად უნდა წახვიდე. -კარგი, ვნახოთ, მშენებლობიდან გავივლი. შენც დაღლილი ხარ, წადი სახლში და გამოიძინე. -თუ გინდა აქ დაგელოდები? -არა, იყოს. გაგიყვანო სახლში? -ჩემით წავალ-ადა ჩაეხუტა და მცირე პაუზის შემდეგ წავიდა. ემოციებით აღსავსემ დატომვა დაჩის სახლი. ნაწყენი, ოდნავ გაბრაზებული და დაბნეულიც იყო. აბელაშვილების ოჯახს ნამდვილად ჰქონდა ეს ეფექტი. სახლში მორიგი ომი ელოდებოდა მშობლებთან. -ადა, მოხვედი? -კი-მაშინვე ოთახისკენ აიღო გეზი, მაგრამ ეკატერინე აედევნა. -როგორ არის დაჩი? -როგორ იქნება. -ადა, მომისმინე. -რა? -ვიცი, ეხლა არ არის საუკეთესო დრო ამაზე სალაპარაკოდ, მაგრამ დიდი ხანია გამჩნევ. მეგონა ეს ლეონი... -მართალი ხარ, საერთოდ არ არის საუკეთესო დრო ამაზე სალაპარაკოდ. -ადა, ეგ ოჯახი დაგღუპავს. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ძმასთან იქნები, თვითონ ოჯახი დაგღუპავს.ტოქსიკური ხალხია. *** საღამოს დაჩიმ გადაწყვიტა მისულიყო. მაინც ბევრი ხალხი იქნებოდა და არ მოუწევდა დიმიტრისთან შეტაკება. ბოლო-ბოლო მამამისიც იყო ვაჟა და სრული უფლება ჰქონდა მისვლის საკუთარ სახლში. თუმცა ცოტა სხვა სურათი დახვდა. მისულს თათამ კაბინეტზე მიუთითა, სადაც დიმიტრი და ადვოკატი იჯდნენ და რაღაცას კითხულობდნენ. -რა ხდება?-დაჩიმ გაკვირვებულმა იკითხა, როდესაც დიმიტრის წითელი სახე დაინახა, რომელიც სიბრაზისგან ანთებულიყო. წამოდგა და დაჩის ლამის სახეში შეაჩეჩა, რაღაც საბუთები. პირველი რაც ამოიკითხა, იყო სიტყვა ანდერძი. -რა დროს ანდერძია? ჯერ მამა არც დაგვიკრძალავს-დაჩიმ წაუკითხავად დადო მაგიდაზე-წამოდი. ხალხი გელოდება. -წაიკითხე-დიმიტრიმ ზიზღით აღსავსე მზერით გახედა ძმას, თითქოს ამ წუთიდან მოსისხლე მტრები გამხდარიყვნენ. ეს მზერა არა მარტო სიძულვილით იყო განმსჭვალული. დიმიტრი თავს დამცირებულად გრძნობდა. -ახლა არ არის ამის დრო-დაჩი კარისკენ წავიდა, მაგრამ დიმიტრი მთელი სისწრაფით მივიდა მასთან, საყელოში ჩაავლო ხელი და მაგიდასთან მიათრია. -წაიკითხე!-ლამის მაგიდაზე დაარტყმევინა თავი ისე ახლოს მიატანინა სახე ფურცლებთან-წაიკითხე! -მეორეჯერაც დაუღრიალა. ანდერძში 10 მუხლი მაინც იქნებოდა, გამოყოფილი, მაგრამ დაჩიმ მთავარი ამოიკითხა. სადაც ეწერა, რომ ვაჟას რესტორნების ქსელის 60% დაჩის ეკუთვნოდა. 35% დიმიტრის და 5 თათას. თუმცა კარგად ხვდებით, დიმიტრი რაზეც იყო გამწარებული-მთელი 10 წელი ამ ფირმას შევწირე და შენ!! რომელსაც თითიც არ გაგინძრევია ცხოვრებაში მთელი თავისი აქციები გადმოგცა-მაგიდაზე დაარტყმევინა თავი მსუბუქად დ ხელი გაუშვა. -არ-რ -დაჩის ენა დაება-არ მჭირდება. შემეშვი. კარგად იცი, რომ თქვენი არაფერი მჭირდება. ეხლა აქ ამის დრო და ადგილი არ არის. -მუდმივად მსხვერპლის როლს როგორ უნდა თამაშობდე!!-ირონიულია, ეს,როდესაც დიმიტრისგან გვესმის-ანგელოზის! რომელსაც არაფერი დაუშავებია. ოჯახი დაგვინგრიე! მამა დააავადე! დედას ჩემი თავი შეაძულე, საცოლეს დამაშორე, სამსახურიც წამართვი და ახლა, მაინც ვერ მოისვენე და მამა წამართვი!!! -დიმიტრი გიჟს ჰგავდა, თმები აჩეჩილი ჰქონდა, თვალები უძილობისგან ჩასისხლიანებოდა და სახეზე წითელი ფერი ედო. სიბრაზისგან თვალები უელავდა. ლაპარაკისას ხელებს იქნევდა. დაჩიმ აღარ იცოდა რა ეპასუხა, უბრალოდ მისაღებში დაბრუნება და მამასთან ნორმალური დამშვიდობება უნდოდა. ფირმა ამჯერად მისი ბოლო სადარდებელი იყო-ჩუმად ხარ ხო?! არაფერს იტყვი!!! ბოდიშსაც არ მოიხდი ამდენი წლის შემდეგ?! არაკაცი ხარ. დარწმუნებული ვარ თავს დამნაშავედ გრძნობდა, რომ არაკაცად გაგზარდა და ამით ცდილობდა დანაშაულის გამოსყიდვას. ან უბრალოდ ბრიყვი იყო. -წესიერად ილაპარაკე მამაზე. -მამას რა ნამუსით ეძახი-დიმიტრიმ ვეღარ მოითმინა, უმცროსს ძმას მივარდა და სახეში მუშტი ისე მძლავრად გაარტყა, რომ დაჩი გათიშისპირამდე მიიყვანა. ძირს დაეცა, მაგრამ თავი ძლიერად არ დაურტყავს. საპასუხო დარტყმა არც უფიქრია, ნელა წამოდგა, თუმცა დიმიტრიმ მეორედაც მოუქნია და ისევ ძირს დააბრუნა-აბელაშვილების ოჯახის მთავარი ლაქა ხარ!-ყველაზე საშინელი სურათი იყო. ადვოკატი წყნარად იჯდა და ვისკს მიირთმევდა. დიმიტრი კი დავარდნილ დაჩის ყოველ 20 წამში ერთხელ ძირს აგდებდა. დაჩი კი რატომღაც არ აპირებდა ჩხუბს. გარედან ნგრევა-ლეწვის ხმზე, რომ არ შემოვარდნილიყვნენ ნათესავები, ალბათ შეაკვდებოდა დიმიტრის ძმა. -გაანებეთ!-დაჩიმ დაიღრიალა და ყველა გაჩერდა, შემდეგ ნელა წამოდგა-მამაჩემიც იყო-და მაინც თავისას აწვებოდა. ამაზე კიდევ უფრო გაშმაგდა დიმიტრი, ორმაგი ძალით გაექანა დასარტყმელად, მაგრამ დაჩი გაიწია-და ეხლა აქ ამის დრო არ არის. -რას აკეთებ რას!!-3 კაცი მაინც დაჭირდა დიმიტრის დაკავებას და ოთახიდან გაყვანას. დაჩიმ ხელით გაწია ყველა და მისაღებში დაბრუნდა. სასახლესთან დადგა, ორი წუთით მიშტერებოდა, შემდეგ თავი ოდნავ დახარა და გავიდა. ამ დროს მისკენ მომავალი ადა დაინახა. -რა გჭირს? -დასისხლიანებული დაჩის დანახვაზე კინაღამ გული წაუვიდა, ამ დროს დიმიტრიც დაინახა, რომელსაც ხელი სულ სისხლიანი ჰქონდა. -გატრიალდი და მანქანაში ჩაჯექი-დაჩიმ მკაცრად უთხრა და უკანმოუხედავად გააგრძელა გზა, მაგრამ როდესაც, დაინახა, რომ ადა დიმიტრისკენ წავიდა, თვითონაც უკან გაბრუნდა და მხარში ჩაავლო ხელი. -ნახე ნახე!! კარგად დაიცავი შენი ნაშა!!!-დიმიტრი მაინც ბოლო ხმაზე გაყვიროდა. დაჩი ვეღარ ითმენდა, მაგრამ არ უნდოდა სკანდალის მოწყობა, ადას ძლიერად მოკიდა მკლავში ხელი და მანქანაში ჩასვა. ადას ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან, რატომღაც გულში ცუდად მოხვდა დიმიტრის სიტყვბეი. მაგრამ მაშინვე მოიწმინდა, რომ დაჩის არ დაენახა. ახლა ის იყო ცუდად და მისი დრამების და წყენების დრო არ იყო. -საავადმყოფოში უნდა წავიდეთ, შეხედე შენ სახეს. -სახლში მივდივართ. მეორედ ამ სახლში მარტო აღარ მოხვალ-ადას გაბრაზებულმა გადახედა, შემდეგ მანქანა დაქოქა და თავისთან წაიყვანა ადა. ბევრი ხვეწნა მუდარის შემდეგ დაჩიმ მისცა ადას უფლება, რომ ჭრილობები დაემუშავებინა. -რატომ მიეცი ამდენის უფლება?-ადა ისეთ კითხვებს სვამდა, რაზეც იცოდა, რომ დაჩი არ უპასუხებდა. მაქსიმალურად იკავებდა თავს, რომ ბევრი არ ელაპარაკა, უბრალოდ სიჩუმე უარესად აღიზიანებდა. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო ან როგორ დაემშვიდებინა. -ყოველთვის დიმიტრი არ არის დამნაშავე. -რას ამბობ,რომ რამე შენი ბრალი იყო? -ადა, არ გვინდა ამის გარჩევა. ძალიან გთხოვ. -კარგი. -ჩემ ოჯახს, როდესაც ეხება საქმე, ჯობს რომ საერთოდ არ ვილაპარაკოთ. რაღაცა რომ გთხოვო შემისრულებ? -რა? -გასვენებაში არ წამოხვიდე. -ვერ გავიგე? როგორ წარმოგიდგენია ეგ? მამაჩემს რა ვუთხრა? -ადა, თუ არ გინდა იქ იგივე სკანდალი დატრიალდეს რაც დღეს, გთხოვ არ წამოხვიდე. ადას ეწყინა, მაგრამ არ შეიმჩნია. ან ყოველ შემთხვევაში ეცადა, რომ არ შეემჩნია. მთელი დღე დაძაბული იყო, ყველაფერს საკუთარ თავში ინახავდა და არავისთან საუბრობდა. ხვდებოდა,რ ომ დაჩი უფრო ცუდად იყო, მაგრამ მაინც ვერ იკავებდა თავს და წყინდა მისი ქცევები. უკვე ეჭვი ეპარებოდა, რომ იმავე შეცდომას უშვებდა, რაც ადრე დიმიტრისთან დაუშვა. -გვიანია. ალბათ დაიღალე შენც. წავალ. -კარგი. ღამე მშვიდობის-დაჩიმ კარამდე გააცილა, ოდნავ ცივად აკოცა და გაუშვა. ეს არ ნიშნავდა, რომ მის და ადას ურთიერთობას რამე ემუქრებოდა. უბრალოდ ახლა სხვა საფიქრალი და პრობლემები ჰქონდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.