შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი ქორწინება (ნაწილი 2) თავი1


11-03-2021, 11:31
ავტორი ნეაკო
ნანახია 13 728

სანდრო მოღუშული სახით იჯდა აივანზე და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა, თან ტელეფონის საწყის ეკრანზე დაყენებულ ნათიას და მარიანას ფოტოს დაჰყურებდა, ფიქრებში წასულმა ვერც კი შენიშნა როგორ მიუახლოვდა ნიკა და თავზე წამოადგა, სანდრომ მაშინვე ჩააქრო ეკრანი და ტელეფონი მაგიდაზე მიაგდო
-მომაწევინე რა, მე განითავდა-უთხრა ნიკამ მომღიმარი სახით, სანდრომ მაშინვე ამოიღო ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი სანთებელასთან ერთად და ძმას გაუწონდა, ნიკა აივნის მოაჯირს მიეყრდნო, ერთი ღერო ამოიღო კოლოფიდან და მოუკიდა თან ისე რომ ძმის მოღუშული სახისთვის წამით თვალი არ მოუშორებია, სანდრო ძმის დაჟინებულმა მზერამ დაძაბა და მალევე გაექცა მის მზერას
-პარასკევს მარიანას ჩამოსაყვამად მიდიხარ ბათუმში?-ჰკითხა კარგა ხნის სიჩუმის მერე ნიკამ
-ხვალ მივდივარ-უთხრა სანდრომ ჩავერდნილი ხმით
-ხვალ რატო?-გაუკვირდა ნიკას -ხვალ ოთხშაბათი არაა?
-მომენატრა-გახედა სანდრომ ამღვრეული თვალებით ძმას, მათი დაძაბული მზერა ერთმანეთს შეეფეთა და კარგა ხანს უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში
-მხოლოდ მარიანა?-ჰკითხა კარგა ხნის სიჩუმის მერე ნიკამ და ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა, სანდრო საშინლად გააღიზიანა მისმა სიტყვებმა და მაშინვე სახე აელეწა
-ჩავთვალოთ არაფერი გიკითხავს და არც მე გამიგია რამე-დაუღრინა ძმას და სიგარეტის ჩამწვარი ღერი საფერფლეში ჩააჭყლიტა
-კარგი-უთხრა დაძაბული ტონით ნიკამ და სანდროდან მზერა მის ტელეფონზე
გადაიტანა -რომ ჩამოიყვან მარიანას... დარჩება ხომ ერთი კვირა მაინც ეგ გადარეული გოგო? -სხვა თემაზე გადავიდა მთ შორის არსებული დაძაბულობის გასაფანტად
-ვნახოთ რამდენ ხანს გაძლებს დედიკოს
გარეშე-გაეღიმა სანდროს და ნიკაც მაშინვე
მოეშვა -ისე არ მგონია ერთი კვირა გაქაჩოს
-ჰო-გაეცინა ნიკას -მაგის მქსიმუმი დედას გარეშე ოთხი დღეა
-ჰო დედას გარშე ვერ ძლებს ხოლმე
დიდხანს-მარიანაზე ლაპარაკმა სანდრო გაამხიარულა
-აუ რა დიდი გოგოა უკვე ბაღს ამთავრებს და სექტემბერში სკოლაში მიდის -გაეღიმა ნიკას
-ჰო დიდი გოგოა უკვე-თქვა სანდრომ უცნაური ტონით და ძმას გახედა
-ნიკა აქ ხარ?-მოისმა ანის ხმა რომელიც ქმარს მიუახლოვდა
-ჰო აქ ვარ-გაუღიმა ნიკამ -დააძინე პატარა ქალბატონი?
-ჰო როგორც იქნა-გაუღიმა ანიმ ქმას და სიცივისგან Გააჟრჟოლა
-გცივა?-ჰკითხა ნიკამ, თან ხელი გადახვია და გულზე მოიხუტა ცოლი, შემდეგ კი მუცელზე მოეფერა
-ჰო ცოტა შემცივდა -უთხრა ანიმ
-წამო გაგათბობ-უთხრა ნიკამ სერიოზული ტონით და ანიმ რომ დაუბღვირა სიცილი აუტყდათ
ძმებს -Კაი შევალთ ჩვენ და ჭკვიანად იცოდე-უთხრა სანდროს სიცილით თან სიგარეტი და სანთებელა დაუბრუნა
-ძილი Ნებიას-გაუღიმა მიმავალ ძმას და რძალს სანდრომ და იქამდე გააყოლა თვალი სანამა თვალს არ მიეფარნენ, ისევ სიგარეტის მოუკიდა და ნერვიულად გააბოლა, ფიქრმა წაიღო მისი გონება, ერთადერთი რაც ამ ცხოვრებაში ახარებდა იყო ის, რომ ნიკა სულ სახე გაბრწყინებული დადიოდა, მიაც ძალიან ბედნიერი იყო ლაშას გვერდით, ლალიც დაშოშმინდა და მათ სახლში სიმშვიდემ დაისადგურა, იმ სიმშვიდემ, რომელიც მთელი ოცდაცხრა წლის ძილზე არ ღირსებია, არც მას, არც ამ სახლს, არც მის დედას და არც მის და-ძამს, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად თავს მაინც დაკარგულად გრძნობდა... თითქოს ამ უსასრულო სამყაროში უმისამართოდ დაეხეტებოდა აქეთ-Იქით, თითქოს დროდადრო ნაწილებათ იშლებოდა, მერე ისევ რატომღაც ძალას პოულობდა და საკუთარ თავს უბრუნდებოდა... ალბათ ეს ძალა მარიანა იყო... ერთადერთი ადამიანი ამ ქვეყნად ვისაც სრულიად უანგაროდ და გულწრფელად უყვარდა ის... ვინც სხვებივით წელიწად ნახევრის წინ ლამის შეიძულა მამა, მაგრამ მერე ისევ ისე სრულიად უანგაროდ და გიჟურად შეიყვარა... მხოლოდ მარიანას თვალებში ვერ ხედავდა სანდრო შიშს... დანარჩენ ყველა გარშემო მყოფში იკითხებოდა შიში, წარსულის შიში...მარიანა ერთადერთი ადამიანი იყო ამ ქვეყნად ვისაც მისი გულწრფელად სჯეროდა, ვინც ბოლომდე ენდობოდა, ვისაც მისი დანახვისას ბედნიერებიგან თვალები უბრწყინავდა...ის იყო ერთადერთი ადამინი ვინც მისგან მხოლოდ დადებით ემოციებს იღებდა, მისთვის სანდროს დანახვა შიშს და შფოთს კიარ ნიშნავდა როგორც სხვა ნებისმიერისთვის... არამედ ბედნიერიების და სიხარულის გიჟურ განცდას... მარიანას გახსენებაზე სუნთქვა შეეკრა სანდროს და ცხვირი აეწვა, მისი სურნელი იგრძნო და გული შეეკუმშა, ეტკინა, სულში საშინლად ეტკინა რაღაც... მისი მომღიმარი სახე დაუდგა თვალწინ და კიდევ უფრო ეტკინა გული, რაც დრო გადიოდა უფრო მეტად სტკიოდ ადაკარგული დღეები და წლები... ის Დღეები ენანებოდა რომელსაც მის გარეშე ატარებდა... და მხოლოდ იმის გამო რომ საკᲣთარ თავში გამეფებული აგრესია ვერ დაძლია, ვერ მოერია და ამას შესწირა საკუთარი ცოლი და შვილი... მარიანა ისევ დაიბრუნა...მაგრამ... ნათია... მასთან მიახლოებაც კი ვერ გაბედა ვერცერთხელ....
იცოდა მის თვალებში მხოლოდ უსაზღვრო ზიზღს და შიშს დაინახავდა და ამიტომ მუდამ შორიდან ადევნებდა თვლას...ბევრჯერ უნდოდა მისულიყო მასთან, უნდოდა გაებედა და თვალეში ჩაეხედა მისთვის და დაპირისპირებოდა ამ შიშს, მაგრამ ვერ გაბედა, ძალა არ ეყო... უნდოდა ბოდიში მოეხადა, დალაპარაკებოდა თუნდაც ერთხელ, მაგრამ ვერ გაბედა, ეშინოდა ძალიან ეშინოდა მისი თვალების...ამიტომ შორიდან, ძალიან შორიდან ადევნებდა ხოლმე თვალს... სინადვილეში მასთან მხოლოდ სულ რაღარც ათი თხუთმეტი მაბიჯი აშორებდა, მაგრამ ეს ნაბიჯები ახლა კილონეტრებს უდრიდა რომელთა გადალახვა ძალიან რთული და საშიში იყო. სადროს ნათიაზე ფიქრმა არა მარტო სული ატკინა, გულიც და სხეულიც... ნათიაზე ფიქრი უბრალოდ აგიჟებდა ხოლმე, ახლაც აირია, რადგან იგრძნო ნელ-ნელა როგორ გამალებით დაიწყო გულმა ცემა, როგორ გახშირდა სუნთქვა, როგორ ადუღდა ცხელი სისხლი ძარღვებში და როგორ იწყო გიჟური დენა...თვალები დახუჭა რამდენიმე წამის განმავლობაში და სცადა დამშვიდება, როცა თავს მოერია და ისევ დაულაგდა აზრები, თვალები გაახილა, მესამე ღერს მოუკიდა ათრთოლებული თითებით და სცადა მასზე ფიქრი შეეწყვიტა, მაგრამ ვერფრით გაექცა ნათიას სევდიან და ცრემლიან თვალებს... გულისცემა გაჩერდა როცა გაიაზრა რომ ამ სევდიანი და ცრემლიანი თვალების ერთადერთი მიზეზი თავად იყო, რომ ატკინა საშინლად ატკინა ნათიას, რომ თავად გაუშვა, თავად აიძულა წასვლა და გაქცევა... ფიქრი შეწყვიტა და ტელეფონი აიღო Ხელში, ისევ მათ სურთას დააკვირდა, მათ მომღიმარ ბედნიერ სახეებს... მერე მოულოდნელად გაეღიმა როცა ნათიაზე ფიქრმა ბათუმში წაიყვანა და ის დღე გაახსენდა, როცა სამსახურში შევლამდე დაბნეულმა ნათიამ იქით დაიწყო ყურება საიდანაც დაჟინებული და მწველი მზერა იგრძნო, თვალებით მოძებნა ის, ვისგანაც ამ მზერას გრძნობდა , კარგა ხანს იყურებოდა ცარიელი ქუჩის ბოლოსკენ, მაგრამ ვერავინ დაინახა, კაციშვილსი ჭაჭანება არ იყო ქუჩაში, არადა გრძნობდა... გრძნობდა რომ ვიღააც უყურებდა, სანდრომაც იგრძნო, რადგან ნათია თვალებით ეძებდა მას ვისი მზერაც წვავდა , თუმცა მინებდაბურულ მანქანაში მჯდომი სანდროს დანახვა ვერ შეძლო, თუმცა უნებურად მზერა რამდენიმე წამის განმავლობაში სწორედ იმ მისთვის უცნობ სანდროს მანქანაზე მიეყინა, სანდრო მაშინ საშინლად დაიძაბა, ისიც კი იფიქრა ხომ არ შემამჩნიაო ამ მინებ დაბურულ მანქანაში ნათიამო, რადგან გოგონა დაჟინებით მიაჩერდა მანქანას, თუმცა ვერავინ რომ ვერ შენიშნა Მშვიდად შევიდა საავადმყოფოში, ამაზე ახლა გაეცინა სანდროს და გული გაუთბა, რაღაცვლ იმედი ჩაესახა მაშინ გაყინულ გულში, რადგან ნათიამ სანდრო იგრძნო, იგრძნო მისი ისახლოვე, მისი მზერა.
სანდროს მთელი ეს დრო, ერთი წამითაც არ დაიშვია, რომ მასზე უარი ეთქვა... რომ სამუდამოდ დაევიწყებინა... რომ მისადმი სიყვარულზე უარი ეთქვა, რომ ის სხვისთვის დაეთმო, რომ სამუდამოდ გაეშვა ... მაგრამ არც მასთან მიახლოებას ჩქარობდა, იცოდა და კარგად აცნობიერებდა თუ რა შედეგს მოიტანდა ეს ყველაფერი ახლა... მასთან მიახლობისას თავადაც ტკივილს განიცდიდა და წარმოდგენაც კი უჭირდა თუ რა დაემართებოდა ნათიას იმ ყველაფრის გადატანის მერე, მისი მიახლოებისას, ამიტომ მისგან თავს იჭერდა, ასე ერჩია, ასე უფრო მშვიდად იყო, ასე უფრო მარტივად იშუშებდა ჭრილობებს და შესაბამიასდ ნათიც მშვიდად იყო, ნელ-ნელა ის ზიზღი და შიშიც უფრულდებოდა რაც სანდრომ თავისი აგრესიით გააჩინა მის სულში, ყოველ შემთხვევაში თავად ასე ფიქრობდა და ასე ეგონა, ასე ურჩევდნენ სხვებიც. დიდხანს, ძალიან დიდხანს დაყურებდა მომღიმარ დედა-შვილის ფოტოს სანდრო , ბოლოს ვეღარ გაუძლო მოწოლილ გრძნობებს და ემოციებს, ფეხზე წამოდგა, მანქანის გააღებს, სიგარეტის კოლოფს და სანთებელას წამოავლო ხელი, მანქანა უხმოდ ფარებ ჩამქრალი გააყენა ეზოდა და საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა.
დილა ადრიან გაეღვიძა ლალის, უსიამოდ შეეკუმშა გული და საწოლიდან წამივარდა, მაშინვე მისაღებში გავარდა და ფანჯარას მივარდა, სანდროს მანქანა რომ ვერ დაინახა გული შეუქანდა
-არ მითხრა რომ ბათუმში წავიდა-მიახალა ნიკას რომელიც იმ წამს შევიდა სახლში
-კარგი არ გეტყვი-გაეცინა ნიკას და მხრები აიჩეჩა
-ღმერთი ეს ბიჭი არასდროს დაჭკვიანდება?-მაღლა აიხედა ლალიმ და ტელეფონს დაწვდა, მისდა საბედნიეროდ სანდრომ პირველივე ზარის დროს უპასუხა
-სანდრო სად ხარ-ჰკითხა დაძაბული ტონით ლალიმ
-ბათუმში-უთხრა სანდრომ მშვიდი ტონით
-პარასკევს არ უნდა ჩამოგეყვანა ბავშვი?-აღელდა ლალი
-პარასკევს ჩამოვიყვან
-და დღეს რატომ წახვედი დედა? -ვერ წყნარდებოდა ლალი
-უბრალოდ მომენატრა
-სანდრო, ძალიან ვნერვიულობ-ვერ დამალა გრძნობები ლალიმ
-ნუ ღელავ დედა
-სანდრო გთხოვ ჭკვიანად იყავი, ხომ იცი ნანა როგორ ჭედავს მას მერე რაც, მარტომ დაიწყე ბათუმში სიარული, მარიანას წამოსაყვანად
-ჭკვიანად ვიქნები-გაეცინა სანდროს -გპირდები
-სანდრო გთხოვ... დედა... არაფერი აურიო
-ნუ ღელავ დედა, უკვე ხომ გითხარი რომ არაფერი არ ხდება განსაკუთრებული, უბრალოდ მომენატრა მარიანა და ჩამოვედი ბავშვის სანახავად,
-კარგი დედა-ლალიმ აღარ დაძაბა სანდრო და გაუთიშა.
-კაი დაწყნარდი ნუ ნერვიულობ არაფერი არ მოხდება -დაამშვიდა ნიკამ დედა Და თავზე აკოცა
-როგორ არ ვინერვიულ-ახედა ლალიმ უკმაყოფილო სახით შვილს -ჯერ შენ, ლაშა ან ილია ჩადიოდით ბათუმში და ჩამოგყავდათ ბავშვი, მერე თავადაც მოგყვებოდათ, ნანამ მაგაზე როგორ გაჭედა გახსოვს? და ახლა საერთოდ მარტო დადის ეს ბოლო ორი თვეა, ასე რატომ იქცევა? ძალიან მეშინია... არ მინდა რამე მოხდეს მას და ნათიას შორის
-არაფერი არ მოხდდბა ნუ გეშინია, სადროს ისევ უყვარს ნათია და ისეთს არაფერს აღარა გააკეთებს ახლა რომ ნათია კიდევ უფრო შეაშინოს და სამუდამოდ დაკარგოს



№1  offline წევრი likuu_s

ვაიმე! არ ვიცი რატომ მაგრამ ალბათ ჩვევად მაქვს უკვე, რომ შენინისტორიები ერთის ჩაგდებით წავიკითხო. არ ვიცი, წინამ ვერ მიმიზიდა მგონი, მაგრამ ოდესმე შეიძლება წავიკითხო. იმედია, არ გეწყინა ხო?
ამმ... აი ეს კი სათაურმა შოკში რომ ჩამაგდო არაა?? არა ამას ახლავე და აუცილებლად წავიკითხავ. ძალიან მაინტერესებს გაგრძელება :) ვერც კი წარმოვიდგენდი თუ გააგრძელებდი, რადგან საკმაოდ ლოგიკური დასასრული იყო, იმის შემდეგ რაც სანდრომ გააკეთა. ახლა, ველოდო ახალ პერსონაჟებს თუუ...? :დ კაი წავალ წავიკითხავ და დაგიწერ კომენტარს აუცილებლად კიდევ. <33

 


№2  offline წევრი Mariam Khutsishvili

სათაური რომ დავინახე ისე შევკივლე,ძალიან გამიხარდა მეორე ნაწილი☺️ხოდა ჩავუჯდები ახლააა,მომწონს შენი ისტორიები

 


№3  offline წევრი likuu_s

აბა ერთი რამე გააკეთოდ სანდრომ, ჩემი ხელით მივახჩობ. :დ არა, მართლა რამე თუ ქნა კიდევ, ეგ უკვე ყველანაირ ზღვარს ასცდება. ახლას ველიი, იმედია მალე დადებ ხო? ანუ, მართლა ძალიან მაინტერესებს ამის გაგრძელება.<3

 


№4 სტუმარი 123

სათაური რო დავინახე ძალიან გამიხარდა.რა კარგია რომ გააგრძელე ამის წერა❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი Alice

არ ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ ძალიან გახარებული ვარ, რომ ეს დღე დადგა :დ

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინო

როგორ გამიხარდა ეს,რომ დავინახეე
საოცრება ხაარ, ძალიან გთხოვ უუფრო დიდები და უფროო მალე დადე ხოლმე.
პ.ს. ერთ ამოსუნთქვაში ვკითხულობ.
მაინც მინდა ნათიას და სანდროს წყვილი ერთად და რა გავაკეთოო?

 


№7 სტუმარი სტუმარი მარი

როგორ გამიხარდააააა, საერთოდ არ მოველოდი.

ღმერთო გევედრები სანდრომ ისევ ისე საზიზღარდ არ აურიოს, აი გთხოოოოოოვ აღარ ქნას რა რამე მსგავსი... ძალიან მინდა აზრზე მოვიდეს, მომეწონა ამ თავში და მინდა სულ ასეთი იყოს, იმედია ასეც იქნება ხომ? ხომ აღარ აურევს ნეაკო? :(
რაც სანდრომ ჩაიდინა წინა ნაწილში, ყველაფრის მიუხედავად მაინც გული დამწყდა სანდროზე და ნათიაზე :( არ იყო ღირსი შემბრალებოდა, მაგრამ რა ვქნა, ისე მიხარია ახლა რომ გამოსწორდა ისე მიხარიააა.... ისევ რო აურიოს ძაან გავგიჟდები :(
ველი ახალ თავს

 


№8 სტუმარი სტუმარი მარი

"თვალებით მოძებნა ის, ვისგანაც ამ მზერას გრძნობდა , კარგა ხანს იყურებოდა ცარიელი ქუჩის ბოლოსკენ, მაგრამ ვერავინ დაინახა, კაციშვილსი ჭაჭანება არ იყო ქუჩაში, არადა გრძნობდა... გრძნობდა რომ ვიღააც უყურებდა, სანდრომაც იგრძნო, რადგან ნათია თვალებით ეძებდა მას ვისი მზერაც წვავდა , თუმცა მინებდაბურულ მანქანაში მჯდომი სანდროს დანახვა ვერ შეძლო, თუმცა უნებურად მზერა რამდენიმე წამის განმავლობაში სწორედ იმ მისთვის უცნობ სანდროს მანქანაზე მიეყინა, სანდრო მაშინ საშინლად დაიძაბა, ისიც კი იფიქრა ხომ არ შემამჩნიაო ამ მინებ დაბურულ მანქანაში ნათიამო, რადგან გოგონა დაჟინებით მიაჩერდა მანქანას, თუმცა ვერავინ რომ ვერ შენიშნა Მშვიდად შევიდა საავადმყოფოში, ამაზე ახლა გაეცინა სანდროს და გული გაუთბა."

ძალიან საყვარლობა იყო ^-^

 


№9  offline წევრი ნაამა

მეჩვენება ხო? მე მოვკვდე თუ მჯეროდეს რომ კიდევ აგრძელებ, აუ ჩემი ფავორიტი წყვილი(მია და ლაშა) არ მომაკლო ხოლმე რა. მეწყინა რომ არ ჩანდა აქ. მიყვარხარ

 


№10 სტუმარი სტუმარი nina

აუ ლალიმ დაიწყო ისეეევ, ველოდებოდიი ამ ისტორიის გაგრძელებას, იმედიაა გამოსწორდა სანდრო და ისევ ისეთი დიალოგები არ იქნება

 


№11 სტუმარი სტუმარი თიკო

შემოდევი იმის იმედით რომ რამე ახალ ისტორიას დავინახავდი შენი ავტორობით. ხოდა რომ დავინახე ამ სათაურით რაღაც და ავტორის ადგილას შენი სახელი, გული გამიჩერდა გეფიცები. სიგიჟე და სიმაგრეა. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ერთი აული მქონდა დამეწერა კომენტარი. კარგია მაგრამ შემდეგ თავებს დაველოდები და იმის მიხედვიდ დავწერ კომენტარს. ზემაგარი საჩუქარია შენგან!❤❤❤❤

მაგრამ ერთს დავამატებ ჩემი აზრით. საერთოდ არ იქნება ლამაზი და სწორი ისევ ნათიაზე რომ გადაირიოს და ნათია ჰყავდეს სულ გულში. ვფიქრობ ახალი პერსონაჟის დამატება და სანდროს ოდნავი და არა რადიკალური ცვლილება ძალიან საინტერესო და საყვარლობა იქნება. ნათიაზე ძალიან სანდრო მიყვარს. კი არა და საერთოდ არ მიყვარს ნათია. არ ვიცი, მართლა არ ვიცი რატომ მაღიზიანებს ეგ გოგო მაგრამ ასე და რა ვქნა. სანდროს კიდე ვინმე გადარეული და მხიარული გოგო მოუხდება. მოკლედ გელოდები.❤❤
P.S მაინც დავწერე და არ გელოდე D:

 


№12  offline წევრი Mary Alice In Wonderland

აპ აპ აპ, რა სხვა გოგო :დდ ვეთანხმები წინა კომენტარის ავტორს სრულებით. :დდ არანაირი სხვა ახალი გოგო. :დდ მოვკვდით ხალხი აქ ნერვიულობით კაცო და ახალიო :დდ

აბა ერთი ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენებიიი. გამიხარდა ამ ისტორიის გაგრძელების დანახვა❤️❤️ ვფიქრობ სანდრომ უნდა დაიმსხუროს ბოლო შანსი. გაახსენოს ნათიას მივიწყებული გრძნობა. ის, გრძნობა რომელიც სანდრო გადათელა და გააფუჭა. დიდი იმედო მაქვს, პიროვნულად გაიზრდება თორემ თავის შეცდომებს რომ უკვე ხვდება მაგას ვხედავთ. ახლა ნათიას უნდა დაანახოს ეს ყველაფერი. უჰ როგორ მაინტერესებს როგორ გააკეთებს ამ ყველაფერს, როგორ მოიგებს ახლიდან ნათიას გულს და როგორ შეაყვარებს ხელახლა თავს ❤️❤️

მარიანა უბრალოდ საოცრებაა ❤️❤️ ლალის გამოსწორებას არ ველოდი ისე :დდ ნიკას ამბავი მახარებს ❤️ ლაშას და მიას ამბავი ხომ საერთოდ ❤️ წარმატებები ❤️♥️

 


№13 სტუმარი ანუ

ახალ თავს როდის დადებ? ???? ^-^

 


№14 სტუმარი სტუმარი ლიზა

ნეაკოოო?? "ჩემი სასჯელი ხარ" ამას არ დაასრულებბ??
გთხოვ დაასრულე დღეს წავიკითხე უკვე ყველა თავი და მოვკვდი ინსტერესით ???????? წარმატებებიი კარგია რომ ამისტორიას აგრძელებ❣❣

 


№15  offline მოდერი ნეაკო

Maia -მადლობა თქვენ გამოხმაურებისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent