შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასჯელი. თავი 3


11-03-2021, 17:14
ავტორი zia-maria
ნანახია 1 953

იდგა სიბნელეში და უყურებდა როგორ შორდებოდა ნელა-ნელა ქალი ვისაც ოცნებაში ხატავდა და ყველგან მასთან ერთად იყო, ასევე ოცნებაში ისიც იყო ენახა და უბრალოდ შეხებოდა. არ იცოდა რა გაეკეთებინა, ზნეობრივი პრინციპებს არ უნდოდა შეხებოდა, მაგრამ მის წინ რეალობა იდგა, იდგა ის ქალი ვისაც სიზმარში ნახულობდა. სწორი ნაბიჯი უნდა გადაედგა, უყურებდა როგორ მინარნარებდა წვიმაში სველი კაბით ქალი და სადაც იყო თვალს მიეფარებოდა, გადაწყვეტილება მიიღო და მანქანით უკან გაყვა, მიუახლოვდა თუ არა გააჩერა და წვიმაში გადავიდა, ბეღურასავით გაწუწული და შეშინებული ლილიას მკლავზე შეეხო და უთხრა.
-ვერ დაგტოვებთ ასეთ ამინდში ცის ქვეშ წვიმაში მიუსაფარს, მე გაგიყვანთ სადაც მიდიხართ. ლილიამ უცნობ მამაკაცს გაბრაზებულმა შეხედა, მაგრამ სიბრაზე გაოცებამ შეცვალა როცა მამაკაცს შეხედა და მის ყელზე ტატუ შეამჩნია.
-ტატუ, ეს ის ტატუ არის, ეს ის მამაკაცია. უყურებდა ლილია მამაკაცს და მის წინ იდგა მისი ახდენილი ოცნება, უნაკლო მამაკაცი, რომელსაც შეეძლო ერთი დანახვისთანავე მოეხიბლა ყველა ქალი და რომ მოენდომებინა თავსაც შეაყვარებდა, მაგრამ მამაკაცის გულში მხოლოდ ერთი ქალი იყო და ის ქალი ახლა მის წინ იდგა. ლილიამ დარცხვენილმა შეხედა და ძლივს გასაგონად თქვა.
-სულ სველი ვარ და არ მინდა შეგაწუხოთ.
-რას ამბობთ, მე თავად ვერ ვიქნები კარგად ასეთ ამინდში თუ გვერდს აგივლით და წავალ.
-მეგობრები მარტო დავტოვე და ამინდიც გამიჯავრდა, ასეთ წვიმას არ ველოდი თუმცა ვაღიარებ რომ წვიმა მიყვარს.
-იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს თავზეც, ნუ ვჩერდებით თორემ ორივე ვსველდებით, შესაძლებელია გავცივდეთ კიდეც. ლილიას შეეშინდა, მაგრამ სხვა გამოსავალსაც ვერ ხედავდა და მამაკაცმა მანქანის წინა კარი გააღო ლილია მის გვერდით დასვა. თითქოს დრო გაჩერდა, ვერაფერს გრძნობდა ისე იჯდა გაშეშებული და ვერც ის გაანალიზა რამდენი წუთი თუ საათი იყო უცხო მამაკაცის გვერდით რომელიც რამდენჯერმე ესტუმრა სიზმრებში და ისიც კი უთხრა ,,როცა დრო მოვა თავად გიპოვნიო''. უეცრად ხელის გულები გაუოფლიანდა და ვერც სხეულის დამორჩილება შეძლო კანკალებდა, თვალები დახუჭა და ბედს მიენდო, რამდენიმე წუთი იყო ასე და მხრებზე ხელის შეხება იგრძნო.
-კარგად ხარ? შეშინებულმა გაახილა თვალები და მამაკაცის ზღვისფერ თვალებში ჩაიძირა, მაგრამ კითხვას უპასუხა.
-კარგად ვარ.
-მაგრამ შენ კანკალებ.
-კარგად ვარ, მაგრამ გთხოვ სადმე გააჩერე. მანქანა მოწყვეტით გაჩერდა და შეამჩნია რომ მისთვცის უცხო ადგილზე იყო, მამაკაცს შეხედა და თვალებით კითხა.
-აქ რა გვინდა, ან სად ვართ. მამაკაცმა ღიმილით შეხედა ლილიას და მშვიდად უთხრა.
-წვიმაში  უმისამართოთ სიარულმა ერთ საღამოს აქ მომიყვანა, მის შემდეგ შემიყვარდა ეს ადგილი და ხშირად მოვდივარ. გიკვირს ახლა აქ რატომ მოვედი? სითბომ მოგთენთა და ჩაგეძინა, ამიტომ გავთამამდი და გზიდან გადაუხვიე თქვენს დაუკითხავად რადგან არ ვიცოდი სად უნდა მიმეყვანეთ. უყურებდა მამაკაცს და შეამჩნია რომ მასთან ძალიან ახლოს იდგა, მის თვალებში კი ღრმა ოკეანე ლივლივებდა და მარტო ეს არ იყო, აბრუებდა მისი საოცარი სურნელი. აირია, სახეზე წამოახურა და თავადაც ვერ მიხვდა რა დაემართა. მიხვდა რომ გაუჭირდებოდა თავის გაკონტროლება, რადგან მასში იფეთქა მიძინებულმა ვნებამ. ცახცახი დაიწყო და მზად იყო ის ღამე იმ უცნობი მამაკაცისთვის მიეძღვნა ვინც მხოლოდ სიზმრებში ნახა და სრულიად არ იცნობდა. უნდოდა ის წვიმიანი ღამე მხოლოდ მათი ყოფილიყო და მამაკაციც მიხვდა ქალის აფორიაქების მიზეზს და თავადაც ცდილობდა ზედმეტი არაფერი მომხდარიყო, მაგრამ ვერცერთმა ვერ მიხვდა როგორ აღმოჩნდნენ ერთმანეთის მკლავებში და ყველაფერი რომ გაიაზრა თავი უხერხულად იგრძნო და ცრემლიც კი მოერია. ხელში აიღო კაბა რომელიც უკვე მშრალი იყო და უხმოდ ჩაიცვა. უხმოდ გაიარეს გზა და ისე დაშორდნენ ერთმანეთს არც ტელეფონი და არც სახელები არ გაუცვლიათ. უხმოდ გადავიდა მანქანიდან, გიორგი კი  რამოდენიმე წუთი იდგა, როცა თვალი გაახილა გოგონა აღარსად იყო და გული დაწყდა, ლილია კი სახლში მივიდა და დედას თვალი აარიდა, მარიამმა ყავა გაამზადა და ლილიასთან ერთად მიირთვა.
-მე გავდივარ, ვხედავ დიდი დრო დაგჭირდება მოსამზადებლად, კომპანიაში დაგელოდები.
-დედა............................
-ლილია დღეს არა, რადგან ვხედავ ისედაც ცუდად ხარ და როცა შენ შეძლებ მერე შეგვიძლია ვისაუბროთ არა როგორც დედა-შვილმა, არამედ როგორც მეგობრებმა.
-მადლობა დედიკო.
-მოწესრიგდი, დრო გაქვს დღეს კარგად უნდა გამოიყურებოდე. მარიამმა ლილიას ჩაეხუტა მაგრად და შუბლზე აკოცა, ლილია კი პირველი სააბაზანოში შევიდა წყალი გადაივლო და შიშველი იდგა სარკის წინ როცა ტელეფონის ხმამ დაურღვია სიმყუდროვე და გაეღიმა.
-გისმენ ქეთი.
-ლილია კარგად ხარ?
-კარგად ვარ, ძალიან კარგად.
-წუხელ სად იყავი, დეიდა მარიამს ტყუილი უთხარით და მგონი მიგვიხვდა.
-მეც არ ვიცი სად ვიყავი წუხელ და რა მოხდა ჩემს თავს.
-ვაიმეეეე, ეს რაღაც ახალია და არაფერი მითხრა, მოვდივააარ.
-მე უკვე გავდივარ ქეთი................
-ლილია მოვდივარ ფეხი არსად არ გაადგა, გესმის? ანანო და ქეთი ათ წუთი უკვე ლილიასთან იყვნენ და მოუთმენლად ელოდნენ როდის დაიწყებდა ლილია მოყოლას, ლილია კი თმებს იკეთებდა, ქეთიმ ვეღარ მოითმინა ლილიას ხელი კრა საწოლზე დააგდო და უთხრა.
-დაიწყე, ყველაფერი თქვი.
-გახსოვთ რომ გითხარით სიზმარი მამაკაცი ვნახე ხელზე საქართველოს დროშა ჰქონდა ამოტვიფრული და ყელზე მარჯვება მხარეს კი რაღაც გვირგვინი.
-მახსოვს, ის იყო?
-ანანო ის ჩემს წინ იდგა და გაოცებული ვიყავი, ის იყო და ვერ წარმოიდგენთ როგორია.
-როგორია, სიმპატიურია?
-ზესიმპატიური ქეთი და ის ისეთი მამაკაცურია, შავი თმებით, დაბალი წვერით, ლურჯი, ზღვასავით უძირი თვალები და საოცრად ლამაზი.
-ლილია შენ ის...........................
-ის ჩემს წინ იდგა თვალებში უყურებდი და ემოციების ქვეშ ვიყავი, მხოლოდ ემოციებს ვერ ვამჟღავნებდი. ჩემში უნებურად მოხდა აფეთქება და მთელი სხეულით ველოდი აპოკალიფს. ვცდილობდი, ძალიან ვცდილობდი მინდოდა თავი გამეკონტროლებინა და გულზე ხელი დავიდე ის ისე ძლიერ ფეთქავდა მეგონა ჩემი გულის ძახილი მასაც ესმოდა, დაიბნა და ძალიან მშვიდად მკითხა.
-კარგად ხართ?
-მადლობთ, უკვე კარგად ვარ.
-შემომხედე. მითხრა და თავის ხელით მიმაბრუნა მისკენ, თვალებში ჩამხედა და მიხვდა, მიხვდა რომ მე სურვილისგან ვიყავი ცუდად, მან ჩემს თვალებში ამოიკითხა ჩემივე სურვილი, გაოცებულმა შემხედა, შემდეგ კი ანერვიულდა მე კი ვიდექი და სასწაულს ველოდი, რადგან მხოლოდ სასწაულს შეეძლო ჩემი გადარჩენა.
-ლილია შეგიყვარდა, შენ ხომ ის არც კი იცი ვინ არის.
-ქეთი იმ წუთში მე მე არ ვიყავი, მე სულ სხვა ვიყავი ვიღაც უცხო, მისი შემოხედვა სხეულს მიწვავდა და ეს იყო სულ სხვა ემოცია, სულ სხვა განცდა, რადგან მეგონა შიშველ სხეულზე ცივი ფიფქები მეყრებოდა და ყურში ზღვის ტალღების ხმა მესმოდა. ვიგრძენი როგორ დადიოდა ოფლის მარილიანი წვეთები ჩემს სხეულზე, ბოლოს თავი მივანებე ყველა ჩემს ემოციას, ყველა ფიქრს და მოვეშვი, მოვეშვი და მას მივენდე. თვალები დავხუჭე და სახეზე მისი ცხელი სუნთქვა და სუნამოს სურნელიც  ვიგრძენი.
-ლილია შენ................................... ქეთი ემოციებში იყო და ანანომ უყვირა.
-დააცადე დასრულოს მოყოლა, რა ეიფორიაში ჩავარდი პირველი ღამე ხომ არ გაგახსენდა, აღარ განმეორდება ის წუთები.
-უზრდელი ხარ ანანო.
-არ მკითხოთ რა დამემართა მის შეხებაზე, რადგან როცა მახსენდება გული მიჩქარდება ზუსტად ისე როგორც მაშინ, მხოლოდ ჩემი გულის ხმას ვგრძნობდი და  ის რაც ჩემს თავს ხდებოდა რეალური იყო და მე არ ვიყავი სიზმარში. ის შემეხო ტუჩებზე, ყელზე, მკერდზე და ვგრძნობდი მისი გრძელი და მოწესრიგებული თითები ჩემს თმებში დასრიალებდა. ვიდექი მონუსხული და ადგილიდან დაძვრა არ შემეძლო, რადგან ვერ ვინძრეოდი. ერთი აიქნია ხელი და მის წინ შიშველი ვიდექი და ვიგრძენი როგორ ამიტაცა ხელში და იმ წუთებში მეგონა ღრუბლებზე ვიდექი ისე მაღლა დედამიწაზე მყოფებს მაღლიდან დავყურებდი. ისე ძლიერად ვყავდი მიკრული თავის სხეულზე მეგონა ჩვენი სხეულები აღარასოდეს დაცილდებოდა ერთმანეთს და რაღაც არაბუნებრივს ვგრძნობდი ჩემს სხეულზე, ჩემს სახეზე, აცახცახებულ ბაგეზე და ვკანკალებდი ემოციებისგან. ვიგრძენი როგორ ჩამეღვარა სიტკბო მკერდზე და ალბად სულ სხვა პლანეტაზე ვიყავი როცა მკერდზე შემეხო ნაზად, მის ხელებს ვგრძნობდი მამაკაცურსაც და ნაზსაც და ის ვნებისგან თრთოდა. ჩემი უმანკო მკერდი და სხეული უკვე მისი სამფლობელო იყო და ვეღარ ვჩერდებოდი, მეტი მინდოდა, უფრო მეტი და რაც უფრო დიდი იყო სურვილი შიშიც იყო, ნეტარების შიში.
-ნუ გეშინია, მხოლოდ ერთი ძლიერი ბიძგი და ყველაფერი დასრულდება. მითხრა ყურში ჩურჩულით და მისმა ხმამ გონება დამიბინდა და ბოლოს რაც ვიგრძენი მისი ტუჩები ჩემს ტუჩებს შეეხო. დრო? აღარ მახსოვს დრო, ჩემს გვერდით იყო მამაკაცი ვინც ამავსო უსაზღვრო სითბოთი. ჩვენ ორივე ავყევით სურვილს და ავყევით ვნებას და ვერ შევძელი მისგან შორს გავმდგარიყავი და მეც თავი დავკარგე, მე მისი საკუთრება გავხდი. მეც მინდოდა მისგან შემეგრძნო ყველაფერი და გონება გათიშული მივენდე, მას მე თვალებით უთხარი თანხმობა. შემეშინდა, უნებურად ავცახცახდი, მაგრამ შიში დამავიწყა ისე ნაზად და უმტკივნეულოდ შემოვიდა ჩემში მეც ნელა-ნელა ვიძირებოდი სიამოვნებაში, ყოველ მის მოძრაობას ჩემი სიამოვნების ამოძახილი მოყვებოდა ის კი სახეს მიკოცნიდა, ფოცხვერივით ავიშალე  და დავიკარგე ვნების მორევში. ბოლო წუთამდე ვისიამოვნე და ბოლოს ღრუბლებიდან-ღრუბელზე გადავფრინდით და  რეალობას ისევ ვნებიანი კოცნით  დავუბრუნდით. ჩაცხრა ვნება და თვალებში ვეღარ უყურებდი, მიხვდა რომ ის ჩემი პირველი მამაკაცი იყო...........................
-პირველი, დაუვიწყარი და განუმეორებელი. თქვა ანანომ და ქეთის შეხედა.
-მერე, არაფერი გითხრა არც მან?
-არა, მისამართი დარცხვენიმა უთხარი და ბინამდე ისე მოვედით სიტყვაც არ გვითქვია ერთმანეთისთვის.
-სახელი? ამდენი რამ გადაგხდა და რა ჰქვია შენს იდუმალ მამაკაცს.
-არ ვიცი, არც მან იცის ჩემი სახელი.
-ვერ ვიჯერებ, ლილია სახელი როგორ არ კითხე, მაგრამ ბინამდე თუ მოგიყვანა გიპოვის.
-ტყუილი მისამართი უთხარი, აქამდე კი ფეხით მოვედი.
-ყოჩაღ, როგორ მოახერხე ეს ყველაფერი გონებამ გიკარნახა თუ გულმა ასე მოქცეულიყავი, ეს როგორ მოიფიქრე ლილია. სიბრაზეს ვერ დაფარა ქეთიმ.
-ნუ მიბრაზდები ჩემი წასვლის დროა, გამიყვან?
-წამოდი. უთხრა აღრენილმა და სამივეს გაეცინა. აგონიაში იყო, საათობით იდგა მანქანით იმ ადგილზე სადაც ლილია დატოვა, მაგრამ სველი ქალი გაშრა და გაქრა. დარდმა მოიცვა, სევდა ჩაუდგა თვალებში რადგან ძლივს ნაპოვნი ისევ დაკარგა. ერთი გაფიქრება იფიქრა, რომ იმ ღამეს გაგრძელება აღარ ექნებოდა, მაგრამ ვერ დაივიწყა ლილიას თვალები და იმედს არ კარგავდა,ყოველ დღე იმ ადგილზე მოდიოდა, მაგრამ უშედეგოდ.
-რა უცნაური ღამეა თბილი და იდუმალი თითქოს ზღაპრიდან გამოპარული ვფიქრობ შენზე, მაგრამ სად გიპოვო მინიშნება მაინც მომეცი. იქნებ ახლა რომელიმე ფანჯრიდან მიყურებ და იცინი, იცოდე მაინც გიპოვი და იცი რატომ გიპოვი? რომ გითხრა როგორ ძალიან შემიყვარდი, რომ გითხრა როგორ შემიყვარდა შენი სუნთქვა იმ ღამით, შენი გულის ცემა ყოველი ჩახუტებისას რომ მესმოდა შენი გულის კაპილარების ფეთქვა რომელიც მხოლოდ ჩემთვის ფეთქავდნენ, იმ ღამით შენ მხოლოდ ჩემთვის სუნთქავდი მე კი შენთვის ვსუნქავ დღესაც. ლილია ანალოგიურს გრძნობდა, ფიქრობდა უცნობ-ნაცნობზე და გულის სიღრმეში ამოუცნობ ტკივილს გრძნობდა, ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო დაევიწყებინა ის ღამეც და უცნობიც რადგან უნდოდა წარმატებული ქალი გამხადარიყო, სამსახრიც ჰქონდა და ყველაფერი რასაც მოისურვებდა, მაგრამ თავს არასრულფასოვან ქალად გრძნობდა.
-ლილია დრო გაქვს, შემოვიდე?
-თქვენთვის ყოველთვის მაქვს დრო, მობრძანდით.
-ამ საბუთებს უნდა გადახედო და ხელი მოაწერო. მირიანმა ლილეს შეხედა და ჩურჩულით უთხრა.
-როგორ ხარ, მეჩვენება თუ გადაღლილი ხარ.
-არ მინდოდა შეგემჩნია, მაგრამ სიმართლე ისაა არ შემიძლია ვითამაშო ძია მირიან.
-ცუდად ხარ, წადი დაისვენე.
-ეს კაბინეტი და ეს სავარძელი მხდის ცუდად.
-ეს დროის საკითხია და მიეჩვევი, სხვა გზა არ გვაქვს.
-ვერ მივეჩვიე და შეგუებაც რთულია, როცა იცი სადღაც აქ ამ კედლებში მამას მკვლელი დადის და არ ვიცი როგორ გამოვიცნო.
-ეკატრინეც ისე სწრაფად გააჩუმეს მისი მკვლელობაც ბურუსით არის მოცული, ვერც მისი მვლელი ვერ იპოვეს აქამდე.
-რა გასაკვირია, რომ მკვლელი ერთი და იგივე პიროვნებაა.
-მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ ხმამაღლა ნუ ვიტყვით.
-ყოველ ჯერზე როცა კარი გაიღება სიხარულით ვიხედები, რადგან მგონია რომ მამიკო უცხოეთიდან დაბრუნდა და საჩუქარი მომიტანა, მაგრამ ის არ არის და გულში ტკივილს ვგრძნობ.
-ვახო აღარ არის, შენ კომპანიას უნდა უხელმძღვანელო და დედაშენს ძალა უნდა მისცე.
-არ ვიცი ოდესმე თუ შევეჩვევი მამას ასე წასვლას და რომ დავფიქრდები არც მინდა შევეგუო ის ჩვენი ცხოვრების აზრი იყო. წავიდა და თან წაიღო ძალიან ბევრი აუხდენელი ოცნება.
-ძალიან ადრე იყო ჯერ ვახოსთვის სიკვდილი შენ კი ძლიერი უნდა იყო, რადგან შენი სჯეროდა მას და იცის რომ ყველაფერს შეძლებ.
-ვიპოვით, აუცილებლად ვიპოვით და ვისაც კი წვლილი მიუძღვის მამას სიკვდილში მწარედ გადაიხდის, ჩემი და დედას ცრემლებისთვის სასჯელი ძალიან მძიმე იქნება.
-სასჯელის გამოტანა მხოლოდ მოსამართლეს და სასამართლოს შეუძლია, შენ ვერ დააწესებ მათთვის სასჯელს და ვერც დასჯი მათ.
-მე ვიქნები მისთვის სასამართლოც და მოსამართლეც.
-ლილია ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ ასეთი მტკიცე გადაწყვეტილების მიღებისთვის, ამას არც ვახო მოგიწონებდა. გულის ამრევია შვილო ზიზღი და სიძულვილი, თუ არ შეიცვლები და თავს არ გააკონტროლებ სულ მარტო აღმოჩნდები შენი რთული ხასიათით ცხოვრების ლაბირინთებში. საკუთარი გადაწყვეტილების მოვა დრო და ჩაირტყამ შხამიან ისარს და შეეცდები დრო უკან დააბრუნო, მაგრამ ვერ შეძლებ და შესაძლებელია იმედგაცრუებულმა კოკაინიც კი აიღო ტკივილის გასაყუჩებლად, სწორედ მაშინ დადგება შენი დასასრული. შეეცდები ბნელი ტყიდან გამოსვლას და მოწმენდილ ცაზე ვარსკვლავების თვლას, მაგრამ შენი ზიზღი კოკაინის ფსკერზე ჩაგძირავს და შენს ლამაზ ცხოვრებას რომელიც ახლა გაქვს ფერფლად აქცევს. როცა გონზე მოხვალ და სრული აზროვნება დაგიბრუნდება სულ მარტო აღმოჩნდები და უიმედობა შეგიპყრობს, სხეული აგიკანკალდება სახლისაკენ გაიქცევი, მაგრამ იქაც სიჩუმე და უიმედობა გაგიღებს კარს და მიხვდები რომ სულ მარტო ხარ დიდ და უსასრულო სამყაროში. შენ შენი მტკიცე და შეუვალი ხასიათით დაკარგავ გარშემო ყველას და ათას ნაწილად დაშლილი ითხოვ პატიებას, შენი ცხოვრება ისე მოგბეზრდება შენი თავისგან მოგინდება გაიქცე და შორს წახვიდე. მე ერთ რჩევას მოგცემ, რომ ცოტა ხნით გაერიდო ყველაფერს, დამშვიდდე და დამშვიდებული გონებით შეუდგები საქმეს როცა დაბრუნდები.
-ასე ძალიან მეტყობა, რომ შურისძიების სურვილით ვარ შეპყრობილი?
-გეტყობა და თავი ხელში უნდა აიყვანო. ლილია დააფიქრა მირიანის სიტყვებმა და ის აზრი რომ დაესვენა მოეწონა, მაგრამ კომპანიაში უამრავი საქმე ჰქონდა. უნდოდა ძალიან დატვირთული ყოფილიყო, რომ ფიქრის დრო არ ჰქონდეს, მაგრამ ვერ შეძლო იმ ერთადერთი ღამის დავიწყება. იყო შემთხვევა ღიმილით გაიღვიძა და გვიან აცნობიერებდა ის რაც ისევ განიცადა მხოლოდ სიზმარი იყო. უცნობი-ნაცნობი მამაკაცი ლილიასთვის ერთადერთი და შეუცვლელი იყო და მივიდა იმ დასკვნამდე რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და ამ ყველაფრისგან  რომ დაეღწია თავი მარიამის თხოვნით სასწავლებლად უცხოეთში წავიდა. არც გიორგი იყო უკეთეს მდგომარეობაში, ერთ ღამეს ძილის ანგელოზი გამოეცხადა და ვეღარ სუნთქავდა. ბესო თვალს ადევნებდა გიორგის და ბოლოს უთხრა.
-შეგიყვარდა.
-არ ვიცი რას ვგრძნობ, ვგრძნობ იმას რომ ჩემთვის ნორმალური ცხოვრება დასრულდა.
-წადი ქვეყნიდან და შეეცადე დაივიწყო, თუ ვერ დაივიწყე მაშინ დაბრუნდები და უნდა ვიპოვოთ.
-არც ის ვიცი მინდა თუ არა მისი დავიწყება. გიორგიმ ერთ დილით ოჯახს გამოუცხადა მივდივარო და დედის უამრავი თხოვნა მუდარის მიუხედავად გაემგზავრა, მაგრამ სად ეს მხოლოდ ბესომ და ბაკომ იცოდა.
-შენი საქმე შვილო?
-საქმეს ჩემს ძმებს უტოვებ, ვიცი რომ ისინი მიხედავს ყველაფერს.
-არ ვიცი რა გჭირს და ეს ბოლო თვეებია შენს თავს არ გავხარ, მაგრამ თუ შენ ეს წასვლა გიშველის წადი და იმედი მაქვს ეს წასვლა დადებითად იმოქმედებს შენზე.უთხრა გიორგაძემ და გიორგის მოეხვია. გიორგი წავიდა და ორი წელი იყო ყველასგან შორს და როგორც მოულოდნელად წავიდა ასევე ერთ დღეს მოულოდნელად აიღო  უკან დაბრუნების ბილეთი და იმავე ქვეყანაში იყო ლილია რომელიც იმ დილით იმავე რესით დაბრუნდა საქართველოში. რამდენიმე მეტრში იდგა ლილია გიორგისგან მოშორებით როცა თვითმფრინავი დაჯდა და თავად აკანკალებული ფეხით შეეხო მიწას, ტაქს ხელი აუწია და მომენტალურად მათმა თვალებმა იპოვეს ერთმანეთი და ორივე გაშეშდა, როცა გიორგი გონს მოვიდა ლილია იქ აღარ იყო. ლილიას დამშვიდებული გონება უფრო დაეძაბა და უფრო აირია. გიორგი უყურებდა მეგობრებს და უნდოდა რამე ეთქვა მაგრამ ჩუმდებოდა, ბაკომ ვეღარ მოითმინა და არც შეუხედია გიორგისთვის ისე უთხრა.
-ძალიან შეიცვალე, არ მინდა კითხვებით მოგაბეზრო თავი მინდა თავად თქვა რა გაწუხებს.
-მართალი ხარ ბაკო და მაპატიე, მე თქვენს წინაშე ვალდებული ვარ სიმართლე ვთქვა და ახლა როცა მე თავად გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ მაინც მიკვირს სიყვარულს მეგობრობაზე წინ რომ აყენებენ.
-სრულყოფილ ადამიანად ვერასდროს ჩათვლი თავს თუ შენს ტკივილს და შენს სიხარულს მეგობარს არ გაუზიარებ.
-და მეც ჩემს მეგობრებს ისეთი ვუყვარვარ როგორიც ვარ, ჩემი ნაკლოვანებებით და არანაკლოვანებებით, არც ჩემი შეცვლა უცდიათ და არც საყვედური უთქვამთ, ვგრძნობ რომ მელოდებით როდის ვიტყვი ჩემს სათქმელს. ისიც ვიცი ჩემო ბაკო თუ დამჭირდა თქვენი ფრთების ქვეშ შემიძლია ვიყო შეფარებული და თუ თუ ტკივილი შემაწუხებს, თქვენი ხელი ჩემს ხელს არ მოსცილდება ტკივილის გაყუჩებამდე, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მედგაცრუებულს ახალი ძალებით ამავსოთ, რწმენას დამიბრუნოთ, ბედნიერებას ჩემთან ერთად გაიზიაროთ და მარტო არასდროს დამტოვოთ. ყველაზე დიდ სითბოს თქვენგან ვიღებ, ყველაზე ლამაზი მოგონებები თქვენთან მაკავშირებს, ყველაზე კარგად მაშინ ვარ როცა ერთად ვართ და არ მინდა არცერთი წუთი, არცერთი წამი უთქვენოდ. თქვენ თუ მიმატოვებთ ჩემი სამყაროც ჩამობნელდება. გაოცებული უსმენდა მეგობრები და ბაკოს თვალებზე ცრემლიც კი შეინიშნებოდა, მაგრამ გიორგის მხრებზე მოხვია ხელი და შემართებით უთხრა.
-ეეეეეეეე, რა გჭირს გიორგი.
-შემიყვარდა, შემიყვარდა მაგრამ არ ვიცი ვინ არის და არც ის ვიცი სად უნდა ვეძებო.
-ასე როგორ შეგიყვარდა რომ არ იცნობ, მაგრამ აქედან წასვლამაც ვერ დაგავიწყა.
-წლები გავიდა და მე დავიწყება ვერ შევძელი, მას მხოლოდ ერთხელ შევხვდი, მაგრამ როცა დავბრუნდი უკან ჩვენ ისევ შევხვდით მეორედ ერთმანეთს და უსიტყვოდ დავშორდით, ამიტომ ისევ აირია მიძინებული ფიქრები, გრძნობებიც და ვნებებიც, თუმცა იმ ერთი შეხედვით აღმოვაჩინე რომ სულაც არ დამვიწყებია. ის ისეთი პატარა და მიმდობი იყო ჩემს მკლავებში, ვერ შევძელი დავივიწყო მისი აცახცახებული სხეული და შიშით სავსე თვალები.
-სად გაიცანი, რატომ არაფერი თქვი აქამდე, იქნებ ვიცნობთ და ვიცით ვინ არის.
-არასოდეს მინახავს ჩვენს საახლობლოში, მას შემდეგ სულ ცოტაც და სამი წელი დასრულდება. ჩოჩია რომ ჩამოვიდა ავღანეთიდან მე ადრე დაგტოვეთ, იმ ღამეს საშინლად წვიმდა და ჩვენ იმ წვიმამ, იმ სიცივემ და იმ ღამემ დაგვაახლოვა ერთმანეთს.
-მახსოვს, იმ ღამეს რესტორანში გავათენეთ საშინელი ამინდი იყო. თქვა ბაკომ და გიორგის შეხედა.
-ისტაგრამზე ვნახე ერთხელ და ვიცანი, მაგრამ  ვეღარ ვიპოვე, აღმოჩნდა რომ გვერდი გააქრო მხოლოდ სახელი ვიცი ლილია ჰქვია, პირადი ინფორმაცია დაფარული ჰქონდა უცხოებისთვის ხელმიუწვდომელი.

დილის ზარი ტელეფონზე და ჩვეული კისკისით ნათქვამი, დილა მშვიბობისა ძილისგუდა.
-ლილია?
-ის ქუჩა მომენატრა ერთერთ ბინაში ჩემი მეგობარი რომ ცხოვრობს.
-შენ უკვე დაბრუნდი?
-აჰამ, დავბრუნდი და სანამ საქმეს მივუძღვნი ჩემს თავს ჩვენ სამის არის დრო.
რამდენიმე წუთი და სახში ქარიშხალივით შემორბის ანანო და ქეთა და სახლიც ისეთ მდგომარეობაში არის თითქოს წლებია არ დაულაგებია არავის, მარიამი უცქერს სამ გადარეულს დოინჯებს იკეთებს და მშვიდად, მაგრამ მკაცრად ამბობს.
-გავდივარ, საღამოს დავბრუნდები და სახლი როგორც დაგხვდათ ისე დამახვედრებთ. სამი დატუქსული პატარა ბავშვი რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და კედელთან დააყენეს დასასჯელად, მხოლოდ კარების ხმა გაიგონეს მარიამი რომ გავიდა და ერთმანეთს გადახედეს დარწმუნდნენ რომ მარტო იყვნენ და ისევ ამოვარდა ქარიშხალი.
-როგორ ხარ, იმედია კარგი შემართებით დაბრუნდი და ყველაფერი.............
-ხვდები რომ გიყვარს და იმასაც ხვდები რომ უბრალოდ ძალიან დაშორდი მას.
-არაფერი არ შეცვლილა შენში, მხოლოდ იმ უცნობ-ნაცნობზე ფიქრობ. მონატრებული მეგობრები რამდენიმე დღე ერთად გაერთო და ლილია იმ აზრს ვერ გაექცა რომ მას თავისი სავარძელი ელოდა და ის კომპანიაში დაბრუნდა. ლამაზია, ძალიან ლამაზი არის ლილია და მარიამს სიგიჟემდე მოსწონს თეთრი თხელი მაისური მის ტანზე და  ღილებს შორის როგორ მოჩანს მისი თეთრი კანი  სავსე მკერდით და  მოსწონს მოკლე იუბკის ქვეშ მისი ჩამოსხმული ფეხები. ლამაზი თვალებიც მოსწონს დიდი წამწამების ქვეშ დაჩრდილული და ტუჩები ოდნავ სველი, რბილი და ვარდისფერი. მისი თმაც მოსწონს, მერე რა რომ სულ სწორი აქვს და სტილს არ იცვლის ზუსტად ისეთია ხელს რომ შეუცურებ და თმის ყველა ღერი მის ხელზე რომ ასრიალდება. ერთიანობაში მოსწონს შვილი და მოსწონს მისი ჩაცმის სტილიც. ლილიას დაბრუნება კომპანიაში ძალიან გაუხარდა მირიანს და ლაშას.
-მომწონხარ, ლილია სულ სხვანაირი ხარ დასვენებული სახე გაქვს მშვიდი და ცოტა გაზრდილიც მეჩვენები.
-არა, ქუსლიანებმა  გამხადა უფრო მაღალი. თქვა და სამივეს გაეცინა.
-ეშმაკო, როგორ ხარ.
-კარგად, მუშაობის ხასიათზე ვარ.
-კარგია, ეს მომწონს.
-აქ როგორ ვართ, რა ისმის ძიებაში გამოიკვეთა რამე ახალი თუ ისევ ძინავს ჯერ კიდევ ღრმა ძილით გამოძიებას.
-სამწუხაროდ ძალიან საიდუმლოდაა ლილია ყველაფერი, საქმე დაიხურა. თქვა ლაშამ და კარზე კაკუნის ხმაც გაისმა.
-მობრძანდით. კაბინეტში დეტექტივი შემოვიდა ხელში ხელჯოხით და სამივე მას უცქერდა გაოცებული.
-გისმენთ, ბატონო მალხაზ ჩვენ აღარ გელოდით რადგან დიდი დრო გავიდა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან.
-დიახ, დიდი პაუზა მომივიდა, მაგრამ ვერ შეძლეს ჩემი ამ საქმიდან ჩამოშორება.
-თქვენ რამე დაგიშავეს?
-მე ასე ვიტყვი რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა და მე თვეები საავადმყოფოში ვიწექი, საქმე კი ჩამომართვეს და სხვას გადასცეს.
-ამიტომ დაიხურა თქვენი გაუჩინარებიდან რამდენიმე თვეში საქმე. თქვა მირიანმა და მახოს შეხედა.
-ასეა, მე მარიამს პირობა მივეცი რომ ამ საქმეს თქვენთან ერთად ბოლომდე მივყვები და მკვლელს ვიპოვი, მაგრამ მინდა იცოდეთ რომ საქმეს რადგან ჩამოშორებული ვარ საიდუმლოდ უნდა გამოვიძიო.
-მართლა მიიყვანთ საქმეს ბოლომდე და მკვლელს იპოვით?
-მე იქედან ვიწყებ ძიებას სადაც გავჩერდი და თუ დამჭირდა განყოფილებიდანაც წამოვალ და საკუთარ სააგენტოს გავხსი ვერავინ შეძლებს ამიკრძალოს  სიმართლის დადგენა  და მკვლელის გამოაშკარავება.
-უკვე მაშინებს თქვენი სერიოზულობა და ჯამრთელობის საქმე როგორ გაქვთ ყველაფერი კარგად არის ალბად და არ იქნება სასიამოვნო რამე შეგემთხვეს.
-უკვე კარგად ვარ და არ ვიცი რამდენად დამიჯერებთ, მაგრამ მხოლოდ ამ საქმეზე ვფიქრობ.
-კარგია, რამე სიახლე გაქვთ რომ გვითხრა, თქვენი გამოძიებით რამე კვალს მიაგენით ამხელა პაუზის შემდეგ თუ ეს შესაძლებელია?
-ჯერ-ჯერობით ის ვიცით მხოლოდ ეკატერინეს და ბატონი ვახოს მკვლელი ერთი და იგივე პიროვნებაა.
-ეს ისედაც ნათელი იყო კვალმა ეკატერინესთან მიგვიყვანა ეს კი მკვლელმა გაიგო და ის გააჩუმა, მაგრამ შემდეგ რა იქნება.
-რა იქნება ან ვინ იქნება შემდეგი. თქვა მახომ და ლილიას შეხედა.
-რას გულისხმობთ, ფიქრობთ კიდევ უნდა მოკვდეს ვინმე? კარი გაიღო და მარიამი შემოვიდა კაბინეტში, გაუხარდა დეტექტივის დანახვა და ღიმილით მიესალმა.
-როგორ ხართ, იმედი მაქვს თავს უკეთ გრძნობთ.
-დედა შენ იცოდი რომ ავად იყო და საქმეს ჩამოაშორეს?
-ვიცოდი და საერთოდ დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა, მე მას ხშირად ვნახულობდი და ვსაუბრობდით. არა უშავს, საქმეს იქედან გავაგრძელებთ სადაც გავჩერდით და დეტექტივო  პირობა გაქვთ მოცემული და მე მჯერა თქვენი რომ პირობას შეასრულებთ.
-პირობას შევასრულებ, დღეს მოვედი გითხრათ რომ ჩემმა ბიჭებმა ეკატერინეს ბინაში შევიდნენ და იპოვეს ტელეფონი, ჩვენ ტელეფონი გავშიფრეთ და ერთ  მნიშვნელოვანი საუბარი ვიპოვეთ.
-თან გაქვთ, შეიძლება მოვისმინოთ? მახომ ტელეფონი ამოიღო და ჩანაწერი ჩართო, ყველა ყურადღებით უსმენდა და ცდილობდნენ ხმა ამოეცნოთ, მაგრამ ეს ხმა მათთვის უცნობი იყო.
-,, ეკატერინე თქვენს ანგარიშზე თანხა სრულად დაირიცხა, ამიტომ დღეს ვახო უნდა მოკვდეს და იმედი მაქვს ამას შეძლებ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო რთულ ზომებს მივიღებთ''.
-ქალის ხმა არის, გამოდის მკვლელი ქალი არის.
-მკვლელი ქალი გვყავს, მაგრამ ამოცნობა ძნელია.
-თანხა, გადარიცხული თანხა?
-ვიყავი ბანკში, თანხა ვინც ეკატრინეს სახელზე გადარიცხა ის პიროვნება 25 წლის გარდაცვლილია და ოჯახი ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობს. ეკატერინემ კი ის ყველა თანხა ძმის ანგარიშზე დარიცხა, რატომ უჭირს ოჯახს ეს გაურკვეველია.
-გამოდის მკვლელი ძალიან წინდახედულია და რასაც აკეთებს ყველაფერი გათვლილი აქვს.
-მკვლელი ჩრდილს არის ამოფარებული მას ძლიერი ზურგი ყავს მე ასე ვფიქრობ სხვაგვარად ამდენს ვერ შეძლებს.
-ფიქრობთ ის ძალიან საშიშია?
-ძალიან საშიშია და ყველა ფრთხილად უნდა იყოთ უფრო მეტად თქვენ ოთხი, რადგან იციან შეკრული გუნდი ხართ.
-მოვა ისევ აქამდე, აქ დაბრუნდება?
-ის აქ არის და არსად არ წასულა, ლილია ფრთხილად უნდა იყო არავის მოწოდებული არც წყალი და არც ყავა არ უნდა მიირთვა, არც შეუკვეთოთ. მე წავალ და ისევ კონტაქტზე ვიქნებით, მახო ადგა და კოჭლობით გავიდა კარებში, მაგრამ რამდენიმე წუთში მირიანის ტელეფონზე გადარეკა და უთხრა.
-უნდა შვხვდეთ, მინდა დაგელაპარაკო. მირიანი არც დაფიქრებულა და მახოსთან შესახვედრად წავიდა დათქმულ ადგილზე 5 წთ-ით ადრე მივიდა.
-პუნქტუალური ხარ, მირიან მეც კი დამასწარი მოსვლა.
-დეტექტივი ხარ და მკვლელობას იძიებ იმ კვლელობას რომელშიც მე ვარ ეჭვმიტანილი, მოკლული კი ჩემი საუკეთესო მეგობარია. როგორ ფიქრობ არის აქ გასაკვირი ის რომ თქვენზე ადრე მოვედი შეხვედრის ადგილზე და გულის წასვლამდე მინდა გავიგო ვინ შეუკვეთა ვახოს სიკვდილი.
-მესმის შენი მირიან მაგრამ შენც უნდა გამიგო, ჩვენ ორივეს ერთი ინტერესები გვაქვს, ჩვენი მიზანია მკვლელის პოვნა და ვფიქრობ ერთმანეთის დახმარებით შევძლებთ მივაღწიოთ მიზანს. ჩემი აზრით მარტო მკვლელის პოვნა არ არის საკმარისი, უნდა ვიპოვოთ მკვლელის უკან ვინ დგას.
-მეც ეს მაინტერესებს, ვის უნდოდა ვახოს სიკვდილი მკვლელბის დამკვეთიც ის არის.
-ასეა და როგორც ვიცი თქვენ ძალიან დიდი ხნის მეგობრები ხართ, ასევე ერთად მუშაობთ წლებია და გყავთ საერთო მეგობრები, იცნობთ ასევე მის ყველა კომპანიონს.
-კი ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ყველას ვიცნობ ვინც ვახოს კომპანიონია ახლაც და ვინც იყო, კონკრეტულად ვინ გაინტერესებს.
-ვინ არის ემზარი ბურჯანაძე და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ გარდაცვალებამდე. მირიანმა გაოცებულმა შეხედა დეტექტივს და უთხრა.
-ემზარი არის ეჭვმიტანილი?  შეუძლებელია, ეს დაუჯერებელია.
-რატომ არის დაუჯერებელი, ადამიანს შეუძლია ორი სახე ჰქონდეს და უამრავი ნიღაბის მორგებაც შეუძლია.
-მახო მოდი მეგობრულად ვისაუბროთ, შენობითზე გადავიდეთ.
-გადავიდეთ, მეც დავიღალე უკვე დაძაბულობისგან. გაეცინა მახოს და მირიანს შეხედა.
-ემზარი წლებია ვახოსთან თამშრომლობს, გაწონასწორებული და კარგი ადამიანია, არ არის ისეთი პიროვნება ვახო მოეკლა. არ იყვნენ საუკეთესო მეგობრები, მაგრამ არც ძალიან შორს იდგნენ ერთმანეთთან კარგი მისალმება იყო მათ შორის.
-შენი ვერსია როგორია მირიან.
-ვფიქრობ და პირველი წუთიდან ვფიქრობდი რომ ვიღაც შინაური დგას და ახლაც მათ შორის ჩადგა, მას ბიზნესი აინტერესებს ასევე კომპანია და სავარძელი, ეს კი არ არის ერთი დღის და ორი დღის მოფიქრებული გეგმა. ვინ ვის უკან დგას ეს თქვენი გასარკვევია, მაგრამ ძალიან დიდი დრო გავიდა და საქმე ჯერაც არ დაძრულა ადგილიდან, პირიქით საქმე დახურეს.
-საქმე დახურა იმ ხალხმა ვინც ფული აიღო და მე ფულზე არ ვიყიდები, მე სიმართლის დადგენა მაინტერესებს. მკვლელი კიდევ ვიმეორებ ახლობელია და ძალიან კარგად არის შენიღბული, მაგრამ ვიპოვით. მახო და მირიანი  ერთმანეთს დაემშვიდობა, ემზარი გაუფრთხილებლად მივიდა კომპანიაში მას მარიამის ნახვა უნდოდა და უცნაური საუბრის მოწმე გახდა, ის გაოცებული უსმენდა სამეულის საუბარს.

-რატომ დამირეკე, ჯერ მეუბნები სარისკოა ჩემი გამოჩენა შენს სახლოვეს და რამოდენიმე დღეში მირეკავ და აქ მიბარებ. რა გინდა რომ გავაკეთო, მაგრამ მინდა შეგახსენო რომ ყველა საქმე ფული ღირს.
-ერთი კაცი უნდა მომაშორო.
-ვინ არის, ხელს გიშლის და გინდა ჩამოიშორო გზიდან?
-ცინიზმი და ირონია  ჩემთან არ გჭირდება, ეს სერიოზული თემაა.
-ტაბატაძეზე მეტი სერიოზული?
-წარმოიდგინე და კი.
-თუ ასეთი სერიოზული თემაა სირთულეებიც გვექნება და თანხაც გაიზრდება.
-ანზორ სულ მალე ჩემი შვილი იმ იდიოტზე დაქორწინდება და გპირდები საუკეთესო საჩუქარს მიიღებ და ნეტარებაში იცხოვრებ.
-დედა ეს ბიზნესი და ეს კომპანია ჩემი იქნება, გიორგი ამ ბიზნესის აზრზეც არ არის.
-ბიზნესი არ მაინტერესებს, მე მისი ქონების ჩაგდება მინდა ხელში, მინდა ყველა იმ თანხას დავეპატრონო რაც აქვს ბებერ ემზარის.
-ბევრი ფული აქვს?
-ძალიან, ძალიან ბევრი ფული აქვს თუ აქ და თუ უცხოეთის ბანკებში.
-ღმერთო ჩემო ჩემს შვილს არ დაუჯერე, რამდენჯერ მითხრა მამა არ იცნობ მარინას და გთხოვ ეს თემა დახურეო. თქვა ემზარიმ შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და ფეხაკრებით უნდოდა უკან გაბრუნებულიყო, მაგრამ მარინამ თვალი შეასწრო მას და მირანდას შეშინებუკმა შეხედა.
-ემზარი, მან ყველაფერი გაიგონა.
-ვინ? ემზარიმ გაიგონა რაც ვთქვით? მირანდას სახეზე ფერი არ ჰქონდა, მარინა ანზორის მიუბრუნდა და უთხრა.
-შევაჩეროთ ყველა საქმე და რამე იღონე, მან ეს ყველაფერი არ უნდა თქვას. მამაკაცი ფეხზე წამოდგა და მარინას შეხედა.
-მაშინ იყოს უბედური შემთხვევა. ემზარის უკან გაყვა, ემზარი გამოცდილი მძღოლი იყო და მიხვდა მდევარი რომ აედევნა და ცდილობდა გიორგის დაკავშირებოდა, მაგრამ უკნიდან ძლიერი შეტაკების ხმა იყო ვეღრ დაიმორჩილა საჭე და გზიდან გადაუხვია, მარინამ კი ხმა დაარხია რომ ბიზნესმენი ვახო ტაბატაძის მკვლელი ემზარი ბურჯანაძე აღმოჩნდა.
-ემზარი ბურჯანაძე ვინ არის ეს ადამიანი და რა უნდოდა მას მამასგან. სირბილით დატოვა სახლი და კომპანიაში მივიდა, თავის კაბინეტს გვერდი აუარა და მირიანთან შევიდა.
-ლილია რა მოხდა, შვილო კარგად ხარ? ფეხზე ადგა მირიანი და ლილიას გაოცებული უყურებდა.
-მამა, მამას მკვლელი ვიცი ვინც არის.
-ვინ არის, დეტექტივმა დაგირეკა?
-არა, უცნაური ზარი იყო დილით ტელეფონზე და მითხრეს რომ ემზარი ბურჯანაძე არის მკვლელი, ვინ არის ეს ადამიანი ძია მირიან.
-შეუძლებელია. თქვა მირიანმა და ლილიას ჭიქით წყალი მიაწოდა.
-რატომ არის შეუძლებელი.
-არ მჯერა და იმიტომ, გუშინ სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრეთ მე და დეტექტივმა. ლილია დარწმუნებული ვარ ვიღაცას უნდა თავზე აიცილოს მკვლელობა და ემზარი იპოვა რომ გადააბრალოს, მას არანაირი კავშირი არ აქვს ამ მკვლელობასთან ნუ გამოიტან დასკვნას და უდანაშაულო ადამიანს ნუ განსჯი სხვისი დანაშაულის გამო.
-მირიან აქ ხარ?
-შემოდი ლაშა აქ ვართ. ლაშა ლილიას იქ არ ელოდა, უხერხულად იგრძნო თავი და მირიანს შეხედა.
-რა მოხდა რა სახე გაქვს, შენც გაიგე რომ ემზარი მკვლელია?
-გავიგე, მაგრამ მარო ეს არაა კიდევ არის სხვა.
-სხვა რა არის, რამე ახალი მოხდა?
-უბედური შემთხვეა მოხდა, ემზარი კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში, ცუდად არის მირიან.
-ემზარი? ჩვენი ემზარიზე ამბობ რომ ცუდად არის? იდგა მირიანი და გაოცებული უყურებდა ლაშას და უფრო და უფრო რწმუნდებოდა რომ მკვლელი ყველას იშორებდა გზიდან თუ ვინმემ სულ მცირე სიმართლე იცოდა. ლილიას ტელეფნზე მარიამის ნომერი დაფიქსირდა, არ უნდოდა აღელვებული ხმა ჰქონოდა და დედას შეძლებისდაგვარად მშვიდად უპასუხა.
-გისმენ დედა, მე უვე სამსახურში ვარ.
-ლილია დონარა დეიდა ვარ თქვენი კარის მეზობელი.
-დონარა დეიდა........................
-არ ინერვიულო შვილო, მაგრამ დედა საავადმყოფოში გადავიყვანეთ.
-რააააა, ეს როგორ მოხდა ან სად ხართ.
-ცენტრალურ საავადმყოფოში ვართ შვილო. ლილია ანერვიულდა, მირიანი და ლაშა მას დაძაბული უსმენდა და მისმა ცრემლებმა ორივე ააფორიაქა.
-ლილია რა მოხდა, მარიამს რა მოუვიდა.
-არც მე ვიცი, წუხელ მითხრა რაღაც შეუძლოდ ვარო, მაგრამ ასეთი სერიოზული მდგომარეობა თუ იყო არ ვიცოდი.
-წავიდეთ, ახლავე წავიდეთ. თქვა ლაშამ მაგრამ მირიანმა ის შეაჩერა.
-ჩვენ წავალთ და დაგირეკავ, შენ აქ ხარ საჭირო და ლილიას კაბინეტს ყურადღება მიაქციე.
-ძია ლაშა მართლა არ ვიცი რა ხდება ჩვენს თავს და გთხოვ ყურადღებით იყავი.
-წადით და აქ ყველაფერს გავაკონტროლებ, მხოლოდ გთხოვთ დამირეკეთ.
-აუცილებლად. მირიანმა თავის მანქანით წაიყვანა ლილია და ორივე დუმდა, ორივე ფიქრებით მარიამთან იყო.
-ლილია ამ დღეებში მარიამი იყო ოფისში?
-ერთი კვირის წინ იყო, გამოცდები მქონდა და ის დადიოდა კომპანიაში, შემდეგ მითხრა რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა, მაგრამ არ მიფიქრია ასეთი სერიოზული თუ იქნებოდა მისი ჯამრთელობობა თუ გაუარესდებოდა და უთხარი გადაღლილი ხარ და დაისვენე კომპანიაში მე ვივლითქო.
-გასაგებია, ის ძალიან ფრთხილად იყო, მაგრამ მაინც მოახერხეს მისი მოწამვლა.
-ფიქობ რომ მოწამლეს?
-ჯერ ვერაფერს გეტყვი, მაგრამ გავიგებთ. ლილიას ფერი არ ედო, სირბილით შევიდა საავადმყოფოში და დონარა დეიდაც მალე ნახა.
-როგორ არის, ექიმმა რა თქვა ან სად შეიძლება ის ვნახო.
-ანალიზებს უკეთებენ შვილო და ექიმი გამოვა როცა საჭიროდ ჩათვლის, შენ დამშვიდდი და დაველოდოთ ექიმს.
-დედამ რამე გითხრა?
-არა, უეცრად თქვა ცუდად ვარო და ხელი შევაშველე სასწარაფოსაც დაურეკე იქვე მქონდა ტელეფონი. ვფიქრობ გადაიღალა და გულმა ვერ გაუძლო, რადგან აქ ვართ ყველაფერი კარგად იქნება.
-დედა, დედიკო არ მიმატოვო, მე ხომ სულ მარტო დავრჩები. ტიროდა ლილია და დონარა დეიდა ამშვიდებდა. ერთი საათის ლოდინის შემდეგ მათ ახალგაზრდა ექიმი მიუახლოვდა და ლილიას შეხედა.
-ლილია თქვენ ხართ?
-დიახ მე ვარ, ექიმო როგორ არის დედა.
-თეონა ცინცაძე დედათქვენის პირადი ექიმი დღეიდან მაგრამ მდგომარეობა ძალიან სეროზულია ლილია.
-ძალიან, ძალიან სერიოზულია მდგომარეობა? რა ჭირს ექიმო დედას, გთხოვთ ყველაფერი მითხრათ.
-ქალბატონი მარიამი მოწამლულია და მოწამვლა არ არის გამოწვეული საკვებიდან, ის მოწამლულია ძალიან ძლიერი პრეპარატით.
-რააააა, დედაც მოწამლეს? ძია მირიან შენი ფიქრები გამართლდა და ვინ, ვინ არის ის ადამიანი  ვინც მამა მომიკლა და ახლა დედა უნდა რომ წამართვას.
-ლილია პანიკების და ისტერიკების დრო არ გვაქვს, მითხრა რომ მეგობარმა მისცა ძლიერი დამამშვიდებელი რადგან ღამე არ ძინავდა, შეგიძლია მოიტანო დედა რა დამამშვიდებელს სვმდა რომ ვნახო და მის მიხედვით დავნიშნოთ მკურნალობა.
-კი, კი, მეც მითხრა რომ მეგობარმა მისცა, მაგრამ არ მიკითხია ვინ არის ის მეგობარი.
-ახლავეს შეგიძლია წახვიდე და მოიტანო დრომ რომ არ დავკარგოთ?
-ახლავეს წავალ, კი მოვიტან. ლილია დაბნეული იყო და მირიანმა შეაჩერა.
-მე წაგიყვან, მაგრამ უნდა დამშვიდდე. ჯერ კიდევ შოკში მყოფი ლილია მირიანთან ერთად წავიდა, კიბეებზე ადიოდა სახლის გასაღები ჩანთაში რომ იპოვა, მაგრამ სახლის კარი ღია დახვდა და მირიანს შეხედა, შემდეგ კი დონარას უთხრა.
-სახლის კარი ღიად დაგრჩენიათ სიჩქარეში.
-არა შვილო ჩემი ხელით დავკეტე და გასაღები აქ მაქვს. მირიანმა ხელი კრა ლილიას და უჩურჩულა.
-აქ დარჩი, მე შევალ. ფრთხილობდა მირიანი და ლილიამ უჩურჩულა.
-არაფერს შეეხო.
-ვიცი, თქვენ არ შემოხვიდეთ. მირიანი სახლის სიღრმეში შევიდა და მარიამის საძინებლიდან ხმაური შემოესმა, იქით წავიდა უკვე კართან იყო მისული რომ შუქი აანთო და უცნობი მირიანს მიუბრუნდა, ხელი კრა და კედელს მიახეთქა, ლილია კი კარებში დახვდა და უკვე ტელეფონით პოლიციაში რეკავდა, მაგრამ მამაკაცმა ხელი კრა კედელზე ააკრა და ზიზღით სავსე ხმით უთხრა.
-მამაშენი ემზარის ბრძანებით მოკვდა, ახლა კი დედაშენის დრო დადგა, სულ მალე კი შენამდეც მოვალთ. ეს ისე წამებში მოხდა მირიანმა წამოდგომაც ვერ მოასწრო, მაგრამ ლილიამ იქვე ბროლის ვაზას წაავლო ხელი და მამაკაცს თავში ჩაარტყა, მამაკაცი დაბარბაცდა ლილიას ხელი შეუშვა და ტკივილისგან ორივე ხელი მოიკიდა თავზე, მაგრამ ლილია არ დანებდა და ფეხიც ამოსცხო ფეხებს-შუა, უცნობი ტკივილისაფან სახეზე გაწითლდა და ბრაზმორეულმა შეხედა ლილიას.
-დაგიმახსოვრე, ჩემი წერა ხარ. მირიანი ფეხზე წამოდგა, თავიდან სისხლი მოსდიოდა, მაგრამ შეძლო და დეტექტივ მახოს დაურეკა, მახოც რამდენიმე წუთში ჯგუფთან ერთად უკვე მათთან იყო.
-ვიღაცამ მარიამის მოწამვლა შეძლო, აქ შემოვიდა უცნობი და მარიამი რა წამლებსაც ამ ერთ კვირაში იღებდა წაიღო, რას ფიქრობ ამაზე.
-ვერაფერს ვიტყვი მარიამი უნდა ვნახო.
-უფროსო, ძალიან სუფთად არის ნამუშევარი კვალიც არ დაუტოვებია და არც ქურდობის მიზნით არის შემოსული, რადგან საძინებელში უამრავი ძვირფასეულობა ხელუხლებელია.
-გასაგებია, ბურჯანაძეც უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, მარიამი მოწამლეს და ლილიასაც დაემუქრა უცნობმა. მირიან ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილი  მკვლელობაა, მაგრამ ჩვენ უფრო გაგვირთულდა ძიება.
-უფროსო ისევ ჩიხში ვართ.
-ვიცი, თედო შენ და ნიკა დარჩით სხვები წავიდნენ.
-აქ ვართ უფროსო.
-ბურჯანაძის მდგომარეობა უნდა გავიგოთ, შემდეგ კი მარიამს ვნახავთ. ძალიან დიდი გულისყურთ და დაკვირებით მოვეკიდოთ საქმეს და შედეგს მივიღებთ. დავიწყოთ კომპანიიდან და პირველი, უნდა გადავამოწმოთ ვინ ესტუმრა მარიამს ოფისში და მეორე, სად იყო ბურჯანაძე იმ დღეს როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა.
-მე, მე დედასთან უნდა წავიდე და  მინდა ბურჯანაძე ვნახო. ხმის კანკალით თქვა ლილიამ და დეტექტივს შეხედა.
-ბურჯანაძე უგონო მდგომარეობაში არის, ჯერ მისი ნახვა არ შეგვიძლია. მირიან ექიმი გვჭირდება, სისხლი ჯერ კიდევ მოგდის თავიდან და გადაღებაც დაგჭირდება. ნიკა და თედო კომპანიაში წავიდნენ და ლაშა იკითხეს.
-ქალბატონო, სად შეგვიძლია ვნახოთ ლაშა სირაძე.
-მე ვარ, გელოდებოდით ბიჭებო. ნიკამ და ლაშამ მამაკაცის ხმა გაიგონეს და მისკენ წავიდნენ.
-მირიანმა დამირეკა და მითხრა რომ მოხვიდოდით..........
-გეტყოდა იმასაც რატომ მოვედით.
-ვიცი და მე თქვენს მოსვლამდე გადავამოწმე კამერები, ვფიქრობ თქვენც უნდა ნახოთ რადგან საინტერესო მასალას ვნახავთ.
-საინტერესოა, წავიდეთ და ვნახოთ. თქვა თედომ და ორივე ლაშას გაყვა, მაგრამ იქ რაც ლაშამ სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ ნახა უკვე წაშლილი იყო.
-აქ არაფერი არის საინტერესო. თქვა ნიკამ და ლაშას შეხედა.
-შეუძლებელია, რამდენიმე წუთის წინ მე თავად ვნახე.
-მოდით და თავად დარწმუნდებით რომ აქ არაფერია, ყველაფერი წაშლილი არის. ლაშა გაოცებული იდგა, მაგრამ ჯიბეში ხელი ჩაიყო და თედოს ფლეშკა მიაწოდა.
-აქ არის, იქ თუ წაშალეს მე დავასწარი და აქ გადმოვიტანე.
-კარგია, აქედან ჩვენ გაბრაზებულები გავალთ.
-ასე ჯობია, რადგან დავრწმუნდი ბიჭებო მკვლელი აქვეა ჩვენთან ახლოს. თედომ ფლეშკა ჯიბეში ჩაიდო და გაბრაზებული დაშორდა ლაშას, ლაშამ კი იგივე გაბრაზებული პასუხით გააცილა პოლიციელები.
-მომისმინეთ, მკვლელის პოვნა თუ გინდათ იპოვეთ, მაგრამ სხვაგან და არა აქ ამ კომპანიაში, დროს ტყუილად კარგავთ აქ მოსვლით და რაღაც უაზრო კითხვების დასმით.
-იქნებ თქვენ გვასწავლოთ სად უნდა ვიპოვოთ და გზა გვაჩვენო.
-დამნაშავის პოვნა თქვენი ვალდებულებაა, მაგრამ აქ არ არის ის ვისაც თქვენ დაეძებთ. სამუშაო ადგილზე დაბრუნებულები სიცილით უყვებოდნენ მახოს რა თეატრიც დადგეს და მახომაც მოუწონა ლაშას წინდახედულება და შემდეგ სამივემ ერთად ნახეს ვიდეო.
-ეს ლილიას კაბინეტია, ეს მარიამი არის და ვინ შევიდა სახეზე შეხედეთ ქერა ქალს?
-არა, დააბრუნეთ ვიდეო. თქვა მახომ და ვიდეოს კარგად დაუკვირდა.
-ხელში წყლის ბოთლი უჭირავს, ქერა თმები მოკლეზე შეჭრილი და უნდა გავიგოთ ვინ არის ეს ქალბატონი.
-უფროსო მეორე ვიდეოში ბურჯანაძე არის.
-აბა ვნახოთ ბურჯანაძე იქ რატომ არის და ვის შეხვდა.
-კართან დგას და როგორც ვხედავ კარი ოდნავ ღია არის, უკან ხევით რატომ მიდის, ის უკან გაბრუნდა და აი ვიღაც გაყვა მას უკან.
-ეს მამაკაცი უნდა ვიპოვოთ, თედო ახლოს მოწიე ფოტო და ვნახოთ ვინ არის. შესაძლებელია ეს იყო მარიამის საძინებელში ლილიამ შეხედა მას სახეზე და  ამოიცნობს ის თუ არის.
-უფროსო დარწმუნებული ვარ მკვლელობა ამ კომპანიიდან არის დაკვეთილი და მკვლელიც დღემდე იქ ზის.
-ნიკა მართალია, ჩვენ კომპანიასთან უნდა ვიტრიალოთ.



№1 სტუმარი სტუმარი ელენე

შემდეგი თავი როდის დაიდება?

 


№2  offline მოდერი zia-maria

სტუმარი ელენე
შემდეგი თავი როდის დაიდება?

სავარაუდოდ შაბათს ან კვირას, მეც მინდა ადრე დავდო მაგრამ თვალების პრობლემა მაქვს და მიჭირს კომპიუტერში გადაწერა. kissing_heart მადლობა რომ დროს მითმობ და კითხულობ.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მაგარია ძალიან საინტერესო მომეწონა განსხვავებული ველოდები შემდეგ თავს მადლობა წარტებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent