ვერის უბანი
რამოდენიმე დღე არ გამოჩენილა ჩემს ცხოვრებაში არცერთი თორაძე. უბრალოდ მათზე ზედმეტად ბევრი ჭორი დადიოდა,ამბობენ რომ დაბალკლასელებზე წამალს ყიდიან . ნარკომანებს დასანახად ვერ ვიტან, საკუთარ მამას არ ვაპატიე და 5 წელია აღარც მინახია არც ვიცი ცოცხალია თუ მკვდარი ,ვფიქრობ ჯობია მკვდარი იყოს ვიდრე ვენაში წამლის შეშვებით კაიფობდეს. ყველა ნარკომანი მშიშარაა რომელიც ცდილობს რეალობას გაექცეს მაგრამ ამ ცხოვრებას ვერავინ გაექცევა ,ისინი მაინც ისეთები რჩებიან როგორებიც არიან,წამალი მათ არც ცხოვრებას ცვლის და არც პიროვნებას უკეთესობისკენ,მათ სხეულს და სულს ალპობს , ყარს ყველა ნარკომანი , დაობებული სუნი აქვთ , დამპალი ლეშის სუნი აქვთ. საბედნიეროდ ჩემი დაც ასე ფიქრობს . ვფიქრობ ჩვენს გარშემო საკმარისად ბევრი ნარკომანი იყო დამატება აღარ არის საჭირო ვერაზე ერთი პატარა ბარია,სასაც მუშაობა სულ რაღაც 1კვირი წინ დავიწყე ჯერ სტაჟიორი ვარ.ძალიან კარგი მენეჯერი მყავს კატო ჯაფარიძე ,მალევე დავმრგობრდით,მართალია საერთოდ არ ვარ კომუნიკაბელური მაგრამ მას კარგად შევეწყვე. -კატო საბოლოოდ როდის ამიყვან სამსახურში. ვეკითხები მუდარის თვალებით. -ხო იცი თაისია მე არ მაქვს უფლება . სანამ მეპატრონეს არ გაესაუბრენი მანამდე სტაჟიორი იქნები. -1კვირაა ვითხოვ რო ვნახო და შემახვედრე. -არ იმყოფება ქალაქში და რომ ჩამოვა დაგირეკავ , წადი ეხლა დასრულდა შენი ცვლა. -ხო წავედი ,შენ ზარს ველოდები ვაკოცე და გასასვლელისკენ მივდიოდი ნაცნობ სილუეტს რომ მოვკარი თვალი, ბარის კარი შემოაღო და ჩემსკენ მოდის,შემოძლია დავიფიცო რომ თორაძეა. -ბატონო ნოე ჩამობრძანდით? მესმის კატოს ხმა "ბატონო" ნოე ? არაა არ არსებობს,ნუთუ ეს არის ის ვისაც 1 კვირაა ველოდები რომ სამსახურში ამიყვანოს . -კი ეკატერინე ჩამოვედი თბილად გაუღიმა კატოს და მე ცინიკური მზეროთ ამათვალიერა.-ეს ვინ არის ? ვითომ არ იცის ვინ ვარ . აფერისტი. -ეს ჩვენი სტაჟ.... -მე თაისა ვარ თაისა ამაღლობელი კატოს მეგობარი და უკვე მივდივარ . არ ვაცადე კატოს იმის თქმა რომ სტაჟიორი ვიყავი . არ მჭირდებაა თორაძის ბინძური სამსახური-წავედი კატ შემოგირბენ კიდე .არასდროს დამავიწყდება ნოეს გაოგნებული სახე.ხელი დავუქნიე და ბარი დავტოვე.როგორც კი გამოვედი მაშინვე ერთ ერთ კორპუსთან შევუხვიე ,ჩანთიდან კოლოფი ამოვიღე სქელი ღერი წვრილ თითებში მოვიქციე,მოვუკიდე და ფილტვები ბოლით ავივსე.ერთადერთი რასაც ვაშავებ არის ის რომ ვეწევი, მხოლოდ სიგარეტს . არც დალევა მიყვარს და არაფერი მსგავსი . -ეკატერინე რა უნდოდა თაისიას? კითხა წარბაწევით -სტაჟიორად მუშაობდა ერთი კვირა და თქვნეს ჩამოსვლას ელოდებოდა. -მუშაობის დაწყება უნდა? გაიკვირბა ნოემ. -დიახ. უპასუხა დაბნეულმა . -დაურეკე და ხვალ მოვიდეს. როგორც გინდა ისე მოიყვანე. -კარგით ბატონო ნოე. ნოე თავის ოთახში შევიდა და კარი ძლიერად მიკეტა. 2021 ისევ ჩვეულებრივი დილა გათემდა ,ნაცრისფერი ფერებით ,უჩვეულოა ჩემს გვერდით არავინ არ წევს .ჩიტები ისევ ჭიკჭიკებენ, მზე ისევ ანათებს , გარეთ გავიხედე მშობლები ბავშვებს ასეირნებდნენ .როგორ უნდოდა ნოეს შვილები სულ ამბობდა რომ ჩემნაირი ლამაზი გოგონები უნდოდა, აბედნიერებდა იმაზე ფიქრი თუ როგორ ასწავლიდა სიარულს, ლაპარაკს . გაასეირმებდა და ასწავლიდა ცხოვრებას და მან ეს ყველაფერი წამლის გამო დათმო? არააა ვერ დავიჯერებ,ჩემი ნოე ამას არასდროს იზამდა,ასე ვერ მომექცეოდა. კარზე ზარია. დღეს პირველი სასამართლოა. ჩემი და და სებე იქნებიან ,გავიფიქრე და კარის გასაღებად წავედი. როგორც ვთქვი დინანო სებე და 3 წლის გაბი ,გაბი ჩემი დისშვილია. -რას გავხარ თაისია? -როგორ ხარ სიძე. გადავეხვირ სებეს და დინანო დავაიგნორე. -თაისია თავს რატომ ინადგურებ? ხელებში ჩამავლო ხელი.- ამიხსენი რას დაემსგავსე ადამიანს აღარ გავხარ წადიი წადი სარკედი ჩაიხედე , ნაცრისფერი ხარ. მკვდარს გავხარ თაისია. მოსიარულე გვამი ხარ . გესმის რატომ ექცევი საკუთარ თავს ესე??? არ აცადა მოსალმება სებეს -როგორი ცხოვრებაც მაქვს მეც ისე ვიქცევი. მოკლედ მოვუჭერი ისტერიკაში მყოფ დინანოს.თვალები ავატრიალე და აბაზანაში შევედი . მობწესრიგდი და გავედი . -წავ... სიტყვის დასრულება ვერ მოვახერხე გონება დავკარგე. თვალი რომ გავახილე ლოგინში ვიწექი და თავზე მედგა შეშინებული დინა და ატირებული გაბი. სებე სასამართლოზე წავიდა. -დინ არ ინერვიულო კარგი რაღაც მინდა გთხოვო. -გისმენ. აღელვებული მიყურებდა. -შეგიძლია ტესტი ამომიტანო? მუდარის თვალებით ვუყურებდი. -ახლავე. წამოდგა და გაიქცა. -დეიდაა იცი მე ბაღში შეყვარებული მყავს.იცი რა ლამაზია ,შენნაირი შავი თმები აქვს და პატარა ცხვირი. აღფრთოვანებული ყვებოდა პატარა გაბი მისი ბაღის ისტორიებს. -პატარა გაბრიელი შეყვარებულია? რა ქვია ამ ბედნიერ გოგონას რომელმაც ნამცეცა გაბრიელ თორაძის გული დაიპყრო? ღიმილით ვეკითხები. -ანასტასუა ქვია და იცი რა ვუთხრაი? მიღიმის მთელი არსებით მიღიმის. -რაო აბა რა უთხარი? . მასთან რომ ვარ ყველა პრობლემა აზრს კარგავს. -ვუთხარი რომ ჩემ ყველაზე ლამას დეიდას თაისია ქვია და იმისგამო რომ ისიც მიყვარს მასაც ასე დავუძხებდი. -მერე რაო დაგთანხმდა? -რა თქმა უნდა დამთანხმდა რა კითხვაა. კარები იღება და დინანო შემოდის ტესტს მაჩეჩებს. -ახლავე შედი და გაიკეთე. თითქმის ყვირის. -პატარა გაბი წაიყვანე შოკოლადი მიეცი,მაცივარშია. დინამ ხელი მოკიდა და ბავში ოთახიდან გაიგვანა . თაისია შევიდა სააბაზანოში და ტესტი გაიკეთა ,პასუხის გასაგებად გარკვეული დრო იყო საჭირო ,გავიდა 15 წუთი. არ არსებობს!!! ვერაფრით დავიჯერებ. წარმოუდგენელიაა ორი ხაზი ,მუცელში ნოეს და ჩემი სიყვარულის ნაყოფი მიზის. სარკეში ჩავიხედე და ამ დროის მანძილზე სახეზე რაღაც უჩვეულო გრძნობა გამიკრთა.ბედნერება ვიგრძენი,სითბო რომელმაც მთელი ჩემი სხეული მოიცვა . სააბაზანო დავტოვე. ოთახიც . სამზარეულოში დაძაბული დინანო მელოდებოდა ზუსტად ვიცი ფიქრობს რომ თუ ორსულად ვიქნები ცხოვრება სამუდამოდ დანგრეული მექნება,განწირული ვარ მარტოხელა დედობისთვის მაგრამ არაუშავს ახლა მიხვდება და გაიაზრება რა რთული იყო ჩემთვისაც ანალოგიურ მდგომარეობაში რომ ჩამაგდო 17 წლის ასაკში , მაგრამ ჩემი თავისთვის არაერთხეკ მითქვამს რომ იმედი ბოლოს კვდება, გაგიკვირდებად და ცხოვრებას საბოლოოდ არასდროს გავუწირივარ. -რა აჩვენა ტესტმა. მაშინვე მეტაკა. -არ ვარ. არ ვარ ფეხმძიმედ. ვუთხარი თვალცრემლიანმა. -გადასარევიი ,ძალიან კარგი თაისა ,კიდევ კარგი თორემ დაიღუპებოდი . ახლა არ არის მაგის დრო ახლა ძლიერად უნდა იდგე და უნდა ვიბრძოლოდ ნოესთვის. ხომ გჯერა რომ ის უდანაშაულოა? -მჯერა ხო მჯერა. ცალყბად გავუღიმე. ახლა კი მოვატყუე მაგრამ მუცელს როდემდე დავმალავ არც კი ვიცი. არაუშავს ახლა ასე იყო საჭირო ჩემს დას ისედაც თავზესაყრელად ჰქონდა დასამატებლად ჩემი დახმარება აღარ ჭირდებოდა. 2018 ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა . დინანოს წიკვინის გარეშე? სად არის? იდიოტი გოგო . ავდექი ქვემოთ ჩავედი დედაჩემი რა თქმა უნდა წასული დამხვდა. ჩაიდანი დავადგი და ჭიქა მოვამზადე ყავისთვის. ტელეფონი რეკავს, კატოო ნეტა რა უნდა უნდოდეს ამ დილაადრიან. -თაი დღეს შეგიძლია ბარში გამომიარო? -რა ხდება კატო ხო მშვიდობაა? -კი კი უბრალოდ თუ შეძლებ შემომიარე. -კარგი მოვწესრიგდები და ცოტა ხანში გამოგივლი. -კარგი მიდი. დიდი იმედი მაქვს ბატონი ნოეე იქ არ დამხვდება , არა მაინც რა იდიოტია "ეს გოგო ვინ არის" ვინ ვარ? ვითომ არ იცი ვინ ვარ . ჩემს თავს ველაპარაკებოდი . სამზარეუულოში დინა რომ შემოვიდა. -მადლობა ღმერთს ცოცხალი ბრძანდებით მზეთუნახავო. ცინიზმი არ დავინანე. -თაის რაღაც უნდა გითხრა და არ გამიბრაზდე, გარგი? -უკვე მეშინია ესე ბოლოს რო დაიწყე მამაჩვენის ნარკომანობის შესახებ მაცნობე ხო მშვიდობაა? -კი კი მშვიდობა . წინ ჩამომიჯდა და თითებს ნერვიულად იგრეხდა. -რა ხდება ადამიანო ამოღერღე ან გამოყავი ენა წავიკითხავ დამტანჯე. -მოკლედ მე და სებეს ... -რა შენ და სებეს ადამიანო ამოღერღეეეე. აღარ შემეძლო. -შვილი გვეყოლება. თავი დახარა და აიიუ ყველაფერს გავიგებდი და მივიღებდი ოღონდ არ გამეგი ის ფაქტი რომ ჩემი 17 წლის ტყუპისცალი ორსულად არის. -რაააა ? რა თქვი ? მეხუმრები არაა? ეს ვერ იქნება სიმართლე ? როდის სად რატომ ? დინანოო რატომმ? თუ თავის დაცვის ტ**კი არ გქონდა შე**მა რატო არ დაეტოე შენს ქერქრში გინდა შვილი? რისი გამზრდელი ხარ გოგო ჩამოუყალიბებელი პატარა გოგო ხარ რომელმაც თავიც კი ვერ დაიცვა ის ის საერთოდ ნარკომანია , როდის მოკვდება კაცმა არ იცის და ყველაზე უკეთესი მზად ხარ მარტოხელა დედობისთვის? -ასე ნუ ამბობ არ მოკვდება ,და წამალსაც თავს დაანებებს. სლუკუნებდა დინა. -ხო არაა? დაანებებს მას ნარკომანობ გენებში მოდგამს ყველა ნარკომანი ყავს , ცხოვრება დაინგრიე დინანო შენი ცხოვრება ფეხქვეშგათელე . ზურგი ვაქციე და გამოსვლა დავაპირე. -თაისია ზურგი არ მაქციო. გთხოვ. შემომყურებდა თვალებით მემუდარებოდა. -ზურგი როგორ უნდა შეგაგციო სულელო არსება , შენს გარდა ისედაც არავინ არ მყავს ზურგი როგორ გაქციო და მარტო როგორ დაგტოვო? ამოხსენი . ცრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა თავისით დინანო წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა ,გულში ჩავიკარი , აქ უკვე ლაპარაკსაც არ ქონდა აზრი , ოთახში ავიყვანე დავაწვინე და წავედი რომ გავდიოდი ვუთხარი რომ დაბრუნების შემდეგ ვისაუბრებდით. მე მი ბარში წავედი როგორც დავპიტდი ეკატერინეს . შევედი და ის მაშინვე შემომეგება -არ გამიბრაზდე მაგრამ კაბინეტში ბატონი ნოე გელოდება, -აი ახლა მისი ნახვა ყველაზე ნაკლებად მინდოდა კატო მაგრამ რას ვიზამთ. წავედი მისი კაბინეტისკენ. დავაკაკუნე. -მობრზანდით . -შეიძლება მორცხვად ვკითხე? -კი შემოსი თაისია. -მითხრეს რომ მელოდებოდი. -კი მინდოდა სამსახურის თაობაზე გაგსაუბრებოდი. -იცი არ მჭირდება თქვენი სამსახური. -რატომ გაიკვირვა ნოემ. -იმიტომ რომ წამლის სუნი ასდის , მე კი წამლის სუნზე ალერგია მავს. ღიმილით ვუთხრაი.-მოკლედ გეტყვი რა შენი ბინძური ფული არ მჭირდება. -ულამაზესი ხარ როცა ბრაზდები.ღიმილიანი სახით მიყურებდა. ავადმყოფია ეს ბიჭი? რა დროს სილამაზეა. ბიჭს მაზოლზე ფეხი დავადგი და ამან რა ლამაზი ხარო. -იცი შეუძლებელია ადამიანმა ჩაგიაროს და გულგრილი დატოვო. ისევ აგრძელებს. სწორედ ეს ქმნის მთელს პრობლემას. არ მინდა ყველა გათვარიელებდეს. -რას ნიშნავს მათვარიელებდეს სრულ ჭკუაზე თუ ხარ ვინ გგონივარ ? ან თავი ვინ გგონია თავხედო. სკამიდან წამოვხტი. -კარგი დაწყნარდი თემა შევცვალოთ. -როგორც ვიცი ჩვენ დანათესავება გვიწევს. ვეუბნები მე. -ეგ ხომ ჩვენი პირველი შეხვედრიდანვე ცხადი იყო. თვალი ჩამიკრა. -გეყოფა ადამიანო სერიოზულად მიუდექი რამეს. ჭკუიდან მშლოს ეს არანორმალური. -კარგი კარგი სიცილით იძახის . ხვალ თქვენთან მოვალთ და ხელს ვითხოვთ. ჩვენს ოჯახს ასე შეეფერება. -ნარკომანების ოჯახს? ურცხვად ვეკითხები. -კი ნარკომანების ოჯახს. -ნოე საერთოდ არ გრცხვენია? -რისი ? იმის რომ ჩემს ოჯახს ნარკომანებს ეძახი? რაც სიმართლეს არ შეესაბამება რატომ უნდა მრცხვენოდეს? ეს უბრალოდ შენი ილუზუებია და ხალხის ჭორების ნაყოფი . და მზად ვარ შენგან უაზრო ცილისწამება ვისმინო. მამაჩემი ერთი პატიოსანი კაცია რომელსაც უცხოეთში გააქვს საკვები პროდუქცია, დავით თორაძე, დედაჩემი კი უბრალოდ სალონების ქსელს ფლობს ქეთევან ყიფიანი. მათ არ აქვთ მინძური ფული , და არც მე . -კარგი ხვალ გელოდებით ცივად უთხრა და ოთახი დატოვა. - ოხ რა მშვენიერი რამე ხარ თაისა ამაღლობელო. ეს სიტყვები ეგონა რომ ვერ გავიგე მაგრამ დამიჯერეთ სამუდამოდ ჩემს მეხსიერებაში დავტოვებ . ნოე რომელიც ყველას დაუნდობელი ეგონა ჩემით არის შეპყრობილი , სასაცილოა . ეკატერინეს დავემშვიდობე და ვუთხარი რომ ხვალ მოსულიყო ჩემთან და თირაძეების საგვარეულოს ერთად დავხვედროდით. რომ გამოვედი დედაჩემს დავურეკე. -დედა ცოტა გვიან გატყობინებ მაგრამ ხვალ ჩემი დის ნიშნობა და იქნებ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოიქცე ნამდვილი დედასავით. ხვალ 3 საათზე მოვლენ და სახლშუ იყავი . პასუხის გაცემა არ ვაცადე და გავუღიშე. სახლში მივედი და დინასთან ავედი. -დინ გღვიძავს? თავზე მოვეფერე. -კი . თბილად ამომხდდა. -გიყვარს სებე? -კი თაის მიყვარს მართლა მიყვარს, შემთან ტყუილი რაში მჭირდება. ბავშვი რომ არა მას მაინც გავყვებოდი ცოლად. -წამალი? -გადააგდებს. -დარწმუნებული ხარ? -ცამდე. -კარგი . შუბლზე აკოცა და დატოვა ის და მისი პატარა ოცნებები. 2021 ტელეფონის ზარი მაღვიძებს. ნია რეკავს. -გისმენ გადრანის ქალო. -თაი კარი გააღე ერთი საათია მე და დემეტრე ვდგაბართ . -მოვდივარ.კარი გავუღე და ჩემი გვრიტებიც შემომეხვივნენ. -რას შვები თაი. ხელში ამიტაცა დემეტრემ. -რავიცი არც არაფერს.გადავეხვიე მეც -ნიაკოო როგორ ხარ. -რავიცი საყვარელი როგორც ჩემი ტუპისცალის ტყუპს შეეფერება ისე. -იცი თქვენთვის რაღაცის თქმა მინდა არავისთვის მითქვამს დეასაც დავურეკავ და გეტყვით. -კარგი დინას დავურეკევ ეხლავე მითხრა დემემ. -არა დემეტრე დინამ არ იცის . 20წუთში დადვანიც მობიდა ყველანი გარშემო დავისვი და ღრმად ჩავისუნთქე. -მოკლედ გეტყვით ყოველგვარი მიკიბმოკიბვების გარეშე.ორსულად ვარ. -რააა ვისგან ? ღმერთო ჩემი ვინ თუ არა დებილი დეაა. -რა კითხვებით ხარ თავში წამოარტყა ნიამ. რა თქმა უნდა ჩემი ძმისგან.იდიოტო. -ვაიმე რას მეჩხუბები ადამიანო დავიბენი უცებ. -შემდეგში დაფიქრდი რას იძახი რა. ოხ ეს თორაძეების მტკიცე ხასიათი ძალიან გავს ნოეს ნია ძალიან . გარეგნულადაც და შინაგანადაც. ძალუან გაუხარდათ მათ ჩემი ამბავი მირჩიეს რომ უნდა მეთქვა ნოესთვის აუცილებლად. მალევე გავაცილე. და დავწექი რამდენი ბედნიერი მოგონება გვაქვს , ბედნიერი წუთები. სებეს და დინანოს ქორწილი, გაბის დაბადება, დრმეტრეს და ნიას ქორწილი, ჩემი დაბადებისდღე საუკეთესო იყო. 21 წლის მანძილზე უბედნიერესი დღე. მან იმ ღამეს მთელი სამყარო მომიძღვნა და მეორე დღეს დაიჭირეს , სასაცილოა არა. არავინ შემარგო ჩემი დაბადებისდღე ბედნიერად დამესრულებინა. არავის გამო არ დამტოვებდა მარტო რომ არა გეგა, გეგამ თხოვა რომ დახმარება სჭირდებოდა და ნოეს გული სახლში როგორ გაუძლებდა. ჩემი სიცოცხლე დაიფიცა რომ მალე დაბრუნდებოდა მაგრამ ფიცი გატეხა.მას შემდეგ აღარ მინახავს. ხვალ მეორე სასამართლოა. მალევე ჩამეძინა გათენდა თუ არა მოვემზადე და სახლიდან გავედი , მანქანაში ჩავჯექი და სასამართლოში წავედი . არც კი მჯერა მალე მის სახეს დავინახავ , მის შავ სფეროებს შევხვდები , ამ შავი სფეროებიდან გზას მხოლოდ მე ვიკვლევ სხვა ვერავინ გადალახავს. შევედი შენობაში. შემდეგ დარბაზში. ღმერთო მას ვხედავ სილუეტს რომელიც არასდროს ამერევა და არასდროს დამავიწყდება. მე მისი ჩრდილიც მიყვარს . აშკარაა მან ვერ დამინახა. მაგრამ უეცრად დენნდარტყმულივით გამოიხედა . იგრძნო მან ჩემი სურნელი იგრძნო, სურნელი რომელსაც აღმერთებდა.სახე გაუნათდა . ის მელოდებოდა . იმისდამიუხედავად რომ იცოდა ვერასდროს ვაპატიებდი იმედს არ კარგავდა რომ მივიდოდი. ჩემები დავინახე და მათკენ წავედი, დინანო გამიბრაზდება რადგან მთხოვა რომ არ მოვსულიყავი. მაგრამ დღეს ჩვენება უნდა მივცე აქ უნდა ვიყო. ყველა თორაძე აქ იყო. დადვანიც . გადრანიც . და მეც. -დროა გამოვიძახოთ პირველი მოწმე. თაისია ამაღლობელი გთხოვთ მობრძანდეთ. გაისმა გამაბრუებელი ხმა. -მოგესალმებით. -გამარჯობათ . პირველი კითხვა სად იყავით 13 ივსლის 18 საათზე. -მე აგარაკზე ვიყავი კოჯორში ჩემს მეუღლესთან ერთად ჩემი დაბადებისდღე იყო. -რომელ საათზე დატოვა თქვენმა მეუღლემ ბატონმა ნოე თორაძემ კოჯრის ტერიტორია ? -იცით ზუსტად არ მახოსვს. დაახლოების ღამის სამი საათი იქნებოდა. -რატომ გადაწყვიტა მან წასვლა? -იცით მას დაურეკეს აუღელვებლად საუბრობდა თაისა -ხომ არ იცით ვინ დაურეკა ? ზუსტად ამ კითხვას ველოდებოდი ნოეს გავხედე ის თვალებით მემუდარებოდა რომ მისი ძმა არ გამეცა. მის გამო ყველაფერს ვიზამდი მაგრამ მისი სურვილის წინააღმდეგ ვერ წავიდოდი. მან აირჩია ჩემგან შორს ყოფნა. -არ ვიცი , არ მიკითხავს. -იცით იქნებ გაიხსენოთ ეს გამოძიებას დაეხმარება. -არ მახსოვს. -თქვენი ქმრის მომავალი ამაზეა დამოკიდებული მას 20 წელი მიესჯება და რომ გამოვა არაფერს აზრი აღარ ექნება და ნარკომანი კაცი ან გამოვა ციხიდან ამ არა. -როგორ ბედავთ ტონს ავუწიე მე . ყველფერი უწოდეთ მას მაგრამ არა ნარკომანი არ არის ის ნარკომანი . მის გვერდით გატარებული დრო საკმარისი იყო მისი უჯრედის დონეზე შესასწავლად და მას არასდროს გაუგეტეხია კაცური სიტყვა და არასდროს გაუკეთებია წამალი. და რისი თქმა გინდათ რომ მან ჩემი დაბადებისდღის ღამეს გაიჩხირა? ესე გამიმეტა? მე ? მისი თავი? და მისი შვილი? ამას ვერავინ დამაჯერებს არავინ გაბედის და მას ნარკომანის იარლიყი არავინ მიაკროს. -რა თქვიიი თაისა რა თქვიი? ყვიროდა ნოე და შავი სფეროები კიდევ უფრო გაშავებოდააა ყველა ემოცია სახეზე ეწერე მის უემოციო სახეზე ახლა ყველა ემოციას ამიკითხავდით. -ხო ნოე ხოო მამა გახდები. ეჭვი ერთი წამითაც არ შემიტანია შენში გესმის ერთი წამითაც გთხოვ არ დანებდე იბრძოლე იმისთვსი რომ შენი შვილის დაბადება პირველი ნაბიჯები ნახო. იბრძოლე ნოეე ჩვენთვის იბრძოლე. ნუ მოკლავ იმ გულს რომელშიც ფეთქავ. ტიროსა ნოე თორაძე ტიროდაა მისი თვალებიდან მარილიანი სითხე შეუჩერებლად მოდიოდა. მესმოდა უკნიდან ხმა როგორ ლანძღავდა ხალხი ნოეს იმისთვის რომ ასე მოიქცა. -გთხოვთ თქვენი ადგილი დაიკავოთ ქალბატონო თაისა. ადგული გეგა ჯაფარიძის გვერდით დავიკავე ნამუსმა შეაწუხა ზუსტათ ვიცი რომ შეაწუხა მას არ გაწყვეტია შუბლის ძარღვი შეიძლება იჩხერს მაგრამ არაკაცი არ არის. -მოსამართლემ საქმე შეისწავლა და გადაწყდა რომ ბრალდებულ ნოე თირაძეს მიესაჯა 17 წელი . ეს სიტყვები და გეგას წამოხტომა ერთი იყოო . -გაჩერდითთ. არ დამავიწყდება ნოეს სახე არასდროს დამავიწყდება. ყველანი შოკში. ვიყავით. -ყველაფერს ვაღიარებ ის ჩემს დანაშაულს იბრალებს . ნოე სუფთაა . მას არასდროს ქონია შეხება წამალთან . თან ტიროდაა. -დააკავეთ. თქვა მოსამართლემ. გეგა ნოეს გვერდით ჩაატარეს. -გეგააა ეს რატომ გააკეთე. -შენ ყველაფერი წინ გაქვს . ძმაოო შვილი გყავს გასაზრდელი ცოლი გელოდება . უნდა დატკბე ცხოვრებით . ცხოვრებაში პირველად გადავწყვიტე რომ კაცურად მოვიქცე და გვერდით დამიდექი .სებე, ლაშა და ნიაკოც მისახედი გყავს. გაუფრთხილდი თაისას ბევრი ეცადა რომ შეეცდინა მაგრამ მართალია მის გულში მხოლოდ შენ ფეთქავ . მოუფრთხილდი შენს სახლს. ადგილს სადაც ნოე თორაძე ცხოვრობსს. მიყვარხარ ძმაოო. ობოლო ცრემი ჩამოუგორდა ნოეს. გეგა კი გაიყვანეს დარბაზიდან. ვერ ავღწერ იმ მომენტში რაც ვგრძნობდი. მიზანში მოვარტყი. გარშემო ყველა შოკში იყო გეგას საქციელის გამო, არავინ ელოდა მისგან ამას . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.