შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანახმა ხარ?(18)


15-03-2021, 01:21
ავტორი sati
ნანახია 2 460

ადა ცოტახნით დასაძინებლად ავიდა. არ უნდოდა არც დაჩიზე და არც მშობლებზე ფიქრი. მაგრამ 2 საათი იწვა და ვერაფრით ვერ დაიძინა. თან უკვე ღამე იყო და ნინისაც ჩაძინებოდა. მთელი დღე გათიშული ჰქონდა ტელეფონი და დაჩიც ვერ უკავშირდებოდა. 1-ის ნახევარი იქნებოდა კარზე კაკუნი, რომ მოესმა.
-ნინი-ნინის ოთახში შევიდა და 10 წუთი უშედეგოდ ანჯღრევდა, რომ გაეღვიძებინა-ვიღაც მოვიდა. ადექი გააღე.
-ჰმჰ...-ნინის კი მკვდარივით ეძინა. ადამ ხალათი შემოიცვა და ქვევით ჩავიდა. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა კარს, გეგონებოდათ საშინელებათა ფილმში იყო და კართან სერიული მკვლელი ელოდებოდა. ჭუჭრუტანაში გაიხედა და გული ამოუვარდა ალექსანდრე იყო. არადა დაჩი ეგონა.
-ვაიმეე, რას აკეთებ აქ ესე გვიან?-შეშინებულმა გააღო კარი და მისაღებში გავიდა.
-ხო გითხარი მოვალ საღამოს თქო.
-ეს საღამოა? -ადამ ხალათი შეიკრა და ყავის კეთება დაიწყო.
-ნინის რა ძინავს უკვე?
-გამოვულაყე ტვინი დაჩიზე ლაპარაკით და ჩაეძინა.
-ანუ რო დამღლის მეც დაციზე ველაპარაკო და დაეძინება?-ალექსანდრეს გაეცინა, მერე სამზარეულოში გაყვა და წინ დაუჯდა.
-გავაღვიძო გინდა?
-დაიკიდე. ავალ და მეც დავიძინებ. შენ რატო არ იძინებ?-ყავა გამოართვა და კარადაში შედო. მადუღარაც გადადგა და ჭიქა შეინახა.
-ვერ ვიძინებ. დაჩი მეგონა მოვიდა. ვერ ვიტან რომ ვატყუებ.
-და ლეონი რა იყო აბა?-ალექსანდრემ ნიშნის მოგებით გაუღიმა.
-აი ზოგჯერ.. მართლა მჯერა, რომ უმაგრესი ძმაკაცი ხარ. აი ვგიჟდები ხოლმე. მერე მახსენდება რო ენა მწარე გველი და იაზვა ხარ.
-სხვანაირად გამითამამდება ყველა ნინის დაქალი.
-მე ყველა ვარ?-ადამ გაბრაზებულმა გახედა-ნინის რომელი დაქალი გიტანს შენ ისე როგორც მე?
-არც ერთი. იმიტო რო მე ვერ ვიტან. კაი წავედი , ვიძინებ. დაანებე ყავას თავი და წადი დაიძინე, თორე ცოტახანში კი მოგელანდება , რო დაჩიმ მოგაკითხა. კარი არ გაუღო შემთხვევით ვინმეს.
-წადი ხო.
ადაც ავიდა საძინებელში და ცოტახნით მაინც ეძინა. დილას 7-ზე გაეღვიძა . ქვევით ჩავიდა და საუზმის მაგვარი რაღაცის მომზადება დაიწყო. უნდოდა ომლეტი გაეკეთებინა ალექსანდრე და ნინისთვის, მაგრამ როგორც მაკარონი დაუწვა დაჩის , ისე დაუნახშირა მათაც საუზმე. მაშინვე გადააგდო და ისევ საჭმლის გამოძახება გადაწყვიტა.
-არა, უნდა ვისწავლო საჭმლის კეთება-ლაგება დაიწყო . საშინელებას დაამსგავსა სამზარეულო. ამასობაში ნინი და ალექსანდრეც ჩამოვიდნენ.
-ადა, მესმის რომ ნაწყენი ხარ მამაშენზე, მაგრამ ჩემმა სამზარეულომ რა დაგიშავა?-ნინიმ გაოგნებულმა გადახედა ოთახს.
-შემთხვევით დავწვი ომლეტი-ალექსანდრემ გადაიხარხარა.
-არა, აი დიმიტრი მაგიტო გაშორდა რა. ქალმა არ იცის კუხნაში ტრიალი.
-მოკეტე-ნინიმ და ადამ ერთხმად უთხრეს. არც ნინიმ იცოდა დიდად საჭმლის კეთება.
-გამოვიძახე და მოვა მალე გლოვო.
-გეძინა საერთოდ?-ნინიმ ჰკითხა და ყავის კეთება დაიწყო.
-დაგეხმარები.
-ვაიმე გადი ადა. მე გაგიკეთებ.
-მეც გამიკეთე-ალექსანდრეს ტელეფონზე დაურეკეს და მეორე ოთახში გავიდა.
-მე დაჩისთან გავალ. დღეს მგონი პირველად მიდის სამსახურში.
-მოიცადე, ნაწყენი არ იქნება რო არ ელაპარაკე გუშინ?
-მივწერე სამსახურში მქონდა ბევრი საქმეები დავიღალე და ვიძინებ თქო. აუ ნინ, სანამ რამეს ვიპოვი, რო გადავიდე შენ და ალექსას თუ არ გიშლით ორი სამი დღე დავრჩები რა?
-პირიქით, ალექსა თუ არ გიშლის ხელს დარჩი . მე რა.
-გაიხარე-გადაკოცნა ნინი და გავიდა. ყველაზე დიდი პრობლემა ფული იყო. ყველა ბარათი მამამისს დაუტოვა. 200 ლარიც არ ექნებოდა ხელზე დარჩენილი. ისიც ტაქსებში უნდა მიეხარჯა, რადგან მამამისს მანქანის გასაღები მისცა. ან ფეხით უნდა ეარა. ეს ყველაფერი ძალიან ანერვიულებდა, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო . დაჩის არ უნდა გაეგო ამის შესახებ. მთელი გზა ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო რამე რომ არ ეეჭვა დაჩის. რაც თითქმის შეუძლებლად მიაჩნდა, ორივეს ძალიან კარგად ესმოდა ერთმანეთის. გადაწყვიტა უბრალოდ არ ელაპარაკა ოჯახის თემაზე და ტყუილიც არ მოუწევდა. როგორც კი შეარიგებდა დიმიტრის და დაჩის, მაშინვე ეტყოდა. მერე ერთად მოიფიქრებდნენ, ან შეიძლება იქამდე თვითონ ადასაც მოეგვარებინა ეს ამბავი. იმედი ჰქონდა, რომ ეკატერინე ვერ გაუძლებდა ამდენი ხანი ადას გარეშე ყოფნას და გული მოულბებოდა. ან დავითს შეეცოდებოდა უფულოდ გაგდებული შილი, ან თუნდაც ორივეს შერცხვებოდა იმის თუ ხალხი რას იტყოდა. დაჩისთან სულ ფეხების კანკალით ავიდა, მაგრამ შესვლისთანავე დაწყნარდა და თავი ხელში აიყვანა.
-ვაუ-დაჩის შარვალ-კოსტუმი ეცვა და ჰალსტუხიც კი ეკეთა. ადას თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან. არასდროს ენახა ასეთ ფორმალურ ტანსაცმელში- ვინ არის ეს სიმპატიური ყმაწვილი და სად არის ჩემი შეყვარებული?-დაჩიმ უცნაური გამომეტყველებით გახედა, მაგრამ მაშინვე გაუღიმა, მასთან მივიდა აკოცა და ისევ სარკეს მიუბრუნდა , ჰალსტუხს ისწორებდა.
-ერთი სული მაქ როდის გავიხდი. ამაში მთელ დღეს რო ატარებს დიმიტრი, იმიტო არი ეგეთი აგრესიული.
-აუ ანუ ეხა შენც დიმიტრი გახდები?-მხარზე ჩამოადო თავი.
-ღმერთმა დაგვიფაროს ორივე. რა საქმეები გქონდა შენ?-როგორც იქნა მისკენ გატრიალდა, ადას სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე აკოცა. თუმცა ორი წუთით გაგრძელდა, რადგან ტელეფონზე დაურეკეს და ყურადღება გაეფანტა-გისმენთ? შუადღეს შემოვივლი კი. 2 საათზე ალბათ. კი. დავურეკავ. მადლობა-გათიშა, სავარძელზე მიაგდო ტელეფონი და ისევ ადასთან მივიდა.
-აი დიმიტრიმაც ესე იცოდა ხოლმე. შუა საუბარში.
-ადა, მოგხვდება-დაჩიმ წარბები შეჭმუხნა-ეს სასტუმროდან იყო.
-ხო მართლა, როგორ მიდის მშენებლობა?
-შესანიშნავად. ახალი ინვესტორიც მყავს. ორგანიზაციის სახით. რაღაც ქაღალდის პარკების ქარხანაც დაინტერესდა. არ ვარ მიჩვეული ამდენ საქმეს.
-ჩემი საქმიანიი-ადამ ლოყაზე უჩკმიტა.
-შენ რა საქმე გქონდა გუშინ?-დაეჭვებულმა ჰკითხა, რადგან მეორედ დააიგნორა უკვე კითხვა.
-რაღაც პრეზენ-ნტაცია-ოდნავ წაბორძიკდა და ეგონა თავი დაიწვა, მაგრამ არაფერი. რაც ძალიან გაუკვირდა.
-ნამძინარევი ხარ გეტყობა. თუ გინდა დარჩი აქ, გამოიძინე და 1-2 საათში სანამ სასტუმროში გავალ მოვალ და ერთად ვისაუზმოთ, თუ ვისადილოთ. მერე საღამოს მინდა სადღაც წაგიყვანო.
-ამ...-ადა დაფიქრდა, უნდა დათანხმებოდა თუ არა-პრინციპში დღეს სამსახურში არ მიწევს წასვლა. შუადღემდე შემილია არ მივიდე. დავრჩები. საღამოს რომელზე?
-ცხრისკენ. კაი წავედი, მაგვიანდება. გამოიძინე და რავი, გაავსო გუშინ ელისაბედმა რამე და ეხა თუ გშია ჭამე. მიდი, მიყვარხარ-აკოცა, ტელეფონი აიღო სავარძლიდან და წავიდა. ადა კი გაშეშებული იდგა. მოესმა თუ მიყვარხარო უთხრა? თან ესე ჩვეულებრივად? ამაში იმას არ გულისხმობდა, რომ მთელი თაიგული ეჩუქებინა და ისე ეთქვა. საერთოდ არ ელოდებოდა ესე ადრე მიყვარხარ-ს. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ რეაგირებაც ვერ მოახდინა. ადას ცოტახანში თავი ტკივილისგან აუფეთქდებოდა იმდენ რამეზე ფიქრობდა. არ იყო მიჩვეული სტრესს. ბავშვობიდან არ ჰქონდა ბევრი სადარდებელი და ერთდროლად ამდენი ცვლილება აბნევდა. დამლაპარაკებელიც არ ჰყავდა ისეთი არავინ. გადაწყვიტა ისევ დაეძინა და მართლაც დაჩის მოსვლამდე გათიშულს ეძინა.
-ადა-დაჩიმ ოდნავ შეანჯღრია, სამსახურიდან ახალი მოსული იყო.
-ჰმ..
-წამოდი, რაღაცეები ამოვიტანე ვჭამოთ.
-კარგი-ადა მაშინვე წამოდგა და სამზარეულოში გაყვა დაჩის. თან თმას ისწორებდა, გაჩეჩილი იყო, ისევ საშინლად ეძინებოდა-ეე კრუასანებიი.
-კი, შოკოლადიის.
-საიდან დაგამახსოვრდა, რომ მიყვარს?-მაგიდას მიუჯდა და თეფშზე გადმოიღო ერთი. მერე დაჩისკენ აპარებდა თვალს. ფიქრობდა რეაქცია ჰქონოდა თუ არა ,,მიყვარხარ’’-ზე-რა ხდებოდა ფირმაში? იჩხუბეთ კიდე?
-არა. პირიქით. უცნაურად იქცეოდა.
-უცნაურად ანუ?-ადას გაუკვირდა. იფიქრა დიმიტრი მოუყვებოდა დავითთან საუბრის შესახებ. მხოლოდ მერე მიხვდა, რომ დიდხანს ვერ დამალავდა, რადგან დიმიტრი ადრე თუ გვიან ისევ რამე საშინელებას გაუკეთებდა.
-არც გვიჩხუბია, მომესალმე კიდეც. რამდენადაც დიმიტრის შეუძლია, ცივილურად იქცეოდა-დაჩიც გაკვირვებული ჩანდა.
-ძალიან კარგი-ახლა საერთოდ გადაირია. იმდენად კმაყოფილი დარჩა თავისი საქციელით, რომ დაჩის შეეშვა? მარტო ადას რატომ ერჩოდა? ისევ ძველი ბოღმა ჰქონდა ჩარჩენილი თუ რის მიღწევას ცდილობდა? ადას უნდოდა მაგიდა აეყირავებინა და დიმიტრის გასიებულ თავზე დაემხო. არა აუცილებლად უნდა დალაპარაკებოდა.
-რატომღაც მეგონა , რომ რაღაც მომენტში შენ გამოც იქცეოდა უცნაურად. ნუ რა თქმა უნდა მაგიტომაც. ბოლოს რაც ვილაპარაკეთ აღარ გითხარი, არ მინდოდა გენერვიულა.
-რა ილაპარაკეთ?
-მთხოვა ადას დაშორდი და მერე მოვრიგდებითო-დაჩის გაეცინა-ვერ არი ცოტა კარგად ვიცი-ადასთან მივიდა აკოცა და ისიც საჭმელად დაჯდა. როგორც ჩანს უკეთეს ხასიათზე იყო. არა მარტო უკეთეს, შესანიშნავ. თითქოს ნელ-ნელა ყველა პრობლემას აგვარებდა. ახლა ყველაფერი გასაგები იყო. როგორც ჩანს მართლაც ადას გამო იქცეოდა ასე. არ მოისვენებდა, სანამ მათ არ დააშორებდა. ფიქრობდა, რომ თუ დაჩის ვერაფერს გააკეთებინებდა, ადას მიუდგებოდა. ორივე საკმარისად კარგად იცნობდა ერთმანეთს. ადამ იცოდა, რომ დიმიტრი თუ რამე მიზანს დაისახავდა, აუცილებლად მიაღწევდა. ზოგჯერ აზარტშიც გადადიოდა და სულ რომ მის პრინციპებს შეწინააღმდეგებოდა ის რისთვისაც იბრძოდა, მაინც ბოლომდე მიჰყავდა. მისთვის ეს მიზანი თამაშად იქცეოდა, რომელშიც აუცილებლად მოგებული უნდა ყოფილიყო. დიმიტრიმ კი ადას სისუსტეები ზედმიწევნით იცოდა. პირველი და თითქმის ერთადერთი ოჯახი იყო, მისი ოჯახის კი-საზოგადოების აზრი. ეს თამაში რეალურად ისევ დიმიტრის და ადას შორის მიდიოდა.
-ადა? -ადა ერთ ადგილას აშტერდებოდა და კრუასანის დიდი ნაჭერი ედო პირში , ისე რომ არც ღეჭავდა.
-უი-სწრაფად დაღეჭა და გადაღლაპა-სამსახურში წავალ. შენ ეხლა სასტუმროში მიდიხარ ხომ?
-კი. ადა, საღამოს გახსოვს ხომ? 10-ზე.
-კი. მადლობა კრუასანისთვის-ადა წამოდგა, დაჩის აკოცა და სწრაფად წავიდა. დიმიტრისთან ოფისში მივიდა სალაპარაკოდ. მაგრამ დიმიტრის შეხვედრა ჰქონდა. ამიტომ ადამ პირდაპირ შეაჭრა ინვესტორებით სავსე კაბინეტში. მისდა საბედნიეროდ შეხვედრა ისედაც სრულდებოდა.
-ადა?-დიმიტრი ელოდებოდა ადას გამოჩენას. მაგრამ არ ესიამოვნა, რომ შეხვედრაზე შეეჭრა.
-შეილება ვილპარაკოთ?-ადას თან გაუკვირდა დაჩის გარეშე,რ ომ ჰქონდა შეხვედრა საბჭოსთან. რთული მისახვედრი არ იყო, რომ მათ დარწმუნებას ცდილობდა დაჩის არაკომპეტენტურობაში.
-შეხვედრა მაქვს.
-საჩქარო საქმეა.
-კარგი. ბოდიშს გიხდით ბატონებო. უნდა დავასრულოთ დღევანდელი შეხვედრა. მადლობა მოსმენისთვის-წამოდგა, ადას კარი გაუღო-შენს შემდეგ-დამცინავად გაუღიმა და კაბინეტში გაიყვანა-რამ მოგიყვანა ჩემთან? არ თქვა რო მოგენატრე.
ადამ ჩანთა და ტელეფონი დააგდო სავარძელზე და გაბრაზებული მიუტრიალდა. ახლოს მივიდა და თვალი თვალში გაუყარა.
-რა თამაშს თამაშობ არ ვიცი. ვერ ვხვდები ჩემგან რა გინდა?
-იქნებ ცოტა ქარაგმებს მოვუკლოთ და პირდაპირ მითხრა?-დიმიტრიც ახლოს მივიდა, ანიშნა, რომ ადასი ოდნავაც არ ეშინოდა. კარგად იცნობდა ყოფილ საცოლეს და იცოდა, რომ ადა ბუზსაც ვერ აწყენინებდა, თუ კი ეს შესაძლებელი იქნებოდა.
-ორივემ კარგად ვიცით, რომ არ გიყვარვარ და ეჭვიანობის გამო არ აკეთებ ამას. მასინ რა ჯანდაბა გინდა ამიხსნი?! რატომ მინადგურებ ცხოვრებას. რადგან შენ უბედური ხარ მეც ამას ვიმსახურებ? გახსოვს, რომ შენ მიღალატე პირველმა? და თან წლების განმავლობაში? ხვდები რომ ეს ვირთხა ეხლა შენი საცოლეა?!
-ადა, ცოტა ტონს დაუწიე, ხალხი მუშაობს აქ-დიმიტრი შეწუხდა. წარბები შეჭმუხნა და კარი დაკეტა, არ უნდოდა ვინმეს მათი საუბარი მოესმინა. ადას უკვე ავსებული ჰქონდა მოთმინების ფიალა.
-დედას გეფიცები დიმიტრი, ისეთ საშინელებას მოგიწყობ, რომ მოხოხდები, პატიების თხოვნით.
-მე უბრალოდ სიმართლე ვუთხარი მამაშენს, მგონი დაჟე მადლობელი იყო. შენით ხო ამდენი ხანი ვერ ეტყოდი-ისევ დამამცირებელი ღიმილით უყურებდა, თითქოს ადა რომელიმე მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომელი ყოფილიყო.
-სიმართლის მოყვარული როდიდან გახდი?!
-დამშვიდდი ცოტა, ლიმნიანი წყალი ხომ არ მოვატანინო?
-ლიმნიანი წყალი ასვი შენს საცოლეს დიმიტრი. რა გინდა? უბრალოდ მითხარი რა ჯანდაბა გინდა და დავასრულოთ. დაჩი არაფერ შუაში არ არის. ორივემ კარგად ვიცით.
-არა, არ იცი.
-ვიცი!!!-იმხელაზე იყვირა, ოთახში დიმიტრის მდივანი შემოვიდა.
-ლელა, ლიმნიანი წყალი შემოგვიტანე და არავინ შემოუშვა-დიმიტრიმ გასვლა თხოვა და მდივანიც უხმოდ გავიდა. ლიმნიანი წყლის მოტანაზე არც უფიქრია ლელას, იცოდა უფროსის ცინიკური ხასიათის შესახებ.
-ძალიან კარგად ვიცი რის მიღწევასაც ცდილობ. ჩემი დასჯა გინდა, რადგან შენს გარდა ვიღაც შემიყვარდა. საკუთარ თავზე შეყვარებული ეგოცენტრიკი და მანიაკი ხარ.
-ადა, მესმის, რომ ძალიან გიყვარს ესე ლანძღვა, მაგრამ მე აქ სამუშაო მაქვს ამიტომ წინააღმდეგი თუ ა...
ადა ისე ახლოს მივიდა დიმიტრის უკან დახევა მოუწია, თითქოს ოდნავ შიში შეეტყო თვალებში.
-ბოლოჯერ გეკითხები. რა გინდა ჩემგან? რატომ არ მეშვები?
დიმიტრის ცოტაღა აკლდა, რომ ადასთვის ეკოცნა, თუმცა საკუთარ თავმოყვარეობას ყველაფერზე მაღლა აყენებდა. თუ დაჩისეული სიყვარული მშვიდი, რომანტიული და ბედნიერებით აღსავსე იყო, დიმიტრისთან ურთიერთობა სრული საპირისპირო იყო ამ ყველაფრის. სწორედ ეს გახდა მათი დაშორების მიზეზი, მაგრამ დიმიტრი ამას ვერ შეეგუა.
-არ ვაპირებ ჭორები ვისმინო, როგორ მიღალატე ჩემს ძმასთან და მაგიტომ გავშორდით.
-ხო ვამბობ რომ ეგოცენტრიკი ხარ!-ადამ ისევ უკან დაიხია და ზურგი შეაქცია-ღმერთო როგორ დავიღალე.
-მთელს თბილისში კაცი ვერ ნახე, ჩემი ძმა რომ არა?-დიმიტრიმაც ამოისუნთქა, ეგონა ადა მიუხვდებოდა მიზეზს.
-შემეშვი-ადა სახეზე სიბრაზისგან გაწითლებულიყო-დედას გეფიცები-თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა და მისკენ შეტრიალდა-შენ ძმაზე შეგილია დაფიქრდე? და არა დეგენერატ საზოგადოებაზე? ოდესმე შეგიძლია შენი თავის გარდა ვინმე სხვაზე ფიქრი?
-დაფიქრებულხარ, რომ დაჩი შენი ტიპაჟი არ არის საერთოდ? ადა, რა უნდა მოგცეს ცხოვრებაში? განათლება არ მიუღია, გამოცდილება ამ სფეროში არ აქვს. 2 თვეში დაუხურავენ სასტუმროს.
-განათლებული, გამოცდილი და ჭკვიანი საქმრო მყავდა. და მაგაზე ყ*ე ჯერ არავინ არ ყოფილა.
-ადა-დიმიტრიმ მუშტი შეკრა ისე გაბრაზდა-ჩემს მოთმინებას ცდი?-ნელ-ნელა მიუახლვოდა.
-შენი ძმა ყველაფერს აკეთებს, რომ რამენაირად შემოგირიგოს. კარგად იცი ფირმაშიც რატომ მუშაობს. წარმოგიდგენია რამდენი რამ დათმო? ვაჟას ვერაფრით ვერ იტანდა, ყოველდღე ამ კომპანიის გარეთ იდგა და ელოდებოდა მამაშენს, რომ იქნებ დალაპარაკებოდა. გამარჯობა მაინც ეთქვა. სახლიდან გამოგდებული ლეკვივით დასდევდა წლებივით. რატომ არასდროს გიფიქრია, რომ აქ მსხვერპლი მარტო შენ არ ხარ? თუ დაჩიმ შეძლო და გადააბიჯა საკუთარ თავს.
-მაგრა გადააბიჯა, საწყალი დაჩი მილიონს გააკეთებს 1 თვეში.
-შენ გგონია დაჩის მილიონები ადარდებს? ნანახი გაქვს სად ცხოვრობს? რამხელა ფულს იღებს იმ პროექტიდან და კიდევ იმ ერთ ოთახიანში ცხოვრობს. მარტო დივანი დაამატა მთელ სახლს. შენ ძმაზე თავმდაბალი და სერიოზულად გულწრფელი ადამიანი ჯერ არ შემხვედრია. მართალი ხარ, ჩემი ტიპაჟი არ არის იცი რატომ? იმიტომ, რომ მე არ ვარ ისეთივე კარგი ადამიანი. მე არ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ნოლიდან დავიწყო ყველაფერი და წარმატებას მარტომ მივაღწიო. ზედმეტად მშიშარა ვარ. შენმა ძმამ კი ეს 16 წლიდან შეძლო. როდესაც მე და შენ 10-10 რეპეტიტორი გვეჯდა ყოველდღე და წიგნებს ძალით გვაკითხებდა. ორი წამით დაივიწყე, რომ ერთად ვართ და დაფიქრდი, გიღირს თუ არა რომ სიცოცხლის ბოლომდე ეომო? მალე შვილი გეყოლება დიმიტრი, მასზე მაინც იფიქრე. რა მაგალითს მისცემ შვილს? კარგი.. საერთოდ რაზე გელაპარაკები. თვალებში გიყურებ და აშკარად არც მისმენ. თუ მომიწევს შეცვლა და შენი წესებით ბინძურად თამაში, იყოს ეგრე-ადამ გასვლა დააპირა, მაგრამ დიმიტრიმ მკლავში ჩაავლო ხელი და გააჩერა.
-კარგი. მართალი ხარ. მოვრიგდებით მე და დაჩი. ერთი პირობით.
-არ დავშორდები.
-არა. ეგ არ მიგულისხმია. ფირმაში დაიწყებ მუშაობას ჩვენთან ერთად.
-რატომ?
-რო გეღალატა ჩემს ძმასთან, რატომ დაგაწყებინებდი ჩემთან ფირმაში მუშაობას. ესე ვეცდები მაინც ისეთი სურათი შევქმნა, რომ არავის არ გვაქვს არაფერი დასამალი.
-ანუ.. დაჩის დაანებებ თავს?
-კი.
ადას გაეღიმა და ძლივს ამოისუნთქა. რაღაც მომენტში დიმიტრის თვალებში ადამიანურობა დაინახა . თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა და ძილის გაეღიმა. დიმიტრისაც წამით გაეღიმა, მაგრამ მაშინევ დასერიოზულდა. ადას მკლავს ხელი გაუშვა და სავარძელში ჩაჯდა.
-ბევრი საქმე მაქვს. მძღოლს ვეტყვი და გაგიყვანს.
-რამ შეგაცვლევინა აზრი?
-ადა, რატო ცდი ბედს? დაგთანხმდი. მეტი რა გინდა?
-კარგი. არაფერი-და ისევ დაბრუნდა ის უხეში და ცივი რობოტი.
-ხო და წინასწარ გილოცავ.
-მადლობა- ერთი პრობლემა მოგვარებული იყო. ეხლა წინ დაჩისთან ლაპარაკიღა ელოდებოდა. მშენებლობაზე მიაკითხა და იქიდან საღამოს ულამაზეს რესტორანში წავიდნენ. დაჩიმ მთელი რესტორანი დაახურინა. გარეთ გადაწყვიტეს დასხდომა. მთელი თბილისი ჩანდა.
-დაჩი. რამეს ავღნიშნავთ?-ხვალ ადას დაბადების დღე იყო, თუმცა დაჩისთვის არც ჰქონდა ნათქვამი. იმდენ პრობლემას უმკლავდებოდა, რომ სულ ამოუვარდა თავიდან. მერე გააცნობიერა, რომ სახლშიც წვეულება ელოდებოდა, ნინი და ალექსანდრე უეჭველი სურპრიზს დაახვედრებდნენ.
-ჩემი ულამაზესი სატრფოს დაბადების დღეს.
-საიდან გაიგე?-ადა გაწითლდა.
-არ აქვს მნიშვნელობა .
-ისევ ნინი-ადას გაეცინა. ნინის შესაძლოა დაჩი არ მოსწონდა ადასთვის, მაგრამ მაინც ყველანაირად ცდილობდა მათი ურთიერთობისთვის ხელი შეეწყო. ამას ერქვა ნამდვილი მეგობრობა. დაჩიმ შამპანური გახსნა და ადას დაუსხა. თან ლაპარაკი დაიწყო.
-იცი როდის მივხვდი, რომ სიგიჟემდე მომწონდი?
-როდის?-ადამ ინტერესით გახედა-ოღონდ გთხოვ შენ დაბადების დღეზე არა.
-არა. დედაჩემს რო დავურეკეთ სკაიპით ხომ გახსოვს. ისე კარგად გაუგეთ ერთმანეთს, ალბათ ბოლო მომენტიი იყო, რომ დავრწმუნდი, რომ შენნაირ ადამიანს ვერ ვიპოვიდი. დედაჩემი თბილი ქალია, მართლა. უბრალოდ ძალიან მკაცრია, როდესაც საქმე მე ან დიმიტრის გვეხება. ანის ვერასდროს იტანდა. იმდენ რამეში დამეხმარე ადა, შენ რომ არა, დღეს ამ რესტორნის მაგივრად ისევ ჩემს სახლში ვიჯდებოდით. ვიცი , რომ მანდაც გიყვარს და მეტყვი, რომ მნიშვნელობა არ აქვს . მაგრამ ჩემთვის აქვს. მინდა შემეძლოს მოგცე ყველაფერი და იმ კომფორტიდან არ მოგიწიოს ჩემს გამო გამოსვლა, რაც ბავშვობიდან გქონდა.
-მე კიდე არ მინდა შენ შეიცვალო ჩემს გამო.
-არ შევიცვლები. არ გვჭირდება არც ერთს შეცვლა. დამიჯერე. ადა-დაჩიმშამპანურის ჭიქა აიღო, შემდეგ ადამაც და ორივემ ცოტა მოსვა.შენი ჯერია.
-რა?
-არ მეტყვი როდის მოგეწონე?
-სიმართლე გინდა?-ადამ გამომწვევად გაიცინა-ნიშნობაზე რომ შემოხვედი ჩვენთან.
-რა-დაჩის კინაღამ ჭიქა გაუვარდა ხელიდან.
-ვხუმრობ. მაშინ უბრალოდ ვიფიქრე, რომ სიმპატიური იყავი ძალიან. მერე ნელ-ნელა მოწონებაზე მეტად უფრო სხვა მომენტი მქონდა. სიგიჟემდე მაბნევდი და ყოველი საუბრის მერე
-თავგზა აბნეული ბატივით დადიოდი. ვიცი ნათქვამი გაქვს-დაჩის თითქმის ყოველი სიტყვა ახსოვდა, რაც ადასთან ჰქონდა ნალაპარაკები.
-დაჩი, არ მინდა გეგონოს, რომ ესეთი ჟესტები გჭირდება ჩემი გულის მოსაგებად. შენ პატარა აივანზე მეტად არაფერი არ მიყვარს. ყველაფერი შენს სახლში მოხდა.
-ვიცი. მეც მაგიტო არ ვყიდი. ვერ შეველევი.
-მეც მაქვს კარგი ამბავი.
-რა ამბავი?
-ოღონდ არ გამიბრაზდე.
-შენ დაბადების დღეზე, როგორ.
-დიმიტრის ველაპარაკე, სანამ რამეს მეტყვი მითხრა, რომ თანახმაა მორიგდეთ, ოღონდ ერთი პირობით. მეც რომ თქვენთან დავიწყო მუშაობა.
-შენ თუ არ გინდა არ ხარ ვალდებული. მოვიფიქრებ რამეს თქო ხომ გითხარი.
-არა, რატომ არ უნდა მინდოდეს? ერთად ვიმუშავებთ.
-მერე მამაშენის ფირმა?-დაჩიმ უცნაურად ჰკითხა. თითქოს წინასწარ იცოდა პასუხი.
-არ არის პრობლემა.
-როგორ ადა, შენ გიტოვებს ფირმას.
-მაინც დღის მეორე ნახევარში მივდივარ ხოლმე.ფირმაში უბრალოდ უნდა რომ გამოვჩნდე ხოლმე.
-რაში ჭირდება ჩემს ძმას შენი ჩვენთან მუშაობა?
-მოკლედ, არ უნდა რომ ხალხმა იფიქროს, თითქოს შენთან ვღალატობდი. და დამიჯერე მართლა ეგრე იფიქრებენ. გთხოვ არაფერი არ თქვა. ყველაზე კარგი გამოსავალია სიტუაციიდან დამიჯერე. ძლივს მორიგდებით-ახლა კი ყველა გზა მოჭრილი ჰქონდა ადას. ვერ ეტყოდა დაჩის, რომ დიმიტრიმ ყველაფერი უთხრა დავითს და მის გამო სახლიდან წამოვიდა. ძლივს შერიგების პირას იყვნენ, ამიტომ სხვა გზა უნდა მოეძებნა.
-ადა, არ ხარ ვალდებული ყველა ჩემი პრობლემა მოაგვარო. ჩემით მივხედავ.
-არ ვარ ვალდებული , მაგრამ მინდა.
-კარგი, მოდი მოგვიანებით გავარჩიოთ ეს თემა. არ მინდა ეხლა დიმიტრიზე საუბარი.
ადა ცოტა სხვა რეაქციას ელოდებოდა. რაღაც სიხარულის ნატამალის დანახვის იმედი მაინც ჰქონდა. თუმცა დაჩის სახეზე ამას ნაღდად ვერ შეატყობდით.
-კარგი,. გახსოვს სანამ იტალიაში წახვიდოდი, რომ ვთქვით, დარჩენილი დრო ერთმანეთის გაცნობაში დავხარჯოთო.
-მახსოვს და იმის მერე შენ ჩემზე 10 ჯერ უფრო მეტი გაიგე, ვიდრე მე შენზე. ხოდა შენი ჯერია, ჩემო პრინცესა.
-რა უნდა მოგიყვე?
-ყველაფერი. ყველაფერი რაც შენ გეხება. შენ და დიმას ლავ სთორის გარდა, გემუდარები-ორივეს გაეცინა ამაზე.
-რაც მომაფიქრდება ის მოვყვე?
-კი.
-კაი. ლავ სთორიზე გამახსენდა. მოკლედ, ბავშობაში, სადღაც 16-17 წლის რომ ვიყავი არ ვაჭარბებ, მართლა. ერთი სამი ბიჭი მაინც დამსდევდა. ვერაფრით ვიშორებდი. არ მომწონდა.
-უკვე კარგად დაიწყო-დაჩიმ გაიღიმა და საზურგეს მიეყუდა, გულისყურით უსმენდა და თან ადას უყურებდა, თითქოს ტკბეობდა მისი მზერით.
-ხოდა ეხლა გეგონება რომ სამივე ერთად დავიბარე და მე მივედი, მაგრამ არაფერი მსგავსი არ გამიკეთებია. მოკლედ მაშინაც ვმეგობრობდი, ირმასთან და ნინისთან . შემჭამეს მოკლედ. ერთი ყვავილებს მიგზავნიდა , არადა საშინლად ალერგიული ვარ ყვავილებზე. მეორე გალაკტიონის ლექსებს თავისად ასაღებდა და მესამე ვაფშე უკიდურესობა, ჩარკვიანს მიმღეროდა. ერთხელ სახლთან მოვიდა, უკანა ეზოში გიტარით გადმოძვრა და რაღაცეებს მიმღეროდა. გადაირია მამაჩემი და დაცვას გააგდებინა.კიდე ერთი დაქალი მყავდა, კესო. მოკლედ ამ სამ ბიჭს ნელ-ნელა გავაცანი ეს სამივე ჩემი დაქალი. ისე ვაკეთებდი, რომ დაუშვად მე და ერთი ბიჭი წავსულიყავით სადმე და რომელიმე ჩემი დაქალი.
-ვიცი ვინ არიან ეს ბიჭები?
-2 კი. მესამე არა მგონია.
-ვინ ორი?-დაჩის თვალები აენთო ინტერესისგან.
-ალექსანდრე და გიორგი.
-რაა?-დაჩიმ სიცილი დაიწყო-გეხვეწები მითხარი, ალექსანდრე რას აკეთებდა?-ხარხარს ვერ წყვეტდა. ალექსანდრეს რომ შეხედავდით, ვერ წარმოიდგენდით, რომ მღეროდა, ლექსებს კითხულობდა ან საერთოდ ყვავილების საყიდლად ირბენდა გოგოსთვის. უფრო მამაკაცური , ოდნავ მკაცრი და ცივი მოგეჩვენებოდათ.
-ჩემს ეზოში გადმოძვრა და არა ერთხელ. მოკლედ ძაან ტვინი რო წამიღეს, ვიფიქრე დავაწყვილებ თქო. ხოდა იმის მერე ალექსანდრე და ნინი ერთად არიან.
-ღადაობ? შენ დააწყვილე?
-ეგრე გამოდის.
-მოიცა, მოიცა. და გიორგისაც მოწონდი?
-კი, მერე გავიცანი დიმიტრიც. მაგის ძმაკაცი იყო.
-და დიმიტრის მოეწონე?
-ხო და მერე რაღაცნაირად გიორგის აღარც ჰქონია ინტერესი.
-და ის მესამე?
-ძველი კლასელი იყო. ეგ ყველაზე ძნელად მოვიცილე.
-ანუ სკოლაში არავინ გიყვარდა?
-არა. ევროპულში დავდიოდი. ყველა ერთმანეთზე უარესი იყო. გათამამებული და რაღაც უგულო ბავშვები იყვნენ. არც მქონდა თან დრო. მორჩა შენი ჯერია.
-რაც გინდა მკითხე და გეტყვი.
-აუ არა დაჩიი! ეგრე არ მინდა. შენით მოყევი.
-ეხა ანიზე მინამიოკებ თუ რას აკეთებ?-გაეცინა და მისკენ გადაიხარა, უნდოდა ეკოცნა, მაგრამ ადა გაიწია.
-ჯერ მომიყევი, მერე ვნახოთ კოცნას თუ დაიმსახურებ-ადამ გამომწვევად გაუღიმა.
-ანიზე თუ მოგიყვები, მემგონი ვერ დავიმსახურებ ნაღდად.
-ჰეი, ვინ წუწუნებდა შენ არაფერს მიყვებიო. ეხლა იგივეს აკეთებ. უსამართლობაა-ადა პატარა ბავშვივით წუწუნებდა, დაჩის კი ყველაზე მეტად ესეთ მომენტებში უყვარდა. ყველაზე ბუნებრივად ადა ამ დროს ეჩვენებოდა.
-კარგი. ჯანდაბას. აი რა უნდა მოვყვე. ვიყავით ერთად. მერე ერთ წელში თუ 10თვეში დავშორდით.
-დაჟე რამდენ თვეში დაშორდით ის გახსოვს? გიყვარდა?
-რო არ მახსოვდეს მეტყოდი, ამდენად არ გადარდებდა ანის გრძნობებიო ვერ გავიგე. არ მიყვარდა.
-ანუ არ გიყვარდა და..
-ადა, რო მყვარებოდა, რატომ დავშორდებოდი?
-ხო, კარგი-ადას ცოტა ინტრიგის შეგდებდა და ოდნავ კამათი უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა და შამპანური მოსვა-ისე რატო მეგობრობთ კიდე?
-არ ვმეგობრობთ. სასტავთან არი ხოლმე სულ და არ გამოდის რო გამერიყა. ჩვეულებრივად ვართ. 12 ახლოვდება. სურპრიზი მაქვს. მთავარი. მერე წავალთ ნინი და ალექსასთან.
-რა სურპრიზი?
-სურპრიზია თქო-დაჩი შიგნით შევიდა და ადა მარტო დატოვა. ადას გული აუჩქარდა, თითქოს გრძნობდა, რომ სურპრიზი რაღაც გრანდიოზული იყო. არა მატერიალური გაგებით. ინსტინქტურად ისევ გაქცევა უნდოდა, მაგრამ სად წავიდოდა. აივნიდან ხომ არ გადაძვრებოდა? დაჩი მალევე მობრუნდა, ეტყობოდა ანერვიულებული იყო. ხელი უკანკალებდა, რომელშიც პატარა ყუთი ეჭირა-ჯერ წინასწარ ნუ გეგონება ნურაფერი-მაშინვე გააფრთხილა, რადგან დაინახა ადას სახე-გთხოვ ჯერ მალაპარაკე.
-დაჩი-ადას კინაღამ გული წაუვიდა. დაჩი მასთან მივიდა და ხელის კანკალით გააღო პატარა ყუთი. შიგნით ბეჭედი იდო.
-მესმის, პირველი რამაც გაგიელვა. აივნიდან ეძებ გასაქცევს. გეტყვი, რომ ავარიული კიბე ამ შენობას არ აქვს. მე თუ გამცდები შეგილია წახვიდე. არც დაგადანაშაულებ. უბრალოდ მინდა იცოდე, რომ პირველივე დღიდან მივხვდი, რომ მე და შენ მეგობრებზე მეტი უნდა ვყოფილიყავით. უბრალოდ დიმიტრის გამო ვერ ვხვდებოდი რა როლი გექნებოდა ჩემს ცხოვრებაში. როდესაც გაგიცანი, ძალიან არეული ცხოვრება მქონდა. მეც და დედაჩემსაც. ვიცი, რომ ცოტა მალე ხდება ყველაფერი. უბრალოდ მთელი წლის განმავლობაში სულ შენზე ვფიქრობდი. ადა, არც ვიცი რეებს ვლაპარაკობ, იმდენად ვნერვიულობ. ყველანაირს მიგიღებ, ისევე როგორც შენ მიმიღე ისეთი როგორიც ვარ. სულ თავიდან, სანამ ჯერ კიდევ ბავშვებს ვამზადებდი მათემატიკაში და ბენზინგასამართზე ვმუშაობდი. მიყვარხარ, იმიტომ, რომ იმ მცირდეთაც კმაყოფილი იყავი, რაც გამაჩნდა. მიყვარხარ, იმიტომ, რომ ყველაზე მაგარი საჩუქრების ჩუქება იცი. მიყვარხარ, იმიტომ, რომ ყველაზე კეთილი და წარმოუდგენელი ადამიანი ხარ. თუ უარს მეტყვი არ დაგადანაშაულებ მართლა. შეილება მალეც გთხოვ. უბრალოდ.. არ ვიცი. ადა, თანახმა ხარ.. ცოლად გამომყვე?



№1 სტუმარი ინა

აუ რა ცუდ დროს დამთავრდა ❤️❤️❤️

 


ადა უარს თუ ეტყვის მე ვარ თანახმა :) სადღა ნახავ დღეს დაჩის მსგავს ბიჭებს❤
დიმიტრის აღარ შევეხები თორემ დავახრჩობ. მე რაღაც არ მჯერა მაგის უეცარი ცვლილების, ტყუილად არ შესთავაზებდა ეგ ადას სამსახურს.

ადას მშობლები დროზე მოვიდეს გონს თორე მე მოვიყვან :)

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო ძალიან მომეწონა მაგრამ ძან მალე ხდება ყველაფერი არ მჯერა დიმიტრისი ეს მალე შერიგება და ჩხუბი რაღაც აქვს ჩაფიქრებული ისევ

 


№4 სტუმარი ატბ

როდის დადებ?

 


№5 სტუმარი ..........

როდის იქნებააა ახალი თავიიიი? :(:((:(:(:((:(

 


№6 სტუმარი ))))

იქნებ გვითხრათ როდის დადებთ შემდეგ თავს ამდენი მკითხველი ველოდებით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent