რაე (თავი 5)
*** -შენ რა, სულ გააფრინე, ევა?-ფრიად აღგზნებული ჩანდა სანი. ევა არც კი გატოკებულა, მორჩილად მიჰყვებოდა უკან და როდესაც სანიმ დარბაზის კარი ფეხით შეანგრია, არც მაშინ გაუღია ხმა. რკინის კარი იატაკზე დამაყრუებლად გაღრჭიალდა და ცისარტყელას ზოლად მოიხაზა ბეტონის იატაკზე. სანიმ მარჯვენა ხელით მოჰქაჩა ევა და შიგნით შეათრია, მერე კი რკინის კარი სამ ცდაზე ძლივს მიაჯახუნა. რამოდენიმე ნაბიჯით შეიჭრა დარბაზის შუაგულში და ჭერზე ჩამოკიდებული თოკი დაჰქაჩა - ნათურა აინთო. -რა გინდა, ევა?-ბრაზს ვეღარ იკავებდა სანი.-გინდა რომ ყველაფერი დავკარგოთ? -ფჰჰ...-სარდონიკულად ჩაიფრუტუნა ევამ.-გგონია, ის გოგო ჩვენს გეგმასთან რამე კავშირშია? უბრალოდ მისი გა*იმვა უნდა. -შენი სიყვარულიღა გვაკლდა, რა.-ტაში შემოჰკრა ბიჭმა და სიგარეტი დააძრო ჯიბიდან. -ჩემი გრძნობები არაფერ შუაშია!-მრისხანედ შეჰყვირა ევამ.-გეუბნები, ევასება ეგ გოგო. -ნუ სულელობ!-ხელი აიქნია სანიმ.-ზედაც არ გიყურებს და ეგ გაგიჟებს ზუსტად. -გაბესთან მაშინ ვი*იმავებ, როცა მომინდება!-სიგარეტი ტუჩებიდან წაჰგლიჯა და ღრმა ნაფაზი მოარტყა.-ასე რომ, თუ გეუბნები რომ პრეზიდენტის *ოზი ნაბი*ვარი ევასება, ესე იგი ვიცი რასაც ვამბობ. რამოდენიმე წამს მიაშტერდა სანი უნდობლად. მერე, ცალყბად ჩაეცინა, თავი ჩახარა და რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა ამაღლებული სცენისკენ. მასზე ჩამოჯდა, ევა ფეხებიდან აათვალიერა და გადააფურთხა. -დიდი პრონტი ვინმე ყოფილხარ, ევა. -კარგი, მე პრონტი ვარ. თქვენ კი, აჰყევით გაბეს მორიგ ავანტიურას. -თეატრალურად გაშალა ხელები ევამ.- პოსტფაქტუმ, ყველაფერი გვიანი იქნება. სანიმ ქვევიდან აჰხედა და კიდევ ერთხელ გადაანერწყვა ზიზღით. ევამ სიგარეტს გაუკიდა და გვერდით მიუჯდა სანის. ფეხები მხრებამდე გაშალა, იდაყვები მასზე ჩამოაგდო და თავი ჩახარა. -ამიხსენი, აქ რისთვის ხარ, სანი? ბიჭმა სუნთქვაშეკრულივით გაჰხედა ევას, ცოტათი დაბნეული გამომეტყველება ჰქონდა და ნერწყვი გადაყლაპა. -რისთვისაც ყველა. რა შეკითხვებს მისვამ?! -ეგ არ არის პასუხი. რატომ ენდობი გაბეს? -შენ არ ენდობი? -მე არავის ვენდობი. -შენი ტრავმები და ემოციები ჩვენ ყველას გვაყენებს ზიანს. საერთოდ, შენ რისთვის ხარ აქ? -ახ, ეს გაბეს ფრაზები.-ფეხზე წამოდგა ევა და ანთებული სიგარეტი გაშმაგებით მოისროლა. –„ემოციაბი ჩვენი მტერია“, „ერთის შეცდომა ყველას აყენებს ზიანს“ და ათასი პათეტიკური *ირობა. -„რაეს“ იდეა გაბესია. მან შექმნა ეს ყველაფერი. -და, რა?-იყვირა ევამ და წელში მოხრილი დააშტერდა სანის.-ჩვენ რომ არა, მარტო გააკეთებდა რამეს? მე, შენ, დანარჩენები ზუსტად იმიტომ ჩავერთვეთ ამ ყველაფერში, რომ მიზანი მოგვეწონა. ჩვენც იგივე აზრზე ვიყავით, იგივე ენთუზიაზმით და შემართებით. ახლა, რა ხდება? -წელში გასწორდა ევა და გაიარ-გამოიარა. -ჩვენი საამაყო ლიდერი, სულ რამოდენიმე წამის წინ, იმაზე გაცხარდა, ზუსტად შვიდზე რატომ არ შეიკრიბეთო და თავად სად არის? სად არის, სად? -ისევ სანისკენ მობრუნდა ევა. -იმ ნაბი*ვრის ნაშიერს ეკურკურება. -გაბემ იცის, რასაც აკეთებს.-ყრუდ წარმოთქვა სანიმ. ევამ, მასკულინურად გადააფურთხა და ტუჩები ზიზღისგან მოკუმა. დარბაზის კარი კიდევ შეირყა ხმაურიანად და თითქმის თხუთმეტამდე ადამიანი შემოლაგდა. -მე მივდივარ. -საათს დახედა. -კრება შვიდზე იყო, ახლა უკვე რვის ათი წუთია. -სწრაფად მიბრუნდა ევა, ახალგაზრდებში ხმაურიანად გაიარა და ასევე ხმაურიანი ჯახუნით დატოვა იქაურიბა. *** -აქაურობა მიმზიდველი აღმოჩნდა შენთვის. -თვალები ოდნავ დახუჭა და გამომცდელად შეაშტერდა მარიამს გაბე. -ისევ ჩემი ლატენტური სურვილების პერვერსიულობაზე მელაპარაკები?-სარკასტულად ჩაიცინა მარიამმა და ენა ზედა ტუჩსა და კბილებს შორის მოაქცია. -ცოტათი ბოღმიანიც ყოფილხარ. -თვალი აარიდა გაბემ და ვისკი მოსვა. -აი, ეგ უკვე ჰიპოთეზაა. -ადამიანებში კარგად ვერკვევი. -სკრუპულოზურ დონემდე ჩადიხარ ხოლმე, ადამიანის ფსიქიკაში? -შეიძლება ასეც ითქვას.-თვითკმაყოფილი თავდაჯერებულობით უპასუხა გაბემ. -მაშ, ჩემზე რას იტყვი? -იმის გარდა, რაც ბოლოს გითხარი?-ალმაცერად გაჰხედა გაბემ. -რატომ ფიქრობ, რომ პერვერსიული ფიქრები მაქვს? -რა გულუბრყვილო შეკითხვაა?! -გულწრფელად გაოცდა გაბე და სახე გაებადრა. -მგონი, ერთმანეთს არ ვიცნობთ. -რამოდენიმეწამიანი დუმილი ანცი სიცილით გაარღვია მარიამმა და მარჯვენა ხელი გაბესკენ გააქანა, ხელის ჩამოსართმევად. -მე მარიამი ვარ. -გაბრიელ ევანისელი. -მაგრად მოუჭირა ხელი გაბემ და დაჟინებით ჩააშტერდა თვალებში მარიამს. გვარი ხაზგასმით წარმოთქვა და მარიამს ენიშნა, რომ თავადაც უნდა ეთქვა. ანცი სიცილი, ხელოვნურ ღიმილში გადაეზარდა გოგონას და გაშეშდა. -გაღაბიანი. -უცებ წამოიძახა მან. -მარიამ გაღაბიანი. გაბრიელს გამომეტყველება არ შეცვლია. თითქოს, კმაყოფილიც კი ჩანდა. ჩაჭიდებული ხელები, ერთმანეთს არ შორდებოდნენ და არც თვალებს აშორებდნენ ერთმანეთს. მოულოდნელად, მარიამის შეკივლებამ და ევამ, ერთად გაიელვეს გაბრიელის წინ. მარიამმა სწრაფად შეუშვა ბიჭს ხელი და სველი სითხე პირიდან გადმოაფურთხა. სახე ხელით მოიწმინდა და მერე ქვედაბოლოსა და მარისურს დახედა - სულ დასველებოდა. -ღმერთო ჩემო. -შეჰკივლა მარიამმა კიდევ ერთხელ და მის წინ აღმართულ გოგონას გაჰხედა, რომელიც უგრძნობად შეშტერებოდა და გამომეტყველებაზე ეტყობოდა, რომ არაფერს არ ნანობდა.-გაგიჟდი? -ფალცეტურად შეჰკივლა კიდევ ერთხელ მარიამმა. -ევა, რას აკეთებ? -გონს მოვიდა გაბე და სკამიდან წამოდგა. ბარმენის მოწოდებულ ნაჭერს დასწვდა და მარიამს მოუსვა ყელთან. ამ უკანასკნელმა სწრაფად გამოჰგლიჯა და თავად დაიწყო სხეულის გამშრალება. გაბე გაცეცხლებული მზერით შეშტერებოდა ევას. -ბოდიში, ფეხი რაღაცას გამოვდე. -თქვა ბოლოსდაბოლოს ევამ, თუმცა გაბეს უყურებდა ტუჩებმოკუმული. -ბოდიში! -კიდევ ერთხელ თქვა მან, თუმცა ამჯერად მარიამს გახედა, მერე ისევ გაბესკენ გააბრუნა თავი წამით და ადგილს მოსწყდა. გაბეს ნესტოები დაებერა, მერე მარიამისკენ შებრუნდა. -გამომყევი. გაბემ ხელი ჩაავლო მარიამს და ამ უკანასკნელსაც, წინააღმდეგობა არ გაუწევია. მშვიდად გაჰყვა გაბეს უკან. მთავარი დარბაზიდან, ვიწრო, წითელი შუქით განათებული დერეფნიდან გავიდნენ და კიბეებს ჩაუყვნენ დაბლა. ერთი სართულით ქვევით, არც ისე ფართო დერეფანს დაადგნენ, რომლის ორივე მხარეს, ოქროსფერი ფარდებით დაფარული ოთახები იყო ჩამწკრივებული. დერეფნის ბოლოს, მოხრილი თეთრი კიბე ჩადიოდა დაბლა. ისინი ამ კიბეს დაადგნენ და შავი რკინის კართან შეჩერდნენ. გაბემ გასაღები მოარგო კარს და კარი გაიღო. ეს იყო საკმაოდ ფართე ოთახი, რძისფერი კედლებით. მათზე ვერცხლისფერი ორნამენტები მიმოფანტულიყო. ზუსტად შუაში, მრგვალი საწოლი იდგა, რომელზეც შავი აბრეშუმის ზეწარი იყო გადაფარებული და მასზე ამავე მატერიის მრგვალი ბალიშები ეყარა. საწოლზე ასასვლელად, საჭირო იყო, აგევლოთ საწოლთან მიმაგრებული ორი შავი საფეხური. ჭერი საკმაოდ დაბალი იყო, სარკმელი კი ალბათ არც ჰქონდა ოთახს, თუმცა ორ სასარკმლეზე, იატაკამდე დაშვებული აბრეშუმის რძისფერი ფარდები ეკიდა. მარცხენა კუთხეში, შავ მაგიდაზე, ვისკი იდო. მარჯვენა კუთხეში კი, შავი, ორკარიანი კარადა. იატაკიც მუქ ფერებში იყო გადაწყვეტილი, თითქმის შავი, სარკისებური ელფერი დაჰკრავდა. -შემოდი. -ოთახში ჯერ გაბე შევიდა, მერე კი მარიამს მოუხმო. გოგონამ კარგად მოათვალიერა იქაურობა, ისე დაჟინებით აცქერდებოდა ყველაფერს, როგორც კურდღელზე მონადირე, ყველა ბუჩქს რომ მიშტერებია და ელოდება როდის, რომელი ბუჩქიდან გამოხტება ბაჭია, რომ ესროლოს. -არ შემოხვალ? -წარბები აზიდა გაბრიელმა და მკრთალად გაუღიმა კარის ზღურბლთან გაჯგიმულ მარიამს. -შენ რა, აქ ცხოვრობ? -ოთახში შევიდა მარიამი. -არა. -კარისკენ გაემართა ბიჭი და მიხურა. მარიამმა სწრაფად მოიხედა უკან, დამფრთხალი მიაშტერდა ჩაკეტილ კარს და მერე წამით გაბესკენ გააპარა თვალი. -აბა, ეს რა ოთახია? -მამაჩემის კლუბია. თუმცა, უფრო სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვი რომ ჩემია. -კარადისკენ გაემართა გაბე. -თავიდან, მამაჩემის ფულით შეიქმნა, მაგრამ მე ჩავდე ყველაფერი მის განვითარებაში და ის ფულიც, სამ წელში უკან დავუბრუნე. -თავდაჯერებით საუბრობდა გაბე და კარადაში რაღაცას ეძებდა. -ანუ, მამიკოზე დამოკიდებული არ ხარ. ჰო, ეს ძალიან რესპექტაბელურია -სარდონიკულად თქვა მარიამმა და საწოლზე ჩამოჯდა. -არა. შენ? -ირიბად გამოხედა გაბემ. -რა, მე? -დაიბნა მარიამი. -შენ ხარ მამიკოზე დამოკიდებული?-დაჟინებით დააცქერდა გაბე. შემდეგ კი, კარადიდან თეთრი, გრძელმკლავიანი მაისური გამოიღო, რომელსაც მარცხენა მხართან, წითლად ეწერა „R” და მარიამისკენ გაემართა. -არა, არც მე. დიდი ხანია, სხვა ქვეყ...-ენა გაუწყდა მარიამს. -ცალკე ვცხოვრობ. -შეასწორა მან და გაბეს გამოწვდილ მაისურს დაავლო ხელი. -გმადლობ. -არაფრის. -გაუღიმა გაბრიელმა და ქვევიდან აჰხედა საწოლზე ჩამომჯდარ მარიამს. -არ გახვალ? -სახე მოექცა გოგონას. -ჩემს ტერიტორიაზე, მარტო არავის ვტოვებ. -ცალი წარბი აზიდა გაბრიელმა და გვერდულად გაიცინა. -მაშინ, მიბრუნდი. გაბრიელი უკან მიბრუნდა. -იცი, ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება მიჭირს და შეიძლება უცებ მოვტრიალდე. -არც გაბედო!-დაიყვირა მარიამმა. -მთავარ დარბაზში სულ შიშველი ქალები არიან. შენი აზრით, რამით გამაკვირვებ? -გაბემ მობრუნება დააპირა და ოდნავ მოტრიალდა. -გაჩერდი! ახლავე, გაჩერდი!-აყვირდა მარიამი. -კარგი, ჰო. -დაბრუნდა საწყის პოზიციაზე გაბრიელი. -ბოლო დროს, გახმაურებული ამბავი აქ მოხდა, ხომ? -აგრძელებდა მარიამი. -რას გულისხმობ? -აი, პრეზიდენტის ფოტო... -აჰ, ხო. -გააწყვეტინა გაბემ. -რამოდენიმე შეკითხვაც დამისვეს, მაგრამ აქ კამერები არ გვაქვს და „დამნაშავეს“ ვერ მიაგნეს, მგონი. -არადა, შენს ტერიტორიაზე, მარტო არავის ტოვებ. -სხვათაშორის ჩაილაპარაკა მარიამმა. -შემობრუნდი. გაბრიელი მოტრიალდა. მისი მაისური მარიამს შუა ბარძაყებამდე სწვდებოდა, ზუსტად იმ ზომამდე, სადაც ქვედაბოლო წყდებოდა, სანამ ევა ლუდის ცუნამში არ მოახვედრებდა. გაბემ ქვედა ტუჩი ამობურცა და წარბები კიდევ აზიდა. არ ერიდებოდა, მარიამის უხერხულში ჩაგდებას. -ესეც ასე. -ხელები გაშალა მარიამმა. -დიდი მადლობა. ახლა კი, შემიძლია წავიდე. ისედაც, ალბათ ნერვიულობენ. -ვინ? შენ ხომ, მარტო ცხოვრობ? -ხელოვნურად გაიკვირვა გაბრიელმა. -კი. -ხმამაღლა, ასევე ხელოვნურად გაიცინა მარიამმა. -ტელეფონი გამორთული მაქვს, დედა ხშირად რეკავს ხოლმე. -ჰო, მესმის. -თავი დაუქნია გაბემ და კარისკენ გაიშვირა ხელი. მარიამი კარისკენ დაიძრა და სახელური ჩამოსწია. შეაღო თუ არა, გაბეს ხელი კარს საპირისპოროდ მიაწვა და მის ცხვირწინ მიჯახუნდა. გოგონა მაშინვე შებრუნდა უკან. გაბე მასზე ერთი თავით მაღალი იყო, გოგონას სახისკენ დაეხარა თავი და მთელს სახეზე აბნევდა მტაცებლურ მზერას. მარიამს სუნთქვა გაუხშირდა და ბიჭის ტუჩებს დაჰხედა. გაბემ, წელზე შეუცურა ხელი და მენჯის ძვალთან, ოდნავ მოუჭირა. გოგონამ თვალები დახუჭა და ოდნავ შეტოკდა. თავი მარჯვენა გვერდზე გასწია, გაბე კი მის მარცხენა ყურთან დაიხარა და ტუჩები თითქმის შეახო. -მაისური უნდა დამიბრუნო. -ჩასძახა ყურში და აკოცა. მარიამმა თვალები ისევ დახუჭა და როცა გაბე მოშორდა, გაახილა. -ჰო. -ძლივს ამოილუღლუღა მარიამმა და ოთახიდან გავიდა. *** კლუბიდან უჩუმრად აპირებდა მარიამი გამოსვლას. წელში ოდნავ მოხრილიყო. ღამის თორმეტი სრულდებოდა და მზის სათვალე ეკეთა. ჩუმად მიიწევდა კორპუსებს შორის გასასვლელისკენ და თავის მანქანასაც მოჰკრა თვალი, როცა მაჯაში ვიღაც სწვდა. მარიამმა შეკივლებაც ვერ დაასრულა, ისე ააფარეს პირზე ხელი. -ვიცოდი, რომ აქ იქნებოდი. -შეჰბღვირა თორნიკემ და ხელი შეუშვა გოგონას. -შენ რა, გააფრინე? -წარბები შეჭმუხნა მარიამმა და უხერხულად შეისწორა მაისური. -იცი რა მოხდება, რომ გაიგონ, ვინ ხარ? -განაგრძობდა თორნიკე. -ან, მამაშენმა რომ გაიგოს სადაც ხარ?! -ჰოდა, შენც ნუ ეტყვი. -გზა გააგრძელა მარიამმა მანქანისკენ. თორნიკეც მას გაჰყვა. მანქანამდე ხმა არ ამოუღია. როგორც კი სავარძლებში მოთავსდნენ, მარიამი არ ჩქარობდა მანქანის დაძვრას. -რატომ არ მენდობი? -გაჰხედა თორნიკეს. -რომელ ნდობაზეა ლაპარაკი, მარიამ? ვერ ხედავ, რა ხდება? მამაშენს ემტერებიან და არც ვიცით ვინ არის მისი მტერი. შენ კი, თითქმის ყოველ დღე იქ დადიხარ, სადაც დიდი შანსია რომ ის ხალხი მოძრაობდეს. -ჰოდა, ზუსტად მაგის გარკვევას ვცდილობ. -ჩურჩულით წარმოთქვა მარიამმა. -რაღაც ეჭვები მაქვს. -რა ეჭვები? -წარბები შეკრა თორნიკემ და უცებ, მაისურზე წაწერილ ასო “R” მოჰკრა თვალი. მარიამი კიდევ აგრძელებდა რაღაცის მოყოლას, მაგრამ თორნიკეს აღარაფერი აღარ ესმოდა. იმ ასოს მიშტერებოდა რამოდენიმე წამი, მერე კი სკამის საზუგეზე გადააგდო თავი და მარიამს სთხოვა, წასულიყვნენ. *** დარბაზში უკვე ოცამდე ახალგაზრდა შეკრებილიყო. ბილწსიტყვაობა, გინება და ფურთხება ისმოდა ყოველი მხრიდან და ეს იქამდე გაგრძელდა, სანამ გაბრიელის მძიმე ნაბიჯების ხმა არ შემოესმათ. ეს უკანასკნელი, ტრადიციულად ამაღლებულ სცენაზე ავიდა და ჭერიდან დაშვებულ მიკროფონს ჩასძახა: -დღეს, ჩემი მიზეზით შევიკრიბეთ გვიან, თუმცა არც თქვენ მოსულხართ ზუსტად დათქმულ დროს. -მარჯვენა საჩვენებელი თითი, მიკროფონს გაჰკრა გაბრიელმა და ისიც გაქანდა. იქამდე იქანავა, სანამ გაბრიელის ძალა ჯერ კიდევ შერჩენოდა. ბიჭმა გაიარ-გამოარა და თვალი მოავლო დამსწრეთ. -სახელმწიფო აუცილებლად გასცემს პასუხს ჩვენს ბოლო ქმედებას. ხალხი იქამდე არ მოისვენებს. -განაგრძო გაბემ. -ჩვენ კი, არაფერს მოვიმოქმედებთ, სანამ პასუხს არ გაგვცემენ. -და ამაზე უარესი რაღა უნდა მოვიმოქმედოთ? -იკითხა ვიღაცამ. გაბე არც დაინტერესებულა, ვის გაუჩნდა ეს შეკითხვა. -მთავარი ის კი არ არის, რისი გაკეთება შეგიძლია. მთავარი ის არის, რის გაკეთებას მოელიან შენგან. ისინი თავიანთი დემაგოგიით შეეცდებიან გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან და ხალხში დათესილი შიში როგორმე ჩაახშონ. შეიძლება, ვინმეს აგებინონ პასუხი და სწორედ ეს გვაწყობს ჩვენც. თუკი ასე მოხდება, ზუსტად ვიცით რასაც ვიზამთ. -ამაყად გადახედა მათ გაბრიელმა და თვალებით ვიღაცის ძებნა დაიწყო. -ევა სად არის? -ევა არ არის. -უპასუხა ლეომ. -ვხედავ, რომ არ არის. რატომ არ არის? -ხმა გაუმკაცრდა გაბეს. -იცი, რატომაც. -ქვევიდან, ქურდულად შეჰბღვირა სანიმ. -პარვენიუ. -ჩაიცინა გაბემ და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. რამოდენიმე წამს, თვალი გაუშეშდა მასზე. მერე კი, დამსწრეთ მიუბრუნდა. -დღეისთვის საკმარისია, გაერთეთ. გაბემ მძიმე ნაბიჯებით დატოვა დარბაზი. *** გასაიდუმლოებული სტრიპტიზ კლუბი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის -2 სართულზე მდებარეობდა, გარშემორტყმული იყო კიდევ ორი საცხოვრებელი კორპუსით. სადარბაზოდან გამოსულს, ერთმანეთთან ახლო-ახლო მიდგმულ კორპუსებში უნდა გაგევლო, რომ მაგისტრალზე გასულიყავი. სამივე კორპუსი ოც სართულიანი გახლდათ. ეს იყო ფერადი კორპუსები: სტრიპტიზ კლუბის-ნარინჯისფერი, ხოლო მის წინ, ახლო-ახლო მდგარი კორპუსებიდან, მარცხენა -მწვანე, მარჯვენა-ყვითელი. სწორედ, ყვითელი კორპუსის სახურავზე იჯდა გაბე და ღრმა ნაფაზს ურტყამდა. მის წინ გაშლილიყო მთელი ქალაქი, ის კი მდუმარედ მიშტერებოდა სივრცეს. მუქ, შავ თვალებში, ჭახჭახა განათებები აჰრეკვლოდა, ხოლო მოხრილი მუხლები, კორპუსის კედელზე ჩამოეგდო. უკან, მძიმე ნაბიჯები უახლოვდებოდა, მაგრამ გაბე არც შეტოკებულა, მხოლოდ ყური მიუგდო და ჩაეღიმა. -ჩემი შეტყობინება ძალიან მალე გინახავს. -უდარდელად თქვა და ღრმა ნაფაზი მოარტყა. მძიმე ნაბიჯების ხმა შეწყდა და გაბეს გვერდით, ზუსტად მისნაირად დაჯდა - მუხლები მოხარა და კორპუსის კედელზე ჩამოაგდო. -საქმეში მარიამის ჩართვა, არაკაცობაა. -ჩუმად. -მარჯვენა ხელი ასწია გაბემ. -მოეშვი, ცოტა ხანი უსმინე. ნახე, რა სიმშვიდეა. როგორც ქარიშხლის წინ. -გულიანად გაეცინა გაბეს. -მორჩი ამ გროტესკულ პათოსს. ზოგჯერ ძალიან არაბუნებრივი და გულისამრევია. -სულ არ ვაპირებდი, მის ჩართვას. -ხმა დაუსერიოზულდა გაბეს. -მაგრამ თავად ეძებს რაღაცას. დღეს თავის ვინაობა დამიმალა, შეიძლება ეჭვობს კიდეც რამეს. -გვერდით დადგმულ ლუდს თავსახური მოხსნა გაბემ და ხმაურიანად ჩაახრიალა ყელში. მეორე ბოთლი, გვერდით მჯდომ მამაკაცს გაუწოდა. ამ უკანასკნელმაც, მოხსნა ბოთლს თავსახური და ტუჩებს შორის მოიქცია. -თან, შენი გვარით გამეცნო. თორნიკეს სითხე ყელში გაეჩხირა და ერთი ორჯერ, ამოახველა. გაბემ კი ზურგში დაჰკრა ძლიერად. -ეჭვობს ნამდვილად. დღეს ქუჩაში დაგინახა, ფსიქიატრიულში რომ შეხვედი. გაბეს სახე შეეცვალა და თორნიკეს გახედა წარბებშეკრული. -რა იცის? -არაფერი, ჯერ. -ჯერ. -ვცდილობ ახლოს მყავდეს, მაგრამ ძალიან თავნება და ჯიუტია. -ჰო, ეტყობა. -სივრცეს გახედა გაბრიელმა და ნაზად ჩაეღიმა. ეს შეამჩნია თორნიკემ. -არც იოცნებო! ბავშვობიდან მე ვუყვარვარ. -როდის იყო, ქალზე ვვოცნებობდი?! ზევით, რა ხდება? -არ ვიცი. -შეიშმუშნა თორნიკე. -მამაჩემი ჯერ არ დასჭირვებიათ. თუ სწორ ხალხს დაიჭერენ, უხმაუროდ ჩაივლის. თუ რამე შეეშლებათ, ალბათ სასამართლომდე მივა საქმე და იქ უკვე მამაჩემი დასჭირდებათ. -შენც ფიქრობ, რომ მაგ ხერხს მიმართავენ, არა? -სხვა გამოსავალი არ რჩებათ. ცის სილაჟვარდეს, მოწითალო ეპარებოდა. კორპუსის სახურავზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ მჯდარი ორი მამაკაცი, მათ წინ გაბურულ იისფერ კვამლს მოეცვა. სიბნელე კი, სინათლეს ნარიჯნჯისფერ კოცნას უტოვებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.