შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი ქორწინება (ნაწილი 2) თავი 3


16-03-2021, 18:37
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 524

სანდრომ ოთახის კარი ფრთხილად შეაღო და მარიანს მიაჩერდა მოღუშული სახით, რომელსაც ტკბილად ეძინა მის საწოლში, დიდხანს, ძალიან დიდხანს უყურებდა შვილს, ნელ-ნელა სუნთქვა შეეკრა და გულისცემა შეუწყდა, იმაზე ფიქრიც კი აგიჟებდა რომ რამდენიმე დღეში მასთან განშორება მოუწევდა და მისი მონატრებით უნდა გაეგრძელებინა ისევ ცხოვრება...ფიქრმა წაიღო მისი გონება იმაზე ფიქრმა რომ, მერე ისევ იგივე უნდა განმეორდეს, ისევ მოენატროს, მერე წამოიყვანოს, ისევ უკან დააბრუნოს... ერთმანეთში არეული გრძნობები უკვე წონასწორობას აკარგვინებდა.ყველაზე მეტად კი ის ტანჯავდა მის გულს, რომ ნელ-ნელა, ძალიან ნელ-ნელა შეიპარა მის გონებაში შიში... მონატრების შიში, რომელიც სულს უწამლავდა ყოველ დღე, იმის მიუხედავად რომ მარიანა აქ იყო, მის გვერდზე... მაინც ენატრებოდა, მაინც სტკიოდა, რადგან იცოდა რომ მალე მასთან განშორება მოუწევდა გაურკვეველი დროით. მერე ისევ იგივე განმეორდებოდა, ისევ წამოიყვანდა, მაგრამ არ ჰყოფნიდა ეს რამდენიმე დღიანი ურთიერთობა მასთან, ასე უფრო სტკიოდა მარიანა.
-სანდრო არ იძინებ დედა?-ლალის ხმამ შეაკრთო ფიქრებში წასული ბიჭი
-ჰო -უთხრა არეული ხმით სანდრომ და მარიანადან მზერა ლალიზე გადაიტანა
-რა საყვარლად სძინავს ბებოს სიყვარულს-ლალიმ მარიანას შეხედა მომღიმარი სახით
-კაი მიდი დაწექი დაისვენე, მეც ვიძინებ, არსად წავალ მშვიდად იყავი-უთხრა სანდრომ მომღიმარ ქალს და ოთახში შევიდა, ლალიც დამშვიდებული გატრიალდა და დაბლა ჩავიდა.
სანდრო მარიანას გვერდზე დაწვა და ამღვრეული თვალებით დიდხანს უყურებდა შვილის მოცინარ სახეს მოღუშული სახით, ბოლოს ვეღარ მოითმინა და სახეზე ჩამოყრილი თმები აკანკალებული თითებით ძალიან ფრთხილად ყურს უკან გადაუწია და კიდევ უფრო ფრთხილად ხელის ზურგი ჩამოაყოლა მის სახეს, რადგან ძალიან უნდოდა შეხებოდა შვილს, ეგრძნო მისი სიახლოვე და სითბო, უეცრად სუნთქვა გაუხშირდა და გულისცემა აიჩქარდა, ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს მისი გაყინული გული წამში გათბო ამ შეხებამ, რადგან მაშინვე იმედით, სიყვარულით და ბედნიერებით აევსო, მარიანა ოდნავ შეიშმუშნა და შემკრთალმა სანდრომ მაშინვე მოაშორა ხელი მის სახეს, მარიანამ თვალები ოდნავ გაახილა, მამას გაუღიმა და თავისი თბილი ხელი სანდროს ლოყაზე დაადო, სანდროს სუნთქვა შეეკრა მაშინვე და საშინლად დაიძაბა, მარიანამ კი მომენტალურად დაᲮუჭა თვალები და მშვიდად ძილი გააგრძელა, ეტკინა, საშინლად ეტკინა გული სანდროს, ახლა ძალიან უნდოდა ამდგარიყო და გაქცეულიყო აქედან, რადგან ამდენ ემოციას მისი სხეული და გონება ვეღარ უმკლავდებოდა, მაგრამ ვერ შეძლო... ვერ შეელია შვილის შეხებას... უნებურად მარიანას ხელს თავისი ხელი დაადო და თვალები დახუჭა, სცადა დამშვიდებულიყო, მაგრამ ვერ შეძლო... ყოველი მისი შეხება, მის თვალებში ჩახედვა კიდევ უფრო უმძაფრებდა დანაშაულის მწარე შეგრძნებას... რადგან მხოლოდ მისი ბრალი იყო ეს განშორების შიში, ეს სიშორე, მონატრება, სასოწარკვეთა, მანძილი... სტკიოდა, სანდროს ყოველი დაკარგული დღე, საათი, წუთი და წამის სტკიოდა, რომელსაც მარიანასგან და ნათიასგან შორს ატარებდა... რადგან რაც დრო გადიოდა მით მეტად აცნობიერებდა რომ მისმა ყოველმა დაშვებულმა შეცდომამ უფრო მეტად გაზარდა მანძილი მასსა ნათიას და მარიანას შორის... სანდრომ კიდევ უფრო ძლიერად დაᲮუჭა თვალები და სცადა ნათიაზე ფიქრი შეეწყვიტა, მაგრამ ვერ შეძლო, ვერ გაექცა საყვარელი ქალის სევდიან თვალებს... მაინც ნათიას სახე დაუდგა თვალწინ, სუნთქვა შეეკრა, ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს ის Მასთან ძალიან ახლოს იყო, ისე ახლოს რომ შეეძლო შეხებოდა...მერე უეცრად გული შეეკუმშა, დანაშაულის საშინელმა შეგრძნება სული მოუწამლა...Ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს დრო გაჩერდა...გაიყინა... ნათიაზე ფიქრმა და დანაშაულის საშინელმა შეგრძნებამ სული მოუშხამა, ისეთი განცდა დაეუფლა ახლა, ამ წამს რომ კიდევ უფრო უსასრულოდ გაიწელა დრო, რომელმაც ნელ-ნელა კიდევ უფრო გააღრმავა მისი ჭრილობები... ეტკინა საშინლად ეტკინა გული...ყველაზე მეტად კი ის სტკიოდა რომ ამ დაკარგულ დროს ვერასდროს ვერ აანაზღაურებდა, რადგან ის რაც უკვე დაიკარგა დროში უკან ვეღარ დაიბრუნებდᲐ და ის ჭრილობები რაც ერთმანეთს მიაყენეს სულში მან და ნათიამ... მუდამ იქ დარჩებოდა...დაუვიწყარ საშინელ მოგონებად, რომელსაც ვერც დრო, ვერც მანძილი და ვერც სიშორეს ვერასდროს ვერ გააქრობდა მათი გაყინული გულებიდან. ერთადერთი ადამინი ვინც ამ მანძილს, შიშს, სიშორეს, ტკივილს და ზიზღის უკიდეგანო ზღვარს სცდებოდა იყო მარიანა, ბაᲕშვი რომელიც თავისი უანგარო გულწრფელი სიყვარულით ახერხებდა მათთვის ჭრილობების მოშუშებას... რომელიც სიშორის და მანძილის მიუხედავად მაინც ახერხებდა ამ ორი დაკარგული სულითვის ძალის მიცემას რომ ცხოვრება გაეგძელებინათ... ამ საშინელ ფიქრებში თავგზააბნეულმა სანდრომ თვალები გაახილა და მარიანას მიაჩერდა, დიდხანს უყურებდა მის ლამაზ სახეს და ცდილობდა ფიქრი შეეწყვიტა... რადგან ძალიან დაღალა მისი სული ამ ყველაფერმა, ამ ტკივილმა, დანაშაულის შეგრძნებამ, განშორების შიშმა... თვალები დახუჭა ისევ და ფიქრი შეწყვიტა, ვერც მიხვდა როდის და როგორ შეძლო დაძინება ამ ფიქრებისგან თავგზააბნელმა, მაგრამ საოცრად თბილმა ხელების შეხებამ რომ შეაკრთო მიხვდა რომ ჩასძინებოდა
-მამიკო გაიღვიძე-ჩასჩურჩულა ყურში მარიანამ თან სახეზე მოეფერა გაბრუებულ ბიჭს
-მამას გოგო-დაუჩურჩულა სანდრო თᲕალებ გაუხელლად და გულზე მიიხუტი შვილი, თავი მის თᲛებში ჩარგო და ღრმად შეისუნთა მისი სურნელი
-მამიკო დედას დავურეკოთ რა ძაალიან
მომენტრა-ჩასჩურჩულა ყურში მარიანამ და სანდრომ მაშინვე გაახილა თვალები
-დედიკო არ გაგვიბრაზდება?-მიაჩერდა მომღიმარი სახით მარიანას რომელიც გულზე ეწვინა -მგონი მიას ტელეფონით რომ დაურეკო ჯობია
-აუ არა... შენით-შეეხვეწა მარიანა და ტუმბოზე დადებულ ტელეფონს გადაწვდა, სანდრო შვილს არ შეეწინააღმდეგა და დარეკვის უფლება მისცა, თან მარიანასაᲕით მოუთმენლად ელოდა ნათიას ხმის გაგონებას რომელიც ტელეფონის რეკვის ხმამ ძლივს გააღვიძა, ტელეფონი ხელით მოძებნა ტუმბოზე და ისე რომ ნომრისთვის არ დაუხედია უპასუხა
-დიახ?
-დეე-გაისმა მარიანას ხმა და ნათია მაშინვე საწოლზე წამოჯდა მომღიმარი სახით
-დეე როგორ მომენატრე-აღმოხდა ნათიას
-მეც დედიკო მეც ძალიან მომენატრე-აკისკისდა მარიანა და სანდროს მიაჩერდა რომელიც დაძაბული უსმენდა მათ ლაპარაკს
-დე იცოდე ჭკვიამად იყავი, მამიკო და ბებო არ გააბრაზო
-არ გავაბრაზებ გპირდები-უთხრა მარიანამ და მამას მიაჩერდა
-კაი დე-გაეცინა ნათიას და მარიანამ რომ გათიშა ტელეფონი მხოლოდ მაშინ დახედა ეკრანს და სანდროს ნომერი რომ დაეწერა საშინლად დაიძაბა ეგონა ამჯერადაც მიას ნომრიდან ურეკავდა.
-ბებოს სიხარულმა დარეკა?-ნათიას ოთახში აწეწილი თმით შევიდა ნანა
-ჰოო-დაიბნა ნათია და დედას ახედა არეული თვალებით
-მა რატომ არ დამალაპარაკე?-გაბრზადა ნანა
-მეგონა გეძინა დედა -თავი იმართლა ნათიამ
-მიდი გადაურეკე და დამალაპრაკე-უთხრა ნათიას დაბნეულობით გაღიზიანებულმა ქალმა
-სანდროს ნომრიდან დარეკა-ჩაილაპარაკა ნათიამ და მაშინვე თვალი აარიდა ნანას ალეწილ სახეს
-სანდრო...-ჩაილაპარაკა ნანამ და ოთახიდან გავიდა თან კარი ისე გაიჯახუნა რომ მიულოდნელობისგან ადგილზე შეხტა დამფრთხალი ნათია.
მარიანა და სანდრო რომ ჩავიდნენ დაბლა უკვე ყველა სასაუზმოდ ისხდა მაგიდასთან
-გაიღვიძე ბებოს პრინცესა?-ლალიმ შუბლზე აკოცა მარიანას და თავისბგვერდზე დასვა
-მამიდას სიყვარულო-სახეზე მოეფერა მია მარიანას და ლილეს გაუღიმა რომელიც ანის კალთაში ეჯდა -მამიდას ორი გიჟი და ლამაზი გოგო
ჰყავს-გაეცინა და ორივეს ლოყაზე უჩქმიტა შემდეგ ანის გაუცინა და მუცელზე მოეფერა -ეს მაინც იქნებოდეს ჭკვიანი
-მათავარია მამიდას არ დაემსგავსოს და -გაეღიმა ნიკას
-მთავარია მამას და ბიძას არ დაემსგავსოს-თქვა ლალიმ მოღუშული სახით -ამათსავით გიჟი და გადარეული არ იყოს თორემ მართლა
გავგიჟდები-ნიკაზე და სანდეოზე მიუთითა იქ მყოფებს, რომელთაც სიცილი აუტყდათ-მამიდას სიგიჟეები რას მოვა შენთან და შენს ძმასთან-შემდეგ თვალები დაუბრიალა ნიკას-და საერთოდ Დედას თუ დაემსგავსება უკეთესი... ჭკვიანი და საყვარელი ბავშვი იქნება
-ჰო ჩემი გოგო ყველაზე ჭკვიანი და საყვარელია-დაეთანხმა ნიკა დედას, ანის ხელი გადახვია და საფეთქელზე აკოცა -ჩემი წრიპა-პატარა ლილეს ცხვირზე აკოცა რომელიც მომღიმარი სახით აჰყურებდა მათ
-თქვენ რაღას ელოდებით?-მიაჩერდა ლალი მიას და ლაშას
-აუ არ დაიწყო ახლა რა-გაბრაზდა მია
-რა არ დავიწყო?-გაუბრაზდა ლალი-კიდევ ერთი შვილიშვილი მინდა
-აუცილებლად ვიმუშავებთ მაგ საკითხზე -დაიწყო ლაშამ სიცილი და მიამ თვალები რომ დაუბრილა ყველას გაეცინა
-ჰო მია რაღას ელოდები ქმარი გიბერდება-უთხრა ნიკამ სიცილით და მაქსიმალურად გაიწია გვერდზე მია საჩქმეტად რომ გადასწვდა
-კარგით მორჩით მაიმუნობას, ჭამეთ-უთხრა ლალიმ სიცილით მათ და სიყვარულით მოავლო თვალი ახლობელ და ყველაზე ძვირფას ადამიანებს, გული სითბოთი და ბედნიერებით აევსო პირველად იგრძნო რომ ნამდვილ ოჯახად ქცეულიყვნენ ამდენი ტკივილის და ტანჯვის გამოვლის მიუხედავად.
ნათია საძინებლიდან გასვლას ვეღარ ბედავდა , რადგან იცოდა დილიდან ნანასთან ჩხუბი და კამათი გარდაუვალი იყო, არადა საშინლად არ უნდოდა დედასთან კონფლიქტი ჰქონოდა, ყველაზე ნაკლებად უნდოდა ის, რომ დედა აეღელვებინა და მითუმეტეს დაპირისპირებოდა მას.
საწოლზე იჯდა დაღვრემილი სახით და შეკრთა როცა მისი ტელეფონი აწკრიალდა, დამფრთხალმა ეკარანს დახედა და თიკა რომ დაეწერა მაშინვე უპასუხა აღელვებულმა
-ნათი როგორ ხარ? როგორ მომენატრე, ნეტა იცოდე შენი მოფუმფულებული გოგო როგორ მომენატრა... ვაიმე ჩამოვედი როგორც იქნა ,მიდი გამომიარე, მომიყევი შენი ამბები... ერთი სული მაქ გნახო-მიაყარა აღელვებულმა გოგონამ
-ვაიმე რა გიჟი გოგო ხარ-სიცილი აუტყდა ნათიას-და რა კარგი რომ ჩამოხვედი
-მიდი დროზე ჩაიცვი და მოდი ჩემთან, ერთი სული მაქვს სანდროს ამბები დეტალურად მომიყვე
-უკვე ათასჯერ მოგიყევი-ეცინებოდა ნათიას
-ვაიმე რა მომიყევი გოგო-გაუბრაზდა თიკა-სანდრომ მომწერაო, ეგ ორი სიტყვა მომიგდე და სულ ეგ იყო, მე კიდე სიღრმისეულად მაინტერესებს როდის როგორ რატომ...ღამეები არ მეძინა თქვენზე ფიქრში
-ჩემს დაკითხვას თუ აპირებ იცოდე არ მოვალ
-ნათია-დაუღრინა თიკამ და გაუთიშა, ნათიას ძალიან გაუხარდა თიᲙა რომ დაბრუნდა ბათუმში ამიტომ მაშინვე ადგა მოემზადა და სანამ წავიდოდა ნანას ოთახში შეიხედა
-დედა თიკა ჩამოვიდა და მასთან მივდივარ, საღამოს მოვალ
-წადი წადი-უთხრა ბრაზნარევი ტონით ნანამ
-დედა გთხოვ ნუ მიბრაზდები-შეეხვეწა ნათია
-თიკა მომიკითხე-უთხრა ნანამ და წიგნის კითხვა განაგრძო.
ნათია მოწყენილი მივიდა თიკასთან მაგრამ მისმა დახვედრამ ძალიან გაამხიარულა
-ჩემი უჟმურ სახიანი გოგო-კარი გააღო თუ არა მაშინვე ეს შეჰყვირა გოგონამ და ისე ძლიერად ჩაეხუტა ნათია ლამის დაახრჩო
-შენ არასდროს დაჭკვიანდები ხო?-შესცინა და სახლში შევიდა
-უიმე შენც მეყოფი უჟმური-თიკამ პირდაპირ სამზარეულოში შეიყვანა და ყავის მომზადებას შეუდგა -მიდი ჰე დაიწყე- მიაჩერდა მაგიდასთან მჯდომ ნათიას აციმციმებული თვალებით
-ეგრე ნუ მიყურებ -გაეცინა გოგონას
-მაინც როგორ?-ჩაეკითხა თიკა
-ზე აღფრთოვანებული-გაბრაზდა ნათია
-უიმე წარმომიდგენია სანდრო რა უჟმური იქნება შენ რომ გიტანდა -უთხრა მოულოდნელად და გიჟივით სიცილი რომ აუტყდა ნათიასაც გაეცინა
-ვაიმე რა გიჟი ხარ-აკისკისდა და გამოწვდილი ყავის ჭიქა გამოართვა
-ოღონდ ის ამბები არ მომიყვე და ყველაფერზე ხარ წამსვლელი-მის პირდაპირ დაჯდა თიკა და თვალებში ჩააცქერდა მეგობარს
-ვაიმე რაუნდა მოგიყვე -შეიცხადა მან და ყავა მოსვა
-ნათია შენი აზრით ასე მოულოდნელად რატომ გადაწყვიტა შენმა ზე სიმპათიურმა ყოფილმა ქმარმა შენს ცხოვრებაში გამოჩენა?-თვალებში ჩააცქერდა ინტერესით
-თიკაა -სიცილი აუტყდა ისევ ნათიას
-რაა?-გაბრაზდა გოგონა -ძალიან მაინტერესებს მართლა
-არ ვიცი და სიმართლე გითხრა არც მინდა
ვიცოდე -სანდროზე ფიქრმა დაძაბა გოგონა
-იცი ნათია იცი და სწორედ მაგიტომ ხარ ასეთი დამთრთხალი-უთხრა თიკამ გამომწვევი ტონით და სათვალე შეისწორა
-გთხოვ ამაზე ფიქრიც კი მაშინებს-უთხრა გულწრფელად გოგონამ
-რატომ?-გაეღიმა -იმიტომ რომ მას ისევ უყვარხარ თუ იმიტომ რომ შენც გიყვარს?-ჩაეკითხა თიკა თან ისე რომ ნათიას ალეწილი სახისთვის თვალი არ მოუშორებია
-აღარ მიყვარს-უთხრა გაბრაზებული ტონით გოგონამ და ყავის ჭიქით ხელში აივანზე გავიდა, თიკაც უკან მიჰყვა მეგობარს და მის გვერდზე დადგა
-მაშინ ასე რატომ გაფორიაქებს მისი ზარები და შეტყობინებები?
-იმიტომ,რომ სრულიად მოულოდნელად ისევ დაბრუნდა ჩემს ცხოვრებაში...
-სინამდვილეში არც წასულა შენი ცხოვრებიდან , შენ წახვედი მისი ცხოვრებიდან-უთხრა თიკამ, სათვალე თავზე მოირგო და ყავა მოსვა
-გთხოვ სანდროზე ლაპარაკი აღარ მინდა
-ნათია მისმინე, რადგან სანდრომ გაბედა და ნაბიჯი გადმოდგა შენსკენ, უკან აღარ დაიხევს როგორც ჩანს...
-გთხოვ ამაზე ფიქრიც კი მაშინებს -უთხრა აცრემლიანებული თვალებით
-ნათია ასე რატომ გეშინია მისი?-ჰკითხა თიკამ მომღიმარი სახით და გოგონამ ამღვრეული თვალებით რომ შეხედა დაიძაბა -ჰო ვიცი რაც გადაიტანე... ვიცი რომ საშინლად მოგექცა... და შენი მესმის...
-არა არ გესმის და არც არავის ესმის-გაბრაზდა ნათია-ჩვენ, სიკვდილ-სიცოცლის ზღვარი გადავკვეთეთ
-ნათია მესმის... მართლა მესმის შენი-თიკა მიუახლოვდა და თვალებში
ჩააცქერდა -წარმოდგენაც კი მიჭირს იმის თუ რას გრძნობდი იმ კონკრეტულ წუთებში და წამებში... თუმცა შემიძლია გავიაზრო, რა საშინელნის გადატანა მოგიწია... მესმის და არ მიკვირს რომ მისი დღემდე გეშინია...მაგრამ...
-თიკა, მე მისი მონაწერიც კი მაშინებს...
-ნათია, მისმინე, კარგად უნდა გაიაზრო რეალურად რას გრძნობ მის მიმართ
-შიშს, მისი მეშინია
-იქნებ ასე ცდილობ მის მიმართ შენი ნამდვილი გრძნობების დამალვას? ამაზე გიფიქრია?-თვალები დააწვრილა თიკამ
-გრძნობები?-შეიცხადა ნათიამ და ირონიულად გაეცინა, შემდეგ ზურგი აქცია მეგობარს და ქუჩას გახედა
-მან... შენსკენ ნაბიჯი გადმოდგა... ამას რაღაც მიზეზი ხომ უნდა ჰქონდეს? რატომ ახლა? რატომ ამდენი ხნის შემდეგ? რატომ წელიწადი და ზუსტად რვა თვის შემდეგ? რატომ? ამაზე გიფიქრია? აი მე სულ ამაზე ვფიქრობ...
-მერე რა მოიფიქრე?-გაბრაზებული ნათია მისკენ შეტრიალდ ადა თვალებში ჩააცქერდა მეგობარს
-ის რომ... მან იგრძნო, რომ ჯერ კიდევ გიყვარს...
-თიკა სისულელეებს ნუ ლაპარკობ-გაბრაზდა
ნათია -სასაფლაოს მერე...სანდრო დღემდე არ მინახია
-შენ არ გინახია... მაგრამ ის გნახავდა... როგორ გგონია მთელი ეს დრო უშენოდ გაძლებდა? ადრეც გითხარი რომ შენი სანდრო თუ მართლა ისეთი გიჟი გადარეულია-მეთქი როგორც აღმიღწერ უეჭველი გნახავდა-მეთქი
-იმაზე არანორმალური ვიდრე წარმოიდგენ-უთხრა ნათიამ მომღიმარი სახით, რატომღაც სანდროს დახასიათებამ გაახალისა
-სამაგიეროდ ზე სიმპათიური
-ჰო მისი ერთადერთი დადებითი მხარე ეგაა-ისტერიული სიცილი აუტყდა გოგონას
-ისევ გიყვარს არა?-თვალები დააწვრილა თიკამ- და იმიტომ გეშინია მისი მოახლოების- თქვა და ნათიას ცხირი რომ აეწვა და ცრემლები მოეძალა გაჩუმდა
-გთხოვ არ მინდა ამაზე ფიქრი... მეშინია, ძალიან მეშინია...
-სანდროსი კი არა გეშინია საკუთარ გრძნობებს გეშინია, იმის გეშინია რომ საკუთარ გრძნობებეს ვერ გაუმკლავდები-უთხრა დანანებით
თიკამ და ყავის ცარიელი ჭიქა გამორთვა დაბნეულ გოგონას
-დედაჩემივით შენც მე მადანაშაულებ?-ატირდა ნათია
-კი არ გადანაშაულებთ ვხვდებით, რომ შენც ისევ გიყვარს და შენი ეს რეაქცია გვაშინებს...
-ძალიან დავიღალე-შეხედა არეული თვალებით ნათიამ, სახლში შევიდა, დივანზე დაჯდა და სახეზე ხელები აიფარა
-ნათია გთხოვ ასე ნუ განცდი, ნუ გეშინია, ნურც მისი და ნურც საკუთარი გრძნობების...
-არ მინდა ისევ მატკინოს... არ მინდა წარსულში დავბრუნდე... არ შემიძლია რომ ყველაფერი თავიდან გადავიტანო... მეშინია, ძალიან მეშინია რომ არაფერი შეიცვლება მასში...ის სანდროა, გესმის თიკა? მე მას კარგად ვიცნობ, ძალიან კარგად... შეიძლება ცდილობს რომ შეიცვალოს, შეიძლება რაღაც მართლა შეცვალოს... მაგრამ ის უბრალოდ სანდროა და ის ასეთია, მესაკუთრე ეგოისტი...
-ნათია მისმინე თქვენი ურთიერთობა ისეთი ღრმაა და ისეთი რთული რომ ამაში გარკვევა მხოლოდ თქვენ ორს შეგიძლიათ... მე, დედაშენი, ნინი... ჩვენ ვერაფერში დაგეხმარებით, შენ უნდა გაერკვე საკუთარ გრძნობებში გადაწყვიტო გიყვარს თუ არა! მე რ ათქმა უნდა ეჭვიც არ მეპარება რომ გიყვარს... მაგრამ ეს ძალიან პირადია და ეს მხოლოდ შენია Და შენ გეხება, როცა საკუთარ გრძნობენში გაერკვევი...-თიკა მის გვერდზე დაჯდა და მისი ხელი ხელში მოიქცია -მერე გაარკვიე სანდროსთან ურთიერთობა და თან სამუდამოდ... დამიჯერე მას თუ მართლა ისე გიჟურად უყვარხარ როგორც შენ მეუბნები და მართლა უნდა რომ შეიცვალოს, შენს სურვილს დაემორჩილება... თუ თვალებში ჩახედავ და ეტყვი რომ გძულს ის წავა, მაგრამ ამას ვერ ეტყვი... ხომ ასეა?-თვალებში ჩააცქერდა ინტერესით, ნათიას უმალ ცხირი აეწვა და ცრემლები გადმოსცვივდა -მან ეს იცის... მან იგრძნო ეს, მიხვდა, როდისღაც გააცნობიერა, რომ ვერ შეიძულე სათანადოდ და ამიტომ დაბრუნდა ისევ შენს ცხოვრებაში... მან იგრძნო შენი სიყვარული და ამიტომ გაბედა კველავ შენს ცხოვრებაში შემოჭრა... ახლა რაც გინდა ის უთხრი აღარ წავა, იმიტომ რომ დარწმუნებით იცის ის რისი აღიარებაც ასე გაშინებს შენ...
-ძალიან გთხოვ სანდროზე ლაპარაკი აღარ მინდა, აღარ შემიძლია ამ ყველაფრის ატანა-ფეხზე წამოდგა ნათია
-სანდროს დაელაპარაკე, როცა საკუთარ თავში ძალას იპოვი რომ დაუპირისპირდები საკუთარ გრძნობებს და მისადმი შიშს
-არ შემიძლია
-Ნათია სხვა გზა უბრალოდ არ გექნება და ამიტომ ახლავე იფიქრე იმ ყველაფერზე რაც გითხარი
-თიკა თავგზა ამიბნიე, ახლა უბრალოდ არაფერზე ფიქრი არ შემიძლია
-არაუშავს -გაეცინა გოგონას-გადაგივლის დამშვიდდები და აზრზე მოხვალ
-იმდენს მელაპარაკები ხოლმე რომ უარესად მაბნევ
-მართლა რა უჟმური ხარ-გაბრაზდა
თიკა -ქალი ნახევარი საათია იმისთანა რჩევა-დარიგებას გაძლევ რომ კაი ფსიქოლოგი ვერ მოიფიქრებს მაგდენს და შენ რას მეუბნები
-რა კარგია რომ კარდიოლოგი ხარ და არა ფსიქოლოგი-გაეცინა ნათიას
-ჰო გაგიმართლა-გაეღიმა თიკას -მაგრამ ეგ ვერ გიშველის, შენს უჟმურ ფსიქოლოგიაში თუ გავერკვიე ესე იგი ჩემგან კაი ფსიქოლოგიც გამოვა
-ძაან ცუდად ვარ მართლა-უთხრა გაბრაზებულმა გოგონამ მეგობარს
-წამო კიდე დავლიოთ ყავა ცოტა აზრზე მოდი-გაეცინა და სამზარეულოში შეუძღვა
ნათიას ძალიან გაუხარდა როცა თიკასგან დაბრუნებულს ნანა ჩაბარგებული დახვდა
-მე ნინისთან წავალ თბილისში, პატარა მომენატრა... თან ცოტა დავმშვიდდები რომ შენზე და სანდროზე ფიქრმა არ გამაგიჟოს -უთხრა ქალმა უკმაყოფილო ტონით-როგორც კი დარეკავენ რომ მარიანამ მოიწყინა და შენთან უნდა წამოიყვანონ ეგრევე წამოვალ-უთხრა ნანამ
-კარგი დედა-უთხრა ნათიამ ჩავარდნილი ხმით
-ხვალ დილით დაგირეკავ რომ სამსახურში არ დააგვიანო... ვიცი შენი ამბავი მაღვიძარას გამორთავ ბალიშზე დადებ თავს და დაგეძინება ისევ... საჭმელი გაგიკეთე
-დედა-ჩაეხუტა ნათია ნანას-გთხოვ ნუ მიბრაზდები
- ცოტა დრო მჭირდება ამ ყველაფერთან შესაგუებლად თორემ შენ და ის არანორმალური საბოლოოდ გადამიყვანთ ჭკუიდან
-დედა არაფერი არ ხდება და არც მოხდება ჩვენს შორის-უთხრა ნათიამ არეული ხმით
-არ გიდა დედა ისეთი ლაპარაკი-მოიღუშა ნანა -ვიცი რომ ის არ გაჩერდება, შენთან მოახლოებას ეცდება და შენ ვერ შეეწინააღმდეგები... იმიტომ რომ ჯერ კიდევ გიყვარს
-ასე არაა-გაჯიუტდა ნათია
-მაშინ ასე რატომ გაშინებს მისი
სიახლოვე? -გაცეცხლდა ნანა-არ თქვა რომ უბრალოდ იმის გეშინია, რომ რამე არ
დაგიშაოს!-თვალები დაუბრიალა შვილს -ამის რომ გეშინოდეს მთელი ეს დრო შეგეშინდებოდა... მთელი წელიწად ნახევარი შიშში გაატარებდი! სულ მისი Მოულოდნელი გამოჩენის შიში გექნებოდა, მაგრამ არა! სრულიადაც არ გეშინოდა არც მისი და არც არავისი! როგორც კი მისი ნომრიდად შეტყობინება მოგივიდა შეგეშინდა! რატომ? თუ არაფერს ნიშნავს შენთვის სანდრო და მისი შეტყობინებები შიშის მიზეზიც არ გაქვს! რადგან დარწმუნებული ვარ ახლა უბრალოდ ვერაფერს დაგიშავებს და ვერაფერს დაგაძალებს! მაგრამ შენ მაინც გეშინია იქნებ მისი სიახლოვის გეშინია და არა თავად სანდროსი? ნათია იქნებ იმის გეშინია რომ ისევ იმედები არ გაგიცრუეოს და არა იმის რომ კვლავ შენს ცხოვრებაში დაბრუნებას ცდილობს?
-დედა ასე არაა-უთხრა ნათიამ არეული ხმით
-ტაქსი მოვიდა მე წავედი-უთხრა ნანამ ბრაზნარევი ტონით და შვილს და ჩანთებს დაავლო ხელი
-გაგაცილებ-წაეტანა ნათია
-არ მინდა ჯობია შენ იფიქრო ბევრი იფიქრო სანდროზე -დაუღრინა შვილს და კარის გაჯახუნებით წავიდა სახლიდან.
მარიანა ძალიან კარგად გაერთო ლილესთან და მიასთან რომელიც მთელი დღეები მათთან ერთად იყო, სანდრო ძალიან ბედნიერი იყო იმით რომ მარიანამ მათთან ყოფნის რეკორდი მოხსნა და მთელი ერთი კვირა გაძლო, ლალიც მაქსიმალურად ანებივრებდა ბავშვებს და ყველგან დაჰყავდა სადაც ისინი მოისურვებდნენ, ყოველ საღამოს კი მამა-შვილი დადიოდნენ მარტიები ქ სადაც მარიანა მოისურვებდა, კინოში, კაფეში, გასართობ პარკში, სანდრო ცდილობდა მაქსიმალურად ზედმიწევნით შეესრულებინა მისი ყველა თხოვნა რომ გაებედნიერბინა შვილი, რადგან მარიანას ღიმილი ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალები სანდროსთვის მთელს სამყაროს უდრიდა.
საღამოს დედასთან ლაპარაკის მერე ძალიან მოიწყინა მარიანამ და ვერაფრით გაამხირულეს, ამიტომ სანდრომ პირობა მისცა დილითვე წაგიყვან ბათუმშიო, მაგრამ მარიანა მაინც ვერ დამშვიდდა და როგორც კი სანდრომ ოთახში დასაძინებლად შეიყვანა ატირდა
-კაი რა მამიკო-სახეზე მოეფერა სანდრო-გთხოვ არ იტირო, ხომ იცი რომ ხვალ უეჭველი წაგიყვან
-დედა მინდა-შეხედა საცოდავად მარიანამ მამას და ცრემლები გადმოსცვივდა ჩაწიებული თვალებიდან
-წაგიყვან, ახლავე წაგიყვან მართლა-უთხრა თუ არა ეს სანდრომ მაშინვე გაჩუმდა და მამას კისერზე შემოხვია გახარებულმა ხელები
-მართლა წამიყვან?-თვალებში ჩააცქერდა უნდობლად
-წაგიყვან მამიკოს გადარეულო-უთხრა სანდრომ და დიდრონ ცისფერ თვალებში ჩააცქერდა, ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს მთელს სამყაროს ხედავდა ამ ბრილა ლურჯ თვალებში
-ჩავიცვა?
-ჰო ოღინდ არავის არაფერი არ უთხრა კარგი? ჩუმად გავიპაროთ დედასთან
-კარგი-ტაში შემოჰკრა მარიანამ და ფეხზე წამოვარდა და მოთმინებით დაელოდა სანდროსთან ერთად ყველას დაძინებას, შემდეგ მამა-შვილი ჩუმად ჩაიპარნენ დაბლა და გარეთ გავიდნენ,ლაშას რომ შეეჩეხნენ ეზოში სანდროს გაუხარდა
-რა ხდება სად მიიპარებით მამა-შვილი?
-ბათუმში-გაეცინა სანდროს -ოღონდ არავინ არაფერი იცის
-გასაგებია-ეშმაკურად გაეცინა ლაშას
-თუ ძაან გაგანგაში არ ატყდა არ თქვა არაფერი...იქნებ დილამდე ვერაფერი გაიგონ-უთხრა სანდრომ არეული ხმით
-კარგი მიდი-მხარზე დაარტყა ხელი ლაშამ და როცა მანქანაში ჩასვა სანდრომ მარიანა მეგობარს თვალებში ჩააცქერდა-ნანა ისევ ნინისთანაა ჰო?
-ჰო-უთხრა ჩავარდნილი ხმით სანდრომ
-ნათიას დაელაპარაკები?-ჰკითხა დაძაბული ტონით ლაშამ
-არვიცი-მხრები აიჩეჩა ბიჭმა-მგონი არ ღირს...
-ჰო არ აჩქარდე, არ შეაშინო
-ჰო ყველაზე ნაკლებად ის მიმდა რომ მის თვალებში შიში დავინახო
-კაი მიდი, აბა ჭკვიანად-გაუღიმა მეგობარს და სახლში ფრთხილად შევიდა.
-სად დაბოდიალობ?-გაუბრაზდა მია ქმარს
-ხომ მოვედი?-გაიოცა ლაშამ
-ამდენ ხანს ერთი ღერის მოწევას მოუნდი?-ჰკითხა დაეჭვებით
-სამი მოვწიე-გაბრაზდა ლაშა და საწოლზე ჩამოჯდა
-რატო?-ჩაეკითხა აღელვებული მია
-მომინდა-შეხედა გაოცებულმა ლაშამ სახე ალეწილ ცოლს
-ვინმეს ელაპარაკებოდი?- ხმა აერია მიას
-მაგალითად ვის?-გამოიწვია საჩხუბრად ცოლი, მია მაშინვე მოიღუშა
-თეკლას ან თათას -დაუღრინა მიამ -ამ ბოლო დროს ხშირად ახსენდები კლასელ გასათხოვა გოგონებს, თან რესტორანში ხომ გადაწყვიტეთ ქეიფი და უშენოდ ვერფარს წყვეტენ
-Მერე შენ რა თუ ველაპარაკებოდი? -შეიცხადა ლაშამ და გვერდზე მიუწვა ცოლს
-ესე იგი ელაპარაკებოდი-გაცეცხლდა მია და ლაშას გაგდება სცადა
-მია ნებართვა შენგან უნდა ავიღო რომ ტელეფონზე ვინმეს დაველაპარაკო?-არ ჩერდებოდა ლაშა და განზრახ აღიაზიანებდა ცოლს
-ვერ გიტან აუტანელო-უთხრა მიამ და რომ ვერაფერი მოუხერხა ქმარს მკლავზე გამეტებით უჩქმიტა
-მია-აყვირდა ლაშა და წამში ზემოდან მოექცა ცოლს
-მომშორდი აუტანელო-უთხრა სუნთქვა აჩქარებულმა გოგონამ
-ჩემი ალქაჯი-დაუჩურჩულა ლაშამ ზედ ტუჩებთან და ცხვირზე აკოცა ცოლს
-ლაშა მომშორდი-მკერდზე ხელები მიაბჯინა გაცეცხლებულმა მიამ -გთხოვ შემეშვი
-ჩემი ტელეფონი შენი ტელეფონის გვერდზე დევს ტუმბოზე სულელო-უთხრა და გვერდზე გაიხედა, მიამაც იქით გაიხედა და გაეცინა, თან ლოყები აუწითლდა -მია როგორ მიყვარს შენი
ეჭვიანობები-გაეცინა ლაშას და ყელზე მიაწება ცხელი ტუჩები, შემდეგ კი ისე რომ მის კანს არ მოშორებია ქვემით ჩაუყვა
-ლაშა გთხოვ-დაუჩურჩულა მიამ
-რას მთხოვ-თვალებში ჩააცქერდა დაბნეული ლაშა ცოლს, მია დიდხანს უყურებდა ქმარს ამღვრეული თვალებით ბოლოს Ვეღარ შეეწინააღმდეგა მოწოლილ ვნებეს და ქმრის ტუჩებს მიაწება ცხელი ტუჩები.
სანდრო დაძაბული მართავდა მანქანას, მისი ფიქრი ახლა მხოლოდ ნათიასთან იყო, იმ წუთებზე ფიქრობდა როცა პირისპირ შეხვდებოდა, მის რეაქციაზე ფიქრობდა, მის განცდებზე, მის სახეზე აღბეჭდილ ემოციებზე... ეშინოდა ძალიან ეშინოდა მის თვალებში ის ზიზღი და შიში არ დაენახა რასაც მთელი ეს დრო გაურბოდა, რაც მათი ბოლო შეხვდერისას დაინახა ყოფილი ცოლის თვალებში, ამ ფიქრებს აყოლილმა იგრძნო რომ თავზე კონტროლთან ერთად მანქანზე კონტროლიც დაკარგა, ამიტომ ფიქრი წეწყვიტა ნათიაზე , იმის გამო რომ მარიანას მშვიდად ეძინა სავარძელში უფრო მშვიდად გააგრძელა მანქანის მართვა, როცა სამტრედიაში ჩავიდნენ ბევრი ფიქრის მერე ნათიას ნომერი აკრიფა და დარეკა, ნათიას რომელსაც მშვიდად ეძინა დაფეთებული წამოჯდა საწოლზე და ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დაწვდა, მაშინვე ეკარანს დახედა და ადგილზე გაიყინა, იმდენხანს დაჰყურებდა ტელეფონს რომ პირველი ზარი შეწყდა და ტელეფონის ეკრანი ჩაქრა, გოგონა მხოლოდ ამის მერე მოვიდა აზრზე და ძალიან შეეშინდა, იფიქრა მარიანას ხომ არ შეემთხვა რემეო, მაგრამ მერე უკუაგდო ეს აზრი, მია დაურეკავდა რამე რომ ყოფილიყო, რადგან სანდროს არცერთხელ არ დაურეკი მისთვის დღემდე, მხოლოდ მარიანამ დარეკა რამდენჯერემ მისი ნომრიდან, მითუმეტეს ახლა უნდა სძინებოდა მას, ამ ფიქრებში იყო ისევ რომ განმეორდა ზარი და ისე გაუცივდა ხელ-ფეხი შიშისგან თუ მღელვარებისგან რომ ვერაფრით მოახერხა ეპასუხა, როცა რეკვა შეწყდა და შეტყობინება მიუვიდა უარესი დაემართა
,,ნათია მიპასუხე" სულ ეს ორი სიტყვა ეწერა და სანდროს მთელს მანკიერ თვისებათა არსენალს იტევდა, ამ ორ სიტყვაშიც იგრძნობოდა რომ ის რაღაცას ითხოვდა მისგან, თან შესრულებას ითხოვდა... ამ აზრმა ისე გააბრაზა ნათია რომ სანდრომ მესამედ რომ დალრეკა მაშინვე უპასუხა თუმცა ხმის ამოღება ვერ გაბედა
-ნათია-გაისმა სანდროს ჩავარდნილი ხმა, უმალ სუნთქვა შეეკრა ნათიას და იგრძნო ნელ-ნელა როგორ გაეყინა სისხლი ძარღვებში
-მოხდა რამე? მარიანა კარგადაა?-როცა თავს მოერია და აზრზე მოსვლა შეძლო ხმა ამოიღო გოგონამ
-კარგადაა-ჩაიდუდუნა სანდრომ და გაჩუმდა, რადგან ძალა აღარ ეყო რამე ეთქვა მისთვის



№1 სტუმარი ანუ

ვაიმე სად გააჩერე, მოვკვდები სანამ შემდეგი თავი იქნება ახლა :(
ძალიან კარგი იყოო, გელი მოუთმენლად ^-^

 


№2  offline მოდერი ნეაკო

ანუ
ვაიმე სად გააჩერე, მოვკვდები სანამ შემდეგი თავი იქნება ახლა :(
ძალიან კარგი იყოო, გელი მოუთმენლად ^-^

ძალიან მიხარია რომ მოგეწონᲐთ შემდეგი თავი გამთენიისას ავტვირთავ ❤

 


№3  offline წევრი tamuna.s

ძალიან მომწონს მეორე ნაწილი, სანდროს მთელი გულით ვგულშემატკივრობ, განსაკუთრებით იმის მერე რაც მისი სურათი ვნახე satisfied ინსტაგრამზე მყავს გამოწერილი ეს ბიჭი თითქმის ერთი წელია და მასაც მარიანასხელა უსაყვარლესი გოგო ყავს. relaxed

 


№4 სტუმარი სტუმარი ელა

ძალიან კარგი იყო მომეწონა.

 


№5 სტუმარი სტუმარი ელენე

საპნის ოპერასავით სერიების წყვეტას ვერ გპატიობ laughing
თიკოს მსგავსი პერსონაჟი აუცილებელია ისტორიაში. ვიღაც უნდა იყოს ნათიას წრიდან ისეთი ვინც სანდროს მხარეს დაიჭერს და ნათიას შეაგულიანებს. ეს სწორი მიგნებაა, უბრალოდ ამ შემთხვევაში მგონია, რომ ცოტა ნაადრევი და გადაჭარბებული იყო. ნენეს თქმის არ იყოს მხოლოდ ერთი სმსი გააგზავნა სანდრომ და ასეთი აჟიტირება კაცზე, რომელიც უმრავლესობის თვალში მოძალადეა ცოტა არ მებუნებრივება.
მარიანას სცენა სხვა სიტუაციაში, გამაღიზიანებდა, მაგრამ ახლა ძალიან მესიამოვნა და იცი რატომაც smile
ასე აღარ დაიგვიანო, გეხვეწები. რიტმიდან ვვარდებით :დ

 


№6  offline მოდერი ნეაკო

tamuna.s
ძალიან მომწონს მეორე ნაწილი, სანდროს მთელი გულით ვგულშემატკივრობ, განსაკუთრებით იმის მერე რაც მისი სურათი ვნახე satisfied ინსტაგრამზე მყავს გამოწერილი ეს ბიჭი თითქმის ერთი წელია და მასაც მარიანასხელა უსაყვარლესი გოგო ყავს. relaxed

ეს ბიჭი მეც ძალიან მომეწონა :D ნენეს არჩეულია და ზუსტად ასეთი წარმომედგინა მეც სანდრო ❤

 


№7 სტუმარი ანუ

ნეაკო
ანუ
ვაიმე სად გააჩერე, მოვკვდები სანამ შემდეგი თავი იქნება ახლა :(
ძალიან კარგი იყოო, გელი მოუთმენლად ^-^

ძალიან მიხარია რომ მოგეწონᲐთ შემდეგი თავი გამთენიისას ავტვირთავ ❤

მართლაა? ვაიმე ვგიჟდები შენზე, ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე ^-^

 


№8 სტუმარი mari

ძალიან კარგიაა❤️იმედია სანდრო გამოსწორდება და ნათია ასე მარტივად ასე მარტივად არ შეურიგდება დდდ ნათქვამია უკვე რომ მაგათი შერიგეება მინდა❤️❤️წარმატებები

 


№9 სტუმარი სტუმარი Alice

სანდროს და ნათიას დიალოგები მეც მაკლია :((( ვიცი რომ ვჩქარობ, მაგრამ მაინც.
ძალიან კარგი თავი იყო და დიდი ინტერესით ველოდები შემდეგს. ასე აღარ დააგვიანო გთხოვ.

 


№10  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
ეს ბოლო სცენა თუ ვინმეს არარეალური ჰქონია, პირიქით, მეგობრებო. ჩემი პატარა და გამახსენდა და გულაიანად ვიხალისე. ერთი დღე ვერ ჩერდება დედაჩემის გარეშე. დღისით გულიანად რომ არიან და საღამოს თვალები უცრემლიანდებათ, ძაან მეცინება მაგ ფენომენზე joy joy
ამ ზარების და სმს-ების საკითხი ცოტა გაუგებარია ჩემთვის. ზედმეტი ხომ არ მოსდით სანათესაო-სამეგობროს, კოშკების აშენება რომ დაიწყეს წინასწარ?! ერთი შეტყობინება გააგზავნა ბავშვი მიმყავსო და ერთი ზარი გააშვებინა თავისი მობილურიდან თავისივე შვილს, თვითონ არც დალაპარაკებია. მიას ნომრიდან იქნება თუ პეტრესგან რა მნიშვნელობა აქვს. ზოგადად, ნანას დამოკიდებულებაც უსიამოვნოა ნათიას მიმართ. შეგრძნება მაქვს რომ ისევ ძალადობენ, უბრალოდ ახლა ქმრის ნაცვლად დედა. ნუ შედეგი ერთი და იგივეა, ოთახიდანაც ვეღარ ბედავს გასვლას თავის გემოზე.
მომავალ თავებში იმედია ნათიას და სანდროს დიალოგები იქნება. ყველაზე საინტერესო ეგ არის და ყველაზე დიდი დოზით ამას ველოდები სამომავლოდ.
P.S. შენს შემთხვევაში, პოსტსკრიპტუმის დამატება სულ მიწევს იმის სათქმელად, რომ ეს განხილვა მხოლოდ პერსონაჟებს ეხებათ და არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე უნდა შეიცვალოს ისტორიაში თუ ეს შენ არ გინდა. smile ნანაზე ქილიკი და ბრაზი სავარაუდოდ ყოველი მომდევნო თავის პარალელურად გამიღრმავდება, მაგრამ ეს ბუნებრივია და არავის სურვილის მიხედვით არ ცვალო ისტორია. შენზე კარგად არავინ იცის რა ჯობია შენივე პერსონაჟებისთვის. kissing_heart

სანდროს ხასიათიდან გამომდინარე, იციან უმიზეზოდ რომ არაფერს არ აკეთებს :D ნანა ციტახანს კიდევ გაჭედავს.
რაც შეეხება შენს კომენტარებს ყოველთვის მოუთმენლად ველი ხოლმე, ძალიან მაინტერესებს შენი აზრი მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით, აწი სულ სანდრონ და ნათია იქნება გპირდები ❤

სტუმარი ელენე
საპნის ოპერასავით სერიების წყვეტას ვერ გპატიობ laughing
თიკოს მსგავსი პერსონაჟი აუცილებელია ისტორიაში. ვიღაც უნდა იყოს ნათიას წრიდან ისეთი ვინც სანდროს მხარეს დაიჭერს და ნათიას შეაგულიანებს. ეს სწორი მიგნებაა, უბრალოდ ამ შემთხვევაში მგონია, რომ ცოტა ნაადრევი და გადაჭარბებული იყო. ნენეს თქმის არ იყოს მხოლოდ ერთი სმსი გააგზავნა სანდრომ და ასეთი აჟიტირება კაცზე, რომელიც უმრავლესობის თვალში მოძალადეა ცოტა არ მებუნებრივება.
მარიანას სცენა სხვა სიტუაციაში, გამაღიზიანებდა, მაგრამ ახლა ძალიან მესიამოვნა და იცი რატომაც smile
ასე აღარ დაიგვიანო, გეხვეწები. რიტმიდან ვვარდებით :დ

მიღებულია შენიშვნები :) მაგრამ საქმე ისაა რომ იციან ეს ტირანი უმიზეზოდ არაფერს რომ არ აკეთბს :D სერიების წყვეტისა რა გითხრა, ვერ მიხერხდება მართლა რომ უფრო ხშირად რომ ავტვირთო და უფრო დიდი თავები :(
გათვალოსწინებული იქნება ყველა შენიშვნა გპირდები ❤

სტუმარი ელა
ძალიან კარგი იყო მომეწონა.

ძალიან მიხარია

ანუ
ნეაკო
ანუ
ვაიმე სად გააჩერე, მოვკვდები სანამ შემდეგი თავი იქნება ახლა :(
ძალიან კარგი იყოო, გელი მოუთმენლად ^-^

ძალიან მიხარია რომ მოგეწონᲐთ შემდეგი თავი გამთენიისას ავტვირთავ ❤

მართლაა? ვაიმე ვგიჟდები შენზე, ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე ^-^

მე უფრო მიხარია რომ მოგწონთ ეს ისტორია

 


№11 სტუმარი სტუმარი თიკო

ეს ისტორია ჩემს ერთ-ერთ ფავორიტად იქცა! მარტო შენი ისტორიებიდან კი არა დანარჩენი წაკითხულებიდანაც. ამ ისტორიაში მხოლოდ მოძალადე ადამიანი, გაუბედურებული ოჯახი და საწყალი გოგო თუ დაინახე, ვერაფერს გაიგებ. ყოველთვის ვცდილობ რომ შენი პერსონაჟების თითოეული ქმედება მეც გავაანალიზო და მთელი გულწრფელობით გეუბნები, შეფასების წინ მათ ადგილასაც დამიყენებია თავი. ნუ მეტწილად რაღაცეები შეიძლება ვერ გავიგო, მაგრამ მაინც ვცდილობ. თითოეული შენი შექმნილი პერსონაჟი იმაზე მეტად ღრმა და ამოუცნობია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ამიტომაც შემიყვარდა შენი ისტორიები, რომ მოქმედი პერსონაჟები ზედაპირულები არ არიან. ხშირად არასწორი ქმედებები ახასიათებთ მაგრამ ცხოვრებაში სულ სწორ გზაზე ვერ ივლი, გადახრებიც საჭიროა. შენ კი ეს ყველაფერი იმდენად რეალურად და კარგად გაქვს წარმოჩენილი რომ ადვილია ბოლოს კარგი შეფასების დაწერაც. თან ყველაზე ძალიან რაც მახარებს და შენში მომწონს ის არის რომ ერთი პერსონაჟიც არ დაგიტოვებია ისე რომ თავისი წილი ბედნიერება თუ სასჯელი არ მიეღო. ასე ვთქვათ ბოლო ნაწილში სასამართლოსავით რომ უწყობ ყველა პერსონაჟს და ბედს უწყვეტ, ყველაზე ძალიან მიყვარს და ემოციების გარეშე ვერ ჩაივლის ხოლმე.
P.S. ოდნავ გამიგრძელდა და მომიტევე. ისტორიას რაც შეეხება, შემდეგს დაველოდები და შეფასებას შემდეგ დავწერ. წარმატებები!❤❤❤

წარმატებები კიდევ ერთხელ!

(ბოლო სიტყვები გვიან აიტვირთა და ორჯერ განმეორდა :( მაგრამ არაუშავს D:

 


№12  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თიკო
ეს ისტორია ჩემს ერთ-ერთ ფავორიტად იქცა! მარტო შენი ისტორიებიდან კი არა დანარჩენი წაკითხულებიდანაც. ამ ისტორიაში მხოლოდ მოძალადე ადამიანი, გაუბედურებული ოჯახი და საწყალი გოგო თუ დაინახე, ვერაფერს გაიგებ. ყოველთვის ვცდილობ რომ შენი პერსონაჟების თითოეული ქმედება მეც გავაანალიზო და მთელი გულწრფელობით გეუბნები, შეფასების წინ მათ ადგილასაც დამიყენებია თავი. ნუ მეტწილად რაღაცეები შეიძლება ვერ გავიგო, მაგრამ მაინც ვცდილობ. თითოეული შენი შექმნილი პერსონაჟი იმაზე მეტად ღრმა და ამოუცნობია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ამიტომაც შემიყვარდა შენი ისტორიები, რომ მოქმედი პერსონაჟები ზედაპირულები არ არიან. ხშირად არასწორი ქმედებები ახასიათებთ მაგრამ ცხოვრებაში სულ სწორ გზაზე ვერ ივლი, გადახრებიც საჭიროა. შენ კი ეს ყველაფერი იმდენად რეალურად და კარგად გაქვს წარმოჩენილი რომ ადვილია ბოლოს კარგი შეფასების დაწერაც. თან ყველაზე ძალიან რაც მახარებს და შენში მომწონს ის არის რომ ერთი პერსონაჟიც არ დაგიტოვებია ისე რომ თავისი წილი ბედნიერება თუ სასჯელი არ მიეღო. ასე ვთქვათ ბოლო ნაწილში სასამართლოსავით რომ უწყობ ყველა პერსონაჟს და ბედს უწყვეტ, ყველაზე ძალიან მიყვარს და ემოციების გარეშე ვერ ჩაივლის ხოლმე.
P.S. ოდნავ გამიგრძელდა და მომიტევე. ისტორიას რაც შეეხება, შემდეგს დაველოდები და შეფასებას შემდეგ დავწერ. წარმატებები!❤❤❤

წარმატებები კიდევ ერთხელ!

(ბოლო სიტყვები გვიან აიტვირთა და ორჯერ განმეორდა :( მაგრამ არაუშავს D:

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ძალიან მიხარია რომ შენი ყურადღება მივიქციე და იმის მიუხედავად რომ ჩემი ყველა პერსონაჟი არაიდეალურია და ხშირად არ იმსახურებენ მოწონებას და მკითხველის სიყვარულს მაინც მოგწონს და აფასებ ობიექტურად მათ ყველა სწორ და არასწორ ქმედებას ❤❤❤მადლობა კიდევ ერთხელ გამოხმაურებისთვის, ძალიან ბევრს ნიშნავს შენი სიტყვები ჩემთვის ❤

mari
ძალიან კარგიაა❤️იმედია სანდრო გამოსწორდება და ნათია ასე მარტივად ასე მარტივად არ შეურიგდება დდდ ნათქვამია უკვე რომ მაგათი შერიგეება მინდა❤️❤️წარმატებები

რა თქმა უნდა მარტივად არ მოხდება ეგ, მთელი ეს მეორე ნაწილი მათი ურთიერთობის დალაგება აღდგენას მიეძღვნება რომ რაღაცნაირად ლოგიკურად მოხდეს ეს, იმედია გამომივა ❤

სტუმარი Alice
სანდროს და ნათიას დიალოგები მეც მაკლია :((( ვიცი რომ ვჩქარობ, მაგრამ მაინც.
ძალიან კარგი თავი იყო და დიდი ინტერესით ველოდები შემდეგს. ასე აღარ დააგვიანო გთხოვ.

ახლა მხოლოდ ეს ორი იქნება ძირითადად, ვნახოთ რა გამოვა, დაგვიანებას რაც შეეხება სამწუხარიდ ვერ მიხერხდება ხოლმე რომ უფრო ხშირად ავტვირთო :( ხოლმე ❤

 


№13  offline წევრი likuu_s

ამ თავში ყველაზე მეტად დასაწყისი მომეწონა. მგონი ასე კარგად და ემოციურად არც ერთ თავში არ ყოფილა გადმოცემული სანდროს გრძნობები მარიანასადმი. გეფიცები ცრემლები წამომივიდა. აი ძალიან მიყვარს ასეთი მამა-შვილური დამოკიდებულება, განსაკუთრებით გოგოების შემთხვევაში. მართლა საოცარად ემოციურად აღწერე. ნუ, კარგია ასე ნელ-ნელა რომ მიმდინარეობს მოვლენები, ჰოპ და შერიგდნენ ეგ ძაან აბსურდული იქნებოდა. ყოველთვის მართალი იყავი, ძველ ისტორიებზეც კომენტარებში რომ წერდი ბედნიერება თვითონ უნდა მოიპოვონ და ამისთვის უნდა იბრძლონო (ცუდი ციტირებისთვის ბოდიში :დ) ახლა, სანდროს ჯერია, რომ იბრძოლოს, დაკარგული ნდობა როგორც თავისი ოჯახის წევრებისგან, ისე ნათიასა და მისი ოჯახისგან უნდა მოიპოვოს. ვფიქრობ, ბოლოს ყველა იმსახურებს თავის წილ ბედნიერებას. წარმატებები!<3

 


№14  offline მოდერი ნეაკო

likuu_s
ამ თავში ყველაზე მეტად დასაწყისი მომეწონა. მგონი ასე კარგად და ემოციურად არც ერთ თავში არ ყოფილა გადმოცემული სანდროს გრძნობები მარიანასადმი. გეფიცები ცრემლები წამომივიდა. აი ძალიან მიყვარს ასეთი მამა-შვილური დამოკიდებულება, განსაკუთრებით გოგოების შემთხვევაში. მართლა საოცარად ემოციურად აღწერე. ნუ, კარგია ასე ნელ-ნელა რომ მიმდინარეობს მოვლენები, ჰოპ და შერიგდნენ ეგ ძაან აბსურდული იქნებოდა. ყოველთვის მართალი იყავი, ძველ ისტორიებზეც კომენტარებში რომ წერდი ბედნიერება თვითონ უნდა მოიპოვონ და ამისთვის უნდა იბრძლონო (ცუდი ციტირებისთვის ბოდიში :დ) ახლა, სანდროს ჯერია, რომ იბრძოლოს, დაკარგული ნდობა როგორც თავისი ოჯახის წევრებისგან, ისე ნათიასა და მისი ოჯახისგან უნდა მოიპოვოს. ვფიქრობ, ბოლოს ყველა იმსახურებს თავის წილ ბედნიერებას. წარმატებები!<3

ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის, ნეტა იცოდე როგორ მახარებს თვითოეული ასეთი კომეტარი და სიტყვა, ძალას მმატებს რომ წერა განვაგრძო... მადლობა გამოხმაურებისთვის და იმისთვის რომ სწორად გესმით ის თუ რას და რატომ ვაბითარებ ასე, ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent