იძულებითი ქორწინება (ნაწილი 2) თავი 6
იმის გამო რომ ნათიამ სანდროს არცერთ შეტყობინებას და ზარს აღარ უპასუხა ძალიან გაბრაზდა სანდრო და გადაწყვიტა მეორე დღეს ენახა ნათია რომ დალაპარაკებოდა, მაგრამ გამთენიისას მიამ დაურეკა და უთხრა რომ ლილე საავადმყოფოში დააწვინეს მაღალი სიცხეების გამო, ამიტომ მაშინვე თბილისში დაბრუნდა და გვერდიდან არ მოშორებია ძმას და რძალს, რადგან ლილეს მიმართ რაღაც იცნაურ სიყვარულს განიცდიდა, უცნაური განცდა ჰქონდა მის მიმართ, თითქოს წარსულში დაბრუნდა ლილეთი... თავის მახინჯ წარსულში... და ამიტომ ლილეს მუდამ კარგად და განსაკუთრებულად ექცეოდა, ძალიან არ უნდოდა ლილეს პატარა გულიც ისევე დატანჯულიყო როგორც მისი, ამიტომ ყოვეᲚთვის ისე ექცეოდა როგორც ნამდვილ ძმის შვილს, ძალიან უნდოდა ლილეს ნიკას სახით ნამდვილი და მოსიყვარულე მამა ჰყოლოდა, ამიტომ ხშირად არიგებდა ძმას, თუმცა ეს არც სჭირდებოდა ნიკას რადგან საყვარელი გოგონას შვილი გულწრფელი და უანგარო სიყვარულით შეიყვარა და სანდრო უზომოდ ბედნიერი იყო ამით, უხაროდა რომ ლილემ ნიკას სახით კარგი მამა შეიძინა, მისი სახით ბიძა, სანდრო გაუაზრებლად ცდილობდა ლილეს სახით თავისი მრუდე წარსულს გასწორებას და ძალიან უხაროდა რომ ეს გამოსდიოდა, თითქოს ლილეს სახით წარსულის იარებს იშუშებდა, თითქოს იმ პატარა ზედმეტ და არასასურველ სანდროს რომელიც მის გულში დღემდე ცოცხლობდა ჭრილეობებს უშუშებდა ... ლილე სახლში გაწერეს თუ არა სანდრომ მაშინვე ბათუმში დაბრუნება გადაწყვიტა მაგრამ ვერაფერით მოახერხა რადგან მაღაზიაში სერიოზული პრობლემები შეუქმნა Მენეჯერმა, ლალის კი ძალიან ახარებდა ეს ამბავი და მშვიდად იყო სანდრო ბათუმში რომ ვეღარ დაბრუნდა. სანდროს ისე აუჯანყდა მენეჯერი და ისე არია მან სიტუაცია დანარჩენ თანამშრომლებთან რომ კარგა ხნის ფიქრის მერე მისი გათავისუფლება გადაწყვიტა და ახალი თანამშრომლის ძებნა დაიწყო, რაც ძალიან ახარებდა იქ მომუშავე პერსონალს. იმის გამო რომ სანდრო უხასიათო იყო, მენეჯერი კი მასზე უარესი ვერაფრით გამოხატავდნენ უკმაყოფილებას და საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ ყველაფერი ერთმანეთში აირია და ძლივს მოახერხა სანდრომ სიტუაციის დალაგება, ნიკა კვლავ, მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფას უწევდა და არ ერეოდა მის საქმეებში, სანდრო რა თქმა უნდა ცდილობდა უფრო ღრმად ჩაერთო ძმა ამ საქმეში მაგრამ ნიკას არ სურდა და ძალა აღარ დაატანა, ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა ისევ საკუთარ თავზე აიღო და გადაწყვიტა ახალი მენეჯერი ეპოვა ოღონდ ამჯერად თავისნაირი არა, უფრო გასხნილი, კომუნიკაბელური, მშვიდი და პოზიტური ადამიანის ძებნა დაიწყო, რომელიც პრობლემებს ყვირილით კი არ მოაგვარებდა თანამშრომლებთან, როგორც თავად იცოდა ხოლმე და წინა მენეჯერმა არამედ ცივი გონებით და უემოციოდ. მია მომღიმარი სახით უყურებდა სანდროს და ვერ მალავდა ინტერესს -სანდრო მითხარი რა კიდევ ვერ შეარჩიე ვერავიᲜ? -ვერა მია ვერა -დღეს შვიდ კაცს გაესაუბრე და როგორ ვერავინ ვერ შეარჩიე?-შეიცხადა მიამ -ყველა მაგისავით უჟმურ სახიანი მოვიდა და მაგიტომ-გაეცინა ნიკას -უჟმურ სახიანები კი არ იქნებოდნენ, ეს რომ დაინახეს მასეთი სიფათით ისინიც დაიძაბნენ და სერიოზული როჟები დაკერეს ეტყობა -დაასკვნა ლაშამ და სიცილი აუტყდა -ჰო -დაეთანხმა ნიკა-ეს ისეთი სახით იჯდა მეც კი შემეშინდა მისი -ხომ გეუბნებოდი-გახედა ლაშამ მიას -აუ ტვინს ნუ მიტ.ნავთ რა -გაბრაზდა სანდრო -ჩემს საქმეს მე მივხედავ -სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა -ასე თუ გააგრძელე ახალ მენეჯერს ვერ აიყვან ძმაო -გაუღიმა ნიკამ -ისიც იმიტომ გიძლებდა რომ შენსავით უხასიათო იყო -სანდრო ძალიან მკაცრადაც ნუ შეაფასებ რა...მთავარია საქმე გააკეთოს -ზუსტად ეგ მინდა მია, გარეგნობა სულ მკი.ია ხო იცი -აუ იცი რა გოგოები მოვიდნენ? და ყველა დააფრთხო, ერთი თავად გაიქცა -იცინოდა ნიკა -გოგოები არა?-თავზე წამოადგა ანი ქმარს და მხარზე უჩქმიტა -აუ მეტკინა-აყვირდა ნიკა და მუცელზე მოეფერა ცოლს -შენ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ხარ, მითუმეტეს ახლა-ახედა გაბრაზებულ ცოლს და მუცელზე აკოცა -მატყუარა-გაუბრაზდა ანი -მართლა ანი-გაუღიმა ლაშამ -ორსული ქალი ყველაზე ლამაზია ამ ქვეყნად -ჰო ყველაზე ლამაზი და საყვარელი-გაუღიმა მიამ და მუცელზე მოეფერა -აუ კიდე ექვსიბ თვე რა მოითმენს ერთი სული მაქვს როდის დაიბადება -მეეც -გაეცინა ანის -მია მიდი რა ნათიას დაურეკე მარიანა დაგვალეპარაკოს -მიუახლოვდა ლალი ახალგაზრდებს და თავზე წამოადგა სანდროს -შენს ზარებს ისე არ პასუხობს არა, ის ქალბატონი? -აუ ახლა არ დაიწყო რა -გაბრაზდა სანდრო და სკამიდან წამოვარდა -არა დედიკო არაფერს არ ვიწყებ-მიაყარა ლალიმ და გაჩუმდა, მიამ სკაიპით დაურეკა ნათიას და მაშინვე უპასუხა მარიანამ, სანდროს ცხვირი აეწვა მისი ხმის გაგონებისთანავე, იგრძნო რომ ტკივილამდე მოენატრა შვილი და გადაწყვიტა მეორე დღეს ვინც არუნდა მისულიყო მაშინვე აიყვანდა რომ საქმე გადაებარებინა და ბათუმში წასულიყო. სანდრო საბუთებში თავჩარგული იჯდა და კაბინეტის კარი რომ შეაღო ვიღაცამ უკმაყოფილო სახით გაიხედა მისკენ და გაკვირვებულმა შეათვალიერა მომღიმარი უცნობი გოგონა -თქვენთვის კარზე დაკაკუნება არ უსწავლებიათ?-უთხრა უკმაყოფილო ტონით და ისევ საბუთებს ჩააცქერდა -მართალი ყოფილა-ჩაილაპარაკა გოგონამ სანდროს გასაგონათ, რომელმაც მომენტალურად თავი ასწია და გოგონას შავ თვალებს მიაპყრო ნაცრისფერი დაწვრილებული თვალები -რა ყოფილა მართალი?-დაუღრინა უკმაყოფილო ტონით -რომ უჟმური ხართ-მიახალა გოგონამ და თავზე მორგებული მზის სათვალე შეისწორა -ისე რომ იცოდე დავაკაკუნე და ვერ გაიგე ეტყობა -შენ ალბათ ლიკა ხარ-უთხრა სანდრომ ბრაზნარევი ტონით და თავი ისევ საბუთებში ჩარგო -საიდან მიხვდით? ჩემს გარდა კიდევ სამი გოგონაა გასაუბრებაზე მოსული-დაინტერესდა გოგონა და მზერა სანდროს შუბლზე ჩამოყრილ თმაზე მიეყინა -ბევრს ლაპარაკობ-ახედა სანდრომ და მზერა მის ფეხებს ჩააყოლა, გოგონამ მისი მზერა დაიჭირა და საშინლად გაბრაზდა -მერე?-ჩაეკითხა გოგონა -მიამ მითხრა ჩემი ჯგუფელის და ეძებს სამსახურსო და ბევრი ლაპარაკი უყვარსო -აუხსნა სანდრომ და მზერა მის თვალებს გაუშტერა -შეიძლება რომ დავჯდე?-გაბრაზდა გოგონა -ერთი საათია დამაყუდე ფეხზე და ამ ქუსლებზე დგომა კიდევ მიჭირს დიდხანს -დაბრძანდი-გაეცინა სანდროს და მზერა აარიდა მის სახეს -ჩაი ან ყავაც ხომ არ მოვატანინო შენთვის?-ისე სერიოზულად ჰკითხა ლიკამ დაიჯერა და დაჯდა თუ არა სავარძელში სანდროს მიაჩერდა ნაცრისფერ სდეროებში -ნალექინი უშაქრო-უთხრა სერიოზული ტონით, თან ჩანთიდან საბუთები ამოიღო და სანდროს მაგიდაზე დაუწყო -ყავა? უშაქრო?-გაეცინა სანდროს და ლიკას ალეწილ სახეს გაუშტერა ცივი მზერა -ნუ თუ კრიზისი გაქვს არ მინდა იყოს -დააიგნორა მისი ირონია და საქმეზე გადავიდა, აუხსნა სად სწავლობდა და სად მუშაობდა, სანდრომ აუხსნა საქმის ვითარება გააცნო პირობები და საქმე ხელფასზე რომ მიდგა ცოტა იკამათეს -შვიდასი?-შეიცხადა ლიკამ -ალბათ დასაწყისისთვის ხო?- მიაჩერდა შავი ბრილა თვალებით მომღიმარ ბიჭს -დასაწყისიც ეგაა, დასასრულიც, პრემიც და დანამატიც-უთხრა სანდრომ გაღიზიანებული ტონით -რა სიძუნწეა?-შეიცხადა გულწრფელად ლიკამ და სანდროს გაეცინა -აქ ბრენდულ ტექქნიკას ჰყიდი თუ რამე სისულელეებს? -დაინტერესდა გოგონა -ბრენდულს-სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა სანდრო ლიკას შემხედვარე -ძალიან კარგი... რაღაცის ნორმალურა კეთება შეგძლებია -უთხრა გულწრფელად გოგონამ -შენობით ძალიან ადრე ხომ არაა?-წარბი აწკიპა სანდრომ -უკაცრავად -გაუღიმა ყალბად ლიკამ და ლაპარაკი გააგგრძელა, თან იმდენი ელაპარაკა გაბრუებულმა სანდრომ ბევრი ფიქრის გარეშე მისი აყვანა გადაწყვიტა, რადგან მის მერე შესულ გოგონებს შეატყო რომ მისი მოხიბვლით უფრო იყვნენ დაინტერესებულები ვიდრე ხელფასით და სამსახურის ამბებით. მიას ძალიან გაუხარდა ახალი ამბავი რომ გაიგო -აუ რა კარგია ლიკა რომ აიყვანე იცი რა კარგი გოგოა? თან ძაან საყვარელია-უღიმოდა ძმას -მთავარია საქმე გააკეთოს-მხრები აიჩეჩა სანდრომ -არ ინანებ ძაან პასუხისმგებლიანი გოგოა გაუღიმა მიამ ძმას და ლალის გახედა რომელიც ამ ამბავმა აშკარად გაახარა -თან ძაან ლამაზი-წარბები აათამაშა ნიკამ -ახლა ვიღაც ტკივილისგან აყვირდება -გაეცინა ლაშას და ანის მიაჩერდა ყველა რომელსაც ეღიმებოდა -სანდროს პონტში ვამბობ თორემ -თავი იმართლა ნიკამ და ლილეს თავზე აკოცა -დედას უთხარი მიჩქმიტოს -ამაზე სიცილი აიტყდათ ყველას და ვახშამი მშვიდად განაგრძეს, ტრადიციულად ნათიას დაურეკა ვახშმის მერე მიამ მაგრამ ნათიამ არ უპასუხა, რამდენიმე წუთის მერე ისევ დაურეკეს და ისევ რომ არ უპასუხა სანდრო ძალიან აღელდა, შეტყობინება რომ მოსწერა ნათიამ მიას ,,ახლა ლაპარაკი არ შემიძლია, ყველაფერი რიგზეა" ამან უფრო ააფორიაქა ყველა და სანდროს საერთოდ გადაეკეტა, გარეთ გავარდა და მაშინვე დაურეკა, თუმცა ნათიამ რა თქმა უნდა არ უპასუხა, სანდრო კი ჯიუტად ურეკავდა და ნათიაც ჯიუტად არ პასუხობდა ,,ნათია მიპასუხე" მისწერა სანდრომ და ისევ გადაურეკა და მაინც არ უპასუხა უარესად გაგიჟდა ,,კარგად ვართ, ხვალ დავრეკავ მიასთან" რომ მოსწერა ამან უფრო აურია ტვინი სადროს, მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, დარეკვა აღარ იცდია მასთან, ამიტომ სახლში შევარდა მანქანის გასაღებს დაავლო ხელი და გარეთ გამოვარდა, ყველა უკან გამოეკიდა -მოხდა რამე? გიპასუხა? რამე შეემთხვათ? -მიაყარეს აფორიაქებულებამ კითხვები დაძაბულ ბიჭს -არვიცი რა მოხდა-უთხრა გაღიზიანებული ტონით სანდრომ აფორიაქებულ ოჯახობას და მანქანის კარი გააღო -მაგრამ ფაქტია რომ რᲐღაც მოხდა, ნათია ასე არასოდეს მოქცეულა-ჩაიბურტყუნა საჭეს მიუჯდა და გიჟივით გავარდა ქუჩაში, ისეც ვერ მოახერხა ნიკამ ან ლაშამ რომ გაყოლოდნენ -მარიანას ხომ არ დაემართა რამე-ანერვიულდა ლალი-სანდრო მართალია, ნათია ყოველთვის პასუხობდა შენს ზარებს მია -შეანათა აცრემლიანებული თვალები შვილს -ეტყობა რაღარც მოხდა -დამშვიდდი დედა-ნიკა ლალის ჩაეხუტა -რამე საშინელებას ნუ ფიქრობ, ასე რომ იყოს ნათია არ დამალავდა ეტყობა რამე ისეთია და არ უნდოდა ჩვები ზედმეტად ანერვიულება -ჰო მეც ეგრე მგონია დაეთანხმა ლაშა, თან ნანაც ნინისთანაა ჩამოსული და ეტყობა არუნდა ააფორიაქოს ისიც და ჩვენც -ვაიმე სანამ არ გავიგებ რა ხდება ვერ დავმშვიდდები -ატირდა ლალი. ნათია შეკრთა როცა სანდროს შეტყობინება მიიღო ,,ბათუმში მოვდივარ გზაში ვარ გთხოვ მიპასუხე" და სანამ დაასრულებდა შეტყობინების კითხვას ტელეფონი აწკრიალდა, ნათიას გულმა არ მოუთმინა და უპასუხა -სანდრო-აღმოხდა ნათიას და ხმა ჩაუწყდა -ნათია რა მოხდა მითხარი-დაიძაბა ბიჭი -სამდრო მე...-დაიწყო ნათიამ და მოწოლილმა ცრემლებმა ხმა ჩაუხშო -მითხარი რა ხდება თქვენს თავს-სანდრო უარესად ანერვიულდა -მარიანა, სამდრო მე ...-დაიწყო არეული ლაპარაკი ნათიამ და უარესად აგიჟებდა ისედაც გაგიჟებულ ბიჭს -მითხარი რა ხდება მაის დედასც შე.ცი-უყვირა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა -მარიანა ველოსიპედით მოცურდა და...-დაიწყო ნათიამ და ხმა ჩაუწყდა, ვეღარ მოახერხა ხმის ამოღება და რამის თქმა, სანდრომ ბრაზისგან და შიშიგან აკანკალებული ხელები ძლიერად მოუჭირა საჭეს და კარგა ხანს ხმა ვეღარ ამოიღო იმის შიშოთ რომ რამე საშინელება არ ეთქვა ნათიას მისთვის -უგონი მდგომარეობაში მოვიყვანეთ საავადმყოფოში-ამოიტირა ნათიამ და ხმა ჩაუწყდა -რომელ საავადმყოფოში ხართ-ჰკითხა სანდრომ კარგა ხნის სიჩუმის მერე, როცა ძალა მოიკრიბა და აზრზე მოსვლა შეძლო -ცენტრალურში-დაიჩურჩულა ნათიამ და გაჩუმდა -კარგი ნუ გეშინია-უთხრა სანდრომ მშვიდი ტონით და გაზს ბოლომდე მიაჭირა -მალე მოხვალ? -ჰკითხა ხმა აკანკალებულმა ნათიამ კარგა ხნის სიჩუმის მერე -ვეცდები რაც შეიძლება მალე მოვიდე ნუ გეშინია -უთხრა სანდრომ არეული ხმით -სად ხარ?- ჰკითხა სუნთქვა შეწყვეტილმა ნათიამ -ავტო ბანზე ვარ უკვე -გიჟივით არ იარო-Უთხრა ნათიამ კარგა ხნის სიჩუმის მერე და ხმა ჩაუწყდა -არ ვივლი-უთხრა სუნთქვა არეულმა ბიჭმა და იგრძნო ნელ-ნელა როგორ გაეყინა სისხლი ძარღვებში -თუ რამეს გავიგებ მაშინვე გაგაებინებ-Უთხრა ნათიამ არეული ხმით და გაუთიშა რადგან აღარ შეეძლო მასთან ლაპარაკი, ძალა აღარ შესწევდა, თან ეშინოდა რᲛე არ დამართნოდა გზაში. ნათია კარგა ხანს ელოდებოდა ექიმის გამოჩენას რომელიც მოღუშული სახით მიუახლოვდა ტირილისგან თვალებ დასიებულ გოგონას -ტვინის შერყევა მიიღო-უთხრა ქალმა და სათვალე შეისწორა -ვერ გეტყვით რომ მსუბუქ ფორმებში... მაგრამ საშიში არააფერია ... სამწუხაროდ ხელი მოიტეხა, ნათიამ მაშინვე სანდეოს დაურეკა და აუხსნა სიტუაცია -კარგი, კარგია უარესი რომ არაფერია-უთხრა სანდრომ -ახლა ვნახავ და თუ ეღვიძა დაგალაპარაკებ-უთხრა ნათიამ და ფეხაკრეფით შევიდა პალატაში მაგრამ რადგან ეძინა მარიანას ისევ გარეთ გავიდა -ძინავს -კარგი-უთხა სანდრომ -რომ მოვალ დაგირეკავ-და გაუთიშა. ნათია პალატაში დაბრუნდა მარიანას მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა, ძალიან ეცადა რომ არ ეტირა მაგრამ ვერაფრით მოერი თავს და მაინც გადმოსცვივდა ცრემლები. თავს საშინლად მარტო გრძნობდა, ამ ამბავმა უფრო მწარედ აგრძნობინა ის რომ ცხოვრება ზედმეტად სასტიკია და მასთან დასაპირისპირებლად მარტოს ძალა უბრალოდ არ ჰყოფნიდა, ახლა ისეთივე სუსტი იყო ისეთივე უმწეოდ და დაუცველი როგორც მარიანა ამ მომენტში, ამ ფიქრებში წასულმა ვერც კი შენიშნა როგორ გაექცა მარტოობის წამებო, წუთები, საათები... შვილის კულულებს ჩამოაყოლა აკანკალებული თითები და შეკრთა როცა პალატის კარი გაიღო, იქით გაიხედა და სანდრო რომ დაინახა გული სიხარულით აევსო, ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს ახლა ყველა ტკივილს პრობლემას და განსაცდელს უპრობლემოდ მოერეოდა, რადგან სანდრო მისთვის ძალა იყო დიდი ძალა და ეს ამ წამებში გააცნობიერა... -შენ... მოხვედი-დაუჩურჩულა ნათიამ, ფეხზე წამოდგა და ყოფილ ქმარს მიაჩერდა სუნთქვა არეული -ჰო მოვედი-უთხრა თავგზაანეულმა ბიჭმა და ნათიას მიუახლოვდა-კარგადაა?-მარიანას მიაჩერდა ამღვრეული თვალებით -ჰო კარგადაა-დახედა შვილს მომღიმარი სახით ნათიამ, სანდრო დაიხარა და შვილს შუბლზე აკოცა და რომ შეკრთა მარიანა მაშინვე დაიძაბა და გასწორდა, საშინლად არ უნდოდა გაეღვიძებინა ისე ტკბილად ეძინა, მარიანამ უპრობლემოდ რომ გაიგრძელა ტკბილი ძილი სანდროს გაეღიმა და ნათიას მიაჩერდა არეული თვალებით რომელიც ისე ახლოს იდგა მასთან რომ გოგონას ცხელი სუნთქვა სახეზე მიეფრქვია, სანდრო რამდენიმე წამის გამნავლობაში გაბრუვდა და ისე აიბნა რომ ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და უყურებდა ყოფილ ცოლს ტირილისგან დაწითლებულ თვალებში -ძალიან შეგეშინდა?-ჰკითხა ჩავარდნილი ხმით და ნათიას თვალებიდან მზერა უნებურად მის ათრთოლებულ ტიჩებზე გადაიტანა -ჰოო-უთხრა ნათიამ და თავი დახარა, სანდრომ ინსტიქტურად ცივი თითები შეახო სახეზე ჩამოყრილ თმას და ყურსუკან გადაუწია, ნათიამ ინსტიქტურად თავი ასწია და თვალებში ჩააცქერდა ყოფილ ქმარს -კარგია რომ აქ ხარ-უთხრა Დაძაბი ტონით და ხმა ჩაუწყდა, უმალ ცხვირი აეწვა და ცრემლები გადმოსცვივდა -ნათია-აღმოხდა თავგზააბნეულ ბიჭს ხელი გადახვია აკანკალებულ ნათიას და გულზე მიიხუტა უკვე ატირებული გოგონა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.