ბ'ედი
ჩახუთული, მაგრამ სუფთა ჰაერი. მძიმე, თუმცა მშვიდი სხეული. ყოველ ღამით მაშინ, როდესაც მზის უკანასკნელი სხივები გამოეთხოვებიან ხოლმე ზურმუხტისფერი მთის წვეროებს, ჩემს სხეულში ჩუმი ნაღველი იწყებს ქაოტურ მოძრაობას. იგი ნელ ნაბიჯებით უყვება ორგანოებს. გულისკენ გაშმაგებული დაეძებს ბილიკებს. ზოგჯერ სისხლის თრობის ქვეშ მყოფი ვენების გავლით ველური ბუნებით იწყებს ქაოსს... რა დროსაც შენი სახე მიდგება, ედი. ელვისებური სილაჟვარდით განსმსჭვალული. ჩვენი. ე დ ი . . . სამყაროში რა ფერებიც მოიძებნებოდა ვიფქრობდი, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ორში არსებობდა. ზოგჯერ ზეცასავით წმინდა, უღრუბლო, მარადიული, თუმცა მაშინ, როდესაც უმისამართოდ დაიწყებდი ხოლმე ბილიკების ძებნას, ჩემს ცხოვრებას შავი ბინდი შემოაწვებოდა ხოლმე. მტკიოდა. გაუსაძლისად მამტვრევდა სახსრებში, როდესაც საკუთარ სულში გულის ადგილას შავ გატეხილ ბზარებს ვამჩნევდი. ისევ მინდოდა იმ წარსულში ამომეყო თავი, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ორნი და გალაკტიონისებური ზეცა დაგვნათოდა თან. ე დ ი . . . ნეტავ სად ქრება ის დაპირებები, ის ოცნების რაშით აგებული წმინდა მომავალი, რომელშიც ახლა... ყოველი მზის ამოსვლისას შენს თვალებს უნდა ვუმზერდე და არა გახუნებული მომავლის ნაფშვენს. და ახლაც, როდესაც წამით სუნთქვას ვწყვეტ, შენი დიდრონი თვალები მიმიწევს ცაში. მინდა მოგხვიო... ძველებული ტკბილი კოცნით დაგაჯილდოვო და შემოდგომისებური ტანგო გეცეკვო, თუმცა დღეს ცივა.... ტანში ეტაპობრივად მცრის და ოჰ.... წამიღა მაკლია მოგონებებისგან გასათავისუფლებლად. MEMENTO….. მ ე შ ე ნ მ ჭ ი რ დ ე ბ ი ! დღეს ისევ მეწვია ყორნისფერი შეგძნებები. ხოლო შენ... ისევ, როგორც ყოველთვის დანაღვლიანებული უყვები ბათუმის ბულვარებს. შენ გცივა. გტკივა. ეცემი. მიხმობ, მაგრამ ჩვენს შორის არსებული უკიდეგანო ბორცვები გადაადგილების საშუალებას არ გვაძლევს და სადღაც შორს... ვეებერთელა ტალღების მიღმა მარადიულად და ამავროულად შორეულად მიიმალება მივიწყებული გრძნობები. და მეც.. მაშინ, როდესაც ყველა ყორნისფერ თვალებში მაინც შენსას ვარჩევ ისევ მჭირდები. კვლავაც შემიძლია მილიონ ადამიანთა შორის შენი კვიმატი სურნელის ცნობა. მზე ჩაესვენა. მზემ ფერები მოგვაკლო. სწორედ მაშინ... ორი წლის წინ, როდესაც სამუდამოდ ჩაიხერგა ჩვენს შორის გზები. მ ჭ ი რ დ ე ბ ი ! ! ე დ ი ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.