შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვანჩოს ქვრივი


20-03-2021, 08:35
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 18 581

ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. მომავალზე ბევრს ვფიქრობთ და ათას გეგმასაც ვაწყობთ, მაგრამ ზუსტად ისე ხდება, რასაც ვერასდროს ვერ წარმოვიდგენთ. მაგალითისთვის ჩემი ისტორიაც კმარა: დედისერთა გოგოს ყველა მე მევლებოდა თავს და მათამამებდა. რა სურვილი უნდა მქონოდა ამისთანა, რომ ჩემს მშობლებს არ აესრულებინათ. სკოლაში კარგად ვსწავლობდი და წარმატებულ მომავალსაც მიწინასწარმეტყველებდნენ. თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ ვუჩიოდი, პირიქით, მაწუხებდნენ კიდეც საშინლად. მდიდარი, ლამაზი, შავ თვალ-წარბა, დედისერთა და ვაკეში გაზრდილი გოგო ადვილად ვიქცევდი ყველას ყურადღებას. სეზონზე კურორტები არ მეკლდა: მთა, ზღვა. მოკლეთ, ჩემ ბედს მე თვითონ დავნატროდი. მაგრამ "გამზრდელისა" არ იყოს "ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?"
თხუთმეტი წლის ვიყავი ზაფხულში მთაში რომ ვისვენებდი. მეგობრებთან ერთად პიკნიკებს ვაწყობდით ტყეში. დილიდან დაღამებამდე არ შევდიოდი სახლში. ერთხელაც, ჩემთვის უცნობმა ბიჭმა, რომელსაც მხოლოდ შორიდან ვხედავდი მანამდე და სიმართლე ვთქვა, მომწონდა კიდეც მისი მონაცრისფრო თვალები, ცხენზე შემომისვა, (ასე ვსეირნობდით გოგოები ხშირად). მოულოდნელად შოლტი გადაუჭირა თავის შავ ბედაურს და ჭენებით გააქროლა სადღაც. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გამიტაცა.
მშობლებმა ორი კვირის დაგვიანების შემდეგ მომაგნეს. მოსახდენი მოხდენილი იყო უკვე. დიდად კმაყოფილი არ ვყოფილვარ ჩემი მოულოდნელად გამოჩენილი ქმრით, რომელიც მომწონდა კი, მაგრამ არ მიყვარდა და მასთან დავრჩი. დღემდე ვერ ვხვდები, რამ მაიძულა მაშინ ეს ნაბიჯი გადამედგა: თხუთმეტი წლის ქალაქელი გოგო დავრჩი სოფელში და უსიყვარულოდ დავიწყე ცხოვრება. ყველაფერს ბედს ვაბრალებთ. იქნებ არის კიდეც, მაგრამ მე მგონია, რომ ყველა ჩვენ ჩვენი ბედის მჭედლები თვითონ ვართ. ძალიანაც არ ვემეტებოდი ჩემს მშობლებს სოფელში საცხოვრებლად, თბილისში მეპატიჟებოდნენ. სხვათა შორის ვანჩოს, ჩემ ქმარს, ერთხელაც არ უთქვია, ქალაქში წავიდეთ შენი მშობლების სახლში საცხოვრებლადო. მასაც მოსწონდა სოფელში ცზოვრება, როგორც მე. თან, ჯერ ისევ ბავშვი ვიყავი და გადაწყვეტილებებს გონებით კი არა გულით ვიღებდი. მიყვარდა მთა და ბუნება და მათმა სიყვარულმა დამტოვა იქ.
ვანჩო ჩემზე ათი წლით უფროსი იყო. ძმა-ბიჭებს იყო აყოლილი. დილიდან დაღამებამდე სახლში არ შემოდიოდა. მათი ბედ-იღბალი უფრო ადარდებდა, ვიდრე ოჯახისა. პირველი ბიჭი რომ შეგვეძინა, თითქოს გამოსწორდა, მაგრამ მალევე გაგარეულდა ისევ. წელიწადნახევარში მეორე ბიჭიც შეგვეძინა. არც მისმა დაბადებამ მოახდინა დიდი ცვლილებები. კიდევ კარგი მამამთილი მედგა გვერდში. არც დედამთილი იყო მთლად საქმოსანი. ხო და ჩემი ქმარიც მას გავდა, გენეტიკა თავისას შვრებოდა.
დილაუთენია ვდგებოდი კრუხ-წიწილის მისახედად. ძროხებს მე ვწველიდი, (არც არავინ მაძალებდა, უბრალოდ მსიამოვნებდა.) რძე, მაწონი, ყველი, კარაქი_სულ ჩემი ხელით კეთდებოდა... სტუმართმოყვარე ოჯახს სტუმრიანობაც არ გვაკლდა. მაგრამ მე მართლა მომწონდა ასეთი ცხოვრება. ჩემი ქმრის შავი ბედაურიც მე გავიპიროვნე და მთიდან ბარში სულ ჭენებით დავდიოდი. ალბათ, პატარობიდან ფუფუნებაში რომ ვცხოვრობდი, ასეთი ცხოვრება იმიტომაც მიზიდავდა ასე ძალიან და მიყვარდა.
ერთხელ, მაშინ ჩვენი ბიჭები უკვე ბაღში დადიოდნენ, ჩემი ქმარი გვარიანად გაილეშა, ძმაკაცებთან შელაპარაკება მოუხდა და ერთ-ერთი შემოაკვდა. სასამართლოზე თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა რომ მიუსაჯეს, არც გამხარებია და არც მწყენია. ისე მივიღე ეს ამბავი, თითქოს სავალდებულოც კი იყო, რომ ასე უნდა მომხდარიყო. ჩემმა ფოფოდია დედამთილმა იმდენი ინერვიულა, კაცის მკვლელის დედა რომ უწოდეს სოფელში, გული გაუსკდა და დაიღუპა. დავრჩი მარტო ჩემს ორ არასრულწლოვან შვილთან და უკვე კარგად მოტეხილ და მობერებულ მამამთილთან ერთად.
მშობლებმა თბილისში გადასვლა შემომთავაზეს. შემომთავაზეს კი არა და მიბრძანეს, მაგრამ უარი ვთქვი. არ მინდოდა სოფელში ყველაზე ძლიერი ოჯახი დამექცია და ყველაფერი გამენიავებინა. თან, ჩემს მამამთილს ვერ დავტოვებდი უპატრონოდ და უყურადღებოთ. ჩემი მულები აქეთ იქიდან ეზიდებოდნენ ჩემი ქმრის ქონებას და ასევე ჩემსასაც. ამ ამბავშიც გვერდში მედგა მამამთილი: სახლი მე გადმომიფორმა. შვილებს ყოველთვის ეჩხუბებოდათ, ქმარი ციხეში ყავს და ამას როგორ ეშურებითო.
უქმროდ დარჩენილ ქალს, ყველა ეჭვით და მუშტრის თვალით მიყურებდა. კაცები ისე მეტორღიალებოდნენ, თითქოს ქუჩის კახპა ვყოფილიყავი. მართლაც რომ რთული იყო ჩემთვის ასეთი ცხოვრება, მაგრამ მაინც დავრჩი სოფელში. ასე ვთქვათ გულის დამწველებიც უხვად მყავდნენ და ამ რთულ სიტუაციაში გვერდით მედგნენ. ჩემი შვილებიც არ მაძლევდნენ დანებების საშუალებას. ხმალამოღებული ქალი ვიყავი, მტერს მტრულად ვხვდებოდი, მოყვარეს კიდევ მოყვრულად. ვანჩოს ქვრივს მეძახდნენ. მართალია ჩემი ქმარი საღ-სალამათი იყო, მაგრამ რაღა მკვდარი და რაღა შინმოუსვლელიო.
პირველად ქურდები რომ დაგვეცნენ ღამე, შემეშინდა, მაგრამ ისე მედგრად დავხვდი და ვაგრძნობინე, რომ მათი სულაც არ მეშინოდა, მე თვითონვე გამიკვირდა. შუაღამე გადასული იყო ჩვენი ნაგაზი რომ აყეფდა, თუმცა მალევე მიჩუმდა. ყური მივუგდე შეშინებულმა. რამოდენიმე კაცის ჩურჩული რომ გავიგონე, მთელი ძალღონე მოვიკრიფე, დაბნევის და შიშის დრო არ მქონდა. კედლიდან ორლულიანი სანადირო ბერიკა ჩამოვხსენი, აივანზე გავედი და ერთი ვაზნა ჰაერში გავცალე. მისმა ხმამ ლამის დამაყრუა. ინერციამ წამაბარბაცა კიდეც.
_მოუსვით აქედან, თორემ მეორეს ჰაერში აღარ გავისვრი.!_ხმამაღლა დავჭექე ქურდებს და მთვარის შუქით განათებული ეზო დიდი მონდომებით დავზვერე.
ღობესთან მართლაც შევნიშნე ლანდი.
_ღობესთან ხარ, გხედავ და სანამ გესროლე, მოშორდი მაქედან.
მეორედ თქმა აღარ დამჭირვებია. წელში მოხრილი ლანდი ელვის სისწრაფით გადაევლო ღობეს და თავქვეზე კისრისტეხით დაეშვა. მას სხვა ორი ლანდიც მიყვა. ერთხანს გაშეშებული და შეშინებული ვიდექი აივნის სვეტს ამოფარებული, რომ არავისი სამიზნე არ ვყოფილიყავი. მერე ძალღონე მოვიკრიფე და მუხლების კანკალით ფრთხილად ჩავიარე ხის კიბე. ფარნით ხელში ნაგაზთან მივედი. გაუნძრევლად იწვა და სისხლში ცურავდა. შემეცოდა. ისე გავმწარდი, მეორე ვაზნაც გავცალე ჰაერში.
_თქვე უნამუსოებო, აღარ დაგინახოთ აქ მოსულები!_ხმამაღლა ვიღრიალე და ხმაურით მირბენალ სამ კაცს ღამის სიბნელეში ქვებიც დავუშინე.
ოთახში დაბრუნებულს ბავშვები გაღვიძებულები დამხვდნენ და შიშისგან აცახცახებულები ხმამაღლა ტიროდნენ. თოფი კარების კუთხეში მივაყუდე და მათ წინ ჩავიმუხლე. ატირებული ბიჭები გულში ჩავიხუტე და მეც ხმადაბლა ავქვითინდი. შეშფოთებული ჩემი მამამთილიც გამოსულიყო თავისი ოთახიდან და შიშისგან გაფართოებული თვალებით მიმზერდა.
_ვინ იყვნენ ხომ არ იცი, ან რა უნდოდათ?_მომიახლოვდა და თვითონაც ჩვენს სიახლოვეს ჩაიცუცქა._არავინ არაფერი დაგიშაოთ შვილო, წადი შენებთან.
_არსადაც არ წავალ!_ისეთი მტკიცე ხმა მქონდა, მე თვითონვე გამაკვირვა ჩემმა სიმტკიცემ._ ამათ იმას არ ვათქმევინებ, შევაშინეთო. ჯერ კიდევ ვერ მცნობენ და გავაცნობ თავს. ხო, წავიდე, გავიქცე აქედან, რომ გააცამტვერონ და გაანიავონ აქაურობა გინდ შინაურმა და გინდ გარეულმა. შენც ვერ დაგტოვებ მარტოს, ჩემი სინდისი მაგის საშუალებას არ მომცემს. ბათურა მოკლეს. ხვალ ბარში ჩავალ და უფრო ავ ძაღლს ვიყიდი. დამაცადონ მაგათ. გონიათ შემაშინებენ? აქეთ ეშინოდეთ ჩემი. თუ ვანჩომ ჩაიდინა დანაშაული, მე და ჩემი შვილები არაფერ შუაში ვართ. ცხოვრებისა და არსებობის უფლება ჩვენც გვაქვს, როგორც სხვა დანარჩენს. აქეთ ეშინოდეთ ჩემი. არავის ვათქნევინებ ჩემს შვილებზე ცუდს!_წამოვდექი, ისევ მოვიმარჯვე ფარანი. იარაღი ისევ გადავტენე და ახლა უკვე უშიშრად გავედი ეზოში.
გულდასმით მოვათვალიერე ყოველი კუთხე-კუნჭული. საქონელი, ცხენი, შინაური ფრინველი და ჩვენი ნივა, რომელიც კარგა ხანი იყო, რაც აღარავინ მართავდა მას, ადგილზე იყო. ბათურა იყო მკვდარი მარტო. ვერ მოესწროთ რამის მოპარვა.
თოფის ხმაზე მეზობლები გამოშლილიყვნენ და შორიახლოდან გვზვერავდნენ. ვიღაცას პოლიციაშიც დაერეკა და ლურჯ-წითელი ნათებით ჩვენს ჭიშკარს მოადგა მათი პიკაპი.
_რა ხდება?_მანქანიდან გადმოსვლისთანავე ჩემსკენ გამოეშურა ზორბა, ასე ორმოციოდე წლის ფორმიანი მამაკაცი.
_ქურდები შემოიპარნენ, ძაღლს ყელი გამოჭრეს და შესაშინებლად ჰაერში ვისროლე.
_როგორც გვითხრეს, ორი გასროლა განახორციელეთ.
_დიახ, პირველ ჯერზე მარტო ერთი გაიქცა, რომელიც მთვარის შუქზე ჩანდა. დანარჩენს ვერ ვხედავდი და შესაშინებლად გავისროლე.
_რა იცოდით, რომ ერთი არ იყო?_ცოტა ეჭვი გაკრთა მამაკაცის ხმაში.
_ძაღლმა რომ ყეფა დაიწყო, გამეღვიძა, მათი ჩურჩულის ხმა გავიგონე და იქიდან ვიცოდი._მტკიცედ ვუპასუხე მის დასმულ კითხვას.
_იარაღი გაფორმებული თუა?
_კი.
_შეიძლება საბუთები მაჩვენოთ?
_რატომაც არა?_ვთქვი და თამამად შევუძეხი სახლში.
მამაკაცებმა გულდასმით შეამოწმეს იარაღის საბუთები.
_ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ თქვენ გაქვთ იარაღის ტარების უფლება?
აქ კი ცოტა დამცხა, მაგრამ ჩემმა მამამთილმა მიხსნა.
_მაგან გამომიტანა შვილო ოთახიდან, თორემ გასროლით მე ვისროლე.
_შემთხვევით ვინმე რომ დაშავებულიყო, მერე?_რატომღაც ისეთი ტონით მითხრა პოლიციელმა, დამნაშავეები აშკარად ჩვენ გამოვდიოდით._ჩვენთვის უნდა დაგერეკათ და ჩვენ მივხედავდით მაგ საქმეს.
გავბრაზდი.
_მისმინე ჩემო ძმაო._ჯიქურ შევხედე ზორბა პოლიციელს თვალებში._სანამ ჩვენ გავიგეთ, ძაღლს გამოჭრეს ყელი. სანამ თქვენ აქამდე მოხვიდოდით, იქნებ ჩემთვისაც გამოეჭრა ყელი? დამნაშავეს ჩვენთან კი ნუ ეძებ, გარეთ ეძებე. ჩვენ დაზარალებულები ვართ._მაგიდაზე მკაცრად დავურტყი მუშტი._ან იპოვით ვინც იყვნენ და პასუხს აგებინებთ თავიაანთ დანაშაულზე. ან არა და, დღეის ამას იქით, ვინც კი შემოიპარება ღამე ჩემს ეზოში, ყველას საკადრისად გავუსწორდები. თქვენი კანონით არ იკრძალება სხვის საკუთრებაში შეპარვა და ზარალის მიყენება?
ერთხანს გაკვირვებით მიმზერდა პოლიციელი. მერე კი ეზოში გავიდა და გულდასმით შეამოწმა ჩემს მიერ მითითებული ადგილი, სადაც ქურდები იმალებოდნენ. მართლაც იპოვეს რამოდენიმე ნაკვალევი ადამიანისა, გადანგრეული ღობე და ყელგამოჭრილი ჩვენი საწყალი ბათურა. მაშინ კი ინება და ოქმი შეადგინა.
გათენების ხანს დაგვტოვეს პოლიციელებმა. მე რაღა დამაძინებდა? შიშს საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი. საჩეხიდან ნიჩაბი გამოვიტანე. ბაღჩის ბოლოს მოზრდილი ორმო ამოვჭერი და ჩვენი ბათურა იქ დავმარხე. მიწას რომ ვაყრიდი ცრემლები ძლივს შევიკავე. თითქმის ათი წელი ერთგულად ემსახურებოდა ამ ოჯახს და დარაჯობდა. ოჯახის წევრად ვთვლიდით ლამის. ბიჭებსაც ძალიან უყვარდათ. ძალიან ფხიზელი ძაღლი იყო და მართლა დამენანა.
ძაღლის დამარხვას რომ მოვრჩი, სახლში ავედი, დასვრილი ტანსაცმელი გამოვიცვალე, გიგლას და ლაშას ფრთხილად ვაკოცე ტკბილად რომ ეძინათ. მამამთილს დავუბარე, ბარში ჩავალ და როგორც კი მოვამთავრებ ჩემს საქმეს, მაშინვე დავბრუნდები-მეთქი და მათრახმომარჯვებული ეზოში გავედი. ჩემი შავი ბედაური ტორნადო თავლიდან გამოვიყვანე. უნაგირი დავადგი, ლაგამი ამოვდე და ეზოდან გავიყვანე. მერე კი უზანგში შევყავი ფეხი, მოხერხებულად გადავევლე ცხენს ზურგზე და ჩორთით წავიყვანე. დასახლებას რომ გავცდი, მერე კი გადავუჭირე მათრახი და ექვსი კილომეტრი ლამის სულ ჭენებით ჩავიყვანე ბარში. ნაცნობ ზოოგამყიდველთან მივედი. დამინახა თუ არა, ღიმილით მომესალმა და გულთბილად მომიკითხა.
_როგორ ხარ ირაჩკა? ხომ მშვიდობაა?
_ნელ-ნელა, რა გვიშავს._ცხენიდან ჩამოვხტი. იქვე ძელზე გამოვაბი და შუახნის კაცს ხელი ჩამოვართვი._წუხელ ბათურა მომიკლეს._ისე ვთქვი, თითქოს ამაზე საშინელი ამბავი ცხოვრებაში არ გადამხდენოდეს.
_უი, რატო?_გივიმაც შეიცხადა ძალიან._ვინ მოგიკლა?
_ქურდები იყვნენ შემოსულები.
_მერე?_აშკარად შეწუხდა კაცი.
_ბათურას მოკვლა მოასწრეს მარტო. ხო და რამე ისეთი მინდა ახლა, შიშის ზარ რომ სცემდეს ყველას.
კაცმა კეფა მოიქექა.
_ლეკვები გვყავს. რამდენად გამოგადგება არ ვიცი._სადგომში შევიდა და მეც უკან მივყევი._ყველაზე საშიშ ძაღლად პიტ ბული ითვლება. მართლაც რომ შიშის ზარს სცემს ყველას._ერთ ერთ გალიასთან მიმიყვანა და შემათვალიერებინა._ჯერ კი პატარაა, მაგრამ მალე გაიზრდება.
დიდ გალიაში პაწაწინა სპილენძისფერი თეთრგულა ლეკვი იწვა და აზრიანი თვალებით მომჩერებოდა. ერთხანს მიყურა, მერე ადგა და გაიზმორა. ერთი შეხედვითვე შევატყე, რომ ძლიერი აღნაგობის ძაღლი დადგებოდა. განიერი თავი, განიერი გულ-მკერდი და ძლიერი კისერი ქონდა.
_ეს პიტია, სულ ახლახანს მოგვიყვანეს. როგორც გაწვრთნი, ისეთი გაიზრდება. მართალია ყველაზე საშიშ ძაღლად მოიხსენიებენ და ყველას შიშის ზარს სცემს, მაგრამ, წეღანაც გითხარი, როგორც გაწვრთნი, ისეთი იქნება. მთავარია მტკიცე ნებისყოფა გამოიჩინო მისი გაწრთვნისას...
_დიდი იზრდება?_გალიაში თითები შევყავი და ლეკვს წავეთამაშე.
_თექვსმეტიდან ოცდათორმეტ კილომდე იზრდება, სიმაღლე ნახევარ მეტრს აჭარბებს. სიცოცხლის ხანგრძლივობა ათი-თხუთმეტი წელია.
რატომღაც გულში ჩამივარდა პაწაწინა წითური პიტი. გივის გალიის კარი გავაღებინე და ლეკვი ფერებ-ფერებით ავიყვანე ხელში.
_დაბადებიდან არც ერთი პიტ ბული არ არის აგრესიული და მოჩხუბარი. მათ მასეთებად ადამიანები ზრდიან. სწორად აღზრდილი ძაღლი არასდროს იქნება ადამიანების მიმართ აგრესიული. თუმცა, ისეთი შესახედაობა აქვს, ყველას ეშინია მისი.
_ხო და ძალიანაც კარგი. ამას წავიყვან._გახარებულმა საყვარელი ლეკვი გულში ჩავიკარი და ჩაღრმავებულ შუბლზე ვაკოცე._კიდევ რა შეგიძლია მის შესახებ მითხრა?
_ყველა ძაღლი ბუნებით ცხოველია. უწყინარი ჩიხუახუაც შეიძლება, რომ ავი იყოს, მაგრამ ეს ძაღლი მართლა განსაკუთრებულია._გივიმაც გადაუსვა პატარა პიტს თავზე ხელი._ამას ისეთი ძლიერი კბილები და ყბები აქვს, ავტომობილის საბურავის გახვრეტაც კი შეუძლია. თუ ვინმეს უკბინა, მანამ არ გაუშვებს პირს, სანამ არ მოგუდავს... მე შენი იმედი მაქვს, რომ სწორად აღზრდი ამ ძაღლს და მკვლელად არ აქცევ.
_არა გივი ძია, რას ლაპარაკობთ. სახლში ბავშვები მყავს და აგრესიულად არამც და არამც არ გავზრდი, რომ მათ არ დაუშავოს რამე. უბრალოდ მინდა, ქურდებს შიშის ზარს სცემდეს. რამდენი უნდა გადაგიხადო?
_300 ღირს, მაგრამ შენ 250-ში მოგცემ.
_კარგი, თანახმა ვარ, ამას ვიყიდი. საკვები რა უნდა მივცე?
_საკვები ვეტერინართან რომ შეათანხმო ის სჯობია. როგორც ვიცი მაღალი ხარისხის საკვები უნდა. მისი მოცულობა ძაღლის ასაკზე და წონაზეა დამოკიდებული. მაგრამ მე რომ შეცდომაში არ შეგიყვანო, ეკასთან მიდი, დღეს მუშაობს და ის დაგაკვალიანებს კარგად.
_კარგი გივი ძია მადლობა. აი, ფული გამომართვი და მივალ ეკასთანაც.
ჩემი ტორნადო ცოტა შეფრთხა ხელში პატარა პიტი რომ დამინახა, თუმცა მალევე დავაშოშმინე. დიდად აღარ გაჰკვირვებია ხურჯინში რომ ჩავსვი და თავი ამოვაყოფინე, რათა არ გაგუდულიყო. ეკასთანაც მივედი, ლეკვისთვის სპეციალური საკვები ვიყიდე, რჩევა დარიგებები გულდასმით მოვისმინე და მერე ისევ შემოვახტი ჩემს ტორნადოს და სახლისკენ გავქუსლეთ.
ცოტა დამღლელი კია ცხენით მგზავრობა, მაგრამ მანქანის მართვა კარგად არ ვიცოდი, არც მართვის მოწმობა მქონდა აღებული და ვერიდებოდი, თორემ ჩვენი თეთრი ნივა ტყუილად იდგა ფარეხში. რაც ვანჩო ციხეში ჩასვეს, აღარავინ გაჰკარებია ახლოს. ჩემ მამამთილს მისი გული აღარ ქონდა, როგორც თვითონ ამბობდა, მე კი ნორმალურად მართვა და გვედგა ასე ტყუილ-უბრალოდ.
გზადაგზა ვფიქრობდი სანამ სახლში მივიდოდი და გადავწყვიტე, რომ მართვაც მესწავლა და საგამოცდო ბილეთებიც მართვის მოწმობის ასაღებად. ასე მონდომებული და მოწადინებული არასდროს ვყოფილვარ.
სახლში რომ მივედი, ბიჭები ეზოში თამაშობდნენ. ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდათ.
_დედა მოვიდა, დედა!_შეძახილებით გამომეგებნენ.
ცხენიდან რომ ჩამოვხტი და პიტი ხურჯინიდან ამოვაძვრინე, ჯერ ცოტა შეცბნენ. მერე კი ისე გაუხარდათ, როგორც წეღან ჩემი დანახვა.
_ეს ჩვენი ახალი ცუგიაა, პატარა პიტი. იმედი მაქვს ბათურასავით ამასაც მოუვლით და შეიყვარებთ.
გიგლამ გაბედა და გამომართვა. ლაშა ჯერ შორიდან უყურებდა, მერე კი ისიც მივიდა ახლოს და საყვარელ ლეკვს მოეფერა.
_ოღონდ სულ ხელში არ გეჭიროთ, კარგი?_გიგლას ქოჩორი მოვუჩეჩე და სახლში ავედი.
დიდი გიგლა, ჩემი მამამთილი აივანზე გადმომდგარიყო და ინტერესით მოგვჩერებოდა დედას და შვილებს.
_მაგ პატარა ლეკვით გინდა ქურდები შეაშინო?_ცოტა ირონია ვიგრძენი მის ხმაში და მეწყინა.
_გივის მეტი არ ყავდა. მაგრამ არც ესაა ურიგო. მალე გაიზრდება და ნახავ. მანამდე კი ელექტრიკოსს გამოვიძახებ , რომ ეზოში განათება დავაყენოთ. განათებულ ეზოში ცოტა მაინც მოერიდებათ შემოსვლა.
_რაღაც არ მგონია, მაგრამ რახან გადაწყვიტე, მასე იყოს._აივანზე მდგარ სარწეველა სკამზე ჩამოჯდა._რამდენი ხანია ყანაში აღარ ვყოფილვარ. ნედლი სიმინდი იქნება ალბათ. დავმონავდი და დავჩაჩანაკდი. იმხელა მანძილზე მიჭირს უკვე წასვლა-წამოსვლა._სინანულით ამოიოხრა კაცმა.
_გადაგრილდება და წავალ._ხელები გადავიბანე და სამზარეულოში შევედი სადილის მოსამზადებლად.
_შენს გამზრდელს ვენაცვალე შვილო._ჩაიჩურჩულა გიგლამ, მაგრამ მაინც მოსწვდა ჩემს ყურს მისი თითოეული სიტყვა._შენ რომ არ შემოსულიყავი ჩვენს ოჯახში, მართლაც რომ დავიქცეოდით. ყოჩაღ შენს ქალობას.
წინსაფარი მოვირგე და ახალი კარტოფილი დავფცქვენი. მთელები შევუბრაწე ჩემს ვაჟკაცებს, ასეთი უყვარდათ ყველაზე მეტად. მაწონი, ყველი, პური, შემწვარი კარტოფილი_სუფრა გავაწყე და მათ დასაძახებლად გავედი აივანზე. პიტთან თამაშობდნენ ისევ. პიტიც ისე მოშინაურებულიყო, თითქოს გუშინაც აქ ყოფილიყოს.
_ბიჭებო, ხელები დაიბანეთ და ამოდით, ვისადილოთ.
_პიტი რომ მარტო დარჩება, ცოდო არ იქნება? შეიძლება ესეც ამოვიყვანოთ?_ისეთი მუდარით სავსე თვალებით ამომხედა ლაშამ, გამეღიმა.
თანხმობის ნიშნად თავი რომ დავუქნიე, გახარებულმა შეუსვენებლივ ამოარბენინა კიბეზე.
_ოღონდ მაგას თავისი საჭმელი აქვს და თქვენსას არ აჭმევთ, სანამ დიდი არ გაიზრდება, კარგი.
ბიჭები სიხარულით დამთანხმდნენ. ხელები გადაიბანეს და სუფრას კმაყოფილები შემოუსხდნენ.
გემრიელად ვისადილეთ. მერე, ოჯახის საქმიანობას მივყავი ხელი. მოგვიანებით კი ჩემს ლეპტოპში ბილეთებსაც ჩავუჯექი და კარგად შევისწავლე. შუადღე გადასული იყო, ყანაში წასვლა რომ გადავწყვიტე. ჯერ ცხენით ვაპირებდი ჩასვლას, მაგრამ გადავიფიქრე და ისევ ჩვენს ნივას მივუტრიალდი. იმდენი ვიცოდი, რომ მინდორში ჩავსულიყავი და ამოვსულიყავი. საწვავი ცოტა იდგა, ბენზინგასამართ სადგურამდე ჩავიდოდი, მაგრამ გზაზე გასვლას და პოლიციელების თვალში მოხვედრას, ისევ ცხენით ჩავირბინე, ბენზინი ვიყიდე და ამოვედი.
_შეძლებ შვილო მანქანით წასვლას?_მამამთილმა ცოტა ეჭვით შემომხედა.
_თუ არასდროს დავჯდები, ვერ გავიგებ შევძლებ თუ არა. ბიჭებს მაინც არ წავიყვან, რა იცი რა ხდება გზაში. საქონელი რომ მოვა, შენ მარტო დააბი, ხბორები არ მიუშვა, მე რომ მოვალ მერე მოვწველი._დავუბარე და საჭეს ცოტა არ იყოს გულისფანცქალით მივუჯექი.
ვღელავდი კი, მაგრამ არ მინდოდა დიდ გიგლას შეემჩნია ჩემი მღელვარება. ძრავის ამუშავება ცოტა გამიჭირდა, ამდენი ხნის გაჩერებული რომ იყო, ალბათ იმიტომ. მერე თავქვეზე გამოვაგორე და ისე ავამუშავე. ფრთხილად გავიტანე ეზოდან და ორღობეშიც ნელი სვლით გავედი. უკანა ხედვის სარკეში ვხედავდი, როგორ მაცილებდა ჩემი მამამთილი თვალებზე მოჩრდილებული ხელით. ეტყობოდა, რომ ჩემზე მეტად ის ღელავდა. დიდი სიფრთხილით გავედი მინდვრის გზაზე და ჩვენი ყანისკენ გავწიე. ჩაწეული მინიდან ნიავი თავისუფლად თარეშობდა მანქანის სალონში და ქერა თმას ჯიუტად მიწეწავდა. დაძაბულობამ და მღელვარებამ მალევე გამიარა. ტყუილად მეშინოდა, არც ისეთი რთული და საშიში გამოდგა მანქანის მართვა. გამახსენდა, ამ გზაზე ვანჩო რომ მასწავლიდა მართვას. რამდენჯერ გამექცა კიდეც საჭე, ლამის გზიდან გადავუხვიე და ხეს შევეჯახე, მაგრამ ვანჩომ იმარჯვა და საჭე დამიჭირა. მაშინ კი შემეშინდა და გულიც გამისკდა, მაგრამ ახლა გამეღიმა. წარსული რაც არ უნდა მწარე იყოს, მომავალში მაინც ტკბილად გახსენდება ადამიანს. ისე განვთავისუფლდი დაძაბულობისგან, მაგნიტოფონიც კი მოვმართე და კენჭიაშვილის სასიამოვნო ხმა გულზე მალამოსავით მომეფინა.
ჩვენი ყანისკენ რომ გადავუხვიე, გზა კარგად იყო გაფუჭებული. სარწყავი არხები იყო გადათხრილი და დატბორილი. ერთ ადგილზე კარგადაც ჩავეფალი, მაგრამ ვიმარჯვე, მანქანამაც დამიჯერა და მაინც ამოვედი.
ყანა მართლაც არაჩვეულებრივი გვედგა, სულ მწვანედ ლივლივებდა. შევედი, მოვათვალიერე. კარგადაც მოვამტვრიე ნედლი სიმინდი. ხომარდულიც გამოვკრიფე კალათაში. მერე ისევ საჭეს მივუჯექი და სხვა გზიდან წამოვედი. მეგონა იქ უკეთესი იქნებოდა, მაგრამ უარესად იყო გადათხრილი და დატბორილი. ლამიანში გვარიანად ჩავეფალი. ბევრი ვიწვალე, მაგრამ ამაოდ. მალე შებინდდებოდა კიდეც, მაგრამ ოდნავადაც არ შემშინებია. უბრალოდ, სახლში უჩემოდ დარჩენილი შვილები და დაბმული საქონელი მედარდებოდა. კიდევ ერთხელ მივუჯექი საჭეს და ამოსვლა ვცადე, მაგრამ ამაოდ. ისევ გადმოვედი მანქანიდან. მარცხენა წინა საბურავი ლამის ნახევრად იყო ჩაფლული ლამში. მარტო ნამდვილად ვერ გავხდებოდი ვერაფერს. უმწეოდ მიმოვიხედე. წნელების შეკვრას მოვკარი თვალი ღობეში. რის ვაი-ვაგლახით მოვშალე და საბურავს ჩავუყარე წინიდან. ის იყო მოვრჩი და საჭეს უნდა მივჯდომოდი, რომ ვიღაც წამომადგა თავზე მოულოდნელად. შევკრთი. შეშინებულმა ავხედე. ვანჩოს შორეული ბიძაშვილი ალუდა იყო. ცოტა შვებით ამოვისუნთქე. შარვალი ლამის მუხლამდე აეკაპიწებინა, პერანგის ღილები ბოლომდე შეეხსნა და ნიავი უფრიალებდა, მხარზე თოხი გადაედო და ალბათ სახლში მიდიოდა.
მისი მოშიშვლებული სხეულის დანახვა ცოტა არ იყოს მომერიდა. შევატყე, რომ მასაც შერცხვა. თოხი მაშინვე ჩამოიღო მხრიდან და ღილები მორიდებით შეიბნია.
_რა გაგჭირვებია ჩემო რძალო?_გულთბილად გამიღიმა.
მაშინვე თვალში მომხვდა მისი მწვანე ბრეკეტები. (სხვათაშორის უხდებოდა.)
_ყანის დასახედად ჩამოვედი, მაგრამ გზა ისეა გადათხრილი და დატბორილი, გვარიანად ჩავეფალი. ვეღარ ამოვდივარ.
ალუდამ ინტერესით შეათვალიერა გარემოება.
_ეს კარგად მოგიფიქრებია._მომიწონა წნელების ჩალაგება._მე ვცდი, გინდა?
_თუ მაგ სიკეთეს იზავ?_გამეღიმა.
ტალახიანი ფეხები იქვე არხში ჩაიბანა და საჭეს მიუჯდა. არ ვიცი, წნელების დამსახურება იყო, თუ ალუდა იყო გამოცდილი მძღოლი, ადვილად ამოიყვანა მანქანა და მშრალ ადგილზე შეაჩერა. გადმოსულმა მორიდებით გამიღიმა.
_დიდი მადლობა._მადლიერი თვალებით შევხედე._სახლში მიდიხარ?
_ხო, ყანას ვრწყავდი და ახლა მივდივარ.
_დაჯექი, აგიყვან, რაღა ფეხით უნდა იარო.
შევატყე ცოტას რომ ყოყმანობდა. მერე თოხი როგორღაც ჩატია მანქანაში და მძღოლის გვერდით სავარძელში უხმოდ ჩაჯდა. მეც მივუჯექი საჭეს და სოფლისკენ გამოვეშურეთ. რაღაც უხერხული დუმილი ჩამოწვა. მე დაძაბული გავყურებდი გზას, არ მინდოდა კიდევ სადმე ჩავვარდნილიყავი და შემერცხვინა თავი. ალუდა კი ფანჯრიდან იყურებოდა და ასე მეჩვენებოდა, რომ დიდი ინტერესით ათვალიერებდა გარემოს.
მთელი გზა ასე ვიმგზავრეთ. სოფლის თავში მისი სახლის წინ რომ შევაჩერე მანქანა, გადავიდა კი, მაგრამ თოხის გადატანა გაუჭირდა, გაჭედილიყო. მისახმარებლად მეც გადავიხარე და თავი შუბლში გამეტებით დავარტყი. შევატყე ეტკინა, მაგრამ მაინც გამიცინა. ისევ გამოაჩინა თავისი მწვანე ბრეკეტები და თვალი მომჭრა.
_ბოდიში._დარცხვენილმა წავილუღლუღე.
თოხი როგორც იქნა გადმოვიღეთ მანქანიდან და ზრდილობიანი ბიჭი ღიმილით დამემშვიდობა. მაშინვე ავამუშავე ძრავა და სახლისკენ გამოვეშურე. უკვე ბნელოდა ეზოში რომ შევიყვანე მანქანა. ბიჭები აივანზე პიტს ეთამაშებოდნენ. დიდ გიგლას ძროხების მოწველა დაეწყო. ალბათ, რომ დავიგვიანე, შეეცოდა ჯიქნებდატენილი საქონელი. მივედი თუ არა, მე გადმოვიბარე მისი საქმიანობა. სამი ძროხა მოვწველე. რძე გადავწურე და ყველის ამოყვანას შევუდექი. მერე სიმინდის დარჩევა დავიწყე, რომ სანამ ბიჭები დაიძინებდნენ მოხარშვა მომესწრო.
_რას შვრება შვილო ჩვენი სიმინდი?_მამამთილიც გვერდით მომიჯდა და თვითონაც სიმინდის დარჩევა დაიწყო.
_უმაღლესია. კარგი მოსავალი გვექნება._დავამშვიდე.
_მოპარული ხომ არ არის. იციან ხოლმე მასეთები.
_არ შემიმჩნევია, მაგრამ ამის მერე შეიძლება იყოს, უკვე იჭმევა ნედლად. შეიძლება მართლაც მოგვიმტვრიონ და გასაყიდად წაიღონ. დილა-საღამო ჩავირბენ ყოველთვის, რომ ნახონ უპატრონოდ არ გვაქვს მიგდებული...
_დედიკო, ამაღამ პიტი სად იქნება?_ლაშამ ინტერესით შემომაფეთა მამის მსგავსი მონაცრისფრო თვალები.
_სანამ პატარაა, აივანზე რომ გვყავდეს ხომ შეიძლება?_გიგლაც მოვიდა და მუდარით სავსე შავი თვალებით შემომხედა.
ერთხანს უხმოდ შევყურებდი ბიჭებს. მართლაც და სად უნდა გვყოლოდა ამაზე არ მიფიქრია. მერე წამოვდექი, სიმინდი დავდგი და აივნის კუთხეში პიტის სადგომის მოწყობას შევუდექი. ბიჭებიც მონდომებით მეხმარებოდნენ. გიგლას ძველი ქურთუკი დავუფინეთ. წყლისთვის და საჭმლისთვის ჯამებიც დავუდგით და ჩვენი პიტის სადგომიც მზად იყო.
ის იყო სიმინდი მოიხარშა, ბიჭებს ამოვუღე და მაგიდაზე გასაციებლად დავდგი, რომ კიბეზე ნაბიჯების ხმა შემომესმა. სულ მალე კი ჩემი დეიდაშვილის, ინგას ხმაც გავიგონე.
_ჩვენმა ირაჩკამ იცის, სიმინდი რომ ძალიან მიყვარს და დამახვედრა.
ყურებს არ დავუჯერე. გაკვირვებული გავედი აივანზე, სადაც ინგა, დედაჩემი და მამაჩემი ის იყო ამოსულიყვნენ. გოცებისგან ერთ ადგილზე გავშეშდი.
_ასე გვხვდები სტუმრებს?_ინგამ ბარგი იქვე დაყარა, გამოქანდა და გადამეხვია.
_ამ შუაღამეზე აქ საიდან?_გამიკვირდა.
_დენი არ იყო, გაზგასამართ სადგურზე კარგა ხანი ვიყურყუტეთ. ბენზინზე ვეღარა და ვეღარ გავაკეთე ეს მანქანა და სანამ დენი არ მოვიდა, ვერ წამოვედით.
გიგლა და ლაშა ბებია და ბაბუას მისცვივდნენ მაშინვე სიხარულით და კისერზე ჩამოეკონწიალნენ. ხმაურზე დიდი გიგლაც გამოვიდა თავისი ოთახიდან.
_ვახ, ვახ, ეს რა ძვირფასი სტუმრები გვეწვივნენ._მასაც აშკარად გაუხარდა ჩემების დანახვა.
ცოტა რომ წავიჭორავეთ, მერე დავტრიალდი. საქათმეში ჩასვლას და ქათმების დაკვლას ვაპირებდი, მაგრამ დედაჩემმა არ გამიშვა.
_ახლა რაღა დროს ქათმების დაკვლაა შვილო, იყოს. სამწვადე მოვიტანეთ და თუ მაინც და მაინც ხორცი გინდა, ცეცხლი დაანთეთ და ვიმწვადაოთ.
მაშინვე ბაღჩაში გავიქეცი, სამი კონა წალამი ამოვიტანე და შუა ეზოში დიდი ჭიაკოკონა ავაგიზგიზე. სანამ მე ცეცხლს ვანთებდი, დედაჩემი და ინგა ხორცს ამუშავებდნენ, შამფურებზეც კი მოასწრეს ხორცის ასხმა.
ჩვენს ეზოში ხალხმრავლობა და ღრიანცელი მეზობლებს არ გამოჰპარვიათ. ყურში მწარედაც კი მომხვდა ლიას ნათქვამი:
_დროსტარებას არ იკლებენ, ვითომ მკვლელი არ ყავდეთ ციხეში. ისე იქცევიან, მამა აბრამის ბატკნები გეგონება. ვინც მაგათთან არ მივა პურის საჭმელად კიდე რაა...
ასეთ წამოძახებებს და ამაზე უარესებსაც მიჩვეული ვიყავი უკვე, მაგრამ მაინც მეწყინა. ლიასგან ამას ნამდვილად არ მოველოდი. ჩვენთან ისე შემოდიოდა, როგორც გულის დამწველი და თურმე რა ქონია გუნებაში. წყენა გადავყლაპე და ჭკუა ვისწავლე, რომ ვინც მიღიმის, ყველა კეთილი გულით არაა ჩემთვის. ალბათ, არ ეგონა, რომ გავიგებდი, თორემ პირში ისე მელუკლუკება და მეაფერისტება, მგონია ჩემს გარდა არავინ უყვარს.
შამფურზე აცმული ხორცი ეზოში ჩავიტანე და ნაკვერჩხალზე დავაწყე. ცოტა ხანში კი ისეთი მადისაღმძვრელი და სასიამოვნო სურნელი დატრიალდა, მაძღარიც რომ ყოფილიყავი, მაინც მოგანდომებდა ჭამას.
_იფ, იფ, იფ, რა გემრიელი ჩანს._ინგაც ჩამოვიდა ეზოში და ჩემს გვერდით ჩაიცუცქა._სხვა როგორ ხარ, რას საქმიანობ არ იტყვი?
_რა ვიცი, საქმეს რა დალევს? საქონელი, კრუხ-წიწილა, ბავშვები, ნათესები, ოჯახი...
_მაგარი ხარ რაა... ნეტა რა თავს იკლავ? სანამ შენი ქმარი ციხიდან გამოვა, წამოდი თბილისში იცხოვრე შენს შვილებთან ერთად.
_არ მინდა თბილისში ცხოვრება და მეორედ აღარ მიხსენო ეგ. სოფელს რას უწუნებ ვითომ?_ინტერესით შევხედე. ღამის სიბნელის მიუხედავად მაინც შევძელი მისი თვალების დანახვა.
_რთულია აქ. დამხმარე არავინ გყავს. გიგლაც კარგად არის მოჩაჩანაკებული.
_ზუსტად მაგიტომაც ვერ წამოვალ. სანამ შეეძლო, გვერდში მედგა და ახლა, რომ აღარ შეუძლია, მივატოვო? რა სისულელეს მეუბნები ხვდები? თან, უპატრონოდ დავტოვო სახლი, რომ ქურდბაცაცებმა გაზიდონ და გაანიაონ ყველაფერი?
_ხვალე-ხვალზევით გიგლა რომ მოკვდეს, მერე? მარტოს არ შეგეშინდება.
_საკუთარ სახლში რისი უნდა მეშინოდეს?_გამიკვირდა.
_მე ოთახში მარტო დარჩენის მეშინია და ყოჩაღ შენ, ტყესთან ასე ახლოს ხართ და არაფრის გეშინია.
ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ მოულოდნელად ვიღაცამ ჭიშკარი შემოხსნა და შემოვიდა. გამიკვირდა, არავის ველოდი. ყოველი შემთხვევისთვის იქვე ახლოს მოზრდილი ქვა მოვიძიე და შეუმჩნევლად დავწვდი.
_ სახლში ხართ?_ჩემი დედამთილის ნათლულის ქმარი მალევე ვიცანი ხმაზე და ცოტა შვებით ამოვისუნთქე.
_მოდი გურამ, სახლში ვართ.
თუმცა, ჩემი მოპატიჟება სულაც არ სჭირდებოდა, მაინც პირდაპირ მოდიოდა. მეც მოვრჩი მწვადის შეწვას და სახლში ავედით. დედაჩემს მოესწრო უკვე სუფრის გაწყობა.
_როგორ ხარ გიგლა ნათლი?_გურამა ჩემს მამამთილს მიუტრიალდა და ხელი ჩამოართვა.
_რა ვიცი შვილო, ვარ რა. ამასაც თუ ყოფნა ქვია? დავუძლურდი უკვე და აღარ შემიძლია. ეს გოგო მარტო წვალობს და აწარმოებს ოჯახს.
_ხო, ირა მაგარია._კმაყოფილი მზერით გადმომხედა გურამამ._ვანჩომ უნდა თქვას, რომ ბედი მაქვსო, ასეთი ყოჩაღი ცოლი შეხვდა.
_თან სუფრას შემოვუსხდეთ და იქ ვილაპარაკოთ._მივიწვიე სტუმრები მაგიდასთან.
მეორედ თქმა აღარავის დასჭირვებია. ჩემები მთელი დღის მშივრები იყვნენ, გურამა კი ჭამა-სმის მოყვარული კაცია და უარს არასდროს ამბობდა. სუფრის გაძღოლა ჩემმა მამამთილმა ითავა და რამოდენიმე ჭიქა დაალევინა მამაჩემს და გურამას. მამაჩემმა ბევრი არ დალია, ხვალ უნდა წავიდეო. გურამამ კი გააგრძელა. ცოტა რომ შეთვრა, მერე გაახსენდა წუხანდელი ჩვენი ამბავი.
_არ ვიცოდი, თეომ მითხრა, ეგ რა ცუდი ამბავი დაგმართიათ.
დედაჩემმა მაშინვე ცქვიტა ყურები.
_რაო, რაო, რა ამბავიო?
გურამას კი დავუბრიალე თვალები, მაგრამ ვეღარ მოვასწარი, მაინც წამოაყრანტალა.
_ქურდები შემოსულან და ძაღლისთვის გამოუჭრიათ ყელიო. თქვენ ირას რომ არ ეყოჩაღა და თოფით არ შეეშინებინა, ალბათ გაიყვანდნენ საქონელს.
_რატო არ მოვკვდები._შეიცხადა დედაჩემმა.
_გეუბნები, წამოდი აქედან, ვანჩო მაინც ციხეშია._მამაჩემმაც გაიმკაცრა ხმა._ბავშვებისთვის რომ დაეშავებინათ რამე?
_წეღან მეც იმდენი ველაპარაკე, მაგრამ არ მისმენს._ინგაც მომდგა რომ იტყვიან.
_წამოდი შვილო, თუ ჩვენთან ერთად ცხოვრება არ გინდა, ბინას გიყიდით და ცალკე იცხოვრებ. მართლა არავინ არაფერი დაგიშაოთ._აქოთქოთდა დედაჩემი.
_მე აქ მომწონს ცხოვრება და აქ ვიქნები. ტყუილად წვალობთ, ვერ გადამაფიქრებინებთ მაინც._მტკიცედ ვუთხარი ყველას._ვერავინ ვერაფერს ვერ დაგვიშავებს. როცა გინდათ მესტუმრეთ და რამდენი ხანიც გინდათ დარჩით, არ მაქვს პრობლემა. მაგრამ თუ ჩემს გადარწმუნებას ეცდებით, ჯობია აქ აღარ მოხვიდეთ. ეს ჩემი გადასაწყვეტია სად ვიცხოვრებ და მე გადავწყვიტე რომ აქ ვიყო.
_სულელი არ არის ახლა ეს გოგო?_ინგამ თეატრალურად აიხედა ჭერში._ღმერთო შენ გვიშველე, ჭკუაზე მოიყვანე ეს ქალბატონი.
_მორჩით ახლა მაგაზე ლაპარაკს. აღარავინ დამელაპარაკოს თბილისში წასვლაზე, თორემ არ ვიცი რას ვუზავ._სერიოზულად დავიმუქრე.
არ ვიცი, ჩემმა მუქარამ გასჭრა თუ დღეისთვის იკმარეს, ყველა გაჩუმდა და ამ თემაზე აღარ გვისაუბრია. გვიანობამდე ვუსხედით სუფრას და მე და ინგამაც დავაგემოვნეთ გიგლას ორნახადი ჭაჭა. გურამამ ძლივს ინება სახლში წასვლა. გემოზე გამოთვრა. გასვლისას ბოდიში მომიხადა:
_არ ვიცოდი თქვენებმა თუ არ იცოდნენ წუხანდელი ამბავი. მეგონა მაგის გამო იყვნენ ჩამოსულები._დამნაშავის იერით შემომხედა და გამიღიმა.
_არაუშავს... ხვალ თეოს უთხარი, გამოგვიაროს.
გურამა წავიდა თუ არა, მაგიდა ავალაგეთ და სტუმრებს ოთახები მოვუწყე. ინგას არ ესიამოვნა, მარტო რომ უნდა დაწოლილიყო ოთახში და ჩემს ოთახში შემოიხიზნა. მეგონა წეღან ხუმრობდა და თურმე მართლა შინებია მარტო დაწოლის.
გვიანობამდე ვიჩურჩულეთ. ათასი სისულელე გავიხსენეთ და გვარიანადაც ვიქირქილეთ. ბოლოს გამომიტყდა, რომ ერთი კვირით აპირებდა ჩემთან დარჩენას, მაგრამ ქურდების ამბავი რომ გაიგო, შეეშინდა და გადაიფიქრა.
_შენ კიდევ, ნეტა მშიშარა არ იყო რაა._საწოლზე წამოვჯექი და მთვარის შუქით განათებულ ოთახში მის საწოლს გადავხედე._ერთი რახან ვერ შემაშინეს, აქეთ აღარ იზავენ ისინი პირს. ისე დავაფეთიანე იარაღის გასროლით, ცხოვრებაში აქეთ აღარ გამოიხედებიან.
_ნეტა, შენნაირად მეც მჯეროდეს მაგის._სინანულით ამოიოხრა ინგამ.
ხმა აღარც ერთს აღარ ამოგვიღია. ინგას მალევე დაეძინა. მე კი ერთი საათი მაინც ვიწრიალე, სანამ დამეძინებოდა. გურამაზე მებრაზებოდა, რატო წამოაყრანტალა ქურდების ამბავი? ჯერ არაფერს ვეუბნები ჩემს მშობლებს ჩემი პრობლემებისა და სირთულეების შესახებ და მაინც უნდათ რომ თბილისში წამიყვანონ და ამ ამბის შემდეგ ხომ საერთოდ აღარ მომისვენებდნენ.
********************
დილაუთენია, სანამ ჯერ ისევ ეძინათ ჩემებს, ყანის დასახედად წავედი, ოღონდ ამჯერად ცხენით, რადგან შემეშინდა, კიდევ არ ჩავვარდნილიყავი მანქანით სადმე. სანადირო ორლულიანი ზურგზე მქონდა მოკიდებული გამოცდილი მონადირესავით. სხვა თუ არაფერი, თუ ვინმე დამიხვდებოდა ყანაში, შესაშინებლად ვისროდი ისევ.
ძალიან გამიკვირდა ჩვენს ყანაში წყალი რომ იყო მიშვებული და ირწყვებოდა. მორწყვა ნამდვილად უნდოდა, მაგრამ მე ვერ ვახერხებდი. არც არავისთვის მქონდა ნათქვამი. ეტყობა, მთელი ღამე ემუშავა ვიღაცას, დიდი ტერიტორია იყო უკვე მორწყული.
სიმინდებში შარი-შურის ხმა რომ გავიგე, მივაყურადე. ცოტა ხანში ალუდაც გამოჩნდა. შარვალი ისევ აკაპიწებული ქონდა და პერანგის ღილებიც ბოლომდე შეხსნილი. დამინახათუ არა, მაშინვე შეიკრა და გამიღიმა.
_რა დილაადრიან ჩამოსულხარ რძალო? წუხელ არ გეძინა?
_მე კი მეძინა, მაგრამ გეტყობა შენ არ გძინებია._ყანაზე ვანიშნე._ უთქმელად რომ მირწყავ ყანას, დიდი მადლობა.
_თქმა რად მინდოდა? ვანჩო იგივე ჩემი ძმაა და დახმარების ხელი არ აწყენდა მის ოჯახს._მითხრა და ისევ მორცხვად გამიღიმა და ისევ გამოაჩინა თავისი ლამაზი მწვანე ბრეკეტები.
_ამხელა მანძილზე ფეხით დადიხარ?_გამიკვირდა.
_გამვლელს გამოვყვები ხოლმე.
_აქედან ეს დაღლილი როგორღა მიდიხარ?
_აქედანაც ვიღაც მიედინება და იმას გავყვები._ისევ გამოაჩინა ალუდამ ჩამძივული კბილები._წუხელ გავიგე თქვენი ამბავი. ხომ არ გაუგიათ ვინ იყვნენ._მოულოდნელად დასერიოზულდა და დაჟინებით მომაშტერდა მუქი მწვანე თვალებით.
_ჯერ არაფერი. გაიგებენ ალბათ._"დავაიმედე".
მოულოდნელად ტელეფონი ამიწკრიალდა ჯიბეში. დედაჩემი იყო. ღელავდა სად ვიყავი.
_კაი, მე უნდა წავიდე. დიდი მადლობა ყანას რომ მირწყავ. ჩემზე იყოს.
_რის მადლობა, არ გრცხვენია?_მორიდებით გამიღიმა და ისევ ყანაში შებრუნდა.
ცხენს ქუსლები წავარტყი ფერდში და სულ ჭენებით დავბრუნდი სახლში. დედაჩემს წუხანდელი დასვრილი ჭურჭელი დაერეცხა უკვე და აივანზე გადმოყუდებული მე მელოდებოდა. მამაჩემი და ჩემი მამამთილი კი ბაღჩაში დადიოდნენ და ხეხილს ათვალიერებდნენ. თან რაღაცაზე საუბრობდნენ. კიბეზე ავედი თუ არა, დედაჩემმა ცხვირი აიბზუა.
_ახალგაზრდა გოგო ხარ და ცხენის სუნად ყარხარ, არ გრცხვენია? შენხელები ჯერ ისევ გასათხოვრები არიან და შენ კიდევ შვილებიც გყავს და ქმარიც, ოღონდ ციხეში...
_კარგი რაა, დე, ნუ იცი ხოლმე მასე. მე ასეთი ცხოვრება მომწონს და ამ ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. შენ შენი სურვილები აიხდინე, მე ჩემსას ავიხდენ. შენ ვაკეში ცხოვრება გინდა და ხომ ცხოვრობ? მე სადაც მეცხოვრება იქ უნდა ვიცხოვრო და ძალიან გთხოვ, პატივი ეცით შენ და მამამ ჩემს გადაწყვეტილებას. თუ მაინც და მაინც გინდათ, რომ ბინა მიყიდოთ, იმ ფულით მანქანა მიყიდეთ.
_რა მანქანა?_გაკვირვებულმა შემომხედა.
_რამე ისეთი, სოფელში რომ გამომადგეს. სექტემბრიდან გიგლა სკოლაში მიდის. ჩვენგან ცოტა მოშორებითაა და რომ ვატარო ხოლმე წვიმიან ამინდში.
დედაჩემს ხმა აღარ ამოუღია. შევატყე, ჭკუაში დაუჯდა ჩემი ნათქვამი და გუნებაში გამიხარდა. ამისი ერთი-ორი სიტყვა და მამაჩემი უეჭველი მიყიდიდა მანქანას. თან ისეთსას, მარტო სოფელში კი არა, რაიონში არ ეყოლებოდა არავის.
_მერე ტარება იცი?
_ვსწავლობ. გამოცდასაც ჩავაბარებ და მართვის მოწმობასაც ავიღებ._ამაყად რომ გამოვუცხადე, გაეღიმა.
_კარგი, დაველაპარაკები მამაშენს._ეს მითხრა თუ არა, ასი პროცენტით დავრწმუნდი, რომ ახლო მომავალში მანქანა მეყოლებოდა უკვე.
შუადღე გადასული იქნებოდა დედაჩემი და მამაჩემი თბილისში რომ დაბრუნდნენ. ინგა, დიდი ხვეწნის და მუდარის მერე, როგორც იქნა დავარწმუნე და დავიტოვე ჩემთან. ბიჭებსაც გაუხარდათ დეიდის დარჩენა და გვერდიდან აღარ შორდებოდნენ. პიტიც გააცნეს, ტორნადოც, ლამაზოც და მისი შვინდაც და მათი მთელი ოჯახიც. ინგაც ხალისით დასდევდათ ბიჭებს და ყოველ კუთხე-კუნჭულს გულდასმით და ხალისით ათვალიერებდა. ერთ რამედ ღირდა მათი აივნიდან ყურება. მერე ჰამაკში ჩასხდნენ და ახლა იქ გააბეს ლაპარაკი. კარგა ხანს ვუყურე და დავტკბი მათი ცქერით. მერე კი ჩემს საქმეს მივხედე. შუა საქმიანობაში ვიყავი, ეზოდან უცხო ხმა რომ შემომესმა. დამაინტერესა ვინ იყო და გავედი. ეზოს შუაგულში ალუდა იყო ჩაცუცქული და ბიჭებს ელაპარაკებოდათ. მალე ინგაც მიუახლოვდათ და შევატყე როგორ ინტერესით შეათვალიერა სიმპატიური ბიჭი. ალუდამ უცხო რომ დაინახა, მაშინვე წამოიმართა წელში და მორიდებით შეხედა.
_მე ინგა ვარ, ირას დეიდაშვილი._თამამად გაუწოდა ხელი.
ასეთი სითამამე ალბათ მოერიდა ალუდას და დარცხვენილმა ჩამოართვა მანაც თავისი დაკუნთული და მზემოკიდებული მარჯვენა. ინგას ასეთი სითამამე არ მომეწონა რატომღაც. მაგრამ, შევატყე რომ ძალიან მოეწონა ქერა, მწვანეთვალება ბიჭი და შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდა, რომ არ გაეცნო?
ალუდამ მოგვიანებით შემნიშნა აივანზე მდგარი და ღიმილით ამომხედა.
_გამარჯობა რძალო. თქვენს ყანაში ბაჭია ვიპოვე და ბიჭებს ამოვუყვანე.
მხოლოდ ახლა შევნიშნე გიგლა და ლაშა პატარა გალიაში ჩასმულ თეთრ ბაჭიას რომ დასტრიალებდნენ დიდი ინტერესითა და სიხარულით.
_ისე გაახარა, ჭკუაზე აღარ არიან._აკისკისდა ინგა. მერე ხელკავი გამოსდო ალუდას და სახლისკენ წამოიყვანა._წამოდი, ყავა დავლიოთ. ირაჩკას გემრიელი ნუგბარი გამოუცხვია და თან დავაგემოვნოთ.
ინგაზე გამებრაზა, ასეთ სითამამეს რომ იჩენდა ახლად გაცნობილ ბიჭთან. თქმით კი არაფერი მითქვია. უხმოდ ვუყურებდი როგორ ამოყავდა კიბეზე დარცხვენილი და უხერხულად გაღიმებული ალუდა. მერე, დავტრიალდი ჩემებურად, აივანზე მოვაწყე პატარა ტკბილეულის სუფრა, ყავაც მოვადუღე და სამივენი შემოვუსხედით. ინგა, როგორც ვივარაუდე, ალუდას მიუჯდა გვერდით და აღარ მოასვენა, ხან რას სთავაზობდა და ხან რას მორიდებულ ბიჭს. ალუდა კი უხერხულად იღიმოდა და უარს ვერაფერზე ეუბნებოდა.
_ხვალ ტყეში მინდა გასეირნება და თუ მოიცლი და გიდობას გამიწევ, დიდად დამავალებ._დაჟინებით მიაშტერდა ინგა ალუდას.
_ჩემზე უკეთ ირა იცნობს ამ ტყეს._მორიდებით შემომხედა ალუდამ._თუმცა, რა პრობლემაა, წავიდეთ.
_შეიძლება ირამ იცის, მაგრამ მის გვერდით ისე დაცულად და უსაფრთხოდ ვერ ვიგრძნობ თავს, როგორც შენს გვერდით ვიქნები._რაღაც ეშმაკურად შეჰღიმა.
_სულ ტყუილად არ აფასებ შენი დეიდაშვილის შესაძლებლობებს. ნებისმიერი ვაჟკაცი შემირცხვენია მასთან._ისე თქვა ალუდამ და თან ისეთი თვალებით შემომხედა, გული ამიფორიაქა.
ჩემთვის მღელვარება რომ არ შეემჩნია ავდექი და სამზარეულოში გავედი. ინგა ისევ თამამად ელაპარაკებოდა და თან გამომწვევად კისკისებდა. ჩემი შესვლიდან ალუდაც მალე წამოდგა და სახლში წავიდა.
_აუ, რა მაგარი ტიპია._სამზარეულოში შემოვიდა თუ არა, აღტაცება ვერ დამალა ინგამ._საწყენია, სოფლელი რომ არის._ყავის ფინჯნები ნიჟარაში ხმაურით ჩააწყო და მომიბრუნდა._როგორ უხდებოდა მორიდება და გოგოსავით გაწითლება... რა საყვარლად ეჩხვლიტებოდა ღიმილის დროს ლოყები... ცოლი ყავს?_რატომღაც გვიან დაინტერესდა მისი მდგომარეობით.
_არა.
ჩემმა პასუხმა უარესად გაახარა.
_სასწაული ბიჭია... რას საქმიანობს?
_სოფელში რას უნდა საქმიანობდეს?_"სოფელს" მკვეთრად გავუსვი ხაზი, რომ მეგრძნობინებინა,_როგორც ყველა, ესეც მიწის მუშაა და საქონელს უვლის.
_ერთი შეხედვით რომ დაგატყვევებს, ისეთი თვალები აქვს._შევატყე, რომ უკვე ღრუბლებში დაფრინავდა ჩემი დეიდაშვილი.
კეფაში წამოვარტყი მიწაზე დასაბრუნებლად. გაოცებულმა მომხედა.
_სისულელე არ ჩაიდინო ხვალ ტყეში იცოდე.
_რა სისულელე უნდა ჩავიდინო?_წყენა გაურია ხმაში._ბევრი ბევრი ვაკოცო იმ ფუმფულა ტუჩებში... ნეტა, შეყვარებული ყავს?
აღფრთოვანებული ინგა სამზარეულოში დავტოვე და აივანზე გავედი. ბავშვებს გადავხედე, ისევ ბაჭიას დასტრიალებდნენ. გიგლას თუთის პატარა ტოტები ეჭირა და ფოთლებს აჭმევდნენ. გამეღიმა. მერე ჩემს ოთახში შევედი და საგამოცდო ბილეთების შესწავლა დავიწყე. რატომღაც გული ვერ დავუდე და ისევ პრაქტიკის შესწავლა განვიზრახე.
_მანქანით ვაპირებ გასვლას მინდორში, წამოხვალ?_ინგას შევძახე რომელიც სამზარეულოში იყო ისევ.
_ტარება იცი რომ?
_თუ არასდროს მივუჯდები საჭეს, ვერც ვერასდროს ვისწავლი. თუ გეშინია დარჩი და ბიჭებს მიხედე არაფერი იტკინონ.
_მირჩევნია ბიჭებს მივხედო, თუ არ გეწყინება._რაღაცნაირი ღიმილით შემომხედა.
მართლა არ მწყენია. მარტო წასვლა მერჩივნა მაგის წიოკის და ქოთქოთის მოსმენას. წინანდელთან შედარებით უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად მივუჯექი საჭეს. ადვილად ავამუშავე ძრავა და ეზოდან ფრთხილად გავიყვანე მანქანა. გეზი მინდვრისკენ ავიღე. შედარებით უფრო სწრაფად და თამამად ვმართავდი. გაშლილ მდელოზე კარგად ვიმოძრავე. უკანა სვლა, მიხვევა, მოხვევა, შემობრუნება კარგად შევისწავლე და სახლში გამობრუნება დავაპირე, რომ ომარა, გურამას ბიჭი მომიახლოვდა ცხენზე ამხედრებული.
_ირა ბიცოლ, თქვენი თაფლა მშობიარობს._ქაქანით ძლივს ამოთქვა სათქმელი.
_მართლა?_გამიკვირდა._ჯერ ხომ დრო არ ქონდა? კარგად არის?_ავღელდი.
_ვეტექიმის ჩამოყვანა მინდოდა, გაუჭირდა.
_მე წავალ ანზორასთან. სად ხართ რომ იქ მოვიდე?
_ფშატებთან ვართ, ლამიანში._მითხრა თუ არა, ისევ იქით გაქუსლა.
მე მაშინვე ავამუშავე ძრავა და რაც შემეძლო სწრაფად გავაქროლე აღმართზე ჩემი ნივა. ბედზე ხნიერი ანზორა სახლში დამიხვდა. სიტუაცია რომ ავუხსენი, არ დამზარდა და მაშინვე ჩამიჯდა მანქანაში. ომარას მითითებულ ადგილზე რომ მივედით, ანზორა ბებრული სიმარდით ჩავიდა მანქანიდან და შორიახლოს წაქცეულ ძროხასთან რაც შეეძლო მარდად მივიდა. მეც კი გადავედი, მაგრამ ახლოს მისვლა ვერ გავბედე. ჯერ ერთი, სულ კაცები იყვნენ და მომერიდა მათთან მისვლა და მეორე, რატომღაც შემეშინდა...
ლამის ნახევარი საათი ბოლთას ვცემდი შორიახლოს და ნერვიულად ვიმტვრევდი თითებს. ისე განვიცდიდი, თითქოს მე ვმშობიარობდი. ბოლოს, როგორც იქნა ომარა მომიბრუნდა.
_ბიჭია ირა ბიცოლ, ბიჭი!_აღტაცებულმა მახარა.
გავბედე და მივუახლოვდი თაფლას, რომელიც მის წინ დაწოლილ შავ ხბოს სიყვარულით ლოკავდა თავისი ხაოიანი ენით. სიყვარულით ამიჩქროლდა გული. ჩემი თავი გამახსენდა თექვსმეტი წლის ასაკში რომ ვიმშობიარე გიგლა და ტაომ დამაყარა. მახსოვს, პირველად რომ დავხედე ჩემს შვილს, მაშინვე დამავიწყდა ის საშინელი ტკივილები, რაც მანამდე მქონდა და სიყვარულით ჩავიკარი გულში. დედა მაინც რომ ყოველთვის დედაა ცხოველი იქნება ეს, ფრინველი თუ ადამიანი. უკიდეგანო და უანგარო სიყვარული შეუძლია მას თავისი შვილისა...
_შეგიძლია შენი ბიჭი წაიყვანო სახლში. საღამოს თაფლასაც მოგიყვანთ._ღიმილით მითხრა მახომ, შუახნის მენახირემ.
ომარამ მაშინვე დაავლო ლამაზად მოკეცილ ხბოს ხელი და საბარგულში ჩამისვა. თაფლა ზმუილით გამოყვა, მაგრამ მახომ ჯოხით მოიგერია და მიაბრუნა შეშფოთებული დედა, რომელსაც შვილის დათმობა არ უნდოდა.
_მადლობის მეტი რა მეთქმის?_გულთბილად გავუღიმე კაცებს._ მაღარიჩი ჩემზე იყოს.
_ცივ ლუდზე მართლაც არ ვიტყოდით უარს._ომარამ ეშმაკურად მოჭუტა თვალები.
_ხბოს ავიყვან და ჩამოგიტანთ.
_არ შეწუხდე შვილო, არაფერი გვინდა._მახომ წყენით გადახედა ომარას.
ანზორამ ხელები გადაიბანა და მანქანაში ჩამიჯდა.
_დიდი ხბოა. ცოტა კი გაუჭირდა შენს თაფლას, მაგრამ ყოჩაღი ძროხაა._ბებრული სახე ღიმილით გადაუნათდა ანზორას._ვანჩოსი რა ისმის, როგორ არის?
_არაუშავს. კარგად არის. კვირაში ერთხელ რეკავს. ბავშვები ენატრება._ნაღვლიანად ვუპასუხე.
ანზორამ რომ შემატყო დანაღვლიანება, მეტი აღარაფერი უკითხავს მის შესახებ. საერთოდაც აღარ ამოუღია ხმა. უხმოდ ვიმგზავრეთ მის სახლამდე. მანქანიდან ჩასვლისას კი ისევ გამიღიმა.
_ღმერთმა სიკეთე მოგცეთ და კიდევ მრავალი მატება გქონოდეთ. კარგი გოგო ხარ და ყოჩაღად უძღვები ოჯახს. გაიხარე შვილო.
_მადლობა ანზორა ძია._მეც ღიმილით დავემშვიდობე კაცს და სახლში გავწიე.
მარტოს გამიჭირდა ხბოს გადმოყვანა მანქანიდან და ინგას ვთხოვე დახმარება, რომელმაც შიშით და ამრეზით წამახმარა ხელი. ბიჭებს ისე გაუხარდათ შავი ხბოს დანახვა, სულ გარშემო ურბენდნენ. დიდი გიგლაც ჩამოვიდა კიბეზე ფრთხილი ნაბიჯებით და ინტერესით შეათვალიერა ყოჩაღი და მართლაც ტანიანი ხბო.
_ყოჩაღ ჩვენ თაფლას, რა მშვენიერი ხბოა._კმაყოფილი მიეფერა ყელზე.
ხბო ბოსელში შევიყვანეთ. ხელები საგულდაგულოდ დავიბანე საპნით და ისევ მანქანაში ჩავჯექი.
_მენახირეებს ცივი ლუდი უნდა ჩავუტანო მაღარიჩი და მალე მოვალ.
_შეიძლება მეც წამოვიდე?_ამჯერად სურვილი გამოთქვა ინგამ და სანამ რამეს ვეტყოდი, გვერდით მომიჯდა.
აღტაცებული ათვალიერებდა გზის პირზე ბუნებას.
_მართლაც მშვენიერია აქაურობა, მაგრამ შენსავით აქ ცხოვრებას მართლა ვერ შევძლებ. რთულია. ძლიერი უნდა იყო, რომ სოფლის პირობებს შეეგუო.
_შენ არ გიყვარს სოფელი, თორემ სულაც არ არის რთული აქ ცხოვრება. უფრო თავისუფალი ხარ. ქალაქის ხმაურიან ქუჩებს და დაბინძურებულ ჰაერს მილიონჯერ მირჩევნია მთის სუფთა ჰაერი და ბუნების ხმაური...
_მაგაში მართალი ხარ, არ გედავები, მაგრამ აქ ბევრი საქმეა, შენ რომ გიყურებ: დილით საქონელს მიხედე, გააცილე, ბოსელი დახვეტე, ქათმები, ბავშვები, სადილი, ვახშამი, ჭურჭელი, სარეცხი, მამამთილი. შენი თავისთვის ვეღარ მიგიხედია... კიდევ კარგი ქმარიც არ გყავს მისახედი.
წყენით შევხედე. ალბათ სახეზე აშკარად მეწერა და მაშინვე ენას დააჭირა კბილი.
_მე კმაყოფილი ვარ ასეთი ცხოვრებით. შეიძლება მართალიც ხარ, იქნებ უკეთესიც არის ვანჩო რომ ციხეშია, მაგრამ გინდაც არ იყოს, მაინც მომწონს აქ. გემოვნებაზე არ დავობენ. შენ სადაც გინდა იქ იცხოვრე, არ შეგედავები...
ინგა გაჩუმდა, ხმა აღარ ამოუღია. აღარც მე არ მითქვია არაფერი. უხმოდ ვიმგზავრეთ ციცოს მარკეტამდე. ზედაზენის ლუდი ჩამოვასხმევინე სამი ლიტრა. შემწვარი ვარიაც ვიყიდე. პური, ტკბილეულიც და მენახირეებისკენ გავეშურეთ.
ძალიან გაუხარდათ ჩემი მიტანილი საგზალი. თავიდან კი თითქოს უარზე იყო მახო, მაგრამ ომარამ დიდი მადლობით ჩამომართვა პარკები და იქვე ჩრდილში მოკალათდა. ინგა მანქანიდან არ გადმოსულა, ძროხების და იქვე მწოლიარე დიდი ნაგაზის შეეშინდა. მანქანიდან გვიყურებდა.
_გემრიელად მიირთვით._ვუთხარი და მალევე გამოვბრუნდი.
_რა თვალებით გიყურებს ეგ ბიჭი, შეატყე?_მანქანაში ჩავჯექი თუ არა, ეშმაკური ღიმილით მიჩურჩულა ინგამ.
დავიბენი.
_ვინ ბიჭი? ომარა? შენ ხომ არ გაგიჟდი?_შევიცხადე.
_დავიჯერო მის ფარულ ზრახვებს ვერ ხვდები?_ეშმაკური ღიმილი არ მოუშორებია სახიდან.
_სისულელეებს ნუ ლაპარაკობ რა!_შევუბღვირე დეიდაშვილს._ჯერ ერთი, გვენათესავება, მეორეც, ბავშვია ჩემთან.
_წლოვანებას რას უყურებ, ჩამოყალიბებული კაცია უკვე და ქალთან დაწოლაზე უარს არ იტყოდა. აბა, მიუშვი და თუ არ გააკეთოს ბავშვი, ნახავ.
_გაჩუმდები თუ აქვე ჩამოგსვა?_შევუბღვირე.
_რახან ბრაზობ, ესე იგი შენც ატყობ, რომ სხვა თვალით გიყურებს. მშვენიერი გოგო ხარ. არც ერთი კაცი არ იტყოდა შენზე უარს. თუნდაც ომარა, შენს ყურებაში ლამის დორბლი ჩამოსდის პირიდან. არ გეშინია უქმროდ დარჩენილი ქალი ვინმემ რომ გამოგიჭიროს და...
მოულოდნელად ისე მკვეთრად დავამუხრუჭე მანქანა, ინგამ თავი ვეღარ შეიმაგრა და ლამის თავით მიასკდა საქარე მინას. გაოცებულმა და გაკვირვებულმა შემომხედა.
_გაგიჟდი?_შიშისგან გაფართოებული თვალებით შემომხედა.
_ხო და სისულელეების ლაპარაკს შეეშვი!_მკაცრად დავუბრიალე თვალები.
_კარგი, ხო... უბრალოდ მე მეშინია და შენ არა? ასე თავისუფლად რომ დადიხარ ტყე-ღრეში, ცოტა იფრთხილე. შენთვის გეუბნები. რაც არ უნდა ვანჩოს შიში, რიდი და ხათრი ქონდეთ, ის ციხეშია და რამე რომ მოიწადინონ, ვერაფერს გიშველის იქიდან. ერთი თუ შეუჩნდა კაცს ეშმაკი და ვნებამ აურია თავგზა, იცოდე ვერაფერი შეაკავებს. მითუმეტეს იციან, რომ თვეებია კაცი არ გყოლია და ყველა ეცდება შენს შეცდენას.
_ბოლოს და ბოლოს გაჩუმდები თუ არა?_იმხელა ხმაზე ვუკივლე, მე თვითონ შემეშინდა.
ინგა გაჩუმდა, მაგრამ ჩემს ტვინში ჩარჩენილი მისი სიტყვები მაინც ხმამაღლა ყვიროდნენ და მათგან თავის დაღწევა შეუძლებელი იყო. ინგა მართალი იყო. მართალია არ მინდოდა საკუთარ თავს გამოვტყდომოდი, რომ ზოგიერთი კაცი მართლაც სხვა თვალით მიყურებდა სოფელში და აშკარად ვგრძნობდი მათ ფარულ ურცხვ ზრახვებს, მაგრამ ფარ-ხმალს მაინც არ ვყრიდი. არავის ვაჩვენებდი ჩემს შიშს თუ უმწეობას. არავის ვუხრიდი თავს და არავის ვაძლევდი იმის მიზეზს, რომ ქუჩის კახპასავით მომქცეოდა. ვერ ვიტყვი, ქმარი მიყვარდა და მისი ერთგული მიტომ ვიყავი, მაგრამ ოჯახს და ჩემს თავს ვცემდი პატივს. პირველ რიგში ჩემს გამო ვიყავი მისი ერთგული და მერე უკვე შვილების, ოჯახის და ბოლოს ვანჩოს გამოც.
მანქანა ადგილიდან დავძარი და უსიტყვოდ გავნაგრძეთ გზა. ინგას ხმა აღარ ამოუღია. აღარც მე. დამდურებულებივით მივედით სახლში და მაშინვე ჩვენი შავი ბიჭი მოვინახულე, რომლისთვისაც ბიჭებს უკვე შეერჩიათ სახელი ბლეიქი და ეფერებოდნენ.
_დე, დე, იცი, ბლეიქმა ხელი ამილოკა?_გაკვირვებული და გახარებული ლაშა მაშინვე მომეხუტა და ხელში აყვანა მომთხოვა.
მეც მაშინვე დავწვდი, ხელში ავიტაცე და ყელში მადიანად ჩავპროშნე. საყვარლად ახითხითდა და ჩემი მოგერიება სცადა. ინგას დაჟინებული მზერა რომ ვიგრძენი, შევხედე. მოშორებით იდგა და ღიმილით გვიყურებდა. სიყვარული ჩანდა მის თვალებში. მის მიმართ წეღანდელმა წყენამ მალევე კი გამიარა, მაგრამ მაინც დაბღვერილი ვუყურებდი, მაგრამ ახლა ისე გვიყურებდა, ღიმილი ვეღარ შევიკავე. გავუღიმე თუ არა, მაშინვე მოვიდა და ჩაგვეხუტა.
_მიყვარხარ და შენზე ვზრუნავ. წეღან ზედმეტი მომივიდა და გაწყენინე, ბოდიში.
_ბოდიში იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუ მაგ სისულელეებს აღარ გაიმეორებ.
_გპირდები._გამიღიმა და ტუჩებზე ორი თითი გაისვა, ვითომ ელვა შესაკრავით შეიკრა._მაგ თემაზე ხმას აღარ ამოვიღებ.
ხელი გადავხვიე და სახლში ავედით.
_დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით პიცას გამოვაცხობ, თუ ნებას დამრთავ შენ სამზარეულოში ვიტრიალო.
_თუ კი მაგ სიკეთეს იზავ, წინააღმდეგი არ ვარ. მანამდე კი მე ჰამაკში ვინებივრებ, სანამ შენ რამე სასუსნავს მოგვიმზადებ._ჩავედი და მართლაც ჰამაკში ჩავწექი.
მესმოდა როგორ ასწავლიდათ და უხსნიდათ ინგა ბიჭებს პიცის გამოცხობის ტექნოლოგიას და მეღიმებოდა. მერე ყურსასმენები მოვირგე და ჩამავალი მზის ცქერით ვტკბებოდი. ისე დამატყვევა ამ დიდებულმა სანახაობამ, ალუდა როგორ შემოვიდა ეზოში ვერ გავიგე. თავზე რომ წამომადგა, მხოლოდ მაშინ შევამჩნიე და მოულოდნელობისგან დაბნეული მაშინვე წამოვჯექი.
_იმის დასაზუსტებლად მოვედი, დილით რომელ საათზე წავიდეთ ტყეში?
_ტყეში?_გამიკვირდა.
_ხო, შენმა დეიდაშვილმა რომ მთხოვა._ალუდა დაიბნა და მორიდებით გამიღიმა.
_ააა._გამახსენდა._რა ვიცი, დილით ცოტა გაღვიძების პრობლემა აქვს და რა გითხრა არ ვიცი.
_ერთ ადგილზე კარგი სოკო მეგულება. ტყუილად ხომ არ ვივლით და ვიფიქრე, მოგვეკრიფა.
_გგონია ინგა სოკოს მოგიკრეფავს? _გამეცინა.
_ინგა არ მოკრიფავს, ჩვენ მოვკრიფოთ...
_ჩვენ?_უარესად გამიკვირდა.
_შენ არ მოდიხარ?_ალუდას ჩემზე მეტად გაუკვირდა.
_ალუდა ბიძია მოსულა!_აღტაცებული ლაშას ხმა და კიბეზე ბრაგი-ბრუგი ერთდროულად შემომესმა._შენი მოყვანილი ბაჭია იცი რა კარგად ჭამს თუთის ფოთლებს?
ლაშას გიგლაც მოყვა და აქეთ იქიდან შემოეხვივნენ ალუდას.
_დედამ სხვა გალიაში ჩაგვისვა, ჩვენ თვითონ ვაჭმევთ და წყალსაც ვუსხავთ.
_ეს რა ყოჩაღი ბიჭები ხართ._გულღიად გაეცინა ალუდას და ისევ თვალი მომჭრა მისმა მწვანე ბრეკეტებმა.
_იცი, ჩვენმა თაფლამ შავი ხბო გააჩინა და ბლეიქი დავარქვით, წამო გაჩვენო._გიგლამ ხელი მოკიდა და ბოსლისკენ გაიწია.
ალუდა ღიმილით დასწვდა ბიჭებს, ერთი ერთ ხელში აიყვანა, მეორე კიდევ მეორეში და ისე წავიდნენ ბლეიქის სანახავად. თვალი გავაყოლე ახითხითებულ ბიჭებს და გული დამწყდა, რომ ვანჩო არასდროს მოფერებია ასე თავის შვილებს და ხელში არ აუყვანია. მართლა ლამაზი სანახავები იყვნენ. მერე გავბრაზდი ჩემს თავზე ასეთი ფიქრები რომ მიტრიალებდა თავში. მაშინვე წამოვდექი ჰამაკიდან და მაღლა ავედი. ინგა გაქაფული აბრტყელებდა ცომს.
_ალუდას ხმა იყო თუ მომეჩვენა?_ინტერესით მკითხა.
_არ მოგჩვენებია.
_წავიდა?
_არა.
_მაშინ წავალ, მივესალმები. დანარჩენი შენ გააგრძელე._წინსაფარი მოიძრო და სანამ რამეს ვეტყოდი, კისრისტეხით დაეშვა კიბეზე.
სინანულით გავიქნიე თავი. მისი მიგდებული წინსაფარი ავიფარე და პიცის გაკეთებას შევუდექი. ცომი მთლიანად გავაბრტყელე ტაფაზე. ტკბილი კეტჩუპი წავუსვი. ინგას მიერ გამზადებული დაჭრილი ძეხვი, პომიდორი და ბულგარული წიწაკა შემოვაწყე. გახეხილი ყველიც მოვაყარე, მაიონეზი მოვასხი და ქურაში შევდგი. მერე ხელები გადავიბანე და აივანზე გავედი. ინგა, ალუდა და ბიჭები კიბეზე ამოდიოდნენ უკვე.
_ალუდას ჩემი გამომცხვარი პიცა უნდა გავასინჯო._კეკლუცად გამიღიმა ინგამ.
_შენი გამომცხვარი?_მის ნათქვამზე თავი ვერ შევიკავე და გამეღიმა.
_თან ხვალინდელ ლაშქრობაზე დავილაპარაკებთ. ალუდამ თქვა, სოკო არის ბევრიო. მე კი არ ვიცი სოკოს ცნობა, მაგრამ ხომ მასწავლით._თავი მოისაწყლა.
_მეტი რა გზა გვაქვს, სოკოთი მოწამვლა გვინდა ახლა?_გამეღიმა.
_დილით ჯობია წასვლაო, თან ფეხითო და ბიჭებს რა უნდა ვუყოთ? დიდი გიგლა ვერ დაიტოვებს?
_სულ ის არ ინახავს, როცა ირა საქმეზეა გასული?_ალუდამ დაამშვიდა ჩემი დეიდაშვილი.
_მაშინ საქმე აგვწყობია და ეგ არის._სიხარულით შემოჰკრა ინგამ ტაში._ოღონდ რა მინდა გთხოვოთ იცით? სადამდეც სამანქანე გზაა, იქამდე რომ მანქანით წავიდეთ და მერე ფეხით ვიაროთ, ვერა?
_მძღოლი თუ თანახმაა, მე წინააღმდეგი არ ვარ._ისეთი თვალებით შემომხედა ალუდამ, უარი ვეღარ ვთქვი.
_გადაწყდა, დილით რვა საათზე წავიდეთ მანქანით და მერე ფეხით._გაუხარდა ინგას და სამზარეულოში შევარდა._ამ ლაპარაკში პიცა არ დავწვათ.
გიგლამ ალუდას ხელი ჩაავლო და ისიც სამზარეულოში შეიყვანა.
_ჩვენც ვეხმარებოდით დეიდას და მოდი გასინჯე როგორი გამოვა.
მე აივანზე დავრჩი. მოაჯირს მივეყუდე ზურგით და სიბრაზის დაძლევას შევეცადე. ინგაზე ვბრაზობდი. რაც ვანჩო დაიჭირეს ციხეში, მას მერე ალუდა აღარ მოდიოდა ჩვენთან. თუ მოვიდოდა, ისიც გზიდან გველაპარაკებოდა და მალევე მიდიოდა. უქმროდ დარჩენილ ქალთან ვერ ბედავდა შემოსვლას, რომ მეზობლებისთვის სალაპარაკო არ მიეცა და ახლა ეზოში კი არა, სახლშიც კი შემოყავდა ამ ტუტუც გოგოს.
_რა გჭირს, რა თავ-პირი ჩამოგტირის?_ეჭვით გამომხედა ინგამ.
_ისეთი არაფერი.
_ხო და შემოდი, ნახე რა გემრიელი პიცა გამოვაცხე.
უკმაყოფილო სახით შევედი სამზარეულოში. კარადიდან თეფშები და ჭიქები გამოვიღე და მაგიდაზე გავშალე. გიგლა და ლაშა მოუთმენლად ელოდნენ, როდის დაჭრიდა ინგა მადისაღმძვრელ პიცას. ხელსახოცებიც დავაწყე. მერე მაცივრიდან ცივი კოლაც გამოვიღე და მეც მივუჯექი მაგიდას. პიცა მართლაც არაჩვეულებრივი იყო. ინგამ ისე მოიწონა ალუდასთან თავი, თითქოს უმაღლესი კულინარი და მცხობელი ყოფილიყოს. მომწყინდა მისი ბაქიაობა და მალევე წამოვდექი.
_ბოდიში, დაგტოვებთ.
_წადი, წადი, ბილეთებს ჩაუჯექი, მეტი საფიქრალი ხომ მაინც არაფერი გაქვს._მომაძახა ინგამ.
_რა ბილეთები?_ინტერესით შემომხედა ალუდამ თავისი მწვანე თვალებით.
_მართვის მოწმობის აღებას აპირებს._სანამ მე ვიტყოდი რამეს, ინგამ დამასწრო.
_მართლა?_აშკარად გაუხარდა._ დარეგისტრირდი უკვე?
_ჯერ არა და სიმართლე ვთქვა, არც კი ვიცი როგორ უნდა დავრეგისტრირდე.
_ჩასარიცხი აპარატიდან. შაბათ-კვირას შეგიძლია მარტო, ისიც ღამის თორმეტ საათზე გამოდის ხუთი-ათი წუთით ფანჯარა და უნდა მოასწრო. მითხარი, როცა დააპირებ და გაგყვები, დაგარეგისტრირებ.
_მადლობა, მაგრამ ჯერ არ ვიცი როდის გადავწყვეტ.
_არ მოგერიდოს, როცა გენდომება, დაგეხმარები._თავისი ბრეკეტებით ისევ თვალი მომჭრა ალუდამ.
სამზარეულოდან გამოვედი და ჩემს ოთახში მართლაც ბილეთებს ჩავუჯექი. კიდევ დიდხანს მესმოდა ინგას ლაქლაქი და გამომწვევი კისკისი. ბიჭებიც დიდი კაცებივით ეტიკტიკებოდნენ ალუდას. მისი ლაპარაკის ხმა არ მესმოდა, მხოლოდ შორისდებულები: უუჰ, ვაი, ბიჭოს, ყოჩაღ...
ბოლოს, როგორც იქნა დაიშალნენ. ინგამ ეტყობა ჭიშკრამდე მიაცილა ალუდა. მერე ღიღინით ამოირბინა კიბის საფეხურები და ისევ სამზარეულოში შევიდა. ღიღინით დარეცხა ჭურჭელი. მერე კი ჩემთანაც შემოვიდა ოთახში.
_არაჩვეულებრივი ბიჭია, მაგრად მომწონს... მგონი მიყვარდება კიდეც. ისე, მგონი არც თვითონ უნდა იყოს ჩემს მიმართ გულგრილი არა?_წინ ჩამომიჯდა და ინტერესით ჩამხედა თვალებში._რომ მიღიმის როგორ წითლდება არ შეგიმჩნევია? რა საყვარლად ეჩხვლიტება ლოყები... და ან ძმა ყავს?
_და ყავს, მეზობელ სოფელშია გათხოვილი._თავი არ ამიღია ლეპტოპიტან ისე ვუპასუხე.
_დედ-მამა?
_მამა კი, დედა მის მშობიარობას გადაყოლია.
_უი, ობოლია?_ძალიან დაენანა._ესე იგი, უქალო ოჯახი აქვს? ჩემი ხელი არ აწყენდა არა?
ახლა კი ვინებე და გაოცებულმა შევხედე.
_რამდენი წლის არის იცი?_მის შესახებ ინფორმაციის მოძიებას არ წყვეტდა ინგა.
_არ ვიცი, ალბათ ოცის.
_უი, ოთხი წლით არის ჩემზე პატარა?_თითქოს ეწყინა. მაგრამ მერე მაინც ღიღინით წამოდგა და მარტო დამტოვა._ისწავლე, ისწავლე შენი ბილეთები აღარ მოგაცდენ შუმახერო კაბაში.
დიდხანს აღარ გავჩერებულვარ, მეც გამოვედი ოთახიდან, რათა ძროხების მოსვლის დრო იყო და უნდა მომეწველა. ჩემი მამამთილი ბაღჩიდან რომ გამოვიდა, ცოტა გამიკვირდა, სულ აღარ გამხსენებია ეს კაცი და იმიტომ. წელზე ქონდა ხელები შემოწყობილი.
_შინდი კარგად დამწიფებულა უკვე და ჩამოსაკრეფია._თქვა და ტაბურეტზე ფრთხილად ჩამოჯდა.
_არ ინერვიულო გიგლა ბიძია, ხვალ მე და ირაჩკა ჩამოვკრიფავთ. დილით კი ჯერ სოკოზე წავალთ ტყეში და იქიდან რომ მოვალთ მერე.
_სოკოზე მიდიხართ შვილო?_თითქოს არ დაუჯერა ინგას და მე მომიბრუნდა ჩემი მამამთილი.
_ტყეში უნდა გასეირნება და ბარემ ცოტას დავკრეფდით...
_კარგია. ადგილები იცით?
_ალუდამ თქვა ვიციო. ისიც მოდის._სიხარულით ახარა ინგამ.
_ხოო, ალუდა მართლაც კარგი ბიჭია, მასეთი რაღაცეები არ ეშლება.
_მართლა კარგი ბიჭია, მეც მომწონს._გადაიკისკისა ინგამ და ჰამაკში ჩაჯდა.
მე ვედრო ავიღე და ბოსელს მივაშურე ძროხების მოსაწველად. მერე ყველი ამოვიყვანე. ქათმებს დიდმა გიგლამ დაუყარა საკენკი. ღორსაც მან აჭამა. პიტი და ფუმფულა კურდღელი კი ბიჭებმა დააპურეს. ვახშამზე უარი რომ მითხრეს, რატომღაც გამიხარდა. აბაზანაში სათითაოდ შევიყვანე, დავბანე და დასაძინებლად გავგზავნე ოთახში. არ შემწინააღმდეგებიან ისე წავიდნენ დასაძინებლად. მე ინგასთან ჩავედი, რომელიც ისევ ჰამაკში იჯდა და ნებიერად ირწეოდა. ჩაიჩოჩა და მეც ჩამაჯინა.
_საღამოობით როგორ ცივა თქვენთან._მომეხუტა. ეტყობოდა რომ მართლა სციოდა._იცი, რაღაც მინდა გითხრა, თუ არ გამიბრაზდები.
ამ შესავალზე გული უკვე შემიფრთხიალდა.
_ინტერნეტით კარკასული აუზი გამოვუწერე შენს ბიჭებს. ზეგ მოიტანს კურიერი.
_რაა?_წამოვიწიე.
_გაუხარდებათ. ისეთი დიდია, თუ მოინდომებ შენც იჭყუმპალავებ._"დამამშვიდა".
_რად გინდოდა? ძვირი ჯდება?
_მაგაზე შენ ნუ იდარდებ. გიგლას დაბადების დღის საჩუქარია იცოდე და შენი ზედმეტობები არ გავიგო. წამოდი ახლა დავწვეთ, თორემ დილით ვეღარ ავდგებით.
_შენ წადი, მე ჯერ მაინც არ მეძინება.
_კაი, ძილინებისა._ლოყაზე მაკოცა და რის ვაი-ვაგლახით წამოდგა.
დიდხანს დავყავი ჰამაკში. მსიამოვნებდა ღამის სიგრილე. ნებიერად ვირწეოდი და ვანჩოზე ვფიქრობდი. ამ ხნის მანძილზე პირველად მოხდა, რომ ასე ძალიან მენატრებოდა. ცრემლმა დამისველა თვალები. რა გაძლებდა უიმისოდ თხუთმეტი წელი? ჯერ ერთი წელიც კი არ იყო გასული. დედაჩემი მართალი იყო, ოცდაორი წლის გოგოები ჯერ კიდევ გასათხოვრები იყვნენ და მე? ორი შვილი მყავდა უკვე და ქმარი, რომელიც მხოლოდ ექვსი წელი იყო ჩემს გვერდით. მომენატრა მისი შეხება, ჩახუტება... მისი კოცნა, მისი ალერსი და გული მომეწურა. გადავწყვიტე, გრძელვადიანი პაემანი მომეთხოვა ციხის ადმინისტრაციასთან. როგორც გაგებული მქონდა, ასეთი რამ შესაძლებელი იყო, ოცდასამი საათის განმავლობაში ერთად ვიქნებოდით მარტოები. ვანჩოს კი არასდროს გამოუთქვია ეს სურვილი, მოკლე ვადიან პაემანზეც არ უნდოდა რომ მივსულიყავი, მაგრამ მე მინდოდა ძალიან. ვგრძნობდი, რომ სიმტკიცე და ნებისყოფა მღალატობდა უკვე ნელ-ნელა და მისი ჩახუტება მინდოდა. შეიძლება მისიც არა, უბრალოდ ალერსი მინდოდა და სხვის მკლავებში თავის ამოყოფას, ისევ ქმართან წასვლა მერჩივნა...
გვიან ავდექი ჰამაკიდან. აბაზანაში შევედი და კარგა ხანს დავყავი იქ. ოთახში ფრთხილად შევიპარე, რომ ინგა არ გამეღვიძებინა, რომელსაც მშვიდად ეძინა უკვე. დაძინება, როგორც ყოველთვის, ახლაც გამიჭირდა. ალბათ, ორი საათი მეძინა მხოლოდ. ირიჟრაჟა თუ არა, ავდექი და საქონელს მივხედე. გიგლამაც ჩამომხედა და ნახირში მან გარეკა. ყველს ვაკეთებდი უკვე, მაღლა რომ ამოვიდა.
_იცი, შვილო, ცუდად არ გამიგო და ეგ შენი ინგა ძალიან გაუთამამდა ალუდას. რამე რომ მოხდეს მერე, ბიჭს უნდა დააბრალონ. მე ვერაფერს ვეტყვი, ეწყინება ჩემგან. იქნებ შენ უთხრა რამე, დაარიგო, რომ ცოტა მორიდებული იყოს.
მართალი იყო გიგლა, ვეთანხმებოდი, მაგრამ რატომღაც მაინც მეწყინა. თუმცა, არ შემიმჩნევია. დავპირდი, რომ დაველაპარაკებოდი ჩემს დეიდაშვილს და კიდევ რომ არაფერი ეთქვა, ჩემს ოთახში შევედი. ღია ფანჯარაზე, რომელიც ტყეს გაჰყურებდა, რაფაზე შემოვსკუპდი, თავი მუხლებზე დავიდე და ასე გავირინდე. კარგა ხანს ვიჯექი და უაზროდ გავყურებდი ტყეს. ფიქრის თავი მართლა არ მქონდა. ინგამ რომ გაიღვიძა და გამომელაპარაკა, მოულოდნელობისგან შევკრთი.
_რა მოგიწყენია?_პერანგისამარა მომიახლოვდა და ჩამეხუტა._შენ რა ტირი?_გაოცებულმა ჩამხედა თვალებში.
_არა._ვიუარე, თუმცა კი მართლა ვტიროდი უმიზეზოდ.
_თურმე ძლიერი ქალებიც ღვრიან ცრემლებს._დაიხარა და ლოყაზე მაკოცა. _მე შენს ადგილზე ამდენს ვერ გავქაჩავდი. ყოჩაღ შენ. თუ ტირილი გინდა იტირე, არავინ დაგძრახავს.
_არ ვტირი, უბრალოდ თვალში რაღაც ჩამივარდა._მაშინვე ჩამოვხტი ფანჯრის რაფიდან._ის დროა, რომ შენც გამზადება დაიწყო. შენი ამბავი რომ ვიცი, ერთი საათი მოუნდები გამოპრანჭვას და ტყეში წასვლას ვეღარ მოვასწრებთ.
_ახლავე მივდივარ, არ ინერვიულო._ხალათს წამოავლო ხელი და აბაზანაში გავარდა.
მეც გამოვედი ოთახიდან. სანამ ინგა იბანავებდა და გამოიპრანჭებოდა, ეზო მივალაგე და დავგავე. მერე კი ჰამაკში ჩავჯექი და მოთმინებით დაველოდე ინგას ჩამოსვლას. უკვე მოთმინება რომ გამომელია და წამოვდექი, რათა ცოტა დამეჩქარებინა ჩემი პრანჭია დეიდაშვილი, ალუდაც მოვიდა.
_დილა მშვიდობისა რძალო. მზად ხართ, წავიდეთ?
_კი, კი. _ზურგს უკან ინგას ხმაც გავიგე და კიბეზე ხმაურით ჩამოსვლაც.
ალუდას აშკარად შეეცვალა ინგას დანახვაზე სახე. მეც ინტერესით შევბრუნდი და პირი ღია დამრჩა: ზედმეტად გულამოღებული მაისური და ძალიან მოკლე შორტები ეცვა
_ეგ იქ არ გამოგადგება._ალუდამ მორიდებით ანიშნა ტანსაცმელზე.
_პლიაჟზე კი არ მოდიხარ._მეც გავიმკაცრე ხმა.
_რა არ მოგწონთ ერთი?_ეწყინა ინგას და ტუჩი აიბზუა.
_ან ჭინჭარი დაგსუსხავს, ან რამე გიკბენს. ჯობია სხეული დაფარული გქონდეს._შევატყე როგორ გაწითლდა ალუდა და თვალი მოარიდა მის ნახევრად მოშიშვლებულ მკერდს.
_შეიძლება რომ რამემ მიკბინოს?_ცოტა შეშფოთდა._წავალ მაშინ და გამოვიცვლი. ხომ დამელოდებით?
_აბა რას ვიზავთ?_მორიდებით გაუღიმა ალუდამ და მანქანას მიეყუდა.
მეც უკან გავყევი დეიდაშვილს უკმაყოფილო ბუტბუტით.
_თავში ტვინი გაქვს?_შევედით თუ არა ოთახში, დავეძგერე._ასე ქუჩის კახპასავით რომ არ ჩაიცვა, არ შეიძლება?
_აბა, შენსავით მონაზონივით ხომ არ ვივლი?_აქეთ შემომიტია._შენი მშვენიერი სხეული რომ გამოამზეო ხანდახან, არ გაწყენდა. ამ სიცხეში გული მაინც არ გიწუხდება მასე რომ დადიხარ?
თვალები ისე დავუბრიალე, მალევე გაჩუმდა. უსიტყვოდ დაიწყო ტანსაცმლის გამოცვლა. ზუსტად ათი წუთი მოანდომა გამოპრანჭვას. უფრო მეტ ხანსაც მოუნდებოდა მე რომ არ მემარჯვა და ძალით არ გამომეგდო, სარკის წინ რომ ტრიალებდა გულის გასახეთქად.
მართალია, ალუდას არაფერი უთქვია, მაგრამ აშკარად შეწუხებული ჩანდა ლოდინით და ჩვენ რომ დაგვინახა კიბეზე ჩასულები, მორიდებით შემოგვღიმა.
_საჭესთან შენ დაჯექი, მე ჯერ კარგად არ ვიცი და ტყეში გამიჭირდება._დარცხვენით ვაღიარე და გასაღები მას მივაჩეჩე, მე კი უკანა სავარძელზე მოხერხებულად მოვკალათდი.
ალუდა უსიტყვოდ მიუჯდა საჭეს. ინგა როგორც ვვარაუდობდი მის გვერდით მოკალათდა და ეზოდან გავედით თუ არა, მაშინვე ჩართა მაგნიტოფონი მაღალ ხმაზე და თვითონაც აღიღინდა.
ნერვები დაწყვეტაზე მქონდა მის შემხედვარეს. ისე გამომწვევად იქცეოდა, აშკარად უხერხულში აგდებდა ალუდას. მეც მისი მერიდებოდა, თორემ ინგას თმებში ვწვდებოდი და იმ უტვინო თავს გემრიელად ვახათქუნებინებდი საქარე მინაზე. უკვე აფეთქების ზღვარზე ვიყავით, ალუდამ მანქანა რომ შეაჩერა და აქედან ფეხით მოგვიწევს წასვლაო, გამოგვიცხადა. კალათები მოვიმარჯვეთ და საცალფეხო ბილიკს დავადექით. წინ ალუდა მიდიოდა, მერე ინგა და ბოლოში მე. ინგას ენა არ გაუჩერებია, ათას სისულელეს ყვებოდა და გამომწვევად კისკისებდა. მერე, მალე დაიღალა და ცოტა შევისვენოთო გამოგვიცხადა.
ალუდა წინააღმდეგი არ წასულა. ხის ძირში ჩამოჯდა, ყურსასმენები მოირგო და ხეს ზურგით მიეყუდა. აშკარად დაღლილი იყო მისი ლაქლაქით, მაგრამ ზრდილობიანი ბიჭი ვერაფერს ეუბნებოდა. მეც შორიახლოს ჩამოვჯექი ჩირგვზე. ინგა კი მივიდა და გვერდით მიუჯდა, თან ცალი ყურსასმენი გამოაძრო ღიმილით.
_მეც რომ მოვუსმინო ხომ შეიძლება?_იკითხა კი, მაგრამ თანხმობას არ დალოდებია, მაშინვე ყურში გაირჭო.
ერთხანს ღიმილით უსმენდა, მერე კი სიმღერას ღიღინიტ აჰყვა და ადგილზე აცეკვდა კიდეც.
"მძინარს მესიზმრები, მღვიძარს მეფიქრები,
ღმერთს მუდამ ჩვენ ერთად ყოფნას ვევედრები,
დღითი დღე უფრო ძლიერ მიყვარდები,
სულ გაგიფრთხილდები, სულ მოგეფერები..."
_რა დამწვარი ყოფილხარ?_გაკვირვებულმა ინგამ ბოლოს ღიმილით შეხედა.
ალუდა აშკარად გაწითლდა და გულწრფელად შემეცოდა ინგას ხელში.
_სხვა რა სიმღერები გაქვს?_ ახლა ტელეფონი გამოართვა და ეტყობა სხვა სიმღერაზე გადართა. სულ მალე ისევ ამღერდა:
_"წარსულის ნისლში ისევ იკარგები,
შენზე ფიქრებს მე გულით დავატარებ.
შენს ლამაზ ბაგეს ვერ მოვეფერები
და ამ ცხოვრებას მარტოდ გავატარებ ..."
_მართლა ძალიან დამწვარი ყოფილხარ სულ ასეთ სიმღერებს თუ უსმენ. ერთსაც მოვუსმენ, შეიძლება?_თუმცა არც ამჯერად დალოდებია თანხმობას და ისევ მალე ამღერდა მთელი გრძნობით:
"ხელი ჩამკიდე, ერთად გავუყვეთ გზებს,
დილით კი მინდა ცაზე აგინთო მზე,
ღამით გითხრა, რომ ჩემი სუნთქვა ხარ შენ,
მე შენ მიყვარხარ, უშენოდ ვერ გავძლებ."
ალუდას რომ შევხედე, ჭარხალივით იყო გაწითლებული.
_ვერ დაისვენე?_უკმეხად ვკითხე დეიდაშვილს._ადექი, წავიდეთ._ვთქვი და წამოვდექი კიდეც._ტელეფონი პატრონს დაუბრუნე._სიმკაცრეც გავურიე ხმაში.
_მოკლეთ, შენ ხომ არაფერს დააცდი ადამიანს რაა._ბუზღუნით წამოდგა ისე, რომ ალუდას დაებჯინა.
ალუდამაც ზრდილობიანად უშველა წამოდგომა და თვითონაც წამოდგა.
_იქით ცოტა თავქვეა და სიფრთხილე გვმართებს._თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ბიჭმა და ისევ დაწინაურდა. ტელეფონი და ყურსასმენები კი ჯიბეში ჩაიწყო.
მართლაც მივადექით თავდაღმართს. პირველი ალუდა ჩავიდა. ინგა უკან მიყვებოდა და ლამის ზედ ეკიდებოდა წიოკით, მიშველე, არ წამაქციოვო. მე შევძელი და მარტომ ჩავირბინე, სულაც არ დამჭირვებია მისი დახმარება. მოშორებით კი სოკოებით მოფენილ მდელოს მოვკარი თვალი და აღტაცება ვერ დავფარე.
_რა საყვარლობაა!_ჩემთვის წავიჩურჩულე გაღიმებულმა და ერთ ადგილზე წამიერად გავშეშდი.
_მოგწონს?_ისე ახლოს გავიგონე ალუდას ხმა ჩემს უყრთან, შევკრთი და ინსტიქტურად შევტრიალდი.
მართლაც, ისე ახლოს იყო, რომ მის სუნთქვას ჩემს სახეზე ვგრძნობდი. ამომავალი მზე პირდაპირ სახეში ანათებდა და თვალები ოდნავ მოეჭუტა. ერთმანეთში გადახლართული წამწამებიდან მომჩერებოდა ოდნავშესამჩნევი ღიმილით. მისმა ამ გამოხედვამ შემაკრთო და გული ამიჩქარა რატომღაც.
_დედაა, რა საოცრებაა!_ინგას ხმამაღალმა შეძახილმა უარესად შემაკრთო.
მოულოდნელად ფეხის წვერებზე აიწია და სუფთად გაპარსულ ლოყაზე ხმაურიანად აკოცა დაბნეულ ბიჭს.
_მადლობა ამ არაჩვეულებრივი სანახაობისთვის. ეს სოკო ყველა კარგია? ხომ შეიძლება მოვკრიფო?
ისევ ალუდას შევყურებდი. თვითონაც ისეთი თვალებით მიმზერდა, თითქოს მეუბნებოდა: ჩემი ბრალი არ არის თვითონ მაკოცაო. ისე გავბრაზდი ინგაზე, თავი ძლივს შევიკავე, რომ ტუჩებში არ გამედინა ლაწანი და არ დამესისხლიანებინა. ჩემი მამამთილი მართალი იყო, თვითონ იწვევდა ამ მორიდებულ ბიჭს და მერე რამე რომ მომხდარიყო, ისევ ამას დაბრალდებოდა. ავად გადავხედე ინგას, რომელიც უკვე სოკოს საკრეფად ჩაცუცქულიყო და ღიღინით კრეფდა.
_ინგას გამო ბოდიშს გიხდი_ისე წავილუღლუღე, აღარ შემიხედია ალუდასთვის._თავისებური გოგოა, ეხერხება ადამიანების უხერხულ სიტუაციებში ჩაყენება.
არ ვიცი, გაიგო თუ არა ჩემი ნათქვამი. თუმცა, დარწმუნებული ვიყავი რომ გაიგებდა. აღარ შემიხედია მისთვის, სოკოებთან ჩავიცუცქე და კრეფა დავიწყე. გულისყური კი რატომღაც ისევ მისკენ მქონდა. ერთხანს ასე იდგა გაშეშებული გაუნძრევლად. ეტყობოდა, რომ ინგას გამო იყო აღელვებულიც და დაბნეულიც. მე რომ არ წამოვსულიყავი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალით ჩამოეკიდებოდა ეს გოგო კისერზე და შეაცდენდა ამ მორიდებულ და უაღრესად ზრდილობიან ბიჭს. მერე, მოშორებით გავიდა და იქ დაიწყო კრეფა.
კალათა მალე გავავსე. მერე ინგასაც მივეხმარე. ალუდაც მორჩა კრეფას და ციცაბო აღმართს შევუყევით. ალუდამ ჯერ კალათები აზიდა, მერე ინგას ჩაავლო ხელი და ისე აიყვანა. მე კი ისევ ვიყოჩაღე და ჩემით ავედი, არ დამჭირვებია არავისი მოხმარება. მანქანამდე უხმოდ მივედით. ეტყობოდა, რომ ინგა დაღლილი იყო, თორემ ამას რა გააჩუმებდა? საჭეს ისევ ალუდა მიუჯდა და მომეჩვენა, რომ ძალიან მალე ჩამოვედით სახლში. კალათები რომ ჩამოვაწყეთ, ერთი მანქანაში დავტოვე.
_ეს შენ წაიღე სახლში. მანქანა მაინც არ მჭირდება და შეგიძლია წაიყვანო._ისე ვუთხარი, სახეში არ შემიხედია.
_მამაჩემი სოკოს არ ჭამს, არ უყვარს. მე კი ამდენი რად მინდა? იყოს, თქვენთვის მოვკრიფე. არც მანქანა მინდა, ფეხით მირჩევნია გავლა.
გავბედე და შევხედე თვალებში. მისმა მზერამ ისევ დამაბნია და ამაფორიაქა. ოდნავმოჭუტული თვალებით მომჩერებოდა და ოდნავშესამჩნევად მიღიმოდა.
_კარგი მაშინ._ინგამ ხელები თეატრალურად დაიფერთხა და ღიმილით შეხედა თავისზე ერთი თავით მაღალ ალუდას._ირაჩკამ კეცზე იცის სოკოს შეწვა, თითებს ჩაიკვნეტ. ხო და, საღამოს გამოგვიარე, ერთად ვივახშმოთ._თავისებური სითამამით და კეკლუცი ღიმილით დაპატიჟა.
_თითების გარეშე გინდა რომ დამტოვო?_ისე გაეღიმა ალუდას, მართლა თვალი მომჭრა მისმა ღიმილმა.
რა მემართებოდა, ვერ ვხვდებოდი. გული აჩქარებით მიცემდა და რაღაც სასიამოვნოდაც კი. ძალიანაც არ მინდოდა, მაგრამ ჩემი თვალები მაინც მის თვალებს ეძებდა ყველგან. უფრო ის მაფორიაქებდა, რომ თითქოს თვითონაც სხვა თვალით მიყურებდა. მართალია, მორიდებით და შეფარვით, მაგრამ მაინც... საკუთარ თავზე გაბრაზებული გამოვტრიალდი უსიტყვოდ, სოკოს კალათათებს წამოვავლე ხელი და სამზარეულოში შეუსვენებლივ ავედი. მაშინვე გადარჩევა და გასუფთავება დავიწყე. აღარ გამიხედია გარეთ. ალუდა როდის წავიდა ვერ გავიგე. არც იმით დავინტერესებულვარ წაიღო თუ არა სოკო. მანქანა რომ არ წაიყვანა, ეგ იმით მივხვდი, რომ ძრავის ხმა არ გამიგია. საკუთარი თავის მიტყეპვა მინდოდა გემოზე. რომ შემძლებოდა, თმებში ვწვდებოდი და სულ იატაკზე ვაფორთხიალებდი. დანის პირს ისე ძლიერად მოვუჭირე ხელი, სისხლიც კი დამედინა. ასე დავისაჯე თავი თავში ჩაბუდებული ფარული ვნებისთვის. მთლიანი ხელისგული წითლად რომ შემეღება, თითქოს გულზე მომეშვა. ერთხანს ასე დავყურებდი. მერე ინგაც რომ შემოვიდა და შეჰკივლა, ცოტა გამოვერკვიე.
_ვაიმე, რა მოგივიდა?_შეშფოთებული მომვარდა და ჭრილობა შემიმოწმა._ასე ღრმად როგორ მოახერხე გაჭრა?_ლამის ძალით წამომაგდო სკამიდან და ონკანთან მიმიყვანა.
ფრთხილად ჩამომაბანინა. მერე ბინტი ნახა სააფთიაქო ყუთში და მოხერხებულად გადამიხვია. ისევ სოკოს მივუბრუნდი. კი მტკიოდა ჭრილობა, მაგრამ მაზოხისტივით სიამოვნებას უფრო მგვრიდა.
ინგაც მომიჯდა მოსახმარებლად. მე ხმისამოუღებლად ვიჯექი. ტვინი მქონდა გათიშული. არც ინგას ლაქლაქს ვუსმენდი და არც თვითონ ვამბობდი რამეს. ხანდახან თუ ჩამესმოდა მისი კისკისი და გაკვირვებული ავხედავდი ხოლმე, რა აცინებდა. მაგრამ ისევ ჩემს ნაჭუჭში ვიკეტებოდი მალევე...
შუადღემდე მოვრჩით სოკოს გარჩევა-გასუფთავებას. იმდენი იყო, ამდენს რა შეჭამდა? ავდექი და მინის ქილები დავრეცხე და მარინადის გაკეთებას შევუდექი. ისე გამიყოლია საქმემ და ისე გავხალისდი, სულ დამავიწყდა ალუდა და მისი მომაჯადოებელი მწვანე თვალებიც. საღამომდე მოვრჩით სოკოს მარინადის გაკეთებასაც. მერე საქონელს და ფრინველს მივხედე. ყველი აღარ გამიკეთებია. რძე მოვადუღე და მაწონი შესადედებლად შევფუთე. ვახშმად მართლაც კეცზე შევწვი სოკო.
ინგამ სულით და გულით კიდაპატიჟა ალუდა ვახშამზე, მაგრამ არ მოსულა და სიმართლე ვთქვა, უზომოდ გამიხარდა. დაწოლის წინ ბიჭები ვაჭყუმპალავე და დასაძინებლად გავუშვი. მე კი, როგორც ყოველთვის, სანამ დასაწოლად გავემზადებოდი, ჰამაკში ნებიერად ჩავწექი და ოდნავ გავქანდი.
ინგა ჭურჭლის რეცხვას რომ მორჩა, ჩამომაკითხა.
_საღამოობით შენი პოვნა ადვილია, დავამუღამე უკვე, რომ ყოველთვის აქ ხარ._თვითონაც გვერდით მომიცუცქდა._ნეტა რაზე ფიქრობს ჩვენი რკინის ლედი?_თმა მომიჩეჩა და უფრო ინერციით გააქანავა ჰამაკი._ზოგჯერ მგონია, რომ მართლაც რკინის ხარ. ყოჩაღ, ამდენს რომ უძლებ და იტან. მე, მაგალითად, ამის ნახევარიც კი არ შემიძლია.
_"გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო", ღმერთმა ნუ ქნას, თორემ შენც შეძლებ, იქნებ ამაზე მეტიც კი შეძლო._თავი მივაბრუნე და ლოყაზე ვაკოცე._იცი, რაღაც მინდ გითხრა და ვერ გიბედავ. არა და უთქმელობაც არ ივარგებს.
_გამოუშვი, გისმენ. თუ საწყენია მეწყინება, თუ არა და არა._დამამშვიდა და თავისებურად გადაიკისკისა.
_ალუდას ძალიან უხერხულ სიტუაციაში ნუ აყენებ. ზრდილობიანი და თავდაჭერილი ბიჭია. ხათრით ვერაფერს გეტყვის, მაგრამ აშკარად ეტყობა რომ აბნევს შენი ქალაქური სითამამე და გამოხტომები. ძალიანაც ნუ ჩამოეკიდები და სულ სახლში ნუ ეპატიჟები. სოფელია მაინც და სხვანაირად ილაპარაკებს ხალხი. თუ სერიოზულად არ ფიქრობ მასზე, რად გინდა რომ აფორიაქებ? არ გეცოდება?
გულიანად გადაიკისკისა. თქმით მართლა არაფერი უთქვია. მერე წამოდგა და დასაძინებლად წავიდა. მე კიდევ კარგა ხანს დავრჩი ჰამაკში. გადავწყვიტე, დილითვე ჩავსულიყავი თბილისში, ციხის ადმინისტრაციასთან განცხადება შემეტანა, რომ ორ კვირაში ვანჩოსთან გრძელვადიან პაემანზე შევსულიყავი. როგორ მიიღებდა ამას ვანჩო არ ვიცი, მაგრამ მე მინდოდა მასთან და სხვა უკვე აღარაფერი მაინტერესებდა.
თორმეტი ხდებოდა უკვე, რომ ავდექი და დასაძინებლად წავედი. ბიჭებს დავხედე. ისე ტკბილად ეძინათ, გულმა არ მომისვენა და ფრთხილად ჩავკოცნე ორივე. ფეხაკრებით გამოვიპარე მათი ოთახიდან და ჩემს საძინებელს მივაშურე. ინგასაც ეძინა უკვე. მეც დავწექი. კმაყოფილმა იმით, რომ ვანჩოს მალე ვნახავდი, ბალიში ჩავიხუტე და ტკბილად დავიძინე.
დილუთენია უჩვეულო ხმაურმა გამაღვიძა. მაშინვე წამოვდექი, ხალათი მოვიცვი და ოთახიდან ფრთხილად გამოვედი. გარეთ დარჩენილი ინგას ფუმფულა ჩუსტები დაეთრია პიტს და ღრენით თამაშობდა. წარმოვიდგინე ინგას აღშფოთებული სახე და მისი კივილიც კი ჩამესმა ყურში, მაგრამ პიტი ისე საყვარლად უყეფდა და უღრენდა მის ჩუსტებს, გამეღიმა. ხელი დავავლე საზიზღრად საყვარელ ლეკვს და დაბლა ჩავიყვანე, რომ ბავშვებიც არ გაეღვიძებინა. თამაშის ხასიათზე იყო ეს პატარა ეშმაკუნა. ახლა მე დამიწყო ღრენა, კბენა. თან მლოკავდა კიდეც. ხელში მემძიმა, ამ მცირე დროში საგრძნობლად იყო გაზრდილი. გულში ჩავიხუტე და ჰამაკში ჩავსხედით. მის ფერებაში ისე ჩამეძინა, ვერაფერი გავიგე. ახალი გარიჟრაჟებული იყო, პიტის ყეფამ რომ გამაღვიძა. გაბუჟებული სხეული ძლივს წამოვზიდე ჰამაკიდან. პიტი მალევე გაჩუმდა და დიდად არ მიმიქცევია ყურადღება. ხალათის გადაღეღილი გულისპირი გავისწორე და ის იყო კიბეზე შევდგი ფეხი, რომ ზურგს უკან ნაბიჯების ხმა შემომესმა. შეშფოთებული შემოვტრიალდი.
_ირა ბიცოლ, შეგიძლია მანქანა მათხოვო?_ომარამ რაღაც შეწუხებული ხმით მითხრა და უფრო მომიახლოვდა.
უკან დავიხიე და კიბეზე ორი საფეხურით ავედი ინსტიქტურად.
_რა ხდება, ხომ მშვიდობაა?_გულისპირი საგულდაგულოდ დავიფარე, რადგან შევატყე, როგორ მიმზერდა ურცხვად.
_მამაჩემი იყო თბილისში წასული და ჩვენი მანქანა გზაში გაუფუჭდა, ბუქთ უნდა ამოვიყვანო აქამდე._ისე მითხრა, ჩემი გულისპირისთვის თვალი არ მოუშორებია, რომელიც ისევ ხელით მეჭირა შეკრული.
მივხვდი, რომ ჰამაკში მძინარეს მიყურებდა უეჭველი და ასეთი თვალებით იმიტომაც მიმზერდა ახლა.
_გასაღები მანქანაშია, შეგიძლია წაიყვანო._ვუთხარი და კიბეზე გავაგრძელე ასვლა. ვაგრძნობინე, რომ საუბარი დასრულებული იყო.
უკან აღარ მიმიხედია. უბრალოდ გავიგე როგორ გამოაღო კარები, ჩაჯდა და ძრავა აამუშავა. მე ტანსაცმელი ჩავიცვი და ძროხებთან ჩავედი. ჩემი მამამთილი როგორც ყოველთვის ახლაც ჩამოვიდა და შეძლებისდაგვარად მომეხმარა. მერე აბაზანაში შევედი. იქიდან რომ გამოვედი, ინგას უკვე ეღვიძა.
_მე თბილისში უნდა წავიდე, ვანჩოსთან პაემნის თაობაზე განცხადებას დავწერ და მალე დავბრუნდები. ბიჭებს მიხედე, კარგი?
ინგამ ერთხანს გაოცებით მიყურა.
_ეგ, წუხელ მოიფიქრე? ხომ იცი, რომ არ უნდა შენი პაემანზე მისვლა შენს ქმარს და რა ძალზე ხარ არ მესმის?_უკმაყოფილოდ წაიბუტბუტა და თმააბურძგნილი და ნახევრად მძინარე გაეშურა საპირფარეშოსკენ.
ომარამ მანქანის მოყვანა დააგვიანა და ამიტომ ფეხით დავადექი გაჩერებისკენ გზას. ლამის სირბილით ჩავიარე სოფელი. ალუდას სახლს რომ გავუსწორდი, რატომღაც გული ამიფორიაქდა. თავი ვაიძულე, რომ იქით არ გამეხედა და თვჩაღუნულმა ჩავუარე გვერდით. ის იყო, გავცდი კიდეც და შვებით ამოვისუნთქე, რომ მისი ჭიშკარი ჭრიალით გაიღო.
_რამე ხომ არ გაგჭირვებია რძალო?_მისი ხმის გაგონებაზე გული ამიჩქროლდა.
შევჩერდი და შევბრუნდი.
გაკვირვებული სახით მიახლოვდებოდა.
_ბიჭები ხომ კარგად არიან?_ისეთი შეშფოთებული ხმით მკითხა, აშკარად ღელავდა.
_კი, კარგად არიან. თბილისში მივდივარ._თვალი მოვარიდე მის გამჭოლ მზერას._განცხადება უნდა დავწერო ციხეში ვანჩოსთან პაემანზე.
ერთხანს უხმოდ მომჩერებოდა.
_მეც თბილისში მოვდივარ... ანას ბიჭს დაბადების დღე აქვს და ველოსიპედს შევპირდი. ერთი გზა გვქონია. ახლავე მოვალ._მარდად შებრუნდა სახლში.
მე არ გავჩერებულვარ. თუმცა, აღარც ისე გავქცეულვარ, როგორც აქამდე გავრბოდი. ვატყობდი ჩემს თავს, რომ ძალიან ნელი ნაბიჯებით მივდიოდი. ფეხს ვითრევდი რატომღაც. აჩქარებულ გულსაც ვერ ვუხერხებდი ვერაფერს. არ მინდოდა თავთან გამოტყდომა, მაგრამ მიხაროდა ალუდას დამგზავრება. ერთი სული მქონდა უკან გამეხედა, დამენახა მომყვებოდა თუ არა, მაგრამ თავს ვიკავებდი. ასე, ასი-ასორმოცდაათი მეტრი მქონდა გავლილი, რომ აჩქარებული ნაბიჯების ხმა შემომესმა და გული უარესად ამიჩქროლდა. მივხვდი, ვინც იქნებოდა. არც შევმცდარვარ. რომ წამომეწია და გვერდით ამომიდგა, მალულად შევათვალიერე. ტანსაცმელი გამოეცვალა. შავი მაისური და ჯინსის შარვალი ძალიან უხდებოდა. ინგა არ აჭარბებდა, მართლაც ძალიან სიმპატიური ბიჭი იყო. აი ისეთი, ნებისმიერ გოგოს რომ დააკარგვინებდა მოსვენებას.
გაჩერებამდე უხმოდ ჩავედით. ხანდახან მის მორიდებულ მზერას ვგრძნობდი და ძალიან მაბნევდა. მარშუტკაში გვერდიგვერდ მოგვიწია დასხდომა. მძღოლმა სანამ გვარიანად არ გაძეძგა მგზავრებით, მანამ არ დაიძრა ადგილიდან. ისე მჭიდროდ ვისხედით, მერიდებოდა მისი შეხება. თვითონაც ყველანაირად ცდილობდა, რომ არ შემხებოდა, მაგრამ ისეთი სისწრაფით შედიოდა მოსახვევებში, თავს ვეღარ ვიკავებდი და ინერციით ვეხეთქებოდი მორიდებულ და ჩემზე მეტად აფორიაქებულ ბიჭს.
თბილისამდეც უხმოდ ვიმგზავრეთ. იქ კი გაიყო ჩვენი გზები. მე გლდანისკენ ავიღე გეზი. ალუდა საით წავიდა მართლა არ ვიცი. განცხადება დავწერე თუ არა, ჩვენებთან არც კი მივსულვარ, მაშინვე სოფლისკენ გამოვეშურე.
ინგამ ეზოში შესული რომ დამინახა, გაუკვირდა:
_რა არის, რაკეტით იყავი?
_ჩავედი, დავწერე განცხადება და წამოვედი. სასეირნოდ კი არ ვყოფილვარ.
ცოტა დავისვენე ნამგზავრმა. ინგამ ყავა მომართვა და დიდი სიამოვნებით დავლიე. მერე ბაღჩაში შევედი და სიცხის მიუხედავად მაინც ჩამოვკრიფე ორი ვედრო ნამყენი შინდი.
_ამით რა უნდა გააკეთო?_ინგამ ვედროში ხელი ჩამიყო და ამოურია. თან ცოტა გასინჯა._უი, რა ტკბილი ყოფილა.
_მურაბასად დავდგავ და კომპოტსაც. შენ თუ ქილებს დამირეცხავ, დიდად დამავალებ._რომ იტყვიან ნამუსზე ავაგდე ჩემი დეიდაშვილი.
_დაგირეცხავ, მაშ რას ვიზავ? ზამთარში რომ ჩამოვალ ცოტას მაინც ხომ მაჭმევ?
მე ეზოში კაკლის ჩრდილში მოვკალათდი და გადარჩევას შევუდექი. ჩემი მამამთილიც მომიჯდა გვერდით და შემაშველა ხელი.
_რა ქენი აბა, დაწერე განცხადება?
_კი, ორ კვირაში გაგვაგებინებენ პასუხს დააკმაყოფილებენ თუ არა ჩემს მოთხოვნას.
ერთხანს უხმოდ ვარჩევდით მე და ჩემი მამამთილი მსხვილ და მშვენიერ შინდს. ვატყობდი, რომ რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ მიბედავდა. ბოლოს, როგორც იქნა გამიბედა.
_ინგა მაინც აქ არის შვილო და თამრიასთან ჩავიდოდი ერთი-ორი დღით, თუ არ გეწყინება.
_რატო უნდა მეწყინოს? ისიც ხომ შენი შვილია? არანაირი პრობლემა არაა, წადი. თუ გინდა, ომარა რომ მანქანას მოიყვანს, ვეტყვი და ჩაგიყვანს.
_კარგი იქნება, თორემ ფეხით წასვლა უკვე მართლა აღარ შემიძლია. შენ როდის აპირებ მოწმობის აღებას, რომ სხვა აღარ დავივალიანოთ? არაფერს კი არ ამბობენ, მაგრამ გულში ხომ იფიქრებენ რამეს? ალუდასთვის რომ გვეთქვა, ის უფრო ჩვენიანია...
_ალუდა თბილისშია._დაუფიქრებლად წამოვაყრანტალე და ვიგრძენი როგორ ეჭვით შემომხედა ჩემმა მამამთილმა.
_აქედან ერთად ვიმგზავრეთ. ანას ბიჭს დაბადების დღე ქონია და ველოსიპედის საყიდლად მიდიოდა.
_არ ჩამოვიდოდა ვითომ?
_არ ვიცი, ჩავედით თუ არა, მე გლდანში წავედი. აღარ შემხვედრია. მართლა არ ვიცი. იყოს ომარა, არაუშავს. შენ მზად იყავი და მოვა თუ არა, წაგიყვანს.
ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ ომარამაც შემოაყენა ეზოში მანქანა.
_მადლობა ირა ბიცოლ._გასაღები გამომიწოდა ღიმილით.
_ეგ გასაღები ისევ შენ გქონდეს და ასე, ნახევარ საათში ჩემი მამამთილი ჩაიყვანე თამრიასთან თუ გცალია.
_არ მცალია, მაგრამ როგორ არ მოვიცალო, შენ ისეთი სიკეთე გამიკეთე დღეს._რაღაცნაირი ღიმილით შემომხედა ომარამ.
_მასეც არ მინდა, რომ შენ საქმე გაგიფუჭდეს. თუ არ გცალია, არ მინდა, სხვას ვნახავ ვინმეს.
_რას ლაპარაკობ ირა ბიცოლ, ძალიან მეწყინება თუ არაფერს დამავალებ. რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ თქვენთვის.
ისეთი თვალებით მიმზერდა, აშკარად კმაყოფილი იქნებოდა თუ რამეს დავავალებდი. დიდად აღარც შევწინააღმდეგებივარ და ჩემი მამამთილი რომ გაემზადა, წაიყვანა კიდეც თამრიასთან.
ინგა რომ მორჩა ქილების რეცხვას, გამომხედა.
_მოგეხმარო გადარჩევა?_თუმცა ვედროში რომ ჩაიხედა და აღარაფერი ეყარა, გაუხარდა._მორჩენილხარ კიდეც და არ ღირს ხელების დათხუნვად._თან გვერდით მომიჯდა._ალუდა როგორ აღარ გამოჩნდა დღეს. ვაწყენინეთ რამე?
ალუდას ხსენებაზე გული ამიჩქარდა. გამახსენდა, როგორ ვეხებოდით ერთმანეთს დღეს მარშუტკაში და სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა ტანში. ინგას რომ არაფერი შეემჩნია, მწიფე შინდი პირში ვიტაკე და დავაგემოვნე.
_რა გემრიელი ყოფილა. ჭამე არ გინდა?_მასაც შევთავაზე.
_ვითომ რამე ეწყინა ჩემგან?_ინტერესით ჩამხედა თვალებში._მართლა ერიდება ჩემი?
_ალბათ.
_ნომერი არ იცი, რომ დავურეკო და ბოდიში მოვუხადო?
უარყოფის ნიშნად თავი გავუქნიე.
_ოოო, რა სულელი ვარ რაა,_შუბლში გამეტებით შემოირტყა ხელი._ ვფიქრობდი, თავი მოვაწონო-მეთქი, ის კი ვეღარ გავთვალე, რომ სოფლელი ბიჭები სულ სხვა კრიტერიუმებით აფასებენ ქალს. როგორ მენატრება სულელი... მართლა საყვარელია, თუ მე მესაყვარლება?_ისე მომაშტერდა, დავიბენი.
_მე რა ვიცი?_უაზროდ ავიჩეჩე მხრები და მაშინვე წამოვდექი. ონკანთან მივედი ხელების დასაბანად.
ინგაც უკან მომყვა.
_როგორც გათხოვილი ქალი, შენ უფრო მეტი იცი და რა მოსწონთ კაცებს ქალებში?
_სისულელეებს მორჩი და წადი შენ ვახშამზე იზრუნე. მე კომპოტი და მურაბა მაქვს გასაკეთებელი.
_ბოროტი ხარ რაა, არ გინდა რომ დამაკვალიანო როგორ მოვაწონო თავი... შემთხვევით, შენთვის ხომ არ გინდა?_ეშმაკური მზერით შემომხედა.
ამის გაგონებაზე თავიდან ფეხებამდე სიცივემ დამიარა. მივხვდი, რომ სისხლი გამეყინა ძარღვებში. გულიც გამიჩერდა. ხმა ვეღარ ამოვიღე. ვიდექი და გაფართოებული თვალებით შევყურებდი ეჭვით მომზირალ ჩემს დეიდაშვილს. ნუთუ, ასე აშკარად მეტყობოდა, რომ ალუდა ასე მიფორიაქებდა გულს?
_რა სისულელეს ამბობ, ხვდები?_ისეთი სასოწარკვეთილი ხმა ამოვუშვი პირიდან, მე თვითონვე შემეშინდა.
_კარგი ხო, გეხუმრე, ხუმრობა არ იცი?_ცოტა შეფიქრიანდა ინგა.
_მასეთ რაღაცეებზე არ ხუმრობენ._მღელვარებისგან გამშრალ პირში ენა ძლივს მოვატრიალე.
_ბოდიში. შენი წყენინება ნამდვილად არ მქონია გუნებაში.
გამწარებულმა დავიწყე შინდის გარეცხვა. კიდევ კარგი ინგამ მალე დამტოვა, თორემ ცრემლები რომ წამომცვივდა უმწეობისგან, აშკარად შემამჩნევდა. ალუდა მართლაც რომ მიბნევდა თავ-გზას და მართლაც რომ არ მემეტებოდა არავისთვის. ყოველთვის მაბნევდა ეს მორიდებული ბიჭი, რომელიც თვალს ვერ მისწორებდა ლაპარაკის დროს. გუშინ და დღეს კი ისე მიმზერდა გაბედულად, უკვე მე ვეღარ ვუსწორებდი თვალს. მისი ეს ოდნავშესამჩნევი ღიმილნარევი მზერა ხომ სულს მიფორიაქებდა. ალბათ, მოზღვავებული ვნების ბრალი იყო ჩემი ეს აღელვება და აფორიაქება და მნიშვნელობა არ ქონდა ვინ იქნებოდა ალუდა, პეტრე თუ პავლე. ამ ეტაპზე კი ალუდა იყო ჩემს სიახლოვეს და ალბათ იმიტომაც. თავი რომ ძლიერი მეგონა, არც ისეთი ძლიერი ვყოფილვარ. ვნებამ დამიმონა. მომაკლდა კაცის ალერსი და ავცუნდრუკდი... ორი კვირა როგორღაც უნდა გამეძლო და მერე ჩემს ქმართან ჩავსულიყავი, სანამ რამე გამოუსწორებელ შეცდომას დავუშვებდი...
ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ომარამ გიჟივით შემოაქროლა მანქანა ეზოში და შემაკრთო. შეშფოთებულმა შევხედე. ღიმილით გადმოვიდა მანქანიდან და გასაღებების ტრიალით მომიახლოვდა.
_ჩაიბარეთ თქვენი ტრანსპორტი._ღიმილით გამომიწოდა გასაღებების აცმა._დღეს ყავა არ დამილევია და კარგი იქნება თუ დამალევინებთ. რა თქმა უნდა თუ არ შეწუხდებით.
_ინგა!_ხმამაღლა ავძახე დეიდაშვილს._ყავა დაადგი ომარასთვის. მე არ მინდა.
_ახლავე._არც კი გამოუხედია ინგას ისე გამომძახა.
გარეცხილი შინდი ისევ ვედროებში ჩავყარე და სამზარეულოში ავედი. ომარაც უკან მომყვა. ძლივს ავათრიე ვედროები და ერთი არ უთქვია მოგეხმარებიო. სად იყო ალუდა, არასდროს უნდოდა არაფერზე თქმა.
ისევ ალუდა... გამწარებულმა ტუჩი ისე ძლიერად მოვიკვნიტე, მოტკბო-მომლაშო გემო ვიგრძენი პირში. ომარა აივანზე დარჩა, მოაჯირზე შემოსკუპდა ღიღინით. ისე თავდაჯერებულად და თამამად იქცეოდა, მაღიზიანებდა. თან, მეზობლების სამიზნე იყო, კარგად ჩანდა რომ კაცი იყო ჩემს სახლში.
ინგამ ყავა მოადუღა და ომარას გაუტანა. თავისთვისაც მოედუღებინა და ერთად მიუსხდნენ მის გამზადებულ ტკბილეულის სუფრას. რაზე საუბრობდნენ ყურადღებას არ ვაქცევდი. შინდი ქილებში ჩავყარე, შაქარი დავაყარე, წყალი დავასხი და დიდი ქვაბით დავდგი სტერილიზაციისთვის. ნაწილი კი სამურაბე ტაშტში ჩავყარე, მასაც მოვაყარე შაქარი და ცოტა ხანს ასე გავაჩერე. ოთახში ბიჭებს შევხედე ფაზლებით რომ ირთობდნენ თავს. ვიღაცამ რომ დაიძახა უცხო ხმაზე, გაკვირვებულმა გავიხედე. ინგა სიხარულით ჩარბოდა კიბეებზე. გაოცებულმა გავაყოლე თვალი.
_კურიერიაო ასე თქვა._ომარამ დამიკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა.
მოზრდილი მართკუთხა მუყაოს ყუთი ძლივს ამოათრია ინგამ კიბეებზე.
_ეს არის აუზი?_ გამიკვირდა.
_ხო, რა იყო? ასაწყობია.
გაოცებულმა შევათვალიერე და ხელშიც ავწიე. ასე 15-20 კილო იქნებოდა.
_ჯერ არ უნდა გამოვაჩინო. ბარემ ზეგ ავუწყობ.
_ზეგ რა ხდება?_დაინტერესდა ომარა.
_გიგლას დაბადების დღე აქვს, ექვსი წლის ხდება და დეიდის საჩუქარია._თავი მოიწონა ინგამ.
_ვაა, მაგარია. არ უხდი ირა ბიცოლ დაბადების დღეს?
_უბნის ბავშვებს გავუმასპინძლდებით მხოლოდ._არ დამაცადა ინგამ ხმის ამოღება. მერე ყუთს ხელი დაავლო და ჩემს საძინებელში შეიტანა.
_ეგ დღისით ალბათ და საღამოთი დიდები რომ მოვიდეთ არ გვერგება რამე.
_არ მინდა ხალხს სალაპარაკო მივცე, ქმარი ციხეში ყავს და რა ექეიფებაო, ასე რომ ბოდიში._სერიოზული სახით გამოვუცხადე.
_ვინც რა უნდა ისა თქვას, იმათ არ მოვ...ან კარგის ტ..კი.
მისგან მართლა არ მოველოდი ამ სიტყვებს და შემრცხვა.
_ბოდიში ირა ბიცოლ, არ უნდა მეთქვა._მალევე კი მომიბოდიშა.
მერე ყავა ბოლომდე გამოცალა, ადგა და სახლში წავიდა.
ინგა ვახშმის მზადებას დაუბრუნდა. მე ცოტა ხანს ბილეთებს გადავავლე თვალი. უკვე კარგად ვიცოდი და დრო იყო, რომ დავრეგისტრირებულიყავი საგამოცდოთ. გადავწყვიტე, რომ ხვალ საღამოს ჩავსულიყავი და მეცადა. თუ ვერ დავრეგისტრირდებოდი, ზეგისთვის ვეტყოდი ალუდას.
_სიმინდი აღარ გაქვთ რომ მოიტანო და ამ საღამოს გარეთ ცეცხლზე შევწვათ?_ისე მოულოდნელად დამადგა ინგა თავზე, შევკრთი.
_როგორ არ არის. მანქანით ჩასვლა არ ღირს, ტალახია და ჩავეფლობი. ცხენით წავალ._გამიხარდა ინგას მოწოდებული იდეა.
მაშინვე შევკაზმე ჩემი შავი ბედაური, რომ საღამოს საქონლის მოსვლამდე მომესწრო და სულ ჭენებით გავაქროლე. გახარებული ტორნადო იმით, რომ მხედარს გრძნობდა ზურქზე, ისარივით მიიწევდა წინ. არც მე ვიყავი ნაკლებად გახარებული. ისევ ვგრძნობდი, რომ ბუნების შვილი ვიყავი და ამ მთას ვეკუთვნოდი. ისევ ის ძველი ირაჩკა დავბრუნდი, რომელსაც სოფლელები ვანჩოს ქვრივს ეძახდნენ. სულ აღარ მახსოვდა ალუდა და მისი მწვანე ბრეკეტები. არც მისი მომაჯადოებელი მწვანე თვალები და მისი ოდნავშესამჩნევი ღიმილნარევი მზერა. ისეთი ლაღი, ამაყი და უშიშარი ვიყავი, მიკვირდა ჩემი ტრანსფორმაციის. ჩემი სიძლიერის წამალი ჩემი ტორნადო ყოფილა. ყოველ დღე თუ არა, დღე-გამოშვებით მაინც უნდა მევლო ასე, თორემ მტკიცე ნებისყოფა სადღაც გამიქრებოდა და კისერსაც მოვიტეხდი.
ბედნიერი ჩავედი ყანაში. უმაღლესი ყანა გვედგა. ალბათ, ალუდას რომ არ ეყოჩაღა და არ მოერწყა, ასეთი არ იქნებოდა, სულ ლურჯად ლივლივებდა. ცხენი იქვე გამოვაბი და შუაგულში შევედი. იქ ჯობდა მომტვრევა, რომ არავის ენახა მომტვრეული და თვითონაც არ მოეპარა. იმდენი მოვამტვრიე, ხურჯინის ორივე მხარე გავავსე თითქმის. კიდევ ერთხელ შემოვურბინე გარშემო და მერე სახლში წამოვედი.
ინგა შეწუხებული სახით დამიხვდა და ელდა მეცა.
_რა მოხდა?_ცხენიდან ჩამოვხტი თუ არა, მაშინვე ბავშვების ოთახს მივაშურე შეშფოთებულმა.
_ბავშვები კარგად არიან, დაწყნარდი. მარილი, ასანთი და ზეთი აღარ გვქონია. რახან მაღაზიაში გაიქცევი, შაქარი და ყავაც გამოაყოლე, სახვალიოთ რომ გვქონდეს.
შვებით ამოვისუნთქე. ხურჯინი ამოვაცარიელე და ისევ ცხენზე შემოვხტი.
_მანქანით უფრო მალე არ მოხვიდოდი?
_რატომღაც საჭის ტრიალის ხასიათზე არ ვარ. მალე მოვალ, ნუ დარდობ. თუ ვინიცობაა და საქონელმა მომისწრო, ხბორები არ მიუშვათ._შოლტი გადავუჭირე ტორნადოს და მაღაზიისკენ გავქუსლე.
ინგას ჩამონათვალიდან ყველაფერი შევიძინე და მალევე გამოვბრუნდი უკან. ჩვენს სახლს რომ მოვუახლოვდი, მოულოდნელად კატამ გადაგვირბინა წინ და ცხენი დამიფრთხა. ყალყზე დადგა და აჭიხვინდა. შემეშინდა. რომ არ გადმოვვარდნილიყავი რაც შემეძლო გავიმაგრე თავი და ტორნადოს დაწყნარებას შევეცადე, მაგრამ ამაოდ. სად იყო სად არა, ალუდა გამოქანდა უშიშრად, ცხენს გაბედულად სწვდა აღვირში, მაგრამ ვერც მან შეძლო დამფრთხალი ცხენის დაშოშმინება. ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა: მოხერხებულად შემომიხტა ცხენზე უკან და მარჯვენა ხელი წელზე ძლიერად მომხვია, რომ არ გადმოვვარდნილიყავი. რაც შემეძლო მეც მჭიდროდ ჩავაფრინდი მის ძლიერ მკლავს.
კარგა ხანს ჭიხვინებდა ტორნადო და დგებოდა ყალყზე. შიშისგან გული გახეთქვაზე მქონდა. არასდროს გაუკეთებია ასე და დღეს რა დაეტაკა, ვერ ვხვდებოდი.
ალუდამ იმარჯვა და როგორც იქნა, დააშოშმინა დამფრთხალი ცხენი. ერთხანს ახლა შიშისგან დამუნჯებულები ვისხედით უხმოდ. ზურგზე მჭიდროდ მეკვროდა თავისი ფართე მკერდით და მისი აჩქარებული გულის ფეთქვა მკაფიოდ მესმოდა. მკლავიც ისევ ძლიერად ჰქონდა ჩემს წელზე შემოხვეული.
_მეგონა გადმოგაგდებდა... როგორ შემაშინე._ჩურჩულით ნათქვამმა მისმა ამ სიტყვებმა გული ისე ამიჩქარა, სული შემეხუთა ლამის.
თავი მივაბრუნე მისკენ, რომ შემეხედა. ისე ახლოს იყო, შემთხვევით ღაწვზე მისი ცხელი ტუჩების შეხება ვიგრძენი. ამაზე ხომ მართლა გამიჩერდა გული. მერე კი, თითქოს მდუღარე გადაასხესო, ისე ამეწვა მთელი სხეული. ვიგრძენი, როგორ შეეცვალა მასაც პულსაცია. ჯერ გაუჩერდა ჩემსავით, მერე კი ისე ძლიერად და აჩქარებით აუძგერდა, შევკრთი. აფორიაქებულმა გავაშვებინე ხელი, ჩემს წელზე რომ ჰქონდა ისევ მოხვეული და მთელ სხეულს მიშანთავდა. ცხენიდან ჩასვლა დავაპირე, მაგრამ სანამ მე რამეს მოვახერხებდი, თვითონ ჩახტა. მერე ისევ მომხვია წელზე ხელი და ისე, რომ გააზრებაც კი ვერ მოვასწარი, მსუბუქად ჩამომსვა. მის სხეულზე რომ ჩამოვსრიალდი, ავღელდი. თავჩახრილმა მორცხვად ავხედე თვალებში. დაჟინებით მომჩერებოდა. აშკარა შიში იყო ჩაბუდებული მის მწვანე თვალებში. აი ისეთი, საყვარელი ადამიანის დაკარგვა რომ გამოგაცდევინებს ადამიანს.
_მადლობა._აღელვებულმა ძლივს წავილუღლუღე და აღვირი ჩამოვართვი, რომელიც ისევ ხელში ეჭირა და ისე ძლიერად უჭერდა, რომ თითებში სისხლი აღარ უმოძრავებდა. მთლიანად გათეთრებული და გაყინული ქონდა.
_თავს გაუფრთხილდი... გთხოვ._ ჩურჩულით მითხრა და ისევ ამიფორიაქა გული.
მისთვის აღარ შემიხედია ისე შევედი ეზოში. ინგა და ბავშვები აივანზე გადმომდგარიყვნენ და შიშისგან გაფართოებული თვალებით მიმზერდნენ. ცხენი იქვე გამოვაბი, მაღაზიაში ნავაჭრი პარკები უნაგირიდან ამოვიღე და არეული ნაბიჯებით გავეშურე კიბისკენ. უკან არ გამიხედია, მაგრამ აშკარა იყო, რომ ალუდა ისევ ერთ ადგილზე იდგა და მომჩერებდა. ზურგს მიწვავდა მისი დაჟინებული მზერა.
_როგორ შემეშინდა._აივანზე ავედი თუ არა, ინგამ პარკები ჩამომართვა, იქვე მაგიდაზე დააწყო და გადამეხვია._ალუდა რომ არ ყოფილიყო, წარმოდგენაც კი არ მინდა რა მოგივიდოდა.
_ისეთი არაფერი, ან ხელს მოვიტეხდი, ან ფეხს._რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი და თან ნაძალადევად გავუღიმე._ცივ წყალს თუ დამალევინებ, კარგი იქნება.
ინგა მაშინვე შეტრიალდა სამზარეულოში და ნახევრად გაყინული წყალი გამომირბენინა. ცოტა სული მოვითქვი. სახეც მოვიბანე ცივი წყლით და ეზოში ჩავბრუნდი. ალუდა ისევ ერთ ადგილზე იყო გაშეშებული და უაზროდ გაჰყურებდა სივრცეს. მალევე შემნიშნა და გაუბედავად შემოვიდა ეზოში. აღარაფერი უთქვია. უსიტყვოდ ჩამოხსნა ცხენს უნაგირი, საკმანზებიც მოხსნა და თავლაში შეიყვანა. მერე, ორღობეში მომავალი საქონელი ეზოში შემორეკა, ხელები დაიკაპიწა და სწრაფად ჩამოწველა სამივე ძროხა. მოშორებით ვიდექი და დაუფარავად შევყურებდი მის ყოველ მოძრაობას. იმ წუთში ნათლად ვიგრძენი, რომ ძალიან სუსტი ვიყავი და მართლა მჭირდებოდა ვისიმე დახმარება და გვერდში დგომა. ცრემლმა დამინამა წამწამები. რაღაც ბურთის მსგავსი გამეჩხირა ყელში და ჩაყლაპვა გამიჭირდა. ასე უმწეოდ და უსუსურად არასდროს მიგვრძვნია თავი. წელზე ფრთხილად რომ მომხვია ინგამ ხელი და მხარზე ნიკაპი ჩამომადო, გვარიანად შევხტი.
_მართალია შეშინებული ხარ და ამის გული არ გაქვს, მაგრამ სიმინდი გარჩეული მაქვს უკვე და ცეცხლი დაგვენთო, გულს გადააყოლებდი.
უაზროდ შევხედე.
_მითხარი, სად რა არის და მე დავანთებ. შენ წადი ჰამაკში ჩაჯექი, დამშვიდი. რძეს მე და ალუდა მივხედავთ.
ჩემდა გასაკვირად, მართლაც ჰამაკს მივაშურე და იქიდან ვაკვირდებოდი მათ საქმიანობას. შიშით აღარ მეშინოდა. ალუდას დაფარული გრძნობები მაფრთხობდა ყველაზე მეტად, რომელიც აშკარად ვიგრძენი დღეს. აქამდეც კი ვგრძნობდი, მაგრამ თუ ასეთი დიდი სიყვარული ექნებოდა ჩემს მიმართ, მართლა არ მეგონა. წელი ისევ დაშანთულივით მქონდა, ძლიერად რომ მიჭერდა წეღან... ღაწვზეც მისი ტუჩების შეხებას ვგრძნობდი თითქოს ნათლად და გული საგულედან ამოვარდნაზე მქონდა. მის მწვანე თვალებში წეღანდელი შიში და სიყვარული რომ შევნიშნე, ამან უარესად შემაშინა. უფრო იმან შემაშინა, რომ არც მე ვიყავი მის მიმართ გულგრილი და ეს ორმხრივი გრძნობა სულ მალე წამატეხინებდა კისერს...
თვალები დავხუჭე მისკენ რომ აღარ გამეხედა და ვანჩოზე დავიწყე ფიქრი. უფრო სწორად, თავი ვაიძულე რომ მასზე მეფიქრა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, ისევ და ისევ ალუდას მწვანე თვალები მელანდებოდა და მისი ტუჩების შეხებას თითქოს ისევ ნათლად ვგრძნობდი. მისი ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები: "როგორ შემაშინე" და "თავს გაუფრთხილდი, გთხოვ" ჩემს გულში ხმიანობდნენ და სულს უარესად მიფორიაქებდნენ. კვამლის სუნი რომ ვიგრძენი, მივხვდი ცეცხლს ანთებდნენ. მაინც არ გამიხელია თვალები. სულ მალე ალის ათინათიც ამითამაშდა სახეზე. ბიჭები რომ მოვიდნენ ჩემთან და ჰამაკში ამომიბობღდნენ, მაშინ კი გავახილე თვალები. ერთი ერთ მხარეს მომიწვა და მეორე მეორეზე. ორივეს მოვხვიე მკლავები და ჩავიხუტე. სიყვარულით ჩავკოცნე ჩემი შვილები, სიცოცხლეზე მეტად რომ მიყვარდნენ და მათ გამო ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი. შვილების მიმართ სიყვარული ყველაფერს წონიდა...
_დე, ჩვენმა ტორნადომ ძალიან შეგაშინა?_ შეშინებული ხმით მკითხა ლაშამ და სახე ჩემს ყელში ჩარგო. მუცელში სასიამოვნოდ ამიფარფატდნენ პეპლები._რამეს დაგიშავებდა ალუდა ბიძია რომ არ ყოფილიყო?_შევატყე როგორ აუკანკალდა ხმა.
_არა, ძვირფასო, რა უნდა დაეშავებინა? უბრალოდ, კატა დაინახა და შეეშინდა. ხო იცი, ჩვენი ტორნადო რა კარგი ბიჭია?_თავი ავაწევინე და ცრემლმორეული თვალები დავუკოცნე.
_მეც შემეშინდა._გიგლაც ჩამეხუტა.
მჭიდროდ მოვხვიე ორივეს ხელები და გულში ჩავიკარი. კარგა ხანს ვიყავით ასე ჩახუტებულები. გული ისე სიამით მიძგერდა, ვერ აღვწერ.
მოულოდნელმა ნათებან თვალი მომჭრა. შევკრთი. მალევე გავიგონე კმაყოფილი ინგას კისკისი.
_საყვარელი დედა-შვილი.
მივხვდი, ფოტო გადაგვიღო.
_ნახე, რა მშვენიერი ფოტოა._ტელეფონი შემომიბრუნა და შორიდან დამანახა. თუმცა, ვერ დავინახე.
მერე ალუდასთან მივიდა და იმას აჩვენა. მე და ბავშვებიც წამოვდექით ჰამაკიდან და კოცონთან მივედით. ალუდას უკვე დაელაგებინა ნაპირზე სიმინდის ტაროები და წვავდა. ირგვლივ მადისაღმძვრელი სურნელი ტრიალებდა. გარშემო კუნძებიც მიეჩოჩებინა და ერთ-ერთზე ჩამოვჯექი. ბიჭები კი ალუდასთან მივიდნენ და ერთი ერთ მუხლზე ჩამოუჯდა და მეორე მეორეზე. თვალი მოვარიდე, რომ სულელური აზრები ამ მომსვლოდა მათ შემხედვარეს თავში.
_შენი აზრით, ზორო უფრო მაგარია თუ ალუდა ბიძია?_ისე მიამიტურად კითხა ლაშამ გიგლას, რომ თავი ვერ შევიკავე და გამეღიმა.
_ ზორო არა ისა კიდე._შეუბღვირა გიგლამ._ალუდა ბიძიაზე მაგარი არავინაა._დარწმუნებით თქვა და კისერზე მოხვია დამორცხვებულ ალუდას მკლავები.
ერთხანს ღიმილით ვუმზერდი. ჩემი მზერა რომ იგრძნო და მორიდებით შემომხედა, წამიერად შეხვდა ჩვენი თვალები ერთმანეთს, მაგრამ ეს წამებიც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავი ჩემს უსუსურობაში. დღეს თუ ხვალ მართლაც წავიტეხდი კისერს. ჯერ კი არაფერს მეუბნებოდა და ზედმეტად არ მაკარებდა თითს, მაგრამ რამე რომ გაებედა, დარწმუნებული ვიყავი, წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი. ღმერთს ვევედრებოდი, რომ არაფერი ეთქვა ჩემთვის...
გვიანობამდე ვისხედით ეზოში კოცონის გარშემო და შემწვარ სიმინდს გემრიელად მივირთმევდით. ინგა სახალისო ისტორიებს ყვებოდა და გულიანად გვაცინებდა ყველას. ჩემდა გასაკვირად, მეც კარგად მოვილხინე. ლაშას ალუდას ხელში რომ ჩაეძინა, წამოვდექი, გამორთმევა მინდოდა, რომ მაღლა ამეყვანა, მაგრამ არ დამანება.
_იყოს, მე ავიყვან.
ინგა მაშინვე წინ გაუძღვა, რათა საწოლი ეჩვენებინა. გიგლაც მათ გაყვა, ეტყობოდა რომ მასაც ეძინებოდა. მე კი ისევ ჩამქრალი ცეცხლის წინ ჩამოვჯექი კუნძზე და უკვე მინავლულ ნაკვერჩხალს გავუშტერე თვალი. ინგა და ალუდა მალევე ჩამოვიდნენ ეზოში. ალუდა პირდაპირ სახლში წავიდა. გამიხარდა, რომ აღარ დარჩა.
_არ გცივა?_ინგამ ჟაკეტი მომახურა მხრებზე._ან არ გეძინება? მე წავალ თუ არ გეწყინება.
_წადი, რატო უნდა მეწყინოს?_გამიკვირდა._ მეც მალე ამოვალ.
ინგა მაშინვე წავიდა დასაწოლად. მე კი კიდევ კარგა ხანს ვიჯექი კუნძზე და უაზროდ მივჩერებოდი აქა-იქ მბჟუტავ ნაკვერჩხლებს. მერე მეც ავდექი, თავის დასაზღვევად წყალი გადავასხი ჩამქრალ ცეცხლს და მეც დასაძინებლად ავედი სახლში. არაფერზე არ მინდოდა ფიქრი, მითუმეტეს დღევანდელ შემთხვევაზე და უფრო ალუდაზე. მაღვიძარა დავაყენე, რომ დილით გაღვიძება არ გამჭირვებოდა და ერთი აბი ამიტრიფტილინი დავლიე. თხუთმეტ წუთში ისე ღრმად დამეძინა, ფეხი არ გამიქნევია. რაც ვანჩო ციხეში ჩასვეს, მას შემდეგ ხშირად მაწუხებდა უძილობა და ხანდისხან ვსვამდი ამ წამლებსაც. ეგ იყო, რომ დილით მიჭირდა ყოველთვის გაღვიძება და ამიტომ მაღვიძარას იმედად ვიყავი.
**********************
მთელი დღე გაბრუებული ვიყავი. ალბათ, წამლის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი ისევ და იმიტომ. უხალისოდ ვაკეთებდი ჩემს საქმეს. დილიდან საღამომდე მაინც ფეხჩაუხრელად ვიშრომე. ვალდებულება თავისას ითხოვდა: ვალდებული ვიყავი ოჯახისთვის მიმეხედა, მითუმეტეს რომ ჩემი მამამთილიც სახლში არ იყო და ყველაფერი მე დამაწვა კისერზე. ინგაც კი მეხმარებოდა, სხვა თუ არაფერი, ჭურჭლის რეცხვა, ოთახების დალაგება და საჭმლის მზადება მაგას ქონდა გადაბარებული. ალუდა არ გამოჩენილა საერთოდ და სიმართლე ვთქვა, მიხაროდა კიდეც. მის სიახლოვეს დაბნეული და უსუსური ვიყავი რატომღაც. ხო და კარგიც კი იყო, რომ აღარ მოვიდა.
ხვალინდელი გიგლას დაბადების დღის სამზადისიც წამოვიწყეთ მე და ინგამ. მე ვარიები დავკალი და გავამზადე შესაწველად. ინგამ ნამცხვრები გამოაცხო. ტორტის შეკვეთაც მივეცი რაიონში. ძალიანაც არ მინდოდა ომარას დავალიანება, მაგრამ მეტი გზა არ მქონდა, მაგისთვის უნდა მეთქვა ისევ. თუმცა, წინასწარ მაინც არაფერი ვუთხარი, ხვალ მოვაგვარებდი ამ საქმეს.
_ყავა არ დავლიოთ შობელძაღლი? ქანცი გამძვრა და ცოტა დაგვესვენა მაინც._ისეთი შეწუხებული ხმით მითხრა ინგამ, გამეღიმა.
_მიდი, ჩამოჯექი, მე მოვადუღებ._ვუთხარი და ყავის ფინჯნები გადმოვაწყე კარადიდან.
_ისე, დღეს ალუდა არ გამოჩენილა და ნეტა რა ხდება?_ეჭვით იკითხა ინგამ.
ალუდას ხსენებაზე გული ისევ ამიჩქროლდა.
_რა უნდა ხდებოდეს? სოფლელი ბიჭია და საქმე აქვს. ეს დღეებიც რომ დადიოდა, მიკვირდა. ახლა შენ რომ ხარ აქ, თორემ კვირაში ერთხელ ძლივს ახერხებდა ბიჭების სანახავად გამოვლას.
_მართლა?_გვერდით მომიდგა და რაღაცნაირი ღიმილით ჩამხედა თვალებში._გამოდის, მე მოვწონვარ და მაგიტო მოდის ყოველ დღე?
ამ კითხვაზე პასუხი მართლა არ მქონდა და ვერ დავუბრუნე. მეც ძალიან მაინტერესებდა, მართლა ინგას გამო მოდიოდა, თუ... უბრალოდ ინგა იყო მიზეზი და ჩემს სანახავად მოდიოდა.
_ირაჩკა!_ეზოდან თეოს ხმა შემომესმა, რომელიც პირდაპირ მოიწევდა სახლში.
სტუმარს ინგამ გახედა და სამზარეულოში შემოუძღვა. დავინახე, როგორი გაოცებული და აღშფოთებული თვალებით უყურებდა ას ოცდაათ კილოიან ქალს, რომელიც ქაქანით შემოვიდა და სკამზე მძიმედ დაეშვა.
_ჩემმა გურიკამ კი მითხრა, ირაჩკამ დაგპატიჟაო, მაგრამ ვერ მოვიცალე, ხო იცი რამდენი საქმეა და..._მერე ინგა შეათვალიერა მუშტრის თვალით._ეს არის შენი დეიდაშვილი?
თანხმობის ნიშნად თავი რომ დავუქნიე, წამოდგა და ინგას ჩამოართვა თავისი ბოტოტა ხელი.
_მე თეო ვარ, ირაჩკას დედამთილის ნათლული.
_ომარას დედაა._ადვილად რომ მიმხვდარიყო, დავუკონკრეტე.
_სასიამოვნოა._ნაძალადევი ღიმილით უთხრა ინგამ._ომარა კარგი ბიჭია, დაუზარელი._თან თავი მოუქონა ამაყ დედას.
_ხოო, გუშინ პირველად იყო ქალებში. დამიკაცდა ჩემი ომარიკო._ისე გადაიკისკისა, ვინ იცის რა გვახარა.
რატომღაც წარმოვიდგინე ომარა ქალთან და ზიზღისგან გამაკანკალა. ინგამ კი შუბლზე მიიდო თითი ისე, რომ თეოს არ დაენახა და გადაატრიალ-გადმოატრიალა.
ღიმილით დავუქნიე თავი. მართლაც რომ ვერ იყო თეო სრულ ჭკუაზე. თხუთმეტი წლით იყო თავის ქმარზე პატარა. ესეც ჩემსავით თხუთმეტი წლის ასაკში გაათხოვეს. დედამ მოიშორა თავიდან. უქმროდ დარჩენილმა ქალმა ვეღარ შეძლი შვილის გაზრდა თუ აღზრდა და ძალით გაათხოვა. როგორც სოფელში ამბობდნენ, თავის საყვარელს გააყოლა. გურამა სახლიდან გარეთ არ ახედებდა, მკაცრად ეპყრობოდა. არ უნდოდა მის ახალგაზრდა ცოლს ვინმესკენ გაეხედა. ხო და ჩვენი თეოც დარჩა გამოუსვლელი და იმ ბავშვური ჭკუისა, რომელ ასაკშიც გათხოვდა.
ყავა მისთვისაც დავადგი და ტკბილეულის სუფრას შემოვუსხედით. ათასი ჭორ-მართალი მოგვიყვა. ასეთი რაღაცეები ყოველთვის იცოდა. არა და, სულ სახლში იჯდა, მარტო ჩემთან თუ მოდიოდა და საიდან იცოდა ყველაფერი ყველას შესახებ, ყოველთვის მიკვირდა.
_ხვალ ჩვენი გიგლას დაბადების დღეა არა?_ღიმილით მკითხა და შოკოლადის მოზრდილ ფილას გადასწვდა, ყავის ფინჯანში ჩაიგდო და ისე მოწრუპა.
_ხო, უბნის ბავშვებს გავუმასპინძლდებით მხოლოდ. დიდი ღრეობა არ გვექნება ნამდვილად._ინგამ ისეთი ტონით უთხრა, აშკარად იგრძნობოდა, არ დაგინახო აქ მოსულიო.
გამეღიმა. შევატყე, რომ არ მოეწონა ეს ენაჭარდალა და კასრივით დამრგვალებული ქალი.
_ხო, ომარიკომ მითხრა, დიდებს არ ეპატიჟებიანო. მე რომ მოვიდე, ტორტს არ შემახვედრებ ირაჩკა?_ისევ გადაიკისკისა თეომ.
ინგამ თვალები დამიბრიალა, უარი უთხარიო, მაგრამ მე მაინც დავპატიჟე ყავაზე და ტორტზე სუნსულა თეო. სხვანაირად არ გამოდიოდა, თავისი თავი თვითონ დაიპატიჟა და მე რა მექნა?
გვიანობამდე დარჩა ჩვენთან. მერე, როგორც იქნა ეღირსა ადგომა და სახლში წასვლა, ომარიკოს და გურიკას საჭმელი უნდა გავუმზადოვო და სვენებ-სვენებით და ქაქანით წავიდა სახლისკენ.
_ვაი, დედა, ეს რა იყო?_აღშფოთება არ დაუმალია ინგას._დამიკაცდა ჩემი ომარიკო._თეოს ინტონაციით გაიმეორა თან და გულიანად გადაიხარხარა._ზოგი რა ცალფაზიანი დაიარება ამ დედამიწის ზურგზე.
ფაშფაშა თეოს წასვლის შემდეგ ისევ მივუბრუნდით საქმიანობას. საღამოს ჰამაკშიც წავაბირჟავეთ მე და ინგამ. მერე ის რომ დაწვა, მე ისევ საგამოცდო ბილეთებს ჩავუჯექი და თორმეტის ნახევარი იყო, ჩემი ნივა რომ ავამუშავე და მაღაზიის წინ მდგარ აპარატისკენ გავწიე, საგამოცდოთ დარეგისტრირება მინდოდა.
ჩაბნელებულ ორღობეში უშიშრად მივიწევდი წინ. ჩაწეული მინიდან გრილი სიო მიბერავდა სახეზე და მსიამოვნებდა. თორმეტს ხუთი აკლდა ადგილზე რომ მივედი. მანქანიდან გადავედი და მოუთმენლად დაველოდე, როდის გაიხსნებოდა ის პორტალი, სადაც დარეგისტრირება შემეძლო. ვაღიარებ, ბევრი ვიწვალე, მაგრამ საბოლოოდ მაინც დავრეგისტრირდი ორი კვირის მერე რუსთავში სამ საათზე. გახარებული დავბრუნდი სახლში. ინგას ისე ტკბილად ეძინა, ვერაფერიც ვერ გაიგო. მეც მაშინვე დავწექი და მალევე დამეძინა.
დილაუთენია წამოვფრინდი საწოლიდან. მაშინვე კარკასული აუზის აწყობას შევუდექი, რომ გიგლა გაიღვიძებდა თუ არა, მზად მქონოდა. ინსტრუქციით ვიხელმძღვანელე. გამიჭირდა კი, მაგრამ მაინც ავაწყე და წყალიც მივუშვი, რომ გავსებულიყო. ორი ტონა წყლის გავსებას კარგა დრო დასჭირდა. ინგა რომ ადგა და ეზოში გამოვიდა, გაუკვირდა.
_შენ რა, წუხელ არ გეძინა?
_მართლაც რამხელაა, შენი თქმისა არ იყოს, რომ მოვიწადინო, მეც გავცურავ._აღტაცება ვერ დავმალე.
_მერე და რა დაგიშლის ხელს? თუ დღისით გერიდება, საღამოობით უფრო თბილია წყალი და მაშინ ჩადი._ჭკუაზე დამარიგა ღიმილით.
მეც გამეღიმა.
_ვნახოთ, მასეც მოვიქცევი ალბათ... სუფრას აივანზე ვაპირებდი, მაგრამ ეზოში კაკლის ჩრდილში ხომ არ გაგვეკეთებინა.
ინგა ერთხანს ჩაფიქრდა.
_კარგი აზრია, ხომ იცი?_ტაში შემოჰკრა გახარებულმა._წამო, მაგიდა ჩამოვიტანოთ და მოვამზადოთ.
მართლაც ჩამოვიტანეთ აივნიდან მაგიდა. ინგამ ფერადი ბუშტები დაბერა და კაკლის ტოტებზე ლამაზად ჩამოაკონწიალა. მშვენივრად მოვრთეთ საქეიფო ტერიტორია. გიგლამ რომ გაიღვიძა, ტერიტორიის მორთვა უკვე დამთავრებული გვქონდა. სიხარულისგან ისე გაუცისკროვნდა თვალები, დამუნჯებულივით შევყურებდი. მერე აუზი რომ დაინახა, თანაც გავსებული, მაშინ ხომ სიხარულით ცას ეწია.
_დაბადების დღეს გილოცავ ძვირფასო._მის წინ ჩაიმუხლა ინგა და გულიანად ჩაკოცნა._ეს აუზი ჩემგან. იმედია მოგეწონება.
_მომეწონა, რა კარგია._მანაც ჩაპროშნა დეიდა, ხელიდან დაუსხლტა და აუზთან მიირბინა._შეიძლება ჩავიდე?_მუდარით სავსე თვალებით შემომხედა.
_წყალი რომ ჯერ ცივია?_გამეღიმა._ცოტა კარგად გათბეს, თან უფრო დაცხება და მერე ჩადით შენ და ლაშა.
ხმაურზე ლაშაც ჩამოვიდა ნამძინარევი სახით და გაოცებულმა შეათვალიერა ყველაფერი.
_ეს ჩვენია?_აუზზე მანიშნა.
_ინგა დეიდამ დაბადების დღისთვის მიყიდა. ჩვენია, ხო. კარგად რომ გათბება წყალი, მერე ჩავიდეთ. რა მაგარია არა?_გიგლა აღტაცებას ვერ ფარავდა.
თორმეტ საათამდე ძლივს შევაკავეთ მე და ინგამ ბიჭები, მერე მაინც თავისი გაიტანეს და აუზში ჩავიდნენ. ინგაც ჩავიდა, რომ ღრმა აუზში რამე არ მოსვლოდათ ბიჭებს. ლაშაც კი ისე ჭყუმპალაობდა, გეგონება გამოცდილი მოცურავე ყოფილიყო. ინგაც კარგად გაერთო მათთან ერთად. მე ფოტოგრაფობა დამავალა, რომ მისი ტელეფონით რაც შეიძლება მეტი ფოტო გადამეღო. კარგა ხანს იჭყუმპალავეს. მერე, ბიჭები ამოვიყვანე, გავამშრალე და ტანსაცმელი ჩავაცვი, რომ სადაც იყო სტუმრები მოვიდოდნენ და გამოპრანჭულები ხომ უნდა ყოფილიყვნენ? ინგა მოგვიანებით ამოვიდა და აბაზანას მიაშურა. მე კი ეზოში ვიყავი და სუფრაზე ხელსახოცებს ვკეცავდი. საქმეში ისე ვიყავი გართული, ალუდა როდის შემოვიდა ეზოში, ვერ გავიგე. დაჟინებული მზერა რომ ვიგრძენი, მაშინ გავხედე და მის მწვანე თვალებს რომ წავაწყდი, გვარიანად ავფორიაქდი.
_გამარჯობა რძალო. სამზადისში ყოფილხარ. იუბილარი სად გყავს?_ღიმილით მკითხა და მხოლოდ ახლა შევნიშნე მოზრდილი ორბორბლიანი ველოსიპედი, რომელიც ზურგს უკან ქონდა ამოფარებული.
დავიბენი. გული უარესად ამიფორიაქდა.
_მახსოვს, ვანჩო შეპირდა, ექვსი წლის რომ გახდები, მაშინ გიყიდი ორთვლიან ველოსიპედსო.
ველოსიპეტიდან მზერა ისევ მის თვალებზე გადავიტანე.
_რახან ვანჩო აქ არ არის, მე ვუყიდე... მერე მან უყიდოს ჩემს შვილს და ბარი ბარში ვიქნებით.
გიგლა კისრისტეხით რომ დაეშვა კიბეზე აღტაცებული შეძახილებით, უარესად ამიჩქროლდა გული. გახარებული ბავშვის წინ ჩაიმუხლა ალუდამ და ისე ჩაიხუტა გულში, ცრემლიც კი მომერია თვალზე.
არ ვიცი რას ვგრძნობდი იმ მომენტში: სიბრალულს, მამის სითბოს და სიყვარულს რომ იყვნენ მოკლებულები ჩემი შვილები თუ სიხარულს, ვიღაც მაინც რომ ზრუნავდა მათზე. დამუნჯებული და ერთ ადგილზე გაქვავებული შევყურებდი მათ. ალუდამ რომ ამომხედა, შემრცხვა ჩემი ცრემლების და მაგიდას მივუტრიალდი, ნერვიულად დავიწყე მისი შელამაზება. მერე, სამზარეულოში ავედი. ცოტა ხანს იქ ვიტრიალე უაზროდ და ისევ ჩამოვედი. გიგლა უკვე ველოსიპედზე შემომჯდარიყო და გამართულად დაყავდა ეზოში. ალუდაც შორიახლოს მიყვებოდა, რომ არ წაქცეულიყო და არაფერი ეტკინა. სასიამოვნო საყურებლები იყვნენ, მაგრამ თავს ვაიძულებდი, რომ მათკენ აღარ გამეხედა.
ცოტა ხნის მერე ალუდაც მოვიდა ჩრდილში მაგიდასთან. გიგლას სიხარული აშკარად უხაროდა მასაც. სულმა წამძლია და მაინც შევხედე. ისე გულღიად და გულწრფელად იღიმოდა, გული ამიჩქარდა. მისი მწვანე თვალები და ლოყაზე გაჩენილი პატარა ფოსოები მართლაც რომ მირევდა თავგზას. დამთრგუნა მისმა სიახლოვემ და გავერიდე, აუზთან მივედი, რომ შიგ მოტივტივე ბურთი ამომეღო. თითებით კი მივწვდი, მაგრამ დაბზრიალდა და მოშორებით გაცურდა. უფრო მეტად გადავეყუდე, მაგრამ სველ მიწაზე მოულოდნელად ამისრიალდა ფეხი, თავი ვეღარ შევიმაგრე და აუზში მოვადინე ტყაპანი. სუნთქვის შეკავება ძლივს შევძელი, წყალი მაინც შემივიდა ცხვირში და საშინლად ამეწვა. ცოტა კი ვიფართხალე, მაგრამ მაინც შევძელი ფეხზე მყარად დადგომა. წყალი რომ ჩამოვიწურე სახიდან, ძლივს ამოვისუნთქე. თვალები გავახილე თუ არა, ალუდას მოვკარი თვალი, რომელიც აუზთან მოსულიყო ახლოს და შეშინებული და დაბნეული მიმზერდა.
_კარგად ხარ?_რაღაცნაირი ჩურჩულით მკითხა.
შევხედე და გამეცინა. ჩემს სიცილზე მანაც შეძლო გაღიმება და დასახმარებლად ხელი გამომიწოდა. ჩემდა გასაოცრად, არც კი დავფიქრებულვარ ისე დავეყრდენი მის გამოწვდილ მარჯვენას და აუზიდან ამოვედი. მის წინ მთლად გალუმპული ვიდექი და წყალი წურწურით ჩამომდიოდა. ჩემს თავზე მე თვითონ მეცინებოდა. კიდევ ერთხელ ავხედე დარცხვენილმა, მომაჯადოებელი ღიმილით რომ მიმზერდა და მაშინვე აბაზანას მივაშურე.
კიბეზე ჩამომავალმა ინგამ ერთი კი მომხედა გაოცებით და მერე ღიმილით გააგრძელა გზა ალუდასკენ. სველი ტანსაცმელი რომ გამოვიცვალე, ისევ ეზოში დავბრუნდი. ალუდა წასული დამხვდა უკვე. რატომღაც გული დამწყდა. ინგამ საყვედურნარევი ტონით მითხრა:
_მე მიშლი, ალუდას უხერხულში ნუ აგდებო და შენ მის წინ გალორთხილი რატო იდექი? ისე გქონდა სველი ტანსაცმელი ზედ შემოტმასნული, შენი მშვენიერი სხეულის ყოველი ნაკვთი მკაფიოდ გიჩანდა. ახლა ცოდო არ იყო ალუდა? მგონი, მაგიტომაც გაგვექცა აქედან.
_შემთხვევით ჩავვარდი._ბლუყუნით ვიმართლე თავი._შენსავით შეგნებულად ხომ არ ვაკეთებ ყველაფერს?
გაეცინა, თუმცა აღარაფერი უთქვია. უსიტყვოდ განვაგრძეთ სამზადისი. ვარიები გემრიელად დავბრაწე, პიცაც გამოვაცხეთ. იმერული ხაჭაპურები ინგამ ითავა. ის იყო ტელეფონი დავაძრე ჯიბიდან, ომარასთვის უნდა დამერეკა, რაიონიდან ტორტი ამომიტანე-მეთქი, რომ თვითონ დამირეკა.
_ირა ბიცოლ, საცხობში ვარ, სპაიდერმენის ტორტია თქვენი არა?
_ხო, ეგ არის._გამიხარდა რომ ასე ადვილად მოგვარდა ტორტის საქმეც._სანთელი და ფეიერვერკიც გამოაყოლე თუ გაქვს ჯიბეზე ფული და რომ მოხვალ, მოგცემ.
_მაქ ირა ბიცოლ და გამოგიყოლებთ.
ინგა გაოცებული მიმზერდა. ტელეფონი გავთიშე თუ არა, აქოთქოთდა.
_ვის რა უნდა მისცე ნეტა ვიცოდე?
_ფული ინგა, ფული. შენ რა იფიქრე?_გამეცინა.
_ეს ქართული ლექსიკონია ასეთი, რომ ყველა სიტყვას უხამსი ახსნა აქვს?
_ეგ შენ ხარ ალბათ უხამსი და მიტომაც ფიქრობ მასე._ჩემებურად გადავიკისკისე და ინგას წყრომით გამოხედვაც დავიმსახურე.
შუა დღე გადასული იყო, სტუმრებიც რომ გვეწვივნენ. დიდი ვაჟკაცებივით და ქალებივით შემოუსხდნენ უბნის ბავშვები სუფრას. ცოტა გამიკვირდა იაც მათთან ერთად რომ დავინახე. ია ვეფხოს გოგო იყო, რომელიც ჩემს ქმარს შემოაკვდა. დავიბენი კი, მაგრამ მალევე მოვეგე გონს, ყველა გულთბილად მივიღე. ყურადღება არ მომიკლია არავისთვის. ბავშვურად გაერთნენ და ისიამოვნეს. ტორტიც ძალიან მოეწონათ და მასზე დანთებული ფეიერვერკებიც. მერე, ცოტა წაითამაშეს. ჰამაკშიც კი ინებივრეს. ალუდას მოტანილი ველოსიპედითაც ისეირნეს. პიტსაც მიესიყვარულნენ. მერე ისევ შემოუსხდნენ სუფრას. უკვე დაშლას აპირებდნენ, იას ბებია, შავებში ჩაცმული ქალბატონი სონია რომ მოქაქანდა. საწყალ ბავშვს ყური აუწია და დარტყმასაც უპირებდა, მაგრამ მე გადავეფარე.
_რას შვრებით სონია დეიდა, ბავშვმა რა დააშავა?_წყრომით ავხედე გაავებულ ქალს.
_ვინც მამა მოუკლა იმის შვილთან რომ ერთობა, ეს დანაშაული არ არის._ხელი ჩამავლო, გვერდით მომისროლა და ისევ ხელი მოუღერა ბავშვს.
ვიმარჯვე და ისევ გადავეფარე საცოდავად აბუზულ იას. ისეთი თხლაშანი გამადინა ბეჭებში, თვალებიდან ნაპერწკლები დამცვივდა.
_ქალბატონო, დამშვიდდით._ახლა ინგამ მოკიდა ქალს მკლავზე ხელი._თუ ვანჩომ ჩაიდინა დანაშაული, ის ხომ ისჯება? მისმა შვილმა ან ცოლმა რა დააშავა? ან თქვენმა შვილიშვილმა? ბავშვია და მაგას მაგდენი ხომ არ ესმის? თამაში და გართობა უნდა.
_შენ საიდანღა გამოტყვერი ერთი ვიცოდე?_ავად გააკვესა სონიამ თვალები._შვილიშვილი ჩემია და მინდა ცემაში მოვკლავ, თქვენ რა უფლება გაქვთ დამიშალოთ?_ინგასაც ხელი კრა და იას თმებში სწვდა._დედაილა, მამაშენის მკვლელებს შეეკარი? მაგის მამა დღეს თუ ხვალ გამოვა ციხიდან და დატკბება შვილების ცქერით. მამაშენი დაბრუნდება? ის იქ, ცივი მიწის ქვეშ ლპება ამ ვაჟბატონის მამის დამსახურებით და შენ აქ ამათთან ერთობი? არ გრცხვენია მაინც? წამოეთრიე ახლავე სახლში.
მე ვეღარ გავბედე გაცოფებული ქალისთვის რამის თქმა. ხმაურზე გამოშლილი მეზობლებიც უხმოდ შეჰყურებდნენ. მერე ისევ ლიამ გაბედა და თავისთან შეიყვანა სონია და ატირებული ია. კარგა ხანს ისმოდა ლიას ეზოდან სონიას წყევლა-კრულვა ჩვენი მისამართით.
_რომ გავუვარდე ახლა და ვითრიო ის ალაშა თმებით, ღირსი არ არის?_გაწიწმატდა ინგა.
_დამშვიდდი. შვილმკვდარი დედაა და ეპატიება.
_რას ლაპარაკობ? რა პირით იწყევლება არ გესმის?
_წყევლა მაწყევარისააო, არ გაგიგია?_დავამშვიდე აღშფოთებული დეიდაშვილი და სუფრის ალაგებას შევუდექი.
შეშინებული ბავშვები ისე დაფანტულიყვნენ და წასულიყვნენ სახლებში, ვერც კი გავიგეთ ვერაფერი. დამზაფრა და გუნება წამიხდინა სონიას წივილ-კივილმა. საღამოს, სანამ შებინდდებოდა, თეოც გვესტუმრა. კაკლის ქვეშ განვაახლეთ სუფრა. ომარა და გურამაც მალევე მოყვნენ უკან. მინდოდა თუ არ მინდოდა, მაინც გამოგვივიდა პატარა სუფრა და ღრეობა. გურამამ ფული აჩუქა გიგლას, საჩუქარი ვერ გიყიდე და რაც გინდა შენ თვითონ იყიდეო.
გვიანობამდე შემორჩნენ სუფრას და როდის-როდის წავიდნენ. მე და ინგამ სუფრა ავალაგეთ და ჯერ ისევ ეზოში ვტრიალებდი, რომ ჭიშკართან ლანდი შევნიშნე. ცოტა შიშით მივუახლოვდი, რადგან არ ინძრეოდა. ცოტა ახლოს რომ მივედი, ნატო ვიცანი, სონიას რძალი. გაკვირვებული უკვე გაბედულად მივუახლოვდი. ტიროდა. უარესად გამიკვირდა.
_ბოდიშის სათქმელად მოვედი._ტირილით ძლივს ამოთქვა სათქმელი._ჩემი დედამთილის გამო ბოდიში მინდა მოგიხადო.
_საბოდიშო არაფერი გაქვს._ ხელი მოვხვიე და ეზოში შემოვიყვანე.
_იცი, არ ვამართლებ შენს ქმარს, მაგრამ... არც ვეფხო იყო უკეთესი. თვითონაც კარგად იცის, რომ ყველას უმიზეზოდ უშარდებოდა და სულ ჩხუბისთავი იყო. მაგრამ ახლა ისე ლაპარაკობს, თითქოს ანგელოზი ყავდა შვილი. მეც სულ ჩხუბში და ლანძღვაში ვყავდი._ისე ამოისლუკუნა, ვიფიქრე გული შეუწუხდა._ახლა უარეს დღეში ვარ. ოცდახუთი წლის ვარ, ან გავიცინებ, ან წავიღიღინებ. სონია მიკრძალავს ყველაფერს... ჩემი შვილიც მისი საკუთრებაა და არ მაქვს უფლება მე ჩემებურად აღვზარდო. არ მაქვს უფლება, დავიცვა ჩემი შვილი, როცა უსამართლოდ ექცევა. დავიღალე ამ ცხოვრებით. ხშირად სიკვდილზეც მიფიქრია...
_ეგ აზრი ამოიგდე თავიდან. მერე შენ შვილს ვის უტოვებ? ცოდო არ არის უშენოდ?_გულში ჩავიხუტე და ქერა თმაზე ხელი გადავუსვი.
_მაინც უჩემოდ იზრდება. ჩემი სიტყვა არაფერია. რასაც სონია უბრძანებს ის არის მისთვის კანონი. გული მიკვდება შორიდან რომ ვუყურებ და ვერაფერს ვშველი... იცი, მშურს შენი სიძლიერის. მე მაგდენი არ შემიძლია. ორ შვილს ზრდი ქმრის გარეშე. ყველას საკადრის პასუხს სცემ და არავის აჩაგვრინებ შენს შვილებს.
_შენც ძლიერი ხარ სონიას რომ უძლებ...
_ვერ ვუძლებ. მართლა დავიღალე უკვე._ისე გულსაკლავად აქვითინდა, მეც მომერია ცრემლები.
_დაწყნარდი, ცოტა ხნით ჩემთან შემოდი._ხელკავი გამოვდე.
გამიძალიანდა.
_არ იციან რომ აქ ვარ და ჯობია წავიდე, სანამ შემნიშნავენ._მითხრა და მართლაც წავიდა.
კარგა ხანს ვიდექი ჭიშკართან და გავყურებდი ღამის სიბნელეში მიმავალ ნატოს. გული მართლაც რომ მომიკვდა. მეგონა მე ვიყავი ცუდ ბედში და ეს ჩემზე უარესში ყოფილა. დაზაფრული და დადარდიანებული შემოვბრუნდი ეზოში.
სახლში ასვლა რომ დავაგვიანე, ინგამ გამომხედა.
_რა ხდება, ხომ მშვიდობაა?
_სონიას რძალი იყო, დედამთილის მაგივრად ბოდიში მომიხადა._ეს ვთქვი და პირდაპირ საწოლს მივაშურე, მაგრამ ვერ მოვხუჭე თვალი, ნატოზე მეფიქრებოდა.
დილაუთენია საქონელთან რომ ჩავედი მოსაწველად და ვედრო ავიღე, გავიგე ვიღაცამ ჭიშკარი შემოხსნა და შემოვიდა.
_ირა._ალუდას ხმა ვიცანი.
ერთ ადგილზე გავშეშდი. რაც თავი მახსოვდა, სულ რძალოს მეძახდა და ახლა სახელით რომ მომმართა, ისე ავღელდი, ვედრო გამეშვა ხელიდან და მიწაზე ხმაურით გაგორდა. წამიც და, მომიახლოვდა კიდეც, თავისკენ შემაბრუნა და გულში ჩამიკრა რაღაცით შეშფოთებულმა. ხელ-ფეხი წამერთვა. ალბათ, ჩახუტებული რომ არ ვყოლოდი, მართლა წავიქცეოდი. მისგან წამოსულ უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდი. ვგრძნობდი, რომ ჩემზე ღელავდა და ვჭირდებოდი, რაც არასდროს მიგვრძვნია ვანჩოსგან. მის სითბოს ვგრძნობდი, მისი ძლიერი გულის ცემა მესმოდა, მისთვის დამახასიათებელ სურნელსაც ვგრძნობდი და უზომოდ ბედნიერი ვიყავი. წამიერად დამრია სისუსტემ ხელი, თავბრუ დამახვია და თითქოს ღრუბლებში ამიტაცა... თუმცა, მალევე მოვეგე გონს და ხელის კვრით მოვიშორე. თვალებში რომ შევხედე, ჩაწითლებული ქონდა, ეტყობოდა რომ მთელი ღამის უძილო იყო.
მე რომ ხელი ვკარი, თვითონაც გამოერკვა და რაღაცნაირი შეშფოთებული ხმით წაიჩურჩულა.
_წუხელ მდინარეში ქალის გვამი იპოვეს... მეგონა შენ იყავი._ისე თქვა, სისხლი გამეყინა ძარღვებში.
_მე?.. რატო იფიქრე მასე?_ძლივს ამოვილუღლუღე.
_გავიგე, სონია რომ მოსულა თქვენთან და უჩხუბია...
_ნატო?_ ამოვიგმინე და ახლა კი მართლა მომეკვეთა მუხლები.
ალუდამ შეძლო ჩემი დაჭერა. კაკლის ქვეშ მიმიყვანა და ერთ-ერთ სკამზე ჩამომსვა. ონკანზე ფინჯანი წყლით გამივსო და მომიტანა.
_წუხელ ნატო იყო მოსული, დედამთილის გამო ბოდიში მომიხადა. ვეღარ ვუძლებ ამ ყველაფერსო ტიროდა... მდინარეში დაიხრჩო თავი?_ცრემლიანი თვალებით ავხედე.
_ჯერ არ იციან ვინ არის. ჩქარ დინებას ქვებზე ისე უხეთქებია, ამოცნობა ჭირს... ქერა ქალიაო. მე კი ვიფიქრე, რომ... შენ იყავი.
_მასეთ სისულელეს მე არასოდეს ჩავიდენ, ჩემ შვილებს არ დავაობლებ!_მტკიცედ ვუთხარი და წამოვდექი, საქონლის სადგომისკენ გავეშურე არეული, თუმცა მაინც მტკიცე ნაბიჯებით, რომ ძროხები ჩამომეწველა და ნახირში გამერეკა.
ბოსლიდან რომ გამოვედი, ალუდა იქ აღარ დამიხვდა. ალბათ თავისი საქონლის მისახედად წავიდა. გამახსენდა, როგორი სიხარულით ჩამიკრა გულში ცოცხალი რომ დამინახა და მუცელში სასიამოვნო შეგრძნებით ამიფარფატდნენ პეპლები. ეტყობოდა, რომ მართლა ვუყვარდი ამ ბიჭს. არც მე ვიყავი მის მიმართ გულგრილი. მაგრამ დავიჯერო მართლა მიყვარდა? იქნებ, უბრალოდ ვნება მირევდა თავ-გზას და საცაა კისერსაც მომატეხინებდა? თავი იმით ვინუგეშე, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ვნებებთან თუ ჩემს გრძნობებთან ჭიდილში, არ დავმარცხებულიყავი და თავი არ შემერცხვინა.
********************
შუა დღის მერე ხმა დაირხა სოფელში, რომ მდინარეში დამხრჩვალი ქალი მართლა ნატო იყო. საწყალმა, ვეღარ გაუძლო უკუღმართი ცხოვრების წესს, წუთიერად სისუსტემ დარია ხელი და სიცოცხლეს გამოესალმა. ნეტა, სონია რა სინდისით გააგრძელებს ამის მერე ცხოვრებას? ხომ მიხვდება, რატომაც მოიკლა იმ უბედურმა თავი? თუმცა, ამისთანებს სინდისი სად აქვთ?. საწყალი ია მის ხელში. თუ მასაც არ შეურყია ფსიქიკა და ისიც არ მიიყვანა სუიციდამდე, კარგი იქნება.
პროზექტურიდან რომ გადმოასვენეს, უბანმა სამძიმარზე მისვლა გადაწყვიტა და მეც წავედი. მივდიოდი კი, მაგრამ ფეხები უკან მრჩებოდა. ასეთ სიტუაციაში რა უნდა უთხრა ჭირისუფალს და როგორ უნდა გაამხნევო ნეტა? შუა ეზოში მდგარი ნატოს ძმა თითქოს ამ ერთ ღამეში ათი წლით მაინც მობერებულიყო და მოტეხილიყო. ნატოს მამამთილსაც მივუსამძიმრე. მართალია, ვეფხოს ამბის მერე სონია თავისი ოჯახის წევრებს უშლიდათ ჩემთან დალაპარაკებას და ურთიერთობას, მაგრამ სულხანა ძია არ იყო ცუდი კაცი. არც არასდროს უთქვია ჩემთვის ვანჩოს გამო საყვედური და ზედმეტიც არ უკადრებია ჩემთვის. აი, სიმონაზე, ვეფხოს ძმაზე კი, ვერ ვიტყოდი იგივეს. როგორც სხვებმა, მეც მივუსამძიმრე რძლის სიკვდილი. ხელი რომ ჩამოვართვი, ისე ძლიერად მომიჭირა თითები, ძვლებმა ტკაცუნი დაიწყო. შეშფოთებულმა ავხედე მთასავით კაცს. ორბის თვალებით რომ მიმზერდა. მგონი, ცხოვრებაში პირველად შემეშინდა კაცის. ძლივს გავინთავისუფლე ხელი და მეორე სართულზე ავედით, სადაც ნატო ყავდათ დასვენებული.
აივანზე აცრემლებული ია იდგა. გული მომიკვდა. ჩავიმუხლე და ბავშვი გულში ჩავიხუტე. გული ამომიჯდა და გულიანად ავქვითინდი. ალბათ, მართლა რთული ცხოვრება ქონდა ნატოს, თორემ როგორ დატოვებდა ამ ანგელოზივით ბავშვს მტარვალი სონიას ხელში?
ასლუკუნებული ბავშვი ისე მომეკრა, ხელს აღარ მიშვებდა. ხელში ავიყვანე და ისე შევედი ოთახში. ნატოს დედა ისე გულსაკლავად ტიროდა, იქ დამსწრე სამძიმარზე მისულ ხალხს ცხარე ცრემლით ატირებდა. ნატოს თეთრი ზეწარი ქონდა გადაფარებული სახეზე. ალბათ, მართლა დასახიჩრებული იყო და არ უნდოდათ ხალხს დაენახა. სონიამ მე რომ დამინახა, ავად გააკვესა თვალები. თუმცა, თქმით მართლა არაფერი უთქვია. არც მასეთი ქაჯი იყო, რომ სამძიმარზე მისული კისრისტეხით გამოვაგდე. ცოტა ხანს გავჩერდით. ია გვერდიდან არ მშორდებოდა. ისე დამეთუთქა ამ ბავშვის საცოდაობით გული, გვარიანად ვიტირე. მერე, ნატოს ძმის შვილმა მოკიდა ხელი და დაბლა ჩაიყვანა. მეგონა საუკუნეები გავჩერდით იქ. როგორც იქნა ქალები ადგნენ წამოსასვლელად და შვებით ამოვისუნთქე. ეზოში გამოსული ისევ გადავაწყდი სიმონას ორბისებურ მზერას და გამაკანკალა. დაუფარავად მიმზერდა ამდენ ხალხში და ისე მაშინებდა მისი ეს გამოხედვა, ფეხები მერეოდა უკვე.
სახლში მისული ვეღარ მოვდიოდი გონზე. მე არაფრის დიდებით არ მოვისწრაფავდი სიცოცხლეს და ღვთისანაბარა არ დავტოვებდი ჩემს შვილებს! თავს პირობა მივეცი, რომ ასეთი სისულელე ცხოვრებაში არ ჩამედინა.
დაკრძალვაზე არ მივსულვარ. არც მქონდა მაგის გული და არც იყო მოპატიჟე ჩვენთან. მე ჩემი ვალდებულება მოვიხადე, ჩამოასვენეს თუ არა, სამძიმარზე მივედი და ქელეხებში სიარული ისედაც არ მიყვარდა. მთელი სოფელი ნატოს შერყეულ ფსიქიკაზე საუბრობდა და რამ შეურყია ფსიქიკა, იმაზე კი არავინ არაფერს ამბობდა. ალუდამ ჩვენთან სიარულს მოუკლო და თითქოს უფრო მშვიდად ვიყავი. გულის კუთხეში კი მწყინდა, რომ აღარ გამოდიოდა ჩვენთან. ყოველ ღამე მისი მაშინდელი ჩახუტება მესიზმრებოდა და სულს მიფორიაქებდა უარესად. ყველგან მისი მწვანე თვალები მელანდებოდა. თავს ყველანაირად ვაიძულებდი, რომ მასზე არ მეფიქრა და შეძლებისდაგვარად გამომდიოდა კიდეც.
მართვის მოწმობამდე დარჩენილი დღეები მალე გავიდა. ჩემი მამამთილიც დაბრუნდა სახლში. ინგასაც გაუტკბა ჩემთან ყოფნა და აგვისტოს ბოლომდე გადაწყვიტა დარჩენა. რუსთავში წაყვანა გურამას ვთხოვე. სიხარულით დამთანხმდა, ოღონდ ჩემი მანქანით წავიდეთო. დიდად არ გამიპროტესტებია, რა აზრი ქონდა ჩემი ნივით წავიდოდით თუ მისი ოპელით?
პაემნის თაობაზე ციხიდან დაკავშირებას აგვიანებდნენ და ცოტა ესეც მაღელვებდა, თუმცა იმედი მქონდა რატომღაც რომ უარი არ იქნებოდა.
გამოცდის დღეს დილითვე გავეშურეთ რუსთავში, რომ პრაქტიკაზეც მინდოდა გავლა. ომარას გვერდით წინ მომიწია დაჯდომა, რადგან უკანა სავარძელი ამოღებული ქონდა რატომღაც. ალუდას სახლს რომ ჩავუარეთ, გარეთ იდგა და გურამას მანქანაში რომ მომკრა თვალი, დავინახე როგორი გაკვირვებული და ამავე დროს ნაწყენი მზერა გამომაყოლა. თავისუფლად შემეძლო მისთვის მეთქვა, მაგრამ ამხელა მანძილზე მასთან მარტო მგზავრობის მართლა შემეშინდა. ჩემ თავს ვერ ვენდობოდი და ამიტომაც არ ვუთხარი არაფერი.
მთელი გზა გურამას ენა არ გაუჩერებია. ხან რას მიყვებოდა და ხან რას. ნახევარზე მეტი არ გამიგია, რადგან არ ვუსმენდი. ისე როხროხებდა, მაღიზიანებდა უკვე. ძლივს ჩავედით რუსთავში. სანამ გამოცდა დაიწყებოდა, პრაქტიკა გავიარე. ინსტრუქტორს მართლა მოეწონა ჩემი მართვა და გულწრფელი ღიმილით შემაქო. გამოცდაზე კი რომ შევედი მღელვარებისგან დავიბენი. რამოდენიმე წუთი უაზროდ შევყურებდი მონიტორს და ვერაფერს ვაკეთებდი. დამშვიდება რომ შევძი, მაშინ კი ყველა კითხვას დამაკმაყოფილებელი პასუხი გავეცი. გახარებული რომ გამოვედი, გურამა მაშინვე მიხვდა და გადახვევით მომილოცა. მისმა შეხებამ ისე გამაკანკალა, ლამის მაღებინა. თეორიიდან უკვე პრაქტიკის ჩაბარებაზე გადავინაცვლე და იქაც წარმატებით ჩავაბარე. მეორედ ამოსვლას და მართვის მოწმობის უფასოდ აღებას, ისევ ფულის გადახდა ვამჯობინე და რამოდენიმე წუთში ჩემი მართვის მოწმობა უკვე ხელში მეჭირა. გახარებული და ბედნიერი გამოვბრუნდი სოფელში. გურამა ისევ მაბეზრებდა თავს თავისი უაზრო ლაქლაქით. ისიც კი შევატყე, რომ სხვა თვალით მიყურებდა და ცოტა მღელვარება და შიში მიპყრობდა, რომ საღამოვდებოდა უკვე.
ბინდდებოდა, რომ ჩვენი სოფლისკენ ტყის გზას ავუყევით. ყველაზე მეტად მიყრუებულ ადგილს რომ მივუახლოვდით, რატომღაც შეაჩერა მანქანა. გაკვირვებულმა შევხედე.
_რატო გავჩერდით?_მკაცრი ხმით ვკითხე.
_მაოცებ, ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი გოგო უკაცოდ როგორ ძლებ?_მისმა პირდაპირობამ წამიერად დამაბნია._რაც არ უნდა უარყო, ბუნება თავისას ითხოვს მაინც და თუ კაცი გენდომება, ჩემი იმედი გქონდეს.
_რა თქვი?_გაბრაზებულმა ლამის მთელი ხმით შევყვირე.
_შენს გვერდში მიგულე, რაღა სხვაგან უნდა დაიწყო ძებნა?_გადმოიხარა და თეძოზე მომითათუნა ხელი._გამოცდილი კაცი ვარ იცოდე.
სიბრაზისგან სისხლმა ტვინში ამასხა. ინსტიქტურად მოვიქნიე მარჯვენა და ისეთი ძალით გავარტყი, ხელის გული გვარიანად ამეწვა.
_როგორ მიბედავ?_ავად დავაკვესე თვალები._შენ ხომ არ გაგიჟებულხარ?_ღვედი შევიხსენი და მანქანიდან გადავხტი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
_გასაბრაზებლად არ მითქვია. უბრალოდ, რაღა სხვას გაუგორდე ვნება რომ მოგაწვება?_თვითონაც გადმოვიდა მანქანიდან და ისეთი თავდაჯერებული მზერით მომაჩერდა, თითქოს ასი პროცენტით იყო დარწმუნებული, რომ მის მკლავებში სიამოვნებით ამოვყოფდი თავს._ვერ დამაჯერებ, რომ ქმრის ალერსი არ გენატრება. ვანჩო ციხეშია და სხვასთან წასვლას ჩემთან მოდი, ხომ იცი არაფერზე გეტყვი უარს.
_ჩემი და ჩემი ოჯახის სიახლოვეს არ დაგინახო იცოდე._მთელი ხმით ვუყვირე და სოფლის გზას ფეხით დავადექი.
_ნუ ბავშვობ._ისე მარდად წამომეწია, გაოცებაც კი ვერ მოვასწარი. მაშინვე მკლავზე წამატანა ხელი.
_არ მომეკარო!_განწირული ხმით ვუკივლე. ხელი გავაშვებინე და აღმართს სირბილით შევუყევი. თან, ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან, რომ ინგასთვის დამერეკა და მეთქვა, მანქანა გაგვიფუჭდა, ფეხით მოვდივარ და ამიტომ ცოტა შემაგვიანდება-მეთქი.
გურამას ალბათ ეგონა, რომ პოლიციაში ვრეკავდი, ან ვინმე ისეთთან და უკან აღარ გამომყოლია. ინგამ მალევე მიპასუხა. რომ ვუთხარი, მანქანა გაგვიფუჭდა-მეთქი, ისე შეიცხადა, შემაკრთო მისმა შეკივლებამ და ლამის ტელეფონი გამივარდა ხელიდან.
ჩქარი ნაბიჯებით მივუყვებოდი ტყის პირზე უკვე დაბნელებულ გზას. შიშით მართლა არ მეშინოდა. გაცოფებული ვიყავი გურამაზე და ნერვიულობისგან ვცახცახებდი უკვე. ხუთასი მეტრი მექნებოდა ალბათ გავლილი, რომ სოფლიდან წამოსული მანქანის ფარები დავინახე. ჩემი მამამთილი იყო ჩვენი ნივით. ასე ცხოვრებაში მგონი არაფერი გამხარებია.
_მანქანა სად გაუფუჭდა? გურამა სად არის?_გააჩერა თუ არა, მაშინვე ეს მკითხა, _დახმარება არ უნდა? ბუქთ აგვეთრია.
_არ უნდა, თავისი ახლობელი გამოიძახა და ეხმარება._ისე დამაჯერებლად ვიცრუე, გიგლას ეჭვიც კი არ შეჰპარვია. ჩავჯექი თუ არა, მოაბრუნა მანქანა და სახლში წამოვედით.
ინგას არ გამოჰპარვია ჩემი აღშფოთება და ნერვიული კანკალი. ბავშვებისა და მამამთილის თანდასწრებით არაფერი მითხრა, მაგრამ რომ დავწექით, მაშინ კი ჩამომაცივდა. გულის გადაშლა და მწარედ ქვითინი მომინდა რატომღაც და დეიდაშვილს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.
ისეთი სალანძღავი სიტყვები იხმარა გურამას მისამართით, გავვოგნდი, ასეთი ბინძური სიტყვები საიდან იცოდა ამ გოგომ ვერ ვხვდებოდი.
_გეუბნები, რომ ომარასაც მასეთი აზრები უტრიალებს თავში და იფრთხილე. უქმროდ დარჩენილი ქალი ხარ და მიტომაც გიყურებენ მაგ თვალით. თან რა ქალი?.. მაგის თეო რას მოვა შენთან? ამიტომაც იწევს შენსკენ. აფრახებული ბებერი კაცი ეგა. ფუი, ვინც მაგის მკლავებში არ იგორავებს რაა... კუნელივითაც რომ მესხას, ერთს არ გავიმეტებდი და არ მივცემდი. საზიზღარი ეგა. ფუ, გული მერევა რა!.. ვინმეს უთხარი, რომ თავის ადგილზე მოსვას და მეორედ აღარ გაგიბედოს არაფერი.
_გიგლას მაგას ვერ ვეტყვი და მამა კი რომ ჩამოვა, უეჭველი ვეტყვი.
_მამაშენი რად გინდა, ალუდას უთხარი, რაც არ უნდა იყოს, შენი მაზლია მაინც.
ალუდას ხსენებაზე შევკრთი.
_არ გაბედო მისთვის არაფრის თქმა._მკაცრად გავაფრთხილე.
_რატო ვითომ?_გაუკვირდა.
_იმიტომ რომ არ მინდა და მორჩა. ენას კბილი დააჭირე იცოდე.
_კაცია და კაცურად მოსთხოვს პასუხს..._პოზიციას არ თმობდა ინგა.
_არა-მეთქი!_გაბრაზებულმა ხმამაღლა შევყვირე._არაფერს ეტყვი, გაიგე?_ახლოს მივედი და თვალებში ჩავხედე.
_კარგი, თუ მასე გინდა._ცოტა შეშინებულმა და ნირწამხდარმა მითხრა და აივანზე გავიდა.
რატომღაც დარწმუნებული არ ვიყავი მის სანდოობაში. როცა კი მიეცემოდა ამის საშუალება, წამოაყრანტალებდა ალუდასთან. ალუდა კი, ისე რომ არ მოისვენებდა და გურამას ამბავს არ ჩაყლაპავდა, ამაში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული. არ მინდოდა ჩემს გამო რამე შარს გადაყროდა.
გვიანობამდე დარჩა ინგა აივანზე. რას აკეთებდა მართლა არ ვიცი, თუმცა არც გამიხედია. ტანსაცმელი დავიხადე და მაშინვე საწოლში შევწექი. გამახსენდა გურამას ხელის თათუნი ჩემს თეძოზე და ისე გამაკანკალა, ლამის მაღებინა კიდეც. სულ არ გავდა ალუდას შეხებას, რომელიც სიყვარულით და სითბოთი მავსებდა. მისი შეხება ენით აუწერელ სიამოვნებას მანიჭებდა. ვნება რომ ყოფილიყო, გურამას შეხებაც ხომ უნდა მდომოდა? გამოდის, რომ ალუდა წრფელი გულით მიყვარდა...
მეორე დღეს თეო მესტუმრა.
ინგა რომ მიმეშვა, კისრისტეხით დაიფრენდა ამ ფაშფაშა ქალს, მაგრამ შევაჩერე. არც ისეთი გიჟი იყო გურამა, ცოლისთვის მოეყოლა ყველაფერი. თეომ მართლა არაფერი იცოდა. ყავა რომ დავლიეთ, მოსვლის მიზეზიც გამიმხილა.
_გიგლას დაბადების დღეზე ის შავი ნამცხვარი ძალიან მომეწონა და მარიამობისთვის შეგიძლია რომ გამომიცხო?
_მე არ გამომიცხვია თეო, ინგამ გამოაცხო და თუ მანამდე არ წავიდა, გამოგიცხობს ალბათ.
ინგას აშკარად შეეცვალა სახე.
_მარიამობისთვის აქ ვრჩები მაგრამ, ჩვენც ბევრი საქმე გვექნება, ირას დედამთილის საფლავზე გავალთ. დიდი ბოდიში, მართლა ვერ გამოგიცხობ.
თეოს პატარა ბავშვივით ეწყინა უარი.
_რომ მითხრა რა ნამცხვარია, იქნებ ჩემ მარის გამოვაცხობინო.
_მაგ ნამცხვარს ყარაყუმი ქვია. ინტერნეტში რომ მოიძიოთ, იქ ნახავთ მასალასაც და გამოცხობის ტექნოლოგიასაც._ისე ცივად მოიშორა თავიდან, მე შემრცხვა.
_კარგი იქნებოდა რომ გცლოდა, მაგრამ არაუშავს, მაინც მადლობა.
ძველებურად გული რომ არ ვუჩვენე თეოს, შევატყე, რომ ეწყინა. ინგა ხომ საერთოდ ახლოს აღარ მოსულა ჩვენთან, ეზოში გიგლას და ლაშას ეთამაშებოდათ. ან რა გული უნდა მქონოდა? მისი ქმარი მეტორღიალებოდა, რეები აღარ მკადრა და კიდევაც კარგად მივიღე. თუმცა კი, თეო რა შუაში იყო, მაგრამ მაინც... ამიტომ დიდხანს აღარ გაჩერებულა, როგორც სხვა დროს სჩვეოდა და მალევე წავიდა.
_მე რომ შენი, მაგ ქალბატონს ყველაფერს მოვუყვებოდი და შენს ოჯახში ფეხს აღარ შემოვადგმევინებდი არცერთს. ნათესაობას იმიზეზებენ და რა საზიზღრობები კი უდევთ გუნებაში. გამოუცხადე, რომ ჭიშკარს შიგნით არ შემოადგან ფეხი. არც ეგ ქალბატონია სწორე სულის პატრონი. თუ კი სხვისი ამბები მოაქვს შენთან, დაზღვეული რითი ხარ რომ შენი ამბებიც არ გაიტანოს გარეთ?
_მე ხომ ისეთსას არაფერს ვეუბნები? თუ არა და ილაპარაკოს რა, ქვეყანამ იცის რა ენის პატრონიცაა.
_ხო და, მასეთი ენის პატრონი რომაა, ზუსტად მაგიტო არ უნდა შემოუშვა სახლში._არ ცხრებოდა ინგა._ იქნებ სულაც აწყობს, რომ მისმა ქმარმა სხვა ქალთან გაიგულაოს, რომ მაგას თავი დაანებოს? ვერ გაიგებ...
ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ გიგლა ყვირილით შემოვარდა ოთახში.
_დე! დე! დედიკო! ლაშას გული ერევა.
მაშინვე გარეთ გავვარდი. აივნიდან დავინახე ეზოში რომ მართლაც აღებინებდა ლაშას. კისრისტეხით ჩავირბინე კიბეზე და უმალ მასთან გავჩნდი. შუბლი რომ დავუჭირე, ვიგრძენი რომ ცხელი იყო.
_სასწრაფოში დარეკე._ინგას მივაძახე და ბავშვი ხელში ავიყვანე, ონკანთან მივიყვანე და დასვრილი პირი მოვბანე.
სულ მალე ისევ აღებინა. ლამის დედის ხსენიც კი არ შერჩა, იმდენი აღებინა. მე ის უფრო მაშფოთებდა, რომ გავარვარებული ცხელი იყო და იწვოდა. სასწრაფო თხუთმეტ წუთში მოვიდა. გულდასმით გასინჯეს ლაშა და საკვებით მოწამვლა დაასკვნეს. სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთო. გიგლა ინგას დავუტოვე და მეც ლაშას გავყევი. გზაში კიდევ რამდენჯერმე აღებინა. ცრემლებს ვერ ვიკავებდი. გული ამოვარდნაზე მქონდა. ოღონდაც ჩემს შვილებს არაფერი მოსვლოდათ და თანახმა ვიყავი მე მოვმკვდარიყავი იმ წუთასვე.
საავადმყოფოში მისვლისთანავე კუჭის ამორეცხვა გაუკეთეს. მოწამვლა სისხლში რომ არ გადასულიყო, ფიზიოლოგიური გადასხმა დაუდგეს. მე დერეფანში ვიდექი და ნერვიულად ვიმტვრევდი თითებს. ღმერთს მხოლოდ იმას ვევედრებოდი რომ ჩემი ლაშა კარგად ყოფილიყო.
ექიმი რომ გამოვიდა და მის სახეზე ღიმილი შევნიშნე, ცოტა მომეშვა. თუმცა მაშინვე მასთან გავჩნდი და მუდარით სავსე თვალებით შევხედე.
_არაფერი დამიმალოთ ექიმო. როგორ არის ჩემი შვილი?
_დაწყნარდით ქალბატონო, საშიში არაფერია. ბავშვი უკეთაა, სიცხემაც დაუწია. უბრალოდ თავის დაზღვევის მიზნით ამაღამ აქ დავიტოვებთ და ხვალ სახლში გაგატანთ თქვენს შვილს.
_შეიძლება ვნახო?_საცოდავი ხმით ვიკითხე.
_კი, შეგიძლიათ.
ექთანმა ლაშას პალატაში რომ შემიყვანა, გული უარესად მომეწურა. ისეთი მისავათებული სახით იწვა საწოლში, ზეწარზე თეთრი უფრო ჩემი შვილი იყო. დამინახა თუ არა, გამიღიმა და წამოჯდომა სცადა.
_აბა, აბა, ეგეთები ჯერ არ შეიძლება._ექთანმა ღიმილით დაუქნია თითი._გადასხმას რომ მოგხსნით, მერე წამოჯექი. დედიკო ამაღამ შენთან იქნება და ბევრ ზღაპრებსაც მოგიყვება.
ღამე მასთან დარჩენის უფლება რომ მომცეს, გამიხარდა. ვიცოდი, რომ ინგა გიგლას არაფერს მოაკლებდა და მისი დარდი სულ არ მქონდა სახლში. იმედიანად შემეძლო ეს ღამე საავადმყოფოში გამეტარებინა. ლაშასაც ძალიან გაუხარდა მის გვერდით რომ ვიყავი და სულ იღიმოდა და მეტიკტიკებოდა.
საღამოს მაღაზიაში გასვლა გადავწყვიტე, რომ ლაშასთვის ორცხობილა და მაწონი მეყიდა. მეტი ისეთი არაფერი ეჭმეოდა, რასაც მაღაზიაში ვიყიდიდი. მისგან ნებართვა ავიღე, რომ არ ეტირა, შუბლზე ვაკოცე და პალატიდან გამოვედი. ჩქარი ნაბიჯებით ჩავიარე სულ ორ-ორი საფეხური და შენობიდან უკანმოუხედავად გავედი. ღამის სიგრილემ ცოტა არ იყოს შემაცია და საცოდავად მობუზულმა გადავჭერი ლამპიონებით განათებული ქუჩა. მაღაზიაში ლაშასთვის საჭმელი ვიყიდე, ჩემთვის რამოდენიმე ქილა ცივი უშაქრო ყავა, რომ მთელი ღამე მეფხიზლა და მალევე დავბრუნდი საავადმყოფოში. ეზოში ჩვენს ნივას რომ მოვკარი თვალი, გამიკვირდა. გულის ფანცქალით ავირბინე კიბეზე. გუმანით ვხვდებოდი ვინც იქნებოდა ამ ნივით მოსული და ცოტა არ იყოს ვღელავდი. პალატის კარი რომ შევაღე, იმედები გამიცრუვდა. ჩემი მამამთილი, ინგა და გიგლა იყვნენ. ლაშას ისე უხაროდა ოჯახის წევრების ნახვა, საწოლზე ცქმუტავდა და ვეღარ ისვენებდა წოლით.
მეწყინა, რომ ალუდა არ იყო მოსული, თუმცა გამიხარდა კიდეც. როცა ჩემს სიახლოვეს ტრიალებდა, მართლა მირევდა თავგზას და კონტროლს ვკარგავდი უკვე. მერჩივნა ჩემგან შორს ყოფილიყო. ასე თითქოს უფრო მშვიდად ვგრძნობდი თავს.
დიდხანს არ გასტანა ჩემმა სიმშვიდემ. რამოდენიმე წუთში პალატის კარი გაიღო და ალუდას და, ანა, და თვითონ ალუდაც შემოვიდნენ. ანა ყველას ღიმილით მოგვესალმა და ლაშასთან მივიდა. გულთბილად მიეფერა ბავშვს.
_აბა, ვაჟკაცო, როგორ ხარ? რამე ხომ არ გტკივა ან გაწუხებს?
_არაფერიც არ მტკივა, მშია._ისეთი ხმით თქვა ლაშამ, ყველა იქ მყოფს გულიანად გაგვეცინა.
წამიერად შევხედე ალუდას და მის ლოყაზე გაჩენილ ლამაზ ფოსოებს. მისი მზერა რომ დავიჭირე, სასიამოვნოდ ამიფარფატდნენ მუცელში პეპლები. მერე, შემთხვევით ანას მზერაც დავიჭირე და შემრცხვა. ლაშასთან მივედი, ორცხობილა და მაწონი ამოვიღე პარკიდან, ხელსახოცი გულისპირზე გადავაფინე და მის გვერდით ჩამოვჯექი, რომ დამშეული ბავშვისთვის მეჭმივნა. ვიცოდი, რომ ანა ამ საავადმყოფოში მუშაობდა მეან-გინეკოლოგად, მაგრამ თუ მორიგე იქნებოდა და აქ შევხვდებოდი, ნამდვილად არ მეგონა.
დამშეული ლაშა ხრამუნით მიირთმევდა ორცხობილებს. ყველა მას შეჰყურებდა ღიმილით. გიგლაც კი ამოუცოცდა საწოლზე და რამოდენიმე ორცხობილა ძმის ხათრით მანაც ჩაახრამუნა.
ანას ხათრით გვიანობამდე დატოვეს მნახველები ჩვენს პალატაში და კარგადაც იხალისეს. ოღონდაც ლაშა გაემხიარულებინათ და რას აღარ აკეთებდნენ და ამბობდნენ. წასვლისას კი ალუდამ გამიხმო ცალკე და ას ლარიანი მორიდებით ჩამიკუჭა ხელში.
_დაგჭირდება... თუ რამეა, დამირეკე, არ მოგერიდოს._ისეთი თვალებით მიმზერდა, მთელ ტანზე ჭიანჭველები დამდიოდნენ თითქოს
კარგა ხანს შევყურებდი დამუნჯებული. ფულთან ერთად ჩემი ხელიც რომ ეჭირა თავის ხელში, სასიამოვნოდ მაბნევდა.
_მადლობა, მაგრამ საჭირო არ არის._ფულის გამორთმევა მართლა არ მინდოდა.
_ვანჩო რომ გამოვა ციხიდან, ის დამიბრუნებს._თავისებური მომაჯადოებელი ღიმილით გამიღიმა და წავიდა.
ხელში შერჩენილ ფულს დავხედე. ფულთან ერთად პატარა ფურცელიც იდო, სადაც მისი ნომერი ეწერა. ერთი კი დავხედე, მოვჭმუჭნე და ურნაში ჩავაგდე, რომ სულს არ წაეძლია და მართლა არ დამერეკა მისთვის. მაგრამ ალბათ, ყველაზე მეტად რაც გინდა, იმას ადვილად და უპრობლემოდ იმახსოვრებ ადამიანი. ერთი თვალის შევლებითაც კი დავიმახსოვრე მისი ტელეფონის ნომერი. რა აზრი ქონდა იმ ფურცლის გადაგდებას? მისი ნომერი გონებაში მქონდა უკვე ჩაბეჭდილი...
ალუდა წავიდა და ჩემი გულიც თან გაიყოლა. უარესად ამაფორიაქა და ამიშალა ფიქრები. თვალების დახუჭვა აღარ მინდოდა, რომ მისი მწვანე თვალები და ღიმილის დროს ლოყაზე გაჩენილი პატარა ფოსოები არ მომლანდებოდა.
ანამ რამდენჯერმე ჩამოგვიარა და დაგვხედა. ყურადღებას არ გვაკლებდა. ლაშამ რომ დაიძინა, მე დერეფანში გამოვედი და ცივი ყავა დავლიე. ძილით ისედაც არ მეძინებოდა და ამან ხომ საერთოდ დამიფრთხო ძილი. ფიქრისთვის დრო თავზე საყრელად მქონდა და ათას სისულელეზე ვფიქრობდი. ოღონდაც ალუდაზე არ მეფიქრა და რა აღარ გავიხსენე. მთელი ღამე თეთრად გავათენე. ლაშას მშვიდად ეძინა და მისი ბავშვური ფშვინვა გულზე მალამოსავით მედებოდა.
დილით ანალიზები შეუმოწმეს ისევ, ყველაფერი ნორმაში ქონდა და გამოგვწერეს. წასაყვანად ალუდა ჩამოვიდა ჩვენი ნივით. მე და ლაშა უკან სავარძელში მოვკალათდით და ისე ვიმგზავრეთ. უკანა ხედვის სარკეში რამდენჯერმე შევნიშნე მისი მორიდებული მზერა და გული სასიამოვნოდ ამიჩქარდა. რამდენ ხანს შევძლებდით ასე ერთმანეთის მიმართ "შორით ტრფობას", ნამდვილად არ ვიცოდი. თუმცა, როცა იქნებოდა კისერს კი ნამდვილად წამატეხინებდა მისი ეს მომაჯადოებელი ღიმილი.
შუა გზაში ვიყავით, ტელეფონმა რომ დამირეკა. უცხო ნომერი იყო და გულმა მაშინვე ვანჩოსკენ გამკრა. არც შევმცდარვარ, ციხის ადმინისტრაციიდან რეკავდნენ. ხვალ ხუთ საათზე შემეძლო ქმართან პაემანზე მისვლა. გულს საერთოდ არ გახარებია ეს ამბავი. სამაგიეროდ, გონება იყო კმაყოფილი და უზომოდ ბედნიერი. სულზე მომისწრო ამ პაემანმა. ერთი კი ისევ გავხედე ალუდას და მერე კუთხეში მივიკუჭე, რომ ვეღარ დავენახე და ასე ვიმგზავრეთ.
მანქანიდან ჩასვლისთანავე ინგას ვახარე ალუდას გასაგონად, რომ ხვალ ვანჩოსთან გრძელვადიან პაემანზე მივდიოდი. არ კი შემიხედია მისთვის, მაგრამ ვიგრძენი, რომ ჩემს ნათქვამზე დაიძაბა. მისი დაჟინებული მზერაც კი ვიგრძენი, მაგრამ თავი გავიმაგრე და აღარ შევხედე, რომ თავგზა არ აებნია ჩემთვის. ჩემს ბედზე თეოც მოვიდა ლაშას სანახავად და იმასაც ვახარე ეს ახალი ამბავი. თეო რომ აუცილებლად იტყოდა სახლში, ამას წვეთი არ გაუვიდოდა. ყველაზე მეტად კი ის მახარებდა, რომ გურამაც გაიგებდა. მარტო სახლში კი არა, მთელ სოფელს მოსდებდა თეო ამ ამბავს და კმაყოფილი იერით დავდიოდი მთელი დღე.
ღამე, როგორც ყოველთვის, დაძინება გამიჭირდა, მაგრამ დილით მაინც მხნედ წამოვფრინდი. შუა დღემდე საქმეები მოვიმთავრე, მერე გამოვიპრანჭე და ჩემი ნივით დავადექი თბისის გზას. მართალია, ქალაქში მოძრაობის წესები კარგად არ ვიცოდი, მაგრამ მაინც გავბედე წასვლა. ქალაქის შესასვლელში სადგომზე დავტოვე ჩემი ნივა, მე მარშუტკაში გადავჯექი და გლდანის ციხისკენ ავიღე გეზი. თან მინდოდა ვანჩოს ნახვა და თან არა. ერთი პირობა უკან მობრუნებაც კი დავაპირე, მაგრამ საბოლოოდ მაინც გონებამ სძლია გულს და შუა გზიდან მართლა არ მოვბრუნებულვარ. ცოტა ადრეც კი მომივიდა მისვლა და მოთმინებით დაველოდე ჩემს სახელსა და გვარს როდის ამოიძახებდნენ. ის დრო, რაც მოსაცდელში ვიყავი, საუკუნოდ გაიწელა. ვერ აღვწერ როგორი ტანჯვა იყო ჩემთვის.
ბოლოს, როგორც იქნა გამომიძახეს და მუხლების კანკალით გავყევი ფორმიან ქალს, რომელმაც ჩვეულებრივ საპაემნე ოთახში შემიყვანა. გამიკვირდა.
_მე გრძელვადიანი პაემანი მოვითხოვე.
_კი მაგრამ, თვითონ პატიმარმა არ ისურცა, ციხის ადმინისტრაცია არაფერ შუაშია.
თავისუფალ სკამზე მოწყვეტით დავეშვი. მინის იქიდან დავინახე როგორ გაიღო კარი და როგორ შემოიყვანეს ვანჩო. ისევ ისეთი იყო როგორიც მახსოვდა, ოდნავადაც კი არ იყო შეცვლილი. უბრალოდ, უფრო თავდაჯერებული და რაღაცნაირად მედიდური გამოხედვა ქონდა. ერთხანს უხმოდ მივჩერებოდით ერთმანეთს. მერე ისევ მე გავბედე ხმის ამოღება.
_რატო არ დათანხმდი ჩემთან პაემანს?
_არ მინდა და იმიტომ._ისე მკვახედ მომახალა, დავიბენი.
_რატო არ გინდა?_საცოდავად ძლივს ამოვილუღლუღე.
_შენ რას ფიქრობ, რატო არ მინდა?_კითხვა შემომიბრუნა და თავისი მონაცრისფრო თვალებით მომაშტერდა.
ვერაფერი ვუთხარი. ცოტა ხანს ისევ დუმილი ჩამოწვა. მერე ისევ ვანჩომ წამოიწყო.
_სანამ მე ციხეში ვიქნები, დარჩი მაგ სახლში, რომ მამაჩემსაც მიხედო და ეზო-ყურეს უპატრონე. გამოვალ თუ არა, წახვალ შენს გზაზე.
_რა?_ყურებს არ დავუჯერე.
_სხვისი ნათრევი ქალი მენდომება ვითომ გვერდით, როგორ ფიქრობ?
_რა სისულელეს ამბობ, უფიქრდები?_გავბრაზდი.
_გინდა დამაჯერო, რომ სიმონამ, რომელსაც ძმა მოვუკალი, შურისძიების მიზნით არ გიხმარა? გვერდით გყავდი და თვალებით გჭამდა, ახლა?
_სისულელეს ნუ ამბობ!_შევატყე როგორ ამიკანკალდა ხმა.
_ციხეშიც ვგებულობთ სოფლის ამბებს. ვიღაცეები რომ შემოიპარნენ, ვითომ ქურდები იყვნენ? რატო არაფერი წაიღეს მაშინ? შენ მე სულელი გგონივარ? ასეთ ლამაზ ქალს რომ ისე არავინ დაგტოვებდა, რად უნდა ამას ბევრი ლაილაი? მითუმეტეს რომ ტყე-ღრეში დაჭენაობ უპატრონოდ. ალუდაც რომ შენს სიახლოვეს ტრიალებს ყოველთვის სვავივით...
ალუდას ხსენებაზე ისე გავბრაზდი, ინსტიქტურად წამოვხტი ფეხზე და მართალია მინა გვყოფდა, მაგრამ მაინც გამწარებულმა შევაფურთხე. ალუდას ჩემთვის ზედმეტად არაფერი უკადრებია და ეს რომ ჩემს საყვარლობაში ადანაშაულებდა, მაცოფებდა ეს აზრი.
_რაო, სიმართლე მწარეა არა?_ირონიული ღიმილით შემომხედა._ დაიმახსოვრე, კისერიც გიტეხია, თუ გინდ ათ კაცთან დაწოლილხარ ერთდროულად, მე რომ ციხიდან გამოვალ, მანდ აღარ დამხვდე. და საერთოდაც, აქ ნუღარ ჩამოხვალ, გაიგე? ფულს კი, ჩვეულებრივ გადმომირიცხავ, არაფერი შეიცვლება.
აცრემლებული გამოვტრიალდი. მისი ერთგულება ასე ძვირი მიჯდებოდა და ეს კიდევ ბას მწამებდა. ისეთი გაცოფებული და არეული ვიყავი, როგორ დავტოვე ციხის შენობა, არ მახსოვს. ალუდა სვავივით ტრიალებს შენს სიახლოვესო? ნეტა, ალუდასნაირი ზრდილობიანი, გაგებული და მორიდებული იყოს არ უნდა? ახლახანს დაიწყო ჩვენთან გამოსვლა, რაც ინგა ჩამოვიდა, თორემ აქამდე ღობის აქეთ არ გადმოუდგავს ფეხი. ყოველთვის მორიდებული და ზრდილობიანი იყო ჩემთან. არასდროს მიუცია თავისთვის ზედმეტის უფლება და ეს კიდევ რას აბრალებდა? დარწმუნებული ვიყავი, მე თუ უფლებას არ მივცემდი, კოცნასაც კი ვერ გამიბედავდა.
გული მართლაც მოკლული მქონდა ვანჩოს სიტყვებით. სანამ გამოვალ დარჩი, რომ ეზო-ყურეს მიხედო და მერე წადიო? ეს წლები მისი მოახლე ვიყო, ახალგაზრდობის საუკეთესო წლები მას შევწირო და მერე წავიდე? სად უნდა წავიდე ნეტა?
სადგომზე გაჩერებულ ნივამდე როგორღაც მივედი. ერთი ცრემლი არ ჩამომვარდნია. ისე ვიყავი გაბრაზებული და გამეხებული, ტირილი აზრადაც არ მომსვლია. მერე კი, მანქანაში რომ ჩავჯექი, საჭეზე ჩამოვდე თავი და პატარა ბავშვივით ხმამაღლა ავღრიალდი. ვტიროდი ჩემს ბავშვობას, რომელიც ჩემი ქმრის გამო რადიკალურად შეიცვალა. ვტიროდი უქმროდ დარჩენილ დროს, ათასი დაბრკოლების და სირთულის გადალახვა რომ მიწევდა და ვტიროდი ჩემი ქმრის უსამართლო ბრალდებას, თითქოს მისი ერთგული არ ვყოფილიყავი და ციხეში გამომწყვდეულს ვღალატობდი.
არც მანამდე ყოფილა კარგი ქმარი და საუკეთესო პიროვნება, მაგრამ ამ ციხემ ხომ საერთოდ შეცვალა. ყველაზე მეტად ის მწყინდა, ალუდაზე რომ ფიქრობდა ცუდად. არა და, ყველაზე კარგი ამ სიტუაციაში ალუდა იყო. არასდროს სარგებლობდა ჩემი უმწეობით, უთქმელად ცდილობდა ყოველთვის ჩემს დახმარებას. ზედმეტი არასდროს არაფერი უკადრებია. ყოველთვის იცავდა ჩვენს შორის დისტანციას, მითუმეტეს, რომ ვგრძნობდი, ძალიან ვუყვარდი. მაშინ კი, როცა ჩამიხუტა, შეშინებული იყო მდინარეში დამხვრჩვალი ქალის გამო. იმით გახარებულმა, რომ ცოცხალი დამინახა, მოზღვავებული გრძნობები ვეღარ მოთოკა. დარწმუნებული ვიყავი, მე რომ არ მიმეცა საბაბი, არც კი შემეხებოდა ზედმეტად. მას უფრო ვენდობოდი, ვიდრე საკუთარ თავს. საკუთარი თავის იმედი ნამდვილად არ მქონდა!
კარგა ხანს ვიტირე მანქანაში. გრძნობებისგან და ემოციებისგან რომ დავიღალე, უაზროდ შევათვალიერე ტირილისგან დასიებული ჩემი სახე სარკეში. მერე, ხელსახოცით მოვიმშრალე ცრემლები, თავს ვაჟკაცურად შემოვუძახე, რომ დანებების უფლება არ მქონდა და სახლში წამოვედი. ცარიელი ჭურჭელივით ვიყავი. არანაირი გრძნობა, არანაირი ფიქრი და არანაირი განცდა აღარ მიტრიალებდა თავში. ისეთ დროს მივედი სახლში, ყველას ეძინა. არავის გაუგია ჩემი დაბრუნება. ერთადერთი პიტმა გაიგო მხოლოდ და მხიარული წკმუტუნით შემომეგება. დავწვდი, ხელში ავიყვანე უკვე კარგად წამოზრდილი და დამძიმებული ლეკვი, გულში ჩავიხუტე და როგორც ყოველთვის ჰამაკში ჩავწექი. ღამის სიგრილე უკვე შემაწუხებელიც კი იყო, მაგრამ მე მართლა ვერაფერს ვგრძნობდი. ჰამაკშივე ჩამეძინა ჩემს პიტთან ერთად.
დილით, თვალები რომ გავახილე, პლედი მქონდა მოფარებული. ეზოში ჩემი მამამთილი ფუსფუსებდა. დაბუჟებული სხეული ძლივს წამოვზიდე, ძალიან გამიჭირდა ადგომა. ძვალიც და რბილიც ერთნაირად მტკიოდა. დიდმა გიგლამ გაღვიძებული რომ დამინახა, გაოცებული მომიახლოვდა.
_რა მოხდა შვილო, რა დროს მოხვედი წუხელ? აკი, ოცდაოთხსაათიანი პაემანიაო?
_ხო, მასე იყო ჩაფიქრებული, მაგრამ რატომღაც უარი გვითხრეს და ჩვეულებრივი პაემნით დავკმაყოფილდით._დავუმალე მისი შვილის ამბები, რომ არ ენერვიულა კაცს.
_ვაახ, მაინც რატო გითხრეს უარი?_აშკარად შეწუხდა.
_რა ვიცი. ახლა მაგათი აყრია და ვერ შევედავებით ვერაფერზე. ისე მაინც ვნახე, არაუშავს.
_როგორ არის? რამე ხომ არ უჭირს?_დაფარული შეშფოთებით მკითხა.
_კარგად ვარ, არ ინერვიულოთო._მხრებზე მოვხვიე ხელი და ლოყაზე დიდი სიყვარულით ვაკოცე._ჩემს მაგივრად აკოცე მამაჩემსო.
ეს კაცი რომ არ მყოლოდა გვერდში, ასეთი ძლიერი ალბათ ვერც ვერასოდეს ვიქნებოდი. მას ვცემდი უზომო პატივს, რადგანაც მისგან იგივე პატივისცემას და სიყვარულს ვიღებდი. არ მინდოდა შვილის უმსგავსო საქციელის გამო ენერვიულა და ამიტომ არ ვუთხარი არაფერი. ცხონებული ჩემი დედამთილისგან განსხვავებით, ეს არასდროს აფარებდა თავის შვილს ხელს. როცა იცოდა რომ დამნაშავე იყო, არასდროს გამოყავდა მართალი. ვერ ვიტყვი, რომ თავისი შვილი არ უყვარდა, მაგრამ მის ცუდ საქციელზეც არასდროს ხუჭავდა თვალს.
ინგამ რომ გაიღვიძა და დამინახა, ისე ააფახულა თვალები, თითქოს სიზმარი ვყოფილიყავი და გამოფხიზლება უნდოდა.
_რა მოხდა?_გულწრფელად შეშფოთებული ხმით მკითხა.
_ვერ მოხერხდა ჩვენი პაემანი რატომღაც._რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი და ტანსაცმლის გამოცვლა დავიწყე აუღელვებლად.
ერთხანს ეჭვით მიყურა. მერე მომიახლოვდა და თვალებში დაჟინებით ჩამხედა.
_თვითონ არ მიგიღო ხომ?_ ისეთი გამჭოლი მზერა ქონდა, თვალი ვერ გავუსწორე.
_არა, ციხის ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა ჩემი განცხადება. უბრალო პაემანი დაგვინიშნეს._უნიჭოდ ვიცრუე და ისევ ტანსაცმლის გამოცვლა განვაგრძე.
_ტყუილი რომ არ გეხერხება, იცი?
შევკრთი, მაგრამ მაინც არაფერი ვუთხარი. აღარც თვითონ ჩამძიებია. მართლა არ მინდოდა მისთვის რამის თქმა. ჩემებს ეტყოდა ყველაფერს და ისინი კი ერთი წუთითაც აღარ გამაჩერებდნენ აქ. ვანჩოს გამო მართლა არ ვჩერდებოდი. ჩემი მამამთილი მეცოდებოდა მარტო. თან, ამხელა სახლ-კარი გასანიავებლად მენანებოდა. თამრია და მარინე ყველაფერს გაზიდავდნენ. მამას ყურადღებას საერთოდ არ მიაქცევდნენ. სანამ შეეძლო, მაშინ სჭირდებოდათ, თორემ ახლა ავადმყოფობისგან მოტეხილი აღარავის სჭირდებოდა. თან, საკუთარ თავთანაც კი არ მინდოდა გამოტყდომა, მაგრამ... ალუდას გამოც ვერ მივდიოდი აქედან. მართალია, არაფრის იმედი არ მქონდა მომავალში, მაგრამ მაინც...
საღამოს კი დედა და მამა მესტუმრნენ და ინგას ძმა ირაკლი. მამაჩემი თავის მანქანით იყო, ირაკლი კი წითელი ჯიპით. ჩემთან ერთად ინგასაც გაუკვირდა ირაკლის ახალი მანქანა. თუმცა, აღმოჩნდა რომ ეს მანქანა ჩემი იყო. მამაჩემს უყიდია ჩემთვის. სიხარულისაგან მართლა დავმუჯნდი. ერთხანს გარშემო ვუვლიდი და აღტაცებული ვათვალიერებდი ახალთახალ გაზიმზიმებულ სისხლივით წითელ ჯიპს. მერე, სალონშიც შევიხედე, შავი ტყავის სავარძლებს ხელი ფაქიზად გადავუსვი. ბოლოს კი აღტაცებული კივილით ჩამოვეკიდე მამაჩემს კისერზე. ისე ძალიან გამიხარდა ეს ამბავი, სულ გადამავიწყდა ვანჩოც და მისი წაყენებული პირობაც.
იმ საღამოს ეზოში შუა ცეცხლი დავანთეთ, მწვადებიც შევწვით და ჩემი ჯიპიც "დავასველეთ". კარგად გამოვთვერი. კარგადაც მოვილხინეთ. მეზობლების უკმაყოფილო ბუზღუნიც კი დავიმსახურეთ, მაგრამ ვის ადარდებდა?
მეორე დღეს ნაბახუსევი ვიყავი და თავი საშინლად მტკიოდა. არ ვიცი, ვინც ყოველ დღე სვამს, როგორ ინელებს? თან, რა დავლიე, ხუთი ჭიქა ღვინო? ინგამ სახლში წასვლა გადაწყვიტა, მარიამობისთვის ისევ ჩამოვალო დამპირდა. დედაჩემმა გიგლა და ლაშაც წაიყვანა ერთი-ორი დღით დაგასვენებ, თან ბომბორაში გავასეირნებ ბავშვებსო. ისე გამიხარდა, უარი არ მითქვია. მართალია, არასდროს ვიღლებოდი მათი მოვლა-პატრონობით, მაგრამ სულ ცოტა ხნით დასვენება მართლაც რომ არ მაწყენდა. შევთანხმდით, რომ მარიამობამდე ერთი-ორი დღით ადრე ჩავაკითხავდი ჩემი ახალი მანქანით და ინგას და ბავშვებს ისევ წამოვიყვანდი უკან.
მათი წასვლის მერე ცოტა ხანს წამოვწექი დასასვენებლად, მერე კი აღდგენილი ენერგიით და ხალისით შევუდექი საქმეს. შუადღის მერე სიმინდის ყანაშიც გავისეირნე ჩემი ჯიპით. ასეთი გახარებული, ხალისიანი და ბედნიერი მართლაც რომ არასდროს ვყოფილვარ. მხოლოდ ის იყო, რომ საღამოს, დასაწოლად რომ მოვემზადე, მომენატრნენ ჩემი გიჟმაჟუნები...
ის დღეები თავი მოვიგიჟიანე და ძირფესვიანად დავალაგე სახლიდან დაწყებილი ეზოს ყოველი კუთხე-კუნჭულით დამთავრებული. მულებმა შემომითვალეს, მარიამობისთვის დედის საფლავზე უნდა ჩამოვიდეთო და თავს ხომ არ შევირცხვენდი? საფლავზეც გადავწყვიტე ასვლა, რომ მომესუფთავებინა და ჩემი პლორწია მულების საყვედური არ დამემსახურებინა. შუა დღის მერე, ცოტა რომ გადაგრილდა, ავედი კიდეც. ჩემი დედამთილის საფლავამდე ალუდას დედის საფლავი უნდა გამევლო. შორიდანვე მოვკარი თვალი. როგორც ყოველთვის, გული ახლაც ამიფორიაქდა. ჩემგან ზურგით იყო. რატომღაც ისე ავღელდი, გამობრუნებაც კი დავაპირე, მაგრამ მოულოდნელად შემობრუნდა და დამინახა. დადარდიანებული სახე ქონდა. შორიდანვე მივესალმე და გზა განვაგრძე.
საგულდაგულოდ მოვასუფთავე დედამთილის საფლავი. სარეველები დავგლიჯე, ყვავილებს მიწა ავუფხვიერე, ჩამოყრილი ფოთლებიც მოვხვეტე, პარკში ჩავჭყუნე და წამოვედი. ისევ იმ გზით დაბრუნება გადავიფიქრე. ჩემი ქმრისგან უარყოფილი არ მინდოდა რომ ალუდას მივკედლებოდი. ჯობდა, მისგან თავი შორს დამეჭირა, რომ მის სიახლოვეს რამე შეცდომა არ დამეშვა. ამიტომ მეორე გზიდან წამოვედი. მართალია შორი იყო, მაგრამ "შორი გზა მოიარე, შინ მშვიდობით მიდიო." შემთხვევით ვეფხოს საფლავზე სიმონას გადავაწყდი. ჩუმად ავუქციე გვერდი, მაგრამ მაინც შემნიშნა. ფეხს ავუჩქარე და უკან აღარ მიმიხედია, თუმცა მესმოდა მისი ფეხის ხმა და ვხვდებოდი რომ უკან მომყვებოდა.
_ვანჩოს ქვრივო, რას გარბიხარ?_მკლავზე წამატანა ხელი და შემომაბრუნა. ალკოჰოლის სუნი ვიგრძენი. თვალებიც ისე ქონდა არეული, მივხვდი მთვრალი იყო.
_რა გინდა?_შევძელი და გავაშვებინე ხელი, თან ლამის სირბილით გავერიდე.
მოგვიანებით დამეწია და ისევ დამიჭირა.
_ასეთი ლამაზი ქალი მარტო რომ დადიხარ ცოდო არ ხარ?_ისე გამიცინა, გამაკანკალა.
_გამიშვი!_სასოწარკვეთილმა ვუყვირე და მისგან თავის დაღწევას შევეცადე, მაგრამ ისე მაგრად ვყავდი დაჭერილი, ამჯერად ვერ შევძელი განთავისუფლება. უფრო მეტად გავიბრძოლე და კიდევ რომ ვერ გავინთავისუფლე თავი, მაშინ კი ვიკივლე ბოლო ხმაზე._მიშველეთ!
სიმონამ გამეტებით შემომცხო სახეში.
_ნუ კივი, აქ ვერავინ გიშველის. გგონია, მკვდრები წამოდგებიან შენს დასახმარებლად? შენმა ქმარმა ძმა მომიკლა, მე კიდე გულს მოვუკლავ, მის საყვარელ ცოლს ავხდი ნამუსს._მაისურის გულისპირზე ძლიერად დამეჯაჯგურა და შემომახია.
საზარდულში გამეტებით ამოვკარი მუხლი, წამიერად ხელი შემიშვა და გაქცევა შევძელი, თან ვყვიროდი, შველას ვითხოვდი. სიმონა მალევე წამომეწია, მეცა და მიწაზე ერთად გავგორდით. რაც ძალი და ღონე მქონდა გავიბრძოლე, მაგრამ მთასავით კაცთან რას გავხდებოდი ეს უსუსური ქალი. მაისური მთლიანად შემომახია და ახლა შარვლის სალტეს წაატანა ხელი. უარესად ავკივლდი, მაგრამ ერთი ხელი პირზე ძლიერად ამაფარა, მეორეთი კი ისევ შარვალს დაეჯაჯგურა.
შევძელი და პირზე აფარებულ ხელზე გამეტებით ვუკბინე.
_ოხ, შე !_გამწარებულმა ისე გამეტებით დამარტყა სახეში, თვალებიდან ნაპერწკლები გამცვივდა. ტკივილმა წამით დამამუნჯა, მაგრამ მალევე შევძელი დაკივლება. თან, სახე ჩამოვაღადრე ფრჩხილებით. _შე წაკლა!_არაადამიანურად იღრიალა და ისევ დამარტყა. მერე კი ტუჩებში მეძგერა.
ისე ძლიერად ვუკბინე ტუჩზე, სისხლის გემოც კი ვიგრძენი პირში. მერე, თითქოს რაღაცამ წამოაგდოვო და დავინახე, როგორ მოხვდა სახეში მადიანი მუშტი.
_შე ღორო, რამდენს ბედავ? მოგკლავ იცოდე!_ალუდას შეშლილი ხმა ძლივს ვიცანი.
წამოჯდომა მოვახერხე, შემოხეული მაისურით სანახევროდ დავიფარე შიშველი სხეული, თავი მუხლებში ჩავრგე და ავქვითინდი. დიდხანს მესმოდა მათი ჩხუბისა და ლანძღვა-გინების ხმა. ისე გამეტებით ურტყავდნენ ერთმანეთს, მეშინოდა. ყურებზეც კი ავიფარე ხელები, რომ არ გამეგო მათი ბინძური სალანძღავი სიტყვები. მთლიანი სხეულით ვცახცახებდი. სახე მტკიოდა. ცემისგან ალბათ დასიებულიც მქონდა. კარგა ხანს იბრძოლეს. ხან ალუდა ეგდო ძირს, ხან სიმონა. მართლა ვერ ვიტყვი ვის სასიკეთოთ დამთავრდებოდა ეს ორთაბრძოლა სასაფლაოს დარაჯი და კიდევ ორი სხვა კაცი რომ არ ჩარეულიყვნენ და არ გაეშველებინათ.
_ირასგან თავი შორს დაიჭირე იცოდე, თორემ მოგკლავ!_ალუდას ისეთი ხმა ქონდა, მართლა ვერ ვცნობდი.
_რატო, შენი ხარჭაა და იმიტომ?_ამაზრზენად გაიცინა სიმონამ.
_მოგკლავ იცოდე!_ისევ გაიწია ალუდამ, მაგრამ დაჭერა შეძლეს კაცებმა.
_რაო, ლაწირაკო, კაცობაზე დებ უკვე თავს?_სიმონა მაინც არ აჩერებდა ენას და თან გამომწვევად ხარხარებდა._რა მაგარი დამცველი ყოლია ამ ბოზს.
_მოკეტე ეხლა, თორემ მე გაგასხმევინებ ამ ნიჩაბით ტვინს._ვინ დაემუქრა სიმონას არ ვიცი, ხმაზე ვერ ვიცანი, ახედვით კი არ ამიხედია, ისევ მუხლებში მქონდა თავი ჩარგული და ვქვითინებდი.
_წაიყვანეთ ეგ არაკაცი აქედან, თორემ მოვკლავ!_არ ცხრებოდა ალუდა.
სიმონა მართლა წაიყვანეს. კი არ წაიყვანეს, ძლივს წაათრიეს. მისი ხმა რომ მიწყდა, ალუდამ გაბედა და მხარზე მორიდებით დამადო ხელი.
_როგორ ხარ?
_არ მომეკარო!_მისი ხელის შეხებაზე ელდანაკრავივით წამოვხტი.
_არაფერს დაგიშავებ, დაწყნარდი._მაშინვე გაიხადა თავისი მაისური და მორიდებით გამომიწოდა._ჩაიცვი, შენსას მაინც ჯობია.
ატირებულმა გამოვართვი და გადავიცვი, ჩემი შიშველი სხეული რომ დამეფარა. ერთი კი შევხედე კარგა გვარიანად დალურჯებულ და დასისხლიანებულ ბიჭს და ისევ გავიქეცი. მალევე წამომეწია, ხელი მომკიდა და შემაჩერა.
_მე არაფერს დაგიშავებ, ჩემი ნუ გეშინია.
მაგაში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ არაფერს დამიშავებდა, მაგრამ შორს მინდოდა გაქცევა, რადგან ერთი სული მქონდა მის მკერდზე თავი მიმედო და გულიანად მეტირა. მხოლოდ მეტირა, სხვა არაფერი. მას კი, ჩახუტებით დავემშვიდებინე. ეს შეცდომა რომ არ დამეშვა, ამიტომაც მინდოდა მისგან შორს გაქცევა. ხელი გავაშვებინე და მანქანისკენ გავიქეცი. მანქანასთან მისულს ისევ წამომეწია.
_სისულელე არ ჩაიდინო იცოდე. შენს შვილებზე იფიქრე.
არა და იმ მომენტში მართლაც ზე ვფიქრობდი. ალბათ, სახეზე მეწერა და იმიტომაც შეშფოთდა.
_ბავშვებს უპატრონოდ ნუ დატოვებ, იფიქრე ამაზე._ესღა მითხრა, შეტრიალდა და წავიდა, რადგან მატყობდა, რომ მისი სიახლოვე უარესად მაფრთხობდა.
თვალი გავაყოლე წელს ზემოთ შიშველ ბიჭს, გვარიანად რომ იყო დაჟეჟილი. შევატყე, სიარული უჭირდა. თავიც გატეხილი ქონდა და კისერზე ჩამოსდიოდა სისხლი. შემეცოდა, ჩემს გამო თავისზე გაცილებით ძლიერ კაცს შეებრძოლა და მე კი ხელი ვკარი.
_ალუდა!_მცირე ყოყმანის შემდეგ დავუძახე.
ჩემს დაძახილზე მაშინვე შეჩერდა, თუმცა არ შემობრუნებულა.
_წამოდი, ექიმთან წაგიყვან, თავზე მოზრდილი ჭრილობა გიჩანს, ნაკერებს დაგადებენ ალბათ.
_არ მინდა, გამივლის. შენ თავს მიხედე.
_წამოდი... გთხოვ._ეს გთხოვ თითქმის ჩურჩულით ვუთხარი, მაგრამ მის ყურს მაინც მისწვდა.
შემობრუნდა. თვალი ჩალურჩებული ქონდა. ტუჩიც გახეთქილი და სისხლი სდიოდა. გვარიანად იყო ნაცემი. ეთხანს ხმისამოუღებლად იდგა და მომჩერებოდა. სარკეში ჩახედული არ მქონდა, მაგრამ ვგრძნობდი რომ მეც დალურჯებული მქონდა თავ-პირი.
_წამოდი, პოლიციაშიც დავწერ განცხადებას სანამ ის დაგვასწრებს.
ამის გაგონებაზე უხმოდ ჩამიჯდა მანქანაში. შევატყე, გაუჭირდა, მაგრამ მაინც არაფერი შეიმჩნია. გეზი პირდაპირ საავადმყოფოსკენ ავიღე. კიდევ კარგი გამომყვა: რადგან თავზე სამი ნაკერი დაადეს და ტვინის შერყევაც დაუდგინეს. თან, ორი ნეკნი ქონდა გატეხილი. მე მარტო დაბეჭილობები მქონდა და ტუჩი გახეთქილი. პოლიციაში მართლაც დავწერე განცხადება. ფაქტი სახეზე იყო, ნაცემი ვიყავი, ტანსაცმელი შემოხეული მქონდა. იმ არაკაცს ჩემი გაუპატიურება რომ უნდოდა, ადვილი დასაჯერებელი იყო. ალუდა რომ მომეხმარა, მას კი სასტიკად გაუსწორდა.
იმ საღამოს საავადმყოფოში დატოვეს. საწყალს, ისე უჭირდა მოძრაობა გატეხილი ნეკნების გამო, ჩუმად გმინავდა. სანამ გახურებული ქონდა ორგანიზმი, იმდენად ვერაფერს გრძნობდა. მერე კი, რომ გაცივდა, ვეღარ ტოკდებოდა უკვე.
ჯერ ისევ იქ ვიყავი, ანა რომ მოვარდა ტირილით. ჩემთვის ყურადღება არც კი მოუქცევია, ისე შევიდა ძმის პალატაში. კარგა ხანს დაჰყო იქ. მერე კი, რომ გამოვიდა, გვერდით მომიჯდა და მორიდებით მითხრა.
_ძალიან გთხოვ, ჩემი ძმისგან თავი შორს დაიჭირე.
გაოცებულმა შევხედე.
_აქამდე მეგონა, რომ შენი დეიდაშვილი მოსწონდა. მაგრამ შევნიშნე, როგორი თვალებით უყურებთ ერთმანეთს... ობლობაში გავზარდე, მასზე ძვირფასი არავინ მაბადია ცხოვრებაში. არ მინდა რამე შარს გადაეყაროს. დღევანდელი ამბავიც კმარა. იმედს ნუ მისცემ, თავგზას ნუ აურევ და ცხოვრებას ნუ დაუნგრევ. შენ მართლაც არაჩვეულებრივი გოგო ხარ, შენნაირ გოგოს მართლა ვნატრულობ რძლად, მაგრამ გამიგე, შენ ვანჩოს ცოლი ხარ. მის ყურამდეც მიაღწევს თქვენი ამბავი... ერთხელ უკვე მოკლა კაცი და არც მეორედ გაუჭირდება. არ მინდა ჩემს ძმას რამე დაუშაოს. შენ თუ იმედს არ მისცემ, ეს ზედმეტად არ შეგეხება, ვიცნობ ჩემს ძმას. გთხოვ, თავი რაც შეიძლება შორს დაიჭირე მისგან. მართლა ძალიან მომწონხარ და მიყვარხარ კიდეც, მაგრამ შენ სხვა ქმარი გყავს. წლების წინ რომ შეხვედროდით ერთმანეთს, ბედნიერი ვიქნებოდი, ახლა კი დაგვიანებულია ყველაფერი...
როგორ შევძელი თავის შეკავება ტირილისგან არ ვიცი. ანა რომ ადგა და წავიდა, კიდევ კარგა ხანს ვიჯექი დერეფანში და უაზროდ დავყურებდი ჩემი ფეხსაცმლის ჭვინტებს. მერე კი მოულოდნელად წამოვხტი და ისე, რომ ალუდას არც კი დავმშვიდობებივარ, გამოვიქეცი სახლში. ახალი შებინდებული იყო ჭიშკართან რომ შევჩერდი. სოფელში უკვე ხმა იყო გავარდნილი, რომ სიმონამ სასაფლაოზე ჩემი გაუპატიურება სცადა და ალუდა მომეხმარა. შეშფოთებული ჩემი მამამთილი ეზოში ნერვიულად გადი გამოდიოდა და მე მელოდებოდა. ნაცემ-ნაბეგვი და გვარიანად დალურჯებული რომ დამინახა, წაბარბაცდა. მაშინვე მივაშველე ხელი. აივანზე ავიყვანე და იქ ჩამოვსვი სკამზე. ხმისამოუღებლად შემომყურებდა გაბრაზებული და აღშფოთებული თვალებით.
_წადი შვილო თქვენებთან, სანამ ვინმეს რამე დაუშავებია შენთვის. ჩემი იმედი ტყუილად გაქვს, მე უკვე აღარაფერი შემიძლია. ალუდა რომ არ აღმოჩენილიყო იქ, წარმოდგენაც კი არ მინდა რა მოხდებოდა...
_პოლიციაში განცხადება დავწერე. სხვა თუ არაფერი, ხელწერილს მაინც ჩამოართმევენ და ჩემთან მოახლოებას აუკრძალავენ. ვერსად ვერ წავალ. ვანჩოს პირობა მივეცი, რომ შენ მოგხედავ. მარტოს ვერ დაგტოვებ.
_ჩემს გამო თავს საფრთხეში რატო იგდებ? წადი შვილო აქედან სანამ დროა.
წადი კარგი იყო, ვანჩომ გარკვევით მიბრძანა, რომ მის გამოსვლამდე მიმეხედა გიგლასთვის და მისი ეზო-ყურესთვის. თან, რაც ყველაზე მეტად მაკავებდა აქ, ალუდა იყო, რომელიც ჩემს გამო საავადმყოფოში იწვა და ახლა მიმეტოვებინა? მის გამოჯანმრთელებას ერთი თვე მაინც დასჭირდებოდა და მიხედვა არ უნდოდა? მართალია, ანამ გამაფრთხილა, თავი შორს დაიჭირე მისგანო, მაგრამ როგორ მიმეტოვებინა? საავადმყოფოში არ მივაკითხავდი, მაგრამ სახლში მარტო დარჩენილ მამამისს ხომ უნდოდა მიხედვა?
ის ღამე თეთრად გავათენე. თვალებს დავხუჭავდი თუ არა, გამხეცებული სიმონა მელანდებოდა და მეშინოდა. კიდევ კარგი ალუდა იყო იქ და მიშველა. თუმცა, ალუდა რომ არ ყოფილიყო, იმ გზაზე ხომ აღარ მომიწევდა გავლა?.. მთასავით კაცს როგორ უშიშრად შეებრძოლა ჩემი გულისთვის... თურმე, ანასაც კი შეუმჩნევია, რომ ერთმანეთს სულ სხვა თვალით ვუყურებთ. როდიდან დავიწყე მასზე ფიქრი, მართლა არ მახსოვდა. სანამ ვანჩო ჩაჯდებოდა ციხეში, მანამდეც მიფორიაქებდა გულს მისი გამოჩენა და მისი ღიმილი, მაგრამ ქმრიანი ქალი ვიყავი და თავს ვაიძულებდი, რომ მასზე არ მეფიქრა. ახლა? ახლა ქმარი გვერდით აღარ მყავდა. თან, მისგან უარყოფილიც ვიყავი. ჩემთან შეხვედრაზე უარი თქვა. მაინც ეგონა, რომ ალუდას საყვარელი ვიყავი. "შეძახილმა ხე გაახმოვო" და იქნებ მისი უსამართლო ბრალდება სიმართლედაც ქცეულიყო?...
მეშინოდა, როცა იქნებოდა ნუგეშს მის მკლავებში დავუწყებდი ძებნას. ჩემზე და ჩემს შვილებზე უპირობო ზრუნვამ, მისმა მორიდებამ, ზრდილობამ და სიყვარულით სავსე თვალებით ცქერამ, უფრო შემაყვარა ეს ბიჭი. ამ წუთას კი ჩემს გამო საავადმყოფოშიც იწვა და საშინელ ტკივილებს უძლებდა. როგორ არ მყვარებოდა და პატივი არ მეცა მისთვის? როგორ დამევიწყებინა მისი სიკეთე და გაჭირვების დროს გამოწვდილი მისი მარჯვენა არ დამეფასებინა?
ვიცოდი, რომ ვცოდავდი მასზე ფიქრით, მაგრამ... მე ხომ ერთი ჩვეულებრივი ქალი ვიყავი ჩვეულებრივი ქალური სისუსტეებით? ყველა ძლიერ ადამიანს ხომ აქვს თავისი სისუსტი წერტილი? ხო და, ჩემი სისუსტი წერტილიც ალუდა იყო. ვანჩოს უსამართლო ბრალდებამ კი უფრო გამიმძაფრა და გამიძლიერა მის მიმართ გრძნობა.
იმის მტკიცებას არ დავიწყებ, რომ ასი პროცენტით ვიყავი მართალი და არაფერში ვტყუოდი, მაგრამ ვანჩოსთან შეხვედრამდე და მის წამოყენებულ პირობამდე ყველანაირად ვუმკლავდებოდი და ვიგერიებდი ალუდაზე ფიქრებს. ახლა? ახლა არც ძალა მქონდა და არც სურვილი, რომ გავმკლავებოდი. მთელი ღამე მასზე ვფიქრობდი. როგორ უშიშრად და გაბედულად შეებრძოლა კამეჩივით კაცს ჩემი გულისთვის. ხომ შეიძლებოდა, რომ ახლოს საერთოდ არ მოსულიყო, ვითომ ვერაფერი გაიგო და წასულიყო სახლში? მაგრამ... ალუდა რომ მაგას არასდროს იზავდა, დარწმუნებული ვიყავი. უბრალოდ, თითი რომ გამეჭრებოდა იმას განიცდიდა ძალიან და ამ ამბავზე დახუჭავდა ვითომ თვალებს?
დილით უარესად მტკიოდა სახე და უფრო მეტადაც მქონდა დალილავებული თავ-პირი. ტონალურით დავიფარე ჩემი დაბეჟილობები და ჩვეულებრივ შევუდექი საქმიანობას. მერე, გავბედე და ალუდას სახლში წავედი, მარტო დარჩენილი დემური ბიძიასთვის რომ მიმეხედა და მივხმარებოდი. მორიდებით შევედი ეზოში.
_დემური ბიძია!_შევეხმიანე კაცს, რომელმაც მალევე გამაგონა.
თვალებზე ხელი მოიჩრდილა და ისე გამომხედა.
_რომელი ხარ შვილო?
_ირა ვარ, დემური ბიძია... ამბის გასაგებად მოვედი, როგორ ხართ? ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდებათ?
_როგორ უნდა ვიყო შვილო, გამანადგურა ალუდას ამბავმა... შენ როგორ ხარ?
_არამიშავს... ვიფიქრე სადილს მოგიმზადებდით, ან ჭურჭელს დაგირეცხავდით...
_არ მინდა შვილო, ანამ მითხრა ამოვალო და შენ რაღატო უნდა იწვალო?
_ანა რატო უნდა აწვალოთ, როცა მე აქ ვარ?_თამამად შევედი სახლში და თვალი მოვავლე იქაურობას.
როგორც რომ უქალო ოჯახი, ისე სუფთად ქონდათ სახლი, გულწრფელად გამიკვირდა. მხოლოდ რამოდენიმე თეფში ქონდა გასარეცხი. ხელები დავიკაპიწე და მაშინვე შევუდექი საქმიანობას. ჭურჭელი დავრეცხე. მერე სადილის მომზადებას შევუდექი. დემური ბიძია ეზოში გავიდა და იქ საქმიანობდა რაღაცას. სულმა წამძლია და ოთახები მოვიარე. ალუდას ოთახი ადვილად ვიპოვე. გულისფანცქალით შევედი და მოვათვალიერე. აკურატულად დალაგებული და სუფთა ქონდა ყველაფერი. სკამზე გადაფენილ მის პერანგს მივუახლოვდი და ფრთხილად გადავუსვი ხელი. მერე დავყნოსე, მისი სურნელი ასდიოდა. მუხლებში სისუსტე ვიგრძენი და საწოლზე ჩამოვჯექი. საწოლის გვერდით ტუმბოზე წიგნი შევნიშნე და გადავწვდი. დავით ტურაშვილის "ჯინსების თაობა" იყო. ინტერესით გადავფურცლე. შუა ადგილიდან რაღაც გაცრეცილი ფოტო გადმოვარდა. ხელის კანკალით დავწვდი.
ჩემი ფოტო იყო.
მახსოვს, ცხენზე პირველად რომ დავჯექი, მაშინ გადამიღო. ცხენი ვანჩოს ეჭირა აღვირით და ზურგით იდგა. მე კი ბედნიერი ღიმილი მქონდა სახეზე. ის დღე კარგად მახსოვდა. ახალი პატარძალი ვიყავი ჯერ. ალუდა ასე, თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლის თუ იქნებოდა. ხშირად მოდიოდა ჩვენთან. იმ დღესაც ფოტოგრაფობა მას ანდო ჩემმა ქმარმა. ეს ფოტო კი, მართლა აღარ მახსოვდა. ისე იყო გაცრეცილი, ალბათ ხშირად ნახულობდა და საათობით ეჭირა ხელში. გული ამიფორიაქდა და ვეღარ შევძელი დაწყნარება. სურათი ისევ წიგნში დავაბრუნე და აფორიაქებულმა დავტოვე მისი ოთახი.
ცოტა ხანს კიდევ დავრჩი დემური ბიძიასთან და მერე სახლში დავბრუნდი. იმის გაგებამ და გაცნობიერებამ, რომ წლებია ალუდას ვუყვარდი, მართლა ძალიან ამაფორიაქა. იმაზე დავიწყე ფიქრი, მე როდის შემიყვარდა, მაგრამ ვერ გავიხსენე... გაცნობის დღიდან დღემდე ნელ-ნელა ვუმატებდი მასზე ფიქრს და გუშინდელმა ამბავმა ხომ საბოლოოდ ჩამიბეჭდა გულში. მართალი ყოფილა, გულს ვერ უბრძანებ ვინ და როდის შეგიყვარდესო. სიყვარული მოულოდნელად დაგატყდება თავს ტორნადოსავით და მის წინაშე უძლური იქნები...
საღამოს ინგამ დამირეკა, როდის უნდა ჩამოგვაკითხო და წაგვიყვანოვო. ელდა მეცა, ასეთი ნაცემ-ნაბეგვი როგორ უნდა დავნახებოდი ჩემებს? არ მინდოდა მათ გაეგოთ ყველაფერი, თორემ წუთითაც აღარ გამაჩერებდნენ აქ. მათ წამოყვანასაც ვეღარ გადავდებდი და გავაჭიანურებდი, უფრო საეჭვო იქნებოდა და ზეგისთვის შევპირდი. მანამდე იქნებ ცოტა მაინც გაევლო სილურჯეებს და ტონალურს უფრო საიმედოდ დაეფარა.
ალუდასთან აღარ ჩავსულვარ სანახავად. ვიცოდი, რომ ანა იქ იქნებოდა და არ მინდოდა თვალში მოვხვედროდი. საღამოს კი კარგა ხანს ვატრიალე ხელში ტელეფონი, დარეკვა მინდოდა და ვერ ვბედავდი. გული მეუბნებოდა, რომ დამერეკა, გონება კი მეწინააღმდეგებოდა. რამდენჯერმე აკრეფილი ნომერი, ბოლო წამს ისევ წავშალე. საბოლოოდ მაინც გონებამ სძლია და კეთროვანივით მოვისროლე ტელეფონი საწოლზე. მისკენ აღარ გამიხედია, რომ სულს მაინც არ წაეძლია.
ის დღეები, სანამ შვილების წამოსაყვანად წავიდოდი, რის ვაი-ვაგლახით გადავაგორე. დემური ბიძიასთანაც კი გადავედი და ისევ მივეხმარე ოჯახის საქმიანობაში. მერე კი, დილითვე გავემზადე, ტონალურით საგულდაგულოდ დავიფარე ჩემი უკვე ოდნავ გაფერმკრთალებული სილურჯეები და თბილისისკენ გავწიე. გზად მაინც წამძლია სულმა და საავადმყოფოში შევიარე ალუდას სანახავად. სხვა თუ არაფერი, ჩემს გამო იყო ამ დღეში და ზრდილობის გულისთვის ხომ უნდა მომეკითხა? გულის ფანცქალით ავიარე კიბის საფეხურები და მის პალატასთან წამიერად შევყოვნდი, აჩქარებული გული დავიშოშმინე და რაც შემეძლო მშვიდად შევაბიჯე. შევნიშნე როგორ გაუხარდა ჩემი დანახვა. მორიდებით შემომღიმა და წამოჯდომა სცადა, მაგრამ ტკივილისგან შუბლი რომ მოემანჭა, ისევ დაწოლა არჩია.
_როგორ ხარ?_რატომღაც ჩურჩულით ვკითხე.
_უკეთესად, შენ?_თვალი თვალში გამიყარა.
_არამიშავს._ვერ შევძელი მისი მზერისთვის თვალის გასწორება და ფანჯარაში გავიხედე._თბილისში მივდივარ ბიჭების წამოსაყვანად და რამე ხომ არ გინდა, არ მოგერიდოს.
_არა, მადლობა... მამაჩემს რომ ნახულობ მაგაზეც დიდი მადლობელი ვარ...
ამ დროს ანა შემოვიდა პალატაში და შევკრთი.
_კარგი მაშინ და წავედი._საცოდავად წავილუღლუღე და პალატიდან უკანმოუხედავად გამოვედი.
ანა უკან მომყვა. კარები რომ მოიხურა, შემოვუბრუნდი და ხელში ორასი ლარი ჩავუდე.
_დაგჭირდებათ.
_მადლობა, რომ მამაჩემს ყურადღებას აქცევ, მაგრამ ფული მართლა არ მინდა._დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ არ გამოვართვი.
ჩქარი ნაბიჯებით გავიარე დერეფანი და კიბეზეც სულ სირბილით ჩავედი. შენობიდან უკანმოუხედავად გავედი და ჩრდილში გაჩერებულ ჩემს ჯიპს მივაშურე. თბილისამდე ისე ჩავედი, არაფერი გამიგია. ქალაქის ქუჩებში მართალია ცოტა გამიჭირდა და დავიბენი კიდეც, მაგრამ მაინც შევძელი ჩვენების სახლამდე მისვლა. ლაშამ და გიგლამ დამინახეს თუ არა, მაშინვე სიხარულით შემომეხვივნენ და ჩამომეკონწიალნენ.
_დედიკო მოსულა, დედიკო.
ინგაც იქ დამიხვდა.
_ვახ, რისგან მოხდა ქალს ტონალური წაგისვია?_გაუკვირდა._შენი თავის ყურადღებას რომ სწავლობ, მიხარია.
ცოტა ხანს დავრჩით. ვისადილეთ, ყავაც დავლიეთ, წავიჭორავეთ კიდეც და შუადღის მერე სოფლისკენ დავადექით გზას.
_ისე გაერთნენ შენი ვაჟკაცები ქალაქში, მეგონა სოფელში აღარც კი გამოგყვებოდნენ. თუმცა, დაგინახეს თუ არა, სულ გადაავიწყდათ ყველაფერი. ესენიც დედას გვანან, სოფელი უყვართ ძალიან.
გამეღიმა და უკანა ხედვის სარკეში გავხედე ინგას, რომელიც ბიჭების შუაში ჩამჯდარიყო და ენას არ აჩერებდა.
_რა ქენი, თეოს გამოუცხე ნამცხვარი? ან მისი ქმარი ხომ არ აგტორღიალებია კიდევ?
_არა, დაწყნარდი.
_რატო მამაშენს არ უთხარი, აკი ვეტყვიო?
_ზედმეტი აღარაფერი უკადრებია და გადავიფიქრე. არ ღირს მაგ ამბავზე ხალხის ალაპარაკება.
_შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ მე გირჩევ, რომ ვინმეს უთხრა და ერთ ადგილზე მოასმევინო.
ზუსტად ორ საათში მივედით სოფელში. რატომღაც დაძაბული ვმართავდი საჭეს და ფრთხილად მიმყავდა. შვილების სიცოცხლეც მებარა უკვე და მათ გამო ვფრთხილობდი. მთელი ეს ორი საათი ენა არ გაუჩერებია ინგას. ხან ვუსმენდი და ხანა არა.
პაპის დანახვა ძალიან გაუხარდათ ბიჭებს. პიტი ხომ მხიარული წკმუტუნით, ღრენითა და ყეფით აღარ შორდებოდათ. ცოტა შევისვენე ნამგზავრმა და სახვალიოდ ხარჯის გამზადება დავიწყე. მართალია, მარიამობა ეკლესიურად არ არის მიცვალებულთა და საფლავზე გასვლის დღე, მაგრამ ჩემი მულები მაინც მოდიოდნენ და მეტი გზა არ მქონდა.
ღამის ორ საათამდე მუხლი არ ჩამიხრია. ჩემდა გასაკვირად ინგაც უსიტყვოდ და უპრობლემოდ მეხმარებოდა. ბოლოს კი, დაწოლა რომ გადავწყვიტეთ, სველი ხელსახოცით მომიახლოვდა და მოულოდნელად ტონალური ჩამომაშორა.
_დაწოლის წინ უნდა მოიშორო რომ იცოდე.
ვერ მოვასწარი მისი შეჩერება. ჩემი დალურჯებული სახის დანახვაზე ელდა ეცა.
_ეს რა არის, რა მოგივიდა?_მთლიანად მომაშორა სახიდან ტონალური._მეც არ გამიკვირდა, ირამ თავის მოვლა დაიწყო-მეთქი? რა შეგემთხვა?
_ისეთი არაფერი.
_როგორ თუ არაფერი, მთლად ლურჯი გაქვს სახე. ვინმემ გცემა?_მხრებში მომკიდა ხელი და შემანჯღრია._მითხარი რამე, ნუ გამიხეთქე გული.
თქმას მართლაც არ ვაპირებდი, მაგრამ გამახსენდა, რომ ხვალ ჩემი მულები თავიაანთ ვერსიას მოუყვებოდნენ და უარესად გაუხეთქავდნენ გულს.
_სონიას ბიჭმა ჩემი გაუპატიურება სცადა._ისე მშვიდად ვუთხარი, გაუკვირდა.
_რაა? მერე?_აღშფოთებისგან სულ აელეწა სახე.
_სცადა და არ გამოუვიდა, დაწყნარდი... ბედად ალუდა იყო იქვე და მიშველა.
_ალუდამ?_შევატყე როგორ კმაყოფილს გაეღიმა._იმიტომ გეუბნები, რომ უთხარი მაგ ბიჭს გურამას ამბავიც. ხედავ, გყავს თურმე დამცველი და რად გინდა რომ ზედმეტებს აბედინებ ვიღაც-ვიღაცეებს. შენ თუ არ გინდა, როცა ვნახავ მე ვეტყვი.
_საავადმყოფოში წევს..._ეს ვუთხარი თუ არა, შევატყე როგორ შეეცვალა სახე._ორი ნეკნი აქვს გატეხილი. თავზეც ნაკერები ადევს და ტვინის შერყევა აქვს. არაფერსაც არ ეტყვი. არ კმარა? ჩემს გამო ახლა გურამასთან მოუვიდეს ჩხუბი? არ მინდა რამე დაუშავონ, გაიგე!
გურამას მისამართით არ ულანძღია ინგას მაშინ ამ სიტყვებით, რა სიტყვებსაც ახლა ხმარობდა და ამკობდა სიმონას. მართალია, ჩვენს გარდა ოთახში არავინ იყო, მაგრამ მაინც ვიწვოდი სირცხვილით. ალუდა და სიმონაც კი არ ეძახდნენ ჩხუბში ამ სიტყვებს ერთმანეთს. გაოცებას ვიყავი, გასათხოვარმა გოგომ საიდან იცოდა ასეთი ბინძური და ამაზრზენი რამეები. თვალებგაფართოებული შევყურებდი აღშფოთებულ ჩემს დეიდაშვილს და ვერანაირად ვეღარ ვაწყნარებდი. მერე, კი, როგორც იქნა თვითონ დაწყნარდა და გულზეც მოეშვა. ვფიქრობ, სალანძღავი სიტყვები გამოელია და ამიტომაც გაჩუმდა. ის ღამე ჩემს გვერდით დაწვა და ისე მჭიდროდ ვყავდი ჩახუტებული, ვეღარ ვინძრეოდი. დილით, საქონელი რომ გავრეკეთ ნახირში, ჩამომაცივდა, ალუდას სანახავად წავიდეთო. ძალიანაც არ მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ისეთი ულტიმატუმი წამიყენა, ან წამიყვან სანახავად, ან დედაშენს ვეტყვი ყველაფერსო, რომ შევპირდი, როგორც კი წავიდოდნენ ჩემი მულები, მაშინვე წავიყვანდი მის სანახავად.
ჩემი მულების ხასიათი კარგად ვიცოდი, დიდხანს არ ჩერდებოდნენ ჩვენთან, ცოტას წაიჭორავებდნენ, თავიაანთ ამბებს მოყვებოდნენ, ქებით ძირს გააგდებინებდნენ თავიაანთ ქმარ-შვილს. ხუთი-ათი წუთით ავიდოდნენ დედის საფლავზე, სანთლებს დაანთებდნენ, ნიანგის ცრემლებს ჩამოღვრიდნენ. მერე, ჩემს გამზადებულ და გაშლილ სუფრას მიუსხდებოდნენ, გემრიელად დანაყრდებოდნენ. ვითომ, მორიდებით მთხოვდნენ შვილებთან სასუსნავის გატანებასაც და მალევე წავიდოდნენ.
ასეც მოიქცნენ. ჩემი ამბავი ალბათ არ იცოდნენ, რადგან არაფერი უთქვიათ. ვანჩოზე ჩამოაგდეს საუბარი, ციხემ ძალიან შეცვალაო. მარინემ მამას უსაყვედურა, თამრიასთან რომ იყავი, რატო ჩემთანაც არ მოხვედიო. არც გიგლას უთქვია ჩემზე მათთან არაფერი. იცნობდა თავის შვილებს და მათი ვიშ-ვიშისა და ქოთქოთის მოსმენა არ უნდოდა ალბათ. როგორც სჩვეოდათ, წასვლის წინ დაიზურტნენ: რძე, ყველი, კვერცხი, რის წაღებასაც კი შეძლებდნენ, ჩავულაგე და გავატანე. თვითონაც კი სოფელში ცხოვრობდნენ, მაგრამ მშობლის სახლიდან წაღებულ ძღვენს თურმე სულ სხვა გემო ჰქონდა.
გაჩერებამდე მე ჩავიყვანე მანქანით. მერე კი, როგორც ინგას შევპირდი, ბიჭებთან ერთად წავედით ალუდას სანახავად.
ალუდას ძალიან გაუხარდა ჩემი შვილების დანახვა. გიგლა რომ გაექანა და ჩაეხუტა, დავინახე როგორ შეეჭმუხნა ტკივილისგან შუბლი, მაგრამ არაფერი უთქვია ბავშვისთვის და თვითონაც გულში ჩაიკრა საწოლზე აბობღებული. ლაშამ თავიდან ვერ გაბედა მიახლოვება რატომღაც და მე ამომეფარა მორცხვად. თუმცა, მალევე გაშინაურდა მისთვის ნაცნობ გარემოში და ის კიდევ მეორე მხრიდან მიუცუცქდა. ინგამ თავისებური სილაღე და სიხალისე შეიტანა მის პალატაში. კარგა გვარიანად აცინა. ალუდა უკვე საწყალობლად ემუდარებოდა, მორჩი, ნუღარ მაცინებ, ნეკნები მტკივაო.
გვიანობამდე შემოვრჩით. გამიკვირდა, ანა რომ არ იყო იქ, გვიან მივხვდი, დედის საფლავზე რომ იქნებოდა ასული. წამოსვლისას კი, ინგა ჩამოაცივდა, რა საჭმელი გენატრება ყველაზე მეტად მითხარი და დილაზე ჩამოგირბენინებთო. თავიდან სასტიკად უარობდა ალუდა, მაგრამ რომ აღარ მოეშვა, ღიმილით უთხრა.
_მაშინდელი შენი გამომცხვარი პიცის გემო ახლაც პირში მიდგას და თუ არ შეწუხდები...
_რა შეწუხებაა?_სიხარულით ტაშიც კი შემოჰკრა ინგამ._დილით ცხელ-ცხელსვე მოგართმევთ.
მთელი ის დრო, რაც მის პალატაში ვიყავით, ვერ ვბედავდი მისთვის შეხედვას და თვალის გასწორებას. მართალია არც მე ვიყავი მის მიმართ გულგრილი, მაგრამ თავს ვაიძულებდი, რომ ზედმეტობებში არ გადავსულიყავი. გათხოვილი ქალი ვიყავი და თავის დაჭერა მმართებდა. მართალია, გულს ვერ ვუბრძანებდი, მაგრამ გონების კონტროლი ხომ შემეძლო. მერე რა, რომ უვარგისი ქმარი მყავდა? მე უნდა ვყოფილიყავი ღირსეული... თან, ანაც მართალი იყო, მე თუ არ მივცემდი უფლებას, ალუდა არასდროს შემეხებოდა ზედმეტად. ვანჩოს ყურამდე უეჭველი მიაღწევდა ჩვენი ამბავი და მეშინოდა არაფერი დაეშავებინა მისთვის. ჯერ, იმასაც ვერ ვპატიობდი საკუთარ თავს, რომ სიმონას ჩემს გამო დაუპირისპირდა.
ახალგაზრდა გოგონას, რომელიც ხშირად შემოდიოდა პალატაში და ალუდას მდგომარეობას ამოწმებდა, შევატყე რომ სხვა თვალით უმზერდა პაციენტს. სიმართლე ვთქვა, ერთი პერიოდი ეჭვიანობამაც კი დამრია ხელი, მაგრამ მალევე მოვეგე გონს და თითქოს გამიხარდა კიდეც. იქნებ, ამ გოგოს მოეხერხებინა და მოეწონებინა მისთვის თავი? მე თუ დამივიწყებდა, ჩემთვის უკეთესიც კი იქნებოდა...
გზად დემური ბიძიასაც შევუარეთ ისიც ინგას დაჟინებული თხოვნით. მე არაფერი დამაცადა, სულ თვითონ იტრიალა და იცქრიალა. ჭურჭელიც დაურეცხა, ვახშამიც მოუმზადა და ოთახებიც კი გამოუგავა. იქიდან წამოსვლისას კი შევატყე, რომ გუნება ჰქონდა წამხდარი. მიზეზი ვერანაირად ვერ გავიგე. ისე კი, რომ ვთქვა, დიდად აღარც ჩავძიებივარ. დილით ადრევე შეუდგა პიცის ცხობას და როგორც შეჰპირდა, ცხელივე ჩავუტანეთ. ბიჭები გიგლასთან დავტოვეთ და მარტო ჩვენ წავედით. გუშინდელთან შედარებით, ნაკლებად ხალისიანი და მხიარული იყო ინგა. კი მაოცებდა მისი ეს ტრანსფორმაცია, მაგრამ რომ ვაღიარო, მომწონდა კიდეც. ათას სისულელესაც აღარ ამბობდა და თავსაც აღარ მატკიებდა.
სანამ ალუდა გემრიელად მიირთმევდა ინგასთან ერთად ჯერ ისევ ცხელ პიცას, მე ფანჯარასთან ვიდექი და ეზოში ვიყურებოდი ვითომ და დიდი ინტერესით. თავს ვაიძულებდი, რომ მისთვის არ შემეხედა თვალებში და აკრძალულ გრძნობებთან ჭიდილში არ დავმარცხებულიყავი. შედარებით ცოტა ხანს დავყავით იქ და წამოვედით. მთელი გზა ხმა არ ამოუღია ინგას. აშკარა იყო, რაღაც აწუხებდა, მაგრამ რა, ამას ვერ ვხვდებოდი. კითხვას აზრი არ ქონდა, სანამ თვითონ არ დადგებოდა აღიარების ხასიათზე, მაინც ვერაფერს დავაცდევინებდი. საღამოს კი, უკვე დაწოლას რომ ვაპირებდით, მოულოდნელად გამომიცხადა.
_მე ვიცი ვინც უყვარს ალუდას.
თითქოს მდუღარე გადაასხესო, ისე ამეწვა ტანი და ჭირის ოფლმა დამასხა.
_გუშინ მის ოთახში წიგნში ჩადებული ფოტო ვნახე. შენ იცი ვინც უყვარს?_თვალებში ჩამხედა ინტერესით.
_მე რა ვიცი, აბა საიდან?_მშვიდად და აუღელვებლად ძლივს შევძელი რომ მეთქვა. სარკის წინ დავდექი და სველი ხელსახოცით ტონალურის მოშორებას შევეცადე.
_მართლა კარგი გოგოა, მაგრამ... საიმისო არ არის.
_რატო, უკეთესია თუ სხვა ფენის წარმომადგენელია?_ისე, სხვათაშორის ვკითხე.
_ბევრ სადარდებელს გაუჩენს. მართლა არ არიან ერთმანეთისთვის შექმნილები... შენ მართლა არ იცი ვინ უყვარს?
_შენი აზრით, მაინტერესებს?_ცოტა წყრომა გავურიე ხმაში.
_დავიჯერო, არასდროს უთქვია?
_ჩემთან რასთან დაკავშირებით უნდა ელაპარაკა ვითომ თავის შეყვარებულზე?_"ძალიან" გაკვირვებული მივუბრუნდი.
ერთხანს უხმოდ მიყურა, მერე მიხვდა, რომ მე არაფერი "ვიცოდი" და გაცუმდა. ამ ამბავმა კი პირადად მე ძალიან ამაფორიაქა. ინგამ იცოდა უკვე, რომ ალუდას ვუყვარდი.ამიტომ ჩემი გრძნობები უნდა შემეფუთა და კარგად დამემალა, რომ მას არ მოხვედროდა თვალში. თავიც უნდა მეიძულებინა, რომ აღარ მეფიქრა მასზე.
იმ ღამეს ბევრი ვიფიქრე. იმ გადაწყვეტილებამდე მივედი, რომ ალუდა გამოჯანმრთელდებოდა თუ არა, ვანჩოს განქორწინების საბუთებს შევუგზავნიდი ციხეში და მშობლების სახლში გადავიდოდი, რათა ალუდასგან შორს ვყოფილიყავი და შეცდომა არ დამეშვა. "თვალი თვალს რომ მოშორდება, გულიც გადასხვაფერდებაო", ამის იმედი მქონდა. გაქცევაში ვხედავდი გამოსავალს. როგორც ანამ შეგვატყო და ინგამ გაიგო, ისე სხვებიც მიხვდებოდნენ ყველაფერს და ისევ ალუდას გამო მინდოდა გაქცევა. არ მინდოდა ჩემს ქმარს მისთვის რამე დაეშავებინა. როცა იქნებოდა, ხომ გამოვიდოდა ციხიდან?
ჩემი მამამთილი მაინც სულ იმას მთხოვდა, რომ აქედან წავსულიყავი, რათა არაფერი დაეშავებინათ სიმონას ან მისნაირებს ჩემთვის. ჩემს მულებს რამდენიც უნდოდათ იმდენი ელაპარაკათ, ჩემი მამამთილი ჩემს გადაწყვეტილებას სიხარულით მიიღებდა და არ გამამტყუნებდა. კვირაში ერთხელ ჩამოვხედავდი, მთლად ისეც არ მივატოვებდი უპატრონოდ და დავურეცხავდი და დავუსუფთავებდი ყველაფერს. მართლა ასე ჯობდა ყველასთვის. ამ ფიქრებმა დამამშვიდებელივით იმოქმედა ჩემზე და ტკბილადაც დამეძინა.
********************
ერთი კვირის მერე ალუდა გამოწერეს საავადმყოფოდან. მის სანახავად არ წავსულვარ, საქმე მოვიმიზეზე. ინგას დიდადაც არ დაუძალებია ჩემი წაყოლა და ბავშვებთან ერთად მარტო წავიდა სანახავად. ყველაზე მეტად ალბათ მე მინდოდა მისი ნახვა, მაგრამ ვიყოჩაღე, გრძნობებს ვძლიე და საერთოდ არ გამიხედია მისკენ.
სექტემბრის დასაწყისში უკვე გიგლა წავიყვანე სავაჭროდ, რომ სკოლისთვის მომემზადებინა. მართალია ამ სკოლაში არ ვაპირებდი მის ტარებას, მაგრამ ამ ყველაფერს საიდუმლოდ ვინახავდი. შესაფერის დროს ველოდებოდი, რომ ჩემი ჩანაფიქრი სისრულეში მომეყვანა.
ბაზრობიდან რომ ვბრუნდებოდით და მის სახლს მივუახლოვდით, ეზოში მოვკარი თვალი ყავარჯენზე დაყრდნობილი რომ იდგა და ინგას ემშვიდობებოდა, რომელიც ლაშასთან ერთად იყო. სამივემ დამინახეს. რომ არ გავჩერებულიყავი, არ გამოდიოდა. ჭიშკართან შევაჩერე მანქანა და გადავედი. გიგლა მაშინვე მასთან გაიქცა და ფეხებზე სადამდეც მისწვდა, იქამდე შემოეხვია. შეძლებისდაგვარად მშვიდად მივუახლოვდი და მოვიკითხე. წამიერად შევხედე თვალებში. ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ისევ ამფორიაქებოდა გული და ფეხებში სისუსტე მეგრძნო. კარგი ვქენი, რომ წასვლა გადავწყვიტე, თორემ მის სიახლოვეს უკვე ვეღარ ვუმკლავდებოდი თავს დატეხილ უდიდეს გრძნობას.
თავისი მომაჯადოვებელი ღიმილით შემომხედა ხელი რომ ჩამოვართვი. მის ლოყაზე გაჩენილ პატარა ფოსოებს კი შეგნებულად მოვარიდე თვალი.
_გეტყობა, ნელ-ნელა უკეთესად ხარ._გულწრფელად გამიხარდა, რადგან მის გამოჯანმრთელებაზე იყო დამოკიდებული ჩემი აქედან წასვლა.
_მართლაც რომ უკეთესადაა._ინგამაც შემომღიმა, ხელი მომხვია და მაშინვე მანქანისკენ გამომაბრუნა. აშკარად არ უნდოდა ალუდას სიახლოვეს რომ ვყოფილიყავი.
_ხვალ გამოგივლით ისევ მე და ბიჭები._თავისებური კეკლუცი ღიმილით მიაძახა და მაშინვე მანქანაში ჩაჯდა წავიდეთო.
არ გამიპროტესტებია მისი ნათქვამი. თვითონვე არ მინდოდა აქ გაჩერება, მაგრამ... ინგა რომ აშკარად მზღუდავდა უკვე ალუდასთან შეხვედრებზე, ეს მაღიზიანებდა რატომღაც. შენით რომ უკრძალვ საკუთარ თავს, ეს კარგი, მაგრამ იგივეს რომ სხვა გიკრძალავს, თითქოს პროტესტის გრძნობა გიჩნდება და რასაც გიკრძალავენ ზუსტად ის გინდება ყოველთვის ადამიანს. ყოველი შემთხვევისთვის მე ასე ვარ და სხვისი რა ვთქვა არ ვიცი.
********************
დღითი დღე უკეთესად ხდებოდა ალუდა, ამას ინგასგან ვგებულობდი. ინგასთვის თქმა რომ დავაპირე, რასაც ვგეგმავდი, ჩემს მამამთილს შაქარმა აუწია და რამოდენიმე დღე საავადმყოფოში იწვა. ჩემი თავისთვის როგორ მიმეცა იმის უფლება, რომ ავადმყოფი კაცი მარტოდ მარტო მიმეტოვებინა? ყოველდღე ვაკითხავდი საავადმყოფოში და ყურადღებას არ ვაკლებდი. შვილებმა კი ერთხელაც არ მოინახულეს. იქიდან რომ გამოწერეს, ორი დღის მერე მოვიდნენ სანახავად, ისიც ნახევარი საათით და ისევ გაიქცნენ, გვეჩქარებაო.
ინგამ სამსახური იშოვა რომელიღაც ფირმაში მდივნის თანამდებობაზე და წავიდა. ძალიან მომაკლდა მისი ხელი. თან, მიჩვეულიც ვიყავი უკვე დილიდან დაღამებამდე მის ქოთქოთსა და ქაქანს. ისე წავიდა, არ უთქვია ალუდას წიგნში ჩემი ფოტო რომ ნახა. ვატყობდი კი, რომ თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ მიბედავდა. აშკარად შეშინებული იყო იმით, რომ მაზლთან არ გამება რომანი. მეც მაფიქრებდა და მაშფოთებდა ეს ამბავი. ამიტომ, ყველანაირად ვცდილობდი, რომ პირისპირ არ შევხვედროდი და არ შევმცდარიყავი. ჩემი ქმრის გამო მართლა არ ვცდილობდი რამეს, ის ჩემთვის უკვე აღარაფერს წარმოადგენდა. პირველ რიგში თვითონ ალუდაზე ვფიქრობდი, ანა მართალი იყო, ყველაფერი დაგვიანებული იყო და არ ღირდა მისთვის ცხოვრება დამენგრია. იმდენად მიყვარდა, რომ მეცოდებოდა ამისთვის.
ცოტა რომ გამოკეთდა ჩემი მამამთილი, ახლა სიმინდის მომტვრევა-დაბინავებაზე დაიწყო საუბარი. ჯერ კი ლამის ერთი თვე იყო ისევ წინ, მაგრამ ამ მდგომარეობამაც დამაფიქრა. ბარემ სიმინდსაც დავაბინავებინებდი და მერე წავიდოდი აქედან. ფეხს ვითრევდი რატომღაც. მერე კი, სწავლაც დაიწყო და გიგლა ისევ სოფლის სკოლაში მივიყვანე.
სკოლაში ცალკე პრობლემებმა იჩინა თავი. იაც გიგლასთან ერთად ერთ კლასში სწავლობდა და ყოველ დღე მიწევდა სონიას მოჟამული სიფათის ხილვა და მისი წყწვლა-კრულვის მოსმენა. ჩემმა ქმარმა უფროსი ბიჭი ჩაუდო მიწაში, მე კი, თურმე, ალალ-მართალ კაცს პოლიციაში ვაყრევინე ფულები. მართალია, ყველამ იცოდა რაც იყო მისი შვილი, მაგრამ მაინც უამრავი მსმენელი ყავდა და მე ალმაცერადაც კი მიყურებდნენ უკვე. იყვნენ მშობლები, დილიდან შუადღემდე სკოლის ეზოში რომ ისხდნენ და შვილს ელოდებოდნენ. საჭორაო თემა არასდროს ელეოდათ და ამით ირთობდნენ თავს.
მე ჩემი ჯიპით ჩამყავდა გიგლა დილით და ისევ სახლში ვბრუნდებოდი. გაკვეთილები რომ უმთავრდებოდა, მივდიოდი და ამომყავდა. ასე უკეთესი იყო. მანქანაც რომ არ მყოლოდა, სკოლაში მაინც არ დავრჩებოდი და ასე ვივლიდი.
გზად ალუდას ხშირად ვხედავდი ეზოში. მართალია, ახლოდან არ ვნახულობდი და შორიდან ვუმზერდი, მაგრამ ისევ ისე მიფორიაქებდა გულს. ჩემი თავის მეშინოდა, არ მქონდა იმედი, რომ მოზღვავებულ გრძნობებს გავუმკლავდებოდი და ამიტომ ვერიდებოდი ყველანაირად მასთან სიახლოვეს.
_ჩვენი ტორნადო მაინც თავლაში ისე გვიბია, შენ უკვე მანქანით დადიხარ და ალუდასთვის ხომ არ მიგვეცა? მიხედავს კიდეც და გამოიყენებს საქმეში. ზამთრისთვის შეშას ჩამოზიდავს ალბათ._ერთ საღამოს ვახშმობისას მითხრა ჩემმა მამამთილმა.
_მივცეთ, რა პრობლემაა? იმდენი სიკეთე აქვს ჩვენთვის გაკეთებული, ეს ზღვაში წვეთი იქნება ჩვენიდან.
_დილით რომ ჩაივლი სკოლაში, უთხარი, ამოვა და წაიყვანს._გაუხარდა უარი რომ არ ვუთხარი.
უხმოდ დავუქნიე თავი და სუფრის ალაგებას შევუდექი. მერე კი, მთელი ღამე ის მეფიქრებოდა, როგორ შევხვდებოდი პირისპირ. დიდი დრო იყო სიმონას ამბიდან გასული. მართალია, რამდენჯერმე კი შევხვდით ერთმანეთს სულ ცოტა ხნით, მაგრამ ხვალინდელი შეხვედრა მაინც მაფრთხობდა რატომღაც და მაღელვებდა. ირიბადაც კი არ გამოუხედია მაშინ, მის წინ ტანსაცმელშემოხეული რომ ვიდექი, მაშინვე თავის მაისური გაიძრო და შემომთავაზა, მაგრამ მაინც ხომ დამინახა შიშველი? ამისი ცალკე მრცხვენოდა. არ ვიცი, რამდენად ძლიერი უნდა იყო ადამიანი, რომ ვნებას გაუმკლავდე. იქნებ, სიძლიერე არაფერ შუაშია და სიყვარულია მთავარი? თუ გიყვარს ადამიანი, ვნებასაც ადვილად იმორჩილებ. ხომ შეიძლებოდა მასაც გამოეწია ჩემსკენ ნახევრად შიშველი რომ ვიდექი მის წინ? თუმცა, რომელ გამოწევაზეა საუბარი, შეხედვითაც კი არ შემოუხედია წესიერად.
დილით ჩემი თავი იმაში დავიჭირე, რომ სარკის წინ დიდ ხანს ვტრიალებდი. მართალია, მაკიაჟი არ გამიკეთებია, არც თმა დამივარცხნია საგულდაგულოდ და ტანსაცმელიც გამომწვევი არ ჩამიცვია, მაგრამ მაინც ვტრიალებდი. მაღელვებდა ის ფაქტი, როგორ გამოვიყურებოდი. ერთადერთი რაც იყო, ინგას ნაჩუქარი სუნამო მივიპკურე იის სურნელით. ერთხელ კიდევ შევავლე თვალი ჩემს ორეულს და ისე გავედი ოთახიდან. თუმცა, ისევ მალე შემოვტრიალდი, საქორწინო ბეჭედი, რომელსაც მართლა არ ვიკეთებდი არასდროს, რადგან საქმეში მიშლიდა ხელს, თითზე წამოვიცვი, რათა ჩემი თავისთვის შემეხსენებინა, რომ გათხოვილი ქალი ვიყავი.
ჯერ გიგლა მივიყვანე სკოლაში, კოცნით დავემშვიდობე და იქიდან კი ალუდას სახლში ამოვიარე. გაუხარდა ჩემი დანახვა. ოდნავშესამჩნევად, მაგრამ მაინც მიღიმოდა. მის მწვანე თვალებში ბედნიერების სხივი რომ შევნიშნე, ამან უფრო დამაბნია ისედაც დაბნეული.
_გიგლამ, დღეს ამოვიდეს და ცხენი წაიყვანოსო._მის დაჟინებულ მზერას თვალი მოვარიდე და ცარიელ სივრცეს უაზროდ გავხედე._მე მაინც მანქანით დავდივარ და ცოდოა თავლაში დაბმული... შენც წაგადგება.
ერთხანს უხმოდ მომჩერებოდა. მერე გავბედე და ისევ შევხედე თვალებში. ისე მიმზერდა, უარესად დამაბნია. აშკარად დამეტყო აღელვება და აფორიაქება. ტუჩის კუთხე რომ ამიცახცახდა, მაშინვე გამოვბრუნდი და წამოვედი. ალუდას არაფერი უთქვია ჩემთვის. ისევ ისე იდგა ეზოს შუაგულში და მომჩერებოდა. ზურგს მიწვავდა მისი მზერა. მანქანაში ჩავჯექი თუ არა, სასწრაფოდ მოვშორდი მის სახლს.
მთელი დღე მოლოდინში ვიყავი, რომ მოვიდოდა და ცხენს წაიყვანდა. ნებისმიერ ხმაურზე, რომელიც ეზოდან მოდიოდა, ვკრთოდი და ინტერესით ვიყურებოდი. საღამოს კი, უკვე იმედიც რომ გადამეწურა, ბიჭების აღტაცებულმა შეძახილმა, "ალუდა ბიძია მოსულაო" გული გამიჩერა. ვერ გავბედე ეზოში გამოსვლა. კარგა ხანს მესმოდა ეზოდან მათი კაცური ტიკტიკი. ჩემი მამამთილის ხმა არ გამიგია, ალბათ ბაღჩის ბოლოზე იყო ჩასული და იმის გაფიქრებამ, რომ მე მომიწევდა ჩასვლა, გული ისე ამიჩქარა, თითქოს ერთი კილომეტრი შეუსვენებლივ მერბინოს. ხუთი-ათი წუთი მაინც დამჭირდა, რომ ცოტა დავწყნარებულიყავი და გიგლას დაძახილზე, დე, ალუდა ბიძია გეძახისო, ხელახლა ამიჩქარდა გული. მუხლების კანკალით გავედი და აივნიდან გადავხედე. ბავშვებთან ჩაცუცქული იყო და რომ დამინახა, წამოდგა.
_როგორ ხარ?._მართალია სახელით არ მოუმართია, მაგრამ რძლის ეტიკეტით რომ არ მომიხსენია როგორც ყოველთვის სჩვეოდა, ამან ცალკე ამიფორიაქა გული.
_კარგად. შენ?_ისე ვკითხე, თვალი არ მომიშორებია.
გამიღიმა.
ყოველთვის მაბნევდა და მიფორიაქებდა გულს მისი ეს მომაჯადოებელი ღიმილი, მაგრამ ახლა მართლა შემეკვრა სუნთქვა და სახეზე ალმურმა ამკრა. მივხვდი რომ გავწითლდი და ვიგრძენი როგორ გამეწია სულ ოდნავ ტუჩის კუთხეები. მეც ვუღიმოდი ბედნიერი.
მე თუ კი ვატყობდი, რომ ვუყვარდი, თვითონაც ხომ მამჩნევდა რომ გულგრილი არ ვიყავი მის მიმართ? მის შემოხედვაზე რომ ვწითლდებოდი და ვღელავდი რა დიდი გამოცნობა უნდოდა, რომ მეც მიყვარდა?
_გადავწყვიტე, წავიყვანო შენი ტორნადო. მართლაც ცოდოა დაბმული. გიგლა ბიძია მართალია, საქმეში გამოვიყენებ. როცა დაგჭირდება, მითხარი, და გამოგიყვან.
გაუცნობიერებლად დავეშვი კიბეზე, რათა ცხენის აღკაზმულობა მეჩვენებინა სად იყო, თუმცა, ჩვენება მართლა არც უნდოდა, ძალიან კარგად იცოდა სად რა იდო.
ცხენმა რომ დამინახა, წაიფრუტუნა. მივუახლოვდი და მივეფერე. ცოტა კი გული მწყდებოდა, რომ ამდენი ხანი ჩემი იყო და დავაჯირითებდი, მაგრამ საიმედო ხელში რომ ვუშვებდი, ეს მამშვიდებდა. ალუდა ჩემზე გაცილებით კარგი მხედარი იყო. თან, ყურადღებასაც არ მოაკლებდა. მართლა ცოდო იყო დღე და ღამ დაბმული.
_გული გწყდება?_ცხენის მეორე მხრიდან მდგარი ალუდა ოდნავშესამჩნევი ღიმილით მომჩერებოდა. თვითონაც ეფერებოდა ცხენს.
_ცოტა._ვაღიარე და კიდევ ერთხელ ჩამოვუსვი ცხენს ცხვირზე ხელი.
ალუდაც მაგ დროს ეფერებოდა და მისი ხელი რომ შემეხო, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. მალევე მოვეგე გონს და გამოვტრიალდი, რომ არ შეემჩნია არაფერი.
თუმცა, რაც არ უნდა მემალა და მეფარა, ნამდვილად გრძნობდა რომ მეც მიყვარდა. ორივენი ვიკავებდით თავს, თორემ სიგიჟემდე გვინდოდა ერთად ყოფნა.
ჩემი მამამთილის ხმა რომ გავიგონე, უკანმოუხედავად გადავჭერი ეზო და კიბის საფეხურები მღელვარედ ავირბინე. მართლაც რომ უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი მის სიახლოვეს თავს. როდის წავიდა არ გამიგია, რადგანაც აღარ გამიხედია გარეთ.
ოქტომბრის დასაწყისში კი ამინდები აირია, სულ წვიმდა და კარგადაც ციოდა. ჩვენი სიმინდის მომტვრევა გადაგვედო და მასთან ერთად ჩემი აქედან წასვლაც. ალუდას შორიდან ვხედავდი მხოლოდ და ეს შორიდან ნახვაც კი მაფორიაქებდა და მაღელვებდა. სკოლიდან ექსკურსიაზე წასვლა გადაწყვიტეს დავით გარეჯში და ბავშვებთან ერთად მშობლებიც უნდა წავსულიყავით, რათა ჩვენი შვილებისთვის თვითონ მიგვეხედა. ლაშა დედაჩემთან წავიყვანე, რომ მასთან ყოფილიყო სანამ ჩვენ ექსკურსიაზე ვიქნებოდით.
ექსკურსიის დღეს გაწვიმდა. თუმცა, ინტერნეტში ჩახედილმა მშობლებმა დაგვამშვიდეს, რომ სადაც მივდიოდით, მშვენიერი ამინდი იყო. სონია, როგორც შვილმკვდარი დედა, მძღოლის გვერდით მასწავლებელთან ერთად წამოსკუპდა. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრამდე დიდი მანძილი გავიარეთ. უკვე გვარიანად რომ დავიღალე და მგზავრობა აღარ შემეძლო, როგორც იქნა მივედით. ექსკურსიამძღოლი დავიქირავეთ და ახლა უკვე ფეხით შევუყევით ციცაბო აღმართზე კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსისა და ისტორიული ძეგლების დათვალიერებას. მართალია, სახიფათო სავალი იყო, ფეხი რომ დაგცდენოდა, სულ გორაობით ჩახვიდოდი აზერბაიჯანში, მაგრამ აღფრთოვანებული დავრჩი, თვალწარმტაცი სანახაობა იშლებოდა ჩვენს წინ. თამამად ვიტყვი, რომ დავით გარეჯი წალკოტია. მოშორებით ჩანდა წითელი მთები, მლაშე ტბა, უზარმაზარი ლოდები_ ამ ყველაფერს კი, საქართველოს საზღვრის მცველები სშეიძლება რომ ეწოდოს...
ჩვენმა ექსკურსიამძღოლმა დაწვრილებით მოგვიყვა მისი დაარსების ისტორია. ისე ხატოვნად და ლამაზად გვიხსნიდა ყველაფერს, ალაშა სონიაც კი სულგანაბული უსმენდა. ქართველ მესააზღვრეებთან მეტიჩარა მშობლებმა ფოტოებიც კი გადაიღეს. წამოსვლისას, კი ერთი მყუდრო ადგილი შევარჩიეთ, მამა-პაპური სუფრა გავიშალეთ და გვარიანად მოვულხინეთ. თბილისში რომ შემოვედით, მამაჩემი დამხვდა და გიგლაც დაიტოვა, ორ დღეში მე ჩამოგიყვან შენს ვაჟკაცებსო. უკვე ღამე იყო სახლში რომ დავბრუნდი. უჩვეულო სიწყნარე სუფევდა და გამიკვირდა. ჩემი მამამთილი სახლში არ ჩანდა. არც ნივა იდგა ეზოში. ის იყო, ლიასთან უნდა გავსულიყავი და მეკითხა, რამე ხომ არ იცი-მეთქი, რომ ალუდამ შემოაყენა ეზოში მანქანა. ჯერ წესიერად გაჩერებულიც კი არ ქონდა, რომ თამრია გადმოვიდა მანქანიდან და მაშინვე მეტაკა.
_რას დაწანწალებ აქეთ-იქით, მამაჩემს რატო ყურადღებას არ აქცევ?
ელდა მეცა.
_რა მოხდა?_შეშფოთებულმა ხმის კანკალით ძლივს ვკითხე.
_არ იცის?_ალუდას მიუბრუნდა,_არ დაურეკე და არ უთხარი?
_რა აზრი ქონდა თქმას? იმხელა მანძილზე იყო წასული და იქიდან რას უშველიდა?_გაუკვირდა ალუდას.
_უპატრონოდ რომ გყავს მიგდებული მამაჩემი, ძროხამ გათელა._რაღაც ზარივით გაისმა მისი ხმა.
ალუდას შევხედე, თითქოს მისგან მინდოდა ამ საშინელი ამბის უარყოფა, მავრამ ალუდაც დადარდიანებული იყო.
_ორღობეში გოგიას ბუღა დარბოდა გაგიჟებული, გიგლა ბიძია გარეთ ყოფილა მაგ დროს ძროხების დასახვედრად და ურჩოლია. ისე დასტაკებია, ჰაერში აუგდია. ძალიან მძიმედ არის. იმედს არ იძლევიან.
_ვაი..._ერთი ეს ვთქვი და იქვე ჩავიკეცე. გონება არ დამიკარგავს, უბრალოდ ფეხებში სისუსტე ვიგეძენი და თავი ვეღარ შევიმაგრე. ყველაზე მეტად ეს კაცი მიყვარდა ჩემი ქმრის ნათესაობიდან და ესეც ხელიდან მეცლებოდა.
ალუდამ მაშინვე დამავლო ხელი და აივანზე ამარბენინა. თამრიაც უკან მოგვყვებოდა ქოთქოთით. სარწეველა სკამზე დამსვა და თამრიას წყლის გამოტანა სთხოვა სამზარეულოდან.
_ვითომ ძალიან შეწუხდა, აფერისტი._სამზარეულოში შესულმა წაიბუტბუტა, მაგრამ მაინც გავიგონე.
მისი აყოლის და გამოლანძღვის თავი არ მქონდა, გიგლაზე ვდარდობდი და ვნერვიულობდი ახლა.
თამრიამ ჭიქით წყალი რომ გამომიტანა, ალუდას მიაჩეჩა, თვითონ კი მოშორებით დადგა და ამრეზით დამიწყო ყურება. ჩემს წინ ჩაცუცქულმა ალუდამ პირთან მომიტანა ჭიქა და ფრთხილად ამიწია, რომ დალევა შემძლებოდა. მერე ჭიქა იქვე მაგიდაზე დადო და ისე, რომ არ წამომდგარა, შეშფოთებულმა მკითხა.
_როგორ ხარ?
აცრემლებული თვალებით შევხედე.
_მაგას რას კითხულობ? მამაჩემია საკითხავი. ეგ დადის აქეთ-იქით და უპატრონოდ ყავს მიგდებული. არ შეიძლებოდა არ წაბრძანებულიყო და მიეხედა ნორმალურად?
ვიკავე კი თავი, მაგრამ ბოლოს მაინც ავსლუკუნდი ხმამაღლა.
_გადმოღვარა აფერისტული ცრემლები, ვითომ ძალიან დარდობდეს._ისევ წაიბუტბუტა. თუმცა, ისევ გავიგე. მერე კი ხმამაღლა დააყოლა._ სახლში რომ ბრძანებულიყავი, არაფერიც არ მოუვიდოდა.
_აღარ გაჩუმდები ეხლა?_მკაცრად შეუბღვირა ალუდამ._სახლში რომ ყოფილიყო ეს გააკავებდა იმხელა ბუღას?
გაკვირვებული თამრია ერთხანს გაჩუმდა, არ მოელოდა ბიძაშვილისგან დატუქსვას. მერე კი, მოულოდნელად აქვითინდა მართლაც ნიანგის ცრემლებით. ყურადღება რომ არავინ მიაქცია, მალევე გაჩუმდა.
_სახლში წამიყვანე, ბავშვები უპატრონოდ მყავს მიტოვებულები. ამ ქალბატონს თუ ენდომება, ჩავიდეს, თუ არა და არც ეგაა დიდი პრობლემა, ამაღამ მარინე დარჩება მამასთან.
წამოვდექი, რომ საავადმყოფოში წავსულიყავი, მაგრამ ალუდამ არ გამიშვა.
_დილით ჩადი. თვითონაც ვერ ხარ კარგად და იქ რა უნდა აკეთო? ამაღამ მარინე იქნება._ხელი მომკიდა და ისევ დამსვა.
ადვილად დავყევი მის ნებას.
მესმოდა როგორ ბუტბუტებდა თამრია ჩემი მისამართით, მაგრამ აინუნშიც არ ვაგდებდი. ეგ სულ მაგ დღისა იყო და მიჩვეული ვიყავი მისგან საყვედურებს. ალუდამ ჩვენი ნივით წაიყვანა სახლში. მე ისევ სარწეველა სკამზე ვიჯექი სიცივის მიუხედავად და ჩუმად ვტიროდი. კიდევ კარგი წასული არ ვიყავი აქედან, თორემ მაშინ ხომ მართლა ცოცხლად ჩამქოლავდნენ, შენი ბრალიაო? თუმცა, ახლაც მე მბრალდებოდა...
გვიანობამდე ვიჯექი აივანზე. ალბათ ასე ორი-სამი საათი. ის იყო, წვიმას იწყებდა, რომ ალუდაც მოვიდა. ეზოში შემოაყენა მანქანა და აივანზე სწრაფად ამოირბინა, რომ არ დასველებულიყო. მორიდებით მომიახლოვდა.
_როგორ ხარ? ცოტა არ დამშვიდდი?
მისმა ამ თბილმა მოკითხვამ გული უარესად ამიჩუყა. თავის შეკავება ვერ შევძელი და დაბალი ხმით ავქვითინდი. მაშინვე არა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით, თავისი ქურთუკი მომახურა მხრებზე და თვითონაც გვერდით მომიჯდა.
_კარგი იყო არ მომხდარიყო, მაგრამ მოხდა. უნდა გამაგრდე და შეეგუო იმ ფაქტს, რომ დღეს თუ ხვალ მაინც დაგტოვებს.
_ნეტავ არ წავსულიყავი._ამის თქმა ძლივს მოვახერხე და ისევ ავქვითინდი.
_თამრიას სიტყვებს ყურს ნუ უგდებ, შენ არაფერ შუაში ხარ._გაბედა და ფრთხილად მომხვია მხრებზე ხელი.
მის მხარს მივადე თავი და კარგა ხანს ვიტირე. ასეთ სიტუაციაში დამშვიდებას, იმის გაცნობიერებას, რომ ვიღაც გვერდში გიდგას, ჩახუტებას და მის მკერდზე ტირილს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონია. მართალია, ხელი ქონდა მოხვეული, მეც გაუაზრებლად ვეხუტებოდი, მაგრამ დარდის და ჯავრის შემსუბუქება მინდოდა. არც მას ეტყობოდა, რომ ბილწი ზრახვები უტრიალებდა თავში და არც მე ვფიქრობდი სხვა რამეზე გიგლას ავადმყოფობის გარდა. როცა დავმშვიდდი, მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, რომ გვარიანად წვიმდა. ალუდა წასასვლელად რომ მოემზადა, იმ აზრმა გამიელვა თავში, როგორ უნდა წასულიყო, მაგრამ მაინც წავიდა. თქეშის მიუხედავად უკან არ დაუხევია და არც მე შემიჩერებია. თუმცა, სანამ მანქანამდე მივიდოდა, გვარიანად დასველდა.
დილით საქონელს მივხედე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და საავადმყოფოში ჩავედი. მარინე იქ არ დამიხვდა. როგორც გავიგე, წუხელვე წასულა სახლში, აქ მაინც ვერაფერს ვშველიო. უარესად ამიჩუყდა გული მის დანახვაზე. მართვით სუნთქვაზე იყო. მთლიანი მკლავი თაბაშირში ქონდა. თავიც ბინტით ქონდა გადახვეული, რაზეც სისხლს გამოეჟონა წითლად. უგონოდ იწვა და ეძინა. ახლო მისვლის საშუალება არ მომცეს და ზღურბლზე მდგარი ატირებული შევყურებდი ჩემთვის ძვირფას ადამიანს, რომელიც სიკვდილის პირას იყო.
ექიმმა დამაიმედებელი ვერაფერი მითხრა. გატეხილ ნეკნს ფილტვი დაეზიანებინა და ოპერაცია იყო საჭირო. თუმცა, ამ ოპერაციას ან გადაიტანდა და ან არა.
თამრია და მარინე ერთდროულად მოვიდნენ. იქ რომ დამინახეს, შევატყე რომ ჩემს დასანახად ასლუკუნდნენ. ექიმს აქეთ-იქიდან დააყარეს კითხვები. ისე, ფორმალურად, თორემ როგორც ვატყობდი, დიდად არც უსმენდნენ. ექიმმა რომ თქვა, დაბლენდერებული საკვები მოუტანეთ, რომ ზონდით გამოვკვებოთო, ორივე დამ მე გადმომხედა. არც კი დავფიქრებულვარ, რომც ეთქვათ, ჩვენ მოვიტანთო, მაინც არ დავანებებდი თავს. რა საკვები შეიძლებოდა ჩამონათვალი გავაკეთებინე ექიმს და მაშინვე სახლისკენ გავწიე. საყინულეში ყოველთვის მქონდა წინდაწინ დასუფთავებული დედლები, ბავშვების პატრონი ვიყავი და თავს ვიზღვევდი ყოველთვის. ერთი დედალა კარგად მოვხარშე, მერე ძვლებიდან გავასუფთავე და ბულიონთან ერთად დავაბლენდერე. მოზრდილ თერმოსში გადავიტანე და ისევ საავადმყოფოში ჩავედი. დერეფანში რომ შევედი, შევკრთი. ანა ჩემი მულების შუაში ჩამჯდარიყო და რაღაცაზე საუბრობდნენ. რა თემაზე საუბრობდნენ მართლა არ ვიცი, მაგრამ მე საჩემოდ დამცხა. ვიფიქრე, ჩემზე და ალუდაზე საუბრობდნენ. მაგრამ ჩემი მულების აღშფოთებული და წყრომით სავსე მზერა რომ არ დავიმსახურე, ცოტა დავმშვიდდი. თერმოსი ექთანს გადავეცი და მეც მათთან მივედი.
_კარგია, მართლაც რომ კარგია. მე, მაგალითად, ძალიან გამიხარდა._მარინემ თეატრალურად მოპრუწა ტუჩები._რაც მე თქვენთვის გამოვიმეტო, ჩემი ოჯახისა იყოს.
_მეც ძალიან გამიხარდა, შვილებს გეფიცები._არც თამრია ჩამორჩა უფროს დას.
რა უხაროდათ ასე ჩემს მულებს, ეგ ვერ გავიგე და დიდადაც არ დავინტერესებულვარ. ჩემი მისვლიდან ანა მალევე წამოდგა, ლოყაზე ღიმილით მომითათუნა ხელი, კარგი გოგო ხარ გიგლა ბიძიაზე ასე რომ ზრუნავო და კიბეს მიაშურა. თუმცა, პირველ საფეხურზე ავიდა თუ არა, ვიღაცამ დაუძახა და დერეფნის ბოლოს ახალგაზრდული სიმარდით გაიქცა. რაღაცით კი წააგავდნენ ალუდა და ანა ერთმანეთს, მაგრამ მაინც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ანაც უზომოდ კეთილშობილი და ზრდილობიანი ადამიანი იყო. ძალიან უყვარდა ძმა. ცხრა წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალათ და მან გაზარდა საკუთარი შვივით. პირველი დღიდანვე მან მიიბარა. თვითონაც კი ბავშვი იყო, მაგრამ მაინც ახერხებდა მის მოვლა-პატრონობას. დემური ბიძია მეორედ აღარ დაოჯახებულა, დედინაცვალს არ დავაჩაგვრინებ ჩემს შვილებსო. ხო და ასე სიამ-ტკბილობით თუ ტანჯვა-წამებით გადალახეს ამდენი წლები... წინაზე თუ მისაყვედურა, არ გაემტყუნებოდა. სულაც არ ვიყავი მასზე ნაწყენი. მართლაც საყურადღებო იყო ჩვენი ამბავი...
_ახალი ხომ არაფერია?_მოულოდნელად თავზე წამომდგარმა ალუდამ გვარიანად შემაკრთო. შემნიშნა კიდეც, რომ შემეშინდა და დაიმორცხვა._ბოდიში, შენი შეშინება არ მინდოდა.
_ყველაფერი ისევ ძველებურადაა, არანაირი წინსვლა. ოპერაციას კი გვეუბნებიან, მაგრამ ან გადაიტანს იმ ოპერაციას და ან არა. რიღასთვის გავაჭრევინოთ? მაინც უიმედო მდგომარეობაა._თამრიამ უიმედოდ გადააგდო თავი.
_ერთი პროცენტიც რომ იყოს შანსი გადარჩენისა, იმას ჩავებღაუჭოთ. იქნებ გადაიტანოს და გამოკეთდეს?_ჩემი აზრი გამოვთქვი და ფეხზე წამოვდექი.
_ირა მართალია. არ ჯობია სცადოთ და გაუკეთოთ ოპერაცია?_ჩემი მხარე დაიცვა ალუდამ.
მისმა ნათქვამმა "ირა"-მ გული ამიჩქარა. ყოველთვის რძალოს ვიყავი მიჩვეული და სახელით მომართვა მართლაც მსიამოვნებდა.
_რძალმა და მაზლმა მხარი მხარს მიეცით და პირი შეკარით?_ცოტა უკვე აწიწმატდა მარინე._ექიმმა გასაგებად თქვა, შეიძლება ოპერაცია ვერ გადაიტანოსო.
_ისიც ხომ თქვა, შეიძლება გადაიტანოს და გამობრუნდესო._უკან არ დამიხევია და გაბედულად შევხედე უფროს მულს.
_შენ რა გენაღვლება, შენ ხომ არ უნდა გაიჭრა? რაც მაგან სიმწარე უნდა ნახოს და ან გადაიტანს იმ ოპერაციას და ან არა.
_თუ არ ვცდით, ვერ გავიგებთ._ისევ ჩამოვჯექი ნერვიულად სკამზე._ოპერაცია ნარკოზით უნდა გაუკეთონ და ვერც ვერაფერს გაიგებს ტკივილისას. ახლა უფრო ცოდო არ არის?
_ცოდოა, მართალია, ცოდოა შენს ხელში._ისევ წაიბუტბუტა ჩემი მისამართით თამრიამ.
_აღარ გაჩუმდები?_წყრომით შეხედა ბიძაშვილს ალუდამ._მისი გადარჩენის რამოდენიმე პროცენტი ხომ არსებობს და იმას რომ ჩაებღაუჭოთ არ გინდათ?
_მერე ფული?_როგორც იქნა ამოთქვა თამრიამ სადარდებელი.
_პენსიონერია და სახელმწიფო დაფინანსებით გაუკეთებენ. თუ დამატება დაგვჭირდება, ძროხებს გავყიდი._უმალ დავუბრუნე პასუხი.
_ხო, გაანიავე, გაანიავე მამაჩემის ქონება, რა გენაღვლება._მარინემ წაიბუტბუტა ახლა.
ალუდას ისეთი თვალებით ავხედე, ვაგრძნობინე, რა გინდა ელაპარაკო ამ ქაჯებს-მეთქი.
_მისმინე._ალუდამ მარინეს წინ ჩაიცუცქა._ის ფული მამაშენს მოხმარდება თუ ამის საჭიროება მოითხოვს, არავინ არაფერს არ გაანიავებს._ ბოლო სიტყვებზე ცოტა ხმას აუწია.
_თუ კი სახელმწიფო დააფინანსებს, გავუკეთოთ მაშინ._მცირე ყოყმანის შემდეგ თქვა თამრიამ.
ჯერი ახლა მარინეზე იყო, რომელიც რატომღაც ყოყმანობდა. ბოლოს კი ისიც დათანხმდა ოპერაციაზე. გახარებული შევედი ექიმთან და ოპერაციის საბუთებზე მოვუწერე ხელი. ოპერაცია იმ დღესვე დანიშნეს. კარგა ხანს გაგრძელდა. საოპერაციოს წინ ნერვიულად გავდი-გამოვდიოდი. თამრიამ, გული აღარ მაქვს და ცოტას ჰაერზე გავისეირნებო. მარინეც უკან მიყვა. დავრჩით მე და ალუდა გვერდიგვერდ. ხალხის თვალწინ ერთმანეთის დამშვიდება არ შეგვეძლო, თორემ მის მკერდზე თავის მიდება და წუხანდელივით ტირილი ყველაფერს მერჩია ახლა...
როგორც იქნა გამოვიდა ექიმიც.
_ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ძვლის ფრაგმენტები ამოვაცალეთ. დაზიანებული უბნებიც ამოვკვეთეთ. პაციენტი მძიმედ, მაგრამ სტაბილურადაა. გამოვა მდგომარეობიდან. მოგვიანებით შეგიძლიათ ნახოთ.
ამის გაგონებაზე კი თავი ვეღარ მოვთოკე და სიხარულით ჩამოვეკიდე ალუდას კისერზე. ისეთი გახარებული ვიყავი, ვეღარ ვაზროვნებდი რას ვაკეთებდი. დაბნეულმა გვიან მომხვია თვითონაც მორიდებით წელზე ხელები.
_გილოცავ. იმედია ყველაფერი კარგად იქნება._თითქოს მიჩურჩულა და მის ცხელ სუნთქვაზე ყური მთლიანად ამეწვა.
გვიან მოვეგე გონს და მის კისერს მოვაშორე ჩემი მკლავები. დარცხვენილი ჩამოვჯექი სკამზე. გულწრფელად მიხაროდა დიდი გიგლას მდგომარეობა. მის სანახავად ისე შევედი, ჩემი მულები კიდევ არ იყვნენ მოსულები. საღამოს სახლში ავედი საქონლისთვის რომ მიმეხედა. ძროხები მოვწველე, ყველი ამოვიყვანე. ღორი, ქათმები და პიტი დავაპურე. თავი მოვიწესრიგე და ის იყო ისევ საავადმყოფოში უნდა წავსულიყავი, რომ ალუდამ შეაჩერა ჭიშკართან ჩვენი თეთრი ნივა. თამრია და მარინეც გადმოვიდნენ და ალუდაც შემოიპატიჟეს. ეზოში შემოვიდნენ თუ არა, კიბეზე ქაქანით ამოვიდნენ როგორც სჩვეოდათ.
_მთელი დღე ეს ბიჭი ჩვენ დაგვდევს, ცოდოა, პური ვაჭამოთ._ოთახში შესვლისთანავე თქვა თამრიამ და მაგიდას მიუჯდა._როგორ დავიღალე.
_მადლობა, არაფერი მინდა. მე წავალ და ცოტა ხანში გამოგივლით._მორიდებით თქვა ალუდამ და დააპირა კიდეც წასვლა, მაგრამ მარინემ გამოსდო თავისზე ლამის ორი თავით მაღალ ბიძაშვილს ხელკავი და ისიც მაგიდასთან მიიყვანა._ჩვენს საქმეზე დარბიხარ მთელი დღე და ცოდო ხარ, ცოტა დაისვენე. ჩვენც მალევე უნდა წავიდეთ.
_გიგლა როგორ არის?_ალუდას ვკითხე რატომღაც, რადგან ჩემი მულები მაინც არ გამცემდნენ სწორ პასუხს და მიმიკიბ-მომიკიბავდნენ.
_საფრთხემ ჩაიარაო. გამოვა მდგომარეობიდან._მისთვის დამახასიათებელი ოდნავშესამჩნევი ღიმილით მითხრა ალუდამ.
გახარებულმა დავიწყე სუფრის გაშლა. მარინეც თამრიას მიუჯდა გვერდით და მელოდებოდნენ, როდის გავუწყობდი სუფრას. თან ერთმანეთში ლაპარაკობდნენ. როგორც ყოველთვის ერთმანეთს ამეტებდნენ თავიაანთ ქმარ-შვილს. ალუდა უხერხულად იყო სკამის საზურგეს მიყუდებული ფართე ზურგით და მალულად მიმზერდა. სულაც აღარ მაბნევდა მისი ეს მზერა. პირიქით, მსიამოვნებდა კიდეც.
სუფრის გაწყობა ჯერ დასრულებული არ მქონდა, რომ დებმა მაშინვე აამუშავეს მადიანად ყბები. მე და ალუდა ერთდროულად მივუსხედით მაგიდას. ჭამის მადა მართლა არ მქონდა. უხეიროდ გავიღეჭე რამოდენიმე ლუკმა.
_მართალია საღამოა, მაგრამ ყავას დიდი სიამოვნებით დავლევდი, დღეს არ დამილევია._მარინემ ისეთი თვალებით შემომხედა, მაგრძნობინა, ჰა, რაღას ზიხარ ადექი და მომიდუღეო.
თამრიამაც გამოთქვა სურვილი. ალუდას რომ შევხედე კითხვით სავსე თვალებით, უარყოფის ნიშნად თავი გამიქნია და ისევ ისე ოდნავშესამჩნევად გამიღიმა. მარდად წამოვდექი და მულებისთვის ყავის მოდუღებას შევუდექი.
_შენი ამბავი მართლა გამიხარდა._თამრიამ მსუბუქად მოუთათუნა ალუდას ბეჭებზე ხელი.
_რა ამბავი?_აშკარად გაუკვირდა ალუდას.
_რას მალავ? ჩვენ ყველაფერი ვიცით, ანამ გვითხრა._მარინემაც ჩაუგდო სიტყვა.
_შვილებს გეფიცები, მართლა გამიხარდა შენი ამბავი. კარგი ბიჭი ხარ და იმსახურებ ბედნიერებას.
_დაგვანახა კიდეც, კარგი გოგოა. ქორწილი არ გამოგვაპარო იცოდე.
ამის გაგონებაზე ისე ავღელდი, ფინჯანი გამეშვა ხელიდან და ნამსხვრევებად იქცა. არაფრის იმედი არ მქონდა მომავალში, მაგრამ მისი სამომავლო ქორწილის ამბავმა მწარედ გამკრა გულში.
_ცოტა ნელა გოგო, რა გჭირს?_თამრიას წყრომით სავსე მზერა რომ დავიმსახურე, თითქოს მაშინ მოვეგე გონს.
ცოცხი და აქანდაზი მოვიმარჯვე და ნამსხვრევები გამოვგავე. მულებს ყავა მივართვი და ჩემს ოთახში აღელვებული გავედი.
_ანა აზვიადებს, არაფერი ხდება._ სანამ ოთახიდან გავიდოდი ჩემს გასაგონად თქვა ალუდამ.
ჩემს საძინებელში რომ შევედი, კარებს ზურგით მივეყრდენი. საკუთარი გულის ცემა მესმოდა, რომელიც დაჭრილი ჩიტივით მიფრთხიალებდა საგულეში. იმის გააზრებამ და გაცნობიერებამ, რომ ხვალ თუ ზეგ ალუდა მართლა მოეკიდებოდა ოჯახს, გული მატკინა. მართლა არ მქონია არაფრის იმედი. უბრალოდ, შორიდან ვუმზერდით ერთმანეთს და ვხვდებოდით, რომ ორივეს თავდავიწყებით გვიყვარდა ერთმანეთი, სხვა არაფერი, მაგრამ... მაინც მეხის გავარდნას გავდა ეს ახალი ამბავი ჩემთვის. ალბათ, იმ ექთანზე იყო საუბარი, მაშინ რომ ვნახე. ცრემლებმა თავისთავად მოძებნეს გზა ჩემს ყვრიმალებზე. თითქოს, სამყარო ჩამომექცა თავზე. არა და, სრული უფლება ქონდა ალუდას არაფერს დამკითხებოდა და საკუთარი ბედნიერება აეწყო. არასდროს არაფერს დამპირებია. რომელ დაპირებაზე იყო საუბარი, ერთხელაც არ უთქვია, რომ ვუყვარდი და უბრალოდ არც კი უკოცნია ჩემთვის... ვგრძნობდი, რომ ჩემი მამამთილის გამო ჩემი წასვლა გაურკვეველი ვადით გადამედო ისევ. არა და, ყველაზე მეტად, ახლა აქედან თავის დაღწევა და უკანმოუხედავად გაქცევა მინდოდა. მართალია, გაქცევა გამოსავალი არ იყო, მაგრამ მაინც...
დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ცოტა დავწყნარებულიყავი. ცრემლები მოვიმშრალე და ისევ მათთან დავბრუნდი.
_რას დაიმალე? მივდივართ, აქ კი არ ვრჩებით._თამრიას გულმა არ მოუთმინა და მაინც მითხრა საყვედური.
ალუდასთვის არ შემიხედია, მაგრამ მის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი. ჩემმა მულებმა ნადიმიც და ყავის წრუპვაც რომ მოამთავრეს, ერთდროულად წამოიშალნენ და წასასვლელად გაემზადნენ. ვატყობდი, ალუდა ფეხს ითრევდა, გასვლა არ უნდოდა. გაიცილა თუ არა ბიძაშვილები, გაბედულად მიმიმწყვდია კუთხეში.
_ტყუილია, ცოლის მოყვანას არ ვაპირებ._ისეთი ხმით მითხრა, შევკრთი.
გავბედე და შევხედე თვალებში. ალალი და გულწრფელი იყო მისი მზერა.
_მერე მე რა, თუნდაც დაინიშნო?_ვიგრძენი, ხმა როგორ ამიკანკალდა._შენი ცხოვრება მე არ მეხება.
ისე ახლოს იყო ჩემთან, მისი მხურვალე სუნთქვა სახეზე მელამუნებოდა. გული გახეთქვაზე მქონდა, თითქოს ყურებში ვგრძნობდი მის ფეთქვას. მისი სასიამოვნო სურნელი ალკოჰოლივით მაბრუებდა რატომღაც და გონებას მიბინდავდა. თვალებში მომჩერებოდა დაჟინებით. სიყვარულით სავსე მზერა ქონდა. ასეთი მზერით არასდროს შემოუხედია ჩემთვის არავის. მერე, მზერა ჩემს ტუჩებზე რომ გადმოიტანა, უარესად ავღელდი და ავფორიაქდი. ნელ-ნელა რომ დაიხარა, მაშინ კი გამიჩერდა გული. თვალები თავისთავად მიმელულა. წინააღმდეგობა არ გამიწევია. ვიცოდი მომავალი არ ქონდა ჩვენს გრძნობებს, მაგრამ წამიერად მაინც დავკარგე თავი. მისი ტუჩების ნაზ შეხებაზე სუნთქვა შემეგუბა. გულმა ისევ გამალებით დამიწყო ძგერა. საგულედან თუ არ ამომივარდებოდა არ მეგონა. ბედნიერებისგან ღრუბლებში დავფრინავდი. წამით, მართლა დამავიწყდა ყველაფერი. ჩვენ ორის გარდა აღარავინ და აღარაფერი აღარ მახსოვდა...
ჩემს ტუჩებს რომ მოსწყდა, ისევ თვალებში ჩამხედა. სასიამოვნოდ აფორიაქებული ვიდექი მის წინ და არანაირი სურვილი არ მქონდა, რომ ხელი მეკრა და მომეშორებინა. მხოლოდ ის მიკვირდა, რომ მორიდებულმა ბიჭმა ამდენი სითამამე როგორ გამოიჩინა და როგორ მაკოცა. გინდ გურამას და გინდ სიმონას შეხება ზიზღს რომ მგვრიდა, ეს უზომოდ მაბედნიერებდა და ნეტარებით მავსებდა. უსიტყვოდ შევყურებდი მწვანე თვალებში, ასე რომ მიფორიაქებდნენ გულს და ოდნავადაც კი არ ვბრაზობდი მის ამ საქციელზე.
_ალუდა, აღარ მოდიხარ?!_უკმაყოფილო თამრიას ხმამ გამომარკვია სასიამოვნო ბურუსიდან.
_მე შენ მიყვარხარ და შენს გარდა ქალი არ მინდა იცოდე._მტკიცე ხმით მითხრა და გარეთ გავიდა, რომ თამრიას და მარინეს ეჭვი არ გასჩენოდათ.
გაოგნებული კარგა ხანს ვიდექი კედელს მიყუდებული და საკუთარ გულის ცემას ვუსმენდი. ასეთი ბედნიერების და კმაყოფილების შეგრძნება ცხოვრებაში არ მქონია. უბრალო კოცნას ამდენი სიამოვნების მონიჭება თუ შეეძლო, არ ვიცოდი.
მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალი. გულაღმა ვიწექი, ჩემს ტუჩებს ჩემივე თითებით ვეხებოდი და მხოლოდ და მხოლოდ მის სასიამოვნო კოცნაზე ვფიქრობდი. დავიჯერო, მე მივეცი საბაბი რომ ეკოცნა? თუმცა, რად მიკვირს? მისი დაქორწინების ამბავი რომ გავიგე, მღელვარებისგან ფინჯანი გამივარდა ხელიდან. დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო ჩემს სიყვარულში, მართლა არ მაკოცებდა. გუშინ საღამოსაც ვისხედით ერთად, მის მხარზე მედო თავი და ისე ვქვითინებდი, მაგრამ კოცნა მართლა არ გაუბედია. დღევანდელმა შემთხვევამ კი დაარწმუნდა ალბათ. თან, დიდი მნიშვნელობა ქონდა მისთვის იმას, რომ არ დამეჯერებინა, დანიშვნას რომ აპირებდა.
დილით გამოუძინებელი, მაგრამ უზომოდ ბედნიერი ავდექი და საქმეს მივხედე. გვიან გავაცნობიერე, რომ ვღიღინებდი. სარკეში ჩემი ორეული რომ შევნიშნე, გამიკვირდა, ბედნიერებისგან თვალები მიბრწყინავდა. სადამდე გასტანდა ჩემი ეს ბედნიერება არ ვიცოდი. ორივე ცეცხლს ვეთამაშებოდით, ალესილ დანის პირზე დავდიოდით. აკრძალული სიყვარული ტანჯვისა და ტკივილის მეტს რომ არაფერს მოგვიტანდა, ვიცოდი. თუმცა, მოზღვავებული გრძნობების შეკავება არ შემეძლო და არც სურვილი მქონდა რომ შემეკავებინა. იმ წრფელი სიყვარულით მიყვარდა, რომელიც მხოლოდ ერთხელ შეიძლება ეწვიოს ადამიანს. იმას კი ვხვდებოდი, რომ ჩვენი შეხვედრა დაგვიანებით შედგა, აზრი არ ქონდა რამის ჩაჭიდება-ჩაბღაუჭებას. მართლა გვიანი იყო ყველაფერი, მაგრამ... ტყუილად ხომ არ თქვეს: "სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო"?
სადილაო საქმეს რომ მოვრჩი, ჩემს მამამთილს ისევ გავუმზადე საჭმელი, მერე ტანსაცმელი გამოვიცვალე და საავადმყოფოში წავედი. თამრია და მარინე ახლაც არ დამიხვდნენ იქ. ექიმმა უფლება მომცა, რომ გიგლას პალატაში შევსულიყავი. მაშინვე მოვიცვი ხალათი, პირბადეც გავიკეთე და ექთანს შევყევი. თითქოს უკეთესად გამოიყურებოდა. მართალია, ისევ უგონოდ იყო და ეძინა, მაგრამ ცოტა დამშვიდებული და სახეზე ფერმოსული იყო. ახლოს მივედი და საწოლზე უმოძრაოდ დადებულ მის ხელს ფრთხილად მივეფერე. მართლა არ მინდოდა რომ ეს კაცი მომკვდარიყო. ცრემლმა დამისველა თვალები. დავიხარე და შუბლზე ვაკოცე. მერე ექთანმა მანიშნა, რომ გადიო და პალატიდან გამოვედი. თამრია და მარინე დერეფანში სკამზე ჩამომსხდარიყვნენ და როგორც ყოველთვის ახლაც ლაქლაქებდნენ. მე რომ დამინახეს, გაუკვირდათ.
_შენ უკვე აქ ხარ? შენი მანქანა რომ ვერ შევნიშნეთ?_მარინემ უნდობელი მზერით ამომხედა.
_წინ გასაჩერებელი ადგილი არ იყო და შენობის უკან გავაჩერე.
_რაო, ნახე? როგორ არის?_ვითომ ძალიან დაინტერესდა თამრია.
_შედარებით უკეთეს ფერზეა და უფრო მშვიდი სახეც აქვს. დანარჩენი სხვა ყველა უცვლელია.
_თუ სიკვდილი უწერია, რაღას აწვალებს ეს ღმერთი?_მარინემ ამოისლუკუნა.
_მასე, ყველა სიკვდილის შვილები ვართ და აღარც ჩვენ აღარ უნდა ვიცოცხლოთ?_გაბრაზებულმა შევხედე.
ქალს რომ საკუთარი მამა არ ეყვარება, თან რა მამა, რომელიც იმ თავიდან ამ თავამდე შვილებზე იყო გადამკვდარი, იმას რა უნდა ელაპარაკო? მათ სიახლოვეს ვეღარ გავჩერდი, რადგან ვგრძნობდი, რომ ნერვები მღალატობდა და შეკამათება რომ არ მომსვლოდა, საავადმყოფოდან გავედი. სუფთა ჰაერზე გავჩერდი ცოტა ხნით. სიამოვნებით გავყურებდი შორიახლოს წითელ-ყვითელ ფერებში მორთულ გორებს. ნიჭიერი მხატვარია ბუნება, ყველა სეზონს თავისი დამახასიათებელი ფერები აქვს. ყველა სეზონიც ხომ თავისთავად ლამაზია. ბუნების ცქერით ვტკბებოდი. ამინდიც მშვენიერი იყო, აღარ წვიმდა. ცაზე ერთი ღრუბლის ნასახიც კი არ იყო. მზეს მართალია ძალა აღარ ქონდა, მაგრამ მაინც კაშკაშებდა. ამ მშვენიერების ფონზე კარგა ხანს მღეროდა ჩემს ჯიბეში ადელე. გვიან გავიაზრე, რომ ჩემი ტელეფონი რეკავდა.
ვანჩო იყო ციხიდან.
პირველ ჯერზე არ ვუპასუხე. მისი ხმის გაგონებაც კი არ მინდოდა. მეორე ჯერზე როდის-როდის ვუპასუხე.
_სად ტრაკში გაქვს ეგ ტელეფონი?_ისეთი გაცეცხლებული იყო, მისი სახეც კი დავინახე ლამის._რამდენს გირეკავ, სად ხარ?
_საავადმყოფოში._რაც შემეძლო მშვიდად ვუპასუხე.
_ჩემთვის ფულის ჩარიცხვა ხომ არ დაგავიწყდა შემთხვევით? გადი და ჩამირიცხე.
_საავადმყოფოში ვარ._ისევ გავუმეორე.
_მერე რა, მანდაც დგას აპარატი და გადმომირიცხე.
_მამაშენია ცუდად, ოპერაცია გაუკეთეს და იმედს არ იძლევიან._არ ვაპირებდი თქმას მაგრამ მაინც ვუთხარი.
წამიერი დუმილი ჩამოწვა. ვერ მივხვდი ეწყინა თუ გაუხარდა მამის ამბავი.
_ფული მჭირდება და ჩამირიცხე._ცოტა ხნის მერე ისევ ფული მომთხოვა.
_შენს დებს უთხარი და ჩაგირიცხავენ, მე მამაშენი მყავს მისახედი._მკაცრად ვუთხარი.
_შენ ხო არ უბერავ გოგო, ცოლი ხარ და შენ გეუბნები. არ ხარ ვალდებული ქმარზე იზრუნო?_ხმას აუწია ვანჩომ.
_რომელ ქმარზე, რომელიც მხოლოდ ღამე მოდიოდა სახლში? სულ არ ედარდებოდა ცოლ-შვილი და ახლა ახსენდება მარტო, როცა ფული სჭირდება?_მეც ავუწიე ხმას.
_შენ რაღაც სხვა ხმაზე მეჭიკჭიკები და არ მომწონს. გამოვალ და მოგხედავ._დამემუქრა.
_ორ დღეში ჩემი ადვოკატი მოგაკითხავს განქორწინების თაობაზე...
_რა თქვი გაიმეორე?_თითქოს ყურებს არ დაუჯერაო.
_ჩემი ადვოკატი მოგაკითხავს განქორწინების თაობაზე._რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი.
_გამოვალ და მოგკლავ იცოდე!
_ჯერ გამოდი და დანარჩენი მერე ვილაპატაკოთ._ვუთხარი და გავუთიშე ტელეფონი.
ჯიბეში არ მქონდა ჯერ ჩადებული, რომ ისევ დამირეკა. ჩემი სიავე უნდა ვთქვა, ზარი გავუთიშე, დავყურებდი და არ ვპასუხობდი. წარმოვიდგინე მისი აღშფოთებული სახე და სიამოვნება მომგვარა რატომღაც.
მეტჯერ აღარ დაურეკია. მე კი ინგას დავურეკე მერე. გაუხარდა ჩემი ხმის გაგონება. მოკითხვის მერე მისი დაქალის, მაგდას ნომერი ვთხოვე.
_რად გინდა?_გაუკვირდა.
_ადვოკატის რჩევა მჭირდება. იქნებ ავიყვანო კიდეც. ხომ მუშაობს?
_კი, საკუთარი ოფისი აქვს. მაინც რაში გჭირდება არ მეტყვი? გული ნუ გამიხეთქე გოგო.
_ვანჩოს თაობაზე.
_რას ამბობ, ციხეში სროკი ხომ არ დაიმატა კიდე?_აქაქანდა როგორც სჩვეოდა.
_ისეთი არაფერი, უნდა გავეყარო და გიგლა გამოჯანმრთელდება თუ არა, თბილისში დავბრუნდე, ოღონდ ჩვენებს ჯერ არაფერი უთხრა, გთხოვ.
მგონი ენა ჩაუვარდა ამ ახალ ამბავზე. კარგა ხანს მესმოდა მისი სუნთქვის ხმა. ძალიან ღრმად სუნთქავდა აფორიაქებული.
_რამე მოხდა? რასთან დაკავშირებით გადაწყვიტე გაყრა?
_დავიღალე. ყოველ თვე ხუთას ლარს მთხოვს, რომ გადავურიცხო. ცოლი ვარ თურმე და ვალდებული ვარ რომ ციხეში შევინახო. ხო და მაგისგან მინდა განთავისუფლება.
_რას ამბობ, მართლა?
_ხო. ოღონდ გთხოვ, დედაჩემს არაფერი უთხრა. ჯერ გიგლაც ძალიან ცუდადაა, ოპერაცია გაუკეთეს და ვერ დავტოვებ. გაყრით კი გავეყრები, მაგრამ ცოტა ხანს აქ მომიწევს დარჩენა.
_კარგი ძვირფასო, მე არავის ვეტყვი, მაგრამ შენ შენს პირობას არ გადახვიდე, გაეყარე მაგ უვარგისს და დაბრუნდი თბილისში.
სულ არ მჭირდებოდა ინგას შეგულიანება, ისედაც გადაწყვეტილი მქონდა ვანჩოსთან გაყრა და აქედან წასვლა. ცოტა, ჩემი მამამთილი მაფერხებდა, თორემ აქამდეც წავიდოდი. ახლა რა იქნებოდა, მხოლოდ უფალმა უწყოდა. თუ დაიღუპებოდა, დავასაფლავებდი, სახლს გავყიდიდი, (მაინც ჩემს სახელზე იყო გაფორმებული და კანონიერად ვერავინ ვერაფერს მომედავებოდა) და წავიდოდი. თუ გადარჩებოდა კი, ერთი-ორი თვე დასჭირდებოდა მის სრულად გამოჯანმრთელებას ალბათ. სახლს მას დავუტოვებდი და ისე წავიდოდი. ჩემ ქმართან განქორწინებას კი ორივე შემთხვევაში ვგეგმავდი.
ისევ მიიქცია ბუნების სილამაზემ ჩემი ყურადღება. პანდუსის მოაჯირზე ჩამოვჯექი და მთებს გავხედე. შიგნით შესვლა და ჩემი მულების ქოთქოთის მოსმენის სურვილი ნამდვილად არ მქონდა. ვანჩოსაც რომ ვუთხარი ჩემი სათქმელი და გულიდან ამოვიღე ბოღმა, მომეშვა. რაღაცნაირად ლაღად და მხიარულად ვგრძნობდი თავს. მართალია, მთლად ამის ბრალიც არ იყო ჩემი გუნება-განწყობის უკეთესობისკენ შეცვლა, მაგრამ აღიარება არ მინდოდა. მთავარი მიზეზი ჩემი ბედნიერების და სილაღისა მაინც ალუდას კოცნა იყო. იმას კი ვათვითცნობიერებდი, რომ ვცოდავდი, ქმრიანი ქალი სხვა კაცზე ვფიქრობდი დიდი სიამოვნებით და არა მარტო ვფიქრობდი, მაკოცა და წინააღმდეგობა არ გამიწევია. უფრო მეტიც, თვითონვე მინდოდა ეს. მაგრამ მე ხომ არასდროს მითქვია, რომ ანგელოზი ვარ? ერთი ჩვეულებრივი ქალი ვიყავი, რომელსაც ქორწინებაში არ გაუმართლა. გვერდით რომ მყოლოდა ქმარი, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცოდვას არც მე და არც ალუდა არ ჩავიდენდით. ექვსი წელი ერთად ვიყავით მე და ვანჩო და რატო მანამდე არ ბედავდა ეს მორიდებული ბიჭი ჩემს კოცნას? რა არაჩვეულებრივი კი იყო? ამის გახსენებაზე ისევ ჟრუანტელმა დამიარა ტანში. ტუჩენზე თითებიც კი გადავისვი და სიამოვნებისგან მივლულე თვალები.
მზე სახეში მანათებდა და მსიამოვნებდა. კარგა ხანს ვიჯექი ასე და ისევ და ისევ ალუდას კოცნაზე ვფიქრობდი. მოულოდნელად ჩრდილი რომ წამომადგა და აღარ გაინძრა, ინტერესით გავახილე თვალები. ალუდა იყო. თითქოს ჩემი ფიქრებიდან გადმოსულიყო რეალობაში და წინ მყავდა ასვეტილი. დავინახე თუ არა, შემრცხვა, თან დავიბენი.
_დილამშვიდობისა. როგორ ხარ?_წუხანდელი გაბედული კოცნის მერე მაინც გაუბედავად მომესალმა და მორიდებით გამიღიმა. ლოყაზე გაჩენილ პატარა ლამაზ ფოსოებს თვალი ვერ მოვწყვიტე.
პასუხი არ დამიბრუნებია, მაშინვე წამოვდექი, საჯდომზე მტვერი ჩამოვიფერთხე და შენობაში დავაპირე შესვლა.
_მაპატიე... წუხანდელზე ბოდიში მინდა მოგიხადო, თავი ვეღარ შევიკავე._ისეთი ხმით მითხრა, გული უარესად ამითრთოლა.
შევხედე, მაგრამ როგორც მჩვეოდა თვალებში კი არა, ტუჩებზე, ასეთი ნეტარება რომ განმაცდევინა წუხელ. ოღონდ წამიერად.
_თავი დამანებე. აღარ მომეკარო._ნაძალადევი სიბრაზით ვუთხარი და შენობაში უკანმოუხედავად შევედი.
ჩემი მულები დერეფანში სკამზე ისხდნენ და რაღაცას ერთმანეთში დაბალი ხმით ჭორაობდნენ. მე რომ დამინახეს, აშკარად გაჩუმდნენ. არ დავინტერესებულვარ მათ საჭორაო თემაზე. მხოლოდ ის მაკვირვებდა, მაინც არაფერს აკეთებდნენ აქ: არც მამის სანახავად შედიოდნენ, არც საჭმელი მოქონდათ მისთვის, არც არაფერში ხარჯავდნენ ფულს და რა აზრი ქონდა მათ აქ ყოფნას? ხალხს აჩვენებდნენ თავს? ხალხის დასანახად გაკეთებული საქმე რა საქმეა ნეტა?
ალუდა მოგვიანებით მომყვა უკან. მაფორიაქებდა მისი სიახლოვე და თვალს ვერ ვუსწორებდი. თვითონ კი ვგრძნობდი, რომ მალულად და შეფარვით მიმზერდა.
_დღეს და ხვალ კარგი ამინდია. ხვალ რომ თქვენი სიმინდის მომტვრევა დაგვეწყო, კარგი არ იქნება?_ მოულოდნელად მკითხა და სახეში მომაშტერდა.
რომ არ შემეხედა, არ გამოდიოდა. შეიძლება გამოდიოდა კიდეც, მაგრამ მე მაინც შევხედე.
_ცოდოა, კარგი მოსავალია და ხომ არ გააფუჭებთ?
_ვის სცალია ახლა სიმინდის ასაღებად?_ცოტა თითქოს გაწყრა თამრია.
_რატო უნდა გაფუჭდეს, ტონობით სიმინდი უნდა მოიმტვრეს. აქამდეც უნდა აღებულიყო, მაგრამ წვიმებმა შეუშალა ხელი...
_კომბაინი ნახე მაშინ და..._დათმობაზე წავიდა თამრია.
_კომბაინით აღება არ გამოვა. აფსუსია, ბევრი დაიბნევა.
_აბა, მაგდენი მუშები სად უნდა ნახო?_ახლა მარინემ გამოთქვა თავისი საყვედურნარევი ინტერესი.
_მე ვნახავ. ანას ქმარს ვეტყვი და თავისი ზილით წამოვა. თვითონაც მოგვეხმარება. თქვენი ქმრები რას აკეთებენ? მარტო წაღება რომ უნდათ, ცოტა ხელი წაახმარონ სიმამრს არ შეიძლება?
ჩემი სათქმელი ალუდამ რომ თქვა, გულზე მომეფოფინა. პირდაღებულ და დაბნეულ მულებს შევხედე, ნერვიულად რომ აბრიალებდნენ თავებს და სათქმელს ვერ პოულობდნენ.
_მამაჩემიც წამოვა. ხუთნი რომ ჩვენ ვიყოთ, ათ მუშას კიდევ ვნახავ და მოვრჩებით ერთ დღეში.
ალუდას აზრი მართლაც მომეწონა. თამრიას და მარინეს ქმრები რომ არ წამოსულიყვნენ და მუშები ენახა, მათი ფულის გადახდასაც შევძლებდი, მაგრამ მარტო წაღება და განიავება რომ უნდოდათ სიმამრის ოჯახისა, ხომ შეიძლებოდა ერთი დღე მიხმარებოდნენ?
_მირიკოს არ სცალია, მუშაობს._ისე გამოაცხადა თამრიამ, აზრი აღარ ქონდა მისთვის რამის თქმას.
_აბა, ვუთხრა, მოამტვრიე და და სულ სახლში წაიღე-მეთქი თუ არ მოიცალოს?_ალუდამ სიმკაცრე გაურია ხმაში.
_შენ რა გინდა ერთი, ვერ გავიგე, რა ბევრს ლაპარაკობ?_უცბად აწიწმატდა მარინე._გეუბნება არ სცალიაო. არც ბეჟანას სცალია და მომკალი ჰაა.
_არაუშავს, ის ორი მუშაც დაიმატე, მამაჩემს ვთხოვ ფულს და გადავუხდი._დავამშვიდე უკვე აღშფოთებული ალუდა.
_თქვენს გამო მე მრცხვენია._ერთი ესღა თქვა ალუდამ და ნერვიული ნაბიჯებით გავიდა გარეთ.
_მე წავალ, ბაზარში გავივლი, რამეს ვიყიდი, ხვალ მუშას რომ ვაჭამოთ. თუ რამეა დამირეკეთ._ეს ვთქვი, მათი პასუხისთვის აღარ დამიცდია და მეც უკან მივყევი ალუდას.
წეღან სადაც მე ვიჯექი, იმ ადგილზე იჯდა და აშკარად ეტყობოდა რომ ბრაზობდა ბიძაშვილებზე. ისე მივუახლოვდი, ვერ გაიგო.
_არაუშავს, სადაც ის ათი, ხუთი მუშაც დაამატე, გადავუხდი ფულს. ხვალ რომ მოვამტვრიოთ ეგ სიმინდი, მართლა კარგი იქნება.
ისეთი თვალებით შემომხედა, აშკარად ბოდიშს მიხდიდა თავისი ბიძაშვილების გამო.
_ეგენი სულ მასე არიან და მიჩვეული ვარ მე უკვე._გამეღიმა.
_ვიცი და მაგაზე ვბრაზობ ზუსტად. მარტო წაღება იციან და ერთს არ იფიქრებენ, რომ ცოტა მაინც წაგახმარონ ხელი.
_არაუშავს... მე ბაზარში გავივლი, ხარჯს ვიყიდი და სახვალიოდ გავამზადებ. შენ ნახე მუშები. დემური ბიძიასაც ნუ აწვალებ, ცოდოა. თუ თხუთმეტი მუშა საკმარისია, ნახე და არ არის პრობლემა, გადავიხდი ფულს._ვუთხარი და ჩემი მანქანისკენ გავეშურე.
ზურგს მიწვავდა მისი მზერა, მაგრამ უკან არ გამიხედია. აუჩქარებელი და შეძლებისდაგვარად აუღელვებელი ნაბიჯებით ვშორდებოდი. მართლაც რომ არაჩვეულებრივი ბიჭი იყო. შეხედული ხომ იყო? ზრდილობიანი, თავდაჭერილი, მორიდებული, სამართლიანი და შრომისმოყვარე. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. თავის დროზე რომ გადაკვეთილიყო ჩვენი გზები, რა ბედნიერი ვიქნებოდი მასთან?! მაგრამ, ეეეჰ...
ბაზარში დიდხანს ვიარე, ცხვრის ხორცი ჩაქაფულისთვის და საქონლის ხორციც ოსტრისთვის ძლივს ვიყიდე. ტარხუნა ხომ ერთს ქონდა მარტო და ისიც ცეცხლის ფასს ადებდა, მაგრამ როცა მჭირდებოდა, რა მექნა? რაც კი მჭირდებოდა, ყველაფერი შევიძინე და სახლში ავედი. საავადმყოფოში აღარ ჩავსულვარ. ლიას ქმარს სამი დედალა დავაკვლევინე. ისინი მოვხარშე. ცხვრის და ღორის ხორციც დავამუშავე სადილაოდ. ბადრიჯანი შევწვი. ოლივიეც გავაკეთე. ზოგს ძალიან უყვარს და ჩვენს სუფრაზე ყოველთვის საპატიო ადგილი ეჭირა. ქილაში ჩამჟავებული ჯონჯოლიც ამოვიღე და ისიც შევკაზმე. მოკლეთ, სანამ ძროხები მოვიდოდნენ, მუხლჩაუხრელად ვიშრომე. საღამოს საქონელს და ფრინველს მივხედე და ისევ სახვალიო ხარჯის მზადებას შევუდექი. კოტლეტს ვწვავდი, ჩემი მულები რომ მომილალა ალუდამ.
_ოჰ, რას ცქრიალებს ჩვენი რძალი და რას ამზადებს ნეტავ?_თამრიამ ერთი კოტლეტი ამაცქნაპა და პირდაპირ პირში იტაკა._როგორ მომშივნია._ცხელ-ცხელი ლუკმა სასაცილოდ გადაიგდ-გადმოიგდო პირში და ძლივს გადაყლაპა.
_ბარემ ვჭამოთ და წავიდეთ სახლში რაა._მარინე მაგიდას მიუჯდა. აშკარად მე დამიწყო ლოდინი როდის გავუმზადებდი სუფრას.
_არ მცალია, მაცივარშია საჭმელი და შეგიძლია ნახოთ._ისე ვუთხარი, არ შემიხედია, ზურგით ვიდექი მათგან. ნათლად წარმოვიდგინე მათი უკმაყოფილო სახეები და კმაყოფილს გამეღიმა.
ჩემმა უფროსმა მულმა ერთი შეიზმუკუნა, მაგრამ კეთილი ინება და ზლაზვნით გაიშალა სუფრა. ერთი კი გავაპარე მზერა ალუდასკენ, ჩაფიქრებული რომ იდგა და ლოყაზე ოდნავწამოზრდილ წვერს თითებით ეხებოდა და ჩემი საქმე გულში ღიღინით განვაგრძე. კარგა ხანს ილუკმებოდნენ დები. მერე ყავაც მოუდუღა თამრიამ და ალუდას უთხრა, წავიდეთო. გასვლისას ღიმილნარევი მზერით შემომხედა, უსიტყვოდ დამემშვიდობა და ბიძაშვილებს უკან მიყვა, რომლებიც უკვე კიბეზე ჩადიოდნენ. ასეთი მშვიდი და ლაღი კარგა ხანია არ ვყოფილვარ. გულში ჩაბუდებულმა სიყვარულმა და იმის გააზრებამ, რომ ალუდას ვუყვარდი, თავისი ქნა და უკვე ხმამაღალი ღიღინით ვფუსფუსებდი გაზქურასთან. მერე ჩემი მულების ნასუფრალი ავალაგე. ჭურჭელი დავრეცხე, ოთახი გამოვგავე და აივანზე რომ გავედი, ჭიშკართან შეჩერებული მანქანა რომ შევნიშნე, ცოტა შევკრთი. კარგად დავაკვირდი და ჩვენი ნივა იყო. ავფორიაქდი. "დავიჯერო, იმდენს გაბედავს ალუდა, რომ მარტო მყოფთან შემოვა?"_ეს გამკრა გუნებაში და მუხლები ამიკანკალდა. ჩემს საძინებელში შევედი და ფანჯრიდან დავუწყე თვალთვალი. არ მინდოდა, რომ გადმოსულიყო. ვიცოდი, თავს ვერ მოვერეოდი და დიდ ცოდვაში გამხვევდა. გულისფანცქალით ვიყურებოდი ფარდასამოფარებული და ღმერთს ვევედრებოდი რომ წასულიყო.
_თუ მართლა ვუყვარვარ, წავა... თუ მართლა ვუყვარვარ წავა..._ამასღა ვბუტბუტებდი საცოდავად.
კარგა ხანს ვიდექით ასე. ან, მომეჩვენა რომ დიდი დრო გავიდა. მერე კი, ძრავის ხმა რომ გავიგე, შვებით ამოვისუნთქე. ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. გაუმკლავდა ცდუნებას და წავიდა.
კიდევ კარგი არ დარჩა, თორემ მართლა ვერ გავუმკლავდებოდი მოზღვავებულ გრძნობებს და და ვერ მოვთოკავდი აბობოქრებულ ვნებას. ერთხელაც რომ ეკოცნა, ვერანაირად ვერ გავუწევდი წინააღმდეგობას და კოცნას კი რაც მოყვებოდა, ძალიან კარგად ვიცოდი. სახლში მარტო მყოფი ქალი ვიყავი, ადვილად შეიძლებოდა ჩემი შეცდენა. მადლობა ღმერთს, რომ წავიდა. კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა ეს ზრდილი, თავდაჭერილი და პატიოსანი ბიჭი. საერთოდ არ გავდა სხვებს...
საათს დავხედე, ცხრა სრულდებოდა. გვიანი არ იყო და ამიტომ მაგდას დავურეკე. ჩემი ჩანაფიქრი რომ გავანდე, განქორწინების თაობაზე, მაშინვე ის მითხრა, რომ
_თუ სამ წელზე ნაკლები აქვს მისჯილი, არ მგონია ადვილად გამოვიდეს ეგ საქმე. თან, გააჩნია რისთვის იხდის სასჯელს.
_მკვლელობაზე ზის თხუთმეტი წლით.
_აჰა, მაშინ, უპრობლემოდ შეგიძლია განქორწინება მისი თანხმობის გარეშეც კი.
ამის გაგონებაზე სიხარულით ლამის ცეკვა დავიწყე. დარიგება მომცა, რა საბუთები იყო საჭირო ჩემი განცხადების დასაკმაყოფილებლად. ისიც ვუთხარი, რომ ყოველ თვე ხუთას ლარს ვურიცხავდი:
_მთლად უკეთესი, შენს საქმეს წაადგება, ქვითრებიც წამოიღე, რომ დავადასტუროთ ფულს როგორ გძალავდა. თუ საჭირო გახდება, სატელეფონო საუბრებსაც ამოიღებდნენ.
მოკლეთ, უზომოდ ბედნიერი ჩავწექი საწოლში. გადავწყვიტე, სიმინდის მოსავალს ავიღებდი თუ არა, მეორე დღესვე მივხედავდი ჩემი დესპოტი ქმრის გაყრის საქმეს. მერე კი, უკვე თავისუფალი ქალი ვიქნებოდი და არავის საქმე არ იქნებოდა ვისთან გავაბამდი სასიყვარულო ურთიერთობას. ამ სასიამოვნო ფიქრებში ტკბილად ჩამეძინა. ოთხი თუ ხუთი საათი მეძინა მხოლოდ, მერე ავდექი და ჩემს საქმიანობას ღიღინით შევუდექი. არ ვიცი, ალბათ მიზეზი ის იყო, რომ წუხელ ალუდა არ შემომეჭრა გრიგალივით და ჩვენი სიყვარული არ გააფერმკრთალა თავისი თავშეუკავებლობით. ჩემზე გაცილებით ძლიერი იყო და ადვილად უმკლავდებოდა ყველაფერს...
ეზოში შუა ცეცხლზე ჩაქაფული რომ დავდგი, მუშებიც მოვიდნენ. ანას ქმარი თავისი ზილით იყო მოსული. სიძეებიც დაეყოლიებინა წუხელ ალუდას და გამიხარდა. დემური ბიძია და ალუდა. ათი ქალიც მოეყვანათ. ზოგს შორიდან ვცნობდი და ზოგს საერთოდ ვერა. მაინც გულთბილი ღიმილით მივიღე მუშები.
_ოთახში ნუ იწვალებ შვილო, არ ცივა და აივანზე გავშალოთ სუფრა._მითხრა დემური ბიძიამ._ოთახების არევ-დარევას ისევ გარეთ სჯობს.
მაგიდები ბეჟანამ და მირიკომ გამოიტანეს. ალუდა კი ისე მოხერხებულად მეხმარებოდა თეფშების და ჭიქების დალაგებაში მაგიდაზე, ღიმილიან მზერას ვერ ვაშორებდი. თვალები ჩაწითლებული ქონდა, ეტყობოდა რომ მთელი ღამის უძილო იყო, მაგრამ მაინც გულწრფელად მიღიმოდა, როცა ჩვენი მზერა ერთმანეთს ხვდებოდა. იმის გაფიქრება, რომ სულ მალე თავისუფალი ქალი ვიქნებოდი, უფრო მახარებდა და მახალისებდა. ჯერ-ჯერობით კი არავისთან ვაპირებდი არაფრის თქმას. რა საჭირო იყო წინდაწინ ამექოთქოთებინა ჩემი უჟმური მულები?
მუშები რომ გავიცილე, გიგლასთვის საჭმელიც დავაბლენდერე და საავადმყოფოში ჩავირბინე. თამრია და მარინე იქ რომ არ დამხვდნენ, გამიხარდა. ექიმი მოვინახულე. დამამშვიდა, სტაბილური მდგომარეობააო და ისევ სახლში დავბრუნდი. საღამოს კი, მუშები რომ მოვიდოდნენ, გამასპინძლება ხომ უნდოდათ კიდევ? მერე, თერმოსით ყავა, ტკბილეული და ცივი წყალი ჩავუტანე, თან ჩავხედე რა ხდებოდა. შორიდანვე ისმოდა მათი მხიარული შეძახილები. ქალები ამტვრევდნენ, კაცები კი მანქანაზე ყრიდნენ. ძალიან შეხმატკბილებულად მუშაობდნენ. მოსავალი უმაღლესი გვქონდა. ნახევარზე მეტი უკვე მოემტვრიათ. ქოხში ტკბილეულის სუფრა გავშალე და მუშები დავპატიჟე. ქალებს ძალიან გაუხარდათ. არც კაცებს უთქვიათ უარი. მეც მათთან ერთად მივუჯექი სუფრას. ნახევარი საათით შეისვენეს და ისევ საქმეს მიუბრუნდნენ.
სანამ სახლში დავბრუნდებოდი, ცივი წყალი ჩამოვისხი და ნახევარი ჭიქა დავლიე. მაგ დროს ალუდა შემოვიდა ქოხში წყლის დასალევად. ჩემი ნაპირალი წყალი უნდა გადამექცია, მაგრამ არ დამანება. ჭიქასთან ერთად ჩემი თითებიც მოიმწყვდია ხელში. არ ვიცი შეგნებულად გააკეთა ასე თუ შემთხვევით მოხდა, ტანში კი დამიარა ჟრუანტელმა. თითები რომ გავინთავისუფლე, მორცხვად ავხედე. ჩემი ნაპირალი წყალი სიამოვნებით გამოცალა და ღიმილით გავიდა ქოხიდან. აფორიაქებულმა ძლივს ჩავალაგე კალათაში ჭურჭელი და ისევ სახლში დავბრუნდი. კარგი დღე დაადგათ მუშებს. არც ციოდა და არც წვიმდა.
საღამოს საქმეს რომ მორჩნენ და ამოვიდნენ, ალუდა მათთან ერთად არ იყო. გამიკვირდა კი, მაგრამ ვერავის ვერ ვკითხე ვერაფერი. ანას ქმარმა თვითონვე თქვა, კითხვაც კი არ დამჭირდა, რომ მომტვრეული სიმინდი დაგვრჩა, მანქანაზე ვერ დაეტია და იმის სადარაჯოდ დარჩაო. დილით ჩავალ და ამოვიტანთ, დღეს ვეღარ მოვასწარითო. შემეცოდა, ამ სიცივეში ქოხში როგორ უნდა ყოფილიყო? თან, მშიერი იქნებოდა.
მუშების წასვლას ველოდებოდი, რომ ჩავსულიყავი და საჭმელი და პლედი ჩამეტანა.
ისევ გაწვიმდა.
მუშებმაც ცოტა მეტხანს გააგრძელეს ნადიმი. ან მე მეჩვენებოდა ასე. ჩემი გულის-ყური მხოლოდ და მხოლოდ ალუდას დასტრიალებდა, რომელსაც ეციებოდა კიდეც და ეშიებოდა.
როგორც იქნა აიშალნენ. მუშები მე დავარიგე სახლში ნაწილ-ნაწილ. ბეჟანა და მირიკო ანას ქმარმა წაიყვანა თავის ზილით.
დემური ბიძია რომ გავიყვანე სახლში, მთხოვა:_იქნებ ქურთუკი წაუღო ალუდას, ამაღამ არ შესცივდესო.
თქმა ნამდვილად არ მინდოდა. კაცმა მისი ქურთუკი რომ მომცა, ისევ სახლში ავბრუნდი, პლედი და საჭმელი ჩავაწყე მანქანაში და ღამის სიბნელეში დავადექი გზას სიმინდის ყანაში.
ისე წვიმდა, მინასაწმენდი ვერ ასწრებდა საქარე მინის გაწმენდას. ძლივს ჩავედი ყანამდე. ქოხთან ახლოს ვერ მივედი და ცოტა მოშორებით გავაჩერე მანქანა. მკრთალი შუქი გამოდიოდა ქოხიდან. ალბათ, ლამპა ენთო. მანქანიდან გადავედი თუ არა, გიჟივით შევვარდი ქოხში, რომ ძალიან არ დავსველებულიყავი. ალუდა ძველ საწოლზე იჯდა, რომელზეც ჩემი მამამთილი იწვა თავის დროზე, როცა აქ სადარაჯო ქონდა. გაკვირვებულმა ამომხედა. ალბათ, მანქანის ხმა წვიმის ხმაში ვერ გაიგო. ან გაიგო, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, თუ მე ვიქნებოდი.
_უი, როგორ წვიმს..._გამეცინა და პლედი და საჭმელი მაგიდაზე დავაწყე. მერე კი, სველი ქურთუკი, რომელიც მხრებზე მქონდა მოხვეული, კაუჭზე ჩამოვკიდე._საჭმელი კი მოგიტანე, მაგრამ აქ დარჩენას აზრი არ აქვს. ამ წვიმაში მაინც არავინ წაიღებს ამ სიმინდს. ჯობია სახლში წამოხვიდე. ძალიან ცივა და ცოდო ხარ.
ლამპის მკრთალ შუქზე მაინც შევნიშნე კმაყოფილი ღიმილი რომ გაუკრთა სახეზე.
_არ მცივა._წაიჩურჩულა კი, მაგრამ მაინც გავიგე.
_სანამ ცხელია საჭმელი, გეჭამა._კალათაში ჩადებულ ცხელ ქვაბს წავატანე ხელი.
_არ მშია._ესეც ჩურჩულით მითხრა, საწოლიდან წამოდგა და ორი ნაბიჯით მომიახლოვდა.
მის თვალებს რომ შევხედე, შევკრთი.
_ტკბილეულიც მოგიტანე, ის მაინც გეჭამა._კალათაში ნერვიულად ავაფათურე ხელები.
_არაფერი მინდა._ისე გამიღიმა, მისმა მწვანე ბრეკეტებმა თვალი მომჭრა ლამპის შუქზე. ლოყაზე გაჩენილმა ფოსოებმა კი, რომ იტყვიან, დამატყვევეს.
ხელებზე მომკიდა ხელი, კალათაში ისევ ნერვიულად რომ ვაფათურებდი და ამომაღებინა.
_მადლობა, რომ ჩემზე ზრუნავ, მაგრამ მართლა არაფერი მინდა... ერთის გარდა...
ბოლო სიტყვები რაღაც იდუმალი ხმით მითხრა. ტანზე ტაომ დამაყარა. მივხვდი, რაც უნდოდა და რასაც გულისხმობდა, მაგრამ მაინც გაოცებულმა შევხედე თვალებში, ასე რომ მაკარგვინებდნენ თავს. ერთხანს ასე შევყურებდით ერთმანეთს. მერე, კი ნელ-ნელა რომ დაიხარა და ჩვენს შორის მანძილი შემოკლდა, გული საგულედან ამოხტომას ლამობდა უკვე. ერთი სული მქონდა, ისევ შეერთებულიყო ჩვენი ტუჩები, მაგრამ გამახსენდა, რომ ჯერ ისევ ქმრიანი ქალი ვიყავი და თავი მოვარიდე. ჰაერშივე გაშეშდა გადმოხრილი.
_მაპატიე._მხოლოდ ეს თქვა და დავინახე როგორ ძლიერად დახუჭა თვალები.
გამოვტრიალდი და ქოხიდან გამოვედი. ისევ ისე წვიმდა. თუმცა გარეთ გასული წვიმაში გავჩერდი. გონება ბოლო ხმაზე მიკიოდა, რომ წავსულიყავი, გავრიდებულიყავი საყვარელ კაცს. გული კი მასთან დარჩენას მთხოვდა. ვერ გადამეწყვიტა წავსულიყავი თუ დავრჩენილიყავი. ამ გრძნობათა ჭიდილში გვარიანად დავსველდი. გამახსენდა, წუხელ ალუდა რომ იყო ჩემს სახლთან მანქანით გაჩერებული. ალბათ, ისიც ამ დღეში იყო, რაშიც ახლა მე. თუმცა, ალუდა ძლიერი აღმოჩნდა და წავიდა. მე? მე დარჩენა გადავწყვიტე, რათა ვეღარ მოვერიე ჩემს თავს. შევბრუნდი თუ არა, ალუდას გადავაწყდი, რომელიც ჩემს უკან იდგა და ისიც ჩემსავით სველდებოდა წვიმაში. ცოიდა, მაგრამ სიცივეს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ვერც იმას ვგრძნობდი, რომ მთლად სველი ვიყავი.
_მიყვარხარ._რაღაც იდუმალი ხმით მითხრა ისევ._ ვიცი, არ მაქვს ამ სიყვარულის უფლება, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარხარ... არ ვიცი, იქნებ ვცდები კიდეც, მაგრამ გატყობ, რომ არც შენ ხარ ჩემს მიმართ გულგრილი...
მართალი იყო, არც მე ვიყავი მის მიმართ გულგრილი. არც ამ სიყვარულის უფლება გვქონდა, მაგრამ ისეთი ძლიერი იყო ჩემი გრძნობა, რომ ვეღარ ვაკონტროლებდი. ვერც მასავით ძლიერი გამოვდექი, რომ მოზღვავებულ ვნებას გავმკლავებოდი და უკანმოუხედავად გავქცეულიყავი სახლში. კისერზე მოვხვიე ხელები, ფეხის წვერებზე ავიწიე და მის სველ ტუჩებს შევწვდი. მანაც მომხვია წელზე ხელები და უფრო მჭიდროდ მიმიკრა მკერდზე. ოქტომბრის წვიმა კი ულმობლად გვასველებდა ორივეს. მერე, ბუმბულივით მსუბუქად ამიტაცა ხელში და ქოხში ძველ საწოლზე ფრთხილად დამაწვინა. სადღაც გაქრა მისი სიმორცხვე, მისი მორიდება და თავდაჭერილობა. სველ ტანსაცმელს თავდაჯერებულად მხდიდა და შიშველ სხეულს მხურვალე კოცნით მიფარავდა.
სიყვარული ადამიანს ჭკუას აკარგვინებს და ათას სისულელესაც აკეთებინებსო. ჩემი სისულელე, და ასე ვთქვათ, უპატიებელი შეცდომა, იმ ღამით ალუდას ძლიერ მკლავებში ეიფორიის განცდით ჩუმი კვნესა იყო. ვტყუივარ, მართლა ვტყუივარ, ეს ნაბიჯი არ უნდა გადამედგა. კოცნა რომ დამიპირა, მადიანი სილა უნდა გამეწნა და გამოვქცეულიყავი უკანმოუხედავად, მაგრამ... მეც ხომ ადამიანი ვარ? მეც ხომ გამაჩნია ჩვეულებრივი გრძნობები და განცდები? ვიცი, გაკიცხვის ღირსი ვარ და ალბათ, ჩაქოლვისაც, მაგრამ რა ვქნა, სუსტი აღმოვჩნდი და ვერ გავუმკლავდი გრძნობებთან ერთად მოზღვავებულ ვნებას. ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ ვანჩოსთან. ნამდვილ ქალად მაგრძნობინა ალუდამ თავი.
დილამდე მასთან დავრჩი. გარეთ ისევ წვიმდა და ციოდა, თუმცა პლედის ქვეშ ერთმანეთს ჩვენი შიშველი სხეულებით ვათბობდით და სულაც ვერ ვგრძნობდით ოქტომბრის სუსხს. ლამპა თავისით ჩამქრალიყო და ღამის სიბნელეში წვიმის შხაპუნი და ერთმანეთის სუნთქვა გვესმოდა მხოლოდ. აკრძალული სიყვარულით უზომოდ ბედნიერი ვიყავი. მის მკლავზე მედო თავი და ტკბილად და მშვიდად მეძინა.
უთენია, სანამ ირიჟრაჟებდა, წამოვხტი. ჩემი ტანსაცმელი, რომელიც ისევ სველი იყო, სწრაფად გადავიცვი და სანამ ალუდა გაიღვიძებდა, გამოვიპარე ქოხიდან. აღარ წვიმდა. არ მინდოდა ვინმეს შევემჩნიე და დამფრთხალი მივიპარებოდი ჩემი მანქანისკენ. ჩემს ბედზე არავინ შემხვედრია და არავის დავუნახივარ. არც გზად გადავყრილვარ ვინმეს. ეზოში რომ შევიპარე, პიტს არ გამოჰპარვია მხოლოდ და მხიარული ყეფით შემომეგება. ცოტა წავეთამაშე. მერე კი ღიღინით ავირბინე კიბე. მაშინვე ტანსაცმელი გამოვიცვალე. ნეტა, ალუდა რას იზავს, არ შესცივა სველ ტანსაცმელს რომ ჩაიცმევს?_მწარედ გამკრა გულში. მერე გამახსენდა წუხანდელი ჩვენი სიგიჟე და გული ამიჩქარდა. ბედნიერი ღიღინით მოვწველე ძროხები, ყველიც ამოვიყვანე და მერე ყავა მოვიდუღე. ფანჯრის რაფაზე შემოვსკუპდი და ნისლით შებურული მთების ცქერის ფონზე ნებიერად ვწრუპავდი.
საავადმყოფოში წასვლა მინდოდა, მაგრამ სიმინდს როდის ამოიტანდნენ ეგ არ ვიცოდი და მათ მოლოდინში ვიყავი. თან, ალუდა მედარდებოდა, სველი ტანსაცმლით რომ უნდა ყოფილიყო. ნეტა, გაშლით მაინც მიმეფინა, ცოტა ნიავი გაუვლიდა და ოდნავ მაინც შეშრებოდა. ნეტა, გაიღვიძა უკვე? იქ რომ აღარ დავხვდი, რა იფიქრა ნეტა?
_ირაჩკა!_ფიქრის ძაფი ეზოში შემოსულმა თეოს ხმამ გამაწყვეტინა.
ჯერ გამიკვირდა, ასე ადრიანად რაზე დამადგა თავზე-მეტქი. მერე კი, სიბრაზემ დამრია ხელი. ამის ქმარი ხელებს მითათუნებდა და ეს კიდევ ღიმილით უნდა მიმეღო სახლში?
სანამ ფანჯრის რაფიდან ჩამოვხტებოდი და აივანზე გავიდოდი, თეო უკვე მობაჯბაჯებდა კიბეზე. ალბათ შემატყო დაქრუშული სახე რომ ქონდა. ერთხანს ალმაცერად მიყურა. მერე, როგორც სჩვეოდა, ლოყაზე მაკოცა ვითომ დიდი სიყვარულით და გეზი პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო.
_როგორ ცივა უკვე. რა კარგია შენ გათბობა რომ გაქვს ჩართული._გამათბობელზე ხელები დაალაგა და კმაყოფილი კატასავით აკრუტუნდა.
ვაცდიდი, სანამ ამოთქვამდა რისთვის იყო მობრძანებული. არა და არ ჩქარობდა და ნერვები უფრო დაწყვეტაზე მქონდა. სადაც იყო კივილს დავიწყებდი უკვე.
_წუხელ ვიყავი მოსული და სახლში არ დამიხვდი.
ამის გაგონებაზე შევკრთი. ნეტა, რა ჯანდაბა უნდოდა?
_ხო, საავადმყოფოში ვიყავი ჩასული, ჩემს მამამთილს საჭმელი ჩავუტანე._უსინდისოდ ვიცრუე და მის გამჭოლ მზერას თვალი მშვიდად გავუსწორე._ყავას დალევ? მე ახლახანს დავლიე და არ მინდა.
_ხო, ირაჩკა, თუ კი მაგ სიკეთეს იზავ._მითხრა და გამათბობელთან სკამი მიიდგა. ხვნეშით ჩამოჯდა ზედ._რა ტალახიანია შენი მანქანა, სადმე ჩავარდი?
ამას ხომ არაფერი გამოეპარება? უარესად მომეშალა ნერვები.
_შუადღისით მუშებს ყავა და ტკბილეული რომ ჩავუტანე, იქ ჩავვარდი. ვეღარ გავრეცხე._ცოტა გაბრაზებულმა ვუთხარი. რა მაგისი საქმე იყო, ტალახიანი იქნებოდა თუ არა ჩემი მანქანა?
ყავა მოვუდუღე, იქვე დავუდგი და მეც მის გვერდით ჩამოვჯექი. ჯერ არ ვიცოდი რა საკითხზე იყო მობრძანებული და ინტერესი მკლავდა.
_გურიკამ გამომგზავნა._როგორც იქნა წამოიწყო თეომ და ცხელ-ცხელი ყავა საზიზღრულად მოხვრიპა.
გურამას ხსენებაზე მისი ხელების ფათური გამახსენდა და წამომაზიდა.
_ღორებისთვის სამი ტომარა სიმინდი გვასესხოსო. ან სულაც მოგვყიდოსო.
აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. ეს სესხობა და ყიდვა სიტყვის მასალა იყო, თორემ ჩემი დედამთილი ყოველთვის ჩუქნიდა ნათლულს "საკუთარი ხელებით მოყვანილ"სიმინდს. გუნებაში გამეღიმა, მე ასე აღარ გავანებივრებდი.
_მაინც უნდა გავყიდო, ფული მჭირდება გიგლას ოპერაციისთვის და მოგყიდით, სესხად ვერ მოგცემთ.
შევატყე, როგორ არ ესიამოვნა. ელოდა, რომ ვეტყოდი: რა სესხი, რის მოყიდვა, გაჩუქებ მეთქი, მაგრამ არაფერი უთქვია.
_მარცვალი ოთხმოცი თეთრი ღირს, თუ ტაროიანს წაიღებთ, ორმოცდაათში მოგცემთ._გამოცდილი ვაჭარივით გავუბი ბაზარი.
თავს კი მიქნევდა ასკილივით, მაგრამ არ სიამოვნებდა ჩემი ლაპარაკი. აი დარდი! ჯერ თამრია და მარინე რომ ანიავებდნენ ჩემ სახლ-კარსა და ქონებას, ის ვერ მომენელებინა და ახლა ჩემი დედამთილის ნათლული? ის ხომ ცოცხალი აღარ იყო და მე ჩემი ცხოვრების სტილი მქონდა. ვანჩო სათავისოდ ითხოვდა კიდე ფულს და ყველას თავის ადგილზე რომ მოვსვამდი, მერე გაიგებდნენ.
ყავის წრუპვა დაასრულა თუ არა, ნაძალადევი კისკისით წამოდგა სკამიდან და სახლში წასვლა დააპირა. გული არ ვუჩვენე, არ გავუღიმე და გიჟი იყო დარჩენილიყო? ეზოს კარამდე მივაცილე.
_უი, მართლაც როგორი ტალახიანია შენი მანქანა... ესეი იგი, ისე გვიან საავადმყოფოში იყავი?_ვითომ მიამიტურად მკითხა.
_რა გინდა თეო, ჩემი დისპეჩერი ხარ სად და როდის წავალ, ან როგორი ტალახიანი მანქანით ვივლი? აჩოტები შენ უნდა გაბარო?_მთელი ამ ხნის მანძილზე დაგროვილი ბოღმა როგორც იქნა ამოვანთხიე.
თეომ გაოცებული თვალებით შემომხედა და ნირწამხდარი წავიდა სახლში. მე კი კმაყოფილი შევტრიალდი ეზოში. გულიდან რომ ამოვიღე ბოღმა, მესიამოვნა. მართლა ძალიან შევიცვალე. მე თვითონ ვერ ვცნობდი უკვე საკუთარ თავს. მართალია, თავმდაბალი უნდა იყო ადამიანი, მაგრამ ისეც არ უნდა დახარო თავი, რომ ყველა ზედ შეგჯდეს. ეს ალუდას სიყვარულმა შემცვალა ასე. საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა. დამანახა, რომ ყველა არ იმსახურებს თბილად მოქცევას. ზოგს ნამეტანი სწყენს ჩემი პატივისცემა და სიყვარული.
ჯერ ისევ ეზოში ვტრიალებდი, ანას ქმარი თავისი ზილით რომ მოადგა ჩვენს ჭიშკარს. მეგონა, ახლა აპირებდა ყანაში წასვლას, მაგრამ მანქანის კაბინაში ალუდასაც რომ მოვკარი თვალი, გული შემიფრთხიალდა. სანამ რამეს გავიაზრებდი, მარდად გადმოხტა მანქანიდან და თვითონ გააღო ჭიშკარი. თან, ისეთი ბედნიერი ღიმილით შემომხედა, მუხლები ამიკანკალდა და უნებურად მეც გამეღიმა. შეიძლება, ჭირი დამალო ადამიანმა, დარდი, ბოღმა, მაგრამ ბედნიერება და სიხარული? ტყუილია, მას ვერ დამალავ. ძალიანაც რომ გინდოდეს, თვალები გაგთქვამს. თვალები თუ არა, ტუჩები მაინც თავისი ღიმილით.
მართლა ვერ ვხვდები, როდის შემიყვარდა ალუდა და როდის გადავეშვი თავდავიწყების მორევში. რამ იქონია ჩემზე გავლენა და რამ გადამადგმევინა წუხანდელი ნაბიჯი, არც ეს ვიცი. მაგრამ ქმარი რომ გვერდით მყოლოდა, ამას ხომ არ ჩავიდენდი? ან, რომ მყვარებოდა და თვითონაც ჩემი სიყვარული ქონოდა, ხომ მოთმინებით დაველოდებოდი და ასე მომზირალ ალუდას თვალებს დავკორტნიდი? არ მინდა ჩემი დანაშაული ვინმეს გადავაბრალო და დამნაშავე სხვაგან ვეძებო, მაგრამ დანაშაულის ჩადენას ბევრი თანაპირობა სდევს წინ. დანაშაულის ჩადენამდე რაღაც კონკრეტულ მიზეზს რომ მივყავართ, ეს ასეა. ნებისმიერი მიზეზი, სერიოზული იქნება ეს თუ უმნიშვნელო, მაინც დიდ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. მრავალი შესაძლო ვარიანტის განხილვა შემიძლია ახლა, ეს რომ ასე არ ყოფილიყო და ასე შემდეგ. ეგეც კია, მაგრამ მე ხომ მიყვარდა ალუდა უკვე თავდავიწყებით? მასაც ვუყვარდი და ერთად ყოფნა უკვე სიცოცხლესაც გვერჩივნა. ასე, რომ გარეთ მართლა არ დავიწყებ დამნაშავის ძებნას. სიყვარული თუ დანაშაულია, ვიყო დამნაშავე, არ ვნანობ. არ ვნანობ ალუდასთან გატარებულ ღამეს. საშუალება მომეცემა თუ არა, იგივეს ჩავიდენ და არც იმას ვინანებ. როცა შენს ჩადენილ ცოდვას ინანიებ გულით, მაშინ გპატიობს უფალიო. რა ვქნა, მე არ ვნანობ ჩადენილს და ნუ მაპატიებს უფალი. დაე, ვიყო ცოდვილი, ოღონდ ბედნიერი ალუდასთან!..
სანამ მანქანას ცლიდნენ სიძე-ცოლისძმა შეხმატკბილებულად, მე სამზარეულოში ავედი და სუფრის გაწყობა დავიწყე. ფანჯრიდან მალ-მალე ვაპარებდი მზერას ალუდასკენ და გული საამოდ მიძგერდა. ტანსაცმელი გამოცვლილი ქონდა, ალბათ ყანიდან ამოსვლის დროს შეირბინა სახლში. მანამდე ამ სიცივეში სველი ტანსაცმელი თუ ეცვა, არ სციოდა ნეტა?
მანქანა რომ დაცალეს და შევატყე უკვე წასვლას აპირებდნენ, გარეთ გავედი და მათთან ჩავედი.
_მიდიხართ უკვე? მე კიდე სუფრას ვაწყობდი, არ ისადილებთ?_ანას ქმარს შევხედე, რომლის სახელიც ვერ გავიხსენე რატომღაც. ალუდას კი ვერ შევხედე, რადგან თავს ვერ შევიკავებდი და გამეღიმებოდა. არ მინდოდა თავი გამეყიდა.
_მე მეჩქარება დაიკო, სამსახურში უნდა წავიდე, სხვა დროს იყოს. აი, ალუდა თუ დარჩება, არ ვიცი.
ალუდას ისე გავხედე, არ მინდოდა გამეღიმა, მაგრამ ვერ შევძელი, ოდნავ მაინც გამეღიმა. ასეთი ბედნიერების სხივი მის თვალებში არასდროს მენახა. თითქოს უფრო გამუქებოდა მწვანე თვალები. ლოყაზე გაჩენილი პატარა ფოსოები და მისი ბრეკეტებიც უფრო მიმზიდველი და დამატყვევებელი მეჩვენა.
_მეც მეჩქარება და სხვა დროს იყოს._ეს "სხვა დრო"რაღაცნაირი იდუმალი ხმით მითხრა. სიამოვნებისგან ტაომ დამაყარა მთელ ტანზე.
_ყავა მაინც დაგელიათ._წყალწაღებული თითქოს ხავსს ვეჭიდებოდი, არ მინდოდა რომ წასულიყვნენ. უფრო ალუდა, თორემ ანას ქმართან მე რა ხელი მქონდა?
_მადლობა, მეჩქარება._შემომღიმა ანას ქმარმა და მანქანის კაბინაში ახტა.
მანქანა რომ გაიყვანა, ალუდამ ჭიშკარი მიხურა და გამიღიმა.
_მართლა მეჩქარება, თორემ დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი._ჩქარი ნაბიჯებით გავიდა და სიძეს გვერდით მიუჯდა კაბინაში.
გული დამწყდა, რომ წავიდა, მაგრამ რას ვიზავდი? ისევ გიგლასთან წასვლა გადავწყვიტე საავადმყოფოში, ოღონდ ჯერ სამრეცხაოში მივიდოდი და მანქანას გავრეცხავდი, თორემ თეოსნაირი ცნობისმოყვარე ხალხი ჩვენს სოფელში უხვად დადიოდა.
საავადმყოფოში მისულს კარგი ამბავი დამხვდა, ჩემი მამამთილი გონზე მოსულიყო და შედარებით კარგად იყო. თამრია და მარინე იქ არ იყვნენ. მაშინვე გადავიცვი ხალათი და სანახავად შევედი. ჩემი დანახვა ისე გაუხარდა, ლოყაზე ცრემლიც კი ჩამოუგორდა. ცრემლი მოვუმშრალე მოხუცს და შუბლზე ფრთხილად ვაკოცე. ზონდი ამოცლილი ქონდა, მაგრამ ლაპარაკი უჭირდა. ამიტომ გადავწყვიტე მე მელაპარაკა.
_გუშინ სიმინდი ავიღეთ._დავამშვიდე, რადგან ვიცოდი, რომ დარდი ქონდა._ერთ ზილზე არ დაეტია და მეორე გზაზე ამოიტანეს. დიდძალი მოსავალი ავიღეთ._მისი ხელი ჩემს ხელებში მოვიმწყვდიე და ვაკოცე._ბიჭები ჩემებთან არიან. კარგად არიან. ხვალ ჩამოვიყვან და სანახავად მოვალთ.
_შენ როგორ ხარ შვილო?_ძლივს ამოიხრიალა, მაგრამ მაინც გავიგე.
_მეც კარგად ვარ, არაფერი მიჭირს._მის ხელს დავწვდი და ვაკოცე._შენ არაფერზე ინერვიულო, ყველაფერი კარგადაა.
_თამრია და მარინე?_სინანულით იკითხა რატომღაც.
_ცოტა შეაგვიანდათ, მაგრამ ისინიც მოვლე მალე._დავამშვიდე.
_შენ გაიხარე შვილო. შენ განმაცდევინე მამობა. შენ რომ არა, რა მეშველებოდა ნეტა?_ისევ ჩამოუგორდა ლოყაზე ცრემლი._სად დავუშვით მე და ჩემმა ცოლმა შვილების აღზრდაში შეცდომა, არ ვიცი...
_ნუ ტირი. ყველაფერი კარგად იქნება._ისევ მოვუმშრალე ცრემლი.
ექთანმა საყვედური მითხრა, პაციენტს ნუ ღლით და ნუ ანერვიულებთო. დავიხარე, შუბლზე კიდევ ვაკოცე და დერეფანში გავედი. ერთხანს ნერვიულად ვცემდი ბოლთას. თამრია და მარინე კიდევ არ ჩანდნენ. ეს კაცი ღვთისინაბარა როგორ მიმეტოვებინა? როგორ წავსულიყავი თბილისში და რა ნამუსით მეცხოვრა იქ, როცა მეცოდინებოდა, რომ ეს აქ უპატრონოდ ეყოლებოდათ შვილებს მიგდებული? მაგრამ, რახან გონზე მოვიდა და უკეთესადაც იყო, იმედია მალეც გამოკეთდებოდა. დაველოდებოდი მის სრულ გამოჯანმრთელებას და ისე წავიდოდი. ვანჩოს კი მაინც გავეყრებოდი. დღესვე ჩავიდოდი თბილისში და განცხადებას დავწერდი.
მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღებამ უდიდესი შვება მომგვარა. მაშინვე ამოვიღე ჯიბიდან ტელეფონი და ალუდას დავურეკე. ჩემი ნომერი ალბათ ეწერა, რადგან შევატყე როგორ სიყვარულით გამაგონა. მაგრამ ხალხში იყო ეტყობა და ვერაფერი მითხრა.
_მე თბილისში უნდა წავიდე და თუ შემაგვიანდა, შეგიძლია ძროხებს მიხედო?
_ბიჭები კარგად არიან?, თბილისში რატო მიდიხარ?_შეშფოთება შევატყე ხმაში.
_ბიჭები კარგად არიან. უბრალოდ მე მაქვს რაღაც გადაუდებელი საქმე.
_კარგი, მივხედავ. თავს გაუფრთხილდი იცოდე.
_გავუფრთხილდები._გამეღიმა.
ერთხანს ერთმანეთის სუნთქვას ვუსმენდით. მერე ისევ მე გავთიშე ტელეფონი და ის იყო, ჯიბეში ჩავიდე და შემოვბრუნდი, რომ თამრიას ალმაცერ მზერას გადავაწყდი.
შევკრთი. თუმცა, ალუდას სახელით რომ არ მივმართე, გამიხარდა. არც არაფერი მითქვია ისეთი, რომ სკანდალი აეტეხა ამ ქალბატონს.
_თბილისში მიდიხარ?_დასაზუსტებლად მკითხა, თორემ ძალიან კარგად გაიგებდა ჩემს საუბარს ტელეფონზე.
_ხო._მოკლე პასუხი გავეცი. მეგონა თავს დამანებებდა.
_მშვიდობაა? ასე უცებ რატო გადაწყვიტე წასვლა?
_უცებ არ არის. ორი-სამი დღეა ვგეგმავ და ვერ მოვიცალე.
ეჭვით ამხედ-დამხედა.
_ამაღამ არ მოხვალ?
_მოვალ, უბრალოდ შეიძლება ნახირს ვერ მოვუსწრო. ისიც შეიძლება._ეს ვუთხარი თუ არა, მტკიცე და ამაყი ნაბიჯებით გავიარე დერეფანი და შენობიდან უკანმოუხედავად გავედი. ზურგს მიწვავდა ჩემი უმცროსი მულის დაჟინებული მზერა.
მანქანაში რომ ჩავჯექი, ცოტა დავმშვიდდი. მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად მივდიოდი დღეს თბილისში და მინდოდა თუ არ მინდოდა, მაინც ვღელავდი. სარკეში ჩემი ორეული შევათვალიერე, გასამხნევებლად გავუღიმე კიდეც. თურმე, რა მშვენიერი ღიმილი მქონია, მომეწონა. ჰაეროვანი კოცნაც კი გავუგზავნე საკუთარ თავს და ძრავა ავამუშავე. ცოტა ხანს ახლა მის ხმას ვუსმინე, მერე კი ღმერთი ვახსენე და თბილისისკენ დავადექი გზას. წინანდელთან შედარებით უფრო თამამად და თავდაჯერებულად ვიმოძრავე თბილისის ქუჩებში. პირველ რიგში მაგდასთან მივედი საადვოკატო ბიუროში.
_ზოგადად ამ საკითხზე ორ დღეს ვალოდინებთ კლიენტებს, დოკუმენტების გასაცნობად და მოსაძიებლად დროა საჭირო, მაგრამ ინგას ხათრით დღესვე მოგიგვარებ ამ საკითხს. დღესვე გაგაშორებ ქმარს. მას კი ორ დღეში მივაკითხავ და ვაუწყებ, რომ განქორწინებულია და არანაირი უფლება აღარ აქვს შენზე.
გამიხარდა დღესვე განქორწინება. თავისუფი ქალი ვიქნებოდი უკვე. მოუთმენლად ვიჯექი შავ სავარძელში და გულისყურით ვადევნებდი თვალს მაგდას საქმიანობას. ჩემი მიტანილი საბუთები გადაიკითხა. მერე კომპიუტერში რაღაც მოიძია, კარგა ხანს ბეჭდავდა რაღაცას. მერე, რამოდენიმე ზარიც განახორციელა და ნაცნობობით რაღაცის გაკეთება სთხოვა. მოკლეთ, საქართველოში ყოველთვის რომ ნაცნობობა და ნათესაობა ჭრის, რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი? მართალია, დიდი დრო დასჭირდა და დავიღალე კიდეც, მაგრამ დღის ბოლოს უკვე განქორწინების საბუთი მეჭირა ხელში. სახლი ჩემს საკუთრებაში რჩებოდა. (ისედაც კი ჩემი იყო, გიგლამ ასე იზრუნა ჩემზე.) შვილებიც ჩემი მეურვეობის ქვეშ იყვნენ. ჩემს უკვე ყოფილ ქმარს აეკრძალა ჩემთან დარეკვა. როცა გამოვიდოდა კი, ჩემთან მოახლოებაც კი. მოკლეთ, ბედნიერმა და მთის ნიავივით უკვე თავისუფალმა დავტოვე საადვოკატო ბიურო. ჩვენებთან შერბენით გამოვიარე, ბავშვები ჩავისხი მანქანაში და სოფლისკენ გამოვეშურეთ.
გვიანი იყო უკვე, სახლში რომ მივედით. აივანზე შუქი ენთო. ალბათ ალუდამ აანთო. საქონელს რომ მიხედავდა, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. მანქანა ეზოში შემოვიყვანე. საბარგულიდან ბარგი ამოვიღე და კიბეზე ავედი. ალუდა მართლაც იქ დამხვდა. აივანზე სარწეველა სკამზე ნახევრად მიწოლილი იჯდა და მშვიდად ეძინა. შემეცოდა, ალბათ გადაღლილი და რამოდენიმე ღამის უძილო იყო. ფრთხილად შევეხე მხარზე და გავაღვიძე. მალევე გაახილა თვალები და მაშინვე გასწორდა სკამზე.
_ოთახში ვეღარ შეხვედი, ამ სიცივეში რას ზიხარ?_გამიკვირდა.
_არ მცივა, ნუ ნერვიულობ._გამიღიმა და ბიჭები ჩაიხუტა._ამ ორ-სამ დღეში როგორ გაზრდილხართ._ორივეს სათითაოდ მოუჩეჩათ თმა._როგორ მომნატრებიხართ გიჟმაჟუნებო.
ბიჭებმაც მადიანად ჩაპროშნეს საყვარელი ბიძა. მერე ოთახში შევედით. რაღაც ფერი არ მომეწონა მისი, შევატყე სიცხე ქონდა. არც შევმცდარვარ, შუბლზე ხელი რომ მივადე, ცხელი მეჩვენა.
_წამალს მოგცემ._შეწუხებული სახით დავფაცურდი.
_არ მინდა. ჩემი წამალი შენ ხარ._მიჩურჩულა და ისე, რომ ბავშვებს არ დაენახათ, მაკოცა.
მომერიდა და ღიმილით გავუძალიანდი. ერთხანს უხმოდ ვუმზერდით ერთმანეთს. მისი რა ვთქვა, მე კი, წუხანდელი ღამე მედგა თვალწინ და მებედნიერებოდა.
_მე წავალ._ბოლოს ისევ ალუდამ დაარღვია დუმილი და ღიმილით მომითათუნა ლოყაზე ხელი.
_ცუდად რომ ხარ?
_არაფერია, გამივლის._ეს მითხრა და ოთახიდან გავიდა.
უკან მივყევი. არ მეთმობოდა წასასვლელად, მაგრამ ჩემს სახლში რომ არ დარჩებოდა, ვიცოდი.
_თბილისში რაზეც იყავი წასული, მოაგვარე?_სანამ კიბეზე ჩავიდოდა, შემომიბრუნდა.
_ყველაფერი კარგადაა, კი._ეს ვუთხარი მხოლოდ. რაზეც ვიყავი წასული არ მითქვია. ჯერ არავისთან ვაპირებდი თქმას და მითუმეტეს ალუდასთან.
თვალებით მომესიყვარულა, რომ განათებული აივნიდან არავის შევემჩნიეთ და სახლში წავიდა. ძალიანაც არ მინდოდა წასულიყო სიცხიანი, მაგრამ ჩემთან ვერანაირად ვერ დარჩებოდა. მართალია, ჩემი ცხოვრება მე მეკუთვნოდა და არავის ქონდა უფლება რამე დაეშალა, ან აეკრძალა, მაგრამ მაინც ვერიდებოდი მათ ყბაში ჩავარდნას.
ყველა ადამიანს თავისი ცხოვრების გზა აქვს გასავლელი. ყველა ადამიანი ვალდებულია ბედნიერი იყოს ამ ცხოვრებაში, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება რატომღაც. ხშირ შემთხვევაში იმის გათვალისწინება, რომ ხალხი რას იტყვის, უარს ვამბობთ ჩვენ ჩვენს ბედნიერ მომავალზე. ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. მე ჩემთვის მინდა ვიყო ბედნიერი და არა ხალხისთვის. სხვები ჩემს აზრს ითვალისწინებენ ვითომ? ღალატი და მრუშობა ერთ-ერთი დიდი ცოდვაა, მაგრამ ნუთუ კაცის კვლა ნაკლები დანაშაულია? ტყუილი? ქურდობა? ამპარტავნობა? სიამაყე? დედისა და მამის უპატივცემულობა? სხვისი განსჯა და გაკიცხვა? უმადურობა? უმადურობამ ხომ ანგელოზი ეშმაკად აქცია? ხო და, ამ ყველაფრის შემდეგ თუ კი აგრძელებენ მშვენივრად ცხოვრებას და ზემოდან მაინც მედიდურად დაჰყურებენ სხვებს, რა მოხდება თუ კი სხვა შემიყვარდება? მე ხომ არასდროს მითქვამს რომ ანგელოზი ვარ? სანამ განვქორწინდებოდი ისევ მე შევცდი და შევაცდინე ალუდაც, თორემ თვითონ წინა საღამოს მოერია თავს და წავიდა. ახლა კი განქორწინებული იყავი და ვისი რა საქმე იყო ვისთან გავიყოფდი სარეცელს? ყველანი ცოდვის შვილები ვართ. ნურავინ იტყვის, რომ მე ამ შეცდომას არ დავუშვებო. მეც მეგონა ერთ დროს, რომ ქმრის ერთგული დავრჩებოდი ბოლომდე და არასდროს ვუღალატებდი ყველაფრის მიუხედავად, მაგრამ თურმე ადამიანმა არასოდეს უნდა თქვა სიტყვა არასოდეს, თორემ ცხოვრება ისეთ გამოცდას მოგიწყობს და ისეთი გზებით გატარებს, წარმოდგენითაც რომ ვერ წარმოიდგენ.
ჩემს მამამთილს უკეთესობა რომ დაეტყო, გულწრფელად გამიხარდა. ჯერ ერთი, მეცოდებოდა ეს კეთილი მოხუცი, შვილები არ აკითხავდნენ, არ ინტერესდებოდნენ მისით და მეორე, ჩემი აქედან წასვლის დრო ახლოვდებოდა. წასვლა მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი და აზრს აღარ შევიცვლიდი. მართალია, ალუდა სიგიჟემდე მიყვარდა, მის მკლავებშიც კი ამოვყავი ერთი ღამით თავი, მაგრამ მერჩივნა მისგან შორს ვყოფილიყავი. ნათლად ვაცნობიერებდი, რომ ჩვენს სიყვარულს მომავალი არ ქონდა. დარწმუნებული ვიყავი, ნათესავები არ მოუწონებდნენ ჩემზე დაქორწინებას. არც არავის გავამტყუნებდი. მეც ორი ბიჭის დედა ვიყავი და ასეთი ქალი ნამდვილად არ მენდომებოდა რძლად. არც მე დავაძალებდი ალუდას, რომ ცოლად მივეყვანე. ყველაზე მეტად კი ის არ მინდოდა, რომ ვანჩოს გაეგო ჩვენი ამბავი და რამე დაეშავებინა მისთვის. მერე, საკუთარ თავს ხომ ვერასდროს ვაპატიებდი ამას? მართლა მერჩივნა, რომ მყვარებოდა და მისგან შორს ვყოფილიყავი, ვიდრე ერთად ვყოფილიყავით და ხალხის გასაკიცხი ყოფილიყო. იმითაც უზომოდ ბედნიერი ვიყავი, რომ ერთი ჯადოსნური ღამე მაინც მაჩუქა.
იმ ღამის შემდეგ ორი დღე მაღალი სიცხე ქონდა. მართალია მასზე ძალიან ვნერვიულობდი და განვიცდიდი, მაგრამ ის ორი დღე დასაფიქრებლად საკმარისი იყო, რომ ჩემი ნამოქმედარი გამეანალიზებინა. ბოლოს, იმ დასკვნამდე მივედი, რომ თვითონ უნდა მეთქვა მასზე უარი. ორივესთვის ასე აჯობებდა. რომ გამოკეთდა და ჩვენთან მოვიდა. გამიჭირდა კი, მაგრამ ცივად მივიღე. გაუკვირდა. საჩეხის წინ ხალხისგან მოფარებულში ჩემს საკოცნელად რომ გამოიწია, ხელი ვკარი.
_აღარ მომეკარო. რაც მოხდა ჩვენს შორის დაივიწყე. ამდენი ხანი ქმარი ჩემს გვერდით არ იყო და ვნებამ დამრია ხელი...
_რაა?_გაოცებულმა შემომხედა გაფართოებული თვალებით._ვნებამ? ვის ატყუებ შენ თავს თუ მე?
_არავის ვატყუებ, სრულ სიმართლეს ვიძახი. შეცდომა დავუშვი.
_მე ასე არ ვფიქრობ. სიყვარულის თამაში არავის არ შეუძლია. მე კი გატყობ, რომ გიყვარვარ. მეც უზომოდ მიყვარხარ.
_არ მიყვარხარ, გაიგე._ვუთხარი და ზურგი შევაქციე, რომ მოწოლილი ცრემლები არ შეემჩნია ჩემთვის.
_არ მჯერა._მხრებზე მომხვია ხელი და ზურგიდან მომეხუტა._ვგრძნობ, რომ გიყვარვარ. ჩემი შეხება გსიამოვნებს. ჩემს კოცნაზე ვგრძნობ როგორ გიცემს გული. ვნებაო? ვნებას რომ დაემონებინე, სიმონას არ გაუძალიანდებოდი და სიამოვნებით დანებდებოდი. რატო მატყუებ?
მართლაც რომ მესიამოვნა მისი ჩახუტება. წამიერად დავკარგე კიდეც თავი, მაგრამ მერე გავუძალიანდი, მისგან გავინთავისუფლე თავი და სახლში გავიქეცი. თან უკვე ტირილნარევი ხმით მივაძახე:
_აღარ დაგინახო აქ მოსული. არ მომეკარო!
კიბეზე ავირბინე, საძინებელში შევედი და საწოლზე პირქვე დამხობილი ავღრიალდი. ვიცოდი, რომ უკან არ გამომყვებოდა, მეზობლების მოერიდებოდა. არ მისცემდა მათ საჭორაო თემას და სახლში წავიდოდა. ჩემი ხუთი თითივით ვიცნობდი მას. მართალია, იმ ღამის მერე კიდევ შეძლო ჩემი ჩახუტება წეღან, მაგრამ მაინც ისევ ისეთი მორიდებული და თავდაჭერილი იყო. ჩემს სახელს ლაფში არ ამოსვრიდა. ჩემს პატიოსნებას სიცოცხლის ფასად რომ დაიცავდა, დარწმუნებული ვიყავი. იმღამინდელ ამბავს არავისთან მოყვებოდა. არავის აალაპარაკებდა ჩემზე. მას უფრო ვენდობოდი, ვიდრე საკუთარ თავს. ხო და ასეთი კარგი ბიჭი როგორ არ უნდა მყვარებოდა? მაგრამ საკუთარ სიყვარულზე უარის თქმა მიწევდა იმის გამო, რომ თვითონ ყოფილიყო კარგად.
დიდხანს ვიტირე საწოლზე დამხობილმა. ძლიან გამიჭირდა მასთან დაშორება, მაგრამ ასე სჯობდა ორივესთვის...
საავადმყოფოში რამდენჯერმე კი შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ დიდი ძალისხმევის ფასად ცივად მოვიშორე. ვატყობდი, როგორ განიცდიდა, მაგრამ იმედი მქონდა დამივიწყებდა. მე რომ ზურგს ვაქცევდი და სულ მცირეოდენ იმედსაც გადავუწურავდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ შეეშვებოდა ჩემზე ფუჭ ოცნებებს.
ნოემბრის დასაწყისში კი, ჩემი მამამთილი გამოწერეს. იმ დღეს, როცა სახლში მოვიყვანე, მნახველების ნაკადი არ წყდებოდა. ვინ აღარ მოდიოდა მის სანახავად. შუადღის მერე კი ალუდაც გამოვიდა. თვალებზე აშკარად ეტყობოდა, რომ ისევ ვუყვარდი და ვუნდოდი. ნერვიულობდა და განიცდიდა ჩვენს განშორებას. მე ისევ ცივად შევხვდი. ოთახში შევუძეხი და მალევე დავტოვე გიგლასთან. ეზოში ვტრიალებდი, რადგან მისი ხმის გაგონებაც კი არ მინდოდა, რომ ძველებურად არ ავმჩატებულიყავი და არ დამეკარგა თავი. როდის გამოვიდა გიგლას ოთახიდან და ეზოში როდის ჩამოვიდა, ვერ გავიგე. ზურგი რომ ამეწვა რატომღაც, ინტიქტურად შემოვბრუნდი და მის მწვანე თვალებს წავაწყდი ტკივილი, სევდა და ტანჯვა რომ ჩაბუდებულიყო. მუხლებში სისუსტეც კი ვიგრძენი, მაგრამ თავს მოვერიე, გვერდი უსიტყვოდ ავუქციე და სახლში ასვლა დავაპირე.
მოულოდნელად გაცეცხლებული თამრია ქუჩიდანვე კივილით შემოვარდა.
_ამის გაკეთება როგორ გაბედე შე ჩათლახო?
შევკრთი. მეგონა ჩემი და ალუდას ამბავს გულისხმობდა და გამიკვირდა, როგორ გაიგო.
_რა გველი ყოფილხარ! თან, საიდუმლოდ რომ ინახავ ამ ამბავს. რა გეგონა ვერ გავიგებდი?_აშკარად ჩემს საცემნელად მოიწევდა. ალბათ თმებში მწვდებოდა კიდეც, ალუდას რომ არ ემარჯვა და არ გაეკავებინა გაავებული და გაცოფებული ბიძაშვილი._გამიშვი, უნდა მოვკლა ეს . როგორ გაუბედა ჩემს ძმას? რომ გამოვა, ხომ იცის რომ არ გაცოცხლებს?_ჰაერში ერთნაირად აფართხალებდა ხელ-ფეხს.
შიშით ნამდვილად არ შემშინებია. არც ჩემს თავზე ვფიქრობდი. ალუდა მედარდებოდა მხოლოდ, რომ ხალხი გააქილიკებდა და მათ თვალში გაუფასურდებოდა ბიძაშვილის ცოლთან ურთიერთობისთვის. არა და ის ღამე ხომ ჩემი ბრალი იყო?
_წაეთრიე ამ სახლიდან, ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახოს... არა, მაინც როგორ გაბედე?_არ ცხრებოდა თამრია._ რანაირად მოახერხე ეგ ოხერი განქორწინება ისე, რომ ჩემ ძმასაც კი არ გააგებინე არაფერი?
ამის გაგონებაზე კი გულზე მომეშვა. მთავარია, ჩემი და ალუდას ამბავი არ იცოდა და ეს სულ არ მედარდებოდა. თუმცა, ალუდას დაჟინებული მზერა რომ ვიგრძენი და შევხედე, გაოცებული იყო. თავიდან მასაც ჩვენი ამბავი ეგონა, მაგრამ ამ ამბავმა უარესად გააოგნა.
_ლამის ერთი თვეა რაც საიდუმლოდ ინახავ, არა?_არ ცხრებოდა თამრია._მაინც როგორ მოახერხე ჩემი ძმის თანხმობის გარეშე განქორწინება? ვიღაც გაიჩინე და განთავისუფლდი ჩემი ძმისგან არა? მარტო გავიგო ვინ არის, ზედ უნდა დაგაკლათ ერთმანეთი. საზიზღარო. ხვალიდან აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმა ამ სახლში. მოშორდი აქედან. რაც შეიძლება შორს გადაიხვეწე, რომ ჩემმა ძმამ არ მოგაგნოს, თორემ კაცის კვლა რომ არ გაუჭირდება, მგონი კარგად იცი.
ალუდამ აფართხალებული ქალი ძლივს აიყვანა მაღლა, რომ მეზობლებისთვის სეირი არ ეჩვენებინა. უსიტყვოდ გავყევი მეც. სამზარეულოში შეიყვანა, რათა გიგლას არ გაეგო რამე, მაგრამ იმხელას გაჰკიოდა თამრია, სოფლის ბოლოში ისმოდა მგონი მისი ხმა.
_აქ ცხოვრებას როგორ ბედავ ნეტა? ერთი თვეა ქმარს გაეყარე და მის სახლში ცხოვრობ?
_მამაშენის გამო დავრჩი, თორემ დიდი ხანია წასვლას ვგეგმავდი._ძალიან მშვიდად ვუთხარი და ალუდას შევხედე, რომელიც კითხვით სავსე მზერით მომჩერებოდა.
_მამაჩემს შენი არაფერი სჭირდება. რომ გაიგებს ამ ამბავს, თვითონვე გაგაპანღურებს აქედან.
_დაწყნარდი, ცოდოა კაცი, ძლივს გამოკეთდა და ნუ ანერვიულებ ახლა._ალუდამ მისი დაშოშმინება სცადა, თუმცა არ გამოუვიდა.
_გამიშვი, სათითაო ბუწუწი უნდა გადავაცალო ამ ბოზს._უფრო გააფთრებული იწევდა ჩემზე.
მე კი ძალიან მშვიდი სახით შევყურებდი და სიმართლე ვთქვა, მსიამოვნებდა მისი ეს გაგიჟება. ცხოვრებაში პირველად ვნახე ჩემს გამო ასე განერვიულებული. ყოველთვის ვიტანდი და ვითმენდი მათ უმსგავსო გამოხტომებსა თუ რეპლიკებს. მიჩვეულები იყვნენ, რომ ირა დაბალი ღობე იყო და ყველას მასზე უნდა გადაელაჯა. თხუთმეტი წლის ბავშვი ადვილად დამიმონეს და სულ თავის ჭკუაზე დამატარებდნენ. არ მოელოდა ამას თუ გავბედავდი და ამან უფრო გააგიჟა.
_მარტო რომ ამას ვერ მოახერხებდი, ვიცი. ის დამპალი სიმონაა არა, ვითომ შენი გაუპატიურება რომ უნდოდა და ალუდა რომ წამოგადგათ თავზე, სცენები გაითამაშეთ?
სიმონაზე რომ იფიქრა, ეს უფრო გამიხარდა. არ მინდოდა ალუდაზე სულ მცირეოდენი ეჭვიც რომ ჰქონოდა. ოდნავშესამჩნევად გამეღიმა კიდეც.
_რომ იცინის კიდეც ეს გველი ესა!_ბოლო ძალებით ისევ გაიბრძოლა თამრიამ, შეძლო ალუდას დასხლტომოდა ხელიდან. მართალია, მან ისევ შეძლო მისი დაჭერა, მაგრამ მაინც მომწვდა და გრძელი ფრჩხილებით სახეზე ჩამომკაწრა.
მეტკინა კი და საშინლადაც ამეწვა სახე, მაგრამ რეაქცია არ მქონია. ლოყაზე სისველე ვიგრძენი, სისხლი დამდიოდა ალბათ. ამის დანახვაზე ალუდა გამწარდა და ბიძაშვილი გამწარებულმა შეაჯანჯღარა.
_აზრზე მოდი. დაწყნარდი ცოტა!_მკაცრად აუწია ხმას._რა გჭირს, მამაშენს რა გულს უხეთქავ, არ გეცოდება? ძლივს გადარჩა კაცი და რა გინდა, სახლში გამოყვანილი უნდა მოკლა?
_ისევ მე ვკლავ? ამის უმსგავსო საქციელს რომ გაიგებს, მაშინ არ მოკვდება?_ისევ გაიბრძოლა და ჩემსკენ გამოიწია.
ამ გაწევ გამოწევაში ვიყავით, რომ სამზარეულოს კარი შემოიხსნა და ყავარჯენზე დაყრდნობილი გაოცებული გიგლა შემოვიდა შიგნით. ერთიანად ცახცახებდა კაცი. დავინახე თუ არა, მაშინვე მასთან მივედი, მხარში ამოვუდექი და ისევ თავისი ოთახისკენ დავუპირე გაყვანა.
_ რა ხდება, არ მეტყვით?_გამიძალიანდა, გასვლა არ უნდოდა.
_წამოდი, დაწექი, ფეხზე დგომა არ შეიძლება._ისევ დავუპირე გაყვანა.
_არ წამოვალ სანამ არაფერს მეტყვით. რა ხდება?
_დაწექი და გპირდები, ყველაფერს გეტყვი.
_ნეტა რა გაქვს სათქმელი, რითი უნდა იმართლო თავი?_თამრიამ ისევ გამოიწია ჩემსკენ.
ჩემი მამამთილი კი ადვილად დაჰყვა ჩემს ნებას და დასაწოლად გამომყვა. ფრთხილად დავაწვინე საწოლზე და მეც სასთუმალთან ჩამოვუჯექი. ალუდამ შეძლო თამრიას გაკავება და ჩვენთან არ შემოუყვანია.
_რა ხდება, რამ გააგიჟა ასე თამრია, ან შენ რას გიგავს სახე?_ცოტა რომ მადროვა, მერე მკითხა ხმის კანკალით ჩემმა მამამთილმა.
_ისეთი არაფერია._იქვე ტუმბოზე ერთჯერად ხელსახოცს გადავწვდი და ლოყა მოვიწმინდე. მართლა დამდიოდა სისხლი._ვანჩოს გავშორდი, ცოლ-ქმარი აღარ ვართ. ახლა გაიგო და იმაზე ბრაზობს.
კაცს გაოგნებისგან ენა ჩაუვარდა. კარგა ხანს ხმას ვეღარ იღებდა. მერე, მღელვარე ხმით მკითხა.
_დიდი ხანია?
_ასე, ერთი თვე იქნება ალბათ._დაუფიქრებლად ვუპასუხე.
კაცს ცრემლები წამოსცვივდა რატომღაც.
_ერთი თვეა ოფიციალურად აღარაფერი გაკავშირებს ჩემთან და მაინც ასე ზრუნავ და მივლი? ჩემს შვილებს არ გავხსენებივარ და ისევ შენ ხარ ჩემი პატრონი? რატომ?
_არ მინდა ავადმყოფი მიგატოვო. გამოჯანმრთელდები და წავალ...
_შენი სახლიდან წახვალ? ეს ხომ შენი სახლია?_გაუკვირდა.
_არ მინდა... მე მშვიდად ცხოვრება მინდა ჩემს შვილებთან ერთად. დავიღალე აქ ცხოვრებით. ყველა ეჭვის თვალით მიყურებს. მშობლებთან წავალ და იქ ვიცხოვრებ. სახლი მართლა არ მინდა, შენს შვილებს გაუნაწილე. ვანჩომაც დამღალა უკვე. აღარ შემიძლია ასეთი ცხოვრება._მეც ცრემლი მომერია უკვე._ეს ცხოვრება ჩემი არჩევანი არ ყოფილა. ჯერ ისევ ბავშვი ვიყავი, ამ ცხოვრებისთვის რომ გამიმეტეს. შევძელი და გავაგრძელე ცხოვრება როგორც შემეძლო. ქალაქელი გოგო სოფელს მოვერგე. ყოველთვის ოჯახის წევრების პატივისცემაზე ვფიქრობდი და ჩემზე არავის უფიქრია არასდროს შენს გარდა. ყველა თავის ჭკუაზე დამატარებდა. არავინ დაინტერესებულა იმით, მე რა მინდოდა და მომწონდა თუ არა მათი საქციელი. ძალიან კარგად იცი, ვანჩო არ ყოფილა კარგი ქმარი, მაგრამ რახან შევები უღელში, გავწიე კიდეც. ახლა კი, მთლად შეიცვალა. ყოველ თვე ფულს მარიცხინებდა ციხეში. სულაც არ ადარდებდა სახლში გვქონდა თუ არა, ან რას ვაჭმევდი ბავშვებს._გული უარესად ამომიჯდა და ავტირდი.
ერთხანს ჩუმად მიყურა. მერე ჩემდა გასაკვირად ხელზე მომკიდა ხელი და მომეფერა.
_ეს ყველაფერი ვიცი შვილო... ყველაზე მეტად მე მესმის შენი. ჩემი არც ერთი შვილი არაა სანაქებო და სამაგალითო... მრცხვენია, რომ მათი მამა ვარ. ვერ გეტყვი, რომ გამიხარდა რაც გააკეთე, მაგრამ არც გამტყუნებ.
_აქ უქმროდ დარჩენილ ქალს ყველა სხვა თვალიდ მიყურებს. ვეღარ ვუძლებ ასეთ ცხოვრებას. ვანჩოს გავშორდი, იმიტომ რომ დავიღალე უკვე. მაგრამ შენს გამო ვარ ჯერ. ჩემი სინდისი უფლებას არ მომცემს, რომ მიგატოვო. გამოჯანმრთელდები და წავალ. სახლი მართლა არ მინდა. სახლის გამო არავის დავუწყებ დავას. მადლობელი ვარ რომ მე დამიმტკიცე, მაგრამ არავისთან ფრონტის თავი არ მაქვს. სამივემ გაიყონ, მე არ მინდა...
წეღანდელთან შედარებით დაწყნარებულიყო თამრია და მოულოდნელად ჩვენთან შემოვიდა. ალუდაც უკან მოჰყვა. ალბათ, თუ კიდევ გამოიწევდა, მალევე რომ დაეჭირა.
_რაო, რა ზღაპრები მოგიყვა ამ ჩათლახმა._ავად გააკვესა თვალები._რითი იმართლა თავი?
_ნეტა შენ რითი უნდა იმართლო თავი, რომ ჩემი შვილი ხარ და ყურადღებას არ მაგცევდი. ეს კი, თურმე ერთი თვეა ჩემი რძალი აღარაა და ჩემზე ზრუნავს და მივლის?_სიმკაცრე ვიგრძენი მის ხმაში. აშკარად ჩემს მხარეზე იყო როგორც ყოველთვის.
_გამორჩენა რომ არ ქონდეს აქ იქნებოდა?_ისევ გააკვესა თამრიამ თვალები.
_რომელ გამორჩენაზეა ლაპარაკი? სახლი მის სახელზე გავაფორმე და უარზეა, არ მინდაო. დარჩა იმიტომ, რომ ღვთისინაბარა არ დამტოვა. თქვენ კი, შენ და მარინე, ერთხელაც არ დაინტერესებულხართ ჩემით და რაც გონზე მოვედი, თქვენი თავი იქ არ მინახია...
_რაო, რა თქვი, ეს სახლი ამ ჩათლახს გაუფორმე?_ამ ამბავზე ხომ საერთოდ გაგიჟდა ჩემი მული.
_დიახაც, ორი ბიჭი ყავს და არ უნდა?
_მართლა არ მინდა. გამოკეთდები და წავალ._მტკიცედ ვთქვი და ჩემს ოთახში დავაპირე გასვლა.
ალუდას რომ გავუარე გვერდით, წამიერად შევხედე. გაოცებული, გაოგნებული, დაბნეული და იქნებ მომეჩვენა კიდეც, მაგრამ ასე მგონია, რომ ბედნიერიც იყო. ალბათ, ჩემი განქორწინების თაობაზე. აივანზე გავედი თუ არა, შევატყე ჩემს თავს, რომ ვერ ვიყავი კარგად. თავბრუსხვევას და სისუსტეს ვგრძნობდი. აივნის მოაჯირთან მივედი და სვეტს მივეყუდე. ეზოში უაზროდ გადავიხედე. მერე, ცას რომ ავხედე, გამიკვირდა, ნელ-ნელა ბინდდებოდა. მთლიანად რომ ჩამობნელდა, მუხლებშიც ვიგრძენი სისუსტე და გონება დავკარგე.
მერე რა მოხდა არ ვიცი. თვალები რომ გავახილე აივანზე სარწეველა სკამზე ვიწექი. გულისპირი სველი მქონდა. ყურის ბიბილოებს ალუდა მისრესდა და ლოყებზეც მსუბუქად მირტყავდა ხელისგულებს. ვერ გავიხსენე ვერაფრით რა მოხდა.
_კარგად ხარ?_თვალები რომ გავახილე და უაზროდ შევხედე, შეშფოთებულმა მკითხა. ზუსტად ისეთი შიში შევნიშნე მის თვალებში, ნატოს დახრჩობის ამბავი რომ გავიგეთ მაშინ.
_კი, კარგად ვარ._ვუთხარი და წამოჯდომას შევეცადე.
_ჯერ იწექი ისევ._არ მომცა იმის უფლება, რომ ავმდგარიყავი._რატომ არ მითხარი, რომ ვანჩოს გაეყარე?_ჩურჩულით მკითხა, რომ გიგლას ოთახში მყოფ თამრიას არ გაეგო.
_არ ჩავთვალე საჭიროდ._ვუთხარი და თვალი მოვარიდე._ვალდებული ვიყავი მეთქვა?
_თუკი თავისუფალი ქალი ხარ, რა გიშლის ხელს, რომ ერთად ვიყოთ?_გაუკვირდა.
_არ მიყვარხარ._რაც შემეძლო დამაჯერებლად ვუთხარი.
წამიერად დაიბნა.
_ნუ მატყუებ. ვგრძნობ, რომ გიყვარვარ. რატომ იტანჯავ თავს? ან მე რატო მტანჯავ? სანამ ვანჩო მოგიტაცებდა, მანამდე მიყვარდი. პირველად რომ დაგინახე ტყეში, იმ დღიდან ჩამივარდი გულში, მაგრამ ვანჩომ წამართვა შენი თავი. მართალია მე მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ ბავშვურად მიყვარდი. გვიან გავაცნობიერე, რომ შენი სიყვარულის უფლება აღარ მქონდა. ვერ წარმოიდგენ როგორ ვიტანჯებოდი, უსამართლოდ რომ გექცეოდნენ ამ ოჯახში... ხშირად მინდოდა შენი ქმრის ცემა დუქნებში კახპებთან ერთად რომ ვხედავდი... ქალაქელი გოგო დილიდან დაღამებამდე მუხლჩაუხრელად რომ შრომობდი და თამრია და მარინე კიდევ უკმაყოფილოები იყვნენ შენით, თავს ძლივს ვიკავებდი, რომ გემოზე ამ მიმეტყიპა ორივე... ვანჩოს ქვრივი რომ შეგარქვეს სოფელში, მართლა ვნატრობდი რომ მომკვდარიყო...
_გაჩუმდი, აღარ მინდა არაფრის მოსმენა._ფეხზე წამოვხტი._მე არ მიყვარხარ და არ მინდა შენთან, გაიგე. ის ღამე კი შეცდომა იყო. ჩემი სისუსტე. ნებისმიერ კაცს ჩავუწვებოდი მაშინ ლოგინში. ტყუილ ფანტაზიებს და ილუზიებს შეეშვი, ჩვენ ვერ ვიქნებით ერთად...
_რატო?_ხელზე მომკიდა ხელი და თვალებში ჩამხედა.
_ნუ სულელობ,_ხელი გავაშვებინე._თამრიამ არ დაგვინახოს. ახლა ამაზე ააყეფე. ისედაც შეშინებულები არიან ბავშვები, ოთახში შეიკეტნენ და აღარ გამოდიან._ეს ვუთხარი და მათ ოთახში უკანმოუხედავად შევედი. მიხურულ კარს ზურგით მივეყრდენი და ჩუმად ავტირდი. მიყვარდა, ვუყვარდი, მაგრამ ამ სიყვარულის უფლება არ გვქონდა. ანამ გარკვევით მითხრა, ჩემი ძმისგან თავი შორს დაიჭირეო. თამრია და მარინე ხომ მთლად გაგიჟდებოდნენ და არ მოგვისვენებდნენ. მთელი სოფელი გაგვკიცხავდა. ყველაზე მეტად კი, ვანჩოსი მეშინოდა. არ მინდოდა რამე დაეშავებინა მისთვის. ამას ვერ გადავიტანდი.
აქამდე მეგონა რომ ყველაფერს გავუმკლავდებოდით ერთად ჩვენი სიყვარულით, მაგრამ ვხვდებოდი რომ ვერ შევძლებდით. მთელი სანათესაო აუჯანყდებოდა განათხოვარი ქალის სიყვარულის გამო. რა თქვა, სანამ ვანჩო მოგიტაცებდა, მანამდე მიყვარდიო? მაშინ ხომ ბავშვი იყო? სადღაც თოთხმეტი წლის თუ იქნებოდა? კარებთანვე ჩავიცუცქე და მწარედ ავტირდი.
ბავშვებს ყურსასმენები მოერგოთ და რაღაცას უყურებდნენ ჩემს ლეპტოპში. ჩემი არც შესვლა გაუგიათ და არც ტილი. გული გვარიანად მოვიოხე. ასე მწარედ ალბათ ჩემს ცხოვრებაში არ მიტირია. სხეულიდან აგლეჯილი ხორცივით მტკიოდა ალუდა...
კარგად რომ მოვიტირე ჩემი უიღბლო სიყვარული, ცოტა მომეშვა გულზე. სახეზე პუდრი შევიფრქვიე, რომ ნამტირალევი სახე არ დამტყობოდა და მხოლოდ ამის შემდეგ გავედი გარეთ. თამრია ისევ მამამისის ოთახში იყო და ისევ ჩემზე ბრაზობდა. ყურადღება არ მიმიქცევია. ეზოში ჩავედი და ძროხები ჩამოვწველე. ალუდა როდის წავიდა, არ ვიცი. შემეცოდა, ის ცალკე იტანჯებოდა, მაგრამ ასე მერჩივნა, მინდოდა ცოცხალი და საღ-სალამათი ყოფილიყო. დარწმუნებული ვიყავი, ვანჩო არ აცოცხლებდა. ციხიდან გამოსვლასაც კი არ დაელოდებოდა. კავშირები ექნებოდა და ვიღაცას მოაკვლევინებდა...
საქონლის დაბინავებას რომ მოვრჩი, თავი მოვიწესრიგე და ჩემი მამამთილის ოთახში შევედი. თამრიამ ისეთი თვალებით შემომხედა, შევკრთი. როგორც შევძელი, ისე დავფარე ჩემი მღელვარება და ქალბატონს გამოვუცხადე:
_ამ სახლიდან კენჭიც კი არ მინდა. ხვალვე დავიბარგები და წავალ, იმ პირობით, თუ შენ და მარინე რიგ-რიგობით ამოხვალთ და მიხედავთ მამათქვენს. აქამდეც მის გამო ვარ აქ.
_რა გგონია, შენზე ნაკლებად მოვუვლით? ახლავე წაეთრიე აქედან._ბოლო ხმაზე მიკივლა თამრიამ.
მამამთილს შევხედე, ობოლი ცრემლი რომ უბრწყინავდა თვალზე. შემეცოდა, მაგრამ აქ დარჩენის მიზეზი აღარ მქონდა. სახლი კი ჩემი იყო, მაგრამ აღარ მინდოდა. მაშინვე გამოვტრიალდი და ჩემი და ბავშვების ტანსაცმლის ჩალაგებას შევუდექი. პირადი ნივთები და რამოდენიმე სათამაშოც ჩავალაგე, რის გარეშეც არ იძინებდნენ ჩემი შვილები. ოქროულისთვის და ძვირფასეულობისთვის ხელი არ მიხლია, მითუმეტეს, რომ დედაჩემის ნაჩუქრები იყო უმრავლესობა. არ მინდოდა. ვანჩოსთან გატარებულ წლებს გამახსენებდა და შეგნებულად დავტოვე. მანქანის დაბარგებას რომ მოვრჩი, ბავშვებს უკვე ეძინათ. ჩემს თავს შევატყე, რომ ვერ ვიყავი კარგად. მარტო რომ ვყოფილიყავი კიდევ გავრისკავდი წასვლას, მაგრამ შვილებთან ერთად ვერ გავრისკე. შემეშინდა, წეღანდივით არ გავთიშულიყავი და რამე ხიფათს არ გადავყროდი. გადავწყვიტე, ირიჟრაჟებდა თუ არა, მაშინ დავდგომოდი თბილისის გზას. ტანსაცმლიანივე მივწექი ჩემს საწოლზე და ისევ ავქვითინდი.
ძალიან დიდხანს ვიტირე. თავიც საშინლად ამტკივდა. თავბრუსხვევას ისევ ვგრძნობდი. ალბათ, ნერვიულობის და სტრესის ბრალი იყო. მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე. გათენების ხანს კი, ჩემი მამამთილის ოთახში ფრთხილად შევედი.
ეღვიძა.
ეტყობა მანაც ვერ მოისვენა ღამე.
_მე უნდა წავიდე._ჩუმად ვუთხარი, რომ თამრია არ გამეღვიძებინა._გამოჯანმრთელებას გისურვებ. უზომოდ მიყვარხარ და დიდ პატივს გცემ, მაგრამ აქ მართლა ვეღარ დავრჩები. მშვიდობით._აცრემლებული თვალებით ძლივს ვუთხარი.
_მშვიდობიანი მგზავრობა შვილო._ერთი ეს მითხრა და გაჩუმდა.
მალევე გამოვედი ოთახიდან. ბავშვები ფრთხილად გავაღვიძე, მანქანაში ჩავისხი და წავედით. წვიმას იწყებდა და ფრთხილად ვმართავდი საჭეს. არავის დავუნახივართ, ჯერ ისევ ეძინა სოფელს. ალუდას სახლს რომ ჩავუარე, გული იქ დამრჩა თითქოს. ცრემლების შეკავება კი შევძელი, მაგრამ ერთი ობოლი ცრემლი მაინც ჩამომიგორდა ლოყაზე. ყველანაირად შევუძახე ჩემს თავს გამამხნევებელი სიტყვები. ახლა ტირილის და უკან დახევის დრო არ მქონდა. დღეიდან ჩემი ცხოვრების ახალ ფურცელს ვიწყებდი. ვიცი, არ გამიჭირდებოდა მარტო ცხოვრება. თითქმის ისედაც მარტო ვიყავი ვანჩოს გვერდით. უბრალოდ, ალუდასგან შორს როგორ შევძლებდი ცხოვრებას, ეგ არ ვიცოდი. მითუმეტეს, რომ მუცლით მის შვილს დავატარებდი უკვე...
თბილისამდე ძლივს ჩავედი. იქ კი ცოტა ხნით შევჩერდი, რომ დავმშვიდებულიყავი. არ მინდოდა ჩვენებს ასეთი ვენახე. მანქანიდანაც კი ჩავედი სუფთა ჰარზე და გავარვარებული შუბლი წვიმის ცივ წვეთებს მივუშვირე. კარგა ხანს ვიდექი ასე. საბოლოოდ რომ დავიცალე გრძნობებისგან, შედარებით დამშვიდებული მივუჯექი საჭეს და გზა განვაგრძე.
დედაჩემი ახალი გაღვიძებული იყო, მოულოდნელად რომ დავადექით თავზე.
ჩვენი დანახვა კი გაუხარდა, მაგრამ უფრო გაოცდა დილაადრიანად რომ დაგვინახა.
_რა მოხდა?
_იქიდან წამოვედი._ეს ვთქვი მხოლოდ და ჩემი ოთახისკენ გავწიე._თუ არ გეწყინება, დავისვენებ და მერე ვილაპარაკოთ. ძალიან დავიღალე.
დედაჩემმა უსიტყვოდ მიმაცილა ოთახის კარამდე და მერე შვილიშვილებს მიუბრუნდათ. ოთახში შესულმა ჩემს ორეულს რომ მოვკარი თვალი, შემეშინდა. ლოყაზე სამი მკაფიო ნაკაწრი მეტყობოდა. თვალის უპეები გვარიანად მქონდა ჩამუქებული. სახე კი თეთრი ქაღალდივით მქონდა გაფითრებული. ალბათ, როგორც წინა ორსულობებზე, ახლაც დაბალი მქონდა ჰემოგლობინი.. კარგი ვქენი, რომ წამოვედი, იქ ჩემი მიმხედი არავინ იყო. ბავშვის მოშორებას არ ვაპირებდი. უბრალოდ, ჩემს გარდა არავის ეცოდინებოდა მისი მამის ვინაობა. საწოლზე მოკუნტული დავწექი და ისევ ავტირდი. თან, საკუთარ მუცელს ვეფერებოდი დიდი სიყვარულით.
წუხანდელ ღამენათევს ძლივს მომეკარა ძილი, მაგრამ მაინც ტკბილად ჩამეძინა. შუადღე ახალი გადასული იყო, როცა გავახილე თვალები. ისეთი სიჩუმე იყო სახლში, ცოტა შევშფოთდი კიდეც. მაშინვე გამოვედი ოთახიდან. დედაჩემი ლოჯიაში იჯდა. დამინახა თუ არა, შეშფოთებული წამოდგა.
_რა გჭირს არ იტყვი, რა მოგივიდა? რა მოხდა?
_ვანჩოს გავეყარე ციხეში და იმ სახლიდან სამუდამოდ წამოვედი.
მოულოდნელობისგან პირი ღია დარჩა დედაჩემს. კარგა ხანს მიყურა ასე.
_სახეზე რაღა გჭირს?_ძლივს გამიბედა კითხვა.
_ჩემი მულის რეაქციაა გაყრის თაობაზე..._უშნოდ გავიღრიჭე_ ბიჭები სად არიან?
_ინგა იყო მოსული და სკვერში ჩაიყვანათ. რაღაც ფერი არ მომწონს შენი. ცუდად ხარ?_მზრუნველად მომხვია დედაჩემმა ხელი და სავარძელში ჩამსვა._ძალიან გამხდარხარ შვილო. არაფერს ჭამდი?
_როგორ არა, მაგრამ არ იცი, მსუქანი არც არასდროს ვყოფილვარ._ნაძალადევი ღიმილით შევეცადე მის დამშვიდებას.
_კი მაგრამ, არც ასეთი გამხდარი ყოფილხარ არასდროს.
_ორსულობის პირველ კვირებში როგორ არ ვიყავი, დაგავიწყდა?
ამის გაგონებაზე თითქოს შეტორტმანდა ქალი.
_ახლაც ორსულად ხარ?.. მერე?
_რა მერე? მირჩევ, რომ საკუთარი შვილი მოვკლა?_თვალებში შევხედე გაოგნებულ ქალს.
_არა, მაგრამ... ასეთი ახალგაზრდა, თან სამი შვილის დედა, არ გაგიჭირდება ცხოვრება?
_არ გამიჭირდება. მე ამ ბავშვის გაჩენა გადავწყვიტე და ვერავინ შემაცვლევინებს აზრს. რაიმე პროფესიას შევისწავლი, რომ მომავალში სამსახური მქონდეს. კისერზე არ დაგაწვებით მე და ჩემი შვილები...
_რას ამბობ თუ ხვდები? მე და მამაშენს შენი აზრით, რისთვის გვინდა ამდენი ქონება? ისედაც თქვენთვის არ ვართ. დიდი ხანია გეხვეწებით, წამოსულიყავი იქიდან. როგორც იქნა მოეგე გონს და როგორ ფიქრობ, ხელს გკრავთ?_სავარძელთან ჩაიცუცქა და ქვემოდან ამომხედა თვალებში._შენი და შენი შვილების გარდა ვინ გვყავს მე და მამაშენს ძვირფასი. ჩვენი გვერდში დგომის იმედი გქონდეს ჩემო დატანჯულო გოგო.
_ჩემი ორსულობის შესახებ შენს გარდა ჯერ არავინ იცის და კარგი იქნება, თუ ჯერჯერობით ასეც დარჩება.
_როგორც შენ იტყვი ძვირფასო._ოდნავ წამოიწია და ჩამიხუტა.
მესიამოვნა ეს გულთბილი და სიყვარულით სავსე ჩახუტება. გული ამიჩუყდა. ვიკავე თავი, ვიკავე და მაინც ავქვითინდი.
_ნუ ტირი ჩემო ძვირფასო. მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. თუ კი შენ გინდა ეგ შვილი, ჩემი იმედი გქონდეს, დაგეხმარები მის გაზრდაში.
_ყველაზე მეტად მინდა._ვთქვი და უარესად ავქვითინდი._ასე არასდროს არაფერი მდომებია. თუ რამე მოუვა, ვერ გადავიტან...
_ხო და დამშვიდდი. შენ რომ ტირი და ნერვიულობ, ეგეც განიცდის. ხო გინდა რომ ჯანმრთელი იყოს? ხო და პირველ რიგში შენს თავზე იზრუნე, რომ შენი შვილი კარგად იყოს. დღესვე დავურეკავ ჩემს გინეკოლოგს და ჩაგწერ. მივიდეთ, კონსულტაცია გაიარე. შენი მდგომარეობაც გავიგოთ და შენი ბავშვისაც.
წინააღმდეგი არ წავსულვარ. დედაჩემმა მართლაც დარეკა და გინეკოლოგთან პირველ ვიზიტზე ჩამწერა ხუთი საათისთვის. თავი მოვიწესრიგე, გავემზადე და წავედით. გულის ფანცქალით შევედი მის კაბინეტში. ახალგაზრდა სიმპატიური ბიჭი რომ დამიხვდა, ცოტა მომერიდა მაგრამ ის ხომ ექიმი იყო? გულდასმით გამსინჯა, მოისმინა ჩემი ჩივილები, უძილობა, თავბრუსხვევა და სისუსტე, ანალიზებიც ჩავაბარე. ბოლოს, ექოსკოპიაზეც შევედი.
_გილოცავთ, სამი კვირის ორსული ხართ. ამ ეტაპზე მისი მიკროსკოპით დანახვა ჯერჯერობით შეუძლებელია. სანამ ზიგოტა გადაადგილდება, ამ დროს დედისა და მამის ქრომოსომები ინასკვება ერთმანეთში და მომავალი პატარას თვალის ფერი, თმის ფერი, კანის ფერი, სასქესო ორგანოები და მათი ტემპერამენტიც კი ყალიბდება._გულთბილად გამიღიმა სანდომიან სახიანმა ახალგაზრდა გოგონამ._თერთმეტი კვირის მერე, თუ ბავშვის მდებარეობა მისი გენიტალიების დათვალიერების შესაძლებლობას მოგვცემს, მობრძანდით სქესის დასადგენად.
გული სიამით ამიძგერდა. მესამედ უნდა გავმხდარიყავი დედა. არც წინა ორსულობები იყო განსხვავებული, ჩემი შვილები ჯერ კიდევ ჩემს სხეულშივე უზომოდ მიყვარდნენ, მაგრამ ეს სულ სხვა იყო. განსხვავებული იყო იმ მხრივ, რომ საყვარელი მამაკაცის შვილს ვატარებდი მუცლით. ჩვენი უსაზღვრო სიყვარულის ნაყოფს. რაღაც ამოუხსნელი ნეტარებით და სიხარულით მევსებოდა გული. წინა ორსულობებზე მე თვითონ პატარა ვიყავი და პატარის დაბადება სულ სხვანაირად განვიცადე. ახლა კი, მთელი არსით ვაცნობიერებდი, რომ ჩემთვის ძვირფასი ადამიანის შვილის დედა უნდა გავმხდარიყავი.
ჰემოგლობინი როგორც ვივარაუდე დაბალი მქონდა. წამლები დამინიშნა ექიმმა. ჯანსაღი კვება, სიმშვიდე, ძილი, სუფთა ჰაერზე სეირნობა და სიმძიმეების აწევა ექვს კილოზე ზემოთ ამიკრძალა, რომ ჩემს ნაყოფს არაფერი დამუქრებოდა. გახარებული გამოვედი მისი კაბინეტიდან. ისეთი ბედნიერი ვიყავი, კი არ დავდიოდი დავფრინავდი, ჩემს მომავალ პაწუკას არაფერი რომ არ ემუქრებოდა.
********************
ზედმიწევნით ვიცავდი ექიმის მითითებებს. მარტო მე კი არა, დედაჩემიც ზედ დამფოფინებდა. ინგამ პირველად რომ შეიტყო ჩემი ორსულობის ამბავი, გაოგნდა, მიხვდა, რომ ვანჩოსი არ იყო. იცოდა რომ პაემნებზე არასდროს შევხვედრივართ ერთმანეთს, მაგრამ დედაჩემის თანდასწრებით არაფერი მითხრა. სკვერში სეირნობისას მარტო მომიხელთა და კარგი გამომძიებელივით დამაყარა კითხვები:
_ვისია, ვინმემ იძალადა? მაგიტო წამოხვედი სოფლიდან? მერე, არ გირჩევნია მოიშორო, რომ წარსული საშინელებები არ გაგახსენოს მაგ ბავშვმა?
_არავის უძალადია. ჩემი ნებით მოხდა ყველაფერი. მე მიყვარს მამამისი. მან არაფერი იცის და არც გავაგებინებ. არ მინდა თავს მოვახვიო...
_რა სისულელეს ამბობ იცი? მამა ვალდებულია იცოდეს თავისი შვილის არსებობა. მასეთ მნიშვნელოვან ამბავს რატო უმალავ? არ უნდა?_შეშფოთებულმა შემომხედა.
_ყველაზე მეტად ეს ენდომება, მაგრამ მე არ მინდა, რომ ცხოვრება გავურთულო...
ერთხანს ჩუმად მიყურა. მერე გაბედა და ჩურჩულით მკითხა.
_ალუდასია?
ამ კითხვამ ისე ამაფორიაქა, ავღელდი. არ ვუარყავი, თუმცა არც დამიდასტურებია. სკვერში სკამზე მჯდარი წამოვდექი და ბავშვებს გავხედე.
_რა უფლებით უნდა დაუმალო მამას მომავალი შვილის არსებობა? ალუდა ვალდებულია იცოდეს, მას ხომ უყვარხარ?
_შენ არაფერს ეტყვი, გაიგე?_მოულოდნელად შემოვბრუნდი და მკაცრად გავაფრთხილე._ალუდა ვალდებული არ არის ორი შვილის დედას მიუძღვნას თავისი სიცოცხლე. ის იმსახურებს ბედნიერებას. დარწმუნებული ვარ, თავისნაირ პატიოსან და ზრდილობიან გოგოს შეხვდება და ბედნიერიც იქნება.
_შენ გიყვარს?_მოულოდნელად მკითხა.
ამ კითხვამ უარესად დამაბნია.
_ესე იგი გიყვარს!_დაასკვნა._მასაც რომ უყვარხარ იცი? შენი ფოტო ვნახე მის წიგნში. თუ კი ორივეს გიყვართ ერთმანეთი, რატომ იტანჯავ თავს და ან მას რატო ტანჯავ? ოცდამეერთე საუკუნეა, არავის არაფერი გაუკვირდება ჩვენს დროში. ჩემი რჩევაა, უთხრა ბავშვის თაობაზე და ერთად დაგეგმოთ მისი მომავალი.
_დედა მე ვარ და მე გადავწყვეტ მამამისს ვუთხრა თუ არა მისი ამბავი. გაიგე? შენ არაფერს ეტყვი!_მკაცრად გავაფრთხილე, რადგან ვიცოდი, რომ გული არ მოუთმენდა და როცა იქნებოდა წამოაყრანტალებდა.
_ერთი კონკრეტული მიზეზი მაინც მითხარი, რის გამოც გამართლებული იქნება შენი საიდუმლო._მხრებზე მომხვია ხელი და ისევ სკამზე ჩამომსვა.
_ვანჩო რომ გაიგებს, არ აცოცხლებს ვიცი._ცრემლი მომერია._მირჩევნია ცოცხალი იყოს, საღ სალამათი და იყოს ჩემგან შორს, არაფერს დავეძებ.
გადამეხვია და ჩამეხუტა. ამით თანაგრძნობას გამოხატავდა. მიხვდა, რომ მართალი ვიყავი. კაცის მკვლელს არ გაუჭირდებოდა კიდევ ერთხელ ვინმეს მოკვლა. მითუმეტე, რომ დასაკარგი აღარაფერი ქონდა. ქართული მენტალიტეტი, რომ ყოფილი ცოლი უნდა გაამწარო და არ მისცე ბედნიერების უფლება, უმრავლესობის გენეტიკურ კოდში დევს და არც ჩემი ქმარი იყო გამონაკლისი.
მოულოდნელად, ლაშა გამომიქანდა და კალთაში კი არ ჩამიჯდა, ჩამიხტა.
_ნელა ძვირფასო, მასე მეორედ აღარ მოიქცე._ინგამ თავზე სიყვარულით გადაუსვა ბავშვს ხელი._იცი, დედიკოს ახლა გაფრთხილება და მოვლა ჭირდება.
_მე ძალიან მიყვარს დედიკო._კისერზე ხელები მომხვია და ისე ჩამეხუტა.
_ვიცი რომ ძალიან გიყვარს, მაგრამ გაფრთხილებაც რომ უნდა? მუცელზე არ მიარტყა არაფერი, კარგი?
_მუცელი გტკივა?_ინტერესით შემომხედა თავისი მონაცრისფრო თვალებით.
_მუცელში პატარა ბაია ყავს შენს დედიკოს და ის არის ცოდო. იმას ეტკინება თუ რამეს მიარტყავ.
_მართლა?_გაოცებისგან გაუფართოვდა ბავშვს ისედაც დიდრონი თვალები. გიგლა მოვიდა თუ არა, ახლა მას ახარა._იცი, დედიკოს მუცელში პატარა ბაია ყავს და არაფერი მიარტყა, ეტკინება და ცოდო იქნება.
ინგაზე კი გავბრაზდი, ბავშვებს რომ გააგებინა ეს ამბავი, მაგრამ რომ ვუყურებდი როგორ უხაროდათ და თან უკვირდათ, რომ მუცელში მათი ძამიკო ან დაიკო მყავდა, სიბრაზემ მალევე გამიარა. საყვარლად სასაცილო საყურებლები იყვნენ ერთმანეთს რომ არ აცდიდნენ ჩემს მოფერებას და ჩემზე ზრუნვას. ყოველთვის იმას ცდილობ რა გამიხარდებოდა და მესიამოვნებოდა. დიდი კაცებივით ზრუნავდნენ ჩემზე და ერთმანეთს ასწავლიდნენ როგორ უნდა მომპყრობოდნენ.
მოკლეთ, ყველა მე და ჩემს პატარას გვევლებოდა თავს და ხელის გულზე გვატარებდა. ექიმის დანიშნულ წამლებსაც რეგულარულად ვიღებდი და მის მითითებებსაც ზედმიწევნით ვასრულებდი. ორ-სამ კვირაში დამეტყო კიდეც უკეთესობა. ძილიც გამომისწორდა. თავბრუსხვევა და სისუსტეც აღარ მქონდა. ყოველ საღამოს კი, თუ კარგი ამინდი იყო და არ წვიმდა, სკვერში ვსეირნობდი ჩემს შვილებთან ერთად. მართალია, ჩვენი სოფლის ტყესთან ვერანაირად ვერ მოვიდოდა თბილისის ქუჩებში სეირნობა, მაგრამ ესეც მაკმაყოფილებდა უკვე. ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა და ეგუება? ერთადერთი, რაც მკლავდა და მაწუხებდა, ალუდას გარეშე გატარებული დღეები იყო. მისი შვილი ჩემს მუცელში დღითი-დღე იზრდებოდა და ყალიბდებოდა და დღითი-დღე უფრო მიყვარდებოდა.
დეკემბრის შუა რიცხვები იყო. მართალია, ციოდა და აცრიატებული ამინდი იყო, ალბათ თოვას აპირებდა, მაგრამ მაინც გამოვიპრანჭეთ მე და ჩემი შვილები და სკვერში ჩავედით. ლაშა და გიგლა მოშორებით თამაშობდნენ ბურთს. მე კი განაპირა სკამზე ვიჯექი და დიდი სიყვარულით შევყურებდი მათ. ვტკბებოდი მათი ცქერით. არ ვიცი რამდენ ხანს იდგა ჩემს უკან ვიღაც. ინსტიქტურად რომ შევბრუნდი და მის მწვანე სევდიან თვალებს წავაწყდი, გული გამიჩერდა. არასდროს მინახია მის სახეზე წვერი, ახლა კი გვარიანად იყო გაჯაგული. ისე შემოუარა ჩემს სკამს, თვალი არ მოუშორებია ჩემთვის და მორიდებით მომიჯდა გვერდით.
_როგორ ხარ?_სევდანარევი ხმით მკითხა და შევატყე სუნთქვაშეკრული რომ მელოდებოდა როდის გავცემდი პასუხს.
ისე ამათრთოლა მისმა დანახვამ, ტირილი მომინდა. შემეცოდა ისეთი ნატანჯი სახე ქონდა.
_არამიშავს._მხოლოდ ეს ვუთხარი და გავჩუმდი, რადგან შევატყე, რომ ხმა მიკანკალებდა და არ მინდოდა თავი გამეყიდა.
_დედაშენმა მითხრა, რომ აქ იქნებოდი._თავის მწვანე თვალებს არ მაშორებდა და უარესად მაფორიაქებდა._გიგლამ გამომგზავნა. ვერ არის კარგად და თქვენი ნახვა უნდა...
_რა მოუვიდა?_უარესად ავღელდი.
თითქოს არ აპირებდა თქმას, მაგრამ გაუცნობიერებლად ხელზე რომ მოვკიდე ხელი და ხელმეორედ ვკითხე, იძულებული გახდა ეთქვა:
_კიბეზე დაუცდა ფეხი და ძირს დაგორდა...
_რაა?_სასოწარკვეთილმა ძლიერად მოვუჭირე ხელზე ხელი._ახლა როგორ არის?
_საავადმყოფოში წევს... შენი და შენი შვილების ნახვა უნდა.
ერთხანს დამუნჯებული შევყურებდი, ვერ გადამეწყვიტა რა მექნა. მერე, გვიან გავაცნობიერე, რომ ისევ ალუდას ვუჭერდი ძლიერად ხელს და ფრჩილებს ვასობდი კანში. თუმცა, მას არანაირი რეაქცია არ ქონია. ხელი რომ გავუშვი, ჩემი ფრჩხილების კვალი ნათლად ეტყობოდა. შემეცოდა. დამნაშავის იერით შევხედე და ფეხზე წამოვდექი. გიგლამ და ლაშამ ალუდა შენიშნეს თუ არა, სიხარულით გამოექანნენ და აქეთ-იქიდან შემოეხვივნენ.
_ალუდა ბიძია მოსულა, რა კარგია._ერთმანეთს აღარ აცდიდნენ ჩახუტებას.
ალუდაც გახარებული ეხვეოდათ ბიჭებს და კოცნიდათ.
_ნუ მჩხვლეტავ, ცოტა ნელა._ალუდას სახეზე წვერები არ მოეწონა ლაშას და ცოტა გაუძალიანდა ხითხითით.
კარგა ხანს ეხუტებოდნენ და კოცნიდნენ ერთმანეთს. ბავშვებს ხომ მონატრებოდათ ალუდა, მაგრამ შევატყე, ალუდას უფრო მონატრებოდა ბავშვები. მათი ცქერით ვტკბებოდი და თან გუნებაში გადაწყვეტილებას ვიღებდი, წავსულიყავი თუ არა სოფელში. ალბათ, ძალიან მძიმედ იყო გიგლა და სიკვდილის წინ უნდოდა ჩვენი ნახვა. ძალიან მეცოდებოდა საწყალი მოხუცი. თამრიას და მარინეს სიძულვილის მიუხედავად მაინც გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი. დღესვე წავიყვანდი ჩემს შვილებს, ვნახავდი და უკან დავბრუნდებოდი.
ფეხზე რომ წამოვდექი, ალუდას არ გამოჰპარვია. თვითონაც წამოდგა ფეხზე და ინტერესით ჩამხედა თვალებში.
_წამოვალთ გიგლას სანახავად. ოღონდ დღესვე დავბრუნდებით უკან.
შევატყე როგორ გაუხარდა, ოდნავშესამჩნევად გაიღიმა კიდეც. ბავშვებს რომ ვუთხარი სოფელში უნდა წავსულიყავით დიდი გიგლას სანახავად, აღტაცებული შეძახილებით გაიქცნენ სახლში. მე და ალუდა კი უკან მივყევით. ნელი და ფრთხილი ნაბიჯებით მივდიოდი და ალუდაც ასე მომყვებოდა მორიდებით. უსიტყვოდ ავედით სახლში. დედაჩემმა რომ გაიგო სოფელში მივდიოდით, არ ესიამოვნა, მაგრამ არ დაუშლია. იქნებ კაცი სიკვდილის პირასაა და როგორ არ ნახოს შვილიშვილებიო. დიდი მზადება არ დაგვიწყია, მხოლოდ ბავშვებისთვის ჩავაწყე გამოსაცვლელები. ალუდამ რომ უთხრათ, იქ დიდი თოვლიაო, ერთი სული ქონდათ როდის წავიდოდით. მეც თბილად ჩავიცვი და დავადექით სოფლისკენ გზას. ჩემს წითელ ჯიპს მე ვმართავდი. ბიჭები უკან ისხდნენ როგორც ყოველთვის. ალუდა კი გვერდით მეჯდა მორიდებით.
თბილისიდან გასულები არ ვიყავით, რომ მოსახვევიდან დიდი სისწრაფით გამოვარდა თეთრი ოპელი. მე კი ვიმარჯვე და ნაპირზე გადავედი, მაგრამ ჩემს უკამ მომავალ ბეემვეს შეეჯახა. ისე შემეშინდა, მანქანა შევაჩერე და კარგა ხანს უკანა ხედვის სარკეში ვუყურებდი დამტვრეულ მანქანებს.
_ცუდად ხარ? ფერი აღარ გადევს სახეზე... გინდა, მე დავჯდები საჭესთან?_ალუდამ მხარზე დამადო მორიდებით ხელი.
წინააღმდეგი არ წავსულვარ. ღვედი შევიხსენი და მუხლების კანკალით გადავედი მანქანიდან.
თოვას იწყებდა.
ალუდა მაშინვე მიუჯდა საჭეს. მე კი ჩემი შვილების გვერდით მოვთავსდი და დავიძარით ადგილიდან. ისე ვიმგზავრეთ, ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. ჩვენი სოფლისკენ მთიან გზას რომ დავადექით, მართლაც იყო თოვლი. ბიჭებს ისე გაუხარდათ, გზაში გააჩერებინეს კიდეც მანქანა და თოვლში ყიჟინით გადავიდნენ. მეც გადავედი. მესიამოვნა მთის სუფთა და მაღალი ჰაერი. სიყვარულით შევცქეროდი თოვლში მოგუნდავე ბიჭებს.
ნახევარი საათი მაინც ირბინეს და იხტუნავეს თოვლში. მერე საგულდაგულოდ დავფერთხე და ისევ განვაგრძეთ გზა. პირდაპირ საავადმყოფოში მივედით.
გიგლა მართლაც მძიმედ იყო. ახლადშეხორცებული ნეკნები კიბეზე დაცემისას ისევ ჩამტვრეოდა და ოპერაცია სჭირდებოდა, თუმცა მართლა უიმედო მდგომარეობა ქონდა, ამ ხნის კაცი ხელმეორე ოპერაციას, თან ასე მალევე ვერ გადაიტანდა და აზრი არ ქონდა გაკეთებას. პალატაში შესულები რომ დაგვინახა, გაუხარდა. მე კი თვალები ამიცრემლდა და ისე მივუახლოვდი. ბუნდოვნად ვხედავდი მის საწოლს.
_ეს რა მოგსვლია?_სასთუმალთან ჩამოვუჯექი და შუბლზე ვაკოცე.
_თქვენ როგორ ხართ შვილო, თორემ მე რა საკითხავი ვარ?
გიგლა და ლაშაც მოუახლოვდნენ საწოლს და ცოტა შიშით შეათვალიერეს ტკივილისგან სახედამანჭული მოხუცი.
_ძალიან გამიხარდა ჩემს სანახავად რომ მოხვედით._მასაც აუცრემლდა თვალები._ჩემი ვაჟკაცუნები, როგორ შეცვლილან უკვე და ქალაქური იერი დასდებიათ._ტკივილის მიუხედავად მაინც ორივენი ჩაიკრა გულში._დღეს ნოტარიუსი მყავდა და მთელი უძრავ-მოძრავი ქონება შენს შვილებს დავუმტკიცე. სისულელეს ნუ ჩაიდენ და უარს ნუ იტყვი. როგორც შევძელი შენი სახლი გადავარჩინე განიავებას. თამრია და მარინე აქეთ-იქიდან ეზიდებოდნენ ყველაფერს. მე ისინი სახლიდან გავყარე. არ მჭირდება მასეთი შვილები, მხოლოდ წაღებას რომ ლამობენ. ბევრი რამე წაიღეს შენი სახლიდან. უმრავლესობა კი დავაბრუნებინე, მაგრამ ზოგიერთი რამ მაინც შეიტყაპუნეს. ძალიან მეწყინება, თუ შენს ქონებაზე უარს იტყვი და მათ გასანიავებლად მიაგდებ. ეყოთ, რაც აქამდე ეზიდეს. ამ ბავშვს ჩემი სახელი ქვია._გიგლას დაადო თავზე ხელი._ამას კი ჩემი გვარი აქვს._ახლა ლაშას შეხედა._მე ჩემს შვილიშვილებს და მათ დედას ვუტოვებ ყველაფერს. თუ შენს უფლებებს არ გამოიყენებ, მარტო მე ვერ გავხდები ვერაფერს. დამიდექი გვერდით, რომ ჩემმა გაუმაძღარმა შვილებმა შეწყვიტონ შენი და შენი შვილების ქონების განიავება.
რა მეთქვა მართლა არ ვიცოდი. ეს კაცი რომ ყოველთვის ჩემს მხარეზე იყო, ამაში დარწმუნებული ვიყავი. მაგრამ თუ ასე დაუპირისპირდებოდა და გადაიკიდებდა შვილებს, მართლა არ მეგონა. არავისთან ჩხუბის და დავის თავი არ მქონდა. არ მინდოდა ნერვიულობაზე ჩემს შვილს რამე დამართნოდა. არც არავისი საწყევარი არ მინდოდა რომ გავმხდარიყავი. ჩემს მშობლებს იმდენი ქონება ქონდათ, მართლა არ დავიწყებდი ფრონტს სოფლის ერთსართულიანი სახლის გამო, მაგრამ... ამ კაცს ძალიან დიდი სურვილი ქონდა რომ სახლიც და მიწის ყოველი გოჯი ჩემი და ჩემი შვილების საკუთრებაში ყოფილიყო. თამრიას და მარინეს გავუმკლავდებოდი კიდევ როგორმე. აი, ვანჩო მაფიქრებდა და მაშფოთებდა ყველაზე მეტად. ციხიდან რომ გამოვიდოდა, სად წავიდოდა?
_მე არ განგსჯი თუ გათხოვებას დააპირებ და სხვა ოჯახს შექმნი. ახალგაზრდა გოგო ხარ და ვალდებულიც კი ხარ ცხოვრება აიწყო. მე ჩემი გასაკეთებელი მაინც უნდა გავაკეთო. მინდა, იმ ქვეყნად სუფთა სინდისით წავიდე. არ მინდა, რომ თქვენი დარდი გამყვეს. ჩემმა შვილებმა ბევრი რამ დაგიშავეს და მათი გაფუჭებული საქმის გამოსწორებას ვცდილობ. ძალიან გთხოვ, უარი არაფერზე მითხრა. გოგოები რომ დავათხოვე, უმაღლესად გავმზითვე. მაინც უკმაყოფილოები არიან და სულ ყველაფრის განიავება უნდათ. თან, ერთმანეთშიც ჩხუბობენ უკვე ქონების გამო. არც ძმა აინტერესებთ. თავს არც ერთი არ ივალდებულებს კაპიკები მაინც რომ გადაურიცხონ და თავი შეინახოს იქ. არ ვიცი, მართლა ვერ ვხვდები სად დავუშვი შეცდომა მათ აღზრდაში.
_შეიძლება აღზრდა არ აკლიათ, მაგრამ ბუნებით არიან მასეთები._გავბედე და ვუთხარი.
ჩემს მამამთილს მწარედ ჩაეცინა.
_მართალი ხარ შვილო, ჩემი ცხონებული დედაკაცი იყო მასეთი უსამართლო და გაუგებელი. სამივე მან იმგვანა. მე ერთი შვილიც კი არ დამემგვანა.
მართალი იყო, სამივე დედას გავდა. მასავით ზარმაცები, უსამართლონი და გაუმაძღრები იყვნენ.
_სამაგიეროდ შვილიშვილები გგვანან შენ._გაუღიმა ალუდამ და აქამდე ფეხზე მდგარი ბავშვები ხელში აიყვანა.
_უფალს მადლობას ვწირავ მაგის გამო, რომ შვილიშვილებიც და რძალიც კარგი მყავს.
"რძალი"ისეთი სიყვარულით თქვა, გული ამიჩქარდა. მეც ისევ ჩემს მამამთილად ვთვლიდი გიგლას. დავიხარე და ისევ ვაკოცე შუბლზე.
მალე ექთანიც შემოვიდა და ნახვის დრო ამოიწურაო გვაუწყა.
_ხვალაც ხომ მოხვალ შვილო სანამ წასვლას დააპირებ?_ისეთი ხმით მითხრა და ისეთი თვალებით შემომხედა, ვერ ვუთხარი რომ დღესვე ვაპირებდი დაბრუნებას.
გადავწყვიტე, ამაღამ დავრჩენილიყავი და ხვალ წავსულიყავი.
დავპირდი, რომ ვნახავდი ხვალ უეჭველი, დავემშვიდობეთ და პალატიდან გამოვედით.
საჭეს ისევ ალუდა მიუჯდა. ჩვენს სოფელში რომ ავედით, მუხლამდე თოვლი იყო. უკვე ბინდდებოდა,მაგრამ ბიჭებმა მაინც მოასწრეს ციგაობაც, თოვლის ბაბუის გაკეთებაც და გუნდაობაც. ალუდამ ბოსელში დაბმულ ძროხებს პრესი დაუყარა. თაფლა სახელდახელოდ ჩამოწველა და რძე მე მომცა ვედროთი რომ მაღლა აიტანეო. სიამოვნებით დავყნოსე ახლადმოწველილ და ქაფიან თბილ რძეს, მომნატრებია მისი სურნელი. სამზარეულოში რომ ავედი, გავწურე და ასადუღებლად დავდგი.
ბავშვებმა თოვლში სირბილით რომ იჯერეს გული და ოთახში ამოვიდნენ, მხოლოდ მაშინ მოიკითხეს პიტი. მეც მაშინ გამახსენდა და გამიკვირდა, რომ არ შემოგვეგება.
_ალუდა ბიძია, ჩვენი პიტი სად არის არ იცი?_გიგლა ისევ აივანზე გავიდა და ეზოში მყოფ ალუდას გადახედა.
_პიტი, თქვენ რომ წახვედით, ძალიან განიცდიდა და მერე მარტო რომ იყო, მე გამომყვა, ჩემთან არის. არ იცის რომ აქ ხართ, თორემ გამოიქცეოდა._გაეცინა.
მართალია, ოთახში ვიყავი და მას ვერ ვხედავდი, მაგრამ მისი სიცილის ხმის გაგონებისთანავე თვალწინ დამიდგა მის ლოყაზე გაჩენილი პატარა ფოსოები. გული ამითრთოლდა... ძალიან დიდი სურვილი მქონდა მეც გავსულიყავი აივანზე და გადამეხედა ეზოში, მაგრამ თავს ვძლიე და დავეტიე სადაც ვიყავი.
_დილით რომ გამოვალ ძროხების მისახედად, გამოგიყვან შენს პიტს, გინდა?
_ხო, მინდა. მომენატრა ჩემი პიტი._გულწრფელად გაუხარდა გიგლას.
ალუდა ისე წავიდა, მაღლა არ ამოსულა. ეჩქარებოდა ალბათ თავისი საქონლის მიხედვა. ან, ჩემთან მარტო დარჩენის ერიდებოდა. ის რომ წავიდა, მხოლოდ მაშინ გავედი აივანზე. კარგა ხანს ვიდექი ზამთრის სუსხში და ბინდბუნდს გავყურებდი უაზროდ. ბავშვებზე მეტად მე მომნატრებია სოფელი. მენატრებოდა სოფლის ცხოვრებაც. ვანჩოს შიში რომ არ მქონოდა, იქნებ გადამეწყვიტა და დავრჩენილიყავი კიდეც ამ სახლში. თამრიას და მარინეს ადვილად გავუმკლავდებოდი. საერთოდ არ მქონდა მაგათი შიში. მთავარი ვანჩო იყო. მართალია, თოთხმეტი წელი კიდევ ციხეში უნდა მჯდარიყო, მაგრამ როცა გამოვიდოდა, მაშინ რა იქნებოდა? თან, ახლა ალუდაც მეფიქრებოდა, მის სიახლოვეს შევძლებდი მშვიდად ცხოვრებას? არც ჩემი ორსულობის ამბავი მინდოდა რომ სცოდნოდა...
აივანზე რომ შემცივდა, სამზარეულოში შევხედე ბავშვებს. მაგიდას მისხდომოდნენ და ფაზლებით ირთობდნენ თავს.
_რძე ადუღებულია, გინდათ ბიჭებო?
_მე მინდა._ბეჯითი ბავშვივით აწია გიგლამ ხელი.
_მეც მინდა._ლაშამაც მას მიბაძა.
ორივეს ჩამოვუსხი ფინჯნებში ცხელი რძე. მეც მომინდა და პატარა ფინჯანში ჩემთვისაც ჩამოვასხი და წრუპვა-წრუპვით გავედი საძინებელში.
შეცვლილი მეჩვენა ყველაფერი. ბევრი რამ მომაკლდა კიდეც თვალში. კარადაში ჩემი ტანსაცმელი განახევრებული იყო. პირსაწმენდები და თეთრეულიც მეცოტავა. რამდენად ხარბი და გაუმაძღარი უნდა იყო ადამიანი, რომ ესენი წაიღო? ჩემი ოქროულის და ძვირფასეულობის ზარდახშისთვის ვიღაცას ადგილიც შეეცვალნა. სინანულით მივუახლოვდი და ფრთხილად ავხადე სახურავი. მეგონა, აღარაფერი დამხვდებოდა იქ, მაგრამ გამიკვირდა დედაჩემის ნაჩუქარი ყველა ნივთი იქ რომ დამხვდა. მხოლოდ ჩემი ნიშნობის კალიცო და დედამთილის ნაჩუქარი ოქროს საათი არ იდო შიგ. დავიჯერო, წაღება არ ინამუსეს თუ გიგლამ დააბრუნებინათ ნეტა? კალიცო რომ არ დამხვდა, ყველაზე მეტად ის გამიხარდა. ვანჩოსთან გატარებულ წლებს გამახსენებდა ყოველთვის. ვერ ვიტყვი, რომ მძულდა, ჩემი შვილების მამა იყო და რაღაც მაინც გვქონდა ერთად ტკბილად მოსაგონარი. ოჯახის კაცი ნამდვილად არ ყოფილა. არც კარგი ქმარი ეთქმოდა, მაგრამ ექვსი წლის მანძილზე ექვსი დღე მაინც ხომ ვიყავი მასთან ბედნიერი? სიყვარულით თავიდანვე არ მყვარებია. შეყვარება ვერ შევძელი. ადამიანმა თავისი ქცევებით და ხასიათით უნდა შეგაყვაროს თავი. მას კი მართლა ცუდი ხასიათი ქონდა. ბევრჯელ მიფიქრია, რატო დავრჩი მასთან, მაგრამ პასუხი არასდროს არ მქონია. ბავშვი ვიყავი, მიყვარდა სოფელი და ალბათ იმიტომაც დავრჩი...
ბავშვებისთვის და ჩემთვისაც ერთ ოთახში გავშალე საწოლები. ჩემი პიჟამებიც და ხალათიც რომ ვნახე კარადაში, უზომოდ გამიხარდა. ის იყო, ბავშვებთან გავედი სამზარეულოში და უნდა მეთქვა, რომ მაღაზიაში წავსულიყავით რამე გვეყიდა ვახშმისთვის, რომ კიბეზე ნაბიჯების ხმა შემომესმა და შეშფოთებულმა გავიხედე ფანჯრიდან. ალუდა იყო. ცოტა დავმშვიდდი, მაგრამ ახლა ავფორიაქდი. აივნიდანვე დამიძახა და რომ შევეხმიანე, მორიდებით შემოვიდა სამზარეულოში. მაღაზიაში ყოფილიყო და პარკებით ნავაჭრი გადმომცა.
_საჭმელი არაფერი იქნება სახლში და ბავშვები ცოდონი არიან, მშივრები ხომ არ გეყოლებიან?
მესიამოვნა მისი ყურადღება. მადლობა გადავუხადე და პარკები ჩამოვართვი.
_თქვენი პიტი მოგიყვანეთ იცით?_ბიჭებს მიუტრიალდა ახლა.
_აბა სად არის?_გახარებული ბავშვები მაშინვე გარეთ გაცვივდნენ.
ალუდამ ერთი კი გადმომხედა გაღიმებულმა და ისიც მაშინვე მათ მიჰყვა უკან. გარედან პიტის მხიარული ყეფა და ბიჭების აღტაცებული შეძახილები რომ შემომესმა, გამეღიმა. ჩვენ პიტს ისე დაბოხებოდა ხმა, ვეღარ ვცნობდი. მეც დავაპირე გარეთ გასვლა, მაგრამ ჯერ ალუდას მოტანილი პარკები ამოვაცარიელე. ორი შემწვარი ვარია, შებოლილი ვიჩინა, კარაქი, ჩაის პაკეტები, შაქარი, ლიმონათები და რამოდენიმე ბანანი ეყიდა. გამიხარდა, ასე რომ ზრუნავდა ჩვენზე. სუფრა გავშალე და მეც გარეთ გავედი. ის იყო კარები გავხსენი და უნდა გავსულიყავი, რომ ალუდა კიბეზე ამოდიოდა.
_თუ არ შეწუხდები, წყალი დამალევინე._მორიდებით მთხოვა.
უსიტყვოდ შევბრუნდი და მოზრდილი ფინჯნით გამოვუტანე წყალი.
_მადლობა._ფინჯანი ისე ჩამომართვა, ჩემი თითების მოიმწყვდია თავის ხელისგულში.
მისმა შეხებამ ამაფორიაქა და ამაღელვა. თვალებში შეხედვა ვერ გავბედე.
_არაფერს._ძლივს ამოვილუღლუღე და თითები გავინთავისუფლე.
მოაჯირთან მივედი და ბავშვებს გადავხედე ლამპიონის შუქით განათებულ ეზოში.. იმხელა გაზრდილიყო პიტი, მართლაც ვერ ვიცნობდი ქუჩაში რომ შემხვეხროდა. ისეთი ინერციით აბობღდებოდათ ბიჭებს, თოვლში აქცევდათ და აგორავებდათ. ისინიც მხიარული სიცილით ეთამაშებოდნენ. მათ შემხედვარეს გამეცინა. გიგლამ რომ დამინახა აივანზე გადმოყუდებული, მაშინვე კიბეზე ამოირბინა.
_ნახე დე, რამხელა გაზრდილა ჩვენი პიტი?
სანამ გიგლა კიბის თავში ამოვიდოდა, პიტმა გამოასწრო. შემობრუნება მოვასწარი და მე რომ მიცნო, ისე შემომაწყო მუცელზე თათები, წამაბარბაცა. მხიარული ყეფითა და წკმუტუნით ორ თათზე დაიწყო ხტუნაობა. გამეცინა და თავზე გადავუსვი ძაღლს ხელი. კიბის თავში ამოსულმა გიგლამ ამას რომ მოჰკრა თვალი, ძაღლს გაუბრაზდა.
_პიტი, რას აკეთებ? არ შეიძლება! დედიკოს მუცელში ბაია ყავს და არაფერი ატკინო!
ამის თქმა და იატაკზე ფინჯნის დავარდნა ერთი იყო, რომელიც ნამსხვრევებად იქცა. შევკრთი. გული გამიჩერდა თითქოს. შიშით შევხედე ალუდას, რომელიც ისეთი თვალებით მომჩერებოდა, უარესად შევკრთი.
_რაო, რა თქვი?_გიგლას მისამართით იკითხა ალუდამ, მაგრამ მე მიყურებდა გაოგნებული.
_ხო, დედიკოს მუცელში პატარა ბაია ყავს და ჩვენ ვუფრთხილდებით, რომ არაფერი მოუვიდეს._ლაშამაც დაუდასტურა, რომელიც ის-ის იყო ამოვიდა აივანზე და გიგლასთან ერთად ძაღლი დაბლა ჩაიყვანა საყვედურებით.
_ეს სიმართლეა?_ისე ახლოს მოვიდა ჩემთან, მისი მღელვარებისგან გახშირებული სუნთქვა მელამუნებოდა სახეზე.
_ბავშვები არიან და რაღაცას იგონებენ._ვერ გავუსწორე მის მზერას თვალი და თავი დავხარე.
...ოხ, ინგა, რა ძალიან გრძელი ენა გაქვს. რომ შემეძლოს ქვით დაგიჩეჩქვავდი სულ...
_ამიტომ წახვედი აქედან ასე მოულოდნელად, რომ მე არაფერი გამეგო?_მხრებში მომკიდა ხელი და თვალებში ჩამხედა.
_შენ რა შუაში ხარ? გამიშვი, შენი არ არის, ვანჩოსია._უსინდისოდ ვიცრუე.
_ვანჩოსი?_მწარედ ჩაეღიმა._ვის ატყუებ? პაემნის ღამეს დაგნახე როცა მოხვედი. ვანჩომ არ მიგიღო, ვიცი... რატო მატყუებ? რა უფლებით მიმალავ მის არსებობას?
_თავი დამანებე, შენი არ არის._ისევ ვიცრუე და ისევ ვერ გავუსწორე მის მზერას თვალი.
მოულოდნელად ჩემს წინ მუხლებზე დაეცა და წელზე მომხვია ხელები. მჭიდროდ მომეხუტა და შუბლი მომადო მუცელზე. შევკრთი. ერთ ადგილზე გავქვავდი. მართლაც და რა უფლება მქონდა დამემალა მამისთვის მისი მომავალი შვილის არსებობა?
_აქამდე ვერ ვხვდებოდი ასე მოულოდნელად რატო გაიქეცი და რატო მიატოვე ეს ავადმყოფი კაცი სვავების ხელში. ახლა კი ვხვდები. იმ ღამეს შენგან წამოსული უდიდესი სიყვარული ვიგრძენი და რომ უარმყავი, ცოტა ეჭვი შემეპარა, თითქოს დამარწმუნე კიდეც იმაში, რომ ნებისმიერ კაცს ჩაუწვებოდი ლოგინში და იმ ღამით უბრალოდ მე გამიმართლა... მაგრამ, ახლა ვხვდები, რომ არ გინდოდა გამეგო შენი ორსულობა და იმიტომ წახვედი... ტყუილად ცდილობ მომიშორო თავიდან.... ვიცი რომ შენც გიყვარვარ. ნუ უარყოფ, შენს თვალებში ვკითხულობ ამას. რა მიზეზით იხევ უკან? აქამდე თუ გათხოვილი ქალი გერქვა, ახლა ხომ გაშორდი ქმარს?_ფეხზე წამოდგა და ახლა ისე ჩამიხუტა._რატო არ გინდა, რომ ერთად ვიყოთ? მე ხომ სიგიჟემდე მიყვარხარ? შენც გიყვარვარ, თორემ ამ ბავშვს მოიშორებდი._ახლა მუცელზე მომადო ხელი._რაღატო იხევ უკან არ ვიცი.
მუცელზე მისი ხელის მოდებამ რაღაც ამაღელვებელი და ამოუხსნელი განცდით ამავსო. ეს რა გრძნობა ან რა განცდა იყო, არ ვიცოდი. ასეთი რამ მართლა არასდროს განმეცადა. ცრემლები წამომცვივდა.
_ხალხი რას იტყვის ორი შვილის დედას რომ მოიყვან ცოლად, თანაც შენი ბიძაშვილის ყოფილ ცოლს?_ხმის კანკალით ძლივს ამოვთქვი როგორც იქნა ჩემი სათქმელი.
_მე ხალხის აზრი არ მაინტერესებს! მე ჩემთვის მჭირდები.
_ანა?
_ანას ჩემთვის არ უკითხია აზრი როცა გათხოვდა. უყვარდა და სიყვარულით შექმნა ოჯახი. მე არ დამიშლია მისთვის. თვითონ რატომ უნდა ჩაერიოს ჩემს ცხოვრებაში?
_ვანჩო? ის ხომ არ გაცოცხლებს ციხიდან რომ გამოვა?_ძლივს ამოვიჩურჩულე.
_აი, თურმე რაში ყოფილა საქმე._კმაყოფილს გაეცინა._ შენი ყოფილი ქმრის არ მეშინია. ვერაფერს დამიშავებს. რაც დამიშავა, ისიც კმარა, შენი თავი რომ წამართვა წლების წინ. არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ჩვენს ცხოვრებაში ჩაყონ ცხვირი და ერთმანეთს დაგვაშორონ._თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა._არც შენ მოგცემ იმის უფლებას, რომ გამეგცე. შენ ჩემი ხარ, ჩემს შვილს ატარებ მუცლით და არ გაქვს უფლება მიმატოვო.
ერთხანს თვალებში მიყურა. მერე მოულოდნელად დაიხარა და წამიერად შეერთდა ჩვენი ტუჩები. გული საგულედან თუ არ ამომიხტებოდა არ მეგონა. მართლა ძალიან მიყვარდა და უიმისოდ სიცოცხლე არ მინდოდა, მაგრამ... ვანჩოსი მეშინოდა ძალიან. დარწმუნებული ვიყავი, არ მოგვისვენებდა. ციხიდანაც კი მოგვწვდებოდა და გაგვამწარებდა. თუმცა, წინააღმდეგობა არ გამიწევია რომ მკოცნიდა. მსიამოვნებდა მისი თბილი ტუჩების შეხება. მისი წვერიც კი სასიამოვნოდ მიღიტინებდა სახეზე. სულ არ მედარდებოდა განათებულ აივანზე მეზობლების სამიზნეები რომ ვიყავით და ყველა დაგვინახავდა. აღარც იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩემი შვილები შეგვამჩნევდნენ. მიყვარდა, უზომოდ ბედნიერი ვიყავი და მინდოდა მასთან...
იმ ღამეს სახლში არ წასულა, ჩვენთან დარჩა. მთელი ღამე არ გვეძინა. მე ვერ მოვხუჭე თვალი. ალუდა კი სავარძელში ნახევრად გადაწოლილი იჯდა და ფხიზლობდა. ალბათ ეშინოდა, რომ არ ჩასძინებოდა და ისევ არ გავპარულიყავი.
ხვალინდელი დღე მაფრთხობდა, არ ვიცოდი, როგორ მიიღებდა ხალხი ჩვენს ამბავს. თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ორივენი ერთად ყველაფერს ადვილად გავუმკლავდებოდით და ყველა დაბრკოლებას გადავლახავდით. ჩემი ყოფილი მულები ვერაფერს დაგვაკლებდნენ. ანაც შეეგუებოდა ალბათ ამ ამბავს. ალუდასი არ იყოს, თუ კი ეს არ ჩაერია მის ცხოვრებაში, ის რაღატო უნდა ჩარეულიყო? ხალხი ერთხანს იჭორავებდა, მერე კი, რომ მოსწყინდებოდათ, გაჩუმდებოდნენ. ერთადერთი ვანჩო რჩებოდა, ვისიც ძალიან მეშინოდა. ჩემს გამო მისთვის რომ დაეშავებინა რამე, მართლა ვერ გადავიტანდი...
ფრთხილად წამოვდექი საწოლიდან. ხალათი მოვიცვი და გარეთ დავაპირე გასვლა.
_სად მიდიხარ?_შეშფოთებული ხმით მკითხა ალუდამ და წამოდგა.
_ვერ ვისვენებ. ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გავალ._ჩურჩულით ვუთხარი და აივანზე გავედი.
სარწეველა სკამზე შალი დავიფინე და იქ დავჯექი. ალუდაც მალევე მომყვა უკან. გვერდით მომიჯდა და ხელი გადამხვია. ისე მჭიდროდ მიმიკრა, თითქოს მართლა გავრბოდი სადმე და არ უნდოდა ჩემი გაშვება. ერთხანს უხმოდ ვისხედით და ნელა ვირწეოდით. მსიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა. მის სურნელს ვგრძნობდი ალკოჰოლივით რომ მაბრუებდა და ნახევრად თვალებმინაბული ხარბად ვისუნთქავდი მისი სურნელით გაჟღენთილ ზამთრის ცივ და სუფთა ჰაერს. ალუდას ცალი ხელით ჩახუტებული ვყავდი, მეორეთი კი მუცელზე მეფერებოდა. ვანჩოს ორი ბიჭი გავუჩინე და არც ერთ ორსულობაზე არ ქონია ასეთი რეაქცია. აშკარად ბედნიერი იყო მამა რომ უნდა გამხდარიყო. არ მეგონა ასე თუ გაახარებდა მომავალი შვილის არსებობა.
_იცი, თუ გოგო მეყოლება, თებეს დარქმევას ვაპირებ. თუ ბიჭი, დემნასი._ჩურჩულით ვუთხარი.
_თებრო-თებე, დედაჩემის სახელი?_ნიკაპზე ორი თითი ამომდო და თავი ამაწევინა.
თანხმობის ნიშნად თავი რომ დავუქნიე, ღიმილით დაიხარა და ნაზად მაკოცა შუბლზე. მერე ცხვირზე და ბოლოს ტუჩებზე რომ გადმოინაცვლა, სუნთქვა შემიგუბდა. ხშირად უკოცნია ვანჩოს ჩემთვის, მაგრამ ასე გულის გაჩერებამდე არ მივუყვანივარ. არ ვიცი, რა განსხვავება იყო მათ ტუჩებში, მაგრამ ეს რომ აშკარად მახვევდა თავბრუს, უდიდეს ნეტარებას და სიამოვნებას რომ მანიჭებდა, ეს კი ვიცოდი. ალბათ, მეც რომ მიყვარდა, მეც სურვილი მქონდა მისი კოცნის და სიყვარულით აძგერებული ორი გულის ფეთქვა იწვევდა ასეთ სასწაულებს. მუცელში ხომ სასიამოვნოდ მიფარფატებდნენ პეპლები და ვგრძნობდი, რომ იქ ჩვენი სიცოცხლე გრძელდებოდა...
_ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებთ. მე არ მეშინია არაფრის. მინდა რომ მენდობოდე და ჩემი გჯეროდეს._ჩურჩულით მითხრა და ისევ მჭიდროდ ჩამიხუტა._ვანჩოსი ნუ გეშინია, ის ვერაფერს დაგვაკლებს.
_მინდა რომ მეც შენსავით მჯეროდეს, მაგრამ მეშინია._ეს ვუთხარი და მეც მოვხვიე წელზე ხელები._მიყვარხარ და შენ რომ რამე შეგემთხვეს, ვერ გადავიტან იცოდე. ამიტომ წავედი. მირჩევნია, ჩემგან შორს იყო ცოცხალი და საღ-სალამათი, ვიდრე...
_მე არაფერი მომივა._ისევ დაიხარა და ისევ მაკოცა შუბლზე._აქ ცივა და ჯობია ოთახში შევიდეთ. არ მინდა გაცივდეთ. დღეიდან მე ვიზრუნებ თქვენზე. შენს შვილებს საკუთარი შვილებივით გავზრდი, არაფერს მოვაკლებ. კარგ ვაჟკაცებად ავღზრდით მე და შენ. არც მამას და არც მამიდებს დაემსგავსებიან უსამართლობით. საკუთარ შვილებში არ გამოვარჩევ...
_შვილებში?_გამეღიმა.
_ხო, რა იყო, გგონია ერთ შვილზე გავჩერდებით?
გულიანად გადავიკისკისე.
_ნამეტანი ბევრს ხომ არ ინდომებ?
_ჩუმად, ბავშვები არ გააღვიძო._სასიამოვნო კოცნით დამამუწინა პირი და გამაჩუმა აკისკისებული. მერე, მუხლების ქვეშ ამომდო ხელი და მკლავებზე გადაწვენილი შემიყვანა ოთახში._გარეთ ცივა და ნუ გამიჯიუტდები, თორემ გაბრაზებაც ვიცი იცოდე._საწოლში ჩამაწვინა, ხალათი გამხადა და საბანი მზრუნველად ამომიგო._მე ცოტა ხნით უნდა გავიდე სახლში. იცოდე, რომ დავბრუნდე და აქ აღარ დამხვდე და გაპარული იყო, მართლა არ ვიცი რას ვიზავ.
_გპირდები, არ გაგეპარები._კისერზე მოვხვიე ხელები, ჩემსკენ მოვიზიდე და ვაკოცე._გადავწყვიტე, სიცოცხლის დარჩენილი წლები შენს გვერდით გავატარო თუ კი ასე გსურს.
_ხო და, ძალიანაც კარგი, მალე დავბრუნდები იცოდე._კიდევ ერთხელ მაკოცა და ოთახიდან ფეხაკრებით გავიდა.
ბავშვებს მშვიდად ეძინათ. მე ბედნიერების მეცხრე ცაზე ვიყავი. მართლაც მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ალუდას ცოლი გავმხდარიყავი. იმსახურებდა ეს ბიჭი ბედნიერებას და მასთან ერთად მეც. თუ თვითონ მოისურვებდა, წავიდოდით თბილისში და ჩემი მშობლების სახლში ვიცხოვრებდით უფრო მშვიდადაც კი, მაგრამ, თუ ჩემსავით ვერ შეელეოდა სოფელს და აქ დარჩენას გადაწყვეტდა, არ დავუშლიდი. მის გვერდით ყველგან ბედნიერი ვიქნებოდი...
გამთენიისას მაინც ჩამეძინა. დილით ბავშვების ჟრიამულმა გამაღვიძა. შეშფოთებულმა რომ გავახილე თვალები და საწოლში აღარ დამხვდნენ, უმალ მოვიცვი ხალათი და აივანზე გავედი. პიტი, ალუდა და ბიჭები თოვლში გორაობდნენ და არემარეს იკლებდა მათი ხმაური. მართლაც რომ სასიამოვნო სანახავები იყვნენ. კარგა ხანს ვუმზერდი სიყვარულით. მერე ალუდამ შემნიშნა. წამოდგა და კიბეზე სულ სირბილით ამოვიდა.
_შენი შვილებისგან ნებართვა ავიღე, რომ მეც ვიზრუნო შენზე და იმაზე, ვინც მუცელში გყავს._მომაჯადოებლად გამიღიმა და დღისით, მზისით ყველას დასანახად მაკოცა.
მისი წვერი აღარ მიღიტინებდა, რადგან სუფთად გაეპარსა წუხელ წვერი.
ბიჭებიც რომ ამოვიდნენ აივანზე, ღიმილით მოვიშორე ალუდას ტუჩები. მაინც მომერიდა ბავშვების.
_მეც მინდა რომ დედიკოს ვაკოცო._ლაშამ ალუდას მოქაჩა ხელზე.
მაშინვე დასწვდა, ხელში აიყვანა და ლოყაზე აკოცნინა ჩემთვის.
_შენც ხომ არ გინდა?_გიგლას დახედა ალუდამ.
თანხმობის ნიშნად თავი რომ დაუქნია, მეორე ხელში ის აიყვანა და ახლა იმან მაკოცა.
_დე, ალუდა ბიძიამ თქვა, ერთად ვიცხოვროთ, რომ სამივემ ერთად ვიზრუნოთ დედიკოზეო და მართლა?_ლაშამ მიამიტურად ააფახულა ბავშვური თვალები.
_ხო, არ გინდა?_რატომღაც შევკრთი.
_ერთად უნდა ვითამაშოთ ხოლმე ბურთი?
_ხო._თავი დაუქნია ალუდამ.
_სადაც წავალთ, ერთად წავალთ ყოველთვის?
თანხმობის ნიშნად ისევ დაუქნია ალუდამ თავი. თან ჩემთვის არ მოუშორებია ღიმილიანი მზერა.
_ჩვენთან ერთად უნდა ჭამო საჭმელი რასაც დედიკო მოგვიმზადებს?
ალუდამ ისევ დაუქნია თავი.
_ღამე ჩვენთან უნდა დარჩე?
_მაშ როგორ, ღამე აღარ უნდა თქვენს დედიკოს ყურადღება?
_ძილის წინ ზღაპრებს მოგვიყვები?
_რა თქმა უნდა?_გაეცინა და მის ლოყაზე გაჩენილ პატარა ფოსოებს თვალი ვეღარ მოვწყვიტე.
_მაშინ მინდა._მკლავები კისერზე მოხვია ლაშამ და მიეხუტა.
_შენ?_ახლა გიგლას მიუბრუნდა ალუდა, რომელიც რატომღაც ჩუმად იყო ამ ხნის მანძილზე._შენ რაღატო ხარ ჩუმად, არ გინდა?
_ჩვენ ტორნადოზე დამსვამ და მასეირნებ?
_კი.
_ნადირობას მასწავლი?
_რათქმა უნდა.
_რომ გითხრა ვინც მიყვარს, არ დამცინებ?
ალუდამ ღიმილი მაშინვე მოიშორა სახიდან, დასერიოზულდა და ისე უთხრა.
_შენ დამცინე მე რომ გითხარი ვინც მიყვარდა._რატომღაც ჩურჩულით უთხრა, თან მზერა არ მოუშორებია ჩემთვის.
_არა.
_ხო და არც მე არ დაგცინებ. კაცები ერთმანეთს არასდროს დასცინიან._მთელი სერიოზულობით უთხრა და ლოყაზე აკოცა.
_მაშინ მეც მინდა, რომ ჩვენთან იცხოვროს...
_ეს ბავშვები რითი მოთაფლე?_გამეცინა._უარი რომ ეთქვათ, მერე სად მიდიოდი?
_მაგაზე არ მიფიქრია._შემომღიმა და ლოყაზე მაკოცა._აბა, ვაჟკაცებო, ახლა ხელები დავიბანოთ და ვისადილოთ. მერე კი დიდი გიგლას სანახავად წავიდეთ.
ბიჭები ძირს ჩასხა თუ არა, აბაზანაში გაიქცნენ. თვითონ კი გადმოიხარა და ისევ მაკოცა.
_მთავარი დაბრკოლება გადავლახეთ. ახლა გიგლას მოვინახულებთ, მერე თქვენებთან წამოვალ და ოფიციალურად ვთხოვ მათ შენს ხელს._ისევ გადმოიხარა და უნდა ეკოცნა, მაგრამ წინააღმდეგობა გავუწიე.
_ჩვენებთან წამოხვალ?_შეშფოთებულმა ვკითხე.
_ხო. წუთსაც კი არ დავკარგავ._მაინც მაკოცა და აბაზანაში შევიდა ბიჭებთან.
ავღელდი. ჩვენებს ეს ბავშვი ვანჩოსი გონიათ, ახლა ამის გამჟღავნებით თავდაყირა უნდა დააყენოს ყველაფერი? დედამ შეიძლება გამიგოს, მაგრამ მამაჩემი რას იტყვის ნეტა?.. მაგრამ, როცა იქნება მაინც ხომ უნდა გაიგონ? რა აზრი აქვს დღეს დამალვას, თუ კი ხვალ მაინც გაიგებენ?...
_შენ, არ აპირებ ჩაცმას და სადილობას?_გაოცებით გამომხედა ალუდამ, რომ შემატყო ცოტა ავღელდი და ავფორიაქდი და ისევ ერთ ადგილას ვიყავი გაშეშებული.
_ახლავე._ვთქვი და საძინებელში შევედი.
ხალათი გავიხადე. ის იყო პიჟამაც გავიძრე, რომ წელზე მჭიდროდ მომხვია ხელები და ჩურგიდან ჩამიხუტა. როდის შემოვიდა ოთახში არ გამიგია. მართალია, ერთი ღამე ვნებით და სიყვარულით სავსე ერთად გავატარეთ, მაგრამ ჩემი სიშიშვლის მაინც შემრცხვა და მომერიდა. ერთხანს გავინაბე, მესიამოვნა მისი შეხება, მერე კი ხელები გავაშვებინე და უცბად გადავიცვი სვიტერი. ის ღამე გამახსენდა და ლოყები ამეწვა. მივხვდი რომ გავწითლდი. შემრცხვა. მის დაჟინებულ მზერას თვალი მოვარიდე. არ მინდოდა ჩემს თვალებში ამოეკითხა სურვილი და ვნება, რომელიც მისმა ჩახუტებამ გამოიწვია ჩემში. მაგრამ მაინც შემნიშნა. კმაყოფილი ღიმილით მომიახლოვდა. ნიკაპზე ორი თითი ამომდო და ლამის იატაკამდე დახრილი თავი ამაწევინა.
_ახლა ამის დრო არ არის._სასოწარკვეთილმა ძლივს ამოვილუღლუღე. თუმცა ერთი სული მქონდა როდის გამხვევდა თავდავიწყებით ვნების ქარცეცხლში.
_ვიცი... უბრალოდ უნდა გაკოცო, სხვა არაფერს არ ვაპირებ._მართლაც დაიხარა და სუნთქვა შემიგუბა მისმა კოცნამ._ახლა ჩვენს შვილებს მივხედოთ. ამის დროც გვექნება თავზესაყრელად.
ხელიდან დავუსხლტი. შარვალი ამოვიცვი და ბიჭებთან სამზარეულოში გავედი. ალუდას ისევ ეზრუნა ამ დილით და მაღაზიიდან ამოეტანა მზა საკვები, რომ მე არ მეწვალა მის მომზადებაში. ასეთი მზრუნველი ქმრის ხელში ხომ მართლაც უზომოდ ბედნიერი ვიქნებოდი?
გემრიელად ვისადილეთ და ვიმხიარულეთ. მერე კი საავადმყოფოში გავწიეთ ყველამ ერთად. მანქანაში ალუდას გვერდით რომ ვჯდებოდი, ლიას მზერა დავიჭირე ამრეზით რომ გვიყურებდა. აინუნშიც არ ჩამიგდია. რაც უნდოდა ის ეფიქრა და ეთქვა, მე უზომოდ ბედნიერი ვიყავი ალუდას გვერდით და მართლა არ ვაპირებდი ხალხის ჭორის გამო უარი მეთქვა ჩემს ბედნიერებაზე. თუმცა, საავადმყოფოში მისულებს მაინც ცუდი ამბავი დაგვხვდა და დაგვადარდიანა. გიგლას მდგომარეობა გართულებულიყო და ექიმები მის გადარჩენას ცდილობდნენ. ნახევარი საათი გაურკვევლობაში ვიყავით. რა ხდებოდა ვერ ვიგებდით და ეს უფრო მტანჯავდა. დერეფანში ნერვიულად ვცემდი ბოლთას. ალუდა ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მეცოდებოდა გიგლა. მამასავით მიყვარდა და არ მინდოდა ცუდი შემთხვეოდა რამე.
ბევრს ეცადნენ ექიმები, მაგრამ ვერ შეძლეს მისი გადარჩენა. ექიმმა მისი გარდაცვალების ამბავი რომ გამოგვიტანეს, თითქოს ცა ჩამომემხო თავზე, ალუდას ჩავეხუტე და მწარედ ავქვითინდი. მადროვა, სანამ დავწყნარდებოდი. მერე ხელსახოცი მომცა ცრემლების მოსამშრალებლად და სკამზე ჩამომსვა.
_შენებს დაურეკე, რომ ჩამოგხედონ და ბავშვებს მიხედონ. თამრიას და მარინეს იმედად ნუ ვიქნებით, ისინი თავს არ გაიცხელებენ მამის დასაფლავებაზე, ამიტომ ჩვენ უნდა მივხედოთ ამ კაცს და რაც საჭიროა გავუკეთოთ. სახლკარი შენ და შენს შვილებს რომ დაგიმტკიცათ, ისინი ამაზე გაცეცხლდნენ და აღარ ელაპარაკებიან მამას. ცოდოა ეს კაცი, პატივით უნდა დავკრძალოთ.
ალუდა მართალი იყო. ახლა ჭირისუფალი მე ვიყავი, ჩვენს სახლში უნდა გადაგვესვენებინა. მაშინვე დავურეკე ჩვენებს, ეს ამბავი ვუთხარი და ჩამოსვლა ვთხოვე. ზუსტად ერთ საათში ჩამომაკითხეს დედ-მამამ და ინგამ. ოთახი მოვცალეთ, მივალაგეთ და საღამოხნისკენ მოვასვენეთ საწყალი გიგლაც. ჩემს ყოფილ მულებსაც გავაგებინე მამის გარდაცვალების ამბავი. ვერ ვიტყვი არ ეწყინათ მეთქი, მაგრამ არც ისე შეუცხადებიათ, როგორც მის შვილებს ეკუთვნოდათ. მეზობლები საღამოსვე მოვიდნენ სამძიმარზე. კეთილი და პატიოსანი იყო ჩემი მამამთილი და ყველა პატივს სცემდა. ყველას გული დასწყვიტა მისმა გარდაცვალებამ. თუმცა, ალმაცერად მიყურებდნენ სამძიმარზე მოსული ნათესაობა თუ სამეზობლო და საახლობლო.
ალუდა გვერდში მედგა და ყველაფერში მეხმარებოდა. ყველაფერს წესის და რიგის მიხედვით აკეთებდა. თამრია და მარინე მესამე დღეს მოვიდნენ მხოლოდ და დაიკავეს ჭირისუფლის ადგილები. ისეთი თვალებით გვიმზერდნენ მეც და ალუდასაც, აშკარა იყო, რომ ჩვენი სიყვარულის ამბავი იცოდნენ. ტირილით მართლა ლაზათიანად დაიტირეს მამა. არ ვიცი, გული მოულბათ, თუ ხალხის დასანახად, მაგრამ მართლაც რომ დაადევნეს ლაზათი. არც მე დამიხევია უკან. მე გულით დავიტირე ჩემი უძვირფასესი მამამთილი.
დასაფლავების დღეს დილიდანვე გადაუღებლად თოვდა. ბავშვები ინგამ წაიყვანა თბილისში, რომ აქ ყურადღებას ვერ ვაქცევდი და მეშინოდა არაფერი დაშავებოდათ. თამრია და მარინე რაღაც უჩვეულო მოლოდინში იყვნენ თითქოს. მალ-მალე საათს დაჰყურებდნენ. სიმართლე ვთქვა, დიდად არ გამკვირვებია და მათი ამ საქციელისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია. ყოველთვის ასე სჩვეოდათ. სულ სადღაც ეჩქარებოდათ.
გიგლას გასვენებამდე ნახევარი საათი რჩებოდა, ეზოდან უჩვეულო ჩოჩქოლი რომ შემომესმა. გულმა ცუდი მიგრძნო. სხეული ვერ დავძარი, რომ წამოვმდგარიყავი და გამეხედა. სულ მალე კიბეზე მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა. ის რომ მიწყდა, ოთახში, სადაც გიგლა გვყავდა დასვენებული, ორი ფორმიანი ზორბა კაცი შემოვიდა, მათ უკან კი ვანჩოს მონაცრისფრო თვალებს მოვკარი თვალი. ისე ავისმომასწავებლად მიმზერდა, სისხლი გამეყინა ძარღვებში. პატიმარს რომ მშობლის დაკრძალვაზე მოსვლის უფლება ქონდა ვიცოდი, მაგრამ არ მეგონა თუ ვანჩო მოვიდოდა მამის დაკრძალვაზე რატომღაც. ალბათ თამრიამ და მარინემ მოაწყეს ეს საქმე.
სასახლეს წრე რომ დაარტყა, შევნიშნე, რომ წინ ჰქონდა ხელები და ხელბორკილები ედო. მე რომ გამისწორდა, ისე გამიღიმა, ლამის გული გამიჩერდა. ჩემი და ალუდას ამბავი ალბათ იცოდა, მაგრამ ასე თავზეხელაღებული ხომ არ იქნებოდა, რომ ამდენი პოლიციელის თანდასწრებით გაებედა რამე?
შემატყო, რომ შემეშინდა და უფრო ავად ჩაეღიმა. ერთი წრე დაარტყა მამას და ისევ გარეთ გავიდა და აივანზე დადგა კარების წინ. პირდაპირ ვხედავდი. დაჟინებით მომჩეტებოდა და თვალს არ მაშორებდა. კარგი ვქენი ბავშვები რომ ინგას გავაყოლე თბილისში. გული ცუდს მიგრძნობდა და ერთიანად ვცახცახებდი. თამრია და მარინე ისე მშვიდად გრძნობდნენ თავს, მართლაც რომ მიკვირდა.
ის ნახევარი საათი საუკუნოდ გაიწელა, სანამ გაასვენებდნენ გიგლას. ერთი სული მქონდა, ისევ ჩაესვათ ვანჩო მანქანაში და წაეყვანათ ციხეში.
გიგლა რომ ჩაასვენეს და მეც ეზოში ჩავედი, თვალებით დავუწყე ალუდას ძებნა. სად იყო არ ვიცოდი და ძალიან მეშინოდა. თამრია და მარინე ძალიან მშვიდად იყვნენ და ეს უფრო მაფორიაქებდა. ვხვდებოდი, რომ რაღაც ქონდათ ჩაფიქრებული და ამიტომაც იყვნენ ასე მშვიდად. ჩემი თავი ჯანდაბას, ალუდა მედარდებოდა.
ნელი სვლით რომ დაიძრა პროცესია, ვანჩო და ორი პოლიციელი უკან მიყვებოდნენ. მერე თამრია და მარინე. მათ მერე კიდევ სხვები და მათ უკან კი მე, დედაჩემი და დეიდაჩემი. დაძაბული მივდიოდი. ალუდას ისევ დავეძებდი თვალებით. ხმამაღლა ვერც კი ვკითხულობდი, რომ იქნებ არაფერი იცოდნენ და არ გამეთქვა თავი.
ისევ ისე თოვდა. კი არ თოვდა, მადიანად ბარდნიდა და ოც ნაბიჯში ხილვადობა ჭირდა. ალუდას ისევ ვერ ვპოულობდი ვერსად და ეს უარესად მაფორიაქებდა. სასაფლაოზე რომ ავედით, იქაც დიდხანს ვიარეთ, სანამ ჩემი დედამთილის საფლავამდე მივიდოდით. ან, მე მეგონა ასე, რომ დიდხანს ვიარეთ. სანამ საფლავში ჩაასვენებდნენ გიგლას, კიდევ ერთხელ დავიტირეთ რიგრიგობით პატიოსანი კაცი. მიწას აყრიდნენ უკვე ქვემოდან მომავალი ალუდა რომ შევნიშნე. გამიხარდა, მაგრამ ვანჩოს დაჟინებული მზერა რომ ვიგრძენი და შევხედე, ისე ავად მიღიმოდა, მართლაც რომ გამეყინა სისხლი ძარღვებში. დანარჩენი ყველაფერი კი წამებში მოხდა. თამრიამ წინ ჩაუარა ძმას და დავინახე როგორ გადასცა რაღაც. საფლავს მოახლოებულმა ალუდამ ერთი შემომხედა და ოდნავშესამჩნევად გამიღიმა. თვალებით მანიშნა, ყველაფერი რიგზეაო. ვანჩოს რომ გაუსწორდა, ამ უკანასკნელმა ხელები მაღლა ასწია, წამიერად გაიელვა მის ხელში დანამ და დაარტყა კიდეც მკერდში. პოლიციელებმა მაშინვე გააკავეს კმაყოფილი ღიმილით მომზირალი ვანჩო.
_ახლა კი მართლა გერქვას ქვრივი._ისეთი ხმით მითხრა, მუხლებში სისუსტე ვიგრძენი.
ორი ნაბიჯი ძლივს გადავდგი. დავინახე როგორ ჩაიკეცა ალუდა და გაგორდა თოვლში. თეთრი თოვლი ნელ-ნელა შეიღება წითლად. ხალხის ჩოჩქოლი და წივილ-კივილი შორიდან მესმოდა თითქოს. სამართალდამცავებიც აჩოჩქოლდნენ. მესმოდა რაციებით როგორ გადასცემდნენ ერთმანეთს მომხდარ დანაშაულს. ორი ნაბიჯი კიდევ გადავდგი ალუდასკენ. ჰაერი არ მყოფნიდა და ვერ ვსუნთქავდი. მკერდში ტკივილი ვიგრძენი. მერე ვხედავდი ნელ-ნელა როგორ შავდებოდა თეთრი თოვლი. მუხლებში ძალა გამომელია და მეც მოწყვეტით დავეცი ძირს...
გონზე მოსული საავადმყოფოში ვიყავი უკვე.
_ალუდა სად არის, როგორ არის?_საწოლზე წამოვიწიე და გადასხმის სისტემის მოხსნას შევეცადე.
_რას შვრებით, არ შეიძლება._ექთანმა გამაკავა, მაგრამ ამაზე უარესად გავგიჟდი._ექიმს დაუძახეთ!_ვიღაცას გასძახა ექთანმა.
მაგრამ სანამ ექიმი მოვიდოდა, მოვახერხე სისტემის მოხსნა, ხელიდან დავუსხლტი ახალგაზრდა ექთანს ჩემი ქმედებით რომ იყო გაოგნებული და პალატიდან დერეფანში გამოვვარდი.
_ალუდა სად არის? რა მოუვიდა?_იქვე მდგარ დედაჩემს მივვარდი.
_დაწყნარდი... საოპერაციოშია, ოპერაციას უკეთებენ._ჩემს დამშვიდებას კი შეეცადა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ თვითონაც შეშფოთებული იყო და ღელავდა.
ექთანმა ხელი რომ წამატანა, პალატაში დაბრუნდითო, სასოწარკვეთილმა და უმწეომ ისეთ ხმაზე ვუკივლე, ჩემი ხმის მე თვითონვე შემეშინდა.
_ხელი გამიშვი!.. მასთან მიმიყვანე, გთხოვ._დედაჩემს ჩამოვეკიდე ახლა, რადგან ფეხებში სისუსტეს ვგრძნობდი ისევ.
_შენი ნერვიულობა არ შეიძლება ხომ იცი?_წელზე მომხვია დედაჩემმა ხელი და შემიმაგრა, რომ არ წავქცეულიყავი._ის ბიჭი კარგად იქნება, დაწყნარდი.
_საოპერაციოსთან მიმიყვანე, გთხოვ. გპირდები რომ დავმშვიდდები.
ისე ვიხვეწებოდი და ვიმუდარებოდი, რომ მეორე მხრიდან დეიდაჩემი ამომიდგა და მთვრალი კაცივით ძლივს გამიყვანეს.
საოპერაციოს წინ სახეშეშლილი და ტირილისგან თვალებდასიებული ანა იდგა. რომ შევხედე, უარესად მომეწურა გული. რამოდენიმე ნაბიჯი ძლივს გადავდგი მისკენ და პატარა ბავშვივით აღრიალებული გადავეხვიე. მანაც მომხვია ხელები და ისიც აქვითინდა.
_ზუსტად ამისი მეშინოდა... მაგრამ არ მიჯერებდა... ღმერთო, რა დავაშავე ამისთანა, ასე რომ მსჯი..._გულსაკლავად ქვითინებდა ანა.
მე კი სიტყვებს ვერ ვპოულობდი და უბრალოდ ვბღაოდი.
არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავით ასე, ჩემი ექთანი და ექიმი რომ მოვიდნენ.
_ქალბატონო, ასე არ შეიძლება. თქვენს თავზე თუ არ ფიქრობთ, თქვენს შვილზე მაინც იფიქრეთ. მის სიცოცხლეს საფრთხეში რატო აგდებთ?
ანამ ხელი გამიშვა და გაოცებულმა შემომხედა.
_შვილი?.. ჩემი ძმის შვილი?.._გაფართოებული თვალებით მომჩერებოდა.
მახსოვს რომ თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ისევ მომეკვეთა მუხლები.
ალბათ დამამშვიდებელი გამიკეთეს, რომ არ წამოვმხტარიყავი ისევ და არ გავქცეულიყავი საოპერაციოში. თვალები რომ გავახილე და ფანჯრისკენ გავაპარე მზერა, უკვე ბნელოდა. კარგა ხანს მძინებია. შედარებით მშვიდადაც ვგრძნობდი თავს. ჩემს სასთუმალთან ანა იჯდა და თვლემდა. მის სახეზე მინდოდა ამომეკითხა და გამეგო ალუდას მდგომარეობა. ნატანჯი და ნამტირალევი იყო. შემეცოდა. წამოჯდომას შევეცადე. არაფერი დამიხმაურებია, მაგრამ უბრალო ფაჩუნზეც კი გაახილა თვალები. გაღვიძებული რომ მნახა და თან წამოჯდომას ვცდილობდი, სასთუმალი ამიწია.
_ასე უკეთ ხარ?_მზრუნველობა ვიგრძენი მის ხმაში.
_მაპატიე, შენი თხოვნა რომ არ გავითვალისწინე._დამნაშავემ შევხედე._მართლა არ მინდოდა ასე მომხდარიყო. როგორ არის? მითხარი, რომ გადარჩება, გთხოვ._ხელზე მოვკიდე ხელი.
_დაწყნარდი, თორემ ჩემს ძმიშვილს თუ რამე დაემართება, ამას მართლა ვერ გაპატიებ._სიმკაცრე რომ ვიგრძენი მის ხმაში, შევკრთი.
ყველაფრის ღირსი ვიყავი. შეეძლო თმებით ვეთრიე გაუგონარი დანაშაულის ჩადენისთვის. ეწივლა, ეყვირა, ეწყევლნა ჩემი თავი, მაგრამ ასე მკაცრი გამომეტყველებით რომ შემომყურებდა უხმოდ, ამას ვერ ვიტანდი. ეს უფრო მტანჯავდა.
_ალუდა როგორ არის?_ისევ ვკითხე და პასუხის მოდინში დავიძაბე. მერჩივნა სიმართლე მცოდნოდა, ვიდრე გაურკვევლობაში ვყოფილიყავი.
_ორი სანტიმეტრით ქონდა გული გაჭრილი, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მისი ძლიერი და ჯანმრთელი ორგანიზმის იმედად არიან ექიმები, რომ გამოვა მდგომარეობიდან. ახლა ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენია და მომავლის იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
წამოდგომას შევეცადე, მაგრამ ანამ არ გამიშვა.
_იწექი._მკაცრად მითხრა._შენი შვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. წოლითი რეჟიმი გაქვს. ამიტომ ჩემს მითითებებს ზედმიწევნით შეასრულებ. არ მინდა ორივე დავკარგო..._შევატყე როგორ აუკანკალდა ხმა._თუ ალუდა მართლა გიყვარს, მის შვილს გაუფრთხილდი.
_ესეიგი, უიმედო მდგომარეობა აქვს?_მეც ამიკანკალდა ხმა და ამიწყლიანდა თვალები.
_იმედი არ უნდა დავკარგოთ.
_იმედის იმედად უნდა ვიყოთ?_უარესად ამიკანკალდა ხმა.
_მეტი გზა არ გვაქვს. ახლა ცოტა ხნით გავალ. შენ ფეხზე არ ადგე. სერიოზულად დიდი საფრთხის წინაშეა შენი შვილი და მოუფრთხილდი...
ანა რომ გავიდა ჩემი პალატიდან, ცრემლებმა დამისველა თვალები. ალბათ, ჩემი ცოდვის გამო ვისჯებოდი ასე, რომ ჩემთვის ყველაზე უძვირფასეს ადამიანებს ვკარგავდი. რომლის დაკარგვას ვერ გადავიტანდი ყველაზე მეტად არ ვიცი, ორივე ერთნაირი სიძლიერით მიყვარდა და ორივეზე ერთნაირად ვდარდობდი. რომელიმეს რამე რომ დამართნოდა, როგორ უნდა მეცხოვრა არ ვიცოდი. ადამიანი კი ყველაფერს ეგუებაო, მაგრამ ალუდას დაკარგვას როგორ შევგუებოდი წარმოდგენა არ მქონდა. როგორ მომაძახა ვანჩომ, ახლა მართლა გერქვას ქვრივიო? სიმწრისგან ისე ძლიერ ვიკბინე ტუჩზე, პირში სისხლის მოტკბო-მომლაშო გემო ვიგრძენი.
პალატის კარი რომ გაიღო და აცრემლებული დედაჩემი შემოვიდა, მეც ავტირდი უარესად.
_პდაწყნარდი ძვირფასო. ექიმმა თქვა სიმშვიდე სჭირდებაო... შენ ხომ ძალიან გინდა ეს ბავშვი? ხო და თავს მოერიე._მოვიდა და სასთუმალთან ჩამომიჯდა._მხოლოდ და მხოლოდ მასზე იფიქრე და მოუფრთხილდი... გაოგნებული კი ვარ, ეს რა ჩაიდინე. სიტყვები არ მყოფნის. მამაშენიც გაგიჟებულია კაცი, მაგრამ ახლა შენს თავზე და შენს მომავალ შვილზე ვფიქრობთ მარტო...
_იმ დამპალს რა ბედი ეწია?_ვერ გავბედე ჩემი ყოფილი ქმრის სახელით მოხსენიება.
_მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლებენ. სასჯელი გაუორმაგდება და ღრმად მოხუცებული გამოვა იქიდან, თუ იქვე არ ჩაძაღლდა. შენი ყოფილი მულიც დააკავეს დანაშაულის ხელშეწყობისთვის.
_ალუდაზე რას ამბობენ ექიმები, გთხოვ, სიმართლე მითხარი, არაფერი დამიმალო.
_იმედს იტოვებენ, რომ გადარჩება. ასე, რომ მის შვილს მოუფრთხილდი და რომ გამოჯანმრთელდება ერთად მიხედეთ.
*********************
სამი დღე ვიწექი. ადგომის უფლებას არავინ მაძლევდა. პირველი დღე ძალიან გამიჭირდა, თუმცა მერე კი შევეგუე თითქოს. შევეგუე კი არა, მხოლოდ იმასღა ვფიქრობდი, ალუდას რომ რამე დამართნოდა, მისი სიცოცხლის გაგრძელება ხომ ჩემში იყო და მასზე უნდა მეზრუნა. არ ვიცი, საიდან მქონდა იმდენი ძალა და ნებისყოფა, რომ ის დღეები მშვიდად გამეტარებინა. ინგასგან ვგებულობდი მის ამბებს, რომ სტაბილურად იყო, თუმცა ისევ კომაში. მეოთხე დღეს კი ადგომის უფლება რომ მომცეს, მაშინვე მის სანახავად გავწიე. მთლად გადაფითრებული იწვა. ტუჩებიც კი ქაღალდივით თეთრი ქონდა. უმოძრაოდ იწვა და მშვიდად სუნთქავდა. წვერი ისევ წამოზრდოდა. გული მომეწურა მის დანახვაზე. ფრთხილად მივუახლოვდი, შუბლზე ჩამოშლილი თმა ფაქიზად გადავუწიე და გაყინულ შუბლზე ნაზად ვაკოცე. შემაკრთო მისმა სიცივემ. მერე სასთუმალთან ჩამოვუჯექი, მისი გაყინული ხელი ჩემს ხელებში მოვიმწყვდიე და ისევ ავსლუკუნდი.
_არ დამტოვო, გთხოვ... როგორ უნდა ვიცოცხლო შენს გარეშე არ ვიცი... შენ ხომ დამპირდი, რომ არაფერი მომივაო?.. შენ ხომ დამპირდი, რომ ჩვენი შვილები ერთად უნდა აღვზარდოთო?... უფლება არ გაქვს რომ დაგვტოვო, მე და ჩემს შვილს ძალიან გვჭირდები, ჩვენს შვილს..._თავი მის მუცელზე დავდე და ავქვითინდი. ვხვდებოდი, რომ ჩემი ცოდვის გამო ვისჯებოდი ასე. ჯერ ისევ ქმრიანი ქალი დიდი სიამოვნებით რომ დავნებდი ჩემი ქმრის ბიძაშვილს. კაცები დაილია, რომ მაინცდამაინც მას არ ჩავწოლოდი ლოგინში? მაგრამ... სიყვარულს რას გაუგებ? ის ხომ ჩვენს დაუკითხავად მოდის როცა უნდა, სადაც უნდა და ვისთანაც უნდა? ყველაფრის გაკონტროლება შეუძლია ადამიანს სიყვარულის გარდა... ან, ჩვენ ვფიქრობთ ასე მოკვდავი ადამიანები, რომ ჩვენი ცოდვები გავამართლოთ.
შობის საღამოს სახლში არ წავედი და საავადმყოფოში დავრჩი. ბევრს მეხვეწა ანა, აქ ცოდო ხარ, შენ წადი, მე ვიქნებიო, მაგრამ არ დავუჯერე. მითუმეტეს, რომ სახლში არავინ მეგულებოდა. ბავშვები ინგამ წაიყვანა საახალწლო ღონისძიებებზე თბილისში. დედაჩემიც მათ გაყვათ, მამაშენს დავხედავ და მალე დავბრუნდებიო. მარტო ყოფნა კი არ მინდოდა გამოცარიელებულ სახლში და ამიტომ ალუდას პალატაში გადავწყვიტე დარჩენა. სანამ დავწვებოდი დასაძინებლად, როგორც ყოველთვის, მის სასთუმალთან ვიჯექი ცოტა ხნით, წვერმოშვებულ სახეზე ვეფერებოდი და ვეჩურჩულებოდი.
_როგორ მომენატრე იცი? როგორ მომენატრა შენი ჩახუტება შენ ხომ არ იცი... შენი კოცნა მენატრება... შენი ღიმილი და ღიმილის დროს ლოყაზე გაჩენილი პატარა ფოსოები... მოკლეთ, ყველაფერი მენატრება შენი. გთხოვ, არ დამტოვო. როგორ უნდა ვიცოცხლო შენს გარეშე?.. გპირდები, გავხდები შენი ცოლი. რამდენ შვილსაც მეტყვი, იმდენ გაგიჩენ, ოღონდ შენ დაბრუნდი და გაახილე თვალები... შენი მზერა მომენატრა, გულს რომ მიფორიაქებს..._თავი მის მუცელზე დავდე და ისე ავქვითინდი.
მოულოდნელად თავზე ხელის შეხება ვიგრძენი და შევკრთი. მაშინვე ვერ გავბედე თავის აწევა. სულგანაბული დაველოდე რამეს თუ მეტყოდა.
_მართლა გახდები ჩემი ცოლი?
ეს რომ მკითხა, ოდნავ ავწიე თავი და სახეში შევხედე. ოდნავ მილულული თვალები ქონდა, მაგრამ მაინც გახელილი და მე მიყურებდა. ერთხანს გაოგნებული შევყურებდი, თითქოს ვერ ვიჯერებდი.
_მგონი პასუხი არ დაგიბრუნებია._მისთვის დამახასიათებელი ღიმილით შემომღიმა
უცბად ვერ მივხვდი რა პასუხს ელოდებოდა ჩემგან. დაბნეული, გაკვირვებული და გაოცებული შევყურებდი პირღია.
_ცუდად მყოფს კარგად მეფერებოდი და მეჩურჩულებოდი, ახლა რა გჭირს?_ღიმილი არ მოუშორებია სახიდან.
მთლიანად მოვდუნდი. გული უარესად ამიჩქარდა. მერე დავიხარე და გაუცნობიერებლად დავეწაფე ტუჩებზე. მკლავები მომხვია და მჭიდროდ მიმიკრა მკერდზე.
_მადლობა ღმერთს გადარჩი... როგორ შეგვაშინე...
_მე ხომ გითხარი, არაფერი მომივა-მეთქი?
ჯიბეში ტელეფონი მოვიძიე და მაშინვე ანას დავურეკე.
_ნახე ვინ გალაპარაკო._ვუთხარი და ალუდას მივაწოდე მობილური.
ალუდას გაეცინა. ანამ სიცილით იცნო ძმა და იმხელა შეჰკივლა, მეც კი გავიგონე. ტელეფონი გათიშული არ ქონდა, რომ მალევე შემოხსნა პალატის კარი და გრიგალივით შემოიჭრა აკივლებული. მაშინვე ძმას ჩაეხუტა და ატირდა.
_რა გჭირთ ქალებს ასეთი? გტკივათ--ტირიხართ, გიხარიათ და მაშინაც ტირიხართ... გაოცებას ვარ... ხომ გადავრჩი და ცოცხალი ვარ, რაღა გატირებთ?
_ეს უკვე ბედნიერების ცრემლებია რომ იცოდე... მადლობა ღმერთს რომ გადარჩი. არ ვიცი, რა მეშველებოდა უშენოდ...
_კარგი, ნუ ტირი._თავზე ხელი გადაუსვა ალუდამ._და ცოტა აიწიე, თორემ ჭრილობა მტკივა._ისე სასაცილოდ საცოდავი ხმით თქვა, რომ გამეღიმა.
ანა მაშინვე წამოდგა.
_წავალ, ექიმს მოვიყვან, რომ გაგსინჯოს._ეს თქვა და კარებს მიაშურა გასასვლელად, თუმცა მოულოდნელად შემობრუნდა, ლოყაზე მაკოცა და ისე გავიდა.
ანა მალევე დაბრუნდა, თან ექიმი მოიყვანა, რომელმაც გულდასმით გასინჯა ალუდა.
_ყველაფერი კარგადაა, ძლიერი ბიჭია. სულ მალე წამოდგება ფეხზე. მთავარია სტრესის მართვა ისწავლოს, დადებითი ემოციებით დაიტვირთოს, ჯანსაღად იკვებოს, დასვენება და სრულფასოვანი ძილი ხომ აუცილებელია. ექვს კვირაში ძველებური ალუდა გახდება.
_ამას ისეთი პატრონი ყავს, ექვსი კვირა არ დასჭირდება გარწმუნებთ._ანამ წელზე მომხვია ხელი და ლოყაზე მაკოცა._ოთხ კვირაში ჩიტივით იფრენს ჩემი ძმა, დარწმუნებული ვარ.
ანას ნათქვამზე გული შემიფრთხიალდა. პატარა ბავშვივით მესიამოვნა შექება. ბოლო დროს აშკარად ვატყობდი, რომ შეიცვალა ჩემს მიმართ, მაგრამ ამას ნამდვილად არ მოველოდი. რძლად აღმიქვამდა უკვე. ალუდას რომ გავხედე, ღიმილით მოგვჩერებოდა ხან მე და ხანაც ანას.
ექიმი რომ გავიდა, ანა ცოტა ხანს კიდევ დარჩა ჩვენთან. მერე დაურეკეს, მშობიარე მოიყვანესო და მაშინვე გაიქცა.
_შენ მაინც არ გამეცი კითხვაზე პასუხი? მართლა გამომყვები ცოლად და იმდენ შვილს გამიჩენ, რამდენიც მენდომება?
გამეცინა. საწოლში მივუცუცქდი, თავი მის მკლავზე დავდე და ასე გავირინდე. ბედნიერი ვიყავი, რომ ცოცხალი გადარჩა და მის გვერდით ყოფნის უფლებაც მქონდა.
********************
ანა შეეგუა იმ ფაქტს, რომ მის ძმას მე ვუყვარდი და ჩემს გარდა არავინ უნდოდა. მიხვდა, რომ მე უმაღლესად ვიზრუნებდი მასზე და ჩემთან ბედნიერი იქნებოდა. ცოტა მამაჩემმა გაიგიჟა თავი, არ მპატიობდა, ქმარს რომ ვუღალატე, მაგრამ ვატყობდი მასაც ნელ-ნელა უბრუნდებოდა გული. ჩემზე ამოსდიოდა მზე და მთვარე და დიდხანს ვერ ძლებდა ჩემთან უმძრახად. ოცდა თერთმეტ დეკემბერს საავადმყოფოდან რომ გამოწერეს ალუდა, გიგლას დანატოვარ სახლში წავიყვანე. ახალ წელს ერთად შევხვდით მე, ალუდა, ინგა და ჩემი ბიჭები. ასეთი ბედნიერი ახალი წელი დიდი ხანია არ მქონია.
ანა მართალი გამოდგა, ერთ კვირაში ალუდა უკვე გამართულად დადიოდა ფეხზე. ცოტა, კიბეზე ასვლა უჭირდა და სვენებ-სვენებით ამოდიოდა, მაგრამ მაინც არ ყრიდა ფარ-ხმალს. სამოქალაქო ქორწინება რომ გავაფორმეთ და ოფიციალურად მისი ცოლი გავხდი, სოფელში დარჩენა და გიგლას დანატოვარ სახლში ცხოვრება გადავწყვიტეთ. დემური ბიძიას, ანუ უკვე ჩემს მამმთილს თითქოს ეწყინა ეს ამბავი, მაგრამ რომ ხედავდა როგორ ვუვლიდი მის შვილს და როგორ მიყვარდა, ნელ-ნელა შეეგუა კიდეც ამ ამბავს.
ვანჩოს სასამართლოზე არ წავსულვარ, მითუმეტეს, რომ მოწმის სტატუსით ვიყავი დაბარებული, ავადმყოფობა მოვიმიზეზე. არ მქონდა მისი ნახვის სურვილი. ჩემი ჩვენება წერილობით გადავეცი გამომძიებელს. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ოცდაათი წელი მიესაჯა თავისი დანაშაულებებისთვის და სამოცდა სამი წლის ასაკში გამოვიდოდა ციხიდან. თამრიას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მკვლელობის მცდელობის ხელშეწყობისთვის. უმრავლესობა თვლიდა, რომ სამართლიანად ისჯებოდნენ დედმამიშვილები. იყვნებ ისეთებიც, ვინც ყველაფერში მე მადანაშაულებდა. არ ვიცი, იქნებ მართლაც ჩემი ბრალი იყო ყველაფერი, მაგრამ უფლის გარდა ხომ არავის აქვს ჩვენი განსჯის უფლება? მე ჩემი ცოდვა მაშინ მომეკითხება, როცა უფლის წინაშე წარვსდგები სამსჯავროზე და ის გადაწყვეტს დავისაჯო თუ არა სამუდამო ცეცხლის გეენაში. მანამდე კი მიწიერი ცხოვრებით ვაპირებ ტკბობას ჩემს ძვირფას მეუღლესთან და ჩვენს შვილებთან ერთად.
ალუდასგან პირველი შვილი გოგო შემწძინა და როგორც დაგეგმილი მქონდა, თებე დავარქვით. ბებიაქალმა მამას გავსო რომ თქვა, გული სიამით ამევსო. სამი წლის რომ გახდა თებე, ბიჭიც გვეყოლა დემნა. ალუდა მართლაც კარგი მამა იყო, ვანჩოს შვილებს საკუთარ შვილებში არ არჩევდა და უაღრესად პატიოსან ვაჟკაცებად ზრდიდა. ეგ არის, მამას ვერ ეძახდნენ და ალუდა მათთვის ისევ ბიძად დარჩა...
სოფელში ერთხანს ილაპარაკეს და იჭორავეს ჩვენზე, მაგრამ მერე და მერე გადაივიწყეს, რადგან უარესი ამბები მოხდა: სიმონამ საკუთარი ბიძაშვილი დააორსულა და როცა ეს ამბავი გასკდა, სოფლიდან გადაიხვეწნენ. თამრია ციხიდან რომ გამოვიდა, თურქეთში წავიდა სამუშაოდ. როგორც ამბობდნენ, იქიდან იტალიაში გადავიდა და აღარც აპირებდა საქართველოში დაბრუნებას. მარინე რამდენჯერმე შემხვდა მამის საფლავზე ამოსული. ხმა არ გაუცია ჩემთვის არც ავად და არც კარგად.
ინგამ თავის თანამშრომელს დაუკავშირა ცხოვრება და მასთან ბედნიერი იყო.
ისე, ეს ცხოვრება მართლაც რომ მოულოდნელობებითაა სავსე. ან, რასაც უშლიან ადამიანს, მართლაც ის ეჩვენება მიმზიდველად და მის მიღწევა მოპოვებას ცდილობს. სონია იას ყოველთვის ქარცეცხლში ატარებდა გიგლას გამო, მას რომ ემეგობრებოდა. ეს მეგობრობა კი მომავალში დიდ სიყვარულში გადაეზარდათ და მეთორმეტე კლასის დამთავრებისთანავე გაიპარნენ. ერთი ფრონტი და ვაი-ვიში მაშინ გამოვიარეთ კიდევ, მაგრამ სონიას წინააღმდეგობის მიუხედავად ია და გიგლა მაინც ერთად ცხოვრობენ თბილისში და უნდა ვთქვა რომ ბედნიერებიც არიან.
ვის რას გვიმზადებს ცხოვრება, მართლაც არ ვიცით. ამიტომ ნუ განვსჯით და ნუ განვიკითხავთ სხვებს და არც ჩვენ განვიკითხებით. ყველას აქვს ბედნიერების უფლება. ყველა ღვთის შვილები ვართ ჩვენ-ჩვენი ცოდვებით. ანგელოზად არავინ დავბადებულვართ. ცოდვები კი, უფლის გარდა, არავის აქვს უფლება რომ ან მოგვიტეოს და ან არა.
(დასასრული)



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

კარგი და ცხოვრებისეული ისტორიაა

 


№2  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი მანანა
კარგი და ცხოვრებისეული ისტორიაა

მადლობა შეფასებისთვის
--------------------
მშვილდოსანი

 


№3 სტუმარი სტუმარი თეა

კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ ამ ისტორიას სიამოვნებით.ძალიან კარგად გადმოსცემ ადამიანურ ემოციებს.❤❤❤❤❤❤????????????

 


№4  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი თეა
კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ ამ ისტორიას სიამოვნებით.ძალიან კარგად გადმოსცემ ადამიანურ ემოციებს.❤❤❤❤❤❤????????????

დიდი მადლობა. ????????????
--------------------
მშვილდოსანი

 


№5  offline წევრი Nataliko123

საუკეთესო გოგო ხარ????????

 


№6  offline წევრი ელეო ნორა

Nataliko123
საუკეთესო გოგო ხარ????????

მადლობა. ????????
--------------------
მშვილდოსანი

 


№7  offline წევრი tamuna.s

სულ ცოტა ხნის წინ აღმოგაჩინე და საკუთარ თავზე გავბრაზდი, რომ აქამდე არ წამიკითხავს შენი ისტორიები, ხოდა დავუყევი და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ყველა. ძალიან კარგად წერ და გთხოვ ხშირად გაგვანებივრე, მოუთმემლად გელოდები.

 


№8  offline წევრი ელეო ნორა

tamuna.s
სულ ცოტა ხნის წინ აღმოგაჩინე და საკუთარ თავზე გავბრაზდი, რომ აქამდე არ წამიკითხავს შენი ისტორიები, ხოდა დავუყევი და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ყველა. ძალიან კარგად წერ და გთხოვ ხშირად გაგვანებივრე, მოუთმემლად გელოდები.

დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის.
--------------------
მშვილდოსანი

 


№9 სტუმარი kati

Ertmanetis miyolebit wavikitxe zveli da axali istoriebi da zalian momewona.moutmenlad davelodebi kjdev siaxleebs.warmatebebi.

 


№10  offline წევრი ელეო ნორა

kati
Ertmanetis miyolebit wavikitxe zveli da axali istoriebi da zalian momewona.moutmenlad davelodebi kjdev siaxleebs.warmatebebi.

უღრმესი მადლობა
--------------------
მშვილდოსანი

 


№11 სტუმარი ეკა

სასწაული ისტორია იყო,ბევრი ცრემლით და კარგი დასასრულით.მადლობა ამ სიამოვნებისთვის❤❤

 


№12  offline წევრი ელეო ნორა

ეკა
სასწაული ისტორია იყო,ბევრი ცრემლით და კარგი დასასრულით.მადლობა ამ სიამოვნებისთვის❤❤

გაიხარეთ. დიდი მადლობა შეფასებისთვის.
--------------------
მშვილდოსანი

 


№13 სტუმარი სტუმარი თამო

ეს ისტორია როცა წავიკითხე, აქ მაშინ არ დებდით. მაშინ გული დამწყდა რომ ვერ გნახეთ. აახლა აქ რომ ვნახე ეს საოცარია ისტორია. ძალიან გამეხატდა თქვენი აქ გამოჩენა. წარმატებებს გისურვებთ. საოცარი წერის სტილი გაქვთ. ❤️❤️❤️❤️ თქვენი ერთი ისტორია ჩანიშნული მაქვს წასაკითხებში. არ ვიცოდი ავტორი თქვენ რომ იყავით თორემ ურიგოდ წავიკითხავდი აუცილებლად ❤️❤️❤️❤️

 


№14  offline წევრი Marikagogolqdze

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ქალები ძლიერი სქესი ვართ

 


№15  offline წევრი katerinaeka

ძალიან კარგია და თან ძალიან კარგად იკითხება. მე მომეწონა.
blush

 


№16  offline წევრი ელეო ნორა

katerinaeka
ძალიან კარგია და თან ძალიან კარგად იკითხება. მე მომეწონა.
blush

მადლობა შეფასებისთვის.
--------------------
მშვილდოსანი

 


№17  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი თამო
ეს ისტორია როცა წავიკითხე, აქ მაშინ არ დებდით. მაშინ გული დამწყდა რომ ვერ გნახეთ. აახლა აქ რომ ვნახე ეს საოცარია ისტორია. ძალიან გამეხატდა თქვენი აქ გამოჩენა. წარმატებებს გისურვებთ. საოცარი წერის სტილი გაქვთ. ❤️❤️❤️❤️ თქვენი ერთი ისტორია ჩანიშნული მაქვს წასაკითხებში. არ ვიცოდი ავტორი თქვენ რომ იყავით თორემ ურიგოდ წავიკითხავდი აუცილებლად ❤️❤️❤️❤️

მადლობა ❤️❤️❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№18 სტუმარი სტუმარი ნინო

საკითხავად კარგია, მაგრამ პირადად ჩემთვის მიუღებელია ასე ბიძაშვილ-მამიდაშვილებზე დარევა, მოწონება-სიყვარულები.
ჩემს გარშემო მსგავსი რამეები არასოდეს მომხდარა და ისიც კი მიურებელი იყო ერთი გვარისანი თუ დაქორწინდებოდნენ და ახლა მოდაა ასეთი ნათესავებს შორის?! თუ კახეთშია მიღებული საწოლში იწვენდნენ ბიძაშვილის ცოლებს, ბიძაშვილებს, დეიდაშვილებს და კიდევ სხვა უბედურებები?!

[quote=სტუმარი ნინო]საკითხავად კარგია, მაგრამ პირადად ჩემთვის მიუღებელია ასე ბიძაშვილ-მამიდაშვილებზე დარევა, მოწონება-სიყვარულები.
ჩემს გარშემო მსგავსი რამეები არასოდეს მომხდარა და ისიც კი მიურებელი იყო ერთი გვარისანი თუ დაქორწინდებოდნენ და ახლა მოდაა ასეთი ნათესავებს შორის?! თუ ქართლსა და კახეთშია მიღებული საწოლში იწვენდნენ ბიძაშვილის ცოლებს, ბიძაშვილებს, დეიდაშვილებს და კიდევ სხვა უბედურებები?!
[quote=სტუმარი ნინო]საკითხავად კარგია, მაგრამ პირადად ჩემთვის მიუღებელია ასე ბიძაშვილ-მამიდაშვილებზე დარევა, მოწონება-სიყვარულები.
ჩემს გარშემო მსგავსი რამეები არასოდეს მომხდარა და ისიც კი მიუღებელი იყო ერთი გვარისანი თუ დაქორწინდებოდნენ და ახლა მოდაა ასეთი ნათესავებს შორის?! თუ ქართლსა და კახეთშია მიღებული საწოლში იწვენდნენ ბიძაშვილის ცოლებს, ბიძაშვილებს, დეიდაშვილებს და კიდევ სხვა უბედურებები?![/quote]

 


№19  offline წევრი ელეო ნორა

[quote=სტუმარი ნინო]საკითხავად კარგია, მაგრამ პირადად ჩემთვის მიუღებელია ასე ბიძაშვილ-მამიდაშვილებზე დარევა, მოწონება-სიყვარულები.
ჩემს გარშემო მსგავსი რამეები არასოდეს მომხდარა და ისიც კი მიურებელი იყო ერთი გვარისანი თუ დაქორწინდებოდნენ და ახლა მოდაა ასეთი ნათესავებს შორის?! თუ კახეთშია მიღებული საწოლში იწვენდნენ ბიძაშვილის ცოლებს, ბიძაშვილებს, დეიდაშვილებს და კიდევ სხვა უბედურებები?!

[quote=სტუმარი ნინო]საკითხავად კარგია, მაგრამ პირადად ჩემთვის მიუღებელია ასე ბიძაშვილ-მამიდაშვილებზე დარევა, მოწონება-სიყვარულები.
ჩემს გარშემო მსგავსი რამეები არასოდეს მომხდარა და ისიც კი მიურებელი იყო ერთი გვარისანი თუ დაქორწინდებოდნენ და ახლა მოდაა ასეთი ნათესავებს შორის?! თუ ქართლსა და კახეთშია მიღებული საწოლში იწვენდნენ ბიძაშვილის ცოლებს, ბიძაშვილებს, დეიდაშვილებს და კიდევ სხვა უბედურებები?!
[quote=სტუმარი ნინო]საკითხავად კარგია, მაგრამ პირადად ჩემთვის მიუღებელია ასე ბიძაშვილ-მამიდაშვილებზე დარევა, მოწონება-სიყვარულები.
ჩემს გარშემო მსგავსი რამეები არასოდეს მომხდარა და ისიც კი მიუღებელი იყო ერთი გვარისანი თუ დაქორწინდებოდნენ და ახლა მოდაა ასეთი ნათესავებს შორის?! თუ ქართლსა და კახეთშია მიღებული საწოლში იწვენდნენ ბიძაშვილის ცოლებს, ბიძაშვილებს, დეიდაშვილებს და კიდევ სხვა უბედურებები?![/quote][/quote]
მადლობა შეფასებისთვის. გეთანხმებით, ჩემთვისაც მიუღებელია. მე იმიტომ კი არ ვწერ ასეთ თემებზე ისტორიებს, რომ მომწონს. უბრალოდ, ასე ხდება ცხოვრებაში. ამაზე უარესებიც ხდება და საზოგადოებას რეაქცია უკვე აღარ აქვს.
--------------------
მშვილდოსანი

 


№20 სტუმარი სტუმარი ნინო

არ შეიძლება მერე ასეთი ადამიანები დადებით გმირებად წარმოვაჩინოთ, მართლმადიდებლებსში ეს დიდ ცოდვად ითვლება და თუ სხვა რელიგიის წარმომადგენლები არიან, სხვა საქმეა.
ასეთი რაღაცეები კი ხდება , მაგრამ, ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ თითქოს მისაღებია.
თიტქოს პროპაგანდასავით გამოდის და გამარტლებას უძებნით და ასე რომ არ იყოს, უარყოფითი დასკვნები ან მოვლენები მაინც ჩაურთეთ.
მადლობთ თუ გაითვალისწინებთ.

 


№21  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ნინო
არ შეიძლება მერე ასეთი ადამიანები დადებით გმირებად წარმოვაჩინოთ, მართლმადიდებლებსში ეს დიდ ცოდვად ითვლება და თუ სხვა რელიგიის წარმომადგენლები არიან, სხვა საქმეა.
ასეთი რაღაცეები კი ხდება , მაგრამ, ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ თითქოს მისაღებია.
თიტქოს პროპაგანდასავით გამოდის და გამარტლებას უძებნით და ასე რომ არ იყოს, უარყოფითი დასკვნები ან მოვლენები მაინც ჩაურთეთ.
მადლობთ თუ გაითვალისწინებთ.

მადლობა, გასათვალისწინებელია თქვენი რჩევა.
--------------------
მშვილდოსანი

 


№22 სტუმარი მთვარო სვანი

ჩემთვის გამორჩეული ისტორიების ხუთეულში მოხვდა ეს ისტორია.რაღაცნაირად ჩამწვდა გულში.მიუხედავად იმისა რომ აკრძალული სიყვარული ქონდათ მაინც ვერ დავგმე.არავინ იცის ვის რას უმზადებს უფალი და ნურავინ იტყვის მე მსგავსი არასოდეს შემემთხვევაო.ძალიან შემიყვარდნენ ორივე განსაკუთრებით ალუდა.მართლა კარგი იყო

 


№23  offline წევრი ელეო ნორა

მთვარო სვანი
ჩემთვის გამორჩეული ისტორიების ხუთეულში მოხვდა ეს ისტორია.რაღაცნაირად ჩამწვდა გულში.მიუხედავად იმისა რომ აკრძალული სიყვარული ქონდათ მაინც ვერ დავგმე.არავინ იცის ვის რას უმზადებს უფალი და ნურავინ იტყვის მე მსგავსი არასოდეს შემემთხვევაო.ძალიან შემიყვარდნენ ორივე განსაკუთრებით ალუდა.მართლა კარგი იყო

დიდიმადლობა. კი, ცხოვრებაში რა აღარ ხდება და თან ამაზე უარესებიც. გამოგიტყდებით და დასასრული სულ სხვაგვარად მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ალუდამ მეც შემაყვარა თავი და ბოლოში დავინდე.
--------------------
მშვილდოსანი

 


№24 სტუმარი ციური თურმანიძე

დიდი მადლობა ასეთი კარგი ნოველისთვის
ამ გოგოს ცხოვრებით ვიცხოვრე და ის სიყვარულიც გავითავისე ცრემლიანი და სანაქებო. ღმერთმა კიდევ უამრავი ლამაზი ისტორია დაგაწერინოს მკითხველის გულის გასახარად

 


№25 სტუმარი გოგი

შემთხვევით გადავაწყდი.
თავიდან ერთი ჩვეულებრივი ისტორია მეგონა.
კითხვას შევუდექი და რომ აღარ დამთავრდა გადავხედე...
ამოდენა რომანი თუ იქნებოდა რას წარმოვიდგენდი. თუმცა დაწყებული მქონდა კითხვა და ვიდრე ბოლოში არ გავედი, თვალი ვერ მოვწყვიტე. დამათენდა და უკვე სამსახურში ვარ წასასვლელი.
დღეს როგორ ვიმუშავებ არ ვიცი.????????????

ბრავო და მადლობა????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent