შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე გავთხოვდი


22-03-2021, 12:30
ავტორი gabi du
ნანახია 4 214

მე გავთხოვდი... სრულიად მოულოდნელად.
გავთხოვდდი 22 წლის ასაკში, ჩემზე 9 წლით უფროს მამაკაცზე, რომელიც 12 წლის ასაკიდან მიყვარს. მიყვარს ზერელე ნეთქვამია... ჭკუა მეკეტება, ყველას და ყველაფერს მირჩევნია. მისით ვსუნქავ. მის გამო მიხარია, რომ დავიბადე... რომ ვცოცხლობ... მინდა კანში შევუძვრე, სისხლად ვიშხუვლო მის ვენებში და ყოველ ჯერზე შევეხო მის გულს.
და აი, კაცი, რომელზეც მთელი ათი წელი ვოცნებობდი, რომელმაც მხოლოდ ერთხელ, 14 წლის ასაკში შემამჩნია ,,რა ლამაზი ბავშვიაო" მხოლოდ ამით შემოიფარგლა და მას შემდეგ არცერთხელ გამოუხედავს ჩემსკენ ახლა ჩემს გვერდით წევს. ჩემი ქმრის სტატუსით.
გუშინ ქორწილი გვქონდა. გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე აღმოვჩნდი საკურთხეველთან. მას არ უთხოვია ცოლობა. ირაკლის დეიდაშვილი ტატა, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარია და ჩემი დედამთილი მოვიდნენ 10 დღის წინ. წინა საღამოს, ტატას დაბადების დღეზე პირველად ვნახე ირაკლი წლების შემდეგ და თან პირისპირ. არ ვიცი, რა თვალით შემომხედა, მაგრამ ვგრძნობდი მის მზერას და კანში ვეღარ ვეტეოდი. სტუმრების დაშლამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩემთან მოვიდა, უსიტყვოდ გამომიწოდა ხელი და მანიშნა საცეკვაოდ გავყოლოდი. მეგონა მოვკვდებოდი ისე ამტკივდა გული, რომელიც ჯერ გაჩერდა და შემდეგ გასკდომამდე აბრაგუნდა. ვალსის მომაჯადობელ მელოდიას ასჯერ უფრო მოჯადოებული ძლივს ვაყოლებდი ტანს. თურმე, ბედნიერებასაც შესძლებია შოკში ჩაგაგდოს.
- მე ირაკლი ვარ. ტატას დეიდაშვილი. - ხავერდოვანი ხმით ჩამჩურჩულა ყურში. ყვრიმალთან მის სუნთქვას ვგრძნობდი. წამით გავირინდე და თვალები თავისით დამეხუჭა. ძლივს მოვახერხე მეპასუხა.
- სასიამოვნოა. ნინა.
- ნინა. - გაიმეორა ჩემი სახელი და რამდენიმე ხანში დაამატა - საოცრად ლამაზი და ეშხიანი ნინა. - ვერაფერი ვუთხარი, მხოლოდ გაფართოებული თვალებით შევხედე. მელოდიაც დასრულდა, მოულოდნელად საფეთქელზე მაკოცა და ჩამჩურჩულა.
- მადლობა ცეკვისთვის. - სკამამდე მიმაცილა და გამეცალა. დიდხანს აღარ დავრჩენილვარ. გაბრუებული წავედი შინ და მაშინვე დავწექი. მთელი ღამე ვიწრიალე მომხდარს ვაანალიზებდი და ბედნიერებისგან ყურებამდე გაკრეჭილი ტუჩებს ვეღარ ვიმორჩილებდი. მე ხომ ისიც მყოფნიდა ბედნიერებისთვის ერთ ჰაერს, რომ ვსუნთქავდით. მისი ყურადღება, ცეკვა, შეხება და კომპლიმენტი ხომ სააერთოდ ბევრზე ბევრი იყო ჩემთვის. რა დამაძინებდა. დილით ტატამ დამირეკა.
- ნი, როგორ ხარ?
- კარგად საყვარელო, შენ?
- მე ძალიან, ძალიან კარგად. სახლში ხარ ხომ?
- კი, დღეს არ ვმუშაობ. გამიმხელ შენი ბენიერების მიზეზს?
- 15 წუთში შენთან ვარ და მოგიყვები. - არაფრის თქმა მაცალა ისე გამითიშა ტელეფონი. თადარიგი დავიჭირე და ყავა დავადგი. შოკოლადებიც დავალაგე შესაფერის ჭურჭელში და ხილის დაჭრას შევუდექი. მიყვარს ლამაზად დაჭრილი და გაფორმებული ხილი. არამარტო ხილი. საერთოდ მიყვარს ლამაზად გაშლილი სუფრა, ერთნაირი ჭურჭელით. ყავა ფინჯანში ჩამოვასხი და კარზეც დააკაკუნეს. გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა, როცა გაღებულ კართან ტატასთან ერთად დეიდამისი ანუ ირაკლის დედა მანიკაც დამხვდა. ძლივს მოვახერხე შემომეპატიჟებინა. თბილად მომიკითხა და გადამკოცნა. ჩემს სახელდახელოდ მაგრამ ლამაზად გაწყობილ სუფრასთან მივიპატიჟე და ყავის ფინჯნები მივაწოდე.
- ალბათ გაგიკვირდა ჩემი დანახვა. - მანიკა პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
- ცოტათი, მაგრამ გამიხარდა. - გამეღიმა.
- აქამდე ყოჩაღად მოვედი, თუმცა არ დაგიმალავ მეც ვღელავ. - გაკვირვებულმა შევხედე მასაც და საეჭვოდ გაჩუმებლ ტატასაც, რომელიც ვითომ აქ არ იყო და გამწარებული სქროლავდა სოციალურ ქსელს.
- 4 წელია ირაკლი საქართველოდან წასულია. არ ვიცი, იცი თუ არა, რომ საფრანგეთში ცხოვრობს. შესაბამისად სამსახურიც იქ აქვს. ხუთი დღის წინ ჩამოვიდა და 2 კვირაში ისევ წასვლა უწევს. - ვერაფრით მივხვდი რისი თქმა უნდოდა მანიკას და უაზრო თვალებით მივჩერებოდი. - თუ შენ თანახმა იქნები, მას უნდა, რომ შენ... - აქ ისევ პაუზა გააკეთა მე კი გულისცემას ვერაფრით ვიმორჩილებდი. რა უნდოდა ირაკლის ჩემგან, რაზე უნდა ვყოფილიყავი თანახმა? - მას უნდა, რომ წასვლამდე შენზე იქორწინოს. - როგორც იქნა ჩაამთავრა სათქმელი მაგრამ მე უკვე სააქაოს აღარ ვიყავი. გაჩუმებული და აბსოლიტურად უემოციო მივშტერებოდი აღელვებულ ქალს.
- ნინა ვიცი, გიკვირს აქ ჩვენ რომ ვსხედვართ და ჩვენგან ისმენ ამ წინადადებას და არა ირაკლისგან. მაგრამ ის თუ ეხლა წავა 6 წელი ვეღარ დაბრუნდება. რაღაც კონტრაქტს მოაწერა ხელი. ირაკლი ფიქრობს, რომ 2 კვირა ძალიან ცოტაა ურთიერთობის იმ ეტაპამდე მისაყვანად, რასაც ქორწინება ქვია. მე და დეიდა აქ, იმ მიზეზის გამო ვართ, რაც მე და შენ ძალიან კარგად ვიცით. - მითხრა ტატამ. აქ კი გამაცია მეგონა საგულდაგულოდ ვმალავდი ჩემს გრძნობებს საუკეთესო მეგობართანაც კი.
- ირაკლის მოსწონხარ და მზადაა შენთან ერთად ახალი ცხოვრება დაიწყოს. კარგად დაფიქრდი შვილო და გადაწყვიტე. თუმცა დიდი დრო არ გვაქვს. თუკი თანახმა იქნები ქორწილს 10 დღეში გადავიხდით. - მანიკამ ჩემი ხელი მტევნებში მოიქცია და დამიყვავა. თავი სიზმარში მეგონა ჩემო საოცნებო მამაკაცი ხელს მთხოვდა. მართალია მერჩივნა თვითონ მოსულიყო და ყველაფერი ისე მომხდარიყო, როგორც ფიქრებში, სიზმრებში ან ფილმებში მაგრამ არ დავეძებდი. იმის გააზრებამ, რომ შემეძლო დილა მისით დამეყო, მასთან დამეღამებინა, ჩახუტებულს დამეძინა და მისი ამონასუნთქი ჰაერი შემეძლო ჩამესუნთქა ბედნიერებით ამავსო და ამაფეთქა. აღარ მახსოვს სიტყვები, რომელითაც დავთანხმდი ამ სიგიჟეს. ვერ გავიაზრე რამხელა სხვაობა იყო მე, საშუალო ფენის წარმომადგენელი,უდედმამო, სტომატოლოგ ნინა დანელიასა და საერთაშორისოდ აღიარებულ, წარმატებულ ბიზნესმენს ირაკლი პაჭკორიას შორის. ამ 10 დღის განმავლობაში ყოველდღე ვხვდებოდი ირაკლის, მმუდამ მეგობრების გარემოცვაში. წამითაც არ დავრჩენილვართ მარტო. გაბრუებულს არაფერი მეუცხოებოდა და ბედნიერს არფერში შემპარვია ეჭვი.
გუშინ მე გავთხოვდი.
ულამაზესი საქორწილო კაბა მეცვა და ზღაპრული ქორწილი მქონდა.
- ულამაზესი პატარძალი ხარ. - ეს ერთადერთი სწინადადება მითხრა ჩემმა ქმარმა ცეკვისას. მის მკლავებში გავიტრუნე და მკერდზე მივადე თავი.
წუხელ პირველი ღამე მქონდა. ნუ, მთლად ესეც ვერ დავარქმევ. ,,იმ" ამბამდე არ მისულა საქმე, მაგრამ ბევრიც არ აკლდა. თუმცა ჩემთვის ყველაფერი პირველი იყო.
გული გამიჩერდა პირველად, რომ მაკოცა. მეგონა, სუნთქვას ვეღარ შევძლებდი. თავდავიწყებით მკოცნიდა და მეფერობოდა თუმცა, რატომღაც ამეკვიატა, რომ ეს ალერსი მე არ მეკუთვნოდა. ჩემთვის არ იყო. თითქოს ადრესატი ჰყავდა.
მოფერებით გული რომ იჯერა მკითხაჩემთვის პირველი იყო თუ არა. რომ დავუდასტურე ერთხანს გაირინდა მერე კიდევ ერთხელ მაკოცა ტუჩებში.
- დავიძინოთ. შენც ნასვამი ხარ და მეც. მინდა პირველი ღამე გახსოვდეს. - სიბნელეში გამიღიმა და გულზე მიმიხუტა. ჩემთვის ესეც კმაროდა. კმაროდა კი არა მის კანს რომ ვეხებოდი თავი ყოვლისშემძლე მეგონა. აღარ მახსოვს როდის ჩამეძინა.
ახლა თვალი გავახილე და მძინარე ირაკლის ვაკვირდები. ხელები მექავება, ისე მინდა მოვეფერო. გაშლილ, მამაკაცურ მკერდზე, სადაც თავი მიდევს ხელი გადავუსვა. ყელში ვაკოცო, მაგრამ თავს ვიკავებ. იმიტომაც, რომ მერიდება და მაინც წუხანდელ აკვიატებულ აზრს ვყავარ შეპყრობილი - ,,მე არ მეკუთვნის".
ცოტა ხანს ვიყოყმანე, ვერ გადავწყვიტე, როგორ ჯობდა. ირაკლის გაღვიძებას დავლოდებოდი თუ ავმდგარიყავი. ბოლოს მაინც მეორე ვარიანტი ავირჩიე. ფრთხილად ავდექი, წყალი გადავივლე, მოვწესრიგდი და პირველ სართულზე ჩავედი, სადა სამზარეულოში მოფუსფუსე დედამთილი და მისი მეგობარი დამხვდნენ. მორცხვად მივესალმე. მათთვის თვალის გასწორება მომერიდა და ავწითლდი.
- როგორ გეძინა საყვარელო, ხომ არაფერი გინდა? - გადამკოცნა მანიკამ.
- კარგად მადლობა. რით დაგეხმაროთ?
- არაფრით. დაჯექი მაგიდასთან. ამ დილას ყავა გესიამოვნება თუ ჩაი შვილო?
- დილას არ ვსაუზმობ დედა. - ისე გაუაზრებლად წამოვროშე ეს სიტყვა ვერც მივხვდი. მანიკას ცრემლები რომ ჩაუდგა თვალებში მაშინ დავფიქრდი რა ვთქვი. - ბოდიში. - სასწრაფოდ დავამატე და თვალი ცრემლით ამევსო, მაგრამ არამც და არამც ტირილს არ ვაპირებდი. მოვიდა და ჩამიხუტა.
- ბედნიერი ვარ, რომ ეს შენგან მესმის. - მხოლოდ ეს მითხრა.
- ირაკლი ყავს მიირთმევს როგორც ვიცი. როგორი ყავა უყვარს? - ინტერესით მივაჩცერდი.
- ნესკაფე გოლდს სვამს სამ კოვზ ყავას ერთ კოვზ შაქართან დიდი ფინჯნით. - წყალი ავადუღე და გავამზადე იმ პროპორციით, რაც დედამთილმა მიკარნახა და საძინებლისკენ წავედი. დიდი ძალისხმევა დამჭირდა ჭიქა ხელიდან არ გამვარდნოდა, როცა ირაკლის ხმა შემომესმა. როგორც ჩანს ტელეფონზე საუბრობდა.
- მნიშვნელობა არა აქვს რატომ მოვიყვანე. მთავარია, რომ მოვიყვანე და ახლა ვერაფერს შევცვლით. შეეგუე ფაქტს, რომ ძველებურად არაფერი იქნება. ნინა რომ არა სხვა იქნებოდა მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი ისაა, რომ ჩვენ მე და შენ დავასრულეთ. მიყვარხარ მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. - მეტი არაფერი გამიგონია. სასწრაფოდ მოვცილდი კარს და დერეფნის ბოლოში გავედი. ცრემლებს ვერ ვაკონტროლებდი და არ მინდოდა ვინმეს შეემჩნია. რამდენიმე წუთი დავყავი და ისევ საძინებელს მივუახლოვდი. დავაკაკუნე და ნებარშვის შემდეგ შევედი. ირაკლი ჯერ კიდევ იწვა.
- ყავა მოგიტანე. -ვუთხარი ისე, რომ მისთვის არ შემიხედავს და სასწრაფოდ გამოვბრუნდი, როგორც კი ფინჯანი გამომართვა.
-ნინა. - კართან მისულს დამეწია მისი ხმა.

გამარჯობა ჩემო კარგებო. დიდი ხნის პაუზის შემდეგ ისევ გადავწყვიტე დავწერო. თუკი მოგეწონებათ და კომენტარების სახით გამანდობთ თქვენს აზრს გავაგრძელებ.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ძალიან საინტერესო დასაწყისიაა. იმედი მქონდა სრულქდ იქნებოდაა. მაგრამ თუ მალმალწ ატვირტავ წავიკითხავ. თუატადა დასრულებას დაველოდწბი

იმედია ამას მაინც დაასრულებ
.წინა იატორია მიატოვეე. არ შეიძლება ასეე

 


№2  offline წევრი gabi du

ნივთი (
.........
.....m

მართალია, აზრს ვერ ჩავწვდი, მაგრამ ჩემებურად გავიგებ. გინდა გავაგრძელო ხომ ასეა? :)

Qeti qimucadze
ძალიან საინტერესო დასაწყისიაა. იმედი მქონდა სრულქდ იქნებოდაა. მაგრამ თუ მალმალწ ატვირტავ წავიკითხავ. თუატადა დასრულებას დაველოდწბი

იმედია ამას მაინც დაასრულებ
.წინა იატორია მიატოვეე. არ შეიძლება ასეე

როდესაც სტიმული არსებობს წერას წინ არაფერი უდგას. იმედი მაქვს ამ სტიმულს თქვენგან მივიღებ. რაც შეეხება წინა ისტორიას მალე დავასრულებ და სრულად შემოგთავაზზებთ.

 


№3 სტუმარი ინა

რა კარგი დასაწყისია ❤️❤️ და დასასრული ინტრიგული :დდდ

 


№4 სტუმარი სტუმარი nato

rodis daideba momdevno gverdebi?

romelime aris dasrulebuli saertod?

 


№5 სტუმარი Ana-maria

დასაწყისი კარგია. სიამოვნებით დაველოდები შემდეგ თავს. საინტერესო ისტორიაა .იმედია ყველაფერი კარგად იქნება.

 


№6  offline წევრი gabi du

[quote=ინა]რა კარგი დასაწყისია ❤️❤️ და დასასრული ინტრიგული :დდდ[/quotმონახაზი გაეთებული მაქვს. ვანახოთ რა გამოვა.

სტუმარი nato
rodis daideba momdevno gverdebi?

romelime aris dasrulebuli saertod?

გვერდზე შეგიძლიათ შემობრძანდეთ და ნახავთ. სულ სამი ისტორიაა. ერთი დასრულებული. ერთიც დასასრულებელი და მესამე ეს, რომელიც დღეს დავიწყე. ვეცდები ყოველ დღე დავდო.

Ana-maria
დასაწყისი კარგია. სიამოვნებით დაველოდები შემდეგ თავს. საინტერესო ისტორიაა .იმედია ყველაფერი კარგად იქნება.

მადლობა გულშემატკივრობისთვის. ვეცდები ყველაფერი კარგად იყოს :)

 


№7 სტუმარი სტუმარი მანანა

კარგი დასაწყისია, ველოდები გაგრძელებას.

 


№8 სტუმარი სტუმარი ლიზი

აუცილებლად გააგრძელე,კარგი დასაწყისია

 


№9  offline წევრი melina

კარგი დასაწყისია, საინტერესო. იმედია მალე დაიდება შემდეგი თავი. წარმატებები.

 


№10 სტუმარი 123

რაღაცა კაი ჩანს❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინი

გააგრძელე აუცილებლად❣❣❣

 


№12 სტუმარი manana

დღეს გელოდებით

 


№13  offline წევრი gabi du

12-ის ნახევარზე ავტვირთე. იმედია მალე დაიდება.

 


№14 სტუმარი Xato

Nu dagvtoveb ase molodinshi dzalian kai dasawyisia da sain ereso.velodebi gulisfanancqalit

 


№15  offline წევრი OKI ME

ოჰო, საინტერესო დასაწყისია heart_eyes heart_eyes გააგრძელე რა აუცილებლად. ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები. stuck_out_tongue_winking_eye

 


№16  offline წევრი Chocolate from White Hell

სულ პირველივე თავიდან მოგყვები. არ დაგიმალავ, შემეზარა აზრის გამოხატვა, თუმცა ახლა შემოგაფრქვევ თითოეულზე.
გავბრაზდი, ყველაზე რაღაცნაირ მომენტში რომ გაწყვიტე. ლამის კაპილარი გამიწყდა.
შენს კისერზე იქნებოდა ჩემი პეპლისოდენა სიცოცხლე.
შემდეგ ლამის გული ამომიგჯა მეორე თავამდე, მაგრამ...


მეორე თავზე გავნაგრძობ სათქმელს:დდდდ

 


№17  offline წევრი gabi du

Chocolate from White Hell
სულ პირველივე თავიდან მოგყვები. არ დაგიმალავ, შემეზარა აზრის გამოხატვა, თუმცა ახლა შემოგაფრქვევ თითოეულზე.
გავბრაზდი, ყველაზე რაღაცნაირ მომენტში რომ გაწყვიტე. ლამის კაპილარი გამიწყდა.
შენს კისერზე იქნებოდა ჩემი პეპლისოდენა სიცოცხლე.
შემდეგ ლამის გული ამომიგჯა მეორე თავამდე, მაგრამ...


მეორე თავზე გავნაგრძობ სათქმელს:დდდდ

მესიამოვნა ამის წაკითხვა :)

 


№18 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ვფიქრობ რომ საინტერესო ისტორია იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent