შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონებებს იწვევს გრძნობა(სრულად)


22-03-2021, 22:42
ავტორი სვანი
ნანახია 16 394

მახსოვს პირველად რომ დაიჭირეს.მაშინ საერთოდ არ მესმოდა რა დააშავა,საერთოდ ვერ ვაცნობიერებდი რატომ მიჰყვადათ ხელებგადაგრეხილი.თექვსმეტი წლის ვიყავი და მეგონა,მართლა გულით მეგონა,რომ ცუდი არაფერი ექნებოდა ჩადენილი და მალევე დაბრუნდებოდა სახლში.მახსოვს,როგორ ჩუმად მოთქვამდა დედამისი,მაგრამ მაინც ამაყად მდგარმა,მხრებშიგამართულმა გააცილა ერთადერთი შვილი უბნიდან.რამდენიმე კვირის შემდეგ მეზობლების უმრავლესობას აღარც ახსოვდა ის ინციდენტი.მე კიდევ რამდენჯერაც დავინახავდი პოლიციის მანქანას,იმდენჯერ მისი აკიაფებული თვალები მახსენდებოდა.ორი წელი მიუსაჯეს.ჩემი ძმა და მისი ორი მეგობარი,გიორგი და ნიკუშა გვერდიდან არ მოშორებიან,არც მას და არც დედამისს.ირაკლი სახლში თითქმის არ იყო.სულ ციხესა და სასამართლოებს შორის დარბოდა.მეცოდებოდა ნატალი.ერთადერთი შვილი ჰყავდა,რომელიც ქმრის გარეშე გაზარდა და ისიც ციხეში.ვადაზე ადრე გაანთავისუფლეს.ირაკლი ისეთი ბედნიერი იყო,მეც ვბედნიერდებოდი მის ჩამოყრილ მხრებსა და უიმედო თვალებს რომ არ ვხედავდი.დედამისმა ეგრევე ბიძასთან,უკრაინაში გაამგზავრა.იმ დღეს მთელი უბანი გარეთ იყო და დუდა გაგნიძეს აცილებდა ოდესაში.მე მამის გვერდით ვიდექი და დამრგვალებული თვალებით ვუყურებდი მიმავალს.ახლა,ახლა კი ამდენი წლის შემდეგ,დუდა გაგნიძე ჩემ წინ იდგა და ჩვეული,ცივი მზერით მიყურებდა.სწორედ ის დუდა გაგნიძე,რომელიც თითქმის ექვსი წელი რომ არ მენახა.სუნთქვაშეკრული ვუცქერდი მის კუპრივით შავ თვალებს და მოძრაობას ვერ ვახერხებდი
-რამე მოხდა,ნაინა?
ჩემი მისამართით დასმულმა კითხვამ გამომაფხიზლა და სწრაფად ავარიდე მზერა ჩემზე მოჩერებულ გაგნიძეს
-შენთან ჩამოვედი
ამოვიჩურჩულე და მომღიმარ ძმას გავხედე.დეკემბერი იყო,მაგრამ ზამთრის დადგომასთან დამახასიათებელი სიცივის ნაცვლად, გაგნიძის შუშისებრი მზერა მიყინავდა ყველაფერს.გათოშილი ხელები იქვე მდგარი გიორგის ჯიბეში ჩავყავი.თავს ვიწყევლიდი შუაღამისას ბირჟაზე ჩამოსვლა,რომ მომიწია და თვალებმოჭუტულმა იქ ყოფნის მიზეზს გავხედე,რომელიც უდარდელად ჩაშჩერებოდა ტელეფონს
-ირაკლი,ავიდეთ სახლში
ენა ძლივს მოვატრიალე პირში და ძლივს ამოვთქვი რამდენიმე სიტყვა.ძმას ავხედე,რომელსაც საერთოდ არ ვაინტერესებდი და გამალებით აწკაპუნებდა თითებს ეკრანზე
-ირაკლი
ამოვიჩურჩულე და ფერდში მწარედ ვუჩქმიტე.მანაც წამოიყვირა და გაფართოევბული თვალებით დამაშტერდა
-რაიყო,გოგო?!
იმხელა ხმაზე დაიყვირა,შემრცხვა.მალე ამოდი თქო დავუბარე და დაუმშვიდობებლად ავვარდი სახლში.მთელი სხეული მიკანკალებდა.არ მავიწყდებოდა დუდას გამყინავი მზერა.იმდენად შეშინებული ვიყავი ვერც კი მივხვდი, როგორ დამადგა თავზე მამა შემოსასვლელის კარზე აყუდებულს
-რა ხდება,ნაინა?
კაცი გაკვირვებული მიყურებდა აქოშინებულს
-არაფერი მამი,სიბნელის შემეშინდა და კიბეები ამოვირბინე
გავიცინე და სწრაფად გავიხადე მანტო
-დედას სძინავს?
-ჰო,ჩაეძინა და ირაკლი სად არის?
-აბირჟავებს,როგორც ყოველთვის.არ ამოვა ალბათ ჯერ
მხრები ავიჩეჩე და ოთახში შევედი მამასთან ერთად
-დუდა დაბრუნებულა და აღნიშნავენ ალბათ
-აღნიშნავებ არა,ის კიდევ.უაზროდ იყინავენ თავს იქ ყურყუტით
ხელი ავიქნიე და შეუმჩნევლად გავიხედე ფანჯარაში.გაგნიძე ჩამუხლულიყო და ქვევიდან შესცქეროდა იქ მყოფებს.გულში მადლობა გადავუხადე ჩემს მშობლებს მეორეზე რომ ვცხოვრობდით და შესანიშნავად რომ მოსჩანდა ჩვენი სახლიდან ყველაფერი.უნებლიედ დავაკვირდი დუდას სახეს.გაუხეშებულ,მაგრამ მაინც მიმზიდველ ნაკვთებს.შეცვლილა,თითქმის აღარაფერი შერჩენოდა ძველი,ცხრამეტი წლის დუდასი.ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და ფანჯარას მივშორდი.მამას დავუკოცნე ლოყები და ოთახში შევიძურწე.ტანში ისევ უცნაური ჟრუანტელი მივლიდა.არ მჯეროდა,რომ დუდა გაგნიძე ადამიანი,რომელიც ამდენი წლის მანძილზე უბნის სიამაყედ დარჩენილიყო,დაბრუნდა.სქელი საბანი მჭიდროდ შემოვიხვი და თვალები დავხუჭე.სანამ ირაკლის სახლში მოსვლა არ გავიგე,მანამდე თავს უფლება არ მივეცი დამძინებოდა.როგორც კი მივხვდი,უკვე ოთახში იქნებოდა მაშინვე წამოვხტი და საძინებელში შევუვარდი.ირაკლი გაკვირვებული მომჩერებოდა
-რა გჭირს შენ ამაღამ?
ეჭვისთვალით ამათვარიელა
-როდის დაბრუნდა,ვერის პრინცი?
ყურადღება არ მივაქციე მის კითხვას და საწოლში შევძვერი
-დღეს დილით
ირაკლიც მომიწვა და ჩამეხუტა
-გატუტუცებულაო,შენზე თქვა
-რაოო?
წამოვიყვირე და გაოცებულმა დავხედე უდარდელად მომზირალს
-არც მოსალმება იცის და არც დამშვიდობებაო
-მერე,თავი არ გაუტეხე ეგ რომ თქვა?
გაოგნებული ვწიკვინებდი და ხელებს უმისამართოდ ვიქნევდი.ვგრძნობდი,როგორ წამოვხურდი სახეზე
-სიმართლე თქვა და არ შევედავე
ირაკლიმ ცალყბად გამიღიმა და მიიღო კიდევაც ჩქმეტა ფერდში
-რას ქვის,სიმართლე თქვა?მაგას რადგან არ მივესალმე,გატუტუცებული ვარ?გავლანძღავ მაგის გამო
-ნაინა,დაწყნარდი.არავისაც არ გალანძღავ!
ირაკლის სერიოზულმა და მკაცრმა ტონალობამ საოცრად დამძაბა
-რატომ?
-არ აქვს მნიშვნელობა,რატომ.მე გაგაფრთხილე!
შუბლზე მაკოცა და კიდევ უფრო მაგრად მომხვია ხელები
-ოო,ირაკლიიი
ავწუწუნდი და თვალების გახელა ვაიძულე
-ნაინა,დამაძინე!
ამოიზმუვლა და ზურგი მაქცია.წარბები უკმაყოფილოდ შევკარი და ტკიპასავით მივეკარი მის განიერ მხრებს.თვალი ვერაფრით მოვხუჭე.რა თქმა უნდა,გაგნიძესა და მის დაბრუნებაზე მეფიქრებოდა.დუდა ყოველთვის იყო უბნის გოგონების გულთამპყრობელი.დიდი მუხის ხის ძირში დავსხდებოდით ხოლმე და მთელი დღე ბიჭების გამოჩენას ველოდით ეზოში.ჩემი მეზობელი გოგონები აღფრთოვანებით საუბრობდნენ მასზე.მე კიდევ იმდენად პატარა ვიყავი,ვერ ვხვდებოდი,რა მოსწონდათ მასში.მახსოვს ერთხელ ჩემი მეგობარი,თორნიკე ველოსიპედის ტარებას მასწავლიდა ეზოში.იქვე უფროსი ბიჭები იდგნენ და მეც გავიფიქრე,გავიმარიაჟებ თქო.სწრაფად ვაწვებოდი პედლებს და ასე მეგონა რაკეტასაც გავასწრებდი.პატარა ორმო იყო შუაგულ ტრასაზე ვიფიქრე,ავცდებოდი და სწრაფად მოვატრიალე საჭე.რა თქმა უნდა,ამოვყირავდი და ძირს მოვადინე ზღართალი.იმხელა ხმაზე დავიწყე ტირილი,მთელი ვერა შევყარე მგონი.ჩემს ძმას ვეძახდი და შველას ვსთხოვდი,ის კიდევ არსად ჩანდა.გამწარებული ვიწმენდდი ნიანგის ცრემლებს და გასისხლულ მუხლებზე ჰაერს ვიბერავდი.მაშინ პირველად შემეხო დუდა გაგნიძე.ნელა,დინჯად მოდიოდა ჩემკენ.უთქმელად დაიხარა და წამომაყენა,ცრემლები შემიმშრალა და შუბლზე მაკოცა.გეფიცებით,ახლაც ვგრძნობ მის ცხელ ტუჩებს.ჩემი მეზობელი თიკო მთელი კვირა მიმეორებდა დუდას კოცნა მომპარეო.მთელ სამეზობლოს ბავშვებს უთხრა,ჩემთან არ ემეგობრათ,რადგან მოღალატე და ქურდი ვიყავი.მე კიდევ ვერ ვხვდებოდი,რაში მადანაშაულებდა.თვითონ მოვიდა დუდა და თვითონ მაკოცა.ამ ამბის შემდეგ,სულ ვარიდებდი თავს.მეშინოდა ისევ არ ეკივლა და ეწივლა თიკოს ჩემთვის.ეზოში რომ დავინახავდი ქურციკივით გავრბოდი.ირაკლი,გიორგი,ნიკუშა და დუდა განუყრელები იყვნენ.ლამის დაბადებიდან ერთად მოდიოდნენ და იმდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდათ,მარტო არსად დადიოდნენ.ცალ-ცალკე არავის არასდროს ენახათ ისინი.მერე უკვე ოდესაში წავიდა.აქ ვინც დატოვა არ დაშლილან და პირნათლად ელოდნენ დუდა გაგნიძეს.
თითქმის შუაღამეს გადაცილებულიყო ძლივს რომ ჩამეძინა და ირაკლის ხვანცალმა გამაღვიძა.თვალები საცოდავად გავახილე და ფეხზე წამომდგარს ავხედე
-რამე მოხდა?
ხმადაბლა ვკითხე,მაგრამ აშკარა იყო, რომ ჩემთვის არ ეცალა
-ირაკლი?!
-ნაინა,უნდა გავიდე
სწრაფად მითხრა და ასევე სწრაფად დაიწყო ტანსაცმლის ჩაცმა
-სად უნდა გახვიდე ამ შუა ღამისას?დაეტიე სახლში
-ზედმეტებს ლაპარაკობ!
ტუმბოზე დადებულ მანქანის გასაღებს დასწვდა და უთქმელად დატოვა ოთახი.რა თქმა უნდა,ვერ დავიძინე.მთელი ღამე ფანჯარაზე ჩამომჯდარმა გავატარე.ირაკლის გამუდმებით ვურეკავდი,მაგრამ არ მპასუხობდა.რვა სრულდებოდა დედამ რომ შემოყო ოთახში თავი
-დილა მშვიდობისა,ჩემო პატარავ
გამიღიმა და ჩემკენ წამოვიდა
-ირაკლი სად არის?
-ცოტა ხნის წინ გავიდა
მხრები ავიჩეჩე და ფანჯრის რაფიდან ჩამოვხტი
-სად დაბოდიალობს ეს ბიჭი
თავი გააქნია მარიკამ და საწოლის გასწორებას შეუდგა
-დედა,მე დილით არ მაქვს სამსახურში წასასვლელი და წავალ წავუძინებ
უდარდელად გავიზმორე და ჩემ საძინებლეში გავფლატუნდი.ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაიბდი პიარ მენეჯერად.დიდად დამღლელი სამუშაო გრაფიკი მქონდა თქო,ვერ ვიტყვი,მაგრამ რაღაც გამოცდილებასა და ნორმალურ ანაზღურებას ნამდვილად ვიღებდი.მთელი დღე უშედეგოდ ვცდილობდი ირაკლისთან დაკავშირებას.საშინლად ვღელავდი.მეშინოდა სადმე ისეთ ადგილას არ ყოფილიყო,რამე რომ დამართნოდა.სახლში ბავშვობის მეგობართან და ასევე უბნელთან ერთად დავბრუნდი.ირაკლი მისაღებში,დივანზე იყო მიწოლილი, რომელსაც მშვიდად ეძინა.ოთახიდან პლედი გამოვიტანე და ფრთხილად გადავაფარე.არ იყო ღირსი,მაგრამ ისე საცოდავად იწვა მობუზული,შემეცოდა.თებესთან ერთად სამზარეულოში შევედი და ჩაისთვის წყალი დავდგი.მშვიდად მივირთმევდით მწვანე ჩაისა და მარიკას უგემრიელეს ნამცხვარს
-თიკო გაგიჟდება დუდას დაბრუნებას,რომ გაიგებს
თებემ გადაიკისკისა და ფანჯარაში გაიჭყიტა
-ამდენი ხნის მერე,თუ კიდევ უყვარს,შტერი ყოფილა
-პატარები რომ ვიყავით მაშინ იყო ყველასთვის სასურველი და ახლა ხო საერთოდ გადარევს თბილისს
-თიკოს ნაირებს ნამთვილად
თავი გავაქნიე და ოთახში შემოსულ ირაკლის ავხედე
-გამარჯობათ,ჭორიკნებო
დაიხარა და თავზე მაკოცა,შემდეგ კი თებე გადაკოცნა
-სად გავარდი გუშინ?
-არ არის შენთან გასარჩევი ეგ
მკაცრად მითხრა და ჩემ გვერდით ჩამოჯდა.მეც გავჩუმდი და ნამცხვარს მივუბრუნდი
-ნაინა,ვერ უნდა მიხვდე,რომ მშია?
ცოტა ხანში დამიღრინა ირაკლიმ,რომელიც წარბებშეკრული მიყურებდა
-რანაირად უნდა მივხვდე,თუ არ მითხარი?
გაკვირვებულმა ვუპასუხე და მარიკას გამზადებული საჭმელები დავულაგე წინ.დედა უგემრიელეს კერძებს ამზადებდა.ასეც რომ არ ყოფილიყო მაინც მას მოუწევდა ყველაფრის გამზდება,რადგან მე არაფრის აზრზე არ ვარ.ირაკლი მადიანად ჭამდა და თან როგორც ყოველთვის,ტელეფონს ჩასჩერებოდა
-ნიკუშაც შენთან ერთად იყო?
თებემ იკითხა,რომელიც ერთ ადგილას ვერ ისვენებდა
-მიდი,ყავა მომიდუღე და გეტყვი
გოგონას გაეცინა და ყავის გამზადება დაიწყო
-მითხარი
-კი,ჩვენთან ერთად იყო
-კიდევ ვინები იყავით?
ირაკლიმ ცივი მზერით გადმომხედა,ეს რომ ვკითხე
-რას მაჭორავებთ ერთი
-გოშაძეც ამათთან ერთად იქნებოდა
თებემ თვალი ჩამიკრა და არომატული სითხე ირაკლის წინ ჩამოდგა
-კიდევ ვინ იყო?
-კონკრეტულად ვინ გაინტერესებთ?
ირაკლი ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან დადგა,სიგარეტის მოსაწევად
-სად იყავით,არ იტყვი?
-ნაინა,დაგღუპავს ეგ უაზრო ცნობისმოყვარეობა
თითი გამაფრთხილებლად დამიქნია და ზურგი შეგვაქცია
-რანაირი ხარ რაა
სახე დავმანჭე და ხელი სასაცილოდ ავიქნიე
-არ მითხრა ახლა ნიკუშაზე და ვინმე გოგოზე ვფიქრობო?!
გაკვირვებულმა ავხედე ჩაფიქრებულ თებეს,რომელმაც დამრგვალებული თვალებით შემომხედა
-შენ კიდევ უთხარი ვისთან იყავი და დაისვენებს ესეც
ირაკლის დავუყვირე,რომელიც წარბაწეული მისჩერებოდა თებეს
-არავისთან გღალატობს
თვალი ჩაუკრა გოგონას და სამზარეულო დატოვა
-ოჰ,მოიყვანა მელამ კუდი მოწმედ
წამოიყვირა აფორიაქებულმა და ნერვიულად ჩააჩერდა ჭიქას
-დამშვიდდი შენც კიდე
-წავედი მე,ნიკოლოზ მახათელს დაკითხვა უნდა მოვუწყო
წამოიყვირა და ფეხზე გიჟივით წამოვარდა.მე კიდევ გულიანად ვიცინოდი,რაზეც უფრო გაცხარდა და დაუმშვიდობებლად გავარდა სახლიდან.სამზარეულო მივალაგე და ღიმილით შევუერთდი ირაკლის,რომელიც ტელევიზორს უყურებდა.დივანზე გაწოლილს,ზევიდან დავაწექი და მის რბილ თმებში ავხლართე თითები
-ნაინა,რამდენიმე დღით გავდივარ ქალაქიდან
ამოიზმუვლა თვალებდახუჭულმ
-სად მიდიხარ?
ირაკლიმ თავი შეძლებისდაგვარად მოატრიალა და ცივი ზღვისფერი თვალები შემომანათა
-არ უნდა ვიკითხო?
მეც არა ნაკლებ დავუბრიალე თვალები და მისი ზურგიდან გადავფოფხდი
-საქმეები მაქვს და ჩვენთან მივდივარ,საგურამოში
ჩემს დაღვრემილ სახეს ვერ გაუძლო და ბოლოს მაინც მიპასუხა.მეტი ინფორმაცია მჭირდებოდა,ამიტომ გამომეტყველება არ შემიცვლია
-ბიჭები მივდივართ.დუდას გარდა ყველა
ხელი დამავლო და კალთაში ჩამისვა
-გითხარი,დაგღუპავს ეგ ცნობისმოყვარეობა
შუბლზე მაკოცა და ჩემი მტევანი თავზე დაიდო.მივხვდი,თმებზე თამაში უნდოდა და გამეღიმა
-დიდხანს არ დარჩეთ რა
მოზრდილი თმის ღერები თითზე დავიხვიე და თვალებმინაბულს ჩამოვხედე
-მოვაგვარებთ მოსაგვარებელს და ჩამოვალთ
-თავი არ მომანატრო იცოდე!
ირაკლის გაეღიმა და ლოყაზე მაკოცა
-გადახტი,უნდა წავიდე
სავარძელში ჩამსვა და თავის ოთახში შევიდა.
საღამოს მე,თებე და კიდევ რამდენიმე ჩვენი მეგობარი კაფეში ვისხედით და ვჭორაობდით.თებე ცხვირჩამოშვებული იჯდა და მივხვდი,ნიკუშაზე ნერვიულობდა
-შენმა ეჭვიანობამ დამღალა
ამოვიზუზუნე და თვალებდაწვრილებულს გავეკრიჭე
-აბა არ ვიეჭვიანო?სადღაც წავიდა ისე, რომ მხოლოდ ის მითხრა ორ-სამ დღეში დავბრუნდებიო
-აზვიადებ და აბუქებ ყველაფერს.ირაკლიმ მითხრა საქმე გვაქვსო
თებეს სიმწრით გაეცინა
-აბა რას გეტყოდა?უი,ნაშოჩკები მიგვყავს და არ შეგვაწუხოთო?
-თებე,ნიკუშას ბავშვობიდან უყვარხარ!ერთხელ არ უღალატია და რა ჯანდაბა გჭირს ამ ბოლო დროს?
ნერვებმოშლილმა წამოვიყვირე და მხოლოდ მაშინ მივხვდი ზედმეტი რომ მომივიდა,ყველა მე რომ მომჩერებოდა.უხერხულად გავიღიმე და თავი სწრაფად დავხარე
-აგვერია ამ ბოლო დროს ყველაფერი
ამოისლუკუნა და ღრმად სუნთქვა დაიწყო,თვალებს გამწარებული იწმენდდა
-სულ გაღიზიანებულია,სულ მეკამათება.ვერ გავიგე,რა უნდა
-ალბათ რამე მოხდა კომპანიაში.ირაკლიც სულ დაძაბულია
მისი დამშვიდება ვცადე და მოვეხვიე
-არ ვიცი,არაფერი არ ვიცი
-დამშვიდდი,ყველაფერი კარგად იქნება
გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე.
კაფიდან წამოსულები თებესთან ავედით.დიდხანს ვსაუბრობდით,მერე ბიჭებს დავურეკეთ საგურამოში და თებე რომ დამშვიდდა მეც წამოვედი სახლში.მშვიდი ღამე იყო და ცოტა გავლა გადავწყვიტე.ვიწრო ჩიხს ავუყევი.ჩემთვის ვღიღინებდი მობილური რომ აწკრიალდა.ეკრანს დავხედე და გამეღიმა.თორნიკე მირეკავდა
-ცოტა გვიან ხომ არ გაგახსენდი?
ვუთხარი თითქოს ნაწყენმა
-მაპატიე,მთელი დღე გადარბენაზე ვიყავი
საცოდავად ამოთქვა და რომ წარმოვიდგინე მისი საყვარლად შეკრული წარბები,სახე გამებადრა
-სად დარბოდი ერთი?
-უამრავი პაციენტი მყავდა და ისეთი დაღლილი ვარ,ოთახამდე ვერ მივდივარ
-შეგიწირავს შენ ეგ ექიმობა
გავიცინე და პატარა სკვერში,სკამზე ჩამოვჯექი
-შენ რას შვები?
-სკვერში ვზივარ და სიმშვიდით ვტკბები
ფეხები პატარა ბავშვივით ავათამაშე და ცას ავხედე
-ნაინა,რა გინდა ამ შუა ღამისას გარეთ?არ გამაგიჟო
-მოხვედი ენერგიაზე?
გამეცინა თორნიკეს აფორიაქებულ ხმაზე
-წადი,გთხოვ სახლში
-კარგი ჰო,ნუ ნერვიულობ.ახლოს ვარ და მალე მივალ
-იცოდე,ორ წუთში დაგირეკავ და ოთახში იყავი
ამოიჯუჯღუნა გაბრაზებულმა და ყურმილი დაკიდა.ღიმილით გავაქნიე თავი და ფეხზე წამოვდექი.გაყინული ხელები ქურთუკის ჯიბეებში მქონდა ჩაწყობილი და ისევ ღიღინით მივაბიჯებდი მიმშვიდებულ ქუჩაზე.სახლს ვუახლოვდებოდი მბჟუტავი სინათლის ქვეშ,დუდა რომ დავლანდე.მასზე დაბალი ბიჭი წინ ედგა და მშვიდად,მაგრამ ამავდროულად მკაცრად ესაუბრებოდა.გაუაზრებლად შევჩერდი და ინტერესით მივაჩერდი მათ.პირდაფჩენილი ვუყურებდი, როგორ იქნევდა ხელებს უცნობი და როგორ ეცვლებოდა გამომეტყველება გაგნიძეს.მოულოდნელობისაგან წამოვიკივლე,დუდამ ხელი რომ მოუქნია.პირზე თითებაფარებული ვიდექი და განძრევას ვერ ვბედავდი.ბევრჯერ მენახა მისი დაუნდობელი ჩხუბი სკოლის ეზოსა თუ უბანში,მაგრამ მაშინ არაფრის გაკეთება შემეძლო,ახლა კი რამე უნდა მეღონა.უცნობმაც არ შეარჩინა ხელი და მანაც არა ნაკლებ მწარედ შემოსცხო.მე კიდევ გამოშტერებული ვიდექი და ვერაფერს ვაკეთებდი.დუდამ ბიჭი ჭიასავით რომ მოიქნია და ასფალტზე დაახეთქა,მხოლოდ მაშინ მოვახერხე გამოფხიზლება.სწრაფად მოვსწყდი ადგილს და მათკენ გავქანდი.გაგნიძე გამეტებით ურტყამდა წიხლებს მიწაზე მოკუნტულ ბიჭს და გემრიელადაც ლანძღავდა.საერთოდ არ ესმოდა ჩემი კივილი.გავყვიროდი და ვუბრძანებდი,ბიჭს მოშორებოდა.ის კიდე, უფრო და უფრო ცხოველდებოდა.თვალები შუბლზე ამივიდა,მისი ქამრიდან იარაღი რომ ამოვარდა.რამდენიმე წამი თვალებგაფართოვებული მივჩერებოდი ვერცხლისფერ,მბჟუტავ ნათურაზე აბზინვარებულ მეტალს.სწრაფად ავწიე თავი და გაგნიძეს ავხედე,რომელიც გაჩერებას არ აპირებდ.გაუაზრებლად დავსწვდი იარაღს და დუდასკენ გავიშვირე
-გაგნიძე,გაჩერდი,თორემ გეფიცები, გესვრი!
დავიყვირე და მკვეთრად შემობრუნებულს თვალი თვალში გავუყარე.განრისხებული მიყურებდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.ცეცხლი ენთო ბნელ თვალებში.მისი მზერისგან დაბნეულს იარაღზე ჩაფრენილი ხელები ამიკანკალდა.ჩემს თითებში მოქცეული ცივი მეტალი უსიამოვნოდ არიხინდა.დუდა უხმოდ,გაუნძრევლად მომჩერებოდა.მისი ღრმა სუნთქვა მესმოდა და კიდევ უფრო ვიძაბებოდი
-გაჩერდი...
ამოვიხრიალე ხმადაკარგულმა და ასფალტზე გართხმულ ბიჭს დავხედე.ნელა წავედი მისკენ ისე,რომ დუდასთვის მიშვერილი იარაღი არ დამიწევია.თვალებდახუჭული ბიჭისკენ დავიხარე და ფრთხილად შევახე თითები მფეთქავ არტერიაზე.ღრმად ამოვისუნთქე
-ცოცხალია
ავხედე გაგნიძეს და გავსწორდი.ისევ ჩუმად,შეუცვლელი მზერით მიყურებდა.მოულოდნელად ადგილს რომ მოსწყდა და ნელი,გამოზომილი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ სხეული ერთიანად გამეყინა
-მანდ გაჩერდი!
წამოვიკივლე შეშინებულმა და უფრო მაგრად მოვუჭირე თითები იარაღს.დუდას თითქოს არ გაეგო ჩემი სიტყვები,ისევ შეუჩერებლად მოიწევდა
-გაგნიძე გესვრი,გეფიცები
-მესროლე!
ამოთქვა ცივი,უხეში ტემბრით და ჩემსგან რამდენიმე ნაბიჯში გაჩერდა.თვალი უცნობისკენ გამექცა,რომელიც ფეხზე წამომდგარიყო.დუდამაც მას გახედა და მისკენ გაიწია
-გაჩერდი,გაჩერდი!ახლავე გაჩერდი
ისევ დავიყვირე და ამღვრეული მზერით შევხედე.დუდა გაჩერებას,რა თქმა უნდა, არ აპირებდა.მხრებში ჩააფრინდა ბიჭს და ისევ ასფალტზე დაახეთქა.ნერვიულობის,შიშისა და აღელვებისგან მთელი ტანი მითრთოდა.საწყალი ბიჭი უიმედოდ გმინავდა და უშედეგოდ ცდილობდა თავი დაეცვა.გეფიცებით,არ ვიცი რა დამემართა.ერთი ამოვისუნთქე და მოულოდნელად გავისროელე.წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა,თითქოს დედამიწაც კი გაჩერდა.გაფართოვებული თვალებით შევხედე გაგნიძეს,რომელმაც წამის მეასედში ამომხედა ცივი მზერით.იარაღი ხელიდან გავაგდე და ვიგრძენი,როგორ დავიწყე პანიკური კანკალი.ვგრძნობდი,როგორ მისველდებოდა ლოყები დაუკითხავად გადმოგორებული ცრემლებით.გაგნიძეს,დუდა გაგნიძეს ვესროლე.ტყვია მკლავში მოხვდა.მეორე ხელის მტევანი ძლიერად მიიჭირა ჭრილობაზე და მზერა ამარიდა.გულაჩქარებული ძლივს მივუახლოვდი.მუხლები საოცრად მიკანკალებდა და შემეშინდა იქვე არ ჩავკეცილიყავი.დუდა კბილს კბილზე აჭერდა და მოგუდული ღმუოდა
-მაპატიე,მაპატიე
ამოვიხავლე და კისრიდან სწრაფად მოვიხსენი შარფი.ნელა შემოვახვიე ჭრილობაზე.ხელები კატასტროფულად მიკანკალებდა.მესმოდა,როგორ ქშენდა.ცხელი ჰაერი კისერზე მეფრქვეოდა,რაც კიდევ უფრო მაშინებდა და მაბნევდა.სირცხვილისგან თვალსაც ვერ ვუსწორებდი.სწრაფად მომშორდა და ძირს დაგდებული იარაღისკენ წავიდა.მაშინვე აიღო და თავის ადგილას დააბრუნა
-წამოდი!
დამიღრინა და სახლისკენ გადაუხვია.მეც მაშინვე უკან გავეკიდე.მძიმე,მაგრამ ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა,ძლივს ვეწეოდი.ჩემს სადარბაზოსთან გაჩერდა.უთქმელად მომჩერებოდა,მე კიდევ თავდახრილი ვზლუქუნებდი
-სახლში ადი
ისე მითხრა მთელს ტანში გამცრა.დამრგვალებული თვალებით ავხედე.ყბები დასჭიმვოდა.ეტყობოდა, რომ ნატყვიარი საშინლად სტკიოდა
-საავადმყოფოში წავიდეთ
ეს რომ ვუთხარი წარბაწეულმა დამხედა და სიბრაზის შესაკავებლად ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი
-ადი!
უფრო მკაცრად გამიმეორა და თავისი სახლისკენ დაიძრა.ასე ვერ დავტოვებდი.სწრაფად ავედევნე უკან და სადარბაზოში შესულს შევყევი.რამდენიმე კიბე გვქონდა ავლილი მკევთრად რომ მომიტრიალდა.ხმა ვერ დავიმორჩილე და შიშისგან წამოვიკივლე
-რას მომყვები?!სახლში წადი!
დამიღრინა და სვლა გააგრძელა
-თუ საავადმყოფოში არ მოდიხარ,ჭრილობის დამუშავებაში დაგეხმარები
ამოვიწრიპინე და მეც უკან მივყევი.თავი უხმოდ გააქნია და სახლის კარი სწრაფად გააღო.შარფი და მანტო იქვე მოიშორა და ერთ-ერთი ოთახისკენ წავიდა.რკინის მასიური კარი ფრთხილად მივხურე და მეც შევედი.საკმაოდ დიდი ბინა იყო,რადგან მთელ სართულს იკავებდა.დედამისი დუდას ქვეყნიდან გამგზავრების შემდეგ, მალევე გადავიდა ამ ბინიდან.არასდროს უჭირდათ,ყოველთვის წელში გამართულები იყვნენ და ამ ბინის გარდა,კიდევ ჰქონდათ რამდენიმე სახლი.დუდა მისაღებ ოთახში შევიდა და თხელი მკლავიანი მაისური სწრაფად გადაიძრო.მკლავიდან სისხლი მდორედ მოჟონავდა და იატაკზე ყრუ ზათქით ეხეთქებოდა.ქურთუკი სწრაფად გავიძვრე და მასთან მივედი.ჭრილობას დავხედე.ტყვიას რბილი ქსოვილი გაეხეთქა ისე,რომ შიგნით არ ჩარჩენილიყო.ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ჩემზე საკმაოდ მაღალს ავხედე
-სამზარეულოში დევს ყველაფერი
უსიტყვოდ მიმიხვდა,რა მინდოდა და ხელით სამზარეულოსკენ მიმანიშნა.მეც მაშინვე გავედი და სააფთიაქო ყუთის ძებნა დავიწყე.დუდა დივანზე იყო დამჯდარი და თავი მის საზურგეზე ჰქონდა გადადებული.თვალები დაეხუჭა და ღრმად სუნთქავდა.მივუახლოვდი და დივნის წინ მდგარ ჟურნალების მაგიდაზე ჩამოვჯექი.ყუთი გავხსენი,ხელები დავიმუშავე და ჭრილობას ფრთხილად შევეხე.სწრაფად წამოვკრიბე საჭირო ნივთები და ნატყვიარის გასუფთავებას შევუდექი.ვცდილობდი,მზერა არ გამქცეოდა დუდას უნაკლო სხეულისკენ.თვალი მოვკარი,რომ მკლავსა და მკერდზე რამდენიმე პატარა სვირინგი ეხატა.თვითონ ჩუმად მომშტერებოდა და ყოველ ტკივილზე
ვგრძნობდი,როგორ ეჭიმებოდა სხეული,მაგრამ არაფერს ამბობდა.ჭრილობა რომ შევუხვიე ფეხზე წამოვდექი და სააბაზანოს ძებნა დავიწყე.დიდხანს ვიდექი სარკის წინ და ვცდილობდი,ათრთოლებული სხეული დამემორჩილებინა.საშინლად მეშინოდა და მრცხვენოდა ჩემი საქციელის.ძლივს დავიმშვიდე თავი.გაგნიძე მისაღებში აღარ დამხვდა.დივანთან დაყრილი სისხლიანი ბამბები და საფენები წამოვკრიბე და გადავყარე
-შეგიძლია წახვიდე
შიშისგან წამოვიკივლე თავზე მოულოდნელად რომ წამომადგა.არ შემოუხედავს,მაგრამ ვგრძნობდი მის დაღლილ და დასუსტებულ ხმას
-მაპატიე,არ მინდიდა მესროლა
-აბა რისთვის მიმიზნებდი?
ფანჯარასთან მდგომმა უცებ ამომხედა.სიგარეტის ღერს ძლიერად აჭერდა ტუჩებს
-მინდოდა,რომ გაჩერებულიყავი და მისი ცემა შეგეწყვიტა
ამოვიბლუკუნე და ერთ ადგილას უაზრო რწევა დავიწყე
-წადი
სუსხიანი ხმით მითხრა,ზურგი შემაქცია და აივანზე გააბიჯა.ცრემლები ვერ შევაკავე,რომლებიც წამწამებზე ჩამომკიდებოდა.სწრაფად ავიღე ჩემი ნივთები და მისი სახლიდან გამოვედი.სირბილით დავფარე სახლამდე მანძილი და კარზე ჩუმად დავაკაკუნე.ზურა გაოცებული მიყურებდა
-მეგონა თებესთან რჩებოდი
-სახლში მირჩევნია
ამოვიბუტბუტე და გაოცებულ მამას გვერდი სწრაფად ავუარე.დაძინება ვერაფრით მოვახერხე.ან რა დამაძინებდა?ირაკლი ამას რომ გაიგებდა,ცოცხალს არ დამტოვებდა.საშინლად მრცხვენოდა მომხდარის და დუდაზეც ვღელავდი.რამდენჯერმე გადავწყვიტე გაგნიძესთან გადასვლა,რათა დავრწმუნებულიყავი, რომ კარგად იყო,მაგრამ ვერ გავბედე.როგორც კი გათენდა ეგრევე ირაკლისთან დაკავშირება ვცადე.არ მპასუხობდა და ამან კიდევ უფრო მომიშალა ნერვები.შემდეგ ნიკუშას დავურეკე,მანაც იმდენ ხანს მალოდინა კინაღამ ჭკუიდან შევიშალე
-იმედია თებეს მორიგი ეჭვიანობის შეტევა აქ აქვს
სიცილით მითხრა ძილისგან დაბოხებული ხმით
-გაგნიძის ნომერი მჭირდება,სასწრაფოდ!
მაშინვევ ჩავძახე ყურმილში.ნიკუშა გაჩუმდა,აშკარად დავაბნიე
-ჩაკვდი?!
-რად გინდა?
ვიგრძენი როგორ შეეცვალა ხმის ტემბრი
-მჭირდება
-ნაინა!
-დამპირდი,რომ ირაკლის არ ეტყვი!
ხმააკანკალებულმა ვუთხარი და ოთახში სიარული დავიწყე
-რა გააფუჭე?!
-ვესროლე
ამოვიჩურჩულე და სახე საცოდავად დავმანჭე
-რა ესროლე,ნაინა?
-იარაღით დავჭერი
ნიკუშა გაჩუმდა.მისი ღრმა სუნთქვა მესმოდა და კინაღამ ფანჯრიდან გადავხტი ნერვიულობისგან
-რას ბოდავ,ნაინა?
დამიღრიალა მოულოდნელად.იმდენად შემეშინდა, ტირილი დავიწყე
-ნიკა,მეტყვი თუ არა ნომერს?
-რა გატირებს?
-მიყვირი და ის მატირებს
ნიკუშამ ტელეფონი გამითიშა.მე კიდევ ატირებული,აკანკალებული და დაბნეული დავაბიჯებდი ოთახში.ცოტა ხანში ისევ გადმომირეკა
-ველაპარაკე,კარგად არის.ფეხი არ გაადგა სახლიდან,მოვდივარ!
ირაკლი იყო.მის განრისხებულ ხმაზე მივხვდი,რომ მაგრად დამერხა.ოთახიდან არ გავსულვარ.აფორიაქებული ველოდი,როდის შემოგლეჯდა ირაკლი კარს.იმდენად სწრაფად მოვიდა გააზრებაც ვერ მოვასწარი.ოთახში შემოაბიჯა და ჩაწითლებული თვალები შემომანათა.ხმის ამოუღებლად მომიახლოვდა კედელთან აყუდებულს და ზევიდან დამაჩერდა.მე კიდევ განძრევას ვერ ვბედავდი.თავდახრილი,ჩემს ფეხებს დავჩერებოდი
-სულ გაგიჟდი გოგო შენ?
დამიღრიალა მწყობრიდან გამოსულმა და მხრებში ჩამაფრინდა.ერთი გემრიელად შემანჯღრია და საწოლზე დამსვა
-ნაინა,ამდენი წლის განმავლობაში არც ერთხელ არ ჩაგიდენია არანაირი სისულელე და ახლა რამ გაგამწარა?!
ისევ ბოლო ხმაზე ღრიალებდა.უფრო ვუმატე კანკალს და ამღვრეული მზერით ავხედე ჩემზე მოჩერებულს
-მაპატიე
ამოვიხავლე და ტირილი დავიწყე
-ხომ გაგაფრთხილე,არ გაეკარო მეთქი?!რა ჯანდაბას აკეთებდი შუა ღამეს ქუჩაში?ან აგეარა გვერდი!
-სცემდა,ირაკლი გამეტებით ურტყამდა და საერთოდ არ ეცოდებოდა
-შენ რომ შეგეცოდა,მაგიტომ დადის ახლა გაგნიძე მკლავგახვრეტილი
ირონიულად გაიცინა და სიგარეტს მოუკიდა
-ნაინა,იცოდე კიდევ გააკეთებ ასეთ სისულელეს და ისეთ რამეს ჩავიდენ,რაც არ ჩამიდენია!
მკაცრად გამაბრთხილა და ოთახი სწრაფად დატოვა.ატირებული საწოლზე ვიჯექი და მართლა გულით ვნანობდი გუშინდელს.ცოტა ხანში კარი ნიკუშამ შემოაღო.ფრთხილად მომიახლოვდა და გვერდით მომიჯდა
-ხომ გთხოვე,არ უთხრა თქო?
განაწყენებულმა ავხედე მომღიმარს
-რომც მდომოდა ვერ დავუმალავდი
ლოყაზე მომეფერა და ცრემლები მომწმინდა
-ოცდა შვიდი წლის მანძილზე არავის უსვრია გაგნიძისთვის და შენ კინაღამ დაბრიდე
ნიკუშა ბოლო ხმაზე ხარხარებდა და ყურადღებას არ აქცევდა ჩემს ჯუჯღუნს
-ნიკოლოზ,გაჩუმდი!
დავუყვირე და მხარზე ვუჩქმიტე.მანაც მაშინვე ჩამიხუტა და თავზე მაკოცა
-ვერ ვიჯერებ მართლა ოღონდ
ისევ ახარხარდა და სწრაფად დამიჭირა ხელი,რომელიც მოვუქნიე.ლოყაზე მაკოცა და ფეხზე წამოდგა
-დამშვიდდი ახლა და შენს ნადირ ძმას ფეხებში არ მოედო
თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა.მოგვიანებით მეც შევძელი საძინებლის დატოვება.ბიჭები მისაღებში ისხდნენ და რაღაცაზე გაცხარებული საუბრობდნენ.თვალები გამიფართოვდა ფანჯარასთან მდგარი დუდა რომ დავინახე.წამიერად შემომხედა და მშვიდად განაგრძო სიგარეტის მოწევა.ერთიანად წამოწითლებული და აფორიაქებული შევვარდი სამზარეულოში.გულისცემა საშინლად ამიჩქარდა.ხელისგული მკერდზე მაგრად მივიჭირე და სუნთქვის დარეგულირებას შევეცადე.შიშისგან შევცბი ოთახში ირაკლი რომ შემოვიდა.ცივად ამიარა გვერდი.რამდენიმე ლუდის ბოთლი წამოკრიბა და სწრაფად გამეცალა.ჩემზე ისევ გაბრაზებული იყო და ასეც იქნებოდა კიდევ დიდხანს.დამშვიდება აშკარად მჭირდებოდა და მეც მაშინვე ჩემ მშველელს,თორნიკეს დავურეკე.გავაღვიძე,პირში ენას ძლივს ატრიალებდა
-ვინ გაგაბრაზა?
მკითხა ახითხითებულმა ლანძღვა რომ დავუწყე
-რა მნიშვნელობა აქვს,შენც მაბრაზებ ახლა რომ მებლუკუნები
-ხო იცი,ახალგაღვიძებულზე ვერ ვაზროვნებ
გაიცინა და აშკარად გემრიელად გაიზმორა
-კარგი,წადი განაგრძე ძილი
-რომ გავიღვიძებ და დაგირეკავ,გაბრაზებული იქნები ჩემზე?
-არა
გამეღიმა თორნიკეს ბავშვურობაზე.უფრო დამშვიდებული და დაწყნარებული გავედი მისაღებში. ირაკლის გვერდით დაჯდომა ვერ გავბედე,ამიტომ ნიკუშასა და გიორგის შუაში ჩავჯექი.გაგნიძე ჩემს წინ იჯდა და მობილურს ჩაშჩერებოდა წარბებშეკრული
-იმენა,განგსტერი ეზრდები ირაკლის და მთელ საძმაკაცოს
გოშაძემ გამიცინა და მიმიხუტა.მე კიდევ ისე მრცხვენოდა ჩემი საქციელის,ხმასაც ვერ ვიღებდი.ვიჯექი გასუსული გიორგის მკერდზე თავმიყრდნობილი.მალე თებეც შემოგვიერთდა.ეტყობოდა,რომ მას და ნიკუშას ისევ დაძაბული სიტუაცია ჰქონდათ.ზედაც არ შეუხედავს მახათელისთვის.დუდას მოკითხვის შემდეგ,გიორგის გვერდით დაჯდა და ჩემსკენ გადმოიწია
-ეს დედამიწაზე ჩამოვარდნილი ანგელოზი არ მჯერა,რომ დუდაა
გადმომიჩურჩულა და ახითხითებულ გოშაძეს მკვლელი მზერით ახედა
-სამზარეულოში გავიდეთ
ჩუმად ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.გეფიცებით,ვიგრძენი როგორი ცივი მზერით ამათვარიელა გაგნიძემ.ოთახში შემოსულ თებეს ვანიშნე,რომ კარი დაეხურა
-როგორ დაკაცებულა,გოგო
-შენ ვერ წარმოიდგენ,რა ჩავიდინე
-არიქა,დაგვღუპე?
შემომხედა გაკვირვებულმა და მაშინვე სკამზე დაებერტყა.თებე გაოცებული მიყურებდა,როდესაც ჩემი "გმირობის" ამბავს ვუყვებოდი
-ახლა კი ზის ისე ვითომ,არ მომხდარა არფერი
-როგორ ვესროლე,ისიც არ მახსოვს
სიმწრით გამეცინა
-მშვენივრად კი გამოიყურება და რავიცი
-აბა,სტატიას ხომ არ დაწერს,ნაინამ დამჭრაო.დიდი ჭრილობა არ იყო,მაგრამ მაინც ვნერვიულობ.შენ ის მითხარი ნიკუშამ რაო?
თებემ თავი დახარა და მხრები აიჩეჩა
-არ უთქვამს,რომ ჩამოვიდა.შემთხვევით შევხვდი მაღაზიაში.ისე მეწყინა,კინაღამ ტირილი გავაბი იმდენ ხალხში
-ვერ მოახერხა ალბათ თქმა
მხარებზე მოვეხვიე,მანაც ნაღვლიანი თვალებით ამომხედა და გამიღიმა
-ზედმეტად გაგვიცივდა ურთიერთობა.დაველაპარაკები და დავასრულებ ყველაფერს.როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?!
-ნუ ბოდავ!რას დაასრულებ?ბავშვობიდან გიყვართ ერთმანეთი.უერთმანეთოდ არ შეგეძლოთ და ახლა რა ჭირი გეტაკათ?!დალაგდება ყველაფერი,აი ნახავ
თავზე ვაკოცე და ფეხზე წამოვაგდე
-მიდი,წვენი გამოიღე მაცივრიდან
ხელით ვუბიძგე და გავეკრიჭე.საღამომდე სამზარეულოში ვისხედით და ვჭორაობდით.ირაკლი ისევ გულგრილად მივლიდა გვერდს.ყველანი რომ წავიდნენ,ჩუმად შევაღე მისი ოთახის კარი და წამოწოლილს ზურგზე მივეხუტე
-ირაკლი
არ განძრეულა.ერთი ღრმად ამოისუნთქა და "ძილი" განაგრძო
-როდემდე უნდა იყო ასე?
-სანამ მშვიდად ვარ,გადი
მითხრა საოცრად მკაცრი ხმით.მაშინვე წამოვხტი და გადმობრუნება ვაიძულე
-ბოდიში მოგიხადე მილიონჯერ,მეტი რა გავაკეთო?!
-მე რა ჯანდაბად მინდა გოგო,ბოდიში?მოქცეულიყავი წესიერად და არ გაგიხდებოდა თავი საბოდიშოდ!
დამიყვირა და სიგარეტით ხელში ფანჯარასთან დადგა
-აბა,მეყურებინა როგორ უმოწყალოდ სცემდა იმ საწყალ ბიჭს?
-კი არ უნდა გეყურებინა,სახლში უნდა წამოსულიყავი
-არ შემეძლო
ვუთხარი ხმაგაბზარულმა.თავი უკმაყოფილოდ გააქნია
-ყოველთვის უკუღმართი იყავი!
-დახურე ეგ ფანჯარა,გავიყინე
ვუთხარი ნერვებმოშლილმა და წარბაწეულს მზერა ავარიდე
-მისი ბრალია,რად უნდოდა იარაღი?!
-რა შენი საქმეა,რად უნდოდა?მაგრამ არაა,შენ ხომ უნდა გაარკვიო და ამოჩიჩქნო ყველაფერი
ზურგით იდგა და ისე მელაპარაკებოდა.ვეღარ გავუძელი დატუქსვას და ოთახი სწრაფად დავტოვე.ზურა და მარიკა მოსულები იყვნენ.ორივეს ვაკოცე და სახლიდან გავედი.თებესთან წავედი.მარტო იყო დივანზე გართხმული
-შენები სად არიან?
ვკითხე და გვერდით მივუჯექი
-ორივე სამსახურშია
ხელი აიქნია და წამოჯდა
-ნიკუშა მოვა,უნდა ვილაპარაკოთ
-მშვიდად იყავი იცოდე!
გავუცინე და ოთახში შემოსულ მახათელს თვალი ჩავუკარი
-გამძლეობა მოგცეს ღმერთმა
გადავუჩურჩულე და იქაურობას გავეცალე.ცოტა ვიბოდიალე უბანში და თორნიკეს სადარბაზოს რომ მივუახლოვდი,გადავწყვიტე,მასთან ავსულიყავი.კიდევ კარგი სახლში დამხვდა.მონატრებულს ჩავეხუტე და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე
-რამ წამოგიარა,შენი ფეხით რომ მომაკითხე?
ხელები შემომხვია და ინტერესით დამაჩერდა
-მომენატრე და საერთოდ რა უმადურობაა?!
-გამიკვირდა
მხრები საყვარლად აიჩეჩა და დივანზე ჩამომსვა
-თუ თორნიკე არ მიდის ნაინასთან,ნაინა მიდის თორნიკესთან
გავეკრიჭე და გემრიელად მოვთავსდი უკომფორტულეს დივანზე
-მალე უნდა გავიდე
საცოდავად დამხედა და როგორც სჩვეოდა ისე გამიღიმა
-არაუშავს,მეც მალევე უნდა ავიდე სახლში.ირაკლის ვეჩხუბე და
ხელი ავიქნიე და ჩემს გვერდით ჩამომჯდარს,მუხლებზე დავადე თავი
-რატომ?
-რაღაც გავაფუჭე და იმიტომ
-რა ჩაიდინე?!
წარბაწეულმა დამხედა,თმა გამიშალა და მაშინვე ახლართა მისი თლილი თითები ჩემს თმაში
-ხომ იცი გაგნიძე რომ დაბრუნდა,აი იმ საღამოს რომ გელაპარაკე,შემთხვევით იარაღით დავჭერი
ჩავიბურტყუნე და კრავის თავლებით ავხედე გაოგნებულს
-რა ქენი?სულ გაგიჟდი და გადაირიე შეენ?
-ოო,შენც არ დაიმიწყო რა ახლა ჩხუბი
-ნაინა,ხომ გითხარი სახლში წასულიყავი?!
თორნიკე ისე მიბრიალებდა მის თაფლისფერ სფეროებს,ლამის ჩავდნი
-ყველაფერი რიგზეა და ნუ მეჩხუბები
ამოვიბუტბუტე და ლოყაზე ვაკოცე
-რაღა გაგნიძეს მიახტი
-და რა მნიშვნელობა აქვს,გაგნიძეს ვესროდი თუ კოჭლ ზაურის?
-აქვს!
მითხრა მკაცრად და ფეხზე წამოდგა,შემდეგ კი მეც წამომაყენა
-იცოდე ჭკვიანად იყავი!
თითი გამაფრთხილებლად დამიქნია და თავისი ნივთები ახიკა მაგიდიდან.
სახლამდე მიმაცილა და სწრაფად გავარდა.მამა როგორც ყოველთვის,ტელევიზორს უყურებდა მარიკა კი ასევე,როგორც ყოველთვის სამზარეულოში იყო.მასთან შევედი და მოფუსფუსეს ლოყაზე ვაკოცე
-დედიკო,ამდენი ნამცხვრებით გაგვასუქებ
-მიდი,კარაქი მომაწოდე მაცივრის თავზე დავდე
ვითომ არ გაუგია ჩემი სიტყვები,ისე მითხრა.მეც სიცილით მივაწოდე და იქვე ჩამოვჯექი
-ირაკლის არ შეხმიანებიხარ?სად დადის ეგ მთელი დღეები
-იმას თუ გავითვალისწინებთ,რომ წლების წინ მაგან და თავისმა ორმა იდიოტმა ძმაკაცმა რაღაც კომპანია თუ ბუფეტი გახსნენ,სავარაუდოდ მუშაობს
ჩამოვარაკრაკე და დაბღვერილ მარიკას გავეკრიჭე
-ცხრა საათია,ამ დროს რა უნდა კომპანიაში?!
-მე რას მეჩხუბები?
მხრები საცოდავად ავიჩეჩე და მისი ბრძანების შესრულებას შევუდექი,რომელიც ირაკლის ამბის გაგებას მოიცავა.რა თქმა უნდა,არ მაპუხობდა
-არ სცალია ალბათ
"დავამშვიდე" დედა და ოთახში შევედი,ისევ რამე რომ არ დაევალებინა ჩემთვის.
რამდენიმე დღეში ირაკლის წყენამაც გააუარა და სრულ იდილიაში ვიყავი.ამას თან ემატებოდა მარიკას შვებულება და ნიკუშასა და თებეს დალაგებული,დამშვიდებული ურთიერობა.ერთადერთი ის იყო რომ თორნიკეს სულ კლინიკაში უწევდა ყოფნა.ორი წუთით დამირეკავდა და მერე საერთოდ აღარ ეცალა არავისთვის.
ერთ საღამოს ჩემთვის საწოლზე ვიყავი წამოგორებული და სოციალური ქსელით ვირთობდი თავს ირაკლი რომ შემომივარდა მჭირდებიო.მეც ინტერესით მივაჩერდი,ოთახის შუაგულში მდგარს
-ჰა,ბიჭო მითხარი რა გინდა
-ახლა ავდგებით მე და შენ და სადღაც წავალთ.ოღონდ,იმათ არაფერს ეტყვი!
თავი კარებისკენ გაიქნია და მივხვდი,ზურაზე და მარიკაზე ამბობდა
-ჯერ მითხარი,სად მეპატიჟები
-ნუ გიყვარს ზედმეტი ლაპარაკი!
დამიბღვირა და ფეხზე წამომაგდო
-მიდი,ჩაიცვი
-სად მივდივართ,არ უნდა ვიცოდე?იქნებ ნაწილებად მყიდი?
-ნაინა,ნერვებს ნუ მომიშლი!
ისეთი ტონით მითხრა,მაშინვე კარადას მივვარდი.რაც შეიძლებოდა სწრაფად გავემზადე და ოთახიდან გაპარულს,მეც ჩუმად გავყევი უკან.სახლი მშვიდობით დავტოვეთ და ირაკლის მანქანაში ჩავსხედით,რომელშიც თითქმის არასდროს ვჯედბოდი მისი წყალობით.ხმის ამოუღებლად მივდიოდით სადღაც.უამრავი კითხვა მქონდა,მაგრამ ირაკლი ისეთი სახით მართავდა მანქანას სუნთქვასაც ძლივს ვბედავდი.რამდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ,ქვის ორსართულიანი პატარა სახლის წინ გავჩერდით.უხმოდ შევედით ლამაზ ეზოში.ირგვლივ ყველაფერი ჩაბნელებული იყო და ამიტომ ირეკლის მკავზე აკრული მივიწევდი წინ.სახლის პირველ სართულზეც კი არ ენთო სინათლე.პატარა კიბე ავიარეთ და ერთადერთ განათებულ ოთახში შევედით.პირველი რაც დავინახე კედელთან ატუზული ნიკუშა იყო.შემდეგ კი საწოლზე დაწვენილ დუდას მოვკარი თვალი.თეთრი,ოფლით დანამული პერანგი სხეულზე მიკვროდა და მოგუდული ხმით გმინავდა.გაოცებულმა ავხედე ირაკლის,რომელმაც ხელი მომხვია და წინ დამიყენა
-დაჭრილია და უნდა უშველო
მითხრა დაბალი ხმით და შუბლზე მაკოცა
-რაა?სულ გაგიჟდი?მე ექიმი კი არ ვარ!
დავიწყე ნერვიულად ყვირილი და ვცდილობდი დუდასკენ არ გამეხედა
-ნაინა,შენ გარდა ვერავის მოვიყვან!გთხოვ,მე დამეხმარე
-ირაკლი,არ შემიძლია!გული გამისკდება
ამოვიზლუქუნე და ოთახიდან გასვლა ვცადე
-შენ ხომ ჩემი ძლიერი ნაინა ხარ!პატარავ,უნდა მიშველო
ირაკლი საშინლად ღელავდა მე კიდევ არ შემეძლო უარი მეთქვა მისთვის.ქურთუკი სწრაფად გავიხადე და საწოლს მივუახლოვდი.დუდას თვალები მაგრად დაეხუჭა და კბილს კბილზე აჭერდა ტკივილის შესაკავებლად.ნელა დავიხარე და დაცვარულ შუბლზე თითები შევახე.მთელი სხეული უცახცახებდა.გიორგიმ მაშინვე მომაწონდა საჭირო ნივთები.ნეკნებს ქვეშ უზარმაზარი ჭრილობა ჰქონდა.
-რა დაემართა?
ვკითხე გიორგის,რადგან მხოლოდ ის შემომრჩა ოთახში
-მე არ მაქვს თქმის უფლება
საცოდავად შემომხედა და ხელთათმანების ჩაცმაში დამეხმარა
-გონება არ უნდა დაკარგო!
ჩავჩურჩულე ყურში გაგნიძეს და ჭრილობის დამუშავება დავიწყე.სავარაუდოდ დანით ან რაიმე მსგავსით იყო დაჭრილი.საკმაოდ ღრმა იყო და ამიტომ დიდი დრო წაიღო მისმა ამოკერვამ.სწრაფად გადავუხვიე და ფერწასულ გოშაძეს ავხედე
-ორი წამით დარჩი,ხელებს დავიბან და მოვალ
გავაფრთხილე და სააბაზანოს ძებნა დავიწყე.ოთახში დაბრუნებულს ყველანი იქ დამხვდნენ.დუდასთან მივედი.სიცხისგან იწვოდა
-პერანგის გახდაში დამეხმარეთ
მე არც მიმაკარეს ისე გააძრეს გაწუწული ქსოვილი.თხელი ზეწარი გადავაფარე და შუბლზე ცივი საფენი დავადე.წარბები შეეკრა და ღრმად სუნთქავდა.წამლებში სიცხის დამწევი მოვძებნე და ვეცადე შემეფხიზლებინა
-წამალი უნდა დაგალევინო
ვუთხარი და თავი წამოვაწევინე.წამიერად შემომხედა.თვალები მთლიანად ჩასწითლებოდა და ამღვრეოდა.აბი სწრაფად გადავაყლაპე და ისევ ბალიშზე დავაბრუნე.ოდნავ რომ ჩამშვიდდა ოთახი დავტოვე.ირაკლი ვიპოვე,რომელიც სამზარეულოში იჯდა ბიჭებთან ერთად და სიგარეტს ეწეოდა
-ჩაეძინა
ვუთხარი მათ და სკამზე ჩამოვჯექი,რომელიც გოშაძემ გამომიწია
-ირაკლი,კითხვას დაგისვამ და მიპასუხე იცოდე!
საჩვენებელი თითი ცხვირწინ ავუფრიალე და სკამიდან წამოვიწიე
-რა დაემართა?
არ დავლოდებივარ მის თანხმობას,მაშინვე ვკითხე
-პატარა ინციდენტი
-ირაკლი!
-არ არის ნაინა შენი საქმე!
სახე უკმაყოფილოდ დავმანჭე და საზურგეს მივეყრდენი
-და აქ რომ გამომაქცუნე ისიც არ არის ხომ ჩემი საქმე?
ჩავიბურტყუნე და ნიკუშას ჭიქიდან ყავა მოვსვი
-ჩაი გამიკეთე რა
ვსთხოვე მას და ირაკლის მზერა დავაიგნორე.დიდხანს არ გავჩერებულვართ სამზარეულოში.მე დუდას ავაკითხე,მისი მდგომარეობა რომ გამეგო.მშვიდად იყო და ეძინა.იქვე სავარძელში ჩავჯექი ფეხებაკეცილი და თავი საზურგეს მივადე.ცოტა ხანში,ირაკლი შემოვიდა და მითხრა,რომ უნდა გასულიყვნენ
-სახლში გამიყვან?
-არა,დარჩი.დილამდე ვერ მოვალთ და ვინმემ ხომ უნდა მიხედოს
-ირაკლი,როგორ დავრჩე მარიკამ და ზურამ არაფერი იციან.თან მარტო მტოვებთ?!
უნებლიედ ხმას ავუწიე და გაბრაზებულმა ავხედე ძმას
-ვეტყვი,რომ თებესთან ხარ.დილით მოვალ და წაგიყვან,მანამდე მიხედე
თავზე მაკოცა და სწრაფად დატოვა ოთახი.მეძინებოდა,მაგრამ ოთახიდან გასვლა საშინლად მეშინოდა.ფეხზე წამოვდექი და თხელი ჟაკეტი გავიძვრე.ფრთხილად მივუწექი გაგნიძეს გვერდით და თვალები დავხუჭე.გათენებული იყო რომ გამომეღვიძა.მოულოდნელობისაგან შევცბი,ჩემზე მოჩერებული დუდა რომ დავინახე.უცებ წამოვდექი.რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვიდექი გამოშტერებული.წარმომიდგენია რა სახე მექნებოდა
-როგორ ხარ?
ვკითხე დაბნეულმა.დუდამ წარბები ოდნავ ზემოთ ასწია და ისე ამომხედა
-კარგად
ხმა საგრძნობლად ჩახლეჩვოდა.ფრთხილად დავიხარე და ნელა შევახე შუბლზე თითები.თვალები ნელა დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.სიცხე არ ჰქონდა,მაგრამ უღონოდ იყო
-წვეთოვანს დაგიდგამ და ვეცდები საჭმელი გაგიმზადო
ჩავიბუტბუტე და სწრაფად შემოვუარე საწოლს
-წყალი მინდა
ოდნავ წამოიწია.მეც მაშინვე მივაწოდე იქვე დადგმული ჭიქა.ცივ მზერას არ მაშორებდა,რაც საოცრად მძაბავდა.ხელები სულ გაყინული მქონდა და თითებს ძლივს ვიმორჩილებდი.წვეთოვანი დავუდგი და ოთახი უსწრაფესად დავტოვე.ჩემდა გასაკვირად უზარმაზარი მაცივარი სავსე იყო.ყველა ზებუნებრივი ძალა მოვიხმე და წვნიანის გაკეთება დავიწყე.მარიკა მართალს ამბობდა,დამჭირდა იმის ცოდნა,თუ როგორ მზადდება საჭმელი.ძლივს ვიჯახირე რაღაც და მოვხარშე წვნიანი.იმის გათვალისწინებით,რომ საუკუნეში ერთხელ ვამზადებ რაღაცას,ჩემი კერძი საკმაოდ გემრიელი იყო.სწრაფად დავალაგე ყველაფერი ლანგარზე და დუდასთან ავედი,ეძინა.ვეცადე გადასხმა ჩუმად და ფრთხილად მომეხსნა,მაგრამ არ გამომივიდა,გავაღვიძე.წამიერად შემომხედა და ისევ დახუჭა თვალები
-წვნიანი მოგიმზადე
ვუთხარი დაბალი ხმით და საცოდავი სახით დავაჩერდი.უხმოდ წამოიწია და ბალიში შეისწორა.სახე ტკივილისაგან დამანჭა და ხმადაბლა შეიკურთხა. ლანგარი მაშინვე მივაწოდე და იქვე, სავარძელში ჩავჯექი
-აქ რას აკეთებ?
მკითხა ისე,რომ ჩემთვის არ შემოუხედავს,მადიანად მიირთმევდა ჩემს წვნიანს
-ირაკლიმ მომიყვანა
-თვითონ სად არის?
-არ ვიცი,გვიან წავიდნენ სადღაც,არ დაუბარებია სად მიდიოდა
აღარ უთქვამს არაფერი.ჭამას,რომ მორჩა ცარიელი თეფში გვერდოთ გადადო და ისევ საწოლში ჩაძვრა.არადა მსიამოვნებდა მისი შიშველი სხეულის ცქერა
-რაებს ვბოდავ?!
საკუთარ თავს შევყვირე და თვალები რამდენიმეჯერ სწრაფად დავახამხამე
-ჭრილობა ღრმაა?
ისევ არ მიყურებდა.თვალები ოდნავ დაწვრილებოდა და ჭერს მისჩერებოდა
-საკმაოდ
უკმაყოფილოდ გააქნია თავი და შეეცადა გვერდი ეცვალა,მაგრამ არ გამოუვიდა.სახე სულ აუწითლდა და ყბები დაეჭიმა
-მე გავალ თუ არაფერი გჭირდება
ამოვიბურტყუნე და ლანგრიანად გავედი.სამზარეულოში ვიჯექი.დოჩანაშვილის წიგნი აღმოვაჩინე შემთხვევით და იმით ვირთობდი თავს,ირაკლი რომ წამომადგა
-სად ხარ ამდენ ხანს?
ამოვიწუწუნე და უძილარს ბრაზით შევხედე
-როგორ არის?
ჩემი კითხვა დააიგნორა და მეორე სართულისკენ მანიშნა
-ნორმალურად,ტემპერატურა აღარ ჰქონია ჯერ-ჯერობით
-სიარულს შეძლებს?
-ვერა,დიდი ჭრილობაა თან სტკივა.არა მგონია რკინის იყოს
-ვნახავ და გაგიყვან სახლში
ისევ დამტოვა.დიდხანს არ ვულოდინებივარ მალევე ჩამოვიდა.გაგნიძესთან დაუმშვიდობებლად დავტოვე იქარურობა.სახლში მარიკა დაგვხვდა.ჯერ ჩემზე შეიცხადარა სახე რას გიგავსო და მერე ირაკლიზე
-დედა,ისე მეძინება შეიძლება ოთახამდეც ვერ მივაღწიო და გამიშვი რა
სახე საცოდავად დავამანჭე და მარიკას თავი შევაცოდე.ისიც ქოთქოთით გამშორდა.წყალი სწრაფად გადავივლე.ვიცოდი ვერ გავთბებოდი და ირაკლის შევუვარდი ოთახში.ისიც ახალი გამოსული იყო სააბაზანოდან
-შენთან ვწვები
ამოვიბუტბუტე და ნახევრად მძინარე მივფოფხდი საწოლთან.თითქმის ჩაძინებული ვიყავი,ირაკლის ტუჩები რომ ვიგრძენი შუბლზე და გამეღიმა.
შუადღეს გადაცილებული იყო მარიკა რომ შემოვარდა ოთახში,ადექით სანამ კივილი დავიწყოო.საცოდავად წამოვდექი და მისაღებში შევედი დედასთან
-გადამრევთ მე თქვენ,ან მთელი დღე გძინავთ,ან სახლში არ ხართ
-რამ გაგაბრაზა,მარიკო?
გავუცინე და მაგრად ვაკოცე ლოყაზე
-ძლივს შვებულება ავიღე.ვიფიქრე,შვილებს მაინც შევხედავ,მოვისიყვარულებ თქო და შენც არ მომიკვდე,არც ერთი ჩერდებით სახლში
-მამასაც აუღე შვებულება და იყავით გუგულებივით
-ნუ ცანცარებ!
გულიანად გამეცინა მის აწითლებულ ლოყებზე.ცხელი ჩაი ისე მესიამოვნა კინაღამ ჩავდნი სავარძელში.მალევე ირაკლი დაგვადგა თავზე,თმააბურძგლული.მე და მარიკას გაგვეცინა და მის მოქუფრულ სახეზე კიდევ უფრო ვუმატეთ სიცილს.ირაკლიმ დივანზე გადამსვა და გვერდით მომიჯდა.თავი კალთაში ჩამიდო და თვალები დახუჭა.მეც მაშინვე დავუწყე მის რბილ თმას თამაში
-მიყვარხარ!
ვუთხარი და თავზე ვაკოცე მან კი მხოლოდ ამოიზმუვლა
-მეცო არ მითხრა,დეგენერატო
გავბრაზდი და მხარზე გავსცხე ხელი.სწრაფად დამიჭირა და დივანზე დამაბერტყა.ზევიდან დამაწვა და ლოყები დამიწელა
-შემოგევლეთ თქვენ!
წამოიყვირა მარიკამ და ნამცხვრის მოსატანად გავარდა სამზარეულოში
-ისევ წაგიყვან დუდასთან,სიცხეები აქვსო გიორგიმ
-ირაკლი მომისმინე,მე ექიმი არ ვარ,გიმეორებ მეასეჯერ!
-ვიცი,რომ არ ხარ ექიმი,მაგრამ ბერვი რამ გასწავლა ბებომ და გამოიყენე რამეში
-შენს დაჩეხილ ძმაკაცებს ვუარო მოხალისესავით?
დავიყვირე და წარბებშეკრულმა ავხედე
-თუნდაც
გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა
-შენ ხომ ჩემი ნაინა ხარ?!
-ვარ!
ვერ შევიკავე თავი და მეც გამეღიმა.კისერზე მოვეხვიე და მაგრად ჩავიხუტე.საღამოს ისევ იმავე გზას დავადექით.თებე მთელი დღე მეხვერწებოდა მასთან გავსულიყავი,მაგრამ მისი მოტყუება მიწევდა,რადგან ირაკლიმ მითხრა ჯერ-ჯერობით არაფერი უთხრაო.მეც ვეუბნებოდი მარიკას ვეხმარები და ვერ ვახერხებ თქო.პირდაპირ გაგნიძის ოთახში ავედი.მარტო იყო და ტელეფონზე საუბრობდა.ხმაზე და სახეზე ეტყობოდა,რომ საშინლად გაღიზიანებული იყო.უემოციო მზერით ამომხედა და ისევ განაგრძო ლაპარაკი.საწოლთან ვიდექი და ველოდებოდი როდის მორჩებოდა საუბარს,რომ მივსულიყავი და მისი მდგომარეობა გამეგო.იატაკს დავჩერებოდი და ერთი სული მქონდა ამ ოთახიდან გავსულიყავი.საშინლად მაბნევდა და მძაბავდა დუდას მზერა
-რა ხდება?!
გავიგონე მისი ხმა,მაგრამ არ გავნძრეულვარ
-შენ გეკითხები!
დაბნეულმა ავხედე და მივხვდი,რომ მე მელაპარაკებოდა
-მოვედი,რომ ჭრილობა გადაგიხვიო
ჩუმი ხმით ვუთხარი და ნელა გადავაძვრე თხელი ზეწარი.გიორგის დავუძახე დახმარებისთვის.ისიც მალევე ჩემთან გაჩნდა
-შენ რომ არ გვყავდე!
მითხრა გოშაძემ და იმდენი მკოცნა ბოლოს ძლივს მოვიშორე
-მალე ქენი!
დაიღრინა გაგნიძემ და მეც სწრაფად მოვაშორე სისხლით დასვრილი სახვევი.ჭრილობა საშინლად გამოიყურებოდა.გიორგის ავხედე,რომელიც სახეწაშლილი უყურებდა გაგნიძეს.სიცილი ვერ შევიკავე და კისკისი დავიწყე
-ნუ დამცინი!
საყვარლად ჩაიბურტყუნა
-თუ გინდა გადი
სიტყვა არ მქონდა დასრულებული გიორგი ოთახიდან რომ გავარდა.სიცილით გავაქნიე თავი და ჩემს საქმეს მივუბრუნდი
-ადგომას როდის შევძლებ?
ცივი ხმით მკითხა გაგნიძემ.როგორ შეიძლება ადამიანი ამდენად უემოციო და უგულო იყო
-სამ-ოთხ დღეში,ალბათ
მხრები ავიჩეჩე და დამრგვალებული თვალებით ავხედე.კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ მისი თვალები საოცრად შავი იყო.ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და წელში გავსწორდი.ოთახი უხმოდ დავტოვე.გიორგი კართან იყო ატუზული და მელოდა
-მორჩი?
მკითხა მეამიტური ხმით,რაზეც სიცილი თავიდან დავიწყე
-რა ფეთიანი ხარ
-ოო,შენღა მაკლდი
სიცილით შევედი სააბაზანოში და ხელები დავიბანე
-ტემპერატურას გავუზომავ
-მეც წამოვალ
მომაძახა გოშაძემ და კუდად ამეკიდა.სიცილით შევედი ოთახში,მაგრამ მაშინვე დავსერიოზულდი დუდას სახეს რომ წავაწყდი.თერმომეტრი უხმოდ მივაწოდე,მაგრამ ისედაც ეტყობოდა, რომ მაღალი სიცხე ჰქონდა.დამწევი მივაწოდე და სავარძელში გაფაშფაშებულ გიორგის კალთაში ჩავუჯექი.ხელები კისერზე მოვხვიე და თავი მკერდზე მივადე.მანაც მაშინვე თავზე მაკოცა და ჩამეხუტა
-აქ უნდა მიყარაულოთ და თქვენს სიყვარულობანას უნდა მაყურებინოთ?!
მაშინვე წამოყო თავი გაგნიძემ და აკიაფებული თვალებით გადმოგვხედა
-ნუ იბღვირები რა,დაიძინე მანდ
დაეჭყანა გიორგი და კიდევ უფრო კარგად მოკალათდა.მე შიშისგან ხმას ვერ ვიღებდი,ვიჯექი გასუსული
-არ ამაყენო!
დაისისინა დუდამ და ახითხითებულ გიორგის მკვლელი მზერით შეხედა
-გავიდეთ რა
ჩავჩურჩულე მუდარანარევი ხმით გოშაძეს.ისიც მაშინვე წამოდგა.მიყვარს რა ეს დამყოლი ხალხი
-სიცხე მალე დაგიწევს და მშვიდად დაგეძინება
ვუთხარი გაგნიძეს და ოთახი გიორგიზე მიკრულმა დავტოვე.ვგრძნობდი, როგორ მეწვოდა მთელი ზურგი.დიდხანს არ გავჩერებულვართ იქ.ბიჭებს რაღაც საქმე გამოუჩნდათ და წამოვედით.საშინლად მაინტერესებდა რა დაემართა დუდას.მთელი მოზარდობა ჩხუბში და საქმეების გარჩევაში გაატარა და ახლაც არ იყო გასაკვირი,კამათის დროს დაზიანებულიყი.ცხადია,თოხის ქნევის დროს არ მიუღია იმხელა ჭრილობა.ირაკლის არასდორს უყვარდა ზედმეტი ლაპარაკი და ახლაც დარწმუნებული ვიყავი, არაფერს მეტყოდა.გოშაძე ყოველთვის ქოთქოთა იყო,მაგრამ დუმილი ამჯობინა.ნიკუშას ინტერესებში კი საერთოდ არ შედიოდა,მე ჩემს ცნობისმოყვარეობას დავიკმაყოფილებდი,თუ არა.ამიტომ,ვიჯექ გაბერილი და ნერვები მაწყდებოდა.
ამ ამბებიდან ორი კვირა იყო გასული,სამსახურიდან ვბრუნდებოდი დუდას დედა,ნატალია რომ შემხვდა.საოცრად ლამაზი ქალი იყო ყოველთვის.შავი,ჭაღარაშერეული თმა მუდამ აწეული ჰქონდა და ყოველთვის შავები ეცვა.დუდა პატარა იყო, ქმარი რომ გარდაეცვალა.ერთადერთ შვილს ისე ზრდიდა საერთოდ არ აგრძნობინებდა მამა რომ არ ჰყავდა.ქალი თბილად გადამეხვია და ჩემი მშობლები მოიკითხა.ჩვენთან დავპატიჟე,მაგრამ მითხრა ცოტა დრო მაქვს,თორემ დიდი სიამოვნებითო.კიდევ ერთხელ გადავეხვიე და დავემშვიდობე.მთელი გზა მასზე და დუდაზე ვფიქრიბდი.გაგნიძის საქართველოდან წასვლის შემდეგ იშვიათად მოდიოდა უბანში,ისიც სულ ცოტა ხნით.მიკვირდა,რატომ დატოვა ყველაფერი და რატომ წავიდა.
სახლში სრული არეულობა დამხვდა.მარიკას იქაურობა ყირაზე დაეყენებინა და თითოეულ კუთხე-კუნჭულს ზედმიწევნით წმენდდა
-დედა,რომის პაპს ველოდებით?
შევიცხადე და თავზე დავადექი
-ახალი წელი მოდის და ყველაფერი უნდა ბზინავდეს!
მკაცრად მითხრა და თვალების ბრიალით ამომხედა.მხრები სიცილით ავიჩეჩე
-ირაკლიმ ახალ წელს თუშეთში მივდივართ,აგარაკზეო და შენც მიჰყვები?
-ჩემთვის არაფერი უთქვამს
გაბრაზებულმა ჩავიბურტყუნე და ჩემს დეგენერატ ძმას ტექსტური შეტყობინება გავუგზავნე,სახლში მალე მოსულიყო.მთელი დღე დაბღვერილი დავაბიჯებდი ოთახებში და ველოდი, როდის მოვიდოდა ირაკლი თმებითი რომ მეთრია და ახალი გაწმენდილი იატაკი თავიდან მომეპრიალებინა.გვიანობამდე არ მობრძანებულა.დაძინებას ვაპირებდი,ოთახში რომ შემომივარდა
-აი,მესმის პუნქტუალურობა
ირონიით დავეჭყანე და საწოლში შევძვერი.საბანში გავეხვიე და თაველები დავხუჭე.ირაკლიმ გაიცინა და ზევიდან დამაწვა
-გამებუტა ჩემი ნანულა
-ნანულას მოგცემ ახლა თუ მოგცხე
დავუბღვირე და ვეცადე მომეშორებინა,მაგრამ ისე ჩამფრენოდა მამა ზეციერი ვერ მომაძრობდა
-რა იყო,გაგაბრაზა ვინმემ?
მკითხა და ლოყაზე მაკოცა.ნასვამი იყო.ხასიათზეც ეტყობოდა.ასეთი ცანცარა მხოლოდ მაშინ ხდებოდა,ორ ჭიქას რომ დალევდა
-შენ გამაბრაზე!
-მეეე?!
წამოიყვირა და გაოცებულმა მიიდო საჩვენებელი თითი მკერდზე
-თუშეთში თუ მიდიოდი,ჩემთვის არ უნდა გეთქვა?!
-ოო,მე მეგონა რამე დავაშავე
გაიცინა და თხელი სვიტერი გაიძრო
-არც იფიქრო,რომ აქ დაწვები,ყარხარ!
დავიჭყანე და ვეცადე საწოლიდან გადამეგდო
-რა ძალა გქონია
გადაიხარხარა და ჩამეხუტა
-ბიჭები მარტო მივდივართ
-მერე რაა,მეც წამოვალ
საწყლად ავხედე და თმებზე ფოთიალი დავუწყე
-ვერ წამოხვალ
-გთხოვ რააა
კიდვ უფრო დავიწვრილე ხმა და ლოყები დავუკოცნე
-კარგი ხო!თებესაც უთხარი,თორემ ცოცხლად შეჭამა ნიკუშა
დანებდა.აბა რაა,ჩემი ვითომ "საცოდავი ვარ" გამომეტყველება ყველაფერს შვება.გახარებულმა შემოვკარი ტაში და ზურგი ვაქციე
-წადი,წყალი მაინც გადაივლე.
ზურა და მარიკა გაგვიბრაზდნენ,მარტო რომ ვტოვებდით,მაგრამ დავამშვიდეთ და ვუთხარით,შობას მათთან ერთად ვიქნებოდით.ბიჭები ოცდაათში მიდიოდნენ მე კიდევ იმ საღამოს თანამშრომლები უნდა მენახა და თორნიკესთანაც უნდა შემევლო.ირაკლიმ მითხრა დუდა ვერ მოდის ჩვენთან ერთად და იმას გამოყევიო.დიდად არ მესიამოვნა ეგ ფაქტი,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.თებეს ვთხოვე დარჩენილიყო და ჩვენთან ერთად წამოსულიყო,მაგრამ მტკიცე უარი განმიცხდა.ნიკას მარტო ვერ გავუშვებ,არ იმაიმუნოსო.ასე შევრჩით მე და დუდა გაგნიძე ერთმანეთს.ირაკლის ვუთხარი გაეფრთხილებინა,რომ მერე რამე გაუგებრობა არ ყოფილიყო.მანაც მითხრა,დილით დაგირეკავს და მზად დახვდიო.
თანამშრომლებთან ერთად მთელი ქალაქი შემოვიარე.საჩუქრებიც გავცვალეთ და დაღლილი ავედი თოკოსთან.ეძინა და ისეთი სახით გამიღო კარი,ხარხარი დავიწყე სადარბაზოში
-ნუ კაკანებ და შემოდი
მანაც გამიცინა და სახლში შემაგდო
-ვაიმე,თმა რას გიგავს
სასაცილით გაფშეკილ თმის ღერებზე წავეპოტიალე და ხტუნვა-ხტუნვით შევედი მისაღებში
-შვებულების აღებას არ აპირებ?
-რომ შემეძლოს შენი აზრით,უარს ვიტყოდი?
წარბაწეულმა გადმომხედა და დივანზე გაწვა.ექიმის კვალობაზე ზედმეტად სექსუალური იყო.თავი სწრაფად გავაქნიე ურცხვი ფიქრების გასაფანტად და გვერდით ჩამოვუჯექი
-საჩუქარი მოგიტანე,ოღონდ პირველამდე არ გახსნა
-დაბადების დღე მაქვს?
გაიოცა და იდაყვებს დაეყრდნო
-საახალწლო,იდიოტო
გავუცინე და ლამაზად შეფუთული კოლოფი მივაწოდე
-და ახალწელს რომ მომცე,არა?
ქვევიდან ამომხედა და წარბი ისე აზიდა მინდოდა სათითაოდ ამომეცალა ყველა ღერი
-ხომ გითხარი ხვალ თუშეთში მივდივარ თქო?საერთოდ აღარ მისმენ
ქვედა ტუჩი საცოდავად გადმოვაბრუნე და ნაწყენმა მზერა ავარიდე
-მაპატიე,ჩემო პატარავ,ნახევრად მეძინა ეგ რომ მითხარი
სწრაფად წამოიწია და ლოყები დამიკოცნა
-მეგონა მალევე ბრუნდებოდი
-მალევე ვბრუნდები,მაგრამ საჩუქარი ხომ უნდა გქონდეს,არა?
-კარგი,მე მაშინ გაჩუქებ რომ დაბრუნდები
-არ გაქვს ხო ნაყიდი?
ალმაცერად ავხედე და თვალები დავუბრიალე
-მაქვს და თუ მოითმენ კარგი იქნება
კიდევ ერთხელ მაკოცა და პირვანდელ პოზიციას დაუბრუნდა
-ირაკლი თუ წავიდა,შენ ვის მიყვები?
-დუდას,ეგ დარჩა და იკამ მაგას გამიყევიო
მხრები ავიჩეჩე და საჩუქარი ხელიდან გამოვგლიჯე,რომლის გახსნასაც ცდილობდა
-რატომ დომინირებს ყველგან გაგნიძე?
ამომხედა წარბებშეკრულმა
-რატომ ხარ აცრილი დუდაზე?კლასელები იყავით ბოლოს და ბოლოს
-არ გვქონდა მთლად კარგი ურთიერთობა
-რატომ?
-ვიღაცაზე ვიჩხუბეთ და მერე ერთმანეთსი დანახვაც ნერვებს გვიშლიდა
ახლა ამან დამაინტრიგა ხო?როგორ მეზიზღება გაურკვევლობა
-ვისზე იჩხუბეთ?
-რა მნიშვნელობა აქვს?ათი წელი გავიდა
-მაგრამ ერთმანეთი მაინც არ გეხატებათ გულზე
-ნაინა,რამდენი ლაპარაკი გიყვარს
გამიცინა და ცხვირზე დამკრა საჩვენებელი თითი
-ადექი გამაცილე
ძალით წამოვაგდე სახედამანჭული.ერთი ხელი მისი მანატოს ჯიბეში მქონდა ჩაყოფილი და ისე ვითბობდი.კორპუსის წინ ბიჭები იდგნენ და ღლიცინებდნენ.თორნიკე მათ მიესალმა და სადარბაზოს წინ შეჩერდა.დავინახე როგორ გაუშტერა მზერა ჩემს უკან რაღაცას და მეც ინტერესით შევტრიალდი.დუდა იყო.სიგარეტს ეწეოდა და ჩვენ მოგვჩერებოდა
-საღამო მშვიდობისა
ჩავიბურტყუნე და ისევ თორნიკეს მივუბრუნდი.ვიგრძენი,როგორ დაიძრა გაგნიძე და როგორ მოგვიახლოვდა
-საღამო მშვიდობისა,თორნიკე
ცალყბად გაუღიმა და შემიძლია დავიფიცო,მათ შორის იმხელა ზიზღი იყო,მეც კი ვიგრძენი
-საღამო მშვიდობისა,დუდა
ამოთქვა თორნიკემ და ჩემზე ჩაკიდებული ხელი ისე დაეჭიმა,ლამის მომტეხა.საშინელი დაძაბულობა იყო.დაბნეული ვაცეცებდი თვალებს და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა
-თოკო,მე ავალ სახლში
ამოვიჩურჩულე და კისერზე შემოვხვიე მკლავები.ისიც სწრაფად ჩამეხუტა და იმდენი მკოცნა,სანამ არ დაიღალა
-მიყვარხარ და ჭკვიანად იციდე
ლოყაზე მომეფერა და ზურგი გვაქცია ორივეს.ღრმად ჩავისუნთქე ცივი ჰაერი და შევტრიალდი.გაგნიძისთვის გვერდის ავლა ვცადე,მაგრამ მისმა თითებმა შემაჩერა,რომლებიც ჩემს წვრილ მაჯას შემოხვეოდნენ.დამრგვალებული თვალებით ავხედე.ისევ ისე მიყურებდა,მოქუფრული
-ცხრისთვის მზად იყავი!
ცივი ხმით მითხრა,როგორც ყოველთვის და სწრაფად გამშორდა.რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვიდექი.ბოლოს ძლივს მოვედი გონს და სწრაფად ავირბინე კიბეები.მარიკას ჩემი ჩანთა გაემზადებინა,რაზეც გემრიელი კოცნაც დაიმსახურა ჩემსგან.თბილი აბაზანა მივიღე და ზურას გვერდით დავჯექი,დივანზე.მანაც მაშინვე გულზე მიმიხუტა
-მამი,სახლი არ გადამიწვათ,არ დამღუპოთ
მითხრა სიცილით და ხელები დამიკოცნა
-შევეცდებით
გავეკრიჭე და ძლიერად ჩავეხუტე
-ბიჭები გააფრთხილე,ბევრი არ დალიონ!
-მაგათ მამა ზეციერის გაფრთხილებაც ვერ უშველით
-ბუხარი სულ გენთოთ,თორემ გაიყინებით
-კარგი რა მამა,პირველად ხომ არ მივდივართ,არა?
-ჩემო გოჭო,მომენატრები
ზურას სიტყვებმა ისე იმოქმედა,ღამე მასა და მარიკას შუაში ვიწექი და ორივეს ვეხუტებოდი.
დილაუთენია ავდექი,რომ ცხრისთვის მზად ვყოფილიყავი.გაგნიძემ ზუსტად ცხრაზე დამირეკა და მითხრა გელოდებიო.რა უნაირო ვინმეა.სახე სასაცილოდ დავმანჭე და ტელეფონი ჯიბეში ჩავიჩურთნე.მარიკამ იმდენი მკოცნა,მეგონა სახე აღარ შემრჩა.მამამ მანქანამდე მიმაცილა.იქვე მდგარ დუდას ხელის ჩამორთმევით მიესალმა და მშვიდობიანი გზა გვისურვა.ერთი ძლიერად მაკოცა თავზე და ღიმილით გაგვშორდა.ჩუმად დავიკავე ჩემი ადგილი.მანქანაში სასიამოვნო სითბო იყო.ქურთუკი გავიძვრე და უკან გადავდე.დუდასკენ არ გამიხედავს,არც ისი იკლავდა თავს,ამიტომ დაძინება გადავწყვიტე.კომფორტულად მოვეწყვე უზარმაზარ სავარძელზე.თითქმის ნახევარი გზა გათიშულს მეძინა.როცა გამოვფხიზლდი კახეთს გაცდენილნი ვიყავით.გავიზმორე და გაგნიძეს გადავხედე.წარბები ისევ შეეკრა და გზას გასცქეროდა,მე საერთოდ არ ვაღელვებდი.უკან დადებულ ჩანთას გადავწვდი და წინა ღამით გამზადებული შოკოლადები ამოვკრიფე,რომლებიც თანამშრომელმა მიყიდა.ვიფიქრე დუდასაც შევთავაზებ მეთქი,მაგრამ რატომღაც შემრცხვა.ერთი ცალი გავხსენი და გემრიელად ჩავკბიჩე.კუჭმა სასიამოვნოდ დაიზმუვლა
-მეც მინდა
მოულოდნელად გავიგე გაგნიძის ხმა და კინაღამ დავიხრჩვი.გეფიცებით,არ მჯეროდა ის თუ იყო.გაოცებულმა შევხედე
-რაო?
ამოვიბუტბუტე და თვალები რამდენჯერმე დავახამხამე
-მეც მინდა მეთქი,რა ვერ გაიგე?!ყრუ ხარ?
-ყრუ ნამდვილად არ ვარ
უკმეხად ვუთხარი და შოკოლადი მივაწოდე
-გამიხსენი
აი,აქ უკვე თვალები კეფაზე გადამეყარა.დაბნეულმა გავხსენი შეფუთვა და მივაწოდე.მანაც მაშინვე პირი დააღო.ღმერთო,მგონი გავგიჟდი ან ისევ მძინავს.ნელა მივიტანე მის პირთან ტკბილეულობა და მანაც მადიანად ჩაკბიჩა.ვუყურებდი როგორ საყვარლად აცმაცუნებდა ტუჩებს და უნებლიედ გამეღიმა.თავი მანქანის საზურგეს მივადე.თვალებდაწვრილებული ვაკვირდებოდი გაგნიძეს
-რატომ მომაშტერდი გაოცებული?
მკითხა და წარბაწეულმა გადმომხედა.სახე უცებ გავასწორე და გზას გავხედე
-არ მოგაშტერდი
ჩავიბურტყუნე და აზუზუნებულ ტელეფონს ვუპასუხე
-გამიკვირდა აქამდე,რომ არ დამირეკე
-ნუ ლაპარაკო ბევრს
დამიღრინა ირაკლიმ,როგორც ყოველთვის
-იმას სად აქვს ტელეფონი?
-რა ვიცი მე,ის კი არ ვარ
დავიჭყანე და ფართხალი დავიწყე, მაღაზია რომ დავინახე.გაგნიძემ გაოცებულმა შემომხედა და მანქანა ნელა გადააყენა
-სად ხართ?
-კახეთს გამოვცდით,დიდი ხანია უკვე
-აქ მაგრად თოვს და შეეცადეთ იჩქაროთ!
მითხრა და გამითიშა.მჟავე რომ დაიბადები ადამიანი,მჟავე მოკვდები რა.ტელეფონი იქვე დავდე და დუდას გადავხედე
-მშია
ამოვიზმუვლე და კრავის თვალები ავუფახუნე
-კონკრეტულად რა გინდა?
-არ ვიცი,შევალ მაღაზიაში და ვნახავ
საფულე ავიღე და გადავედი.სწრაფად შევედი მარკეტში და პირდაპირ ტკბილეულობისკენ წავედი.დუდაც უკან გამომყვა,ვითომ დავიკარგებოდე.ყველაფერი მინდოდა და გადმოვცალე კიდევაც მთელი დახლები.ხელებში რომ ვეღარ დავიტიე გაგნიძე შემეშველა.კიდევ კარგი მიხვდა.მადლიერმა ავხედე,სახემოქუფრულს.რამდენიმე წვენიც ავიღე და სალაროსთან ცქმუტვა-ცქმუტვით მივედი
-შენ თქვი მშიაო და არა დიაბეტის დამართება მინდაო
გამოსცრა გაგნიძემ და გატარებული პროდუქტის ცელოფანში ჩატენვა დაიწყო
-მე ვიმართებ მერე მაგ დიაბეტს,შენ ხომ არა?!
უკმეხად ვუთხარი და რამდენიმე კუპიურა მივაწოდე "მალე გაეთრიეთ აქედან" მოლარეს.ჩემ სასუსნავებს ხელი დავავლე და კარი გამოვანგრიე რასაც ჰქვია.დუდა ნელი ნაბიჯით მომყვებოდა,რაც უფრო მაღიზიანებდა.მანქანის კარი მანამ არ გამიღო,სანამ თვითონაც არ მოუახლოვდა
-ვირი
ჩავიბურტყუნე და ჩემი ადგილი დავიკავე
-გავიგონე!
დამისისინა და მკვლელი მზერით გადმომხედა
-არაფერი მითქვამს და რა გაიგონე?!
მოჩვენებით გავიოცე და კმაყოფილი სახით ჩავიჭყიტე პარკში.მთელი გზა ვჭამდი.გაგნიძე ხანდახან გადმომხედავდა და ტუჩაბზუებული ქშენდა.ვირია მეთქი ხო ვამბობ.თუშეთში შესულები ვიყავით საოცრად რომ თოვდა.ისეთი ლამაზი იყო გაბადრული მივჩერებოდი საქარე მინას და გაუცნობიერებლად ვზმუოდი.რეალობაში გაგნიძის ჩუმმა შეგინებამ მომიყვანა.ცხვირაბზუებულმა გადავხედე
-რა მოხდა?
-საცობია,სავარაუდოდ გზა არის ჩაკეტილი.აქ იყავი!
ბოლოს მიბრძანა და თვითონ მანქანა დატოვა.საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება მისთვის.მინა ჩამოვწიე და ფაფუკ ფიფქებს ხელისგული შევუშვირე.ბავშვივით მიხაროდა და უაზროდ ვიღიმოდი.ძალიან რომ შემცივდა მხოლოდ მაშინ ვინებე,თავი შემომეყო და ფანჯარაც ამეწია.დუდას საკმაოდ დააგვიანდა.გადასვლას ვაპირებდი კარი ისევ გინებით,რომ გამოგლიჯა.ვირია რაა
-აქ დარჩენა მოგვიწევს!
-რაო?რას ჰქვია,აქ დარჩენა მოგვიწევს?!
წამოვიკივლე და გაოცებულმა შევხედე.წარბებქვევიდან ამომხედა და ჩაწითლებული თვალები მომანათა
-გზა არის ჩაკეტილი და დილამდე ვერსად წავალთ!
დამიღრინა და მანქანა დაძრა.ტელეფონის ძებნა დავიწყე
-ირაკლი გავაფრთხილე უკვე
თავი უხმოდ დავუქნიე.მანქანა განიერი შენობის წინ გააჩერა.სავარაუდოდ სასტუმრო უნდა ყოფილიყო
-რაც ძალიან გჭირდება,მარტო ისინი წამოიღე!
მიბრძანა და წარბი გამაფრთხილებლად ამიწია.მხოლოდ ზურგჩანთა ავიღე,რადგან თითქმის ყველა საჭირო ნივთი შიგნით მქონდა.კატასტროფულად ციოდა.სასტუმროში კბილების კაწკაწით შევედი.მიმღებში სანდომიანი,ახლაგაზრდა ქალი იდგა და გვიღიმოდა
-ორი ოთახი გვინდა!
რა ვირია,სულ ცოტა ზრდილობაც კი არ გააჩნია.თვალები ავატრიალე და სახე უკმაყოფილოდ დავმანჭე
-სამწუხაროდ,კლიენტების სიუხვის გამო,მხოლოდ ერთის შემოთავაზება შემიძლია,რადგან ძალიან ბევრი ხალხია და უცნობთან ერთად ოთახში ყოფნას სჯობს,ერთად შეხვიდეთ
დუდამ წარბაწევით გადმომხედა პირდაფჩენილს და მოგვეცითო ქალს უთხრა.თანხა გადაიხადა და იმ კიბისკენ წავიდა,რომელიც მიგვასწავლეს.ცხვარივით ავედევნე უკან.გაპროტესტებას აზრი მართლა არ ჰქონდა,ქაჯივით ჯიკაობას ვერ დავიწყებდი.ოთახი საკმაოდ დიდი და მყუდრო იყო.ერთ-ერთი კედლის მთელ სიგრძეზე ფანჯრები იყო და აივანზე გასასვლელი კარი.ყოველთვის მინდოდა ასეთ ადგილას ვყოფილიყავი და ოცნებაც ამიხდა
-სააბაზანოში შევდივარ
დამჩხავლა გაგნიძემ და თავისი ნივთებიანად კარებში გაუჩინარდა.როგორი ჯელტმენია.ზურას დავურეკე და ვუთხარი,რომ სასტუმროში ვიყავით და ყველაფერი კარგად იყო.თორნიკე გაგიჟდა.რას ჰქვია,გაგნიძესთან ერთად გაიჭედეო,ამოვალ და წამოგიყვანო.ძლივს დავამშვიდე ისე იწელებოდა.ფანჯარასთან ვიდექი გაბადრული და საოცრად ლამაზი ხედით ვტკბებოდი.ზაფხულობით ხშირად დავდიოდით აქ,მაგრამ თოვლიანი თუშეთი სულ სხვა არის.ფიქრებიდან საკეტის ხმამ გამომიყვანა.თავი ნელა მოვატრიალე და გაგნიძეს შევხედე.სპორტული შარვალი და მკლავიანი,თხელი ზედა ეცვა.სველი თმა სასაცილოდ ასჩეჩვოდა და ცხელი წყლისგან ლოყები შევარდისფერებოდა.გამეღიმა,მაგრამ სახე მალევე დავასერიოზულე.ჩემს ჩანთას ხელი დავავლე და ცხვირაწეულმა ჩავუარე გვერდი.ცხელმა წყალმა იმდენად მომადუნა,დროსი შეგრძნება საერთოდ დავკარგე.გონს კარზე კაკუნმა მომიყვანა.რა უბედურებაა ამოაგდო ანჯამებიდან
-დაიხრჩვი?!
შემომძახა დუდამ.ხმაზე ეტყობოდა,რომ უკმაყოფილო იყო რაღაცით
-გამოვდივარ
დავიჭყავლე და წყალი გადავკეტე
-არაფერს არ გაცდის რაა
ვბუზღუნებდი ჩემთვის და ვცდილობდი რამეს არ შევსკდომოდი,რადგან ორთქლის გამო თითქმის არაფერი ჩანდა.ძლივს მივაგენი წინასწარ გამზადებულ ნივთებს.სპორტული შარვალი და ირაკლის რამდენიმე ზომით დიდი მაისური ჩავიცვი,ნეტა იცოდეს დაუკითხავად რომ ავიღე.პირსახოცი თავზე დავიკოსე და სააბაზანოდან გავფლატუნდი.გაგნიძე საწოლზე იყო გართხმული.მუცლით იწვა,ხელები მოეკეცა და თვალები დაეხუჭა.ხმა რომ გაიგო ამომხედა.ჩანთიდან სახის კრემი ამოვიღე და იქვე მდგარი კომოდის წინ დავჯექი.სარკე საკმაოდ დიდი იყო და კარგად ვხედავდი გაგნიძეს.ზურგზე გადმობრუნდა და საწოლის საზურგეს მიეყრდნო.თითები ცივ,ბლანტ მასაში ჩავყავი და ნაზად გადავინაწილე ახურებულ ლოყებზე.დუდას მზერას ვგრძნობდი და თავს ვაიძულებდი მისკენ არ გამეხედა.ჩემ საქმეს რომ მოვრჩი, ფეხზე წამოვდექი და მის გვერდით დავჯექი
-მშიაა
საწყლად ამოვიზმუვლე და კრავის თვალებით შევხედე
-გეტყობოდეს მაინც რამე
გაგნიძემ ღრმად ჩაისუნთქა და საწოლთან დაკიდებულ ტელეფონს გადასწვდა.რამდენიმე გემრიელობა შევუკვეთე სასტუმროში მდებარე რესტორანს.მენიუ გადაშლილი მქონდა და გაბადრული შევყურებდი საოცარ კერძებს
-მგონი საკმარისია
-საკმარისი იქნება აბა,გამოწიკე მთელი თვის მარაგი
უკმაყოფილოდ ჩაიბირტყუნა და აზუზუნებულ ტელეფონს უპასიხა.საჭმელს არ დაგვიანებია.გაკრეჭილი ვუყურებდი ლანგრებს,რომლებიც მაგიდაზე დააწყვეს.მადლობა გადავუხადე მიმტანებს და მაშინვე კერძებს დავუწყე თვალიერება.რამდენიმე მათგანს ის ინგრედიენტები ჰქონდა, რომლებსაც დასანახად ვერ ვიტან.ეს კერძები დუდასკენ გავაჩოჩე,რომელმაც წარბაწევით დამხედა
-ესენი შენ ჭამე
ვუთხარი გაოცებულს და გავეკრიჭე
-რისთვის შეუკვეთე თუ არ ჭამდი?!
დამისისინა და მაგიდას მოუჯდა
-ვერ გავთვალე,რომ ისეთი რაღაცეებისგან მზადდება რაც არ მიყვარს
საწყლად შევხედე და ჩემს სალათას მივუბრუნდი.გემრიელად ვჭამეთ,რადგან საოცრად გვშიოდა.ცარიელი ჭურჭელი ისევ მიმტანებმა გაზიდეს და დავრჩით მარტონი.საწოლზე ვიჯექი და თებეს ვწერდი.დამპალი,თვითონ ზის საყვარელ ხალხთან,მე კიდევ მჟავე გაგნიძე შემხვდა.მასთან ჭორაობას,რომ მოვრჩი გამრიელად გავიზმორე და საწოლზე გადავწექი.გაგნიძეს გავხედე,რომელიც აივანზე იდგა და ეწეოდა.ზურგით მოაჯირს იყო მიყრდნობილი და მიყურებდა.გეფიცებით,მინდიდა მზერა ამერიდებინა,მაგრამ არ გამომივიდა.დამრგვალებული თვალებით მივჩერებოდი მის სილუეტს.ისიც ურცხვად მიყურებდა წარბშეუხრელი.დიდხანს არ გაჩერებულა აივანზე.კარი ნელა შემოაღო და საწოლისკენ წამოვიდა.მიწყვეტით დაეცა ზედ და ზურგი შემაქცია.ვირი.არ მჯეროდა,რომ ახალი წლის ღამე გაუცინარ გაგნიძესთან ერთად უნდა გამეტარებინა.მოწყენილობისგან კინაღამ ჭკუიდან შევიშალე
-გავიდეთ რა გარეთ
ამოვიზმუვლე და ზევიდან დავაჩერდი
-რა გინდა გარეთ?
მკვახედ მკითხა და თავი ოდნავ მოატრიალა
-გავისეირნოთ
-არ მინდა,აქ მირჩევნია
მომახალა და პირვანდელ პოზიციას დაუბრუნდა
-ხოდა,იყავი აქ!
გაბრაზებულმა ავიღე ტანსაცმელი და სააბაზანოში გამოვიცვალე.ქურთუკი მოვიცვი და ოთახიდან გავაბიჯე.მიმღებში უამრავი ხალხი ირეოდა,გვერდი მშვიდად ავუარე მათ.პატარა ბავშვივით მიხაროდა თოვლში სიარული.საოცარი ხმა ჰქონდა ჩემს ფეხებქვეშ მოხრაშუნე ფაფუკ მასას.ღიმილით დავბოდიალობდი,მაგრამ ვცდილობდი სასტუმროს არ გავცილებოდი,მეშინოდა არ დავკარგულიყავი.გაყინული ცხვირი ქურტუკში მქონდა ჩამალული და ჩუმად ვღიღინებდი.ნერვები მეშლებოდა დუდაზე,ასეთი მუდო რომ იყო.არ მინდოდა ახალი წელი უაზროდ გამეტარებინა,ამიტომ იქვე მდებარე მარკეტში შევედი.სასმელები,ხილი და რა თქმა უნდა,ტკბილეულობა ვიყიდე.ოთახში რომ დავბრუნდი,გაგნიძე ისევ იწვა და სავარაუდოდ ეძინა.მართალია ოთახში თბილოდა,მაგრამ იქვე დადებული თბილი პლედი მაინც გადავაფარე.უკვე მოსაღამოვებული იყო,მშობლებს რომ შევეხმიანე.მარიკა გაგიჟებული იყო,მარტო როგორ უნდა გაატაროთ ახალი წელი,დაბრუნებულიყავით სახშლიო.იქიდან თორნიკე მეჯუჯღუნებოდა, რა მოიგონეს ეს გზების ჩაკეტვაო.ბოლოს ძლივს დავაშოშმინე ორივე მხარე და მომღიმარი დავდექი ფანჯარასთან.მოულოდნელობისაგან შევხტი,მაგიდაზე დადებულმა გაგნიძის მობილურმა ზუზუნი რომ ატეხა.შემთხვევით მეპასუხა შემოსულ ზარზე,გოგოს სახელი რომ წავიკითხე.მსუბუქად ჩავახველე და ვუპასუხე
-გისმენთ?!
ხმა განაზებულმა ვკითხე ზარის ავტორს
-დუდა მინდოდა
ყურმილს იქით გაისმა დაბნეული,უშნოდ წიკვინა ხმა და კმაყოფილს გამეღიმა
-იცით...დუდას ახლა სძინავს და თუ საჩქარო არაფერია ვეტყვი,რომ დარეკეთ და ალბათ თვითონ შეგეხმიანებათ
მესიამოვნა რამდენიმე წამიანი პაუზა
-რომ გაიღვიძებს,სასწრაფოდ დამირეკოს!
ჩამჩხავლა გოგონამ და გამითიშა.მე კიდევ დავრჩი დამპლურად გაღიმებული
-მომინდომა დუდა გაგნიძე
ტუჩაბზუებულმა დავაბრუნე ტელეფონი თავის ადგილას და მოვტრიალდი.წამოვიკივლე ჩემს წინ ასვეტილ გაგნიძეს რომ შევასკდი
-დაუკითხავად რატომ პასუხობ სხვის ზარებს?!
მკითხა საოცრად ცივი ხმით.მთელს ტანში გამცრა,წამწამებს სწრაფად ვახამხამებდი და არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა
-მე...მე
-ბეკეკა
ჩაიდუდღუნა გაგნიძემ და მობილურს გადასწვდა.ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ცხვირი მაღლა ავწკიპე
-შემაწუხა ზუზუნმა და ვუპასიხე
ნიშნის მოგებით ვუთხარი და გვერდის ავლა ვცადე.ვინ გაცდის?!ამეყუდა ეს ორმეტრიანი ვირი
-შეგეძლო გაგეთიშა!
-რა დაკითხვებს მიწყობ?!გადაურეკე სანამ გადაეწვა ერთი ადგილი!
დავუყვირე და აფორიაქებული გავეცალე.მთელი სახე მიხურდა.აივნის კარი გამოვგლიჯე და გარეთ გავაბიჯე.ცივ ჰაერს ღრმად ვისუნთქავდი და მოაჯირს ვეყრდნობოდი.ცოტა რომ დავწყნარდი ოთახში დავბრუნდი.გაგნიძე სავარძელში იჯდა და მობილურს ჩაშჩერებოდა
-არ დაგეკარგოს არსად ეგ გადაშენების პირას მყოფი ფარშევანგის ხმიანი!
ჩავიბურტყუნე და მერკეტში ნაყიდი პროდუქტის ამოლაგება დავიწყე.ერთი საათი რჩებოდა შუა ღამემედე, რესტორნიდან ჭურჭლის ამოტანა რომ ვსთხოვე.ჭურჭელს უზარმაზარ თეფშზე დაწყობილი ნამცხვრები რომ მოაყოლეს,ხტუნვა დავიწყე სიხარულისგან.ისე გემრიელად გამოიყურებოდა მაშინვე მომინდა შემესანსლა,მაგრამ გაგნიძის მჟავე სახემ შემაჩერა.ღვინის ბოთლს ვეჯაჯგურებოდი ძლივს,რომ მოიფიქრა დუდამ და გამომართვა,გასახსნელად.მარტივად მოხსნა საცობი წითელ სითხეს და ჭიქებში ჩამოასხა.საოცარი არომატი დატრიალდა ოთახში.პირველი ჭიქა ჩუმად გამოვცალეთ,რომელსაც მეორე ჩუმი ჭიქა მოჰყვა.ბოლოს ყელში რომ ამომივიდა სიჩუმე,მის წინ დავდექი და ჩემი ჭიქა მისას მივადე
-ახალ წელს მაინც გაუმარჯოს,ჩვენ თუ ,არა
ვუთხარი დაღვრემილმა და სითხე მთლიანად გამოვწრუპე.გაგნიძე მშვიდად მომჩერებოდა
-უჟმური
ამოვიბლუყუნე და ისევ ღვინოს მივუბრნდი.ფანჯარასთან ვიდექი და ველოდებოდი,როდის დაიწყებოდა ფეერვერკები წვიმა.მოულოდნელობისაგან შევკრთი, გახურებული მტევანი რომ ვიგრძენი ჩემს მაჯაზე.გაოცებულმა ავხედე გაგნიძეს,რომელსაც აივნისკენ მივყავდი.თოვდა,საოცრად ლამაზი იყო ყველაფერი.
ფეერვერკები,თოვლი,თუშეთი და რაც მთავარია მე და გაგნიძე.დუდამ მოაჯირთან დამაყენა და თვითონ უკან დამიდგა.ზურგით ვეყრდნობოდი მის მკვრივ მკერდს,რომელიც საშინლად მხურვალე იყო.თვალები მივნაბე და მისი სუნთქვის მოსმენა დავიწყე.ყელთან ვგრძნობდი გაგნიძის ტუჩებს და მეგონა ცეცხლი მენთო მთელს მუცელში
-ჩვენ გაგვიმარჯოს!
ჩამჩურჩულა დაბოხებული,დამძიმებული ხრინწიანი ხმით.გამეღიმა.მისკენ შევტრიალდი,ნელა ვაკოცე ლოყაზე და ისევ პირვანდელ პოზიციას დავუბრუნდი.არც კი მახსოვს რამდენ ხანს ვიდექით ასე.სიცივისგან კანკალი,რომ დავიწყე მხოლოდ მაშინ შემიყვანა ოთახში.ახალი ბოთლი გახსნა და ისევ შემივსო ჭიქა.უკვე საგრძნობლად მომკიდებოდა ალკოჰოლი.სადღაც შორიდან მესმოდა ჩემი ტელეფონის ღმუილი,მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი.საწოლზე ვიჯექი და ჩემს წინ ატუზულ გაგნიძეს ვუყურებდი.მეორე ბოთლმა ღვინომაც ხმის ამოუღებლად დაგვათრო.საწოლზე ვიყავი გადაწოლილი და საახალწლო სიმღერებს ვღიღინებდი.ჩემს გვერდით საწოლი რომ დაიწია, ამღვრეული თვალები გავახილე და გაგნიძეს შევხედე.წარბებშეკრული მიყურებდა.ჩემკენ გადმოიწია და ზევიდან დამაწვა.თვალებდაჭყეტილი ვუყურებდი და განძრევას ვერ ვბედავდი.სუნთქვა გამიხშირდა და ვერ ვხვდებოდი რა ჯანდაბა ეტაკა ასე მოულოდნელად.მისი გრძელი,გრილი თითები რომ შემეხო გახურებულ ლოყებზე კინაღამ ჩავდნი.ტუჩებგაპობილი მივჩერებოდი და ძლივს ვსუნთქავდი
-ლამაზი ხარ!
ხმადაბლა მითხრა და კიდევ უფრო ახლოს მოსწია სახე
-შენ კიდე ვირი!
უნებლიედ წამომცდა და კიდევ უფრო გამიფართოვდა თვალები,შიშისგან.დავინახე როგორ გაეღიმა და მეც შვებით ამოვიოხრე.ნელა დაიხარა და მაკოცა.გეფიცებით,მეგონა სიამოვნებისგან მოვკვდებოდი.სასიამოვნო ბგერები ამოვუშვი და თვალები მივლულე.მალევე მომშორდა,მაგრამ ჩემს ტუჩებს ისევ შემორჩენოდა მისი არაამქვეყნიური გემო.ათრთოლებული ტუჩები ერთმანეთს დავაშორე და მომღიმარს შევხედე.გაბრუებული მივჩერებოდი გაგნიძის უხეშ ნაკვთებს და ვერ ვიჯერებდი,რომ მასთან ასე ახლოს ვიყავი და ცოტა ხნის წინ ვკოცნიდი.სახეზე ნაზად მეფერებოდა და უხმოდ მომჩერებიდა.ღმერთს ვსთხოვდი,რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ ყოფილიყო
-თოკუნიას არ ვუთხრათ
თვალი ჩამიკრა და გვერდით გადაწვა.საერთოდ ვერ მივხვდი თორნიკე რა შუაში იყო.გაოგნებული მივჩერებოდი ჭერს.ალკოჰოლმა თავისი ქნა და ტრანსში მყოფს მალევე ჩამეძინა.ასეთი ახალი წელი არასდროს მქონია.დილით,რა თქმა უნდა,თავის ტკივილმა გამაღვიძა.ქუთუთოები ძლივს დავაშორე ერთმანეთს და ოთახს თვალი მოვავლე.გაგნიძე არსად ჩანდა.გუშინდელი გამახსენდა და უაზროდ გამეცინა.თავის ქნევით წამოვდექი და სააბაზანოში შევედი.იქიდან რომ გამოვედი დუდა სავარძელში იჯდა და ტელეფონს ჩაშჩერებოდა,გამეღიმა.ჩემი შესვლა, რომ გაიგო თავი წამოსწია.მისი მოღუშული სახის შემხედვარე,მეც დავსერიოზულდი
-მივდივართ
მითხრა და თავისი ნივთებიანად დატოვა იქაურობა.რამდენიმე წამი გაოცებული ვიდექი და კარს მივშტერებოდი.წარმოდგენა არ მქონდა რას მოველოდი მისგან,მაგრამ ასეთ გულგრილობას ნამდვილად,არა.გაბრაზებულმა ჩავტენე ყველაფერი ზურგჩანთაში და ნომერი დავტოვე.მანქანაში მამის მკვლელი სახით ვიჯექი და ვცდილობდი გაგნიძისთვის არ შემეხედა.რეალურად არ უნდა მქონოდა ასეთი რეაქცია,არც მასზე და არც მის საქციელზე.უბრალო მთვრალი კოცნა იყო და მეტი არაფერი.სახლში რომ მივედით,ჯერ კიდევ ყველას ეძინა.უხმოდ დავათვარიელე ოთახები და თავისუფალი მათგანი დავიკავე.თავი ისევ საშინლად მტკიოდა.ჩემი ნივთები მივალაგე და ირაკლის შევუვარდი საძინებელში.საწოლზე ჩამოვუჯექი და შუბლზე ჩამოყრილი თმა გავუსწორე.ერთი ამოიზმუვლა და ცალი თვალი გაახილა
-რატომ მაღვიძებ?!
ამოიზუზუნა და საბანი თავზე გადაიფარა,ფანჯრიდან შემოსული სინათლის დასაჩრდილად
-ოო ადექი რააა,არ მოგენატრე მაინც?
-თუ მაცდი გამოფხიზლებას კარგი იქნება!
-უჟმურო
ჩავიდუდღუნე და სახის მანჭვით გამოვედი იქიდან.გაგნიძე მისაღებში იჯდა და ისევ ტელეფონს ჩაშტერებოდა.არ დაეკარგოს არსად.ბუხართან ჩამოვჯექი და სასიმოვნოდ ამოვიზმუვლე სითბო რომ შევიგრძენი.ძალიან მიყვარდა აქაურობა.მთელი ბავშვობა მე და ირაკლის თუშეთში გვქონდა გატარებული და საოცრად სასიამოვნო მოგონებები მქონდა აქაურობასთან.მე სანამ ბავშვობას ვიხსენებდი,ნელ-ნელა ყველანი გამოლაგდნენ ოთახებიდან.თებე კივილით ჩამეხუტა და ბევრი მკოცნა
-ყველას გილოცავთ ახალ წელს
სათითაოდ გადავკოცნე ყველანი და გოშაძეს ჩავუხტი კალთაში
-რას გიგავს სახე
-აბა რა იქნება,მთელი ღამე ვსვამდით
საწყლად ამოიზმუვლა და ჩამიხუტა
-ვაიმე,ჩემო სათუთო
თავზე ვაკოცე და მის სახეზე გამეცინა
-თქვენ რა ქენით წუხელ?
იკითხა თებემ.თვალებდაქაჩულმა ავხედე წარბაწეულ გაგნიძეს,რომელიც ხესავით,უემოციოდ იდგა
-არაფერი არ გვიქნია
ჩავიჩურჩულე და მზერა ავარიდე მის მწველ მზერას.ხმადაბლა ჩავახველე და გიორგის მკავებში ჩავიმალე.მთელი სახე მიხურდა.სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი
-ნაინა,ადექი სამზარეულოში მომეხმარე
მიბრძანა თებემ და მეც მონასავით ავედევნე უკან
-რას გამომაპარებ მე,შენ?!
თითის ქნევით შემომიტრიალდა, როგორც კი განვმარტოვდით
-რას გულისხმობ?
ინტერესით დავხედე მის გაფშეკილ თითს
-რა ჩაიდინეთ გუშინ?
-თებე,რაებს ბჟუტურებ?რა უნდა ჩამედინა მე გაგნიძესთან ერთად?
სიცილით ვცადე ნერვიულობის დაფარვა და გვერდი სწრაფად ავუარე დაბღვერილ დაქალს
-რაც მოხვედით ისე გიყურებს,მგონია მიგაკლავს სადმე
-ნუ ბოდავ,თუ ქალი ხარ
-გოგო!ოცდა სამი წელია გიცნობ და შენი აზრით იმას ვერ მივხვდები რაღაც რომ გაწუხებს?!
დამიყვირ თებემ და ხის სკამზე დამაბერტყა.ღრმად ამოვისუნთქე და კრავის თვალებით ავხედე.რა თქმა უნდა,თებეს მარტივად ვერ დავუსხლტებოდი ხელიდან,ამიტომ ყველაფერი მოვუყევი
-ოი,რა ჩუმჩუმელაა ვინც არ იციის
დაქოთქოთებდა სამზარეულოში და თან გაგნიძეს ლანძღავდა
-ნუ ყვირი რა,თავი ისედაც მისკდება!
სახე საცოდავად დავმანჭე და ბოსტნეულის დაჭრა განვაგრძე
-ვაიმე
მოულოდნელად წამოიკივლა თებემ. შეშინებულმა შევხედე,პირდაღებულს.მეგონა თითი გაიჭრა
-რა მოხდა?
ვკითხე დაბნეულმა და კარგად დავაკვირდი
-ისევ მოსწონხარ
-ბოდვის ახალი სტადია დაგეწყო?!
დავუბღვირე და ჩემს ბოსტნეულს მივუბრუნდი
-გოგო,ნუ იშტერებ ხოლმე თავს!მოსწონხარ!როგორ მახსოვს სანამ უკრაინაში წავიდოდა მანამდე,უბანში რომ ჩამოდგებოდნენ ბიჭები,ისეთი თვალებით გიყურებდა,იწვოდა შიგნიდან
-თებე,უკვე ნამეტანს ფანტაზიორობ
-ნაინა,ნუთუ ვერ ხვდები?!მოსწონხარ,ნამდვილად მოსწინხარ
სიცილით შემოკრა ტაში და გახარებულმა შემომხედა
-არამგონია რაღაც
-რა არ გგონია გოგო?ნუ გადამრევ
-ზედმეტად ცივი და უხეშუა
მხრები სასაცილოდ ავიჩეჩე.მხოლოდ ახლა გავაცნიბიერე,რომ დუდა გაგნიძესა და მის მიმართ ჩემს გრძნობებზე ვფიქრობდი
-მას თუ მოვწონვარ,მე არ მომწონს!
წამოვიძახე ნიშნისმოგებით და დაბღვერილ თებეს გავუღიმე
-ვის მოსწონხარ?!
ჩვენს უკან ირაკლი იდგა და ხელებგადაჯვარედინებული,
წარბებშეკრული გვიყურებდა
-ჩუმად გვისმენდი?!
საუკეთესო თავდაცვა,თავდასხმააო ხომ გაგიგიათ?ზუსტად ეგ გავაკეთე მეც
-გეკითხები!
-არავის ირაკლი,რა გჭირს?!არავის უთქვამს არაფერი და საიდან უნდა ვიცოდე?
-უაზრო თავის მართლებას ნუ იწყებ!
თითი დამიქნია და დაბღვერილი გაგვცილდა
-უიმეე,ეს რა ეჭვიანია
გაიცინა თებემ და თვალი გააყოლა ირაკლის
-ავადმყოფი!ყველა თავისნაირი რომ ჰყავს გარშემო!
-ჩვენ არ დაგვისრულებია,იმაზე საუბარი
გამაფრთხილა თებემ და საჭმელს მიუბრუნდა.საღამოსთვის მაგიდა ლამაზად გავაწყვეთ და ახალი წლის აღნიშვნა დავიწყეთ,ახლა უკვე ყველამ ერთად.გაგნიძის წინ ვიჯექი და თებეს სიტყვები მირევდა გონებას.ჩემს გვერდით მჯდომ გიორგის გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე.მანაც ხელი გადამხვია და მიმიხუტა.ვცდილობდი დუდასთვის არ შემეხედა.მშვიდად ვსაუბრობდით და ცოტ-ცოტას ვსვამდით.ბიჭები მოსაწევად რომ გავიდნენ,თვალებმოჭუტულ თებეს გავხედე
-ნუ მიყურებ ასე
გავუცინე და ლოყაზე ვაკოცე
-აივნიდან გიყურებს
თვალები დამიქაჩა და ძალით გამიღიმა
-ხოდა,მიყუროს და საერთოდ რას ჩაეციკლე ამგაგნიძეს?
-მართალი ხარ,ცოტა უნდა აწვალო მითუმეტეს დუდა!
ხმამაღლა გავიცინე და ოთახში შემოსულ ბიჭებს ავხედე.არ ვიცი რისი იმედი მქონდა,ან რატომ ავყევი თებეს სიტყვებს.თითქოს მინდოდა ეს ყველაფერი მართალი ყოფილიყო,მაგრამ გაგნიძე ზედმეტად ჩაკეტილი და გულგრილი ადამიანი იყო.
ძალიან გვიანი იყო რომ დავიშალეთ.ძლივს მივფოფხდი საწოლამდე და ზედ დავებერტყე.საშინლად ციოდა,სწრაფად შევძვერი საბანში და გემრიელად გავეხვიე შიგნით.სანამ არ გავთბი,ვერ დავიძინე და უაზროდ ვწრიალებდი.ირაკლისთან გასვლაც დამეზარა და თავს ვაძალებდი დამძინებოდა.ძილ-ბურანში ვიყავი ოთახის კარი ჩუმი ჭრიალით რომ გაიღო.თავი ინტერესით წამოვწიე და თალები გაოცებისგან გამიფართოვდა,კედელზე აყუდებული გაგნიძე რომ დავინახე.ფანჯრიდან შემოსული მკრთალი შუქი ნახევარ სახესა და ტანზე ეცემოდა.ბაგეები ოდნავ გაეპო და თვალებაკიაფებული მომჩერებოდა.შიშით ავეტუზე საწოლის საზურგეს და გაოგნებულმა ავხედე.ხმას არ იღებდა,რაც კიდვ უფრო მაშინებდა.დიდხანს იდგა ასე,შემდეგ ნელი,მშვიდი ნაბიჯით დაიძრა ჩემკენ.ვიგრძენი,როგორ ამითრთოლდა ტუჩები.საწოლს შემოუარა და ზევიდან დამაჩერდა.მესმოდა მისი ღრმა,ცხელი სუნთქვა
-სასტუმროში რაც მოხდა,სისულელე იყო!ირაკლი მენდობა და სჯობს,არაფერი გაიგოს,თუ საჭირო გახდება მე თვითონ ვეტყვი!
გაოგნებული ვუსმენდი მის ცივ ხმას და ყველანაირად ვცდილობდი კანკალი დამეფარა.საერთოდ ვერაფერი ვუთხარი.დებილივით შევჩერებოდი მის უემოციო ნაკვთებს და გაქცევა მინდოდა იქიდან.ცოტა ხანს ასე მიყურა,შემდეგ კი სწრაფად გავიდა ოთახიდან და დამტოვა აფორიაქებული.ასე პირდაღებული ვიჯექი საწოლზე და ვერაფერს ვაცნობიერებდი.მეც ვიცოდი სისულელე რომ გავაკეთეთ,მაგრამ მისგან ამ ყველაფრის მოსმენა უფრო მტკივნეული აღმოჩნდა.ძლივს მოვახერხე დაძინება.მთელი ღამე კოშმარები მესიზმრებოდა და ვერ ვისვენებდი.დილით ერთბაშად გამომეღვიძა და აქოშინებული წამოვჯექი საწოლზე.ხელები გამყინვოდა და ფრჩხილები სულ გალურჯებული მქონდა
-რა ჯანდაბა დამემართა
ჩავიბურტყუნე და ფეხზე წამოვდექი.კატასტროფულად ციოდა და მეც სწრაფად შევვარდი სააბაზანოში.დიდხანს ვიდექი ცხელი წყლის ქვეშ და ვნებივრობდი.ირაკლის ბუხარი უკვე დაენთო და პირველ სართულზე სასიამოვნო სითბო იყო.ჩაი გავიმზადე და სავარძელში ჩავჯექი.ფეხები გიორგის მუხლებზე გადავალაგე და თვალები მივხუჭე.დუდა არსად ჩანდა და არც მინდიდა მისი ცივი სახისთვის მეყურებინა.სიჩუმე იყო ოთახში,მხოლოდ შეშის ტკაცუნი ისმოდა.კინაღამ ჩამეძინა,კარის უსიამოვნო ჭრიალი სანამ გამომაფხიზლებდა.თავი ოდნავ წამივწიე და წარბებშეკრულმა შევხედე მხრებდათოვლილ გაგნიძეს
-რატომ დაბრუნდი?
ინტერესით ჰკითხა ირაკლიმ და ფეხზე წამოდგა
-გზები არის ჩაკეტილი,ხვალამდე ვერ გაწმენდენო
უკმაყოფილოდ ამოთქვა დუდამ და სწრაფად გაიძრო მოსაცმელი.მე ვიყინებოდი აქ და ამდენ ტანსაცმელში ვერაფრით ვთბებოდი ისე მციოდა მას კი უმკლავებო მაისური ეცვა.ინტერესით გადავხედე თებეს,რომელიც ნიკუშას ეჯუჯღუნებოდა და საერთოდ არ ვაინტერესებდი
-ბრუნდებოდა დღეს?
ჩუმად გადავუჩურჩულე გიორგის,რომელიც მომღიმაღი აწკაპუნებდა თითებს მობილურის ეკრანზე
-ჰოო,სასწრაფო საქმე ჰქონდა
მხრები აიჩეჩა გოშაძემ,ისე რომ ჩემთვის არც შემოუხედავს.ისევ გაგნიძეს ავხედე,რაღაცას ელაპრაკებოდა ირაკლის,რაც არ მესმოდა.
ვცდილობდი მაქსიმალურად დამეიგნორებინა დუდაზე ფიქრები.თითქმის მთელი დღე სავარძელში გავატარე.მე ძალიან კომფორტულად ვიყავი,მაგრამ ბიჭები აზუზუნდნენ მოვიწყინეთ და რამე გავაკეთოთო.კარტის თამაში გადავწყვიტეთ.თებემ მე არ მინდაო და ნიკუშასთან ერთად გაიძურწა ოთახში.ასე შევრჩი სამ ბიჭს.გაგნიძე წინ მეჯდა და დავიფიცებ,ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთვის,შემთხვევითაც კი.უკვე ნერვებს მიშლიდა.მეც ცხვირაწეული ვიჯექი და მშვიდად ვთამაშობდი.დეგენერატმა გიორგიმ,წაგებულები გარეთ დაიძინებენო,რომ თქვა,უაზრო სიცილი დავიწყე.თავიდან მეგონა ხუმრობდა,მაგრამ ისეთი მეამიტური გამომეტყველება ჰქონდა,მინდოდა თავში ჩამერტყა რამე
-შენ წნევა ხო არ გაქვს?ყინავს გარეთ
წამოვიყვირე გაოცებულმა და გაკრეჭილს გადავხედე
-ჰოდა,არ წააგო
ნიშნისმოგებით გამიღიმა და მხრები აიჩეჩა
-ნუ ბოდავ!
დავისისინე და წარბებაწეულ ირაკლის შევხედე
-არ მითხრა,რომ თანახმა ხარ?!
კიდევ უფრი ავწიკვინდი და თვალებგაფართოებულმა ძლიერად მოვუჭირე თითები ხელში ჩაბღუჯულ კარტს
-რატომაც არა
-ირაკლი,სულ გააფრინე?მოვკვდებით ვინც არ უნდა გაათიოს ამაღამ გარეთ!
გოშაძე დებილი რომ იყო ვიცოდი,მაგრამ ჩემი ძმაც ასე თუ გამოშტერდებოდა ეგ ნამდვილად არა
-კაი,ცოდა ხნით მაინც
-გიორგი გცეემ!მე აღარ მინდა თამაში
ჩავიბურტყუნე დაბღვერილმა და კარტი მაგიდაზე დავყარე.სულ არ ვაპირებდი გარეთ გაყინვას,კარგად ვიცოდი ამათთან მომგები,რომ არ ვიყავი
-ასე არ შეიძლება,ან ითამაშე და შეეცადე არ წააგო,ან ახლავე შეგიძლია გახვიდე
ირაკლიმ ამომხედა და თითი გასასვლელი კარისკენ გაიშვირა
-არ გაპატიებ!
კბილებში გამოვცერი და ისევ წამოვკრიბე კუთვნილი ბანქო.ყველანაირად ვცდილობდი არ წამეგო,მაგრამ ამათ მე ვაჯობებდი?დღე და ღამე თამაშის მეტს არაფერს აკეთებდნენ.საცოდავად ვუყურებდი ჩემი სახელის ქვემოთ ჩამოწერილ რიცხვებს და ვხვდებოდი,ფილტვების ანთება გარანტირებული მქონდა.ყველაზე მეტად ის მიკვირდა,ჩემს შემდეგ დუდა რომ მოდიოდა.ცუდად არ თამაშობდა,მაგრამ გიორგი და ირაკლი ისეთი გამწარებულები იყვნენ დარწმუნებული ვარ,წაგებას ნამდვილად არ აპირებდნენ
-ბოლო ხელია
გამიცინა გოშაძემ და ძლიერად მაკოცა ლოყაზე
-მომშორდი
ამოვიჯუჯღუნე და ხელი ვკარი, ტკიპასავით მოკრულს
-არაუშავს პატარავ,ხან წააგენ,ხან წააგებ
ისევ გამიცინა და მოქნეული ხელი დამიჭირა,რომელიც წესით თავში უნდა მოხვედროდა.თითებზე მაკოცა და ისევ კარტს მიუბრუნდა.რა თქმა უნდა,წავაგე.სასწაული რომ მომხდარიყო,მაინც ვერ მოვიგებდი
-აუუუ გავიყინები,ირაკლიიი
ამოვიზმუვლე და კრავის თვალებით ავხედე კედელზე მხრით მიყრდნობილს
-მხოლოდ რამდენიმე საათით
გამიღიმა და შარფი შომომახვია კისერზე.ამასაც თუ ძმა ჰქვია რაა
-თუ ძაან შეგცივდა,შემოგიშვებ
შუბლზე მაკოცა და გარეთ ძალით გამაგდო.მხრებჩამოყრილი ვუყურებდი ცხვირწინ,როგორ მოგვიხურეს ხის მასიური კარი.კატასტროფილად ციოდა.გაყინული თითები ქურთუკის ჯიბეში ჩავიწყვე და გაგნიძეს ავხედე.ეს ადამიანი გადამრევს.უემოციოდ მისჩერებოდა ტელეფონს,თითქოს მინუს მილიარდ გრადუსში გარეთ არ იყო გამოგდებული.ღრმად სუნთქავდა.განათებული ეკრანის ფონზე კარგად ვხედავდი მის ნაკვთებს
-წამოდი
უცებ ჩამომხედა და გვერდი ამიარა,მანქანისკენ წავიდა.ძლივს მოვედი გონს და სწრაფად ავედევნე უკან.ისეთი სისწრაფით ჩავხტი სასიამოვნო არომატით გაჟღენთილ მანქანაში,მეც კი გამიკვირდა.შვებით ამოვისუნთქე,ცოტა ხანში სალონში სასიამოვნო სითბო რომ დადგა.თვალები დავხუჭე და სავარძელში კომფორტულად მოვეწყვე.ვიცოდი,დიდხანს ვერ იქნებოდა გათბობა ჩართული და მანამდე უნდა დავმტკბარვიყავი ამ სიამოვნებით.თითები მაინც გაყინული მქონდა და საშინლად მტკიოდა.სწრაფად ამოვყავი ჯიბეებიდან და ერთმანეთზე ხახუნით ვცადე,ოდნავ მაინც გამეთბო.თვალები სინათლის სიჩქარით გავახილე,გაგნიძის საოცრად თბილი თითები რომ შემოეხვია ჩემებს.გაოგნებულმა შევხედე ბაგეებგაპობილს,რომელიც არაამქვეყნიური თვალებით მიყურებდა.არ გავნძრეულვარ,სუნთქვაც კი შევიკავე იმდენად არარეალური მეჩვენა ეს ყველაფერი.დუდა ჩემკენ გადმოწეულიყო და თავი სავარძლის საზურგეზე მიედო.თითები კი არა,მთელი სხეული გამითბა.მუცელში საოცარ სიმხურვალეს ვგრძნობდი.დიდხანს ვისხედით ასე,შემდეგ დუდამ გათბობა გათიშა,ისე რომ ჩემი ხელები ისევ მას ეჭირა.მისი შავი,აციმციმებული სფეროები ჭკუიდან მშლიდა.პირდაღებული შევჩერებოდი.მხოლოდ ახლა შევამჩნიე ზედა ტუჩზე,მარცხენა კუთხეში შრამი.არ ვიცი მაშინ მომეჩვენა ასე, თუ მართალი იყო,მაგრამ დაწმუნებით შემეძლო თქმა,რომ საოცრად უხდებოდა.ისე მომინდა იმ ადგილზე მეკოცნა კინაღამ გავგიჟდი.ღრმად ჩავისუნთქე გამთბარი ჰაერი და ნელა გავიწიე მისკენ.შიშისგან ბოლო ხმაზე დავიკივლე,ფანჯარასთან ატუზული ირაკლი რომ დავინახე.ხელები სწრაფად გავუშვი გაგნიძეს და გაბრაზებულმა შევხედე ძმას,რომელსაც დუდას კარი გამოეღო
-მე მგონია,ესენი იყინებიან და თურმე ჩამთბარან მანქანაში
თავი შემოყო გიორგიმ და სიცილით გადააწვა დუდას
-თაღლითებოო
თითი დაგვიქნია ირაკლიმ და ტუჩებში მოქცეულ სიგარეტს მოუკიდა
-ეს რა პონტია,ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ
-არც იმაზე შევთანხმებულვართ,რომ მანქანაში ჩაჯდომა არ შეიძლებოდა
ნიშნისმოგებით დახედა გაგნიძემ დაბღვერილ გიორგის და მანაც ირაკლის მიბაძა.ხმას ვერ ვიღებდი.ისევ პირდაფჩენილი მივშტერებოდი დუდას პროფილს
-შემოდით აწი სახლში
ხელი ჩაიქნია მხრებჩამოყრილმა გიორგიმ და გაკრეჭილმა ამომხედა.სწრაფად მოვეგე გონს და მანქანიდან გადავხტი.ირაკლის ავეტუზე მხარზე,რომელიც წარბაწეული მიყურებდა
-სულ არ შეგეცოდე?
საცოდავად ავხედე დამრგვალებული თვალებით
-რომ შემეცოდე მაგიტომ გამოვედი
ხელი მომხვია და გაყინულ ცხვირზე მაკოცა
-შედი შიგნით და გათბი
გამიღიმა და ხელი ოდნავ მკრა.ისეთი სისწრაფით გავიქეცი,ორჯერ კინაღამ ავსრიალდი გაყინულ თოვლზე.ისე მესიამოვნა ბუხრის სითბო,ლამის შევვარდი შიგნით.აკანკალებულ ხელებს ცეცხლს ვუშვერდი და გაგნიძეზე ფიქრს ვერაფრით ვწყვეტდი.
ჩვენი რამდენიმე დღიანი დასვენება კიდევ უფრო გაიზარდა,რადგან დიდთოვლობის გამო გზები ჩაიკეტა.მე პირადად საწინააღმდეგო არაფერი მქონდა,პირიქით მსიამოვნებდა სიმშვიდე,ბუხარი და თოვლი,მაგრამ ბიჭები წუწუნებდნენ მოგვწყინდაო
-სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ
თებეს ამ იდეას ისეთი ხარხარი მოჰყვა ლამის დავყრუვდი
-თორმეტი წლის კი არ ვარ
ამოიზუზუნა გიორგიმ და უფრო კომფორტულად მოაწყო ფეხები ირაკლის მუხლებზე,რომელმაც ისე დაუბღვირა მეც კი შემეშინდა
-ოოო,მაინც არაფერს ვაკეთებთ და გავერთობით
-ჰოო ვითამაშოთ,ცოტას მაინც ვიხალისებთ
მეც გვერდით ამოვუდექი თებეს და გოშაძე ძალით გადმოვაგდე დივნიდან.ზმუილით წამოიშალნენ და ბუხრის წინ დადგმული ხის მაგიდა სწრაფად გასწიეს.ძლივს შევკარით წრე.ეტყობოდათ სკოლაში სწავლის გარდა არაფერი რომ არ გაუკეთებიათ.თებემ სწრაფად გამოარბენინა ლუდის ცარიელი ქილა სამზარეულოდან და გაკრეჭილმა დაიკავა თავისი ადგილი."ჯეირანის"
თამაშის შემდეგ ბოთლის დატრიალების პატივი თავად თებეს ერგო.გიორგის სახე გაუფითრდა მასზე რომ გაჩერდა.საყვარლად აუფახუნა თვალები და "არ გამწიროს" მზერით შეხედა
-სიმართლე თუ მოქმედება,პატრავ
-სიმართლე,სიმართლე
სწრაფად წამოიყვირა გოშაძემ რაზეც უველას გაგვეცინა,რა თქმა უნდა,მკვახე პამიდორი დუდას გარდა
-ყველაზე მეტად რომელი გიყვარს:ირაკლი,დუდა თუ ნიკუშა?
გიორგიმ თავი ნელა მიატრიალა მის გვერდით დამჯდარი ირაკლისკენ და ისე გაუღიმა მეგონა ჩადნებოდა
-ჩემი იკაკო
წამოიძახა და მთელი ტანით გადააწვა აჭყავლებულ ირაკლის,რომელიც მის მოშორებას ცდილობდა
-გიორგი,მიგახრჩობ ხელს თუ არ გამიშვებ
საცოდავად ამოიზმუვლა იატაკზე გაშოტილმა ირაკლიმ და ხელი ჰკრა შეურაცხად გოშაძეს
-აუუუ,ამას რამდენი აკლია
ამოიზუზუნა ნიკუშამ და მის გვერდით დაგდებული ბალიში თავში გაუქანა მოხითხითე გიორგის
-დაატრიალე თუ ატრიალებ
ბოთლი გავუგორე და ინტერესით დავაჩერდი ამ უკანასკნელს
-ოჰ დუდიკ,სიმართლე თუ მოქმედება?
-სიმართლე და ნუ მენაზები ქალოიასავით
გიორგი უცებ დასერიოზულდა და სასაცილოდ დაეჭყანა დაბღვერილ დუდას
-ვინ "გააჭენე" ბოლოს?
ვატყობ,გოშაძეს ცოცხლად დამარხავენ ამაღამ.ხმამაღალი სიცილი ვერ შევიკავე დუდად გამომეტყველებაზე და ტუჩებზე სწრაფად ავიფარე თითები
-ხო არის ახლა ცემის ღირსი?
გაგნიძემ ცალყბად მომღიმარ ირაკლის გადახედა და გოშაძეს თავში წამოარტყა ხელი
-თიკო
ჩუმად ჩაიდუდღუნა და კიდევ ერთხელ შეუბღვირა გიორგის.თიკოო?ლამის თვალები გადმომცვივდა ბუდეებიდან.ეს რომ ვირი იყო ვიცოდი,მაგრამ თიკო საერთოდ თუ გამოშტერდებოდა და გამოთაყვანდებოდა,არა
-მე ამოვალ როდესმეე
საცოდავად ჩავიდიდღუნე ბოთლის წვერი თებეზე რომ გაჩერდა
-მოქმედება მინდა მე
არ დააცადა გაგნიძეს კითხვის დასმა თავად წამოიძახა
-გთხოვ,ჩემს თვალწინ ნუ ეზასავები ნიკას და საერთოდ არაფერი არ მინდა
თებეს ისე შეეცვალა გამომეტყველება მოსალოდნელი ცუნამის ყველას შეგვეშინდა.ნიკუშამ ხარხარი დაიწყო და სწრაფად დაუჭირა მოქნეული ხელი თებეს,რომელიც თვალებით სჭამდა ტუჩაწეულ გაგნიძეს
-ცუდი კაცი ხარ შენ!
თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და ისევ ბოთლს მიუბრუნდა.მადლობა დიდი.როგორც იქნა ჩემზეც გაჩერდა
-მეც მოქმედება მინდა
-დაურეკე იმ ადამიან,ვინც ყველაზე მეტად გენატრება
თებემ ნიშნისმოგებით გამიღიმა და ხელში შემაჩეჩა მობილური
-ოღონდ ხმამაღალზე ჩართე
საათს დავხედე.პირველი სრულდებოდა.სწრაფად ავკრიბე ნაცნობი ნომერი და დაველოდე როდის მიპასუხებდა.ყველა მე მომჩერებოდა
-რაო,გავახსენდი ჩემს წიწილას?
თორნიკეს აშკარად ეძინა,რადგან საკმაოდ დააგვიანა პასუხი და ხმაზეც ეტყობოდა
-თორნიკე,ძალიან მენატრები
ამოვთქვი და უნებლიედ გაგნიძეს გავხედე,რომელსაც თავი გვერდით მიეტრიალებინა და კარგად ვხედავდი მის დაჭიმულ ყბებს
-მეც მომენატრე,პატარავ
-ხვალ დაგირეკავ,ახლა დაიძინე
არაფრის თქმა არ ვაცადე,გავუთიშე.სანამ ვინმე რამეს იტყოდა სწრაფად დავატრიალე ბოთლი.ირაკლის გავეკრიჭე და გამოვაჩინე ყველა კბილი რაც მქონდა და რაც არ მქონდა
-რავი იყოს მოქმედება
მხრები აიჩეჩა და ისე გადმომხედა
-ერთი თვე შენს მანქანას მათხოვებ!
გავუცინე და სწრაფად ვაკოცე ლოყაზე ყბაჩამოვარდნილს
-ერთხელ დაგსვამ და მორჩა!
-ეეე,ეგრე არ შეიძლებაა
ავწუწუნდი,მაგრამ კარგად ვიცოდი თავისას არ გადათქვამდა.მთელი ღამე ვუბღვერდი ირაკლის,რომელსაც საერთოდ არ ვაინტერესებდი.მშვენივრად ვხალისობდით სანამ ჩემი დატრიალებული ბოთლი გაგნიძეზე გაჩერდებოდა.ღრმად ჩავისინთქე ჰაერი და ავხედე
-სიმართლე
ჩაიბურტყუნა ისე,რომ არც კი შემოუხედავს
-შენ და თორნიკე ერთმანეთს რატომ ვერ იტანთ?
რამდენიმე წამიანი სიჩუმე საუკუნედ მომეჩვენა.გაგნიძე ქვემოდან მიყურებდა და თვალებით მკლავდა.ისეთი დაძაბული ვიჯექი ნერვიულობისგან თითები სულ დავიმტვრიე
-შენს თორნიკეს ჰკითხე
ამოისისინა და ფეხზე წამოდგა.არავინ გავნძრეულვართ.თებემ მუხლზე დამადო ხელი და გამიღიმა
-აუუუ,მაჭამეთ რა რამეე
სიტუაცია გიორგიმ განმუხტა,რომელიც სასოწარკვეთილი დასჩერებოდა თებეს
-შენი კუჭი შესამოწმებელია
სიცილით წამოდგა და სამზარეულოში შეჰყვა აზმუვლებულ გოშაძეს
-შენ მაჭამე თუ მაჭმევ კი ნუ მლანძღავ
-გაჭმევ თუ მაცდი!
თებემ ისე შეუღრინა საცოდავი სწრაფად გამოიძურწა უკან
-დაგღუპავს ცნობისმოყვარეობა!
ირაკლიმ დამიბღვირა და ფეხზე წამომაყენა
-ნუ მეჯუჯღინები!
-კარგი შეეშვი შენც კიდევ
ნიკუშამ ძალით გააგდო ოთახიდან ირაკლი,რომელიც წარბებშეკრული დამჩერებოდა.სამზარეულოში შევყევი გოშაძეს,რომელსაც მარტო შესვლა ეშინოდა
-გიორგი,ნახე რა გემრიელობა გაგიკეთე
თებემ კერძი მაგიდაზე დაუდგა და წამწამები აუფახუნა
-რაო,დუდას რატომ არ უყვარს თორნიკეო?
გიორგის გაბადრული სახე სწრაფად დაუსერიოზილდა.ხან საჭმელს უყურებდა,ხან თებეს
-თუ დუდამ არ თქვა,ესეიგი არ არის საჭირო
საცოდავად შეხედა კერძეს და სამზარეულოდან გასვლას აპირებდა სიცილით,რომ გააჩერა თებემ
-სად მიდიხარ ბიჭო,ჭამე
-არ დამაშანტაჟებ?
გიორგის მეამიტურ გამომეტყველებაზე სიცილი ვერ შევიკავე.ეჭვი მაქვს ჩემი ხმა მთელ თუშეთს ესმოდა
-რა სულელი ხარ ამხელა კაცი
თავზე ვაკოცე და თებეს გამოვართვი გამოწვდილი ჩაის ჭიქა.
დუდა კიდევ უფრო ცივად მიმზერდა,ვიდრე აქამდე.მანქანებში ვბარგდებოდით ირაკლის გასაღები რომ ავაცალე
-არც იფიქრო!
თითი გამაფრთხილებლად დამიქნია და ჩემსკენ წამოვიდა
-გთხოვ,ამ ერთხელ დამსვი
-გზებია გოგო მოყინული სად დაგსვა?!
-გთხოვ,ძალიან გთხოოვ
მანქანას წრეს ვუვლიდი და ირაკლიც ცხვარივით მომყვებოდა უკან
-კაი,დასვი შენც კიდევ
ნიკიშას მადლობა გადავუხადე თვალებით
-შენ დასვი თუ კაია
-მე არ მაქვს საბურავები გამოცვლილი,თორემ შენსავით ჯუჯღუნა კი არ ვარ
-ირაკლი,გთხოვ
კატის თვალებით ავხედე ჩემს დაბღვერილ ძმას,რომელმაც დანანებით ჩაიქნია ხელი
-კარგად იცი რასაც გიზამ ოდნავადაც რომ გაკაწრო!
ჩაისისინა და ჯუჯღუნით დაიკავა მგზავრის ადგილი.გზები მართლაც მოყინული იყო,მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი მშვიდად მემართა საჭე.საერთოდ არ ვაქცევდი ჩემი ძმის ბუზღუნს ყურადღებას და მშვიდი მუსიკის ფონზე ვტკბებოდი მომენტით
-ამას რაღა უნდა
სარკეში გავხედე უკან მომავალ ნიკუშას,რომელიც ფარებს მინთებდა.ცოტა ხანში გვერდით ამომიდგა და თებეს მხარეს მინა ჩასწია
-ახლა ვნახავთ რა შეგიძლია
თვალი ჩამიკრა და მთელი სიჩქარით მოსწყვიტა ადგილს მანქანა
-ნაინა,არ გაბედო და არ აჰყვე!
მშვიდად დავაიგნორე ირაკლის გაფრთხილება და უკან მივყევი ნიკუშას მანქანას,რომელსაც საკმაოდ გაესწრო ჩემთვის
-ნაინა,ახლავე გაჩერდი!
-ნუ მაბნევ!
დავუყვირე გაცხარებულ ირაკლის და საჭე სწრაფად მოვატრიალე.ყველანაირად ვეცადე სუთფად გავმძვრალიყავი ორ მანქანას შორის.კმაყოფილს გამეღიმა ნიკუშას აუდი უკან რომ ჩამოვიტოვე
-თუ გაღირსო მანქანაში ტ*აკის ჩადება,აგერ ნახე!
ისე დამიყვირა ირაკლიმ შევხტი
-სულ ნუ მეჩხუბები რაა
-გაგიჟდი გოგო?ამ ავადმყოფს როგორ აჰყევი?!
-კარგი ჰო,ბოლო იყო
-ბოლო იქნება,რა თქმა უნდა,სანატრებელს გაგიხდი სალონს
ასეთი ბუტია მეორე არ დადის დედამიწაზე.ხასიათის გაფუჭებას საერთოდ არ ვაპირებდი.ისედაც არ მსვამდა საჭესთან და სადარდებელიც არ მქონდა.გამარჯვებული ვუსიგნალებდი ჩემს უკან მდგარ ნიკუშას,რომელოც აშკარად გავაბრაზე.არც კი დამემშვიდობა ისე შევარდა სადარბაზოში.მარიკა და ზურაბი არ იყვნენ სახლში.დედამ დამირეკა და სანათესაოში ვართო,დამიბარა.მე პირდაპირ თორნიკესთან გავვარდი.მძინარეს დავახტი თავზე და ძილისგან აწითლებული ლოყები სულ დავუწელე
-შენ მაინც არ გეცოდები?!
საცოდავად ამომხედა და ხელები გამიკავა
-ადეე რაა,დაღამდა უკვე
-არ მიძინია მთელი ღამე
ამოიზმუვლა და გვერდით გადამსვა
-კესო მიშლის ნერვებს
-რაო,ისევ გეჩხუბა?
კისკისი ამიტყდა თორნიკეს გამომეტყველებაზე.კესო ანდრონიკაშვილი ჯერ კიდევ ჩემი კლასელი იყო თორნიკე მასზე ყურებამდე რომ იყო შეყვარებული.შემდეგ შემთხვევით აღმოვჩნდით ერთსა და იმავე კომპანიაში.კესო ზედმეტად ემოციური,სენტიმენტალური და ცვალებადხასიათიანია.აი,თორნიკე კი რადიკალურად განსხვავებული.გაწონასწორებული,
სრულყოფილებამდე მშვიდი და ადამიანი,რომელიც თითქმის არასდროს გადმოსცემს თავის შინაგან განწყობას.ეს ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანები კი უთქმელად იყვნენ ერთმანეთზე შეყვარებულნი და შუაში ვიყავი მე,რომელიც,ხან ერთის წუწუნს ვისმენ,ხან მეორესას
-ჩვენთან ჰყავდა მისი დისშვილი მოყვანილი,ისე ამიარა გვერდი,თითქოს არც ვარსებობდე
-აწყენინე ალბათ რამე
მხრები ავიჩეჩე და ფეხზე წამოვდექი.მისი კარადა გამოვაღე და მაისურების ქექვა დავიწყე
-საერთოდ არ გავკარებივა და რა უნდა სწყენოდა?
-რა დებილი ხარ ამხელა კაცი!რომ არ გაკარებიხარ და ყურადღება არ მიგიქცევია მაგის ბრალია ნაწყენი რომაა
თორნიკე წარბებშეჭმუხნული და პირდაღებული მომჩერებოდა
-რა ვქნა?
-ჯერ კარგად გავარკვევ რაზე გაგიბრაზდა და მერე მოვიფიქროთ,როგორ შემოვირიგოთ
გავუცინე და კრემისფერი მაი გამოვაცურე თაროდან
-ოჰ,ეს მომწონს.მადლობა,რომ მაჩუქე
ლოყაზე მოწყვეტით ვაკოცე და ხტუნვა-ხტუნვით გავედი მისაღებში
-ახლ მაისურებს რომ იყიდი მითხარი იცოდე
დივანზე მივწექი და ჭერს ავაჩერდი
-რა დროს ეგაა?მენგრევა ცხოვრება თავზე
ამოიზმუვლა სასოწარკვეთილმა და საცოდავი სახით დამადგა თავზე
-დამშვიდდი,კუბიდონე ნაინა გიშველის
დავაიმედე და გამოვუჩინე 32 კბილი.მთელი დღე მის დაწყნარებას მოვუნდი.წამოსვლას ვაპირებდი,რომ გამაჩერა
-საღამოს სახლში იყავი,ამოვალ
-რამე ხდება?
დამრგვალებული თვალებით ავხედე მომღიმარს
-რომ ამოვიდე არ შეიძლება?
-შეიძლება
ლოყაზე ვაკოცე და დაინტრიგებულმა დავტოვე იქაურობა.
როგორც ყოველთვის,საწოლზე ვიყავი გაგორებული ირაკლიმ რომ მთხოვა,ბიჭები მოვიდნენ და გაგვიმზადე რამეო.ისე მითხრა,თითქოს რამის კეთება ვიცოდე.რაღაც მაინც ვიჯახირე და სამზარეულოში გავუწყვე მაგიდა.მეც იქვე დავდექი ფანჯარასთან და ჩემს ჩაის მივუბრუნდი
-გიორგი,არ დაიხრჩო ნელა ჭამე
გულიანად გამეცინა გოშაძეზე,რომელიც დამშეულივით ჭამდა
-შენც მეღადავები ხო?
საცოდავად ამომხედა და თვალები საყვარლად დაამრგვალა
-არა,მეშინია არ გადაგცდეს და არ მომიკვდე
თავზე ვაკოცე დაბღვერილს და ლოყაზე მოვეფერე.გოშაძემ კუჭი რომ გამოიძღო მისაღებში გადაინაცვლეს.შეძლებისდაგვარად მივალაგე სამზარეულო და მეც მათ შევუერთდი.დუდა და ირაკლი ნარდს თამაშობდნენ,გიორგი გაბადრული აწკაპუნებდა თითებს ტელეფონის ეკრანზე.ცოტა ხანში ნიკუშა და თებეც მოვიდნენ.როგორც ყოველთვის,კინკლაობდნენ
-ნე მეწინააღმდეგები ყოველთვსი
ნიკუშამ მოწყვეტით აკოცა და გოშაძეს ჩამოუჯდა გვერდით.თებე ცხვირაწეული დადგა ჩემს წინ და მახათელის ლანძღვა დაიწყო
-შენ აქეზებ ყოველთვის
-ნაინა,შენზე ვიყრი ჯავრს!
დამიღრინა და სავარძელში ჩაეშვა.სამზარეულოში ვიყავი ირაკლიმ რომ დამიძახა თორნიკე მოვიდაო.გაბადრული შევბრუნდი მისაღებში და ლამის პირი დავაღე ოთახის ცენტრში დიდი ყუთი რომ დავინახე
-მოდი ჩემთან
საოცრად გამიღიმა და ხელი გამომიწოდა.მეც დაპროგრამებულივით ჩავჭიდე თითები და ყუთს მივუახლოვდი
-კივილი არ დაიწყო
თავზე მაკოცა და ყუთს თავი მოხადა.კივილი?დარწმუნებული ვარ ჩემი ხმა უბანს კი არა მთელ საქართველოს ესმოდა.ყუთიდან პაწუკა გაბურძგნული,გაბანტული ლეკვი მიმზერდა.ვტიროდი,ვიცინოდი,ვკიოდი და ვხტუნავდი სიხარულისგან.გაკრეჭილ თორნიკეს ზედ შევახტი და ლოყები დავუკოცნე
-მიყვარხარ,მიყვარხარ ყველაზე მეტად მიყვარხარ
ვკიოდი და მთელი ძალით ვხვევდი ხელებს
-ნაინა,სირცხვილია
გონს ირაკლის მკაცრმა ხმამ მომიყვანა.კიდევ ერთხელ ვაკოცე თორნიკეს და მისი წელიდან ჩამოვხტი.წამიერად მოვკარი თვალი გაგნიძის მზერას და კინაღამ მივეყინე ერთ ადგილს.გეფიცებით,მკლავდა გამოხედვით.თავი სწრაფად გავაქნიე და ჩემს საჩუქარს მივუბრუნდი.ფრთხილად ავიყვანე ხელში ინგლისური კორგი და მთელი ძალით ჩავიხუტე
-არ მჯერაა
ატირებული ვკოცნიდი და ზურგით თორნიკეს მკერდს ვეკროდი,რომ არ წავქცეულიყავი სიხარულისგან
-მე მეჩქარება,ხვალ გამოგივლი სამსახურში.მიყვარხარ და ნაადრევად ნუ მოკლავ
თავზე მაკოცა,ყველას დაემშვიდობა და სახლი სიცილით დატოვა.გაბადრული ვიჯექი ოთახის ცენტრში და გამწარებული ვკოცნიდი აწ უკვე ჩემს ძაღლს
-თორნიკე ნახეე
გიორგი თავზე დამადგა და ლეკვს გადაუსვა თითები
-მარიკა არ მოგცემს დატოვების უფლებას
მთელი სიხარული ირაკლიმ წყალში ჩამიყარა.ფერდაკარგულმა ავხედე ნიშნისმოგებით მომღიმარ ძმას
-ნუ მატყუებ
ამოვიზუზუნე და გულში ჩავიკარი ჩემი კორგი
-რა გატირებს გოგო?!
ირაკლი მკლავებში დამსწვდა და ფეხზე წამომაყენა
-აბა,რატომ მეუბნები ასეთ რაღაცეებს?
-კარგი,ნუ ტირიხარ.მოგატყუე
სახედამანჭულმა მაკოცა და დივანზე ჩამომსვა
-აუუ,რა საყვარელიაა,ტო
გიორგი აღფრთოვანებას ვერ მალავდა და გაკრეჭილი მოიწევდა ჩემსკენ,მაგრამ დუდას სახეს რომ გადააწყდა ერთ ადგილას გაჩერდა
-თორნიკე,როგორი საყვარელია
თებე ჩემსა და დუდას შორის ჩაჯდა და მრავლისმეტყველად გამიღიმა
-მოვრჩეთ ახლა მაგაზე საუბარს
ნიკუშამ წამოიძახა და გაგნიძეს მიჰყვა აივანზე
-აეწვა იმას
გადაიკისკისა თებემ და თავით დუდაზე მანიშნა
-რა დროს გაგნიძეა
ამოვიბუტბუტე და ლეკვს მივუბრუნდი,რომელიც გაოცებული აცეცებდა თვალებს
-გასკდა ეჭვიანობით
-თიკოს მიხედოს მაგან სჯობს
-ოო,თიკო არა ტოროლა კიდე
ხელი ჩაიქნია თებემ და ნაზად გადაუსვა თითები თბილ ბეწვზე ჩემს კალთაში გატრუნულ ლეკვს.
ფერებით ვერ ვძღებოდი.თორნიკემ ის ოცნება ამიხდნია,რომელზეც ლამის დაბადებიდან ვოცნებობდი.მარიკასი ნამდვილად მეშინოდა.ვერ იტანდა ბეწვიან არსებებს,მით უმეტეს ბინაში.მათი მოსვლა,რომ მოახლოვდა ოთახში შევკეტე ჩემი პაწაწო.მარიკას შიშით მთელი სახლი გადავაპრიალე და გაკრეჭილი დავჯექი დივანზე
-რა ხდება,მამი?
ზურამ თავზე გადამისვა ხელი და ინტერესით დამაჩერდა
-ჩამოჯექით და აგიხსნით
ძლივს ამოვთქვი და დამპლურად გაღინებულ ირაკლის დავუბღვირე
-რა მოხდა,ნაინა?
-მარიკა რა ხმა გაქვს?!
საკუთარ ძმას ჩავაწვენ მიწაში ამ დამცინავი გამომეტყველების გამო
-თორნიკემ მაჩუქა ლეკვი.დე,გეფიცები არ შეგვაწუხებს,საერთოდ არ ამოიებს ხმას
მარიკას ფერები გადაუვიდა სახეზე და ქმარს ჩააფრინდა,რომელმაც შვებით ამოისუნთქა
-გამისკდა მამი გული
ზურამ გამიცინა და მარიკას გადახედა
-რას იძახის შენი შვილი?
-მე თანახმა ვარ
მამამ თვალი ჩამიკრა და გაწითლებულ ცოლს აკოცა ლოყაზე
-მე არ ვარ თანახმა!ჩემს ოჯახში ძაღლს რა უნდა?ბეწვებს დაყრის,ავეჯს გამიფუჭებს
მარიკა გაჰკიოდა და საერთოდ არ უსმენდა ზურას,რომელიც დამშვიდებას სთხოვდა
-მაშინ მე წავალ სახლიდან
ამოვიჩურჩულე და მხრებჩამოყრილი ჩამოვჯექი მათ წინ
-რას ამბობ,შვილო?სულ გადაირიე?
-მომეცი უფლება ძაღლი დავიტოვო
მარიკა გაჩუმდა.კარგად ვიცოდი ჩემი გამშვები არ იყო და გამარჯვებული მე ვრჩებოდი.ხელი დანანებით ჩაიქნია და დაბღვერილმა ახედა მოხითხითე ქმარს
-შენ ხარ ვირი!
ირაკლის დავუსისინე და ოთახში შევედი ტობიასის გამოსაყვანად.უფრო დამაჯერებელი იქნებოდა სახლში დინოზავრი მომეყვანა და დედას არაფერი ეთქვა,მაგრამ სასწაულებიც ხდება,თვით მარიკამ მომცა უფლება ძაღლი დამეტოვებინა.
კაბინეტში ახალი შესული ვიყავი კესო რომ შემომივარდა.სწრაფად ჩამეხუტა და წინ ჩამომისკუპდა
-აბა,რატომ მიბრაზებ ჩემს ბიჭს?
წარბაწევით გადავხედე სავარძელში გადაწოლილს
-მე ვაბრაზებ?ისე გავიდა მთელი კვირა ერთხელაც არ გავხსენებივარ.საერთოდ არ მოვუკითხივარ
აქოთქოთდა კესო.ამას რა ჩაამშვიდებს ახლა.ყავის ჭიქა წინ ჩამოვუდგი და სავარძლის სახელურზე ჩამოვუჯექი
-არ იცნობდე მაინც.ხო იცი არ უყვარს ზედმეტი ფოფინი და ხვეწნა-მუდარა
-და რომ მოეწერა,კარგად ვარო,რა მოხებოდა?ან იქნებ,მე არ ვარ კარგად
-კესო,კარგი რაა.ცოტა გაუგეთ ერთმანეთს რა მოხდება?!
-საერთიდ არ მინდა მე ეგ შენი თორნიკე
ჩაიდუდღუნა და თავი ჩახარა.გამეღიმა.მაოცებს ამ გოგოს გულუბრყვილო ხასიათი
-შენ თუ არ გინდა,არ დაილევა ქალი, რომელიც თორნიკე ანანიძეზე უარის იტყვის
-რას მეუბნები,გოგო?
წამოიძახა კესომ და აწყლიანებული თაფლისფერებით ამომხედა.ლოყაზე ვაკოცე და ფეხზს წამოვაყენე
-მაცადე ახლა მუშაობა და სადმე დავსხდეთ სამსახურის შემდეგ
კაბინეტიდან გავაგდე რასაც ჰქვია და ჩემ საქმეს მივუბრუნდი.
სანამ ოფისიდან გავიდოდი თორნიკეს მისამართი მივწერე სადაც ვაპირებდით გასვლას.გაბადრუმლა შევუკვეთე ჩემი საყვარელი ჟოლოს ნამცხვარი და მომღიმარმა გავხედე კარებში შემოსილ თორნიკეს
-მოვედი
თავზე წამოადგა კესოს და დაბნეულს სწრაფად აკოცა ლოყაზე
-რა გინდა შენ აქ?
ძლივს ამოთქვა აწითლებულმა და სწრაფად დაისერიოზულა სახე
-თქვენთან მოვედი
-ნუ გაქვს ისეთი გამომეტყველება,თითქოს უფრთო ანგელოზი იყო
აუფ,რა დაძაბა ამან.საცოდავად მომზირალ მიმტანს ჩემი ნამცხვარი გამოვართვი და სახემონგრეულ თორნიკეს ფერდზე ვუჩქმიტე
-თუ შეიძლება მშვიდად ჭამა მაცადეთ!
ჩავიდუდღუნე და დაბღვერილ კესოს გავეკრიჭე.გადამრევენ მე ესენი.ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ და ამას არცერთი არ აღიარებდეს,არ ვიცი რაა.თორნიკე ისეთი თვალებით უყურებდა მე ჩავდნი ლამის.კესოს ეტყობოდა აღელვება.თვალები სად წაეღო არ იცოდა
-არ დამიმსახურებია შენი ასეთი საქციელი
-თორნიკე,საერთოდ არ გაგხსენებივარ.სულ არ მოგნატრებივარ...
კესოს დაკარგულმა და გატეხილმა ხმამ მეც კი ამაფორიაქა.თირნიკე ფეხზე წამოდგა და გვერდით მიუჯდა აცრემლებულს
-კარგი რაა.სულ როგორ ტირი?
-გაწუხებს?
-კესო,რა გინდა მითხარი?მეც მიყვარს ყურადღება.შენ რატომ არ გაგახსენდი?შენ არ მოგნატრებივარ?
კესი დაიბნა.სწრაფად ახედა წარბებშეკრულ თორნიკეს
-ნუ მიყურებ ასე.ხომ იცი ძლივს ვასწრებ სახლამდე მისვლას და გამოძინებას,ამის ახსნა არ უნდა მჭირდებოდეს
-მაპატიე...
გული გამითბა მათი შემხედვარე.კესოს თორნიკეს მკერდზე მიედო თავი და მის გულისცემას უსმენდა.ჩუმად გამოვიძურწე კაფიდან და ბედნიერი წამოვედი სახლში.
ჩემს ტობიასს აცრები უწევდა და მეც ქალაქის ყველაზე,ყვალაზე ვეტერინართან თემიკოსთან მივიყვანე,რომელიც გაოცებული მიყურებდა
-მარიკა ხომ კარგადაა?
-კი,სახლიდან წასვლით დავემუქრე და დამატოვებინა
გავეკრიჭე და ტობი მაგიდაზე ჩამოვსვი
-რა ხდება შენსკენ ახალი და კარგი?
-ეჰ,რა უნდა ჩემთან ახალს და კარგს
ოთხმოცი წლის ქალივით ამოვთქვი და იქვე ჩამოვჯექი.თემიკო ისე საყვარლად ეთამაშებოდა ლეკვს ღიმილს ვერ ვიკავებდი
-ირაკლიმ მოგიყვანა?
-უიმეე,რომ ვკვდებოდე წყალს არ დამალევინებს და ეგ ძაღლის მომიყვანდა?თორნიკემ მაჩუქა
თემიკომ სწრაფად შეეცვალა გამომეტყველება.უკვე ნერვებს მიშლიდა ამ კლასის საიდუმლოებები,რომლის სათავეშიც დუდა გაგნიძე იდგა
-ოთხ თვეში ისევ უნდა გაუმეორო იგივე აცრა.მანამდე შემოიარეთ ხოლმე,გავსინჯავ
იმხელა ნემსი მოიმარჯვა კინაღამ ტირილი დავიწყე ტობიასის ცოდვით
-მე ამას ვერ გავუძლებ
წამოვიყვირე და კაბინეტიდან გამოვვარდი.სახე საცოდავად დავმანჭე მკვრივ სხეულს რომ შევასკდი.კავკასიონზე მიჯაჭვულ ამირანს წარმოვიდგენდი ახლა ჩემს წინ და დუდა გაგნიძეს,არა,რომელიც წარბაწეული დამჩერებოდა
-ბოდიში
ჩავიბურტყუნე და გვერდით გავიწიე.ახურებულ ლოყებზე თითები ჩამოვისვი და მიმღებში ნერვიულად სიარული დავიწყე.გაცოფდა ალბათ და უწევს აცრები.მკვახედ გადავხედე თემიკოს კაბინეტთან ატუზულს და ისევ სიარული განვაგრძე
-ჩვენ მზად ვართ
თემიკომ გამიცინა და ტობი მომაწოდა.მაშინვე ჩავიხუტე ჩემი გაბურძგნული და ძალიან,ძალიან ბევრი ვაკოცე
-იტირა?
-არა,ძლიერი ბიჭია
-მადლობა,მიყვარხარ
ლოყაზე ვაკოცე და დაბღვერილ დუდას მზერა გავაყოლე,რომელოც კაბინეტში შევიდა
-არ დამივიწყო რაა,გამომიარე ხოლმე
თვალი ჩემიკრა და ღიმილით დამტოვა.
მარიკა ისე ყვიროდა ტობი მის ოთახში რომ შედიოდა მთელი უბანი ფეხზე იდგა.მამა კარგად ხალისობდა აკივლებულ ცოლზე,რომელიც ყოველ წუთს მტვერსასრუტით დარბოდა.მე საერთოდ არ მაინტერესებდა დედაჩემის კივილი,უბედნიერესი ვიყავი ჩემი ტობიასით.ცოტა რომ გამოთბა ვცდილობდი,ყოველ ღამე გამესეირნა.ჩვენს სახლთან მდებარე პატარა სკვერში ვიყავით და ატრაქციონებზე მოთამაშე ბავშვებს დავსდევდით დუდა რომ დავინახე თიკოსთან ერთად.ნერვებს მიშლიდა ეს ძალით განაშებული თიკო.ტუჩი ავიბზუე და ისევ ძაღლს მივუბრუნდი,რომელიც ჩვენთან მოსულ პატარა გოგონას ეთამაშებოდა.სახლში ასვლას ვაპირებდი აივნიდან გადმომდგარმა თებემ რომ დამიყვირა სასწრაფოდ ჩემთან გაჩნდიო.ისე შემეშინდა ძაღლი ლამის მოვისროლე სახლში და კისრიტეხვით ავვარდი ხუციშვილებში.ლილის(თებეს დედას)მივესალმე და ოთახში შევყევი თვალებდაქაჩულ დაქალს.მხრებში ისე უცებ მსწვდა და საწოლზე მომიფრიალა ვერც კი გავიაზრე
-გთხოვ,მომკალი
ამოიტირა და წინ დამიდგა ათრთოლებული
-რა მოხდა?
-სიკვდილი და არ გადარჩენა
ახლა ამას მივგუდავ!
-ამოღერღე
დავიჭყავლე ნერვებმოშლილმა და ისიც ჩემს გვერდით ჩამოვსვი
-ორსილად ვარ...
ამოიჩურჩულა და საწოლზე გადაემხო.ხომ გაგიგიათ გამოთქმა რამ გამოგაშტერაო?სწორედ ეგ გამოშტერება მეტაკა იმ წამს.დებილივით მივჩერებოდი ერთ წერტილს და ხმას ვერ ვიღებდი
-წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვქნა
თებეს ტირილმა დამაბრუნა სააქაოს
-ვაიმეე,დეიდა ვიქნებიი
წამოვიკივლე სიხარულისგან და მთელი ძალით მოვეხვიე
-გაჩუმდი გოგო,რა ჯანდაბა გაყვირებს!გაიგო ყველამ
-არ მჯერააა
-ნაინა,ნერვიულობით ვკვდები და შენ რა გიხარია?!
ეს დებილია ხო?არა,ნამდვილად დებილია
-რაზე ნერვიულობ,ქალო?
-ყველაფერზე,დედაზე,მამაზე,
ნიკუშაზე
ისევ თავიდან დაიწყო ტირილი
-თებეე,კარგი რაა.ხომ იცნობ შენს მშობლებს,საერთოდ არ გაბრაზდებიან.მით უმეტეს გია
სასოწარკვეთილ დაქალს მოვეხვიე და თავზე გადავუსვი თითები
-ნიკუშა?არასდროს გვისაუბრია ამ თემაზე და როგორ მივახალო ორსულად ვარ მეთქი?
-დამშვიდდი,ჯერ ნიკუშას დაელაპარაკე.ეს აუცილებელია და ლილის და გიას მე პირადად მოვუგვარებ
გავეკრიჭე და ლოყები დავუკოცნე
-მე ვნათლავ იცოდე!
-რა დროს ნათლობაა
მართლა ვერ ვიჯერებდი,რომ თებეს სხეულში კიდევ ერთი პაწაწინა არსება იზრდებოდა.მთელი დღე მასთან ვიყავი და გაბადრული სახით ვესაუბრებოდი წერტილისოდენა ემბრიონს.სახლში ისეთი ბედნიერი ავედი ლამის დავფრინავდი
-რა მოხდა,დედი?
მარიკა გვერდით ჩამომიჯდა და მანაც გამიღიმა
-ჯერ ვერ გეტყვი,ცოტა მოიცადე
ვაკოცე და ხტუნვა-ხტუნვით წავედი ოთახიდან გამოვარდნილი ტობიასისკენ
-მშვიდობაა?
-კი მაა,ისეთი მაგარი ამბავიაა
თავი გავაქნიე და იატაკზე გავწექი
-შეხედე რას აკეთებს ამხელა გოგო
მარიკამ თავში შემოირტყა ხელები და აქოთქოთებული გავარდა ოთახიდან
-ჩუმად დავინახე დედაშენი,როგორ ეფერებოდა ძაღლს
ზურამ შეთქმულებასავით გადმომიჩურჩულა საიდუმლო და თვალი ჩამიკრა.ხმამაღალი სიცილი ვერ შევიკავე,ვერც მასზე და ვერც მარიკაზე.
ნიკოლოზ მახათელი იმაზე სენტიმენტალური აღმოჩნდა ვიდრე ვინმეს გვეგონა.ასე თუ გაუხარდებოდა შვილის ამბავი მე პირადად არ წარმომედგინა.მთელი დღე უბანში დარბოდა და გაჰყვიროდა მამა გავხდებიო.ზურამ ეს რომ გაიგო,ღვინის ბოთლებს დაავლო ხელი,ჯერ ოთართან გადავიდა მოსალოცად,შემდეგ კი ახლა უკვე ოთართან ერთად ავიდა გიასთან.როგორც ყოველთვის,ამ ამბავს მოჰყვა დალოცვები,სადღეგრძელიები და გაუთავებელი ქეიფები.
ნიკუშა საოცრად შეცვალა ბავშვის არსებობამ.თებეს დასდევდა უკან და ყოველ წამს ეკითხებოდა რამე ხომ არ სჭირდებოდა
-ეს ჩემზე მეტად ფეთიანობს
თებემ სიცილით ახედა თავზეწამომდგარ ნიკუშას,რომელიც დაბღვერილი აცეცებდა თვალებს
-თუ არ გეზარება წვენი მომიტანე რაა
კნუტის თვალებით ავხედე,მაგრამ არ გაჭრა
-ნუ მიშლი ნერვებს
ჩაიდუდღუნა და ისიც აივანზე გავიდა სხვებთნ ერთდ
-მეც უნდა დავფეხმძიმდე,მაშინ მაინც შემისრულებენს სურვილებს
თავი დანანებით გავაქნიე და ფეხზე წამოვდექი
-ჰო,იჩქაროს თორნიკემ
გამომძახა თებემ სამზარეულოში გასულს.გაოცებულმა გავყავი თავი კარებიდან და "რას ბოდავ გოგო" ს მზერით შევხედე დაქალს,რომელიც აშკარად რაღაცას მანიშნებდა
-ხო კარგად ხარ?!
-მალე გამოიტანე ეგ წვენი!
დამიყვირა და თვალები დამიქაჩა.სულ გააგიჟა ამ ორსულობამ.წვენი,ჭიქები და ნამცხვარი ავიღე და ოთახში დავბრუნდი.აი თურმე რას ბოდავდა თებე.ორმეტრიანი გაგნიძე ჩამოყურებულიყო ოთახის ცენტრში და წარბებშეკრული მომჩერებოდა
-დუდიკ,თიკომ რაო,როგორ ვარო?ჩვენ აღარ გვკადრულობს,ელიტასთან დაიწყო მეგობრობა და ამბებსაც ვეღარ ვგებულობ
მაოცებს თებეს სამსახიობო ნიჭი.გაგნიძის სახეზე კინაღამ ხარხარი დავიწყე.გაბადრული ჩამოვუჯექი დაქალს გვერდით და მუცელზე მოვეფერე
-კარგად არის
-ამოიყვანე ერთხელ ჩვენთანაც,გავიხსენებთ მე და ნაინა ბავშვობას
-რომ ეცლება ამოვიყვან
ჩაიდუდღუნა გაგნიძემ და ოთახში შემოსულ გიორგის მივარდა
-რა გატლიკინებს გოგო?რა ბავშვობა უნდა გავიხსენოთ?
სიმწრით გადავუჩურჩულე ტკბილეულით პირგამოტენილს
-გაჩუმდი ერთი.ამოიყვანოს გავერთო მაინც
-ეგ თხა მაკლია ახლა კიდე.ან რა თორნიკე და შვილი აგიტყდა?!
-არ იცი ჩემო ნაინა კაცი,როგორ უნდა აეჭვიანო.ცოტა უნდა აწვალო,ცოტა უნდა ეფლირტაო,ცოტა უნდა ეუხეშო
ცალი წარბი ისე ამეწია ძლივს დავიჭირე,თორემ ჩამეკარგებოდა თმებში
-ოჰ,იბრძენე ახლა ვითომ?
-რა უუნარო ხარ რაა
თებემ ხელი ჩაიქნია და ნიკუშას მიეკრო,რომელიც სწრაფად მოეხვია.
ასე მეგონა თებეს მუცელი დღითიდღე ეზრდებოდა.კლინიკაში ვიყავით კონსულტაციაზე თორნიკეს რომ მოვკარი თვალი.დაუფიქრებლად წავედი მონატრებულისკენ და მაშინვე ზურგზე ავეკარი.ვიგრძენი,როგორ დაიძაბა და ჩემი მოშორება სცადა
-უკაცრავად...
ძლივს ამოთქვა და შემომიტრიალდა.გავეკრიჭე და ისე ავხედე დაბნეულს
-ნაინა,რანაირად იქცევი?!ვიღაც ქაჯი მეგონე და კინაღამ მიგაკარი კედელზე
როგორ მიყვარს ბურტყუნს რომ იწყებს.სწრაფად ვაკოცე ლოყაზე და ისევ ჩავეხუტე
-მომენატრე
-მეც მომენატრე,ჩემო წიწილა
თავზე მაკოცა და მანაც მომხვია ხელები
-აქ რა გინდა?
-თებეს და ნიკუშას გამოვყევი გამოკვლევებზე
მხრები ავიჩეჩე და უკან დავიწიე
-სულ აღარ მნახულობ
-არ მცალია და რა გავაკეთო?კესოსთანაც ისევ ვიკამათე.საერთოდ მივატოვებ ყველაფერს და გადავიკარგები
-ნუ წუწუნებ რაა.კესოს რაღაზე ეჩხუბე?
-ვიკამათეთ მეთქი
ხაზგასმით დამიმარცვლა და ერთ-ერთი კაბინეტისკენ წამიყვანა
-ხოდა,რაზე?
-ისევ უყურადღებობაზე.თავისი დიშვილისთვის და მისთვის უნდა გამეარა ბაღში და დამავიწყდა.ღამენათევი ვიყავი
-ეგ გასასამართლებელი მიზეზი არ არის
მკაცრად მინდიდა მეთქვა,მაგრამ მის სახეს რომ შევხედე გადავიფიქრე.სავარძელში ჩამჯდარს თავზე დავადექი და ლოყაზე მოვეფერე
-როდესმე დაგილაგდებათ ურთიერთოდა?
-კი,რომელიმე თუ შევიცვლით ხასიათს
საცოდავად ამოთქვა და ხელისგულზე მაკოცა
-მე რა გიშველო?
-შემარიგე
-კარგი,შევეცდები
შუბლზე ხმაურით ვაკოცე და კაბინეტიდან გამოვედი.სასწრაფოდ უნდა შემოვირიგო კესო,თორემ ასეთ თორნიკეს ვერ ვუძლებ.თებე ცხვირაწეული დამხვდა დერეფანში,რომელსაც ასევე დაბღვერილი ნიკუშა ამოსდგომოდა გვერდით
-აბა,ხოა მშვიდობა?რაო,ექიმებმა?
-ყველაფერი რიგზეა
ჩაიდუდღუნა ნიკუშამ და თებეს ხელჩანთა შემომაჩეჩა
-და რა მოხდა?
-სულ გაგიჟდა ეს.სქესის გამო მეჩხუბება
-საერთოდ არ გაჩვენებ ბავშვს!
ამოისისინა თებემ და სწრაფად წავიდა გასასვლელისკენ
-თქვენ მაინც ნუ მიშლით ნერვებს!
ნიკუშას დავუბღვირე და ჯუჯღუნით მიმავალ დაქალს მივყევი უკან.კინაღამ ცოცხლად შეჭამეს ერთმანეთი,სანამ სახლამდე მივედით
-ჩვეულებრივად დამსტრესეთ
-მთელ ჯავრს შენზე ვიყრი!
ამოთქვა თებემ და საჩვენებელი თითი ცხვირწინ ამიფრიალა
-იყარე უკვე ჩემზე ყველაფერი
ამოთქვა ნიკამ და მანქანიდან გადავიდა
-ნიკა,მომშორდი სანამ გცემო
-ვაიმეე,ღმერთო გამძლეობა მომეცი
წამოვიყვირე და ისეთი სისწრაფიდ შევვარდი სადარბაზოში,კინაღამ ავილეწე.ვიღაცის ძლიერმა მკლავებმა მიხსნა თავის გატეხვას
-მადლობა
ჩავიბურტყუნე და პოტენციურ მშველელს ავხედე.ეს ბიჭი ყველგან შეიძლება იყოს?!თავზე დუდა გაგნიძე დამჩერებოდა,რომელიც მჟავე სახით დამყურებდა
-წინ იყურე
ახლა თავში ვურტყამ ამ ინტონაციას!ტუჩი ავიბზუე და გვერდი ავუარე
-წინ იყურე
გავაჯავრე და კიბეები სწრაფად ავირბინე იმის შიშით,გაგნიძეს არ მივეკალი სადმე.სახლში ომი დამხვდა.მისაღების ერთ ბოლოში დედა იდგა,მეორეში ირაკლი
-რა ხდება?
გაოცებული მივუახლოვდი დივანზე ჩამომჯდარ მამას
-შენი ძმა საბერძნეთში მიდის და დედაშენი არ უშვებს
მამას მშვიდ ხმაზე მივხვდი,სანერვიულო არაფერი იყო და არხეინად მივწექი
-ზურაბ,თქვი რამე
მარიკა უკვე ბოლო ხმაზე გაჰკიოდა
-ოცდა შვიდი წლისაა,თავად გადაწყვეტს სად წავა და სად არა
ოჰ,მამაჩემო სჯობს გაასწრო ტორნადოს სახელად მარიკას.დედა ისე წამოწითლდა სახეზე შემეშინდა,არ გადამწვარიყო
-ორი თვით მივდივარ დედა,სამუდამოდ კი არა
ირაკლი მაშინვე მოეხვია აცრემლებულს და თავზე აკოცა
-რა სავალდებულოა წახვიდე?
-საქმეები მაქვს და თან დასვენებაც მინდა
-ზურაბ,ამოიღე ხმა!
-კარგი რა დედიკო,წავიდეს.ცოტა ამოისინთქოს სახლმა,ვიარო თავისუფლად
ვითომაც არაფერიო ისე ჩავიქნიე ხელი და წარბაწეულ ირაკლის დავეჭყანე
-ახლა რითი ხარ შეზღუდული?!
-მაინც,ცოტა განვიტვირთო შენსგან
-მოგენატრები და მერე ნახავ განტვირთვას
თავზე მაკოცა და თმები ისე ამიჩეჩა ლამის დამაწიწკნა ყველა ღერი
-რა საქმეები გაქვს?
ოთახში გასულს უკან ავედევნე და მის საწოლზე გავწექი
-არ არის შენი საქმე
-მითხარი რაა
-გოგო,რით ვერ გადაკვეთე ეს უაზრო ცნობისმოყვარეობა?
თავზე წამომადგა და საწოლიდან ამაგდო
-მიდი,ჩემოდანი გამიმზადე
-მითხარი და გაგიმზადებ
ნიშნისმოგებით გავუღიმე და კარადას მივეყრდენი მხრით
-კარგი,მარიკას ვთხოვ
თვალი ჩამიკრა და დამტოვა ხახამშრალი.მთელი დღე კუდში დავსდევდი და მოსვენებას არ ვაძლევდი,მაგრამ მაინც არ მითხრა ამდენი ხნით რა საქმეზე მიდიოდა
-იცოდე,ყოველ ღამე დარეკე,თორემ ფეხით ჩამოგაკითხავ
ოთახში ვიყავით მარიკა რომ შემოგვივარდა
-დაგირეკავ ხოო,ოღონდ შენ არ ინერვიულო და
-დედი,გული არ გამიხეთქო იცოდე
-მარიკა,ორი წლის აღარ ვარ და ნუ დამტირი თავზე
მთელი ღამე ვეხუტებოდი ირაკლის.ვიცოდი,საშინლად მომენატრებოდა.
აეროპორტში მხოლოდ მე გავყევი.კინაღამ კივილი დავიწყე მანქანის გასაღები რომ მომცა.კინაღამ რაა,ნახევარი აეროპორტი მე მომჩერებოდა
-დაგაკლავ ზედ ოდნავი ნაკაწრიც რომ ვუნახო!
თავზე მაკოცა და დამტოვა აჟიტირებული.საოცრად მიხაროდა ის ფაქტი,რომ მანქანა მე მეყოლებოდა მთელი ორი თვით.საერთოდ არ მიმიქცევია ირაკლის წასვლისთვის ყურადღება.ბედნიერი დავბოდიალობდი ქალაქში.კესო რომ განთავისუფლდა სამსახურში მივაკითხე.მაჩოსავით ველოდებოდი მანქანაზე აყუდებული
-ირაკლი საბარგულში გყავს ჩაკეტილი?
სიცილით გადამკოცნა და მანქანას მოავლო თვალი
-არა,დავმარხე უკვე
გავეკრიჭე და ჩემი ადგილი დავიკავე
-წავიდა ქვეყნიდან
-სულ წავიდა?
კესოს ისეთი შეშფოთებული ხმა ჰქონდა,მეც შემეშინდა
-არა,ორი თვით
ხმამაღლა გამეცინა და ჩვენს საყვარელ კაფესანთ შევაჩერე მანქანა
-მიდი გადადი,მე დავაყენებ და მოვალ.მანამდე ჟოლოს ნამცხვარი შემიკვეთე
იმდენ ხანს ვეძებდი თავისუფალ ადგილს,ლამის დავმჟავდი.ძლივს მივაყენე სადღაც და სწრაფად შევვარდი კაფეში.კესოსკენ წავედი და წინ ჩამოვუჯექი
-აბა,მოყევი ამბები
-თორნიკემ მოგაგზავნა ხო?
რაც იცის,იცის ვერ დავუკარგავ
-ისე იძახი,თითქოს თორნიკე გვაკავშირებდეს ერთმანეთს და არა თოთხმეტწლიანი მეგობრობა
ჰაჰ,მეც რაც ვიცი,ვიცი რაა.კესომ ისე საცოდავად შემომხედა შემეცოდა
-დავიღალე ასე.სულ ვავიწყდები,არასდროს სცალია ჩემთვსი და არც საკუთარი თავისთვის
-კესო,ბავშვობიდან იცნობ და იცი,რა მნიშვნელოვანია მისთვის ეს პროფესია და რა მნიშვნელოვანი ხარ შენ მისთვის.არავის დაუძალებია შენთვსი შვიდ მილიონ ადამიანში თორნიკე ამოარჩიეო,მაგრამ ასე მოხდა,ასე იყო საჭირო.იმას ნუ დაკარგავ რაც ღმერთმა გაჩუქა.დედამიწაზე ერთი თორნიკე ანანიძე დადის და ისიც შენია!ანალოგიურს ვეუბნები მასაც.დაავიწყდი?გალანძღე,სცემე,მოკალი ოღონდ ზურგს ნუ აქცევ.არ შეუძლია მაგ ადამიანს გრძნობების გამოხატვა,მაგრამ ჩემზე კარგად არავინ არ იცის,როგორ განიცდის ამ ყველაფერს.ნუ გააკეთებინებ არჩევანს შენსა და საყვარელ საქმიანობაზე.
კესო ატირებული მიყურებდა და თავს უაზროდ მიქნევდა.ადამიანები ასე რადიკალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან და მაინც საერთო სული გააჩნდეთ,მე არ მინახავს.ძლივს დავამშვიდე და პირდაპირ თორნიკესთან დავტოვე.
ერთ დილით გაგუდულს მეძინა მარიკა რომ შემომივარდა ოთახში და თებე მოვიდაო,დამჩხავლა
-მერე შექალო ნელა ვერ მეტყვი?!
ბუზღუნით წამოვდექი და ნახევრად მძინარე შევედი სამზარეულოში
-რომელი საათია რომ გძინავს?
-ძილიც ამიკრძალეთ ახლა
დაბღვერილი ჩამოვჯექი სკამზე და კუთვნილი ყავა გამოვართვი დედას
-სასწრაფოდ უნდა გაემზადო
-რა ხდება?
გაოცებულმა ავხედე გაბადრულ დაქალს,რომელიც მადიანად მიირთმევდა მარიკას დამზადებულ ტკბილეულობას
-მე და ნიკუშამ გადავწყვიტეთ ჯავრი დავიწეროთ
-რაოოო?
იმხელა ხმაზე დავიყვირე,ყრუ ლამარა წამოვაგდე სავარძლიდან
-ჰოო,რა გაკივლებს?
-ამას ახლა მარტო უნდა ვიგებდე?
ისევ გავყვიროდი ფეხზე წამოვარდნილი
-გაჩუმდი გოგო,სირცხვილია
მარიკამ მკლავზე მიჩქმიტა და თვალები დამიბრიალა
-ახლა გადავწყვიტეთ ჩვენც
-თებროლე,ჩემს ნათლულს არ ვცემდე პატივს,ვიცი რასაც გიზამდი!
-მოკლედ,ერთ საათში მზად იყავი.მეც უნდა მოვემზადო
ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა
-აბა დროებით მარიკო,რესტორანში შევხვდებით
დედას ხეული დაუქნია და ძლივს გაგორდა კარებში.
ირაკლიმ ისეთი ამაბვი ატეხა ჩემს ჩამოსვლას როგორ არ ელოდებიანო,ლამის ნეფე-დედოფლიანად ჩავაკითხეთ საბერძნეთში.იმდენ ხანს უხსნიედა ნიკუშა სიტუაციას,მთელი ხალხის ჩემი ავადმყოფი ძმის დამშვიდებას ველოდით.იდეალური ამინდი იყო.ისეთი,როგორიც გაზაფხულს შეეფერებოდა.მეჯვარე,რა თქმა უნდა,მე ვიყავი.გვერდს გოშაძე მიმშვენებდა,რომელიც გაუჩერებლად ტინგიცებდა.თებემ კესოც დაპატიჟა და თორნიკეც,რა თქმა უნდა.ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს.ისეთი ლამაზი იყო გაბერილი თებე,ღიმილს ვერ ვიკავებდი.ეზოში ვიდექით თორნიკე რომ წამომადგა თავზე
-მე მეღირსება როდესმე?
საცოდავად ჩამომხედა და მოცინარ კესოს გახედა
-გეღირსება აბა რა
ლოყაზე ვაკოცე და მკლავები წელზე შემოვხვიე
-და შენ,ჩემო წიწილა?!შენ გაგასაღებთ როდესმე?
-თუ არ გინდა,მტკვარის და არაგვის შესართავში აღმოჩნდე თავით ჩარჭობილი,გამასწარი!
მოხითხითეს ფერდზე ვუჩქმიტე და მანქანაში ცხვირაწეული ჩაჯექი
-აბა ნაინა,არ შემარცხვინო
ნიკუშამ გადმომძაღა ჩამოწეული ფანჯრიდან და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა.ჰაჰ,ამას რა ჰგონია,მეორედ მაჯობებს?ფეხზე სწრაფად გავიძრე მაღლები და კეტები ჩავიცვი.მაქანის დაძვრას ვაპირებდი ვიღაც რომ ჩამიხტა.გაოცებული ვუყურებდი გაგნიძეს,რომელიც დაბღვერილი მომჩერებოდა
-ოდნავადაც მოუმატებ სიჩქარეს და დაემშვიდობები საჭეს
ეს ჩემს მომვლელად ვინ დანიშნა?!წარმომიდგენია რა გამომეტყველება მექნებოდა იმ წამს
-და შენ რა გინდა?
-მე გაგაფრთხილე!
-ირაკლიმ დაგაბარა ხომ ჩემი ძიძაობა?
არა რაა,იქიდანაც გამომწვდა
-ირაკლი რა შიაშია?!
-აბა,ჩემზე ზრუნავ?
გალანძღვას ვაპირებდი საქარე მინაზე რომ მომიკაკუნეს.თავი სწრაფად მივატრიალე და თორნიკეს ავხედე.მინა დავწიე და თავი გადავყავი ფანჯრიდან
-ჭკვიანად იყავი!
თითი დამიქნია და შუბლზე მაკოცა.შემდეგ კი დუდას გადახედა
-შენ მაინც რა გინდა?
-არ აჰყვე ამათ!
მკაცრად გამაფრთხილა და სწრაფად გამშორდა
-აუუუ,მალე სუნთქვასაც გამიკონტროლებენ რაა
ჩემთვის ვბუტბუტებდი და უკმაყოფილოდ ვმართავდი მანქანას.ნერვებს მიშლიდა ნიკუშა,რომელიც მაქეზებდა და ყოველ წამს მისიგნალებდა.გაზის პედალს უნებლიედ რომ დავაჭირე ფეხი,გაგნიძემ ისე მწარედ მომიჭირა თითები საჭეზე შემოხვეულ თითებზე სიმწრით ამოვიგმინე
-დაუკელი!
კბილებ შორის გამოსცრა და კიდევ უფრო მწარედ მომიჭირა
-მეტკინა
წამოვიყვირე და განთავისუფლება ვცადე
-სიკვდილი გინდა?!თუ რამის დამტკიცებას ცდილობ ამით?ერთ დღეს გადაიჩეხები სადმე და დაასრულებ ყველაფერს!
ისე მიყვიროდა მართლა კინაღამ გადავუხვიე ცენტრალური მაგისტრალიდან.დამრგვალებულ თვალებს ვაცეცევდი და ვცდილობდი, მისთვის არ შემეხედა.უხმოდ მივედით რესტორნამდე.უკვე ყველანი იქ იყვნენ.ძლივს გადავფოფხდი მანქანიდან.ისევ ყურებში ჩამესმოდა გაგნიძის ღრიალი.თებე ისეთი ბედნიერი იყო,ანათებდა ყველაფერს.იდეალურად ვერთობოდით.მარიკა თვალებს მიბრიალებდა და მანიშნებდა მეცრკვა.მეც ცეკვისგან ყველა კუნთი მტკიოდა.სკამზე ვიყავი გაშოტილი გოშაძემ რომ მთხოვა მეცეკვეო
-არ მომასვენოთ ორი წამი
ამოვიბუტბუტე და საცეკვაო მოედნისკენ გავყევი.თავი მხარზე მივადე და მის ხელებს დავეყრდენი,რომლებიც წელზე შემომხვეოდა
-ამას სხვის მაგივრად ვაკეთებ
გაოცებულმა ავხედე მომღიმარ გიორგის
-ვის მაგივრად?
-ოოო,რას მეკითხები?გეტყვი ახლა ამას შენი აზრით?
ღმერთო რა დავაშავე?ინტრიგას და გაურკვევლობას ვერ ვიტან ყველაზე მეტად და თითქმის ვერაფერს ვერ ვიგებ ნორმალურად
-თვითინ რატომ არ მეცეკვება?
-აქვს თავისი მიზეზები
-გიორგი,მიგახრჩობს ახლა
ამოვთქვი ძალაგამოცლილმა და თვალები დავხუჭე
-მე რატომ მკლავს და მასამარებს ყველა?
გოშაძის ხმაზე გულიანად გამეცინა.ისიც ამყვა სიცილში.გაბერილი თებე შემაღლებულ ადგილას იდგა და თაიგულის სასროლად ემზადებოდა.მე მარიკამ ძალით დამაყენა.ბაღის ბავშვივით ვიდექი და საცოდავი გამომეტყველებით ვუცდიდი თაიგულს.თეთრი ვარდების ბუკეტმა ისე არხეინად ჩამიარა ვითომაც არაფერიო.მანდ მივხვდი,მართლა ვერ გავსაღდებოდი.როგორც ყოველთვის,ომი გაჩაღდა.თებეს დეიდაშვილმა და ჩვენმა მეზობლის გოგომ კინაღამ თმებით ითრიეს ერთმანეთი
-ნეტა ამათ ჭკუა ჰქონდეთ
ჩავიბურტყუნე და კესოს და თორნიკეს გვერდით დავდექი.თორნიკემ მაშინვე მომხვია ხელი და თავზე მაკოცა
-გაგნიძეს რა უნდა?!
ისე მკითხა ჩემთვის არ შემოუხედავს
-რასთან დაკავშირებით?
-მთელი ღამეა თვალი არ მოუშორებია შენთვის
-ეს ის გაგნიძე არაა,ჩვენი სკოლელი რომ იყო?
კესომ ინტერესით გადმოგვხედა.რა დუდა აუტყდათ ამათ ვერ გავიგე
-ჰო ეგაა
თავი დავუქნიე და ისევ თორნიკეს ავხედე
-როგორ მახსოვს,დერეფანში რომ გამოივლიდა ეს ოთხეული.ყველანი კედლებთან ვიყავით აწურულები
თორნიკეს ისე უნებლიედ აეწია წარბი სიცილი ვერ შევიკავე
-შენ რას იწურებოდი ერთი?!
-ასე იყო და
კესომ კრავის თვალებით ახედა დაბღვერილს
-უნდა გესწავლა შენ,ამათთვის კი არ უნდა გეყურებინა
ხელი უმისამართოდ აიქნია გაბრაზებულმა
-აუუ,ამან რომ არ დაძაბოს არ შეუძლია
ჩავიდუდღუნე და მარიკასკენ წავედი,რომელიც მეძახდა
-წაგვიყვან დე სახლში?თუ გამოვიძახოთ ტაქსი?
-რად გინდა ქალო ტაქსი,წამოდით წაგიყვანთ
მარიკას ხელკავი გამოვსდე და შენობიდან გავიყვანე.ჩაჯდომას ვაპირებდი მარცხენა ფერდზე მხურვალე თითები რომ შემომეხვია.დაბნეულმა ავსწიე თავი და ჩემს ზურგს უკან მდგომ ობიექტს ავაჩერდი.გაგნიძე წარბაწეული დამყურებოდა
-მე წავიყვან
გვერდით გამსწია და ჩემი ადგილი დაიკავა
-რას ჰქვია,შენ წაიყვან?
წამოვიყვირე და მიხურული კარი ხელმეორედ გავაღე
-ნაინა,რა მოხდა შვილო?სულ ერთი არაა,შენ წაგვიყვან თუ დუდა?
მარიკამ თვალები დამიბრიალ და მკლავზე ისე დამქაჩა,ლამის შემაგდო მანქანაში
-დაჯექი და წავიდეთ
ზურაბმა ხელი მომხვია და დუდას გვერდით ჩამომსვა.ისეთი გაბრაზებული ვიყავი კინაღამ თავი ვარტყმევინე საჭეზე.დაბღვერილი გავსცქეროდი გზას და ბრაზს მთელი ძალით ვაკავებდი
-მადლობა,საყვარელო
ვაი მარიკა სიხარულიძე მოვალ მე სახლში და ძმრად ამოგადენინებ ამ დამტკბარ ხმას და განაზებულ ღიმილს
-ღამე მშვიდობისა
მამამ თავი დაუკრა დუდას და მარიკასთან ერთად გადავიდა
-თუ შეიძლება,გადმობრძანდით და დამითმეთ ჩემი ადგილი
დუდას საერთოდ არ მოუსმენია ჩემი სიტყვებისთვის.მანქანა დაძრა და მშვიდად გაიყვანა ეზოდა
-გაგნიძე,რა გინდა?!რას გადამეკიდე?
-ნუ ყვირი!ტყეში არ ვართ
ნეტა შუბლში რატომ არ გავარტყი ის ტყვია?ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და მუშტები ისე შევკარი,ვიგრძენი,როგორ ჩამესო ფრჩხილები ხელის გულებზე.ძლივს მივაღწიეთ რესტორნამდე.გასაღები სწრაფად გამოვართვი წარბებშეკრულ დუდას და ტანის რხევით წავედი შენობისკენ
-სად იყავი?
თორნიკე მაშინვე წამომადგა თავზე და ინტერესით დამაჩერდა
-მარიკა და ზურა წავიყვანე სახლში
-და გაგნიძე დაცვაა შენი?
-ირაკლის მოგზავნილია
ხელი ჩავიქნიე და კესოს ჩამოვუჯექი გვერდით
-სად ხარ გოგო ამდენ ხანს?ამოძვრა ეს ტყავიდან
თითი თორნიკესკენ გაიშვირა,რომელიც წარბაზიდული გვიყურებდა
-ნაინა,მოდი ჩემთან
რაღაცის თქმას ვაპირებდი ნიკუშამ რომ დამიძახა.ბოდიში მოვუხადე კესოს და მაშინვე მასთან გავჩნდი
-რაო,სიძე
-მიდი,თებეს შეაკითხე რაა
ზურგზე მკრა ხელი და საპირფარეშოსკენ გამაგდო.მხრები ავიჩეჩე და ნელა შევაღე კარი.თებე ხელსაბანი ნიჟარის წინ იდგა და სახეზე ისმევდა თითებს
-კარგად ხარ?
სწრაფად მივუახლოვდი და ლოყაზე მოვეფერე
-ცოტა დავიღალე
მკრთალად გამიღიმა.ფერი არ ედო სახეზე
-წამო,გავიდეთ და წაჰყევი ნიკუშას სახლში
თავი დამიქნია და მკლავზე დამეყრდნო.ნიკა ისეთი შეშინებული გვიყურებდა სიცილი დავიწყე
-ნუ ფეთიანობ
გადავუჩურჩულე და თებეს ხელი მივაწოდე
-წავიდეთ ჩვენც რაა
ჩამომჯდარი არ ვიყავი კესომ რომ გადახედა ლამის ჩამოძინებულ თორნიკეს
-ჩემი მოსვლა გეწყინათ?
ჩავიდუდღუნე და ჩემ გვერდით ჩამომჯდარ გიორგის მივეყრდენი
-დავიღალე მეც
გამიცინა კესომ და ლოყაზე მაკოცა
-მერე გნახავ
თორნიკემ თვალი ჩამიკრა და გასასვლელისკენ წავიდა კესარიასთან ერთად
-დავრჩით მე და შენ
გოშაძეს ავხედე და გავეკრიჭე
-ჩვენ არ წავიდეთ?თუ აქ ვათებთ ღამეს
-წავიდეთ ჰოო
ძლივს წამოვფოფხდი და გიორგიზე დაყრდნობილი მივედი მანქანამდე
-შენ არ მოდიხარ?
მანქანაში რომ ჩამსვა და თავად წასვლას დააპირა,ლამის ფანჯრიდან გადავძვერი
-დუდიკა წამიყვანს
შუბლზე მაკოცა და გამშორდა.სწრაფად სიარულის თავი არ მქონდა და მეც მშვიდად მივუყვებოდი ღამის თბილისის ქუჩებს.მარიკას და ზურას ეძინათ.მეც მოვწესრიგდი და მაშინვე გავითიშე.შუადღემდე გვერდიც არ მიცვლია ისე მეძინა.დედა სამსახურში იყო და არც არავის გავუღვიძებივარ.ტობიასს ძალიან რომ მოსწყინდა მხოლოდ მაშინ ამომიხტა საწოლზე.თვალები ძლივს გავახილე და ჩემზე გაწოლილ ლეკვს ჩავეხუტე
-ჩემო პატარავ
ბევრი ვაკოცე და მასთან ერთად წამოვდექი.
სამსახურიდან ადრე დავბრუნდი.აივანზე ვიდექი სახლში მამა რომ შემოვიდა.გამიკვირდა.ზურაბმა ხელი მომკიდა და სამზარეულოში გამიყვანა
-შენი დახმარება მჭირდება
სკამზე ჩამომსვა და თავადაც ჩამომიჯდა
-ხომ იცი ქორწინების 30 წლის თავი გვაქვს და მინდა დედა ბათუმში წავიყვანო.იქ,სადაც ერთმანეთი გავიცანით
ზურას ბავშვურ თვალებზე გამეღიმა და ცრემლები ძლივს შევიკავე
-უნდა გავიტყუოთ სახლიდან.მანამდე კარგი სასტუმრო დაჯავშნე და მარიკასთან გადარეკე ჩუმად სამსახუში და ერთ კვირიანი შვებულება აუღე
-აუუუ მააა,იდეალური კაცი ხარ
გავუცინე და მთელი ძალით შემოვხვიე ხელები კისერზე.იცის ჩამეხუტა და თმაზე გადამისვა თითები
-ხვალისთვის მოაგვარებ მა ყველაფერს?
-მოვაგვარებ აბა,რას ვიზამ?
გავიჯგიმე და მაშინვე წამოვვარდი ფეხზე.ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო დავუჯავშნე და ხარჯებიც მე თვითონ დავფარე.შემდეგ მარიკას სამსახურში დავრეკე და ჩუმად გავანთავისუფლე ისე,როგორც მამამ მითხრა.მეორე საღამოს დედას ვუთხარით,რომ ზურაბს კინოთეატრში მიჰყავდა.მარიკა გამოიპრანჭა და ბედნიერი ჩაჯდა მანქანაში.საერთოდ ვერ ხვდებოდა წინ რა ელოდა.ბედნიერმა და გულაჩუყებულმა გავაცილე მშობლები ბათუმში.
კვირა საღამო იყო.თებესთან ერთად ვიჯექი ეზოში,ჭადრის ხის ქვეშ და მოტინგიცე ტობიასს ვუყურებდი
-როგორ ცხელა უკვე
თებემ თითები ჩამოისვა მუცელზე და სახე სასაცილოდ დამანჭა.სულ გაუბერა ამან ორსულობის დროს.სიცივეში ცხელოდა,სიცხეში ციოდა.მისი დავალებით ნაყინის საყიდლად მივდიოდი დუდას ლექსუსი რომ გამოჩნდა.ერთ ადგილას ვიყავი გაქვავებული და თითქმის ორი კვირით გადაკარგულ გაგნიძეს მივჩერებოდი.როგორ მომნატრებოდა მისი უჟმური და ცივი სახე.უაზრო ფიქრები სწრაფად გამიქრა,მანქანიდან გადაპრანჭული თიკო რომ გადმოხტა.მეორე შოკი მაშინ მივიღე დუდამ ხელჯოხი რომ გადმოიღო და კოჭლობით წავიდა სადარბაზოსკენ
-ამას რა დაემრთა?
ამოვთვქი დაპროგრამებულმა და თებეს დავაჩერდი
-მუხლი ჩაუმსხვრიეს ბიტითო ნიკუშამ
მხრები აიჩეჩა და თვალი გააყოლა მიმავალს
-ღირსია
ჩავიდუდღუნე და მაღაზიისკენ ჯუქირ გავემართე.არა და გული ისე მიცემდა,შემეშინდა არ გამსკდომოდა.
-თიკო არის სულელი
ამოვთქვი და ნაყინი შევაჩეჩე გაოცებულ თებეს
-რა გინდა თიკოსგან?
-აბა რას დასდევს გაგნიძეს კუდში?!
-და შენ რა ჯავრი გაქვს?
თებემ წარბაწევით გადმომხედა და თვალები დამიქაჩა
-ნერვებს მიშლის
ამოვიბლუკუნე და ტობის დავავლე ხელი
-წამოდი აგიყვანო სახლში
ძაღლი იქვე მივაბი და თებე წამოვაყენე.უნებლიედ მაღიზიანებდა დუდასა და თიკოს წყვილი.უსიამოვნო შეგრძნება მეუფლებოდა და მინდოდა თმებით მეთრია ძალით გაფოეფოებული წითური ალქაჯი.მთელი ღამე ვერ დავიძინე.დილით ნერვებმოშლილი მივდიოდი სამსახურში მაღაზიის წინ ჩამომსხდარი ქალების საუბარს,რომ მოვკარი ყური,რომლებიც გაგნიძის მომავალ ცოლზე საუბრობდნენ.დენდარტყმულივით შევხტი ერთ ადგილას,სწრაფად შევჩერდი და სმენად ვიქეცი
-ასეთ ბიჭს ვინ დატივებს აბა მარტოს
-ნატალი იმსახურებს კარგ რძალს
-ისეთი ოჯახია არ გაუჭირვებენ არავის
-კარგ გოგოს აარჩევდა დუდა,არ შეეშლება ეგ
უარესად ნერვებმოშლილმა და აფორიაქებულმა გავაგრძელე გზა.ვერ წარმომედგინა დუდას ცოლი.მთელი დღე დაბღვერილი დავაბიჯებდი და ყველას ვუღრენდი.მაინცდამაინც იმ დღეს მომაწყდა უამრავი სამუშაო.გადაქანცული,გაბრაზებული და გამოფიტული მივაბიჯებდი აღმართზე წინ თიკო რომ გადმომიხტა არსაიდან
-რით ვერ შეეშვი ჩემს კაცს?ბავშვობიდან ჯიბრში მიდგახარ და ცდილობ დუდა წამართვა,მაგრამ არ გამოგივა.სახეს აგაცლი,რომ მიუახლოვდე.ჩემია,ჩემი კაცი და ჩემი საქმრო
ისე გაჰკიოდა მე შემრცხვა მის მაგივრად.ერთი ავათვარიელე გაცხარებული და მის გამომეტყველებაზე სიცილი ვერ შევიკავე
-რა საცოდავი ხარ თიკო.თუ გგონია,გაგნიძეში ლები,ცდები.საკუთარი თავის პატივისცემა ისწავლე და თავმოყვარეობას მიხედე კაცებს კი არა
გვერდი ავუარე და ჩემი გზა განვაგრძე.ამ დონის სიქაჯე და ზნედაცემულობა ნერვებს მიშლიდა.ჩემთვსი ვბურტყუნებდი და თიკოს ვლანძღავდი,მთელი ვერა რომ შეყარა და გადმოფინა მეზობლები ფანჯრებიდან.ჯიქურ მივაბიჯებდი მხარი შემთხვებით რომ გავკარი ჩემს წინ მდგარ ობიექტს.არ გამკვირვებია გაგნიძე რომ შემომჩერებოდა
-რამე მოხდა?!
დუდამ თითები შემომხვია მკლავზე და მისკენ შემატრიალა
-არაფერი
ჩავიბურტყუნე და მკლავის განთავისუფლება ვცადე,მაგრამ კიდევ უფრო მჭიდროდ ჩამეჭიდა გაგნიძის თითები
-კი,მოხდა.თიკო დამხვდა ამოსასვლელთან და ლანძღვა დამიწყო.თუ შეიძლება დააოკე შენი ჰორმონებადუღებული ნაშა და ნუ "მისადკავებს" უბნის თავში
უნებლიედ ავუწიე ხმას.ხელი გავაშვებინე და სწრაფად შევედი სადარბაზოში.არაფრის თავი არ მქონდა.დივანზე მივწექი და ისე ჩამეძინა ვერ მივხვდი.
კატასტროფულმა ბრახუნმა გამომაღვიძა.თავი წამოვსწიე და ძლივს გავაცნობიერე,მე მიკაკუნებდნენ.სწრაფად გადავიცვი იქვე დაგდებული მაისური და კარები გამოვაღე.კედელზე მხრით მიყრდნობილი დუდა წარბებშეკრული მომჩერებოდა
-სად ხარ ამდენ ხანს?!
ამოილუღლუღა და სახლში შემოაბიჯა.ნასვამი იყო.ჩაწითლებულ თვალებს ზანტად ატრიალებდა
-მოხდა რამე?
მკლავზე სწრაფად დავსწვდი,რომ არ წაქცეულიყო და მისაღებში შევსვი რასაც ჰქვია.ძლივს დადიოდა და თან კოჭლობდა.დივანზე ძალით ჩამოვაჯინე და ზევიდან დავაჩერდი
-გაგნიძე,რა გინდა აქ?
-შეგიძლია,როდესმე სახელით მომმართო?
ამომხედა დანისლული მზერით და დივნის საზურგეს მიეყრდნო.მუცელში ისეთი სიმხურვალე ვიგრძენი,მეგონა,გადავიწვებოდი
-არ იტყვი რისთვის მოხვედი?
თავი გააქნია და თვალები მიხუჭა
-სად გყავს თიკო?არ შეგიშვა სახლში?
-თიკო საიდან მოიტანე?
-ეგაა შენი საცოლე და მე რატომ მადგები ასეთ მდგომარეობაში,ვერ ვხვდები
მხრები ავიჩეჩე და ვეცადე შემეფხიზლებინა,სახლში რომ გამეშვა
-შენ გინდა ჩემი საცოლე რომ იყოს?
-ჩემს ნდომაზეა დამოკიდებული?
ისე დავიბენი ძლივს მოვაბრუნე პირში ენა
-მიპასუხე!
-ჩემთვის სულ ერთია
ამოვიჩურჩულე და სწრაფად ავარიდე მზერა.გულის სიღრმეში ძალიან კარგად ვიცოდი,მისი ცოლი ჩემთვის სულ ერთი ნამდვილად არ იყო.დუდა გაჩუმდა.მესმოდა მისი ღრმა და მძიმე სუნთქვა
-წამოდი,ირაკლის ოთახში მაინც დაწექი
წამოდგომაში დავეხმარე და ჩემზე დაყრდნობა ვაიძულე.ეტყობოდა,მუხლი სტკიოდა,მაგრამ ყველანაირად ცდილობდა,არ შეემჩნია
-მე სულ არ მინდა იმის გჯეროდეს,რომ თიკო ჩემი ცოლი როდესმე იქნება
ამოილუღლუღა და საწოლზე გადაწვა ძალაგამოცლილი
-ამას მნიშვნელობა არ აქვს
-აქვს!
თავი წამოჰყო და ისე დამიბრიალა შავი სფეროები,ვიგრძენი,როგორ გამაჟრჟოლა
-დაიძინე...
ირაკლის მაისური მივეცი და სწრაფად გამოვვარდი ოთახიდან.მთელი ღამე არ მეძინა.ხშირად ვამოწმებდი დუდას კარგად თუ იყო.მასაც მშვიდად ეძინა.
მისაღებში ვიჯექი გაგნიძე ოთახიდან რომ გამოფოფხდა.სახეზე ეტყობოდა კარგი დილა ნამდვილად არ ჰქონდა.თმა სასაცილოდ გასჩეჩვოდა და დასიებულ თვალებს ძლივს ახელდა
-აქ რა მინდა?
ამოიბუტბუტა და სახე საცოდავად დამანჭა
-მე რა ვიცი.ფეხზე ძლივს იდექი იმდენი გქონდა დალეული
ხელი ავიქნიე და წინ დავუდექი
-შენთან რა მინდა?
-არ ვიცი.შუა ღამით მომადექი
-თავი მისკდება
ამოიზუზუნა და დივანს მიეყრდნო
-ყავას გაგიკეთებ
სამზარეულოსკენ წავედი.სწრაფად გავუმზადე ყავა და მაგიდასთან ჩამომჯდარს წინ დავუდგი.სიგარეტს ეწეოდა.ცალი თვალი ოდნავ მოეხუჭა და ისე მიყურებდა.ფანჯრის რაფაზე ვიყავი ზურგით მიყრდნობილი და არ ვიცოდი თვალები სად წამეღო
-გითხარი გუშინ რამე?
-ისეთი არაფერი
-და ასეთი?
რა უნდა ახლა ამას?!ისეთი თვალებით მიყურებდა ძლივს ვიდექი ფეხზე
-მახსოვს რაღაცეები გითხარი
-თუ გახსოვს რაღას მეკითხები?!
უნებლიედ წამოვიყვირე და ცხვირაწეული გავედი მისაღებში.ცოტა ხანში ისიც გამოვიდა.რამდენიმე წუთი უხმოდ მიყურა.მადლობაო,ჩაიბურტყუნა და ისე დატოვა სახლი ვითომ არაფერიო.
თებე ხომ ემოციური იყო ყოველთვის,მაგრამ ორსულობამ სულ მთლად გადააფსიხა.გემრიელად ილუკმებოდა და მთელი ემოციებით მიყვებოდა ამბებს
-შენ არ იცი ნიკუშას რა ინფორმაცია გამოვძალე
უცებ წამოიყვირა და გვერდით ჩამომიჯდა
-დუდა რომ დაჭრეს და შენ დარბოდი ბინტებით,რომ მიმალავდი აი ეგ ამბავი გავარკვიე და კიდევ,რატომ არის ირაკლი წასული საბერძნეთში
-ოჰჰ,შენ არ ხუმრობ.აწამე მახათელი?
გამეცინა და წარბები ავუთამაშე
-არა,ბავშვით ვმანიპულირებე
გადაიკისკისა,მაგრამ სწრაფადვე დასერიოზულდა
-რა დროს ეგაა,მომაყოლე მთავარი!ჰო და,შენს დუდას ჰქონია რაღაც ბიზნესი თუ ბიზნესები.ნუუ,ცოტა არალეგალური გზით შოულობს ფულს.პარტნიორიც მისნაირი უშოვნია ვიღაც.მოკლედ, შეთანხმებულან რაღაცეებზე.ერთ-ერთი პირობა თანხის წინასწარ გადარიცხვა ყოფილა.მეც ვიცი,შენც იცი და ყველამ იცის დუდა რა კაცია,რა თქმა უნდა,გადაურიცხა.გააბეს შენი დუდა
-რას ჩაიხვიე ეს ჩემი,ჩემი
წამოვიყვირე უნებლიედ და თებემ თვალები რომ გადმომიქაჩა მაშინვე მივჩუმდი
-გადააგდეს მარტივად,მაგრამ ეს ციხეგამოვლილი,უკრაინაში ნაცხოვრები კაცი მაგას შეჭამდა?!საქმის მშვიდად მოგვარება უნდოდა,მაგრამ შეშინებიათ და სწორედ მაშინ დაჭრეს.ეგრევე გაქცეულან.დუდა რაღაც პრობლემების გამო ვერ ტოვებს საქართველოს და ამიტომ ირაკლი წავიდა ტესალონიკში.ვითომ ამათ კომპანიას შეუსყიდია დუდას ბიზნესი და მთელი ადვოკატებით წაბოდიალდა.მაგიტომ გაიწელა ასე ძაან და ვერ ჩამოაღწია
ყბაჩამოვარდნილი ვუსმენდი გაქაფულ თებეს და გულში ვლანძღავდი გაგნიძეს,ირაკლი რომ გაუშვა აზეთ საქმეზე
-რანაირია რააა,ვერაფერ გაიგებ მისგან დადის ჩუმ-ჩუმად და დაათრევ თიკოს
-რას გადაეკიდე გოგო ამ თიკოს?
დამიყვირა თებემ და იმხელაზე შევხტი,ლამის იატაკს ჩავეხუტე
-აბა,კარგია რომ დაჰყვება კუდისძირში?
მეც უნებლიედ დავუყვირე
-რა ჩვენი საქმეა ერთი თიკო ვის ჩაუხტება მანქანაში და ვის კალთაში?
-და გაგნიძე?
-გაგნიძეს ჩვენ გავუკონტროლოთ ნაშები?
ჯანდაბა დუდასაც და თიკოსაც.ამაფორიაქეს ამხელა ფილარმონია ქალი
-ცოლად მოჰყავსო და...
ამოვთქვი და წარბებაწეულ თებეს მზერა ავარიდე
-თუ მოიყვანს ვიქეიფებთ ქორწილში
დუდა გაგნიძის ქორწილში ქეიფი მაკლია ახლა და ჩემი გული კარგად იქეიფებს ჟანგბადზე რომ შემაერთებენ.
საღამოს ზურა და მარიკა ქალაქს დაუბრუნდნენ.ორივენი ისეთი ბედნიერები იყვნენ აღტაცებას ვერ მალავდნენ.მეც ვიქეჯი მათ შორის და გაკრეჭილი ვუსმენდი ბათუმის ამბებს.
ირაკლიმ რომ დამირეკა,ჩამოვედი და მომაკითხეო,თან გამიხარდა,თან მეწყინა.მივხვდი,მანქანას ვემშვიდობებოდი და ისე ნელა მიმყავდა,საცობები შევქმენი.ირაკლი აეროპორტის წინ იდგა წარბებშეკრული და სიგარეტს ეწეოდა.რომ დამინახა ჩემსკენ წამოვიდა დაბღვერილი
-სად ხარ ამდენ ხანს?
ჩაიდუდღუნა და ისე მომეხვია,ლამის გადამამტვრია ძვლებში
-მოგენატრე?
თმებზე წავეთამაშე და ლოყაზე ვაკოცე
-მომენატრე
ცხვირზე დამკრა თითი და მანქანისკენ წავიდა.ისე შემშურდა მისი გარუჯული მკლავების კინაღამ ტირილი დავიწყე
-მომე გასაღები
გამომხედა და ხელით მანიშნა მასთან მივსულიყავი
-დაღლილი იქნები მე წამოვიყვან
ვითომ მზრუნველის გამომეტყველება ავიკარი,მაგრმა არ გაამართლა
-არ ვარ დაღლილი
თვალი ჩამიკრა და გასაღები გამომგლიჯა თითებიდან
-დასრულდა გრიალი
-რა გრიალი?!გაგნიძე წამითაც არ მაძლევდა მოსვენებას.კუდში დამსდევდა თავისი მაჩო სიფათით
დავიწყე ჯუჯღუნი და ჩემი ადგილი დავიკავე
-დუდა რა შუშია?
-შენ უთხარი ალბათ სდიეო და ისიც ყურმოჭრილი მონასავით დამყვებოდა.ავადმყოფი
-გაჩუმდი.არავისთვისაც არ მითქვამს არაფერი
-რააო?აბა იმ იმბეცილს რა უნდოდა?
ისე წამოვიყვირე ირაკლიმ გაოცებულმა შემომხედა
-საერთოდ დუდაზე რატომ მელაპარაკები?!
-ნერვებს მიშლის
-არ მიაქციო მერე ყურადღება.როდის აქეთ ღიზიანდები დუდას პიროვნებით?!
ირაკლიმ წარბი ისე აზიდა უნებლიედ გავჩუმდი.იმას ხომ არ ვეტყოდი,შენი ძმაკაცი მგონი ისევ მიყვარს მეთქი.არ მივაქციო ყურადღება კარგია.სულ ცხვირწინ მიტრიალებს და მირევს გრძნობებს.
ირაკლის დანახვა ისე გაუხარდა მარიკას,მე რომ მომკვდარვიყავი გადამივლიდა და მას შემოევლებოდა თავზე.მთელი დღე უკან დასდევდა ნამცხვრებით და ფუნთუშებით
-ვიძინებ მე და არ შემაწუხოთ
ირაკლიმ გაგვაფრთხილა და ოთახის კარი მიიხურა.ვინ მოუსმინა?მაშინვე მასთან შევედი და საწოლზე გართხმულს მივეხუტე.ისიც სწრაფად მომეხვია და თავზე მაკოცა.ცოტა ხანში გათიშულს ეძინა.დიდხანს არ გავჩერებულვარ,მალევე გამოვედი.მარიკასთან ერთად ვიჯექი სამზარეულოში და ცივ წვენს ვსვამდი ირაკლი რომ შემოვარდა თმაგაბურძგნული
-ვინ ჯანდაბა აკეთებს რემონტს?
წამოიყვირა და ტუჩებთან მიტანილი ჭიქა ამაცალა
-არ ვიცი დედი,გუშინ დაიწყო ხმაური და ალბათ ახლები გადმოდიან
-ჯანდაბა,მივაკლავ იმ დრელზე
ჩაიბურტყუნა და ლამის გადახტა ფანჯრიდან
-ვინაა არ იცით?
-არ ვიცით
მხრები ავიჩეჩე და ჩემს წვენს მივბრუნდი.
მე და თებე ჩვენი ეზოს აღმართზე ამოვდიოდით უბანში ქალებსი საუბარს რომ მოვკარით ყური,რომლებიც ახალ გადმოსულ მეზობელზე ჩურჩულებდნენ
-რაო,ნელი დეიდა,ვინ არისო?
თებე მაშინვე მათთან მივიდა და გვერდით ჩამოუჯდა
-სამხარაძეებმა წლების წინ სამი სართული რომ დატბორეს ეგ შეუსყიდია ვიღაც ახალგაზრდა ბიჭს და ისეთ რემონტს აკეთებსო გადაირევიო.მაგიტომ არის ასეთი ხმაური დიდი სამუშაო რომაა
-და ვინ არისო არ ვიცით?
თებეს აწკეპილ წარბებზე სიცილი ვერ შევიკავე და ინტერესით მოჩერებულ ყრუ ლამარას ძალით გავუღიმე
-ალექსანდე ონიანიო მეტი არაფერი ვიცით.ჩვენთან რომ სკოლაა იქ სწავლობდა თურმე,თქვენ რომელი სკოლაც დაამთავრეთ
თებემ გამარჯვებული ღიმილით გამომხედა და თვალი ჩამიკრა
-ნეტა ვინაა
თავი სასაცილოდ გადააქნია და მეზობლებს დაემშვიდიბა
-შენც კაი მასხარა ხარ
გავუცინე და კიბეებზე ასვლაში დავეხმარე.ბიჭები ჩვენთან შეკრებილიყვნენ.მისაღებში ისხდნენ და ნარდს თამაშობდნენ.თებე მაშინვე ნიკუშასთან მივიდა და მხარზე აეკრო
-რაო,ჩემო გაბერილო
ისიც მაშინვე მოეხვია და ლოყები დაუკოცნა.სახე დავმანჭე და გაბადრულ გიორგის ჩამოვუჯექი გვერდით
-ბიჭეობო,ალექსანდრე ონიანი იცით ვინ არის?ჩვენი სკოლელი ყოფილა
თებეს ამ სიტყვებს ისეთი სიჩუმე მოჰყვა შიშით სუნთქვაც შევწყვიტე.ყველა დუდას მისჩერებოდა,რომელიც ძარღვებდაბერილი აჭრიალებდა კბილებს
-სად ნახეთ?
ირაკლის ხმა ისე შეეცვალა თავი წამოვსწიე და უკეთ დავაკვირდი იმის გასარკვევად მართლა ის იყო თუ არა
-მაგას შეუძენია ჩვენს კორპუსში სამხარაძეების ბინები
-ვინ გითხრა შენ?
-ნელიმ
თებემ მხრები აიჩეჩა და მაგიდაზე დადებულ ტკბილეულობას დასწვდა
-ს*რი
ჩაიდუდღუნა გაგნიძემ და აივანზე გავიდა.წარბებაწეული მივჩერებოდი მოაჯირზე დაყრდნობილს და ვერაფერს ვხვდებოდი,როგორც ყოველთვის
-და ვინ არის ეს ონიანი?
ინტერესით ავხედე საცოდავად მომზირალ გოშაძეს
-ჩვენი კლასელი იყო,ოღონდ გვიან გადმოვიდა
-და მე რატომ არ მახსოვს
-როგორ არ გახსოვს მაგან და...
გიორგი რაღაცის თქმას აპირებდა ირაკლიმ თვალები რომ დაუბრიალა და მაშინვე გააჩუმა
-მაგან და ვიღაცამ რა?
-არაფერი,ჩვენი კლასელი იყო და მორჩა
მივაკლავ ახლა ჩემს ძმას კედელზე.დაინტრიგებული ვიჯექი და გაბერილი მივჩერებოდი გაგნიძის ზურგს.ისე უცებ შეეცვალა გამომეტველება ონიანის ხსენებაზე,შემეშინდა არ აფეთქებულიყო.რთული მისახვედრი არ იყო,რომ ონიანსა და გაგნიძეს შორის რაღაც უთანხმოება მომხდარა.ყველანაირად ვეცადე რამე ინფორმაცია გამომეძალა გიორგისთვის,მაგრამ,რა თქმა უნდა,უშედეგოდ.
მე და ირაკლი აივანზე ვიყავით და ყავას ვსვამდით ეზო რომ განათდა.ირაკლიმ თავი ინტერესით გადასწია და უბანში შემოსულ მანქანას დააკვირდა.გამიკვირდა,რადგან არასდროს აინტერესებდა ასეთი რაღაცეები
-ვინ არის?
გადახედვა დამეზარა და წარბაზიდულს გავეკრიჭე
-დუდა და თიკო
-აუუუ ეს თიკო ნერვებს მიშლის უკვე
ამოვიზუზუნე და თავი უკან გადავწიე
-როდიდან?
ირაკლის ირონიულ-სარკასტულმა ხმამ ისე დამაბნია,ვერაფერი ვუთხარი.ცოტა ხანს ასე ჩუმად ვიჯექი და აწითლებული ვაცეცებდი თვალება
-სულ დუდას დაჰყვება და მაღიზიანებს
-რა შენი საქმეა დუდას ვინ დაჰყვება?
არა,ნამდვილად შემომაკვდება ჩემი საკუთარი ძმა
-აუუუ,რა გინდაა?!
-უკვე შემაწუხე გაგნიძეზე საუბრით და ის მინდა
გვერდით ჩამომიჯდა და ალმაცერად გადმომხედა
-ხოდა,საერთოდ აღარაფერს გეტყვი
დუდაზე და თიკოზე ნერვებმოშლილი ფეხზე წამოვხტი და სახლში შესვლას ვაპირებდი ირაკლიმ მუხლებზე რომ დამისვა
-რამე ხდება რაც არ ვიცი?!
ისე დამძაბა მისმა გამომეტყველებამ ტუჩები ლამის დავიჭამე
-არაფერი არ ხდება
ამოვთქვი და მზერა ავარიდე.ირაკლისთვის არაფრის დამალვას არ ვაპირებდი,უბრალოდ ჯერ საკუთარ თავშიც არ ვიყავი გარკვეული და არ მინდოდა დაუფიქრებლად მეყრანტალა
-ნაინა,თუ რამე ისეა და არ მეუბნები
-არაფერი არ არის ისე
გავუცინე და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე
-ნუ ჯიქდები ხოლმე
თმებზე წავეთამაშე და მისი მუხლებიდან ჩამოვხტი
-ძილინებისა
თვალი ჩავუკარი და ოთახში შევედი.რა თქმა უნდა,არ მეძინა.თვალებს,როგორც კი დავხუჭავდი თვალწინ დუდა და თიკო მიდგებოდა.მთელი ღამე ვბორგავდი.ჩემ თავზე მეშლებოდა ნერვები გაგნიძის გამო ასე რომ ვფორიაქობდი.სანამ საქართველოდან წავიდოდა დიდ დროს არ ვატარებდით ერთმანეთთან,მაგრამ ქუჩაში მიმავალს,ან დერეფანში დაყუდებულს რომ დავინახავდი გული ისე მიჩქარდებოდა და ისე ვღელავდი,მეშინოდა სადმე არ წავქცეულიყავი.არასდროს მაქცევდა გაგნიძე დიდ ყურადღებას და მეც ვცდილობდი,ფეხებში არ გამოვსდებოდი.
ეზოში ვიყავი ტობიასს ვასეირნებდი და მეც ვირთობდი თავს,რადგან არც სამსახურში მქონდა წასასვლელი და არც თებე მყავდა,რომელიც ოჯახთან ერთად სამეგრელოში იყო წასული.საკმაოდ ცხელოდა და უბანშიც თითქმის არავინ იყო ერთი-ორი ბავშვის გარდა.ტობი თავის მწვანე ბურთს დასდევდა და სიხარულით ისე დახტოდა მეშინოდა რამე არ ეტკინა.ძაღლი მოულოდნელად გზაზე გავარდნილ ბურთს რომ გაეკიდა ერთიანად გამაკანკალა.რეაგირება ვერ მოვასწარი ისე უცებ შემოვარდა მოსახვევში უზარმაზარი მანქანა.ერთი წამოვიკივლე და ძაღლისკენ გავიქეცი,რომელიც მანქანის წინ იდგა და ბურთს წკმუტუნით ეძებდა
-ჩემო პატარავ,როგორ შემაშინე
სწრაფად დავიხარა და შემოწმება დავუწყე,რამე ხომ არ ჰქონდა ნატკენი.ვიგრძენი,თავზე ვიღავ რომ წამომადგა.ტობიასი ხელში ავიყვანე და გააფთრებული წამოვვარდი
-სულ გადაირიეთ?ასეთი სიჩქარით ვის გაუგია აქ სიარული?ბავშვები თამაშობენ.თქვენ კიდევ,როგორი უყურადღებო ხართ!
ისე გავკიოდი,ჩემი ხმა მთელ უბანს ესმოდა.თავისუფალ ხელს უმისამართოდ ვიქნევდი და საერთოდ არ ვუყურებდი ჩემ წინ გახევებულ მამაკაცს
-ძალიან დიდი ბოდიში,ვერ დავინახე ძაღლი.იმედია,რამე არ დავუშავე
ჩემს ყურს მშვიდი,ზედმეტად ბოხი ხმა მისწვდა.წარბებშეკრულმა ავხედა საკმაოდ მაღალ ბიჭს და ლამის ენა გადავყლაპე ალენ დელონის შორეული ნათესავი რომ შემრჩა ხელში
-ძაღლს არაფერი დამართნია,მაგრამ თქვენს საქციელს გამართლება არ აქვს
ამოვიბუტბუტე დაბნეულმა და საცოდავად მომზირალ ტობიასს დავხედე
-კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს.ძალიან მეჩქარებოდა და ამის ბრალია
კინაღამ დავდნი უცნობის არაამქვეყნიურ ღიმილზე.ვიგრძენი,როგორ გამეპარა ტუჩის კუთხე და თავი სწრაფად გავაქნია დასასერიოზულებლად
-სჯობს,დაკვირვებულად იაროთ
ამოვთქვი და ზურგი შევაქციე ზევსის მიერ გამოგზავნილ ვარსკვლავს
-უკაცრავად
სწრაფად შემომეხვია მკლავზე ძლიერი,გრძელი თითები და თავი ინტერესით მივატრიალა
-იმედია,მაპატიებთ
-იმედია,აქ ასე აღარ ივლით
უცნობს გაეღიმა და ჩემ წინ დადგა
-გამოვისყიდი ჩემს დაუფიქრებლობას და საღამოს ყავაზე დაგპატიჟებ
-არ არის საჭირო
დავიბენი.ისე ამიწითლდა ლოყები დარწმუნებული ვიყავი,გადამწიფებულ პამიდორს ვგავდი
-გთხოვთ,მომეცით უფლება, დავიმსახურო პატიება
-მართლა არ არის საჭირო.რაც მთავარია,ჩემი ბიჭი უვნებელია
თითები ტობისს გადავატარე რბილ ბეწვზე და გემრიელად ვაკოცე
-ნუ მახვეწნინებთ.უკვე ნახევარი კორპუსი ელოდება,როდის დამთანხმდებით
თვალები ვჭყიტე და უცებ მოვავლე თვალი რამდენიმე მეზობელს,რომლებიც ინტერესით მოგვჩერებოდნენ
-ღმერთო,ამათ უშველე
თავი გადავაქნიე და მომლოდინე უცნობს ავხედე
-მხოლოდ იმის გამო რომ,კინაღამ ჩემი ძაღლი გაიტანეთ,არ ხართ ვალდებული,ყავაზე დამპატიჟოთ
-კიდევ ერთხელ,იდეალურად მიმანიშნეთ ჩემს დაუფიქრებლობასა და უყურადღებობაზე
ცოტა მაკლდა კივილის დაწყებამდე უცნობს ისეთი სიცილი ჰქონდა,რომელსაც ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოექცია
-მე ალექსანდრე მქვია
ბიჭმა ხელი გამომიწოდა და ინტერესით დამხედა
-ნაინა
მეც გავუღიმე და ნელა შევეხე მის თითებს
-ძალიან სასიამოვნოა.იმედია კიდევ ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს,ნაინა
ალექსანდრემ თვალი ჩამიკრა და ნელი ნაბიჯით გაემათა მანქანისკენ.გაბადრული შევედი სადარბაზოში და ასევე გაბადრულმა შევაბიჯე სახლში.
აივანზე ვიჯექი ტობისთან ერთად კივილით,რომ წამოვვარდი ფეხზე.მხოლოდ ახლა გავაქცნობიერე,რომ ჩემი შავ "ტოიტო ლენდ კრუიზერ პრადოზე" ამხედრებული მაჩო ის ალექსანდრე ონიანი იყო,რომლის ხსენებაზეც ლამის გაიგუდა დუდა გაგნიძე.პირდაფჩენილი ვიდექი და გაოცებულ ძაღლს არა ნაკლებ გაოგნებული დავჩერებოდი
-რა მოხდა,დედა?
მარიკა ისეთი სიჩქარით გამოვარდა მეც და ტობიასიც შიშისგან შევხტით
-არაფერი,გამახსენდა,სამსახურში რაღაც გაუკეთებელი დამრჩა და
ძალით გავეკრიჭედ დედას და ოთახში შევფლატუნდი.სასწრაფოდ მესაჭიროებოდა ცნობები ალექსანდრეზე,რომლებიც თორნიკე ანანიძეს უნდა მოეწოდებინა ჩემთვის
-გამიხეთქე გული
მარიკა ქოთქოთით შემომყვა და საწოლზე გართხმულს გვერდით ჩამომიჯდა
-დედი,რაღაცას გაგიმხელ ახლა და არ დაიწყო შენებურად სიცილ-კისკისი
ისეთი გამომეტყველება ჰქონდა,უკვე მეცინებოდა
-გისმენ
გაქცეულ ტუჩებს ძლივს მოვუყარე თავი და სერიოზული სახით ავხედე
-ასე მგონია,ირაკლის უყვარს ვიღაცა
-ვაიმე,მაპატიე დედა,მაგრამ უნდა გავიცინო
ამოვიკნავლე და იმხელა ხმაზე დავიწყე ხარხარი ამის გაგონებაზე,შევყარე მთელი სამეზობლო
-გაჩუმდი,გოგო
მარიკა მკლავზე მიჩქმეტდა და ყველანაირად ცდილობდა გავეჩუმებინე.მე კიდევ ლამის გადავბჟირდი.ყველაფერს წარმოვიდგენ ამ ქვეყანაზე,მაგრამ შეყვარებული ირაკლი ნამეტანია
-ვაიმეე,მგუდავ დედაჩემოო?!
ძლივს ამივიხავლე და სიცილი ხელმეორედ დავიწყე
-შენ ხარ უნამუსო
ჩაიდუდღუნა მარიკან და ოთახიდან გავარდა.ლამის ვიფორთხე იატაკზე მუცლის კუნთების ტკივილის გამო.რომ წარმოვიდგენდი,თვალებში გულაციმციმებულ ირაკლის,ხელმეორედ ვუწყებდი ისტერიულ ხარხარს.
კაბინეტში ვიჯექი ოთახში თორნიკე რომ შემოვიდა.თავზე მაკოცა და ჩემს წინ სავარძელზე ჩამოჯდა
-რაო,ცნობისმოყვარეობა გვახრჩობსო?
გამიცინა და მაგიდიდან ტობის ბურთი აიღო
-მომიყევი ყველაფერი ონიანზე
საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება მისი ცინიკური სიცილისთვის.ბურთი გამოვართვი და თვალები შეძლებისდაგვარად დავუბრიალე
-მოსაყოლი არაფერია.მეთერთმეტეში ვიყავით,რომ გადმოვიდა.ჩვეულებრივი მარიაჟი ტიპი იყო
-ანუ ისეთი,როგორც თქვენ
ნიშნისმოგებით გავუღიმე და სავარძლის საზურგეს მივეყუდე
-ჰო,ისეთი,როგორებიც ჩვენ ვიყავით.კლასში არავისთან მეგობრობდა,მით უმეტეს,ჩვენ ხუთთან
-რატომ?
-რაღაც მიზეზების გამო
-აუუუ,თორნიკეე.ეს რანაირი მოყოლაა?ასე მეც კი ვიცოდი თქვენი კლასელი რომ იყო
ავწუწუნდი და სწრაფად წამოვხტი.მასთან მივედი და თავზე დავადექი დოინჯშემორტყმული
-ნაინა,დააყენე ერთი ადგილი,სანამ წაიმტვრიო ცხვირი
-შენ ხარ ცუდი და უნამსულო
-ვინ მილანძღავს თორნიკეს?
-ოჰ,მობრძანდა არასამთავრობო ორგანიზაცია
კესო ღიმილით შემოვიდა ოთახში და ისე მოეხვია
თორნიკეს,ლამის გაგუდა
-რას შემოვარდი?!დაკითხვა მაქვს მე აქ
-მეტი მაინც არაფერია საშენო!
თორნიკემ თითი გამაფრთხილებლად დამიქნია და ისევ კესოს მიუბრინდა
-ავიღე მე უკვე შვებულება
კესომ ლოყები დაუკოცნა წარბებშეჭმუხნულ ანანიძეს და მე გადმომხედა
-უკვეე?მეგონა თვის ბოლოს იღებდი
-ჰოო,ასე მქონდა გადაწყვეტილი,მაგრამ ჩემი და და სიძე მიდიან იტალიაში და მთხოვეს, ნინუცა დავიტოვო.აქ კიდევ ცოდვაა და ვიფიქრე,ზღვაზე წავიყვან თქო
აუფ,დავჩენილვარ სულ მარტო.დაღვრემილი ჩავჯექი ჩემს სკამში და ფანჯარაში გავიხედე
-ამასაც ვეხვერწები,წამოგვყვეს,მაგრამ არა,საავადმყოფოს ვჭირდებიო
კესომ ჩაიბუზღუნა და ენა გამოუყო დაბღვერილ თორნიკეს
-აგიხსენი უკვე რაშიც არის საქმე და ნუღა წუწუნებ ამაზე
-თუ შეიძლება მიბრძანდით და გარეთ გაარკვიეთ თქვენი დრამები
წამოვიძახე და თითით კარებისკენ ვანიშნე.
თავიდან არ ამომდიოდა ალექსანდრე ონიანი.ერთის მხრივ,დამაინტერესა მისმა გარეგნობამ და თავაზიანობამ,მეორე მხრივ,კი გაგნიძისა და მისი ამბავი არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას.თვალებდაჭყეტილი ვიწექი საწოლზე და ყველას ერთიანად ვლანძღავდი.ძლივს ჩაძინებული ვიყავი ჩემი ტელეფონი რომ აზიზუნდა
-ვსო,მკვდარი ხარ ვინც არ უნდა იყო
ჩავყვირე ყურმილში და გვერდი საცოდავად ვიცვალე
-ნუ ყვირი და ადექი კარგი გამიღე
ირაკლიმ ისე დამიღრინა წამის მეასედში წამოვფრინდი და შემოსასვლელში გავქანდი
-სად იყავი?
ინტერესით ავედევნე სამზარეულოში შესულს
-საქმეზე
ჩაიბურტყუნა და მაცივრის კარი გააღო
-მაჭამე რამე
-რა გაჭამო ამ შუა ღამეზე?
გაოცებულმა შევხედე წარბაზიდულს
-რამე გამიკეთე გოგო
-აუუ,ვის გაუგია სამ საათზე ჭამა
ამოვიწუწუნე და ახლა მე შევძვერი მაცივარში.რა თქმა უნდა,მარიკას გაკეთებული სალათები გადმოვუდე.ისიც გემრიელად ილუკმებოდა და დრო და დრო სიამოვნებისგან ზმუოდა
-ირაკლი,შეიძლება რაღაც გკითხო?
კრავის თვალებით ავხედე და გვერდით მივუცუცქდი
-გააჩნია რას მკითხავ
ცხვირზე დამკრა თითი და თავის თეფშს მიუბრუნდა
-თორნიკესთან რატომ აღარ მეგობრობ?
გეფიცებით,ვინანე ეს რომ ვკითხე.ისე დაიძაბა მეგონა,სკამი ვეღარ გაუძლებდა ზეწოლას.ჩამომხედა და ისე დამიბღვირა,სამზარეულოდან გაქცევა მომინდა
-ეგ შენი საქმე არ არის და საჭირო რომ ყოფილიყო,თორნიკეც გეტყოდა ამის მიზეზს
კბიკებს შორის გამოსცრა და მაგიდიდან წამოდგა.იქვე დადგა ფანჯარასთან და ტუჩებს შორის მოქცეულ სიგარეტს მოუკიდა
-მე ვიკითხე უბრალოდ...
ამოვიბუტბუტე და მაგიდა ავალაგე.ყურებჩამოყრილი შევიძურწე ჩემს ოთახში.ბავშვობიდან ასეთი ვიყავი,ცნობისმოყვარე,მაგრამ ამით არავის არაფერს ვუშავებდი.ვინმეს საიდუმლო რომ გამეგო,ან შევსწრებოდი არაფრით გავამხელდი და არ ვიტყოდი.ირაკლი კიდევ ყოველთვის მეჩხუბებოდა ამის გამო.თითქოს,რამეს ვაშავებდე.დაძინებას ვცდილობდი ჩემს ოთახში ირაკლი რომ შემოვიდა.ცოტა ხანს მიყურა,მერე გვერდით მომიწვა.ხელები სწრაფად ჩემომხვია და გულში ჩამიკრა
-მე არ მაქვს უფლება გითხრა,რა მოხდა დუდასა და თორნიკეს შორის
თავზე მაკოცა და ჩემს თმებში ახლართა თავისი გრძელი თითები
-მე არ მიკითხავს გაგნიძე რატომ არ ემეგობრება თორნიკეს.მე გკითხე,შენ რატომ არ ემეგობრები მეთქი
-ასე გამოვიდა,მე არანაირი პრობლემა არ მაქვს ანანიძესთან.ასე რომ ყოფილიყო,შენს გვერდით წამითაც ვერ გაჩერდებოდა.უბრალოდ,მისი გადაწყვეტილება იყო,აღარ გაეგრძელებინა ჩვენთან ძველებური ურთიერთობა.ახლა დაიძინე
თვალი ჩამიკრა და კიდევ უფრო კარგად ჩამიხუტა.
შაბათი იყო და ყველანი სახლში ვიყავით.რა თქმა უნდა,ბიჭებიც ჩვენთან იყვნენ და კიდევ უფრო გაბერილი თებეც.მამა დუდას ეთამაშებოდა ნარდს და მეც დიდი სიამოვნებით ვუყურებდი მათ პაექრობას
-ირაკლი,მოდი დამეხმარე
მარიკამ პროდუქტებით სავსე ცელოფნები ოთახში შემოაწყო და სავარძლეში გადაწოლილ ირაკლის თვალები დაუბრიალა
-მე დაგეხმარებით,მარიკა დეიდა
გაკრეჭილი გოშაძე ფეხზე წამოვარდა და სწრაფად შეაცუნცულა პროდუქტები სამზარეულოში
-მადლობა,ჩემო ბიჭო
მარიკამ ლოყაზე მოუთათუნა თითები და ხელზე აკოცა
-რა ვიკაცე
გიორგი დივანზე ჩამოჯდა გაჯგიმული რაზეც ყველას სიცილი აგვიტყდა
-დაბლა ვიჯექი ცოტა ხანს,გოგოებს ვეჭორავებოდი ვიღაც ბიჭი რომ მოვიდა დიდი მანქანით.ისეთი ზრდილობიანი და თავაზიანი იყო...
მარიკა თავზე წამომადგა და ხმამაღლა დაიწყო საუბარი
-მოგვესალმა და ნაინა იკითხა
ეს რომ თქვა,ვიგრძენი,როგორ მომაჩერდა ექვსი წყვილი თვალი
-ვინ იყო?
ირაკლი სავარძლიდან წამოიწია და ისე გაიფოფრა,ცოტაც და გასკდებოდა
-ვინმე ალექსანდრე ონიანი
ვსო,მადლობა ყურადღებისთვის.იმედია ჩემს დასაფლავებაზე მოხვალთ
-ვინ ალექსანდრე ონიანი?!
ირაკლი ფეხზე წამოვარდა და ლამის მიმახრჩო ისე მომვარდა
-დამშვდდი,რა მოხდა?
მამამ ირაკლი უკან დასწია და ისე შეხედა მეც კი შემეშინდა
-ნაინა,ახსენი რა ხდება!
დამიღრინა და თითი გამაფრთხილებლად დამიქნია
-კაი შე ჩემა რას იწელები,დაწყნარდი
ნიკუშა ჩემთან მოვიდა და გვერდით ჩამომიჯდა.გეფიხებით,ირაკლიზე მეტად დუდასი მეშინოდა,რომლის ქშენაც კარგად მესმოდა
-მამი,რამ აღაშფოთა შენი ძმა?
-ზურა,რას ეფოფინები?!
-ირაკლი,ნუ ღრიალებ!
ზურამაც დაუყვირა და ლამის წიხლით გაასწია გვერდით
-ეზოში ვიყავი ტობიასთან ერთად ეგ რომ მოვიდა.ჩემს ძაღლს კინაღამ დაეჯახა და ბოდიშის მოხდის მიზნით,ყავაზე დამპატიჟა
ეს ბოლო რაღატომ ვთქვი არ ვიცი.ირაკლი უარესად წამოწითლდა და ოთახში სიარული დაიწყო
-და ამას რატომ აქვს ასეთი ამბავი?
-იმიტომ,რომ არ მევასება ეგ ადამიანი
-შენ ნახევარი თბილისი არ გევასება
ჩავიბურტყუნე ნერვებმოშლილმა და სახედამანჭულ ნიკუშას მივეყრდენი
-წრუპეთ ყავა ერთად?
აუუუ,გოშაძეს მივახრჩობ ახლა თუ ავდექი!
-არა,უარი ვუთხარი
-და დედიკო,ჩვენ რატომ არ გვითხარი?
ახლა მარიკა მომიახლოვდა და თავზე გადამისვა ხელი დებილ ბავშვებს რომ ეფერებიან,ზუსტად ეგრე
-არ ჩავთვალე საჭიროდ
-ნაინა,მე გაგაფრთხილე,ჭკვიანად იყავი მეთქი და თავს შემოსძახე!
-ირაკლი,გაჩუმდი!შენს დას ეცი პატივი
ყველას მამა ხომ სუპერ გმირია,მაგრამ მამაჩემი ხო საერთოდ ბეტმენია რაა
-ოდნავადაც რომ მიუახლოვდე,ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ
დაიღრინა და სწრაფად დატოვა ოთახი
-მამი,შენ თუ თვლი,რომ ეგ ადამიანი არ არის ცუდი პიროვნება,მე უფლებას გაძლევ მასთან იურთიერთო
ზურამ თავზე მაკოცა და გვერდით ჩამომიჯდა
-არც მე არ მოვწონდი მარიკას ძმებს,მაგრამ კი მიბღვერს ახლა ოთახის ბოლოდან
თვალი ჩამიკრა და საერთოდ დამავიწყა ყველანაირი ნერვიულობა.
თებემ ისე მიჩქმიტა მკლავზე კინაღამ კივილი დავიწყე.თვალები დამიბრიალა და ოთახისკენ წავიდა ცხვირაწეული.მეც უკან ავედევნე დასჯილი ცხვარივით
-როდემდე აპირებდი დამალვას?!
წარბი ამიწია და ზევიდან დამხედა
-ოო,შენც არ დაიწყო ახლა რაა.მნიშვნელოვანი რამე რომ ყოფილიყო გეტყოდი
-შენ მნიშვნელოვანს რას ეძახი,გოგო?სანამ ცოლობას არ გთხოვდა მანამდე ჩუმად ყოფნას აპირებდი?
აუუუ ნეტა საიდან აქვს ამხელა ენერგია ორსულ ქალს.თავი საცოდავად გავაქნიე და საწოლზე გადავწექი
-არ მეგონა კიდევ თუ გამოჩდებოდა
-როგორია ფიზიკურად?!
სწრაფად ამოთქვა და თვალებაციმციმებული გვერდით მომიწვა.დავეჭყანე და მუცელზე მოვეფერე
-მაღალი,თხელი საოცრად მოხდენილი,მაგრამ იმდენად არ მიმიზიდა,როგორც სხვამ...
ბოლო სიტყვები ამოვიჩურჩულე და მზედა სწრაფად ავარიდე აკივლებამდე ცოტა რომ აკლდა იმ თებეს
-ნაინა,აივნიდან გისვრი თუ არ მეტყვი,რა ხდება!
-არაფერი არ ხდება.ძალიან კარგი ბიჭია ონიანი და მორჩა
-ახლა მე კივილს დავიწყებ და ჩემი ბავშვი ნაადრევად თუ გამოვარდა შენი ბრალი იქნება
დაიყვირა და სასწრაფოდ წამოჯდა.თითები ერთმანეთს გადააჭდო და კალთაში ჩაილაგა
-ასე მგონია,გაგნიძე ისევ მომწონს.ყოველთვის მეგონა,ბავშვობის გატაცება იყო,მაგრამ ისევ ისე მაფორიაქებს,როგორც მეათე კლასში ყოფნისას
ძლივს ამოვთქვი ეს სიტყვები.თითქოს,რაღაც მაკავებდა,არ მაძლევდა ამის თქმის საშუალებას
-რას ამბობ...
თებე გაჩუმდა.გაოცებული შემომჩერებოდა და თვალებს სწრაფად აფახუნებდა
-მარტო რომ ვიყავი,მაშინ ამოვიდა ჩემთან,ნასვამი.ძალიან ბევრი ჰქონდა დალეული და შემეშინდა რამე არ დამართნოდა.აქ დავიტოვე.რა დამაძინებდა იმ ღამეს.მძინარე დუდა გაგნიძე მყავდა გვერდით ოთახში.მთელი ღამე მასზე ვფიქრობდი.გეფიცები,საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდებოდი ჩემს გრძნობებში.სწორედ ამიტომ ვღიზიანდები თიკოზე.ცხადია,ეჭვიანობის ბრალია...
-ჩემო წიწილავ,შეყვარებული ხარ
თებემ ამოიტირა და სწრაფად მომეხვია.თვალები მაგრად დავხუჭე და თავი მხარზე ჩამოვადე
-არ მითქვამს მე მიყვარს თქო
-გიყვარს აბა,არ გიყვარს?
-ზეწოლას ნუ ახდენ ჩემზე
გავიცინე და საცოდავად გავუღიმე
-შენ მაგაზე არ ინერვიულო,თიკოს მივგუდავთ სადმე
თვალი ჩამიკრა და ფეხზე წამოფოფხდა
-რამე ტკბილი მინდა
ამოიწუწუნა და მარიკას სახელის კივილით გავარდა ოთახიდან.

-და ამ ვაჟბატონს რომ წაეყვანე მაგ შენს ბათუმში რა მოხდებოდა?
სადგურში ვიდექით მე,კესო,თორნიკე და გახვითქული ნინუცა,რომელიც ანანიძესთან ერთად მაიმუნობდა რაღაცეებს
-რატომ ვაწვალო?მარშუტითაც მშვენივრად ვიმგზავრებთ
-მე რას მაწვალებთ და რას მერჩით?
საცოთავად ამოვთქვი და ყველანაირად ვეცადე სადმე ჩრდილში შემეფარებინა თავი
-ჟურნალი არ გინდა?ან ბანანი,ბულკი?
ჩემთვის გაწვალებულ-გასაცოდავებული ვიდექი ჩალის მოწნული ქუდი რომ მომაჩერდა.უი,სახეც ჰქონია ამ ქალს
-არა,გმადლობთ
ძალით გავუღიმე და სახეზე დავინიავე ხელები
-იყიდე ჟურნალი,გასათხოვარი გოგო ხარ,ეძებენ ცოლებს
-არ მინდა ქალბატონო,მადლობა
უნებლიედ წამოვიყვინე ნერვებმოშლილმა და ლამის ნინუცა გავუქანე მოხითხითე ქალს
-არაფერი გვინდა,მადლობა
თორნიკემ კუპიურა გაუწოდა ქალს და ღიმილით დაუქნია თავი
-გაგახარებს შვილო,ღმერთი.აბა ამ ავჩარკას ვინ მიეკარება
თორნიკეს გაუღიმა და ხელი ჩემსკენ გამოიშვირა ტუჩაბზუებულმა.რაოოო?ავჩარკაო ამან ჩემზე თქვა?ისე წამოვწითლდი სახეზე,მეგონა ბოლი ამდიოდა
-ახლავე გამასწა...
-ქალბატონო,სანამ აპოკალიფსი დაწყებულა თუ შეიძლება,სხვებს მიჰყიდეთ ჟურნალ-ბანანები
თორნიკე სწრაფად გადმომიხტა წინ და მთელი ტანით გადაფარა გამყიდველი
-არა,რა მაკადრა გაიგონე?
ვკიოდი და ხელებს უმისამართოდ ვიქნევდი.ისედაც ნერვებმოშლილი ვიყავი მილიარდ გრადისში შუა დიდუბეში რომ ვიდექი და იმ ქალმა სულ მთლად ამჭრა
-უკადრებელი არ უკადრებია
თორნიკემ თვალი ჩამიკრა და მომღიმარ კესოს აკოცა
-ავჩარკაო,ავჩარკა ეცა მაგას
თავი გავაქნიე და ახითხითებულ ნინუცას დავხედე
-რა გინდა ბავშვი,რას მიყურებ?
-ვსო,მზის დარტყმა მიიღო ამან
კესომ გადაიკისკისა და სწრაფად გაიქცა ახლად ჩამომდგარი მარშუტისკენ
-ყველანი მოდიხართ ბიძიკო?
გახარებული მძღოლი თავზე წამოგვადგა და ნინუცას ყველის ვაჭარივით გაეღრიჯა
-არა,მხოლოდ მე და ბავშვი
-რავა,ესენი არ დაიშვებიან ბათუმში თუ?!
კაცმა ისეთი ხარხარი მორთო თავის უნიჭო ხუმრობაზე,ლამის მანქანაზე ვარტყმევინე თავი.თორნიკემ სამგზავრო გადიხადა და კესოს წამოადგა თავზე
-ჭკვიანად იყავი იცოდე!ნინუცა შენს შვილად გაასაღე,თორემ დაგავიწყებ ბათუმს
მკაცრად გააფრთხილა და შუბლზე აკოცა
-ანანიძე,გამოდი აქეთ
მათ შორის ჩავდექი და კესოს გადავეხვიე
-აბა,იგრიალე და ამას ნუ უსმენ
თვალი ჩავუკარი და ნინუცას ავუჩეჩე თმები
-მიყვარხართ
კესომ დაგვიყვირა მანქანისკენ წასულებს და ხელი გამეტებით დაგვიქნია
-მეც უნდა ამეღო შვებულება
-რას ეჭვიანობდე ერთი
მანქანაში ჩავხტი და მაშინვე კონდიციონერი ჩავრთე
-სახში დაგტოვო?
-არა,სამსახურში
საღამომდე ოფისში ვიყავი.რამდენიმე საქმე წინასწარ მოვაგვარე და ბედნიერი დავბრუნდი სხლში.მარიკას რამდენიმე დაქალი ჰყავდა სტუმრად და სამზარეულოში ყავას მიირთმევდნენ
-მოვიდა ჩვენი გოგო
ერთ-ერთი მათგანი მაშინვე წამოვარდა და ისე მომეხვია მამა ზეციერი ვერ დაგვაშორებდა ერთმანეთს
-ნუნუკა დედიდა,როგორ ხართ?
ძალით გავეკრიჭე და ვეცადე ოდნავ მაინც მომეშორებინა
-ჩვენ რა გვიჭირს ძვრიფასო,შენ როგორ ხარ?
-მეც არამიშავს
-მოდი დე,დაჯექი ჩვენთან
ახლა მე დედაჩემს გავაციმბირებ და მერე თუ უნდა ყავა წრუპოს ირმებთან ერთად.თვალები დავუბრიალე მარიკას და საცოდავი ღიმილით ჩამოვუჯექი ქალებს გვერდით
-დღითი დღე ლამაზდება
აი,ეს ის მომენტია,ცხოვრებაში ყველაზე ცუდად რომ გამოიყურები,მაგრამ ნათესავისთვის მაინც ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი ხარ
-ვაიჰ,მადლობა ლილი დეიდა
დედას შეუმჩნევლად ვუჩქმიტე ფეხზე და აზუზუნებულ მობილურს გახარებულმა დავხედე.მადლობა ღმერთო,ვინც არ უნდა იყოს გადამარჩინა.ბოდიში მოვიხადე და უსწრაფესად გამოვვარდი სამზარეულოდან.თებე იყო
-გილოცავ,მოიგო შენმა ძმამ სასამართო
-რა სასამართლო?
ისე დავიბენი საერთოდ არ გამხსენებია დუდას საქმე
-უიმეე,გეტაკა ხო გამოშტერება?!
თებემ ისე ჩამყვირა ყურში,ჩემი ტვინი რეირხა
-გაგნიძის ამბებზე გეუბნები
-მერე,რას მიყვირი და მეჩხუბები?ნორმალურად ვერ მეტყვი?
სავარძელში ჩავჯექი და ფეხები მაგიდაზე ავალაგე
-საგურამოში მიდიან ესენი,უნდა აღვნიშნოთო
-ოჰ,მიეცათ ლოთობის საბაბი
გადავიკისკისე და ოთახში შემოსულ მამას ხელი ავუწიე
-ისე არ მინდა ნიკუშამ დამტოვოს
-შენც ომში არ უშვებდე რაა
-აუუუ,რა ცუდი ხარ რაა.საერთოდ არ იცი რას ვგრძნობ
დაიწყო ამან წუწუნი.სახე საცოდავად დავმანჭე და ასევე სახედამანჭულ მამას გავეკრიჭე,რომელიც სახლიდან ჩუმად გაპარვას აპირებდა,მაგრამ არ გამოუვიდა,ლილიმ და ნუნუკამ კივილით ჩამოისვევს გვერდით
-დამშვიდდი,ჩემო გაბერილო.არ ინერვიულო შენ
-ნუ მიშლი ნერვებს და საერდო წავედი რაა,მშია
ბოლოს გაინაზა და ტელეფონიც გამითიშა.მამამ ვერ მოახერხა სახლიდან გაპარვა,მაგრამ მე მშვენივრად გავიძურწე ჩემს ტობიასთან ერთად.ეზოში ვჯექი და იქვე მორბენალ ტობის ვუყურებდი ისევ რომ გამოჩნდა შავი პრადო.თვალებმოჭუტული ვუყურებდი,როგორ გადმოვიდა ონიანი მანქანიდან და,როგორ წამოვიდა ჩემსკენ
-გამარჯობა,ნაინა
თავზე წამომადგა და ისე გამიღიმა კინაღამ მივადნი ხეს
-გამარჯობა
მეც გავუღიმე და ქვევიდან ავხედე
-ძალიან კარგი აქ რომ ხარ.შენთან მოვედი
-ხდება რამე?
გაოცებულმა ავწკიპე წარბები და მომლოდინედ შევაჩერდი
-არა,უბრალოდ ისევ მინდა შემოგთავაზო ყავა
-და მე შემიძლია,ჩემს გვერდით შემოგთავაზო ადგილი
გავეკრიჭე და ოდნავ ჩავიწიე.ცოტა ხანს მიყურა,შემდეგ გამიღიმა და გვერდით ჩამომიჯდა
-ასე ჯიუტად რატომ არ მთანჯმდები ყავაზე?
გვერდულად გადმომხედა და ცალი ხელით სკამს დაეყრდნო
-არ არის საჭირო და იმიტომ
-მაშინ ჩაიზე წავიდეთ და საერთოდ დავივიწყოთ მომხდარი
ღმერთოოო,რა ხმა აქვს ამ სასიკვდილეს.ღიმილს ვერ ვიკავებდი და დებილივით გაბადრული ვაცეცებდი თვალებს.ტობიასმა ყეფა,რომ დაიწყო თავი ავსწიე და ინტერესით შევხედე ძაღლს,რომელიც თემიკოსკენ გარბოდა
-რაო,მოგენატრეო?
თემიკომ ძაღლი ხელში აიყვანა და თამაში დაუწყო
-იკადრე ვაჟბატონო უბანი?
სიცილით გავსძახე და მერე მარტო გავაცნობიერე გვერდით ონიანი რომ მეჯდა.სწრაფად ამიხურდა ლოყები და ტუჩზე ისე ვიკბნიე სიმწრისგან ამოვიგმინე
-სად მცალია უბანში სასეირნოდ
ძაღლი ჩამოსვა და ქვევიდან ამომხედა,შემდეგ კი ალექსანდეს გადახედა.თავის დაკვრით მიესალმა და მომავალ გაგნიძეს შეხედა.დუდა მზერით ბურღავდა ონიანს
-ხშირად შემომიარე რაა
თემიკომ თვალი ჩამიკრა და ძალით ჩასვა დუდა მანქანაში
-დიდიხანია აქ ცხოვრობ?
გაბადრული ვიჯექი ალექსანდრეს ხმა რომ გავიგე.სწრაფად გავსწროდი და წარბაზიდულს ავხედე
-დაბადებიდან.აქაურობაზე ვგიჟდები.ვერ წარმომიდგენია ამ ეზოს გარეშე ჩემი თავი
-ლამაზი ხარ
ისე მოულოდნელად მითხრა,ვერაფერი ვუპასუხე.დაბნეული,გაკვირვებული და აწითლებული მივჩერებოდი ალექსანდრეს,რომელსაც ქვედა ტუჩი კბილბს შორის მოექცია და ისე მიყურებდა
-იფიქრე ჩაიზე
ლოყაზე ნაზად მაკოცა და ფეხზე წამოდგა
-ისევ შევხვდებით
ხელი დამიქნია და ისე გაუჩინარდა,ვერც კი გავიაზრე.

***
თებე დიდხანს ეწუწუნებოდა ნიკუშას სახლში დარჩენაზე,მაგრამ ბოლოს მაინც ბიჭებთან ერთად წავიდა საგურამოში,იმ პირობით,რომ მალე დაბრუნდებოდა
-გიორგი,ბევრს არ დალევ!
ირაკლიმ გამაფრთხილებლად დაუქნია თითი სასმლის ბოთლით ხელმომარჯვებულ გოშაძეს
-აუუუ,შენ რა გინდა?
-დებილივით გდიხარ მერე მთელი კვირა
სწრაფად აართვა ბოთლი და ისე დაუბრიალა თავალები საწყალი გიორგი წკმუტუნით დაებერტყა დივანზე
-გაიბუტა
გაიცინა ნიკუშამ და გვერდით ჩამოუჯდა ყურებჩამოყრილ ძმაკაცს
-წადი რა
ხელი აუქნია გოშაძემ და ტელევიზორის გადამრთველს დასწვდა.გვიანობამდე საუბრობდნენ და მშვენიერ დროს ატარებდნენ,სანამ ნიკუშას მობილური არ ააფეთქა თებემ
-წავედი მე,ცოლი მიხმობს
გაიცინა მახათელმა და ფეხზე სიკვდილმისჯილივით წამოდგა
-მეც წამიყოლე რაა
გოშაძე სწრაფად აედევნა გასასვლელისკენ წასულს
-შენ სადღა მიდიხარ?
-საქმე მაქვს
თვალი ჩაუკრა და სიცილით გავარდა სახლიდნ
-მიდი მამას ლომო,არ შემარცხვინო
მიაყვირა ირაკლიმ და ჩაფიქრებულ დუდას მიუბრუნდა,რომელსაც მთელი ღამის განმავლობაში თითქმის ხმა არ ამოუღია.უხმოდ შეუვსო ჭიქა მათრობელა სითხით და წინ დაუდგა
-რამე მოხდა?
ქვევიდან ახედა წარბებშეკრულ მეგობარს და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო
-არაფერი
ამოთქვა გაგნიძემ და სულმოუთქმელად გამოცალა სასმელი
-დუდა,რამდენი წელია ერთმანეთს ვიცნობთ?
-ოცდა შვიდი
გაეღიმა გაგნიძეს და კიდევ შეივსო ჭიქა
-იმაზე კარგად გიცნობ,ვიდრე შენ საკუთარ თავს.რატომ წელავ დროს უაზროდ ვერ ვხვდები.არ მესმის რას,ან ვის ელოდები
-რას გულისხმობ?!
დუდა დაიძაბა და ინტერესით შეაჩერდა მომღიმარ ძმაკაცს
-ხვდები რასაც ვგულისხმობ.სკოლა რომ დავამთავრეთ,ბანკეტზე მთვრალმა წერეთელმა მომაძახა,საკუთარი ძმაკაცი გღალატობსო.თავიდან ვერ მივხვდი რას ბოდავდა.ცხოვრებაში არ დამავიწყდება ის თვალები,რა თვალებითაც ჩემს დას უყურებდი მაშინ,როდესაც აქედან მიდიოდი.იმ ღამეს წამითაც არ მძინებია.დუდა,ვერ ვიჯერებდი,რომ საკუთარ თავს ნაინას შეყვარების უფლება მიეცი.იმ წამს ისე მძულდი,მეგონა ეს გრძნობა დამახრჩობდა.საკუთარი თავი მეზიზღებოდა ამ ყველაფერს ხელი რომ ვერ შევუშალე.არ ღირის უარყოფა.გითხარი,ზედმეტად კარგად გიცნობ მეთქი.ნაინა ერთადერთი ადამიანია,ვის გამოც შემიძლია ამდენ წლიანი მეგობრობა დავივიწყო და ძვლები სათითაოდ გადაგიმტვრიო.თავს იტანჯავ ამ ყველაფრით.დროა,შენი სათქმელი უთხრა.ამას არ გეუბნები,როგორც მეგობარი,ამას გეუბნები,როგორც ნაინას ძმა.გეფიცები,ცოცხლად გაგატყავებ რამე რომ შეგეშალოს.ცხოვრებას განანებინებ ოდნავადაც რომ გადაუხვიო გზას!
ირაკლიმ მხარზე დაქჰკრა ხელი გაოცებულ დუდას და თავისი ჭიქა მისას შეახო
-არასდროს ვიქნები მესამე სხვის ურთიერთობაში
ძლივს ამოიხავლა გაგნიძემ და თავი სწრაფად დახარა
-რას ბოდავ?ვინ მესამე,რა მესამე?
ირაკლიმ ისეთი ხარხარი დაიწყო დააყრუა მთელი საგურამო
-თორნიკეს და ნაინას ურთიერთობას ვგულისხმობ
-მე შენ ჭკვიანი კაცი მგონიხარ და შენ სულ მთლად გამოშტერებული ყოფილხარ
ირაკლიმ ხელთავიდან ატეხა უაზრო ხარხარი.გაგნიძე წამოწითლებული და დაბღვერილი უყურებდა გაგუდვამდე მისულს
-თორნიკე არასდროს უყურებდა ნაინას სხვა თვალით
-რას ამბობ?!
დუდას ისე ჩაეხლიჩა ხმა თავადაც ძლივს იცნო საკუთარი თავი
-ანანიძე ყოველთვის მისი მეგობარი იყო და არაფერი სხვა.იმაზე კარგი მეგობარი,ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი
-ჯანდაბა,მე კიდევ...
-უკვე გითხარი,არასდროს გაპატიებ პატარა შეცდომასაც კი.დუდა,ვერ წარმოიდგენ რამხელა პატივს გცემ,მაგრამ ნაინა სიცოცხლეზე მეტად მიყვარს!
დუდა დადუმდა.ან რა უნდა ეთქვა.ირაკლი უსიტყვოდ ხვდებოდა ყველაფერს
-არა მგონია ნაინაც იგივეს გრძნობდეს.მართლა ბავშვობიდან მიყვარს და ვერასდროს წარმომედგინა თუ როდესმე შენ თვითონ დამაყენებდი ამ ყველაფერის წინაშე.ნაინა ყოველთვის თავს მარიდებდა და ახლაც ასე იქცევა
-ამ სასმელში რამე ურევია თუ რაებს ბოდავ?ნაინასგან რომ არ მეგრძნო ოდნავი ყურადღებაც,ახლა მე და შენ ამ თემაზე არ ვისაუბრებდით
დუდამ ნერვიულად გადაისვა დაბალ თმაზე თითები და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი
-სჯობს,ანანიძესაც დაელაპარაკო.არასდროს მეგონა ამას თუ ვიტყოდი,მაგრამ ვთვლი,ადგილს მეცილება
ირაკლიმ გაუცინა აფორიაქებულ გაგნიძეს და თავი დაუკრა.
დუდა მთელი ღამე აივანზე იჯდა და დაიფიცებდა,რომ ასე არასდროს უნერვიულია.
მეორე დილითვე დაურეკა თორნიკეს და შეხვედრა სთხოვა.ანანიძეს დიდად არ გახარებია ეს ფაქტი,მაგრამ მაინც დასთანხმდა.ერთ-ერთ კაფეში ისხდნენ პირისპირ და თვალებით ბურღავდნენ ერთმანეთს
-დიდად არც ერთს არ გვეხატება გულზე ერთმანეთი,მაგრამ ნაინას გამო ყველაფრის ატანა მოგვიწევს.არ ვაპირებ არჩევნის წინაშე დაგაყენოთ ან შენ,ან ის.ვფიქრობ,ხშირად მოგვიწევს ერთმანეთის ნახვა და სჯობს,არ გამაღიზიანო
-კარგად ამიხსენი რა ხდება
-ჯერ-ჯერობით შენთვის არაფრის ახსნას არ ვაპირებ.პირველ რიგში,ნაინას უნდა დაველაპარაკო და თავად გეტყვის ყველაფერს
დუდა ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა
-გაგნიძე
დუდა თორნიკესკენ შეტრიალდა და ინტერესით მიაჩერდა
-გაუფრთხილდი
თავი დაუკრა და თავადაც წამოდგა.

***
ნაინა სამსახურიდან მოდიოდა მუხის ხის ქვეშ,სკამზე ჩამომჯდარ ალექსანდრეს რომ მოჰკრა თვალი.გაჩერდა და ღიმილით შეხედა მომლოდინე ბიჭს
-მეგონა აღარ გამოჩნდებოდი
ონიანი ფეხზე წამოდგა და ნაინასკენ წავიდა.ზევიდან დახედა გოგონას და ისე გაუღიმა,როგორც სჩვეოდა
-აქ უნდა იყო ყოველ დღე?
-ბინის საქმეებზე დამირეკეს და ვიფიქრე,შენც გნახავდი
მხრები საყვარლად აიჩეჩა და წინ ჩამოყრილი თმა გაუსწორა
-გთხოვ,დამთანხმდი ჩაიზე
-და ძალიან დაღლილი,რომ ვარ?
-არ ვარ მანიაკი
ნაინას გაეცინა და ქვევიდან ახედა მასზე ბევრად მაღალს
-მაგას მივდვხი,მაგრამ მართლა დაღლილი ვარ
-გპირდები,საერთოდ დაგავიწყდება ეგ დაღლა
ალექსანდრემ სწრაფად გამოართვა მკერდზე მიკრული ფურცლები
-მხოლოდ რამდენიმე საათი დამითმე და გეფიცები,თუ მოიწყენ მაშინვე დაგაბრუნებ და საერთოდ არ გაგეკარები
-კარგი,წავიდეთ
-არიიის,როგორც იქნა
ონიანი ხმამაღლა ყვიროდა და ხელებს ჰაერში იქნევდა.ნაინა გულიანად იცინოდა მის საქციელზე.მანქანაში სხდებოდნენ დუდამ რომ დაუძახა გაკრეჭილ ნაინას.ისეთი ხმა ჰქონდა გოგონა ერთ ადგილას დაირწა და გაოცებულმა გახედა იქვე მდგარ დაბღვერილ გაგნიძეს
-მოდი აქ!
თვალები დაუბრიალა ნახევარი ტანით მაქნანაში მყოფს
-რამე მოხდა?
გოგონა არ განძრეულა.წარბაწეული უყურებდა აფეთქებამდე მისულ დუდას
-მოდი მეთქი
-აუუუუ,რა უნდააა
ჩაიბურტყუნა და ჯუჯღუნით გადავიდა მანქანიდან.რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და წინ აესვეტა სახემჟავე დუდას
-სასწრაფოდ უნდა წავიდეთ სადღაც
-სად მივდივართ?
ნაინამ მკლავები გადაიჯვარედინა და ალმაცერად აათვარიელა ჯიქურ მომზირალი გაგნიძე
-ახსნის დრო არ არის
დუდა მკლავზე ჩააფრინდა და თავისი მანქანისკენ წაიყვანა
-ნაინა,ყველაფერი რიგზეა?
ონიანი წინ გადაუდგა მათ და ნაინას დააჩერა,რომელიც ყველანაირად ცდილობდა დუდას თითებისგან გაენთავისუფლებინა თავი
-ყველაფერი რიგზეა!
დუდამ სწრაფად გასწია ალექსანდრე გვერდით და ისევ გზის გაგრძელება სცადა,მაგრამ ონიანმა შეაჩერა
-ნაინას ვეკითხები
-გაიწიე,თორემ ძვლებს გაგიერთიანებ
დუდა ისე დაიძაბა ნაინას შეეშინდა რამე არ მომხდაროყო
-ყველაფერი რიგზეა ალექსანდრე
ნაინა ოდნავ მოშორდა მას და დუდას მკლავზე უჩქმტა
-სად მიგყავარ ასე დაუკითხავად?!
-გაჩუმდი და ჩაჯექი
-გაგნიძე,ამიხსნი რა ხდება თუ წავიდე?
-ირაკლია დაჭრილი
ნაინა გაშრა.ფერი დაკარგა სახეზე და რომ არ წაქცეულიყო მანქანას მიეყრდნო.ღრმად დაიწყო სუნთქვა.გრძნობდა,როგორ ეცლებოდა ძალა.თავბრუ დაეხვა და დანისლული თვალებით ახედა დუდას
-რას მეუბნები...როგორ...როგორ არის?
-დამშვიდდი და ჩაჯექი,ახლა კარგად არის
დუდამ მანქანის კარი გაუღო და ძალით ჩასვა.თავისი ადგილი დაიკავა და სწრაფად დატოვა ეზო
-სად არის?
-იქ სადაც მე ვიყავი
-მართლა კარგად არის?
ნაინა სრაფად იწმენდდა ცრემლებს და ცდილობდა ათრთოლებული სხეული დაემორჩილებინა
-კი,მართლა კარგად არის.სერიოზული არაფერია
ნაინამ თვალები დახუჭა და მანქანის საზურგეს მიადო თავი.ისე ნერვიულობდა საერთოდ ვერაფერზე ფიქრობდა.ტვინი საერთოდ გაეთიშა.დამძიმებულ თვალებს ვერაფრით ახელდა.ძალიან დიდხანს მგზავრობდნენ.რომ გამოფხიზლდა უკვე შეღამებული იყო
-მალე მივალთ?
ძლივს ამოთქვა და გარემოს მოავლო თვალი
-ახლა სახლში დავბრუნდებით და ყველაფერს აგიხსნი
დუდამ საჭე მძიმედ მოზიდა და ფერდაკარგულ ნაინას გადახედა
-ირაკლის დაემართა ხომ რაღაც?
თავიდან დაიწყ ტირილი და მუდარანარევი თვალებით ახედა ტუჩებგაპობილ დუდას
-ირაკლის არაფერი სჭირს,არც დაჭრილი არ არის,მოგატყუე
-რაო?
ნაინას თვალები გაუფართოვდა და ისე წამოიფოფრა,დუდას სერიოზულად შეეშინდა თმებში არ მწვდესო
-რას ჰქვია,მომატყუე?რისთვის გამიხეთქე გული?!
-ნუ ყვირი და დაწყნარდი!
-დავწყნარდე?სულ გაგიჟდი შე ავადმყოფო?
ნაინამ ისე შემოსცხო მხარზე გაგნიძემ ძლივს დაიმორჩილა საჭე
-დაწყნარდი მეთქი!
დუდამაც დაუყვირა და სწრაფად გააჩერა მანქანა.გადმოვიდა და აკივლებული ნაინაც გადმოსვა
-ხელი გამიშვი შე მანიაკო
გოგონა ფართხალებდა და მთელი ძალით ურტყამდა დუდას,რომელიც თავისი სახლსკენ მიდოდა
-ნუ ყვირი!
ნაინას ყურს უკან ამოისისინა და სადარბაზოში რასაც ჰქვია შეაგდო.კიბეები სწაფად აიარა და სახლში შესვა
-ავადმყოფო ვირო,ახლავე გამიშვი თორემ თმებით გითრევ
გოგონამ კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და ხელი გააშვებინა დაბღვერილ დუდას
-ოთახში შედი
გაგნიძემ თითით ანიშნა მისაღებისკენ,მაგრამ ნაინა განძრევას არც კი აპირებდა
-ჯანდაბა
ღრმად ამოისუნთქა და ძალით შეიყვანა ნაინა ოთახში.დივანზე დასვა და თავად მის წინ,მაგიდაზე ჩამოჯდა
-როგორ გაბედე?!ან საერთოდ არ შეგეცოდე,რომ მომატყუე?გული კინაღამ გამისკდა,შე დეგენერატო
-ნუ ყვირი მეთქი,უკვე მერამდენედ გიმეორებ!
-რისთვის ჩაატარე ეს მასკარადი?არ მითხრა,ალექსანდრეს რომ არ წავყოლოდი იმისთვსი.შენ ვინ გეკითხება,მე ვისთან ერთად წავალ პაემანზე?შენ ვინ მოგცა იმის უფლება,მე მსდიო კუდში და მიკონტროლო ნაბიჯები?გაგნიძე,ვნანობ ის ტყვია შუბლში რომ არ გაგარტყი!რა გინდა?რატომ მაფორიაქებ?რატომ მიმწარებ ცხოვრებას?
ნაინა ისევ ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა და საერთოდ არ აინტერესებდა ვენევდაბერილი გაგნიძე.ფეხზე წამომხტარი უმისამართოდ იქნევდა ხელებს და ვერაფრით მშვიდდებოდა
-მიყვარხარ და იმიტომ!
დუდამ იმხელა ხმაზე დაიღრიალა ლამის მთელმა თბილისმა გაიგო მისი ხმა
-ახსნა მაცადე!
ჩაისისინა და გაოგნებულ,პირდაღებულ ნაინას დააჩერდა ზევიდან,რომელსაც ტუჩები სულ გალურჯებოდა და თითები აკანკალებოდა
-მიყვარხარ და არ მოგცემ უფლებას,ონიანთან ერთად წახვიდე პაემანზე!არ მოგცემ უფლებას,სხვას გაუყო ჩემთვის განკუთვნილი გრძნობები!
ამოთქვა და ისე სწრაფად დააცხრა ნაინას გაყინულ ტუჩებზე,გოგონა გონს ვერც კი მოვიდა.თვალები მაგრად დახუჭა და გაუაზრებლად ჩააფრინდა გაგნიძის პერანგს.ერთი ამოიზმუვლა და მთლიანად მიენდო დუდას ძლიერ მკლავებს,რომლებიც წელზე შემოხვეოდა
-სიზმარში ვარ,ცუდი სიზმარია ეს
ნაინა სწრაფად მოშორდა სუნთქვაგახშირებულ დუდას და ტუჩზე ისე მწარედ იკბინა,სისხლის გემოც კი იგრძნო
-ღმერთო,გთხოვ,ახლა გამეღვიძოს და აღარაფერს შევცოდავ
თვალები დაეხუჭა და აკანკალებულ თითებს ერთმანეთში ხლართავდა
-ნაინა
დუდას ხმა ჩავრდნოდა.რამდენიმე ნაბიჯი ფრთხილად გადადგა და წინ დაუდგა აკანკალებულს
-შემომხედე
-თვალებს რომ გავახელ გაქრები?
-ნაინა,შემომხედე
დუდას იმდენად მომთხოვნი ხმა ჰქონდა,მაშინვე გაახილა თვალები და ამღვრეული მზერით ახედა გაგნიძეს,რომელიც ძალიან ახლოს იდგა მასთან
-სიზმარი ხარ...
ნაინამ სწრაფად შეიმშრალა ლოყაზე დაგორებული ცრემლი და ნერწყვი მძინედ გადაყლაპა
-ასე ძალიან რატომ გინდა,სიზმარი ვიყო?!
-ამ რეალურობის მეშინია.ჩემი ილუზიების მეშინია,შენი არ არსებობის მეში...
სიტყბა არ ჰქონდა დასრულებული დუდა კიდევ ერთხელ რომ დაეწაფა მის ბაგეებს და გააჩუმა
-ამაზე რეალური არაფერი არსებობს
ამოთქვა და ლოყაზე ნაზად აკოცა
-მეათე კლასიდან ეს ყველაფერი მესიზმრება და ახლაც რომ სიზმარში ვიყო,გამოღვიძების შემდეგ თავს მოვიკლა
ნაინას სიმწრით გაეცინა და სახეზე შეახო გაყინული თითები მასზე მიჩერებულ გაგნიძეს
-მეც მიყვარხა,აი იმ წამიდან პირველად შუბლზე რომ მაკოცე...
ფეხის წვერებზე აიწია და ყბაზე მიაკრო ტუჩები

***
იმ დღის მერე არც ონიანი გომეჩენილა ნაინას სიახლოვეს და არც სხვა ბიჭი.დუდა კბილებით იცავდა ნაინას და გამვლელსაც ისე უბღვერდა შიშით ვერავინ ეკარებოდა.
მისაღებში ისხდნენ თებე რომ შებაჯბაჯდა ნამცხვრებით ხელში.ნაინა დუდას გვერდით იჯდა და მის მხარზე მიეყრდნო თავი.კესო ტობიასს ეთამაშებოდა და თან თორნიკეს ეჯუჯღურებოდა მეც მინდა ასეთიო
-შენ უნდა გენახა ნაინა,როგორ ტიროდა ეგ რომ მოუყვანეს
ნიკუშამ გაიცინა და ნამცხვარი ააცალა თებეს ლანგრიდან
-ისე ღნაოდა ძაღლს გაქცევა უნდოდა აქედან
-მეორე კონცერტი მაშინ მოაწყო,მარიკა რომ დაბრუნდა სახლში
ირაკლიმ დას გადახედა,რომელიც საეჭვოდ ჩუმად ისმენდა თავისზე საუბარს.ნაინა თორნიკეს მისჩერებოდა,რომელიც კესოს ელაპარაკებოდა
-მე მაინტერესებს,რატომ იჩხუბეთ შენ და თორნკემ
ნაინამ მოულოდნელად ამოთქვა და დუდას ახედა,რომელმაც ისე დახედა,გეგონებოდათ ცოტაც და მიაკლავს კედელზეო
-ახლა რამ გაგახსენა ეგ?!
თორნიკემაც მას გახედა და მის ფეხებთან მოხტუნავე ტობიასი კალთაში ჩაისვა
-რა მნიშვნელობა აქვს მაგას?ახლავე მითხარით
-ზედმეტად ნუ ყოფ მაგ ცხვრის ყველგან
ცხვირზე აკოცა დუდამ და ფეხზე წამოდგა.სიგარეტს დაავლო ხელი და აივანზე გავიდა.ნაინაც სწრაფად წამოდგა,თორნიკე ძალით წამოაგდო და უკან მიჰყვა დუდას
-არ მაინტერესებს,ახლავე მითხარით!
ნაინამ ისე დააბრიალა თვალები ორივემ ერთმანეთს გადახედეს
-უთხარი
ერთდროულად ამოთქვეს და კიდევ ერთხელ შეხედეს ერთმანესთ
-მითხარით!
-ონიანი რომ გადმოვიდა ჩვენთან,ყველამ იცოდა ვინ იყო დუდა გაგნიძე.ზედმეტს ვერავინ აკადრებდა და ვერც ვერავინ ეტყოდა.მთელი სკოლა ფეხქვეშ ეგებოდა ლამის,არადა დიდად არც შრომობდა ამისთვის.ონიანი ზედმეტად ამპარტავანი და გათამამებული მამიკოს ბიჭი იყო.მანაც მოინდომა მსგავსი სტატუსი და სახელი
-აბუქებ
დუდას გაეცინა და დაბღვერილ ნაინას ხელი გადახვია
-რას ვაბუქებ.პატარა წაკამათება მოუვიდათ კლასში.რა თქმა უნდა,არც ერთმა დათმო თავის პოზიცია და ერთმანეთი დაიბარეს საჩხუბრად სკოლის უკანა ეზოში.თითქმის მთელი ვერა მანდ ვიყავით.არავინ ჩაერია ამათ ცხოველურ საქმის გარჩევაში.ყელში რომ ამომივიდა დუდას ისეთი შემოვარტყი,მეც კი გამიკვირდა
-მადლობა თქვი,რომ შეგარჩინე
ჩაიდუდღუნა გაგნიძემ და სიგარეტის ნამშვი მოისროლა
-ისე დამიღრინა,გაეთრიე აქედანო მართლა ვინანე მათ შორის ჩადგომა,მაგრამ ვინმეს უნდა დაესრულებინა უაზრო ჩხუბი არაფრისმომცემი სტატუსისთვის
თორნიკემ დუდას გახედა,რომელიც ძარღვებდაბერილი უსმენდა მას
-ვუთხარი,ან გაჩერდებოდა,ან ჩემთანაც მოუწევდა ჩხუბი
-იმ დღეს ისე ვურტყით ერთმანეთს ორი კვირა ვერც ერთი ვერ დავდიოდით
სიმწრით გაეცინა გაგნიძეს და ქვევიდან ახედა მომღიმარ თორნიკეს
-და მის გამო ვერ იტანთ ერთმანეთს თითქმის ათი წელია?
ნაინამ ისე წამოიყვირა,მეზობლები ფანჯრებიდან გადმოეყუდნენ
-რასაც ვერ გაიგებ,ვერ გაიგებ
ხელი ჩაიქნია თორნიკემ და აივნიდან გადაიხედს
-ამას შეხედეთ
თითი ახლადშემოსული მანქანისკენ გაიშვირა
-ვაიმეე,ღმერთო დაგვიფარე მოსალოდნელი აპოკალიფსისგან
ნაინამ წამოიკივლა და ირაკლის დაუძახა
-რა ხდება?
-აქ მოდი ახლავე
ირაკლი ზლაზვნით გავიდა აივანზე და წარბაწევით დააჩერდა თვალებდაჭყეტილ დას
-ჩვენ შენს გვერდით ვართ იცოდე
ნაინამ გაუცინა და აივნიდან გადაახედა.იმ წამს მართლა მთელამ თბილისმა გაიგო ირაკლი ჯაყელის ღრიალი და გიორგი გოშაძის განწირული ყვირილი
-გოშაძე,გამასწარი სანამ მანდ ჩამოვალ
დაიღრიალა ირაკლიმ და ელვის სისწრაფით გავარდა სახლიდან.გიორგი აკანკალებული იდგა ეზოში და ელოდა,როდის მოკლავდა ირაკლი
-ეს რა არის ბიჭო?!
ირაკლი მაისურში ჩააფრინდა გოშაძეს და ლამის მანქანაზე არტყმევინა თავი,რომელსაც საქარე მინა და წინა ბამპერი მთლიანად დალეწვოდა
-მაპატიე რა
ამოიკნავლა გოშაძემ და ლამის დაუჩოქა აღრიალებულს
-რა უქენი მანქანას?
-შემთხვევით მომივიდა.სადგომიდან გამომყავდა ლამაზმა გოგომ რომ ჩამიარა,შენ თავს ვფიცავარ ისე დავიბენი გაზის პედალი და მუხრუჭის ამერია
ირაკლიმ ისე შეაჯანჯღარა გიორგი კინაღამ კისერი მოსტეხა
-ერთი ნახვით შეყვარება ხომ გაგიგია?აი,ზისტად ეგ დამემართა
გიორგი ყვალანაირად ცდილობა თავი დაეხსნა ირაკლის მკლავებისგან
-ჩადით ვინმემ უშველეთ,თორემ მოკლავს
თებე ფანჯარაში იყო გადაყუდებული და საცოდავად შესცქეროდა გიორგის,რომელიც მართლა ირაკლის წერა გახდებოდა
-დუდა,ჩადი მართლა არ მიაკლას იმ მანქანაზე
-მიშველეთ ვინმემ.ნიახური კი არ ვარ,მეორედ რომ მოვიდე ამ ქვეყანაზე
გიორგი საცოდავად ჭყაოდა და დალეწილი მანქანის ირგვლივ დარბოდა.
საღამოს ეზოში ისხდნენ და მომღიმარი შესცქეროდნენ იმ გოგოს,რომელმაც შეიწირა ირაკლის მანქანა და ლამის გიორგიც
***


გრამატიკისთვის ბოდიშით



№1  offline წევრი TamoTi

ძალიან კარგი იყო❤️❤️შეცდომებიც იყო მაგრამ რაც ჩემი აზრით სასწრაფოდ გამოსასწორებელია არის ,,დაიჭყავლა,, ,,დაიჩხავლა,, და ა.შ.❤️❤️წარმატებებიი მომავალში❤️❤️

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

ძალიან ვისიამოვნეე. ყოჩაღ

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

ააა რამდენი ვიცინეეეეე. ძალიან კარგი იყო:)

 


№4  offline წევრი სვანი

TamoTi
ძალიან კარგი იყო❤️❤️შეცდომებიც იყო მაგრამ რაც ჩემი აზრით სასწრაფოდ გამოსასწორებელია არის ,,დაიჭყავლა,, ,,დაიჩხავლა,, და ა.შ.❤️❤️წარმატებებიი მომავალში❤️❤️

ძალიან დიდი მადლობა❤️

Qeti qimucadze
ძალიან ვისიამოვნეე. ყოჩაღ

ძალიან დიდი მადლობა❤️მიხარია

სტუმარი მარი
ააა რამდენი ვიცინეეეეე. ძალიან კარგი იყო:)

მადლობაა❤️❤️❤️????

 


№5 სტუმარი ეკა

ძალიან კარგია,აქ დამთავრდა თუ გაგრძელებაც აქვს?

 


№6  offline წევრი duchi_duchi

უფ მომეწონა ძალიან ძალიან.შეიძლება მეორე ნაწილზე ფიქრიც.

 


№7  offline წევრი სვანი

ეკა
ძალიან კარგია,აქ დამთავრდა თუ გაგრძელებაც აქვს?

მადლობა❤️ჯერ-ჯერობით არ მიფიქრია გაგრძელებაზე

duchi_duchi
უფ მომეწონა ძალიან ძალიან.შეიძლება მეორე ნაწილზე ფიქრიც.

მადლობაა❤️❤️დავფიქრდები მეორე ნაწილზეც????

 


№8 სტუმარი სტუმარი გვანცა

აუუუ ძაალიან კარგი იყოოო

 


№9  offline წევრი სვანი

სტუმარი გვანცა
აუუუ ძაალიან კარგი იყოოო

მადლობა ძალიან დიდი❤️

 


№10 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომეწონა. მიყვარს ასეთი ისტორიები, სადაც სიყვარული, მეგობრობა და იუმორია. კარგად წერთ და სიამოვნებით დაველოდები ახალ ისტორიას.

 


№11  offline წევრი სვანი

Ana-maria
ძალიან მომეწონა. მიყვარს ასეთი ისტორიები, სადაც სიყვარული, მეგობრობა და იუმორია. კარგად წერთ და სიამოვნებით დაველოდები ახალ ისტორიას.


ძალიან დიდი მადლობაა❤️❤️გამახარეე

 


№12 სტუმარი მთვარო სვანი

აუ რამდენი მაცინე.მადლობა შენ ამისთვის.ძალიან ვხალისობ და მიყვარს შენი ისტორიები.საოცრად წერ????????????დიდხანს ნუ დააგვიანებ ხშირად გამახარე რა?

 


№13  offline წევრი სვანი

მთვარო სვანი
აუ რამდენი მაცინე.მადლობა შენ ამისთვის.ძალიან ვხალისობ და მიყვარს შენი ისტორიები.საოცრად წერ????????????დიდხანს ნუ დააგვიანებ ხშირად გამახარე რა?

აუუუუ,ძალიან,ძალიან დიდი მადლობააა❤️❤️❤️გამახარე!

 


№14  offline წევრი Nobodyelse

ეს ისტორია მაშინ წავიკითხე როცა დაიდო და რატომღაც ახლა შემოვედი კომენტარების დასაწერად ჩემს ექაუნთზე. მომეწონა, წინა ისტორიებიც ვიცი და იგრძნობა პროგრესიც და სულ სხვანაირი განვითარებაც. კარგი წასაკითხი იყო! ვისიამოვნე.

 


№15  offline წევრი სვანი

Nobodyelse
ეს ისტორია მაშინ წავიკითხე როცა დაიდო და რატომღაც ახლა შემოვედი კომენტარების დასაწერად ჩემს ექაუნთზე. მომეწონა, წინა ისტორიებიც ვიცი და იგრძნობა პროგრესიც და სულ სხვანაირი განვითარებაც. კარგი წასაკითხი იყო! ვისიამოვნე.

ძალიან მიხარია,რომ მოგწონს❤️ძალიან,ძალიან მიხარია ოღონდ მართლა

 


№16  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

მეტი დუდა და ნაინა იყო საჭირო. ბევრად მეტი. ❤

 


№17 სტუმარი სტუმარი ელიზაბეტი

სახელი ნაინა ძალიან მომწონს !????

 


№18  offline წევრი სვანი

პენელოპე
მეტი დუდა და ნაინა იყო საჭირო. ბევრად მეტი. ❤


ალბათ იმიტომ,რომ მეორე ნაწილზე ახლაც ვფიქრობ❤️❤️

სტუმარი ელიზაბეტი
სახელი ნაინა ძალიან მომწონს !????

უდავოდ ლამაზი სახელია.მიხარია,რომ მოგწონს❤️

 


№19 სტუმარი მარიმოოოო

როგორ მომეწონა ვერ აგიღწერ მეორე ნაწილი საინტერსო იქნება ძალიან ჩემი აზრით heart_eyes

 


№20  offline წევრი სვანი

მარიმოოოო
როგორ მომეწონა ვერ აგიღწერ მეორე ნაწილი საინტერსო იქნება ძალიან ჩემი აზრით heart_eyes

მადლობა ძალიან დიდი რომ წაიკითხე blush

 


№21  offline წევრი Crazy dreamer

მე ამ ისტორიის მეორე ნაწილიც მაქვს წაკითხული და სიმართლე გითხრათ ათასჯერ ან ათიათასჯერ მაინც თორნიკესა და ნაინას წყვილზე ვფიქრობდი.
ისტორია ძალიან კარგად არის დაწერილი, მაგრამ ამ დუდათი მე ვერ მოვიხიბლე განსაკუთრებით მეორე ნაწილის წაკითხვის შემდეგ.
თქვენ წარმატებებს გისურვებთ ახალ ისტორიაზე მუშაობაში.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent