შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასჯელი. თავი 7.


23-03-2021, 01:37
ავტორი zia-maria
ნანახია 1 618

თვალები გაახილა და ტელევიზორს ხმა აუწია.
-წყეული, წყეული, წყეულიიიი.
-რა მოხდა, რა გაყვირებს.
-დედაააა, ცუდად ვარ გესმის როგორ ცუდად ვარ?
-რა გაყვირებს თავი მტკივა.
-დაქორწინდა, დედა ის დაქორწინაააა.
-ვინ დაქორწინდა, ვისზე ამბობ. გაოცებული უცქერდა მარინა შვილს და შემდეგ ტელევიზორისკენ შებრუნდა.
-დღეს ცნობილი ბიზნესმენის მოულოდნელმა დაქორწინებამ თვით ოჯახის წევრებიც გაოცებაში მოიყვანა.............................აღარაფერი ესმოდა მარინას ის მხოლოდ ლილიას ფოტოს უყურებდა, შემდეგ საჩქაროდ ჩაიცვა და სახლიდან ქარიშხალივით გავიდა, მირანდა კი მოთქვამდა ხმამაღალი ხმით.
-ცუდად ვარ, გავგიჟდები ეს ქალი შენს გვერდით როგორ აღმოჩნდა. მე უნდა ვყოფილიყავი შენს გვერდით თეთრ კაბაში, ასე რატომ მომექეცი გიორგი. ტიროდა და ტირილით ეთხოვებოდა იმ ფაქტს რომ გიორგი დაქორწინდა, საიდან უნდა სცოდნოდა მირანდას რომ სწორედ ლილია იყო გიორგის ოცნების ქალი და წლების შემდეგ ნაპოვნი სიყვარული. მარინა გაბრზებული მივიდა გიორგის სახლში და პირდაპირ ემზარის საძინებელში შევიდა, სიბრაზისგან დაბრმავებულმა ნინოს არც კი შეხედა ისე დაუყვირა.
-მარტო დაგვტოვე. ემზარიმ ნინოს ხელზე მოკიდა ხელი რომ არ წასულიყო, მაგრამ მარინამ ხელი მოკიდა და თავის ხელით გააგდო ოთახიდან, კარი კი ცხვირისწინ მიუკეტა. ემზარი გაოცებული უყურებდა სიგიჟის ზღვარზე მისულ მარინას და ვერ გაეგო რამ გააგიჟა ეს ქალი ასე ძალიან, მარინამ კი ემზარის მიუახლოვდა და მასაც უყვირა.
-რას მიყურებ, გითხარი თუ არა განანებ თუ შენი იდიოტი შვილი გონზე არ მოვამეთქი, რა გგონია მე სიტყვებს ჰაერში ვისვრი. ემზარის ბალიშს ხელი მოკიდა პირზე დააფარა და თან უყვირა.
-მოკვდი, დროა ჩაძაღლდე ბებერო. ემზარი აფართხალდა და სულ მალე ხელები უღონოდ დააწყო საწოლზე, უკვე ბრძოლის ძალა აღარ ჰქონდა და მარინამ იფიქრა მოკვდაო, ბალიში ისევ ისე დაუდო როგორც ჰქონდა და წავიდა. ნინომ კი შეშინებულმა შორენას დაურეკა რადგან გიორგის ვერ დაუკავშირდა. შორენამ გაოცებულმა შეხედა გიორგის და წასასვლელად მოემზადა.
-სად მიდიხარ, ასე ადრე გვტოვებ?
-უნდა წავიდე, მნიშვნელოვანი პაციენტი მყავს.
-წადი, ვიცი რომ რთული პროფესია გაქვს და ამიტომ არ მწყინს, უბრალოდ დამირეკე ზოგჯერ. შორენამ დიდი სისწრაფით იარა და ემზარისთან მივიდა, შეშინებული ნინო დაამშვიდა და  თავადაც საბოლოოდ მაშინ დამშვიდდა როცა ემზარიმ თავისუფლად ამოისუნთქა.
-ის ქალი ვიღაცამ უნდა შეაჩეროს, ის ძალიან საშიში ქალია. თქვა ნინომ, მარინა კი დიდი სისწრაფით მიდიოდა ქალაქის გადაჭედილ ქუჩებში და ყოველ შუქნიშანთან სიბრაზით ივსებოდა,  ბოლოს გზაგასაყართან დადგა და ვერ აურჩევია საით წავიდეს, არადა იქ დგომაც როგორ მობეზრდა, ძალიან დაიღალა უკვე ერთი და იმავეთი. ხელები საჭეს დასცხო და მთელი ძალით იღრიალა.
-მოგკლაააავ, არ გაპატიენ ჩემს დამცირებას და მწარედ გადაიხდი ჩემი შვილის ცრემლებისთვის. ისევ შუქნიშანთან დადგა და ტელეფონზე დარეკა.
-რა გაიგე ახალი, მან ძალიან ბევრი იცის და ტატო უნდა მოკვდეს.
-მან საქართველო დატოვა და საშიშროებას აღარ წარმოადგენს.
-იგორ თუ ჩემს საწინააღმდეგოდ აირჩევ გზას, რადგან ის რასაც გავაკეთებ ძალიან არ გესიამოვნება.
-მარინა სამი დღე მითხარი და მეც გელოდები სამ დღეს, მეტის ლოდინი არ შემიძლია და მერე მე რას გავაკეთებ ეს კი ნამდვილად არ გესიამოვნება, ამიტომ შენი მუქარა შენთვის შეინახე და საქმეს მიხედე რადგან დრო ძალიან სწრაფად ამოიწურება.
-იგორ.........................
-ან ფული გაამზადე ან ციხისთვის მოემზადეთ დედა-შვილი. 
-ჩემს შვილს არ შეეხო .........................ტელეფონი უკვე დუმდა და გაბრაზებულმა უკანა სიდენიაზე მოისროლა. მანქანა გზიდან გადაიყვანა და ვერ მორეული გულიდან გრძნობებმა ცრემლებად იფეთქა მარინას თვალებიდან.
-მარინა რა გემართება, როგორ ჩაეშვი სიბინძურის სიღრმეში. მითხარი, მითხარი რომ ერთხელ მაინც წამოგსვლია ცრემლი, ერთხელ მაინც გიტირია. მითხარი რომ გული გაქვს, მითხარი რომ შენც გრძნობ, გულო არ გაჩერდე ჯერ კიდევ მჭირდები.

უქარო დილა იყო, ნისლი არ იფანტებოდა. მიუხედავად ამისა, მზე მაღლა მოიწევდა და
ხეებს შორის უკვე დღე ბრწყინვალებდა. მზის შუქი თანდათან მომძლავრდა და ნისლიც თანდათან აიკრიფა. კიდევ ერთი ახალი დღე და ცხოვრება კარნავალი არის, მაგრამ ვისთვის სასიხარულო და ვისთვის საზარელი. იყვირა, გაჩუმდა, გაყუჩდა, გაიცრიცა და ტკივილი ვერ იგრძნო, რადგან გაცრეცილ სხეულს არ სტკივა, მას უბრალოდ სცივა. ცრემლი მოაწვა და უნდოდა ჩუმად, უხმოდ ეტირა პირზე მიიფარა ძლიერად ხელი და თავისივე ხელის გულებში ჩაიხშო თავისივე ხმა, შემდეგ კი აბუტბუტდა.
-სირცხვილო, რას იტყვიან მეზობლები, ახლობლები. რატომ, შვილო ეს რატომ გააკეთე და ყველას დასაცინი რატომ გამხადე. ნინო იდგა და შეშინებული უყურებდა ცირას და დაიბნა, ჭიქით წყალი მიაწოდა და დამამშვიდებელიც მისცა.
-ქალბატონო გინდათ თქვენს ქალიშვილს დაურეკო?
-არა, არცერთის დანახვა არ მინდა.
-კარგით, მაგრამ უნდა დამშვიდდეთ.ემზარის კაბინეტში შევიდა და ღიმილით უთხრა.
-გიორგი დაქორწინდა. ემზარიმ შეშინებულმა შეხედა და შეეცადა ეთქვა ნინოსთვის რასაც ფიქრობდა.
-მი, მირ, მირანდა?
-არა, არა სულ სხვა გოგონაა ფერიასავით ლამაზია, ძალიან კარგი პატარძალია. ნინომ ფოტო აჩვება ემზარის და ემზარის თვალებში ბედნიერების სხივი გაჩნდა.
-იცანით პატარძალი?
-ლი, ლილი, ლილია. თქვა გაღიმებულმა და თვალებიდან ცრემლი გადმოუგორდა.ემზარიმ ხელით ანიშნა დაურეკე გიორგისო და ნინომ დაურეკა გიორგის, მაგრამ ემზარიმ უთხრა ერთი სიტყვა.
-გისმენ ნინო.
-გი, გილო, გილოცავ შვი, შვილო.
-მადლობა მამა, ძალიან დიდი მადლობა. გიორგის ძალიან გაუხარდა მამის მილოცვა და მეგობრებს გადახედა, ლილიაც გაოცებული იყო გიორგის სილაღით მისი ვაჟკაცური იერით, ასევე მისი მეგობრებით. ბაკო და ვიკა ერთად ისხდნენ, ბაკომ თეონას  შეასწრო თვალი რომელმაც ტორტის დიდი ნაჭერი გადაიტანა თეფშზე და გემრიელად მიირთმევდა.
-კიკნაველიძე მალე გავდივართ დაასრულებ გასვლამდე მაგ ტორტის ჭამას?
-ითვრი რამდენს ვჭამ თუ რატომ მეკითხები.
-რაც მოსული ხარ არ გაჩერებულხარ, სირცხვილია ნუ დააქციე ოჯახი მეორედ ხომ უნდა მოხვიდე.
-ბაკო ცუდად ვარ, შაქარი დამივარდა.
-რატო, დიაბეტი გაქვს?
-არა, გიორგის მოულოდნელმა დაქორწინებამ იმოქმედა ჩემზე ხან საით შემაქანებს და ხან საით.
-გიორგის ნუ აბრალებ, იქნებ ორსულად ხარ და არ ამხელ ცუდი სუნებიც ხომ არ მოდის შენამდე.
-რა სუნები, რას ბოდავ შარია.
-სტრანნი სუნები.
-უაზრო. შეუღრინა თეონამ და  ტორტის დაგემოვნება გააგრძელა. ვიკა და ბაკო კი თეონას რექციაზე იცონოდნენ. მხიარულობდნენ, ქორწილიც დასრუდა და უკვე წასვლას აპირებდნენ, მაგრამ არცერთმა არ იცოდა თუ გარეთ  ბოროტი მგელი იყო ჩასაფრებული სისხლისფერი თვალებით, მობეზრდა მარინას ლოდინი და წავიდა, გულში კი თქვა.
-მოვალ თქვენამდეც, გიორგი ბურჯანაძე არ შეგრჩება არც ჩემი გამასხარავება და არც ეს ქალი. შორენამ ვერ უთხრა გიორგის რაც მოხდა და მახოს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, მახოც მარტო მივიდა შეხვედრის ადგილზე და გაუკვირდა იქ მარტო შორენას ნახვა, მაგრამ როცა მოუსმინა საგონებელში ჩავარდა.
-გველს თავში თუ ჩაავლებ ხელს, ის ვერც წინ წავა და ვერც უკან გაბრუნდება, მაგრამ ისე თუ დაიჭერ შემოგიბრუნდება და გიკბენს.
-როგორ უნდა დაიჭიროთ რომ საშიშროების მიახლოებას ვერ მიხვდეს.
-სწორია მან არ უნდა იგრძნოს რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით, რადგან ჭკვიანი გველის დაჭერა ძნელია გაგვექცევა და დაიმალება, მის დასაჭერად აუცილებელია მის ბუდეში შესვლა და იქ ვნახავთ მის ნივთებს, მის ნიღაბს რომელსაც ის იცვლის და ბუდეში ტოვებს სხვა ნივთებთან ერთად.
-ეს ხომ ძალიან ძნელია დეტექტივო.
-ძნელია გეთანხმები, მაგრამ საშიშ წ....ბში ცურვაც ზოგჯერ საინტერესოა.
-გამოგვივა რამე?
-ვფიქრობ რომ გამოგვივა. მახო და შორენა საუბრობდნენ, მეგობრებმა კი სიძე პატარძალს დაემშვიდობა, ლილიამ კი ტკივილი იგრძნო გულში როცა გაიგო ვინ იყო მისი ქმარი და სიბრაზემ თვალები ჩაუწითლა.
-შვილო რატომ არ მითხარი შენ და გიორგი ერთმანეთს თუ იცნობდით.
-შენ იცნობ მას?
-ვიცნობ, ის ძალიან კარგი ადამიანია და ემზარის შვილია.
-დედა ის, ის, ის ხომ მამას..........................
-გაჩუმდი და ეს აღარ გაიმეორო, ეს არ არის დამტკიცებული ლილია ჯერ სიმართლე არავინმა არ ვიცით.
-დედა მასთან როგორ ვიცხოვრო.
-გიყვარს?
-მიყვარს დედა.
-ჰოდა ყოველთვის გახსოვრეს რომ ის არ არის დამნაშავე მომხდარში, გაჰყევი შენს ქმარს და ჩემზე არ ინერვიულო.
-დედაზე ნუ ფიქრობ, აქ ვიქნებით ლილია და მარიამ დეიდას მარტო არ დავტოვებთ. იდგა ლილია და მომღიმარ გიორგის უყურებდა, გვერდით ანანო ყავდა მხარზე თავი დაადო და თქვა.
-სიცოცხლეს დავთმობ, მხოლოდ ეს არ იყოს სიმართლე. 
-დაუჯერებელია, მე ვფიქრობ რომ ცდები ლილია.
-მინდა რომ ასე იყოს ვცდებოდე და ეს ყველაფერი ტყუილი იყოს, ასე რატომ გავმწარდი ანანო, მე ხომ ვიპოვე ის დიდი სიყვარულით ვისაც ველოდი და  უკვე დავკარგე კიდეც.
-ლილია..............
-სიყვარული, ანანო ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის, მეც ერთხელ მეწვია და გულში შრამი დამიტოვა, შრამი რომელიც მუდამ ჩემი მეგზური იქნება.
-გიორგი კარგი ადამიანია და მისი დაც მომეწონა.
-ღმერთო ნუ მიმატოვებ და მიჩვებე სწორი გზა.
-დაეშვი მიწაზე და დაელოდე რას გეტყვის. ყველა წავიდა, გიორგი სახლში შებრუნდა ცოტა მარიამთანაც ისაუბრა შემდეგ ყველას დაემშვიდობა იქ მყოფთ და ლილიასთან ერთად სასტუმროში წავიდა, უკვე მალე გათენდებოდა და ლილიას უთხრა.
-ერთ საათში აეროპორტში უნდა ვიყოთ, გამოიცვალე და გავიდეთ დროს ნუ დავკარგავთ, მე მალე დავბრუნდები. გიორგი რამდენიმე წუთში დაბრუნდა და ნახა ლილია ისევ ისე იჯდა გაქვავებული თეთრ კაბაში.
-ლილია რას აკეთებ, გვაგვიანდება უნდა გავიდეთ.
-არაფერი არ მაქვს და არც არსად წასვლას ვაპირებ.
-როგორ თუ არსად, ხომ გითხარი ერთ საათში გავდივართმეთქი.
-შენ წადი, მე არ მოვდივარ.
-რატომ, თავს ცუდად გრძნობ? უნდოდა მოხვეოდა და მისკენ წაიწია, მაგრამ  ლილიას გაყინულმა თვალებმა და ცივმა ხმამ ადგილზე გააშეშა.
-არ მომიახლოვდე და არც შემეხო. გაოცებული უყურებდა, მაგრამ მშვიდი და მტკიცე ხმით უთხრა.
-აღარ მეტყვი რამ შეგცვალა და რა გემართება? ლილია ვერ უყურებდა თვალებში, შიშიც ჰქონდა ვაიდა თუ ტყუილი გამოდგეს სამუდამოდ დაკარგავდა საყვარელ ადამიანს. იდგა მდუმარედ და უყურებდა ცას როგორ თეთრდებოდა მნელა ნელა, მაგრამ ისევ გიორგი მიუახლოვდა და სიყვარულით სავსე თვალებით უთხრა.
-წლები გეძებდი ლილია და როცა ხელი ჩავიქნიე, როცა შენი პოვნის იმედი საერთოდ დავკარგე სწორედ მაშინ შეგხვდი აეროპორტში შემთხვევით, მაგრამ ისევ დაგკარგე. დღეს კი ვიდექი და ჩემს წინ მდგარ საოცრებას უყურებდი, ეს ჩემთვის სასწაული იყო და არ მინდა ისევ თავიდან განვიცადო შენი დაკარგვის შიში, გთხოვ ნუ ვატკენთ ერთმანეთს გულს.
-მაოცებს შენი გამბედაობა, ან არ ვიცი რა დავარქვა შენს საქციელს.
-რა მოხდა, მხოლოდ მსაყვადურობ და არაფერს მეუბნები შეცდომა დაუშვი რომ დავთანხმდი ბაკოს დროებით სიძეობაზე თუ რა გაბრაზებს ასე ძალიან.
-არა, დღეს არაფერი დაგიშავებია შენ იყავი ის ვინც უნდა ყოფილიყავი მე კი ის ვარ ვისაც შენ წლები დაეძებდი, მაგრამ სხვა....................
-რა სხვა ლილია რაზე ფიქრობ, შენ დღეს ჩემი ცოლი გახდი.
-ფიქტიური ცოლი გიორგი და ჩვენს შორის განსხვავებაა.
-რა განსხვავება, რას გულისხმობ თუ არ ამიხსენი როგორ გავიგო. გულში რა გაქვს და რისი თქმა გინდა. ვერ გავიგე რა გინდა,არც მინის ხარ გამჭირვალე რომ დავინახო რა წერია შენი გულის ფიცარზე უთქმელად ამოვიცნო შენი ფიქრები.
-როგორ არ მინდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ შენ ვერ ხვდები.
-რას, რას ვერ ვხვდები.
-გიორგი მე იმ კაცის შვილი ვარ ვინც მამაშენმა მოკლა.
-მამაჩემმა ვინმე მოკლა და მე ახლა, დღეს ვგებულობ ამას?
-ეს პირველად გაიგონე დღეს? გიორგი იდგა მკლავებ ჩამოყრილი და გაოცებული უცქერდა თეთრ კაბაში ჩაცმულ ულამაზეს ქალს, ლილია კი კიდევ ახლოს მივიდა მასთან და ზიზღით უთხრა.
-ის კაცი ჩემი მამა იყო, დღეს როცა ყველაფერი დასრულდა მერე გავიგე ვინც იყავი და ტვინში მირტყამს ის აზრი, რომ შენ დღეს ჩემი ქმარი ხარ.
-გაჩუმდი, გაჩუმდი თუ ღმერთი გწამს. არ ვიცი ვინ რა გითხრა, მაგრამ სიმართლე გაირკვევა და ვიცი რომ შეგრცხვება შენი სიტყვების და ამ წუთების.
-ასე ფიქრობ? მე კი არ ვფიქრობ შენსავით, პირიქით  ვფიქრობ, რომ ეს შთქმულება იყო, უნამუსო შეთქმულება.
-დღემდე არ მინანია არცერთი ჩემი გადადგმული ნაბიჯი, დღემდე არავის არ შეუფურთხებია ჩემთვის ასე პირდაპირ, მაგრამ კიდე გიმეორებ რომ ძალიან ცდები.
-კარგად ჩამხედე თვალებში იქ რას ხედავ, მხოლოდ ზიზღს.
-ალბად იმასაც ფიქრობ რომ დღემდე ისე მოდი შენს გავლილ გზაზე ფეხი არ წამოგიკრავს, მაგრამ არასოდეს გიფიქრია რომ მამაშენის ჩადენილი შეცდომა დაგანარცხებდა მიწაზე და სიცოცხლეს გაგიმწარებდა.
-გინდა ასე დამსაჯო?
-არა, სასჯელი ჯერ არ მითქვია.
-გისმენ, მე მზად ვარ ყველა სასჯელისთვის.
-პირველი რასაც გეტყვი მოურიდებლად, შენ ხარ საცოდავი არსება და ...............
-ლილია........................
-შენ და მამაშენმა შეიკარით და მამა მომიკალით, სწორედ ამიტომ ვერ გიტან.
-ეს გეგმა ვერ დავიჯერებ რომ ახლა მოიფიქრე, ალბად დიდი დრო ემზადებოდი ამ დღისთვის და ამ წუთებისთვის. იცი რა მიკვირს? ასეთ დიდ ზიზღს ატარებდი ჩემს მიმართ და მაინც ჩემზე დაქორწინდი?
-სცდები, არანაირი გეგმა დამისახავს რადგან  შენს გამოჩენას არც კი ველოდი. დასრულდა ქორწილი და მხოლოდ მაშინ გავიგე ვინც იყავი, შენ არ ხარ ის ვინც მე მიყვარდა და ვისაც ჩემი თავი ვაჩუქე, ვინც იმ წვიმიან ღამეში ჩემთან ერთად იყო, მაგრამ იმ ღამის შემდეგ გაქრა და მე კი დღემდე მიყვარს, ამიტომ შენი სასჯელი იქნება რომ მე შენს გვერდით ვიქნები....................
-ვერ გავიგე.
-განქორწინებაზე არც იოცნებო, არც შენ გინდა გაიგოს ვინმემ ჩვენი დღევანდელი საუბარი.
-არ გეშინია რამოდენიმე კვირაში ან თვეში სხვაგვარად რომ გაიგო ყველაფერი?
-არა, არ მეშინია. ვიცი შენს სახელს და კარიერას საფრთხეს არ შეუქმნი, ამიტომ მე ყოველთვის და ყველგან შენს გვერდით ვიქნები, მაგრამ არასოდეს ვიქნები შენი და ყოველ ღამით შიშით დაიძინებ, ჩემი შიშით.
-არც მეშინია და არც მრცხვენია, მაგრამ თუ გინდა რამე დამიშავო ეს ამ ღამით გააკეთე სანამ ინათებს, მაგრამ დადგება წუთები შენ შეგრცხვება შენი სიტყვების და დაიმახსოვრე, მე აღარ გაპატიებ ამ წუთებს.
-მეც ეს მინდა მოხდეს, რადგან ჩემი შენდამი სიყვარული მე უხმოდ დავმარხე.
-კარგია, მეც შევწყვიტავ შენს ძებნას ჩემი გულის ღრმა წერტილებში, რადგან შენ დღეს აქ მომკალი და კიდევ გპირდები ჩემი სასჯელი უფრო მძიმე იქნება შენს სასჯელზე, ზიზღი რომელიც შენს გულშია უსამართლო და უადგილოა. არ ვიცი რას იზამ ხვალ და რას იტყვი, მაგრამ მე უამრავი საქმე მაქვს სამსახურში და ხვალ სამუშაო დღე მაქვს.
-იგივე გადაწყვეტილება მივიღე მეც, ხვალიდან როგორც სხვა დარჩენილ დღეებში კომპანიაში ვიქნები, ჩვენ ჩვენს საქმეს დაუბრუნდებით, მაგრამ ყველას თვალში ვიქნებით საუკეთესო წყვილი.
-იყოს ისე როგორც შენ თვლი საჭიროდ მანამ სანამ სიმართლეს გაიგებ, ახლა კი წავიდეთ რადგან აქ აღარაფერი გვესაქმება, გამოიცვალე მივდივართ. ვერ მიხვდა ლილიამ რა ჩაიფიქრა გიორგიმ, მაგრამ საპატარძლო კაბა გამოიცვალა და გიორგისთან ერთად დატოვა სასტუმრო, ნივთები კი იმ მისამართზე გააგზავნა რაც დაუტოვა სასტუმროს მენეჯერს, თავად კი ლილიასთან ერთად მშობლების სახლში დაბრუნდა და ლილია თავის საძინებელში შეიყვანა.
-დღეს აქ მოგიწევს დაიძინო, რამდენიმე დღეში კი ჩვენს სახლში გადავალთ.
-გინდა რამდენიმე დღე მკვლელის სახლში ვიცხოვრო? 
-ლილია.........................
-ღმერთო მომეცი  მოთმინება. გიორგიმ გაბრაზებულმა შეხედა ლილიას და ოთახიდან გავიდა, სიგარეტის მოწევა უნდოდა, მაგრამ ემზარის ოთახიდან შუქი გამოდიოდა და კარზე ფრთხილად დააკაკუნა.
-როგორ ხარ მამა.
-კა, კარგ........
-კარგია, მიხარია რომ უკეთესობისკენ მიდის შენი ჯამრთელობა.
-ლი, ლილი.........
-ლილია? დაწვა, დღეს დაიღალა ხვალ გნახავს.
-მი, მი, მიხარია.
-მადლობა მამა და მართლა მიხარია შენი მდგომარეობა, დაისვენე მეც დავისვენებ, ხვალ ადრე უნდა წავიდე რადგან ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ოთახიდან გამოსულმა დედის გაბრაზებულ თვალებს შეხედა და გაეცინა.
-იცი რომ ეს სიბრაზე არ გიხდება, დღეს არაფლის მოსმენა არ მინდა და სხვა დროს ვიკამათოთ. საძინებელში შევიდა და შეხედა ლილია უკვე დაწოლილიყო.
-მინდა დავაბრუნო ძველი დრო, დრო რომელიც ასე მენატრება. დრო რომელიც სავსე იყო შენი სითბოთი, ალბათ აღარც კი გახსოვს როგორ მიღიმოდი, შენ ყველაფერი დაივიწყე რაც  ჩვენს შორის იყო მე კი დღემდე კარგად მახსოვს შენი  გამოხედვა, შენი ღიმილი. შენ ყოველთვის ჩემი იყავი, მაგრამ მუდამ მიუწვდომელი. გიორგიმ კარი შიგნიდან გადაკეტა, კარადა გამოაღო პლედი გადმოიღო და  დივანზე დაიძინა.
-გიორგიიიიიიიიიიიიი. მოესმა დედის განწირული ხმა და ლილია საწოლიდან წამოხტა, გიორგის შეხედა შეშინებულმა და უთხრა.
-რა მოხდა, ასეთი საშინელი ხმით რატომ ყვირის.
-დამშვიდდი, ახლავეს მოვალ.
-დედა, დედა რა მოხდა.
-თოვს, გიორგი გაიხედე რამხელა მოუთოვია.
-კარგი რა დედა გული გამისკდა, რა თოვლი  დედა აპრილი დაიწყო. ლილია იდგა შეშინებული და გულზე ხელი დაედო, მაგრამ თეთრად ჩაცმულ ეზოს რომ შეხედა სიბრაზე დაავიწყდა და სუნთქვა შეეკრა.
-რა სილამაზეა, ყველაფერი თეთრია. თქვა და გიორგის შეხედა, წუთიერად დაავიწყდათ ორივეს სიბრაზე და გიორგი უყურებდა თეთრ თოვლში მდგარ თითქმის შიშველ ქალს რომელიც ანგელოზს ჰგავდა. უყურებდა და უნდოდა ხელში აეყვანა და ასე ეტარებინა ხელში აყვანილი მთელი ცხოვრება. ემოციამ დაახრჩო, რადგან მათი გამოხედვა ძალიან თბილი და სიყვარულით სავსე იყო. უნდოდა ფეხაკრებით მისულიყო ლილიასთან, მაგრამ ეს ემოციები მხოლოდ წუთიერი იყო, წუთიერად ამოქექა წარსულის სილამაზე და ააშრიალა მოგონებები, მასთან ახლოს მივიდა და უთხრა.
-ჩაიცვი, მკვლელი მამამთილი უნდა გაგაცნო. ლილიამ შეხედა და  მის თვალებში გაქრა ის დიდი სიყვარული სულ ერთი წუთის წინ რომ დაინახა, ოთახში შევიდა და რამდენიმე წუთში ორივე ჩაცმული და მოწესრიგებული მიუახლოვდა ემზარის საწოლს.
-მამა გაიცანი, ეს არის ლილია შენი რძალი.
-ვიც........
-იცნობ, კარგია რომ იცნობ, ის არ გიცნობს და იმედია კარგად გაგიცნობს.
-გილ, გილო..........
-გვილოცავს ბედნიერებას, მადლობა მამა.
-მადლობა. ჩუმად თქვა ლილიამ ოთახში შემოსულ დედამთილს შეხედა, რომელიც ემზარის მიუახლოვდა და უთხრა.
-შეეცადე მალე დადგე ფეხზე, რძალი გვყავს და იმედი მაქვს შვილიშვილებიც გაგვიჩნდება.
-გყავს სამი შვილიშვილი და დატკბი მათი სიყვარულით, ჩვენ ჯერ არ ვჩქარობთ ბავშვის გაჩენას სხვა გეგმები გვაქვს. ლილიამ ბოდიშის მოთხოვნით დატოვა ემზარის საძინებელი და თავის ოთახში შევიდა.
-ნუთუ დავიჯერო გიორგი მართალია?  ნუთუ მართლა ტყუილია ის რაც მე ვიცი, თავად დაჯერებული სიმართლე, მატყუარებისგან შექმნილი რომლის დაჯერებაც გინდა, უბრალოდ იჯერებ და მეც დავიჯერე.
-ცხოვრება გრძელდება იმედად ქცეული და ტყუილით, კარგად გააზრებული ტყუილით რომლითაც შენ დაგაჯერეს. არადა ისე გინდა ეს ტყუილი არ გჯეროდეს, მაგრამ იცი რომ ვერა, ზღვარს ვერ გადალახავ ჯერ უნდა დარწმუნდე რომ ეს მართლა ტყუილია სასჯელის შედეგებზე მერე ვისაუბროთ, ახლა კი მივდივარ და კომპანიაში გაგიყვან. ხმის ამოუღებლად, უსიტყვოდა გაყვა გიორგის და  ფეხებში თეთრ თოვლს ღრჭიალი გაჰქონდა, ქარი ამოვარდა და  აფორიაქებული დაძრწოდა მთელ ქალაქში თითქოს მოულოდნელად შეჩერდა ლილის წინ და მათ უყურებდა ღიმილით, მაგრამ მათ თვალებში სიყვარულის ჩამქრალი სხივს რომ შეხედა გაბრაზდა და ლილიას თმები აუჩეჩა, გიორგის კი თოვლის ნამქერი შეაყარა სახეში. ორივე მანქანაში ჩასხდნენ უხმოდ მიდიოდნენ, გიორგი კომპანიის წინ გაჩერდა, ლილია ასევცე უხმოდ გადავიდა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა ირგვლივ ყველაფერი თეთრი და არაფლის მთქმელი იყო. უეცრად ბოროტმა ქარმა დაუბერა და ლილიაც სირბილით შევიდა კომპანიაში სადაც სითბო პირდაპირ სახეში დაეტაკა, მაგრამ გაოცებული სახეების დანახვისას თავადაც გაეცინა.
-ზამთარი შემოგვიბრუნდა.
-ლილია?
-ლილია აქ რატომ ხარ.
-ლილია დღეს რატომ მოდი.
-ძალიან გთხოვთ კითხვებით ნუ დამღლით, ძალიან ბევრი საქმე მაქვს.
-კარგი ეს შენი ნებაა, შენი სამსახურია და აქ შენი სამყაროა. გიორგიმ თვალი გააყოლა მიმავალ ლილიას და თვალს მიეფარა თუ არა მახოს სანახავად წავიდა, იმდენად გააბრაზა და დააცარიელა ლილიას სიტყვებმა, უნდოდა თავადაც მიეღო მონაწილეობა მკვლელის პოვნაში რომ ლილიას წინაშე მართალი და უდანაშაულო ყოფილიყო.
-არ ვიცი ვის რას უმტკიცებ შენი გადაწყვეტილებით, მაგრამ აქ ერთადერთი დამნაშავე მარინაა ამის მოწმეც გვყავს და სამხილებიც გვაქვს.
-როცა იმ ასაკამდე მოვედი საკუთარი პიროვნების შეცნობა და გააზრება ვისწავლე, იმ დღიდან ვბრძოლობ საკუთარ თავთან და არც არასოდეს წამიგია. ცხოვრება იმდენად რთულია ხან არიოლზე ზიხარ და ხარ რეშკაზე, ამიტომ არასოდეს დამიშვია შეცდომა. უკეთესია საკუთარ თავთან დავრჩე წაგებული და ყოველი წაგების თუ დაცემის შემდეგ ვისწავლო იმავე შეცდომაზე როგორ წამოვდგე და დავდგე მყარად ფეხზე, ეს კი მედლის ერთი მხარეა. მედლის მეორე მხარეს კი ქალი დგას ვისაც უყვარვარ და მიყვარს, ის ჩემი ცხოვრების მჩქეფარე ფონია. რაც შეეხება შიშს, ეს შიში მედლის ორივე მხარეს არის, მედლის ორივე მხარეს შემაერთებელი რგოლია რასაც მუღამში მოყავხარ სწორედ ამ მუღამმა მომიყვანა აქ რომ მინდა დავამტკიცო მამაჩემის უდანაშაულობა და სიმართლე ყველამ გაიგოს, რადგან ვიღაცამ ჩირქი მოსცხო მის სახელს და ამ ტყუილმა ცხოვრება ამომიტრიალა. ვერ ვივლი დეტექტივო ისე ხალხმა როგორც მკვლელის შვილს ისე შემომხედოს, ემზარი ბურჯანაძე უდანაშაულოა და ეს უნდა დავამტკიცო თქვენთან ერთად მეც ვერთვები გამოძიებაში.

  თეთრი ფერარი დიდი სისწრაფით მიჰქრის, გვერდით ღვინის ბოთლი უდევს და დრო და დრო სვამს, გზიდან გადაუხვია და ერთ დიდ სახლთან გააჩერა. ფეხის ბორძიკით მიდის კართან და კარზე ზარს აძლევს.
-გისმენთ, ვინ გნებავთ?
-ამელოდებიან.
-ვინ გელოდებათ, შეთანხმებული ხართ შეხვედრაზე?
-დიახ, შევთანხმდით შეხვედრაზე.
-მაგრამ ბატონი სახლში არ არის.
-უკაცრავად. თქვა და მოსამსახურე ხელით გასწია, თავად შევიდა სახლში და დაელოდა მასპინძლის მოსვლას. მასპინძელს დააგვიანდა ის კი  მაინც უსასრულო და უსაშველო მოლოდინით ელოდა. მოსამსახურემ დაინახა უცნაური ნაპერწკალიუცნაური სტუმარის თვალებში და უხმოდ გაეცალა, გულში კი თქვა.
-არ მომწონს ეს ქალი, წყალი როგორც ყველა ტბაში მღვრიე  არის, მაგრამ უცნაური და ალბათ ცოტა ბოროტიც, ხან ისე ღელავდა მარინას თვალები როგორც აღშფოთებული ზღვა, როცა გაბრაზებული იტაცებს ტალღებს და შხეფები ცისკენ მიიწევდნენ, წყალი კი ნაპირს აწყდება. ეს შავი გედია, უცნაური გედი რომელიც არანაირ აღელვებულ ზღვაშიც რომ არ დაიხრჩობა. უკვე საღამო იყო როცა კარი გაიღო და მამაკაცი სახლში დაღლილი შევიდა, მოსამსახურეს უცნაურ თვალებს შეხედა და მიხვდა რომ რაღაც ვერ იყო, შემდეგ კი გაიგონა ქალის ხმა და თვალები მაგრად დახუჭა.
-როგორც იქნა მობრძანდით.
-ოოოოოო, რა სიურპრიზია ქალბატონო მარინა. მარინა ფეხზე წამოდგა და მოხდენილად მიუახლოვდა მამაკაცს და ძალიან ახლოს დაუდგა, მამაკაცმა კი ფეხიდან თმის ღერამდე აათვალიერა ქერა და მოსამსახურეს უთხრა.
-სახლში არ ვარ, მაგრამ ჩემს კაბინეტში ვარ.
-გასაგებია. მარინას წინ გაუძღვა და თავის კაბინეტში შევიდა, მარინამ მის წინ გაიარა ფეხარეულმა და სავარძელში მოხდენილად ჩაჯდა ფეხი-ფეხ გადადებულმა.
-რას მიირთმევს ქალბატონი?
-სისხლიანი მერი გვაქვს?
-რატომაც არ გვაქვს, თქვენთვის ყველაფერი გვაქვს ქალბატონო მარინა.
-არ მინდა, მე თავად მაქვს ჩემი სასმელი.
-გასაგებია, მაშინ მითხარი აქ რატომ ხარ, რატომ მოდი მარინა.
-შენი ნახვა მინდოდა, დანაშაულია?
-შენ რა ნასვამი ხარ და ნასვამი მოდი ჩემთან?
-ეს დღეებია აღარ მირეკავ, აღარ მელაპარაკები რა ხდება იგორ.
-ჩემზე უკეთესად იცი რაც ხდება, მარინა მორჩი თამაშს.
-მომწონს შენი ჩაცმულობის სტილი, დღეს ძალიან ოფიციალურად ხარ გამოწყობილი რაც ძალიან გიხდება და უფრო მამაკაცურს გხდის.
-ჩემი თავის დიზაინერი თავად ვარ.
-საუკეთესო გემოვნება გაქვს.
-კი, გემოვნებას არ უჩვი და უკვე შეწყვიტე დალევა, მთვრალი ხარ რაც ძალიან არ მომწონს.
-როგორ მიყურებ.
-ვერ გავიგე. გაოცება ვერ დაფარა იგორმა და მარინას მიაჩერდა.
-მე როგორც ქალს როგორ მიყურებ.
-მარინა მორჩი უკვე, საკმარისია.
-შებოჭილი ხარ და თავს იკავებ, რატომ? ორივე აღზნებაში მოდიოდა და ერთმანეთის გულის ხმაც კი ესმოდათ, გაფრენილ ორთქმავალს ჰგავდა ორი ახალგაზრდა სხეული. ოდნავ გაეღო პირი მარინას და თვალები ჰქონდა დახუჭული, ის მამაკაცის შეხებას ელოდებოდა, მანაც არ დააყოვნა და ხელით მოეფერა სხეულზე აღზნებულ ქალს. მარინამ კანკალი დაიწყო და კრუსუნი აღმოხდა, რამაც იგორი დააბნია და ვეღარ გაუძლო ცდუნებას იქვე მაგიდაზე შემოსვა და ორივე მხეცად გადაიქცა. ხელი ბაყვებს შორის შეუცურა და ერთი ხელის აქნევით გააშიშვლა. მამაკაცის გარეშე მყოფი მარინა ძალიან აქტიურობდა, იკლაკნებოდა და კვნესოდა, მაგრამ იგორი პირზე ხელს აფარებდა რადგან მარინას ხმა მოსამსახურეებს არ გაეგონათ. სულ სხვა განზომილებაში იყო საკმაოდ ნასვამი მარინა და სიამოვნებისაგან აღარ იცოდა რას აკეთებდა.ფართოდ გახელილი თვალებიდან შიშის ნაცვლად სევდა გადმოუვარდა და აქაფებულ ტალღას ზეცაში დაემალა. აიწია ტალღამაც, ბოლოდმე ამოაფრქვია ტბამ დარდი და გაოგნებული უყურებოდა იგორი მარინას ორივე ხელებით ჩაებღუჯა მისი სხეული და  უნდოდა ბოლომდე შეეგრძნო ამ იდუმალი ქალის სიტკბო. ნელა ნელა დაეშვა მწვერვალიდან ორივე  ჯერ სხეულში იგრძნო თბილი და ცხელი, შემდეგ კი სისველე ფეხებზეც ჩამოეღვარა და თავს უცნაურად ატრიალებდა თითქოს ფრთები გაშალა და მიფრინავსო, იგორს დამშვიდებული თვალებით შეხედა.
-უკვე მშვიდად ხარ სექსმა დაგამშვიდა, მაგრამ ის რაც ახლა მოხდა ჩვენს შორის არ ნიშნავს იმას რომ ვალი აღარ გაქვს.
-გინდოდი, ისიამოვნე და სულ ეს იყო?
-ვალი რომელიც უნდა გამისტუმრო იმ შემთხვევაში დავთმობ თუ მირანდას ჩემთან გამოუშვებ.
-არა, ეს არასოდეს არ მოხდება.
-მაშინ ხვალ საღამოს ან ზეგ დილამდე არის დრო მოიტან მოიტან სხვა შემთხვევაში აქ უნდა შეჩერდე, რადგან შენს გეგმებს ვეღარ გააგრძელებ.
-ვითომ რატომ?
-მარტო ხარ, მარინა შენს გარშემო სრული სიცარიელეა ნუთუ ვერ ხვდები ამდენს? არაფერი გამოგივა, მხოლოდ ვახოს მოკვლა შეძელი და მარიამი და ემზარი კი ისევ ცოცხალია. საქმეს ხელს რომ მოკიდებ ბოლომდე უნდა მიიყვანო ასე არ კეთდება დიდი საქმეები ძვირფასო.
-შენ რა მოგივა ეს გიფიქრია?
-ჩემს თავს მე მივხედავ, ძალიანაც ნუ ინერვიულებ ჩემზე უკეთესია შენს არეულ საქმეებს მიხედო.
-მე....................................
-შენ ვიღაცამ უნდა შეგაჩეროს, ნუთუ არ დაფიქრებულხარ რატომ ერჩი ამ ხალხს იმიტომ რომ შენზე მაღლა დგას ორივე პიროვნება?
-ემზარიმ ამირანის ადგილი დაიკავა, მარიამზე უკეთესად კიდევ მე ვიცი კომპანიის მართვა ან საინტერესოა როდის მერე გაღელვებს მათი ჯამრთელობა.
-მე ყველას ბედი მაღელვებს, შენ კი მხოლოდ შენი თავი და მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ.
-შენ მართალი ხარ მეც არ ვიცი რა მინდა, სარკეში ჩახედვა აღარ მინდა და იცი რატომ, საშინლად მომბეზრდა ყველაფერი. მიჭირს აქ ცხოვრება, უმიზნო და ცივი გავხდი. ჩემი ოცნება ბარბის სახლით დაიწყო და მერე უფრო მომთხოვნი გავხდი, მეტი და მეტი მინდოდა.  სიცოცხლე ძალიან მიყვარდა, მაგრამ მორიდებული ვიყავი, ჩუმი და ძალიან ბევრი უსიამოვნო რამ შემხვდა ცხოვრების გზაზე. წლებმა, რომ გაირა მივხვდი ცხოვრება უნდა გამეგრძლებინა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ გავხდი მარტოსული. ნელა ნელა ჩამომიყალიბდა გრძნობა რომ ადამიანების გრძნობებით მეთამაშა და დავიწყე კიდეც ეს თამაში, მაგრამ მაინც მე გამოვედი დაზარალებული. როდესაც დიდი მუცლით დავდექი სარკის წინ, მაშინ მივხვდი რომ მე არა სხვამ უფრო ითამაშა ჩემი გრძნობებით და მიმატოვა, მშობლებმა კი ერთი გენოკოლოგის დახმარებით შვილი დამიმალეს, გამიშვილეს თუ გაყიდეს დღემდე ვერ გავიგე. ჩემი გული კი ტკივილისგან გაბოროტდა, როგორც მე ვიყავი მიტოვებული ისე მინდოდა ყველა ყოფილიყო.როცა მირანდა გაჩნდა ჩემი აზროვნებით დავიწყე ბრძოლა, რომ რაღაცა შემეცვალა ცხოვრებაში. მის  ლამაზ სახეს ნელა შევეხე და მთელი ჩემი გრძნობები გადავეცი.
-შენ უკვე გაცდი საზღვრებს მარინა.

-დილა მშვიდობისა ყველას. გიორგიმ ღიმილი აჩუქა დილით ყველას და საძინებლიდან გამოსულ ლილიას ხელი ჩაკიდა, ლილიამ გაოცებულმა შეხედა გიორგის და მათ ერთად შეკრულ ხელებზე გადაიტანა მზერა, გიორგიმ კი იქვე მდგარ დედას შეხედა და ლილიას უთხრა.
-გაზაფხულში თოვლიც გვქონდა, მე კი ყოველთვის მიხაროდა გაზაფხულის სიცხიანი დეღები და ახლა მით უფრო, რადგან შენ ხარ ჩემს გვერდით. შენი სუნთქვა მაღვიძებს და ჩემს გარშემო შენი სურნელი დგას, ეს კი ყველაზე დიდი ბედნიერებაა ჩემთვის.  ბედნიერებაა ისიც როცა გავიღვიძებ და შენს თვალებს შემიძლია უყურო, ასევე პირველს შენ გესალმები და მე შენგან ჩემს ჯადოსნურ ღიმილს ვღებულობ საპასუხოდ. 
-მორჩით სისულეებს და ისაუზმეთ. გაიგონა გიორგიმ დედის ხმა და ლილიას გაოცებულ თვალებს თვალი არც მოარიდა და როცა ცირამ თვალი აარიდა ლილიას ორივე ხელები შემოხვია და ყურში ჩასჩურჩულა.
-ისიც არ ვიცი მოგონება შენზე დავწვა თუ დავმარხო და არც ის ვიცი ჩემში ნელა ნელა სიცარიელე რომ ჩნდება, როგორ ამოვავსო  იქნებ მასწავლო, დიდი ლოდებით?
-ჩემი წასვლით შეგიძლია ამოავსო შენი სიცარიელე?
-რაო, წასვლაზე ფიქრობ?
-საუკეთესო გამოსავალი მხოლოდ ესაა, რომ ერთმანეთი უფრო მეტად აღარ დავტანჯოთ.
-გვიან გიფიქრია, შენ ხომ ჩემი დასჯა გადაწყვიტე მე ავიტან ამ სასჯელს, მაგრამ როცა სიმართლე გაირკვევა  შენთვის იქნება მწარე ის სასჯელი რასაც მე გეტყვი.
-მე...........................
-როგორ ფიქრობ, ხომ ნახე მამა გავს ის მკვლელს? მაგრამ შენს თვალში ის მკვლელია, მე კი შენი ქმარი მკვლელის შვილი, ამიტომ ვერ მოვისვენებ სანამ არ დავამტკიცებ მის უდანაშაულობას.
-გიორგი რას ელოდებით შვილო.
-მოვდივართ უკვე აქ ვართ, ლილიას სიურპრიზის შესახებ უთხარი და ამიტომ მიყურებს ასეთი გაოცებული თვალებით.
-რა სიურპრიზი, სამოგზაუროდ მიგყავს?
-არა, დედა დღეს ჩვენს სახლში გადავალთ.
-გადაწყვიტე ცალკე იცხოვრო?
-არ მინდა ვიკამათოთ, რადგან შენ კარგად იცი თუ რა არის ჩემი ოცნება, ამიტომ თხოვნით ნუ დაიღლები რომ აქ დავრჩეთ. ჩვენ ხშირად მოვალთ და გნახავთ, მაგრამ ცალ-ცალკე ვიცხოვრებთ
-არ მინდა მეც ვიკამათოთ, როგორც გინდათ ისე გააკეთეთ, რომ ვთქვა რამე მაინც ისე იქნება როგორც დაგეგმილი გაქვს, აზრი?
-არანაირი აზრი დედა, ხომ იცი რომ ყოველთვის ასე მინდოდა ყოფილიყო. ისაუზმეს, გიორგიმ ბოდიში მოიხადა და საძინებელში შებრუნდა, რამდენიმე წუთში ლილიაც უკან გაყვა და ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა დატოვეს სახლი, მხოლოდ მაშინ შეუშვა ხელი როცა მანქანის კარი გაუღო და ცივად უთხრა.
-გამიღიმე და დაჯექი, გვიყურებენ. ლილიამ მალულად გააპარა თვალი ფანჯრისკენ და რომ დარწმუნდა მართალი უთხრა გიორგიმ ფეხის წვერებზე აიწია და ლოყაზე გაღიმებულმა აკოცა. გიორგის გაეღიმა, დედას ხელი დაუქნია და ეზოდან გავიდა, სახლს გაცდნენ თუ არა ცივი ხმით უთხრა ლილიას.
-დღეიდან ახალი ცხოვრება იწყება, ყველაფერი ახალი და ჩვენც ჩვენს საძინებლებში დავიძინებთ აღარ იქნები იძულებული შენს ოთახში, შენს სიახლოვეს უყურო მკვლელის შვილს.
-გიორგი.....................
-არაფლის მოსმენა არ მინდა მალე დაგაგდება ყველაფერი და სიმართლეც გაირკვევა ლილია მერე კი ჩვენი გზებიც გაიყრება.
-სათქმელი არაფერი მაქვს.
-გაქვს, ხომ იცი მკვლელი ვინც არის.
-ეს ჯერ არ არის დაზუსტებული.
-მაგრამ შენ ხომ უკვე გამოუტანე მამაჩემს სასჯელი რადგან ასე თვლი სწორად.
-რაც გინდა ის თქვი,  გააჩერე მე აქ დამტოვე.
-რატომ? გაუკვირდა გიორგის ლილიას უეცარი გადაწყვეტილება.
-ფეხით გავივლი მერე დედასთან წავალ.
-დედასთან მარტო ვერ წახვალ, ერთად წავალთ.
-მე ახლა მინდა მისი ნახვა.
-ჰოდა ახლა წავიდეთ. თქვა გიორგიმ და მანქანა მოაბრუნა.
-მერე სამსახური?
-სამსახური მოიცდის.

   თვალები ძლივს გაახილა გაბრუებული იყო თავის საშინელი ტკივილები ჰქონდა და თვალები ისევ დახუჭა, უძილობისგან დასიებულ თვალებზე ხელი მოისვა და იმდენად იყო დასუსტებული სხეულის განძრევა გაუჭირდა. საშინელ ტკივილს გულის არეშიც გრძნობდა, ადგომა უნდოდა, მაგრამ მხოლოდ გვერდი იცვალა რადგან იფიქრა თუ დაწოლილი ვიქნები ტკივილი გამივლისო, მაგრამ ტკივილი უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა. შეწუხდა, მაგრამ ჩუმად იყო ბალიშში თავჩამხობილი და ტკივილმა მუცელშიც გადაინაცვლა. გულზე ვიღაც უჭერდა ხელს და ეს ტკივილის ახალი მეთოდი იყო. ჯერ იტირა, მერე საწოლში იწრიალა და ბოლოს საწოლზე წამომჯდარმა რამდენიმე გამაყუჩებელი და დამამშვიდებელი ერთად დალია, როგორც იქნა წამლებმა იმოქმედა და გაითიშა, მაგრამ სანამ გაითიშებოდა საწოლთან ტუმბოზე დადებულ  ვახოს ფოტოს გაუღიმა და ძალა გამოცლილმა ჩურჩულით თქვა.
-ვფიქრობ დრო მოვიდა შენთან წამოვიდე. ჩაეძინა, მხოლოდ ორიოდე საათი ეძინა ღამეების უძილოს და საშინელი შიშის გრძნობა დაეუფლა, არადა როგორი ძლიერი ქალი იყო მან ხომ ყველაზე დიდ განსაცდელს გაუძლო, მაგრამ ახლა ეშინია, სიკვდილის მოახლოების ეშინია, ეშინია ხელებჩამოყრილი  ახალშობილივით უსუსური დადგეს ყველას წინაშე. მიხვდა რომ მთელი სიცოცხლე შეალია სამართლიანობას, ჰგონია მარტო დარჩა და მარტოობის სიმარტოვეს ვერასოდეს ამოავსებს.
-დედააა.
-დედა, დედიკო სად ხარ. გაიგონა ლილიას ხმა, მაგრამ ეგონა ეს ხმა შორიდან მოდიოდა და ჩაეღიმა, ლილიამ კი საძინებლის კარი შეაღო და გაეღიმა.
-დედიკო ისევ გძინავს? საბანი გადაუწია და საწოლში მწოლიარე მარიამი რომ დაინახა ცრემლი მოერია, ის ძალიან დასუსტებული იყო ამ რამდენიმე დღეში. ძლივსღა სჩანდა საწოლში და მხოლოდ თვალები შერჩენოდა ადრინდელივით სხივჩამდგარი, როცა ლილიას ხედავდა და ახლაც სწორედ ასე იყო.
-შენ მოხვედი, ჩემს გამო მოხვედი შვილო.
-დედა რა გემართება, როგორ ხარ ასეთი დასუსტებული.
-წამლებს ვიღებ როგორც დამიბარე, მაგრამ ძალიან დავსუსტდი ლილია.
-ლილია სასწრაფო უნდა გამოვიძახოთ და საავადმყოფოში გადავიყვანოთ.
-არა, არა, არ მინდა საავადმყოფო სახლში ვიქნები, გთხოვთ შვილებო.
-ტირილის დრო არ არის, დაურეკე მის ექიმს მე კი სასწრაფოს დაურეკავ.
-დაურეკავ, ახლავეს დაურეკავ და რას გვეტყვის მერე გამოვიძახოთ სასწრაფო. ლილიამ დაურეკა თეონას და ისიც შეძლებისდაგვარად მივიდა, შეხედა თუ არა მარიამს ლილიას უთხრა.
-ეს დღეები მარტო იყო?
-არა, გოგოები აქ იყვნენ, მაგრამ ისინი მუშაობენ და საღამოს მოდიან.
-უნდა გადავიყვანოთ, სახლში ვერ გავაჩერებთ და მიკვირს რას უძლებს მისი ორგანიზმი. ლილია ის ისევ იმ მდგომარეობაშია, როგორც ამ რამდენიმე დღის წინ. მარიამი ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ისევ იზოლირებული იყო მასთან მხოლოდ ექთანი და ექიმი შედიოდა, თეონამ დეტექტივს დაურეკა და ისიც მოვიდა, გიორგი ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა და მახომ მას ყველაფერი აუხსნა.
-ვერ ვიჯერებ.
-მაგრამ ეს სიმართლეა გიორგი რაც მოისმინე, ის ქალი საშიშია და უნდა დავაკავოთ.
-სუნთქვა მიჭირს, ვკანკალებ რომ მახსენდება დედას ვისზე უნდოდა ჩემი დაქორწინება.
-მეგონა იცოდი ყველაფერი.
-არა, არაფერი ვიცოდი. გაბრაზებული იყო და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა, ვერ მიხვდა როდის მიუახლოვდა ლილია განადგურებული და ერთიანად გაციებული, მხარზე ხელით შეეხო და თითქოს ლილიას შეხებამ ენერგია  მისცა. შეხედა მის ტირილისაგან დაწითლებულ და უპეებ ჩაშავებულ თვალებს და არც დაფიქრებულა ისე მიიზიდა მისკენ და გულზე აიკრა.
-ყველაფერი კარგად იქნება, დედა ამასაც გადაიტანს ის ძლიერია და ისევ ის ძლიერი ქალი გახდება როგორც ადრე იყო, ისევ დაიბრუნებს ძველ სახეს ჩვენი მარიამი.
-შენ წადი გიორგი მე აქ დავრჩები.
-თუ წავალთ ორივე წავალთ, თუ დავრჩებით ორივე აქ ვიქნებით.
-ხვალ.................
-ხვალ ვისაუბროთ ხვალინდელ დღეზე, დღეს ორივე დავიღალეთ რადგან მძიმე დღე გვქონდა.
-მართალი ხარ გიორგი დღეს მძიმე დღე იყო და ორივე დაიღალეთ, ამიტომ ორივე წადით აქ დგომით ვერაფერს გააკეთებთ, ნახვით ვერ ნახავთ თუ საჭირო იქნება თქვენი მოსვლა, დაგირეკავთ.
-რა დროც არ უნდა იყოს და საჭირო ვიყო დარეკე ექიმო. მომთხოვნი იყო გიორგის ხმა და მტკიცე, თეონამაც პირობა მისცა და ლილიასთან ერთად დატოვა ცივი კედლები. გიორგიმ საავადმყოფოს შენობას შეხედა და თქვა.
-ამ ლაბირინთსაც გავივლით და სწორედ ამ ლაბირინთის ბოლოში ვიპოვით სიმართლეს. როდესაც სიტყვები არ გაქვს თვალებს ხუჭავ და ფიქრობ, ხელი მანქანიდან გადასწია და დუმილის წუთები თითებ შორის  გაპარულ ქარს გაატანა და დაიკარგა. რანი ვართ ადამიანები ჩვენი სიცოცხლე ხომ მერყევია და სიმშვიდე?  როდის ექნება ადამიანს მშვიდი ცხოვრება, მაგრამ ამაოება ამაოებაა მთავარი ხომ გულია. ლილიას გახედა და უთხრა.
-დამშვიდდი, გჯეროდეს და რწმენა გქონდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან სიცოცხლის მიმართულება სიკეთისკენ მიმავალი გზაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენს მოგონებებში დაილექება ყველა ცუდი. ლილია დუმდა, დამძიმდა და თვალები დახუჭა. არავინ იცოდა რას გრძნობდა და რას ფიქრობდა ადამიანები ხომ ამოუცნობი  ფორმულაა, გული ებრძოდა ლილიას და შიგნიდან მთელი ძალით უყვიროდა.
-,,არ გაუშვა შენი მიზეზით, ის რომ წავიდეს შენ შენს სამყაროში დაიკარგები, ის შენს გვერდით უნდა იყოს რადგან მას შეუძლია მოთმენა, მოთმენა და სიყვარული''.
-,,გაჩუმდი, შენ არაფერი გესმის სიყვარულის''.
-,,მე მეუბნები რომ სიყვარულის არ მესმის''.?
-,,გაჩუმდი, ხომ ხედავ რომ ცუდად ვარ''.
-,,მართალი ხარ შენ დამღალე უკვე, აქ თბილად ზიხარ და გარეთ სიცივეა ისე როგორც შენს გულში, რატომ გაჩუმდი არაფერი გაქვს სათქმელი? გავჩუმდები მე, მაგრამ ეს ბიჭი არ დააფრთხო თორემ ძალიან, ძალიან დაგღლის მონატრება.'' მანქანა გაჩერდა და ლილიამ თვალი გაახილა, ისინი მის ბინასთან იყვნენ.
-ჩაგეძინა და არ გაგაღვიძე.
-მე აქ დავრჩები, მადლობა.
-მეც აქ ვრჩები, ლილია გგონია ასეთ მდგომარეობაში აქ მარტო დაგტოვებ?
-მაგრამ.......................
-შენ ადი, მე რაღაცეებს ვიყიდი მანქანას დავაყენებ და მოვალ. ლილია წავიდა, მოულოდნელად მიუბრუნდა გიორგის და უთხრა.
-მადლობა გიორგი.
-სრიოზულად მიხდი მადლობას? ლილიას გაეცინა და წავიდა, გიორგიმ კი ღიმილით გააყოლა თვალი და თავადაც წავიდა, რამდენიმე წუთში დაბრუნდა უამრავი ჩანთებით და კიბეებზე ადიოდა  ჭაღარა შერეულმა 70 წლის ასაკოვანმა ბებომ შეაჩერა.
-გიორგი შვილო მე თქვენი მეზობელი ვარ გულიკო ბებო, როგორ არის მარიამი.
-სამწუხაროდ ჯერ საიმედოს ვერაფერს ამბობს ექიმი, დრო უნდა რომ გამოჯამრთელდეს.
-რაღაც მინდა ბებო გითხრა მნიშვნელოვანი.
-გისმენ ბებო.
-არ მინდა ლილიამ გაიგოს და ინერვიულოს.
-ჩანთებს ავიტან სახლში და ახლავეს დავბრუნდები. გიორგიმ ჩქარი ნაბიჯბით აიარა რამდენიმე კიბე და კარზე ზარი მისცა, კარებშივე მისცა ლილიას ჩანთები და უთხრა.
-მანქანას დავაყენებ და ოც წუთში ამოვალ..
-სიმართლეს მეუბნები?
-სიმართლეს ვამბობ ლილია ტყუილი რატომ უნდა გითხრა. სირბილით ჩაიარა კიბეები და გულიკო ბებოსთან მივიდა რომელიც ერთი სართულით დაბლა ცხოვრობდა.
-გისმენ ბებო.
-შვილო რამდენიმე დღეა მარიამთან ავდივარ, გოგოები დილით  რომ მიდიან მარტო არ იყოს არც ის და არც მე. ქორწილის მერე თქვენ რომ წადით სამი დღე კარგად იყო, შემდეგ ნელა ნელა დასუსტდა და შევამჩნიე ერთი უცნაური რამ, სისუსტე მაშინ ემართებოდა როცა სტუმრად მაღალი ქერა ქალი მოდიოდა
-მოიცადე ეს ქალი არის? გიორგიმ ტელეფონში მარინას ფოტო აჩვენა და მოხუცმა ფოტოს დააკვირდა, გიორგის შეხედა და უთხრა.
-ცოტა სინათლეში მოდი შვილო თვალი ვერ მიჭრის კარგად. გიორგიმ ფოტო ახლოს მოსწია და ბებო დააკვირდა.
-ეს არის, ეს ქალია და მან მარიამს წამლები შეუცვალა.
-ბებო დარწმუნებული ხარ?
-ჩემი თვალით შევხედე, როცა ანანო მოვიდა უთხარი და მანაც წამალის ახალი შუშა იყიდა, თითქოს მოძლიერდა, მაგრამ ორი დრე არ ამოვსულვარ წნევა მქონდა და ბოლოს რომ ვნახე ვეღარ ვიცანი.
-გასაგებია ვეღარ მიუახლოვდება მას, მალე სიმართლეც გაირკვევა და თქვენ მადლობა რომ  მითხარით.
-გამაგებინე მარიამის ამბავი მასზე ძალიან ვნერვიულობ.
-აქ ვართ მე და ლილია და აუცილებლად გეტყვით სიახლე თუ რამ გვექნება. გიორგი ჩაფიქრდა და მახოს დაურეკა, ორივემ ერთად კი ექიმიც ინსხულა რომელმაც დაადასტურა მოხუცის ნათქვამი.
-მართალი არის მოხუცი გიორგი, მარიამის სისხლში ამჯერად დიდი დოზით არის მომწამვლელი შხამი და სხვათა შორის იმავე საწამლავით მოწამლეს ერთი წლის წინ ბიზნესმენი ბურჯალიანი თუ ბურჯანაძე რომელიც როგორც გავიგე დღემდე პარალიზებულია.
-ბურჯანაძე ემზარი. თქვა გიორგიმ და ორივე ხელები შემოიწყო თავზე.
-იცნობთ, ნათესავია?
-ემზარი ბურჯანაძე გიორგის მამა არის ექიმო და როგორც ჩცვენ ისიც მკვლელის ძიებაშია.
-რას ამბობ დეტექტივო გამოდის ამ ქალს ორი ადამიანის მოკვლა აქვს გეგმაში. გიორგი გაოცებული და დაბნეული დაბრუნდა სახლში, ლილიას ვახშამი მოემზადებინა და ელოდებოდა, მაგრამ შეხედა თუ არა მიხვდა რომ გიორგი უხასიათოდ იყო, არ ჩათვალა საჭიროდ ზედმეტი კითხვებით დაეტვირთა და გულში გაიფიქრა. ,, თუ თქმა უნდა თავად მეტყვის''. გიორგიმ კი სიგარეტის ღერი ამოიღო და ჯერ ხელში ატრიალა, შემდეგ მოუკიდა და აივანზე გავიდა, იდგა და ტკბებოდა ჩამავალი მზის შუქით, შემდეგ კი ექიმს დაურეკა მდგომარეობა ჯერ კიდევ უცვლელი არის, ვერ მოისვენა და სახლშიც გადარეკა ნინოს მითითებები მისცა დედას კი უთხრა რომ რამდენიმე დღით ჰაერის გამოცვლის მიზნით მთაში წაიყვანდა, რადგან უნდოდა მისი ოჯახი შორს ყოფილიყო მარინასგან, გიორგიმ ტელეფონი გათიშა და ლილიას შეხედა.
-ხვალ რა გეგმები გაქვს.
-არ ვიცი, ალბად დილით დედასთან წავალ შემდეგ კომპანიაში.
-არც დედასთან და არც კომპანიაში უჩემოდ არ წახვალ, ლილია დროებით უნდა მოვერიდოთ სახლიდან გასვლას.
-რატომ, რა ხდება.
-ჯერ ვერაფერს გეტყვი, რამოდენიმე დღე ნუ შემეკითხები და ნუ დამისვამ კითხვებს, რამდენიმე დღეში ყველაფერს თავად გაიგებ.
-ვიცი და ვხვდები რომ რღაც ხდება, ამას შენი დაძაბულობაც ამტკიცებს და ვფიქრობ ეს დედას ეხება, თუმცა მართლა არ ვიცი მას რა ემართება ის ხომ ექიმის რჩევებს კარგად ასრულებდა. უცნაურია მისი ასეთი ხშირი სისუსტე და ცვლილებები.
-ყველაფერი მოგვარდება, მხლოდ მინდა იცოდე ვინც არ უნდა შეგეკითხოს მარიამის მდგომარეობა უნდა თქვა რომ ის ძალიან ცუდად არის, მისი მდგომარეობა ძალიან რთულია, ყოველ დღე ვართ ცუდის მოლოდინში.
-მაგრამ ეს ასე არ არის, ხომ არაფერს მატყულებ გიორგი.
-რა თქმა უნდა მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის, მაგრამ ჩვენ ასე ვიტყვით.
-კარგი, ალბად ეს მისი უსაფრთხოებითვის არის.
-სწორედ რომ მისი უსაფრთხობისთვის, მომისმინე ხვალ ჩემები მთაში უნდა ავიყვანო და შენც ჩეს გვერდით მინდა იყო.
-მთაში? იქ რა უნდა გავაკეთოთ.
-არ გინდა ახლოს გამიცნო?
-მაგრამ მე...................
-სამი დღით დავრჩეთ, გამოსაცვლელი წამოიღე და ექიმთანაც გვექნება კონტაქტი, მარიამს სამი დღე ვერ ვნახავთ არ შეგვიშვებენ, ჩვენც დავისვებოთ და განვიტვირთოთ ქალაქის აურა ჩამოვიშოროთ, შენც მოგხდება დასვენება.
-კარგი წავიდეთ, არ გშია? დღეს არაფერი გვიჭამია, მაგიდა მზად არის.
-ხელებს დავიბან და მოვალ. ლილიამ მაგიდა შეალამაზა, კერძი გააცხელა და ორივემ ივახშმა, იმ ღამით ორივე მშვიდად იყო, მაგრამ ვერც ერთი ვერ იძინებდა მათ სუნთქვას ხომ კედელი ჰყოფდა.
-ვერ გიტან, მაგრამ შენთან გვერდით ყოფნა სიამოვნებას მგვრის და უკვე ვრწმუნდები, რომ დადგება  დღე ჩემში ადგილი აღარ იქნება სიძულვილისთვის. რატომ მგონია სამყარო ჩემი როცა შენთან ვარ, მინდა თავს ავარიდო შემზე ფიქრები, მაგრამ მაინც შენთან მოვყავარ ჩემს ფიქრებს. ფიქრებში ჩაეძინა, ვიღაცამ ხელი მოკიდა და ხელჩაკიდებული წაიყვანა, მას მხოლოდ ზურგიდან ხედავს და მისი სახე არ იცის, ამიტომ პანიკაშია. დაუსრულებლად მიდიოდა გზა და  მოულოდნელად სანთლებით განათებულ კლდეში გაჭრილ დერეფანს გაყვა გზა. დერეფანი დასრულდა და მის წინ საოცრად ლამაზი სამყარო გამოჩნდა, გაოცებული უყურებდა მის გარშემო გაშლილ ყვავილნაირს, მაგრამ სუნთქვა შეეკრა როცა დაინახა მისკენ ღიმილით მომავალი მარიამი. მარჯვენა მხარეს გაიხედა და იქ ბნელი ოთახი შეამჩნია, მამაკაცმა ისევ ჩასჭიდა ხელი და ბნელი ოთახის წინ გაიარა, შემდეგ ისევ სინათლეში გაიყვანა ორივე და მათ წინ დადგა.
-მამა? 
-მე ვარ შვილო.
-სახე რატომ არ მაჩვენე, იცი როგორ შემეშინდა?
-ვიცი, აქ უნდა მომეყვანე.
-დედა, დედა აქ რატომ არის ის შენთან უნდა დარჩეს?
-არა, მან უნდა იბრძოლოს და შენ ხარ მისი ძალა რომ იბრძოლოს სიცოცხლისთვის და იბრძოლოს შენთვის. გადალახეთ ეს სივრცე და აქედან წადით, მაგრამ როცა დრო მოვა და შენ შენი სურვილით მოხვალ ჩვენ ისევ აქ შევხვდებით ერთმანეთს. ლილიამ ხელი ჩაკიდა მარიამს და ყვავილებით დაფარული მინდორში გაუჩინარდა ორივე.
-უკან არ მოიხედოთ ლილია. მოესმა ვახოს ხმა და ადგილზე გაჩერდა, სურვილი ჰქონდა მიბრუნებუიყო უკან და ჩახუტებოდა მამას, მაგრამ წინ წასწია ორივემ ნაბიჯი და ლაბირინთიც დასრულდა. გიორგიმ ლილიას  ბორგვა გაიგონა და მასთან შევიდა, შეხედა რომ სიზმარს ხედავდა და მამას უხმობდა, შეეცადა მის გაღვიძებას, მაგრამ მხოლოდ ის შეძლო რომ მისი იქ ყოფნით დაემშვიდებინა. გვერდით მიუწვა, შეეხო თუ არა სიმხურვალემ მთელ სხეულში დაუარა, ჩაეღიმა რადგან ლილია მისკენ გადაბრუნდა და მთელი ძალით მიეკრა მკერდზე. დაგროვილმა ვნებამ გაიღვიძა და არ უნდოდა იქ დაძინება, მაგრამ  მის მკერდზე მძინარე ლილიასგან თავი ვერ დაიხსნა, ასევე მისმა სურნელმაც გააბრუა და ჩაეძინა. დილით ლილიას გაეღვიძა და გიორგის მკერდზე თავმიდებულმა შიშით ახედა გიორგის, მაგრამ ჩაეცინა და ტუჩის კუთხეში ფრთხილი და ნაზი კოცნა დაუტოვა. ორმა გულმა ისევ იპოვა ერთმანეთი, მაგრამ მათ გულებში ჯერ კიდევ ერთმანეთის ჭიდილში იყო სიძულვილი და სიყვარული, შეუძლებელი და შესაძლებელი. მის გვერდით გაიღვიძა და თავი სრულყოფილ მამაკაცად იგრძნო, წარმოიდგინა როგორი ძლიერი იყო მასში სიცოცხლის სურვილი. ლილიამ შეიშმუშნა და გიორგის მკერდზე მიდებული ცხვირით ღრმად შეისუნქა მონატრებული სურნელი და ყურში ჩურჩულით ნათქვამი სიტყვებზე თვალები ჭყიტა.
-რაო, დილამ სიურპრიზი მოგიწყო მძიმე სურნელით?
-აქ რატომ ხარ, მთელი სხეული მტკივა. ისეთი გულუბრყვილო გამოხედვა ჰქონდა ლილიას, გიორგის გაეცინა და უთხრა.
-თითის არ დამიკარებია შენთვის და სხეული რატომ გტკივა, უნდა ვიეჭვიანო?
-ნუ დაიწყებ და მეტყვი ისეთს რასაც არ დავიჯერებ.
-ტიროდი ძილში და ყვირილმა გამაღვიძა, მამას ეძახდი.
-მამა, მართლა მამა ვნახე სიზმარში სამივე ერთად ვიყავით და გაბრაზებული იყო.
-რატომ ბრაზობდა.
-დედას უთხრა უნდა იბრძოლოო და მერე მე მითხრა, რომ დედასთან ერთად წამოვსულიყავი იქედან.
-უკვე დროა, უნდა მოვემზადოთ და გავიდეთ. გიორგიმ ლილიას შეუმჩნევლად შეისუნთქა მისი სურნელი და ადგა, კარში გადიოდა რომ მიუბრუნდა და უთხრა.
-ძალიან შეეცადე, მაგრამ მაინც ვერ გამოგივიდა ფრთხილი კოცნა. ლილია გაოცებული უყურებდა უკვე დაკეტილ კარს, საწოლზე გადაწვა და ღიმილით უყურებდა ჭერს, გიორგის ბალიშს ხელი გადაუსვა და ადგა. ბაკოს უკვე აეყვანა მთაში გიორგის მშობლები, გიორგიც დაადგა გზას და ლილიამ გაოცებულმა შეხედა.
-შენები არ მოგყავს?
-ისინი უკვე იქ არიან და ტკბებიან ტყის სილამაზით. რამოდენიმე საათის მგზავრობის შემდეგ გიორგიმ პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზ სახლთან გააჩერა რომელსაც დიდი და უზარმაზარი ეზო ჰქონდა. სახლთან ახლოს ტყე იყო და ტყის სიღრმეში მწვანედ მოლივლივე ტბა სადაც კვატები დაცურავდნენ. საოცრად ლამაზი იყო იქაურობა და ლილიას გაოცებისაგან აღმოხდა.
-ვააააუ.
-მოგეწონა? ეს ის ადგილია სადაც ტკივილებს გაურბოდი და აქ ვაფარებდი თავს, მაგრამ ტკივილიც თან დამყვებოდა და არ მტოვებდა მარტო არასდროს.
-ტკივილებს?
-დიახ ტკივილებს, პრობლემებს და ყველაფერ უარყოფითს აქეთ მოვყავდი. უფრო მეტად ადამიანებისგან მოყენებულ ჭრილობებს ვიშუშებდი აქ კარგად, შემდეგ აქვე ვტოვებდი ყველა დარდს და სევდას, ამიტომ ძალიან მიყვარს აქ მოსვლა.
-ისეთი ადგილია ბავშვობა რომ გიხმობს, გინდა ხელები გაშალო და ველად გაიჭრა და დაღლამდე ირბინო, შემდეგ ულვაშიანი თეთრწვერა მოხუცი ბაბუა ხელს დაგიქნევს და მისკენ გარბიხარ, რადგან იცი შენთვის რაღაც აქვს ჯიბეში.
-მომავლის გეგმებს სახავ?  გაეცინა გიორგის და ლილიას მხრებზე ხელი მოხვია, რადგან ფანჯრიდან მათ უკვე ყველა უყურებდა. სახლში შესულებს შეშის სურნელი იგრძნეს სახლში რომ ტრიალებდა და შეშას ტკაცა-ტკუცი გაჰქონდა ფეჩში, სახლი კი უჩვეულოდ თბილი იყო. ერთი თვალის გადავლებით მიხვდა, რომ სახლი ძველი ნივთებით იყო სავსე და გაეღიმა როცა თავიანთ საძინებელში პატარა ლამფა ნახა, გულის ძგერა გაუხშირდა და თქვა.
-ასეთი მამასაც ჰქონდა თავის ოთახი მაგიდაზე, მას მისი ბავშვობის დროიდან ინახავდა. 
-ეს ლამფაც ჩემი მშობლების დროინდელია, მათ დროს შუქი ძალიან ხშირად ითიშებოდა.
-აქ უნდა დავიძინოთ ორივემ ერთად?
-სხვა ადგილს ხედავ?
-მაგრამ........................
-სამი დღე, მხლოდ სამი დღე და სამი ღამე ლილია. შენთან სიახლოვე ჩემთვის ნეტარებაა, შენი სურნელი გამაბრუებელი და სანუკველი ჭკუიდან მშლის. შენ მთლიანად ჩემი სიგიჟე ხარ,  მაგრამ  მშვიდად იყავი. ბედნიერი იყო გიორგი ოჯახთან ერთად, გვერდით კი ლილია ჰყავდა. დაღამდა კიდეც და ყველამ თავიანთი ადგილები დაიკავა, ლილიამ საღამურები ჩაიცვა და დაწვა შიშით შეხედა კარს როცა გაიღო და გიორგი შევიდა, კედლისკენ მიიწია და აეკრა კედელს. გიორგიმ ვითომ არც არაფერი გაიხადა და ლილიას გვერდით დაწვა, ვიწრო იყო საწოლი, არ შეეძლო სხვაგვარად ლილიას მოხვია ხელი და ორივე განაბული იწვა, მაგრამ ორივეს გული ისე ძლიერ ძგერდა ერთმანეთის გულის ხმა ესმოდათ.
-გიორგი ასე ვერ დავიძინებ, მე...................
-მაშინ ჩემსკენ გადმობრუნდი, მაგრამ უფრო გაგიჭირდება. ლილია  რამდენადაც ვცდილობ, რომ თავი დაგაღწიო იმდენად უფრო და უფრო მიყვარდები,  ნუ კანკალებ მართლა არ მინდა მეტი არაფერი, მხოლოდ ჩემს გვერდით რომ იყო, სულ არ შეგეხები.  აქ რომ ხარ და ასე რომ ვართ ესეც ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს ჩემთვის, მაგრამ მე შემიძლია შენდამი სიყვარულის  დიდხანს და უაზროდ შენახვა, ახლა დაიძინე. სამი დღე დაჰყვეს მთაში, დრო და დრო მარიამის ამბვას გებულობდა ექიმიდან და უხაროდა რომ მისი ჯამრთელობა დღითი დღე უკეთესდებოდა, მას ყოველ დღე მირიანი და დეტექტივი მახო ნახულობდა, ლაშას კი კომპანიის საქმეები ჰქონდა უზღვავად.
-გამარჯობა ლაშა როგორ ხარ მეგობარო. ლაშამ თავი ასწია და გაოცებულმა შეხედა მის წინ მდგარ მარინას.
-მეგობარო? მარინა როდის მერე ვართ მე და შენ მეგობრები, წესიერად არც მომსალმებიხარ არასდროს.
-ლილია რატომ არ არის ან რა ისმის მარიამის ჯამრთლობაზე, იცი რამე? ლაშას თვალებში წუთიერად სიბრაზის ნაპერწკალი აინთო, მაგრამ უცებ ჩაქრა, თავი დახარა და უთხრა.
-მარიამი ცუდად არის და მისი ნახვა ვერ შევძელით ან რა აზრი აქვს ვერავის ვერ ცნობს, რა გასაკვირია რომ ლილია ვერ მოდის სამსახურში ის დედასთან უფრო საჭირო არის თუნდაც კართან იდგეს ის მაინც იგრძნობს შვილის იქ ყოფნას.
-ცუდია, ჯერ ძალიან ახალგაზრდა არის. თქვა ვითომ დანანებით, მაგრამ შებრუნდა თუ არა კმაყოფილების ღიმილმა გადაუარა სახეზე, თავის იტალიელ პარტნიორს ახარა ახალი სასიხარულო ამბავი.
-მარინა სხვისი ცუდი ნუ გახარებს, იმაზე იფიქრე როგორ შეძლებ შენი ცუდი გადალახო. სამი დღე დასრულდა და ყოველ წუთს, ყოველ წამს მელოდე და იცი რომ კარგად არ მოვალ.
-რას ამბობ, არ გაბედო და არ შეეხო..................... მარინას ზარის  წყვეტილი ზუმერი მოესმა და გაბრაზებულმა ისევ შეეცადა დაკავშირებოდა თავის პარტნიორს, მაგრამ ვერ შეძლო ტელეფონი გათიშული იყო. გაბრაზებულმა სამუშაო საათები მიატოვა და გიორგისთან წავიდა, მაგრამ სახლი დაკეტილი დახვდა. არ იცოდა რა გაეკეთებინა და საავადმყოფოშიც მივიდა მარიამის სანახავად, მაგრამ იქ ექიმის უღიმღამო და გადაღლილი სახეების ნახვა არ უნდოდა, მისთვის მხოლოდ ის იყო სასიხარულო რომ მარიამის მდგომარეობა უცვლელი იყო. საღამოს სახლში მისულს მირანდა არ დახვდა, ტელეფონი კი გათიშული ჰქონდა და ნერვიულად გადი-გამოდიოდა, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და მირანდას ელოდებოდა, მირანდა კი ნასვამ მგომარეობაში ფეხშიშველი მიაბიჯებდა ქუჩაში და ხელში კონიაკით ნახევრად დაცლილი ბოთლი ეჭირა.


მადლობა ყველას, შემდეგი თავი დაიდება შაბათს.



№1 სტუმარი ლამზო

ესე გვიან რატო დებ? :(((

 


№2  offline მოდერი zia-maria

ლამზო
ესე გვიან რატო დებ? :(((

wink აქ 11-30 წუთი იყო რომ დავდე, დილით ნახავს მკთხველი ან აქვს მნიშვნელობა როდის დავდებ და რომელ საათზე.

 


№3 სტუმარი ლამზო

zia-maria
ლამზო
ესე გვიან რატო დებ? :(((

wink აქ 11-30 წუთი იყო რომ დავდე, დილით ნახავს მკთხველი ან აქვს მნიშვნელობა როდის დავდებ და რომელ საათზე.

მაგას არ ვგულისხმობ :(( ანუ თავებს რამდენიმე დღე რო არ დებ.:)) მაგას ვგულისხმობ

 


№4  offline მოდერი zia-maria

ლამზო
zia-maria
ლამზო
ესე გვიან რატო დებ? :(((

wink აქ 11-30 წუთი იყო რომ დავდე, დილით ნახავს მკთხველი ან აქვს მნიშვნელობა როდის დავდებ და რომელ საათზე.

მაგას არ ვგულისხმობ :(( ანუ თავებს რამდენიმე დღე რო არ დებ.:)) მაგას ვგულისხმობ

აააა, თვალების პრობლემა მაქვს შვილო და იმიტომ, რადგან კომპიუტერში გადაწერა მიჭირს და ეს თვალებზე მოქმედებს. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent