შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე გავთხოვდი 2


23-03-2021, 11:37
ავტორი gabi du
ნანახია 2 541

გავჩერდი. გამიჭირდა შემობრუნება. მაგრამ თავი ხელში ავიყვანე.
- ჰო, ირაკლი. - არ ვიცი სად ვპოულობ ძალას, მაგრამ ფაქტია, რომ ვიღიმები.
- მადლობა ყავისთვის. - ისიც მიღიმის. - გაემზადე გთხოვ. დილიდანვე უნდა მივიდეთ საელჩოში, რომ შენი გამგზავრების საკითხი მოვაგვაროთ. - გააზრება ვერ მოვასწარი როდის ადგა და ჩემამდე მოვიდა. ორი თითით ნიკაპი დამიჭირა და მოწყვეტით მაკოცა. ისედაც თავგზაარეულს კიდევ ეს მინდოდა? ფაქტია, რომ უარესად დამაბნია მისმა საქციელმა. თბილმა მზერამ, რომლითაც მიმზერდა და მოხვეულმა მკლავმა, რომელმაც გულში ჩამიხუტა. წამით მივენდე, მაგრამ 5 წუთის წინ მოსმენილმა სახეში მწარედ შემომკრა. ყურში მისი ხმა ჩამესმა სხვას, რომ სიყვარულს უხსნიდა. ფრთხილად მოვიშორე და ლოყაზე ვაკოცე.
- ქვემოთ სტუმრები არიან, უნდა გავიდე. - ისევ მოვახერხე გაღიმება, მაგრამ ვაი ამ ღიმილს. გული გახლეჩვას მქონდა. ვერ გადამეწყვიტა შემდეგი ნაბიჯი. მქონდა თუ არა წყენის, მითუმეტეს საყვედურის უფლება. გულს მხოლოდ ის კი არ მიკლავდა, რომ სხვა უყვარდა, არამედ ის, რომ მისთვის საერთოდ არავინ, ცარიელი ადგილი ვიყავი. თავიდან არ ამომდიოდა ფრაზა ,, ნინა რომ არა სხვა იქნებოდა. სულ ერთია ვინ".
გაჩუმება ვარჩიე. ვიცი მხდალი ვარ, უთავმოყვარეო და უპრინციპო, მაგრამ ახლა, როცა ვიცი როგორია მის მკლავებში გახელილი თვალები არ მინდა მისგან შორს ყოფნა. ვერ შევძლებ. მართალია, ბედნიერი სულ რაღაც 12 საათით ვიყავი და ახლა გულში ასობით ნემსი მჩხვლეტს და მთანჯავს მაგრამ ასე, ვსუნთქავ მაინც. უმისოდ კი ამასაც ვეღარ შევძლებ. სიმართლე ერთხელაც გამჟღავნდება მე, კი მოთმინებით დაველოდები ამ დღეს.
საელჩოში მარტოები წავედით. უხერხულად ვიჯექი მის გვერდით. მეშინოდა მღელვარება არ შეეტყო. უფრო სწორედ მღელვარების მიზეზს ვერ მიმხვდარიყო. დროდადრო გამომხედავდა და მიღიმოდა. მე კი თავს ძლივს ვიკავებდი კოცნით არ დამეხრჩო.
- თუ წუხანელს არ ჩავთვლით მარტო პირველად დავრჩით. - მითხრა მან. წუხანდელის გახსენებაზე ერთიანად ამბურძგლა . შემრცხვა, მაგრამ თვალი გავუსწორე.
- ჰო. - მხოლოდ ეს ვთქვი და წინ გავიხედე.
- კკიდევ კარგი ადრე გამოვედით, თორემ ვინ გვაცდიდა. - გაიცინა. ეს ნიშნავდა, რომ ჩემთან მარტო ყოფნა უნდოდა. მესიამოვნა. მივხვდი, რომ უნდა გავეცანი, უნდა მეცლია. ეს მე მიყვარდა მთელი 12 წელი, თორემ მან არც კი იცოდა ჩემი არსებობა. რეალურად, მხოლოდ 12 დღე იყო გასული ჩვენი შეხვედრიდან. არცერთი წუთი არ გვქონია განმარტოებისთვის. ფაქტიურად არაფერი იცოდა ჩემზე და მე, უკვე მისი ცოლი მერქვა. ჩემი მეორე მე ჩამძახოდა, რომ ამ ფიქრებით ირაკლის საქციელს ვამართლებდი, რომ ჩემი მასთან ყოფნა გამემართლებინა, მაგრამ მის მოსმენას აღარ ვაპირებდი და ჯანდაბაში გავუშვი.
- იცი, ადრეც მყავხარ ნანახი. - მითხრა მოულოდნელად. -მაგრამ არ გეხსომები, მაშინ მთლად ბავშვი იყავი.
- 14 წლის ვიყავი, ბავშვიც არ მეთქმოდა. - ვთქვი და მივხვდი, რომ თავი გავეცი. მიხვდა ზედმიწევნით რომ მახსოვდა მასთან შეხვედრა. მემახსოვრებოდა აბა რა. არასოდეს ვყოფილვარ ისე ბედნიერი, როგორც იმ დღეს. ორი კარგი ამბავი მოხდა პირველი: ირაკლი გამაცნო ტატამ (ოფიციალურად, თორემ მისი სიყვარულით უკვე ვიწვოდი), მან კი ,,რა ლამაზი ბავშვიაო" - თქვა აღტაცებულმა. ისე გამიხარდა ,,ბავშვისთვის" მნიშვნელობა აღარ მიმინიჭებია. მეორე: ,,ირაკლი შეყვარებულს დაშორდაო" ესეც გავიგე ტატასგან. ისეთი ბედნიერი ვიყავი ციდან ვარსკვლავებს ვწყვეტდი. ღიმილი გამეპარა წარსულის გახსენებაზე.
- ფოტოც კი გვქონია ერთად. - ამაზე კი გააოცებულმა შევხედე. მე ადამიანს, რომელსაც ირაკლის 631 სურათი მქონდა ჩემი და ირაკლის საერთო ფოტოზე წარმოდგენა არ მქონდა.
- ფოტო? მე არ მინახავს. - ვუთხარი გულწრფელად.
- სახლში რომ მივალთ განახებ. - მითხრა და ლოყაზე მომეფერა. საელჩოში მალე მივედით. ირაკლი ურიგოდ გაატარეს და ეგრევე შევხვდით კონსულს. გულდასმით დაათვალიერა დოკუმენტები.
- ფრენა როდის გაქვთ? - ირაკლის შეხედა.
- 2 დღეში.
- შენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ყველაზე დაჩქარებულ ვარიანტში 1 კვირაზე ადრე ვერ მივცემთ ვიზას ქალბატონს. - შეწუხებული ხმით გვითხრა. გავშრი. ირაკლის შევხედე. მანაც შენიშნა ჩემს თვალებში შიში.
- შეუძლებელია რამე გამოსავალი არ იყოს. გთხოვთ. - ხავსს ებღაუჭებოდა ირაკლი. კონსული ჩაფიქრდა. შემდეგ ფურცელზე რაღაც დაწერა და ირაკლის მიაწოდა.
- თუ აი ამ ორ საბუთს ხვალამდე მოიტანთ შეიძლება 3-4 დღეში გაგიშვათ.
- მადლობა. ყველაფერს მოვაგვარებ. - ხელი ჩამოართვა ჩემმა ქმარმა. შემდეგ ჯერ მე გამატარა კარებში შემდეგ თვითონაც მომყვა.
- დღესვე მოვაგვარებ ყველაფერს, არ ინერვიულო. - წელზე ხელი მომხვია და მანქანისკენ წამიყვანა.
- შენ ხომ 2 დღეში მიდიხარ. - შევხედე ცრემლჩამდგარი თვალებით თუმცა მონდომებით შევეცადე დამალვას.
- ერთი დღით გადავიტან შეხვედრას. ერთად წავალთ. - გამიღიმა და საჭეს მიუჯდა. -
მართალია გვეჩქარება, მაგრამ მინდა სადმე დავსხდეთ და დამსწრე საზოგადოების გარეშე ვისადილოთ. - დამსწრე საზოგადოებაზე გამეცინა.
- დიდი ხანია არ უნახიხართ. ახლაც რამდენიმე წლით მიდიხარ. არ მიკვირს, რომ არ გშორდებიან.
- მეც სულ მენატრებიან. მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. თავი რეალით შოუში მგონია. უნამუსო ვიყო, წუხელ საძინებელშიც ველოდი ვინმეს შემოსვლას. - ხმით გაიცინა.
- ცუდო. - მეც გამეცინა. დაძაბულობა თანდათან გამიქრა. მყუდრო კაფეში წავიხემსეთ და დოკუმენტების მოსაწესრიგებლად გავეშურეთ. მთელი დღე ერთად გავატერეთ, თითქოს გაუცხოების გრძნობაც გამინელდა. ვცდილობდი შემერგო მასთან გატარებული თითოეული წამი. სახლში დაღლილი მაგრამ ბედნიერები დავბრუნდით. ყოველ შემთხვევაში მე ვიყავი ბედნიერი. არც ირაკლი გავდა ნატანჯს.
- ასე რატომ დაგაგვიანდათ? - ირაკლის მეგობარი აჩო გამოგვეგება. - მეთქი ნამცეცობაზე უკეთ გავერთობითქო. ბიჭები ყელგამშრალი გელოდებით თქვენ კი ნწ ნწ ნწ... - თავი გადააქნია ვითომ უკმაყოფილოდ.
- საელჩოში ვიყავით. სამედიცინო დასკვნები სჭირდება ნინას ისე ვიზას არ მისცემენ. ამიტომ დაგვაგვიანდა.
- კაი ტოო, მერე რა ქენით მოაგვარეთ?
- კი. ხვალ იქნება პასუხები და ეგრევე მივუტან. ბიჭები აქ არიან?
- არამარტო ბიჭები. - თვალი ჩაუკრა აჩომ და მე გადმომხედა. სახლიდან ჟრიამულის ხმა გამოდიოდა. ირაკლიმ წელზე მომხვია ხელი და გადმომჩურჩულა რას გეუბნებოდიო. და თან იცინოდა.სახლში შესულებს რამდენიმე უცხო სახეც დაგვხვდა. ჩვეულებრივად მივიღე. თუმცა ირაკლის, რომ სახეზე ღიმილი შეაშრა მივხვდი რაღაც რიგზე ვერ იყო.



ისევ ინტრიგას დავტოვებ, რომ უფრო მოუთმენლად მელოდოთ :)



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ალბათ ეს ისაა ვისაც ტელეფონზე სიყვარულს უხსნიდა. ცოტა ეომ გაზარდო თავები. კარგად წერ. უბრალოდ ისე უცებ ვკითხულობ
ძალიან კარგიააა. ყოჩაღ

 


№2 სტუმარი ეკა

უკვე ძალიან მომწონს ეს ისტორიაა,სასიამოვნოდ წასაკითხია.სულმოუთქმელად ველოდები ახალ თავს

 


№3 სტუმარი Ana-maria

მომწონს ისტორია, ოღონდ პატარა თავებია. ძალიან. მინდა მრავალწლიანი სიყვარული უიმედოდ დასრულდეს. ნინას გრძნობა მინდა დაუფასდეს და ირაკლი იდიოტად არ დარჩეს. ველი ცოტა უფრო დიდ თავს

უიმედოდ არ დასრულდეს.

 


№4  offline წევრი Life is beautiful

ერთი სული მაწ როდის დაიდება♥️

 


№5 სტუმარი м ....

საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხია, დიდი ინტერესით ველოდები, შემდეგ თავს.
წარმატებები.

 


№6  offline წევრი gabi du

Qeti qimucadze
ალბათ ეს ისაა ვისაც ტელეფონზე სიყვარულს უხსნიდა. ცოტა ეომ გაზარდო თავები. კარგად წერ. უბრალოდ ისე უცებ ვკითხულობ
ძალიან კარგიააა. ყოჩაღ

2 საათში ავტვირთავ ახალ თავს. მიხარია, რომ სიუჟეტი ადვილად გამოსაცნობი არაა :) მადლობა, რომ კითხულობ.

ეკა
უკვე ძალიან მომწონს ეს ისტორიაა,სასიამოვნოდ წასაკითხია.სულმოუთქმელად ველოდები ახალ თავს

მადლობა ძვირფასო. :*

Ana-maria
მომწონს ისტორია, ოღონდ პატარა თავებია. ძალიან. მინდა მრავალწლიანი სიყვარული უიმედოდ დასრულდეს. ნინას გრძნობა მინდა დაუფასდეს და ირაკლი იდიოტად არ დარჩეს. ველი ცოტა უფრო დიდ თავს

უიმედოდ არ დასრულდეს.

ირაკლი არა და სიყვარული ნამდვილად იდიოტია :)

Life is beautiful
ერთი სული მაწ როდის დაიდება♥️

2 საათში ავტვირთავ. მაგრამ ყველაფერი ადმინისტრატორზეა დამოკიდებული. :)

м ....
საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხია, დიდი ინტერესით ველოდები, შემდეგ თავს.
წარმატებები.

დიდი მადლობა. ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ.

 


№7  offline წევრი OKI ME

ოოო, ვინ არის ნეტა? ვის გამო შეაშრა ღიმილი? ვაჰ, საინტერესოდ ვითარდება მაგრამ ეს ინტრიგნული დასრულება რა იყო? laughing laughing ოხ, ირაკლი გამაგებინა რას ხლართავ ერთი smile smile

 


№8  offline წევრი gabi du

Megioki
ოოო, ვინ არის ნეტა? ვის გამო შეაშრა ღიმილი? ვაჰ, საინტერესოდ ვითარდება მაგრამ ეს ინტრიგნული დასრულება რა იყო? laughing laughing ოხ, ირაკლი გამაგებინა რას ხლართავ ერთი smile smile

უკვე ავტვირთე მაგრამ დასასრულს კიდევ უფრო დიდი ინტრიგა დავტოვე :)

 


№9  offline წევრი Marikagogolqdze

მალე მალე დადე ხოლმე რა
მადლობა

 


№10 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ირაკლის შეყვარებული იქნება აბა ვინ გაუწრობდა ღიმილს ცუდია ნინას ასეთი მოტყუება მადლობა წარმატებები ????

 


№11  offline წევრი Chocolate from White Hell

დავინახე თუ არა მეორე თავი, გულმა რეჩხი მიყო. არ მეცალა, მაგრამ მაინც წავიკითხე. წინა თავის დანაკლისი, წაკითხვის შემდეგ შევივსე, მაგრამ ისევ ინაძირლე და ამომდღლიზე სული.

დამასხა ცივმა ოფლმა და ამიწრიაპდა სული. მეთქი, გიპოვი და...არ ვიცი რას გიზამდი, მაგრამ მაინც.

შემდეგ იყო...
:დდდდ!

 


№12  offline წევრი gabi du

Chocolate from White Hell
დავინახე თუ არა მეორე თავი, გულმა რეჩხი მიყო. არ მეცალა, მაგრამ მაინც წავიკითხე. წინა თავის დანაკლისი, წაკითხვის შემდეგ შევივსე, მაგრამ ისევ ინაძირლე და ამომდღლიზე სული.

დამასხა ცივმა ოფლმა და ამიწრიაპდა სული. მეთქი, გიპოვი და...არ ვიცი რას გიზამდი, მაგრამ მაინც.

შემდეგ იყო...
:დდდდ!

:D :) შენ ბოლო უნდა ნახო.

 


№13  offline წევრი Chocolate from White Hell

gabi du
Chocolate from White Hell
დავინახე თუ არა მეორე თავი, გულმა რეჩხი მიყო. არ მეცალა, მაგრამ მაინც წავიკითხე. წინა თავის დანაკლისი, წაკითხვის შემდეგ შევივსე, მაგრამ ისევ ინაძირლე და ამომდღლიზე სული.

დამასხა ცივმა ოფლმა და ამიწრიაპდა სული. მეთქი, გიპოვი და...არ ვიცი რას გიზამდი, მაგრამ მაინც.

შემდეგ იყო...
:დდდდ!

:D :) შენ ბოლო უნდა ნახო.

ეეჰ;დდდ ვნახავ, აბა არ ვნახაავ??!! გულის პრანჭვები მაქვს, მე უბედურს:დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent