მე გავთხოვდი 3
თვალი ირაკლის მზერას გავაყოლე. ორი საკმაოდ ლამაზი გოგონასკენ ჰქონდა მიპყრობილი, რომლებიც გაცხარებით კამათობდნენ ერთმანეთში და ჩვენ არც კი შევუმჩნევივართ. მაშინვე დილის დიალოგი გამახსენდა და გულმა რეჩხი მიყო. - სიძე-პატარძალიც მოსულაა. - თქვა ირაკლის მეჯვარემ ნიკომ. გოგონებმაც კამათი შეწყვიტეს და ჩვენსკენ გამოიხედეს. - ირაკლიიი საყვარელო, გილოცავ. - გაწელილად დაუძახა წითურმა. წამოდგა და ჩვენთან მოვიდა. კარგად ამათვალიერ-ჩამათვალიერა. - მეგონა ქერები მოგწონდა. - რაღაცნაირად ნიშნისმოგებით მიმართა ჩემს ქმარს და დამცინავად მომაჩერდა. - მეც გამიკვირდა იცი? აქ ლანას დუბლიკატს ველოდი. ეს კი სულ სხვანაირია. - ვითომ ჩუმად გადაულაპარაკა მეორემ, რომელიც წამში ჩვენთან გაჩენილიყო და ინტერესით მათვალიერებდა. ირაკლი აშკარად გაბრაზებული იყო, თუმცა თქმით არაფერი უთქვამს. მე კი, ისე ვიწვოდი თითქოს ცეცხლში ჩავეგდეთ. - მაპატიე საყვარელო ქორწილში ვერ მოვედით, ჩვენს მეგობარს ცუდი დღე ჰქონდა და ვამხნევებდით. ახლა გილოცავთ. მე სოფო ვარ. - აფერისტულად მომმართა ქერამ და ხელი გამომიწოდა. - მადლობა. სასიამოვნოა. - ვუთხარი მეც და ხელი ჩამოვართვი. - ახლა როგორ არის თქვენი მეგობარი? რა შეემთხვა? - დავამატე ყოყმანის შემდეგ და თვალი თვალში გავუყარე. - კარგად არის კარგად. უბრალოდ, ორი კურდღლის მადევარის ბედი გაიზიარა. - მითხრა ნიკომ, მკლავში ხელი გამიყარა და სამზარეულოსკენ წამიყვანა. - წამოდი, მთელი დღეა გელოდები შენი მოხარშული ყავა რომ დავლიო. მივხვდი, სიტუაციას გამარიდა. მაინტერესებდა ირაკლის რეაქცია, პასუხი. მაგრამ არცერთხელ შემიხედავს მისთვის. ძაღლი, ძაღლის ტყავს არ დახევსო მომაგონდა ნიკოს საქციელზე მაგრამ მადლიერიც კი ვიყავი მისი. ვაიდა თავი ვერ შემეკავებინა და რამე ისე მეთქვა ირაკლისთვის მეტკინა გული. სავარაუდოდ ეს ორი გოგო იმის დაქალები იყვნენ ვინც ჩემს ქმარს უყვარდა. მძიმე დღეც ირაკლის ქორწილის გამო ექნებოდა და ლანაც ის იყო. რაღაც სიუჟეტი შევკარი, მაგრამ ეს ძალიან მცირე იყო საიმისოდ მთელი სურათი მენახა. უმიზეზოდ არფერი ხდება, ირაკლისაც თავისი მიზეზი ექნებოდა და მჯეროდა ადრე თუ გვიან თავად მეტყოდა. არ ვაპირებდი მისთვის ისტერიკის მოწყობას. ეს ჩემს ხასიათში არ ჯდებოდა და მეორეც არაფრით მივცემდი ამ ორ ქაჯს იმის უფლებას, მიზნისთვის მიეღწიათ და მათ პროვოკაციას ავყოლოდი. - მოხვედი ძვირფასო. - გაუხარდა მანიკას ჩემი დანახვა. - ხომ ყველაფერი რიგზეა? რა გითხრეს საელჩოში? - შეიძლება პრობლემა შეგვექმნას და ერთად ვერ წავიდეთ. - უხალისოდ ვუპასუხე. - რატომ? - აშკარად შეწუხდა ჩემი დედამთილი. - სრულ სამედიცინო გამოკვლევას ითხოვენ. ზოგიერთ მადგანს კი დრო სჭირდება. - ნუ ღელავ. ირაკლი ყველაფერს მოაგვარებს. - მომეხვია მანიკა. - ირაკლის მეგობრები გაიცანი უკვე ხომ? რამდენიმე მათგანი მეც პირველად ვნახე. ახლა ხაჭაპურებს ჩავამატებ და დავსხდეთ. თქვენც გეშიებათ. - თქვენ გადით სტუმრებთან დედა, ხაჭააპურებს მე მივხედავ. - ახლა მათთან გასვლას ყველაფერი მერჩია. დამშვიდება მჭირდებოდა. მაგრამ ჩემმა დედამთილმა თავი გაიგიჟა და ისევ სასტუმრო ოთახში გამაგდო. ირაკლის გვერდით წითურს დაეკავებინა ადგილი, რომლის სახელი ჯერაც არ ვიცოდი. მეორე მხარეს აჩო ეჯდა. მოკლედ ყველას თავისი ადგილი ეკავა სუფრასთან ჩემი კი, არსად იყო. უფრო სწორად იყო, მაგრამ სუფრის მეორე ბოლოს. ნიკოს თავისი ყავა მივაწოდე და ცარიელი ადგილას დავჯექი. არც ახლა შემიხედავს ირაკლისთვის. ტელეფონი ამოვიღე და ტატას მივწერე რამდენ ხანში მოხვალ-თქო. ცივი წყალი გადამასხა. ისეთ ადგილას ვარ ამ საღამოს ვერაფრით გამოვალ და ხვალ გნახავო. ისევ მარტო ვიგრძენი თავი. წვენი დავისხი. არ მწყუროდა, მაგრამ რაღაც ხომ უნდა მექნა. რამდენიმე ყლუპი მოვსვი და ჭიქა ადგილს დავუბრუნე. - მეც მომაწოდე რაა. - წვენზე მიმითითა ირაკლიმ, რომელიც ჩემს გვერდით დაჯდა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ როგორ გამიხარდა მისი ეს ჟესტი. თითქოს ხომ არაფერი, მაგრამ იმ წუთას ჩემთვის ისევე, როგორც მომაკვდავისთვის ჰაერის, ჟანგბადის ტოლფასი იყო. წვენი მივაწოდე. მან ჯერ მე შემივსო, მერე თავისთვის დაისხა. - ისინი ლანას მეგობრები არიან. ყურადღებას ნუ მიაქცე გთხოვ, მოსალოდნელიც იყო მათგან ეს ქცევა. - ხელი გადამხვია და ყურში ჩამჩურჩულა. ისე მითხრა ლანას მეგობრები არიანო, თითქოს აუცილებლად უნდა მცოდნოდა ლანა ვინ იყო. დანაშაულიც კი იყო, ჩემგან ამის არცოდნა. მეწყინა. უფრო მეტკინა, მაგრამ მისი გადახვეული ხელი ყველანაირ წყენასა და ტკივილს მინეიტრალებდა. არაფერი მითქვამს... ისევ გავჩუმდი. - რამდენი ხანია რაც ერთმანეთს იცნობთ? - ისევ წითური შეგვეხმიანა. - პირველად რომ ვნახე 14-ის იყო. ახლა 22-ისაა. თვითონ განსაზღვრე თეკლა. - უპასუხა ირაკლიმ. - ანუ ,,ენზეში" გყავდა? - წარბია აწია თეკლად წოდებულმა. - რეზერვის არსებობა შენ და შენს მეგობრებს არ უნდა გაგიკვირდეთ. მაგრამ მაინც, დავაკმაყოფილებ შენს ცნობისმოყვარეობას და გეტყვი, რომ ნინა ჩემთვის რეზერვი არასდროს ყოფილა. ბავშვი იყო და ვერც ვაკადრე რამე მეთქვა. უკვე დაქალებული რომ შემხვდა მივხვდი, თურმე, ქერა კი არა შავგრემანი მომწონდა. უბრალოდ მანამდე არ შემხვედრია ისეთი შავგრემანი ამას რომ მიმახვედრებდა. მიხარია, რომ ჩემს გვერდზე სწორედ ის არის. კიდევ რა გაინტერესებს? ბარემ ერთად მკითხე, რომ კითხვისნიშნები აღარ დაგრჩეს. - მშვიდი ხმა ჰქონდა ჩემს ქმარს. ვერ გადმოვცემ რა დამმართა მისმა სიტყვებმა. რომელიც სულაც არ იყო გამოსარიცხი მათი გულზე გასახეთქად ეთქვა და სიმართლესთან ახლოსაც არ ყოფილიყო. მაგრამ ჩემთვის ყველაფერი იყო. გულში თითქოს მდუღარე ლავამ ამოფეთქა და მთელს ორგანიზმში ამ ცხელ სითხეს ანაწილებდა. ისეთი სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა ტრანსში ჩავვარდი. - მიხარია ბედნიერი თუ ხარ. - ნირწამხდარმა უპასუხა წითურმა და უხალისოდ დაუწყო ნამცხვარს ჭამა. - შენ რატომ არაფერს ამბობ საყვარელო? - ახლა სოფო მომიბრუნდა. სანამ რამეს ვუპასუხებდი თეკლა გაეპასუხა. - დააცადე, ალბათ, ფიქრობს ირაკლის მილიონები რაში დახარჯოს. - გადაიკისკისა. თვალები ცრემლით ამევსო. ჩემს ქმარში ყველაზე ნაკლებად რაც მაინტერესება მისი მილიონები იყო. მერჩივნა კიდეც არფერი ჰქონოდა და მშვიდად მეცხოვრა. - ნინა, შვილო კარი გააღე თუ შეიძლება. - მითხრა ჩემმა დედამთილმა. რომელიც აქამდე ჩუმად იჯდა. უსიტყვოდ წამოვდექი და კარი გამოვაღე. მეგონა ვინმე მოვიდა და კაკუნი გამომრჩა. როგორც კი კარი გამოვაღე ჩემი დედამთილის სიტყვები მომესმა. - კარი ღიაა. ახლავე დატოვეთ ჩემი სახლი. არ ვიცი თქვენ როგორ ოჯახში გაიზარდეთ და რაა მიღებული. მაგრამ ჩემს ოჯახში მსუბუქი ყოფაქცევი ქალები არ დადიან. - გაცეცხლებული მისჩერებოდა წითურს. ოჯახში მიგიღეთ, როგორც ჩემი შვილის მეგობრები, რომლებსაც ჩვენი სიხარულის გაზიარება სურდათ. მაგრამ როგორც ჩანს სხვა გეგმები გქონიათ. ჩემმა რძალმა კარი უკვე გაგიღოთ. წაბრძანდით იქ, სადაც თქვენნაირები იკრიბებიან. - გავშრი. ვერ ვიტყვი, რომ არ მესიამოვნა მისი მხარდაჭერა, მაგრამ მათი სახლიდან გაყრა არ გამხარებია. ირაკლისკენ გამექცა მზერა. დაძაბული იჯდა. მეც უხერხულად ვიგრძენი თავი კართან რომ ვიდექი. - მსუბუქი ყოფაქცევის ქალი რძლად დაისვით და ჩვენ გვეძახით ასე? - აღშფოთდა სოფო და ეგრევე წამოხტა. ნერვიულობისგან სული შემეხუთა. შეურაწყოფას მაყენებდნენ მე კი არაფრის თქმა არ შემეძლო. საკუთარ თავს ვერ ვშველოდი იმის შიშით ირაკლის არ სწყენოდა. ის კი, როგორც ჩანს, არც აპირებდა ჩემს სასიკეთოდ რამის თქმას. - რას ბოდავთ. ახლავე გაეთრიეთ აქედან. - ნიკო წამოენთო.ორივეს ქეჩოში წვდა და კარისკენ წამოათრია. - არ მითხრათ, რომ წმინდაინია. რომ არ იყოს სხვის საქმროს ლოგინში არ ჩაუხტებოდა და თავის შესაღების მიზნით არ დაორსულდებოდა. - არ ცხრებოდა ქერა. მე, იქ მოვკვდი. მეტკინა ჩემი უსუსურობა, ფეხქვეშ გათელილი ღირსება და ყველაზე მეტად ირაკლის უმოქმედობა.უხმოდ მოვცილდი კარს. ყველა მათგანს გვერდი ავუქციე და ჩემს ოთახში ავედი. რა სასაცილო ვარ. სად მქონდა ჩემი ოთახი. ამ სახლში არაფერი იყო ჩემი. და მაინც ამ სახლიდან არსად არ მინდოდა წასვლა. კარი გადავკეტე. საწოლზე პირქვე დავემხე და ბალიშში თავჩარგული მთელი ხმით ავღრიალდი. თავს ვიდანაშაულებდი, უშვერი სიტყვებით ვლანძღავდი მაგრამ არცერთი სიტყვა დამცდენია ირაკლის სასაყვედუროდ. ნუთუ იმდენად მიყვარდა და მიღირდა ეს ადამიანი ასე ერთიანად დამეთმო, ღირსება, პატიოსნება, თავმოყვარეობა და საერთოდ ცხოვრება. მივხვდი, რომ მიღირდა და უარესად ავღრიალდი. შემებრალა საცოდავი არსება, როგორადაც ისე ვიქეცი ვერც კი გავიაზრე. არ ვიცი რა მოხდა ქვევით. ან რამდენ ხანს ვიყავი ოთახში მარტო. თავი ხელში ავიყვანე, დასიებული თვალები მაკიაჟით დავიფარე და გარეთ გამოვედი. ზურგით შეტრიალებულ სკამზე ფეხებგაჩაჩხული ირაკლი იჯდა და სკამის საზურგეზე ნიკაპი ჩამოედო. კართან მდარაჯობდა, როგორც ჩანს მაგრამ შემოსვლა ვერ გაბედა. როგორც კი დამინახა მაშინვე წამოდგა და ორ ნაბიჯში ჩემთან გაჩნდა. - ნინა... - მხოლოდ ეს მითხრა და ჩამეხუტა. თითქოსაქამდე ცარიელი ვიყავი და ახლა ავივსე. ყველა ტკივილი ერთიანად გამიყუჩდა და მას მივენდე. - არაფერი მითხრა, გთხოვ...- მხოლოდ ეს ვუთხარი. არ მინდოდა სხვა რამეზე მეფიქრა. მხოლოდ მასთან ყოფნა მინდოდა. მესმოდა მისი გამალებული გულისცემა და ეს სამყაროზე მეტი იყო ჩემთვის. - უნდა აგიხსნა. - უკან გამწია და თვალებში ჩამხედა. არ ვიყავი მზად სიმართლის გასაგებად. ვიცოდი, რაც არ უნდა ეთქვა მაინც დავრჩებოდი მასთან და ეს სამუდამოდ დამიკარგავდა საკუთარი თავის პატივისცემას. ამიტომაც მერჩია ჩუმად ყოფილიყო. ტუჩებზე ხელი მივადე, თვალებში ჩავხედე და ვკითხე. - მართლა გინდა, რომ შენი ცოლი მე მერქვას? - შეიძლება დაგვიანებული კითხვა დავსვი, მაგრამ ახლა ამის გარდა არაფერი მაღელვებდა. - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.