ფსკერზე დალექილი იმედის სხივები (II თავი)
*** ოთხშაბათს დეპრესია მორეულმა და სულის გარეშე დარჩენილმა კესომ კვლავ ცადა თვითმკვლელობა, ამჯერად მაგდამ გადამარჩინა. ხო ასე უბრალოდ არ მომცა საშუალება სისხლისგან დავცლილიყავი. ვერავინ იგებდა იმას თუ როგორ მჭირდებოდა დასვენება. ღრმა ძილი. თვალებს რომ ვხუჭავდი და ჩვეულებრივ ვიძინებდი მაშინაც კი ვერ ვისვენებდი. მდგომარეობა იმდენად დამიმძიმდა, რომ სახლში გაწერის მაგივრად ისევ კლინიკაში დამტოვეს. არავის ნახვა აღარ მინდოდა. მათ შორის აღარც ნუკასი, რადგან მისი მზერა კიდევ უფრო მანადგურებდა. პარასკევს შუა ღამეს ისევ გამოჩნდა ჩემი მოლანდება. სინათლე არ ენთო თუმცა ვიცოდი სადაც იყო. დივანე იჯდა და საუბრობდა. იოანე, ჩემი ეგოთაგან ერთერთად მივიჩნიე, ნაწილად ,რომელსაც რაღაცნაირად უნდა რომ გადარჩეს. -არ გიფიქრია ჩემზე უთხრა მაგდას? -არ აქვს აზრი -სისხლი გამოგივიდა? რას გრძნობდი -მაგდა მოვიდა... ისევ სირცხვილს და უუნაობას.. -ისევ ფიქრობ რომ შენი ფანტაზიის ნაყოფი ვარ? -ეგ ხარ.. -რით ამტკიცებ? -იმით რომ ჩემი უაზრო არსებობით უბრალო უცნობი არ დაინტერესდება, მითუეტეს მის სანახავად არ ივლის - კარგია, თუმცა მყარი არგუმენტი ვერაა - უნდა დავიბნე? ჩემს ილუზიებში უნდა დავიკარგო? -არა უნდა ეცადო და გაარკვიო ნამდვილი ვარ თუ არა.. იქნებ მართლა გაგიჟდი- ბალიში წამოვიმხე თავზე, ისტერიული სიცილ-ტირილი ამიტყდა. -არ მინდა გხედავდე... არ შეიძლება... არ შეიძლება - ხუთი წუთი ასე ვიყავი შემდეგ კი ისევ ცარიელი ოთახი. ჭკუიდან ვიშლებოდი და საბოლოოდ ვნადგურდებოდი. მეორე დღეს სრულიად უცხო გარემოში აღმოვჩნდი, მაგდას სამკურნალო ცენტრში გადამიყვანეს. ექთანი შემოვიდა და საჭმელი შემომიტანა.. დიდხანს ვფიქრობდი რა მექნა ბოლოს კანკალით ავიღე მოხარშული თევზის პატარა ნაჭერი და ჭამა დავიწყე. ცრემლად ვიღვრებოდი თუცა მაინც ვჭამე, ჩემ თავს გადავაბიჯე. გრძნობები კიდევ უფრო აირია. შუა დღეს მაგდა მოვიდა და მიისი დანახვა გულრწფელად გამეხარდა. -ძალიან ცუდად ვარ... აქედან მინდა წავიდე..- ამოვიტირე და საწოლს მივეყრდენი- მარტო ვარ. -შენ თქვი რომ ნუკას ნახვა არ გსურდა -.... მინდა თეთრ კედლებს თავი დავაღწიო და ადამიანურად ვიმკურნალო -ადამიანურ მკურნალობაზე რამდენიმეჯერ თქვი უარია, ვეღარავის გააცურებ კესო... -განგებ აკეთებთ? ბოლომდე უნდა გავგიჟდე... -ნუ ტირი, არავინ ცდილობს შენს გაგიჟებას... არც აქ დაუბიხარ ვინმეს კესო, შეგიძლია ეზოში გახვიდე, ისეირნო და ის აკეთო რაც შენ გინდა. -... სული მეხუთება -თითმკვლელობა სცადე.... ვერ გაგიშვებთ აქ უსაფრთხოდ იქნები, არ გინდა გამოკეთდე? -აზრი აქვს მაგას? -აი ამ კითხვას რომ აღარ დასვამ მაშინ წახვალ აქედან -ძალით გამაჩერებთ? - სხვა თემაზე ვისაუბროთ.. -და რაზე? -ყველაფერზე რაც გაწუხებს კესო... -ყველაფერი მაწუხებს... მინდა მალე მორჩეს ყველაფერი -ხოდა მომყევი, უბრალოდ მისმინე და იმოქმედე ისე როგორც მიგითითებ -ბანალური არაფრისმთქმელი სიტყვებია.. თქვენ არ შეგიძლიათ ჩემი დახმარება. მხოლოდ თავს იტყუებთ, მეტი არაფერი. ყველა ასეა- მაგდასთან საუბარმა 60 წუთი გასტანა, შემდეგ ისევ მარტო დავრჩი, საწოლიდან წამოვდექი და საკმაოდ მყუდრო ოთახი ძირფესვიანად შევისწავლე, ჩემს ძილში ჩემივე ნივთების მოტანაც მოუსწრიათ, აბაზანაში შევედი და ჩემს ანარეკლს დავაკვირდი, მომწონდა... ჩემი თავი მომწონდა ყველაფრის მიუხედავად. მაისური გადავიძვრე, რამდენიმე წუთი თვალი არ მომიშორებია სარკის მეორე მხარეს მდგარი ფერმკრთალი არსებისთვის. მომწონდა ჩავარდნილი ლოყები. ფერმკრალი ტუჩები, მოლურჯო მოწითალო კონტურით. მკვეთრად დამჩნეული ლავიწის ძვლები კისერზე გამოკვეთილი ცისფერი სისხლძარღვები. ოდნავ წამოზრდილი მკერდი შევარდნილი მუცელი. გამოკვეთილი ნეკნები ჩემი მონეტისოდენა მკლავები და ფეხები... ვიცოდი ეს ყველაფერი არ იყო ნორმალური, თუმცა მომწონდა. შხაპი მივიღე, მაისური გადავიცვი და ისევ წამოვწექი. საჭმელი შემომიტანეს, ის ექთანი მანამ არ გავიდა სანამ მთლიანად არ შევჭამე თეფშზე ლამაზად დაწყობილი საჭმელი. საპიფარეშოს კარი დროებით ჩამიკეტა ( საჭმელი უკან რომ არ ამომეღო) და გავიდა, არ გამიგია როგორ გააღო, მე მალევე ჩამეძინა. მხოლოდ ღამით გამეღვიძა, უჩვეულო სიცივემ და მარტოობამ გამაღვიძა. წამოვჯექი და ავტირდი, არ ვიცი რატომ თუმცა აშკარად მშველოდა. ვტიროდი და ვგრძნობდი როგორ დაცოცავდა ჩემს გამომშრალ სახეზე მლაშე წვეთები. -ყველაზე ჯიუტი არსება ხარ ვინც კი აქამდე მინახავს- იოანე.. -ისევ... -ნუ ტირი... არ გელანდები-მეთქი -სისულელეა ეს ყველაფერი -გამომართვი- ღიმილით მომაწოდა სალფეთქი-მოიწმნდე ეგ ცრემლები და დარწმუნდი იმაშიც,რომ რეალური ვარ. მართლა მოვდივარ შენთან და მართლა მინდა დაგეხმარო -ეს...- სალფეთქი გამოვართვი, და გავოცდი, ყველაფერი რეალური იყო... ვეხებოდი, თუმცა მაინც შემეშინდა ესეც გონების მიერ ახლართული, არარეალური გრძნობებია-თქო. -ასე ნუ იყურები.. -საწოლზე ჩამოჯდა და ხელი ჩემს თითებს შეახო-ნახე, გრძნობ ხო? -მაშინაც ვგრძნობდი -გამიცინაა - გიცნობ კიდეც, ახლა უფრო გაგიცანი, შენი ეგო გეგონე -მღვიძავს? -კი, დამშვიდდი.. უბრალოდ ეს ყველაფერი მაგდას გეგმის ნაწილი იყო... ის რომ დაბნეულიყავი, თავიდან მუშაობდა, მაგრამ მერე ვაი თუ უფრო გაერთლებინა ყველაფერი, ამიტომ ისევ მე დაგარწმუნე იმაში რომ შენი ფანტაზიის ნაყოფი არ ვარ. მე იოანე გიგანი ვარ... შენი ეგო არა, და მაგდა დედაჩემია, ეს ყველაფერი კი დამთხვევა. -ის ღამე ანუ -კი. მართლა გადაგარჩინე. -ჯანდაბა! რატომ მეთამაშებით?!- გაბრაზებული წამოვდექი -ისევ შენს გონზე მოსაყვანად -უფრო რომ გავგიჟდი? -არ გაგიჟებულხარ, ნუ დრამატურგობ. დაჯექი ახლა -რა გინდა ჩემგან? -მინდა დაგეხმარო... როგორც ძველ ნაცნობს -ვერ ვხვდები - ორი წლის წინ შევხვდით ერთმანეთს, შენს დასთან ერთად გამოფენაზე იყავი -არ მახსოვხარ -ვიცი.. -იმ ღამით.. შენ .. -მხოლოდ მაშინ გიცანი, როცა კლუბიდან წამოგიყვანე... გიცანი.. - ისევ გაიღიმა და სიგარეტს მოუკიდა -ეს ყველაერი...-თავი ამტკივდა და თმაზე ნერვიულად მოვისვი თითები -დამშიდდი და დაჯექი. აქ იმიტომ ვარ რომ მინდა დაგეხმარო, გული დამწყდა როცა დაგინახე, რა დღეში ჩააგდე შენი თავი? ასე როგორ დაეშვი ფსკერისკენ კესო? -....-გაჩუმებული დავაკვირდი მის სახეს, საწოლზე ჩამვჯექი და შემდეგ ჩემს თითებზე გადავიტანე მზერა. -ვიცი რომ მართლა არარეალურს ჰგავს ყველაფერი. როცა გავიგე რომ დედაჩემთან მკურნალობ კიდევ უფრო მომინდა ის კესო დამენახა, რომელიც ორი წლის წინ გამოფენაზე ვნახე... -რატომ? -იმიტომ რომ ძალიან დამაფიქრა. მწვანე თვალები სევდიანი, თუმცა მაინც განსხვავებულად მოციმციმე .. უცხო მზერით და დიდი ინტერესით აკვირდებოდი ნახატებს -..არ მახსოვხარ -გავიმეორებ,რომ ვიცი. -აქ არ უნდა იყო იოანე -შენც არ უნდა იყო ასე ქალბატონო კესო- სიგარეტი ჩააქრო, შემდგ წამოდგა- -ძლივს ვიჯერებ იმას,რომ მართლა რეალური ადამიანი ხარ -ვიცი. დაღლილი სახე გაქვს, დაიძინე, რაც მინდოდა რომ მეთქვა გითხარი, ხვალ შევხვდებით. -ხვალ? -ხო... -იქნე არ მინდა -შენ არაფერი არ გინდა... თუმცა მაინც ვეცადოთ ფსკერზე დალექილი იმედის სხივები როგორღაც ზედაპირზე ამოვიყვანოთ -ვერ მაფიქრებ, მაშინ უფრო მაფიქრებდი როცა ჰალუცინაცია მეგონე. გამომშრალი ტვინისთვის შენი საუბარი საინტერესო იყო.. ახლა კი ჩემი გადმოსახედიდან როგორც მსუნთქავი არსება არასაინტერესოდ მეტყველებ- საბანი დავიხურე და კარში მდგომს გავხედე -რა სასიამოვნო კომპლიმენტებია. ძალიან ტკბილი ხარ - თვალი ჩამიკრა და კარი გაიხურა, უნებლიედ გამეღიმა. უცხო ადამიანის ყურადღებამ რაღაც დადებითად იმოქმედა და ის მოვლენა, მთელი ეს დრო ყველა რომ მაბრიყვებდა გადამავიწყდა. მეორე დილით კვლავ დავაძალე საკუთარ თავს საჭმლის მიღება, შემდეგ კი ეზოში გავედი. სხვა პაციენებიც იყვნენ ამ ცენტრში, ზოგიერთი სულ სხვა დაავადებით იყო. სულ 11 ადამიანი მკურნალობდა და მათგან ჩემი მსგავსი პრობლემა 5-ს ჰქონდა, მათთან კონტაქტი მეკრძალებოდა, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, დანარჩენები უბრალოდ სხვა სამყაროში იყვნენ და მათთან კიდევ უფრო რთული იყო საუბარი. გაბრაზებულმა ეზო დავტოვე, საშნლად მოქმედებდა ეს ყველაფერი. ოთახში ასვლიდან რამდენიმე წუთში კი ნუკა მოვიდა, თავიდან არ ვიკარებდი მაგრამ მერე ვერ მოვითბინე და ძალიან ძალიან ჩავეხუტე. მერე იყო ცოტა საუბარი და საათ ნახევარში კვლავ დამტოვა. ***** მთელი ორი კვირა გასტანა ჩემმა უსაქმურმა, ერთფეროვანმა და უსახურმა დღეებმა. შემდეგ ოდნავ მივეჩვიე, უკვე სხვებთან ურთიერთობის ნებაც დამრთეს და უნდა ვაღიარო თავი უკეთ ვიგრძენი. მაგდას გადაწყვეტილებით საღამოობით ჩვენი დიაგნოზის კამანდა ერთად ვვახშმობდით, არც ისე მომხიბვლელი სურათი იყო თუმცა შეეჩვეოდა ადამიანი. -როდის გიშვებენ?- გვერდით მომიჯდა ანა, ჩემგან განსხვავებით ის ბულემიას ებრძოდა. -არვიცი.. შენ? -არც მე, უკვე 6 თვეა აქ ვარ- სახატავი გადაშალა და ხატვა დაიწყო -ხატავ? – -კი.. იოანე გვიტარებდა ხოლმე გაკვეთილებს... იოანე მაგდას შვილია, ძალიან კარგი ადამიანია. -ახლა? -ახლა იშვიათად მოდის, გაკვეთილებსაც ვეღარ ასწრებს... ნახეე - სახატავის ერთი ფურცელი გადაშალა და შავ-თეთრი ფანქრით დახატული იოანე მაჩვენა, სხვათ შორის არაჩვეულებრივად დახატული- -რა ლამაზიაა- გაკვირვება ვერ დავმალე -ხო, უნდა ვაჩვენო, ალბათ შემოივლის ... -რამდენი წლის ხარ ანა? -16 წლის ვარ... მხოლოდ 16 წლის- სევდიანდ გაიღიმა- გინდა შენც დაგხატო -ძალიან გამიხარდება -დაგხატავ... ოღონდ არ ვიცი როდის... რამე მომიყევი შენზე -... რა გაინტერესებს? -აქ როგორ აღმოჩნდი? - გრძელი ამბავია და დამღლელი. შენზე მომიყევი - მამაჩემმა და დედაჩემმა მომიყვანეს, უნდათ რომ აქ დავძლიო ჩემი არასწორი მიდრეკილება და ფიქრები. -უკეთესობა არ გაქვს? -არვიცი... მაგდამ მითხრა რომ კიო, მე ვერაფერს ვამჩნევ. მხოლოდ იმას რომ ხატვა აშკარად გამომდის -ხო, კარგად ხატავ... -შენ რამდენი წლის ხარ? -20 წლის ვარ.. -ანორექსია? -კი... - მხრები ავიჩეჩე და ეზოში მორბენალ გოგოს გავხედე -ეს ნათიაა, შიზოიდური პიროვნული აშლილობა აქვს, ვიღაც წარმოსახვითი მეგობარი ნიკა ჰყავს და სავარაუდოდ ახლაც მას ეთამაშება დაჭერობანას. - მსგავს ადამიანებს რომ უყურებ ცუდად არ ხდებით? -არა... -ჩემი აზრით არასწორია ჩვენი ერთად მკურნალობა -სულაც არა. თან მხოლოდ ეზოში თუ შევხვდებით მათ, არვიცი რას ფიქრობ თუმცა ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან. სპეციფიკური ფსიქიკის, თუმცა ადამიანები, კეთილები და თბილები- ფეხზე წამოდგა ანა- ახლა წავალ, დავიღალეე... აუცილებლად დაგხატავ -სასიამოვნოა შენთან საუბარი ანა- ვეცადე გამეღიმა,ანა წავიდა მე კი ეზოში ლაღად მორბენალ ნათიას გავხედე. უნებურად იოანე გამახსენდა. -შემიძლია გამოვიცნო რაზე ფიქრობ- გვერდიდან მისი ხმა მომესმა, მოულოდნელობისგან შევხტი- მშვიდადდ, -შენ? -ხო, მე მე.. იმედია კიდევ არ გჯერა იმის რომ მოლანდება ვარ -არა, ანა მესაუბრა შენზე- არ შემიხედავს ისე ამოვთქვი და შემდეგ ფეხზე წამოვდექი- -საეთ? - ოთახში უნდა ავიდე -რა არასტუმართმოყვარე ხარ- უკან ამედევნა- ანუ ანა გაიცანი? -შენ წამოიდგინე და კი, გაეხარდება თუ ნახავ გელოდება -ხო ვიცი... მაგდას აბარებს მოკითხვებს -აქ რატომ დადიხარ? -არვიცი... მათი ხედვები, ნახატები ძალიან საინტერესოა... -... -გინდა ჩვენს გაკვეთილებს დაესწრო? -ასე მითხრეს რომ შეწყვიტე -აღდგენას ვაპირებ -ხატვა არ გამომდის -მერე რა, სამაგიეროდ შეგიძლია სხვების საინტერესო ნახატები ნახო,დააკვირდე ისე, როგორც მაშინ გამოფენაზე აკვირდებოდი. -დავფიქრდები- კიბეები ავიარე და შევეცადე უკან გამოყოლილი იოანე არ შევიმჩნიე. თუმცა ვინ მაცადა -ასე რატომ იქცევი? -როგორ? -აი ასე, ადრე უფრო მიმჩნევდი როცა შენი წარმოსახვა გეგონე -ხო გითხარი, რომ როგორც რეალური, ისე არ ხარ საინტერესო-მეთქი. დავიღალე უნდა წავიდე -კარგი.. სამის ნახევრისთვის დაგელოდები.. ეზოში ვიქნებით- თვალი ჩამიკრა და დერეფნის მეორე მხარეს გადაუხვია. ჩასვლას არ ვაპირებდი, თუმცა ბოლოს როცა სამის ნახევარი მოვიდა ვერ მოვითბინე, ჩავიცვი ჩემი ჯინსის კომბინიზონი, თმა შევიკარი და ეზოში ჩავედი. ანა, ნათია, სოფო და ნაია ისხდნენ იოანესთან სიცილით უხსნიდა რაღაცას, თან ხატავდა. -ოჰოო ახალი წევრი..- ფუნჯი ყურს უკან დაიმაგრა და ჩემსკენ წამოვიდა- მიხარია რომ მოხვედი... -მხოლოდ ცოტახნით -ჩემს გვერდით დაჯექი ახალო- ნათია ღიმილით ჩაიწია, -მიდი - თვალი ჩამიკრა იოანემ, -სახატავები.. -არ მინდა, უბრალოდ გიყურებთ- გავუღიმე და ნათიას ნახატისკენ გამექცა თვალი... -ჯერ არ დამისრულებია, არ მიყვარს დაუსრულებელ ნახატებს რომ აკვირდებიან -ბოდიში, - მზერა ნათიადან ანისკენ გადავიტანე. -შენი სახელი არ ვიცი ახალო- ისევ ნათიას ხმა მომესმა -მე.. მე კესო ვარ. -მე ნათია მქვია, სასიამოვნოა, გიხედები ეზოში... ლამაზი თმა გაქვს... და კიდევ... ლამაზი თვალები -მადლობა- შესამჩნევად გავიღიმე - და სოფიას იცნობ? - ჯერ არა - გოგოებოოო -მე სოფია ვარ, ბიპოლარული აშლილობით- თან ხატვას განაგრძობდა თან მიღიმოდა, ნაია კი ანას მსგავსი დაავადებით იყო. შესსაბამისად საღამოს ვახშმობიდან კარგად ვიცნობდი მას. იოანე მშვენიერი მასწავლებელი აღმოჩნდა, გოგოები გაამხიარულა, ყურადღება გადაატანინა და ლამაზი ნახატებიც დაახატინა. ყველაზე მეტად ნათიას ნახატი მომეწონა, საინტერესო ფერებით შესრულებული ადამიანის სხეული. მაგდა ჯერ არ ტოვებდა იოანეს სადილზე, თუმცა ბოლოს მაინც დარჩა, ჩვენს ‘ხათრითმჭამლეთა ხუთეულს’ (ეს სახელწოდება ანას ეკუთვნის) შემოუერთდა, და იქაც მხიარულება შემოიტანა. -მოვრჩი- სუფრიდან წამოვდექი -არაფერი გიჭამია კესო, გთხოვ დაასრულე- მაგდამ თეფშზე მანიშნა -არ შემიძლია, დავიღალე.. გემრიელად მიირთვით- ჩემი ოთახისკენ წავედი. - ყველაზე უხასიათო ხარ- უკან იოანე მომყვა -რატომ გადამეკიდე? - სკლეროზი გაქვს? - ვღიზიანდები, -დიდად არ შეგემჩნევა, მოგეწონა ნახატები? -კი.. კარგია. არ მინდა საუბარი, მეძინება- წინ წავედი -ნუ მეუხეშები- მკლავში დამქაჩა, გაციებულმა სხეულმა იგრძნო როგორ დაიწყო მკლავიდან სითბოს გავრცელება, იმდენად მწველი შეგრძნება იყო დაეჭვებულმა დავხედე მკლავს ცეცხლი ხომ არ მიკიდია-თქო- -მტკივა!- -ხოდა ნორმალურად საუბარი ისწავლე- ხელი გამიშვა -ვინ ხარ და რა უფლებით მესაუბრები ასე?- -შენ რა უფლებით მესწერვები? - დავიღალე- -გაჩერდი და ადამიანურად დამელაპარაკე, ნუ ხარ ეგოისტი -ეგოისტი? -ხო ეგოისტი ხარ , ზუსტად ეგისტი! - ძალიან სასაცილოა ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ეგოისტს რომ უწოდებ! -არა პირიქით ლოგიკური დასკვნაა! -ჯობია სუფრას დაუბრუნდე- მაინც არ მოვუსმინე და ჩემი ოთახის კარი ცხვიწინ მივუჯახუნე. ორ დღეში ისევ გამოჩნდა იოანე, ამჯერად უკვე გოგოები მთხოვდნენ მათთან ერთად ყოფნას და მეც იძულებით ჩავედი მათთან. -დღეს რის დახატვას ვაპირებთ ქალბატონებო? -მე სიზმარი უნდა დავხატო- მთელი სერიოზულობით აიღო საღებავები ნათიამ -მე კესოს შევპირდი რომ დავხატავდი, ამიტომ მას დავხატავ- ანამ გამომხედა და უბრალო ფანქრები მოიმარჯვა -მე იოანეს ვხატავ- თქვა სოფომ -ოჰოო, რა კარგია, უკვე მეორე მოსწავლე მხატავს... მიხარია-თვალი ჩაუკრა იოანემ- კარგი და ნაია შენ? -ხეს, ამ ხეს რომლის ჩრდილ ქვეშაც ვხატავთ -კარგი მაშინ დავიწყოთ, მაგრამ კესო შენ არ გინდა ცადო? -არ გამომდის ხატვა -მერე რა, უბრალოდ აიღე საღებავები და თვითონ განიშნებენ რა უნდა ქნა- ნათიამ პალიტრა მომაწოდა- უნდა სცადო, აქ პროფესიონალი არავინაა, იოანეს გარდა -ხო, მართალია მიდი... იცი რა კარგიაა?- ნაიამ გამიღიმა, მეც აღარ გამიწევია წინააღმდეგობა, ხატვა დავიწყე, არ ვიცოდი რა უნდა დამეხატა, არაპროფესიონალურად გავუსვი ტილოს ცისფერ საღებავში ამოვლებული ფუნჯი, უნდა ვაღიარო ნაიაც და ნათიაც მართლები აღმოჩნდნენ. ნახევარ საათში მთლიანად საღებავებით ვიყავი შეფერადებული, თუმცა ეს არანაირ უარყოფით გრძნობას არ იწვევდა. პირიქით ეს რაღაც საოცარი განცდა იყო. უნდა ვაღიარო ყველაფერი დამავიწყდა. იმდენად შევყევი ტალღების ხატვას და იმდენად ღრმად შევიჭერი როლებში წამით ხმაც კი მომესმა.. ზღვა.. წვიმიან დღეს, აბობოქრებული ტალღები და მე. ანიმ მშვენივრად დამხატა ვაღიარებ, სოფოს დახატლი იოანეც საინტერესო იყო. ნაიას დახატული ‘შთაგონების ხეც’ და ნათიას დახატული იასამნისფერი სიზმარიც. -მშვენიერია... ძალიან ძალიან მაგარი- აღფრთოვანება ვერ დამალა იოანემ- კესო აი შენ კი ფურცელზე მეტად საკუთარ სახეზე და ხელებზე გაქვს ნახატი..- -ხომ ვთქვი არ მეხერხებათქო -მერე რა, ხომ დაისვენე_ ნათიამ გამიღიმა და მერე ჩემს ნახატს დააკვირდა- ზღვაააა, საკაოდ კარგია -გოგოებო, ისე ბევრი ნახატი გვაქვს დაგროვებული...ვინმეს რაიმე საინტერესო იდეა არ გაქვთ , იქნებ რაიმე გაგვეკეთებინა.. -ჩემი აზრით გამოფენა უნდა მოაწყოთ- სველი სალფეთქით ხელები გავიწმინდე- ხო, შესანიშნავი იქნება...- ჩემი აზრი თავადვე მომეწონა -ხო, ჩვენ ხო ყველა, როგორც გიჟ არანორმალურ არსებებს ისე აღგვიქვამს..ეს იქნება ჩვენი სხვა კუთხით დანახვის საშუალება- მთელი ემოციებით დაიწყო საუბარი ნათიამ -აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე....- ღიმილით შეგვათვალიერა იოანემ...- ამაზე მაგდას უნდა ვესაუბროთ... ხო ხოო უნდა ვისაუბროთ -მოიცადეთ, ხომ არ დაგავიწყდათ რომ აქურობის დატოვების უფლება არ გვაქვს- სოფომ დაიწყო საუბარი- გამოფენას კიდე ბევრი დრო, ენერგია შრომა და გარეთ სიარული სჭირდება -თუკი აქ გავაკეთებთ მაშინ არა- მხრები აიჩეჩა იოანემ -ახლავე უნდა დაველაპარაკო ამაზე მაგდას... თქვენ აქ იყავით. რამეს მოვიფიქრებ და შემდეგ დეტალებს დავგეგმავთ... ეს მშვენიერია, მართლა მშვენიერი. *** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.