მე გავთხოვდი 4
ერთხანს გაოცებულმა მიყურა, შემდეგ ისე ჩამიხუტა ძვლები ამატკია. ყურის ძირთან, ყელში მაკოცა და გაყუჩდა. ეს, ალბათ, ჰოს ნიშნავს ხომ? გული ამიფართხალდა. ან, იქნებ, მაპატიე მაგრამ არას? - გონება ჩაირთო ისევ. მინდოდა მომეშორებინა და ხმამაღლა ამომეთქვა ჩემი ფიქრები, მაგრამ... ისევ მაგრამ. ამჯერად თვითონ მომიშორო, უკან გამწია და სახეზე ჩამოშლილი თმა შუბლზე გადამიწია. - ამიტომაც მინდა ახსნა მაცადო, რომ ასეთებზე აღარ იფიქრო. - თვალებში მაკოცა და ისევ მიმიხუტა. ოღონდ ამჯერად ფრთხილად. - მე, მხოლოდ იმიდ პასუხი მინდა რაც გკითხე. - როგორც იქნა ამოვთქვი. მისი მკერდიდან თავის აუღებლად. - ხომ იცი, რომ დედისერთა ვარ? - გამწია და თვალებში ჩამხედა. ვერ მივხვდი რა შუაში იყო და დაბნეული მივაჩერდი. მხოლოდ ოდნავ დავუქნიე თავი თანხმობის ნიშნად. - ჰოდა ძალიან მანებივრებდა ქალბატონი მანიკა. მივეჩვიე, რომ ბავშვობიდან მოყოლებული მხოლოდ იმას ვაკეთებ რაც მინდა. ახლა გასაგებია?- გამომცდელად მომაჩერდა. ძალიან არ მინდოდა, მაგრამ მაინც გამეღიმა. ვერ დავმალე ბედნიერება. მაგრამ მაინც არ დამაკმაყოფილა ბოლომდე პასუხმა. თვითონაც არ ვიცი, როგორ მოვახერხე, მაგრამ ფაქტია, რომ ვთქვი. - ირაკლი, გაგშორდები თუკი მცირე შანსიც არსებობს მასთან იყო, ვინც გიყვარს. გოგონების დიალოგიდან დავავსკვენი რომ... - გაგრძელება აღარ მაცადა. ტუჩებზე ხელი ამაფარა. - გოგოების დიალოგიდან დაასკვენი? მხოლოდ მათი დიალოგია მნიშვნელოვანი? სხვა არაფერი მომხდარა ისეთი, რომ ამ სულელურ დასკვნამდე არ მიეყვანე? - უცებ აყვირდა. გავშეშდი. არასდროს მინახავს აყვირებული ირაკლი. მითუმეტეს ადრესატი მე ვიყავი. თავი დავხარე. მანიკასი მომერიდა, რომელსაც ალბათ ყველაფერი ესმოდა. - შენ, თუ ესეთი მცირე დაბრკოლება გყოფნის ჩემთან დასაშორებლად, უაზროა მომავალზე ფიქრი. - იმედგაცრუებულმა მითხრა და სწრაფად ჩაირბინა კიბეები. რაც არ უნდა დავწერო მაინც ვერ გაიგებთ რა დღეში ჩავვარდი. ერთიანად ამეწვა სული და სხეული. თავს ვიწყევლიდი წინ წასული ენის გამო, რომელსაც გონება ვერ დავატანე. რა პრეტენზია მქონდა კაცთან, რომელსაც ცოლობაც კი არ უთხოვია, არ დავინტერესებულვარ ვუნდოდი თუ არა. იქნებ, სწორედ ის ფაქტი მოქმედებდა და მაშინებდა, რომ მას არ უთხოვია ხელი. საერთოდ არ გვისაუბრია ურთიერთობაზე, გრძნობებზე, მოლოდინზე, რომელიც ერთმანეთის მიმართ გვქონდა. ვიცოდი, რომ სიგიჟემდე მიყვარდა, წიხლით რომ ვეცემე, მაინც მეყვარებოდა. რაც არ უნდა გაეკეთებინა ვერაფერი შეცვლიდა ჩემს გრძნობებს მის მიმართ. მაგრამ ის? წარმოდგენა არ მქონდა ვინ ვიყავი მისთვის. ისე მექცეოდა თავი ბროლის თოჯინა მეგონა. ის საუბარი, რომ არ მომესმინა მეგონებოდა, რომ ჩემსავით თუ არა ისე, მაინც ვუყვარდი. მერე ეს თეკლა და სოფოც... ღმერთო რა სულელი ვარ, მაგათ როგორ ავყევი. ფანჯრისკენ გამექცა მზერა, უკვე ღამე იყო, მე კი ქმარი სახლიდან გავაქციე. ქმარი, რომელსაც წარმოდგენაც არ ჰქონდა ჩემს უთავმოყვარეო გრძნობებზე. ცრემლები შევიმშრალე და დაბლა ჩავედი. ირაკლი უნდა მომეძებნა და დავლაპარაკებოდი. კიბის თავში მანიკა შემომხვდა. - შენთან მოვდიოდი, დახმარება უნდა მეთხოვა. - შემრცხვა სამზარეულოში დახვავებული ჭურჭელი, რომ წარმოვიდგინე. ჩემი სისუსტის გამო ამ ქალს შევატოვე ყველაფერი და ოთახში შევიკეტე. უსიტყვოდ გავყევი, მაგრამ დაწკრიალებულ სამზარეულოში, რომ შემიყვანა გამიკვირდა. - მოდი, დაჯექი. ძალიან მომინდა ჩაი დამელია, მაგრამ არ მიყვარს სუფრასთან მარტო ყოფნა. ხომ გაგიგია მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო. - გულწრფელად გამიღიმა და თვითონ უკვე ადუღებული სითხე ფინჯნებში ჩამოასხა. ირაკლის სახლში არ ყოფნა რომ მახსენდებოდა გული მეწურებოდა, მაგრამ დეამთილსაც ხათრს ვერ გავუტეხდი. - იცი, ათი დღის გათხოვილი ვიყავი მე და ჩემმა ცხონებულმა ქმარმა სასტიკად, რომ ვიჩხუბეთ. - დაიწყო მანიკამ. გამაცია. მივხვდი ყველაფერი ესმოდა და ახლა უნდა ესაყვედურა. - ისე ვიყავი გაცოფებული, მზად ვიყავი მისი არსებობა დამევიწყებინა. გაუგებრობა მოხდა, მე ჩემის მხრივ მართალი ვიყავი მაგრამ არც თაზო იყო მტყუანი. ორივეს ჩვენ-ჩვენი სიმართლე გვქონდა ამიტომაც არცერთი არ ვთმობდით პიზიციას. ოთახში ბრაზით გაბერილი ვიჯექი მამამთილმა, რომ დამიძახა. რაღაცას ვაკეთებ და მომეშველეო. სარდაფში ჩამიყვანა და ძველი ნივთების გადაადგილება დაიწყო. ვერ მივხვდი მე, რაში უნდა მივშველებოდი მაგრამ მარტოს ხომ ვერ დავტოვებდი რახან დამიძახა. - იცი ერთ ძალიან მაღალ ბიჭს და პატარა ტანის გოგოს ერთმანეთი შეუყვარდათ. - დაიწყო მან, ისე, რომ ჩემთვის არც შემოუხედავს. - ერთხანს იყვნენ ერთად და ბედნიერად. ერთ ქვრივ ქალს მათი ბედნიერების შეშურდა და დაწყევლა. მათ ურთიერთობაში პრობლემები გაჩნდა, გამუდმებით ჩხუბობდნენ და რა საქმეც არ უნდა წამოეწყოთ ყველაფერში ხელმოცარულები გახდნენ. ჯადოს მოხსნა, მხოლოდ გულწრფელ კოცნას შეეძლო. წყვილმა ეს გაიგო. მაგგრამ მაღალს დახრა დაეზარა. მე რატომ უნდა შევწუხდეო. დაბალს ახტომა, რომ მისწვდენოდა თავის ვეებერთელა ქმარს და კოცნაც ვერ შედგა. ახლა გაიქეცი და შენს ქმარს ჩაეხუტე ჯიუტობით მოგებული არავინ დარჩენილაო. ამ ხნის ქალი ვარ და სულ ჩამესმის მისი სიტყვები. ბრძენი კაცი იყო ჩემი მამამთილი ღმერთმა აცხონოს მისი სული. - ცრემლი გადმოუგორდა მანიკას. ვერაფერი ვერ ვთქვი.გული უარესად მომიკვდა. - ჩემო ლამაზო. - მხარზე ფრთხილად შემეხო. - მესმის შენი. უჩვეულოდ დაიწყო თქვენი ურთიერთობა და ამ ცხოვრების თუ რამე გამეგება, ვფიქრობ, რომ შენი შიშებიც ვიცი. გაგებით და მოთმინებით მოეკიდე თქვენს ურთიერთობას. იმ გრძნობას გაუფრთხილდი, რომელიც შენი ქმრის მიმართ გაქვს და თქვენზე ბედნიერი წყვილი დედამიწაზე არ იქნება. ოჯახის შექმნაზე ადვილი რა არის, მთავარი მისი შენარჩუნებაა. ოჯახის შენარჩუნებაში კი ლომის წილი ქალს მიუძღვის ჩემო საყვარელო. ხომ გაგიგია მამაკაცი ოჯახის თავია, მაგრამ ქალი კი კისერი და თავის სურვილზე ატრიალებს მასო. მე ვეთანხმები ამ აზრდ და ვფიქრობ, ჭკვიანი ქალი სწორი მიმართულებით ატრიალებს ქმრის თავს და სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერები არიან. გარდა ამისა ყველა ადამიანი წარსულიდან მოვდივართ. ყველას გვაქვს რაღაც სასიამოვნო და უსიამოვნოც მოსაგონარი. წარსულის შეცვლა არავის შეგვიძლია, რასაც აწმყოსა და მომავალზე ვერ ვიტყვით. მთავარია ჭკუა გვეყოს და წარსულს ლამაზი მომავლის გაფუჭების უფლება არ მივცეთ. ჩემგან დარიგება ნუ გეწყინება. ირაკლი ჩემი სიცოცხლეა, ერთადერთი შვილი. ჩემი იმედი და თვალის ჩინი. მის თავს, რომ განდობ ხომ წარმოგიდგენია, როგორ გენდობი. გთხოვ, გამიმართლე იმედები. - თავზე მაკოცა და წამოდგა. - შავი მოცვის მურაბა მიყვარს ცაისთან. გამოტანა დამვიწყებია. შენ რაასწთან ერთად მიირთმევ საყვარელო? - ხალისიანად მომმართა. ისე მოხერხებულად გადაერთო სხვა თემაზე, თითქოს ორი წამის წინ ის არ მარიგებდა. მისმა ნათქვამმა საგონებელში ჩამაგდო. როგორი სწორი და მართალი იყო მისი ყველა სიტყვა. - ჩაის არ ვსვამ ხოლმე.მხოლოდ ხანდახან და არ მიმინიჭებია მნიშველობა რასთან უფრო მომწონს. სხვათაშორის არც ყავას ვსვამ. ყოველ შემთხვევაში არასოდეს მომინდება. - ვუთხარი და გამეღიმა. - როგორც ვიცი არც ეწევი. რა კარგია, რომ დამოკიდებულება არაფრის მიმართ გაქვს. - რომ დავფიქრდი, მართლაც არაფერზე ვიყავი დამოკიდებული. არაფერზე... ირაკლის გარდა. - ირაკლი, როცა გაბრაზებულია სახელოსნოშია და ძველი, გაფუჭებული ნივთების შეკეთებით ირთობს თავს. სახლის უკანაა. - სხვათაშორის მითხრა მანიკამ. მადლიერმა შევხედე და მაშინ წამოვდექი. კარამდე ისე მივირბინე არფერი გამხსენებია. შემდეგ გამახსენდა როგორ მივატოვე სუფრასთან ჩემი დედამთილი და მაშინვე უკან დავბრუნდი. ის ღიმილით დასჩერებოდა თავის ფინჯანს. შემობრუნებული, რომ დამინახა დამტუქსა. - შენს ქმართან წადი. შენი ადგილი მასთანაა. - მადლიერმა მასთან მივირბინე ლოყაზე ხმაურიანდ ვაკოცე და სირბილით გავეშურე ჩემს ქმართან. ქმართან, რომელიც სულ 2 დღე იყო ამ სტატუსს ატარებდა და უკვე მოვახერხე წყობიდან გამომეყვანა.მართლაც სახელოსნოში დამხვდა. კარისკენ ზურგით იდგა და რაღაცას ქლიბავდა. ჩემი შემოსვლა არც გაუგია. ძალა და გამბედაობა მოვიკრიბე, მივუახლოვდი და ზურგზე მკერით მივეკარი. თავისით დამეხუჭა თვალი, როგორც კი მისი სითბო ვიგრძენი. ერთხანს მოძრაობა შეწყვიტა. არაფერს ამბობდა და არც ინძრეოდა. მივხვდი, ელოდა მე, მეთქვა რამე. - თუ ახლა მაპატიებ, გეფიცები, არასოდეს გაწყენინებ. - ამოვთქვი როგორღაც. ჩემს მოუშორებლად შემობრუნდა. წელზე ხელი მომხვია, თავი ამაწევინა და თვალებში შემომხედა. სახეზე მეწერა ყველაფერი. არ მინდოდა ატირება. - ნინა... არ ვიცი რას მმართებ, მაგრამ არ შემიძლია გაწყენინო. იმის მტკიცებას არ დაგიწყებ, რომ მიყვარხარ. არ არის ასე და არ მინდა ურთიერთობა ყტუილით დავიწყოთ. ამ თემაზე ერთხელაც აუცილებლად ვისაუბრებთ. მაგრამ ერთადერთი ქალი, რომელიც ჩემს ცოლად წარმოვიდგინე და მინდა გვერდით მყავდეს შენ ხარ. - ისედაც ხომ ვიცოდი, რომ არ ვუყვარი, მაგრამ მისგან მაინც მტკივნეული მოსასმენი აღმოჩნდა. ცრემლი მომერია. მან სათითაოდ მომწმინდა ყველა კურცხალი. ნაზად მაკოცა ტუჩებში და დაამატა. - გეფიცები, სხვა დროს, ხუმრობითაც რომ მითხრა გაგშორდებიო. იმდენს ვიზამ 24 საათში გაგეყრები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.