შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სწორი არჩევანი (1-თავი)


25-03-2021, 15:00
ავტორი esel
ნანახია 2 470

ფილტვებიდან ამომავალ ბოლში გახვეულ ღრუბლებს ვუყურებდი, კვამლი სულ უფრო და უფრო ზევით მიიწევდა და უჩინარდებოდა, გარემოს ერეოდა და როგორც ყველა და ყველაფერი ისიც შეუმჩნეველი ხდებოდა. საზოგადოება უამრავ ნაწილადაა დაყოფილი და გინდა არ გინდა ამ უამრავი ნაწილიდან, შენ შენთვის უფრო მისაღები ნაწილი უნდა აირჩიო, ის ნაწილი უნდა აირჩიო, რომელშიც თავს უფრო კომფორტულად იგრძნობ. მარტო ვერ იქნები, რაღაცის ნაწილი უნდა იყო. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ საზოგადოების არცერთ ნაწილს არ მიეკუთვნება, მაგრამ ეს სისულელეა, ამ ხალხის ერთიანობა საზოგადოების კიდევ ერთ ნაწილს წარმოადგენს. სხვანაირად ვერ გადარჩები. სხვანაირად ვერაფერს შეცვლი. ადამინებს ხშირად გვიწევს საკუთარი თავის შენიღბვა. ეს ყველასთვის ნაცნობია. მაგრამ არც ისეთი საშინელებაა როგორც უმრავლესობას გონია, რა აუცილებელია რომ ყველას ჩემი რეალური სახე ვანახო, რა აუცილებელია რომ ყველა მიცნობდეს ისეთს, როგორიც რეალურად ვარ. თანაც მე თუ მკითხავთ საკუთარი თავისთვის ნიღბების შექმნა ძალიაინაც საინტერესო პროცესია. მე მომწონს ჩემი თავის ყველა ვერსია, შემიძლია ისეთი ვიყო როგორიც მომინდება, იმ კოსტუმში კამოვეწყობი რომელიც იმ მომენტში მაწყობს და ამაში მე ვერაფერს ვხედავ ცუდს. სიმართლე რომ გითხრათ, არ ვფიქრობ რომ ესენი უბრალოდ ნიღბები და კოსტუმებია, რომელთაც საჭიროებისამებრ ვიცვლი. სულაც არა, ისინი ჩემი ნაწილებია, თითოეული მათგანი მე ვარ. მე იმდენნაირი შემიძლია ვიყო, რამდენიც საჭიროა. ეს არც თამაშია და არც თავის მოტყუება, ეს უბრალოდ ცხოვრებაა და თუ ვინმეს მისი წესები არ მოწონს ადგეს და შცვალოს, ვინ იცის იქნებ გამოუვიდეს კიდეც, ეს წესები ოდესღაც მისნაირებმა შექმნეს.
- I don’t wanna be your friend I wanna kiss your lips
- I wanna kiss you until I lose my breath - ერთმანეთის სახეები ხელებში მოექციათ და როგორც კი კოცნა შეწყვიტეს ჩუმათ წაიღიღინეს განათებული სახეებით. მე კი მეგის ზურგს მიყრდნობილს, მათ საქცილზე სიცილი ამიტყდა. მეგი გაბრაზდა და გაიწია. წავბორძიკდი საყრდენის გამოცლის გამო, მაგრამ ხელი მაგრად მოვკიდე სკამს და თავი შვიკავე.
- კარგით კარგით მაპატიეთ - სიცილით ვუთხარი და გავსწორდი. სიგარეტი ჩავაქრე და ურნაში ჩავაგდე
- ლექცია არ გაქვს? ხომ ხედავ რომ მყუდროებას გვირღვევ - ამოილუღლუღა მეგიმ მაშოს ყელში. მაშოს ძლიერად ქონდა ხელები მასზე შემოხვეული და იცინოდა
- მაქვს, მაქვს მაგის მეტი რა მაქვს
- მერე ჩვენი ზასაობის ყურებას არ გირჩევლია ლექციას უსმინო?
- კარგი რა მეგი უფასო პორნოზე უარს ვინ ამბობს? - სეროზული სახით ვუთხარი. მაშომ კდევ უფრო გაიცინა
- ნუთ მისმინე - თავი მისკენ მივატრიალე - გააჯვი
- ღმერთო ჩემო მეგი რა უხეში ხარ - შეშფოთებული სახით ვუთხარი და გავირიმე
- გეყოფათ - სიცილით თქვა მაშომ და წამოდგა - თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ლექცია მაქვს და აუცილებლად უნდა დავესწრო - მეგიმ მოწყენილი თვალებით შეხედა, მაშომ ჩანთა ზურგს უკან მოიქცია და კიდევ ერთხელ მისწვდა მის ტუჩებს და სახეზე მოეფერა. თავისი ფაფუკი ტუჩებით ჩემსასაც შეეხო და დაგვტოვა.
- მშვენიერია - ვთქვი და მუხლებზე ხელები დავირტყი - ახლა საით ვჭამოთ თუ ლექციაზე მიდიხარ
- არცერთი, მამაჩემს უნდა შევხვდე სერიოზული სალაპარაკო აქვს - მასთან შეხვედრით აღფრთოვანებულს არ გავდა, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვთ
- კაი მაშინ გაძლებას გისურვებ - ენერგიულად წამოვხტი ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე და უნუვერსიტეტის გასასვლელისკენ წავედი.
როგორც დღევანდელი ახალგაზრდობის უმრავლესასობა და არა მარტო ახალგაზრდები, ქუჩას მეც ყურსასმენებით მივუყვებოდი. თავს ნელა ვაყოლებდი მუსიკას, ხელებით კი ზურგჩანთას ვეჭიდებოდი. არ ვიცოდი სად საწვსულიყავი. თავიდან ვიფიქრე მეჭამა, მაგრამ არ მშიოდა, არც სახლში წასვლა მინდოდა. ცოტახანი უნივერსიტეტში დაბრუნებასაც ვფიქობდი. საბოლოოდ კი ქუჩებში აქეთ-იქით დავდიოდი, ყველა შემხვედრ წიგნის მაღაზიაში შევედო და წიგნის აღწერების კითხვაში მთელი საათი გავატარე. ყველა მაღაზიიდან ხელცარიელი გამოვდიოდი, ისედაც არფრის ყიდვას არ ვაპირებდი, უბრალოდ ვცდილობდი დრო სასიამოოვნოდ გამეყვანა. ბოლოს ხატვისთვის საჭირო ნივთების თვალიერებაც დავიწყე. უკვე ხუთი დაიწყო. მაშოს ლექცია დაუმთავრდებოდა, ვიფიქრე მიმეწერა მაგრამ მალევე გადავიფიქრე. საღამოს ისედაც უნდა მენახა, ამიტომ ჩემს საქმიანობას მივუბრუნდი. წელზე უეცარი შეხების გამო ინსტიქტურად შევხტი და ფუნჯები ხელიდან გამივარდა. უკან დაბღვერილმა მივიხედე.
- იცი ხომ რომ ათი წლის აღარ ხარ?
- ამ... არა ეს შენ არ იცი, რომ მე ყოველთვის ათი წლის ბავშვად დავრჩები - ნიკას წარბებ აწეული ვუყურებდი და ფუნჯების აკრეფა დავიწყეთ
- სწორედ ამიტომ არ გაქვს სერიოზული ურთიერთობები, მერე კი ჩვენთან მოდიხარ და წუწუნებ რომ გოგოებს გვჭირს რაღაც
- სანდროსთან მოდიხარ? არ მითხრა რომ მის საჩუქარს აქ არჩევ, იცი ხო რომ არ ხატავს
- დამღალე
- მე უბრალოდ გაგაფრთხილე - ხელები აწია და გაღიმებული გაიწია უკან. მაღაზიებიდან ჩემთან წავედით და სანამ გოგოებიც მოვიდოდნენ მეცადინეობა გადავწყვიტეთ, მაგრამ მალევე მოგვბეზრდა და Friends-ის ყურება დავიწყეთ.
სიცილის ხმაზე თვალები მძიმედ გავახილე და ირგვლივ მიმოვიხედე. ნიკა ოთახში არ იყო გოგოები კი ჩემს საწოლზე იწვნენ.
- როდის მოხვედით - დივანზე წამოვჯექი და ნოუთბუქი გავთიშე

- ნახევარი საათია - მიპასუხა მაშომ
- ნიკა სად არის?
- ლუდის საყიდლად გავიდა - მისი სიტყვების დამთავრების თანავე კარებში ნიკა შემოვიდა სასმლით ხელში.
ვსვავდით. ვეწეოდით. ვიცინოდით. ვცეკვავდით.
ამ ყველაფრის შემდეკ კი სანდროს დაბადების დღის წვეულებაზე წავედით. განსხვავებული არც იქ მომხრა რამე, უბრალოდ ბევრად მეტნი ვიყავით და ერთმანეთს ვეჯახებოდით ცეკვის დროს სივრცის არ ქონის გამო. ვცდილობდი ბევრი არ დამელია. სიმთვრალეში ძალიან ბევრს და უაზროდ ვლაპარაკობ, არც ის მინდოდა რომ ცუდად გავმხდარიყავი და ჰაერზე გავედი, მაგრამ მალევე შემოვბრუნდი სიცივის გამო. იმ ოთახში ავედი, რომელშიც ტყავის ქურთუკი მქონდა.
- როგორც ყოველთვის მშვენივრად გამოიყურები - თვალები სიბნელეს გავუსწორე, რომ ხმის პატრონი დამენახა. როგორც კი თვალები სიბნელეს შეეჩვია მასში ჩაძირული გიგი დავინახე. გამეღიმა.
- რა თქმა უნდა - წამოდგა, ჩემსკენ წამოვიდა და როგორც კი მომიახლოვდა წელზე ხელი შემომხვია. თვალებში მაშტერდებოდა და ცდილობდა მათში ნებართვა ამოეკითხა, რომ შემხებოდა იმაზე მეტად, ვიდრე უკვე მეხებოდა. ნებართვას არ დაუგვიანია, გავიღიმე და მზერა მისი ტუჩებისკენ გავაპარე. ნაზად მაკოცა და ენას პირში მიცურებდა. მისი ნაზი შეხება მსიამოვნებდა, მაგრამ მთელი სხეულით ვგრძნობდი ამ სინაზის სიყალბეს. ცდილობდა უხეში მოძრაობებით არ შვეშინებინე, არ ვიცი რატომ გონია რომ შემეშინდება. ხელებს კაბის ქვეშ მიცურებს და ვიცი ვეღარ ითმენს ისე უნდა გამაშიშვლოს. მის მეგობარს სხეულზე ვგრძნობ და მეღიმება. ჩემი ღიმილით ნასიამოვნები საჯდომზე ხელს ძლიერად მიჭერს. კოცნა უფრო მომთხოვნი გახადა და მალევე მის წელზე ფეხებ შემოხვეული მივყავარ დივნისკენ, ჯდება და მას ზემოდან ვექცევი, თეძოებს ნელა ვამოძრავებ და ყელიდან ჩუმი კვნესა ეპარება. არ ვიცი რა მჭირს, მისი შხება სასიამოვნოა, მომწონს როგორ დაასრიალებს ხელებს ჩემს სხეულზე, მაგრამ ეს სულაც არ არის ის რაც მინდა. კისერს უკან ვწევ და ჰაერს ფილტვებში ვუშვებ, სანამ თავად ჩემს ყელს მიუყვება. უკანასკნელად ვკოცნი მის ტუჩებს, ვშორდები, ცდილობს შემაჩეროს, მის ხელებს ვიშორებ და ოთახიდან გავდივარ.
ჩვიდმეტი წლის ასაკში პირველად მქონდა სექსი ჩემს პირველ შყვარებულთან, როცა ამას ვაკეთებდი ვიცოდი, რომ ამით დიდ სიამოვნებას ვერ მივიღებდი და ასეც იყო. მაგრამ ეს არასდროს მინანია, ზუსტად ვიცოდი რასაც ვაკეთებდი და როგორც დამთავრდებოდა. მაშინ უბრალოდ მინდოდა რომ ქალიშვილი აღარ ვყოფილიყავი და ის გავაკეთე რაც უნდა გამეკეთებინა. სექსის სურვილი არც მაშინ მქონია დიდად და ახლაც ასეა. უფრო სწორად ამის სურვილს თავად მიქრობენ, თავიდან თითქოს ყველაფერი რიგზეა, მათი შხება მომწონს და ასე შემდეგ, მაგრამ იმას ვერ ვიტან თუ როგორ თვალთმაქცობენ და ყველაფერს ნაზად როგორ აკეთებენ ან პირიქით თავიდანვე უხეშები არიან და ჩემს სხეულს ისე იყენებენ როგორც უნდათ. ვიცი რომ უაზრობაა. მეთვითონაც არ ვიცი რა მინდა მათგან, პრობლემა ალბათ ისაა, რომ რეალურად არც არაფერი მინდა მათგან. ნებისმიერ დროს შემიძლია საკუთარ თავს თავად ვასიამოვნო და ამაში სხვისი დახმარება არ მჭირდება. ერთმანეთის სრულიად საწინინააღმდეგო გრძნობები ერთდროულად მეუფლება. მსიამოვნებს რომ მათ ვიზიდავ და ჩემი შხების სურვილი უჩნდებათ, თან საშინლად მაბრაზებს ეს ფაქტი და ის ხანდახარ ამას როგორც გამოხატავენ. მსიამოვნებს მათი შხება და ამავე დროს მინდა, რომ ჩემი სხეულის არცერთ ნაწილს არ შეეხონ. ამაში ალბათ ვერასოდეს გავერკვევი.
კიდევ ბევრი დავლიე, კიდევ ვიცეკვე, კიდევ ვიღაცას ვაკოცე და კიდევ მივატოვე. როგორც ყველა მსგავსი დღის დასასულს, სახლში ძლივს დავბრუნდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent