შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასჯელი. თავი 8.


25-03-2021, 22:12
ავტორი zia-maria
ნანახია 1 774

-უფროსო მახო როგორ ხართ, ჩემი თავი რამ გაგახსენათ.
-ყოველთვის მახსოვს პროფესიონალი ხალხი.
-ვიცი, ვიცი როგორ ხართ უფროსო.
-ცუდად ვარ, უნდა დაბრუნდე დავით.
-რატომ, რამე მოხდა?
-მოხდა და მჭირდები, სერიოზული და პროფესიონალი  ხალხი მჭირდება გვერდით და უნდა დამეხმარო.
-კარგი, თქვენს გვერდით მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია უფროსო.
-გელოდები, მაგრამ წამოსვლამდე რაღაც ინფორმაციას ჩაგიგდებ მეილზე და გადახედე.
-აუცილებლად, ჩემს საქმეებს მოვაგვარებ და  რამდენიმე დღეში თქვენთან ვიქნები.
-დავით იჩქარე, რაც შეიძლება მალე მოაგვარე საქმეები, ვიხრჩობით ერთ საქმეში.

-ნახე, ნახე რა ნაშა მოდის და მგონია მაგარი ღამე გვექნება, ძმაო ის მთვრალია.
-დავითრიოთ?
-მაგრად გაასწორებდა მოწეულზე მასთან ერთად ყოფნა.
-წავედით დავებაზროთ.
-გოგონი.
-მომშორდი.
-გოგონი შემოგვხედე, არ გინდა მოვწიოთ?
-მომშორდი მეთქი.
-მგონი არ არის ისეთი, რაღაც პრობლემები აქვს და სასმელში ჩაახშო დარდი.
-ყველა გოგო თავს იფასებს, გოგონი არ გინდა მომავალი ერთად დავგეგმოთ? უკან მიყვებოდნენ მირანდას მაგრამ ის ყურადღებას არ აქცევდა მათ და გზას აგრძელებდა, თუმცა არც იცოდა სად მიდიოდა.
-თავიდან მომწყდით, მარტო დამტოვეთ ჩემს ტკივილთან.
-აქვე ძალიან კარგი სასტუმროა, წაგიყვანთ და სიმარტოვესთან ერთად ჩვენც ვიქნებით შენს გვერდით.
-ერთმანეთის ალერსში გათენებასაც ვერ გავიგებთ, დამიჯერე მაგარ ღამეს გავატარებთ სამი ერთად. ერთი წინ გადაუდგა მირანდას და მეორე მკლავზე შეეხო, მაგრამ მირანდამ მის წინ მდგარ მამაკაცს თვალებში ჩახედა და  გაბრაზებულმა უთხრა.
-გზა გამინთავისუფლე.
-ვერა, ვერ გაგიშვებ ლამაზო.
-რატომ?
-იმიტომ რომ ამ ღამით ჩვენი ხარ.
-ჰეი, გოგონას შეეშვი . მირანდას მაღალი სუსტი მამაკაცი მიუახლოვდა და მკაცრად უთხრა.
-ამ დროს ქუჩაში რა გინდა, მანქანაში დაჯექი. შემდეგ ბიჭებს მიუბრუნდა და შეშინებულებმა უკან მოუხედავად გაიქცნენ, მირანდა კი მისთვის უცნობ მამაკაცს უყურებდა და გაჯიუტებულმა უთხრა.
-ვინ ხარ, მე არ გიცნობ და არც თქვენ იცით ჩემზე არაფერი.
-მარინა ცალქალამნიშვილის ერთადერთი ქალიშვილი, მამა ძალიან პატარა იყავი როცა გარდაიცვალა უბედური შემთხვევით.
-ვინ ხარ ან ჩემგან რა გინდა.
-მე ადამიანი ვარ ვისაც შენი სიკეთე უნდა. მამაკაცმა მირანდა სასტუმროში მიიყვანა, საწოლთან ტუმბოზე თეთრი ფხვნილი დაყარა, შემდეგ კი მირანდა გააშიშვლა ფოტოები გადაუღო და მარინას გადაუგზავნა, მარინა გიჟს დაემსგავსა და ტელეფონზე გადარეკა.
-სად არის ჩემი შვილი, მისი ხმა გამაგონე.
-მას ძინავს და ძალიან კარგ მდგომარეობაშია.
-ჩემი შვილი არ იღებს ნარკოტიკს.
-არ იღებდა დღემდე, დღეის შემდეგ ჩემთან იქნება და მისი აქ ყოფნის ვადა შენზეა დამოკიდებული თუ რამდენად ადრე მომიტან დაპირებულ თანხას.
-შენი საქციელით ჩვენს მოლაპარაკებას არღვევ.
-შენ უკვე დაარღვიე ჩვენი მოლაპარაკება მარინა. მარინა გაბრაზდა და გაბრაზებულ გულზე პოლიციაში მივიდა, მისი დანახვა ძალიან გაუკვირდა მახოს და მის დამხმარე ჯგუფს.
-გისმენთ, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ.
-ჩემი შვილი დაიკარგა, გუშინ გავიდა სახლიდან და დღემდე მისი არაფერი ვიცი, გთხოვთ დამეხმარეთ და შვილი მაპოვნინეთ.
-მეგობრებს შეეხმიანეთ, დაურეკეთ ან გაუფრთხილებლად ხშირად გადიოდა სახლიდან?
-ვისაც ვიცნობდი დაურეკე, მაგრამ ჩემი შვილი არავის უნახავს, არც ტელეფონით უსაუბრიათ მასთან.
-გაქვთ ვინმეზე ეჭვი?
-ვფიქრობ ერთ პიროვნებაზე, მაგრამ..................
-მაგრამ დარწმუნებული არ ხარ თუ არ გინდათ თქვათ და გაამხილოთ მისი ვინაობა.
-მითხრა რომ პოლიციისათვის არ მიმემართა, წინააღმდეგ შემთხვევაში................
-წინააღმდეგ შემთხვევაში რამეს დაუშავებს თქვენს შვილს?
-არ ვიცი დაუშავებს თუ არ დაუშავებს, მაგრამ მე ჩემს შვილზე ვღელავ.
-მისამართი იცი სად ცხოვრობს?
-არა, მისამართი არ ვიცი, მაგრამ ტელეფონის ნომერი მაქვს.
-დაურეკე და ვნახოთ რას გეტყვის. მარინა შვილზე ღელავდა, მაგრამ ხვდებოდა რომ თავადაც მოხვდებოდა დაკითხვაზე და შესაძლებელი იყო გამჟღავნებულიყო მისი საიდუმლო
-რატომ დაფიქრდი,  იცნობ იმ პიროვნებას და გეშინია? მარინა სასოწარკვეთაში ჩავარდა და მახოს ცრემლიანი თვალებით შეხედა, მახო რომელიც მარინა ზედმეტ ნაკლებად იცნობდა მის თვალზე ცრემლმა შეაშფოთა და წყნარად უთხრა.
-თუ კარგად იცნობ იმ პიროვნებას ვიზედაც ეჭვი გაქვს რომ თქვენი გოგონა მას ყავს, ყველაფერი უნდა გვითხრა და გოგონა უნდა დავიხსნათ მისგან და თუ რამე მოხდება დამნაშავე პირველ რიგში თქვენ აღმოჩნდებით.
-მე ვალი მმართებს ერთი პიროვნების და ვალის სანაცვლოდ მას ჩემი შვილი ყავს.
-ვალის სანაცვლოდ წაიყვანა გოგონა? მარინა ტიროდა და ძალიან გვიან მიხვდა იმ ადამიანთან სიახლოვით როგორ ძალიან დააშავა.
-თედო, ნიკა და დაიმატეთ ორი ახალი რომ გვყავს და ერთი პიროვნმება უნდა გადაამოწმოთ.
-ვინ არის უფროსო.
-გიანლეცა დე მატტია ის იტალიელი ბიზნესმენია და მასთან საქმიანი შეხვედრა მქონდა, საქმე ვერ ავაწყეთ და მთხოვს სანაცვლოდ დიდი თანხა გადაუხადო.
-გასაგებია, ტელეფონის ნომერი და მანქანის მარკა თუ გახსოვს.
-ტელეფონი მაქვს მისი და მანქანის ფოტოც უნდა მქონდეს. მარინამ ტელეფონის ნომერი დაწერა და მანქანის ფოტოც აჩვენა თედოს.
-ყველა ქვედანაყოფს, საგზაო პოლიციას და პატრულს გადაეცეს მანქანის ნომერი, მარკა და ფერი. ასევე მამაკაცის ფოტო და საქმეს შეუდექით, თქვენ კი ქალბატონო მარინა სახლში წაბრძანდი და ჩვენგან ზარს დაელოდეთ.

   გარეთ წვიმს და ქარიც საშინელ ზუზუნს გამოსცემს, ისე საშინლად არხევს ხეებს, ლამის ჩამოილეწონ ახლად შეფოთლილი ხეები. ცაზე შავი ღრუბლები გაჩნდნენ და ისე ძლიერად ეტაკებიან გაბრაზებულები ერთმანეთს, რომ  ცეცხლის რკალები იკლაკნებიან წვიმისაგან დაბურულ ცაზე. წვიმა არ აპირებს გადაღებას, მაგრამ უკვე წასვლა უნდა და დედა უნდა ნახოს, ნერვიულობისაგან ადგილს ვერ პოულობს, გიორგიც სადღაც დაიკარგა. ბრაზობდა გიორგიზე და ერთიანად სველი შემოვიდა სახლში სახე-ბედნიერი და გაღიმებული.
-რა მოხდა შვილო სად ხარ ან რა გიხარია გარეთ ლამის ცა ჩამოიქცეს წვიმისგან.
-ჩვენმა ნოთან ტყუპი ბიჭები დაბადა დედა, ჯამში კი ექვსი ხბო დაიბადა და იცი რა ლამაზები არიან?
-ფერმაში იყავი აქამდე?
-ფერმაში ვიყავი, ნოთამ ტყუპები გააჩინა და ჭრელას გაუჭირდა მშობიარობა, დახმარება გახდა საჭირო და ექიმი მოვიყვანეთ.  ლილია უსმენდა გიორგის და უხაროდა მას რომ ასეთ ბედნიერს ხედავდა.
-ნოთას ჰგავს ხბოებიც?
-ჰგავს, მათაც თეთრი ნიშანი აქვთ თავზე ორივეს როგორც დედამის. გიორგიმ ლილიას გახედა და მიხვდა მისი დაღონების მიზეზი რაც იყო და უთხრა.
-კარგად არის, ერთი საათის წინ ველაპარაკე ექიმს გინდა კიდევ დაურეკავ. გიორგიმ ტელეფონი ამოიღო და ექიმის ნომერზე დარეკა, მაგრამ ვერ გავიდა.
-წვიმის გამო ალბად ხაზები დაზიანდა, არაფერი მუშაობს ყველაფერი გაითიშა, მე კი უსიამოვნო ფიქრები მისერავს გულს.
-გადაიღებს წვიმა და წავიდეთ.................
-სად უნდა წახვიდეთ ასეთ ამინდში, გინდა სადმე გადაიჩეხოთ? ან იცით გზებზე რა ხდება, იქნებ წვიმისგან გზაც დაიკეტა, ვერ წახვალთ დღეს  დილამდე უნდა მოითმინოთ. გაბრაზებულმა შეხედა ცირამ გიორგის და ფეჩში შეშა დაამატა, გიორგიმ კი ლილიასთან მივიდა და ორივე ხელები შემოხვია.
-არ იფართხალო, ხომ იცი რომ მარტოები არ ვართ.
-გიორგი........................
-გინდა წავიდეთ?
-არა, დედაშენი მართალია ძალიან ცუდი ამინდია.
-მაშინ გადაიღებს და წავიდეთ.
-საქმეები გაქვს ქალაქში თუ ჩემს გამო წახვალ.
-ეს რა კითხვაა, ლილია რა თქმა უნდა შენს გამო წავალ.
-მადლობა.
-სამადლობელი არაფერია, მახსოვს ჩემი როლი და ვიცი როდის უნდა ვითამაშო და როდის უნდა ვიყო სერიოზული. ბოლოს რაც გითხარი ის არ არის თამაშის ნაწილი, მე არასოდეს ვთამაშობ გრძნობებზე. შეხედე იმ ღრუბელს ცაზე ძალიან შავი რომ არის, ხედავ?
-ვხედავ.
-იცი რატომ არის ისე ძალიან გაბერილი?
-რატომ, მასაც ვიღაც ენატრება?
-შეიძლება ენატრება კიდეც, მაგრამ მან მე მომისმინა და დარდით გაიბერა. უკვირს ალბად ფანჯარაში ორივეს ერთად რომ გვხედავს და ბრაზობს, ალბად იცის რომ მე არ ვიცი სულ მალე  სადღაც 5-6 დღეში შენი დაბადების დღე რომ არის, სხვა რა სურვილი გაქვს ლილია დედის გამოჯამრთელების გარდა, რომ არ მითხრა მე ჩემი სურვილებით კიდევ უფრო გავბერავ ღრუბელს და ის თან წაიღებს ჩემს სურვილებს იქნებ ოდესღაც დამიბრუნდეს და ჩემი სურვილებიც დამიბრუნოს.
-გიორგი შენ...............
-შუუუუუ, გადაიღებს და წავიდეთ, მოემზადე. მართლაც ნელა ნელა შეწყდა წვიმა და გადაიღო, გიორგიმ ლილიასთან ერთად დატოვა მთის ქოხი, რამდენიმე საათში საავადმყოფოში იყვნენ და თეონამ რამდენიმე წუთით შეუშვა მარიამთან, მაგრამ მარიამს ეძინა და უთხრა.
-არ შეეხო, არ გააღვიძო. ლილია იდგა და უყურებდა მარიამის მკლავებში შეერთებულ მილებს როგორ წვეთ-წვეთად წვეთავდა წამალი და შედიოდა მარიამის ორგანიზმში
-დე, დედიკო ნუთუ ვერ გრძნობ რომ აქ ვარ, შენთან ვარ დედა. ცრემლი მოერია და მხრებზე ძლიერი ხელის შეხებამ ძალა მისცა, შეხედა გიორგის და უთხრა.
-ვერ ვცნობ, თუმცა მიხარია რომ სუნთქავს.
-გამოვა მდგომარეობიდან, დამიჯერე ის ძალიან კარგად იქნება.
-დედა ძლიერი ქალია მეც მჯერა რომ ის იბრძოლებს და მის ადრინდელ ცხოვრებას,  მის წარულს და მის  აწმყოს დაუბრუნდება. თეონამ ჩაახველა და ლილიას უთხრა.
-ლილია დედა კარგად არის, ანალიზები უკეთესი შედეგით მივიღეთ ნელა ნელა იწმინდება სისხლი, მაგრამ მან უნდა იძინოს და ძილში უნდა გადალახოს ეს რთული პერიოდი. უმწეოდ ჩამოყარა მხრები, საწოლს ისევ უახლოვდება და მარიამს შუბლზე კოცნის, თეონა ახერხებს და გიორგის ჩურჩულით ეუბნება.
-იყო ორჯერ მოსული და უარის მიუხედავად მაინც შეეცადა მარიამის ნახვას, ახლა საერთოდ ავკრძალე მნახველის მოსვლა და მხოლოდ ერთი ექთანი შემოდის ისიც როცა მე დრო არ მაქვს.
-კარგია რამდენიმე დღე იყოს კიდევ ასე განმარტოვებით და მინდა სრულიად გამოჯამრთრლებამდე დარჩეს ასე იზოლირებულ მდგომარეობაში, უკეთესია მანამ  სანამ კარგად არ ალაპარაკდება.
-მეც მასე ვფიქრობ, ანალიზებს ყოველ დილით ვამოწმებთ და ვაკვირდებით, მომწამლავი შხამი რომელიც ორგანიზმში იყო ნელა ნელა  ტოვებს სხეულს ეს კი უკვე ძალიან კარგი შედეგია, მაგრამ საბოლოო დასკვნამდე ჯერ კიდევ არის დრო.
-ძალიან მიხარია, მთავარია რომ დადებითი შედეგი გვაქვს ჩვენს სასარგებლოდ და მადლობა ექიმო. ორივემ გახარებულებმა დატოვეს საავადმყოფო და ბინაში მივიდნენ, გიორგის არ დავიწყებია გულიკო ბებო და კარზე მიუკაკუნა, კარი მალე დააღო ცხვირზე სათვალე დაკოფსებულმა გულიკო ბებომ და თითქოს გიორგის მისვლას ელოდაო შეეკითხა.
-როგორ ხართ შვილო, მარიამი როგორ არის.
-მარიამის მდგომარეობა უკეთ არის ის გამოჯამრთელდება, მაგრამ გულიკო ბებო ეს ამბავი არავინ არ უნდა გაიგოს, ყველამ უნდა იცოდეს რომ მარიამი ცუდად არის, ძალიან ცუდად.
-კარგი ვიცი ამას იმ ქერა ალქაჯის გამო ვაკეთებთ და მეც ასე ვიტყვი.
-კი იმ ქერას გამო, მან არ უნდა გაიგოს რომ მარიამი უკეთ არის, ჩვენ უნდა დავიცვათ როგორც შეგვიძლია.
-გაიხარე შვილო გიორგი და მე სამარესავით ჩუმი ვარ. პირზე ხელი მიიდო და გიორგი გაახალისა გულიკო ბებოს ნათქვამმა და ღიმილით დაემშვიდობა. უკვე ბინაში იყო შესული რომ მახომ დაურეკა და იქვე მდგარ ლილიას გაოცებულმა შეხედა, ლილიამ მიხვდა რომ რაღაც მოხდა და გიორგის თვალს არ აშორებდა.
-რამე იპოვეთ? კარგი, კარგი მოვდივარ და ახლოს გნახავ.
-რა მოხდა, ფერი არ გადევს. შეეკითხა ლილიამ და პასუხის მოლოდინში სუნთქვა შეეკრა.
-მირანდა დაიკარგა და ვერ პოულობენ.
-მირანდა? ვინ არის ეს გოგონა, რამდენი წლისაა.
-მარინას შვილია, 24 წლისაა და საინტერესოა სად უნდა წასულიყო რომ ვერ პოულობს პოლიცია.
-მეც წამოვიდე?
-არა, შენ აქ იყავი, მაგრამ კარი არავის გაუღო. თუმცა დაბლა დამელოდე გულიკო ბებოსთან და იქ მოგაკითხავ.
-კარგი, იქ დაგელოდები. ერთად გავიდნენ ბინიდან და ლილია თავად მიიყვანა მოხუცთან.
-რა მოხდა ლილია შვილო. შეეშინდა გულიკო ბებოს და ორივეს ათვალიერებდა.
-გულიკო ბებო აუცილებელი საქმე მაქვს და უნდა გავიდე, გთხოვ აქ იყოს ლილია ჩემს მოსვლამდე, შესაძლებელია ძალიან დამაგვიანდეს.
-კი, შვილო აქ იყოს ჩემი გოგო შენ არ ინერვიულო გიორგი. გიორგიმ იმედიანად ჩაირბინა კიბეები და განყოფილებაში მივიდა, რადენიმე წუთში კი ანონიმური ზარი შევიდა მახოს ტელეფონზე.
-გისმენთ.
-ქალის გვამია სასაფლაოზე.
-სად, რომელ სასაფლაოზე.
-თბილისის ზღვის სასაფლაოზე, შესასვლელთან მარჯვნივ.
-ვინ ხართ, ინფორმაცია საიდან გაქვთ.
-მეტისმეტის გაგება მოინდომე დეტექტივო. ხმა გაწყდა და მახომ იქვე მდგარ ბაიას უთხრა.
-სასწრაფოდ გაეცი ბრძანება ჩემი ნომერი შეამოწმონ საიდან შემოვიდა ანონიმური ზარი, თავად კი ბიჭებს მიუბრუნდა.
-წავედით, უკვე მეორედ მოგვცეს ნიშანი.
-მე უკან გამოგყვებით. თქვა გიორგიმ და პოლიციის მანქანას უკან გაყვა, სასაფლაოსთან მისულებმა უცნობი შენიშნეს, რომელიც კედელს იყო ამოფარებული და მათ უთვალთვალებდა. გიორგი და მახო უცნობისკენ წავიდნენ, მაგრამ ხელიდან დაუსხლტდათ და სასაფლაოზე დაბრუნდნენ სადაც  ახალგაზრდა გოგონას გვამი ნამდვილად იყო, მაგრამ ის არ იყო მირანდა. მას მირანდას ყელსაბამი ჰქონდა ხელში, გულში კი დანა დაეტოვებინათ და გახელილი თვალებით უცქერდა პოლიციას.
-ეს არ არის მირანდა. თქვა გიორგიმ და მახოს შეხედა.
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ, ეს სულ სხვა პიროვნებაა.
-მაშინ მირანდა ჯერ კიდევ იმ ნაბიჭვარს ყავს. მახომ ყველა საგზაო პოლიციას და საპატრულოს გადასცა მანქანის მარკა და ნომერი.
-უფროსო, შავი ჯიპი X6 რომელსაც ატარებს საეჭვო და საზოგადოებისათვის საშიში პიროვნება გადაცემულია ძებნაზე.
კარგია, თედო ეს ყელსაბამი შემოწმებაზე უნდა წაიღო ზედ სისხლის წვეთებია, საქმეს მიხედე.
-ახლავეს წავიდე?
-ახლავეს, ჩვენ კი იტალიელ ბიზნესმენს მივაკითხავთ თუმცა შენ მე მჭირდები, ყელსაბამი მართამ წაიღოს. თედომ მართას გადასცა ყელსაბამი და თავად დეტექტივთან ერთად წავიდა უცხოელის მოსანახულებლად, მაგრამ კარი არავინ გაუღო და  უკვე  წასვლას აპირებდნენ რომ  მოხუცმა ქალბატონმა გააღო კარი, სათვალე გაოცებულმა მოიხსნა როცა კართან შეიარაღებული პოლიციელები დაინახა და მშვიდად თქვა.
-აქ მშვიდი მოსახლეობა ვცხოვრობთ, პოლიციას ჩემს სახლში რა საქმე აქვს.
-სტუმრები ვართ ბებო, მასპინძელთან გვინდა საუბარი.
-მასპინძელი მე ვარ, მაგრამ ჩემთან რა საქმე გაქვთ, მაგრამ მივხვდი თქვენ მგონი იგორთან ხართ ის თავის გარაჟში იქნება, იქ ატარებს დღის უმეტეს ნაწილს.
-თქვენ ვინ ხართ ამ ადამიანის.
-არაფერი ვარ,ოთახი ჭირდებდა და მივაქირავე რომ მეც ცოტა წამლის ფული მქონდეს.
-მადლობა ბებო. უთხრა თედომ  და ყველა დაეშვა კიბეზე, ბებომ კი უცნაურად გააკეთა ხელები და კარი დაკეტა, გარაჟი რომელიც სახლის კუთხეში იდგა ღიად იყო, მაგრამ იქ არავინ დახვდათ. გარაჟის ერთ კედლის მთლიან სიგრძეზე თაროები იყო სადაც მანქანის ვარგისიანი თუ უვარგისო ნივთები ეწყო, მახომ ყველა თარო დაათვალიერა და თაროების ბოლოს კუთხეში შეამჩნია რომ თითქოს კედელი იხსნებოდა და ჩაეღიმა. ხელით ეძებდა რაღაცას და უეცრად  ,,კლიკ'' მოესმა და  თარო გაიხსნა, სწორიც აღმოჩნდა მისი ფიქრები კედლის იქით სამალავი ანუ საიდუმლო ოთახი აღმოჩნდა. მახომ ბიჭებს გადახედა ხელით ანიშნა მზად იყავითო და თავადაც იარაღი ამოიღო და კარი ფრთხილად შეაღო, მას თედო და ნიკა გაყვა უკან, გიორგიმ ტელეფონის შუქით იპოვა საიდან აენთო შუქი და გაოცებულები უცქერდნენ ოთახში მთელ სიგრძეზე გაკრულ ფოტოებს და ამ ფოტოებში მარინას, მარიამის, ლილიას, გიორგის და მახოს ფოტოც იყო. ოთახის ერთ კუთხეში  პატარა თარო ჰქონდათ და სეიფი შენიშნეს ღია კარით. თედომ ხელთათმანი გაიკეთა და სეიფის კარი ფართოდ გააღო და დაუსტვინა, სეიფში უამრავი ფული ინახებოდა ოქროსთან ერთად, რომლებიც ყველაფერი სამხილზე წაიღეს და რადგან სეიფი ღიად დახვდათ საიდან გავიდა იტალიელი ბიზნესმენი, მაგრამ სეიფში აგრეთვე ნახული რამდენიმე პირადობის მოწმობა და პასპორტი იდო ერთი ფოტო სურათით რომელსაც მახო გაოცებული უცქერდა.
-რა მოხდა უფროსო.
-იტალიელი ბიზნესმენი  რომელსაც ჩვენ ვეძებთ ის რუსიც ყოფილა ვინმე იგორ ზებუროვი და ქართველიც აგრეთვე ვინმე  ალექსანდრე კვერეხაძე.
-დიახ, ალექსანდრე კვერეხაძე და იგორ ზებუროვი ერთი და იგივე პიროვნებაა რომელიც იძებნება. გაიგონა მახომ და მის ახლოს მდგარ უცხო მამაკაცს შეხედა.
-დავით? უკვე ჩამოხვედი და აქ ხარ. მახო და დავითი ერთმანეთს გადაეხვია და შემდეგ საქმეზე გადავიდნენ.
-მეც ამ ადამიანის კვალს დავეძებ, მას რამდენიმე წელია იტალის პოლიცია ეძებს, ყოფილი პოლიციელი რომელიც იტალიაში რუსის სახელით და გვარით გადავიდა ვინმე იგორ  ზებუროვია, იტალიაში ისევ თავისი შავი სამყაროს მეგობრებით იტალიის მოქალაქე გახდა gianleca de mattia მაგრამ ის ქართველი  ალექსანდრე კვერეხაძე არის, ესენიც მისი პირადობის დამადასტურებელი საბუთებია. თედომ პასპორტები მაგიდაზე დააწყო და თქვა.
-ვისთან გვაქვს საქმე უფროსო, ამ ადამიანს დავიჭერთ ოდესმე?
-დავიჭერთ. თქვა მახომ და გიორგის შეხედა რომელსაც გულზე წითელი წერტილი შეამჩნია და თედოს შეხედა თვალებში. თედომ მიხვდა რომ მახოს რაღაც აწუხებდა და იქით გაიხედა საითაც იყო მიქცეული მახოს ყურადღება.
-გვითვალთვალებენ. თქვა მახომ და გიორგიმ თედოს მხარზე შენიშნა წითელი წერტილი და მახოს გახედა, მაგრამ მახომ ისროლა და წერტილიც გაქრა. მახომ ისევ გაისროლა რამდენჯერმე და ყველამ გაიგონა დაკვნესების ხმა, კარგად დააკვირდა ჭერს და თქვა.
-კიბე მოიტანეთ.
-კიბე? დაიბნა თედო მაგრამ გიორგიმ შემოიტანა კიბე და მახოს მიაწოდა.
-იქ სამალავია და თუ გასასვლელი არსად არის  ის უკვე დაჭერილია, რადგან დაჭრილია და ვერსად გავა აქედან. მახო კიბეზე ავიდა, შეხედა რომ სამალავს ტუპიკით  ჰქონდა გასასვლელი სიგრძეზე და ფრთხილად გაყვა ხოხვით, მიიწევდა წინ ფრთხილად და შუქსაც შეხედა.
-უფროსო ხედავ რამეს?
-შუქი ჩანს, მაგრამ სად გაგვიყვანს ეს შუქი არ ვიცი ნიკა. მახომ ტელეფონი ამოიღო და თედოს დაურეკა.
-თედო დატოვეთ გარაჟი, ყველაფერი გაიტანეთ რაც სამხილებად არის გამოსადექი და გარაჟიდან რომ გახვალთ მარჯვნივ წადით. კარგად დააკვირთით ეს პატარა გვირაბი ან ისევ საიდუმლო ოთახში გაგვიყვანს და ან სადმე გასასვლელია გაკეთებული. მახო ლაპარაკობდა, თან ფორთხვით მიიწევდა რომ უეცრად შეჩერდა რადგან იმ ადგილთან ახლოს იყო საიდანაც შუქი გამოდიოდა და ჩურჩულის ხმაც გაიგონა.
-ორჯერ მესროლა იმ ნაბიჭვარმა, ის პოლიციელი ჩემია რადგან მე მექნება მისთვის შემონახული ბოლო ტყვია.
-უნდა გავიდეთ აქედან, ალექსანდრე რადგან ეს სამალავი უკვე პოლიციამ იპოვა  ახალი სამალავი გვჭირდება.
-მარინა გაზღვევინემ ჩემს ამ დღეში ჩავარდნას.
-დაანებე თავი იმ მარინას, ეს გოგო რას აიკიდე გაუშვი წავიდეს და თავის გადარჩენაზე ვიფიქროთ.
-დედამისი უნდა გავამწარო, გავაფრთხილე და არ დაიჯერა ახლა კი მისი ქალიშვილი ჩემს ხელთაა, გგონია ასეთ ქორფა ყვავილს ხელიდან გაუშვებ?
-ალექსანდრე უნდა გავიდეთ აქედან ჩვენები გველოდებიან, ექიმი გჭირდება ბევრ სისხლს კარგავ. მახომ არ იცოდა სად იყო და რა მდგომარეობა იყო გარეთ, მათ იარაღი ჰქონდათ.
-ნიკამ ჩურჩულით უთხრა.
-არ ისროლო, ვერ მოგვეშველებიან არ ვიცით რამდენი არიან მეც კი ვერ მოგეშველები წესიერად ამ ვიწრო გასასვლელში და ორივე ამოვიხოცებით, მათაც ეს უნდათ და მათ გულსაც გავახარებთ.
-გინდა გაუშვათ?
-მეტი გზა არ გვაქვს, წავლიან და ჩვენც უკან გავყვებით. გაბრაზებული წვიმა სახეში ასხამდა გიორგის და ძალიან ნერვიულობდა, როგორც იქნა დაინახა მახო და ნიკა რომლებმაც გრძელ ტუპიკს თავი დააღწიეს და სხვებს შეუერთდნენ.
-ბიჭებო ალექსანდრე დაჭრილია და დაჭრილს შორს ვერ წაიყვანებენ უმანქანოდ, მთელი ღამე აქ რომ გავათენოთ უნდა გავიგოთ სად არის სამალავი, ამიტომ ისე ადგილებში უნდა დავდგეთ რომ ვერავინ შეგვამჩნიოს. მახომ ისეთი ადგილი ამოირჩია, რომ სამ კუთხეს კარგად ათვალიერებდა, მარტო იყო პოსტზე და მისი ცხოვრების განვლილი წუთები, წამები, დღეები, თვეები თუ წლები შეალია თავის საყვარელ საქმეს, უეცრად სიბნელეში მისკენ მომავალი ბერიკაცი დაინახა, იარაღი შეინახა და სიგარეტი ამოიღო, სანთებელა ვერ იპოვა და ბერიკაცის ახლოს მისვლას დაელოდა.
-ძია სანთებელა ხომ არ გაქვს. ბერიკაცმა თავი მაღლა ასწია და მის თვალებში მახომ სიბრაზის ცეცხლი დაინახა, შუბლშეკრულმა შეათვალიერა მის წინ მდგარი უცნობი რომელიც ჰაერს ღრმად ისუნთქავს და მცირე პაუზის შემდეგ პასუხობს.
-მოწევა მავნებელია, ის კლავს.
-მადლობა, მაგრამ როცა ვეწევი შვებას ვგრძნობ.
-აქ ნუ აანთებ სიგარეტს თუ მაინდამაინც ახლა როცა პოსტზე ხარ, ეს ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეს. მახოს ჩაეცინა და ბერიკაცს შეხედა.
-ამ ადგილებშიც ნუ ივლი მარტი, ან ძალიან ფრთხილად იყავი.
-რატომ უნდა ვიყო ფრთხილად.
-დამიჯერე ეგრე ჯობია. მახო შეტრიალდა უნდოდა წასულიყო, მაგრამ უეცრად ბერიკაცმა მკვეთრი სვლა გააკეთა და მასთან ერთად ძირს წაიქცა, სნაიპერისგან ნასროლი ტყვია კი ხეს მოხვდა.
-გითხარი ამ ადგილებში ფრთხილად იყავიმეთქი. მახო გაოგნებული იყო და ბერიკაცს შეეკითხა.
-ვინ ხარ, რატომ გადამარჩინე.
-არ ადგე, დაე ეგონოთ რომ მოგკლეს.
-ასე ადვილად არ გაბრიყვდებიან, ისინი როგორც ჩანს მითვალთვალებენ, მაგრამ თქვენ?
-მეც იმას ვეძებ წლებია, ვისაც თქვენ.
-თქვენ იცით მე ვინ ვარ?
-გიცნობთ ბ-ნო მახო მე გადამდგარი პოლკოვნიკი ვარ ვანო ფურცხვანიძე და ადამიანი ვისაც სამი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს ალექსანდრე კვერეხაძე მას სამივე ქვეყანაში უამრავი ხალხი ყავს და ძალიან გაგვიჭირდება ამ ადამიანის დაჭერა.
-გამოდის ერთი მიზანი გვაქვს ორივეს?
-ასეა, ამ ადგილს დიდი ხანია რაც უთვალთვალებთ და იმ ნახევრად დაბგრეულ შენობას ხედავ, იმ შენობას არ უნდა მოაშორო თვალი.
-იქ არიან, ნამდვილად იქ არიან და იქ არის მათი თავშესაფარიც.
-მათ ყოველთვის ხალხ-მრავალ ადგილებში აქვთ თავშესაფარი.
-ჭკვიანია ალექსანდრე ის იმ ადგილებში მოძრაობს სადაც არასოდეს დაუწყებს პოლიცია ძებნას, იცის თავისი საქმე.
-აქედან უნდა გავიდეთ და ყველამ ერთად დავგეგმოთ როგორ შევიდეთ მათთან, რომ როგორმე შევძლოთ და ჯგუფი სრულყოფილად ავიყვანოთ. მახო და ვანო ბიჭებთან მივიდნენ, რომლებიც უკვე ფიქრობდნენ რომ მახო მოკლა მტრის ნასროლმა ტყვიამ, მაგრამ რომ დაინახეს ძალიან გაუხარდათ, მაგრამ უცხო ბერიკაცი მის გვერდით მოულოდნელი აღმოჩენა იყო. მახომ ყველას აუხსნა ვინ იყო ვანო ფურცხვანიძე.
-გაიცანით გადამდგარი და პენსიაში გასული პოლკოვნიკი, ადამიანი ვინც იმავე პიროვნებას დაეძებს წლებია ვის კვალშიდავ ჩვენ ვართ დღეს.
-პენსიაში გავედი უკვე ათი წელია, ყველა საქმე ბოლომდე მიმყავდა და ბოლომდე ვიცლებოდი, მაგრამ პენსიაში გასვლამდე რამოდენიმე თვით ადრე ჩემი საკუთარი ქალიშვილი მკვდარი ვიპოვე თავისივე საწოლში, ის ღამით ჩემს სახლში შემოვიდა და ჩემი შვილი გააუპატიურა შემდეგ კი კოკაინის დიდი დოზა გაუკეთა და მის საწოლთან ტუმბოზე წერილი დამიტოვა.
-,,  ეს იმიტომ რომ ყველა ჩემი მეგობარი გაანადგურე''. მე გულის ინსულტი დამემართა და სიკვდილს გადაურჩი, ან რად მინდოდა სიცოცხლე ჩემი ერთადერთი სანთელი ჩამიქრო მტერმა. პენსიაში გავედი, რადგან გულის გამო ჩემი გადატვირთვა აღარ შეიძლებოდა, მაქვს ჩემი კავშირები ყველგან, მაგრამ  ის გაქრა ისე რომ ვერ მივაკვლიეთ მის კვალს, როგორც შემდეგ გავიგე მან ქვეყანა დატოვა და წავიდა. მინდა რომ დავიჭირო, მინდა რომ ამ ჩემი ხელებით ვაგებინო პასუხი ჯერ ჩემი შვილის გაუბედურებაში და შემდეგ ყველა მის ჩადენილ ცოდვაძე და სიბინძურეზე.
-თქვენ დაგიჭერენ.
-78 წლის ვარ და ძალას ვინარჩუნებ მანამ, სანამ ეს არ მოკვდება. ჩემთვის სულ ერთია სასჯელი რა იქნება, მე ყველაფრისთვის მზად ვარ.
-წავიდეთ ამ ადგილს გავეცალოთ და ჩვენს ოფისში ვისაუბროთ. ოფისში მივიდნენ და დილამდე საუბრობდნენ, ბერიკაცმა ძალიან საინტერესო ისტორია  მოყვა ალექსანდრეზე და ყველა  უსმენდა მოხუცის საუბარს.
-ალექსანდრე კვერეხაძე, იგორ ზებუროვი და იტალიელი ბიზნესმენი  გიანლეცა დე მატტია ერთი პიროვნებაა.
-ეს უკვე ჩვენც ვიცით, სხვა რამ გვაინტერესებს მასზე უფრო მნიშვნელოვანი.
-ალექსანდრეს მამა მეტყევე იყო და სახლიც ტყის განაპირას ჰქონდათ, დედა საოცრად  კეთილშობილი ადამიანი იყო. როდესაც ალექსანდრე 7 წლის იყო დედას პირველი ტყუილი უთხრა ესეც მამამ აიძულა, რომ ის მთელი დღის განმავლობაში მეგობართან ერთად იყო, მაგრამ მიხვდა დედა რომ შვილი ტყუილს ამბობდა და წინ დაისვა და წყნარად ესაუბრა. ალექსანდრეს შერცხვა მისი ტყუილის და დედას თვალებში ვერ შეხედა, მაგრამ მიუხედავად იმისა მამამ თვალები დუბრიალა არ ეთქვა სიმართლე მან თქვა, რომ ის მამასთან ერთად მთელი დღე გვიან ღამემდე სასაფლაოზე იყო.
-სასაფლაოზე? რა უნდოდა გვიან ღამემდე სასაფლაოზე ბავშვთან ერთად, საინტერესოა. თქვა მახომ, მაგრამ ბერიკაცმა ჩაიცინა და თქვა.
-ადამიანს როცა სული აქვს დაბინძურებული მისთვის არ არის მნიშვნელოვანი სად ჩაიდენს მის სიბინძურეს. მას მანია ჰქონდა პატარა გოგონებისკენ 15-16 წლის გოგონები მოტყუებით მიყავდა სასაფლაოსთან არსებულ პატარა სახლში და იქ აუპატიურებდა, შემდეგ გოგონებს ზოგჯერ თავად ხოცავდა და ზოგჯერ თვითმკვლელობით ასრულებდნენ სიცოცხლეს ალბად აიძულებდა და ისინიც თავს იკლავდნენ, ზოგიც უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ. როცა ალექსანდრემ სკოლა დაასრულა მამის საქმიანობის შესახებ უკვე ყველაფერი იცოდა, რადგან ძალიან ბევრჯერ შესწრებია ჩუმად თუ რას აკეთებდა მამამისი და აიძულა მამა პოლიციაში დაეწყო მუშაობა, მას ძალიან ბევრი ახლო სანაცნობო ჰყავდა პოლიციაში და ალექსანდრეც გახდა პოლიციელი.
-მისი პოლიციელობით უფრო დაფარავდნენ კვალს.
-ასეა, მამის სიბინძურეს ფარავდა და მამასაც დაემსგავსა ნელა-ნელა, შემდეგ კი თავს გაუვიდა და კოკაინზე დაიწყო მუშაობა. ანონიმურად მოგვაწოდეს მამამისის საქმიანობის შესახებ და ჩვენც თვალთვალი დაუწყეთ, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ,რადგან თავად პოლიციელი იყო და გააქრო ყველა სამხილი. ჩემი საქმე იყო უკვე უნდა მეპოვა ადამიანი ვინც ძალიან ღრმად იყო შესული ნარკოტიკის რეალიზებაში,  ჩემი და ჩემი ბიჭების დაუღალავი შრომით, უძილო ღამეებით მივადექით კვალს. აღმოვაჩინეთ რომ პოლიციელი იყო ამ საქმეში გარეული სხვაგვარად ასე დიდ სიმაღლეზე ვერ ავიდოდნენ და დავიწყე ყველა პოლიციელზე დაკვირვება, აქაც არ მიღალატა ჩემმა ინტუიციამ და კვალმა  ალექსანდრესთან მიმიყვანა. ალექსანდრე დავიჭირეთ, სასჯელიც მიუსაჯეს და როცა ციხეში გადაყავდათ გასამართლებული გზაში  დახვდნენ პოლიციას შეიარაღებული ნიღბიანები და ალექსანდრე გაიტაცეს. პოლიცია დაედევნა და თითქმის ამოწყვიტა, მაგრამ გადარჩა რამდენიმე ალექსანდრესთან ერთად და როცა ჩვენ მას დავეძებდით სწორედ იმ ღამით შევიდა ჩემს სახლში და ჩემი ქალიშვილი მოკლა.
-როდესაც ის წლების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, სადაც ბინას ქირაობდა ყველგან ნახულობდნენ ახალგაზრდა გოგონას მკვდარს ან წყვილებს და ყველა შიშველ მდგომარეობაში. თქვა დავით გოგიაძემ და რამდენიმე გარდაცვლილი გოგონას და წყვილის ფოტო დაალაგა მაგიდაზე.
-ალექსანდრე არ იყო ასეთი უსისხლო და შეუბრალებელი, მაგრამ მან ჯერ კიდევ პოლიციაში ყოფნის დროს საკუთარი ხელით მოკლა საკუთარი მამა.
-მამა? საკუთარი მამა რატომ უნდა მოეკლა.
-სამსახურიდან მოულოდნელად ადრე დაბრუნდა და შეხედა როგორ უმოწყალოდ სცემდა დედას და დედამ ალექსანდრეს შეხედა, მის თვალებიდან გადმოსულმა ცრელმა ჭკუა გონება აუმღვრია და მამა დანით მოკლა, დედა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო როცა დანა გამოართვა ხელიდან და თავად ჩაირტყა გულში, დანაზე დედის ანაბეჭდები იპოვეს, როცა პოლიცია მივიდა მის სახლში ის დედის ცხედართან იჯდა და ხმით ტიროდა, მაშინ არავინმა არ იცოდა რომ ალექსანდრე მამაზე უარესი გახდებოდა.
-გასაგებია, რასაც უყურებდა მამას გააგრძელა ის საქმე და ამას პოლიციელობით ფარავდა.
-მარტო ეს არ არის, მამამისი ახლად დასაფლავებულ მკვდრებს თხრიდა და მოკლულ გოგონებს იმავე საფლავში მარხავდა, ესევ გვიან აღმოაჩინა ერთ-ერთმა დარაჯმა როცა შვილს დედის გადასვენება უნდოდა სხვა სასაფლაოზე.
-რა საშინელებაა ეს ყველაფერი. გოგონა, ახლა ჩვენი მიზანია გოგონას პოვნა. გიორგი ლილიაზე ფიქრობდა, ყველას დაემშვიდობა და წავიდა, გზიდან კი ლილიას დაურეკა.
-გაგაღვიძე? უკვე ბინასთან ვარ, მოვედი.
-კარგი, მეც გამოვალ.
-მადლობა გულო ბებოს.
-მას ჩაეძინა.
-შენ?
-მე შენს ზარს ველოდი.
-მაშინ გამოდი უკვე კიბეებზე ამოვდივარ. ლილია ფრთხილობდა, არ უნდოდა გულო ბებოს გაღვიძებოდა, მაგრამ მოხუცმა თვალი გაახილა და ლილიას უთხრა.
-სად მიდიხარ შვილო, გიორგი მოვიდა?
-მოვიდა ბებო და მადლობა.
-მადლობას რისთვის მიხდი შვილო, აი აიღე შენ ეს გასაღები და როცა გინდოდეს და გჭირდებოდეს მოდი, სიამოვნებით მივირთმევ შენთან ერთად ჩაის ლილია. გულიკო ბებომ კარებამდე მიაცილა ლილია თუმცა ლილია უარობდა, მაგრამ გიორგის ჩააბარა ცოლი და კარი შიგნიდან გადაკეტა, გიორგიმ კი ხელი მოხვია ლილიას და ერთი სართული მაღლა კიბეებს აუჩქარებლად აუყვა.
-რა მოხდა, მარინას გოგო აღმოჩნდა გარდაცვლილი?
-არა, ის არ არის მაგრამ ჩემს გარშემო ყველაფერმა დაკარგა აზრი და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს დავიცალე და სიცარიელეში დავბორიალობ.
-არ გინდა რამე მომიყვე რომ გული გაინთავისუფლო?
-რისთვის, შენ ხომ არ გჯერა ჩემი ლილია.
-გიორგი.....................
-მინდა ბავშვობაში დავბრუნდე, მინდა ისევ ისეთი სუფთა ვიყო  და არა სულ-ამღვრეული როგორც ახლა ვარ. ლილიას შეხედა და დივანზე დაწვა, დაღლილს მალე ჩაეძინა და უკვე თენდებოდა ტელეფონის ხმამ რომ გააღვიძა, მოჭუტული თვალით შეხედა ნომერს და ნამძინარევი ხმით უხრა.
-ჩოჩია რომელი საათია, ახლა მოიცალე ტელეფონისთვის?
-გიო ვიცი რომ ძალიან ადრეა, მაგრამ მივდივარ. უეცრად გამოფხიზლდა და წუთიერი პაუზა გააკეთა, შემდეგ ჩუმი, მაგრამ შეცვლილი ხმით უთხრა.
-ისევ ავღანეთი?
-არა, ამჯერად გერმანიაში მივდივარ.
-სად ხარ, მინდა გნახო.
-შენს სახლთან ვარ.
-მაგრამ მე სახლში არ ვარ, ჩვენს ადგილზე მიდი და მეც იქ მოვალ. გიორგი ადგა გამოიცვალა თავი მოიწესრიგა და ლილიას ოთახში შუქი შენიშნა, კარზე ფრთხილად დააკაკუნა, მაგრამ ლილია თავად გამოვიდა ოთახიდან. 
-ლილია ასე ადრე რატომ გაიღვიძე, რატომ არ გძინავს.
-ექიმს ველაპარაკე.
-გითხრა რამე განსხვავებული?
-არ ვიცი რატომ, მაგრამ დედა ჯერ კიდევ იზოლირებულია და მასთან შესვლა შეუძლებელია.
-გუშინ ორივე იქ ვიყავით, მისთვის ასე უკეთესია და რამოდენიმე დღე და შესაძლებელია კვირაც ასე უნდა გაგრძელდეს.
-შენ რაღაც იცი.
-ვიცი, მაგრამ ჯერ ვერაფერს გეტყვი, არ შემიძლია გითხრა ლილია რადგან ყველაფერს მისი დრო აქვს.
-მაგრამ სრულ გაურკვევლობაში ვარ, მეც მინდა ვიცოდე რა ხდება ჩემს გარშემო.
-გპირდები რამოდენიმე დღე დაელოდე და მე პირადად გეტყვი ყველაფერს.
-დაპირებას შეასრულებ და ყველაფერს მეტყვი.
-ჩემი თქმაც არ დაგჭირდება თავად მიხვდები, დაწექი ჯერ კიდევ ადრეა და მე გავდივარ.
-ასეთ დროს?
-ჰო ასეთ დროს, რადგან ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს უნდა შევხვდე. ლილიას გული აუფრიალდა და ცრემლი მოაწვა, მაგრამ არ შეიმჩნია თითქოს არც აინტერესებდა სად მიდიოდა, საძინებელში შევიდა და კარი ხმაურით მიიხურა, გიორგის კი ჩაეცინა და წავიდა. ცა ნელა-ნელა თეთრი ჩოხით იმოსებოდა, ქუჩაც ახმაურებულია, მიდიოდა და სევდა ქონდა ლურჯ თვალებში გიორგის, მაგრამ ადგილზე მისულმა შეხედა ჩოჩიას და სევდაც სადღაც გაქრა. მანქანა ჩოჩიას მანქანის გვერდით დააყენა და  აუჩქარებელი ნაბიჯით მიუახლოვდა ჩოჩიას რომელიც სივრცეში ერთ წერტილს უყურებდა და არავინ იცოდა გულში რას ფიქრობდა.
-ზოგი რას ებრძვის, ზოგი რას ემალება, მაგრამ მე შენი დაკარგვის შიში მაქვს. გგონია ან ვხუმრობ ან მინდა შენს თვალში ავმაღლდე? არა, მე ეს ვარ ვინც ვარ და რაც ვდგავარ შენს წინ. შენმა ერთმა სიტყვამ ,,მივდივარ ადგილზე გამაქვავა და ვეღარც კი ვინერვიულე ისე გავითიშე.
-არა, არასოდეს გაპატიებ სისუსტეს და იცოდე, რაც არ უნდა მოხდეს ძლიეი უნდა იყო.
-შენ როცა მიდიხარ ყოველთვის ესაა ჩემი სისუსტე, როგორ ხარ ძალიან დაფიქრებული მეჩვენები.
-ვფიქრობ მეგობარო.
-რაზე ფიქრობ მე არ მეტყვი?
-რაც თავი მახსოვს მუდმივ ძიებაში ვარ, ვეძებ ადამიანს სრული ადამიანური ღირსებით და მისი ჩემს გვერდით ყოფნით აინთება ჩემს სულში ბედნიერება. ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით რომ ააფეთქებს  ჩემში დავიწყებულ სიყვარულის გრძნობას. ძლიერი და კეთილშობილი სულის პატრონი, თუ გულმა არ მიიღო, თუ გული არ გაისხნა გულგრილად უვლი გვერდს და ჩამქრალი გრძნობით ისევ დამიწყია ოცნება არარსებულზე და მიუწვდომელზე.
-მე თუ ვიპოვე და მიყვარს არ შემიძლია მასთან სიახლოვე, გვერდით მყავს და სიგიჟემდე მენატრება.
-შენ გვერდით გყავს და მე ჩემი თავის ვერ გამიგია, ნუუ იმდენად მონა ვარ ტრადიციების და იმდენად მხდალი, რომ ვერ გამიბედია დავცალო ის თასი რომელიც ახალგაზრდობის დამათრობელი გრძნობით არის სავსე?
-დაუნდობელი ხარ, უბრალოდ ჯერ არ გამოჩნდა შენი გულის მისაღები ქალი ვისაც დაუფიქრებლად და სიამაყით აჩუქებდი შენს თავს.
-ჰოდა მეც მაგას ვამბობ სად არის,  როდის გამოჩნდება  მარტოობაში რომ დაიწყებს ჭკნობას სიცოცხლის ყვავილი და ცეცხლი რომ განელდება რომელიც ჩემს სხეულში ანთია და შიგნიდან მფერფლავს. რატომ არის ასე, დრო კი მიდის და შეუმჩნევლად მისხლტება ხელიდან, ახალგაზრდობა კი ჩვენდა შეუმჩნევლად იტვირთება წელთა რაოდენობით.

  გულქვა გახდა, სიტყვა ძუნწი და უემოციო. რცხვენოდა გიორგის თვალებში შეხედვის, მაგრამ იცოდა რომ ერთ დღეს პირისპირ მოუწევს დადგომა და ბოდიშის მოხდა, რადგან რაც დრო გადის ხვდება, რომ ემზარი არ არის მკვლელი, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის ვინ დგას ამ დიდი საიდუმლოს უკან. თავს არ ზოგავს და დილიდან გვიან ღამემდე მუშაობს, თითქმის ვერც ნახულობენ ერთმანეთს. ერთი ბრუნდება სამსახურიდან, მეორე სახლიდან გადის და მთელი დღეები გიორგი ან იყო მთაში ან იყო კომპანიაში. მაისის 26 რიცხვში 26 წლის გახდა, კომპანიიდან დაბრუნებულს კარი გააღო და უზარმაზარი თაიგული დახვდა და გაეცინა, დაყნოსა თაიგული და დანანებით თქვა.
-არსებობს ვიღაც ვისაც ახსოვს ჩემი დაბადების დღე. წითელი ვარდებში პატარა კონვერტი იყო და გახსნა.
                 ,, გილოცავ დაბადების დღეს, არ დამვიწყებიხარ''.
ღიმილი სიბრაზით შეიცვალა, მაგრამ ეს თაიგული გადასაგდებად ვერ გაიმეტა და დიდ საყვავილეში ჩააწყო. დაღლილი იყო, შხაპი მიიღო  ყვავილებს თვალი შეავლო და დაწვა, ძალიან მალე ჩაეძინა. ძილში ნაცნობი სურნელი იგრძნო და გაეღიმა, თუმცა ვერ მიხვდა ცხადში თუ იღიმოდა, გიორგი კი თმებზე მოეფერა. ეს არ იყო სიზმარი, ეს რეალობა იყო და გიორგის ისე მონატრებოდა ლილიას სურნელი გადაწყვიტა მძინარე ენახა და მოფერებოდა.
-სიყვარულის მეშინოდა და ჩემი შიში გამართლდა, ტირილის მეშინოდა და აღარ ვტირი რადგან ცრემლი გაშრა. ადამიანების დაკარგვის მეშინოდა და ყველა რომ დავკარგო შენ ვერ დაგკარგავ. რობოტივით ვარ და მრცხვენია ჩემი მდგომარეობის, მრცხვენია რომ ასე ახლოს ხარ და მაინც შორს ვართ ერთმანეთთან. მეცინება არა სიმწრით, არამედ გულით ვიცინი სადამდე მივედით ლილია. თავზე ფრთხილად აკოცა და საწოლთან წერილი დაუტოვა მანქანის გასაღებთან ერთად.
     ,,ეს ჩემი საჩუქარია შენი დაბადების დღის აღსანიშნავად, გილოცავ შენს დღეს''. ფრთხილად დატოვა საძინებელი და წავიდა, ლილიას გაეღვიძა თითქოს ბუნდოვნად ნანახ სიზმარზე დაფიქრდა, მაგრამ იქვე წერილი და მანქანის გასაღები დახვდა და გაბრაზდა, სასწრაფოდ ადგა თავი მოიწესრიგა გასაღები ჩანთაში ჩააგდო და რამდენიმე წუთში უკვე კომპანიაში იყო, არ შეჩერებულა გული ამოვარდნას ჰქონდა და აჩქარებული სუნთქვით შეაღო გიორგის კაბინეტის კარი, გიორგი არ ელოდა ლილიას ნახვას და გაოცებული ფეხზე წამოდგა, თან შეეკითხა.
-მოხდა რამე?
-მინდოდა მენახე, რადგან სახლში ერთმანეთს ვეღარც კი ვნახულობთ. გიორგიმ გაიფიქრა გალღვა ყინული და მადლობის სათქმელად მოვიდაო, მაგრამ შეცდა და გული ეტკინა როცა ჩანთა გახსნა ლილიამ და მანქანის გასაღები მაგიდაზე დაუდო.
-არაფერი ვთქვი თაიგულზე, რადგან ყვავილები და კერძოდ წითელი ვარდები ჩემი სუსტი წერილია, მაგრამ ეს გასაღები უნდა დაგიბრუნო და მას აჩუქე  ვისაც ძალიან ჭირდება, შეუძლებელია არ გყავდეს ვინმე ვინც სიყვარულს გჩუქნის.
-რას ამბობ ლილია.
-სიმართლეს.
-შენ რა ეჭვიანობ?
-საერთოდაც არა. გიორგის ღიმილი შეეპარა ღაწვებზე, რადგან გაუხარდა ლილიას ეჭვიანობა, მაგრამ მკაცრი სახე მიიღო და უთხრა.
-ლილია არ ფიქრობ, რომ მე და შენ სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ, არ მოვიდა დრო?
-დარჩა რამე ისეთი რაზედაც უნდა ვილაპარაკოთ?
-სალაპარაკო ძალიან ბევრი გვაქვს მე და შენ, მაგრამ პირველი ამ გასაღებს დაიტოვებ და შენთან დარჩება, რადგან შენს მანქანას დრო უნდა რომ გაკეთდეს შენ კი გჭირდება, გთხოვ და უარს არ მივიღებ.
-შენგან არაფერი არ მჭირდება, ჩვენ ფიქტიურად ვცხოვრობთ ერთმანეთთან და არ ვარ თანახმა ასეთ ძვირფასიან საჩუქრებზე.
-ვიცი გაბრაზებული ხარ და კიდევ გიმეორებ ეს გაბრაზება მალე გაგივლის, რადგან უადგილოა ეს სიბრაზე. ჩვენ დავქორწინდით და ფიქტიურად თუ ფაქტიურად შენ ჩემი ცოლი ხარ და ეს ასე გაგრძელდება  როგორც შენ გინდა მხოლოდ ქაღალდზე, ეს საჩუქარი კი უნდა დაიტოვო.
-გიორგი მე მადლობელი ვარ შენი, მაგრამ..................
-რაც არ უნდა ბრაზობდე მე შენ მიყვარხარ და ამას არც ვმალავ, ვიცი რომ შენც იგივეს გრძნობ, მაგრამ თანახმა ვარ რომ ჩვენი ქორწინების საიდუმლო მხოლოდ ჩვენ ვიცით, დაე ასე იყოს. ლილიას ხელი ეჭირა ხელში, როცა მაგდამ შეაღო კარი და უხერხულად იგრძნო თავი, ლილიამ კი გაუღიმა და უთხრა.
-მაგდა ყავა შემომიტანე ჩემს კაბინეტში ძვირფასო. მაგდა ღიმილით გავიდა და ლილია თავის კაბინეტში შევიდა, კარზე კი მირიანმა დააკაკუნა და კარიც შეაღო.
-ლილია გუშინს მერე ვცდილობ გნახო და დაგელაპარაკო.
-გისმენ ძია მირიან.
-ეს დღეები ისეთი დაძაბული ვიყავი ვერ შევძელი მარიამის მონახულება,  როგორ არის, ვიცი რომ შეუძლებელია აქამდე მისი ნახვა.
-მისი ჯამრთელობის საკითხი უკეთესობისკენ მიდის და ეს მხოლოდ მე, ექიმმა და გიორგიმ ვიცით, მიზეზის ახსნა კი თქვენთან არ მჭირდება ძია მირიან ისედაც იცი.
-ეს კი ვიცი და ვერც ვერავინ გაიგებს, მიხარია რომ უკეთესობისკენ მიდის და ალბად შევძლებთ მის ნახვასაც მალე. მირიანი საუბრობდა, მაგრამ ლილიას გაოცებულ თვალებს შეხედა და თავადაც გაიხედა მის უკან რა ხდებოდა, ღია კარიდან ორივემ დაინახა რამდენიმე პოლიციელი და ლილიას ხმაც გაიგონა. 
-რა ხდება, პოლიციელები აქ რატომ მოვიდნენ.
-არ ვიცი შვილო, გავარკვიოთ რა უნდათ მათ აქ რა საქმე აქვთ. მირიანი გაოცებული გავიდა კაბინეტიდან და პოლიციელების წინ დადგა.
-ვინ გნებავთ, ვის......................
-გამარჯობათ, ჩვენ ქალბატონი მარინა ცალქალამნიშვილის ნახვა ...............
-ვიღაცამ მიკითხა და მეც აქ ვარ, ჩემი ქალიშვილი იპოვეთ?
-კარგია რომ აქ ხართ, განყოფილებაში უნდა წამოგვყვე.
-იპოვეთ ჩემი შვილი, ცოცხალია?
-ქალბატონო მარინა თქვენ დაპატიმრებუი ხართ მუხლი 158-ით აფირისტობაზე და ვახო ტაბატაძის მკვლელობისთვის, ასევე თქვენ შეეცადეთ ორი ადამიანი მოგეკლათ მარიამ ტაბატაძე და ემზარი ბურჯანაძე. ლილია იდგა გაოგნებული და უცქერდა მარინას, მაგრამ მარინამ ძლიერად მოქნეული ხელი სახეში გაარტყა და უყვირა.
-შენ, შენ მომიწყვე ეს ყველაფერი ძუკნა  და კარგი იყო შენ მომეკალი პირველად და არა მამაშენი. განანებ რომ დაიბადე, მოგწვდები სადაც არ უნდა ვიყო. ლილია დაიბნა და ადგილზე გაქვავდა, სახეზე ხელი მიიდო, მაგრამ მოულოდნელად მირიანის წინ ჩაიქროლა და მარინას სახეში ეცა ორივე ხელებით, პოლიცია რომ არა თვალებს ამოუღებდა, მაგრამ კარგად დააჩინა სახეზე მისი ათივე თითი. გიორგიმ გაიგონა ლილიას ხმა და კაბინეტიდან გავიდა, გაოცებული უყურებდა იქ რაც ხდებოდა და ლილიას ორივე ხელები მოხვია, მარინა კი არ ემორჩილებოდა პოლიციელებს და დასისხლიანებული სახით ლილიასკენ იწეოდა.
-სამხილები არ გაქვთ და ვერ შეძლებთ დამიმტკიცოთ დანაშაული.
-მაქვს სამხილები ქალბატონო მარინა.
-არ გაქვს, გიორგი ეს ტყუილია.
-ჩემს სახლში შეეცადე მამაჩემის მოკვლას, მარიამს კი წამლები შეუცვალე და ეს არ იკმარე, მას ყოველ დღე წამლავდი შხამით. როგორ ფიქრობ ეს არ არის საკმარისი სამხილები? ლილია კაბინეტში შევიდა, აირია და გულის რევის შგრძნება ჰქონდა., მარინა კი ყვირილით და ძალის გამოყენებით გაიყვანენ კომპანიიდან, ლილიამ ცრემლიანი თვალებით დატოვა თავისი კაბინეტი და ისე ჩაუარა ყველას გვერდი თითქოს შეცდომით იყო იქ შესული და გზას ეძებდა იქედან გასულიყო.  ლაშამ შეხედა ტირილით მიმავალ ლილიას და გიორგის უთხრა.
-სატანა მოვიშორეთ, მაგრამ ლილიამ ძალიან ინერვიულა და ტირილით წავიდა.
-სად წავიდა, მანქანით წავიდა?
-ალბად, არ ვიცი.
-უნდა ვიპოვო, მახო გთხოვ დაადგინე ტელეფონის ნომრით სად არის და ლოკაცია ჩამიგდე. მიდიოდა, ძალიან დიდი სისწრაფით მიჰქროდა და გრძნობდა გული როგორ ჩქარა ფეთქავდა. იგივე მდგომარეობაში იყო ლილია და გზას ცრემლიანი თვალებით გაჰყურებდა. იგრძნო როგორ უშლიდა ხელს ცრემლები გზის გაგრძელებაში, მაგრამ მაინც წინ მიიწევდა.
-შენს ლამაზ და ლურჯ თვალებში ვხედავ გრძნობა ისევ ისეთი თბილია და სიყვარულით სავსე ისე როგორც პირველი ნახვის დროს იყო, მაგრამ ნუთუ ჩვენ ორმა დროს ვერ გაუძელით თუ მე არ ვივარგე შენს გვერდით ამ დიადი გრძნობისთვის. ახლა როგორ გავბედო და დავრჩე შენს გვერდით, არადა როგორი ნამდვილი და ორმხრივია ჩვენი სიყვარული. ერთი ნახვით აფეთქებული უმანკო გრძნობა ორ გულში ჩასახლდა, მე კი მხოლოდ ტკივილი მოგაყენე შენც და შენს გულსაც. ვეღარ შეძლო გზის გაგრძელება, არც ის იცოდა სად მიდიოდა და სვლა ნელა ნელა შეანელა, ბოლოს სულ გაჩერდა მანქანა გვერძე მიაყენა და მთელი ხმით აღრიალდა. რამდენიმე წუთი ებრძოდა თავის თავს, მანქანის კარი გააღო და გადმოვიდა და წავიდა იმ ადგილისენ სადაც ბილიკმა დიდ სიმაღლეზე აიყვანა და იქ დადგა, რამდენიმე წუთი იყო ასე დამდგარი და სიმაღლიდან უყურებდა ქალაქს. გიორგის გულმა რამდენიმე დარტყმა ერთდროულად მიაყენა და პირველი დარტყმა იყო ყველაზე ტკივნეული, მაგრამ არ დაიბნა არც დაუძახა სირბილით გაიქცა და ორივე ხელები შემოხვია და დაძაბულმა ჩურჩულით უთხრა.
-დაწყნარდი, დამშვიდდი მე აქ ვარ შენთან და არასოდეს გაგიშვებ ხელს. ლილიას გული გაუჩერდა როცა გიორგი შეეხო და ისევ ტირილის დაწყება უნდოდა, მაგრამ თავი გაიმაგრა და უთხრა.
-შენ მითხარი როცა სიმართლეს გაიგებ ჩემი სასჯელი ძალიან მძიმე  იქნებაო, მე მზად ვარ მივიღო შენგან სასჯელი, მე ეს დავიმსახურე რადგან არ მოგისმინე.
-დამშვიდდი, გეუბნებოდი მოითმინეთქო და კარგია დღეს ყველაფერს თავად შეხედე და თავად მოისმინე.
-მცივა, ძალიან მცივა.
-ეს ნერვების ბრალია, მაგრამ მე გაგათბობ და ჩემი ფრთების ქვეშ შენ არასოდეს შეგცივდება. შენ ჩემი ხარ ლილია და მე კი შენი ეს იმ ღამემ დაწერა, იმ წვიმიანმა ღამემ და ეს არასოდეს არ შეიცვლება. წავიდეთ, გინდა გავექცეთ ყველას და ყველაფერს განვმარტოვდეთ რამდენიმე დღით მხოლოდ ჩვენ ორნი მე და შენ ვიყოთ.
-მინდა გავექცე ამ სამყაროს, მაგრა სად ან როგორ კომპანია, სამსახური, ყველაფერი რომ მივატოვო როგორ მივატოვო დედა.
-დედა გაგვიგებს, კომპანიაში უფროსი შენ ხარ და მოიცდის, მე და შენ სალაპარაკო გვაქვს და ჯერ რაღაცეები უნდა გავარკვიოთ. ხელს არ უშვებდა, თავის დიდი და ძლიერი ფრთის ქვეშ ყავდა  შეფარებული, თავისი მანქანის კარი გაუღო და გვერდით დაისვა.
-ჩემი მანქანა?
-ის სახლში დაგხვდება როცა დავბრუნდებით. გორგიმ კარი მიხურა თუ არა მახოს დაურეკა და ადგილი უთხრა სადაც მანქანას ტოვებდა, მახომ თედო გაუშვა და თედომაც მანქანა განყოფილებაში მიიყვანა, გიორგიმ კი ლილია ერთ-ერთ სასტუმროში მიიყვანა და მარინას და მირანდას მიზნებზე ყველაფერი უთხრა.
-ის რაც ჩვენს შორის მოხდა ეს არის გაურკვევლობა და არ უარყო, რადგან თავადაც იცი რომ ეს სიმართლეა.
-რატომ, ან როგორ მოხდა რომ მარინა ასე დაეცა ადამიანი მოკლა ეს არ იყო საკმარისი და კიდევ ორი ადამიანს ერთად შეებრძოლა და მათი მოკვლაც უნდოდა.
-მარინამ მამაშენი გააზრებულად მოკლა, შემდეგ მამაჩემს მიუბრუნდა და შესაძლებელია არ უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ გეგმამ არ გაამართლა და მამაჩემი პარალიზებული დატოვა, ეს კი ყველაფერი მამას შეემთხვა არ ჩადენილი დანაშაულისათვის. ასევე, მარინამ მოწამლა დედაშენი იგივე საწამლავით რომელიც მამაშენს მისცა და მოწამლა მამაჩემიც, მათ სხეულში ერთნაირი მომწავლელი ნივთიერება აღმოაჩნდა ლილია.
-შენ კი იცოდი სიმარლე და მაინც მშვიდად იყავი.
-ვინარჩუნებდი სიმშვიდეს იმიტომ რომ ვიცოდი ერთ დღეს  შენც გაიგებდი ყველაფერს და აღიქვამდი, რომ  უდანაშაულო ადამიანს ადანაშაულებდი და შენებურად გვსჯიდი ყველას, მე რა ვქნა და როგორ მოვიქცე, რა სასჯელი მოგცე ჩემი წამებისთვის და ტანჯვისთვის.
-სიყვარული სულგრძელი და კეთილია ის არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, არც ღიზიანდება, არც უსამართლობით ხარობს ის ისეთი გრძნობაა ყველაფერს ითმენს და იტანს, ყველაფრის წამს,  ყველაფრის იმედი აქვს, რადგან მას შეუძლია მოთმენა და სწორედ ამ მოთმენით იმარჯვებს.
-რის თქმას ცდილობ ლილია. უნდოდა გაეცინა გიორგის, მაგრამ იდგა და სერიოზული სახით უცქერდა ლილიას როგორ უციმციმებდა თვალები და პირველად დაინახა ლილიას თვალებში ბედნიერების სხივი.
-სიყვარული არასოდეს მთავრდება გიორგი, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში............
-არ დაასრულო, სულ რაღაც წამების წინ შენი თვალებიდან ბედნიერება მიხმობდა, ახლა კი სევდამ დაიდო ბინა და არ მოგცემ უფლებას დასევდიანდე.ორივე ხელებით წაიწია მისკენ და გულში ჩაიკრა საყვარელი ქალი.
-მხოლოდ შენ არსებობ ჩემს ცხოვრებაში, შენ ხარ ჩემს თვალებში, ჩემს სულში და ჩემს გულში. მინდა აქ ვიყოთ რამდენიმე დღე მხოლოდ მე და შენ და ერთმანეთის ზრუნვით, ერთმანეთის დაცვით და უპირობო სიყვარულით, ხელი-ხელ ჩაკიდებული გავატარებთ მთელ ჩვენს ცხოვრებას. 

დათქმულ დროზე ადრე დავდე, შემდეგი თავი დაიდება სამშაბათს.



№1 სტუმარი ინა

ვაიმე რა კარგი იყო ❤️❤️❤️

 


№2  offline მოდერი zia-maria

ინა
ვაიმე რა კარგი იყო ❤️❤️❤️

heart_eyes მადლობაააა. kissing_heart

 


№3 სტუმარი სტუმარი gvantsa

ძალიან მომწონს და ველოდები სამშაბათს სიამოვნებით

 


№4  offline მოდერი zia-maria

სტუმარი gvantsa
ძალიან მომწონს და ველოდები სამშაბათს სიამოვნებით

heart_eyes გაიხარე, მადლობა. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent