შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისე...


17-03-2016, 18:37
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 501

ისე ჩამოღამდი, ჭრაქი ავანთე და
გაბრაზებულ სულში ისე ჩავიხედე,
სიყვარულის ცეცხლი თავად დაანთე და
ალმა მომიზიდა და ჩამოვიხედე.

მე რომ დღეს არა ვარ პროფესიონალი,
მხოლოდ იმიტომ რომ თრობის საათია,
და რომ ძლიერ გინდა იყო ნაღდი ქალი,
გუშინ მაგ ოცნებამ ღამე ჩემთან გაათია.

ისე მაჩერდები, თითქოს გავჩერდები,
არ იცნობ, მაინც გძაგს, კარგო, სიყვარული,
არავინ არ იცის ბედი სად ჩერდება,
ან ვის რა ექნება მერე მიქარული.

მე თუ არ მიყვარხარ ამ წუთას ძალიან,
და თუ უშენობის არ მკლავ სიმარტოვე,
მხოლოდ შენია და სხვისი რა ბრალია,
შენ რომ წახვედი და ობლად მიმატოვე.

და აი რას გეტყვი, მე ამ სიმარტოვეს,
ვინმე გამოჩნდება, მენდე.. გადავიტან...
მოვა დრო და ის სხვა შენებრ მიგატოვებს,
მე კი არ ვიქნები... და ვერ გადაიტან...



№1  offline წევრი ♥♥♥ A n K a ♥♥♥

კარგია ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent