შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰ'არი /სრულად/


26-03-2021, 17:27
ავტორი Mary Drey
ნანახია 1 732

თებერვალი- ტკივილი !
აგვისტო- ნათება !
ჰ-არი!

შუაღამისას გულის არეში მწვავე ტკივილი.
ღამის უკუნითი სევდა და სიბნელის ურჩხულთა ჩუმი, ეშმაკისეული ხითხითი.
ვარსკვლავთა ნაზი ციმციმი.
ადამიანთა ყოფის ჩაუქრობელი ლამპარი.
გარეთ სიცივე.
სულში სიბნელე.
სახლში- სიცოცხლის აუტანელი სატანისტური ზრახვები!
გ ო დ ე ბ ა !
საკუთარივე სხეულის ყოველდღიური, დაუსრულებელი სიკვდილი!

***
- მტკივა ჩემი დაბადების დღე, ჰარი!
- ნუთუ?!- მის ყორნისფერ სახეს სასოწარკვეთა მოულოდნელად გადაეკრა.
- მტკივა, როდესაც ჩემს დაბადების დღეს ყალბი ღიმილით ვეგებები, ჰარი!
- შენ ლიმონიანი ჩაი გჭირდება უსათუოდ, მარ! მხოლოდ და მხოლოდ მჟავე, მაგრამ ჩვენებური ტკბილი ჩაი, ძვირფასო!

***
ჰარის მუდმივი ცხოვრების რწმენა გააჩნდა. თავის მელნისფერ თვალებს ზეცისკენ იმედიანად აპყრობდა. უფალს მარი’ეტას გზის განათებას შესთხოვდა, რომელსაც სრულიად ჩასწყვეტოდა ქრისტესთან დაკავშირებელი ძაფები.
მარი’ეტას ახალგაზრდობიდანვე მარტოობა უყვარდა. სიამოვნებას ანიჭებდა, როდესაც ბუნების წიაღში დედიშობილა ბარათაშვილის ლექსებს აამღერებდა და გონების ფიქრებიდან ყოველდღიურ ამაოებას წარსულის მოლოვლივე ქარის ქროლვას გაატანდა. მარი’ეტას ფიქრები ყოველთვის ეშმაკისეული ფიქრებით იწყებოდა და დღის დასრულებისას სიკვდილთან აღავლენდა ლოცვას!
ამ დროს ცა ნათთებოდა.
იმედი შორიდან კრთებოდა.
აივნიდან შემოპარული მთვარის სხივი ქალის აწმყოსკენ შემობრუნებას ლამობდა.
მარი’ეტას დავიწყებული ჰქონდა ამქვეყნიური სიამოვნება.
აღარც ახსოვდა ბოლოს როდის გაიცინა წრფელი, ადამიანური სიცილით. მის ყოველდღიურ ცხოვრებაში მხოლოდ და მხოლოდ სიყალბე და ერთი დიდი რუტინის მარცვალი იყო ჩაბუდებული.
მარი’ეტას რუტინა ზარავდა. იგი მიიჩნევდა, რომ ამქვეყნიური ცხოვრება დაკავშირებული იყო მარადიულ ტანჯვასთან... ხოლო ადამიანთა ის კატეგორია, რომლებიც თავს აღწევდნენ სამყაროს მიყრუებულ, მაგრამ ხმაურიან გოდებას, გმირად რაცხავდა. ჭკუიდან შლიდა ახალგაზრდა გოგონას, როდესაც დილას... მზის სხივების ნაცვლად მოქუფრულ, ტალახისფერ ცას ხედავდა. მარი’ეტასთვის ცა იმედიანი, ნათელი იყო და არა სუდარისფერი! გული თითქოს ამოხტომას ლამობდა მაშინ, როცა მარი’ეტა ფანჯრის რაფასთან ცალ ფეხს გადასწევდა დასაზვერად... გასაანალიზებლად თუ რამდენად აშორებდა მას ტკივილიდან სრულ მარადისობამდე.
გასაფრენად...
ფრთების გასაშლელად, რომელსაც ასე დაუსრულებლივ, სიყრმიდან ეტრფოდა!

- ჰარი!
- გისმენ, მარ...- ოცნების ჭაბუკის მთრთოლვარე ხმა მჭექარედ ისმოდა მიყრუებულ, დანახშირებულ ოთახში, რომელიც ორი მონათესავე სულის გრძნობებს ვერა და ვერ იტევდა.
- გავფრინდეთ, რა!
- სად?
- ძალიან, ძალიან შორს, ჰარი! ამ დაწყევლილი სამყაროსგან რაც შეიძლება შორს!
- ტკივილისგან სახე გეცვლება, ძვირფასო!
- ტკივილმა მშთანთქა პირადად მე, ჰარი... ბედუკუღმართმა ცხოვრებამ მთლიანად აღბეჭდა ჩემს სულს კაცთმოძულე გრძნობები.
- მოგე-ფერები, მარი’ეტა! დაუსრულებლივ გაჩუქებ ფერად ფერებს. ოღონდაც გწამდეს, რომ გამოიდარებს!

***
ცხრა ივლისს მარი’ეტას ფრთების გაშლის მცდელობა ჰქონდა.
ჰარიმ უშველა მხოლოდ.
იგი ერთადერთი იყო, რომელსაც შეეძლო სულის მიუსაფარი გრძნობების ამოკითხვა.
იგი ერთადერთი იყო, რომელსაც მარი’ეტას ცხოვრება ყველაზე მეტად ენაღვლებოდა.
- მე თუ მოვკვდები ცხოვრებას გააგრძელებ, ჰარი! უჩემობაც უნდა გამოსცადო, ძვირფასო!
- ნუ...- ცრემლებგაჟღენთილი სიტყვები გააჟღერა ჰარიმ და ჩვილი ბავშვივით მარი’ეტას კალთებს ამოეფარა!- ნუ იტყვი... ნუუ იტყვიი!
- უჩემობაც ყველაფერია, ჰარი! დროა ცხოვრება ისწავლო პატარა ბიჭო...

***
მარი’ეტა ელდატიანი ოცდაცხრა აგვისტოს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
მის მაჯებს სიცოცხლისა და სიყვარულის სურნელი ასდიოდა.
მაგიდის კიდეზე დარჩენილი გამოუთქმელი სიტყვები...

ჰ’არი!!



№1 სტუმარი Ana-maria

სევდიანი პატარა კარგი ისტორია

 


№2  offline მოდერი Mary Drey

Ana-maria
სევდიანი პატარა კარგი ისტორია


მიხარია, რომ მოგეწონა <3

 


№3  offline წევრი likuu_s

ტკივილის დაძლევაში ბოლომდე ჩვენი თავების გარდა ვერავინ დაგვეხმარება. ალბათ ბევრნაირი გზა არსებობს გადასალახად, მარიეტამ ეს გზა აირჩია, მე ალბათ ვერ შევძლებდი.
ნუ, შეიძლება ვცდები კიდეც და ეს ერთადერთი გამოსავალია ყველაფრისგან თავის დასაღწევად. არ ვიცი...
რამდენი რამ ხდება არა სამყაროში?
წარმატებები!<3

 


№4  offline მოდერი Mary Drey

likuu_s
ტკივილის დაძლევაში ბოლომდე ჩვენი თავების გარდა ვერავინ დაგვეხმარება. ალბათ ბევრნაირი გზა არსებობს გადასალახად, მარიეტამ ეს გზა აირჩია, მე ალბათ ვერ შევძლებდი.
ნუ, შეიძლება ვცდები კიდეც და ეს ერთადერთი გამოსავალია ყველაფრისგან თავის დასაღწევად. არ ვიცი...
რამდენი რამ ხდება არა სამყაროში?
წარმატებები!<3


გამიხარდა შენი კომენდარის ხილვა <3
მადლობა დიდი აზრის დაფიქსირებისთვის! <3

 


№5  offline წევრი EllaTriss

გამოუთქმელი სიტყვები... მაინც, ყველაზე რთული ასატანია..
უკომენტაროდ..
შენ იცი, როგორც მესმის და ვგრძნობ..

 


№6  offline მოდერი Mary Drey

EllaTriss
გამოუთქმელი სიტყვები... მაინც, ყველაზე რთული ასატანია..
უკომენტაროდ..
შენ იცი, როგორც მესმის და ვგრძნობ..


უთქმელად... <3

 


№7  offline წევრი Nobodyelse

აქ ის გრძნობები იყო, ზოგჯერ რომ არ ითქმება. სევდიანი... კარგია!! relaxed

 


№8  offline მოდერი Mary Drey

Nobodyelse
აქ ის გრძნობები იყო, ზოგჯერ რომ არ ითქმება. სევდიანი... კარგია!! relaxed


????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent