შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუჯერებელიც კი არაა დაუჯერებელი (თავი 5)


27-03-2021, 00:00
ნანახია 1 723

გამარჯობა. თქვენ მართა თოფურია ხართ?
- არა მე..
- ვინ კითხულობს? ავთანდილ!
- გამარჯობა! მამათქვენს სურს თქვენი ნახვა.
- მასთან მისვლას არ ვაპირებ!
- გთხოვთ ნუ მაიძულებთ ძალა გამოვიყენო.
- ღმერთო ჩემო. გამოვიცვლი მაინც
- მანქანაში დაგელოდებით.- ზურგი მაქცია და ეზოში მდგარი მანქანისკენ გაემართა
- გავგიჟდები. გეფიცები გავგიჟდები. როგორ შეუძლია ასეთი აუტანელი იყოს.
- მართუ დაწყნარდი. თავი ხელში აიყვანე.
- უბრალოდ... მოდი წავალ და გამოვიცვლი. არ მინდა რომ მამიკოსთან დავაგვიანო.- გოგონებს დავემშვიდობე და გავაცალე, ოთახში ავედი, ტანზე მომდგარი ტყავის შავი ქამრიანი ლასინა, წვრილმკლავიანი ტოპი და ტყავის უმკლაო მოსაცმელი ჩავიცვი , თმა გავიშალე , სახეზე ოდნავი მაკიაჟი დავიტანე,შავი ,დახურულტერგიანი , მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი აზრზე არ ვიყავი რა მინდოდა , რატომ ვაკეთებდი, მაგრამ ჩემს რაღაც ნაწილს უნდოდა რომ თავდაპირველ ელეგანტურობას დავბრუნდებოდი, ე.წ მამაჩემს დავენახე ისეთი როგორიც სინამდვილეში ვარ: მკაცრი, რთული და ცოტათი 'ბნელი'. ჩემი თავით ტკბობა დავასრულე, ცოტა აფორიაქებული ვიყავი , არჩილზე და ილიაზე ვნერვიულოდი, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ არცერთი მათგანის ნომერი არ ვიცოდი, ხოდა უბრალოდ დაველოდე, არც დავფიქრებულვარ ჩემს სიტყვებზე, რომ ვუთხარი გამაგებინეთ ამბები თქო. ეჰ .. მაგრად მაკლია. სახლიდან გავედი , ავთანდილი ,მამაჩემის მძღოლი თუ ქვეშევრდომი თუოახლე რავიცი მანქანაზე მიყრდნობილი მელოდებოდა, ჩემი დანახვისას მაანქანის კარი გამიღო
-დაბრძანდით
- მადლობა , მაგრამ მე გიორგი არ ვარ. არაა საჭირო მემსახურო
- მე მამათქვენის ბრძანებებს ვასრულებ, ეს ჩემი მოვალეობაა
- კარგი. კარგი.და სად მივდივართ?
-თქვენს სახლში.
- ააა და სახლი მაქვს?
- როგორც გითხარით მე უბრალოდ ბრძანებებს ვასრულებ
- ღმერთო ჩემო..- მოკლედ, დავიძარით, სიმართლე რომ გითხრათ არც კი დავინტერესებულვარ სად, როგორ და რანაირად მივდიოდით, გზაში გოგოებს ვწერდი.... ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ მივადექით ერთ დიდ , უზარმაზარ სახლს , სიმწვანეში ჩაფლულს, დიდი გალავნით და უსაშველოდ დიდი გისოსებიანი ჭიშკარით. რა უბედურებააა.. არა გეფიცებით არ ვამეტებ, მართლა მასეთია.მანქანიდან გადმოვიდა და კარი გამიღო
- მოვედით, მოახლე მიგაცილებთ
-მო...
- გამარჯობა ქალბატონო მართა- სიტყვა დასრულებული არ მქონდა რომ საშუალო სიმაღლის, თეთ პერანგსა და კაბაში გამოწყობილი, ასე 50-55 წლის ქალბატონი მომიახლოვდა- მე ლამარა ერისთავი გახლავართ
-ერისთავი? თავადისშვილი? თოფურიებთან მუშაობთ? ერთობ საკვირველია
-რას იზამ ბედმა ასე მომიწყო- გამიღიმა და ჭიშკრისაკენ მანიშნა - წამობრძანდით, თან მამათქვენი მარტო არ არის ერთ უსიმპატიურეს ყმაწვილთან ერთადაა
-უკაცრავად?ვინ ყმაწვილი?
-წამოდით თავად ნახეთ-ვინ ყმაწვილი?რა ყმაწვილი? ვითომ არჩილი?არაა.. ის გიჟივით გავარდა და ილია გაყვა აბა გასვიანი? არააა.. მამაჩემი თვალითაც არ ყავს ნანახი. აბა ვინა? ვაიმე ტვინი. იტოკში შევედიტ ეზოში: საშინლად დიდი ბაღი, მშენიერი გამწვანება და აქა იქ ულამაზესი ქვაფენილი, საკმაოდ მშვიდი გარემო იყო, ბაღის თვალიერებაში კარსაც მივუახლოვდით , ქალბატონმა ლამარამ კარი გამიღო და შიგნით შემიძღვა.
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში
-სხვა სიტუაციაში ალბათ გამიხარდებოდა, გაოცებას და ბედნიერებას ვერ დავმალავდი , მაგრამ არ ვარ ამ სიტუაციასი, თუმცა მადლობა.- მხარზე ხელი დავადე და სახლში შევედი, ამის ..... უზარმაზარი სივრცე გადაიშალა აი ისეთი მხოლოდ ზღაპრებში,ფილმებსა და აუხენელ ოცნებებში რომ შეხვდები. ორსართულიანი სახლი , უამრავსაფეხურინი ,ჩახვეული კიბით, აქა-იქ ძველი სტატუეტებითა და ნახატებით, მთლიანად რენესანსის ეპოქის გადმონაშთს გავს, ასეთი სახლ ჩემი აუხდენელი ოცნებაა, ყველაფერი ისეთი ძვირფასისა და ანტიკურის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ისე მეც მაგარი ვარ, ამხელა სახლი, ამხელა ბიზნესი, საღოლ გიორგის აბა რამე პრასტოის ხო არ შეინახავს სახლშ, ერთი ვიკითხო შეიძლება თუ არა ჩემი, მდაბიო მოკვდავის შესვლა ამ სახლში.
- გამარჯობა ძვირფასო- ფიქრები ბატონმა მამაჩემმა გამიფანტა-როგორც ჩანს სახლი მოგეწონა
-სიმართლე გითხრა აღფრთოვანებული ვარ, თუმცა ერთი კითხვა მაწუხებს : რა ისოვე ასეთი რომ მთელი რენესანსი თბილისში გადმოიტანე?და ისა... შეიძლება მე, უბრალო მოკვდავი შემოვიდე 120 ლარიანი ფეხსაცმლით? ეს ხალიჩა რა ფასიანია? მანც რომ არ გავაფჭო რა..- ცინიზმი in action!!! მამაჩემის სახეზე ისეთმა ბრაზმა გაიელვა რომ მეტი არ შეიძლება , თუმცა არც ისე დიდი ხნით,როცა მის გვერდით მჯდომი არჩილის ჩაცინების ხმა გაიგო, ახლა გასაგებია ვისზე მეუბნებოდა ქ. ლამარა.
- არც ისეთი კარგი ხუმრობაა ,როგორიც გგონია
-კარგი ერთი- ჩუმად ჩავილაპარაკე და მოპირდაპირე მხარეს მდგომ სავარძელში მოვკალათდი
-დაჯექი მართა რატომ დგახარ ფეხზე- ოჰ შეძლებია ხუმრობა.
-მადლობა მამიკო. აბა რა ხდება ?რატომ დამიბარე? ვაიმე კიბო გაქვს და გინდა გამომემშვიდობო და ჩემივე სახლი მიანდერძო რომელიც ისედაც მე მეკუთვნოდა და აზრზე არ ვარ როგორ გადაიფორმე. უიმე როგორი სამწუხაროა , მოდი ჩაგეხუტო იმ იმედით რომ აღარასოდეს დაბრუნდები- ხელები ირონიული ჩახუტებისათვის გავშალე, კი ვიცოდი რომ ‘არანაირი არაფერი’ რაც კი ვიბოდიალე არ შეესაბამებოდა სიმართლეს მაგრამ ჩემგან რა მიდის ? მაინც ვცადე.
-გე’ რაც კი ვიბოდიალე არ შეესაბამებოდა სიმართლეს მაგრამ ჩემგან რა მიდის ? მაინც ვცადე.
-გეყოფა სიცანცარე. ბავშვი აღარ ხარ
- პირობითად რომ ვიმსჯელოთ მამიკო , შენ რა ასაკშიც მიმატოვე და ახლა დაბრუნდი და გინდა რომ ისევ იქედან გავაგრძელოთ სადაც გავჩერდით , მე იმაზე უფრო ბავშვი ვარ ვიდრე შენ გგონია- ცოტა გავბრაზდი მაგრამ არ შევიმჩნიე , ფეხი ფეხზე გადავიდე და მისი პასუხის მოლოდინში ხან ფრჩხილებს ვაკვირდებოდი , გოგოშკებმა რომ იციან, ხან მას ვუყურებდი.
- ამ თემას სხვა დროს განვიხილავთ . ახლა სხვა თემაზე მინდა თქვენთან საუბარი
- ვაიმე.... უკვე თქვენობით მომმართავ ? რა პატივია ბატონო მამიკო
- მართა გთხოვ! კარგად გაიგე რა ვიგულისხმე!
- მართა მოუსმინე- დიდება ღმერთს , ამოიღო ხმა.
- შენს შეყვარებულს მაინც დაუჯერე მე თუ არა
- ვის? ააა შეყვარებულს. არჩილს . ხო - კინაღამ დავიწვი, არ ვიცი რამდენი ხანი დამჭირდება რომ ამ ტიტულს შევეგუო.
- ე.ი მე საზღვარგარეთ ვაპირებ წასვლას
- უი .. კეთილი მგზავრობა!
- მართა ! - არჩილმა მომიბღვირა, ხელები ავწიე ‘ვითომ ბოდიშის’ ნიშნად და გავაგრძელე მოსმენა
-საზღვარგარეთ მივდივარ და მინდა რომ ჩემი ბიზნესი დავტოვო აქ! ანუ მჭირდება ხალხი ვინც ჩემს ქონებას, ყველაფერს რაც აქ მაქვს მიზანშეწინილად და შედეგიანად განაგებს.- ის იყო პირი უნდ აგამეღო რომ ხმამაღლა წარმოთქვა გიორგიმ- და რადგანაც ჩემს შვილს ვძულვარ და არ აპირებს ჩემს სიახლოვეს ყოფნას, ის ვალდებული რომ ჩემი ბიზნესი და ქონების ნაწილი რაც აქ მაქვს ჩაიბაროს , თავისი სახლის ჩათვლით , რომელიც ჩემს სახლეზეა მისდა სამწუხაროდ, მხოლოდ იმ პირობით თუ ის დაქორწინდება!
- რაო?! რას ნიშნავს დავქორწინდე?
- და ვინაიდან და რადგანაც არჩილ აბაშიძე , ცნობი ბიზნესენი, სახელოვანი პიროვნება, იმ სკანდალებზე თვალს დავხუჭავ, არის ჩემი ქალიშვილის შეყვარებული ვალდებულია დაქორწინდეს მასზე, უარის შემთხვევაში ქონება რომელიც ‘ერთ დროს’ ჩემს ქალიშვილს ეკუთვნოდა , მათშორის სახლიც და ყველა საბანკო ბარათი მისთვის მიუწვდომელი გახდება, რაც შეგეხება შენ არჩილ. შენ აქციების 60 პროცენტს თვალის დახამხამებაში დაკარგავ.ეს სიტყვა უკანასკნელია.
- რა?! რას ბოდიალობ? საერთოდ ვინ ხარ შენ რომ წესებს და კანონებს მიდგენ? წასვლა გინდა გზა დიდია . კარი თავადაც იცი საით არის!
- საკმარისია ურჩო გოგონავ! საკმარისად გისმინე !ასეც ვიცოდი რომ შენი ნებით არ დამთანხმდებოდი! ლამარა დეიდა!
-გისმენ შვილო
- ჩემი კაბინეტიდან საბუტები გამომიტანე თუ შეიძლება
-ახლავე
- რა ? რა საბუთები ? სულ შეიშალე?! თუ ასაკის მატებასთან ერთად ჭკუა გაკლდება?! როგორ შეიძლება დავქორწინდე იმ ადამიანზე რომელსაც სულ რამდენიმე ხანია ვიცნობ? ჯერ წესიერადაც კი არ ვიცი ვინ არის და რას წარმოადგენს? როგორ შეგიძლია ასე მოიქცე და შენ ამის შემდეგ მამობაზე დებ თავს?!- იმდენად გამწარებული ვიყავი რომ ვერც ტონს და ვერ ხელებს ვერ ვაკონტროლებდი, სიმწრისგან და სიბრაზისგან მაგიდაზე მგობ ღვინის ბოთლს დავავლე ხელი და ძირს მოვისროლე, არ მაინტერესებდა ვინ რას იზამდა და რას იფიქრებდა, ასეთი გაუბედურებული არასდროს წარმომედგინა საკუთარი თავი. ჩემს გაცოფებულ გონებაში ქექვის მომენტში ვერც კი გავიაზრე როგორ სცადა სილის გაწვნა მამაჩემმა და წინ არჩილი გადაეღობა
- არც კი გაბედო თორემ ინანებ! თანახმა ვარ! რასაც გინდა იმას ვიზამთ ,მაგრამ ამის მერე გაქრები ჩვენი ცხოვრებიდან!
-არაფერსაც არ ვიზამ არჩილ!
- გაჩუმდი მართა! გინდა რომ ცხოვრება ჯოჯოხეთად გექცეს, გინდა რომ ისიც დაკარგო რაც გავს? გინდა რომ ის შრომა რაც დღევანდელი ცხოვრებისთვის გასწიე ქარს გაატანო?! ამას გაუკეთებ საკუთარ თავს?!
- არც კი ვიცი არჩილ- უკვე ცრემლები მომდიოდა, არჩილი მართაიი იყო ,მაგრამ მე არ მინდოდა ყველაფერი ასე ყოფილიყო, არასდროს მინდოდა, ცრემლმორეული არჩილს მივეკარი გულზე და ამასობაში ქ.ლამარას ხმა შემომესმა
-ღმერთო ჩემო აქ რა მოხდა?
-არაფერი. ღვინის ბოთლი დამივარდა.
- დედაჩემო. მართას რა ჭირს ბატონო გიორგი
- ბედნიერება ჩემო ლამარა.- ბედნიერება?! როგორ შეუძლია არც კი მჯერა რომ ეს კაცი ოდესღაც მამაჩემი იყო.- ესეც საბუთები , ხელის მოწერის დროა ბავშვებო
- მართა გთხოვ ყველაფერი გამოსწორდება , ახლა გაუძელი- სახეზე ხელი მომისვა და ცრემლები მომაშორა, დიდი წინააღმდეგობით და დარდით მოვაწერე ხელი ქორწინების მოწმობას . ახლა მე და არჩილი ,ადამიანი რომელსაც ვერ ვიტანდი და თან რაღაცნაირად მშვიდად ვიყავი მის გვერდით,ცოლ-ქმარი ვართ, დიახ! სრულიად კანონიერად. ის ემომაწვა ყველაფერი ყელში რომ იქ გაჩერებას აღარ ვაპირებდი, ჩანთას დავავლე ხელი და კარისაკენ გავიქეცი, აცრემლებულმა კარი გავაღე თუ არა ჟურნალისტების ბრბო შემეფეთა , ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის
- ქალბატონო მართა როგორია 4 ქვეყანაში ცნობილი ,ყველაზე მდიდარი ბიზნესმენის ქალიშვილობა?
-შეგიძლიათ გვიპასუხოთ რა გაკავშირებთ არჩილ აბაშიძესთან?
- ქ. მართა როდის დაიწყო თქვენი ურთიერთობა?
ყველაა ჟურნალისტი თავისას გაიძახოდა , ყურები გასკდომას მქონდა რო არჩილმა წელზე ძლიერად ჩამავლო ხელი, ცალი ხელით თითზე ბეჭედი გამიკეთა და ჟურნალისტების თვალწინ ტუჩებზე მეცა.


ესეც შემდეგი თავი , ვიცი დიდ ხანს გალოდინეთ მაგრამ რაღაც პირადი პრობლემების გამო ვერ მოვახერხე , იმედია არაა პატარა და მოგეწონებათ <3<3<3<3<3<3<3



№1  offline წევრი 《Sunshine》

მალე დადე შემდეგი და დიდი

 


《Sunshine》
მალე დადე შემდეგი და დიდი

ყველანაირად ვეცდები ♥️

 


№3  offline წევრი თათუ♡

როდის იქნება შემდეგი?

 


№4  offline წევრი თათუ♡

აღარ დადებ?

 


თათუ♡
აღარ დადებ?

კიკი

 


№6  offline წევრი Daldoni Daldoni

ისეთი არაორდინალური დ ემოციებით სავსე ისტორიაა , გაოცებულიც ,გაღიმებულიც და წარბშეკრული ვკითხულობ ,ძალიან ძალიან კარგიაა. საინტერესოა სადამდე დავა აბაშიძე თოფურიას დუეტი მართას ,,დასანგრევად'' და მათ მიერ შექნილ ზღვარგადასულ ქაოსს როგორ მოაგვარებენნ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent