შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სწორი არჩევანი (2-თავი)


27-03-2021, 17:29
ავტორი esel
ნანახია 1 487

უნივერსიტეტის ფანჯრიდან ცას ვუყურებდი და ლექტორის ხმა შორიდან მესმოდა. ვცდილობდი კონცენტრირება ლექციაზე მომეხდინა, მაგრამ ამისთვის ზედმეტად დაღლილი ვიყავი. საბოლოოდ, ამდენ უაზრობაზე ფიქრიც მომბეზრდა და ლექტორის მოსმენა დავიწყე, რომელიც ეგვიპტურ ხელოვნებაზე საუბრობდა
- ...პირამიდები ფარაონების და დიდებულების უზარმაზარი აკლდამები იყო, ისინი ეგვიპტის სახელმწიფოს ძლიერების და მარადიულობის სიმბოლოს წარმოადგენდა... მის საწყის, მარტივ ფორმას წარმოადგენს ეგრედ წოდებული მასტაბა...
ლექციის შემდეგ სამუშაოზე წავედი. ათ საათამდე შეკვეთებს აქეთ იქით დავატარებდი და საკმაოდ დავიღალე, მაგრამ ამან ხელი არ შემიშალა საღამოს გოგოებთან და ნიკასთან ერთად გასართობად წავსულიყავი, მოკლე ტყავის კაბა და თეთრი ტოპი მეცვა. რამდენიმე ჭიქა კოქტეილის შემდეგ საკმაოდ გაბრუებული ვიყავი და ამდენი ცეკვისგან ფეხებიც საკმაოდ მტკიოდა. გოგოებს ვუთხარი, რომ სახლში მივდიოდი და კლუბის შენობიდან გამოვედი. გარეთ გამოსვლისთანავე ჩემს გახურებულ სხეულს გრილი ნიავი შეეხო, რის გამოც ჟრუანტელმა დამიარა. შიგნით საშინლად ცხელოდა გარეთ კი სასიამოვნო სიგრილე იყო. გადავწყვიტე ცოტა ფეხით გამევლო და გზაში გამოვფხიზლებულიყავი. ფეხებს არეულად ვაბიჯებდი, მანქანები გვერდს მივლიდნენ, ქუჩებში ძაღლები და კატები დასეირნობდნენ. ჩუმი ღიღინით მივუყვებოდი სახლისკენ მიმავალ გზას და მსუბუქი განათებაც კი თვალს მჭრიდა, ამიტომ მზერა ისევ ფეხებზე გადამქონდა. თავიდან ზუსტად გამიჭირდა იმის გარკვევა თუ რისი ხმა მესმოდა, ისიც ვიფიქრე რომ უბრალოდ მეჩვენებოდა, მაგრამ როგორც კი მიტოვებულ შენობას მივუახლოვდი, ხმა გაძლიერდა და მკაფიოდ ჩამესმოდა ვიღაცის ყვირილი. გავჩერდი რომ ხმისთვის მომესმინა, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი შენობისკენ, შეუძლებელი იყო რომ ხმა მომჩვენებოდა, ამდენიც არ დამილიევი. შიგნით ვიღაც ნამდვილად არ იყო კარგ დღეში. ვკანკალებ მაგრამ მგონი უფრო სიცივისგან, ვერ ვხვდები რა ხდება, ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე და ყოველი შემთხვევისთვის 112-ი ავკრიფე. შენობაში ფრთხილად შევედი, ხმა კიდევ უფრო კარგად მესმოდა, ყველა სიტყვას ვერ ვარჩევდი მაგრამ ვიღაც მგონი ცემდა ამ კაცს. საბოლოოდ დავაწექი დარეკვის ნიშანს და მელევე გავიგონე ქალის ხმა
- ერთ ერთი ორი გისმენთ - არ ვიცოდი რა მეთქვა, იქით მივდიოდი საიდანაც ხმა მესმოდა
- მე სადღაც მიტოვებულ შენობაში ვარ - ვუთხარი ჩურჩულით - და ვიღაც კაცს მგონი დახმარება ჭირდება, არვიცი მგონი მას ცემენ
- კარგით შგიძლიათ მისამართი მითხრათ?
- ზუსტად არ ვიცი სად ვარ, არ შეგიძლიათ ტელეფონის სიგნალით გაიგოთ სად ვარ? - უკვე ზუსტად მესმოდა რას ამბობდა ის კაცი
- გთხოვთ გამიშვით, გეფიცებით მე არაფერი მითქ... - ადგილზე გავშეშდი როდესაც გასროლის ხმა გავიგე, მთელ სხეულში საშინელმა ჟრუანტელმა დამიარა. ახლახანს ადამიანი მოკლეს და მე ამ ყველაფრის მოწმე ვარ. არაფერი დამინახავს, მაგრამ მისი ხმა აღარ ისმის. თვალები გაფართოებული მაქვს და მეშინია, რომ წამით მაინც დავხუჭო. კედლის უკან ვდგავარ და ვიცი, რომ ჩემგან რამდენიმე ნაბიჯში მკვლელია. განძრევის მეშინია, ფეხები მიკანკალებს და აღარც ტვინი მიმუშვებს. რამდენიმე წუთში შეიძლება მეც მოვკვდე. ტელეფონიდან ქალის ხმა მესმის, მაგრამ ვერ ვიგებ რას ლაპარაკობს, პირზე ხელი მაქვს აფარებული და ვცდილობ, რომ ოდნავი ხმაც არ გამოვცე. შიშისგან მთელი სხეული მიკანკალებს. თავზე ცივი საგნის შხებას ვგრძნობ, მთელ სხეულში შიშის ახალი ტალღა მირბენს და თვალებს ძლიერად ვხუჭავ. მინდა რომ წამიერად გავქრე აქედანაც და მთელი სამყაროდანაც, მინდა რომ მთლი ჩემი შიში გაქრეს. უცხო ხელები ტელეფონს მაცლის და ის ერთადერთი ხმაც ქრება, რომელსაც ჩემი დახმარება შეუძლია. ასეთი შეშინებული არასდროს ვყოფილვარ, მთელი სხეული დაჭიმული მაქვს, ვენებში სისხლის ნაცვლად შიში დაძრწის და მთელს ჩემს სხეულს ამ შიშით ამარაგებს. მსუბუქ ბიძგს ვგრძნობ, რომელიც ნაბიჯის გადადგმას მაიძულებს. იმ კედელს ვცდები, რომლის მეორე მხარესაც ეს ყველაფერი მოხდა და ბნელ ოთახში შევდივარ. ვხედავ რამდენიმე წყვილი თვალი როგორ მაშტერდება და მგონია რომ უკვე აღარც ვარსებობ. წინაზე ბევრად უფრო ძლიერი ბიძგით, მიწაზე ზუსტად გვამის წინ ვეცემი და იმ თვალებში ვიხედები, რომლებიც ვეღარაფერს ხედავენ. ვერც კი ავღწერ ამ მომენტში რა შგრძნება დამეუფლა, მაშინვე კივილი დავიწყე და დენ დარტყმულივით გადავხტი უკან, მუხლები მოვხარე და ხელებს სახეზე ვიფარებდი, ვცდილობდი აღარაფერი დამენახა, აღარც ის გაყინული უსიცოცხლო თვალები. თვალებიდან ცრემლები მომდიოდა და მეგონა გონება გადამეწვებოდა, მასში ერთდროულად იმდენი რამე ხდებოდა. თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, გაუცნობიერებლად ვიმეორებდი ერთსადაიმავეს, თავს ვაქნევდი და ვცდილობი ყველაფერი გამექრო.
- არა არა არა არა ... - შეუჩერებლად ვიმეორებდი და სხეულით წინ და უკან ვმოძრაობდი
- პოლიციაში დარეკა - უცხო ხმა ჩამესმის და კიდევ უფრო ვუმატებ ტირილს. ეს სიტყვები ჩემს გონებას მხოლოდ ერთ რამეს კარნახობენ - ‘მოგკლავენ’ ‘მოგკლავენ’.
- ეს ვინ ჯანდაბაააა! - ყვირილის ხმაზე კიდევ უფრო ვუმატებ ცახცახს
- დროზე უნდა წავიდეთ - ამბობს ის ვინც გამომიჭირა. არ მინდა სიკვდილი! ასე უაზროდ როგორ უნდა მოვკვდე - ნებისმიერ წამს შეიძლება მოვიდნენ - სმენას უცნაური ხმა სწვდება, თავის აწევა არ მჭირდება იმაში დასარწმუნებლად, რომ ვიღაცამ იარაღი მომიშვირა. გავიყინე. ველოდი. ისედაც ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა. ასეთი საშინელი ხმა არასდროს გამიგონია, მესმოდა ცხოვრება როგორ მემშვიდობებოდა.
- რა ჯანდაბას აკეთებ - ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი. კაცის ყვირილზე ხელები თავზე მოვიკიდე და ძლიერად ვიჭერდი თავში ფრჩხილებს, თვალებით კი საკუთარ აკანკალებულ მუხლებს ვუყურებდი. ჩემს ფეხებთან ჩემი დალეწილი ტელეფონი ეგდო
- ასე უბრალოდ ვერ მოკლავთ, ისიც კი არ ვიცით ვინაა - ავიხედე რომ ხმის პატრონი დამენახა. ჩემს წინ მაღალი შავებში ჩაცმული კაცი იდგა, რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა, მის გვერდით კი ის კაცი იდგა, რომლის წყალობითაც ამ იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ ჩემს ტვინში არ იმოგზაურა
- გააფრინე?! მაგის ცოდნა რაში გვჭირდება, მან ყველაფერი დაინახა და პოლიციაში დარეკა, გინდა რომ მოწმე დავტოვოთ? ბარემ ჩვენისით ჩავბარდეთ - ის ვინც ჩემი მოკვლის იდეას არ ემხრობოდა ჩემს წინ დაიხარა და თვალებში ჩამაშტერდა
- ვერ ხედავ რა შეშინებულია? არაფერს იტყვის - ნიკაპზე ხელი მომკიდა და თავი ამაწევინა - ჭკვიანი გოგო ჩანს, ჭკვიანმა გოგოებმა კი იციან რა არ უნდა ქნან ხომ ასეა?
- ახლა იმის იმედზე ვერ ვიქნებით, რომ შიშის გამო არაფერს იტყვის - იარაღიანი კაცი სრულიად მართალია, თუ გადავრჩებდი ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი ისე ჩავუშვებდი ყველას
- თუ გინდა რომ გადარჩე ხომ იცი რა უნდა ქნა? - მკითხა კაცმა და თვალებში ჩამაშტერდა
- რაც ვნახე არ აუნდა ვთქვა - ჩურჩულით ვთქვი, საკუთარ ხმას ვერ ვაკონტროლებდი
- ხედავ ჭკვიანია - თქვა და გაიღიმა
- გეფიცებით არაფერს ვიტყვი, მართლა არფერი დამინახავს, გთხოვთ გამიშვით - თითქმის ტირილით ვამბობდი და გადარჩენას ვევედრებოდი, თან ვცდილობდი ოთახში ყველას სახე დამემახსოვრებინა, იქნებ დღეს არ ვკვდებოდი. ჩემს უკან ის იდგა ვინც დამიჭირა, მისი სახე ჯერაც არ დამინახავს, წინ ის ორი ბიჭი, მარცხენა კუთხეში კი კიდევ ორი ვიღაც იყო, საშუალო სიმაღლის ცოტა მსუქანი კაცი, რომელსაც სულელური ულვაშები ქონდა, მის უკან კი კიდევ ვიღაც ახალგაზრდა კაცი იდგა. სირენების ხმაზე მთელი სხეული დამეჭიმა, არ ვიცი გამიხარდეს თუ არა. შეიძლება ახლა დაუფიქრებლად მომკლან, რადგან ისინი აქ ჩემს გამო არიან.
- ნამდვილად ჭკვიანია, გესიმის ის ხალხი შენს დასაჭერად მაგ გოგოს წყალობით მოდის
- ხოდა დავამთავროთ ყველაფერი - მოხუცის ხმის გაგონებისას ტვინში უკვე ზარების რეკვა მესმოდა. ვხვდებოდი რომ მალე მოვკვდებოდი. ახლა უკვე ისიც მე მიმიზნებდა იარაღს და სულ რამდენიმე წამში გაისვრიდა, მე კი გასაქცევიც არსად მქონდა, თავს ვერაფრით ვერ ვუშველიდი.
- რეზი - ჩემს წინ მდგარი ბიჭი უკან მიბრუნდა და იმ ბიჭს უყურებდა, რომელმაც ერთხელ უკვე მესროლა. დღეს უკვე ორჯერ ამცდა წყეული ტყვია. დღეს უკვე მეორედ ცადეს ჩემი მოკლვლა. ამჯერად იმის წყალობით გადავრჩი, რომელსაც ჩემი მოკვლა პირველს უნდოდა
- თქვენ ყველა ერთად გამო....ვდით?! - იყვირა მოხუცმა კაცმა
- ეს გოგო ჩვენ მოგვანდეთ არაფერს იტყვის - უთხრა რეზიმ, მაგრამ მე მასსავით დარწმუნებული არ ვიყავი ამაში. მოხუცი კაცი გასასვლელისკენ წავიდა. სირენების ხმა სულ უფრო ახლოდან ისმოდა. დღეს როგორც ჩანს არ მოვკვდები. ჯერ კიდევ შიშისგან ვკანკალებდი - ამას ვინანებთ - თქვა და თავში ძლიაერი ტკივილი ვიგრძენი, ბეტონზე დავეცი და გავითიშე.



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

ჯერ-ჯერობით საინტერესოდ ვითარდება მოვლენებიი. წარმატებებიი ❣❣ველი ახალ თავსს

 


№2 სტუმარი ესელი

სტუმარი ნინი
ჯერ-ჯერობით საინტერესოდ ვითარდება მოვლენებიი. წარმატებებიი ❣❣ველი ახალ თავსს

მადლობა ❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ეს თავი უფრო მომეწონა საინტერესოდ ვითარდება მოვლენები მადლობა წარმატებები ????

 


№4  offline წევრი esel

სტუმარი ნესტანი
ეს თავი უფრო მომეწონა საინტერესოდ ვითარდება მოვლენები მადლობა წარმატებები ????

heart_eyes relaxed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent