მე, შენ და დინამოს სტადიონი {სრულად}
კაფეში უამრავი ხალხი ირეოდა. ძლივს გაიკვლია გზა და განკუთვნილ ადგილს მიუჯდა. იცოდა, რომ ალოდინებდა, მაგრამ შეცდა. შავ სამოსში გამოწყობილი მესხი მაშინვე მის წინ გაჩნდა. არ იცოდა რისთვის დაურეკა და რატომ სთხოვდა შეხვედრას, მაგრამ აქ მოსვლით უკვე გაყიდული ჰქონდა საკუთარი თავი. ყოფილ ქმართან შეხვედრა არ იყო მარტივი, მით უნეტეს ბოლოს განვითარებული მოვლენების შემდეგ. მის წინ გალანტურად ჩამოჯდა ქალის სფეროებს ჩააშტერდა და გაეღიმა. -ისევ გიყვარვარ. დარწმუნებით ამოილაპარაკა. -რა იცი, რომ ისევ მიყვარხარ? გამომწვევად გაუღიმა და ჭიქა ხელში აათამაშა -ჯანდაბა პატარავ, შენს სისველეს ამ მანძილზეც კი ვგრძნობ. ისევ ისე გინდივარ, როგორც მაშინ. მესხმაც დაისველა მათრობელა სითხით ტუჩები. -თავხედი ხარ, ისევ ისეთი როდესაც პირველად შევხვდით. -მე შენ და დინამოს სტადიოდი. გადაიხარხარა და ფეხზე წამოდგა. ეზიზღებოდა აქაურობა, მაგრამ ევას გამო იჯდა. ხალხს საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. მეორდებოდა მის ცხოვრებაში ყველაფერი. -არ მიყვარხარ მესხი.. ქალის არადამაჯერებელი ხმის გაგონებაზე მეტად გახალისდა და წითელი ვაშლი ხელში აათამაშა. -ისევ იქ რომ ვიყოთ, გასახდელში მხოლოდ მე და შენ განახებდი როგორ გიყვარვარ ევა. ხვალ თამაში მაქვს, თუ შენს უფროსს გამოეპარე მოდი. სხვათაშორის შენი რამოსიც იქ იქნება. -ჯანდაბა მართლა? სიგიჟემდე უნდოდა მისი ნახვა მოედანზე. სამი წლის შემდეგ უნდოდა ენახა, როგორ მიიღებდა ბურთს, როგორ წავიდოდა საჯარიმოსკენ, როგორ დაარტყამდა. რამოსი არ აინტერესებდა, უნდოდა მისთვის ეცქირა მხოლოდ -ოღონდ არ ვიცი რა უფრო გაგახარებს, მისი ნახვა თუ ნაკრები, რომ სახეს მოუტ*ნავს ის. ცინიკურ გამოხედვაზე კიდევ უფრო აეშალა გრძნობები და მანამ თავს აკონტროლებდა ისიც ფეხზე წამოდგა. -მე მივდივარ, გნახავთ, შენ რამოსს და დინამოს სტადიონს. ეცადა ისე გასულიყო, რომ არ შეემჩნია ნოე მესხს მისი ბარბაცი. ეს კაცი ჭკუას აკარგვინებდა. მანქანაში ჩაჯდომისთანავე ღრმად ამოისუნთქა და მოწოლილი ვნების კორიანტელი ტუჩზე კბენით ჩაახშო. მობილურზე მოსულმა შეტყობინებამ კიდევ უფრო აღაშფოთა. ,,ნუ განმარტოვდები, შენს თითებზე უკეთ გამომდის ეგ საქმე"-ნოე წერდა. გაეღიმა... არ იცვლებოდა მესხი, ისევ ისეთი იყო როგორც მაშინ. მანქანა სახლთან დააპარკინგა და გადაღლილმა აირბინა კიბეები. შავადშეღებილი კარი მძიმედ შეაღო და ჩამრთველი მოძებნა. ეს სახლიც ინახავდა ევასა და მესხის სიყვარულს, ვნებას, სიხარულსა და ტკივილს. მაცივარი გამოაღო, ფორთოხლის წვენი სწრაფად ჩამოასხა მაღალ ჭიქაში და მაშინვე გამოცალა. ხვალ თამაში იყო, ზუსტად იცოდა წავიდოდა. ენატრებოდა სტადიონზე მყოფი. ყველაზე მეტად მაშინ იზიდავდა ნოე. სააბაზანოში შევიდა. ცივი ჭავლის ქვეშ დადგა. გააკანკალა.. ცრემლები მოაწვა და ღონემიხდილი ჩაცურდა. ცივი მეტლახის შეხება კიდევ უფრო ესიამუვნა. მისი ნატანჯი სული სულ ცოტათი გრძნობდა შვებას. ნოეს მონატრება ყელზე ეხვეოდა და ახრჩობდა. სიყვარული გულს აცლიდა. არავინ იცოდა როგორ სტკიოდა ევა ნაკაშიძეს უმესხობა. კარადაში შენახული განქორწინების საბუთების ყოველ დანახვაზე ძვლებში ამტვრეოდა. არაადამიანურად განიცდიდა ყველაფერს და ამდენი დროის გასვლის შემდეგაც კი ვერ გრძნობდა სიმშვიდეს. აანალიზებდა, რომ ერთმანეთი დაკარგეს, მაგრამ დაჯერება არ უნდოდა. იცოდა ხვალ კიდევ ერთი ომი იწყებოდა. ნოე თამაშობდა ახლა მის გრძნობებზე. იგივეს გადიოდა ოღონდ ახლა თავად იყო მსხვერპლი. როგორ ეგონა, რომ მხოლოდ რამოდენიმე თვე და დასრულდებოდა პროექტი ,,ნოე მესხი". მწარედ შეცდა. გაგიჟებით შეუყვარდა ეს კაცი. ფიქრებში გართულს შემოეძარცვა ღამე. საათს, რომ დახედა უკვე ცხა სრულდებოდა. ვერ გაიგო ასე როგორ გაათენა. ცხოვრება ტრიალდებოდა, მაგრამ ამ ყველაფერს არ ეწინააღმდეგებოდა. ტანზე სპორტულები მოირგო და სავარჯიშოდ გაეშურა. დროის ხარჯვისა და სიჯანსაღის მშვენიერი კომბინაცია იყო მისთვის ვარჯიში. უპატრონო ძაღლები დააპურა. ხურდა-ფული ჩამოურიგა კუთხეში მჯდარ გაჭირვებულებს და რუტინულად დაიწყო დილა. -,,რამოსს მაისური გავუცვალო?" რიგითი ირონია იღვრებოდა მესხის შეტყობინებაში. -,,თუ მომინდება მისი მაისური როგორმე თავად ვთხოვ." ვერ გაიაზრა რას სწერდა. -,,პილარს ვერ უღალატებს, თორე გაჩუქებდა" გაგიჟდა. ზუსტად არტყამდა მიზანში ეს ბიჭი. ტელეფონი გვერდით მოისროლა და უკვე გაციებული ყავა მოსვა. ამაზრზენი იყო უკვე ყველაფერი. გაცრეცილი ცის ქვეშ დინამოს მწვანე ბალახი შავად მოჩანდა. განწყობა ნული იყო. გულშემატკივართა მცირე რაოდენობაც მიანიშნებდა ამ ყველაფერზე. წინა რიგებში იჯდა და თვალს ადევნებდა ვარჯიშსს. მესხი არ ჩანდა, მაგრამ ფარუნაშვილი ჩანდა. გაეღიმა.. ვერ იტანდა ნოე ამ ბიჭს. უფრო მეტად დააინტერესა, როგორ ითამაშებდა მასთან ერთად. მერე გამოჩნდა ის ვის გამოჩენასაც ელოდა. გული საგულედან ამოხტომას ლამობდა. მოედანზე სულ სხვა იყო ნოე. მხრებში გაშლილი, კაპიტნის სამკლავურით მიაბიჯებდა გუნდისკენ. მატჩი დაიწყო. ტრიბუნებზე აფრიალებული საქართველოს დროშა და ჰიმნი საოცრად ერწყმოდა ერთმანეთს. ესპანეთი საქართველოს ეთამაშებოდა. მხოლოდ ნოეს უყურებდა, მის მხრებს, თვალებს, ტუჩებს. ყველაფერი წამის მეასედში შეათვალიერა. მის მოძრაობებს. საქართველო იწყებდა. მესხი იწყებდა. ტანში გასცრა პირველად ბურთს, რომ შეეხო და თამაში დაიწყო. ეს კაცი და ბურთი ერთად ხელოვნება იყო. მაშინვე შეტევაზე წასული გუნდი მცირე აუდიტორიამაც გაამხნევა. შეტევა დაბლოკეს. ეს ყველაფერი ხდებოდა მოედანზე, ევასთვის კი მხოლოდ ერთი ადამიანი არაებობდა. მისთვის არ არსებობდა დიდებული რამოსი, მხოლოდ მესხი. -მესხი დედას უტირებს! უკნიდან შეძახილი ისე დაიჭირა ქალის ყურმა, რომ სხვაგან არსად გაუშვა. გაეღიმა.. აფასებდნენ ნოეს და მოსწონდა ეს. ესპანეთმა სწრაფად გახსნა ანგარიში. იგებდნენ... ნოეს გახედა არ ღელავდა. კაცის ფრაზები ამოტივტივდა: ,,მოედანზე ნერვიულობას აზრი არ აქვს, არ იცი რა შეიძლება მოხდეს დარჩენილ წუთებში." პირველი ტაიმი დასრულდა. ესპანეთი იგებდა საქართველოში. რამდენიმე კაცი ისედაც მცირე ქომაგთა ჯგუფიდან უკვე ტოვებდა მოედანს. სწრაფად წამოდგა ფეხზე. არ იცოდა რატომ მიდიოდა მაგრამ უნდა შესულიყო. უნდა ენახა... თითქმის სირბილით მიირბინა გუნდის გასახდელთან და კარგად ნაცნობ კარის კაცს სთხოვა მესხს დაუძახეო. კაცი გაგიჟდა. ,,ახლა მესხის გამოშტერება შეიძლებაო?'' თავის კანტურით შეაღო კარი. არცერთი სიტყვა უთქვამს მესხს ზედმეტი, კარი გამოაღო ხელი მოჰკიდა და გვერდით ოთახში მისიანად შევიდა. -გისმენ. ისეთი დაღლილი ჩანდა, გამოფიტული. -როგორ ხარ? ფეხიდან სისხლი წვეთავდა. -ჯანდაბა ევა, აქ თუ მაგის საკითხავად მოხვედი... -უბრალოდ შენი სჯერათ, ტრიბუნებზე შენს სახელს ყვირიან. სჯერათ, რომ გაიტან.. -იმიტომ სჯერათ, რომ ნოე მესხი ვარ? დედას შევე*ი. გუნდი არაა მზად. -აიღე თამაში შენზე. უნდა მოიგო... ლოყაზე აკოცა და ემოციებით დამუხტული გამობრუნდა უკან. მეორე ტაიმი დაიწყო. წვიმის წვეთები მსხვილდებოდა. მეორე გოლი გაიტანა ესპანეთმა და თითქმის არავინ დარჩა მოედანზე.. ევა ნოეს სახეს უყურებდა. ამოუცნობი იყო მისი მზერა. პასი მიიღო, წინ დაიძრა. გაცხოვეებული სახით მიიწევდა წინ. ერთი, ორი,სამი. საქართველომ გაიტანა. ნოე მესხმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. ევას გახედა. წვიმაშიც კი ამჩნევდა ქალის ბედნიერ სახეს. აქ აღარ იყო ყალბი ნაკაშიძე. გადაშლილ წიგს ჰგავდა ნოესთვის ევა ამ წამს და გრძნობდა ქალის კმაყოფილ, სითბოთი და სიყვარულით გაჟღენთილ ღიმილს. თამაში გრძელდებოდა, დამატებულ სამ წუთზე ყველაფერი იყო დამოკიდებული. მესხი ისევ წინ მიიწევდა, ამ ჯერად კილასონია მოძებნა და საქართველომ გაათანაბრა. მესხი ტრავმირებული გამოიყვანეს. კმაყოფილი, ზიზღნარევი მზერა გამოაყოლა ესპანელებს და სკამზე ჩამოჯდა. ევა მოძებნა თვალებით, მაგრამ იქ აღარ იყო. გაბრაზდა... ნაკაშიძე არ ღალატობდა თავის ჩვევას. საქართველომ ფრე ითამაშა ესპანეთთან. კარი ძლიერად შეგლიჯა და სავარძელში მობუზული ქალის დანახვაზე მეტად გაცეცხლდა. -რატომ არ მოხვედი? -ის ხომ მოვიდა?მე შემეშვი -ევა, ნუ შემშლი. -ვერ ხვდები, რომ უყვარხარ? მე შემეშვი, მოღალატე ვარ, მატყუარაც. მასთან წადი -როგორმე თავად გადავწყვეტ ვისთან წავიდე. -ჩემი სახლიდან გადი. -ჩვენი უნდა გეთქვა. ქალს მიუახლოვდა. ზემოდან დაჰყურებდა სანატრელ სხეულს. -ჯანდაბა ევა, ნუ თრთი ასე. შენ რა ჩემი წასვლის შემდეგ არავისთან წოლილხარ? იცოდა მესხმაც სიმართლე. უბრალოდ მოსწონდა ნაკაშიძის გაგიჟება. -ჩემს პირადს შენთან არ განვიხილავ. ფეხზე წამოიჭრა და ეცადა გვერდი აეარა ნოესთვის, მაგრამ ამაოდ. -რომელ პირადს ევაკო? ჯანდაბა როგორ მინდა მიგახრჩო იმისთვის რაც გააკეთე. როგორ გაიმეტე შენი თავი ხვდები? ხვდები, რომ იმ სი*ი მახარაძის გამო თავი გაიუბედურე. -წადი. -მაშინაც გიყვარდი, როცა თვალებში მიყურებდი და ,,პროექტი ხარო" მითხარი. მაშინაც გიყვარდი აკანკალებული ხელით, რომ მოაწერე განქორწინების საბუთებს ხელი. მაშინაც როცა აქედან წავედი და ახლაც. სულ გეყვარები. ამაზე მე ვიზრუნებ. ნოე მესხი შენი ჩრდილი იქნება გესმის? ყველგან ვიქნები. -აღარ მიყვარხარ. ტყუილსაც ვერ ახერხებდა იდენად უსუსური იყო. -აღარ? ესეიგი გიყვარდი ევაკო? თაფლისფერებში ჩააშტერდა. გიჟდებოდა მესხი, მაგრამ თავს აკონტროლებდა. -ამ სახლში გახდი ჩემი, მე შენი პირველი ვიყავი და უკანასკნელიც ვარ. ეს კედლები იტევს ჩვენს ორ წლიან იდეალურ ურთიერთობას. აქ ცხოვრობ ისევ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ აქ ვარ. ნატიფი თითებით გული მოხაზა და ზურგი აქცია ქალს. კარი გაიხურა და წავიდა. ცუდად იყო მესხიც. აქ დაბრუნების შემდეგ ნორმალურადაც კი არ უძინია. ვერ პატიობდა ნაკაშიძეს იმ ყველაფერს. ვერ პატიობდა, მაგრამ მთელი არსებით უყვარდა ეს ქალი. მაშინაც პირველად, რომ სთხოვა ხელი და ახლაც, უკვე განქორწინებულები რომ ერქვათ. კუთხის ბართან გაჩერებულს აღარ უფიქრია, მაშინვე შეაღო კარი და ნაცნობი სახის დანახვაზე გაეღიმა. დადიანი, როგორც ყოველთვის, იქ იჯდა. -მაგრად ითამაშე. ხელი მხარზე დაჰკრა და ვისკის ჭიქა გაუწოდა. -შენთან მაქვს მცირე საქმე. -ისევ ის? -დაახლოებით. -ეს ორი წელი ხომ მაქციე მის აჩრდილად და ახლაც იგივეს თუ მაკეთებინებ ბო*ი შვილი ვიყო მივალ და ვეტყვი უნდა მოკლა ნოეთქო. -მაინტერესებს მახარაძესთან აქვს თუ არა ისევ ურთიერთობა. - ქალიშვილი გოგო ჩაგაბარა ტიპმა იმდენად არ ევასებოდა ევა და ახლა რა ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. -უტა გცემ. გაეცინა მესხსაც. -ევა გამოიყენა. ხო მერე ჰქონდა ეს ბოდიშების თემა, მაგრამ შენმა ევაკომ დაადო. -მე ეგ რატომ არ ვიცი? -დამიწყებდი ევასკენ ხარო. ხელები გაასავსავა. -რას აპირებ? -თუ ვიცოდე. ერთი მინდა, რომ დავსაჯო. -მაგის სხვანაირი ხერხები გესწავლება? -უტაა. თვალები დაუბრიალა ძმაკაცს -შენი ცოლი მაინც არ იყოს. -ყოფილი. -ჯვარი გაქვთ დაწერილი ყვე*ო. -არ აგვიყრია? -ვერ დაგითანხმა. ორივე იცინოდა. იხსენებდნენ თავდაპირველ გეგმებს. ბიჭის ნათლია უნდა ყოფილიყო უტა. ბევრი შვილის გეგმაც გაიხსენეს. საბოლოოდ ყველა გზამ ისევ ნაკაშიძესთან მიიყვანა. კარი ღია დახვდა და აღარც უფიქრია ზარი დაერეკა. პირდაპირ შეაჭრა მისაღებში და მახარაძეს დანახვაზე ბოღმა ყელში გაეჩხირა. -ყიფიანი დაბრუნდა. ევას გახედა. მთელი სხეულით თრთოდა. მაშინ პირველად დაინახა შიში ქალის თვალებში და ზუსტად იცოდა ამის გამომწვევი თვითონ იყო. იცოდა შეაშინებდა მაგრამ თავს ვერ აჯობა. პიჯაკით დაითრია კაცის სხეული და კედელზე მიაკრა. -თუ კიდევ გაბედავ მიუახლოვდე, დედას მოგი*ნავ, გაიგეე? -მოგენატრა ყოფილ ცოლთან *იმაობა და დაბრუნდი. -ნაბი*ვარო. მძიმე მუშტი სახეში მოუქნია და იატაკზე გაშოტილ სხეულს ზემოდან დააჩერდა. -ევას ნაკვალევზე გავლაც არ გაბედო, ახლა დრო შეიცვალა. მე მესხი ვარ შენ? შენ ერთი ავადმყოფი ნაბი*ვარი, რომლის გაქრობაც ჩემთვის არაფერია. თავს გაუფრთხილდი და დაახვიე აქედან. -მესხი გავსწორდებით. -მე და შენ? ვერასდროს. ხელის მარტივი მოძრაობით დაქაჩა კაცის სხეული და კარს მიღმა მიაგდო. -არ გაბედო მეტჯერ აქ მოსვლა. ძლიერად მიაჯახუნა კარი და არც უცდია დამშვიდება მაშინვე ქალს მიეჭრა. -რატომ არ დამირეკე? ხელზე უჭერდა. -მტკენ. ცრემლები ვეღარ შეიკავა ევამ. -რას გტკენ ევა? უნდა ვითმინო იმ სი*ის ამ სახლში ჯდომა? -ნუ გავიწყდება, რომ არავინ ხარ ჩემთვის. დასრულდა რაც იყო. -არ დასრულებულა. -დასრულდა. ძალა აღარ ჰქონდა, მაგრამ ეწინააღმდეგებოდა მესხს. ძლიერი ქალის იმიჯი მთლიანად ნამსხვრევებად იქცა. -მე გადავწყვეტ მაგას. კედელზე აკრულს კარგად დააკვირდა და შესიებულ ბაგეებთან გაეყინა მზერა. ბევრი აღარც უფიქრია, მისი იყო ევა. მოწყურებული დაეწაფა ქალის ტუჩებს და კოცნას ამოყოლილი კვნესა ენით ჩაახშო. მილიმეტრებით დაშორებაც კი გააქრო მათ შორის და მთლიანად მკლავებში მოქცეული საძინებლისკენ წაიყვანა. ევა არ ეწინააღმდეგებოდა, თვითონ გააზრებული ჰქონდა რასაც აკეთებდა. მის თითოეულ უჯრედს საარსებოდ სჭირდებოდა ევა. საწოლზე დაეშვა და ქალიც თან გაიყოლა. არ შორდებოდა. ყელს ჩაუყვა და მკერდთან გაჩერდა, რომელიც კარგა ხანია რიტმულ მოძრაობას გაცდენილი იყო. თხელი პერანგის მოშორება არ გასჭირვებია. თითოეულ მიმიკას თავიდან სწავლობდა. -ნოე. -არ გამაჩერო. მის ყურთან ამოიჩურჩულა და საბოლოო მატერიისგან გამოანთავისუფლა ქალის სხეული. სე*სი ჩვეულებრივი რამაა ქალსა და კაცს შორის, მაგრამ სიყვარულით წამსკდარი კვნესა ქალის ბაგიდან და მამაკაცის ათრთოლებული სხეული, ხელოვნებაა. სიყვარული ყველაფერს სხვანაირს ხდის, ეს არ იყო ის რაც ფილმებშია, არც ის რასაც სიბინძურეს უწოდებენ. ეს იყო მონატრებისგან და სიყვარულისგან გაგიჟებული ორი სულისა და სხეულის შეერთება. ოთახში ჰაერი აღარ იყო მძიმე. სხეულში საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდა. გვერდით გადაბრუნებულს ისევ იქ, რომ დახვდა გაეღიმა. მშვიდად სუნთქავდა მესხი ქალის სურნელით გაჟღენთილ ჰაერს. თბილისშიც ორ კვირიანი წვიმების შემდეგ გამოიდარა. -თუ ჩვენი სე*სი მზეს გამოიყვანდა საბერძნეთთან მატჩამდე მაინც გვქონოდა, აღარ გადაიდებოდა. ზემოდან დაჰყურებდა ქალს და ღიმილი ეპარებოდა მის დაღლილ, ემოციებით დახუძლულ სახეზე. -არ იღადაო არაფერზე. -ცოტაც და ობი მოედებოდა ევაკო. -გაეთრიე. განთავისუფლება სცადა მაგრამ ისევ ამაოდ. -უკეთესი იქნებოდა ათას კაცთან რომ დავწოლილიყავი. -როგორ მაბრაზებ მაშინ, როდესაც ამის საჭიროება არ არის. -ხოდა შემეშვი. თუ მადლობას ელოდები იმისთვის, რომ ობისგან მიხსენი? -ამ ცინიზმს ვერ ვიტან. სახე დაბრიცა მესხმა და რბილად აკოცა ქალს. -უნდა ავდგე. -ჯერ არ... -ნოე სამსახურში უნდა წავიდე. -გითხარი ართქო. მაგ სამსახურს შეეშვები. გუშინდელი არ გამახსენებინო. იმ გამო*ლევებულთან არ გაგიშვებ. -ნუ ერევი. -ევა, რა გინდა მისნაირად სცენები დაგიდგა? გაგინო და თავზე დაგამტვრიო ყველაფერი, რომ გაიგო? -ნოე. -გითხარი არა ესე იგი არა და ვსო. დილიდან ხასიათს ნუ მომიტ*ნავ. -არ ვაპირებ. -მე ვაპირებ, ოღონდ ხასიათისას არა. ქალს დასწვდა და მაშინვე შეითრია საწოლში. ევასთვის მეორე შოკი ის იყო, საღამოს დადიანი, ყიფიანი და ქავთარაძე, რომ წამოადგა თქვენს ახალოჯახობას აღვნიშნავთო. მესხი ზემოდან არწივის მზერით უცქერდა. -ევაკო, ჩიფსები გექნება ხო? დადიანი ისე იყო, როგორც თევზი წყალში. -კი არის მაცივარში. -შენმა ქმარმა გვითხრა შევრიგდითო და გაგვისწორდა ძაან. პატარა მესხიც გვინდა იცოდეეთ. მალევე დაიწყეთ მუშაობა. -არ შეუთანხმებია -რა ბავშვი? -არა ის რომ შევრიგდით. ცრემლი მოიწმინდა და გაბრაზებულმა აუარა გვერდი ნოეს. ეს ამბავი უხაროდა? რა თქმა უნდა, უხაროდა, მაგრამ ნოეს საქციელი არ. კარზე ზარის ხმამ მოიყვანა გონს და ნინიას და ანოს გაბადრულ სახეზე უარესად გაცოფდა. -რა გიხარიათ? -ევა რა ხასიათზე ხარ? მაშინვე მოიღუშა ანო, მაგრამ ნოეს გამოჩენისთანავე ისევ გაიღიმა. -სიძ-მაზლო დაბრუნებას გილოცავთ. სათქმელს თავი ძლივს მოუყარეს და მაშინვე გაუჩინარდნენ მისაღებში. -მე წავალ, უჩემოდაც გაართმევ. -ევა რას მიპროტესტებ? -შეგეძლო გეთქვა -რა მეთქვა? რომ შევრიგდით? მნიშვნელობა ჰქონდა თქმას? -ჰქონდა თანაც დიდი. -რამე შეიცვლებოდა? -მეცოდინებოდა -ახლა ხომ იცი? კბილი კბილზე დააჭირა და მწარედ გაეღიმა მესხს -დესპოტივით იქცევი ხვდები? ყველაფერს შენ ვერ მართავ. -გავაცილებ ამათ და დაგანახვებ, ვინ რას მართავს კარგი? -ნუ სარგებლობ იმით, რომ შენ შეხებაზე ვშტერდები. -არ ვისარგებლებ. გულიანად გაეცინა და ევასიანად შევიდა მისაღებში, სადაც უკვე მზად იყვნენ დასალევად. -მორჩა, მეორედ დაშორებას აღარ გაპატიებთ. -არ ვაპირებთ. ხელი მოხვია ნაკაშიძეს და მიიხუტა. -ისე ევა, აქამდე უნდა შერიგებოდით ერთმანეთს, ამის მო*მულ ხასიათს მაინც ავცდებოდით. -კლიმაქსიანი ქალივით დადიოდა უშენოდ. -ჩასწორება, ჰორმონებაშლილი ქალივით, კაცი რომ არ ჰყავს დასაკმაყოფილებლად. ყველა იცინოდა... ბრუნდებოდა ძველი სითბო და სიხარული სახლის კედლებში. თითქმის თვე მიილია ევასა და ნოეს შერიგებიდან. ნოე სულ გასული იყო ბაზაზე, ევა ახალი სამსახურის ძიებაში. ყველა მშვიდად იყო. ევა მთლიანად შეიცვალა. ხასიათი დაუმძიმა და იმდენად აუტანელი გახდა, რომ ნოეს გარდა ვერავინ ახერხებდა მასთან საუბარს. კარის შემოგლეჯამ შეაშინა და პარკებით შეიარაღებულ დაქალებზე გაეღიმა. -არ გვაიბტერესებს რას ცუღლუტობთ შენ და ნოე, ახლა შეხვალ საპირფარეშოში და გაიკეთებ ამას, ამასაც, ამასაც, ამასაც და ამასაც. ყველანაირი სახეობის ტესტი გადაუშალეს წინ და ხელით საპირფარეშოსკენ უბიძგეს. -ვერ ხართ, ჯერ ერთი თვეც არაა რაც შევრიგდით. -მე ქორწინების ღამესვე დავორსულდი და ორ კვირაში ვიცოდი უკვე ამიტომ აწიე ლამაზი უკანალი და შედი. ისე ნერვიულობდა.. ხელებს ვერ იმორჩილებდა. აზრადაც არ გაუვლია მსგავსი რამ. ხვდებოდა, რომ რაღაც იცვლებოდა მასში, მაგრამ ამაზე არ უფიქრია. პირველმა ტესტმა დადებითი, რომ აჩვენა ცდებაო იფიქრა, მაგრამ სამ ტესტზე ერთი და იმავე რომ დაინახა დაბნეულობისგან გული შეეკუმშა. მუცელში ძლიერი სპაზმი იგრძნო. ნოეს ნაწილს ატარებდა. -დადებითია. ნინიასა და ანოს სახეზე გაეღიმა. -ორსულად ვარ. -გვატყუებ? -არა, მართლა. მერე იყო ვაიმე ვმშობიარობ და ანოს წყალი მიასხით. მთელი სადარბაზო ფეხზე იდგა. ფეხზე დადგა ქავთარაძეც და მესხიც. პირველი ბავშვი გაჩნდა საძმაკაცოში. ანიტა ქავთარაძე. -შენზე მეტად მე ვნერვიულობ. ძმაკაცს ამხნევებდა მესხი. -შენც მოგიწევს დამშვიდდი. ფხუკუნებდა ნინია. -გცემ. თვალებს აბრიალებდა ევა. -მე პირეელი ბიჭი მეყოლება. -ჯვარი გვწერია. პირჯვარი გადაიწერა ნაკაშიძემ. -რატო ვითომ? გაბრაზებული მიუტრიალდა ცოლს და მუცელზე მიხვეული ხელები არ შეიმჩნია. -შენ დაგემსგავსება. -რა ლოგიკაა? გოგო იმიტომ ა რუნდა მინდოდეს, რომ დედას დაემსგავსება? ისე დააჭირა მტკივნეულ ადგილზე ფეხი ვერ გაიაზრა და ევას ცრემლებმა მოიყვანეს გონს. -არ უნდა გინდოდეს ჩემნაირი, მერე ისიც გატკენს გულს. -არ გავზრდი მასე. შუბლზე მიაწება ტუჩები და მიიხუტა. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობდნენ. ხვალ საბერძნეთთან მატჩი იყო. ინახულეს ბავშვი და ორივე ისევ სავარჯიშოდ გაიქცა. -ასე უნამუსოდ როგორ იქცევა? ბოლო ხმაზე ღრიალებდა ნინია. -ადეკვატურად მიუდექი გთხოვ. ხვალ მნიშვნელოვანი თამაში აქვთ. -ეს ბავშვი ნაშვილებია ევა? მესხმაც, რომ ასე გააკეთოს? -მესხს მე თვითონ გავუშვებდი. იმიტომ რომ მისთვის ფეხბურთი ბევრს ნიშნავს. -შენზე მეტს ევა? -მაგაზე არ ვფიქრობ. ჩემამდეც და ჩემს მერეც მის ცხოვრებაში ფეხბურთია. ვერ დავაყენებ არჩევნის წინაშე, რომ მე ახლა ბავშვი გაგიჩინე და ვალდებული ხარ აქ მეჯდე. -დაგიმსგავსა ევა, გიყურებ და მისნაირად აზრივნებ, ლაპარაკობ ყველაფერს მისნაირად აკეთებ. -მე არა, ალბათ ბავშვი დაემსგავსება მამამისს. საბერძნეთთან თამაში ურთულესი იყო. დაძაბული იყო ყველა, მათ შორის ნოე მესხიც. გულშემატკივართა რაოდენობა საკმაოდ ბევრი იყო და ეს ცალკე სტიმულს აძლევდათ ფეხბურთელებს. მოედანზე გასვლის წინ სულ ორი წამით გადაეყარა ევას თვალებს და ბედნიერმა შეაბიჯა მწვანე მინდორზე. წინ 90 წუთი იყო. ბრძოლოს წუთები, რომლებსაც ბოლომდე გამოიყენებდა. ბურთს შეეხო მესხი და დაიწყო თამაში. პირველივე ტაიმში ფეხში ჩაარტყეს და ტრავმა მიიღო. თითქმის ვერ დადიოდა, მაგრამ თამაშიდან გასვლა არ ითხოვა. პირველი ტაიმი მშრალად დასრულდა. საბერძნეთი დიდ უპირატესობას ფლობდა. გაცეცხლებული ყიფიანის ხმა კარს მიღმაც კი ისმოდა. აკანკალებულმა დააკაკუნა კარზე და გაგიჟებული ნოეს დანახვაზე ცრემლები მოაწვა. -სულ ორი წამით. -ახლა არა. -უბრალოდ ორი წამი. სწორედ ახლა იყო ამის დრო, ნოეს მოტივაცია სჭირდებოდა. კედელთან მდგარს წინ დადუდგა ყიფიანი და ინტერესით ჩააშტერდა თაფლისფერებში. -ყვირილით ვერ უშველი. ითამაშე ჩვენთვს. ხელი მუცელზე მიიტანა და წამი გაიყინა. ნოე გაიყინა... დრო გაჩერდა. ევას ნათქვამი მეორდებოდა... სიხარულის ცრემლები სდიოდა თვალებიდან. -ევა თუ მატყუებ... -მამა გახდები ნოე. ტუჩის კუთხეში აკოცა და უთქმელად დატოვა დერეფანი. მეტ ემოციას ვერ გაუძლებდა... მეორე ტაიმი დაიწყო. თვალებით მოძებნა ევა, რომელიც ტრადიციისამებრ იქ იჯდა და ნოეს მაისური ეცვა. გაგიჟდა... ევას ნათქვამს იაზრებდა და გიჟდებოდა. მეორე ტაიმის 89-ე წუთზე ნოე მესხმა გამარჯვების გოლი გაიტანა. იმ დღეს დინამოს სტადიონზე მესხმა ნაკაშიძეს მეორედ სთხოვა ხელი. იმ დღეს ქართული ფეხბურთის და მესხის ისტორია დაიწერა. -მე შენ და დინამოს სტადიონი. ყურთან დაუჩურჩულა კაცს. -ახლა უკვე ჩვენ და დინამოს სტადიონი. მუცელზე გადაატარა ნატიფი თითები და ჩაიხუტა. 29.03.2021. ---- უცბად დაწერილია, ვიცი არ გიყვართ მოვლენების ასე სწრაფად განვითარება, მაგრან ეს ერთი მაპატიეთ. მომენატრეთ ძალიან. პს. ფოტო რამდენად შესაფერისია არ ვიცი, მაგრამ თემატური მინდოდა ყოფილიყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.