სწორი არჩევანი (3-თავი)
არ ვიცი რამდენი ხანია რაც ამ ბეტონის ოთახში, უფრო კი საკანში ვარ გამოკეტილი. არ ვიცი რომელი საათია. თავი საშინლად მტკივა. ცივ ოთახში იატაკზე ვზივარ და გაუჩერებლად ვკანკალებ. ოთახში ერთი ნივთიც კი არ არის. კუთხეში ვზივარ და მუხლებზე ხელები მაქვს შემოხვეული, რკინის კარებს მივშტერებივარ, ველოდები როდის გააღებს ვინმე. ოთახს ერთადერთი ნათურა ძლივს ანათებს დ ისიც გამაღიზიანებლად ბჟუტავს. ვცდილობ გონებაში ყველაფერი დავალაგო. რადგან აქამდე არ მომკლეს ესეიგი ამას არც აპირებენ, ვფიქრობ და ვცდილობ ამ აზრით თავი დავიმშვიდო. მაგრამ რატომ არავინ მოდის? იმედია ჩემს სამუდამოდ აქ დატოვებას არ აპირებენ. შეუძლებელია არ იცოდნენ რომ გონს მოვედი. გამოფხიზლებისთანავე ყვირილი და კარისთვის წიხლების და ხელების რტყმა დავიწყე, მაგრამ ამას არანაირი რეაგირება არ მოყოლია. ახლა მთავარია, რომ ცოცხალი დავრჩე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, შემდეგ კი იმაზე ვიფიქრებ აქედან როგორ გავიდე. ვცდილობ რომ გეგმა დავსახო, ვცდილობ იმაზე ვიფიქრო როგორ გადავრჩე, ვცდილობ საკუთარ თავს იმედი შევუნარჩუნო. საკუთარ თავს ვწყევლი, რომ უბრალოდ ტაქსით არ წავედი ან მეგობრებთან არ დავრჩი, რატომ შევედი საერთოდ იმ შენობაში? უბრალოდ პოლიციაში უნდა დამერეკა და გარეთ დავლოდებოდი, რამეგონა შენობაში რომ შევვარდი. იმდენი სხვა რამ შემეძლო რომ მექნა, მე კი მაინცდამაიც იქით წავედი, საიდანაც თავს ამ საშინელებაში ამოვყოფდი. * * * - ამიხსნი ის გოგო რატომ წამოვიყვანეთ? - გაღიზიანებულმა რეზიმ ჭიქა კიდევ ერთხელ შეივსო მწარე სასმლით - ასე უბრაოდ ვერ მოვკლავდით - თქვა მიშომ და მდივანზე კომფორტულად მოთავსდა - გონს კარგახანს ვერ მოვა - თქვა ოთახში იმ წამს შემოსულმა სანდრომ და მიშოს გვერდით დაჯდა - უმჯობესი იქნება სულ თუ ვერ მოვა გონს - მიშომ ძმაკაცს დაბღვერილმა შეხედა - რა სახით მიყურებ, ვერ გავიგე რა ჯანდაბას აკეთებ! რას ქვია უბრალოდ ვერ მოვკლავდით, როდის მერე გახდი ასეთი გულჩვილი - ყვიროდა რეზი - ასე იყო საჭირო და მორჩა - არაფერიც არ მორჩა, სანამ რამე წესიერ მიზეზს არ მეტყვი არაფერი არ მორჩება - ხო არ შეგიყვარდა - სიცილით თქვა სანდრომ - შენ სულ გამო.ლევდი ხო ბიჭო! - ყვირილი დაიწყო მიშომ და წამოდგა - არანაირი წესიერი მიზეზი არ მაქვს, არ მოვკლავთ და მორჩა! - აბა რა უნდა ვუქნათ იმ ოთახში დავტოვოთ მთელი ცხოვრება? ეგ რო გავუშვათ მაშინვე პირს მოაღებს - ჭიქა მაგიდაზე დაანარცხა რეზიმ - არაფერსაც არ იტყვის - მიშო - რატო ხარ ასეთი დარწმუნებული?! იმდენი ვინმე მოგვიკლავს და ეს გოგო რატო გახდა პრობლემა? - ყვირილს არ წყვეტდა რეზი - იმიტო! ოცი წლისაც არ იქნება, ასე უბრალოდ ხო არ მოვკლავთ დაველაპარაკებით, შევაშინებთ და ხმას არ ამოიღებს - არა შე სულ გამო.ირდი! ხვდები მაინც მაგის გამო ლამის რო დაგვიჭირეს? გვამი ვერ მოვიშორეთ თავიდან. კარგად თუ ამოქექეს ხო იცი რო მაშინვე ჩვენზე გამოვლენ. ეგ კაცი ისე უნდა მოგვეშორებინა რო ვერავის ეპოვა და ახლა რა? ცხელ-ცხელი გვამი დავუტოვეთ ტყვიით თავში, რამდენი საათი დაჭირდებათ იმის გასაგებად, ეგ იარაღი ერთი კვირის წინ სროლის დროს, რომ იყო გამოყენებული? არ გვჭირდება ამ საქმეებს ვინმე ერთმანეთთან, რომ აკავშირებდეს, მაგრამ მაგ გოგოს წყალობით დააკავშირებენ. მაგასაც გაიგებენ ეგ გოგო ვინაა და ძებნას დაუწყებენ, რო არ გამოჩნდება ისედაც მოძებნიან ახლობლები. ეგ რო გავუშვათ მაშინვე პოლიცია მიაკითხავს და ეგეც ყველაფერს იტყვის, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი მისი მოშორებაა. რა გინდა ამდენი წელი ვერავინ დაგვიჭირა და მაგ გოგოს გამო ჩვენს თავისუფლებას რატო წირავ?! - გაცეცხლებული რეზი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა - არაფერს იტყვის - წყნარად თქვა მიშომ - იტყვის ეს დედამო..ნული ყველაფერს იტყვის! -გაცოფებულმა რეზიმ სასმლის ჭიქა ესროლა კედელს, ნამსხვრევები კი ოთახში მიმოიფანტა - კარგით ორივე დაწყნარდით, ამას რა ეტაკა არ ვიცი, მაგრამ ხო ხედავ არ მოგვაკვლევინებს მაგ გოგოს და დროა იმაზე ვიფიქროთ რას გავაკეთებთ - თქვა სანდომ და შეეცადა ორივე დაეწყნარებინა - იარაღი და მანქანა მივეცი ბიჭებს რომ მოიშორონ, იმ გარეკილს დაურეკეთ და უთხარით ყველანაირი ინფორმაცია გააქროს იმ ნაბიჭვარზე, ვერავინ უნდა გაიგოს ჩვენთან რომ მუშაობდა - თქვა რეზიმ - დავურეკე უკვე - თქვა სანდრომ და წამოდგა - ახლა ჯობია ყველამ დავისვენოთ და დაწყნარებულ გონებაზე მოვიფიქროთ რას ვიზამთ. * * * ხმაურმა გამაღვიძა და მაშინვე წამოვხტი, როგორც იქნა გავახსენდი. გულის ცემა საშინლად ამიჩქარდა. კარები საშინელი ხმაურით გაიღო და უცხო სახეს შევეჩეხე. ხელებით კედელს ვეპოტინებოდი, მინდოდა რამეს ჩავჭიდებოდი, მაგრამ ირგვლივ არაფერი იყო. - გამოდი - დამიძახა უცხო კაცმა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც ჩემს ეშაფოტზე წასაყვანად მოვიდა. ფეხები ამიკანკალდა და ტირილი მომინდა, მაგრამ ამის თავიც აღარ მქონდა. უკვე საკმარისად ვიტირე ამდენი მთელ ცხოვრებაში ერთად არ მიტირია - რას ელოდები გამოდი-მეთქი - დაიყვირა და შეშინებული მეც კარებისკენ წავედი. ველოდი რომ ხელებს შემიკარვდა ან დამიჭერდა მაინც, მაგრამ ხელით მაინიშნა რომ წინ წავსულიყავი და მეც დავემორჩილე - სად მიგყავარ? - ყვირილისგან ჩახლეჩილი ყელიდან სიტყვები ძლივს-ძლივობით ამომდიოდა - ხმა არ გაუცია. ბეტონის დერეფანი გავიარეთ და კიდევ რამდენიმე რკინის კარებს ჩავუარეთ, ერთადერთი ნათურა დერეფნის ბოლოში იყო ამიტომ თითქმის სიბნელეში მივდიოდით. როგორც კი ბოლოში გავედით ღილაკს დააჭირა და მიბიძგა, რომ ლიფტში შევსულიყავი, შეშინებული შევედი ლიფტში ამაზე საშინელი ადგილი არსად მინახავს, ყველაფერი ცივი და ბნელია. აქ ყოფნის დროს ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მილიონობით ტონის მასით ვიყავი გარშემორტყმული, ეს ყველაფერი სულს მიხუთავდა. ლიფტით სრულიად განსხვავებულ გარემოში ამოვედი. ირგვლივ ყველაფერი სუფთა და ნათელი იყო მდიდრულიც. გრძელ დერეფანს მივუყუვებოდით და ამჯერად ის მიდიოდა ჩემს წინ, ყურადღებასაც არ მაქცევდა. ვფიქრობდი რომელიმე ლარნაკი ამეღო, მისთვის ჩამერტყა და გავქცეულიყავი, მაგრამ მისი სიმშვიდე მაეჭვებდა. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მეცადა, არ ვიცი ამ დერეფანში ამდენი ცარიელი ლარნაკები რატომ აწყვია. დავიხარე და ერთ-ერთი ჩუმად ავიღე, როდესაც უნდა ჩამერტყა ზუსტად იმ მომენტში მობრუნდა, მაგრამ ლარნაკი მაინც ჩავარტყი, ხელების აფარება მოასწრო, გატეხილი ლარნაკიდან კი თეთრი ფქვილის მსგავსი რაღაცები გადმოიყარა. ხელი ვკარი, რის გამოც დაეცა და მეც გავიქეცი. სახლი საკმაოდ დიდი ჩანდა, მეგონა ლაბირინთში დავრბოდი, ვერსად გასასვლელს ვერ ვპოულობდი. მალე ხმაურიც შემომესმა და მივხვდუ რომ უკვე მეძებდნენ, სახლში ვერცერთ ფანჯარას ვერ ვაღებდი, უნდა ჩამემტვრია მაგრამ ხმაურზე გაიგებდნენ სადაც ვარ. სხვა გზა მაინც არ მქონდა, ასე კატა თაგვობანას თამაშით, მხოლოდ იმას მივაღწევდი, რომ ადრე თუ გვიან მაინც დამიჭერდნენ. ფანჯარა სკამით ჩავამტვრიე და სწრაფად გადავძვერი. მაშინვე გავიქეცი და ისიც კი არ ვიცი საით მივრბოდი, მხოლოდ კედელს ვხედავდი რომელზეც წარმოდგენა არ მაქვს გადაძრომას როგორ მოვახერხებდი, მაგრამ უკან ვეღარ მივბრუნდებოდი, ორი კაცი ნელი ნაბიჯით მოემართებოდა ჩემსკენ, არც მორბიან ან რამე, უბრალოდ მოდიან თითქოს ეზარებათ რომ გამომყვნენ. გასაგებიცა ამას რატომ აკეთებენ, შანსი არაა ამ კედელზე გადავძვრე ხუთი მეტრი მაინც იქნებ და არაფერია რაზე მოჭიდებასაც მოვახერხებ, მხოლოდ ერთი გზაა უნდა გადავაფრინდე, რაც გზაც არაა, რადგან ფრენა ჩემთვის არვის უსწავლებია. კედელს ხელებს ვურტყამ და მიდამოს ვათვალიერებ, უკან ვიხედები და ვხედავ რომ ჩემსკენ მხოლოდ ის ორი კაცი მოდის, გასასვლელ კარებსაც ვხედავ სრულიად სხვა მხარეს, მაგრამ იქამდე რომც მივაღწიო ორ იარაღინ კაცთან შანსი არ მაქვს, უამრავ დაცვას ვხედავ მაგრამ მე ყურადღებას თითქმის არავინ მაქცევს, ალბათ ერთი წამითაც არ უშვებენ რომ აქედან გაქცევას შევძლებ. საბოლოოდ, მხოლოდ ის შევძელი რომ ნაცნობი სახეების წინ ცოტათი უფრო გვიან მიმიყვანეს. - გასეირნება მოგეწონა? - მის ხმას ვცნობ. ეს ისაა ვინც გუშინ დამიჭირა, საბოლოოდ მისი სახეც ვნახე - იმედია დილის ვარჯიშებმა კარგად ჩაიარა - ეს ტიპი ისე მიყურებდა თითქოს ჩემი ნაწილებად დაფლეთვა უნდოდა, აქ მყოფებიდან მხოლოდ მისი სახელი ვიცი, რეზი - შენი წყალობით ტელევიზიებს საქმე გამოუჩნდათ - მითხრა ჩემმა ასე ვთქვად გადამრჩენელმა და ჩემს ზურგს უკან ტელევიზორს აუწია, საიდანაც ქალის ხმა მისწვდა ჩემს სმენას - გუშინ დაახლოებით ოთხ საათზე, თბილისის ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში პოლიციამ 50 წლამდე მამაკაცის გვამი იპოვა, რომლის ვინაობაც ჯერ-ჯერებით უცნობია. კაცი ცეცხლსასროლი იარაღით შუბლის არეში მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. მკვლეის ვინაობა უცნობია. ასევე დაკარგულია გოგონა - ამსიტყვების გაგონებაზე მთელ ტანში უსიამოვნო შეგრძნებამ დამიარა - რომელმაც პოლიციას დანაშაულის შესახებს შეატყობინა, პოლიციამ გოგონას ვინაობა დაადგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა, თუმცა გოგონას ვინაობა ჩვენთვის ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორც გამომძიებელი აღნიშნავს, მის ვინაობას იმიტომ არ ასაჯაროებენ, რომ შესაძლოა გოგონა მკვლელს არ ყავს და იმალება რადგან შეშინებულია, მისი ვინაობის გამხელით კი შესაძლოა საფრთხეში ჩააგდონ. - ტელევიზორი გამორთო და მე შემომხედა - მოგეწონა რეპორტაჟი? - მთელი რეპრტაჟის მანძილზე რეზის ვუყურებდი და ვხედავდი, როგორი საშინელი გამომეტყველება ქონდა, ყოველწამს ველოდებოდი რომ იარაღს ამოიღბდა და მომკლავდა. საშინელებაა როდესაც ასეთ რამეს ისმენ და იცი რომ შენზე საუბრუნებენ. - მშვენიერი იყო მაგრამ ბევრი დეტალი აკლდა, მაგალითად თქვენი სახელები - ვერც გავაცნობიარე გაბრაზებულმა ისე მივაყარე სიტყვები ერთმანეთს. ასე საუბარი აქედან ცოცხლად გასვლაში ნამდვილად არ დამეხმარება - ხუმრობის ხასიათზე ხარ? რა ეტყობა ახლა ამას შეშინებულის? - რეზი ჩემს გადამრჩენელს უყურებდა - ნუთი არა? - აჰა ჩემზე რაღაცეების გაგება მოუსწრიათ -ასეა... რადგან თქვენ ჩემი სახელი იცით, იქნებ მეც მითხრათ თქვენი - არც კივიცი მათთან ასე თავისუფლად საუბარს როგორ ვახერხებ, სხეული სრულიად დაჭიმული მაქვს და შიშისგან გულიც მიცახცახებს, მაგრამ საუბრის მომენტში როგორღაც თავდაჯერებულობას ვინარჩუნებ, თუმცა ალბათ ჯობია იცოდნენ, რომ ძალიან შეშინებული ვარ და ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ გამიშვან - მიშო - გამიკვირდა რომ სახელი მითხრა, მაგრამ ამაზე რეზიმ ისე შეხედა მეგონა მასაც ჩემთან ერთად მოკლავდა - ხო, რა თქმა უნდა, ახლა გვარიც უთხარი, მერე მისამართიც და ისიც მოუყევი რამდენი არაკანონიერი საქმე ჩაიდინე, თუ ვერ დაიმახსოვროს დაუწერე, პოლიციელებთან რამე რომ არ გამორჩეს - ისეთი ირონიული და გამწარებული სახით ლაპარაკობდა, მეგონა გასკდებოდა - ნუთი მისმინე, ჩვენ აქედან გაგიშვებთ - სიხარულისგან თვალები ამენთო, როგორც იქნა საბოლოოდ გავიგე რომ მოკვლას არ მიპირებენ - მაგრამ ხომ ხვდები რომ არაფერი უნდაა თქვა? - სიხარულისგან ხმას ვერ ვიღებ და თავს ვუქნევ - პოლიციასთან ჩვენზე ერთი სიტყვაც რომ თქვა საკუთარი ხელით მოგკლავ - სიხარული სახეზე მიმეყინა ახლა მისი რეზიზე მეტად მეშინოდა, რეზისგან ის მიცავდა მაგრამ მისგან ჩემს დაცვას არავინ დააპირებდა - გაიგე მორბენალო? საკმაოდ მარტივი პირობაა, შენ ჩუმად ხარ ჩვენ კი გიშვებთ. პოლიციას ეტყვი რომ არაფერი დაგინახავს და არ იცი ვინ ესროლა - მინთხრა მან ვინც გუშინ გამომიჭირა - მართლა არ ვიცი რომელმა ესროლეთ, შენ ვერ იქნებოდი მაგრამ არ ვიცი რომელი იყავით - ვუთხარი აღელვებულმა, ეს ბიჭი უკნიდან მომეპარა სავარაუდოდ იმ მომენტში ოთახშიც არ ყოფილა - მშვენიერია. არცერთი ზედმეტი სიტყვა. პოლიციას ეტყვი რომ შეგეშინდა და გასროლის ხმაზე იქიდან გაიქეცი, იტყვი რომ მთელი ღამე ქუჩაში იმალებოდი ან ის უთხარი რაც გინდა, შენთვისვე აჯობებს კარგად იტყუებოდე - საუბარს აგრძელებდა მე კი თავს ვუქნევდი - აქედან სახში წადი და თავი მოიწესრიგე - მითხრა და სხეულზე ამათვალიერა, მართლაც საშინლად გამოვიყურებოდი, თეთრი ტოპი თითქმის შავი იყო და სისხლიანიც - რამე მკლავიანი ჩაიცვ, რომ ტყვიისგან გაკაწრული მკლავი ვერ შენიშნონ - ამ სიტყვებზე წარბები შევჭმუხნე, ვერ მივხვდი რა იგულისხმა. შეხვეულ ხელს გაკვირვებული ვუყურებდი, არ მახსოვს ტყვია როდის მომხვდა. ჩემს გაკვირვებულ მზერაზე რეზი ალაპარაკდა - სამწუხაროდ მიშომ ხელი შემიშალა, რომ შენთვის უფრო ღრმა ჭრილობა მომეყენებინა - როდესაც მან მესროლა ისეთი შეშინებული ვიყავი მეგონა რომ მოვკვდებოდი და ვერცკი ვიგრძენი რომ ტყვიამ გამკაწრა. ტკივილს დღესაც არ შევუწუხებივარ, იმის გათვალისწინებით, რომ მთელი ღამე ბეტონზე ვეგდე გათიშული, ისედაც ყველაფერი მტკიოდა, მკლავის ტკივილისთვის კი განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია. კიდევ ცოტახანს მესაუბრნენ იმის შესასახებ, თუ რა უნდა მეთქვა და რა არა, როგორ უნდამოვქცეულიყავი როცა გამიშვებდნენ, მათ ვუსმენდი მაგრამ მე ჩემი გეგმა მქონდა. როგორც კი გამიშვებდნენ პოლიციაში წავიდოდი და ყველაფერს მოვყვებოდი, მშვიდად ვერ ვიცხოვრებ თუ მეცოდინება რომ ისინი გარეთ არიან, ნებისმიაერ წამს შეიძლება აზრი შეიცვალონ და მომკლან, ამასთან ადამიანის სიკვდილი ასე უბრალოდ არ უნდა შერჩეთ. ქალაქამდე მანქანით თვალებ ახვეული მიმიყვანეს, და მოსაცმელი მომცეს რომ ქუჩებში ასეთ საშინელ მდგომარეობაში არ მევლო. გეზი მაშინვე პოლიციის შენობისკენ ავიღე, ფული არ მქონდა ამიტომ ფეხით მომიწია წასვლა. გზაში ვფიქრობდი სწორად ვიქცეოდი თუ არა, იქნებ ყველაფერი დამეკიდებინა და უბრალოდ სახლში წავსულიყავი, რომ გაიგებენ რაც ვქენი არვიცი რა იქნება, მაინც რომ ვერ დაიჭირონ? ამ შემთხვევაში სიკვდილის მოქნეული ცელი ჩემს თავს ნამდვილად ვეღარ აცდება, მაგრამ სხვნაირად ვერ მოვიქცევი. ასეთი ადამიანები ვინმემ უნდა გააჩეროს, ვინ იცის ხვალ კიდევ ვის მოკლავენ. ცხოვრების მშვიდად გაგრძელებას ვერ შევძლებ იმის ცოდნით, რომ ისინი სადღაც ჩემს სიახლოვეს არიან, ვიცი ასე თუ იქნება ჭკუიდან გადავალ. პოლიციის შენაბოს მივუახლოვდი ხუთ წუთში შიგნით ვიქნები, გული ყელში ამომდის და მთელი სხეული მიცახცახებს. მკლავში საშინელ, მწველ ტკივილს ვგრძნობ სახე ტკივილისგან მემანჭება. თვალები ცრემლებით მევსება, როცა რეზის სახეს ვეჩეხები, ანთებული თვალებით მაჩრდება და ვიცი რომ ჩემი საქმე წასულია. სხეულზე დანის წვერის შეხებაზე კანკალი მეწყება და ისეთი შეგრძნება მაქვს რომ უკვე მოვკვდი, ბევრი ისედაც აღარ დამრჩა - დიდი შეცდომა დაუშვი ძუ.ნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.