სწორი არჩევანი (4-თავი)
მანქანაში გაყინული ვზივარ, მთელი სხეულით ვცახცახებ და ტანს ვერ ვიმორჩილებ. მინდა მანქანიდან გადავხტე, სადმე ძალიან შორს წავიდე ოღონდ მის სიახლოვეს არ ვიყო. ნაცნობი შიში ჩემს გონებას იპყრობს და განგაშის ზარებს რეკავს, ვგრძნობ სიკვდილისკენ როგორ მივექანები და უკვე აღარც ვიცი რას ვგრძნობ, უკვე იმდენჯერ ავღმოვნჩდი სიკვდილის წინ რომ აღარ ვიცი რას უნდა ვგრძნობდე. მინდა რომ რამე ვქნა და თავს ვუშველო, თვითგადარჩენის ინსტიქტი მოქმედებისკენ მიბიძგებს, მაგრამ ვერაფერ რეალურს ვერ ვეჭიდები, ამ სიტვაციიდან გამოსავალს ვერ ვხედავ. ჩემს ცხოვრებაზეც კი ვიწყებ ფიქრს, ახლობელ ადამიანებზე და იმაზე რომ მათ ვეღარასოდეს ვნახავ, ამის გაფიქრებაზე საშინელი გრძნობა მეუფლება. რეზის კმაყოფილი იერი დაკრავს სახეზე, უხარია კიდეც პოლიციაში რომ წავედი, ახლა ხომ ის მართალი გამოვიდა და ვეღარავინ შეაჩერებს რომ მომკლას. ჯერ კიდევ რამდენი რამის გაკეთება მინდოდა, ჩემი თავი ჯერ არ ამომიწურავს, მე კი ვკვდები უაზროდ და არაფრის გამო. როდესაც მანქანა ნაცნობი სახლის წინ ჩერდება რეზი მაშინვე ჩემთან მოდის და სახლში მიმათრევს. ვხვდები რომ უკვე დროა, მე კი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავრჩები თუ მათ დავაჯერებ რომ იქ მათ ჩაშვებას არ ვაპირებდი, უნდა დაიჯერონ რომ არაფერს ვიტყვი, მეეჭვება ეს შევძლო მაგრამ სხვა არაფერი მაქვს. ოთახში გასაღებივით მომისროლა თითქოს უბრალო, არა საჭირო ნივთი ვყოფილიყავი და მაშინვე ცრემლები მცვივა და გეგმის განხორციელებას ვიწყებ. - არაფრის თქმას ვაპირებდი - ცრემლებს ვაყოლებ სიტყვებს და მიშოს ვუყურებ - პოლიციის შენობაში აპირებდა შესვლას, რომ არ მიმესწრო ახლა ყველაფერი ნათქვამი ექნებოდა - აცხადებს გაბრაზებული მაგრამ გამარჯვებული ხმით - არა ასე არ არის, უბრალოდ სახლში მივდიოდი პოლიციის შენობა კი გზაზეა და უბრალოდ ინსტიქტურად წავედი იქით, გადავწყვიტე ჯერ იქ მერე კი სახლში წავსულიყავი - ვთქვი აკანკალებული ხმით. მთელი დრო მიშოს ვუყურებდი რომელსაც ნელ ნელა ბრაზი ერეოდა - შენ სულელები გგონივართ?! შენი სახლი მანდეთ არ არის. საშინელი მატყუარა ხარ - თქვა რეზიმ მორიგი გამარჯვებით გახარებულის ხმით, მაგრამ მის ხმას არც სიბრაზე ტოვებდა - ხომ ვთქვი რომ ენას კბილს არ დააჭერდა და მაშინვე პირს მოაღებდა, უნდა მოვკლათ - სხვები არ ვიცი მაგრამ შენ სულელი ხარ - ვუთხარი გაღიზიანებულმა - ჩემს სახლში არ მივდიოდი თქვენ ყველაფერი გაიგეთ ჩემზე და ისიც გეცოდინებათ დედაჩემი სად ცხოვრობს, მასთან მივდიოდი. ამ ყველაფრის შემდეგ მარტო ყოფნა ნამდვილად არ მსურდა, უნდა დამიჯეროთ - ვამბობდი და ვცდილობდი ხმაში რაც შეიძლება დამაჯერებლად გამერია შიში, რაც ყველაფრის ფონზე რთული არ ყოფილა, მაგრამ მათ იმაზე მეტად შეშინებული და დაუცველი უნდა ვგონებოდი, ვიდრე ეს რეალურად იყო. რეზი თმაში მწვდა, კივილი დავიწყე და ხელები მის ხელებს ჩავჭიდე, მის ხელს გავყევი და მუხლებზე წამოვდექი, რომ ტკივილი შემემსუბუქებინა - ესეიგი სულელი ვარ არა! შენი აზრით ჩემთან ასე ლაპარაკი კარგი აზრია?! - ცალი ხელი ფეხსაცმლისკენ გავაცურე სადაც პატარა დანა მქონდა დამალული. დანას ყოველთვის ვატარებ, მაგრამ არ მგონია ამ სიტვაციაში დიდად დამეხმაროს, სანამ მე აღებას მოვასწრებ მანამ მომკლავენ, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში ესეც უნდა ვცადო. თვალებიდან სიმწრის ცრემლები მომდის, მგონია ცოტახანში კანი თავს მოშორდება - გამიშვი შე არანორმალურო, მიშო გეფიცები არაფრის... ზედმეტი არაფრის თქმას არ ვაპირებდი - რეზი ჩემკენ დაიხარა და თავისუფალი ხელი ნიკაპზე ძლიერად მომიჭირა - ყვლაფერი დამთავრდა პატარა ძუკნა, შენი საქმე წასულია, ღმერთის თუ გჯერა დროა ლოცვა დაიწყო იქნებ გაიგონოს კიდეც, მაგრამ არ მგონია ღმერთს შენნაირი პატარა მატყუარები მოწონდეს, ხომ იცი არა როგორი ჭირვეული მოხუცია - ასეთ ბოროტ სახეს ვერავინ ვერსად ნახავს, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ეშმაკი მელაპარაკებოდეს. სახეზე ისეთი ამაზრზენი ბედნიერება დათამაშებს, რომ მისი სახის ყურებისას მგონია უბრალოდ მზერით მომკლავს, ფსიქოპატია ამ ყველაფრისგან უბრალოდ სიამოვნებას იღებს - გაუშვი - წყნარად თქვა მიშომ, მაგრამ რეზი ისე იყო დაკარგული ჩემს შეშინებულ თვალებში, რომ მისი ხმა ალბათ არც გაუგია, უბრალოდ მიყურებდა და ჩემი შიშისგან წარმოუდგენელ სიამოვნებას იღებდა - რეზი გაუშვი ამის დედაც! - იყვირა მიშომ - არ მითხრა რომ ამის გჯერა, ვერ ხვდები რომ იტყუება?! - იდიოტი არ ვარ და ისიც ვიცოდი, რომ მაშინვე პოლიციაში გაიქცეოდა - მიშოს შეშინებული თვალებით გავხედე და მის დანახვაზე კიდევ უფრო შემეშინდა. საოცარი სიწყნარით იჯდა სავარძელში და ისე გვიყურებდა მე და ჩემს თმებში ჩაფრენილ რეზის, თითქოს ამაზე მოსაწყენს ვერაფერს დაინახავდა. თუ იცოდა რომ პოლიციაში წავიდოდი რატომ გამიშვა ან რატომ ცდილობს რომ რეზიმ არ მომკლას, ვერ ვიგებ რა უნდა და ეს საშინლად მაბნებს. - როდიდან გახდი ასეთი ექსტრემალი, თუ იცოდი რომ მაშინვე ჩვენს ჩასაშვებად გაიქცეოდა რატომ გაუშვი? - გაახმოვანა რეზიმ ჩემი ფიქრები - იმიტომ რომ ვიცოდი მას არ ენდობოდი და აუცილებლად გაყვებოდი - მგონი ეს რეზიზე არანორმალურია, ვიცი რომ რეზის ჩემი მოკვლა უნდა, მაგრამ ვერ ვიგებ მას რა ჯანდაბა უნდა - და მაგით რა მიიღე? ახლა მას მოვკლავთ ყველაფერი ისე დასრულდედბა როგორც უნდა დასრულებულიყო - ის ფაქტი რომ რეზიც ჩემსავით დაბნეულია კიდევ უფრო მაშინებს - მას არ მოვკლავთ - ამბობს მობეზრებული და უკვე არ ვიცი მიხაროდეს თუ არა - რატო? ამიხსენი რა ჯანდაბის გამო არ ვკლავთ - იღრიალა რეზიმ - ბიჭებო... - ოთახში შემოსულ ბიჭს ზიზღით გავხედე, მას კი სიტყვა გაუწყდა ამ მდგომარეობაში რომ დაგვინახა - რა მალე დაბრუნდი, არ მეგონა ასეთი კარგი მასპინძლები თუ ვიყავით - ამბობს სიცილით და ნოუთბუქს მაგიდაზე დებს - ამას ასეთი რა მოაწევინე სულ რო გაუბერა - კითხა რეზიმ ოთახში ახალ შემოსულ ბიჭს და მიშოზე ანიშნა - მოკლედ უკვე ყვლას იცნობ ვინც საჭიროა და მოდი მეც გაგეცნობი - რეზის კითხვას სიცილით უპასუხა და მე მომიბრუნდა - სანდრო ონიანი - თქვა და მდივანზე კომფორტულად მოთავსდა - ბოლოს და ბოლოს გაუშვებ რეზი? - ისევ მიშოსკენ გავიხედე, რეზიმ ხელი გამიშვა და იატაკისკენ მომისროლა, თავი საშინლად მტკიოდა - რეზი სულ დაკარგე მანერები, განა ქალებს ასე ვექცევით? - ონიანი ჩემთან მოვიდა წამომაყენა, მდივანზე დამსვა და გვერდით მომიჯდა, რეზი ჩემს უკან მყოფი სასმელებისკენ წავიდე - მიშო ბოლოს და ბოლოს გაგვანდობ შენს გეგმას თუ რა ჯანდაბას აპირებ? - თქვა რეზიმ და სმენას სასმლის ჭიქაში გადმოსხმის ხმა მისწვდა - შევეცადე პატარა ქალბატონისთვის, რომელიც არც ისეთი დამჯერია, მაქსიმალურად გასაგებად ამეხსნა, რომ ჩვენთან თამაშის დაწყება არ ღირს. იმედია გაკვეთილს კარგად დაიმახსოვრებ და მეორეჯერ გამეორება აღარ მოგვიწევს, თანაც არც არაფრის გამეორებას არ ვაპირებთ და თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდი გეტყვი, რომ თუ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამ ჩვენთან შეუთანხმებლად მაგ ფეხებს დაგამტვრევ, თუ კიდევ გადაწყვეტ, რომ შენებურად იმოქმედო გავიგებთ და არც გირჩევ წარმოიდგინო რა დაგემართება, არა მარტო შენ არამედ ქალბატონ ნინის შენს საყვარელ დედიკოს, მეგის, მაშოს და ნიკასაც კი, ყველა შენს გზას გაყვება, თუ მაინც ურჩობას გადაწყვეტ იმედია ყველანი კარგად იქცეოდით, მაგ შემთხვევაში იქნებ შენი ახლობლებისთვის ბოდიშის მოხდა შეძლო სამოთხეში. - მე და ჩემს ახლობლებ სიკვდილით გვემუქრებოდა და ამას საოცარი სიმშვიდით ამბობდა, თითქოს უბრალოდ ამინდზე საუბრობდა და არა ასეთ საშინელ რამეზე. მინდოდა სადმე კუთხეში შევყუჟულიყავი და იქიდან აღარასოდეს გამოვსულიყავი, სრულიად გასაგები იყო რომ მათგან თავს ვეღარ დავიძვრენდი. - მომისმინე მორბენალო, რომც ჩაგვიშვა დამიჯერე ვერ დაგვიჭერენ. შეგიძლია გარისკო, მართლა. რეზის იმიტომ კიარ უნდა შენი მოკვლა, რომ ჩვენთვის რამე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენ არა, ასე არაა, უბრალოდ ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ მიშო არ აძლევს შენი მოკვლის უფლებას გაუგებარი მიზეზით ესაა და ეს. დაფიქრდი გიღირს შენი და შენი ახლობლების სიცოცხლის გარისკვა, მითუმეტეს როცა მაინც არაფერი გამოგივა - სანდროს მოცინარ თვალებში ჩავაშტერდი. სხვა გზა აღარ მაქვს ის უნდა გავაკეთო რაც მითხრეს, ესენი არანორმალურები არიან. თვალი ნოუთბუქს გავუსწორე და გული შემეკუმშა, სახე შემეჭმუხნა, თვალები ამიწყლიანდა - გთხოვთ არაა - ნოუთბუქში დედაჩემს ვხედავდი, რომელიც აივანზე ყვავილებს რწყავდა, თვალებზე ცრემლები ჩამომდიოდა - ხომ არ გინდა ეს ბოლო იყოს რასაც დედაშენი გააკეთებს - თქვა სანდრომ. ყელზე ცხელი სუნთქვა ვიგრძენი და როდესაც მისი სუნთქვა ჩემს მთელ სხეულზე გავრცელდა შიშის და ზიზღისგან ამაკანკალა - მათ არ დაუჯერო საყვარელო... მომეცი მიზეზი რომ მოგკლა - ხრინწიანი, სასმლისგან გაბრუენილი ხმით ჩამჩურჩულა რეზიმ და შიშის ახალმა ტალღამ დამიარა ძარღვებში. - ახლა შეგიძლია წახვიდე თავად გადაწყვიტე რას იზამ, არჩევანი შენზეა - თქვა მიშომ მშიშარა არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ბოლო რამდენიმე საათმა ლამისაა ჭკუიდან შემშალოს. შიში ძვლებამდე გამიჯდა, ჩემი სხეულის თითოეულ ნაწილში შიშია გამეფებული. სუნთქვა მიჭირს და მგონია რომ დავიხრჩობი, მგონია რომ ოთახი პატარავდება და ცოტახანში დამახრჩობს. საკუთრი გულისცემა მესმის, ყურებში რაღაც საშინელი ხმა მესმის. მეუბნებიან რომ არჩევანი მაქვას, დედაჩემი მიზანში ყავთ ამოღებული და მეუბნებიან რომ ჩემი არჩევანია ესვრიან თუ არა, ვინ არქმევს ამას არჩევანს. უკვე რამდენიმე საათია რაც სახლისკენ მივდივარ, ხალხი გვერდს მივლის და წარმოდენაც არ აქვთ რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს. ყოველთვის ასია, დღის განმავლობაში ასობით ადამიანს ვუვლით გვერდს და წარმოდგენაც არ გვაქვს თუ რამხელა ტვირთი მიაქვთ მხრებით, რადგან ჩვენ ყველა საკუთარი ტვირთის თრევით ვართ დაკავებულები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.