შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, გავთხოვდი 7 დასასრულის გაგრძელება


1-04-2021, 13:30
ავტორი gabi du
ნანახია 4 174

მე, გავთხოვდი... გავთხოვდი ჩემზე 9 წლით უფროს კაცზე, რომელიც 12 წლის ასაკიდან მიყვარს. - ასე იწყებოდა ჩანაწერები, იასამნებით მოხატულ, მელნისფერ წიგნაკში ჩანაწერები. სწიგნაკში, რომელში ჩახედვაც ორი წელია ვერ გამიბედავს. დღეს? დღეს ნავსი გავტეხე. საკუთარ თავს დავაჯერე, რომ უნდა გამეგო. უნდა მცოდნოდა... უნდა მენახა რას განიცდიდა ჩემი ცოლი მთელი ის დრო, ჩემი უაზრო კომპლექსების დასამალად თავს, რომ ვიკატუნებდი და ზედ არ ვუყურებდი. აი, რას ფიქრობდა ის.
დიახ. ის გათხოვდა. გათხოვდა კაცზე, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა თურმე ბავშვობიდან. ეს უკანასკნელი ნამდვილად სასიამოვნო და ამავდროულად მტკივნეული აღმოჩენაა ჩემთვის. გათხოვდა, ჩემზე... კაცზე, რომელსაც... სიტყვებსაც ვერ ვპოულობ, რა უნდა ვუწოდო საკუთარ თავს. ამ ისტორიაში იმდენად ჩახლართულია ყველაფერი, თავი ბრაზილიურ სერიალში მგონია... ან, უფრო ზუსტი იქნება, თუ ბოლივუდის სერიალის პერსონაჟს შევადარებ თავს. მარტო იქ თუ ნახავ ერთ დაუსრულებელ პრობლემას მიდევნებულ, მეორე წარმოუდგენელ, მესამე ,,უწაროუდგენელეს" პრობლემებს.
ჩემი პრობლემებისა და უბედურების სათავეს ლანა ჰქვია. კაფანდარა, ლურჯთვალება ქერა. დაუმორჩილებელი, ქარაფშუტა და ეგოისტი. თუმცა, ზუსტად თავისი თანებობით და არაპროგნოზირებადი ხასიათით შემაყვარა თავი. მასაც ვუყვარდი. თავისებურად, მაგრამ ვიცი, რომ ვუყვარდი. ექვსნიშნა ციფრები ჩემს ანგარიშზე, ყოველთვის ხელს მიშლიდდა ნამდვილი და სუფთა ურთიერთობები მქონოდა. ხშირად, ჩემზე მეტად ჩემი ჯიბე აღაგზნებდა მაინდილოსნებს. ლანა კი... ლანა სხვა იყო. მას უამრავი უარყოფითი მხარე აქვს, მაგრამ ვერ დავაბრალებ, რომ ხარბი იყო და ჩემს ფულებს გამოეკიდა. ორივეს მოგვწონდა ისეთი საკუთარი თავი, როგოებიც ერთმანეთთან ვიყავით. თავიდან მისი სიგიჟეები (მაგალითად, ავტობუსში ალერსი. სპეციალურად მამგზავრებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომ მერე სიგიჟე ჩაედინა. ერთხელ, კორპორატიულ საღამოზე, სადაც მკაცრად იყო განსაზღვრული დრესკოდი, სტრიპტიზიორივით გამოწყობილი გამოცხადდა) სიახლე იყო და მართობდა. მაგრამ დროდადრო საზღვარს რომ ცდებოდა ვკამათობდით-ხოლმე. მიუხედავად ამისა არცერთხელ ნმიფიქრია მასთან დაშორება. თუმცა კარგად მქონდა გააზრებული, რომ ერთ დღეს, ეს ურთიერთობა დასრულდებოდა. დასრულდებოდა, მაგრამ არა ამგვარად. სწორედ ახლა, ამ სტრიქონის წერისას ვააანალიზებ, რომ ,,ეს ურთიერთობა ერთხელაც დასრულდებ"-ზე ფიქრი ნინას ფოტოს ნახვიდან შეეპარა ჩემს ცნობიერებას, სრულიად გაუაზრებლად. ისე, რომ არც ვიცნობდი და მითუმეტეს წარმოდგენა არ მქონდა მის გრძნობებზე. ერთ დღეს ტატას დედამ, თამინომ მითხრა, ვაიბერზე საუბრისას.
- უკვე ოცდათერთმეტს გადააბიჯე დეი, არ ფიქრობ დაქორწინდე?
- დრო, რომ მოვა პირველს შენ გეტყვი თამთი. სხვათაშორის შენ იცნობ. - ისე ვთქვი, დაუფიქრებლად. თან იმ წუთას თვალწინ ნინას ფოტოები, მისი სუფთა, მწვანე თვალები და ღრმა მზერა მედგა წინ. როცა გავაანალიზე რაც ვთქვი, სანამ რამეს მეტყოდა საერთოდ გამოვრთე ტელეფონი.
- ანუ დაქორწინებაზე ფიქრობ? - ლანა წამომადგა თავს. - იმ მომენტში არც კი მახსოვდა ლანას არსებობა.
- თავის დროზე ასეც, იქნება. - მოვიზიდე და მკერდზე ვუკბინე მსუბუქად, რომ ყურადღება გადაეტანა.
- ვისზე უთხარი იცნობო? ჩემზე, რომ არ გითქვამს ფაქტია. - მომიშორა უხეშად.
- საიდან დაასკვენი? - გავიკვირვე.
- იმიტომ, რომ მე არ მიცნობს. - ასე წავკამათდით. შემდეგ კამათი ჩხუბში, ბოლოს კი, სკანდალში გადაიზარდა.
ერთმანეთს დავშორდით.
რამდენიმე თვისა შემდეგ ისევ შევრიგდით... მიზეზი? ალბათ ის, რომ ჩვენ შეუდარებელი სექსი გვქონდა. სხვა ქალებში, ვერ ვიპოვე ის, რაც მასში მიზიდავდა. ვერ გავძელი მის გარეშე და შევურიგდი. თუმცა ძველებური ურთიერთობა აღარ გვქონდა. ადრე თუ ყველა კაპრიზს სიამოვნებით ვუსრულებდი, ახლა, მხოლოდ საშჭიროებიდან გამომდინარე ვაკეთებდი ამას. თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ მიყვარდა და მის გარეშე ვერ გავძლებდი.
მერე იყო ლანას საქარტველოში დაბრუნება და თორის საფრანგეთში ჩამოსვლა. ზალიან განვიცდიდი მის ამბავს. ასეთი შეყვარებული არასდროს მენახა და მაინტერესებდა ვინ იყო ქალი ვინც თავი დააკარგვინა. დიად, თავი დააკარგვინა სიტყვის სრული მნიშვნელობით. ერთმანეთს ხვდებოდნენ, მომავალს გეგმავდნენ და... ერთ დღესაც აორთქლდა. ისე განიცადა ჩემმა ბიძასვილმა, რომ სცადა. გაუმართლა, რომ იმ დღეს დამლაგებელს მობილური დარჩა და ასაღებად მობრუნდა. მეორედ, კლინიკაში გაიმეორა. მაგრამ ამჯერადაც გამოძვრა. დეპრესიამ იმდენად შეიპყრო, რომ საერთოდ შეწყვიტა ლაპარაკი. იძულებული გავხდი სარეაბილიტაციო ცენტრში დაგვეწვინა. სამი თვის შემდეგ გამოვიდა იქიდან და ახლა ჩემთან იყო. აშკარად უკეთესად გამოიყურებოდა, მაგრამ მაინც ვიგრძენი მის ხმასა და თვალებში სევდა. ბევრი ვილაპარაკეთ. მომიყვა მასთან ურთიერთობის ყველა დეტალი. თავიდან ინიციატივა ქალმა გამოიჩინა აშკარად. შემდეგ კი რა დაემართა ვერ მივხვდი. თაღლითი და შანტაჟისტი მეგონა, მაგრამ ისე წავიდა თურმე, რომ ხელისთვის არაფერი გაუყოლებია. საერთოდ არაფერი. ის სამკაულები და ძვირფასი ტანსაცმელიც კი შინ დატოვა, რომელიც თორიმ უყიდა. ფიქრობდა, რომ რამე შეემთხვა და ამიტომც იყო ასეთ დღეში. შემდეგ მითხრა ერთი ფოტო მაქვს და იქნებ ქუჩებში გავავრცელო და მის პოვნაში ვინმე დამეხმაროსო. ასრი მოვუწონე. მაგრამ ფოტო, რომ ვნახე შოკში ჩავვარდი. ეს ლანა იყო. ჩემი ლანა. ლანა დიანა. მან არ მაპატია დიალოგი დეიდაჩემთან და ასე იძია შური ჩემზე. გავცოფდი, გავგიჟდი, ყველაფერი დავლეწე რაც კი შემხვდა, მაგრამ ბრაზს ვერაფრით ვიოკებდი. გონს მაშინ მოვეგე, როცა თორიმ შემომთავაზა, რომ ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრებოდა მე კი, ლანასთან ბედნიერად მეცხოვრა.
მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობდი ლანა მიყვარდა. არცერთი წამით არ დამიშვია ჩემი და მისი საერთო მომავალი. ალბათ, არც მიყვარდა, თორემ ასე მარტივად ვერ შევძლებდი მის გაშვებას. მითუმეტეს სხვაზე დაქორწინებას, სხვაზე ფიქრს და სხვის შეყვარებას.
ის სხვა კი, როგორც უკვე იცით ნინა აღმოჩნდა... ჩემი ნინა... ყველაზე სუფთა და წმინდა დედამიწაზე. ჩემი ულამაზესი, მწვანეთვალება შავტუხა. ნინა, რომელიც ყველამ რაღაცაში გამოვიყენეთ. მანიკასთვის ის საუკეთესო გამოსავალი იყო. შვილსა და ძმიშვილს, რომ ერთმანეთი არ დაეკარგათ. ტატასთვის სასურველი და ღირსეული რძალი. სად ლანა და სად ნინა. ჩემთვის? ჩემთვის კი საუკეთესო ალტერნეტივა ლანას დასავიწყებლად. თითოეულ ჩვენგანს გვიყვარდა ის, მაგრამ არა ისე უპირობოდ და უანგაროდ, როგორც მას ჩვენ.
მე ნინა შემიყვარდა... შემიყვარდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა საერთოდ არ ვიცნობდი, როცა ჯერ კიდევ ლანასთან ვცხოვრობდი. შემიყვარდა და წარმოდგენა არ მქონდა რა ერქვა გრძნობას, რომელიც მის მიმართ მქონდა. იმიტომ, რომ მანამდე წარმოდგენაც არ მქონია თურმე სიყვარულზე.
ტატას დაბადების დღეზე, რომ ვეცეკვე მთელს სხეულზე ცეცხლი მეკიდა. ჩემი გულისცემა, ალბათ სამეზობლოს ესმოდა. ისე ხმაურიანად ეხეთქებოდა სისხლი ვენების კედლებს. ვოცნებობდი მელოდია არ დასრულებულიყო. მანიკას არ გამოპარვია ჩემი აღტაცებული მზერა. ჰოდა აი ასე მოხდა ის, რაც უკვე იცით...
ახლა იმაზე, რაც არ იცით...
სურვილისგან ჭკუაზე ვიშლებოდი, ჩემს ცოლს რომ ვუყურებდი. მინდოდა მასთან ერთად სადმე გადაკარგულში წავსულიყავი, რომ არავინ მყოლოდა მისი მოზიარე. მინდოდა დაუსრულებლად მეკოცნა მისი ლამაზი და მკვრივი სხეული, მინდოდა... მინდოდა, მაგრამ... მხოლოდ მინდოდა. საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. საფრანგეთში დაბრუნებისთანავე გადავწყვიტე ექიმთან ვიზიტი. ძალიან გამიჭირდა. ხუმრობა ხომ არ იყო, მე, ირაკლი პაჭკორიას ქალებში გათქვეფილს, ნამდვილ მაჩოს საკუთარ ცოლთან არაფერი შემეძლო. საკუთარ თავს გადავაბიჯე და მკურნალობა დავიწყე. რაც მეტი დრო გადიოდა მეტად ვიძაბებოდი. ამ საშინელების დასამალად იმდენ სისულელეს ვაკეთებდი მეზიზღება საკუთარი თავი. როგორ ვტკენდი ნინას... ჩემს ნინას, ჩემს ცოლს, ჩემს ქალს, რომელიც მინდოდა ჩემი შვილების დედა ყოფილიყო. თუმცა რომელი შვილების, როცა ვერც კი ვეხებოდი. ურთიერთობა დაგვეძაბა. მართალია, ის ვაჟკაცურად იტანდა ყველაფერს. არასდროს არაფერზე მსაყვედურობდა. ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე მაგრამ მე ვერ ვიტანდი საკუთარ თავს. იმ დრეს, ნინამ ქალთან ერთად რომ მნახა ბოლო მკურნალობის კურსის დასრულებიდან 2 დღე იყო გასული და ექიმმა ,,შემოწმებაზე" გამგზავნა. სადაც რა თქმა უნდა შევრცხვი. არასოდეს დამავიწყდება ჩემი ცოლის იმედგაცრუებული თვალები. გადავწყვიტე, ყველაფერი მეთქვა, მაგრამ არ მომისმინა... იმ დღეს გასაკვირიც არ იყო, მეორე დღეს კი უკვე მე ვერ ვთქვი.
ბოლოს, როგორც გაიკვა ჩემი უბედურების მიზეზი ჩემთვის გაკეთებული ინექცია იყო. რომელსაც არავინ გამიკეთებდა ლანას გარდა. გამახსენდა კიდეც, წასვლამდე ორი დღით ადრე მძინარეს, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ნემსი მიჩხვლიტეს ბეჭზე. გამომეღვიძა, ლანმამ კი ისე გადამატანია ყურადღება, აღარც გამხსენებია. უკვე იმდენი დროა გასული სისხლის ანალიზში არ გამოჩნდება, რომელი ინექცია გაქვს გაკეთებული და მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებ დახმარებას თუ გაიგებო. ჭკუიდან გადავედი. სასოწარკვეთილი ვიყავი, აღარც მახსოვს რას ვაკეთებდი. როგორ ვიქცეოდი. თუმცა, ეს დღიური მოწმობს რომ მხოლოდ საკუთარ ცოლს ვტანჯავდი. იმდენად უნიათო გამოვდექი, რომ ისიც კი ვაფიქრებინე რომ არ მიყვარდა. რომ ისევ იმ წყეულ ქალზე ვიყავი ჩაციკლული, რომელმაც ცხოვრება დამინგრია. ჰო, მასთან დავდიოდი საავადმყოფოში ღამეებს ვუთენებდი მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ სიკვდილის წინ მაინც ეთქვა რა გამიკეთა. ის კი ერთობოდა ჩეცმი გაჭირვებით. სასიკვდილო სარეცელზეც კი არ სურდა ერთხელ მაინც, უკანასკნელად ყოფილიყო სამართლიანი. მითხრა, თუ გადავრჩები მაშინ გეტყვიო. პირობა დადო... როგორ მიხაროდა დონორის გამოჩენა... ჭკუაზე არ ვიყავი... იმ დღეს ბოლოჯერ ვნახე ჩემი ნინა. ჩემი გული, სუნთქვა, ჩემი ოცნებად დარჩენილი სიყვარული. იმ დღეს პირველად გამოიჩინა ინიციატივა... თვითონ მაკოცა და მომეფერა. სული მელეოდა, ისე მინდოდა ჩემი გამეხადა... მაგრამ რა შემეძლო... ისევ მოვიშორე. მან კი, ჩათვალა ეს უსიყვარულობამ გამაკეთებინა. იმ დღეს... იმ წყეულ დღეს ბედნიერი მივედი საავადმყოფოში. მოსაცდელში ველოდი ოპერაციის დაწყებას. მიუხედავად ყველაფრისა არ მემეტებოდა ლანა სასიკვდილოდ და ყველაზე მთავარი. თუ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა მეტყოდა იმ წყეული წამლის სახელს და მეც გავთავისუფლდებოდი ჯოჯოხეთისგან. რას ვიფიქრებდი, რომ ცხოვრება უარეს ჯოჯოხეთს მიმზადებდა, რომ ჩემი სიცოცხლე, ჩემი ნინა ასეთ სიგიჟეს, წარმოუდგენელ სისულელეს ჩაიდენდა. ყველაფერი ისეც, რომ ყოფილიყო, როგორც მას ეგონა. ეს როგორ იფიქრა... ეს როგორ გააკეთა. ჩემი, მხოლოდ ჩემი კეთილი და სულელი ნინა...
საოპერაციოდან ექთნები გამოვიდნენ. თან რაღაც ნივთები მოჰქონდათ. ერთმანეთში საუბრობდნენ, რომ დონორმა აჩუქა პირადი ნივთები. ძალიან მეცნო ერთ-ერთის ხელში ნანახი ჩანთა. თვალიც გავაყოლე, მაგრამ მაინც ვერაფერს მივხვდი. მობილურმა დამირეკა და ყურადღება მასზე გადავიტანე. ტატა იყო.
- ირაკლი ხომ მშვიდობა გაქვთ? - მითხრა აღელვებულმა.
- კი. რატომ არ უნდად გვქონდეს? - გამიკვირდა.
- შენი ცოლი ხომ ჯანმრთერლადაა. რა ანდერძი დამიტოვა? ნოტარიუსმა დამირეკა. ნინა დანელიამ ანდერძი თქვენს სახელზე შეადგინა. რაღაც დეტალი მაქვს გასარკვევი მაგრამ ვერ ვუკავშირდები და ეტყობა უკვე შეიყვანეს ოპერაციაზეო. ირაკლი რას მიმალავ?
- თითქოს ურო ჩამარტყეს თავში. მაშინვე თვალწინ დამიდგა ექთნის ხელში ნანახი ჩანთა და სირბილით გავიქეცი საოპერაციოსკენ. დაჯერება არ მინდოდა, რომ ის, ამას იზამდა. არავის მივაქციე ყურადღება. პირდაპირ შევანგრიე კარი და ვიღრიალე.
- შეჩერდით. ახლავე შეწყვიტეთ. - საკაცეზე ჩემი ნინა იწვა. უკვე მძინარე, ორივე თვალიდან ზოლად დასდევდა შემხმარი ცრემლი.



№1 სტუმარი one

ras gviketeeb? auuuu ????ese rogor sheidzleba dagvinde qalbatonoo????
or wamshi chavikitkhe , isec ori dghea veli atvirtvas)))
gelodebi moutmrnlad❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

ვაიმე , ჩვენ გვიკეთებ ამას???? ორი წელი გასულა ამ ამბებიდან, ახლა უნდა ვიმკითხაო, მოკვდა ნინა თუ დაშორდნენ და მაგიტომ ვერ გაბედა ირაკლიმ დღიურის წაკითხვა ეს პერიოდი, მადე დადებ ახალ თავს? :)))

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

me male gamiskdeba guli san momdevnos ar cavikitxav. arafersacvar vityvi. ninas sikvvsili ar daushva gtxovv. ai utqmelobas ra moyvebaaaa

me male gamiskdeba guli san momdevnos ar cavikitxav. arafersacvar vityvi. ninas sikvvsili ar daushva gtxovv. ai utqmelobas ra moyvebaaaa

 


№4 წევრი OKI ME

ოჰო, საინტერესოა. ვიმედოვნებ ნინა გადარჩა. საინტერესოა ახლა რა ხდება მათ ურთიერთობაში. აუ ძალიან არ დაიგვიანო რა, რა მოითმენს. მაინტერესებს რა ხდება, როგორ განვითარდა მოვლენები heart_eyes heart_eyes ოჰ, ლანა, ლანა, რა გაიძვერა ქალი ყოფილხარ. არა, ისე რა ტყუილად გამომალანძღინე ისე ეს ბიჭი წინა კომენტარში?? laughing laughing laughing

 


№5 სტუმარი ია

რაუნდა ვთქვა არვიცი :((((( ძალიან კარგი იყო ❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი Ana-maria

მგონი გადავრჩით. .....

 


№7  offline წევრი Marikagogolqdze

ოქრო ხარ ოქრო.ასწ მალე რომ დაამატე.ჯერ არ წამიკითხავს და აბა ვნახო

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მგონი არარი დასასრული ეს ხომ გაგრძელებით ალბათ მომეწონა ძალიან საინტერესოა იყო ეს თავი მადლობა წარმატებები ????

 


№9  offline წევრი Marikagogolqdze

უჰჰჰ. ჯანდაბას.რახან ასე გაგრძელდა. მადლობა

 


№10 სტუმარი სტუმარი ხატი

როდის დადებთ ახალ თავს

 


№11  offline წევრი Life is beautiful

მართლა ჯანდაბა. ცივმა ოფლმა დამასხა.
როგორ მინდა ეს გოგო გავწეწო! ამ თავმა არაფერი არ შეცვალა იმის გარდა რომ ირაკლი ბატონის მიმართ მომალბო.
თორე ნინა ისევ ნერვებს მიშლის.
არა რა. მესმის ტყვიას გადაეფარო სიცოცხლე დათმო მაგრამ... კარგი რა
ერთი სიტყვით აზრს არ შევიცვლი. მაინ სულელია ეს გოგო!

მაგრამ შენ კარგად წერ და მე გელი❤️

 


№12  offline წევრი თათუ♡

წინა ისტორიას აღარ აგრძელებ?

 


№13 სტუმარი სტუმარი ლანა

იმედია ნინა იცოცხლებს❤, Ძალიან მომეწონა ისტორია, ველოდები გაგრძელებას????????

 


№14 სტუმარი სტუმარი ხატია

რატო აღარ დებთ ახალ თავს

 


№15  offline წევრი Marikagogolqdze

როდის დადებ ახალ თავს?

 


№16 სტუმარი სტუმარი ელენე

ახალი თავი აღარ იქნება?

 


№17 სტუმარი სტუმარი Tekla

დამავიწყდა რაწავიკითხე იმდენხანს ველოდები ასალ თავს ????❤

 


№18 სტუმარი სტუმარი ხატი

ეს ხო უპასუხისმგებლობა მკითხველის მიმართ პასუხს რო არ გვცეთ როდის დადებთ ახალ თავს

 


№19 სტუმარი სტუმარი ელენე

აღარ იდება ? მალე გადამავიწყდება რა მოხდა წინა თავებში :(((

 


№20  offline წევრი Marikagogolqdze

სადა ახალი თავები

 


№21 სტუმარი სტუმარი Tekla

ისეთი შთაბეჭდიკება მრჩება რომ საერთოდ არ აინტერესებს მკითხველი და ვფიქრობ თუ არხარ მზად იმისთვის რომ რასაც დაიწყებ დაასრულო მაშინ სჯობს საერთოდ არ დაიწყო ????

 


№22 სტუმარი Bananasi

ძალიან უპასუხისმგებლო გოგო ხარ რაგაცას წამოიწყებ და მერე შუა გზაში ტოვებ წინა ისტორიაზეც სწორედ ამგვარად მოიქეცი და დაუსრულებელი დატოვე და ამ ისტორიაზეც იგივეს აკეთებ არ შეიდზლება ესე საბოლოოდ იმ შედეგს მიიგევ რომ აღარავინ ეაიკითხავს შენს ისტორიებს და ისევე დაგიკიდებენ როგორც შენ იკიდებ მკითხველს. მე პირადად ამის მერე შენს არცერთ ისტორიას აღარ წავიკითხავ მადლობა დაფასებისთვის

 


№23  offline წევრი Nobodyelse

გაგრძელება მეც მაინტერესებს მაგრამ ეს ლანძღვა რა წესია? confused

 


№24 სტუმარი სტუმარი ნატო

რატომ აღარ დებთ დავიტანჯე.თუ დამთავრდა და აღარუნდა ველოდით რამე მაინც მოგვწერეთ

 


№25  offline წევრი Marikagogolqdze

აღარ გრძელდება??¿

 


№26 სტუმარი სტუმარი მარიამი

გააგრძელეთ რააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent