შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაე (თავი 9)


1-04-2021, 18:44
ავტორი MoonDaughter
ნანახია 936

***
სიბნელე, უსაშველო სივრცედ გადაშლილიყო. ფიქრები, უბერებელ ნაძვებს შორის ისე დაძრწოდნენ, როგორც ზამთრის სუსხი უმთვარო, წვიმიან ღამეში. გზააბნეული, ყოველ კედელს რომ ეჯახება და შიგ შეღწევას ცდილობს. თუკი სადმე, პატარა ნაპრალი მაინც იპოვნა, რაღაც უჩვეულო სისინით გაივლის მასში და დაგუბებულ სივრცეში ალიაქოთს შეიტანს. ხის იატაკის გაკრაჭუნებისა და უეცრად, აივნის რაფაზე ზმორებით გაშლილი ქლოის დანახვამ, გაბეს ფიქრები ერთბაშად მოისროლა. ქლოი, გაბრიელის დიდ ბათინკებს მიუახლოვდა, რომელიც მოაჯირზე ერთმანეთზე გადადებულიყო და მასზე აცოცდა, მერე კი ერთხელ დაიკნავლა ყურადღების მისაქცევად და გაბეს ფეხებისკენ ჩაცოცდა. გაბემ, ღიმილით დახედა, კისრიდან სახეზე ამოუცურა ხელი და თითქოს აიძულა თვალებში შეეხედა მისთვის. ირგვლივ გამეფებული სიბნელის აკორდები, განსაკუთრებულ მომხიბვლელობასა და ცბიერი საიდუმლოს ელფერს სძენდა ქლოის ჭრელ თვალებს, რომელიც მთვარის შუქს გაუმაძღრად იტაცებდა.
-ნეტავ გამაგებინა, რაზე ფიქრობ ხოლმე?! -თვალებში ჩაჰხედა გაბემ და საგრძნობლად დაუმრგვალდა.
ქლოიმ კიდე ერთხელ დაიკნავლა და გაბეს მიუახლოვდა. მის კალთაში ისე მოიკეცა და მოკალათდა, როგორც ზამთრისთვის აგებულ ბუდეში ჩამალულ მერცხლებს სჩვევიათ. შემდგომ ამისა კი, გაბეს ფიქრები, წყვდიადიდან აღმოცენდნენ და მამაკაცის გონება მოიცვეს. ქლოის ვიბრირებული კრუტუნი, უცნაურად კოლერირებდა გაბეს მზერასთან და თითქმის შფოთვითაც კი გამოერკვა, როცა ბეჭზე ხელის შეხება იგრძნო. სწრაფად აიხედა და თავზე წამომდგარ გამხდარ ლანდს შეეჩეხა, რომელსაც მხრებზე დიდი, შავი შლეიფი გადმოჰფარებოდა.
-რატომ გღვიძავს? -დაჟანგული ხმა ჰქონდა გაბრიელს.
შავმა ლანდმა, მხრები აზიდა და ღონემიხდილი, ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნდა. მერე გაბეს გვერდით დაჯდა და ქლოი მამაკაცის კალთიდან აიტაცა. ამ უკანასკნელს, ვიბრაციის ტალღები კიდევ უფრო გაუძლიერდა და მხოლოდ ევას ყელში თავჩარგულმა ჰპოვა შვება.
-რატომ არ გძინავს? -გოგონას ხმა ისეთი სუსტი იყო, როგორც შემოდგომის გამხმარი ფოთოლი, პატარა ნიავიც რომ კმარა, რათა მოსწყდეს.
-მარტო ყოფნა მომწონს.
-მეც. -ხმაში სიმყუდროვე შეერია ევას და სავარძელში კარგად მოკალათდა. ქლოის ვიბრირებული კრუტუნი კიდევ უფრო ამშვიდებდა და გაიღიმა. -თანაც, სავსე მთვარეა. ამ დროს, განსაკუთრებით მიყვარს, როცა...
-ნუ ცდილობ, ჩემსა და შენს შორის კავშირის პოვნას! -გაბრიელის მრისხანე ხმამ იმ წამს, ყველაფერი გააქრო, რაც იქ დაბუდებულიყო. ყველა ის გულჩახვეული განცდა, რომელიც თითქოს დიდი ხანია ამ წამს ელოდა, რათა კაცთა სამყაროში გადმოსულიყო და ერთი ადამიანიდან, მეორეს შერწყმით ერთ, სწორ ხაზად ქცეულიყო. თითქოს, როგორც კი მიზანს მიუახლოვდა, სწრაფადვე უკუაგდო ამ მიზნის ჭეშმარიტება და მიხვდა, რომ არსებობს რაღაცეები, რაც სჯობს უთქმელი დარჩეს. გაბრიელის განცდებმა, მიაგნო რა ჭეშმარიტებას, მაშინვე მის დასახმარებლად სხვა ძალა გამოათავისუფლა და ამ მკვრივ ბურუსს შეებრძოლა, რომელმაც ყოველგვარი კავშირი უკუაგდო და მოისროლა.
-შეიძლება ბევრ რამეში იმპულსური ვარ და ჩემში ბევრი მრისხანებაა, მაგრამ ემოციებში არასოდეს ვცდები. ყოველთვის ვგრძნობ ადამიანის განცდებს, რადგან თავად მაქვს ბევრი. ამას ვერ ვუმკლავდები, გაბე.
გაბრიელმა უილაჯო ღიმილით გადმოხედა. თვალებში მრისხანება გამოსჭვივოდა, რომელშიც არეკლილი მოწითალო მთვარე, ფესტოსის დისკოს მსგავს უცნაურ აღმოჩენად გარდაქმნილიყო, რომელშიც აშკარად იკითხებოდა რაღაც, თუმცა რა - ეს ამოუცნობია. მერე კი, ხმაურიანად წამოდგა.
-დალევ, რამეს? -კენგურუსავით ისკუპა გაბრიელმა მხიარულ, ან მოჩვენებით მხრიარულ განწყობაზე.
-რამე, მაგარს. -ხმა იმედიანად სევდიანი ჰქონდა ევას.
გაბრიელი უსიტყვოდ გაბრუნდა. ევამ, ქლოის ჭრელ ბეწვში ჩაჰყო სახე და ისევ გაიღიმა. მამაკაცს, ცოტათი შეაგვიანდა და როცა დაბრუნდა, ხელში ორი მომრგვალებულძირიანი, დაბალი ჭიქა ეჭირა. ქლოი, გაბეს სავარძელზე მოკალათებულიყო. ევამ, სავარძლიდან ამოჰხედა, მძინარე თვალებით გაუღიმა და ნესტოებიდან ღრმად შეისუნთქა ჰაერი. გაბრიელი, ხმას არ იღებდა. ფეხი ოდნავ მიარტყა თავის სავარძელს და ქლოიც სწრაფადვე მოსწყდა ადგილს, სიბნელეში გაუჩინარდა. მამაკაცმა, მარჯვენა ხელით ჭიქა გაუწოდა ევას. ზედმეტად უტყვი და სერიოზული იყო გაბრიელი.
-გაუმარჯოს, გულახდილ საუბრებს. -თქვა ევამ და ერთ ყლუპში ჩაცალა სითხე.
გაბრიელმა, ცას ახედა. სილაჟვარდე თანდათან ერეოდა ზეცას და მთვარის დომინირებას აფერმკრთალებდა. ცალყბად გაეღიმა, ნიშნისმოგებით გადახედა ევას და სახეში ჩააშტერდა. მიტკალისფერი ედო სახეზე, ისედაც ფერმკრთალ გოგონას. თავი მარცხნივ გადმოეგდო და დახუჭულ თვალებზე, გრძელი წამწამები იმდენად იდეალურად მიწყობოდა ერთმანეთს, რომ გეომეტრიული სიზუსტეების მოყვარული მხატვრის ნამუშევას ჰგავდა. ცარიელი ჭიქა, სავარძლის სახელურზე გადმოგდებულ ხელში ეჭირა, საცაა გაუვარდებოდა და ხის იატაკზე გაგორდებოდა. მოულოდნელად, ევას სავარძლის არშიებს შორის, ზუსტად გოგონას წვრილი მაჯიდან გამოიჭყიტა ქლოიმ, მომაჯადოვებელი, ბროლივით მყიფე მზერით და ჯეროვნად დაიკნავლა. გაბრიელმა ჯერ ქლოის შეხედა, რომელმაც დაიჭირა რა გაბეს მზერა, მაშინვე მოსწყდა ადგილს და ისევ გაუჩინარდა. გაბემ, ისევ ევას შეხედა, ისეთი მშვენიერი და მშვიდი იყო, არ უნდოდა თვალი აერიდებინა მისთვის. რაღაცას აღვიძებდა მასში ევა და ერთადერთი რაც ამ შეგრძნების შესახებ იცოდა გაბემ ის იყო, რომ ვერ იტანდა.
სითხე ბოლომდე ჩაცალა ყელში მამაკაცმა, შემდეგ კი იდაყვები მუხლებზე ჩამოაგდო, ცოტა ხნით გაშლილ ხელებში სახე ჩარგო, მერე კი თვალები მოიფშვნიტა და მძიმედ წამოდგა. ხელი მუხლებს ქვეშ ამოსდო ევას და ისე მსუბუქად აიტაცა, შორიდან იფიქრებდით რომ მხოლოდ კუბოკრულ პლედს მიათრევდა. ჩაბნელებულ ოთახს, სარკმლიდან განთიადის შუქი აცოცხლებდა. საწოლი, ევას სხეულისთვის ზედმეტად დიდიც კი იყო. მამაკაცმა ქალის პლედშემოხვეული სხეული მსუბუქად დააწვინა, შემდეგ კი საწოლის ცალი მხარე გადაშალა. ევას ფეხსაცმელი არ ეცვა, მხოლოდ შარვალი და გრძელმკლავიანი, ჭიპთან გადაჭრილი მაისური ემოსა. გაბრიელი, შარვლის შესაკრავს დასწვდა და შეხსნა. მერე, უცებ გაჩერდა და ისევ შეკრა. გოგონას თითქმის უსიცოცხლო სხეული ფრთხილად ააცოცა მაღლა და საბნის შიგნით მოაქცია. ევა მშვიდად იწვა, მკერდი თითქმის შეუმჩნევლად აუდ-ჩაუდიოდა. გაბრიელმა, მძიმე ნაბიჯებით დატოვა ოთახი და აივანზე გავიდა.
ცა, ერთგან ოდნავ განათდა და იქ ბრტყელი, ფერმკრალი დისკო გაცურდა. მთვარე კი, არსად ჩანდა.

***

ნესტისგან, ჩამოქერცლილი ქვის კედელები ვერაფრით ათბობდა მარიამს. მით უფრო, რომ ერთადერთი ცხელი სხელი ოთახში გახლდათ მომცრო გაზქურის ზედაპირზე აკივლებული ჩაიდანი, რომლის ცხვირიდან ამომავალი ორთქლი ჭერამდეც კი ვერ აღწევდა. ჭრაჭუნა, რკინის ლოგინზე მჯდარ მარიამს, ჩაიდნის კივილის ხმაზე გაეღვიძა და მაშინვე სახე დაეჭყანა. თვალები ჭერისკენ აიშვირა და თავის ტკივილისგან, კიდევ უფრო დამანჭა სახე.
-საერთოდ, ასე ქათმის პოზაში გძინავს, თუ ჩემს ლოგინს არ კადრულობ? -ზურგიდან გამოსძახა ჩასუქებულმა ხმამ.
მაგდა, მის წინ დადგმულ ორ ჭიქაში ცხელ სითხეს ანაწილებდა. მერე კი, ხელში აიღო და ნელი, მოუქნელი ნაბიჯებით გამოემართა მარიამისკენ. გოგონამ, თავისი დუტი კარგად შემოიკრო სხეულზე და ლოგინიდან ფეხები გადმოალაგა.
-გამომართვი. ცოტას, გაგათბობს. -შავი სითხით სავსე ჭიქა გაუწოდა მაგდამ, რომლიდანაც ამოსული ცხელი ორთქლი ყავის არომატს აფრქვევდა და მარიამის ნესტოებს ელამუნებოდა. მისდაგასაკვირად, მადისაღმძვრელ გემოს ტოვებდა და ღიმილით გამოართვა ჭიქა.
-მაინც ვერ გავიგე, ვინ ხარ?! დაბალი ფენიდან რომ არ ხარ, აშკარაა. -თავით ფეხებამდე შეათვალიერა მაგდამ და მის მოპირდაპირედ, ზუსტად მარიამის საწოლის მსგავს რკინის საწოლზე ჩამოჯდა.
-თუკი, პრობლემა გაქვს, შემიძლია წავიდე. -ყავა მოასვა მარიამმა და უდარდელად მოავლო თვალი ოთახის ჩაძონძილ კედლებს. მერე კი, თამამად გაუყარა თვალი თვალში მაგდას.
-პრობლემა არ მაქვს, მაგრამ უნდა გადაიხადო. -მსუქან ლოყებში ჩატენილი ტუჩებიდან გამოსცრა მაგდამ.
მარიამს ჯერ მოულოდნელობისგან გაეღიმა, მერე კი გაეცინა და ბოლოს, გემრიელად გადაიკისკისა.
-ძალიან კარგია, როგორც იქნა ხასიათი გამოაჩინე. -თვალები გაუბრწყინდა გოგონას. -ყოჩაღ, ასე უფრო გაგვიმარტივდება ურთიერთობა. -კიდე ერთი, დიდი ყლუპი გადაუშვა ყელში და ჭიქა იატაკზე დადო. ოდნავ გადმოიხარა, ლოგინთან დადებულ ტყავის ჩექმაში ჩარგო ფეხები და საგულდაგულოდ შეკრა. მერე, ყავის ჭიქა ისევ აიღო და ფეხზე წამოდგა. ჩექმას საკმაოდ მაღალი ქუსლები ჰქონდა და მარიამიც ზედმეტად მაღლიდან დააცქერდა მაგდას. ეს უკანასკნელი კი, მის ყველა მოძრაობას თვალებს აყოლებდა და ქვედა ყბა უყურადღებოდ მიტოვებისგან, ოდნავ ჩამოვარდნოდა კიდეც.
-მე, შენ ყოველ დღე გადაგიხდი 30 ლარს.
-50. -გამოცოცხლდა მაგდა.
-35. -თვალები მოჭუტა მარიამმა.
-45. -უშველებელი ყლუპი გადააგორა ყელში მაგდამ, ხმაურიანად.
მარიამმა ტუჩები მოკუმა და გაჩერდა. რამოდენიმე წამის მერე კი, უეცრად მზერა გაუნათდა.
-100 ლარი ყოველ დღე, თუკი დამეხმარები.
-რაში?
-მაგას თანდათან გეტყვი. -ნიჟარისკენ წავიდა მარიამი და ნახევრად გაშავებულ სიღრმეში, ზიზღით ჩადგა ჭიქა.
-ყოველ დღე, 100 ლარი. -პირი ჰაერით გაავსო მაგდამ და მთელი სახე ერთ დიდ, მრგვალ ბურთად ექცა. -მაგარია. იმედია, კაცის მოკვლას არ მომთხოვ.
-არა, მაგრამ აქაურობას კი ნამდვილად უნდა შევავლოთ ხელი. -ოთახს მოავლო თვალი მარიამმა.
-რას გულისხმობ? -წარბები შეკრა მაგდამ და გულწრფელი გაკვირვება დაეტყო სახეზე.
-არ ვიცი, ყველაფერს. მჭირდება, საწოლი და კარადა. იატაკს და კედლებს მივხედავთ. სააბაზანო აუცილებლად და ჰო, ყავაც. ყავის აპარატი მესაჭიროება. მსგავს წვრილმანებზე შენ წახვალ, უფრო რთული რამეებისთვის საჭირო ხალხს დაიქირავებ. ფულს კი, მე მოგცემ. გამოჩენა არ მინდა, ხომ გესმის?! სანამ ამ კედლებს მიხედავენ, ორი დღით სასტუმროში გადავალთ.
მაგდა პირდაღებული შესჩერებოდა მარიამს. მერე კი, როგორც იქნა გამოერკვა და ფეხზე წამოდგა.
-მოიცა, ეგ ყველაფერი მერე მე დამრჩება?
-ჰო, აბა მე რად მინდა?! -მხრები აიჩეჩა მარიამმა.
მაგდას სახე გაუბრწყინდა და ხელები ერთმანეთს შემოჰკრა.
-მაშ, თუ გინდა 30 ლარი მომეცი.
-არა, როგორც დაგპირდი, 100 ლარს მოგცემ. შენ ის მითხარი, დიდი ხანია დედაშენი იქ არის?
-ოჰჰ. -ხელი აიქნია მაგდამ. -საკმაოდ.
-ანუ, ბევრს იცნობ, იქ. -დაკვირვებით შეაშტერდა მარიამი.
-ალბათ. -მხრები აიჩეჩა მაგდამ, ბრიყვულად.
მარიამი მიუახლოვდა, ტუჩები გაისველა და გვერდით მიუჯდა.
-რაელს ხომ არ იცნობ? -სუნთქვაშეკრულმა იკითხა. პასუხის მოლოდინში გულისცემა ისე აუჩქარდა, რომ ყურებში უფეთქავდა.
მაგდა გაიფხორა, წარბები შეკრა, თითქოს რაღაცას იხსენებსო.
-ის, სულელი, დორბლიანი ბავშვი? -წარბებშეკვრით გამოხედა მარიამს.
-ბავშვია? -თვალები გაუფართოვდა გოგონას.
-15 წლამდე იქნება, მეტის არა. -მხრები აიჩეჩა მაგდამ. მერე კი, წარბები გახსნა და მარიამს ბრძნულად შეხედა. -ჯობს, არაფერი გკითხო. ჩემს 100 ლარს ყოველ დღე მივიღებ და ის რაღაცეებიც მე დამრჩება. ხომ ასეა?
-რა სჭირს?
-ხომ მე დამრჩება, ყველაფერი?
მარიამი სწრაფად მივიდა მისთვის განკუთვნილ საწოლთან, მასზე დადებული ჩანთიდან საფულე ამოიღო და 100 ლარიანი ამოაცურა. შემდეგ, მობრუნდა და მაგდას გაუწოდა.
-აი, შენი 100 ლარი. ახლა, ყველაფერი მითხარი, რაც მასზე იცი.
მაგდამ სწრაფად გამოართვა ფული და საჯდომს ქვევით შემალა, თან მარიამს არ აშორებდა მზერას.
-მაგ ბავშვს იმდენი პატრონი ჰყავს, იქ. -უდარდელად განაგრძო მაგდამ. -ლეილა სულ მაგას დასტრიალებს.
-ლეილა, ვინ არის?
-კლინიკის დირექტორის მოადგილეა. სიმართლე გითხრა, ეგ არის იქ ყველაფერი. დირექტორი თვალით არავის უნახავს, მგონი.
-და, რატომ აქცევენ ამდენ ყურადღებას?
-ალბათ, იმიტომ რომ ხშირად ეწყება შეტევა. ხელები რომ დაეგრიხება და ყბა გვერდზე მოექცევა, სასწრაფოდ ტრანკვილიზატორს შეარჭობენ და ეგაა. რაღაც სამაგიდო თამაშს თამაშობს, მგონი ჭადრაკს.
-გამოდის, სულელი არ არის.
-სულელია, აბა რა არის?! ერთხელ, დედასთან ორი საათი გავჩერდი. ვიღაც ბიჭს ეთამაშებოდა. ისე წამოვედი იქიდან, რომ თამაში არ შეუწყვეტიათ. ისიც მაგარი დარტყმული იქნებოდა. -მოუქნელად ჩაიხითხითა მაგდამ.
-გახსოვს, ის ბიჭი როგორ გამოიყურებოდა?
მაგდა უეცრად, ახარხარდა. გაიბერა, გაწითლდა და რამოდენიმე წამში ხმამაღლა ამოისუნთქა.
-ჰო, აბა რა. ბობ მარლი, იცი?
-ბობ მარლი? -გაეცინა მარიამს.
-ჰო. ჩემს ბავშვობაში ძალიან პოპულარული იყო.
-დღესაც არის. -უფრო ხმამაღლა გაეცინა მარიამს. -მაგრამ, რა შუაშია ახლა?
-ზუსტად მაგისნაირად ჰქონდა თმა.
მარიამი ელოდა კიდეც ამას, დიდად არაფერი გაჰკვირვებია. ღრმად ჩაისუნთქა, კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ოთახს და მერე ისევ მაგდას გაჰხედა.
-ჰო, მგონი დროა ჩვენს საქმეს მივხედოთ.
-შენს ტანსაცმელსაც. მაგ სიმაღლიდან გაგიჭირდება საქმეების მოგვარება. -მაღალი ქუსლებისკენ ანიშნა მაგდამ.
-არც ისეთი უწყინარი ყოფილხარ, როგორიც ჩანხარ. -ლოყაზე უჩქმიტა მარიამმა და ფეხზე წამოდგა.
***

არსებობს ბურუსით მოცული გარემოებები და სიტყვებიც კი, რომლებიც ამ გარემოებებს აღწერს. მაგალითად, მომავალი. ეს სიტყვა ზოგჯერ მეტად დამაიმედებელია, ზოგჯერ საშიში, ზოგჯერ კი უიმედო. გააჩნია ადამიანი, რომელი ემოციური მდგომარეობის ფონზე გამოიყენებს მას. ერთი რამ კი გარდაუვალია ამ სიტყვასთან მიმართებაში - ყოველგვარი მომავალი ბურუსითაა მოცული. ზოგჯერ კი, იგი განსაკუთრებით ბუნდოვანი ხდება, როცა ყოველგვარ მოლოდინს, რაღაც აუხსნელი ძალა დააწვება და დატკეპნის. ისე, როგორც თეთრ თოვლსა და შავ მიწას, წვიმა აღრევს და აატალახებს. მაშინ, როდესაც ქალაქის ცენტრალური მოედანი ალიაქოთისა და ანარქიის ბუდედ გარდაქმნის პროცესში იყო, პრეზიდენტის ქალიშვილი, ერთ-ერთი მიყრუებული სასტუმროს სარკმელთან იჯდა და სხვადასხვა შეკითხვებით ავსებდა მაგდას. დროდადრო კი, ხმამაღლა იცინოდა და ალბათ, სულაც არ ანაღვლებდა ის ფაქტი, რომ მთელი ქვეყანა მამამისისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ილაშქრებდა. გაბრიელი, საიდუმლო დარბაზში, ჩვეული, გამარჯვებული და თავდაჯერებული შემართებით უქადაგებდა დამსწრეთ რევოლუციის ჭეშმარიტებაზე, რომ ის ერთადერთი ხსნა იყო კაცობრიობისთვის და უკეთესი მომავლისთვის. დარბაზში, ევას გარდა, ყველა შეკრებილიყო. „რაეს“ თითოეული წევრი, ერთობის ყიჟინითა და შეკრული მუშტებით შეხვდნენ გაბრიელის სიტყვას და ამის შემდეგ, მათი ლიდერის მითითებით, ცენტრალური მოედნისკენ გაეშურნენ. მხოლოდ, სანი ითრევდა ფეხს და შეპარვით უმზერდა გაბეს. შეიძლება უცნაურიც კი იყო, რომ გაბე ამჩნევდა სანის ამგვარ ჭვრეტას და თითქოს კმაყოფილიც კი იყო ამით. თითქოს, თამაში თავის სასარგებლოდ მიიწევდა, რათა პირველი ქიში გამოეცხადებინა.

***

ერთი კვირის შემდეგ, ქვეყანაში განსაკუთრებულად რთული ვითარება შეიქმნა. გარდა იმისა, რომ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ხალხი ისე მომრავლდა, რომ აქციის მასშტაბი საგრძნობლად გაიზარდა, ქვეყნის თითქმის ყველა დიდი ქალაქის მოედნები გაივსო ხალხით. ისინი მოითხოვდნენ ერთს - გადამდგარიყო პრეზიდენტი და მთელი მისი პარტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ძალით შეიჭრებოდნენ პარლამენტში. ვითარების ამგვარ დამძიმებას, ხელი იმანაც შეუწყო, რომ მთავრობამ, მოწყობილ ვანდალიზმში ბრალი დასდო ხუთ ახალგაზრდას, რომელთანაც ერთ-ერთი გახლდაც ირინე შელია, იგივე ირი. ეს გაბეს მიერ შექმნილი გეგმიდან, მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით, ბ გეგმა იყო. „რაეს“ ლიდერი ვარაუდობდა, რომ თუკი ვინმეს დაიჭერდნენ, პირველ რიგში იერიშს მიიტანდნენ გახმაურებული ამბების გმირებზე. რიგ ხულიგნობებსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ყოფილი წევრის მიერ დაგეგმილი მრავალი აქციის ყოფილ წევრზე ეჭვის მიტანა, მომგებიანი ვარიანტი იქნებოდა. აქციის ფარგლებში კი, მთავრობის წაქეზება, მახეში შეტყუების ტოლფასი იქნებოდა და ირი შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ თვალში მოხვედროდა ჟურნალისტებსა, თუ სამართალდამცავებს. საბოლოოდ, გისოსებს მიღმა ამოჰყო თავი და იქიდან შეძლებდა ცეცხლზე ნავთის დასხმას. დანარჩენი ოთხი ეჭვმიტანილისგან განსხვავებით, ირიმ იცოდა, რომ მისი გისოსებს მიღმა ყოფნა მხოლოდ დროის ამბავი იყო და გადაწყვიტა, რომ ამით კარგად ეხალისა.
-მოქალაქე ირინე შელია, აღიარებ, რომ პროფანაციულ ვანდალიზმში მონაწილეობდი? -გამომძიებელს, სახის კუნთები იმდენად მოშვებული და მოდუნებული ჰქონდა რომ თვალის უპეებში ბლომად ჰაერი ჩასდგომოდა.
ჟღალთმიანი სკამის საზურგეს მიეყრდნო. მკერდი ზევით ასწია და გამომცდელი ღიმილით აჰხედა ქვევიდან მამაკაცს.
-აღიარებ, რომ გინდივარ? -ენა ზედა ტუჩს გადაუსვა ირიმ და გადაიკისკისა.
-შენ გადაუღე პრეზიდენტს, ფოტო? იმ კლუბში ხშირად დადიხარ, ხომ?
-ბოლოს *ექსი როდის გქონდა? -თავი გვერდზე გადააგდო ირიმ.
-მოქალაქე შელია, აღიარე დანაშაული, თორემ შენთვისვე უარესი იქნება. ხომ იცი, რომ აქ ვერავინ გიშველის?!
-გინდა, მ*ნეტი გაგიკეთო? სანაძლეოს დავდებ, შეხებას ვერ მოვასწრებ... -პირი ბოლომდე გააღო ირიმ და ენა გადმოგდო. -ნაადრევი ეაკულაცია გექნება, წამის მეასედში. ნახე, ცივმა ოფლმა დაგასხა. -ქლესურად ჩაიცინა ირიმ.
მამაკაცი, გოგონას სიცილზე წამოხტა და ორივე ხელი მაგრად დაარტყა მაგიდას. გოგონა შეხტა, მაგრამ ხმამაღლა გაიცინა.
-იცოდე, აქედან ვერ გააღწევ, სანამ ყველაფერს არ აღიარებ. ისეთ დღეში ჩაგაგდებ, *ექსის განწყობა სამუდამოდ გაგიქრება და ეგ ლამაზი ღიმილიც.
ირის სახე დაუსერიოზულდა, თვალები გაუდიდდა. მერე კი, ისევ ქვევიდან ამოხედა შეშინებული სახით და ხელბორკილით დაბმული ხელები მამაკაცისკენ გაიშვირა.
-იცი, ახლა ყველაფერს მივხვდი და მგონი ჯობს გითხრა. -გამომძიებლისკენ აშვერილი ხელები, მშვიდად დაალაგა მაგიდის ზედაპირზე ირიმ და მორჩილად დაელოდა, როდის დაჯდებოდა მამაკაცი მის მოპირდაპირედ.
გამომძიებელმა, პერანგის ღილი შეიხსნა და თვითკმაყოფილი დაჯდა ჟღალთმიანის პირდაპირ. დაკვირვებით შეაჩერდა, თვალებდახრილ სახეზე და თითები მაგიდის ზედაპირზე აათამაშა. ირი, უკან გადაიხარა და ისე ღრმად ჩაჯდა სავარძელში, რომ შესძლებოდა, მაგიდის ქვეშ გაჭვრეტა. მერე კი, შეპარვით აჰხედა მამაკაცს.
-ავტოფელაცია იცი რა არის? -სარდონიკულად ჰკითხა ირიმ. -იმხელა უნდა გქონდეს, რომ შენსას თავად მიწვდე და მერე...
-შეშლილო ნაბი*ვარო! -დაიღრიალა გამომძიებელმა. -ხომ იცი, რომ მაინც აღიარებ. თანაც, მხოლოდ ხელწერილში კი არა, კამერების წინ, პირდაპირ ეთერში აღიარებ ყველაფერს. გპირდები. -დიატრიბულად, ოდნავ დაბალი ხმით უთხრა მამაკაცმა და სახე ახლოს მიუტანა გოგონას. იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ შეუძლებელიც კი ჩანდა მის სიტყვებში ეჭვის შეტანა.
-მიყვარს კამერები. ადრე, მსახიობობა მინდოდა. შენი პატარა *ენისით თამაშს, ისევ კამერების წინ თამაში მირჩევნია. -უდარდელად ჩაიცინა ირიმ და სკამის საზურგეს მიეყრდნო.

***

ფსიქიატრიული საავადმყოფოსკენ მიმავალ გზას, მხოლოდ მაგდა დასდგომოდა და ირგვლივ ყველა წერტილს უმზერდა, მიუახლოვდა თუ არა მწვანე კარს, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და მსუქანი თითები ააკაკუნა.
-არავინაა, შეგიძლია გამოხვიდე. -ჩასძახა ტელეფონში და მერე ისევ შესასვლელისკენ გაემართა.
ცოტა ხანი დაჰყო კართან მომლოდინემ, თან გზას გაჰყურებდა. მერე კი, არც თუ ისე იაფი მოკრძალებით შემოსილ მარიამს მოჰკრა თვალი და რა წამს მიუახლოვდა, ხელკავი გამოსდო. მაგდამ, პატარა ჩარჩოსთან ზარი დარეკა და მარიამს აჰხედა, რომელმაც კიდევ ერთხელ მიიხედა უკან და თვალი მოავლო არე-მარეს.
-ანუ, ჭადრაკს თამაშობს, არა? დარწმუნებული ხარ, რომ ამ დროს მასთან მნახველები არ იქნებიან?
-ამ დროს, მნახველები არასდროს მოდიან. შეიძლება ჩვენც არ შეგვიშვან.
-ხომ გითხარი, ვიტყვით რომ დაბადების დღე გაქვს. -დაუგესლა მარიამმა.
პატარა კარი გაიღო და გოგონებიც ასკეტურად გასწორდნენ წელში.
იმ ბოძებს შორის, საიდანაც თითქმის ორი კვირის წინ მარიამი უჭვრეტდა მაგდას, ამჯერად გაბე იდგა და ამ სცენის შემხედვარემ, თავი ისე დააქნია, გაურკვეველი იყო მრისხანების გამომხატველი იყო, თუ გაოცების?!
-პარიზში დაბრუნდა არა? -ცალყბად ჩაეცინა. -თორნიკე... -ხვნეშით გადააქნია თავი გაბრიელმა და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან, თუმცა მაშინვე გადაიფიქრა. ცოტა ხანი შეჩერდა, რაღაცაზე ჩაფიქრდა. მერე კი, გაბრუნდა და უჩუმრად დატოვა იქაურობა.



№1 სტუმარი Stumari

მარიანა სანამ სიუჟეტზე და ისტორიაზე გავამახვილებ ყურადღებას, მანამდე ერთი რაღაც მინდა გკითხო საიდან გაქვს ამდენი სიტყვის მარაგი ან ასე ლამაზად როგორ აღწერ სცენებს და სათქმელს ასე მგონია დამწყები მწერლის კი არა დიდი და გამოცდილი მწერლის ნაწერს ვკითხულობ და ეს საიტი არც იოს იმსახურებდა და არც ამ ისტორიას ისახურებს. ახლა რაც შეეხება სიუჟეტს, ძალიან მაინტერესებს ვინ არის რაელი და რა ისტორია იმალება მის უკან. ცოტა გამიტყდა მარიამი რომ დასაწყისშივე გაფაქტეს მაგრამ ეჭვი მაქ უფრო მაგარი რამე გაქვს ჩაფიქრებული. ირი მაგარი ტიპია :დდდ ევას და გაბეს კავშირი საინტერესოა მაგრამ მარიამის და გაბეს სცენას ისე ველოდები რო რავი. მოკლედ მაგარი რო ხარ ეს უკვე იცი და წინ ძაან დიდი მომავალი გაქ მარიანა დაიმახსოვრე. წარმატებები

 


№2  offline მოდერი MoonDaughter

Stumari
მარიანა სანამ სიუჟეტზე და ისტორიაზე გავამახვილებ ყურადღებას, მანამდე ერთი რაღაც მინდა გკითხო საიდან გაქვს ამდენი სიტყვის მარაგი ან ასე ლამაზად როგორ აღწერ სცენებს და სათქმელს ასე მგონია დამწყები მწერლის კი არა დიდი და გამოცდილი მწერლის ნაწერს ვკითხულობ და ეს საიტი არც იოს იმსახურებდა და არც ამ ისტორიას ისახურებს. ახლა რაც შეეხება სიუჟეტს, ძალიან მაინტერესებს ვინ არის რაელი და რა ისტორია იმალება მის უკან. ცოტა გამიტყდა მარიამი რომ დასაწყისშივე გაფაქტეს მაგრამ ეჭვი მაქ უფრო მაგარი რამე გაქვს ჩაფიქრებული. ირი მაგარი ტიპია :დდდ ევას და გაბეს კავშირი საინტერესოა მაგრამ მარიამის და გაბეს სცენას ისე ველოდები რო რავი. მოკლედ მაგარი რო ხარ ეს უკვე იცი და წინ ძაან დიდი მომავალი გაქ მარიანა დაიმახსოვრე. წარმატებები

ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა. ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი sunny

აუ კაიი რა, ახლა გაბე ეთამაშება მარიამს ეჰჰ დდ

 


№4  offline წევრი თ. ა.

აქამდე ვერ მოვიცალე რომ წამეკითხა და ისე კმაყოფილი დავრჩი ამ თავით. გაბეს და ევას ეპიზოდმა დამაფიქრა არ მინდა ილუზია იყოს. გაბე რომ გაბეა და რამეს ვერ გამოაპარებ ეგ აშკარაა. უფრო და უფრო სახიფათო ხდება პრეზიდენტისთვის სიტუაცია. ვფიქრობ რაე მალევე ამოიცნობს დედოფლის ფიგურას მარიამში. ასე თუ ისე
ყველაფერი ნელნელა ლაგდება. ერთადერთი ვერ გავერკვი (თუმცა დრო წინაა) საიდან იცნობებ ევას ძმას გაბე და თორნიკე. მოკლედ იმდენი ინფორმაცია იდო ამ თავში, მეორე თავამდე ძლივს მოვრჩები გააზრებას.

 


№5  offline მოდერი MoonDaughter

სტუმარი sunny
აუ კაიი რა, ახლა გაბე ეთამაშება მარიამს ეჰჰ დდ

ასეა ეს ცხოვრება მოწყობილი ????????????:დდდდ
თ. ა.
აქამდე ვერ მოვიცალე რომ წამეკითხა და ისე კმაყოფილი დავრჩი ამ თავით. გაბეს და ევას ეპიზოდმა დამაფიქრა არ მინდა ილუზია იყოს. გაბე რომ გაბეა და რამეს ვერ გამოაპარებ ეგ აშკარაა. უფრო და უფრო სახიფათო ხდება პრეზიდენტისთვის სიტუაცია. ვფიქრობ რაე მალევე ამოიცნობს დედოფლის ფიგურას მარიამში. ასე თუ ისე
ყველაფერი ნელნელა ლაგდება. ერთადერთი ვერ გავერკვი (თუმცა დრო წინაა) საიდან იცნობებ ევას ძმას გაბე და თორნიკე. მოკლედ იმდენი ინფორმაცია იდო ამ თავში, მეორე თავამდე ძლივს მოვრჩები გააზრებას.

ჩემო საყვარელო, როგორ გელოდებოდი და როგორ მიხარია რომ ხვდები ხოლმე ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent