შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სახლი (სრულად)


4-04-2021, 00:16
ავტორი Gossipy girl
ნანახია 32 098

იდგა სახლის დანგრეულ კედლებთან და სული ნაწილებად ეშლებოდა.
მწვანე თვალებში კაპილარები უწითლდებოდა,დაჭმულ ტუჩებს სუსხიანი ქარი საწამლავად ედებოდა და მთელ ორგანიზმს რეალობის აღქმას აკარგვინებდა.
„დედა დამიჭირე,აქ ვარ!“ჩაესმოდა ბავშვის ხმა,რომელსაც უკან მუხლებამდე საზაფხულო სარაფანში გამოწყობილი ქალი მოსდევდა სიცილით.
„ლუკა,დაეცემი!“-ღიმილს ვერ იკავებდა ქალი და ხელებით წინ გაშვერილი ცდილობდა ბავშვის დაჭერას.
„დამიჭირე,დედიკო!“-ბავშვის ხმა უფრო და უფრო იკარგებოდა.
კადრი კი გაფუჭებული კინო ფირივით იშლებოდა,იცრიცებოდა...


მთაწმინდაზე ყველაზე ლამაზი სახლი ცეცხლის ალს ისე გაესწორებინა მიწასთან,მასთან მიკარებას ვერავინ ბედავდა,თითქოს.
კრთომით ჩაუვლიდნენ გვერდით ერთ დროს ბუმბერაზ ნაგებობას.
„დრონი მეფობენ და არა მეფენი“-ჩაილაპარაკებდნენ ერთნი.
„ციხე შიგნიდან ტყდება“-თავს გადააქნევდნენ მეორენი.
ბოროტს მაინც სიკეთე სძლევდა,მაგრამ ამ დაკარგულ იმედს აღარც ერთი ეძებდა და აღარც მეორე.

მამაკაცის უკან ვიღაც იდგა და ამას შინაგანად გრძნობდა.
ფრთხილად მიბრუნდა და მაღალ ბიჭს გაუსწორა მზერა.
წლებთა სიავეს ვერაფერი დაეკლო ბიჭის გარეგნობისთვის.
მის წვერებში ჩამალულ სახეზე ახლა თითქოს ბავშვობის ყველა მოგონება გამოსჭვიოდა.
თვალებში წითელი კაპილარები ევფრატის მდინარესავით ტოტებშესხმულ ნაკადულებად მიედინებოდნენ.
წვეთ-წვეთად იღვრებოდა ცრემლები,რომლებიც ახალგაზრდა ბიჭს მოსდგომოდა თვალთა ჯებირებზე.
-ვანიკო ...-გაეღიმა მამაკაცს და ახალგაზრდა ბიჭს კიდევ ერთხელ მოავლო მზერა.
-დაბრუნდი ...-ამოიხრილია ბიჭმა და დამუშტული მტევნებით შეიწმინდა მდუღარე სითხე.
-დავბრუნდი.-გაეღიმა მამაკაცს.
-ცოცხალი ხარ,ლუკა ...!
-მკვდარზე უფრო ცოცხალი.-ისევ იღიმოდა მამაკაცი.
-დაბრუნდი ...-უნებურად გაეცინა ვანიკოსაც და თვალებში იმედის სხივი გაუკრთა,თითქოს უფროსი ძმა შინ დაბრუნებულიყო,ძმა რომელიც არასდროს ჰყოლია.



-ჩამოჯექი შვილო-სახე გაუნათდა თინა ბებოს და ახალ მოსულს სკამი გამოუწია დასაჯდომად-გეშიება ალბათ,ახლავე მოგიმზადებ რამეს ...
-არ შეწუხდე,თინა ბებო წყალი დამალევინე თუ შეგიძლია.-მორიდებით ჩაილაპარაკა და სახლს მოავლო მზერა,ჟამთასვლას აქაურობისთვისაც მოესწრო დაღის დასმა.
-რა შემაწუხებს,ლუკა შვილო?!შენ ოღონდ მთხოვე გაუჩენელს გაგიჩენ.
-არ ბერდებით,ისევ ისეთი ლამაზი ხართ,როგორც ჩემ ბავშვობაში.-გაეღიმა და ქალს მადლობის ნიშნად თავი დაუკრა.
-დაბრუნდი?!...-ჯერ კიდევ არ სჯეროდა,ლუკას ფეხებთან მჯდარ ვანიკოს ამ ყველაფრის.
-აღარ იყო დრო?!-სევდიანად გაეცინა მამაკაცს.
-შენი გაუჩინარების შესახებ მთელი ქალაქი ლაპარაკობდა,ლუკა შვილო ...ცოცხალი აღარავის გვეგონე ...-გვერდით ჩამოუჯდა თინა-აქ ისეთები ხდება ყურიდან ყურში არ გადავა,გესმის შენ?!
-სად არის ..?!-ამოიხრიალა მამაკაცმა და ტკივილისგან თვალები დაეხუჭა.
-შენ ეგ არ ინერვიულო,რომ გაიგებს დაბრუნდი თვითონაც დაბრუნდება ... არ შეცოდო უფალს,მშობელს არ გაუწყრე,შვილო ...-დანანებით ამოილაპარაკა ქალმა-შენი დის გამო გააკეთა,თორემ ხომ იცი სული გაძვრებოდა და ამ ნაბიჯს არ გადადგამდა ...
-სად არიან,თინა ბებო?
-მანდარიასთან,მაგათ რა გაახარებთ ამ ქვეყნად?!შური არ იძიო,უფალი დიდია და მასზე მწარედ შენ ვერ გადაუხდი სამაგიეროს მაგათ მოდგმას.ცოდვა შვიდ თაობაზე მიდის,ლუკა შვილო და სულ ძმრად ამოადენს ყველა თქვენ დაღვრილ ცრემლს ...
-სისხლს.-თავი დახარა მამაკაცმა.-დაღვრილ სისხლს,თინა ბებო.
-მარტო თქვენ კი არა,მთელი ქალაქი გაგვამწარეს ...-დიდი ხნის ფიქრის შემდეგ თქვა ვანიკომ-ქუჩაში მაგათი შიშით ხალხს თავი მაღლა ვერ აუწევია,ბნელა ამ ქვეყანაში და სანამ მაგათნაირები ივლიან,მანამ არ განათდება.
-შენ რას შვრები,ვანიკო?
-სწავლობს,ბებო ... სულ ვეუბნებოდი,ბაჩოსავით ნაკითხი უნდა იყო-მეთქი,სამედიცინოზეც ბაჩოს ხათრით ჩააბარა.-ქალს ცრემლები მოადგა თვალზე,ლუკა სწრაფად წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.ეზოში გოგონა იდგა და მაღლა იყურებოდა.წვიმდა.ეზოში გოგონა იდგა და იღიმოდა.-ჩემი ბაჩოს სისხლი მაგათ,რომ შერჩეთ ... ცა და დედამიწა შეიძვრება.-აგრძელებდა საუბარს თინა.
-ბებო,არ გინდა რა ...-მორიდებით ამოილაპარაკა ვანიკომ-ლუკა,ჩვენთან დარჩი.
-არა,არ მინდა შეგაწუხოთ.
-რას ამბობ,შვილო?-შეწუხდა თინა-გათბობა კი არ მაქვს,მაგრამ თავზე ჭერი გვაქვს არ გვაწვიმს,ამისთვისაც მადლობა უფალს ... ვენაცვალე მაგის სამართალს,ისე როგორ მომკლავს გული არ გამიხაროს,სიბერე არ შემარგოს?შენ რომ ჩემთან დარჩები ჩათვალე უფალმა გადმომხედა!აქვე დამარტყამს წნევა,არსად არ გაგიშვებ .
-თინა,ბებო არ მინდა პრობლემები შეგიქმნათ.
-ჩემი ქმრის ორ ლულიანი თოფის გადმოღებაც რომ დამჭირდეს,დამიდგეს ნეტავი ვინმე წინ!-ავად დააკვესა თვალები თინამ,ბიჭებმა ღიმილი ვერ შეიკავეს.

თინამ საწოლი თავისი შვილის ოთახში გაუშალა ლუკას.
სიმბოლური იყო ესეც.
-მშვიდობიანი ღამე მოგცეს უფალმა,შვილო.-თბილად გაუღიმა ლუკას და ოთახის კარი გამოიხურა.
მამაკაცის სხეული კანკალმა აიტანა.
ყოველ ჯერზე ასე ემართებოდა,როცა მარტო რჩებოდა უფროსი ლეიტენანტი.
თითქოს ყველა ტყვიას,რომელიც ოდესმე მტრისთვის ჰქონდა ნასროლი, ბედი ისხლეტდა და ახლა შიგ სულში ხვდებოდა მეომარს.
„დაუმიზნეთ,ესროლეთ“-ყურები ეგუბებოდა და თვალებს ძლიერად ხუჭავდა.
ის რაც პირდაპირ სულიდან გადმოდინდებოდა ხოლმე არ ჰგავდა თბილ სისხლს,რომელიც ათბობს წამით სიკვდილთან მომზირალ ადამიანს.
„გახსენით ცეცხლი!“
თითქოს გულს უყინავდა სიცივე,რომელიც ასეთი განზოგადებული იყო და ასეთი მაშტაბური.
გონებაში ტყვიების წუილი მანამ ესმოდა სანამ ყურსასმენებში მუსიკას არ ჩართავდა და თვალდახუჭული ისევ იქ არ დაბრუნდებოდა ... თავის სახლში,სადაც მუხლებამდე საზაფხულო სარაფნით მომღიმარი დედა უკან მისდევდა მორბენალ შვილს.
მერე თითქოს სამყარო წყვეტდა დროებით ბრუნვას.
იმ წამს კი როცა მუსიკა დაკვრას შეწყვეტდა,არემარეს ისევ ტყვიების წუილი მოიცავდა,მერე აღარც დედამისის ხმა ესმოდა და აღარც საზაფხულო სარაფანს ხედავდა.
მერე თითქოს აღარაფერი იყო,ომის გარდა,რომლის ბრძოლის ველიც პირდაპირ გონებაში გაჩაღებულიყო.
„დანაკარგი ...“-ჩურჩულებდა წარსული ყურთან და გაუსაძლისი ხდებოდა სუნთქვაც.
***
-სესილი,ისევ არაფერს შეჭამ ..?!-აივანზე მჯდარ ერთიანად გალეულ ქალს თავზე მოახლე წამოადგა.
-დორა,არ იცვლები ...-გაეღიმა სესილის და პლედი თლილი თითებით უფრო მჭიდროდ მიიკრო ტანზე.
-ასე არ შეიძლება,ავად გახდები,სესილი ...-ჩურჩულებდა ქალი.
-სახლშია?..
-დიახ.
-სახლში ვარ,-გაისმა მამაკაცის შემზარავი ხმა-მომეცი და წადი.-მოსამსახურეს ლანგარი ხელიდან აართვა და თავით ანიშნა კარი დაეკეტა.
-აქ რა გინდა?-შიშმა მალევე მოიცვა ქალის დიდრონი თვალები.
-ანუ არ ჭამ,ხო?-ჩაეცინა ირონიულად კაცს-როდემდე უცხადებ სოლიდარობას შენ მკვდარ ქმარს?
-მის სახელს როგორ ახსენებ,შე არაკაცო ..
-ორმოცზე ცოლად შენ გამომყევი,თუ რამე მეშლება?!-მეორე სკამზე დამჯდარმა აივანზე ხედს მოავლო მზერა და ქალს ავისმომასწავებლად გადახედა,ხელის მარტივი მოძრაობით სესილის სკამი ფეხებშუა მოიქცია და ქალის შეშინებულ სახეს ხელი ძლიერად ჩაავლო-მოდი,მე გაჭმევ ...
-შენზე გული მერევა.!
-პერანგი არ გამიფუჭო ... -ჩაეცინა კაცს და კოვზი ისეთი ძალით ჩასჩრა ქალს პირში,რომ სესილიმ ცრემლები ვერ შეიკავა.
ეზოში მდგარი დაცვის ბიჭები ინსტიქტურად შებრუნდენ ზურგით,ამ სანახაობისთვის თვალი რომ აერიდებინათ.
კიოდა ქალში ჩაკლული ქალი,რომელსაც აღარაფერი დარჩენდა ერთადერთი შვილის გარდა.
კიოდა და არავის ესმოდა მისი დაგუდული ცრემლების განმგმირავი ხმა.
კიბეებზე უდარდელად ჩამოვიდა ამირან მანდარია.
-როგორ ხარ,გვანცა,მამი?!-გოგონას გაღიმებულ სახეზე ხელები ჩამოუსვა და მოსამსახურეს ანიშნა ქალთან ასულიყო.
-არამიშავს,დედას სცალია?
-არა,დედას არ ცალია ისვენებს ... მე მითხარი რა გინდა?
-იმ ვარდისფერი კაბის ყიდვა მინდა ძალიან,მაგრამ არაფრით მანენებს,ძალიან გთხოვ უთხარი მიყიდოს,რა?!
-მე რომ გიყიდო,არა?!-გაეცინა მამაკაცს და 17 წლის გოგონა სიყვარულით ჩაიკრა გულში.
-რა უნდა?-კიბეებზე ჩამოდიოდა დათა,რომელსაც გოგონას დანახვისას ინსტიქტურად დაეხარა თვალები.
-ვარდისფერი კაბა,შენ რატომ არ უყიდე?-მისაღებ ოთახში შევიდნენ სამივენი.
-არაფერს მყიდულობს,სულ მის ვერიკოსთანაა და მე საერთოდაც არ ვახსოვარ!-გაიბუტა პატარა ქალბატონი და „თავის ძმას“ მუხლზე ჩამოუჯდა.
-გვანცა!-გაისმა ქალის ხმამაღალი ხმა და გოგონაც ელდანაცემივით წამოხტა ფეხზე.
-რა მოხდა,სესილი?!-წარბი მაღლა აზიდა ამირანმა,დათას თითქოს ის მარწუხები მოეშვაო,რაც ორიოდ წამის წინ სუნთქვას უკრავდა,ქალს მადლიერი მზერით გადახედა.
-სკოლაში აგვიანდება,არ არის ამდენი ლაპარაკის დრო,წავედით!
-დათა წაიყვანს სკოლაში შენ სახლში იყავი ...-მობილურში თავჩარგულმა ამოილაპარაკა და ფეხი ფეხზე გადაიდო ამირანმა.
-არ არის საჭირო,დათას მისი საქმეებიც ჰყოფნის.
-დათა წაიყვანს-მეთქი!-ქალს მხოლოდ ერთი გადმოხედვაც ეყო იმისთვის,რომ ვეღარ შეწინააღმდეგებოდა ქმრის სიტყვებს.
-არ მცალია,სესილის თუ უნდა თვითონ წაიყვანოს თუ არადა გავატნევთ ...
-მე ვერ გაიგე რა ვთქვი?!-შესძახა ამირანმა და გვანცას აცრემლებულ თვალებზე,დათას ფეხებში ესროლა იქვე მდგარი ხრუსტალის ვაზა,სახლში სუნთქვა გაჭირდა დაძაბულობისგან.-არა,მა არ იტირო ...-თმებზე მიეფერა გოგონას და ისიც იმწამსვე ჩაეკრა კაცს გულში.-დროზე ადექი და ბავშვი სკოლაში წაიყვანე!-გამყინავი მზერა ესროლა ვაჟს და ისიც უმალ ფეხზე წამოდგა.

-დათა,მართლა ვერიკო უნდა ნახო?!-წინ წასულ ბიჭს აედევნა გოგონა,ყვითელი კაბა ეცვა თმები ჩაეწნა და ისეთი საუცხოო სანახავი იყო სულს უხუთავდა მანდარიას.
-არ არის შენი საქმე.-უკმეხად მიუგო და მძღოლის ადგილი დაიჭირა.
-ასე რატომ მელაპარაკები,დათუნა გაწყენინე რამე...?!-ხმა აუკანკალდა გვანცას.
-ძალიან გთხოვ გაჩუმდი და ტვინს ნუ მატკენ სკოლამდე მისვლაში.
-რა დაგიშავე,ასე რომ ვერ მიტან?-ამოიტირა და მანქანიდან გადავიდა.
-რა ჯანდაბას აკეთებ?-საჭეს ხელი დასცხო ბიჭმა და ფანჯრიდან ამოხედა გოგონას-ჩაჯექი მანქანაში,გვანცა.
-არ მინდა,ნოდარს ვთხოვ და ის წამიყვანს.-ნიკაპზე ჩამოუგორდა ვეებერთელა ცრემლები.
-ჩაჯექი მანქანაში,გვანცა!-კბილებში გამოსცრა სიმწირსგან დათამ.
-გამაგებინე,ასე რატომ ვერ მიტან?მე ხომ შენი და ვარ,სულ როგორ უნდა გძულდე?-არ ჩერდებოდა გოგონა.-ხადახან რომ გიყვარვარ,სულ რატომ არ ...
-ჩაჯექი,დაწყევლილ მანქანაში და ნუ გამოგყავარ მწყობრიდან!-იღრიალა საკუთარ სურვილებთან მებრძოლმა და შეშინებულ გოგონას ჩამქრალი თვალები მიანათა-გვანცა,გთხოვ ჩაჯექი მანქანაში.
-ჯერ მითხარი,რომ გიყვარვარ ...-მალევე მოვიდა ხასიათზე გოგონა და ფანჯარაში შემოჰყო თავი,გაღიმებული სახე უდარდელად მიანათა ბიჭს.
-მიყვარხარ ...-ამოთქვა საჭეზე თავდადებულმა-სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ ...-ბოლო სიტყვები უფრო თავის თავს გაუმეორა და მანქანა დაძრა.
-შენი ბრალი იყო,რატომ მეჩხუბე არაფრის გამო?მე რომ მიყვხარხარ შენც ხომ უნდა გიყვარდე?ვის გაუგია ძმას და არ უყვარდეს?სულ ისე მექცევი ვითომ შენი და კი არა ვიღაც გოგო ვიყო.-გაუჩერებლად ტიტინებდა გვანცა.
-ჩემი და ...-სიმწრით გაეცინა დათას და გაზის პედალს მთელი ძალით მიაჭირა ფეხი.
-დათა ...-ამოილუღლუღა შეშინებულმა გოგონამ-დათუნა,რა გჭირს ...
-ჩემი და ხარ ...-ჩურჩულებდა გონება არეული და ვერ გრძნობდა რა სისწრაფით მიჰყავდა ავტომობილი გზაზე.
-დათუნა ... მეშინია,ასე ... ასე სწრაფად ნუ დაგყავს ...-გვანცას ცივი თითები რომ იგრძნო სახეზე მანქანა ისე დაამუხრუჭა მოძრაობა გადაკეტა.
გვანცას ღვედი არ ეკეთა და რომ არა დათას სწრაფი რეაქცია შუბლით გაანგრევდა საქარე მინას.
-რა ... რა ჯანდაბა დაგემართა?!...-ლუღლუღებდა ნიკაპაკანკალებული გოგონა.
-გადმოდი ...-ფრთხილად გადაიყვანა ავტომობილიდან სახეგაფითრებული გვანცა და იქვე ტროტუარზე ჩამოაჯინა.
არ ახსოვს ვინ მიაწოდა წყალი,ლოდებდაკიდებულ ხელებზე ისხამდა ცივ სითხეს და გვანცას ნელა უსმევდა სახეზე.
-ბოდიში,ხო?!მაპატიე,არ მინდოდა ... მეც არ ვიცი ...
-კარგად ხართ?-თავზე წამომდგარი მამაკაცის ხმამ თითქოს ერთიანად გამოაფხიზლა გოგონა.მზერა ჯერ ფეხსაცმელებზე გადაიტანა,ფრთხილად ააყოლა ტანს და სახეზე გაუაზრებლად დააშტერდა უცნობს.
-არაფერია,გვანცა ხო კარგად ხარ?...-პასუხი ისე მიუგდო უცნობს არც კი შეუხედავს.
-ჰო,ტაქსი გამიჩერე და სკოლამდე ისე წავალ.-ფეხზე წამოდგა გოგონა,სწრაფი რეაქციისგან თავბრუ დაეხვა და რომ არა უცნობის ხელები,ალბათ წაიქცეოდა კიდეც.
მაშინ პირველად შეუტოკდა გული.
პირველად იგრძნო, რაღაც აქამდე უცნობს,ქვეცნობიერში დალექილს შეეხო.
ადამიანს ყველაფრის დავიწყება შეუძლია თვალების გარდა.
თვალებში ვინახავთ ჩვენი სულის ყველაზე ღრმა ორმოებში დამარხულ მოგონებებს. სწორედ ეს მოგონებებია თვალებს დავიწყების უფლებას რომ არ აძლევენ.
დათამ გვანცა მანქანაში ჩააჯინა და სკოლაში ისე მივიდნენ აღარც ერთს ამოუღია ხმა.
გონებაში კი სამუდამოდ ჩარჩათ ერთმანეთი უცნობს და გვანცას.

ნაცნობი სახლის გზაზე იდგა და ნაბიჯებს ინერციით დგამდა ლუკა ზარდასტანიშვილი.
თითქოს ლოდები დაეკიდებინათ ფეხებზე და ყველა ნაბიჯისთვის აზრი რომ დაეტანებია გულს ჩამოუკაწრავდა რეალობის სიმძიმე.
ვინ იცის რამდენჯერ გაუვლია ეს გზა,მაგრამ ამ ემოციით არასდროს.
დილით საკუთარმა დამ ვერ იცნო.
თუ სამართალი ქვეყნად არსებობდა მანდარიას ამისთვის ჯოჯოხეთის ცეცხლიც არ ეყოფოდა სასჯელად.
-ვინ ბრძანდებით?!-ბავშვობაში რომ ახსოვს პატარა სახლი იყო,ერთსართულიანი,ვიწრო კედელბით.
„მაინც რას გიკეთებს ადამიანო ფული ისეთს,სახეს რომ გაკარგვინებს ადამიანისას?!“-გაიფიქრა გულში და დაცვის ბიჭს გაუღიმა.
-ბატონ ამირანთან ვარ საქმეზე მოსული,ქალბატონი სესილი სახლშია?!
-ერთი წამით გადავცემ ..
-უთხარით,ჯანდიერის ბიჭია მოსულითქო.-ახლა თავისი თავი ესირცხვილებოდა ამ სიტყვებისთვის,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.სხვაგვარად დედას ვერ გააგებინებდა,რომ ცოცხალია,რომ იმედი ჯერ ისევ არის.
-მიბრძანდით ...-ჭიშკარი გაუღო დაცვამ და ისიც ზურგსუკან ხელებ გადაჯვარედინებული დაიძრა სახლისკენ.
-დორა,კარი გაუღე სტუმარს ...-შემოსასვლელიდან გასძახა ამირანმა მოსამსახურეს და მანაც დაუფიქრებლად შეასრულა ბრძანება.
ქალი ადგილს მიეყინა მამაკაცის სახეზე პატარა ლუკას ნაკვთები რომ ამოიცნო.
ლუკამ ქალს გაუღიმა და ტუჩთან ხელის მიდებით ანიშნა ხმა არ ამოეღო.
დორამ ვერაფრით შეიკავა ცრემლები და სახეზე ხელები აიფარა მათ დასამალად.
-გაბრიელ,რამ ...-კაცს მზერა გაეყინა მომღიმარი მამაკაცის დანახვისას-თქვენ ვინ ბრძანდებით?!რას ნიშნავს ...
-ვერ მიცანი?!-ირონიულად ჩაეცინა ლუკას და შემოსასვლელი ოთახიდან მისაღებში გადაინაცვლა-დიდი დრო გავიდა,ბატონო ამირან,მთელი ათი წელი იქნებ ცოტა მეტიც ...
-ვინ ... ვინ ჯანდაბა ხარ?!-ჰალსტუხს წაეპოტინა ნერვებისგან გაფითრებული კაცი და ინსტიქტურად აიხედა მეორე სართულისკენ.
-დედა!-ხმამაღლა შესძახა ლუკამ და მომღიმარმა ისევ ამირანს გადმოხედა-გაძეხი მამაჩემის ცხოვრებით?!
-ლუკა ...-ტუჩები გაულურჯდა კაცს.
-დედაა!-ხმას მოუმატა მამაკაცმა-ღმერთის არ გეშინია,შე არაკაცო?!-ზიზღით გადმოხედა მსუქან კაცს და ხელის ერთი კვრა აღმოჩნდა საჭირო იმისთვის,რომ აქამდე უძლეველი მანდარია მოწყვეტით დავარდნილიყო ლუკას წინაშე.
-შენ ... გვეგონა მოკვდი ...
-შენთვის ჯობდა მოვმკვდარიყავი,მაგრამ „რაც არ გერგება არ შეგერგება“,ხომ გაგიგია?! -გაეცინა ლუკას -დედაა!-იღრიალა ბოლო ხმაზე და კიბეზე მორბენალ ქალს გადახედა.
-ლუკა ...-ამოიხრიალა ქალმა და წაბორძიკებული, დორას დაეყრდნო.-რა ხდება,დორა ჩემს თავს?!-შესძახა გაფითრებულმა და შვილს ისე დააჩერდა თითქოს მოჩვენებას ხედავდაო.
-ჩაალაგე,სახლში ვბრუნდებით.-მშვიდი იყო ზარდასტანიშვილი.
-შენ,ჩემი ლუკა ხარ ...-ნიკაპი აუკანკალდა ქალს და მოზომილი ნაბიჯებით დაიძრა შვილისკენ-ცოცხალი ხარ,დე ...-ხელები სახეზე ფრთხილად შეახო,ძლივს ნაშენები სიმტკიცე ჩამოენგრა მამაკაცს დედის თბილი ხელების შეხებისას.
-ასე .. ასე არ შეიძლება!-წამოდგომა სცადა ამირანმა,გულმა თითქოს ფეთქვა გაასმაგაო,ყურებში ესმოდა ორგანოს ყველა კუმშვა.
-ბატონო?!-დედამისის ხელები მოიშორა და ამირანისკენ დაიძრა-გამიმეორე,რა თქვი?!-სავარძელს,სადაც მანდარია იჯდა, ორივე ხელით დაყრდნო და სახე ისე ახლოს მიუტანა ამირანს, მისი სუნთქვა იგრძნო კანზე-დღეები დაითვალე ... მოდის ...
-ვინ? ... -ამოიხრიალა კაცმა.
-შენი სიკვდილის დღე,ამირან, ვერ უყურებ?!-გაეცინა და ხელის მარტივი მოძრაობით სავარძელი ოთხიდან ორ ფეხზე დააყენა,კაცს თავისი ხელებით იჭერდა ლამის-ილოცე,მოდის ...
-ჩემი ცოლია !-ბოლოჯერ გაიბრძოლა და გულის ტკივილი გმირულად დააიგნორა.
-პირში ენა როგორ გიბრუნდება მაგ სიტყვების წარმოთქმისას?-ზიზღით დახედა მამაკაცს ზემოდან-ერთი ზედმეტი მოძრაობა და შენ სიხარბით ნაშენებ ცხოვრებას თავზე დაგამხობ!
სავარძელს ხელი უშვა და ძირს დანარცხებულ კაცს მაღლიდან დახედა.
-ერთი არასწორი მოძრაობა ... -საჩვენებელი თითი ცხვირწინ დაუქნია და დედამისს მიუბრუნდა,რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში აკანკალებული უყურებდა საკუთარ შვილს.-წავედით.!
ქალმა უყოყმანოდ გაჰყვა შვილის ნაფეხურებს და სახლი უხმოდ დატოვა.
ჭიშკრამდე ხმა არც ერთს ამოუღია.
ის იყო ჩიხი დატოვეს დორას ყვირილი რომ გაიგეს.
-დამელოდე, სესილი!-განწირული ყვიროდა ქალი.
სესილი ერთ ადგილას შედგა და უკან მობრუნებულმა სწრაფად მორბენალ დორას გადმოხედა.
-ახლა თუ გინდა მოვკვდე,მშვიდობით მეგულებით!-ცრემლები ვერ შეიკავა დორამ.
-ლუკა ...-ხმადაბლა ამოილაპარაკა შვილის სახელი სესილიმ.ლუკა გაქვავდა.უკან არ მოუხედავს ისე ანიშნა ქალს რომ უსმენდა.
-შეიძლება დორაც ჩვენთან ერთად წამოვიდეს?
-უნდა წამოვიდეს.-ქალს ტანში ჟრუანტელმა დაუარა შვილის ხმაზე.
-გვანცა სკოლაშია,ამირანი ასე არ დატოვებს ამ ამბავს ...
-გვანცა უკვე სახლშია.-გზას აგრძელებდა მამაკაცი.
-შემომხედე შვილო,ასე ნუ მექცევი!-შეჰკივლა სესილიმ და დორას ხელებით დაეყრდნო რომ არ წაქცეულიყო.
-მრცხვენია,როგორ გავუბედო მამაჩემს შენს თვალებში ჩახედვა?
სესილის სიკვდილდა წამებს კიდევ ერთი დაუმატა საკუთარმა შვილმა.
ფეხით ჩაიარეს ქუჩა და ნაცნობი სახლის წინ გაჩერდნენ.
-თინა ბებოსთან შედი,გიცდის.
-გვანცა?
-გვანცაც იქ არის.
-რა უთხარი?
-რომ სახლში დაბრუნების დროა.
-და წამოგყვა?-თვალები ცრემლებით აევსო ქალს.
-მოგიწევს აუხსნა რატომ ეძახდა კაცს მამას,რომელმაც მამაჩვენი დახვრიტა და ჩვენი ძმა ამ სახლში ცოცხლად დაწვა!
-ლუკა ...-მუხლები მოეკვეთა ქალს-ასე არ არის ...
-შენი შვილის საფლავზე ეკალ-ბარდებს შენ წმენდდი თუ დორა?
-ნუ მექცევი ასე ...-ტიროდა მუხლებზე დავარდნილი ქალი.
თინამ კარი გააღო და პატარა კიბესთან თავისი სესილი,რომ დაინახა ლოყებზე ხელები იტაცა.
-რას ხედავს ჩემი თვალები?!რა მოხდა,ლუკა?
-დედა ..!-სამზარეულოდან გამოიქცა გვანცა.
-სახლში შევიდეთ ...-ვინ იცის რად დაუჯდა დედის მონატრებული სხეულის ხელში აყვანა.
დავარდნილი ქალი გულზე მიხუტებული შეიყვანა სახლში.
ნახევარ საათიანი დუმილი გვანცამ დაარღვია,რომელსაც თვალები დასიებოდა ტირილისგან.
-რასაც ეს კაცი ამბობს მართალია?!-დედას შეუბრალებელი მზერით გადმოხედა-ამირანი მამაჩემი არ არის?!
-მამაშენი ამირანმა იმ სახლის კედელთან დახვრიტა.-მშვიდად ამოილაპარაკა ლუკამ და ფანჯრისკენ ხელი გაიშვირა,საიდანაც კარგად ჩანდა დამწვარი სახლის ჩამონგრეული კედლები,კედელზე კი ნატყვიარები.
გვანცამ ისევ დედის თვალებში დაიწყო სიმართლის ძიება.
-ხმა ამოიღე ასეთი სისასტიკე როგორ ჩაიდინე?!-დედამისისკენ წასულს დორა გადაეღობა წინ და ხელით ანიშნა თავის ადგილზე დაბრუნებულიყო.
-სესილის მიმართ ასეთი უსამართლო იყოთ ამის უფლება არც ერთს გაქვთ!-ხმადაბლა დაიწყო ქალმა და დედამისის,თინას გვერდით დაიკავა ადგილი,-სესილიმ თავი ზუსტად ამ სახლის წინ დაიმარხა ქუჩაში დარჩენილი შვილის გადარჩენის მიზნით ამირანს ცოლობაზე რომ დათანხმდა.მაშინ სხვა დრო იყო,ჩვენ ... ჩვენც დავკარგეთ ოჯახის წევრი...-ცრემლებით გაევსო თვალები ქალს-ქალაქში ყველა ოჯახის აღრიცხვა ჩაატარეს,ნებისმიერ დროს შეეძლოთ კარი შემოეღოთ და საეჭვო ვითარების გამო სიკვდილი სანატრელი გაეხადათ. აქაურობა ბრძოლის ველად აქციეს და დედათქვენი პატარა გვანცასთან ერთად ქუჩაში დატოვეს.ცივ მჭადს ჩუმად დაუდებდა ხოლმე პატარა ვანიკო ფეხებთან წვიმაში,ყინვაში,სიცხეში ... მიკარების უფლება არ გვქონდა.კეთროვანივით აქციეს ქალი და ახლა როგორ ბედავთ რომელიმე ამ ტონით ელაპარაკოთ?!
-და ამისთვის მტერს ცოლად გაჰყევი?-ხმა ჩაეხლიჩა ლუკას და გამორეცხილი თვალებით ახედა დედას.
-მეგონა შენი თავიც მომიკლეს,ქუჩა-ქუჩა გეძებდი ... გვანცას სიცხეები ჰქონდა,საჭმელი არ გვქონდა და გავაკეთე!-ხმა ფოლადივით მტკიცე გაუხდა ქალს-ერთადერთი შვილი ჩემი ცხოვრების აზრი ჩემზე იყო მოწეპებული,მე არც მორალის და არც ქალად ყოფნის უფლება არ გამაჩნდა,მე დედა ვიყავი!
-ორმოცი დღე ეწამა ამ ჯოჯოხეთს,ქალაქში ეს ამბავი რომ გაიგეს სესილიზე ერთი გადაკრული სიტყვაც არ უთქვამთ,მთელი ქალაქი უყურებდა ამ ქალის საცოდაობას.დედოფალივით ნაცხოვრები დაამათხოვრეს,ადამიანობა წაართვეს და ყველაფერი ეს მანდარიას გამო!
-ლევანი სად არის?-იკითხა უეცრად ლუკამ.
-სახლიდან იმ დღეს წავიდა,როცა ამირანმა იქ მიმიყვანა ...
-მაგას მაინც შერჩა კაცობა ..-უნებურად წამოსცდა ვანიკოს.
-კაცობა რომ ჰქონოდა ტყვიას შუბლში დაახლიდა მამამისს.-ავად გამოსცრა ლუკამ და გვანცას გადახედა.-რამხელა გაიზარდე ...-ოთახში ყველას ჟრუანტელმა დაუარა ლუკას ხმის საოცარ ცვლილებაზე.
-ლუკა,ახლა რას აპირებ?!-ყავის ფინჯანი წინ დაუდო მამაკაცს და სესილის გვერდით დაიკავა ადგილი დორამ.-ხომ იცი რომ ამირანი ასე მარტივად არ გაჩერდება?!
-გაჩერდება.-მშვიდი იყო ლუკა-მოუწევს,რომ გაჩერდეს.
-ამაში ასე დარწმუნებული როგორ ხარ?
-ათი წელია ვუცდი ამ დღის დადგომას,დორა ...-გაეღიმა ლუკას-აქ იმის გამო არ დავბრუნებულვარ ჩემი ოჯახის მკვლელს დაველოდო იერიშზე როდის გადმოვა ...
-აქამდე სად იყავი ...-ყველას ნაცვლად იკითხა გვანცამ-თუ დედას ასე უჭირდა,შენ აქამდე სად იყავი?!
-ჯოჯოხეთში.-წინ გადახრილმა ფრთხილად აკოცა მის პატარა დას შუბლზე და ტკივილისგან უმალ თვალები დაეხუჭა.
-მეშინია ...-მუხლები აუკანკალდა სესილის და დორას ხელს ძლიერად ჩაეჭიდა-მეშინია რომ თქვენ თავსაც წამართმევს,მეშინია რომ სამუდამოდ დაგვასამარებს ...-მთელი სხეულით კრთოდა ქალი,თინას ცრემლებით აევსო თვალები ამ სანახაობისას-მეშინია ... მეშინია ...-ბუტბუტებდა სესილი და ხელებს უფრო და უფრო მუშტავდა.დორას ბევრჯერ ენახა თავისი ქალბატონის პანიკური შეტევები,ექიმის მიერ დანიშნული წამალი,რომელიც ნემსით შეჰყავდა დორას ასეთ დროს, თან არ ჰქონდა.ოთახში ყველა დაიძაბა.
-დედა ...-ამოიტირა გვანცამ.
-მეშინია .... მეშინია ...-აკივლდა ქალი-მოდი და წამიყვანე,მეშინია,რით ვეღარ ვკვდები ... მეშინია,გიორგი ... წამიყვანე ...-კიოდა ბოლო ხმაზე და მასთან ახლოს მიკარებას ვერავინ ბედავდა.ადგილზე გაქვავდა ლუკა,თითქოს ყველა ძარღვი გაეყინა ორგანიზმში.
ორად მოკეცილი ქალი კივილს არ წყვეტდა.
ატირებულმა გვანცამ მთელი ძალით რომ უბიძგა ძმას ხელი,ისიც გამოერკვა და ელვის სისწრაფით მივარდა დედამისს.
-დედა ...-ქალი არანორმალური ძალით ეწინააღმდეგებოდა შვილის ძლიერ მკლავებს.
-მეშინია ... გიორგი ...
რაც მოაფიქრდა ის იყო,რომ პანიკაში ჩავარდნილი დედა გულში ჩაიკრა და გმირულად გაუძლო ტკივილს.ქალმა მთელი ძალით უკბინა შვილს მხრებზე და თითქოს ერთიანად მოდუნდა.
ნაცრიფსერი მაისური მეწამულმა სითხემ გადღაბნა.
გაოცებისგან სახე წაეშალა თინა ბებოს.
ვანიკომ მორიდებით დახარა თავი.
სესილიმ ის უნორმო ადრენალინი რაც ორგანიზმში ჰქონდა ლუკაზე გადმოიტანა და დამშვიდდა.თითქოს შვილმა დედის ტკივილი წაიღოო და მკლავებში მისვენებული ქალი ფრთხილად აიყვანა ხელში.
-საით დავაწვინო,დორა?!..-ძიძას გული მოუკვდა თავისი გაზრდილი ბავშვის ცხოვრებით დაღალულ ხმაზე.
საწოლზე მიასვენეს ქალი.
ფეხებთან გვანცა იჯდა,თავთან ლუკა.
-ახლა რა იქნება ..?!-ამოიჩურჩულა გოგონამ და მის ცხოვრებაში ახალ ადამიანს ისე გადახედა,თითქოს ყველა დეტალი ახსოვდა,როგორ დაატარებდა უფროსი ძმა კისერზე შემოჯენილ თავის პატარა დას ქუჩებში.
-ყველაფერი დალაგდება ... მე, შენ და დედა იმ სახლში დავბრუნდებით.
-ის რომ დამწვარია?..
-ფენიქსზე გსმენია,რამე?!
-ფრინველი,რომელიც თავის თავს წვავს,შემდეგ კი ფერფლიდან აღსდგება.
-ზუსტად,ასე აღსდგება ეს სახლი ფერფლიდან ... ჩვენს ოჯახთან ერთად.
-სად იყავი ..?!
-ხომ გიპასუხე?-გაეღიმა ლუკას,თავის თავს ვერ ცნობდა,ყველა სიტყვას ფრთხილად არჩევდა ლაპარაკისას.
-სინამდვილეში?!
-ავღანეთში - ანუ ჯოჯოხეთში.
-იქ რატომ წახვედი?
-გვანცა,ზუსტად იცი რომ ერთი დღისთვის ზედმეტ ემოციებს გაუძლებ?
-მითხარი,მომიყევი თორემ გავგიჟდები ... მთელი ცხოვრება თავზე დამემხო და მჭირდება ვიცოდე ის რაც რაღაცის შეწებებაში დამეხმარება ...




19.. წელი 16 ივნისი
19:45 საათი

-დორა,კარი გაუღე ამირანი იქნება,მითხრა ვახშმად დაგეწვევითო ...-მისაღები ოთახიდან გამოვიდა გენერალი გიორგი ზარდასტანიშვილი.
-დიახ ...-გაუღიმა თბილად გოგონამ და კარისკენ დაიძრა,სადაც უკვე ელოდა სტუმარი მასპინძელს.-მობრძანდით,ბატონო ამირან.
-სად არიან?!
-მისაღებ ოთახში,მიბრძანდით ... რას ინებებთ?!
-წყალი მომიტანე ცივი.-კიბეზე ჩამომავალ სესილიზე უნებურად გაუშტერდა მზერა,ქალს ორი წლის გოგონა ხელებში მოექცია და გაღიმებული დაჰყურებდა თავის შვილს.
-რატომ არ იძინებ,გვანცა?-სასაცილოდ უჯავრებოდა პატარას და მეორე სართულზე მორბენალ ბიჭებზე ეცინებოდა-როდის უნდა გაიზარდოთ?ჩამოდით,ამირანი მოვიდა.
-ულამაზესი ხარ,სესილი ...-გული ატკივდა ამირანს,მაგრამ იდეალურად შენიღბა ემოციები და ქალს გაუღიმა-გვანცა იზრდება და იზრდება ... მგონი შენ გგავს ხო?
-არ ვიცი,მე უფრო გიოს ვამგვანებ ... ბიჭებო,მორჩით,ბაჩო ნეტა ახლა შენი პაციენტები გიყურებდნენ?!
-დედა,კარგი რა ... რომელი პაციენტები გუშინ დააწყებინეს ექთნად მუშაობა,აჭარბებ რაღაცას!-იცინოდა ლუკა.
-შენი ბოღმა შენთვის შეინახე,აბეზარო!-ეცინებოდა ბაჩოს ძმის სიტყვებზე.
-საამაყო ბიჭები გყავს,გიორგი!-მისაღებში შევიდნენ ყველანი,სადაც გენერალი ჩაფიქრებული უყურებდა ტელევიზორს.
-რა ხდება ჩვენს თავს,ამირან?!-ინტერესით ამოხედა „მეგობარს“ გიორგიმ.
-რაზეც 1 კვირის წინ დამცინოდი,სწორედ ეგ ხდება!-გაეცინა ამირანს და გიორგის წინ სავარძელში მოთავსდა.
-ანუ?
-გადატრიალება,გიორგი ... გაფრთხილებ,როცა შენი სახლის კართან მოვლენ დაემორჩილე,თუ არ გინდა ამათ შენც გადაჰყვე.
-ეს გაფრთხილებაა თუ მუქარა?-ჩაეცინა გიორგის.
-მეგობრული რჩევა.-თვალი ჩაუკრა ამირანმა გიორგის და სესილის შეავლო მზერა,რაც არ გამორჩენია გენერალს.
-რამე ხდება,რაც მე არ ვიცი?!-წარბი მაღლა აზიდა გიორგიმ.
-უბრალოდ დანებდი,გიორგი წინააღმდეგობა არ გაუწიო არავის ...
-მე სამხედრო პირი ვარ,რასაც ჩემი ზემდგომი მიბრძანებს ჩემი კანონიც ეგ არი!
-ხვალ ჩემი მოკვლა რომ გიბრძანონ მომკლავ?!-სიცილი აუვარდა ამირანს.
-არ ვიცი,ამირან მომკლავ?-სიცილში აჰყვა გიორგიც.
-კარგით,რა როგორ ლაპარაკობთ?!-ჩაერია სესილი-არ შეიძლება ამ გადატრიალების და რევოლუციების გარეშე გავატაროთ ერთი დღე?!
-ვახშამი მზად არის ...-ოთახში დორა გამოჩდა და ყველანი მაგიდისკენ დაიძრნენ.
-სესო,მომიყვანე და შენ ჭამე ...-თბილად გაუღიმა ქმარმა მეუღლეს და პატარა გვანცა ხელში აიყვანა-სიბერის შვილი უფრო ტკბილიაო ხომ გაგიგია,ამირან?!სულ გამაგიჟა ..-ლოყები დაუკოცნა შვილს გიორგიმ და მომღიმარ სესილის ხელისგულით მიეფერა.ჩანგალის იატაკზე დაცემის ხმაზე ყველა შეკრთა.
-ბოდიში,რა ...-მოკრძალებულად გაუღიმა ამირანმა დორას,რომელიც მამაკაცის ფეხებთან დაიხარა და ჩანგალი აიღო.
-არაუშავს,რას ბრძანებთ ახლავე მოგიტანთ ახალს.
-არ არის,საჭირო ჩემი წასვლის დროა ... გიორგი,რაც გითხარი ამაზე დაფიქრდი,აბა ნახვამდის ... მადლობა ვახშმისთვის.
-სულ არაფერი გიჭამია,ამირან ...-უკან აედევნა სესილი მამაკაცს-ასე უცებ რატომ მიდიხარ?გიორგი,უთხარი რამე.
-ამირან,დარჩი რა ...
-არა,გიო ხომ იცი ბევრი საქმეა უცებ შემოგირბინეთ,ნახვამდის ბიჭებო.
-კარგად..!-ერთ ხმაში გამოსძახეს ბიჭებმა და ზარდასტანიშვილების კარიც მალევე დაიხურა.
ჯერ ისევ სიმშვიდის განწყობას ჰაერში დენთის სუნი არღვევდა.
თითქოს გრძნობდნენ ქალაქის ქუჩები,რომ სულ მალე სისხლით მოირწყვებოდა მიწა,რომ საქართველოს ისვე ოცდაათ ვერცხლად გაჰყიდნენ.
ეცნობოდა სამშობლოს ეს სურნელი,რომელიც ფულით განათებულ ჯოჯოხეთს სულ მალე დაამგვანებდა აქაურობას.

16 ივნისი
22:55 საათი

„მოგახსენებთ,რომ ამ წამებში საქართველოს პარლამენტში შევიდნენ პარტია „რევოლუციის შვილები“-ს წარმომადგენლები,უამრავ მათ მომხრესთან ერთად,რომელთა მოთხოვნებით მთავრობამ არ დააკმაყოფილა,ახლა კი როგორც ისინი აცხადებენ „მთავრობა ეს ჩვენ ვართ-ხალხი,რომელიც ამ ქვეყანას წარმოადგენს“... მთავრობის წარმომადგენლები გადადიან ყაზარმულ წყობაზე,გამოჰყავთ მძიმე ტექნიკა...“
-გიორგი,გირეკავენ ...-საწოლში მიუტანა ხაზის ტელეფონი სესილიმ ქმარს.
მამაკაცმა უხალისოდ ჩამოართვა ცოლს ყურმილი.
-გენერალი,ზარდასტანიშვილი გისმენთ!
ხუთ წუთიანი საუბრის შემდეგ საწოლიდან წამოდგა და სახე მოისრისა.
-რა მოხდა,გიორგი?!
-ბავშვებს ხელი მოკიდე და კოჯორში წადით.
-რას ამბობ?
-სამოქალაქო ომი იწყება და ახლა ყველაზე ნაკლებად ის მინდა თქვენ მენერვიულებოდეთ,ჩაალაგე მახოს დავურეკავ და ის წაგიყვანთ.
-არსად წავალ უშენოდ,შენც ხომ იცი?
-რასაც გეუბნები გააკეთე,დორა დაიხმარე და საჭირო ნივთები ჩაალაგეთ.
-ბიჭები არ წამომყვებიან,გიორგი ...-ხმა აუკანკალდა ქალს-უშენოდ სად მიშვებ?
-ქვეყანას ასე სჭირდება,რასაც გეუბნები გააკეთე ... ჩემი ფორმა მზად არის?
-რა თქმა უნდა ...-უღონოდ დახარა თავი და საწოლზე ჩამოჯდა.
-ყველაფერი კარგად იქნება,კოჯორში მალე მეც ჩამოვალ,ხომ მთხოვდი იქ წაყვანას?!
-ნუ მატყუებ,არ გამოგდის.
-ჩამოვალ და ყველაფერი კარგად იქნება,გვანცას მიმიხედე ...
შუბლზე აკოცა ქალს და თავისი მუნდირი მოირგო.
ქუჩაში ისევ სიმშვიდე იყო,თითქოს გენერლის სახლთან ვერავინ ბედავდა ტყვიის გასროლას.
რუსთაველს ისევ ტკიოდა თავის მიწაზე დაღუპული შვილები.
იმ ღამით შეტაკებაში 5 ახალგაზრდა დაიღუპა.
არავის და არაფრის გამო.
თავიანთ მიწას კი არა ფულს დახამებულ ხალხთა ინტერესებს შეეწირნენ.
შტაბში სამხედრო პირებთან ერთად იყვნენ პრეზიდენტი და მთავრობის დანარჩენი წევრები.
მრგვალი მაგიდის ირგვლივ მთავრობის ყველა წევრს უკლებლივ მოეყარა თავი.
სამხედროები კართან იდგნენ გენერალი რომ მიუახლოვდა მტკიცე სახით მდგარ ბიჭებს.
-შიგნით არიან?!
-დიახ,გენერალო!-შესძახეს ერთხმად და კარი თავად გაუღეს გენერალ ზარდასტანიშვილს.
-ბატონო გიორგი ..!-ფეხზე წამოდგა საქართველოს პრემიერ მინისტრი,ზურაბ ჯანდიერი.
-სავალალო მდგომარეობაა ...-დაიწყო გიროგიმ და თავისი ადგილი დაიკავა-სამხედრო ძალების მობილიზება არ არის საჭირო ასე სიტუაცია უფრო გამწვავდება.
-ეს ყველაფერი შენი დაუფიქრებლობის ბრალია,მანამ სანამ თავზე არ დაგახიეს საქართველოს დროშა ვერ გაიგე,რომ ამბოხი მზადდებოდა!-მიმართა აღშფოთებულმა ჯანდიერმა,პრემიერ მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრს,ნუგზარ მარდალეიშვილს.
-ხელების შეწმენდა მარტივია ... -ამოილაპარაკა ნუგზარმა და გენერალს თვალი თვალში გაუყარა-თქვენ რას ფიქრობთ?! რა უნდა გავაკეთოთ?
-ამაზე საუბარი მანამ არ დაიწყე,სანამ პარლამენტის კარი არ ჩამოხსნეს და შენი სახლის კართან არ ააყუდეს,არა?!-არ ცხრებოდა ჯანდიერი.
-ზურაბ,დამშვიდდი ... ახლა სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ ...-მშვიდად ამოილაპარაკა პრეზიდენტმა.
-ქვეყანას თავზე გვამხობენ მშვიდად შევხვდეთ,ამას?!-იღრიალა პრემიერ მინისტრმა.
-ვისი ბრალია?-შესძახა ეკონომიკის მინისტრმა-ჩანასახშივე რომ მოგვესპო ახლა ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით,ახალგაზრდები სისულელეებით გააბრუეს,მათაც მეტი რა უნდათ სისხლი უდუღთ, 5 ბავშვი მოკვდა ამ ცოდვას ღმერთი ჩვენც მოგვკითხავს და მათაც,მაგრამ ხომ ხედავთ რომ მათ ეს არ აინტერესებთ?!
-რა ვქნათ ..?!-თითქოს პანიკური სიმშვიდე ჰქონდა პრეზიდენტს.
-ვიბრძოლოთ!-წამოიძახა ერთ-ერთმა და ყველას ყურადღება ერთი რიგითი თანამშრომლისკენ გადავიდა-ომის გმირები აქ გვყავს,გენერალ ზარდასტანიშვილის ლეგენდებზე თაობები გაიზარდა და ყურები ჩამოვყაროთ,როცა ის ჩვენთანაა?!პატივია ნებისმიერი ქართველისთვის მის მხარდამხარ ბრძოლა ... ვიბრძოლოთ და თუ წაგვართმევენ სინდისთან და ქვეყანასთან მაინც ვიქნებით მართლები.
-ამ შეტაკებაში სისხლი დაიღვრება იმ ხუთს მეორე ხუთიც მიემატება,ვის რად უღირს ასეთი სამართალი?!-თავი მაგიდაზე დადო უღონობისგან გაგიჟებულმა პრეზიდენტმა-ჩემი სახელი და გვარი სისხლიანი ასოებით ჩაიწერება ისტორიაში ჩემმა შვილებმა და შვილიშვილებმა თავი უნდა დახარონ და ისე იარონ?! მიმიფურთხებია ასეთი თავისუფლებისთვის,ვინც მთელ ქვეყანას ეკუთვნის და მე არა,შენ არა,აქ მსხდარ არც ერთს-არა ... ჩვენ შვილებს არა ... ჩვენ რა,განა საქართველო ჩვენც არ გვქვია?!
-თქვენ პრეზიდენტი ხართ ...-ამოთქვა გენერალმა და ირგვლივ მყოფთ მოავლო მზერა-გამიშვით,მე წავალ მოლაპარაკებებზე ...
-რა ჯანდაბას აკეთებენ დიპლომატები?!-შესძახა აღშფოთებულმა ჯანდიერმა.
-მათაც ჰყავთ ჩვენნაირი დიპლომატები,აქ სხვაგვარად უნდა ვიმუშაოთ ... საქმე ვიღაცის სახელს კი არა ასობით და ათასობით სიცოცხლეს ეხება,რომელიც ფაქტია დღეს ქუჩაშია და თქვენს წასვლას ითხოვს.-მშვიდი იყო გიორგი.
-გადავდგები.-ამოიხრიალა პრეზიდენტმა.
-თქვენ უკვე გადადექით ...-ამოიხრიალა ჯანდიერმა და სკამზე მძიმედ დაეშვა-დე იურედ ვართ თუ არა მთავრობა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს ...
-ჯარი ჩვენს განკარგულებაშია,ჯერ ისევ არაფერი დაგვიკარგავს!-შესძახა ნუგზარ მარდალეიშვილმა,შინაგან საქმეთა მინისტრმა.
-პარლამენტს თუ არ ჩავთვლით!-ირონიულად ჩაეცინა ეკონომიკის მინისტრს.
-ქალაქის მერიც კი მათკენ გადავიდა ... თითქოს არსაიდან დაგვატყდა ამხელა ქარიშხალი თავზე ...-ჰალსტუხი შეიხსნა პრეზიდენტმა.
-ზარდასტანიშვილის იდეა აქ ყველაზე ლოგიკურია ...-შეპარვით დაიწყო შინაგან საქმეთა მინისტრმა,ნუგზარმა-ის ხალხს უყვარს ... რომ ვცადოთ მისი საშუალებით მოლაპარაკებებზე დავითანხმოთ,იქნებ სიტუაცია დროებით მაინც დავალაგოთ ...
-სასიკვდილო განაჩენისთვის გავწიროთ,გენერალი?-თავი მაღლა ასწია ჯანდიერმა-შენ გგონია,თუ გიორგის ამ შენობიდან გავუშვებთ და მათ მოსალაპარაკებლად მივუგზავნით ამით მათ წყურვილს რომ ამ სკამებზე დასხდნენ ჩავაცხრობთ?!... თქვენ რა სულელი ხართ და მაგ სკამზე ვარაუდით მოხვდით?!
-მე მხოლოდ გამოსავლის მოძებნას ვცდილობ უკეთესი იდეა თქვენ შემოგვთავაზეთ ბატონო პრემიერო,როგორც ჩანს არც თქვენ მოხვედრილხართ მანდ დამსახურების მიხედვით ...
-საკმარისია!-შესძახა პრეზიდენტმა და მაგიდაზე ხელი მთელი ძალით დაარტყა.-გიორგი ... თქვი რამე!
-მე სამხედრო პირი ვარ,ჩემთვის საკმარისია თქვენი ერთი სიტყვა,რომელიც ადამიანურ მორალურ კანონებს არ სცდება და ამას დაუფიქრებლად გავაკეთებ ... იმ იდეალებს არ შევეწირები,რაც არ მიღირს ბრძოლად ... კერძოდ არავის სკამის გამო არ ვიბრძოლებ ... თუ გინდათ გავიდე და ჩემ ხალხს ცეცხლი გავუხსნა უნდა ამიხსნათ რატომ ვდგამთ ამ ნაბიჯს ... თუ ეს მხოლოდ მთავრობის და ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება მირჩევნია აქვე და ახლავე დამადოთ ბორკილები დაუმორჩილებლობის ბრალდებით ... ჩემს ხალხს ომს არ გამოვუცხადებ იმის გამო,რომ მთავრობას არ დაემორჩილნენ ... დღეს იბრძვის ის ვისაც ლაპარაკი არ შეუძლია ან ის ვისაც არ ესმის ... მჯერა,რომ მათ მოსმენა შეუძლიათ,მჯერა რომ მოლაპარაკებებით უკეთეს შედეგზე გავალთ ვიდრე საქართველოსთვის შვილების დახოცვით ... „ვიბრძოლოთ ერთმანეთის გვერდით და არა ერთმანეთის პირისპირ,მტერი დაგველია ერთმანეთს არ დავერიოთ?!“ გავალ და ზუსტად ამას ვეტყვი მათ რაც თქვენ გითხარით ... მე არავის ძალაუფლებისთვის არ მიბრძოლია და არც მომავალში ვაპირებ ამის გაკეთებას ... 20 წლიდან ჩემი სამშობლოს სამსახურში ვარ და ამას გავაგრძელებ პარტიის გარეშე პოლიტიკის საზღვრებს მიღმა,იქ სადაც ქვეყანას დასჭირდება!
-ამით იმის თქმა გსურთ რომ თქვენ ჩვენ მხარეს არ იჭერთ?!-ჩაეცინა მარდალეიშვილს.
-ამით მხოლოდ იმის თქმა მინდა,რომ იქ გავალ თუ არა ეს თქვენი გადასაწყვეტია,რას გავაკეთებ ჩემი.
-ეს სადაური წესი და კანონია?!-შეშფოთდა პრეზიდენტი-შენ,საქართველოს ემსახურები,საქართველო კი მე ვარ!
-ცდებით ... -გაეცინა გენერალს-თქვენისთანა საქართველო ბევრი ჰყოლია ქვეყანას,ბევრიც შეუჭამია არასწორ ქართველობას. როგორც სწორ ნიადაგზე არასწორად დარგული არ გაიხარებს,ისეა ახლა თქვენი საქმე ... თუ დრომ აქამდე მიგიყვანათ ახლა ეცადეთ უკან სვლით ეს ხალხი სახლებში მშვიდობიანად დააბრუნოთ და ახალგაზრდების სიცოცხლის შეწირვის გარეშე მოაგვაროთ პრობლემები ... დრო იცვლება,ბატონო პრეზიდენტო.
-ვერაფერი გავიგე,ახლა უფრო ამერია გონება!-თავზე ხელები შემოიწყო მარდალეიშვილმა.
-ნეტავ მინისტრად შენს ნაცვლად ზარდასტანიშვილი დაგვენიშნა თავის დროზე,იქნებ დღეს ამ დღეში არ ვყოფილიყავით ...-ჩაეცინა პრემიერს და გენერალს გაუსწორა მზერა-თქვენ რას თვლით ახლა ყველაზე სწორ ნაბიჯად?!
-მშვიდობიან ლაპარაკს ... შეეშვით ჯარს,სულაც ყველა რომ დაგვხოცონ დღეს ხვალ მათი შვილები გასცემენ პასუხს უსამართლობაზე ... როდის ყოფილა თაობაში სამართალი დაკარგულა?! ისევ ჩვენი სიკვდილი სჯობს ახალგაზრდების დახოცვას რომელთა ცოდვაც ჩვენ შვილებს არ გაახარებს ... როგორც ეს უკვე თქვეს ... დაე წაიღონ ეს სკამები,ვის რად გინდათ?! შიგ სამარეში ხომ ვერ ჩავიტანთ ჩვენს კაცობასთან ერთდ?!
თითქოს ამ სიტყვებით ყველაფერი ნათქვამი იყო.
პრემიერმა ბრძანება გასცა და ყველა სამართალდამცავს უბრძანა მოქმედება შეეწყვიტა.
თავად ჯანდიერმა ჩააცილა ზარდასტანიშვილი კარებამდე ...
არავინ იცის მომღიმარმა გიორგიმ რა გადაულაპარაკა პრემიერს.
კარის სახელურს სწრაფადვე წაეტანა და პრემიერის ყვირილი „არ გინდა,გიორგი“ ბრბოდ ქცეულ ხალხის ხმაში დაიკარგა.
გარეთ გასულ გენერალს ხელბორკილები იმ კაცმა დაადო,ვინც რამდენიმე საათის წინ მის სახლში ვახშმობდა.
„ანტიკვარებით გამოტენე შენი სახლი და ხალხს რომ უჭირდა ეგ არ განაღვლებდა,შენ შვილებს არ შიოდათ,ბატონო გიორგი!?“-ღრიალებდა ადამიანის სახედაკარგული ხალხი,რომელიც დრო იყო ამ გენერალს დაფნის გვირგვინს ადგამდა ომში გაწეული გმირობისთვის.
-რას აკეთებ,ამირან ..?!-ამოიხრიალა სახეწაშლილმა გიორგიმ და ბავშვობის მეგობარს გადახედა.
-„რასაც ზემდგომი მკარნახობს,მე სამხედრო ვარ და ჩემი კანონი ეს არის ...!“-ირონიულად ჩაეცინა მამაკაცს და პროცესიას წინ გაუძღვა,როგორც ტურა აფთრების ჯგროს.
ერთი საათი ფეხით ატარეს და ციხეში ისე დაამწყვდიეს თითქოს ორი ათასი წლის შემდეგ კრწანისის მოღალატე ეპოვნათ ფართოდ დახუჭული თვალებით ადამიანებს.

17 ივნისი
06:30 საათი
-სად მივდივართ,დედა?!-გაოცებული დაყვებოდა ბაჩო დედამის კუდში.
-მამაშენმა თქვა,უნდა დავუჯეროთ ისიც მალე ჩამოვა ჩვენთან კოჯორში.
-სანამ თქვენ ჩანთებს ჩაალაგებთ,მე ლევანთან ავირბენ,დედა 20 წუთიც არ მინდა ...
-შვილო დილის რვა საათიც არ არის,სირცხვილი იცი რას ნიშნავს?!ლუკა, მორჩი ამდენ ლაპარაკს და მოკიდე შენ დას ხელი.
-ლულა!-ამოიტიტინა გვანცამ.-ლუკამ გემრიელად აკოცა ლოყაზე ბავშვს და ძმას გადმოხედა.
-აუ,ბაჩო დაიჭირე,რა ... ავირბენ და ჩამოვალ რა,არ მინდა ისე წასვლა!
-უთხარი რომ ჩამოვალთ „დინამოს“ თამაშზე ბილეთები დაგვახვედროს!-დააბარა ბაჩომ ლუკას.
-ვეტყვი!
-15 წუთში აქ იყავი,თორე მამაშენს ვეტყვი და მას გაეცი პასუხი!
-აუ,სესილი ნუ წუწუნებ ნაოჭები არ გაგიჩნდეს,თორე შენი შვილი რძალს რომ მოგიყვანს,მერე ის უფრო ლამაზი იქნება ვიდრე შენ!
-იოცნებოს ორივეს ცოლებმა ეგ ამბავი!-გაეღიმა სესილის და გვანცას მიუბრუნდა,რომელსაც კოცნაში ლოყები დააჭამა ბაჩომ.-ბავშვს ორი კილო დააკლებინე ამდენ ფერებაში,მორჩი და დამეხმარე.

გულამოსკვნილი მირბოდა მანდარიებთან,სადაც მისი საუკეთესო მეგობარი,ლევანი ეგულებოდა.მის დაუმშვიდობებლად წასვლა არ უნდოდა და ისე ჩქარობდა,რამდენჯერმე ქვასაც კი წამოჰკრა ფეხი.
-ლევან,გაიღვიძე,ბიჭო მივდივართ!-ყვიროდა ეზომდე არ მისული,პირდაპირ გზიდან.
-რა მოხდა,ლუკა შვილო რა გაყვირებს?!-გამოდმოდგა სახლის ფანჯრიდან თამუნა.
-ლევანი გააღვიძეთ,რა თამუნა დეიდა?!
-ნუ მეძახი ამ დეიდას,შემოდი ღვიძავს.
-ხო მშვიდობაა,ასე ადრიანად რატომ ღვიძავს?
-შენსავით უსაქმური კი არ ვარ ...-გამოვიდა სახლის შემოსასვლელი კარიდან ლევანი.

05:55
-ყველაზე სწორი იქნება,გამოვიყავნოთ ზარდასტანიშვილი და საჯაროდ გავასამართლოთ!-წამოჭრა იდეა მანდარიამ და თანაგუნდელებს მოავლო მზერა-მივცეთ ხალხს ზარდასტანიშვილის ქონება და ამით უფრო გავიმყარებთ პოზიციებს,ახლა ტემპის დაგდება მათი მოგების ტოლფასია,ეს ხომ იცით არა?!
-ამირანი მართალია,ახლა სწრაფი და მკვეთრი ცვლილებებია საჭირო,ზარდასტანიშვილი ამ მთავრობის მთავარი ღირსება იყო,მისი დაცემით მთავრობაც მიხვდება ვისთან აქვთ საქმე ..
-აბსოლუტურად გეთანხმები,ნოდარ!-კვერი დაუკრა ბოღმისგან აწითლებულმა ამირანმა პარტიის დამფუძნებელს ნოდარ მამარდაშვილს.
-მაშინ ასე მოვიქცეთ,მისი ქონების კონფისკაცია მოვახდინოთ და თავად გენერალს დამამცირებელი განაჩენი გამოვუტანოთ ... მაგალითად გავაძევოთ ქვეყნიდან როგორც მოღალატე.
-მკვეთრი ცვლილება იცი რას ნიშნავს?-გაეცინა ამირანს-ხისტ გადაწყვეტილებას,ეს უკვე ტოლერანტობაა,ამ ქვეყნიდან თუ გაიქცევა არც უარესში არ წავა,პირიქით უკეთესში და ამით ხალხს ვერ „გააძღებ“...
-რა გაქვს ჩაფიქრებული,ამირან?!-სკამში შესწორდა მამარდაშვილი.
-დახვრეტა ...
-გაგიჟდება ევროპა ...!-წამოიჭრა ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დიპლომატი.
-და გაგიჟდეს,მითხარით ერთი შემთხვევა,როცა ამ გაგიჟებას რამე პასუხი მოჰყოლია,ჩვენ ევროპა არ ვართ და დიდი ხანია მათ არ აღელვებთ საქართველოს თავზე წისქვილის ქვა დატრიალდება თუ ჯოჯოხეთის მუგუზალი!
-შენ,მართლაც საშიში ვინმე ხარ,ბატონო ამირან!-გაეცინა ერთ-ერთს.

07:05

ქუჩა რომ ჩამოირბინა სახლთან უამრავ ადამიანს მოეყარა თავი.
გვანცას ტირილის ხმა ქუჩის ბოლოდან ესმოდა,უმატა სირბილს და წუთნახევარი არ დასჭირვებია სახლამდე მისვლაში.
ხალხს ხელებში ჩაებღუჯათ ოჯახის ნივთები.
განურჩევლად მათი ღირებულებებისა,სახლი ელვის სისწრაფით იცლებოდა.
ბაჩოს ყვირილი,რომ ბაბუამისის ნაქონი იარაღისთვის ხელი გაეშვათ კედელთან მდგარ ბორკილებით შებოჭილ მამას სულს უკაწრავდა.
მერე არსაიდან ...
არსაიდან გაჩნდა ცეცხლი.
იარაღით ხელში მდგარ მანდარიას თვალები დაექაჩა.
„ხომ გითხარით,ჯერ არა-მეთქი ..“-ამოილუღლუღა გაოგნებულმა.
უკან იხევდა ბრბო და სიშმაგისგან გაოცებული თვალებით უყურებდა სახლს.
წამის მეასედში თითქოს ცხოვრება თავზე ჩამოემხო,რომ დაინახა როგორ აალდა თავისი სახლი. ცეცხლის წვიმის წვეთები ეგონა მხოლოდ სახლის კედლებს ეცემოდა.
-ბაჩო ... ლუკა!-იღრიალა მამამისმა და ხალხს ერთხმად აღმოხდა გაოცების ხმა.
იგრძნო,როგორ ეკვეთებოდა მუხლები.
თითქოს ის ცეცხლი,რაც მის ცხოვრებას წვავდა ახლა პირდაპირ საფეთქლებზე ეკიდა.
ძლივს ასწია მარჯვენა ხელი,როგორმე წინ მდგარი ადამიანები,რომ გაეწია და მამამისამდე მისულიყო.
მამის ღრიალს თან ერთვოდა გვანცას ტირილი.
-დაიჩოქე,ზარდასტანიშვილო და მთხოვე შეგიბრალო!-გამოერკვა სიტუაციაში ამირანი.
-რაში მდებ ბრალს,მეგობარო?-აღმოხდა ხმაჩაწყვეტილ გენერალს და მიწაზე დაცემულ თავის ცოლს მოავლო მზერა.აღარ ტიროდა ცრემლგამშრალი ქალი.
-სამშობლოს ღალატში!
-„რევოლუცია ჭამს თავის შვილებს“ ... ამირან,სამართლის არ გეშინია?!
-მე არაფრის არ მეშინია,ან დაჩოქილმა ამ ხალხს პატიება თხოვე ან ვიზრუნებთ შენს საკადრის დასჯაზე.
-ჩემ სახლში საჭმელს ჭამდი ... შენი შვილები საკუთარივით გავზარდე ... შენთან ერთად გავიზარდე,მამაშენმა გამზარდა ...
-რა სჭირდა ჩემს შვილებს შენი გასაზრდელი ..?!-სიცილი ატეხა ამირანმა-დამიჩოქე,გენერალო!
-მოკალი და დაამთავრე, რას აწამებ!-იყვირა ვიღაცამ ხალხიდან,ამირანის გავეშებული მზერა საკმარისი გახდა იმისთვის რომ ის უცნობი აეყვანათ და ისე გაექროთ იქიდან ხალხს ეს ვერ შეემჩნია.
ჯერ კიდევ ცეცხლის ალში გახვეული სახლის წინ დააყენეს გენერალი.
-თქვი ბოლო სიტყვა,ზარდასტანიშვილო!-ხელი აუკანკალდა ამირანს,რაც არ გამორჩენია გიორგის.
-იმდენი კაცობა შეგრჩა,სინდისი შიგნიდან გებრძვის,ბიჭო?!
-ეგაა შენი ბოლო სათქმელი?-გამწარდა მანდარია.
-მე ჩემს შვილებთან წავალ ... შენ,რა გეშველება ცოცხალი რომ რჩები შენ შვილებს ...?!
თავი უკან გადასწია და ამაყად შეეგება მეგობრის გასროლილ ტყვიებს.
ერთი წამოიკვნესა სესილიმ და ცეცხლმოკიდებული სახლისკენ გაიქცა მანდაირას ხელებმა რომ დაიჭირეს და სიკვდილის უფლება არ მისცეს.
უძლეველ სიკვდილთან ბრძოლაში სწორედ მეგობარმა უმუხთლა გენერალს.


მამის უკანასკნელი ამოსუნთქვა თითქოს სახესთან იგრძნოო ლუკამ.
ბოლო ტყვიის ხმასთან ერთად გონება დაკარგა.
მძიმე საგანი ვიღაცამ გამეტებით ჩასცხო და იქვე ჩაიკეცა ბიჭი.

1 ივლისი
10:00 საათი

-იღვიძებს ...-ბუნდოვნად მოესმა უცნობის ხმა.
-მამა ...-ამოიხრიალა ძლივს შეგროვილი ძალებით და მის სახესთან დახრილს კისერში წაავლო დაძარღვული თითები-ვინ ჯანდაბა ხარ ..!
ქალის აწითლებულ სახეზე და გაფართოებულ თვალებზე მიხვდა რასაც აკეთებდა და ხელი შეუშვა თავის წარმოდგენაში მედდას.
-მე ... -ხველება აუტყდა ქალს და სასწრაფოდ დატოვა ოთახი.
თეთრი კედლების ბინძური სისპეტაკე სულს უხუთავდა ახლად გამოღვიძებულს.
-ლუკა ... ლუკა ...-ოთახის კარი გაიღო და იქ მაღალი მამაკაცი გამოჩნდა,თითქმის სულ გაჭაღარავებულიყო,მაგრამ ეს მის ასაკზე სულაც არ მეტყველებდა.საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა ჭაღარის მიუხედავად.
-ვინ ხართ ... მამაჩემი სად არის?!
-გიორგი ზარდასტანიშვილი გარდაცვლილია,მისი სიკვდილიდან უკვე ცამეტი დღე გავიდა.ასევე ცამეტი დღე გავიდა მას შემდეგ,რაც ბოლოს თვალები გახელილი გქონდა.
-რა?!-საწოლზე წამოჯდომა სცადა,მაგრამ თავბრუ დაეხვა და უღონოდ დაეშვა თავის პირვანდელ მდგომარეობაში.
-მამაშენის სიკვდილის დღეს ჩათვალე,რომ ჩვენ შენ სიცოცხლე გაჩუქეთ,უბრალოდ იმ სულელს ცოტა ძლიერად მოუწია შენი გათიშვა,აღნაგობით მამას გავხარ ...
-თქვენ ვინ ხართ?!
-საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი - ზურაბ ჯანდიერი.
-ჩემთან რა კავშირი გაქვთ,ან მამაჩემთან?!
-შენები ცოცხლები აღარ არიან,მხოლოდ შენ გადარჩი ... ჩვენი დაზვერვა აქტიურად მუშაობს შენი ოჯახის საკითხებზე ... თუ რამეს გავიგებთ შენც გაგაგებინებთ ... ახლა კი რასაც შენგან ვითხოვ დასვენება,გამოჯანმრთელება და ომია.
-გვანცა ... დედაჩემი და გვანცა.
-გვანცა ვინ არის?-წარბები შეკრა მამაკაცმა.
-ჩემი ორი წლის და ...
-გადავცემ დაზვერვას, ყველაფერს გავაკეთებთ,ყველას მწარე სამაგიეროს გადავუხდით და ქვეყანაში ისე დავბრუნდებით,როგორც განმანთავისუფლებლები ...
-მამაჩემი ...
-მამაშენი გმირი იყო,ეცადე მისი გზა ღირსეულად გააგრძელო.


***
გვანცა გაოცებული უსმენდა ლუკას მონათხრობს.
თავზე დასთენებოდათ ამ საუბარში.
-წარმომიდგენია დედას რისი გადატანა მოუწევდა ...-ამოიტირა გოგონამ და ფრთხილად მიეფერა მწოლიარე დედას ფეხზე.
-ჯოჯოხეთის ...-სესილის ხმაზე ორივე შეკრთა.

***
18 ივნისი
15:20

გენერლის გვამი საგვარეულო სასაფლაოზე რომ დაესაფლავებინათ მთელი სამხედრო ელიტა ფეხზე წამოდგა,მაგრამ საჭირო მხოლოდ სესილის ვედრება გახდა.
ამირან მანდარიას იმ დღეს პირველი თანაშემწე გაექცა,რომ დაინახა კიბეზე ფორთხვით ასული ქვრივი,შვილმკვდარი დედა,რომელიც ცრემლებით უსველებდა მანდარიას ძვირადღირებულ ფეხსაცმელებს,ოღონდ ჩემი ქმრის გვამი მომეცითო ...
მხრებში გაჭიმული ამირანი მაღლიდან დასცქეროდა დაბეჩავებულს.
-სახლი დაგეწვა,სესილი?!
-ამირან,ნუ მაწამებ ...-ამოიტირა ქალმა-ორი წლის ბავშვი დამრჩა,ჩვენი ცოდვა არ გაგახარებს.
-სანამ ეგ მიწევს მანამ გიყურებ გახარებული-მის მუხლებთან დაიხარა და ქალს თვალებში ჩააშტერდა-გამომყევი ცოლად.
ქალი ციებიანივით გაშორდა კაცს და კედელს აეკრო თვალებდაქაჩული.
-გვანცას გაგაზრდევინებ,შეგიფარებ ... დედოფალივით გაცხოვრებ ... ძველებურად აღარაფერი იქნება,მკვდარია შენი უძლეველი გენერალი!
-ნეტა პირი მიწით როგორ არ გევსება ამას რომ ამბობ,მირჩევნია მოვკვდე ვიდრე ამაზე დაგთანმხდე.-კარები გამოაღო და გავიდა.
-დრო ... დრო ყველაფრის მკურნალია,სესილი ..!-კიბესთან დააწია მომღიმარმა კაცმა სიტყვები ქალს.

20 ივნისი
18:20

„პარტიამ „რევოლუციის შვილები“ ერთპიროვნული ძალაუფლება მოიპოვა,დღესდღეობით ძველი მთავრობის ყველა წარმომადგენელი ქვეყნიდან წავიდა.როგორ შეხვდა საქართველოში მომხდარ ამ და ახალ სიახეელბს ევროპა ამაზე რეპორტაჟს ნათია ბოდოკია წარმოგიდგენთ ... გისმენთ,ნათია!“

„ევროპა აღშფოთებულია და მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში მომხდარი მოვლენების საფუძველზე ...“

იმეორებდა ერთსა და იმავეს ჟურნალისტი,სხვადასხვა კონტექსტში.
სამჯერ დაარბიეს დორას სახლი ათასგვარი სულელური მიზეზით - მთავარს კი სულ სხვა იყო.დორასთან სესილის და გვანცას ეძინათ.
მათ სიმშვიდეს კი ამირანი ისე „დარაჯობდა“ როგორც დამშეული აფთარი მსხვერპლს.
ერთ-ერთი ასეთი დარბევის დროს გარდაიცვალა ვანიკოს მამა - ვახო დოლიძე.
კაცმა არ დაანება სამართალ დამცავებს სახლში შესვლა და მათაც ცეცხლი გაუხსნეს საკუთარი სახლის კიბეზე მდგარ უდანაშაულო კაცს.
ტელევიზიამ, ისევე როგორც სასამართლომ ვახოს ნარკოტიკის შენახვა/გაყიდვა დასწამა ცილად და ასე „გაამართლეს“ მისი მკვლელობაც.
ადგილზე ნარკოტიკის დიდი დოზა „აღმოაჩინეს“ და საქმე ისე დაიხურა აღარვინ გაარჩია მტყუან-მართალი.

25 ივნისი
17:45

დამწვარი სახლის წინ შენიშნავდით ქალს პატარა ბავშვით ხელში.
ეს ის სესილია იყო,რომელიც ერთ დროს ყველაზე ლამაზი ქალი გახლდათ მთელ ქალაქში.
დაბეჩავებული ძლივს ამშვიდებდა შიმშილისგან ატირებულ შვილს.
-ეს ბებომ გამომატანა ...-თვალცრემლიანმა, ოთხი წლის ვანიკომ ფრთხილად დაუდო ცხელი ლობიო და მჭადი სიცხისგან დასავებულ ქალს.
ქალმა მადლიერი მზერით ახედა ბავშვს და გვანცას საჭმლის დანახვაზე გახარებულ თვალებზე გული მოუკვდა.

27 ივნისი
22:15
ნანგრევებშიც ისე აღწევდა წვიმა თითქოს სახლში კი არა ღიაცის ქვეშ იყვნენ.
ნაბიჯების ხმაზე ეგონა თინამ ვანიკო გამოგზავნაო გახარებული მიხოხდა კედლის მარცხენა ნაწილში,სადაც ოდესღაც კარი იყო.
-წამოდი,სესილი!-გაისმა მამაკაცის ბოხი ბარიტონი.
-მოშორდი აქედან,სატანა!-აკივლდა ქალი.-ჩემი ქმარ-შვილის ცოდვა არ გეყო მათაც მისწვდი არა?!
-ყველა გზას მოგისპობ,რაც ჩემამდე არ მოგიყვანს.
-ღმერთი დიდია,შენამდეც მოვა ...-ამოიბურტყუნა ქალმა და წვიმის წვეთები აკანკალებული თითებით მოწმინდა გვანცას,რომელსაც სახეს უნამავდა ზაფხულის წვიმა.
-შენი თავი თუ არ გეცოდება ამ შენ სიამაყეს გვანცაც უნდა შესწირო?!
-მირჩევნია ორივენი მოვკვდეთ ვიდრე შენი პური შეგვერგოს.!
მთელი ძალით მოუქნია მამაკაცმა ფეხი,რომელიც ხმაურით შეასკდა ქალის ფერდს.
სესილის ოხვრა მისმა ქმარმა გაიგო თითქოს მიწაში,ცაზე ქუხილმა არემარე გააყრუა.
ატირებული გვანცა გულზე მიიკრა ქალმა.
მამაკაცის წასვლიდან 15 წუთში ისევ ნაბიჯების ხმა გაიგო ქალმა.
-დამელოდე შე,ონავარო არ დამიცდეს ამხელა ქალს ფეხი ამ წვიმაში!-გაისმა თინას ჩურჩული და თითქოს წვიმამაც გადაიღოო,სესილისთვის.
„ადამიანი ადამიანისთვის დღეა“...
-მალე,ბებო მალე,დასველდა გვანცა!-ხმადაბლა ჩურჩულებდა პატარა ვანიკო.
-ქალბატონო თინა ...-აღმოხდა ტკივილებისგან სულ გამწარებულ ქალს და პირზე ხელები აიფარა.
-დიდხანს ვერ დავრჩები,გვანცა გამატანე.-მიუგო ქალმა და ბავშვისკენ გაიშვირა ხელები.
აკანკალებული თითებით მიუყვანა პლედში გახვეული ბავშვი ქალს და უფრო მოიკუნტა ნანგრევების კუთხეში.

„წამიყვანე,გიო ... მეშინია“

30 ივნისი
12:45

-ბავშვს სიცხე აქვს,იქნებ დამეხმაროთ ... -საავადმყოფოში შესულებს ექიმებმა გულმოკლული თვალებით გადახედეს.
-შემოიყვანეთ!-გაისსმა მთავარი ექიმის,მალხაზ სანიკიძის ხმა.
-ბატონო მალხაზ ...-ამოიკნავლა საცოდავად ექთანმა.
-თუ ვინმეს პრეტენზია აქვს ჩემთან დააკავშირეთ ...
გვანცას ტემპერატურა ოცდათექსვმეტს რომ დაუბრუნდა,სესილის ეგონა თავიდან დაიბადა.
იმ ღამით ისევ გამოჩინა თავისი „ძალაუფლება“ მანდარიამ.

1 ივლისი
12:00
მთავარი ექიმი,მალხაზ სანიკიძე სამსახურიდან გაუგებარი მიზეზით გაუშვეს.
-ხომ გითხარი შენს ყველა გზას მოვსპობ-მეთქი?!-გველივით დასისინებდა თავზე ქალს-შენ აჩრდილად ვიქცევი,მანამ სანამ არ დანებდები ...!

***
-არ დავნებდებოდი ...-ამოთქვა ქალმა ბოლოს და ატირებული გვანცა გულში ჩაიკრა,ლუკა ისევ არ იღებდა ხმას-არ დავნებდებოდი ... დილა იყო,გვანცა ნანგრევებში თამაშობდა საყრდენი კედელი,რომ ჩამოინგრა.დორა სამსახურიდან ბრუნდებოდა,თვალი მოუკრავს გვანცასთვის და უთქვამს სათამაშო გიყიდე ... მოდი ნახეო.გვანცაც მისკენ გაიქცა და ორი წამის შუალედში კედელი ჩამოინრგა.მაშინ მეგონა მორჩა ... ყველაფერი მორჩა ... ერთადერთი ვის გამოც მიღირდა ამდენი გაჭირვება,იმის დაკარგვის შიშს თვალებში ჩავხედე.არ ვიცი,ოდესმე თუ გამიგებ ... ეს ალბათ უნდა გამოცადო,რომ მიხვდე რას განვიცდიდი ... ალბათ,შვილი რომ გეყოლება მიხვდები რა შეგიძლია მის გამო გააკეთო ... გოლგოთას გზას ჰგავდა მის სახლამდე მისასვლელი მანძილი ...
-გეყოფა,აღარ გააგრძელო!-შესძახა ლუკამ.
-მივედი,ფეხებში ჩავუვარდი და ვთხოვე დამეხმარე-მეთქი ... იმ დროს ვიგრძენი ჩემს ფეხებ ქვეშ მიწა იძრა,ჩემი ტკივილისგან.სახლში შემიყვანა და იქ ვიღაც სტუმრებს ჩემი თავი გააცნო,როგორც მისი ცოლი ... გვანცა კი ... ყველაფერი ისე დახატა,ამას ნიჭიერი მხატვარიც ვერ შეძლებდა.თითქოს მთელი გააზრებული ცხოვრება ამისთვის გაატარაო,ამაზე ფიქრობდაო.
-თამუნა დეიდა?..-ხმა აუკანკალდა ლუკას.
-ლოყები დავიხოკე,მაპატიე-მეთქი ... არაფერი უთქვამს,მხოლოდ - ჩემი ტანჯვა დასრულდა,ახლა შენი ჯერიაო ... ლევანთან ერთად ჩაალაგა ნივთები და წავიდა.
-შემპირდით,რომ ყველაფერი კარგად იქნება ...-დაბლიდან ამოხედა სესილის და ლუკას გვანცამ.
-მაგათი დრო წლების წინ დასრულდა,ახლა მხოლოდ ბიზნესმენია ძველი და მოსუსტებული გავლენებით ... ხელისუფლება იმ ხალხის ხელშია,რომლებიც მამასთან ერთად იბრძოდნენ.
-ჰო,არა?!მეც ვნახე რამდენიმე გიოს ჯარის ამხანაგი ტელევიზორში იყვნენ ... -თვალებში იმედი გაუკრთა სესილის.
-თანამებრძოლები,ის კაცები რომლებიც მამასთან ერთად სამშობლოს იცავდნენ დღეს პოლიტიკის სათავეში დგანან,ძველი მთავრობის რამდენიმე წევრიც შემორჩა.ამ ქვეყნის ბედ-იღბალი რომ აღელვებთ და რა მოხდება მათთვის სულ ერთი არ არის ...
-შენ სად ხარ ..?!-თვალებში ჩააშტერდა უმცროსი ზარდასტანიშვილი უფროსს.
-თქვენს გვერდით,ოჯახში.-გულში ჩაიკრა მისი პატარა და და პირველად დაეძინა,ისე რომ ტყვიები აღარ უფლეთდნენ სულს.


-თინა ბებო,დედამ თქვენთან საქსოვი ძაფი გამომატანა,სახლში ხართ?!...-ფანჯარასთან მდგარი გოგონას ხმა სამზარეულოში მდგარ ლუკას გარკვევით ესმოდა.
ფრთხილად გადასწია ფანჯარაზე ფარდა და თვალი შევალო ტუჩებდაბრეცილ გოგონას,რომელსაც აშკარა იყო სადღაც აგვიანდებოდა.ფეხებს მიწაზე გამწარებული აბაკუნებდა.წასვალც ეჩქარებოდა და დედას თხოვნაც ეხათრებოდა.
-საქსოვი ძაფი ..?!-ფანჯარა გამოაღო და მოკლე მკლავიანი მაისურით მდგარმა ისე ამოილაპარაკა გოგონასთვის ზედაც არ შეუხედავს-არ ვიცი,არ მახსენდება ვინმესთვის მეთხოვოს ...-უდარდელად ამოილაპარა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
-შენ არც თინა ბებო არ უნდა იყო,იდეაში ..!-ნიკაპზე ხელი სასაცილოდ ჩამოისვა გოგონამ და მამაკაცის გამოკვეთილი სახის ნაკვთები გონების მიუვალ ფიქრებში გაუაზრებლად შეჩურთა.-სად არის თინა ბებო ან შენ ვინ ხარ?
-შოთა ნიშნიანიძე!-გაეცინა გულიანად ლუკას.
-ლექსებსაც ხომ არ წერ?!
-წესით უნდა ვწერდე კიდეც ... -და უეცრად დაიწყო:
„შენზე ვოცნებობ ...
რას არ გპირდები.
გეჩურჩულები,გეღიმილები
აფეთქებული ატმის კვირტები
მგონია შენი კაბის ღილები.
არ ვიცი გულმა როგორ გინდომა,
შენს სუნთქვას,ძგერა როგორ აუბა ...“
ხავერდოვანმა ხმამ ჟრუანტელი მოჰგვარა მართას.
გოგონას გაოცებულ სახეზე გაეცინა.
-ეგ შოთას ლექსია ...-ამოილაპარაკა დაბნეულმა.
-ხომ გითხარი შოთა ვარ მეთქი?!-ისევ იცინოდა მამაკაცი.
-ცრუობ!
-ვცრუობ.
-აღარ იტყვი,ვინ ხარ?
-ეგ უფრო გაინტერესებს,თუ თინა ბებო სად არი-ეგ?!
-ჰო,თინა ბებო სად არის?-არ დაიბნა გოგონა.
-აქ არის,მოდის ...-უკან მიიხედა და მომღიმარ მოხუცს ქალს მიესალმა,ის იყო უნდა გასულიყო გოგონას ხმა რომ გაიგო.
-მოიცა.!-შესძახა ინტერესით.
ისევ ისეთი მომღიმარი სახით გადმოხედა პატარა ქალს.
-ვინ ხარ?
-გიპოვი,ნუ გეშინია ...-გაეცინა და ადგილი თინა ბებოს დაუთმო.


ყაზახეთი.
10 ივლისი
14:45 საათი

-მამაჩემი იცი ვინ არი? ცოტა ნელა,ე!-ყვიროდა დერეფნიდან ვიღაც და საერთო საცხოვრებელში მყოფთ მყუდროებას ურღვევდა.-ჯანდიერის ბიჭი ვარ, ვის ეუბნებით ბიჭო?!
-შედი-მეთქი!-უყვირა მასზე ასაკით უფროსმა და საერთო ოთახში შეაგდო ახალგაზრდა ბიჭი-მოშინაურდი,სულ შენები არიან!-ირონიულად გადმოხედა ერთმა მეორეს.
-მამაჩემი მაგას რომ გაიგებს აი მეტიც არ მინდა შენი თავი ლანგარზე დადებული არ მომიტანოს!
-მამაშენის ბრძანებაა,ვარსკვლავ ბიჭუნა,აბა შენ იცი!-თვალი ჩაუკრა და ოთახის კარი მიხურა.
-რა შარში ვარ,წავსულიყავი და მესწავლა რა ომი და ბრძოლა ამიტყდა!-ამოიბურტყუნა ბიჭმა და კუთხეში მდგარი ორ სართულიანი საწოლის პირველ სართულზე დაიკავა ადგილი.
მეორე კარი აჭრიალდა და იქიდან მაღალი სხეული გამოვიდა,მხარზე პირსახოცი ჰქონდა გადადებული.
-ეს ადგილი ჩემია ...-მშვიდად დახედა ახალ მოსულს ლუკამ და პირსახოცი იქვე დადო.
-ბატონო?!
-ეს ადგილი ჩემია ...-მოთმინებით გაუმეორა წინადადება და ხელით ანიშნა ამდგარიყო.
-დღეიდან ჩემია ..!-ამაყად განაცხადა გაბრიელმა და ფეხები საწოლზე შემოაწყო.
-ეს ადგილი ჩემია ...-ნერვი არ უტოკდებოდა ლუკას.
-გავიგე,შენი იყო ახლა ჩემია!
-ფეხები ჩამოწიე,ეს ადგილი ჩემია ...
-შენ, დაყრუვდი?! გეუბნები ...-წინადადება არ დაამთავრებია ზარდასტანიშვილმა,ფეხში სწვდა და იატაკზე მთელი ძალით დაანარცხა.
-ყრუ აქ შენ ხარ,თუ არ გესმის სხვაგვარად გაგაგებინებ არც ეგ არი პრობლემა!-მშვიდად ამოილაპარა და საწოლზე ჩამოჯდა.
-ვის გაუბედე ბიჭო ...-დასარტყმელად გაქნეული ხელი მარტივი მოძრაობით გაუკავა ლუკამ და უეცრად ფეხზე წამომხტარმა მთელი ძალით ჩასცხო მხარში.
გაბრიელის ღრიალი მთელ შენობაში ისმოდა.
შემოვიდნენ და გაიყვანეს.

***
თებერვლის სუსხი ძვალ-რბილში ატანდა.
მზე ცის კაბადონზე მხოლოდ ანათებდა დედამიწას.
სითბოს ჩუმად დაატარებდნენ ადამიანები გულებით და მხოლოდ სანატრელს თუ უწილადებნენ ცოტა ოდენს.
ცხოვრება იყო ასეთი,არავის გაემტყუნებოდა.
სახელმწიფოს სათავეში ახლად მოსულ მთავრობას ხალხი ჯერაც ეჭვის თვალით უცქერდა.
თითქოს ბედნიერების უფლებას ვერ აძლევდნენ თავიანთ თავს და ტყვია-წამლის სუნით დამხრჩვალ ქვეყანას.
„დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრი ერთხმად აირჩია საქართველოს პარლამენტმა. იმედის თვალით უყურებენ უმცროს ჯანდიერს,რომლის მამაც ერთ დროს ამავე პოსტზე ემსახურებოდა სახელმწიფოს ... მიუხედავად იმ მცირე დროისა,რომლის განმავლობაშიც ბატონი ზურაბ ჯანდიერი პრემიერ მინისტრი გახლდათ,იგი საქართველოს ისტორიაში მაინც დადებით ფიგურად ისახება. გავიხსენოთ მისი წარსული ... 17 ივნისის ამბოხებისას ის და გენერალი ზარდასტანიშვილი იმ პირველთაგანი იყვნენ ვინც აჯანყებულებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ.ჯანდიერმა უყოყმანოდ დატოვა პოსტი და გაიხმო სპეც დანიშნულების რაზმები,რათა თავიდან აერიდებინათ სისხლის ღვრა.
დღეს მისი ვაჟი,გაბრიელი იკავებს ამ თანამდებობას ... პირდაპირ ეთერში ახლა ჩვენი ჟურნალისტი იმყოფება ... დეტალებს პრესკომფერენციიდან სწორედ ის გაგვაცნობს, გისმენთ ...“

მაღაზიაში შესულ გვანცას ნაცნობი სუნამოს არომატმა მთელი სხეული აუწვა.
მიბრუნება ვერ გაბედა,თავი დახარა და კარისკენ დაიძრა მკლავში,რომ წაავლეს ხელი და მთელი სხეულით მიიზიდეს.
-ნუ გამირბიხარ ...-ხმა ჰქონდა ჩახლეჩილი დათას.
-რაც გაგვიკეთეთ საკმარისი არ იყო ..?!-ხმა ძლივს დაიმორჩილა გვანცამ.
-მე გაგიკეთე ...?!-კიდევ უფრო ხრინწიანი ტონით მიმართა გოგონას და თავადაც ვერ გაანალიზა როგორ აევსო თვალები ცრემლებით.მომენტალურად აარიდა ამ გამჭოლ მზერას გოგონამ თავისი თვალები.
-ყველამ,შენც მათ შორის ... იცოდი ... დათა,ყველაფერი იცოდი და არაფერს მეუბნებოდი.
-როდის მოასწარი ასე გაზრდა,გვანცა ..?!-სევდიანად გაეღიმა ბიჭს-დიდი ხანია რაც თავით შეასკდი რეალობის დამწვარ კედლებს?მე ვიცხოვრე ამ რეალობაში ... საკუთარ თავში ამომწვეს იმის გამო,რომ დასავით ვერ შეგიყვარე ...-ინსტიქტურად მოუჭირა მკლავზე ხელი გოგონას,რომელსაც ტკივილიდან სახე დაემანჭა-რა მეთქვა,მამაშენის მკვლელს მამას შენც ეძახი და მეცთქო?!რა,მეთქვა მითხარი..?!
-დათა ...-ნიკაპი აუკანკალდა წინა ღამენათევ გოგონას.
-თუ გინდა შემიძულე,ოღონდ სამართლიანად ...-ამოიხრიალა ბიჭმა და გოგონას წაბლისფერ თმებში უმალ ჩამალა სახე,მთელი ძალით შეისუნთქა საყვარელი სურნელი.სული გაეხლიჩა უკან გადადმული ერთი ნაბიჯის გამო.-შენ,ჩემი ჯოჯოხეთი და სამოთხე ერთდროულად იყავი,გვანცა ...
რამდენიმე წამით ადგილზე გახევებულს ნიაღვარად დასდიოდა ლოყებზე,ცხელი ცრემლები
თითქოს ცეცხლის ალები პირდაპირ გულს უნთებდა.
იწვოდა შიგნიდან გენერლის პატარა ქალიშვილი.


საღამო საათებში,როცა ქალაქში ბინდი ეკვრებოდა არემარეს ვერის სასაფლაოზე მდგარ მამაკაცს ვიღაც მიუახლოვდა.
-გილოცავ,პრემიერ მინისტრობას ...-ჩაეცინა ახლად მოსულის ზურგშექცევით მდგარ ლუკას,რომელიც მამის საფლავს თვალს არ აშორებდა.
-მადლობა,უფროსო ლეიტენანტო ... თავისუფლად!-ორივეს სიცილი აუვარდათ ერთმანეთის დანახვაზე.
-როგორ ხარ,გაბრიელ?!-თბილად გადაეხვია ძველ მეგობარს ლუკა და საფლავის ქვის გასწვრივ სკამზე ჩამოსხდნენ.
-სკამმა მომიჭირა და გამოვცვალე ... შენ?!
-მაშინ გიყვებოდი აქაურობაზე,გახსოვს?! იქ ბაბუაჩემია დაკრძალული ...
-მახსოვს,მაშინ სხვის მიწას ვიცავდით კბილებამდე შეიარაღებულები.
-ასე იყო საჭირო,იმისთვის რომ დღეს აქ ამ სტატუსებით ვყოფილიყავით.
-ლუკა ... ხომ იცი,შენს ერთ სიტყვას შეუძლია ამ ქვეყნის ბედი შეცვალოს და ამ სიტყვას ისე ველოდები,როგორც შენთან ერთად კვლავ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის ...
-ვიცი,არ ავჩქარდეთ ... ამ მომენტს ათი წელია ველოდებით,ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა წავიდეს ... არანაირი ცდომილება,არანაირი კანონდარღვევა ... არც ერთი შეცდომა.
-პრეზიდენტს გაუჭირდა საპარლამენტო მართველობაზე გადმოსვლა,რესპუბლიკურ წყობას ვერ ეგუება ...
-შეეგუება,მოუწევს.-ჩაეცინა ლუკას.
-მინისტრთა კაბინეტი ნელ-ნელა ლაგდება,-ლუკადან მზერა გიორგის ქვაზე გადაიტანა-ძია,გიორგი ბოდიში მაგრამ თქვენები ცოტა დაბერდნენ ... ისევ ის დრო ჰგონიათ, ოცდა რაღაც მანეთად რომ დარბოდნენ მოსკოვებში ...
-რა უნდათ,ძველებს?!
-როგორ გაბედეთ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაო,ახალგაზრდების აშენებული ქვეყანა ჩვენ არ გვინახავსო ... როგორც მოსალოდნელი იყო.
-ლოიალურობა არ ივარგებს,ყველამ უნდა იცოდეს თავისი უფლებამოსილება სად მთავრდება.ამის ერთხელ შეხსენება მეორე ვადამდე ეყოფათ.
-ამირანი იყო გუშინ მოსული ჩემებთან ... მამაჩემი კბილებს აღრჭიალებს ყოველი მისი დანახვისას.ყველა მისი ბრალეულობა „რევოლუციის შვილებს“ შეაწერა,ვითომ თვითონ ნაშვილები იყო.
-ახლა მის ბიზნესზე ზრუნავს,სხვა არაფერი დარჩენია ...
-რას აპირებ?...
-მინდა,რომ ერთი პატარა სახლი ვიქირავო,ჩემებს იქ გადავიყვან სანამ ჩვენს სახლს ფერფლიდან აღვადგენ ამისთვის დრო დამჭირდება ... პირველ რიგში კი ორი ბილეთი მინდა ბუდაპეშტამდე.
-მანდ რა დაგრჩენია?!
-აი,მაგას მოგვიანებით გაიგებ.-გაეღიმა ლუკას და გაბრიელს გადმოხედა-შეძლებ?!
-რას მეკითხები,ლუკა?!რაც ჩემია შენიცაა.
-მანამ სანამ ანაგრიშების აღდგენას შევძლებ ... დროის საკითხია ავღანეთის ხელფასი პირად ანგარიშზე ირიცხება.
-ამ საქმესაც გადავცემ საჭირო ხალხს,რომ რაც შეიძლება მალე მოაგვარონ პრობლემა.
-სანამ წასული ვიქნები ...
-შენი ოჯახი,ჩემი ოჯახია.
-მადლობა გაბრიელ,ყველაფრისთვის.!
-ერთი პირობა მაქვს ...!-ღრმად ჩაისუნთქა ჯანდიერმა-მჭირდები და ამას ვერ გაექცევი.
-რას გავქცევივარ ოდესმე?!
-ბომბებს ავღანეთში,მშიშარა.-გაეცინა გულიანად გაბრიელს.
-სანამ განაღმვას ისწავლიდი,ლამის სამჯერ გამოასალმე მთელი ეკიპაჟი სიცოცხლეს!
-ცილისწამებაა!
იცინოდნენ ხმამაღლა და წრფელი მეგობრობით.


-დორა,აქ რომ ბიჭი იყო,შენ სახლში ... თვქენი ნათესავია?!..-ორ სართულიანი კორპუსის მეორე სართულიდან გამოელაპარაკა გოგონა შინ დაბრუნებულ დორას,რომელმაც ღიმილი ვერ შეიკავა.
-ვისზე მეუბნები,მართა?!..
-აი,დილით ... არაფერი,დაივიწყე ალბათ ამერია რაღაცები.-გრძელი თმები მკერდზე გადმოიყარა და თითებით ჩაწვნა დაიწყო.
-ლუკაზე ხომ არ ამბობ?!
-აბა,ლუკა?!-თმებს თავი ანება და აივნის მოაჯირზე გადმოდგა.
-ლუკა,რომ აქ ცხოვრობდა შენ მაშინ აქეთ არ იყავი ... გვანცას ხომ იცნობ?!
-კი ვანიკოსგან გამიგია ...
-ჰოდა გვანცას ძმა არის ლუკა,აი ამ სახლში ცხოვრობდნენ ...-გოგონამ დამწვარი სახლის კედლებს შეავლო მზერა.
-ააჰ,გასაგებია ... დედამ ყავაზე ამოვიდესო,საღამოს თუ ეცლებაო ...
-ახლა სტუმრები მყავს,ამ დღეებში შემოვუვლი.-გაუღიმა ქალმა გოგონას და თავისი სახლის კარი შეაღო.
გვანცა და თინა ბებო სამზარეულოში ისხდნენ და სესილის რაღაც ამბავს აყოლებდნენ.
ისიც არ იღლებოდა ლაპარაკით,ჩაის სვამდნენ დორაც რომ შევიდა ოთახში.
-რა ხდება,დორა გარეთ?!-წამოიწია სკამიდან სესილი.
-მშვიდობაა,არავინ არაფერს ამბობს,თითქოს არც არავინ იცის არაფერი ...
-იმათი ხომ არაფერი გაგაგია?!..-თავით მაღლა ანიშნა,დორაც მიხვდა რომ ამირანზე ეუბნებოდა.
-არა,ხომ გეუბნები არავინ ხმას არ იღებს ...
-ალბათ რაღაც გეგმა აქვს და ემზადება ... ლუკას რომ რამე დამართოს ... ჩემი ხელით გამოვწვავ იმ სახლში!
-ამდენი ხანი სად არის?-საათს ახედა გვანცამ.
-მალე მოვა ... მითხრა არ ინერვიულო ყველაფერი კარგად არისო ...-ხმადაბლა ჩაილაპარაკა სესილიმ-დორა,მეჩვენება თუ საუბრის დროს საშინლად ჰგავს გიორგის ...
-ამის თქმა მეც მინდოდა ..-ჩაერია თინა ბებო-მე ხომ გიორგის ახალგაზრდობაც მახსოვს?!-გაეღიმა თბილად ქალს-გარეგნულად შენ გგავს,მაგრამ საუბრის მანერა,მიხვრა-მოხვრაშიც კი ეტყობა მამამისის შვილია.
-მომიყევით მამაზე რამე ...-მაგიდაზე თავი დადო გვანცამ და დაბლიდან ახედა თინას და დორას.
თინამ წინსაფარი მოიხსნა და გოგონას გადმოხედა.
-მამაშენი ისეთი სიმპათიური იყო უბნის გოგოები მიყოლებით უვლიდნენ წრეებს აქაურობას,იქნებ და გიორგის თვალში მოვხვდეთო ... ერთ დღეს გიორგიმ სესილი,რომ მოიყვანა ცოლად იმ გოგოებმაც კი ვერ გაბედეს ცუდის თქმა,ვინც მთელი ცხოვრება სესილის ადგილზე ყოფნას ოცნებობდა ... ახლა ხომ ლამაზია,მაგრამ მაშინ ...-თვალები დახუჭა ქალმა და თავი გადააქნია- თოჯინას ჰგავდა ადამიანს კი არა. გაგიჟდა ბებიაშენი,მარინა რძალს ვერაფერი ვერ დაუწუნა და ბოლოს წამოიძახა ... ყველანაირად კარგი გოგოა,მაგრამ რუსული არ იცისო ...
-გახსოვს,დორა?!-გაეცინა სესილის ამის გახსენებისას.
-თქვენი ოჯახის რძალს რუსულის არ ცოდნა იმდენადნვე არ ეპატიებოდა,როგორც ახლა თქვენმა თაობამ ინგლისური არ იცოდეთ. მარინამ მასწავლებელი დაიქირავა და სესილის კვირაში ხუთჯერ სახლში დაუდიოდა რუსულის პედაგოგი.
-მარტო სწავლა დაეზარა და მე ორჯერ მასწავლეს რუსული.-სიცილში აჰყვა სესილის დორაც.
-სესილის მოყვანიდან ორ წელიწადში გიორგის მამა,ბაბუაშენი გარდაიცვალა და მარინა კოჯორში წავიდა.
-რომ გაიგო გიორგის რაც დამართეს გული გაუსკდა ...-ნაღვლიანად ამოილაპარაკა სესილიმ-კოჭორის სახლი ამირანმა გადაიფორმა თავის სახელზე.
-რა განუკითხაობა ყოფილა,როგორ შეიძლება ასეთი რამე მოხდეს,სად იყო პოლიცია?!
-ამირანის სახლში ქეიფობდა ... -სესილის სათქმელი თითქოს დორამ დაასრულა.


სახლში შემოსულ ლუკას ყველა ღიმილით შეხვდა.
ხელში პროდუქტების პარკები ეჭირა და სამზარეულოსკენ მოდიოდა კარზე ისევ რომ დააკაკუნეს.
-გვანცა,ესენი გამომართვი ... მე გავაღებ.-პარკები დას მიაწოდა და კარისკენ დაიძრა.
-ლუკა ...-ჩაილაპარაკა შეშინებულმა სესილიმ.
ადგილზე მისულმა მშვიდად გამოაღო კარი.
გოგონა მარცხნივ იყურებოდა გაღიმებული.
-მოვალ,ქალბატონო ნუნუ ერთი წამით ...-კართან მდგარი გაღიმებული ლუკა მხოლოდ მას შემდეგ დალანდა,რაც ნაცნობმა ჩაიარა და მან მეორედ დააპირა დაკაკუნება.
ჰაერში გაეყინა მაღლა აწეული ხელი.
-ჰო ...-უხერხულად ჩაილაპარაკა და ლოყები გაუწითლდა-დორას დაუძახეთ ორი წამით ...
-ვინ არის ლუკა?!-გამოსძახა სამზარეულოდან თინა ბებომ.
-არ ვიცი,ვიღაც გოგოა ... დორა,მგონი შენთან აქვს საქმე ...-ჩაილაპარაკა უდარდელად და მხრების ჩეჩვით გაემართა სამზარეულოსკენ.
თითქოს გული ჩაწყდა „ვიღაც გოგო“-ს გაგონებისას მართას.
კიდევ უფრო აუწითლდა ლოყები.
-გისმენ,მართა ...-თბილად გაუღიმა ქალმა გოგონას.
-ბოდიში,შეწუხებისთვის ...-ძლივს ამოილუღლუღა და მზერა ფეხსაცმელებს გაუშტერა-დედამ მიქსერი ...
-უიჰ,როგორ დამავიწყდა დაბრუნება ... ახლავე მოგიტან,შემოდი მართა რა ბოდიშებს მიხდი?!
-არა,არ მინდა გარეთ დაგელოდებით ...
-გაცივდა სახლი,შემოდი.
-არა,აქვე ვიქნები დამიძახეთ ...-კარი თავისი ხელით გამოხურა და ზამთრის სუსხისგან გაყინულ კედელს აეკრო.
ლამპიონებს მზერა უნებურად გაუშტერა გოგონამ.
თოვდა.
წლების შემდეგ ისევ თოვდა ქალაქში.
თითქოს პირველი თოვლის სიხარულიც წაიღო „ვიღაც გოგომ“.
-აი,შენი მიქსერი ასე მეორედ აღარ მოიქცე,რომ გეუბნები შემოდი უნდა შემოხვიდე!-გაუწყრა დორა და გოგონას თვალი გაუსწორა.
შეკრთა ქალი მართას თვალების დანახვისას.
თითქოს ყველა სიტყვა ეკალივით შეერჭო.
-მართა,ხომ კარგად ...
-ბოდიში შეწუხებისთვის ...- ამოილაპარაკა გაუბედავად გოგონამ და კიბისკენ დაიძრა.
დაინახა ფანჯარასთან მდგარმა, პატარა ქალის ნაღვლიანი თვალები და უნებურად გაეღიმა.
„ანუ რაღაც უკვე არის“...
ფიქრობდა ფიქრებში ფიქრებად დათოვლილი ზარდასტანიშვილი და ჰორიზონტს იქით თოვლს მიჰქონდა მისი ღიმილის ერთადერთი მიზეზი.

-ლუკა,ახალი ხომ არაფერია?!..
-ამ დღეებში საცხოვრებლად გადავალთ დროებით სხვაგან ...
-სად?!-დაიძაბა სესილი.
-ჯერ არ ვიცი,მოვძებნი შესაფერის სახლს.
-კი მაგრამ აქ რატომ არ რჩებით ..?!-შეწუხდა თინა.
-საკმარისზე მეტად დაგვეხმარეთ ასე ვეღარ შეგაწუხებთ ...-ლუკამ ქალს თბილად გაუღიმა.
-კი მაგრამ ...
-აცადე,დედა ...-შეაწყვეტინა დორამ თინას საუბარი-დროა ისწავლონ,როგორ გახდნენ ოჯახი.წინ მთელი ცხოვრებაა.
-მამაჩემის სიკვდილიდან დღემდე რაც გაგვიკეთეთ ყველაფრისთვის მადლობას გიხდით ...-თინას ფეხებთან ჩაიმუხლა ლუკა და ქალის დაბერებული ხელები თავისაში მოიქცია-თქვენ რომ არა წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა ...
-ღმერთი გაჭირვებულს არ გასწირავდა,ჩვენ თუ არა სხვა იქნებოდა ... -თბილად გაუღიმა თინამ ლუკას და დანაოჭებული ხელი სახეზე ჩამოუსვა.


15 ივლისი
15:20
ყაზახეთი.


-ბედი შენი მოტეხილი არ მქონდა ხელი,თორემ ...
-თორემ,რა?!-ურეაქციო იყო ზარდასტანიშვილი.
-ოთხივე კიდურს მოგტეხავდი სინქრონში !
-ამიტომაც ახსენებ მამაშენი სახელს წინადადებაში ხუთჯერ?!
-შენ რომ მამაჩემის ნაირი მამა გყავდეს ...-სიტყვის დამთავრება არ აცადა ლუკამ.
უმცროსი ჯანდიერის ღრიალმა ისევ აიკლო იქაურობა.
-არ დაიღალეთ?!-შესძახა დაცვის უფროსმა და მარჯვენა ხელამოვარდნილი გაბრიელი ორად გაკეცილი გაიყვანეს ოთახიდან.

20 ივლისი
20:15
-მისმინე ან თავს დამანებებ ან დავაჭერინებ შენ თავს და ეგ იქნება!-შესძახა გაბრიელმა როცა აბაზანიდან გამოსული ლუკა უეცრად შეეჩეხა ვიწრო დერეფანში.
ხმა არ გაუცია ლუკას.
გვერდი აუარა და საერთო ოთახისკენ წავიდა.
-გიჟია,გადარეული!-ამოილაპარაკა თვალებდაქაჩულმა გაბრიელმა და აბაზანის კარი ფეხით შეაღო.

21 ივლისი
03:15
-ოე,კუ ნინძა შენც არ გძინავს?!-მეორე სართულის საწოლიდან ჩამოსძახა ლუკას,რომელიც ფანჯარაში შავად შეღებილ ლურჯ ცას უმზერდა.
-ფეხებზე გადავიდე თუ მოისვენებ ოდესემ!?
-ექთანმა მითხრა მამაშენზე ... ბოდიში,რა არ ვიცოდი.მამაჩემზე მაგარი კაცი ყოფილა.
ხმა რომ არ გასცა ისევ მან განაგრძნო ლაპარაკი.
-სულ ასეთი სიტყვის ჟმოტი ხარ თუ ... ჩემთან იფასებ თავს?!
პასუხი ისევ არ იყო.
-რა მინდოდა რას ვერჩოდი იმ გოგოს მომეყვანა ცოლად და ვიქნებოდი სახლში ორი შვილის მამა,ამას არ სჯობდა?!ოე,ჯეკი ...
-რა ჯანდაბა გინდა?-შეუღრინა ლუკამ და გაბრიელმაც განაგრძო.
-უსიყვარულოდ ქალის ცოლად მოყვანა ჯობია თუ ყირგიზეთში შენთან ერთად საწოლში წოლა?!
-ყაზახეთში ხარ,იმბეცილო.
-დიდი განსხვავება,ძაან!თბილისში ჩემ თბილ საწოლში წოლას პარიზის აპარტამენტებიც არ მერჩივნა,მაგრამ დამიფასა ვინმემ პატრიოტობა?!
-სულ ამდენს ლაპარაკობ თუ ამოვიდე და გაგთიშო?
-ძაან ნუ გამითამამდი,მამაჩემი არა მაგრამ თბილისში კაცთა უფლებების დამცველი მეგობარი მყავს,ბულინგზე იცი რამდენია ციხე?!
-აღარ იძინებ?!
-მოწიე ყური,რაღაც უნდა გითხრა ...
-რა შარში ვარ ...-ამოიზმუილა ლუკამ.
ხუთ წამიანი დუმილის შემდეგ საეჭვო მოძრაობები იგრძნო და გვერდით რომ გაიხედა პირდაპირ გაბრიელის გაკრეჭილი სახე დაინახა.
-მოგეწია ყური,აქ კედლებსაც ყურები აქვთ ...!
-რა ჯანდაბა გინდა,აღარ იტყვი?
-ნუ ღრიალებ,მაცადე ... იცოდი,რომ ესენი ავღანეთისთვის გვამზადებენ?!
-რა?!-წამოიწია ლუკა.
-ჰო,მიყურე ახლა მაჩვის თვალებით გეუბნები ... ყველაფერი გასაგებია,ვისაც გიყურებთ თავზეხელაღებულები ხართ,მაგრამ მამაჩემმა მე რატო გამწირა ასე მეც არ ვიცი ...
-გადაეთრიე ჩემი საწოლიდან.
-უხეში!-ჩაიქირქილა გართობის ხასიათზე მოსულმა ჯანდიერმა და საწოლზე წამოჯდა-როგორ ფიქრობ შევცდი,რომ არ მოვიყვანე ..?!
-გააჩნია,არ ვიცი.
-მას ვუყვარდი,მე არ მიყვარდა ...
-მაშინ სწორად მოიქეცი.
-რა იცი?!
-აქ სიკვდილი ჯობია იმ ქალის ქმრობას,რომელიც არ გიყვარს.
-შენ ცოლი გყავს?
-გეფიცები ფეხსაც მოგტეხავ თუ არ დამანებებ თავს.


***
სკოლის ეზოდან გამოდიოდა ნაცნობი სხეული რომ დაინახა მანქანასთან მდგარი.
თავადაც ვერ გაანალიზა,როგორ უცნაურად აუფრთხიალდა გული ისე თითქოს პირველად ხედავდა ადამიანს ვისთან ერთადაც გაიზარდა.
-აქ რას აკეთებ ..?!-მის წინ ამაყად დადგა და მზერა გაუსწორა მანდარიას.
-მეც მომენატრე, დაიკო ...-სახეზე ირონიული ღიმილი გამოსახა დათას.
-მე შენი და არ ვარ!-შესძახა გოგონამ და უნებურად ხალხის ყურადღებაც მიიქცია.
-თქვენი არ ვიცი და მე მოხარული ვარ ამ ფაქტით.-გულზე ხელი დაიდო დათამ და გაღიმებულმა გააღო მანქანის კარები-ჩაჯექი,ვისაუბროთ.
-არაფერი გვაქვს სასაუბრო.
-ჩაჯექი,გვანცა ...
გოგონას ჩანთა მოხერხებულად აართვა და უკანა სავარძელზე მოათავსა,თავით ანიშნა გვანცას ჩამჯდარიყო და ისიც დაჰყვა მის ნებას.
მანქანა დიდი სისწრაფით მოსწყდა ადგილს და მალევე მიეფარა თვალს.
-აღარ გეშინია სისწრაფის?!-გაეღიმა დათას გვანცას მშვიდ სახეზე.
-ვიცი,რომ დამიჭერ,როგორც მაშინ ...
-ეგ აღარ განმეორდება.
-ამისგან ვინ დაგვაზღვევს?!-გაეღიმა გოგონას და მზერა დათას სახიდან გზაზე გადაიტანა-ახლა მანქანა რომ მოცურდეს და აი იმ ხეს შევასკდეთ ... კარგი,მე მამაჩემს და ჩემს ძმას მაინც ვნახავ იქ ... შენ რა გეშველება,მანდარია ამდენ ცოდვას როგორ წაიღებ?!
-მამაჩემის ცოდვებს ღმერთი მე თუ მომკითხავს ... ვკითხავ,ჩემი ბრალია მის შვილად რომ გავჩნდი-მეთქი?!-სევდიანდ გაეღიმა დათას და გვანცას გადმოხედა-ჩემი ბრალია მამაჩემის შვილი,რომ ვარ ?!
მანქანაში გამაყრუებელი დუმილი ჩამოწვა,თითქოს ჰაერიც გაიჟღინთა დაურღვეველი სიჩუმით.
-და,შენ ზარდასტანიშვილო ..?!-ისევ იღიმოდა დათა და სიჩქარეს ნელ-ნელა უმატებდა-შენ,ჩემი ცოდვას როგორ ზიდავ?
-რომელ ცოდვას?
-გეყფოა,გვანცა ...-გადაიხარხარა მანდარიამ და სიჩქარეს მოუმატა,უკვე მცხეთის გზაზე იყვნენ და არც ერთს ანაღვლებდა ეს-იცოდი ... რამდენი წელია რაც იცი,რომ მიყვარხარ?
-სისულელეს ნუ ამბობ!-შესძახა აჭარხალებულმა გვანცამ.
-ჩვენ შორის რომელი უფრო ცოდვილია,ის ვინც იცოდა რომ მის ძმას უყვარდა თუ ის ვისაც უბრალოდ გენერლის ქალიშვილი შეუყვარდა?!
-გააჩერე მანქანა!-შეჰკივლა პატარა ქალმა და მთელი ძალით დაუშინა მუშტები საჭესთან მჯდომს,რომელმაც ოსტატურად გადააყენა მანქანა და ძრავი გამორთო.-ცხოველო,ეს როგორ იფიქრე!-გამეტებით კიოდა თვალცრემლიანი გვანცა-ეს როგორ გაივლე გულში ... -მანქანის კარი გამოაღო,მწყობრიდან გამოსულს გადმოსვლისას ფეხები ერთმანეთში აეხლართა და მთელი ძალით დაენარცხა მიწას.
-გვანცა!-მანქანიდან სასწრაფოდ გადავიდა დათა და ხრიოკ მიწაზე მუხლებით მდგარ ატირებულ გოგონასთან დაიხარა.-გეტკინა?!-მუხლები გადაყვლეფოდა გოგონას და სისხლში არეულ მტვრის ნაწილებს მთლიანად დაეფარათ მუხლის თავები.
-ეს როგორ იფიქრე ... შენ თვალწინ გავიზარდე,ნუთუ ... ნუთუ ამას მართლა ფიქრობდი?!-ცრემლებს აყოლებდა სიტყვებს პატარა ქალი.
-მაპატიე,ხომ იცი რომ ასე არ ვფიქრობ ... ყოველთვის ახერხებდი ჩემს გაგიჟებას. გააზრებულად თუ გაუაზრებლად ყველა გოგო ჩამომაშორე ვინც ჩემს ირგვლივ ტრიალებდა,შემისწორე თუ რამე მეშლება ... მე უბრალოდ ...
-სულელი ხარ,დათა ... სულელი,რომელიც არ იმსახურებს არაფერს კარგს!-შეჰკივლა გოგონამ-სულაც ჩემი მეგობარი რომ ყოფილიყავი და სხვა პრივილეგია ჩემთან არ გქონოდა მაინც არ დაგანებებდი იმ სულელებთან ყოფნას,ახლა გიყურებ და სწორედ რომ მათნაირს იმსახურებ!
-რა პრივილეგია მქონდა?!-გაეღიმა დათას და მანქანიდან გადმოტანილი წყლის ბოთლს თავსახური მოხსნა.
-მე მეგონა ჩემი ძმა იყავი,მეგონა ნორმალური იყო ... რასაც შენგან ვუყურებდი მეგონა ეს ჯანსაღი და-ძმობა იყო,ვჩხუბობდით ისე როგორც ... როგორც სხვები ჩხუბობენ ხოლმე.ყველგან დაგყავდი,გვერდიდან არ მიშორებდი ...
-ნორმალური იქნებოდა,მე და შენ მართლა და-ძმა რომ ვყოფილიყავით.-გოგონას მუხლი დაიჭირა და ფრთხილად დაასხა წყალი.გვანცას თითები მხრებზე რომ წაეპოტინა და მთელი ძალით მოუჭირა გაეღიმა.-ხომ გეუბნები სუსტი ხარ მეთქი?!
-მტკივა,იდიოტო სული მაინც შემიბერე!-გვანცას ბავშვურ ხმაზე სიცილი ვერ შეიკავა დათამ და სალფეთქით ფრთხილად მოუწმინდა გაწითლებული მუხლი.
-აჰა,მორჩა ...-გვანცას გვერდით ჩაჯდა და მანქანის კარს მიეყრდნო-ხო არ გცივა?!
-არა ... თბილი ამინდია.არადა გუშინ თოვდა.
-ჰო,თებერვლისთვის უჩვეულო.
-ეს რატომ იფიქრე,დათა?!..-ხმა აუკანკალდა გოგონას-ჩემზე ასეთი რამ როგორ იფიქრე?!
-მინდოდა,რომ მეფიქრა და ვიფიქრე!
-ეგ სადაურია?
-ასე სჭირდებოდა ჩემ შინაგან მდგომარეობას,მაშინ.
-რატომ?
-შენი ბნელი მხარე მჭირდებოდა დასაბალანსებლად.
-რას გულისხმობ?
-სხვა შემთხვევაში მე ვიქნებოდი ბიჭი,რომელსაც მის სახლში მოყვანილი პატარა გოგონა შეუყვარდა,ნაცვლად იმისა რომ დასავით მიეღო შეუყვარდა,გესმის?!
-და ამას წინასწარ ვსაზღვრვათ ხოლმე?-მშვიდად გადმოხედა გოგონამ დათას ამღვრეულ თვალებს-მითხარი,შენი სურვილით მოხდა ..?!
-ვერ შევეწინააღდმეგე ... რამდენჯერად თვალს გარიდებდი იმდენჯერ მოხვიდოდი კალთაში ჩამიჯდებოდი და რაღაც საოცრებებს მაკეთებინებდი ...-გაეღიმა დათას.
-გახსოვს,ღამის სამ საათზე ცაზე ვარსკვლავები რომ დაგათვლევინე ?!-გადაიკისკისა გვანცამ.
-მახსოვს,ერთი კვირა მეშინოდა მეჭეჭი არ გამომვსლოდა!
-რა სასაცილო სიტყვაა,გახსოვს ამაზეც რამდენს ვიცინოდით?-ორივეს სიცილის ხმა არავის ესმოდა ერთმანეთის გარდა და ეს სრულიად საკმარისი იყო.
-ნაადრევად გაიზარდე ... თხუთმეტი წლისას უკვე ოცი წლის გოგოს შეხედულება გქონდა ...
-და ამით ამართლებდი,რომ შენზე ხუთი წლით უმცროსი შეგიყვარდა?-ისევ იცინოდა გოგონა.
-ნუ დამცინი,ოდესმე შენც შეგიყვარდება და მერე ასე თავისუფლად ვერ ილაპარაკებ!-გული ჩამოეკაწრა ამ სიტყვების თქმისას დათას.
-არ შემიყვარდება ..!-მტკიცედ წარმოთქვა გვანცამ და ატკიებულ მუხლს საჩვენებელი თითი ფრთხილად გადაუსვა.
-აკი ამბობდი,ვერ შეეწინაღმდეგებიო ..?!-ამოიხრიალა დათამ და ხედს მოავლო მზერა.
-ეს თქვენ,კაცები ... ჩვენ შეგვიძლია სიყვარულზე ძლიერები ვიყოთ.
-სიყვარულზე ძლიერი არავინაა ამ ქვეყნად,გვანცა.
-მე ვიქნები ... როცა შენზე უარს ვიტყვი.-გაჭირვებით წამოდგა და მანქანის კარი გამოაღო,სკოლაში წამიყვანე,მანდარია.
თითქოს ბოლო სიტყვის წარმოთქმისას ამ გვარის ყველა ცოდვა ერთიანად დააწვა სულზე დათას.
ძლივს აზიდა დამძიმებული სული სხეულთან ერთად და საჭესთან მოთავსდა.
სკოლამდე ისე მიიყვანა ხმა არც ერთს აღარ ამოუღიათ.
ჭიშკართან ლუკა იდგა,ცუდად ენიშნა დათას მანქანიდან გადმოსული გვანცა,რომელიც მისკენ მიიწევდა.
-აქედან წამიყვანე,ლუკა ...-ამოიხრიალა გოგონამ და მამაკცს მთელი ძალით ჩასჭიდა ხელი.
ლუკამ ხელი გადახვია პატარა დას და ისე გაუყვნენ სახლისკენ მიმავალ გზას.
-ტირილი თუ გინდა იტირე,გვანცა.
-რა იცი,რომ ტირილი მინდა?-ამოიჩურჩულა და თავი დახარა,თითქოს არ უნდოდა ვინმეს მისი ცრემლების მიზეზი გაეგო.
-აი,ასე და-ძმურად ვგრძნობ ...-გაეღიმა ლუკას-ჯერ ისეთი პატარა ხარ,ცრემლები შვებასაც მოგანიჭებენ.

ცრემლები შვებას ვეღარ ანიჭებდნენ ...
მასში ბავშვობა მთავრდებოდა ...


***
31 აგვისტო
05:15
საერთო ოთახში სადაც ათამდე ბიჭს ეძინა უეცრად ხმაური ატყდა.
-ადექით!-შესძხეს ხმამაღლა და შუქების ნაცვლად თითქოს პროჟექტორები მიანათეს ბიჭებს.
-სახლში საათი არ გაქვთ თქვენი გუგული ...
-რაა?!-პირდაპირ სახესთან უღრიალა სახე დაბრეცილ გაბრიელს სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა.
-გავიღვიძე მადლობა,არც ისე ტკბილი „დილა მშვიდობისა“ იყო..-ამოუბურტყუნა და ლუკას გადახედა,რომელსაც სახეზე ისევ არაფერი ეწერა-თეთრი ეტრატი ხო არ ხარ ბიჭო,თქვი რამე!
-ჩაიგდე ენა ...-ამოილაპარაკა ლუკამ და თვალები ერთ წერტილს გაუსწორა.
-მე თქვენ მოგიყვანთ ჭკუაზე!-თავის ქნევით ჩამოუარა ფორმიანმა თითოეულ მათგანს და გაბრიელთან გაჩერდა.-თქვენ,გარეთ!
-ვგიჟდები თავაზიანობაზე,ზოგადად სულ თქვენობით ...-მუცელში რეზინის ჯოხი რომ მოხვდა და ორად გაკეცილმა ძლივს ამოითქვა სული მხოლოდ მაშინ მიხვდა რომ ზედმეტი ლაპარაკი აქ არ გამოადგებოდა.
-ზარდასტანიშვილი,დროზე!-იღრიალა ფორმიანმა და ორივეს გარეთ გაუძღვა.
-რა დავაშავეთ ეგ მაინც გვითხარით,ამ დემოკრატიისთვის იბრძოდა ბაბუაჩემი გერმანიაში?!-ამოთქვა გაბრიელმა და წელში ძლივს გასწორდა.
-ბაბუაშენი დემოკრატიისთვის კი არა ...-თავი გადააქნია ფორმიანმა-ას ორმოცდაათი აზიდვა!-გაბრიელს ინსტიქტურად დაექაჩა თვალები.
ლუკამ უხმოდ დაიწყო დავალების შესრულება.
მეთხუთმეტე აზიდვაზე გაბრიელის წუწუნი უკვე ნახევარ დანაყოფს ესმოდა.
-ჩემი სიკვდილი თუ გინდოდათ გესროლათ პირდაპირ,რომელი მძლეოსანი მე მნახეთ!
-გააგრძელე!-უღრიალა ყურთან მეორე ფორმიანმა და მანაც ძლივსძლიობით აზიდა რამდენჯერმე სხეული.
მეასე თვლაზე გაბრიელი უგონოდ ეგდო მიწაზე,ლუკას კი მთელი სხეული დაცვარული ჰქონდა ოფლისგან.
არ იცოდა რა ხდებოდა მის თავს,არც ის იცოდა რატომ იყო აქ.
ერთადერთი ვინც აინტერესებდა თავისი დედა და პატარა და იყო,რომლებსაც ხვდებოდა ისე ვერ ნახავდა თუ აქ თავის მოვალეობას არ მოიხდიდა.
თითქოს წინასწარ იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა.
-მამა აღარ მყავს!-ამოიზმუილა საწოლზე დაცემულმა გაბრიელმა,რომელიც ზუსტად ორმა კაცმა მიიყვანა თავის ლოგინამდე.
***
ახალი სახლი ერთი ქუჩის მოშორებით მდებარეობდა.
ცხრა სართულიან კორპუსში მეშვიდე სართულზე იქირავა გაბრიელმა სპეციალურად ლუკას ოჯახისთვის.
კორპუსს რამდენიმე ადამიანი იცავდა ყველასგან შეუმჩნევლად.
ლუკას წასვლის დღე ახლოვდებოდა და გაბრიელს სრული მობილიზება ჰქონდა.
-ლუკა,რატომ მიდიხარ შვილო?!-აივანზე მჯდარ ლუკას სესილი წამოადგა თავზე.
-ასეა საჭირო,დედა არ ინერვიულო რა?!-დაბლიდან ახედა ქალს და თბილად გაუღიმა,თითქოს იმ სიტყვებისთვის მეასედ უხდიდა ბოდიშს.
-რამდენი წლის ხარ,ჩემო დატანჯულო ბიჭო და მაინც კრთის შენ თვალებში პატარა ლუკა ...
-მეგონა მამასთან ერთად მოკვდა იმ დაწყევლილ დღეს ...-ამოიხრიალა მამაკაცმა და პატარა სკამზე ჩამომჯდარ სესილის დახედა.
-შიშებს გიორგიზე ფიქრებით ვებრძოდი,საკუთარ თავს ვუმეორებდი ... „ესეც გაივლის,სესილი წახვალ ..“ ყოველ ჯერზე როცა ჩემკენ ხელის გამოწევას შეეცდებოდა თვალებს ვხუჭავდი და თითქოს თავიდან ვკვდებოდი,წარსულის ვაკუუმში დავცურავდი და ვფიქრობდი რა ბედნიერი ვიყავი შენ რომ დაგდევდი ეზოში,გიორგის რომ ვუცდიდი და ბაჩოს ცხელ სადილს რომ ვუმზადებდი ... ვფიქრობდი ყველა ბედნიერ წამზე და ვოცნებობდი,რომ თქვენთან მალე წამოვსულიყავი ... მერე თვალებს ვახელდი და ის იქ აღარ იყო.
-მაპატიე,რომ ამის გადატანა მოგიხდა,კარგი!?-დედამისის სახე ხელის მტევნებში მოიქცია და შუბლზე ძლიერად აკოცა-ჩემი თვალებიც მაპატიე,კარგი?!
-მხოლოდ თქვენ მყავდეთ კარგად ...
-ყველაფერი კარგად იქნება ... ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება ვიდრე ჩვენს ყველაზე მიუღწეველ ოცნბებში წარმოგვედგინა.
-ამაში ასე დარწმუნებული როგორ ხარ?
-აი,ასე ცას უყურე და მიხვდები,რომ ამ ქვეყნად უსამართლობა ვერასდროს იზეიმებს.
-ახლა ისე გავხარ მამაშენს,ისიც ასე გატაცებით საუბრობდა მშვიდობაზე.
-მან იცოდა მშვიდობის ფასი და ბოროტების საზღაური.
-ლუკა,ჩემო ბიჭო,რამხელა გაიზარდე,დე?!..-ცრემლებით აევსო ქალს მწვანე თვალები და დანაოჭებული მკლავებით შვილის მხარს მოეხვია.

***

-შენ გგონია ასე მარტივად გაჩერდება?ყველას ღორებივით დაგვკლავს ვინც მამამისის სიკვდილში ხელი გავისვარეთ,ნოდარ!-ღრიალებდა ნოდარ მამარდაშვილის კაბინეტში.
-სამძიმარი ამირან,ანუ პირველი შენთან მოვა ...-მშვიდად ამოილაპარაკა მამაკაცმა.
-და გგონია შენამდე ვერ მოაღწევს?იცი ამას რა ჰქვია,ნოდარ?!-გაეცინა ამირანს-დომინოს პრინციპი ... თუ ჩემამდე მოვა,არც შენთან დარჩება ვალში.
-ჯანდიერის ფრთის ქვეშ ვარ,იმაზე მაგარი ზურგი მყავს ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია,შენ გგონია ასე მარტივად მისცემენ ჩემს კართან მოსვლის საშუალებას?
-სწორედ რომ ჯანდიერის ბიჭის სახელით გაეცნო ჩემ დაცვას,ამაში რაღაც უცნაურს ვერ ხედავ?
-ნებისმიერს შეეძლო ყოფილი მინისტრის სახელი გამოეყენებია და შენ სახლში ისე შემოსულიყო,ნებისმიერს ... ვინც იცის როგორ უძვრებოდი ზურაბს და როგორ არ შეგიძვრინა!
-ასე ლაპარაკის უფლება არ გაქვს,ჩემ ხარჯზე იყო რომ მოხვედი ხელისუფლებაში,მე მოვკალი გენერალი ზარდასტანიშვილი,მე გესმის?!-თვალები ლამის ბუდიდან გადმოსცვივდა მანდარიას-მე დაგსვით იმ სკამებზე და ბოლოს ისე მომისროლეთ ...
-როგორც რიგითი პაიკი,შენ თავიდანვე ამ პოზიციისთვის იყავი განკუთვნილი,ცუდია რომ თავის დროზე მეგობარს არ დაუჯერე და სიხარბემ იქამდე გაგიშვა სასხლეტსაც გამოჰკარი რამდენჯერმე ხელი ... უფრო ცუდი,თუ ამით ამაყობ,ამირან ...
იგრძნო როგორ მოუჭირა ყელში რაღაცამ და სწრაფად შეიხსნა პერანგის ორი ღილი.
-ჯანდიერთად ლაპარაკი მინდა ...-ძლივს ამოთქვა სახეწაშლილმა.
-რა საკითხზე?
-პოლიტიკაში დაბრუნებას ვგეგმავ,ვერ დავუშვებ რომ ზარდასტანიშვილის ნაშიერმა მთელი ცხოვრება თავზე დამამხოს,ისედაც ყველაზე ძვირფასი წამართვა ...
-ქალი ვერაგი რამაა,არა?!-გაეცინა ნოდარს.
-შვილი.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ამირანმა-სესილი ეს ... ეს როგორ ვთქვა ...
-მიზანი იყო,რომელსაც მიაღწიე ...
-მაგრამ გვანცა ... ის ისეთ სუფთაა,ისეთი უცოდველი ... მხოლოდ მასთან ვხდებოდი ის ვინც მინდოდა რომ ვყოფილიყავი - მამა.
-არაკაცი ხარ,ხო გესმის არა?!
-მესმის,ვიცი ... მაგრამ ახლა სინანული გვიანია.
-შევათანხმებ ჯანდიერთან შენს შეხვედრას,მაგრამ მეეჭვება,ამირან.
-შემატყობინე მისი პასუხი!
კაბინეტი სასწრაფოდ დატოვა და ოფისის კიბეები ელვის სისწრაფით ჩაიარა.
ჰაერში მოახლოებულ სიკვდილის სურნელს მანდარია მთელი ორგანიზმით გრძნობდა.
კაპილარებში სისხლთან ერთად შიშის ნაწილაკები ირეოდა და გულს უფრო და უფრო უჭირდა მუშაობა.


***
საღამო იყო ლუკა სახლში პროდუქტებით ზდახუნძლული დაბრუნდა.
-რა ხდება,ლუკა?ომია?-კარში შეეგება გვანცა ძმას.
-დღეს სტუმარი გვეყოლება,მინდა რომ გაგაცნოთ ჩემი მეგობარია ...
-რა კარგია ...-გულწრფელად გაუხარდა სესილის და გვანცასთან ერთად პროდუქტების ამოლაგება დაიწყო.
ორ საათში კარზე კაკუნი გაისმა.
გვანცა სამზარეულოდან მისაღებ ოთახში გამოდიოდა ხმა რომ მოესმა და თავად გააღო კარები.
-ბიჭო,მეშვიდეზე ცოტა ... -ხმა ჰაერში გაუწყდა გოგონას რომ მოავლო მზერა-გამარჯობა.
-გისმენთ ...-გაუღიმა გვანცამ მამაკაცს.
-მე ...
-გაბრიელ,შემო ...-კარში გახიდულ მეგობარს შეეგება ლუკა.
-როგორ ხარ?-მოკრძალებულად გაუღიმა ჯანდიერმა და ფრთხილად აუარა გოგონას მხარი.
-არამიშავს,შენ როგორ ხარ?დაგაწვა სამშობლო მხრებზე?-გაეცინა ლუკას,გვანცას თვალები გაუფართოვდა ძმის გამხიარულებულ სახეზე.
-მალე წელსაც გამიკავებენ იმდენს იზამენ ... -ხელში დაჭერილი თაიგული ღიმილით მიაწოდა გვანცას და უკან სვლით შევიდა მისაღებ ოთახში.
-დედა,გაიცანი გაბრიელ ჯანდიერი ... ჩემი მეგობარი.
-თქვენ ... თქვენ პრემიერ მინისტრი ...?!-ქალს თვალები დაექაჩა გაოგნებისგან.
-დიახ,სასიამოვნოა,ქალბატონო სესილი ... მსმენია თქვენს სილამაზეზე,მაგრამ ასეთ სანახაობასაც არ ველოდი ... მართლაც ულამაზესი ქალბატონი ხართ...-
-რას ამბობ,შვილო დავბერდი ...-გაეღიმა სესილის.-თქვენ ერთმანეთს საიდან იცნობთ?
-ავღანეთში ერთად ვიყავით.თქვენი შვილი იქ გავიცანი,თავიდან გაგვიჭირდა,არ მოვწონდი ... მერე მიხვდა არ მოვეშვებოდი და ახლა ასე ვართ-გაეცინა გაბრიელს წარსულის გახსენებაზე.
-იქ რა გინდოდათ შვილო?!-სახე დაუნაღვლიანდა სესილის.
-მე თავში ავარდნილი მამიკოს ბიჭი ვიყავი,ლუკა დასამალი ობიექტი და ასე აღმოვჩნდით ჯერ ყაზახეთში,შემდეგ ავღანეთში.
-დღემდე ვერ ვიგებ ვინ და რატომ გააკეთა ეს ..-თავი დახარა სესილიმ და მაგიდის ზედაპირს ფრთხილად გადაუსვა ხელი.-გვანცა,სტუმარს ყავა გაუკეთე ...
-ჰკითხე იქნებ არ უნდა ..?!-მხრები აიჩეჩა გვანცამ.
-ოთხი კოვზი შაქრით.-გაბრიელს არც შეუხედავს გვანცასთვის ისე მიმართა და სესილის მოუბრუნდა.-დედა არ მყავს ...-თითქოს ხმა ჩაუვარდაო ახოვან მამაკაცს-ყოველთვის ვოცნებობდი დედაჩემს მწვანე თვალები ჰქონოდა ... ისე,როგორც ბებოს,რომელმაც გამზარდა.-სესილის გული აუჩქარდა მამაკაცის თვალებში მიუსაფარი ბავშვი რომ შენიშნა.მისი დანახვა ნებისმიერი ქალისთვის მარტივი იყო.-თქვენ ისეთი მწვანე თვალები გაქვთ ... როგორც ამბობენ თქვენ დავიწყებას ვერავინ ვერასდროს შეძლებს,ქალბატონო სესილი ...
ქალმა ცრემლები ვერ შეიკავა და უნებურად გაეღიმა გაბრიელის სიტყვებზე.
-ახლა ამატირე!-გაეღიმა ბიჭებსაც.-ყოველთვის გქონდეს ჩვენი იმედი,ჩვენ შენი გვექნება,ისე როგორც ბაჩოსი გვექნებოდა ... ცოცხალი რომ ყოფილიყო.-ლუკას საფეთქლებში დააწვა მთელი სიმძიმით სისხლი.გაბრიელმა ვერ მიხვდა რატომ გაეყინა კიდურები ქალის სიტყვებზე,თითქოს გონება ნელ-ნელა აანალიზებდა ნათქვამს.
-აი,ყავაც ...-სამზარეულოდან ცქრიალით გამოვიდა გვანცა და ყავის ფინჯანი წინ დაუდო სტუმარს.-სხვას ხომ არაფერს ინებებთ?!-წარბები მაღლა აწკიპა.
-არა,მადლობა.
-მე დროებით ქვეყნიდან მივდივარ,აქ გაბრიელის ნომერია ... დედა,ნებისმიერი რამ რაც უცნაურად მოგეჩვენება ეზოში ან სამეზობლოში,თუნდაც სახლში ... ერთი გადაადგილებული ნივთიც კი რომ შეამჩნიო მაშინვე რეკავ!
-ლუკა,ასე მაშინებ ...!-შესძახა სესილიმ.
-საშიში არაფერია,სიფრთხილეს თავი არ ტკივა.ასე ლუკა უფრო მშვიდად იქნება და მე კმაყოფილი.
-გვანცა,შენ სკოლას რაც შეეხება მანქანა მოგაკითხავს,მიგიყვანს და მოგიყვანს ... ეს დღეები გთხოვ ჩემ გამო იქნებ ამ რეჟიმში გადახვიდე ...-გვანცას უნებურად გაეღიმა ლუკას სახეზე,რომელიც საშინლად ჰგავდა თავისას,როცა ვიღაცას რაღაცას თხოვდა.
-ერთი პირობით ...-სასაცილოდ გაიჭიმა სავარძელში-მეტყვი სად მიდიხარ!
-ჯერ სტამბულში,მერე ბუდაპეშტში ... საჭირო საქმეებს მოვაგვარებ და ჩამოვალ.
-მანდ რა გინდა?!
-შენ ხომ მითხარი ერთი პირობითო?ანუ ერთი კითხვის უფლება გქონდა,ლულა კაი რა?!-სესილის მოულოდნელად აუკანკალდა ხელები,გვანცას თითქოს ტვინში სისხლი ჩაექცა ამ სახელის გაგონებისას.
არავის არაფერი უთქვამს.
სესილიმ გაბრიელი ისევ დაპატიჟა ჩაიზე,როცა გეცლება აუცილებლად შემომიარეო.
თავადაც ვერ მიხვდა ქალი,როგორ შეუმსუბუქდა ბაჩოს არ ყოფნა სულ ცოტათი.
თითქოს ყველა უდედოდ დარჩენილ შვილს ეგულებოდა უშვილოდ დარჩენილი დედა.

***
11 ოქტომბერი
23:55

-როგორ ფიქრობ აქ რატომ ვართ?!-ფანჯარასთან მჯდარ ლუკას გვერდით მიუჯდა გაბრიელი.
-მამაშენისთვის გეკითხა ჯობდა.
-დამსაჯა, დაუმორჩილებლობისთვის,მწვალებლობისთვის და ერეტიკოსობისთვის!-გაეღიმა მისი და მამამისის ბოლო დიალოგის გახსენებისას-მე პოლიტიკაში მინდოდა,მას არ უნდოდა პარტიაში გავწევრიანებულიყავი,მე სამშობლოს ჭირ-ვარამი მეწვოდა,მას მე ვეწვოდი.
-და აქ გამოგიშვა?!
-ბოლოს მითხრა,თუ გინდა სამშობლო დაიცვა ჯერ ომი ნახეო და პირდაპირ არ საგიჟეთში მიკრა თავი.
-ვერ მივხვდი.
-თუ გინდა ქვეყნის მართვის სადავეებს თუნდაც გვერდით ჩაუარო,ჯერ უნდა ნახო რა არ უნდა ანახო შენ ხალხსო.
-ომი.-ფიქრიანად ამოილაპარაკა ლუკამ.
-არ ვიცი აქ რატომ ვართ,მაგრამ ეს რომ საბოლოო დანიშნულების ადგილი არ არის ფაქტია.
-ანუ?!
-ანუ იქ უნდა წავიდეთ სადაც სულ ომია.
-გამოდის აქ გვამზადებენ ომისთვის.
-შეიძლება ასეც ითქვას.
-მერე რა იქნება?!
-სისხლი,ლუკა ... მერე ძალიან ბევრი სისხლი იქნება და თუ რომელიმეს გვინდა საქართველოში ოჯახებს დავუბრუნდეთ ეს სისხლი ჩვენი არ უნდა იყოს.
-საქართველოში პატარა და და დედა მიცდის,რომლებსაც ალბათ მკვდარი ვგონივარ ... რა ომი,რა სისხლი!
-ბოლოს თბილისში როდის იყავი?!-ჩაეცინა გაბრიელს და ფეხები მის წინ სკამზე შემოაწყო.
-17 ივნისს.
-17 ივნისის ღამეს მამაჩემი პოსტიდან გადადგა,მთავრობა „რევოლუციის შვილებმა“ „მოირგეს“ და ახლა ქალაქში ჩიტიც ვერ გადაფრინდება მათი ნებართვის გარეშე.
შენ,გგონია,რომ თუ ახლა თბილისში ჩახვალ იქ ვინმე ცოცხალს დაგტოვებს?
-წარმოდგენაც არ მინდა დედაჩემი რა დღეშია ... საერთოდ ცოცხალი არი თუ არა.-თავი ხელებში ჩარგო ლუკამ.
-ქალებს ყოველთვის აქვთ უნარი გადარჩნენ,დედებს რომლებსაც ერთი შვილი მაინც დარჩათ,მათ მითუმეტეს ... არ ვიცი,მგონია რომ შვილი რომ მყავდეს ვალდებული ვიქნებოდი მეცოცხლა ... ასეა ალბათ ქალიც,თუ გავითვალისწინებთ რომ დედა ყველაზე ძლიერი არსებაა კაცობრიობაში.
-დედაშენის გამო ამბობ?-გაეღიმა ლუკას გაბრიელის იმედის მომცემ სიტყვებზე.
-სწორედაც ...-თავი უკან გადასწია და ცას ახედა- მგონია კაცი თვალს მაინც დაახამხამებს სანამ თავის სიცოცხლეს შვილს დაუთმობს,ქალი ამასაც არ იკადრებს!
-რა?!..-დაიბნა ლუკა.
-ჩემზე მშობიარობას გადაჰყვა,იცოდა რისკები და მაინც წავიდა ამ გადაწყვეტილებაზე. გულში ცუდი არ გაივლო,თუ შენ და გყავს,მის გამო იბრძოლებს ბოლო ამოსუნთქვამდე.
-ხანდახან ნორმალურობაც შეგიძლია,ხედავ?!-გაეცინა ლუკას.
მაინც რას ნიშნავს ადამიანისთვის ადამიანი?!სიტყვას რომ ძალა აქვს ალბათ არაფერს ქვეყნად ამგვარი.
„პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ...“

****
-დედა,მე უნივერსიტეტში მივდივარ და გათხოვება არ დაგავიწყდეს,ხო?!
-მართა,გენაცვალე ... აბა გამასწარი აქედან!-გაეცინა ინას შვილის მაიმუნობაზე და სამზარეულოს ფანჯარასთან დადგა,ყოველ ჯერზე მზერით აცილებდა შვილს.
-ბევრი გაკოცე,დე მიყვარხარ!-კიბეებიდან ეძახდა დედამის და დახვეულ კიბეზეზე ჩარბოდა.
-სახლი,ზუსტად ისეთივე უნდა იყოს როგორც ადრე ... აი,სურათები ... ზუსტად ასეთი.-ნაცნობი ხმის გაგონებისას ადგილზე შედგა მართა და დამწვარი სახლის წინ მდგარ რამდენიმე ადამიანში მარტივად გამოარჩია თავისი „შოთა ნიშნიანიძე“.
-დიახ,ბატონო ლუკა ... ყველაფერი ისე იქნება როგორც თქვენ გინდათ.
-ერთ კვირაში ჩამოვალ და მინდა რომ საქმის დიდი ნაწილი გაკეთეული იყოს.
-კედელბი თავიდან უნდა ამოვიყვანოთ,ფაქტობრივად სახლი თავიდანაა ასაშნებელი.
-საძირკველი არ დამწვარა,რაც იმას ნიშნავს რომ არც ისე ცუდადაა საქმე,ბევრი სამუშაოა ... ერთ კვირაში შავი კარკასიც გაკეთებაც გაჭირდება ...
-მჯერა თქვენი,სასწაულებს მოახდენთ თუ მოინდომებთ,მშენებელის ხელი რომ არა არც ეს ქალაქი იქნებოდა და არც ეს ქვეყანა,აბა თქვენ იცით!ხო,მართლა ... დოლიძეებთან წყლის გაყვანილობის სისტემაა გამოსაცვლელი,ცენტრალური გათბობაა დასამონტაჟებელი და რასაც შეხედავთ რომ გასაკეთებლია უსიტყვოდ გააკეთეთ ... პირველ რიგში მათი სახლით დაიწყეთ.-თქვა ლუკას და პრარაბს ქუდი დაუბრუნა.
შებრუნდა თუ არა გოგონასკენ,მართა თითქოს გამოფხიზლდაო,თავი შეაბრუნა და გზა გააგრძელა.
ნაბიჯების ხმით ხვდებოდა უკან მოჰყვებოდა.
ყველა ფეხის გადადგმისას თითქოს ათასჯერ გაივლებდა გულში,ვაი თუ მელანდებაო.
უკან მიხედვას ვერ ბედავდა.
ესმოდა მისი დინჯი ნაბიჯების ხმა და სუნთქვა უფრო და უფრო უჭერდა.
ერთ ადგილას შედგა გოგონა.
ნაბიჯების ხმა ისევ ისმოდა.
ხნიერმა მამაკცმა ჩაუარა გვერდით.
იმედგაცრუება ძლივს გადაყლაპა ბურთად მოწოლილი.
მუცელი ატკივდა ნერვიულობისგან და მუხლებში ოდნავ მოხრილს სახე დაებრიცა ოც წამში ჩატეული მილიონობით ემოციისგან.
-ვინ ჯანდაბა ხარ,ასეთი!?..-ამოიჩურჩულა გაპარაული ხმით და წელში გასწორებული ადგილზე შეხტა მის წინ მდგარი მომღიმარი ლუკა რომ დაინახა.
-შენს ასაკში რომ ვიყავი ლექსების წერა მინდოდა,მაგრამ კალამი ხელში ვერ დავიჭირე ... მერე სხვების ლექსებს ვსწავლობდი და ჩემად ვასაღებდი.-უდარდელად ამოილაპარა და საათისკენ გააპარა მზერა.
-სად იყავი?-ენაზე იკბინა გოგონამ,უეცრად თითქოს შემთხვევით გაეპარა ეს „ხარვეზი“.
-აქ,შენს უკან.-ხელით ანიშნა გზაზე,ლუკამ.
-გადმოდიხარ?
-გაგიხარდა?-გაეღიმა ლუკას.
-არა ... კი ... რა ვიცი,რა შუაში ვარ?!
-ასე ნუ იმბნევი,თავი ბოროტმოქმდი მგონია.-სიცილი აუვარდა ლუკას.
-როგორც მინდა ისე დავიბნევი!
-გაზაფხულზე რა ლამაზი სანახავი იქნები მარ-თა ...-გაეღიმა ლუკას და ადგილზე შემგდარმა თავი ოდნავ უკან გადასწია,გოგონას მზერა მოავლო და კიდევ მერამდენედ გაეღიმა.
-ზამთარში ვინმე მიპოვნის და მერე ალბათ უფრო ლამაზიც ვიქნები ...-არ დაიბნა მართა.
-ზამთარში?ამ აწითლებული ლოყებით და ცხვირით?!რას ამბობ,ასეთი მარტო მე თუ მომეწონები!
-არა,შენ მხოლოდ გაზაფხულობით და წარმოსახვაში.-გაეცინა გოგონას.-მე კიდევ უფრო ლამაზი ვიქნები ვიდრე შენს წარმოდგენებში.
-ნუთუ?! საიდან ამდენი თავმდაბლობა?-უკან მიჰყვებოდა გაღიმებული.
-აი,ასე ... გამიგია რომ კვაზიმუდოს ესმერალდა რომ შეუყვარდა არც ისეთი უშნო აღარ იყოო.
-შენ ესმერალდა ხარ თუ კვაზიმოდო?!-სიცილი აუვარდა ლუკას.
-ზოგადად ვთქვი!-გაბრაზდა გოგონა.
-გინდა მითხრა,რომ შეგიყვარდები უფრო ლამაზი იქნები?!-მაჯაზე ფრთხილად შეახო თლილი თითები და მისკენ მიაბრუნა-რომ გიყვარვარ და ზუსტად ასეთი ხარ,როგორსაც ჩემი თვალები გხედავს?!
-როგორი ვარ ..?-ძლივს ამოიჩურჩულა სიამაყესთან ბრძოლაში ძალაწართმეულმა გოგონამ.
-სახლივით მშვიდი.-ხმა დაუბოხდა მამაკაცს.
-ეგ ... ეგ როგორია?
-ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცი სიზმრებში,რომ ხედავს აი ეგეთი.
-შენ რა იცი ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცის სიზმრები?-გაეცინა მართას და ხელი უკან გასწია.
-ახლა უნდა გეთქვა,არა-არ მიყვარხარ რა ცილისწამებაა?!-თემა სასწრაფოდ შეცვალა ლუკამ და წამის მეასედში მართას შეფაკლულ ღაწვებზე საშინლად მოუნდა ეკოცნა.ვერ გატოკდა,თითქოს თავისი ნაომარი ხელებით ვერ შეეხო ყველაზე სუფთას.
-ამას მტკიცება არც სჭირდება,მე შენ რატომ უნდა შემიყვარდე?!სულაც რა უთავმოყვარეობაა გიყვარდეს ბიჭი,რომლისთვისაც „ვიღაც გოგო“ -ხარ.
-გაზაფხულზე რა ლამაზი სანახავი იქნები მარ-თა.
დაიჩურჩულა ისე თითქოს ისევ ბრძოლის ველზე იყო და სიზმრად სწორედ მას ნახულობდა.
„თავის სახლს“
-მართა ...-ვანიკოს ხმამ რეალობაში დააბრუნა ორივე,სულ ორი წამით მიიხედა გოგონამ,მესამე წამზე თავი მოაბრუნდა და ის ბედნიერი წამივით გამქრალიყო.


***
20 ოქტომბერი
18:15
-მე, ნიკოლოზ ჯანდიერი ვარ,ზურაბის ძმა ...-ყოფილ პრემიერთან ერთად ახლა ვიღაც მეორე კაციც იდგა ლუკას წინაშე.
-ჩემს ოჯახზე რამე გაარკვიეთ?!-არაფერი აინტერესებდა ლუკას.
-მხოლოდ ის რომ ... დედაშენი გათხოვდა,ლუკა ... -ძლივს ამოთქვა ზურაბმა და ლუკას გაფითრებულ სახეს თვალი ძლივს გაუსწორა.
-რა?!-ამოიხრია ბიჭმა.
-ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით,სესილია ცოლად ამირანს გაჰყვა ...
-რას ამბობთ,ხვდებით მაინც?!-სიცილი აუვარდა ბიჭს.
-ვიცნობ სესილიას,ამას უმიზეზოდ არ გააკეთებდა,დარწმუნებული ვარ ...
-გამიშვით აქედან!-დაიღრინა ლუკამ და მაგიდის ზედაპირს ხელი დასცხო.
-არა,ახლა ეს ყველაზე იოლია,ისე როგორც ერთი ტყვიის გასროლა და შენი სიკვდილი ..!-ჩაერია ნიკოლოზი-შენ ცოცხალი სჭირდები შენს ქვეყანას და პირველ რიგში შენს ოჯახს.
-რას მეუბნებით ...-სახე აელეწა ზარდასტანიშვილს-დედაჩემი ...
-დედაშენი იძულებული იყო,ებრძოლა შენი დის გადარჩენისთვის. ჩათვალე ეს სტრატეგიული ნაბიჯი იყო ... მამაშენმა სიკვდილის დღეს ...-სმენა დაეძაბა ლუკას ...-სანამ შენობის კარს გავაღებდით და გარეთ გავიდოდა მომიბრუნდა და მთხოვა ოჯახს მიმიხედეო ... მიხვდვი მაგიდასთან ყველაფერი ჩვენს გასაჩერებლად თქვა,რომ ხალხის დამშვიდებას შეძლებდა და ათასი ზღაპარი ... პირი გავაღე არ გააკეთო მეთქი,გიორგი ... ვინ დაგიფასებსმეთქი ... კარი გააღო და გავიდა. თავი ქვეყნის გამო გაწირა,ახლა არ გაბედო და შენი გრძნობებით არ იაზროვნო ...
-არაფერი გესმით!-სისხლი მოაწვა ლუკას საფეთქლებზე.-დედაჩემზე ვლაპარაკობთ!
-ახლავე რომ გიყიდო ბილეთები და სახლში გაგიშვა,ცოცხლად შეგჭამს დედაშენის წინაშე ამირან მანდარია,ნუთუ ეს გირჩევნია? ნუთუ გინდა იმ ქალს უკანაკსნელი იმედიც ჩაუკლა?
-იცის,რომ ცოცხალი ვარ?
-იცის და გელოდება,როდის გაძლიერდები იმდენად,რომ ყველაზე და ყველაფერზე შური იძიო.კანონის ძალით ყველას დაანახო სად შეეშალათ და მიუზღვა კიდეც მათი შეცდომების სანაცვლოდ!მხოლოდ კანონით ... ამას კი ვერ შეძლებ ამ ჯოჯოხეთის გარეშე,შვილო ...-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ზურაბმა.-ეს ეტაპი აუცილებელია იმისთვის რისთვისაც შენ და საკუთარ შვილს გამზადებთ!
-რაზე საუბრობთ?!
-ქვეყნის მართვის სადავეებზე,მე იმ დღეს,როცა მამაშენმა თავისი ოჯახი მანდო მთელი შეგნებით გიშვილე.ერთია შენ მიმიღებ თუ არა შენი ოჯახის წევრად,მაგრამ მე ჩემი შვილის გვერდით გამოგატარებ იმ საფეხურებს,რაც საბოლოოდ სასურველ შედეგზე გაგვიყვანს.
-დედაჩემი ..?!
-გპირდები,რომ თვალს არ მოვაშორებ ...
-რამე რომ დაუშავოს ...
-პირობას ვასრულებ,ლუკა!-შესძახა მამაკაცმა-სულ რომ მეორე სამოქალაქო ომი მოვაწყო სესილიას დავიცავ,იმ ოჯახში თუ ოჯახის გარეთ ეს სხვა საკითხია,მაგრამ მას ცოცხალს და უვნებელს ჩაგაბარებ,როცა აქ ყველაფერს დაასრულებთ შენ და გაბრიელი.!
-ამას რატომ ...
-პირობას ყოველთვის ვასრულებ!-მკაცრი იყო ჯანდიერი.-იბრძოლე ყოველ დღე,რომ ხვალ თვალები გაახილო და ზეგ დედაშენს შეხვდე,გასაგებია?!
-აქედან არ გამიშვებთ,არა?!
-ზოგჯერ ჩვენი სურვილები და საჭიროებები საკმაოდ შორსაა ერთმანეთისგან,ახლა კი ამ უდაბნოს გზაა გასავლელი. იფიქრე ამაზე.!

***
აეროპორტში მარტო იდგა და უყურებდა ხალხს.
თავისი რიგიც მალე მოვიდა.
თბილისის ცაზე თვითმფრინავი როგორც სეტყვა ისე ევლინებოდა ბუდაპეშტის ცას მიშტერებულ უცნობს.

***
სკოლის ეზოში ბავშვებს გამოეყო და მომღიმარი დაიძრა ჭიშკრისკენ.
იცოდა პირდაპირ სახლში უნდა წასულიყო და მეგობრებს უარი უთხრა კაფეში წაყოლაზე.
დათას მანქანა შენიშნა თუ არა ნაბიჯს მოუჩქარა.
ის იყო ქუჩა უნდა გადაეჭრა,რომ დათა მანქანიდან გადმოვიდა და ორი ნაბიჯით წინ წასული გოგონა მკლავში დაიჭირა.
-ნუ გარბიხარ ...
სიტყვა არ ჰქონდა ბიჭს დასრულებული მათ წინ შავმა „რენჯროვერმა“ რომ დაამუხრუჭა,შიშისგან ინსტიქტურად დახუჭა გვანცამ თვალები.
მანდარია რაღაცის თქმას აპირებდა მანქანიდან შავ მაისურსა და მუქ ჯინსში გამოწყობილი გაბრიელ ჯანდიერი რომ გადმოვიდა,მამაკაცმა სათვალე ორი თითი დაბლა ჩასწია და წყვილს გაუღიმა.
-ეჭვი მაქვს არც ისე კარგ დროს შემოგეჭერით,მაგრამ რას ვიზამთ,ცხოვრებაა უსამართლო ...-სიცილს ძლივს იკავებდა გვანცას გაფართოებულ თვალებზე-წავედით,გვანცა.
-უკაცრავად?!-გვანცა უკან დასწია დათამ და წინ დაუდგა გაბრიელს.
-პატარა ბიჭი,საყვარელ ქალთან საქმის გარჩევას თუ დამიწყებ დამიჯერე შერცხვენილი მე არ დავრჩები ... -თვალი ჩაუკრა და გვანცასკენ გაიწია,დათა ისევ რომ გადაეღობა.
-შენ გგონია,რომ შენი მინისტრობა აქ რამეს ცვლის?
-მამას არ გავხარ,მაგრამ ... კი ცვლის-გაეცინა გაბრიელს-ყველაზე მინიმუმ არათანაბარ შესაძლებლობებს ქმნის და ეს არც ისე კარგია შენთვის.
-გვანცა, ვინ არის ეს ტიპი და შენთან რა უნდა?!
-ლუკას ...-სანამ გვანცამ ძმის სახელი წარმოთქვა მანამ ჩაერია აღელვებული ჯანდიერი.
-გვანცა,კარგი რა ლუკას ნუ გარევ ჩვენს პირადში ... არ გვინდა მის ყურამდე მივიდეს,რომ ერთმანეთს ვხვდებით ... სიყვარული,შენზე კარგად ვინ იცის,გაგვიგე ...-ირონიულად გაუცინა გაბრიელმა დათას,რომელსაც სახე წაეშალა.
გვანცამ წამიერად დაიჭირა გაბრიელის მზერა,რომელიც უთქმელად ამბობდა თავის სათქმელს. დათას არ უნდა სცოდნოდა გაბრიელის და ლუკას მეგობრობის შესახებ.
გაუაზრებლად დაიძაბა გოგონა,როცა გაანალიზა რომ ორი წყვილი თვალი მას შესცქეროდა და ორივე მისგან რაღაცის თქმას ელოდა.
-წავიდეთ,გაბრიელ ...-ამოილუღლუღა საცოდავად და ძლივს გადადგა ჯანდიერისკენ რამდენიმე ნაბიჯი.
მანქანის კარი მომღიმარმა მამაკაცმა თავად გაუღო,გაბრიელმა დათას თვალი ჩაუკრა და ხელი დამშვიდობების ნიშნად დაუქნია.
-ყველაზე მინიმუმ პედოფილიაა შენზე ვინ იცის რამდენი წლის უმცროსი გოგონა,შენს შეყვარებულად გამოაცხადო ამ თანამდებობის პირმა!-შეჰკივლა გვანცამ და გაბრიელის უკან მამაკაცის ჩახველება რომ გაიგონა ელვის სისწრაფით შებრუნდა.
მგზავრის სავარძლებზე ადგილები ზურაბ ჯანდიერს და მის ძმას ნიკოლოზ ჯანდიერს დაეკავებინათ.
მიტკლის ფერი დაედო გვანცას სახეზე.
-ნუ,ვერაფერში გაამტყუნებ!-მხრები აიჩეჩა მომღიმარმა ზურაბმა და შვილის წარბაწეულ მზერას თვალი აარიდა.
-მე მაინც შემოგედავებოდი,ჩემო ზურაბ!-სიცილს ძლივს იკავებდნენ უფროსები.-სიყვარულმა ასაკი არ იცის.
-სანამ გადახტა ფანჯრიდან მორჩით!-გაეცინა გაბრიელს და გამწვანებულ გვანცას გადმოხედა -მანდარიას ბიჭთან აპირებდი ჩემი და ლუკას მეგობრობის გასხივოსნებას,რაღაც ხომ უნდა გამეკეთებინა?! რაც პირველი მომაფიქრდა ეგ ვთქვი ...
-ამას ჩემს ძმას ვეტყვი!-ავად დააკვესა თვალები გვანცამ.
-უპირველეს ყოვლისა ... რაღა თქმა უნდა ...-თავი დამაჯერებლად დააქნია გაბრიელმა და სარკეში მოხითხითე კაცებს გადახედა-და მანდარიამ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა?!
-მაშ!-ჩაეცინა ყოფილ პრემიერს.
-დროს არ კარგავს ... -თავი გადააქნია გაბრიელმა და ისევ გვანცას გადმოხედა-ვერ დავიჯერებ რომ შენამდეც არ მოვა ...
-მე რა შუაში ვარ?!-დაიბნა გვანცა.
-მანდარიას საკუთარ შვილებზე მეტად უყვარხარ,გვანცა შვილო ... ამიტომაც არის რომ შენზე ასე ვღელავთ.-ხმა დაუთბა ზურაბს.
-ამირანი არაფერს დამიშავებს.-მტკიცე იყო გვანცა.
-ამაში ეჭვი არავის გვეპარება ... უბრალოდ ერთ დღეს შეიძლება გაგაქროს!-შუქნიშანთან გააჩერა მანქანა და ამდენ ხანს კუდში ჩამგდარ კიას ჯიპს დაელოდა,თითქოს იცოდა რაც უნდა მომხდარიყო.
რენჯროვერის დაბურული მინებიდან კარგად ჩანდა დათა მანდარიას გამწარებული სახე.
ჯანდიერს ერთი გადახარხარება ყველაფერს ერჩივნა.
გვანცას სახეზე ფერი დაეკარგა,იგრძნო გოგონამ როგორ უხურდა საფეთქლები,ეგონა თავის ქალას მალე ახდიდნენ და ყურებში წუილს ვერაფერს შველოდა.
შუქნიშანზე მწვანე არ იყო ანთებული ჯანდიერმა გაზს ფეხი რომ მიაჭირა და მანქანა ელვის სისწრაფით მოწყდა ადგილიდან.
-გააჩერე,მანქანა ... -სახლთან მისული ძლივს ამოთქვა გოგონამ და ღვედი შეიხსნა.
მამაკაცმა მანქანა ეზოში შეიყვანა და გვანცასთან ერთად თვითონაც გადავიდა.
-ეს ... ეს დაგიბარა ჩემმა ძმამ?!-შეჰკივლა გოგონამ.
-ხომ გინდა რომ მშვიდობიანად იცხოვრო ..?! ამ შენ პატარა გონებაში ...-ფრთხილად მიადო საჩვენებელი თითი გვანცას საფეთქელზე-არც გაიფიქრო,რომ მამაშენის მკვლელის შვილთან ოდესმე ბედნერი იქნები.მაგ ტიპის მამის გამო შენი ძმა სამჯერ გადავარჩინე სიკვდილს,გაგახსენო რა უქნა მეორე ძმას? რა ამორალურია ეს ყველაფერი ხვდები?
-საიდან მოიტანე ...-ხმა აუკანკალდა გოგონას-რომ დათას მიმართ რამეს ვგრძნობ ..?!-ახლა დათას რომ მოესმინა ეს სიტყვები გვანცას გული გაუსკდებოდა.
-ვის ატყუებ,პატარა ქალბატონო?!-გაეცინა გაბრიელს-საკუთარი თავის მოთოკვა მანამ შეგიძლია სანამ მას შენ ფიქრებში შემოუშვებ,შენ კიდე ოდესმე ჩაგიხედავს სარკეში როცა მაგ ტიპზე ფიქრობ ..!?
-მე არასდროს ...
-აკრძალული სიყვარულისთვის არ გაიმეტო შენი გული,თორე ამისგან მე კი არა ვერავინ ამ ქვეყნად ვეღარ გიხსნის. სიტუაცია მანამ გაიაზრე,სანამ აღმოაჩენ რომ შეგიყვარდა!
-შენ,არ გაქვს უფლება ასე მელაპარაკო!
-შენც არ გაქვს უფლება იმ კაცის სიყვარულის,რომლის მამამ მამაშენი შენი სახლის კედელთან დახვრიტა! რაც შეეხება ჩემ და შენ ამბავს იმედია საკმარის გონიერებას გამოიჩენ და სანამ ყველაფერი არ დალაგდება მანამ შეინახავ საიდუმლოს,რომლის ტარებითაც არც ერთი ვართ მოხიბლული,ცხადია!
აღარაფერი უთქვამს.
მანქანა დაძრა და ეზო დატოვა.
****
ერთმა კვირამ მშვიდობიანად ჩაიარა.
ამირანი აქტიურად აწარმოებდა მოლაპარაკებებს ძველ ნაცნობებთან,რომ როგორმე ისევ დაბრუნებოდა პოლიტიკურ ცხოვრებას.

ზარდასტანიშვილების სახლის მშენებლობა უკვე დაწყებულიყო.
ქალაქში ყველა ვინც ამ ქუჩაზე ჩაივლიდა მომღიმარ მზერას მოავლებდა ხოლმე პატარა ეზოში სამშენებლო სამუშაოებს.
თითქოს ყველა ერთხმად აღიარებდა რომ შეცდნენ,რომ მათაც დააშავეს თავიანთი არასწორი არჩევნის გაკეთებით. ყველა ვინც 17 ივნისს ამ სახლის წინ ზარდასტანიშვილების სიკვდილს უყურებდა ახლა როგორც არასდროს ეშინოდათ ღმერთის,რომელიც მოქმედებას ყველაზე ზუსტ დროს იწყებს ხოლმე ადამიანთა ცხოვრებაში.

ამ ერთ კვირას თითქოს ერიკ სატიეს უკვდავი კომპოზიცია-„Gnossiennes ” ედო ფონად ...
ყოველ დილით სესილი სახლის აივანზე იჯდა და ისე როგორც ადრე ჰორიზონტს იქით იკარგებოდა ფიქრებში ერთადერთ სიყვარულთან ერთად.
კვდებიანო ადამიანებთან ერთად სიყვარული,ვინ თქვა?!
რომ ვფიქრობ,სიკვდილის შემდეგ უფრო ცოცხლობს ეს გრძნობა რაღაც ცოცხალის დანატოვრად სამყაროში დარჩენილი უბიწოების სახით.
როგორც გარდაცვლილის ცოდვას არ იხსენებენ,ისე მათი სიყვარულის შავ ლაქებსაც.
თითქოს სიკვდილი ამ ზმნას უკვდავს ხდის სამყაროს წინაშე.


-საღამოს მე დაგირეკავ და მზად იყავი,არ ვიცი წვეულება როდის დასრულდება ...-ჰალსტუხი შეისწორა და ჯანდიერების ორ სართულიან სახლს მზერა მოავლო.
ნაკლებად პომპეზური,მაგრამ საკმაოდ კოხტა და ლამაზი სახლი იყო.
უამრავი ხალხი ირეოდა გაზაფხულის მშვენიერი საღამო იყო,ცაზე ლაჟვარდოვანი ცისფერი კრთოდა დაისთან ერთად,ისე როგორც წელიწადის ამ სეზონს შეჰფეროდა.
ეზოში გაშლილი იყო პატარა მრგვალი მაგიდები,რომლის ირგვლივაც ხალხი ტრიალებდა.
ამირანისთვის კარგად ნაცნობი საზოგადეობის წევრებიც იყვნენ ერთ-ერთ მაგიდასთან.
მომღიმარი მანდარიაც მათკენ დაიძრა,მათ შორიახლოს ზურაბის ძმამ,ნიკოლოზმა მისი მოსვლა შენიშნა თუ არა მოკლე ტექსტური შეტყობინებით გადასცა ამბავი ოჯახის წევრებს.
ეზოს მეორე ბოლოში მდგარმა გაბრიელმა ბიძამისს თავი მსუბუქად დაუკრა,რაც იმის მანიშნებელი იყო,რომ სპექტაკლი იწყებოდა.
-არ დაიძაბო,ღიმილით გაეცი ყველას კითხვას პასუხი „დიახ-არა“-კომპოზიციიდან,კაი?!-ყურთან ეჩურჩულებოდა ყვითელ კაბაში გამოწყობილ გვანცას გაბრიელი.
-მოვა,აუცილებლად შემამჩნევს და მოვა ... არ ვიცი,მეშინია.-მიტკლის ფერი ედო გოგონას.
-რა გავაკეთო,რომ არ შეგეშინდეს?-მაქსიმალურად შეამცირა ჯანდიერმა მანძილი.
-არ ვიცი ... აქ იყავი.-დაბლიდან ახედა გოგონამ და მამაკაცის თვალებში თითქოს წამიერად გაკრთა ლუკას მზერა.
-აქ ვარ,ნუ გეშინია კაი?!
-და ... დათა მოვა?!-თითქოს უხმოდ იკითხა აღელვებულმა გოგონამ.
-გინდა,რომ მოვიდეს და ცეცხლზე ნავთის ნაცვლად ნავთბობი დაასხას?!
-ნუ მძაბავ.
-აბა დათა რატო გაგახსენდა ამ დაძაბულ მომენტში?
-ყველა დაძაბულ მომენტში ის იყო ჩემ გვერდით,მაპატიე რომ ყველას დებილივით ვერ ვუღიმი!
-ნუ ჩხუბობ,პატარა ქალბატონო!-გაეცინა ჯანდიერს.
-მოვიდა ...-ამოიხრიალა გოგონამ და ჯანდიერის მკლავს დაეყრდნო-ჰაერი აღარ მყოფნის.
-ჯანდაბა,ესღა გვაკლდა ..-ამოიგმინა გაბრიელმა და მათკენ წამოსულ დათა მანდარიას დანახვაზე ინსტიქტურად მოხვია ხელი გვანცას.
-გვანცა,ლაპარაკი მინდა!-შეუვალი იყო მანდარია.
-იქნებ ჯერ მამიკოსთან გელაპარაკა,მოგიყვებოდა წარსულის ...
-გაბრიელ!-გვანცას ხმაზე სიტყვა გაეყინა ჯანდიერს.-აქ მითხარი დათა,დასამალი არაფერია.
-ამდენ ხალხში გითხრა?!-შეჰყვირა მანდარიამ და გვერდით მაგიდიდან პარლამენტარებმა ჩუმად გააპარეს ინტერესის ბურუსში გახვეული თვალები ახალგაზრდებისკენ.-იქნებ უნდა ბატონ პრემიერს,მის საცოლეს ყველას თვალწინ ...
-ენას თუ არ ჩაიგდებ წამებით ამოგთხრი და დელიკატეტის ვარიანტში მივართმევ მამაშენს,რამე არ შეგეშალოს ...!-ამოიჩურჩულა გაღიმებულმა ჯანდიერმა და ჰალსტუხი შეიხსნა.
-ნუთუ?!გამოაჩინე ბნელი მხარე,გაბრიელ?-ჩაეცინა დათას.
-შვილო,შენი აკვანში აღუს ამუღამებდი,მე რომ ბნელ მხარეებს ვებრძოდი,ახლა თუ არ გინდა ყველა მათგანთან ბრძოლა ბათილად გამოვაცხადო და შენზე დავტესტო,როგორ კარგად მუშაობენ დღესაც აქედან აორთქლდი!
-ამ კაცთან გინდა ურთიერთობა?-თვალები ჩაუწითლდა დათას.
-გთხოვ არ არი ახლა ამის დრო.-ამოიტირა გვანცამ.
-ახლა ერთი ცრემლიც რომ გადმოუვარდეს შენ გამო ... -ჯერ თავი დახარა გაღიმებულმა ჯანდიერმა შემდგე მკვეთრი მოძრაობით ასწია და განრისხებული მზერით დააცქერდა მეორეს-აქედან დამეკარგე-მეთქი!
-რა შემიშლის ხელს აქვე არ მოგიღო ბოლო?!-ზიზღს აფრთქვევდა მანდარია.
-თუ არ გინდა ხვალ დიდი რეპორტაჟი გააკეთონ შენი ოჯახის ზნეობაზე,ეთიკაზე და ცოდვათა მემკვიდრეობაზე,თუ არ გინდა მომავალი მოგისპოს შენმა წარსულმა გაფრთხილებ გვანცასგან თავი შორს დაიჭირე.
-არ გავს შეყვარებული კაცის სიტყვებს.
-ღმერთმა დაგიფაროს,შენი საყვარელი ქალი შემიყვარდეს.-ჩაილაპარაკა გაბრიელმა.
-მე აქ ვერ მხედავთ?!-დაიჩურჩულა გვანცამ და გარემოს მოავლო თვალი,მოეჩვენა რომ ყველა მათ უყურებდა.
-ეს ასე არ დარჩება,ეგ ხომ იცი?!-ზედ მის სახეზე ამოილაპარაკა დათამ.
-მერე მეტყვიან თანამდებობას უხეშად იყენებდიო,შვილო პრემიერს ელაპარაკები ერთი ზედმეტი მოძრაობა და მთელი ჯარი აგწევს ჰაერში,დამეკარგე-მეთქი!
-შენი აშენებული ქვეყნის თავად შენ თუ გჯერა,ჯანდიერო?!
-რას ამბობ,სიზმრებში სულ ჩემს მიერ გაბრწყინებულ იბერიაში ვუხდი მადლობას აღმაშენებლის საფლავზე თამარ მეფეს,დროზე მეთქი.
დათამ დაინახა როგორ დაიძრნენ მამამისის მეგობრები მათკენ,გვანცას იმედგაცრუებული თვალები შეავლო და იქიდან გაუჩინარდა.


ეზოსთან შავი მანქანა გაჩერდა,საიდანაც მოხდენილად გადმოვიდნენ საპატიო სტუმრები.
-მოვიდნენ ...-ხმადაბლა ჩაილაპარაკა ჯანდიერმა და გვანცასთან ერთად დაიძრა შესასვლელისკენ.
მანქანის კარი დაცვის თანამშრომელმა გაუღო თეთრ სმოკინგში გამოწყობილ ზარდასტანიშვილს,რომლის სახეც იმაზე მრავლის მეტყველი იყო,ვიდრე იქ მყოფნი ხვდებოდნენ.
ლუკამ პიჯაკი შეიკრა და შავი კაბით შემოსილ სესილის გაუწოდა თავისი მარჯვენა ხელი.
ქალი მოხდენილად გადმოვიდა მანქანიდან და შეკრებილ საზოგადოებას მოავლო თვალი.
წვეულებაზე პრესის წარმომადგენლებს თვალები გაუფართოვდათ გაოცებისგან.
-ლუკა !-თავი დაუკრა მომღიმარმა გაბრიელმა.
-გაბრიელ ?!-წარბი მაღლა აზიდან მისი დის წელზე მოხვეული მეგობრის ხელის დანხავისას.
-რა ლამაზი ხარ,დე?!-თვალები აუცრემლიანდა გოგონას და გაბრიელის მკლავიდან მისი ძმის მკლავზე გადაინაცვლა.
-დავიწყოთ?!-მიუახლოვდა მათ ნიკოლოზი.
-თქვენის ნებართვით ..-გაეცინა ლუკას და თავის საყვარელ ქალებს ხელკავი გამოსდო.
ზურაბმა ყველას ყურადღება მიიპრყოდა ეზოდან ყველამ სახლში გადაინაცვლა.
კიბის ქვემოთ იდგნენ ჯანდიერების მთელი ოჯახი,წინ კი თავად ზურაბ ჯანდიერი გახლდათ,მის გვერდით ადგილებს მისი ძმა ნიკოლოზი და ერთადერთი ვაჟი გაბრიელი იკავებდნენ.
-აქ ჩემთვის საყვარელი ადამიანები და ადამიანები,რომლებსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ მხოლოდ ერთი მიზნით შევკრიბე. ბავშვობაში ყოველთვის მეუბნებოდნენ რომ პოლიტიკისთვის დავიბადე,თავიდან არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა .. უნდა მწყენოდა თუ უნდა გამხარებოდა,მაგრამ დროთა განმავლობაში შევხვდი ადამიანს რომელმაც მასწავლა როგორ უნდა გამომეყენებია ეს ყველაფერი ისე,რომ ჩემს ქვეყანას გამოვდგომოდი. შემეძლო გამეღიმა იმ ადამიანებისთვის,რომლებიც ვიცოდი ჩემი მტრები იყვნენ და შემდეგ თავად გამეკეთებინა მათთვის ქიშიც და შამათიც. ჩემთვის არ არსებობს მუდმივი მტრები,მაგრამ არსებობს მუდმივი მეგობრები!-აქ მზერა ლუკას გაუსწორა და ჭიქა მაღლა ასწია-ამ დარბაზში ჩემი გმირულად დაღუპული მეგობრის ოჯახია,გენერალი გიორგი ზარდასტანიშვილი,ხომ ყველას გახსოვთ ..?!-ამირანი ადგილზე გაქვავდა-ათი წლის წინ ის 17 ივნისის აჯანყებას შეეწირა ... მახსოვს მისი სიტყვები ...- „20 წლიდან ჩემი სამშობლოს სამსახურში ვარ და ამას გავაგრძელებ პარტიის გარეშე პოლიტიკის საზღვრებს მიღმა,იქ სადაც ქვეყანას დასჭირდება!“-მაშინ მთავრობის წევრებს ნათლად გააგებინა რას ნიშნავდა მისთვის ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე,ღირდა ეს უკანასკნელი რამედ თუ არა, გიორგისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა,მისთვის საკითხი მთავრდებოდა იქ სადაც ქართველის სისხლს ეხებოდა საქმე. ამ კაცმა ბევრი რამ მასწავლა,პირველ რიგში სამშობლოს სიყვარული.გიორგის სისხლში იმ უსისხლოს გარდა,ვინმაც იარაღი დაუმიზნა,ჩვენც გვაქვს ხელები გასვრილი ...-დარბაზში სუნთქვა შეეკვრა ხალხს- ჩვენ ქართველებს,რომლებმაც პატრიოტი განტევების ვაცად ვაქციეთ. ამ დარბაზში მისი შვილები და მეუღლე,სესილი ზარდასტანიშვილი დგას.მე როგორც ქვეყნის ყოფილი პრემიერ მინისტრი ქედს ვიხრი ამ ოჯახის წინაშე,რომლებმაც უამრავი გაჭირვება გამოიარა ამ დღემდე მოსასვლელად ... მიესალმეთ!
სახლის კედლები მქუხარე აბლოდისმენტებმა გააყრუა.
ამირანმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან და გაფითრებული კედელს უღონოდ აეკრო.
-მადლობა ყველაფრისთვის,ბატონო ზურაბ!-გაუღიმა ლუკამ და დარბაზს მოავლო თვალი.
მანდარიას სხეული აღარ ჩანდა.-მამა ყოველთვის გვასწავლიდა,რომ ჩვენი ყველა ამოსუნთქვა ღირსეული გაგვეხადა ... ადამიანებს ხშირად არ გამოგვდის საკუთარ სურვილებთან ბრძოლის მოგება. ომში ვყოფილვარ,მინახავს რთულად დასამარცხებელი ზონები და მინახავს აუღებელი,აქამდე დაუმარცხებელი წერტილები. ამ გადმოსახედიდან ... ერთი ღირსეული ამოსუნთქვა უფრო მძიმეა ადამიანისთვის ვიდრე აუღებელი ქალაქის აღება.მხოლოდ გააჩნია ღირსებად რას თვლის ადამიანი ... მერე როგორც ხდება ხოლმე ... ამ ერთი ამოსუნთქვით იზომება ჩვენი ცხოვრების გზაც. აქ რომ ვდგავარ ამაყად ამას მხოლოდ ღმერთს ვუმადლი,ჩემს ცხოვრებაში უღირსი ადამიანიდან დაწყებული ღირსეულით დამთავრებული და ყველა ის ვინც ამ შუალედშია,რომ გამაცნო ... ამან მასწავლა იმ ერთი ამოსუნთქვის ფასი,რომელზეც მამა გველაპარაკებოდა ბავშვობაში.
ხალხის აპლოდისმენტებმა იქაურობა გააყრუა.
-წავიდა!-გაეცინა გაბრიელს.
-ამ კაცს დღეს გული დაარტყამს.-ჩაერია ნიკოლოზი.
-ჯერ ადრეა მაგის სიკვდილი,ჯერ ძალიან ადრეა ...-ამოილაპარაკა ლუკამ და შამპანიურის ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადო კმაყოფილმა.


აქოშინებული შევარდა სახლში,სადაც ბოროტება კედლებში გამჯდარიყო.
ვეღარ სუნთქავდა,შიშის ნაწილაკები ვულკანივით იფრქვეოდა მის სხეულში.
სახლის კარი შეაღო თუ არა მაშინვე ჩამრთველს დაეტაკა და ის იყო სინათლე აანთო რომ ნაცნობმა სუნამოს არომატმა გულის რევის შეგრძნება მოჰგვარა.
სავარძელზე მომღიმარი თამუნა იჯდა თვალები დაექაჩა გაოგნებისგან.
-გამარჯობა,მამა!-მამაკაცის ხრინწიანი ხმის გაგონებისას იქვე ჩაიკეცა და გულის არეში წვისგან გაგიჟებულმა დაჭრილი დათვივით ამოიგმინა.
-სულ ეგ არი?არ მოირბენ და არ ჩამეხუტები?!-იცინოდა მამაკაცი.-მოგესწარი ვაჟკაცი,ამირან როგორ იქცევი?!-დინჯად მოაბიჯებდა კიბის საფეხურებზე.-გავიგე,ჩემი მამიკო მარტო დარჩა და ჩამოვედით,გაჩერდი ამირან!-შესძახა თეატრალურად და კედელთან ჩაკეცილი გაწითლებული კაცის წინ ჩაიმუხლა-ასეთი ემოციურობა ხომ იცი არ გარგებს,ასაკში ხარ უკვე!
-ლევან.!-ამოიხრიალა კაცმა.
-როგორია ..?!
-რა ...
-სიკვდილი,როგორია მამა?!
-ლევან!
-ღამით ხმები არ გესმის ...?! წესით უნდა იცოდე,როგორია როცა შვილს ცოცხლად გიწვავენ ...
ჯოჯოხეთი როგორია,მამა?!
-ლევან!
-ცეცხლს გრძნობ? მე ყოველ ღამე ვიწვი იმ ცეცხლში,ყოველ ღამე შენი გასროლილი ტყვია მხვდება,გეკითხები ... ჯოჯოხეთი როგორია,მამა?!
-შენი თვალების ფერი!-ამოიგმინა მამაკაცმა და აკანკალებული სხეული ძლივს დაიმორჩილა.
-შვილებმა მამების ცოდვები არ უნდა ზიდონ,შვილების თვალებში მამების დანთებული ცეცხცლი უნდა გიზგიზებდეს და არა ხანძარი,შენ ისეთი სულ საშუალო ხარ,ამასაც ვერ მიხვდები,მაგრამ ეგ არაფერი ...
-ლევან!
მერე თითქოს გამოსახულებას ბუნდოვნად ხედავდა.
ლევანი ისევ იღიმოდა,თვალებში ალმოდებული სახლი იწვოდა.
სახლი,რომლებიც არც მანდარიების იყო და არც ზარდასტანიშვილების.
ლევანის სახლი იწვოდა,ის სახლი რომელიც ყველა ადამიანს აქვს თავის სულში.
გამოსახულება გაქრა.

***
28 დეკემბერი
02:55

-თოვს ახლა ალბათ თბილისში.-ბეტონის კედელთან ჩამჯდარ გაბრიელს ლუკა წამოადგა თავზე.
-აქაც თოვს ... „ფიქრებში“-ჩაილაპარაკა გაბრიელმა და ლურჯ ცას ახედა.
-ვინ გირღვევს სიმშვიდეს?-გაეცინა ლუკას.
-ქალი.
-გამიკვირდებოდა სხვა რამ რომ ყოფილიყო.
-რატო,ასეთი ზედაპირული ვჩანვარ?
-რას ამბობ,მეგონა იყავი!-გაეცინა ორივეს-გიყვარს?
-მე არა,მას ვუყვარვარ.
-შენ რა გიბნელებს მზეს?
-რას?
-დაივიწყე,მამაჩემი ამბობდა,რომ გიყვარს მხოლოდ მისი სახე ანათებს არემარესო.
-რა გითხრა,მე მხოლოდ მისი ტირილი ჩამესმის ყურებში და თავი ყველაზე დიდი არაკაცი მგონია სამყაროში.
-რა უქენი?!-სახე დაეძაბა ლუკას.
-საქმეც ეგაა,არაფერი.უსიყვარულოდ თხოვდებოდა და მე არაფერი გავაკეთე-ხმა აუკანკალდა ჯანდიერს-ქორწილის წინა ღამით დამირეკა,მთხოვდა წამიყვანე,მიშველეო ... მე ... არ ვიცი ...-იქვე დაგდებული კენჭი მთელი ძალით მოიქნია - არ ვარ მე კარგი ადამიანი-დანანებით ამოილაპარაკა - ვიცოდი არ უყვარდა ის ბიჭი,ისეთი გოგო იყო ... უპრობლემო,ცხოვრებაში ყოველთვის იმით რომ კმაყოფილდებოდა რასაც მისთვის გავიმეტებდი და ... შემეძლო ბედნიერი ქალი გამეხადა,მე ...
-შენ ზუსტად ეგ ვერ აიტანე ...-გაეცინა ლუკას-შენზე ამდენად დამოკიდებული ქალი ვერ აიტანე და აიძულე სხვისთვის ყოფილიყო პრობლემური ცოლი,ეგოისტურად გაწირე.
-ახლა უნდა მამშვიდებდე!
-მეგობრები ასე არ იქცევიან,არ ამშვიდებენ ... შეცდომაზე წიხლს აჭერენ,მაშინ როცა ცხოვრებაში ისევ დადგები უფსკრულის წინაშე,როცა ისევ იქნება ვიღაცის ბედი შენზე დამოკიდებული გაგახსენდება ეგ გრძნობა,ეს ტკივილი და ვინ იცის იქნებ უარიც თქვა შეცდომის დაშვებაზე.
-საერთოდ არ დამეხმარე!
-ამას მაშინ გაიგებ,როცა ვიღაცის ბედნიერებას შენსაზე წინ დააყენებ,მხოლოდ ერთი გახსოვდეს ... ერთხელ დაშვებული ეგოიზმი,ეგოისტად არ გაქცევს და ცხოვრება წინ გაქვს იმისთვის რომ შეცდომისთვის პატიება არ გეთაკილოს და მისი გამოსწორება დაიწყო.
-ერთხელ მოკლული კაცი თუ მკვლელად გვაქცევს,ეგოისტობასთან რა იცვლება?!
-ის რაც მკვლელთან,მონანიების და ცხოვრების გაგრძელების უნარი.
-შენი არ მესმის,თუ კაცს ...
-მკვლელობაც ისეთივე ცოდვაა,როგორიც მრუშობა,ქურდობა,ტყუილი ... თუ ამას გააზრებულად აკეთებ - მკვლელი ხარ ... თუ ცოლად ქალი გყავს რომელიც არ გიყვარს და გონებაში სხვა ქალზე ფიქრობ,ისეთივე მეძავი ხარ,როგორიც ქუჩაში მდგარი მსუბუქი ყოფაქცევის ქალები ... ჰო,რატო მიყურებ გაკვირვებული?!-გაეცინა ლუკას-ღალატი ჯერ გონებაში იწყება და მერე ქმედებით გრძელდება,თუ არსებობენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები ასევე არიან კაცებიც. ქალს,რომ სხვა ქალის შეშურდება რა კარგი ქმარი ჰყავსო,თავის ცუდს ღალატობს,შენ რითი ხარ მისგან გამორჩეული?! ცოდვა,ცოდვაა ისევე როგორც დანაშაულია დანაშაული,ყოველგვარი კომპრომისების გარეშე ... კაცს,რომ მოკლავ ჩემო გაბრიელ რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წელი ჩაგსვამენ?მთავარია შიგნით რჩები ბინძური.ჭიქა შიგნიდან უნდა იყოს სუფთა,წყლის დალევა რომ შეიძლებოდეს ... მთვარია ხვდებოდე რა დააშავე და ამისთვის პატიებას მანამ ითხოვდე,სანამ არ გაპატიებენ.
-ვინ იცის იქნებ მართალიც ხარ ...
-ჰო,ეგ მართლაც რომ არავინ იცის.
-ახლა მამაშენის მკვლელი აქ რომ გყავდეს,მოკლავდი?!-სივრცეში დაკარგული თვალებით ჩაილაპარაკა გაბრიელმა.
-არა ...-ჩაეცინა ლუკას და თავი კედელს მიადო.
-მამა თვალწინ მოგიკლა,როგორ არ მოკლავდი?!
-„უნდა იჯდე ფანჯარასთან და მოთმინებით ელოდო როდის ჩამოატარებს მდინარე შენი მტრის გვამს.“
-შენც არ ხარ მართალი,ლუკა ... თუ ყველაფერი ასეა ... მაშინ მტერიც ისე უნდა გიყვარდეს როგორც მოყვარე.
-მერე ვინ თქვა,რომ ყველაფერში მართლები ვართ ადამიანები?!
-არავინ,მაგრამ ...
-მაგრამ,მთავარია ვეცადოთ.
-რაღა უნდა ცადო?!
-სიბინძურიდან შეძლო და სუფთა გამოხვიდე, რომ მისი წილი დანაშაული შენც არ მოგეცხოს და შენი წყალიც ისე არ აიმღვრეს,როგორც მისი ჭაობი. თუ ითხოვ მიიღებ კიდეც.
-თავიდან მითხარი სიკვდილი ჯობიაო,უსიყვარულოდ ქალის ცოლად მოყვანას ... ახლა ეგოისტი ვარ მასზე რომ არ ვიფიქრე ...-გაურკვევლობისგან დაბნეულმა ჩაილაპარაკა გაბრიელმა.
-ხანდახან სწორი ნაბიჯი მაინც არასწორია და პირიქით.მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს.
-თუ მაინც დაისვარე?!
-თუ ამ დაწყევლილ დედამიწას მართლა სიყვარული ატრიალებს,მაშინ არც დაცემულის წამოდგომა იქნება მითი.
გაღიმებული წამოდგა,არემარეს მზერა მოავლო და სევდიანად დახარა თვალები.
„იმედი მაქვს მართლა სიყვარული ატრიალებს,თორემ არაფერს ჰქონია აზრი ამ ქვეყნად“
ჩაილაპარაკა და თვალს მოეფარა მისი დასუსტებული სხეული.

***
„დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა მინისტრთა კაბინეტი წარმოადგინა, რომელთა ჩამონათვალსაც სრულ რეპორტაჟში ჩვენი ჟურნალისტი თამარ ფირცხალავა წარმოგიდგენთ,ჩვენი ყურადღება მიიქცია პოლიტიკაში სრულიად ახალმა სახემ, გენერალ გიორგი ზარდასტანიშვილის ვაჟმა,ლუკა ზარდასტანიშვილმა,რომელიც დღეიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს და ახალ მთავრობასთან ერთად შეუდგება ქვეყნის მართვის პროცესს. რას ფიქრობს ამაზე ოპოზიცია და ვინ არის გმირულად გარდაცვლილი გენერლის შვილი,რომელიც მთავრობაში არც მეტი არც ნაკლები საქმიანობას პირდაპირ მინისტრობით იწყებს - ამ და სხვა საკითხებზე ცოტა ხანში თამარი ჩაგვერთვება ...“
-მზად ხარ?!-გაეცინა გაბრიელს და ლუკასთან ერთად შეაღო კაბინეტის კარი.
-ვემსახურო სამშობლოს?-გაეცინა ლუკას.
-არა,მანდარიას პანაშვიდზე ვენოკის საყიდლად მზად თუ ხარ?! ბიჭები ფულს ვკრიბავთ და ..
-ყველაფერზე ნუ მაიმუნობ ამხელა კაცი!-თავად ლუკასაც ეცინებოდა.
-მე და მაიმუნობა?! საერთოდ არ ვიცი რაზე ლაპარაკობ!-ხარხარებდა ჯანდიერი და მინისტრის სკამში ჩამჯდარ ლუკას ფოტოებს უღებდა-პირველი ვის აჯდება სიკვდილის ბუზი?!
-სამშობლოს მტრებს!-მომღიმარმა ჩაილაპარაკა ლუკამ
-გაგვიწყვეტია ნახევარი საქართველო.
-ნუ ხუმრობ ასე!პირველად გვჭირდება ყველა ის ადამიანი მოვძებნოთ ვისაც ხსენებულმა ა.მ-მ ზიანი მიაყენა.
-შორიდან ვეპარებით?!-გაცინა გაბრიელს.
-პირველ რიგში მისი ქვეყნიდან გასვლის ყველა გზა უნდა მოვსპოთ,რომ მართლმსაჯულებას ვერ გაექცეს.შემდეგი მამარდაშვილი იქნება ... ხომ სჯერა,რომ ჩვენიანია?!
-რას ამბობ,იმ საღამოს ვთქვი მიყვარს გოგო სპორტით რომ არის დაკავებულითქო და ისეთ ხმაზე იკივლა ჩემი გოგო მოჭადრაკეაო,წყალი გადამცდა.
-ნუ ხარ ასეთი საზიზღარი,გაბრიელ!
-კაი,რას ვაპირებთ?!
-იბერიის გაბრწყინებას.
-ლევანთან რა მოხდა?!
-არ შეცვლილა,ისევ ისეთია ...
-რატომ არ მოვკალიო,რა თქვა?!-ხმა ჩაეხლიჩა გაბრიელს.
-ალბათ იმიტომ,რატომაც ვერც მე მოვკლავდი და ვერც შენ ...-ამოიხვნეშა ლუკამ- არც ის არის მკვლელი და არც ჩვენ.
-ჩვენ მკვლელები ვართ ...-სახე დაეჭიმა გაბრიელს-რამდენი მოგვიკლავს ბრძოლის ველზე,ლუკა?! ნუთუ ამის შემდეგ ...
-ამ ქვეყნად იმდენი ომი არსებობს,რამდენიც სიკვდილი. ჩვენ გვესვროდნენ და ჩვენ ვესვროდით,იმიტომ რომ ქვეყანას სჭირდებოდა ასე.
-ავღანეთი - ჩვენი ქვეყანას კი არა ამ სკამებში ჩასაჯდომი ჩინ-მედლებს სჭირდებოდა.
-ეგ ჩინ-მედლები ხვალ სხვების სიცოცხლეს იხსნის,ავღანეთი ჩვენ ქვეყანას ერთ ნაბიჯს წინ გადაადგმევინებს,ეს ომია ... არც ისინი იბრძოდნენ თავიანთი ქვეყნის გამო.
-ვერ ვიძინებ ... დღემდე ვერ ვიძინებ ... არც ის ლეიტენანტის წოდება შველის ტვინში ტყვიების ზუილს და არც ეს სკამი.ვერ ვიძინებ გესმის?!მაისურაძე მესიზმრება... -თვალები ჩაუწითლდა ჯანდიერს-როგორ გავუძლო ამდენ სისხლს?!
-რამდენი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინე,როცა ნავიგაცია გაუფუჭე მტრის ბანაკს და სკოლის ნაცვლად ბომბი ცარიელ სახლზე ჩამოაგდებინე?! გახსოვს ის ქალი?!-ლუკა უკვე გაბრიელის ფეხებთან ჩამუხლულიყო და მეგობრის დაძარღვული სახე მტევნებში მოექცია-გახსოვს,როგორ ამშობიარე ქალი უდაბნოში და ბოლო ხმაზე ყვიროდი მადლობას,რომ გინეკოლოგი არ გახდი?!იმ ბავშვის ტირილი გახსოვს? გახსოვს 45 გრადუს სიცხეში სუხიშვილობა რომ იკისრე და უდაბნოში ცეკვავდი,იმიტომ რომ ჩვილი სიკვდილს გადაარჩინე?! ათასობით კაცი გვყავს გაყვანილი ცხელი ზონებიდან,ტყვიების ზუზუნი ღამით რომ გვესმის ჩვენი წარსულია. წარსული,რომლითაც მე ვამაყობ.
-ამასწინათ ბებომ მითხრა ...-ამოიხრიალა გაბრიელმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო- ქართველი მეფეებიც იბრძოდნენ სხვის ომში თავიანთი ქვეყნის გადასარჩენადო მერე გამეცინა,რომ მოვკვდე გაბრიელ თავდადებულად ვინც არ შემრაცხოს,იმას არ ეღირსოს პენსიის დაქალებთან ერთად დახარჯვათქო და ჯოხით მომდევდა ნახევარი საათი.-ორივეს გაეცინა ჯოხით მორბენალი ნაირას წარმოდგენისას-ვითომ მართლა მიგვიღებენ ...?!
-სად?
-აი,იქ.
-ჯანდაბა,ტეროტისტებს ვკლავდით ხალხის გადასარჩენად, ეკლესია-მონასტრებას კი არ ვაწიოკებდით!-შესძახა ლუკამ-თავი დამანებე,რა კაცი მინისტრი გავხდი და შენი დეპრესიისთვის ანტი დეპრესანტები მე რატო მივიღო?
-აი,ხედავ?!-გაეცინა გარიელს-შეგძლებია თურმე ხუმრობაც ... ნუ ოროსანი ხარ ისევ იუმორში,მაგრამ ისწავლი ნელ-ნელა მინისტრულ იუმორს!
-როგორ შეგიძლია ასეთი ცვალებადი იყო,დღემდე არ მესმის!
-სხვანაირად არ შემიძლია.ჰო,მართლა ...-კართან მისული უკან შემობრუნდა-ლუკა !
-ახლა რაღა გინდა?!-მობეზრებულმა ახედა მეგოაბრს.
-ვენოკის ფულის დადება არ დაგავიწყდეს,სირცხვილია მაინც ...
-არანორმალური ...-თავი გადააქნია მომღიმარმა ლუკამ და ქაღალდებს მიუბრუნდა.
***
სახლის ეზოში გრძელ სკამზე იჯდა ლევანი და მის გვერდით თავისი პატარა ძმის არსებობა აიძულებდა ამ ყველაფრისთვის სხვა თვალით შეეხედა.
-არ უნდა წასულიყავი.-შეუბრალებელი იყო დათას ტონი.
-„არ უნდა დარჩენილიყავი“-ს მსგავსად მარტივი სათქმელია ეგ წინადადება?!-სევდიანად გაეღიმა ლევანს.
-მე რის გამო დავრჩი ეს ერთი საკითხია,შენ რის გამო წახვედი ეგ მეორე!
-ორივე საკითხი ერთი მეორედან გამომდინარეობს. შენ პატარა იყავი,მე,ბაჩო და ლუკა ერთად გავიზარდეთ,შენ არ გახსოვს როგორ გაჭმევდა სესილი საჭმელს მაშინ როცა ჩვენ არ გვქონდა ამის საშუალება. არ გახსოვს,როგორ გეთამაშებოდა გიორგი ბურთს და ხელში აყვანილი როგორ დაყავდი ეზოში,არ გახსოვს და ასე უფრო მარტივია გესმის?! მე ამეებს გონებიდან ვერ ვიშლი.სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა დამენახა მამაჩემს სესილი სახლში ცოლად როგორ ჰყავდა, როგორ ჩამეხედა გვანცასთვის თვალებში და მეთქვა მამაჩემმა შენი ოჯახი ამოწყვიტა-მეთქი?! შენ არაფერი თქვი,პირში წყალი დაიგუბე და გაჩუმდი,რისთვის?!
ინგლისიდან ჩამოსულმა ამ ყველაფერს რომ შეხედე გული არ აგერია?!
-ინგლისიდან ჩამოსულმა პირველი ვისაც შევხედე,სწორედ ის გახდა მიზეზი რომ აქ დავრჩენილიყავი,ამ ჯოჯოხეთში.
-გვანცა!-გაეცინა ლევანს-ხომ იცი რომ ლუკა თავს შეგაკლავს და არ გაგახარებს,თუ ამ ბავშვის სახელი კიდევ ერთხელ დასცდება შენ პირს?!
-ბოლო დღეებია ამ სიტყვებს მეორედ ვისმენ.
-ვინ იყო ის კეთილის მსურველი,ვინც პირვილად გითხრა?
-„კეთილის მსურველი“-გაეცინა დათას-გაბრიელ ჯანდიერი,იცნობ?!
-ჩემი კლასელი იყო ...-თავი დახარა ლევანმა-ჩემი ცოლის პირველი და უკანასკნელი სიყვარული.-დათამ გაოგნებულმა გადმოხედა ძმას.
-რაო?!
-ჰო,-მარცხნივ გახედა ეზოში დარგულ კაკლის ხეს და გაეღიმა-ჩემ ტასუნას უყვარდა ... -საოცარი სითბოთი წარმოთქვა მამაკაცმა ქალის სახელი.
-ბავშვობაში?!
-ბავშვობიდან სიკვდილის ბოლო წამამდე.-ხმა ჩაეხლიჩა ლევანს.
-რას ამბობ,ლევან?!-შეწუხდა დათა.
-ოთხი წლის წინ გარდაიცვალა ...-ამოიხრიალა და ისევ დახარა უღონობისგან თავი -ბოლო სიტყვებიც მისი იყო ...-გაეღიმა სიმწრით მამაკაცს- „რატომ,გაბრიელ?!“
დათას ენა ჩაუვარდა მოსმენილისგან გაოცებულს.
ჰაერის ნაწილაკებში თავისთავად გავრცელდა სევდა,ღრმა და მოურჩენელი.
-სასაცილოა თუ სატირალი არ ვიცი ...-უეცრად გაეცინა მამაკაცს და თავი უკან გადასწია-ჩემ შვილსაც გაბრიელი რომ ჰქვია.
დათას ცივმა ოფლმა დაასხა ლევანის სახის დანახვისას.
-ღმერთმა არ გაწირა უსიყვარულოდ დატანჯული სიცოცხლისვის საბედისწერო კი მაინც გაბრიელი აღმოჩნდა მისთვის.
-ამას ნუ ამბობ ...-ამოილუღლუღა ძლივს დათამ და ძმას გადმოხედა-ბავშვი სად არის?!მე რატომ არაფერი მითხარი?!
-თინასთან,სანამ სიტუაცია აქ დალაგდება იქ დარჩება,თინა ხომ გახსოვს?!-წარბები შეკრა ლევანმა კითხვის ნიშნად-ჩემი ტასოს დედა.
-მახსოვს მაშინ იქ იყო ბუდაპეშტში.
-ჰო,იქ იყო ...
-წარმომიდგენია როგორ გძულს ის ტიპი ...
-ვინ ჯანდიერი?!-გაეცინა ლევანს.-არა,რატო?!მისი ბრალი არ იყო,ტასო რომ არ უყვარდა ... ისე როგორც ტასოს ბრალი არ იყო,მე რომ ვერ შემიყვარა. ეს ასე არ ხდება,დათა ... შენთან ვალში არავინაა,არავინაა ვალდებული უყვარდე თუ ამას ვერ იაზრებ კაცს სიყვარულზე ადრე ბოღმა მოგიღებს ბოლოს.
-შენი არ მესმის ...
-არც არი საჭირო გესმოდეს. შენ რომ გამიგო,ჩემ ტყავში უნდა შემოძვრე,მე კი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,რომ შენ და გაბიმ ის არ გამოიაროთ,რაც მე.
-რატომ არ შემატყობინე?!-თვალებში სითბო ჩაეღვარა დათას ძმის შვილის ხსენებაზე.
-მაშინ ალბათ ეგ უკანასკნელი რამ იყო რაც შენთვის მქონდა სათქმელი ...
-ახლა შეიძლება ტვინი ამიფეთქდეს ...-სახეზე ხელები ჩამოისვა დათამ.
-ვერ წარმოიდგენ როგორ გავს დედამისს-გაეღიმა ლევანს.
-ქალი?!
-ვინ ქალი,დათა?!
-ქალი ხომ გჭირდება რომ ... რომ ცხოვრება გააგრძელო?
-ჩემი ქალი მოკვდა,ანუ სხვა ქალებიც მოკვდნენ მასთან ერთად,ჩემთვის.
-ასე არ შეიძლება ... ასე არ ...
-ლუკას თავს ნუ მოაკვლევინებ,ეგ ის კაცია ვისაც შენს სისხლსაც ვერ მოვთხოვ ... ქვა რომ გესროლოს თავი დახარე და გაიარე. მისგან გვეკუთვნის ყველა ტალახი და არ გაბედო ისეთი რამ გააკეთო,რომ მის დას გზაზე გადაეღობო. ტყვიას შუბლში ისე დაგახლის თვალს არ დაახამხამებს და ამაში მამაშენის გარდა ნურავის დაადანაშაულებ.
-ტასოს სიყვარული გინდოდა?! ასეა ჩემთანაც ...
-წადი დათა,წადი და დაივიწყე ეგ გოგო.

***
ლევანის დაბრუნება მეხის გავარდნას ჰგავდა ქალაქში,სადაც არავის დავიწყებაი მისი წასვლა აქედან.
-ნახე?!-ყავის ფინჯანი წინ დაუდო შვილს სესილიმ და იქვე ჩამოჯდა.
-მეტიც,მე ჩამოვიყვანე!-გაეცინა ლუკას და ფანჯარაში გაიხედა,სადაც ჯერ ისევ არ ჩანდა მზე.
-მასთან იყავი არა?!
-მასთან ვიყავი.
-რატომ წახვედი?
-წესით უნდა ხვდებოდე,რომ მომინდებოდა ჩემი ბავშვობის მეგობრისთვის თვალებში ჩამეხედა და მეკითხა რას აკეთებდა მაშინ,როცა მიწაში არ გაციებული მამაჩემის ჯიბრზე,მამამის ცოლად დედაჩემი მოჰყავდა.!
-არ შეგიძლია რომ არ შემახსენო,არა?!-ნაღვლიანად გაეცინა ქალს და წამოდგომა დააპირა ლუკას გამგმირავი ხმა რომ გაიგოდა.
-დაჯექი! ... მინდა იცოდე,რომ ამაში შენ არ გადანაშაულებ,ეს მხოლოდ იმ არაკაცის ცოდვაა,რომელიც მარტო მან უნდა ზიდოს და არა შენ,შენი მხრები ზედმეტად მსუბუქია ამ ტვირთისთვის.
-როგორ არ მადანაშაულებ,როცა ყოველ ჯერზე მახსენებ ... მარტივია ასე ლაპარაკი როცა ის არ გამოგივლია,რაც მე გამოვიარე ... მარტივია,როცა არ გაძალებენ ..
-სესილი,არ დაამთავრო!-ვედრება ამოაყოლა გაბზარულ ხმას ლუკამ-გემუდარები,არ დაამთავრო ...
-მჭირდება რომ იცოდე,მე მასთან არ ვწოლილვარ!-თვალები დაექაჩა ნერვებისგან ქალს-რასაც მაიძულებდა იყო მეჭამა საჭმელი,მის გვერდით მდგარს ყველასთვის მეჩვენებინა,რომ ჩემი ერთადერთი სიყვარული ცხოვრებიდან ისე წავშალე ვითომ არც ყოფილა ... რომ გვანცასთვის არ მომეყოლა,რაც მოხდა რეალურად ... იმიტომ რომ იცოდა გვანცას ეს რომ შეენიშნა შეიძულებდა,მას კი ყველაზე უფრო ამის ეშინოდა ... თითქოს მას მართლა შვილად მიაჩნდა გვანცა.საკმარისი იყო გვანცა არ ჩახუტებოდა მთელი დღის განმავლობაში და შეეძლო ამის გამო ყველა დაეცოფა,როგორც აკეთებდა ... მხოლოდ გვანცას ღიმილი იყო საჭირო და თითქოს ადამიანივით გადმოგვხედავდა,მე ხომ ვუყურებდი რას უშვრებოდა დათას?!
-თქვენ ანუ ... თქვენ ...-სახე დაეჭიმა მამაკაცს.
-არა,შვილო ... მე მისი ცოლი არ ვყოფილვარ!-ჩაილაპარაკა სესილიმ-არ ვიცი,ავადმყოფი იყო ... ისე მექცეოდა თითქოს ფაიფურის თოჯინა ვიყავი,თითქოს განძრახ არ მეკარებოდა იცოდა ამით სულ ჩამომანგრევდა და მომსპობდა,მას კი ეს არ უნდოდა ...
-არაკაცი.
-ღმერთმა განსაჯოს,ჩვენ ამ სიძულვილის ტვირთს ნუ ავიღებთ,ასე უფრო გართულდება ლუკა ...
-ლევანმა მთხოვა,თუ შეძლებს მისი ნახვა მინდაო.-ამოიხრიალა ლუკამ და ყავა მოსვა.
-ველოდები.
კარისკენ წასული ქალი გზაშივე მობრუნდა,მომღიმარი დაიძრა შვილისკენ და გულში ჩაიკრა დანაღვლიანებული.
-ყველაფერი იმაზე კარგად იქნება ვიდრე წარმოგვიდგენია,მთავარია შენ ხარ,ჩვენ ვართ და ღმერთი გვყავს.
-როგორ გიყვარს,სესილია ღმერთი?!-გაეღიმა ლუკას უნებურად.-მახსოვს ბავშვობაში როგორ გვაიძულებდი ყოველ ღამით გველოცა.რომ არ გვიშველა ამან,დედა?!
-ყველაფერს სწორი კუთხით უნდა შეხედო ... იმ სახლში სადაც შენი ძმა ცოცხლად დაიწვა შეიძლება შენ და გვანცაც ყოფილიყავით.
-ჩვენ ცხოვრებას ცხოვრება ერქვა?!
-გავა დრო და ვიღაცისთვის მაგალითი გახდები.ცოლს შეირთავ,შვილი გეყოლება და მიხვდები,რომ ღირდა ... რომ ცხოვრება გრძელდება დიდ ტკივილს კი დიდი სიხარული მოსდევს თან ... სამყაროში არაფერი ხდება კანონზომიერების გარეშე.ჩემო დატანჯულო ბიჭო ...-დაიხარა და მის დანაოჭებულ თითებში მოიქცია შვილის სახე-რომ იცოდე წინ რამხელა ბედნიერება გელოდება,ამას არ მეტყოდი. რაც გავიარეთ წარსულია,წინ კი მომავალი გვაქვს.
-რა დავაშავეთ ამის ფასი ეს რომ დაგვემართა?!-ხმა ჩასწყოდომოდა მამაკაცს.
-ლუკა,შვილო ამით არაფერი სრულდება.-გაეღიმა ქალს-ეს ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილია.იცხოვრე ისე რომ იქ წასულმა მამაშენს ამაყად ჩახედო თვალებში,ისე რომ იქ წასულმა ისინი ნახო. შურისძიებამ თვალები არ დაგიბრმავოს და გზა არ გაგიმრუდოს,ისინი რომ იქ კარგად არიან თავიანთი კარგი და უბოროტო ცხოვრებით, არ გაბედო და ისეთი რამ არ გაივლო გულში,რაც იქ მათ ნახვაში ხელს შეგიშლის თორემ მერე ... მერე ყველაფერი სულერთია ...
-ჯადოქარი ხარ-გაეცინა ლუკას-ახლაც ისე მოქმედებს შენი სიტყვები თითქოს სამყაროში ყველაფერი ცუდი გაქრა.
-შენ სულ ასეთი იყავი.-გაეღიმა სესილიას-ყოველთვის გჭირდებოდა შენი დოზა დამამშვიდებელი,ზედმეტად ენერგიული და ფიცხი იყავი ახლა შეიცვალე, სხვა ხარ ... ახლა ისე გავხარ მამაშენს ...
-მადლობა,დე.
ხელზე აკოცა დედამისს ლუკამ და ამით თითქოს აგრძნობინა,რომ „ყველაფერი კარგად არი“-მხოლოდ იმედი არ იყო ეს თითქოს გარანტია იყო,რომ ვიღაც მაღლა ცაში პაზლებს აწყობდა და ყველაფერი კარგად თავისთავად იქნებოდა,თუ საქმეს მას მიანდობდნენ ადამიანები.
***
-არ შეგრცხვა აქ მოსვლის?-ეზოში მჯდარ თამუნას გვერდით ამირანი მიუჯდა.ქალს უნებურად გაეღიმა.
-იცი წლებია ვფიქრობ როგორ ვერ შეგიძულე და ვერ ვხვდები ... თითქოს იმ დღიდან მოყოლებული რაც ცოლად მომიყვანე კი არ მიყვარდი,გითანაგრძნობდი ...
-რა?!-დაიბნა კაცი.
-ჰო,მეცოდებოდი,რომ ძმაკაცის ცოლი ისე გიყვარდა როგორც რაღაც არაბუნებრივი არსება,როგორც კერპი,რომელმაც ბოლო მოგიღო ... იმდენად დაგამახინჯა ამ ... არ ვიცი სიყვარულსაც ვერ ვუწოდებ,ამ გაკერპებამ,რომ ჩაიხედე სარკეში რას გევხარ.
-ცემა მოგენატრა?!-კბილებში გამოსცრა მამაკაცმა.
-შენი ვინ ხარ ქალი რომ სცემო?!შენ ვისზე უნდა ასწიო ხელი?!-ჩაეცინა ქალს და ამრეზით გადმოხედა კაცს-პირველად რომ გამარტყი ხელი მაშინ მივხვდი,კაცი კიარა კაცუნა რომ იყავი და მაშინაც გაპატიე,იცი?!-ამას ისე ამბობდა,თითქოს რაღაც სასაცილოს ყვებოდა-გაპატიე,იმიტომ რომ იმ დღეს სესილიას დაბადების დღე იყო და შენზე ბევრად ლამაზი ბეჭედი უყიდა გიორგიმ,შენ იმ ბეჭდის ყიდვის გამო სამი თვე მუხლჩაუხრელად მუშაობდი და ცოლ-შვილს აშიმშილებდი,მაგრამ მაინც შეგრცხვა შენი საჩუქნის გამოჩენა.ის ხომ არაფერი იყო გიორგის საჩუქართან შედარებით?!სახლში მოსულმა მე მომიგდე ... მე სესილიაზე ბევრად დიდი ზომის თითი მქონდა,შენ ამაზე გაბრაზდი და სილა გამაწანი,გახსოვს ამირან?!-გულიანად იცინოდა ქალი,მანდარიას სახე წაეშალა წარსულის გახსენებისას-რა საცოდავი იყავი?!
-შენ თუ არ იყავი საცოდავი რა გინდოდა ჩემს გვერდით?
-მე წასასვლელი არ მქონდა,სოფლიდან ჩამომათრიე,ერთი შავი თეთრსაყელოიანი კაბით. ვსწავლობდი ... წიგნები გადამიყარე,ცხოვრება თავზე დამამხე და დამაჯერე,რომ ერთადერთი რაც უნდა მეკეთებინა ცხოვრების ბოლომდე შენი ატანა და შვილების გაზრდა იყო.
ჩემი შვილებით დღემდე ვამაყობ,მათთვის ღირდა რაც გამოვიარე,მაგრამ შენი ატანა?!
-რას იზამ,ცხოვრება უსამართლოა.
-რაას ამბობ?!-გადაიკისკისა ქალმა-ცხოვრება ისეთი სამართლიანია,გაგიჟდები ამირან!
-ჰო,არა?!-ფეხზე წამოხტა ამირანი-გაიმეორე?!-ხელის მოქნევით წამოაყენა ქალიც და ჰაერში აწეული მარჯვენა ის იყო უნდა გაერტყა ქალისთვის,რომ ხელი გაეყინა. იგრძნო როგორ შეწყვიტა სისხლმა მოძრაობა.მტევანი აუკანკალდა.
-ხელს მოგტეხავ,მეორედ რომ გაბედო და დედაჩემზე ხელი აწიო!-ყურთან უჩურჩულა დათამ.
-შე,ლაწირაკო!
-აბა,ვისთან გვაქვს დიდი გული,მამიკო?!-სახლიდან გამოვიდა ლევანი,რომელსაც ყბები დაეჭიმა ნერვებისგან.- არ ეშვები ძველ ხელობას,ხო?!
-წაეთრიეთ ჩემი სახლიდან!-იღრიალა ამირანმა.
-წავალთ,აბა რას ვიზამთ?!შენ რა ღირსი ხარ შვილებთან ერთად ცხოვრების?
-წაეთრიე,ხომ იცი რომ არასდროს მყვარებიხარ?-თამუნასკენ დაიძრა კაცი,დათა რომ გადაეღობა.
-არ გაბედო ...-სიმშვიდე კბილებით ეჭირა პატარა მანდარიას.
-მთელი ცხოვრება მეზიზღებოდი,შენში ქალს ვეძებდი და მოსამსახურე შემრჩა,ქალად არასდროს გივარგია!რას გავდი გახსოვს მაინც?!სესილიას ფრჩხილის ღირსიც არ იყავი.!-
უღიმოდა თვალცრემლიანი თამუნა ყოფილ ქმარს.
-რა დამთხვევაა,შენზე და გიორგიზეც იგივეს თქმა შეიძლება.ხედავ?! მკვდარია და ახლაც გჯობნის,მკვდარიც შენზე მეტია სიცოცხლით,მაგრამ რაღა სიცოცხლე?! შენ გაძაღლებულ ყოფას რაღა სიცოცხლე ჰქვია?!
-გაძაღლებულ ყოფას?ვერ ხედავ რამდენს მივაღწიე?ხედავ საიდან სად მოვედი?თქვენი გიორგი სასაფლაოზე ...
-ვაი,შე უბედურო!-შეჰკივლა ქალმა-გიორგის საფლავზე ერთი კენჭი გვირჩევნია შენს სასახლეს,მეც და სესილისაც,ეს შენ ხარ ვირთხა,გემს რომ ძირავს თორე გაქცევაზე ვინღა ლაპარაკობს?!
-გაეთრიე-მეთქი!-თვალები გადმოუცვივდა ლამის ამირანს.
-მივდივარ,რა გამაჩერებს ჰაერსაც კი შენი სუნი აქვს,ნაგვის!

****
სახლის მშენებლობა ნელ-ნელა წინ მიიწევდა.
მარტი იწყებოდა და სახლის ძირითადი სამუშაოები დასრულებული იყო.
დილის ცხრა საათზე მუშები ნელ-ნელა ანახლებდნენ სამშენებლო სამუშაოებს იდგა ლევან მანდარია ზურგს უკან ხელებგადაჯვარედინებული და ჩაფიქრებული უყურებდა სახლის კედლებს.
„ლევან,მე გავითვალე,შენ იხუჭები, ჩვენ ვიმალებით!“-ყურებში ჩაესმოდა ბაჩოს ხმა. სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა, თითქოს ვიღაც ნავთს ასხამდა მის შინაგან სამყაროს,თავად კი პირდაპირ გულიდან უშვებდა ჩაუქრობელ ცეცხლს,რომელიც წვავდა ...
-ვინმეს ეძებთ?!-გაისმა მამაკაცის ხმა,რომელსაც გაზეთი გაეკეცა და ქუდად მოერგო თავზე.
-რამდენი უნდა გადაგიხადოთ საშუალება,რომ მომცეთ და დაგეხმაროთ?!
-ბატონო?-ყბა ჩამოუვარდა გაოცებისგან კაცს.
-ფულს გადაგიხდით,უბრალოდ მომეცით საშუალება მეც თქვენთან ერთად ვიმუშაო ...
-რას ამბობ,ბატონო მთვრალი ხართ?!-ყურებს არ უჯერებდა მამაკაცი.
-მითხარით,რამდენია ამისთვის საჭირო ...-საფულე ამოიღო ლევანმა.
-როგორ ჩვენი დახმარება გინდა და ამაში ფული გამოგართვათ?!თქვენ, ვინ გგონივართ?
-კაცი,რომელიც მომცემს საშუალებას მომავალი შევაწებო ...
-მაინც მგონია,რომ მთვრალი ხარ!-გაეცინა კაცს-მოდი,აქ ... ამ შარვლის აქ გაფუჭება იქნება?!
-იქნება,იქნება ...-გაეღიმა ლევანს და კაცთან ერთად სახლში შევიდა.

ყველას ეხმარებოდა.
ძალას არ იშურებდა.
დაუზარებლად დადიოდა კიბეზე მძიმე ხელსაწყოების ასატანად ან ჩამოსატანად.
შუადღისას,როცა მუშების სადილის დრო დადგა ისიც მათთან ერთად დარჩა მათივე თხოვნით.
-ამ სახლის პატრონი,საოცარი ქალია ... ყოველ დღე დააქვს ჩვენთვის საჭმელი.
-თავად მოდის?-ანერვიულდა მანდარია.
-აუცილებლად,დაცვის ბიჭები მოიყვანენ,საჭმელს დაგვიტოვებს და მიდის.
-მე წავალ ...-გრძელი სკამიდან წამოდგა და ის იყო კარი უნდა გაეღო,რომ მის წინ მომღიმარი სესილია დალანდა და ნერვიულობისგან პირი გაუშრა.
-ლევანიკო ...-თვალები ცრემლებით აევსო ქალს და ერთი ნაბიჯი გადადგა გახევებული მამაკაცისკენ-რამხელა გაიზარდე,ჩემო ბიჭო?!
ლევანმა ნაბიჯი უკან გადადგა და აკანკალებული ხელები თვალებზე მიიჭირა,თითქოს ცრემლების დამალვა უნდოდა.
-ნუ ... ნუ ... ლევანიკო.-კალათები იქვე დადო ქალმა და ხელები მაღლა ასწია მოსაფერებლად.
-არა,სესილი,არა ... არ მომეფერო,არა ვარ ღირსი!-კედელთან ჩაიკეცა მანდარია და ჩვილი ბავშვივით ატირდა მამაკაცი.მუშები რიგრიგობით გავიდნენ ოთახიდან.
ქალი ბიჭის ფეხებთან ჩაიმუხლა და შუბლზე ჩამოყრილი თმები დანაოჭებული თითებით გადაუწია.
-არ გაისვარო შენი სუფთა ხელები ჩემნაირ ნაგავზე .... არ გინდა,სესილი ...
-ჩემო ბიჭო,როგორ გაიზარდე ...-ჩურჩულებდა ქალი. ფრთხილად ჩამოჯდა ლევანის გვერდით იატაკზე.
იგრძნო მანდარიამ.
იგრძნო,რომ ჰქონდა უფლება ისევ ჩაედო სესილიას კალთაში თავი,ისევ შეეძლო ყოფილიყო ბავშვი.
-ვიწვი,მიშველე ვიწვი ...-ატირდა ლევანი და გულზე მიბჯენილი მარჯვენა ხელის მუშტი სხეულზე გიჟივით დაიშინა-ვიწვი,მასთან ერთად ვიწვი ... მე რომ კაცი ვყოფილიყავი ტყვია უნდა დამეხალა მამაჩემისთვის და მერე ჩემი თავისთვის ... ვიწვი,ამ სახლის ხანძარს ჩემ გულში ვერ ვაქრობ,სესო ... მიშველე ...
-ჩშშ...-თვალცრემლიან ქალს გაეღიმა და ხელი გადაუსვა ბიჭს თავზე-შენს თავს იმაზე მეტს ნუ მოთხოვ,ვიდრე შეგიძლია ... აპატიე,თორე გაჭირდება,შვილო ... სუნთქვა გაჭირდება.
-ცხოვრება თავზე დამამხო. ყველაფერი წყეულ ფულზე გაცვალა,როგორ ვაპატიო ...
-ყველას ჩვენი წილი ჯვარი გვაქვს სატარებელი,ბაჩოს ამბავი შენი ბრალი არ ყოფილა ... შენ ის გააკეთე რაც უნდა გაგეკეთებინა ... ტყვიის სროლა ზოგჯერ „არ სროლა“-ზე უფრო მარტივია.
-მე რომ ვიწვი?!
-მოვა ის ვინც ამ ცეცხლს ჩააქრობს,ის ვინც ტკივილებს დაგიამებს ... ტასო სად არის,ლევან?
ლევანი წამოდგა,ცრემლები შეიმშრალა და სესილის გვერდით კედელს მიეყრდნო.
-ბაჩოსთან ... -ამოიხრიალა ემოციებისგან დაცლილმა და მსუბუქად მიარტყა თავი კედელს.
-რას ამბობ,შვილო!?-წამოიწია სესილი.
-უსიყვარულო ცხოვრებას,იქ წასვლა არჩია ... ამაშიც ვერ გამოვდექი. არც მეგობრად ვივარგე,არც შვილად,არც ქმრად ... ახლა მკითხავ,რა დაგრჩენიაო?!-ხელებით ჯიბეები მოიქექა და საფულე ამოიღო,სადაც პატარა ბავშვის ფოტო ეგულებოდა,ქალს ფრთხილად გაუწოდა და სივრცეში გაბნეულ სევდაში ჩაიკარგა-ჩემი შვილი ... მას რა ვუყო,თორე დიდი ხანია ჩემი ადგილი ჩემი მეგობრის გვერდითაა ...
-ამას ნუ ამბობ,თუ ღმერთი გწამთ სიკვდილი აღარ დაგცდეთ!-შესძახა ქალმა და საფულეში ჩადებული ბავშვის სურათი გულში ჩაიკრა-რას მოვესწარი,ლევანიკო?!-ამოიტირა გაღიმებულმა-შენი შვილი მყავს გასაცნობი,რას მოვესწარი!?
-გაიცნობ?!-შეპარვით ჰკითხა მამაკაცმა ქალს.
-რას ამბობ,შენ შვილს ისე ჩავეხუტები,როგორც ბაჩოს შვილს ... მამაშენის ცოდვასთან შენ რა კავშირი გაქვს,შვილო?! მე ხომ ვიცი,სიყვარული და სიძულვილი,კაცობა და ადამიანობა მემკვიდრეობით არ გადადის,ამას ან იძენ ან არა ... შენ ეს დიდი ხნის წინ შეიძინე. შენ კაცი მაშინ იყავი ჯერაც დახუჭობანას,რომ თამაშობდით ამ სახლის ეზოში ... ბოროტება არ დაიკავო და უპატიებლობას არ დაემონო ... ცეცხლიც ჩაქვრება.ამას ჩემი გამოცდილებით გეუბნები ... როცა მამაშენს ვაპატიე,ცეცხლიც ჩაქვრა.
-როგორ ხარ ასეთი?!-ამოიჩურჩულა ლევანმა.
-შენგან ვისწავლე.-გაეღიმა ქალს და თვალები დახუჭა-მაშინ ბაჩომ ცხელი წყალი დაგასხა,გახსოვს?!-ლევანსაც გაეღიმა და თავი უკან გადასწია,თითქოს იმ ერთ მოგონებაში წავიდნენ ორივენი-შენი ყვირილი მთელ ქუჩაში ისმოდა. ბაჩომ წყალი განზრახ გადაგასხა,შენ დამნაშავე არ იყავი.თვალებიდან არ ამომდის შენი დამწვარი ფეხი,მე და თამუნას გვეგონა,ჩვენ დავიწვით ... ისეთი საოცარი ბავშვი იყავი თუ ძალიან არ გატკენდნენ არასდროს შენ ტკივილს სხვას არ დაანახვებდი,მაგრამ მაშინ იმ დამწვრობასთან ისეთი უძლური იყავი,თვალებით გვატყობინებდი მე და დედაშენს შენს გასაჭირს. ბაჩო დავსაჯეთ და ერთი თვე სახლიდან გასვლა ავუკრძალე,აუცილებელი შემთხვევების გარდა ოთახიდან გამოსვლაც კი აკრძალული ჰქონდა.მახოსვს სამი დღე ისეთი მოწყენილი დადიოდი,ვერ გაცინებდით მე და თამუნა ... -სესილის ცრემლები ნაკადულებად დადიოდა ლოყებზე-მაშინ გიორგიმ რომ გაიგო ეს ამბავი,მოსკოვიდან საჩუქრები მხოლოდ შენ და ლუკას ჩამოგიტანათ,იჯდა ბაჩო ოთახში და ფანჯრიდან გიყურებდათ როგორ თამაშობდით ეზოში ... პირველად თქვენ გყავდათ პულტიანი მანქანები ალბათ მთელ საქართველოში ...-ორივეს გაეღიმა,ვერც ერთი ვერ იკავებდა ცრემლებს-არასდროს დამავიწყდება,შენი მანქანის პულტი ბაჩოს ოთახის კართან დატოვე, შენი მანქანა ეზოში იყო ... ბაჩო ფანჯრიდან მართავდა მანქანას და ამით ისე ერთობოდით ... მთელ ქუჩას იკლებდა თქვენი შეძახილები ... თითქოს აღარც ის სამი დღის მოწყენილობა იყო და აღარც ცხელი წყლით მოყენებული დამწვრობა. ასეთი რამ კიდევ მოხდა,როცა მეშვიდე კლასში რაღაცაზე ძალიან იჩხუბეთ ... გახსოვს დამაგრძელებელი სამჯერ რომ გადააბი და ეზოში გაიტანეთ ტელევიზორი?!
-„დინამოს“ მატჩი იყო,ვერ გამოვტოვებდით ...-გაეცინა ლევანს.
-არადა რამდენი ვირბინეთ მე და თამრიკომ ორი ბილეთი რომ გვეშოვა შენთვის და ლუკასთვის?!-გაეცინა სესილის-მაშინაც ბაჩო იყო დამნაშავე და ამით ვსჯიდი.
-ის თამაში წავაგეთ.
-მეგობრობა და ერთმანეთის თავი მოიგეთ,სამაგიეროდ.
-ნეტავ ცოცხალი რომ იყოს რას მეტყოდა?
-ჩააწოდე,მანდარია რა გაგიხდა ერთი პასის მოცემაო!-ოთახში ლუკას ხმაზე ორივე შეკრთა და ვერც ერთმა შეიკავა ღიმილი.-ფეხბურთში ორივე კოჭლები იყავით!
-ჰო,სულ შენით მოვიგეთ სკოლის ოლიმპიადა.
-აღმოაჩინა ახალი ამერიკა,ჩემით მოიგეთ აბა ბურთის ნაცვლად თქვენზე უფროს გოგოებს ეპრანჭებოდით!
-თორე შენ არ ეპრანჭებოდი!
-რა გაცვია,მანდარია?!-გაეცინა ლუკას.
-დილით ასეთი არ იყო,-ძვირადღირებულ მაისურზე დაიხედა ლევანმა და გაეღიმა-მერე პრარაბობას მოვკიდე ხელი და აჰა!
-დაბერდი ბიჭო,ჭაღარაც გამოგერია.
-ერთი წელი არც აქეთ არც იქით,შენც მალე წამოხვალ თეთრი ეკლების გზაზე!
-არა,მე ჯერ ყველაფერი წინ მაქვს!-წარბები სასაცილოდ აწკიპა ლუკამ.
-მომეცი უფლება მეც ვიმუშაო ბიჭებთან ერთად ...-ხმა დაუსერიოზულდა ლევანს.
-კი ბატონო,ერთი პირობით ...
-რა პირობით?!
-ჩემ ოთხს არ გაეკარები!-ბიჭებთან ერთად სესილისაც აუვარდა სიცილი.

თითქოს რაღაც ახალი იწყებოდა. ფერფლის ფენას ვიღაც დიდი მონდომებით წმენდდა. ცეცხლის კვალიც ქრებოოდა გზადაგზა.

***
ამირანს დილით მოუვიდა ცნობა,რომ ქვეყნის და ქალაქის საღვრების დატოვება ეკრძალებოდა,გარკვეული ვადით.
გაფითრებულს ბოლომდეც არ წაუკითხავს წერილი.
თითქოს ამ ერთი წინადადების წაკითხვაც საკმარისი იყო იმისთვის მიმხვდარიყო რა ხდებოდა მის ირგვლივ ...
***
თავის კლასელებთან ერთად კაფეში იჯდა გვანცა და გამოსაშვები საღამოსთვის დეტალებს განიხილავდა გოგონებთან.
შენობაში ნაცნობი ხმის გაგონებისას თითქოს სისხლი გაეყინა ძარღვებში.
ახლა ყველაზე მეტად არ უნდოდა საბედისწერო მზერისთვის თვალის გასწორება.
-რასაც შენ იტყვი ის შევუკვეთოთ!-იცინოდა ნაცნობი ხმა და თანდათან უფრო უახლოვდებოდა გოგონას.
-ნაყინი მინდა,შოკოლადის!-სწრაფად მიაბრუნა თავი და პატარა ბავშვის გამოსახულებაზე შეკრთა.
-მარტია,გაცივდები ...-იცინოდა ბიჭი და ბავშვის გაბადრულ სახეზე ჩამოყრილ კულულებს თლილი თითებით ეთამაშებოდა.
-არ გავცივდები,მამა მაჭმევს ხოლმე ... მინდა,რა?!-კისერი დაიწელა ბავშვმა,რაზეც ბიჭმა გულიანად გაიცინა და ბავშვი ხელში აიყვანა.
-ჩვენ გვინდა ორი შოკოლადის ნაყინი და ლიმონის მაფინები.-მიმტანიდან მზერა ბავშვზე გადაიტანა,მანაც თავი დაუკრა გაღიმებულმა და სიხარულის ტაშიც შემოჰკრა.
-მამას არ ვუთხრათ ...-ჩაიბუტბუტა ბავშვმა.
-მატყუარა,აკი მამა მაჭმევსო?!-იცინოდა ბიჭი.
-მინდა,რომ მაჭამოსთქო ... ხომ იცი მიჭირს ქართული ...
-ეშმაკობაში ხარ პროფესიონალი!-ის იყო ბავშვი მაგიდასთან დასვა რომ მისმა თვალებმაც იპოვა ახლობელი მზერა სადღაც დარბაზში გაბნეული და მაინც მასთან მიმართული.
სხეული დაეძაბა დათა მანდარიას.
იჯდა გვანცა მშვიდად,მუხლებზე ელაგა ნატიფი მტევნები.
იჯდა და აგიჟებდა მასთან მიახლოვების სურვილი.
მაშინ არავინ ...
ქვეყნად არავინ იცის რად დაუჯდა დათას თითოეული ვერ თქმული სიტყვა.
მშვიდად წამოდგა და მათი მაგიდისკენ დაიძრა გოგონა.
სული ეხუთებოდა,გრძნობდა უახლოვდებოდა,მისი სურნელი უფრო და უფრო ახვევდა თავრბუს.
-მე გვანცა მქვია,შენ?!-მაგიდასთან დაიხარა და პატარა ბავშვს გაუღიმა გოგონამ.
-გაბი ...-თმები შეისწორა ბავშვმა,რაზეც ვერც ერთმა შეიკავა ღიმილი-გაბრიელი,მაგრამ მე გაბი უფრო მომწონს ...
-სასიამოვნოა,გაბი ...-ხელი გაუწოდა მომღიმარმა გვანცამ და სიცილი ძლივს შეიკავა გაბრიელის გამომეტყველებაზე,თითქოს ბიძამისს აჩვენებდა რომ უკვე დიდი ბიჭი იყო.
-ლევანის შვილია?-ხმადაბლა იკითხა და დათას დაჟინებულ მზერას რომ ვეღარ გაუძლო თვალები დახარა.
-ჰო.
-მეგონა მოხვიდოდი ...
-მეგონა საქმროს ძალაუფლების შარავანდედი კიდევ დიდხანს არ მოგშორდებოდა,რას ვიზამთ ... ვცდებით.
-შენ ისედაც იცოდი,რომ იმ კაცის შეყვარებული არასდროს გავხდებოდი!
-ნუთუ?!ამას რამე მნიშვნელობა აქვს?!
-რას?!
-იმას,რაც მე ვიცი.
-გააჩნია რა იცი.
-გვანცა ნუ მეთამაშები,დამიჯერე ეს ცეცხლი მარტო მე არ დამწვავს ...-გაეცინა დათას.
-წარმოდგენა არ მაქვს რაზე მელაპარაკები,მე უკვე ცეცხლის ალში ვარ!-ფეხზე წამოდგა და შენობა დატოვა.


***
-მანდარიასთან ომის დაწყება ბიზნეს სექტორთან შეჯახებას ნიშნავს ...
-სხვა რა დაგვრჩენია?!-მხრები აიჩეჩა გაბრიელმა.
-წარსულის ამოქექვა და ბიზნეს ისტორიის გაფუჭება ... უნდა ვიბრძოლოთ ისე რომ ქვეყანაში კანონი კანონობდეს და აღარავის ... აღარავის აზრად არ მოუვიდეს რომ იმაზე იფიქროს ბინძური ხერხებით ფული როგორ გააკეთოს ... ყველას უნდა დავანახოთ,რომ ამ ქვეყანაში დამთავრდა ის შავი და ბნელი დროება,როცა ფული ანათებდა ვიღაცეების სასახლეებს.
-ჯოჯოხეთის და ფულის ამბავში ხო?!-სავარძელში გადაწვა მომღიმარი გაბრიელი-ვაი,მანდარია შენს დაბადებას შუშხუნები არ მოყოლია ...
-არ იყო ღირსი და ამიტომაც!-ჩაერია ქალბატონი ნაირა და გაბრიელს თავში ხელი გასცხო.-ფეხები ჩამოსწიე მაგიდიდანთქო,რამდენჯერ გითხარი?!
-ნაირა,მინისტრი შვილიშვილი გყავს,ცოტა მოწიწება იქონიე!
-მინისტრი შვილიც ჰყავდა და დილით კარაქიან პურებს ატენიდა,ჰკითხე აბა!-სიცილი აუვარდათ ზურაბის სახეზე.
-ვის ხელშია ქვეყანა?!-თეატრალურად შეიცხადა ნაირამ და ლუკას გადმოხედა-რას ვაპირებთ,ლუკა?!-გაბრიელს თვალები რომ დაექაჩა და ზურაბი იდაყვებით დაეყრდნო მაგიდის ზედაპირს ახლა ნაირას აუვარდა სიცილი-მთელი კოლმეურნეობა მეჭირა ხელში,თქვენ მთავრობას ვერ დავალაგებ?!
-კოლმეურნეობა შენ გეჭირა თუ მამას?!-ჩაერია ნიკოლოზი.
-მამაშენს,მაგრამ მამაშენი მე მეჭირა!
-აუ,ნაირა რა ქალი ხარ!-ახარხარდა გაბრიელი.
-წესიერად გაიცინე,მინისტრი კაცი ხარ აღარ შეგეფერება შვილო ...-სამზარეულოსკენ აიღო გეზი ნათელამ-ჰო კიდე,ბიჭებო ..-შემობრუნდა და ლუკას და გაბრიელს მიაპყრო მზერა-კაცო,მოიყვანეთ ცოლი დაბერდით უკვე!
-ამ საკითხში ხელებიც აგვიწევია!-შესძახა ნიკოლოზმა და ზურაბს ვისკის ჭიქა მიუჭახუნა.
-ქალაქის დატოვების აკრძალვა გუშინ დილით მიუვიდა სახლში,ამ დრომდე მისი დუმილი რას უნდა მივაწეროთ?!-ჩაფიქრებულმა იკითხა ზურაბმა და ბიჭებს გადმოხედა.
-პირველი,შიშისგან გულმა უმტყუნა და ახლა ზეციური სასამართლოს რიგში დგას,მეორე ისევ რაღაცას გეგმავს და ამეებში ისეა გართული,რომ ჩვენთვის არ სცალია,მესამე,ომით დაიღალა და თავის განაჩენს ელოდება.
-პირველი და მესამე გამოვრიცხოთ.-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ლუკამ-ორი დღის წინ მისმა შვილებმა დატოვეს სახლი,ახლა სულ მარტოა და ერთადერთი რაც დარჩენია მისი „ნაშრომ-ნაწვალები“ ქონების გადარჩენაა ...
-ანუ ისევ რაღაცას გეგმავს.
-მისი ერთადერთი კონტაქტი,რომელსაც ჰგონია,რომ რამეს წარმოადგენს,მამარდაშვილია ... -სკამზე შესწორდა ნიკოლოზ ჯანდიერი.-ამ დროს მამამარდაშვილის გონება ან იმდენად ჩლუნგია,რომ ვერ ხვდება შემდეგი გაჩერება სწორედ მისი სასახლე რომაა,ან ისიც იწყებს ყაზარმულზე გადასვლას.
-მამარდაშვილი ახლოს უნდა გვყავდეს,იმდენად ახლოს,რომ ვერ გაბედოს ამირანის დახმარება.-ჩაფიქრებული იყო ლუკა.
-რა ვქნა ბატონო პრეზიდენტად მე ვერ დავნიშნავ და მინისტრად რომ დავნიშნო დროშის თავზე გადმოხევა როგორ უნდა მერე მაჩვენებს ქართველი ხალხი!-ხელები აღაპყრო გაბრიელმა.
-არა,მაგრამ უნდა ვაგრძნობინოთ,რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი კაცია და მისთვის საფრთხის შექმნას კი არა საიმედო მეგობრობას ვაპირებთ ...-მშვიდი იყო ზურაბი.-ამისთვის კი პირველ რიგში ლუკაა საჭირო.
-მე ყველაფრისთვის მზად ვარ.
-ამირანი თავის სახლში უნდა გამოვკეტოთ და ნელ-ნელა ეტაპობრივად სურსათ-სანოვაგე წავართვათ,მერე სასამართლოს პირველ ბრძანებას მეორეც დაემატება,მეორეს მესამე და მეოთხეზე მისი სახლი აგურ-აგურ დაინგრევა.
-მინდა რომ ამ საქმეს მე მოვკიდო ხელი,მაგრამ ჩემი აქ ჩარევა ბევრ ეჭვს გამოიწვევს,ასე რომ ... ეს საქმე იმდენად კვალიფიცირებულ ხალხს უნდა ჩავაბაროთ,რომელთაც სისხლის სამართლის ყველა კანონი თავიანთ თავზე მეტად უყვართ ... -ლუკას ტონში სულის გამგმირავი სიმშვიდე იგრძნობოდა.
-ჩავრთავ შესაბამის ხალხს ...
-შენც მენთეშაშვილზე ფიქრობ?!-ჩაფიქრდა ნიკოლოზი.
-ვიზე თუ არა მასზე.-ვისკის ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა და ოთახი დატოვა.


***
-შემომხედეთ!-იცინოდა დორა და ვანიკოს,ლუკას,გვანცას და ლევანს საღებავებში მოსვრილ სახეებს კადრებს აფიქსირებდა
-ბავშვები!-იქვე სკამზე ჩამომსხდარი თინა ბებო და სესილი იცინოდნენ და ახალგაზრდებს შეჰყურებდნენ.
-ეგ არ მომხვდეს,თორე ვერ გადამირჩები ვალოძია!-ყვიროდა ლევანი და ეზოში დარბოდა საღებავის ფუნჯით შეიარაღებულ ვანიკოსთან ერთად.
-მე თუ კიდევ დავისვრები და ვერც ერთი გადამირჩებით!-წიოდა გვანცა.
-აბა,გვანც, გამოიხედე!-შესძახა ლუკამ და ის იყო მთელი ძალით გაქცეულ გვანცას უნდა დასწეოდა რომ თავისი ფუნჯით წინ მომავალ გოგონას შეეჯახა.
სულ დასვარა გოგონას კოპლებიანი კაბა თეთრი საღებავით.
თეძოებზე აწებებული ნაჭერი ფრთხილად მოიშორა და ის იყო ჩხუბი უნდა დაეწყო რომ ბგერები გაეყინა ჰაერში მომღიმარი ლუკას დანახვისას.
-ბოდიში,ძალით არ მინდოდა ...-იღიმოდა ზარდასტანიშვილი და თვალს ვერ წყვეტდა აჭარხალებულ მართას.
-მინისტრებს სხვა საქმე არ გაქვთ?-მხრები აიჩეჩა გოგონამ და ის იყო გზა უნდა გაეგრძელებინა მაჯაში რომ ჩაავლო მამაკაცმა ხელი და მისკენ მიიზიდა.
-საით?!
-სახლში!
-წამო შევიდეთ.-ისე რომ მაჯიდან ხელი არ გაუშვია სახლისკენ დაიძრა და გაკვირვებულ თვალებს ყურადღება არ მიაქცია.სახლის კარი შეაღო და გოგონა შიგნით შეატარა.კარი რომ დაიხურა ეზოში ყველამ ერთმანეთს გადახედა და ერთხმად აუვარდათ სიცილი.
-აქ მისაღები ოთახი იქნება,აქეთ სამზარეულო,საჭმელების კეთება შენც არ იცი თუ იშვიათი გამონაკლისი ხარ ამაშიც?
-არ ვარ ... ანუ,არა, ვიცი ...
-წამოდი ...-მომღიმარი აჰყავდა კიბეზე ისე რომ თვალს არ აშორებდა ღაწვებშეფაკლულ გოგონას.-აქ საძინებლებია,იქ მე ვიწექი ბავშვობაში ...
-ახლა?!
-არ ვიცი,ვერ გადავწყვიტე მინდა იქ დაბრუნება თუ აღარ ...
-ამ სახლს თუ წარსულის ელფერს უბრუნებ მაშინ შენი ადგილი სწორედ იქ არის,თუ ... თუ გინდა რომ სულ მთლად ახალი შექმნა,მაშინ წაშალე ყველაფერი ძველი.
-რაღაც ძველის და ახლის ნაზავი ..?!-თვალები დააწვრილა,ფანჯრას მიეყრდნო და ხელები გულთან გადაიჯვარედინა.
-გააჩნია ...-მხრები აიჩეჩა გოგონამ-წარსულისგან რას აიღებ და მომავლისგან რას ითხოვ.
-„თავისუფალ სუნთქვას“ და „ბედნიერების წუთებს“ ...
-ანუ?!
-წარსულისგან თავისუფალ სუნთქვას ავიღებ ... მომავლისგან ბედნიერების წუთებს ვითხოვ ... თუ გვაქვს ადამიანებს ზოგადად ამის უფლება.
-რისი ბედნიერების?-გაეღიმა მართას.
მუხლები მოეკვეთა ლუკას მართას სუფთა ღიმილზე და იქვე ჩაიკეცა ფანჯარასთან.
მუხლებზე გადადებულ გაშლილ მკლავებს დააჩერდა,წამით თვალები დახუჭა და გაეცინა.
-სულ ასეთი ხარ?-იკითხა ჩუმად,სიმსუბუქეში წასულმა ლეიტენანტმა.
-როგორი?-თითებით ისევ კაბას წაეტანა გოგონა.მატერია სხეულზე ეკვროდა ის კი მის მოშორებას ცდილობდა.
-არ ვიცი ... როგორც ზღაპრებში და სიზმრებშია ...
-მაინც როგორი?!-გოგონამ ორი ნაბიჯი გადადგა და ზემოდან დააჩერდა ლუკას,რომელმაც ღიმილი ვერ შეიკავა დასვრილ კაბაზე,მართას შეფერილ ლოყებზე და ამ მომენტზე.
-„სახლური“ ... ეგეთი ეპითეტი არსებობს?-გაეცინა ორივეს ამ სიტყვაზე-იქ სადაც ხარ,მგონია რომ ჩემი სახლია ...
-კომპლიმენტად მივიღო?-ღიმილს ვერ ელეოდა გოგონა.
-განაჩენად ...-გაეცინა ლუკას.
-ეგ მუქარად მივიღო?-ეცინებოდა მართასაც.
-ეგ წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა მიიღო ...
-და მაინც როგორია „სახლური“ ..?!-სიცილი წასკდა გოგონას და ლუკას გასწვრივ ისიც დაიხარა,კაბამ მთლიანად დაუფარა მუხლები.
-არ ვიცი ... სიმშვიდის და ჰარმონიის გაერთიანებაა,როგორ აგიხსნა?!სახლში რომ ხარ რას გრძნობ ხოლმე?ან ყველა სახლს „სახლს“ ხომ ვერ დაარქმევ?სწორედ ასეა ალბათ ადამიანებშიც ...
-გინახავს ჩემზე ლამაზი გოგოებიც,ხო?!-გაეღიმა სევდიანად გოგონას.
-ბევრად ლამაზები ... ასე ნუ მიღიმი ...-თავი გადააქნია ლუკამ და ხელის მტევნებში მოიქცია გოგონას სახე-რამდენი სასახლეა ამ ქვეყნად,ყველაში თავს ხომ ვერ იგრძნობ ისე როგორც შენ სახლში?!
-საერთოდ არაა მიმზიდველი ...-ცხვირი სასაცილოდ შეჭმუხნა მართამ და ის იყო წამოდგომა დააპირა ლუკამ რომ არ დაანება და ისევ იმ პოზიციაში დატოვა.
-ყველაზე მიმზიდველი ქალი ხარ ... შენი მუხლებსქვემოთ კოპლიანი კაბებით,შევსებული ლოყებით და თბილი ღიმილით ... ის ქალი ხარ,ვისი ქმარიც იტყვის რომ ყველაზე იღბლიანია ...
-ამას რომ ამბობ ისე ვიბნევი ... ჩემ წარმოდგენებში ვიკარგები,თავი დამანებე რა ...-ამოიტირა მართამ და ლუკას ხელები სახიდან მოიშორა - გამოვედი იმ ასაკიდან ასეთ ფრაზებზე რომ ოცნების კოშკებს დგამენ, არ მჭირდება შენი სიტყვები და წამიერი გამონათებები,მერე კვირეობით დაკარგვები და ამ ყველაფერთან მარტო დარჩენილი საკუთარი თავიც არ მჭირდება!
სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა ზარდასტანიშვილი.
-თავი დამანებე,არ მინდა ... ჩამოუყალიბებელი არც ურთიერთობა არ მინდა არც ადამიანი გესმის?!
-და რა გინდა,მართა?!-ამოიხრიალა ოცნებებში წასულმა ხმამ,რომელიც საოცრად ხავერდოვნად ჩაესმა გოგონას.
-სახლური კი არა ყველაზე ლამაზი ვიყო შენთვის ეგ მინდა ...-ნიკაპი აუკანკალდა და სხეულზე დაიხედა-ამ ზედმეტი კილოგრამებით ამას ნამდვილად ვერ მოვახერხებ ... მოდი რა დაასრულე ეს პოეტური გამონათებები,არაა საჭირო.ნახვამდის,ლუკა.
კიბეები ჩაირბინა და ლოყებზე დადენილი ცრემლები შეკრული მუშტებით შეიმშრალა.
გარეთ გასულმა ნაცნობ სახეებს რომ მოჰკრა თვალი თავი დახარა და ის იყო ჭიშკრიდან უნდა გასულიყო ლუკას ხმა რომ გაიგო.
-გაზაფხულია,მართა ... -მაღლა იყურებოდა სადღაც ცაში,უმისამართოდ იღიმოდა და საერთოდ არ ანაღვლებდა გოგონას გულში დატრიალებული ქარცეცხლი.
-ჯანდაბას შენი თავი,ზარდასტანიშვილო ...-ამოიჩურჩულა და თავისი სახლისკენ ისე წავიდა უკან აღარც მოუხედავს.
კიბეზე ადიოდა ...
„გაზაფხულზე რა ლამაზი სანახავი იქნები მარ-თა ...“
მესამე საფეხურზე ჩამოჯდა და გაეღიმა.
***
სახლის მშენებლობა ნელ-ნელა სრულდებოდა.
ადამიანებ თვალებს არ უჯერებდნენ საღებავებში ამოთხვრილ შინაგან საქმეთა მინისტრს რომ უყურებდნენ მეგობრებთან ერთად მორბენალს ეზოში.
ისე თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო,ტკივილების და უზარმაზარი პასუხისმგებლობების გარეშე.
კისერზე შემოჯენილი დაჰყავდა პატარა გაბრიელ მანდარია,ლუკას.
საოცარი სანახავი იყო წარსული და მომავალი ერთ მთლიანობაში მოქცეული.
წარსული მათი მეგობრობა იყო,მომავალი ეს პატარა ბიჭი,რომელიც ორივეს აიძულებდა ტკივილების დავიწყებას.

ყოველ ჯერზე სული ეხლიჩებოდა სესილის.
აწმყოს სილამაზე და ქმარ-შვილის მონატრება,აი რას ვერ ერეოდა ცხოვრებისგან გატანჯული ქალი.

ყოველ ჯერზე ამჩევდა გვანცა ვანიკოს თბილ მზერას და ამ მზერაში გადამალულ გრძნობებს.
წყალში ჩავარდნილი,დახრჩობისთვის განწირულივით ეძებდა ვანიკოში იმ მაშველ რგოლს,რომელიც მხოლოდ იმ ერთის ზღვისფერ თვალებში ცურავდა.

ყოველ ჯერზე აპარებდა მზერას მეზობლად,ორსართულიანის ახლის მეორე სართულის ფანჯრებისკენ ლუკა. თითქოს იმ ფანჯრებს მიღმა ფარდების სქელი მატერია საგულდაგულოდ მალავდა ქალის სიყვარულით გაჟღენთილ მზერას. ყოველ ჯერზე ცდილობდა მამაკაცი ამ ფანჯრებს,მერე ფარდებს,მერე სიამაყეს და მერე ყალბი სიცივის მიღმა დაენახა თავისი „სახლი“.

ყოველ ჯერზე სახლის თითოეული ბინადარი ისევ საკუთარ თავს ებრძოდა.
ებრძოდა ისე როგორც ზღაპრული სამყაროს ელემენტებს მოკლებულ რეალურ ცხოვრებაში იბრძვიან ადამიანები,პრინციპების,მოვალეობების,წარსულის და მომავლის გამო.
ვინ იცის ხან რა და ხან რა ხდება ჩვენში ზრაპრული სამყაროს„სიკვდილის“ მიზეზი?!

***
-გაბრიელ,გაიცანი დათა მანდარია ...-ღიმილით მიუახლოვდა დათას სესილი და გაბრიელი.
-სამწუხაროდ,გვაქვს ბედნიერება ვიცნობდეთ ერთმანეთს ...-კბილებში გამოსცრა დათამ და ამრეზით გადმოხედა ირონიულად მომღიმარ ჯანდიერს.
-დიახ,ქალბატონო სესილი ... რთულია დათასნაირ ...-ერთხანს ჩაფიქრდა,მანდარია აათვალიერა და მომღიმარმა განაგრძნო-უპერსპექტივო კაცს არ იცნობდე,ერთს მაინც ...
-მე შენ გაჩვენებ ...-მომუშტულ ხელზე იგრძნო თლილი თითების შეხება და ერთიანად მოდუნდა ნაცნობი სხეულის დანახვისას.
-როგორ ხართ?!-ანგელოზს წააგავდა იმ მომენტში დათასთვის გვანცა.
-კარგად,გვანცა ...-გაუღიმა გაბრიელმა გოგონას და ისე რომ სესილის ვერ შეემჩნია ყურთან დახრილმა ფრთხილად უჩურჩულა-ამ შენ კვაზიმუდოს ოცდაოთხი შვიდზე ბომბი რატომ აქვს მიმაგრებული ტვინში?!
-რას ვიზამთ,ყველა შენნაირი კლოდ ფროლო ვერ იქნება!
-არა,მე უფრო ესმერალდა ...-სიცილს ძლივს იკავებდა ჯანდიერი.
-მაგისთვის ცოტა ბებერი ხარ და ცოტა ... ცოტა უშნო!
-თავხედო ბავშვო,არ იცი უფროსებს როგორ ელაპარაკო!
-წადი გააბრწყინე იბერია,საქმე ნახე რა!
-მე იბერიის გასაბრწყინებლად ომში მიშვებ და შენ აქ შენს კუროს უნდა ეკურკურო?
-გაბრიელ!
-მიდვივარ,ჰო!-შეჭმუხნა წარბები და სესილის გადმოხედა-ქალბატონო სესილი,წამობრძანდით მაინტერესებს სამზარეულოში ესპანური კაფელი გადაწყვიტეთ თუ ...
მომღიმარმა გვანცამ თვალი გააყოლა წინ მიმავალთ და დათას მოუბრუნდა.
-ხონ არ გაწუხებთ?!-ამოილაპარაკა მოჩვენებითი უდარდელობით მანდარიამ.
-აჰ,არა რას ამბობ ...-მხიარულად იყო გვანცა.
-კარგად გრძნობ თავს ხო?!-ჩაეცინა დათას.
-მშვენივრად.
-რატო,არა?! თავს ბუზებივით გეხვევიან თაყვანისმცებლები,ახლა აღარც ოჯახი გჭირდება და აღარც ვინმესგან დაცვა ...
-რაო?!-თვალები დააწვრილა გოგონამ და ეჭვნარევი მზერით დააშტერდა ბიჭს,თითქოს ბოლო წამამდე ეგონა მოესმა სიტყვები.
-იცი რომ ჩემ ნერვებზე მოქმედებ და მაინც შენებურად აგრძელებ,არც მიშვებ არც მტოვებ ... რაღაც საშინელ თამაშს თამაშობ და ვერც კი ხვდები რომ შენს ირგვლივ ცეცხლია ... რამე არ შეგეშალოს,არ დაგავიწყდეს ცეცხლი წვავს,გვანცა!
-შენი სიტყვების გაგება არ მინდა,მხოლოდ ვისმენ ...-ჩაილაპარაკა გვანცამ და ხალხს თვალი მოავლო მომღიმარმა.
-ისმენ და გაგება არ გინდა,არა?!-გაეცინა დათას-თვალებში შემომხედე!-ნიკაპში წაავლო ხელები და სახით მისკენ შეაბრუნა.-შენ მე ვინმეში ხომ არ გეშლები?!
-საერთოდ ვერ ვხვდები ..
-ხოდა მიგახვედრებ!-დათას ცივ ხმაზე სხეულში გასცრა გოგონას.-რასაც შენ აკეთებ,ამას ძალიან ... ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება.მეთამაშები,ჩემს მოთმინებას ცდი ... დამიჯერე,თუ მე მეტკინება,შენც გეტკინება.
-არა,იმიტომ რომ შენ მოისურვებ ასე ... უბრალოდ,მე შენი ტკივილი მტკივა,დათა.-ხმა ჩაეხლიჩა გრძნობამორეულ გოგონას.
-ნუთუ?!-ცინიზმი არ ტოვებდა მანდარიას-მაშინაც,როცა იცი გული მისკდება ყველა შენ ნაბიჯზე,რომელსაც უკან დგამ და არა წინ!
-რას მთხოვ,დათა?!
-წლების წინ ის დაწყევლილი სახლი შენ გამო არ დავტოვე ... ჩემი ოჯახი ბუდაპეშტში დავტოვე და შენთან დავრჩი,იმიტომ რომ შენ გჭირდებოდა ასე,იმიტომ რომ შენ არ გყავდა ოჯახი და მე უნდა ვყოფილიყავი შენი ძმაც,დაც,მეგობარიც და ყველა ის რაც გაკლდა! თექვსმეტი წლიდან გებრძვი და ვერ დაგამარცხე,დავიღალე გესმის?!
-მე მებრძვი,დათა?-ხმას ვერ იმორჩილებდა გოგონა.
-ჩემში შენ თავს ვებრძვი.
-და?!
-სულ როცა ასე მიყურებ ვხვდები,რომ ვმარცხდები.
-და?!
-მიყვარხარ,გვანცა.
უზარმაზარი სახლის შუაგულში იდგნენ უამრავი ადამიანით გარშემორტყმულნი და თითქოს დედამიწაზე მარტო დარჩენილნი თავიანთი გრძნობის უსასრლო ოკიანეში ცურავდნენ.
თითქოს უერთმანეთოდ ამ ოკეანის ტალღები ერთსაც დაახრჩობდა და მეორესაც.
-გახდი,ჩემი ... ჩემი პირადი ოჯახი.-თვალები დაეხუჭა დათას ამ სიტყვების წარმოთქმისას. მის გიშრისფერ წამწამებს ობლად მოსწყდა წინაპართა ცოდვით დამძიმებული ცრემლი.
-მე შენი ოჯახი ვარ,ზუსტად იმ დღიდან,როცა ჩემს გამო მშვიდ ცხოვრებაზე უარი თქვი.
ეგონა მეორედ დაიბადა.
ხელის მტევანი ფრთხილად დაადო მხარზე გოგონას და ინსტიქტურად მიიზიდან მისკენ.
არავის გამორჩენია,როგორ მოეხვია ზარდასტანიშვილის სუსტი მკლავები მანდარიას ძლიერ მხრებს,არავის დაუნახავს ის რაც მხოლოდ მათ ეკუთვნოდათ.
-რა ჯანდაბა ...-ხმა ვერ დაიმორჩილა ლუკამ ამ სცენის შემყურემ.
-ახლა არა ... აქ არა!-მკლავში ეცა ჯანდიერი კოპებშეყრილ მეგობარს.
-რა ხდება?!-ნელ-ნელა აალებას იწყებდა ლუკას შიგნით მოთმინების ძაფი.
-ბავშვები ერთად გაიზარდნენ,დიდი ამბავი თუ ჩაეხუტა,რა დაგემართა?!-ღიმილს არ იშორებდა სახიდან გაბრიელი,მათკენ მომავალ ლევანს თვალს ვერ უსწორებდა და ნატრობდა ახლა იქიდან გამქრალიყო.
-ლევან,რამე ხდება და არ ვიცი!?-სიმშვიდე კბილებით ეჭირა ლუკას და ბავშვობის მეგობარს თვალებით ანიშნებდა წყვილზე.
-რაც უნდა იყოს აქ ამაზე საუბარი არ ღირს.-ხმადაბლა ამოილაპარკა ლევანმა.
-„რაც უნდა იყოს?!“-გაეცინა ლუკას და ლევანისკენ გადმოიხარა-ხომ იცი, „რამე რომ იყოს“ ვერც მკვდარი გამაჩერებს და ვერც ცოცხალი?!
-ლუკა ...-ხმა ჩაუვარდა უფროს მანდარიას.
-მე გაგაფრთხილე,ჩემ ყურს რამე არ მოსწვდეს ... მამის სულს ...
-ფრთხილად!-შესძახა გაბრიელმა და მეგობარს მთელი ძალით დაჰკრა ბეჭზე ხელი-როგორ ბრძანდებით,ბატონო ნოდარ?!-შემობრუნებულმა ლუკამ მათ წინ ნოდარ მამარდაშვილი დალანდა თუ არა გონს მოვიდა.
-გამარჯობა,ლუკა შვილო!-ზარდასტანიშვილს სიმწრისგან გაღიმებულს ინსტიქტურად დაეხუჭა თვალები.
-ვოლა,კონცერტიც დაიწყო ...-ჩაილაპარაკა ჯანდიერმა და ლუკას ბეჭი გაჰკრა.
-როგორ ბრძანდებით,ბატონო ნოდარ?!
იმ მომენტში თითქოს ყველას მზერა ამ ორზე გადმოვიდა.
მტრის გაწვდილ ხელს თავისი შეაგება და კიდევ ერთხელ დაიჭამა სიმწრისგან ტუჩები.
-თავად როგორ?!-სახე გაებადრა მამარდაშვილს-მოხარული ვარ,რომ მომიწვიეთ ...
-რას ამბობთ,უთქვენოდ არც შეიძლებოდა ...-გაეცინა ლუკას და ჯანდიერს გადმოხედა,რომელიც თვალებით აგრძნობინებდა რომ ყველაფერს აკონტროლებდა და ჯერ ისევ სიმშვიდე იყო.
-მიხარია ასეთი კარგი ახალგაზრდები რომ მოდიან მთავრობაში,ბედნიერი სიბერის გარანტია ხართ ჩვენთვის ...-ამ სიტყვებზე გაბრიელს და ლუკას ხმაში გაეცინათ და სასწრაფოდ გახდა საჭირო ყოფილი პრემიერის,ზურაბის ჩარევა.

-გაბი,დამელოდე!-ჯანდიერის სმენას მისწვდა ქალის სიტყვები და ინსტიქტურად მიიხედა უკან,შუა ხნის ქალი პატარა ბავშვს მისდევდა.
-წაიქცევი,ბებო ვინმეს დაეჯახები ...
ბავშვმა ერთი მოხედა ბებიამისს და გზა გააგრძელა.
-ქალბატონო სესილი,ეს ბავშვი ... ვისია?!-რეტდასხმულივით ჰკითხა და ბავშვის სახეზე ნაცნობ იერს მთელი გონებით ჩაებღაუჭა.
-ლევანის შვილია ...-მომღიმარმა სესილიმ თვალი გააყოლა სტუმრებს შორის მორბენალ პატარა ბიჭს-შენ,ხომ ლევანის კლასელი იყავი?ბაჩოს პარარელი ...
-ჰო,ვიყავი ...-ყელი გაუშრა ჯანდიერს.
-აი,თქვენი კლასელი გოგო მოიყვანა ცოლად,საწყალი ... მშობიარობას გადაჰყოლია ...
სესილი ისევ არგძელებდა ლაპარაკს მის დახშულ ყურებს აღარაფერი ესმოდათ.
ჰალსტუხი ერთი ხელის შევლებით მოიგლიჯა და ეზოში გავარდა.

ცხოვრებაში დგება მომენტი,როცა ნანობ,მაგრამ არ იცი რას ...
უსიყვარულობას?
არასწორ ნაბიჯს?
ბედის უკუღმართობას?

თავად შენ არსებობას ...!

და როცა ეს მომენტი დგება,ადამიანს კისერში გახრჩობს ყველაფერი არაფერში აზელილი უპატიებელი ცოდვის მსგავსად მძიმე და უბიწოს ტალახში ამოსვრილი ყოფიერების მგსავსად აუტანელი.
მერე ვეღარ ხვდები სად შეგეშალა ან საერთოდ შეგეშალა,კი?!
გულზე კი ისევ ლოდად გაწევს უსიყვარულობაც,არასწორი ნაბიჯიც,ბედის უკუღმართობაც და თავად შენი არსებობაც.
-მძიმეა ხო?!-ფეხებს თვალები ააყოლა და მის გვერდით მდგარი ლევან მანდარიას მზერა გაუსწორა.იდგა მამაკაცი,მხრებში გამართული და უსასრულობის ტკივილში ჩაძირული ჰორიზონტს გაჰყურებდა.-იმაზე უფრო მძიმე არა,როცა შენი ცოლი სიკვდილის სარეცელზე „გაბრიელს“ გეძახის ...
-გთხოვ ...-ამოიხრიალა ჯანდიერმა და მოწოლილი ცრემლები მუჭებით შეიმშრალა.
-ხანდახან მინდა რომ მძულდე და მიზეზს ვერ ვპოულობ ... რომ მძულდე ალბათ უფრო ადვილი იქნებოდა,მაგრამ შენ იმდენად „არაფერი დაგიშავებია“ ...
-გთხოვ ... ჩემი ბრალია ...
-რა,რომ არ გიყვარდა?-გაეცინა ლევანს-ეგ არავის ბრალი არ არი,არც ტასოს ბრალი ყოფილა მე რომ არ ვუყვარდი,ამაზე როგორ შეიძლება ადამიანს გაუბრაზდე?!
-ჯანდაბა,ახლა მინდა შუბლი ტყვიით გამიხვრიტო და ამ შეგრძნებისგან მიხსნა!
-ეგეთი კეთილიც არ ვარ,მაპატიე.-გაეცინა მამაკაცს.
-საერთოდ როგორ ხარ,ასეთი ...
-მაინც როგორი?
-მე შენს ადგილზე ...
-შემიძულებდი.
-შეგიძულებდი!
-ნეტავ შემეძლოს ..-დანანებით ამოილაპარაკა ლევანმა.-ასე უფრო ადვილი იქნებოდა-მეთქი,ხომ ვამბობ?!
-სად დაკრძალე?!
-არ გეტყვი.
ჯანდიერმა მავედრებელი მზერით ახედა მანდარიას.
-მკვდარი მაინც დამიტოვე მხოლოდ მე,სიცოცხლეში ხომ გაგიყავი?!
-აჰა იარაღი და მესროლე,ლევან!-წამოხტა ფეხზე თვალებჩასისხლიანებული ჯანდიერი და შარვალში გაჩრილი რევოლვერი გაუწოდა მანდარიას-მესროლე,გევედრები ...
-აქ თუ არ გინდოდა მისი სიყვარული,ვერც იქ მიიღებ ანუ სიკვდილსაც ეკარგება აზრი.
-შენს სიკვდილს რა აზრი აქვს?
-თუ იქ მოვხვდები სადაც ის არის ... -თვალები დაეხუჭა ლევანს.-იმედია იქ მაინც გამიღიმებს ბედნიერი თვალებით.
იმ წამს კიდევ ერთხელ მოკვდა გბარიელ ჯანდიერი.
და მაინც რამდენ სიკვდილს უნდა გაუძლოს ერთმა ადამიანმა?!


დახურული წვეულება დასასრულს მიუახლოვდა.
სახლს ნელ-ნელა ტოვებდნენ სტუმრები.

-მადლობა,ყველაფრისთვის!-დაღლილი ხმა ჰქონდა ლუკას.
-ჩათვალე კიდევ გაგნაღმე!-ვერც ერთმა შეიკავა ღიმილი ამ სიტყვაზე.
-არასდროს შეიცვალო,ხო?!
-ვისაც ვჭირდებოდი მასთან დამაგვაინდა ... -ხმა აუკანკალდა ჯანდიერს.
-გაბრიელ,თავი ისეთ რამეში არ დაიდანაშაულო,რაშიც არ ხარ დამნაშავე,გესმის?!ცოდვები ისედაც გვეყოფა ადამიანებს.
-მოკვდა,ლუკა ...-ცრემლები ვერ შეიკავა პრემიერმა-გესმი,შენ?! მოკვდა! რატომ მეც არ ავფეთქდი იმ ნაღმებზე?!
წაბარბაცებული მეგობარი სიცოცხლის ტვირთით დაღლილი მხრებით დაიჭირა ზარდასტანიშვილმა.
-არი რაღაცები რასაც ხელს ვერ შევუშლით,გაბრიელ ...
-მომეყვანა ცოლად,ხომ შეიძლებოდა?არც ომი იქნებოდა,არც ავღანეთი,არც ეს ჭრილობები ... ჯანდაბას,ყველაფერი წყალს წაუღია,ცოცხალი იქნებოდა!
-სამჯერ მოვკვდებოდი უშენოდ,ის კი არ იქნებოდა დაზღვეული იმისგან,რომ შენს შვილზე მშობიარობას არ გადაჰყვებოდა ... შენ გამო,ლევანის გამო ან უსიყვარულობის გამო არ მომკვდარა ტასო,გესმის შენ?! თავის შვილს შეწირა თავისი სიცოცხლე ამაში დამნაშავე არც ერთი ხართ და არც მეორე!
-იქნებ ასე ...
-ამას ვერავინ გამოვიცნობთ ... შეიძლება დიდხანს და ბედნიერად გეცხოვრათ,შეიძლება ერთმანეთი შეგძულებოდათ,არავინ იცის იქნებ ავტოკატასტროფაში დაღუპულიყავით და მორჩა!ცხოვრება გრძელდება,გესმის?იცი რამდენჯერ მიფიქრია,მაშინ ლევანთან რომ არ გავქცეულიყავი და სახლში დავრჩენილიყავი იქნებ ... და მერე?!
-გაბრიელ,წავიდეთ შვილო მგონი წნევამ ამიწია ...-ბიჭებს ნაირა წამოადგა თავზე.
„მადლობა“-მზერით გადაუხადა მეგობარს ჯანდიერმა და ბებიამისთან ერთად მანქანაში დაიკავა ადგილი.

კოპლებიან კაბაში გამოწყობილი გოგონა შორს,ძალიან შორს იდგა აივანზე და უყურებდა ეზოში მარტო დარჩენილ თავის ამოუცნობ სურვილს.
ჯიბეში ხელებჩაწყობილმა მინისტრმა,წოდებით ლეიტენანტმა,ისე კი უბალოდ ლუკამ თითქოს იგრძნო და მზერა გაექცა აივნისკენ.
„ჩემი ნაჩუქარი კაბა გაცვია.“-წამიერად განათდა მართას ტელეფონი.
მუხლები აუკანკალდა რაღაც განსაკუთრებული წამის მოლოდინში გოგონას.
„შენ იყავი?! არ ვიცოდი ..“
გაეღიმა გოგონას სიტყვებზე.
„გიხდება.“
„ვერ მხედავ,მატყუარა!“
„რომ გყიდულობდი წარმოგიდგინე,გიხდებოდა“.
„ძილინებისა,ლუკა.“

თითები ფრთხილად შეახო რძისფერ ბარათზე ამოტვიფრულ ქართულ ასოებს ...
„ველური მზერით გიყვარს თამაში,
ჩემს წინ ამაყად,ნებივრად დგომა,
ძლივს ჩატეულხართ ვიწრო კაბაში
შენ,გაზაფხული და შემოდგომა“
„ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზ გოგონას,ჩემს სახლს ფანჯრების გარეშე.“

იმ ღამით,რა საკვირველია, არც ერთს ეძინა.

(შ.ნიშნიანიძის ლექსი „ველური მზერით გიყვარს თამაში“.)
***
ვერის სასაფლაოზე გაზაფხულის გრილი ჰაერი სასიამოვნოდ ელამუნებოდა სახეზე ქვასთან მჯდარ ქალს.ტოტების შრიალი საუცხოო სიმფონიას ჰქმნიდა ირგვლივ.
-თითქოს ცოცხლები არიან არა?!-ნაცნობმა ხმამ წამიერად დაუხშო ქალს სმენა.
უპასუხოდ დატოვა ახალმოსული.
არც კი შერხეულა,თავისი დიდრონი თვალები მიწას მიაბჯინდა და მწვანე სფეროებში ტკივილი ამოებურცა ცრემლებად.
-რა ჰქონდა მას ისეთი რაც მე არ მქონდა,სესილი?!-ნაბიჯების ხმაზე სხეული აუკანკალდა ქალს.-რატომ ის და არასდროს,მე?!
-ამ კითხვას რომ სვამ ნუთუ საკუთარი თავის არ გრცხვენია?!...-მზერას არ აშორებდა მიწას,ქალი.
-მოდი რა ეს კომპლექსური ცნებები,სირცხვილი,სიყვარული,ძმაკაცობა და კაცობა ცოტა ხნით დავივიწყოთ.-წარბები შეჭმუხნა ირონიულად კაცმა და იქვე ჩამოჯდა-გისმენ,რატომ ის და რატომ არასდროს,მე?!
-მხოლოდ იმიტომ რომ ის არასდროს მკითხავდა ამას.-გაეცინა ქალს,მზერა უფრო შეუვალი გაუხდა,თითქოს მიწას ბურღავდა თვალებით.
-ჰო,გენერალი როგორ იკადრებდა საკუთარი თავის სხვაზე შედარებას?!
-რომ შეგადარო ...-თავი დააქნია,ისე რომ მაღლაც კი არ აუწევია-აი,დაუშვათ რომ შეგადარო,უფლის და ჩემი სიყვარულის წინაშე რომ შევცოდო,რომ ვიმრუშო და ჩემ ქმარს შეგადარო,მერე რა?!შენს უბადრუკ ცხოვრებას და გაძაღლებულ სულს რამე მოემატება და მის სულს რამე დააკნინებს?!აი,მე შენ გეკითხები ამირან მანდარია,რა ვერ გაიყავი ცოცხალთან,მერე მკვდართან მერე საკუთარ სურვილებთან?!
-საკუთარ სურვილებთან,არა?!-გაეცინა მანდარიას.
-დიახ,სწორედ საკუთარ სურვილებთან ... კაცი ხარ,იმდენი როგორ ვერ შეძელი არასწორ სურვილზე უარი გეთქვა?! ის რომ ღირსი ყოფილიყო შენი ზურგში დანის ჩარტყმის,შენ რომ კაცი ყოფილიყავი ...-თავი ისევ გადააქნია ქალმა და თვალები დახუჭა-შენ რომ კაცი ყოფილიყავი ...
-მე მან ყველაფერი წამართვა ...-ხმა არაბუნებრივად ჩაეხლიწა მამაკაცს-ბავშვობაში მამაჩემის სიყვარული,სკოლაში პირველობა ... ადამიანად ყოფნის გრძნობა წამართვა,გესმის შენ?!მას რომ მამა არ ჰყავდა მამაჩემი მეც არ მეფერებოდა,ოღონდ გიორგის გული არ ტკენოდა,ოღონდ მას არ ეგრძნო უმამობა ... მე რომ ექიმი მინდოდა გამოვსულიყავი ეს მან გამოთქვა ჯარში წასვლის სურვილი და მეც კინწისკვრით გამაგდო მამაჩემმა სახლიდან.სამშობლოს სჭირდებაო ასე..!-თვალები დაექაჩა კაცს აბობოქრებული სულისგან-ჯანდაბაშიც წასულან თავიანთ სამშობლოსთან ერთად,სად იყო მისი ქვეყანა როცა მოღალატედ შერაცხეს?რატომ გაგიძარცვეს სახლი,ლეიბი რომ ლეიბია ისიც არ დაგიტოვეს,აი იმიტომ რომ შენს ქმარს ზედმეტად სწამდა მისი ხალხის,მისი ქვეყნის და ამ სულელური პატრიოტიზმის.
-სამშობლოს ვინ დაეძებს,ამირან?-გაეცინა ქალს-ჩემს ქმარს სულელურად სწამდა რომ მისი მეგობარი იყავი,განა ამაზე დიდი შეცდომა იყო მისი ჯარში წასვლა?!
-მთელი ცხოვრება მისი მონა ვიყავი და არა მეგობარი!-ზიზღით გამოსცრა კბილებში ამირანს-მამამისი რომ გარდაიცვალა და სახლის საქმეები მამაჩემს ჩააბარა დედამისმა ... იმ წამიდან მოყოლებული მე მის მონად ვიქეცი ... ის კი ჩემ ჩრდილად. საჭმელს რომ გვაჭმევდნენ ...-ცრემლებით აევსო თვალები-მაშინაც კი მას მადარებდნენ ... „გიორგი ამას არ შეჭამს,შენ ჭამე ...“ „გიორგი უფრო ნოყიერად ჭამს ეს ბიჭი ჭირიანია ..“ მარტივია,არა მკვლელს ჩახედო თვალებში და „მკვლელი“ დაუძახო?!-გაეცინა ამირანს-ყველაფერი მარტივია როცა სამყაროში ადამიანისთვის მხოლოდ აწმყო და მომავალი არსებობს,როცა წარსულის ჭრილობები სულს არ უხრწნის ... შენ, რა გესმის?! არც მას ესმოდა ... მთელი ცხოვრება მიყურებდა ისე თითქოს ყველა ჩემი დღისთვის მადლობა მისთვის უნდა გადამეხადა ...
-მე მაინც არ ვიცოდე,რომ ...
-ეე,სესილია ...-ჩაეცინა კაცს და თვალზე მომდგარი ობოლი ცრემლი შეიწმინდა შეუმჩნევლად-შენ, მხოლოდ ის იცი რასაც შენი თვალებით უყურებ,ოდესმე ჩემი თვალებით დაგინახავს მისი მზერა?! მოვკალი.-ბოლო სიტყვა იდუმალებით მოცულმა წარმოთქვა და ორი წამით იქაურობა დუმილმა მოიცვა ...-ხელები მიკანკალებდა,მაგრამ მოვკალი. ერთი ტყვია მარჯვნივ,მხარში ვესროლე ... ხელები მიკანკალდებდა,თორემ მარცხნივ,გულში უნდა ...
-თუ ღმერთი გწამს!-შეჰკივლა ქალმა.
-არ მწამს!-თავი გადააქნია და გამწარებულმა,დაჭრილი ცხოველივით იღრიალა-მე რომ ღმერთი მწამდეს ახლა ცოცხალს რა დამტოვებდა?! არ მწამს,რომ მწადეს უფრო გაჭირდება ... რომ მწამდეს უნდა შემეშინდეს,მე კი შიში მძულს შავი ჭირივით! არ მწამს,რომ მწამდეს უნდა ვინანო,მე კი სინანულიც მძულს,სესილია ... მძულს,იმიტომ რომ ... შენს თითზე,მაშინ ...-ხრიალებდა ხმაწართმეული მამაკაცი-შენს თითზე ოქროს ბეჭედმა ჩამახედა პირველად თვალებში შიშს ... შიშს,რომ მთელი ცხოვრება ასე იქნებოდა,რომ ყველაფერს რაც მე მომინდებოდა ისე წამართმევდა ზარდასტანიშვილი თვალსაც არ დაახამხამდებდა ... ვერც კი გაიაზრებდა,რომ მთელი ცხოვრება მინდოდა ის რაც მას ჰქონდა ...
-იმაში რომ შენ არ გქონდა, მას რა ბრალი მიუძღვოდა,არაკაცო?!-აკივლდა ქალი.-პირველი მას შევუყვარდი ... მან მნახა ...
-პირველად მე მინდოდი ჩემად.
ქალს თვალები დაექაჩა ნერვებისგან.
-კოჯორის აგარაკზე ჯერ მე გამომიშვეს,ბატონი გიორგისთვის წითელი ხალიჩა რომ გამეფინა,სახლი რომ მომეწესრიგებინა და მერე თავად ჩამოსულიყო თავისი ოჯახით. ხალიჩების რეცხვაში ხელებ დახლეჩილმა მე დაგინახე აივანზე გადმომდგარი თხელ,ატლასის ხალათში,პირველად მე ...
-ეშმაკმაც დაგწყევლოს,ამირან მანდარია!
-არ მწამს!-ისევ თავი გადააქნია და გაჭირვებით ამოიხრიალა-მე რომ ეშმაკის მწამდეს ახლა ცოცხლას რა დამტოვებდა?! ამ მწამს,რომ მწამდეს უფრო გაჭირდებოდა ...-კაცი იჯდა და წუთების წინ ნათქვამს ყველა ამოსუნთქვით იმეორებდა-რომ მწამდეს უნდა შემეშინდეს,მე კი შიში მძულს შავი ჭირივით ... არ მწამს,რომ მწამდეს უნდა ვინანო,მე კი სინანულიც მძულს,სე-სი-ლი-ა ...-თავი უკან გადასწია და გაეცინა-მე დავანახე შენი თავი,მერე მამაჩემის ავადმყოფობა და მე თბილისში დავბრუნდი ... ერთ თვეში მამაჩემი გარდაიცვალა,გიორგიმ ცოლად მოგიყვანა ...-ჩაეცინა და თავი გვერდით შეაბრუნა- მამა არ ყავს გული ეტკინებაო ... მან კი ცოლი მოიყვანა.
-ნუ ცდილობ მისი სულის ...
-რად უნდა?! მან ჩემზე უკეთ იცის ყველაფერი ... სიკვდილის წინაც ეგ წამომაძახა,შენი შვილები საჭმელს ჩემთან ჭამდნენო ... მაგრამ მე,ვიგინდარა,ბოროტი სულის პატრონს იმის უფლებაც არ მაქვს კითხვა დავსვა,რატომ ის და რატომ არასდროს მე?!
-ამას არ გეტყოდა ...-ამოიხრიალა სესილიმ და თავი მაღლა ასწია,თითქოს ლოდები დაჰკიდეს კისერზე-თუ გეტყოდა,მხოლოდ იმიტომ რომ ...
-რომ რა,სესილია?!-უჩვეულოდ მშვიდი იყო ამირანი.
-არ ვიცი,რაც არ დამინახავს,რაც არ მიგრძვნია მისგან ამას ... არ ვიცი,მაგრამ შენ თუ მასზე უკეთესი იყავი ბორკილები ხელზე როგორ დაადე უდანაშაულოს? აყურებინე მისი შვილი სახლში ცოცხლად როგორ იწვებოდა ...-ხმა გაეყინა ქალს და ფეხზე წამოდგა-ბაჩომ რამე დაგიშავა?!-მამაკაცმა უნებურად დახარა თვალები-ხმა ამოიღე,კარგი ... მამამისს ვერ იტანდი,შვილმა რამე დაგიშავა?! სიარული შენ ხელებში ისწავლა,გესმოდა როგორ ღრიალებდა ჩემი შვილი ... -დამდუღრულვით იღრიალა ქალმა-შვილის სიკვდილი აყურებინე,ის ხმა ... ღმერთო,ამირან ღამით როგორ გძინავს ...?!
-ხომ გითხარი,ღმერთის არ მწამს მეთქი ...?!-სხეული მოუდუნდა კაცს-ბაჩო ამ ამბავში მსხვერპლი იყო,ველოდებოდით სახლიდან როდის გამოვიდოდა ის კი არ ...
-ბაბუამისის იაღარს არ თმობდა,ახლაც მესმის სიზმრებში მისი ღრიალი,ოჯახის ღირსება არ დაუთმო ვიღაც ბოროტზე უფრო საშინელს,ხარბს და ლაჩარს ... შენ კი ცეცხლი წაუკიდე ... შვილი ცოცხლად დამიწვი,ქმარი თვალწინ მომიკალი,მთელ ქალაქს აუკრძალე ჩემი დახმარება ... ის წიხლი ...-ისევ დახუჭა სიმწრისგან თვალები ქალმა-თითქოს ის არ იკმარე ოჯახი რომ წამართვი ზემოდან დამაფურთხე,ჩემ შვილს „მამა“ დააძახებინე და მაიძულე გამეღიმა შენს მეგობრებთან ერთად მჯდომარეს ... ღმერთმა იცის,ამ საფლავის მიწის ჭამა მერჩივნა ამ ყველაფერს,მაგრამ ... მშობლებს არ გვაქვს ხოლმე არჩევნის უფლება,შენ ესეც არ იცი,ამირან ... შენ,არასდროს ყოფილხარ მამა,ქმარი,მეგობარი ... სწორედ ამიტომაც ვერ გაიგებ.
-სწორედ ამიტომაც არ მწამს ღმერთი ...-იჩურჩულა კაცმა და წამოდგა.
-სადამდე გიშვებს ეგ უღმერთობა,ძაღლო?!-ზიზღი გაკრთა ქალის ხმაში,შეკრთა კაცი.
-მე ვიყო ... ოღონდ შენ,ნუ.-იმ წამს არაფრით არ ჰგავდა მკვლელს და მოღალატეს.თვალები უსაშველო სევდით და სინანულით აევსო,თითქოს იმ წამს იწამაო რაღაც წმინდა.შებრუნდა და წავიდა.

იმ საღამოს თითქოს მკვდრები გაცოცხლდნენ,ცოცხლებმა კი სამუდამოდ დახუჭეს თვალები.

სახლთან მისულ ამირანს პოლიციის მანქანების მთელი კოლონა დახვდა ჭიშკართან.
წინ ორი მაღალი ბიჭი იდგა.
ერთს წაბლისფერი თმები შუბლზე დაუდევრად ჩამოჰყროდა და რაღაცაზე გულიანად სიცილის დროს მარჯვენა ხელით ცდილობდა უკან გადაყარა ნიავისგან არეული თმები.
მეორეს ხელები გულთან ჰქონდა გადაჯვარედინებული და პირველს რაღაცას მომღიმარი სახით უყურებდა.შენიშნეს თუ არა ახლადმოსული მისკენ დაიძრნენ.
-გამომძიებელი მენთეშაშვილი.-ჟეტონი ცხვირწინ აუფრიალა მამაკცს ერთ-ერთმა.
-გისმენთ,რით შემიძლია დაგეხმაროთ?!-სახლისკენ გააპარა მზერა ამირანმა. საძინებლის ფანჯარასთან ფარდები შეირხა.ცივმა ოფლმა სახე დაუცვარა მამაკაცს.
-თქვენ დაკავებული ხართ ... ერთი წამი,ბევრ რამეში გიყენებენ ბრალს და ყველა ვერ დავიმახსოვრე ...-პატარა ბლოკნოტი ამოიღო,საქმიანი იერით გადაშალა და ხმამაღლა დაიწყო კითხვა- სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის,ქონების უკანონო მითვისების,განძრახ მკვლელობის და ... -ერთხანს გაჩუმდა-ყველაფერი კარგი,მაგრამ ... ქალზე ხელი როგორ აწიე?!-უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და მამაკაცს ხელებზე ბორკილები დაადო.
დაბურულ მზერაში ნათლად გაარჩია საძინებლის ფანჯარასთან მდგომი პატარა გოგონა.
შავი კაბა ეცვა თეთრი ფითქინა საყელო მის გრძელ კისერს უსვამდა ხაზს.
თვალებში სევდა ჩადგომოდა გოგონას,მაგრამ მაინც ცივი უჩვეულო ღიმილით დასცექეროდა მამაკაცს.
-თამუნა ...-ამოიხრიალა და მენთეშაშვილის ხელებს გაუძალიანდა.
დაბურულ მზერა გაეწმინა,მიხვდა რატომაც თავისი სასახლის წინ მუხლებზე მდგარი,ხელებზე ბორკილებ დადებული,მეგობრის მკვლელი და მოძალადე ქმარი ტიროდა.
სახლის აივანზე მდგარ ბიჭებს მოავლო მზერა,არც ერთს ეტყობოდა კმაყოფილება. ორივენი გულის ძალიან ღრმა ორმოებში ჩავარდნილ თავიანთი მამის უმამობას დასტიროდნენ თითქოს.
ისევ დაებინდა მზერა,ისევ სევდიანად იღიმოდა გოგონა.
-ამირან!-შესძახა გამომძიებელმა და მისი წამოყენება სცადა,ასი ტონა გაუხდა თითქოს მამაკაცს სხეული.ადგილიდან ვერ დასძრეს.
-თამუნა ...-დამსკდარ ტუჩებს სინანულად დასცდა ქალის სახელი.
ეზოში მდგარ ხესთან და-ძმა ზარდასტანიშვილები იდგნენ.
ყბა აუკანკალდა მამაკაცს გვანცას დანახვისას,ანგელოზად ეჩვენა გოგონას სიფრიფანა სახე ცოდვებით დამძიმებულ,მუხლმოდრეკილ მანდარიას.
-ბაჩო ...-და თითქოს ბოლო აკორდივით გაჟღერდა მისი სინანულის უკანასკნელი გამოძახილი.თითქოს ღმერთიც იწამა ურჯულომ.
მამაკაცის მსუქანი სხეული მოწყვეტით დაეშვა ბეტონის ზედაპირზე.
ქალებმა შეჰკივლეს უცაბედად.
ბიჭები სირბილით დაეშვნენ კიბეზე.
გამომძიებელს მზერა გაეყინა უსულოდ დაცემულ სხეულზე.
მის გვერდით მდგარმა სასწრაფოდ გაუსინჯა პულსი.
-პულსი არ აქვს,უფროსო ...-ამოილაპარაკა და წელში გასწორდა.
წამიც არ დასჭირვებია ბლანტ სითხეს იქაურობის შესაღებად.
-მასაც წითელი სისხლი ჰქონია,თურმე ...-გაუგებარი შინაარსით წარმოთქვა ლუკა ზარდასტანიშვილმა,ერთხელ მოხედა ლევანს და თამუნას,გვანცას ხელი მოხვია და იქაურობას გაეცალა.

***
იმ დღესვე დაკრძალეს მანდარია და სახლის ჭიშკარზე დიდი აბრა დაკიდეს,წარწერით „იყიდება“.
და თითქოს დასრულდა.
ცოდვებით დახეთქილი ნიადაგზე თითქოს მონანიების წვიმით წვიმდა.

***
სახლის აივანზე იდგა ქუჩაში მომავალი წყვილი რომ დალანდა.
კაბით იცნო გოგონა და სისხლი აუდუღდა ვენებში.
დაღლილი სხეული ძლივს ჩაიტანა ეზომდე,უხმოდ გამოაღო ჭიშკრის კარი და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
ერთმანეთში მხიარულად მოლაპარაკე წყვილი მალევე მიუახლოვდა ლამპიონთან მდგარ მინისტრს,რომელიც სადღაც სივრცეში ჩაკარგულიყო.
შეცბა გოგონა და იგრძნო ეს კრთომა მის წინ მდგარმა სხეულმა.
-როგორ ხარ,მართა?!-საოცრად დაღლილი ხმა ჰქონდა ლუკას.
-კარგად,თქვენ ..?!-წვერებზე ხელი ჩამოისვა და გაეცინა მამაკაცს მართას სიტყვებზე.
-არამიშავს,მადლობა ...
-გამარჯობა!-ინიციატივა გამოიჩინა უცნობმა და გოგოას გვერდით ამოუდგა.-მე ...
-არავის აინტერესებს ვინ ხარ!-ჰაერი საოცრად სუსხიანმა ხმამ გაკვეთა,სხეულში ავად გასცრა გოგონას-გიხდება-მეთქი,ხომ გითხარი?!-უცნობს სიტყვა ჰაერში გაეყინა,მართა კიდევ უფრო დაიძაბა,უნებურად დაიხედა კაბაზე და სახეზე მიტკლის ფერმა გადაჰკრა.
-მე ... მადლობა.-დაიჩურჩულა ღონე მიხდილმა.
-არაფრის,მშვიდობაში,მარ-თა ...-ჩაილაპარაკა,ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და დინჯი ნაბიჯებით გაემართა სახლისკენ. სიარულზეც ეტყობოდა დაღლა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს,წოდებით ლეიტენანტს და უბრალოდ ლუკას,ზარდასტანიშვილების ოჯახიდან.
კარის დახურვის ხმაზე მიხვდა გოგონა რაღაცას,თავად აუხსნელს და სიტყვებით გამოუთქვამს. ბიჭის დაბნეული მზერა აღქმის დონეზეც არ დაუშვია,რეტდასხმულმა განაგრძო გზა თავის სახლამდე.

„ეგ კაბა სხვასთან პაემანზე ...?! ჩემთვისაც კი ზედმეტად დიდი სასჯელი იყო.“
„ხომ მაქვს უფლება სურვილების ახდენის დღეს ჩავიცვა შენი ნაჩუქარი კაბა?!“
„ასეთი დღებიც არსებობს?“
„არსებობს.“
ცრემლიანი თვალები მოპირდაპირედ მდგარ ორსართულიან სახლს გაუსწორა, იმ საძინებელში რომელიც მაშინ ლუკამ აჩვენა შუქი არ ენთო.
ალუბლებივით ლოყები დაენამა გოგონას.
ტელეფონის ეკრანი ისევ განათდა,შეკრთა და აცახცახებული თითები ფრთხილად გადაუსვა ეკრანს.
„ვისურვებდი სულ ჩემი ნაჩუქარი კაბები გეცვას,მხოლოდ ჩემთვის.“
„ვისურვებდი მხოლოდ შენთან.“
„ეგ ჩაიფიქრე?“
„არა.“
„რა ჩაიფიქრე?“
„არაფერი.“
„არაფერზე ოცნებობ?“
„მხოლოდ აუხდენელზე.“
„იქნებ ვუშველოთ,როგორმე?!“
„რომ შეგძლებოდა აქამდე ამიხდებოდა.“
„მაინც,მაინც.“
„მინდოდა გცოდნოდა.“
„მცოდნოდა,რა ...?!“
„დღეს რომ ჩემი დაბადების დღე იყო.შენ არ იცოდი,ანუ სურვილიც ვერ ამიხდებოდა.ძილინებისა,ლუკა.“

სხეული გაეყინა ლუკას.
დაღლილობა ჰაერში აორთქლდა თითქოს.
შუქი აანთო და ოთახიდან გავიდა.
-შეიძლება?!-ფრთხილად დააკაკუნა სესილის ოთახის კარზე.
-მოდი,ლუკა.-გაისმა ქალის სუსტი ხმა.
-დედა ...-პირველივე სიტყვაში მზე გაუკრთა სხივად მამაკაცს-როგორ გითხრა ... დღეს მართას დაბადების დღე ყოფილა.
-შენი მართასი?!-სახეგაცრეცილ ქალს ღიმილი მოეფინა სახეზე. სიამოვნებისგან გააჟრჟოლა ზარდასტანიშვილს,თითქოს ამ სიტყვებმა ყველა გაყინული ღამის სუსხი ჩაყლაპა,თითქოს გათბა.
-ჩემი მართასი.-დიდი სიფაქიზით წარმოთქვა და იქვე ჩაიკეცა კედელთან.-არ ვიცოდი,არაფერი მაქვს რასაც ვაჩუქებ ...
-შენი გული აჩუქე,ლუკა?!-წიგნი გადადო და იდაყვით დაეყრდნო სავარძელს.
-პირველივე დანახვისას.-გატაცებით ამოილაპარაკა ლუკამ და მოკეცილ მუხლებზე ჩამოიწყო მკლავები.
-ანუ საჩუქარი გინდა ...-გაეღიმა ქალს-ისეთი,რაც ჯერ არ გიჩუქებია.
-ჰო,ამის თქმა მინდოდა ...
-ლუკა,ის მითხარი ... მან გაჩუქა თავისი გული?!
-არ ვიცი,ალბათ კი ... დღეს ჩემი ნაჩუქარი კაბა ეცვა.
-უჩუქებია,ვერაფერს იტყვი ...-გაეღიმა ქალს-დაბადების დღეზე მხოლოდ მათ ნაჩუქარ სამოსს იცვამენ,ვისი არ ყოფნის შემსუბუქებაც უნდათ ან ... ან უბრალოდ ვინც უყვართ ... ჰო,ჩემო ბიჭო,მხოლოდ მათსას ვინც უყვართ.-ქალი ფრთხილად წამოდგა და თავისი კარადისკენ დაიძრა.
დიდი ხნის ძებნის შემდეგ გახარებულმა შესძახა ვიპოვეო და ხელებში შეათამაშა ჩვილის პატარა წინდები. სულ თეთრი და ფითქინა იყო,წარსულის სიძველესთან ბრძოლა ჯერაც არ შეეწყვიტა.
შვილთან მიირბინა და წინდები გაუწოდა.
-დედა, ესენი რად უნდა?!
-როგორ თუ არ უნდა,აბა მიყვარსო?!-შეშფოთდა ქალი.
-ეს ბავშვის წინდებთან რა შუაშია?ან საიდან ეს წინდები?!
-მოდი ასე მოვიქცეთ,უთხარი რომ ეს ჩემი საჩუქარია შენ კი მერე შეურჩევ რამეს,კარგი?!
-რატომ?
-იმიტომ,რომ შენგან ამ საჩუქარს ვერ გაიგებს,ჩემგან მიხვდება.
-რას უნდა მიხვდეს,სესო?
სესილის ტანში გასცრა ამ სახელის გაგონებისას,ღიმილი ვერ შეიკავა და ცრემლები აუდუღდა თვალებში.
-ხომ არ მითქვამს რომ აუცილებელია,შენც მიხვდე?
-როგორ ასე მივუტანო და ვაჩუქო ბაშვის წინდები?
-დიახ.-ამაყად წამოდგა და თავის სავარძელში მოთავსდა.
-ზუსტად იცი რომ მიხვდება?
-თუ უყვარხარ უნდა მიხვდეს.
ლუკას აღარაფერი უთქვამს დედას თვალებით გადაუხადა მადლობა და სახლი ჩქარი ნაბიჯებით დატოვა.
ვიწრო ტროტუარი გაიარა და მოპირდაპირედ,ორ სართულიანი ბინის კიბესთან შეიცადა.

„სულ ორი წამით ჩამო.“
„დედაჩემს სძინავს ვერ გამოვალ.“
„გამოიპარე.“
„ფხიზელი ძილი აქვს,თანაც იქვეა მისი ოთახი.“
„ფანჯრიდან გადმოიხედე“
მართას ტელეფონზე ზარი შევიდა თუ არა გოგონამ სასწრაფოდ უპასუხა.
გაეცინა ზარდასტანიშვილს გოგონას სწრაფ რეაქციაზე.
-რომელი საათია?!
-თორმეტი შესრულდება მალე ...-იჩურჩულა გოგონამ და ფანჯრიდან გამოჰყო თავი.
იდგა პატარა ბიჭივით და მაღლა,მყოფ გოგონას მომღიმარი უმზერდა.
-კალათა გაქვს?
-რა კალათა?!
-თოკზე შებმული კალათა.
-რად გინდა?-გაეცინა მართას ნამტირალებ თვალებს.
-აი,მინდა რა.
-მოიცა სამზარეულოში იქნება ...-ორი წამით გოგონას სხეული გაუჩინარდა,სამსახურის მობილური ამოიღო შემოსული შეტყობინებები შეამოწმა და ისევ ჯიბეში დააბრუნა.
-მანდ ხარ?-გაისმა გოგონას ფრთხილი ხმა.
-აქ ვარ.-თავად არ ესმოდა რაზე ღელავდა ასე გაფაციცებით.
-ვუშვებ.
-მიდი.
კალათა ტაატით დაეშვა დაბლა.
ლუკამ ჯიბიდან სესილის საჩუქარი ამოიღო და ფრთხილად ჩადო კალათაში.
-აიტანე.
-ეს რა არის?-გული შეუქანდა მართას.
-დედაჩემის საჩუქარია.
-ვისიო?!-კივილი წასკდა სიყვარულისგან ათრთოლებულ ბაგეებს.
-არ ვიცი,მითხრა რომ შენ მიხვდებოდი.
-ასე გითხრა?-ფაქიზი შეხებით იგრძნო გოგონამ ნაქსოვი წინდები მთელი სხეულით.
-ზუსტად ასე,თუ უყვარხარ მიხვდებაო.-გაეცინა ლუკას.
„უყვარხარო“ -ამოიჩურჩულა გოგონამ.
-გიყვარვარ?
-დედამ გაიღვიძა,ლუკა!-გოგონამ სასწრაფოდ გათიშა ტელეფონი და წინდები ხელებში მოიქცია.თითები დიდი სიფრთხილით გადაუსვა ნაქსოვ ნაჭერს და ის იყო რაღაც უნდა გაეფიქრა კიდეც მისი ყურადღება განათებულმა ცამ რომ მიიპყრო.
თბილისის ცას მართლაც რომ ვარსკვლავებივით ედებოდა ფეიერვერკები.
„დაბადების დღეს გილოცავ,მსოფლიოში ყველაზე ... მარ-თა.“
ტელეფონის ეკრანს გაღიმებული ქალის ბედნიერი ცრემლი დაეცა.
პასუხი აღარ დაუბრუნებია.
ჩვილის წინდები გულში ჩაიკრა და გაღიმებულს ჩაეძინა.

***

გვანცას ეროვნულ გამოცდებზე უკლებლივ ყველა სკოლის ეზოში იყო შეკრებილი.
მხოლოდ დათა იდგა მათგან მოშორებით და აღელვებულ გოგონას მალულად ადევნებდა თვალს.
-დედა,ასე ნუ განიცდი.-ეღიმებოდა სესილის.
-პირველი გამოცდაა,მაინც ვნერვიულობ ...-ტუჩებს იჭამდა ანერვიულებული გოგონა და თვალებით თავის სამაშველო რგოლს ეძებდა,მას ვინც მთელი არსებით სჭირდებოდა ამ წამს.
-გვანცა თუ რამე ჩვენი სახელი ახსენე.-თვალი ჩაუკრა სპორტულებში გამოწყობილმა და კეპითა და სათვალით მდგარმა ჯანდიერმა,რომელიც ხალხის დაწვრილებულ თვალებს გაჭირვებით აიგნორებდა და მის გვერდით მდგარ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს,რომელიც ზუსტად იგივენაირად შენიღბულიყო გადმოხედავდა ხოლმე.
-რაო,იბერიის გაბრწყინებაზე რას ამბობდი?!-სიცილი აუვარდა ვანიკოს.
-ლუკა,მიხედე შენს შვილობილს!-სათვალე შეისწორა გაბრიელმა და არემარეს თვალი მოავლო.-რა დრო იყო დიპლომს ას დოლარათ რომ ყიდულობდი?!-თავი გადააქნია სინანულით და გოგონების სიცილზე თავადაც გაეღიმა-რა ქვეყანა დამინგრიეს?!
სკოლის კართან ჩოჩქოლი ატყდა რაც იმის მანიშნებელი იყო,რომ უკვე დრო მოსულიყო.
-არ გამომყვეთ,რა!-ამოიწუწუნა გვანცამ და თმები უკან გადაიწია.
-უფალი გფარავდეს,დე.-გაუღიმა თბილად სესილიმ და შვილს შუბლზე აკოცა.
-მიდი,გვანც აჩვენე რა მაგრი ხარ!-თბილად ჩაეხუტა აღელვებულ გოგონას ჯანდიერი და ლუკა ერთდროულად.
-აბა,შენ იცი აქ ვართ!-მშვიდი და ამასთან საოცრად იმედიანი იყო ლუკა.
გვანცამ ყველას ხელი დაუქნია და სკოლის კარისკენ წავიდა.
ხახლში გაერია თუ არა მაშინვე დაკარგეს თვალთახედვიდან.
-გამატარეთ ...-ფრთხილად სწევდა მშობლებს გვერდით და უამრავ ადამიანში გზას ძლივს იკვალავდა. მკლავში ხელი,რომ წაავლეს და შემოაბრუნეს გოგონას ნერვიულობისგან თვალები დაექაჩა.
შავ ტილოს პერანგში გამოწყობილი დათა მანდარია იდგა მის წინაშე.
გოგონაზე ორი თავით მაღალი ზემოდან უყურებდა ხალხს და სიტუაციას აკვირდებოდა.
-აქ ... აქ როგორ გაჩნდი?!
-წარმატებები,ხომ უნდა გისურვო?-ისე გაუცინა გოგონას მისთვის არც შეუხედავს.
-ვინმემ რომ დაგინახოს ...
-გახსოვს ზაფხულზე „დიდოსტატის მარჯვენას“ ხმამაღლა რომ გიკითხავდი?!
-ძალით მიკითხავდი!-დროის და სიტუაციის აღქმის უნარი დაკარგა ერთიანად მოდუნებულმა გოგონამ.
-ნუ მაფიქრებინებ,რომ შენს განათლებაში ამდენი ღვაწლი ტყუილად ჩავდე,არც ის „მთვარის მოტაცება“ დამვიწყებია და არც „გმირთა ვარამი“,გესმის შენ?!-ეცინებოდა დათას და მაღლიდან დაჰყურებდა გოგონას.
-ნეტავ თავად თუ გახსოვს რამე?!-საოცარ სიმშვიდეს გრძნობდა ზარდასტანიშვილი.
-„ეს ცხოვრება არც ისე მრუდედ წარუმართავს არსთაგანმგებელს, ყველაფერი იმისათვის შეემთხვევა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს.“-ყურთან უჩურჩულა გოგონას და ხელის მსუბუქი ბიძგით იმ ბავშვების რიგებს შეუერთა,რომლებიც ნელ-ნელა მიიწევდნენ შესასვლელისკენ.

შემობრუნებულ მანდარიას წინ ფოლადის ხმალივით აღმართული ზარდასტანიშვილი დაუხვდა.საომარი სახე ჰქონდა მამაკაცს.
მანდარიას კი ღიმილი არ მოშორებია სახიდან.
-წავედით!-ლუკას მტკიცე ხმას თავის მსუბუქი დაკვრით შეეგება და უკან გაჰყვა წინ მიმავალს.

ჯანდიერი მანქანაში იჯდა,კარი უხეშად გამოაღო ლუკამ და წინ,მგზავრის სავარძელში მოთავსდა. უკან დათამ დაიკავა ადგილი და ჯანდიერმა მანქანა მოწყვეტით გაიყვანა სკოლის ტერიტორიიდან.

ერთხანს იარეს,მანამ სანამ გლდანიდან ვერაზე არ ავიდნენ.
სასაფლაოსთან დააქვავა მანქნანა ჯანდიერმა და სამივემ ერთდროულად გააღო ავტომობილის კარები.
წინ ლუკა მიდიოდა,უკან დათა მიჰყვებოდა ბოლოს კი გაბრიელი,მშვიდი გაწონასწორებული მზერით ზვერავდა ტერიტორიას.
ირგვლივ არავინ არ იყო.
ზარდასტანიშვილების საფლავზე კი ჯერ არ ყოფილი სიმშვიდე სუფევდა.
-ჩახედე ამ კაცს თვალებში და უთხარი,რომ გაქვს უფლება მისი ქალიშვილი გიყვარდეს.-ლუკას მშვიდმა ხმამ ჰაერი მახვილივით გაჭრა. სუნთქვაც გაჭირდა დაძაბულობისგან.-უთხარი,რომ გეკუთვნის გვანცას სიყვარული და თუ მაგ სულში სინდისის ქენჯნას არ იგრძნობ,მეცოდინება რომ მამაშენის კვალდაკვალ წასულს ...-სახე დაეჭიმა დათას.
-შენ რომ მამაშენის შვილი ხარ და მე მამაჩემის,რომლის დამსახურებაა?!-თავი დახარა უღონობისგან დათამ.-ჩამხედე თვალებში,ლუკა და მითხარი ... არაკაცი ხარ,დათა მამაშენის შვილად რომ გაჩნდიო,იმ გვანცას თავს გეფიცები ავდგები და სამუდამოდ გავქრები!
-შენ რომ გვანცა გიყვარდეს პატივს სცემდი ჩვენს ტრაგედიას,გესმის?!-ბოლომდე ვერ წირავდა დათას ჩამქვრალ თვალებს ზარდასტანიშვილი.-არც შენი ბრალია,არც ჩვენი,მაგრამ ასეა საჭირო და მორჩა!
-ცხოვრებაში ტკივილის მეტი რა გინახავს,ლუკა?-თავი მარჯვნივ შეაბრუნა დათამ და ნაღვლიანად გაეღიმა-გასაგებია,რომ ჩემი ტკივილი არ გტკივა,გასაგები კი არა ლოგიკურიც არის,მაგრამ გვანცა?...
-გვანცა ბავშვია,დღეს უყვარხარ ... პირველი სიყვარული მტკივნეულია,მაგრამ არა მომაკვდინებელი!
-და ეგ არის ჩვენი განაჩენი?!
-რა გეგონა,რომ გიყვარდებოდა?
-შენ რა ოდესმე არ გყვარებია,ზარდასტანიშვილო?!-ისევ სევდა იღვრებოდა უბიწო ღიმილში-ასე ვწყვეტთ ხოლმე ადამიანები?!
-მე სწორი ადამიანი შემიყვარდა!
-და ჩემი სიყვარული ტყვიის ღირსი იმიტომაა,რომ მე ვარ გვანცასთვის არასწორი?!
-ტყვიის ღირსი შენ ხარ ჩემი და რომ გიყვარს,გესმის?!-იღრიალა ლუკამ და გაშმაგებით გაიქაჩა მყარად მგდომი დათასკენ. გაბრიელის სწრაფმა რეაქციამ ადგილზე გააქვავა მამაკაცი.
-გაიწიე,გაბი თორე ამის მოსახვედრიც ...
-დამშვიდდი.!-ჯანდიერის ხმაში თითქოს გაურკვევლად მართალი ცნებები აიძულებდნენ ლუკას სახე დაელაგებინა.
-ამ ბიჭის და გიყვარს!-დაიღრინა ლუკამ და ბაჩოს საფლავისკენ გაიშვირა ხელი,ტანში გასცრა დათას-ამ ბიჭის,გესმის?! ცოცხლად დამიწვა მამაშენმა,ამაზე მწარე ... ამაზე სასტიკი ... სიკვდილი გსმენია?!
-მე გეკითხები,ჩემმა სიყვარულმა უნდა აგოს მამაჩემის ...
-ხო!-თვალები დაექაჩა ზარდასტანიშვილს და გაბრიელის წინ გადამდგარ ძლიერ სხეულს ვერ მოერია,რომ ბიჭისკენ გაწეულიყო-დიახ,მამების ცოდვებს შვილებს სთხოვენ,ასეა ... მწარეა,მაგრამ ასეა!
-ნუ გაგვიკეთებ ამას,ლუკა ...-ხმა აუკანკალდა დათას და ორი წამით ბაჩოს საფლავის ქვისკენ გაექცა თვალი. ქვა სულ ახალი დადგმული იყო,იქიდან ბიჭი სანდომიანი ღიმილით შეჰყურებდა ცოცხალთ.-შენ ხომ იცი ...
-გითხრა რა ვიცი?!-ზიზღით გაეცინა ლუკას-მამაშენის ყველა გასროლა ვიცი ზეპირად ... -საჩვენებელი თითი,რომელიც მთლიანად გათეთრებოდა ძლიერად შეკრული მუშტის გამო,ყურთან მიიდო და კიდევ უფრო წაეშალა სახე-ყველა გასროლა მესმის ... ჩემი დამწვარი სახლიდან ჩემი ძმის ღრიალი მესმის,დედაჩემის კივილი მესმის,მამაჩემის ტირილი მესმის და რა გინდა მითხრა,რომ შენი სიყვარული უშველის ამ ყველაფერს?!
-გთხოვ,ლუკა ...-აღმოხდა დათას.
-ნუ მთხოვ,არ გაქვს უფლება,გესმის შენ?!-ხმა აუკანკალდა ზარდასტანიშვილს.
-რა ვქნა,რომ საკმარისი აღმოჩნდეს მამაჩემის ცოდვებისთვის?-სიმწრისგან გაეცინა და მუხლებმოკვეთილი წამიერად დაეშვა მიწაზე. თავი ძლივს შეიკავა,რომ არ დაცემულიყო.ჩამუხლულმა წვერიან ლოყებზე დაისვა მტევნები და ცრემლიანი თვალებით ამოხედა მამაკაცს-დაგიჩოქო?! არ ეყოფა,ტყვია აქვე და ახლავე დავიხალო?! არც ეგ ეყოფა. გვანცა დავივიწყო?! რომ დავივიწყო,რომ ვატკინო,გული რომ ამოვიგლიჯო და აქ შენი ძმის საფლავთან დავტოვო,გეკითხები ...-მძიმედ ჩაისუნთა ჰაერი და თავი უკან გადაწია თვალებდახუჭულმა.-ძმას გაციცოცხლებს?!
-სწორედაც ...-ხმა შეურბილდა ლუკას-არ გამიცოცხლებს!
-გამოდის ჩემი და გვანცას ტანჯვით ბაჩოს ვერ ვაცოცხლებთ,ხო?!
-მორჩი!-თვალები დახუჭა და ჰაერში აღმართა გაშლილი მტევანი.
-და თუ ვერ გშველი,ვერც შენ,ცოცხალს და ვერც მას,მკვდარს ... მითხარი რა აზრი აქვს ამ ...
-შვილს რას ეტყვი ერთმა ბაბუამ მეორე - ხალხის თვალწინ დაცხრილათქო?!-ყველა ბგერაში თითოჯერ მოკვდა ზარდასტანიშვილი,თითქოს მამამისისკენ ნასროლმა ტყვიებმა სული მას დაუფლითა დათას თვალებში საკუთარი თავი რომ დაინახა-რას ეტყვი,ბიძაშენის სისხლი გვაქვს კისერზეო?! ჩამხედე თვალებში,გყოფნის კაცობა ამ კაცის შვილზე,როგორც ქალზე ისე იფიქრო?!
-მე ხომ უბრალოდ მიყვარს ...-ქვედა ტუჩიდან სისხლი წასკდა მანდარიას,კბილების ღრჭიალისგან ისე ჰქონდა ყბა დაბუჟებული არც უგრძვნია,როგორ გაიხეთქა ტუჩი.
-გიყვარს?!-შეჰყვირა ლუკამ-გიყვარდეს.გულში დაიმარხე ამ ცოდვასთან ერთად ეგ სიყვარულიც და ყოველ ჯერზე როცა გაგახსენდება,გაიხსენე რომ ჯერ კაცი ხარ,ადამიანი!
-კაცი ვარ თუ ადამიანი?!
-შენთვის სხვადასხვა ცნებებია?
-კაცი რომ ვიყო ბარგი უნდა ჩავალაგო და აქედან წავიდე,ადამიანი ვარ და ...
-მაშინ ერთხელ მაინც იყავი კაცი!
და თითქოს იქ ყველა ვერთქმულმა სიტყვამ ისრებივით გააპო ჰაერი.
და თითქოს ზარდასტანიშვილების საფლავზე მანდარიას ერთადერთი და წრფელი სიყვარული უცრემლოდ დაიმარხა.

-არ ხარ მართალი ...-გზად მოდიოდნენ ჯანდიერმა ხმის ამოღება რომ გაბედა.
-გააჩერე რა.-სახე წაშლილი ჰქონდა ლუკას.
-მოიცა,რა სად გარბ ...
-გაბრიელ,გააჩერე!
ზედმეტი წინააღმდეგობა არ გაუწევია.
მანქანა გადააყენა და მარტო გაუშვა სახლის გზაზე მეგობარი.
ალბათ იმიტომ რომ ზოგჯერ ადამიანის ტკივილის, სწორედ მარტოობას ესმის „მხოლოდ“.

გამოცდიდან გამოსულ გვანცას თვალები ჩაუქვრა კიბესთან მდგარი ვანიკოს დანახსვისას.
მომღიმარმა ვანიკომ იგრძნო,რომ ყველას ... მაგრამ მას არ ელოდებოდნენ.
***
-მაინც როგორი ბავშვი იყო?!-გაეღიმა მართას და სესილის გვერდით მჯდარმა ფრთხილად გადაატარა საჩვენებელი თითი ფინჯნის ზედაპირს.
-ლუკა უპრობლემო ბავშვი იყო,სულ რაღაცას განიცდიდა და სულ ერთი გამოხედვა საკმარისი იყო მისთვის რომ თვალებში სევდა გაექრო ... გართულება ჰქონდა სახლზე ...-გაეღიმა სესილის-სხვის სახლში არასდროს რჩებოდა,სტუმრად წასვლაც არ უყვარდა დიდად. ფანჯრიდან ვუყურებდი რა მოუსვენარი თვალები ჰქონდა სანამ ჭიშკარს შემოაღებდა და თავს სახლში იგრძნობდა,მერე თითქოს ბუმბულის წონის ხდებოდა ... არც კი ვიცი რატომ აქვს დღემდე სახლზე მსგავსი მიჯაჭვულობა.-მერე წამით თვალები დახუჭა და გაეღიმა-ბავშვობაში ომობანას თამაშობდნენ,ლუკა,ბაჩო და ლევანი ... ბიჭები რაღაც ადგილებს ირჩევდნენ და მათ „სახლს“ უწოდებდნენ,იქ შესვლას ვინც მოასწრებდა ვერავინ „მოკლავდა“ ლუკა პატარა იყო,კარგად არ ესმოდა რა უნდა გაეკეთებინა,მხოლოდ ბოლო პირობას იაზრებდა და მთელი თამაშის განმავლობაში სახლის კიბიდან,სადაც მისი უსაფრთხო ადგილი იყო,არ დგებოდა. მერე ბიჭები ეჩხუბებოდნენ ეგ რა თამაშიაო. ბოლოს გაამხილა,რომ ომობანა არ მოსწონდა. მერე გაიზარდა და მთელი ცხოვრება ერთ დიდ ომად გადაექცა ...-სახეზე დაუსევდიანდა ქალს-ალბათ რამდენი ღამე გაუთენებია სახლზე ოცნებაში ...

სუნთქვა შეეკვრა გოგონას.
ყურებში ლუკას ხმა ესმოდა.
„-როგორი ვარ ..?
-სახლივით მშვიდი.-ხმა დაუბოხდა მამაკაცს.
-ეგ ... ეგ როგორია?
-ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცი სიზმრებში,რომ ხედავს აი ეგეთი.“

სიყვარულმა ცხელ იმპულსებად დაუარა ორგანიზმში და წამით პულსი შეუნელდა გოგონას.

-მართა,ლუკაში რა შეგიყვარდა?!-მეხის გავარდნას ჰგავდა სესილის სიტყვები.
-წარმოდგენა არ მაქვს ...-უღონოდ ჩამოუცვივდა მხრები გოგონას.-ჩვენი ამბავი ... არც კი ვიცი გვაქვს თუ არა რაიმე „ამბის“ მსგავსი,მაგრამ ... ეს ისე მოულოდნელი იყო,ისე უცნაური და ისეთი ... ოცნებებშიც რომ ვერ დავხატავდი.
სესილის რაღაცის თქმა სურდა მართას დედამ რომ დაუძახა აივნიდან.
-გაიქეცი.-გაუღიმა ქალმა გოგონას.-დედას მადლობა უთხარი.
-რისთვის?!-ვერ გაიგო მართამ და ფეხზე წამომდგარმა კაბა შეისწორა.
-შენთვის.-იყო ქალის მშვიდი პასუხი. ეზოში პატარა მრგვალ მაგიდასთან მჯდარი ჩაის მიირთმევდა და სადღაც უსასრულობაში იკარგებოდა მზერით. მართამ ვერაფრის თქმა ვეღარ მოახერხა ქალის მზერა რომ შეამჩნია.
მხარზე ფაქიზად შეეხო სესილის დამშვიდობების ნიშნად და ეზო დატოვა.

***
-შენ,ძმას ხელი მოკიდე და აქედან წაიყვანე,ლევან!-სიმშვიდე კბილებით ეჭირა ლუკას.
-ლუკა,თუ ღმერთი გწამს ...
-არ გაბედო და სიტყვა არ დაგცდეს სიყვარულზე,თორემ დავივიწყებ ჩემს მეობას და ...
-რას იზამ?-გაეცინა ლევანს-ხელს დამარტყამ?! ეგ გიშველის? ჩემზე ან დათაზე მამაჩვენის ბრაზის გადმონთხევა თუ გიშველის ორივე მზად ვართ ...
-შენ რა არ გესმის,რა ხდება და ეს რაც ხდება რამდენად არასასურველია ჩემი ოჯახისთვის?!
-იქნებ ...
-არანაირი,იქნებ,ლევან!-შეჰყვირა გაბრაზებულმა და კაბინეტის მაგიდას მთელი ძალით დაანარცხა იქვე დადებული ფურცლების დასტა.-საერთოდ არც დაუშვა გონებაში,რომ რაიმე სახის „იქნებ“ არსებობს,მიხვდი?! მოკლას გულში რაც აქვს და როგორც აქვს!
-გვანცასაც რომ ...
-მოდი მე ჩემს დას მივხედავ შენ შენს ძმას მიხედე და დავიშალოთ!
-და სულ ეგ არი?!
-სულ ეგ არი!
-გასაგებია.-რაღაც ჩაწყდა ლევანის ხმაზე ლუკას და ვერაფრით გადააბიჯა წარსულს,რომ ეს შეემჩნია.უტყვი მზერა შეანათა ბავშვობის მეგობარს.
-ბოდიში,საქმეები მაქვს.
-ჰო,რა თქმა უნდა.-გაეცინა ლევანს და ძლივს აზიდა ტკივილისგან გასიებული სული.
-ნახვამდის ლევან და ყველაფერს საუკეთესოს ...
-ძალიან გთხოვ,რა!-ხელი მაღლა ასწია გაჩუმების ნიშნად ლევანმა და სახეზე ის ირონია გამოესახა რომელიც სულს ძლევდა მანდარია.-უბრალოდ ნახვამდის.
კარი გაიხურა და წავიდა.
მთელმა სამინისტრომ გაიგონა,როგორ დალეწა კაბინეტში მყოფმა გავეშებულმა მინისტრმა ნივთები.


გვანცას ოთახის ფანჯარაზე ხმაურის ხმამ გამოაღვიძა ტირილისგან თვალებდასიებული გოგონა. სასწრაფოდ წამოხტა საწოლიდან და ფანჯარას მივარდა.
აივანზე მდგარმა დათას სხეულმა გონება დაუბინდა.
-მეჩვენები,ხო?!-ხმა აუკანკალდა გვანცას.
-გვანცა ...-ამოიხრიალა ბიჭმა და ნაღვლიანმა ღიმილმა გაუპო სახე-ჩემო ერთადერთო,გვანცა.
თვალებში თითქოს ქარიშხალს ჩაექრო ყველა ვარსკვლავი დათასთვის.
-დათა,აქ როგორ ამოხვედი ...?! მე რომ გირეკავდი რატომ არ მპასუხობდი?! იცი როგორ მეში ... რაღაც მოხდა ხო?!-პირზე იტაცა გაყინული თითები გოგონამ და თვალები სიყვარულისთვის ასე ახლობელი ცრემლებით აევსო.
-ისევ აბურდული თმებით იძინებ?!-თითქოს სიტყვებს ისხლეტდა დათა და გოგონას თმებს თავისი თლილი თითებით ეხებოდა.
-რაღაც მოხდა.!-უფრო დარწმუნებით წარმოთქვა გოგონამ.
-შინ არ შემომიშვებ?!-გაეღიმა დათას.
-ჰო,შემოდი ვინმემ არ დაგინახოს!-აქეთ-იქით გაიხედა გვანცამ და ბიჭი ოთახში შეიყვანა.
დათამ ერთი მზერა მოავლო ოთახს და სარკესთან მდგარ ფუმფულა სკამზე დასვა გოგონა.
-რას აკეთებ?!რატომ არ მპასუხობ კითხვაზე?-ვერ ისვენებდა ანერვიულებული გვანცა.
-სანამ დაიძინებ თმები სულ დაივარცხნე ხოლმე,-სწრაფი მოძრაობით შეუხსნა თმის საჭერი და იქვე დადებული სავარცხელი ნაზად ჩამოუსვა გრძელ ლოკონებზე-შავი მდინარეები ...-დაიჩურჩულა ძლივს გასაგონად და თმების სურნელი ხარბად შეისუნთქა.
-დათა,ასე რატომ იქცევი ..?!-ნიკაპი აუკანკალდა გოგონას და სარკეში მომზირალ თვალებ ამღვრეულ ბიჭს მზერა გაუსწორა.
-მივდივარ,ჩემო პატარა ...-ისე რომ თმის ვარცხნა არ შეუწყვიტავს საფეთქელთან კოცნა შეატოვა გოგონას.
-როდის ჩამოხვალ?
-შენს ქორწილზე.-ახლა რომ ეტირა ამისთვის კაცობასაც დათმობდა,მაგრამ იცოდა ამით გვანცას უფრო ააღელვებდა.
-რა?!-თვალები დაექაჩა გოგონას გაოგნებისგან.
-ვხუმრობ,პატარავ ...-ვინ იცის რის ფასად დაუჯდა გაღიმება მანდარიას-ერთ კვირაში ჩამოვალ.
-სად მიდიხარ?
-ლევანს მივყვები ბუდაპეშტში, დედას ანლიზებს ავუღებთ და რომ დავრწმუნდები კარგად არის უკან დავბრუნდები,შენ არ დამელოდო,გვანცა?!
-რას ამბობ,დათა?!
-ჩემო პატარა,-საოცარი სითბო იღვრებოდა დათას ხმაში.
-ოოჰ,დათა აღარ ვარ პატარა კარგი რა?!ასე რატომ მელაპარაკები ...
-როგორ უყვარხარ,დათას ...-სახეზე სახე მიაწება გოგონას და სარკეში გაუღიმა აღელვებულს.-ვითომ სურათს ვიღებთ!
-მოიცა,გადავიღოთ!-აჟიტირდა გოგონა სურათის ხსენებაზე.
-არა.არ გინდა,დამიმახსოვრე ...-ისევ აკოცა იმავე ადგილას და მთელი სხეულით მოშორდა.
-უკვე მიდიხარ?
-მივდივარ,შენ კი ეცადე რომ ბედნიერი იყო.
-ვიქნები,ხომ ერთ კვირაში ჩამოხვალ?! ყველაზე ბედნიერი დაგხვდები.
-ვიღაც ამბობდა,რომ არ შევუყვარდებოდი,რომ ჩემზე ძლიერი იქნებოდა.-გაეცინა დათას და მაღლიდან დახედა თვალებაკიაფებულ გოგონას.
-მივხვდი,რომ არ მინდა ვიყო ძლიერი.-მხრები აიჩეჩა და ისევ გაუღიმა დათას-არ მაიძულო,ვიყო ძლიერი,გთხოვ.
-გვანცა ...-თავი უკან გადასწია და ამ სიტყვებმა თითქოს ერთი ორად დაამძიმა მისი სული.
-ერთ კვირაში გელოდები,ახლა წადი.
ერთ ხანს უყურა ჩაფიქრებულმა.
ვერ გაბედა.
ვერ გაიმეტა
პირველი კოცნის მოპარვისთვის ვერ გაიმეტა.
იცოდა,ვერ ივიწყებენ პირველს,ქალები.
და სადღაც სურვილი არ დავიწყების და ბედნიერების ერთმანეთს ებრძოდნენ და იდგა დიდხანს ჩაფიქრებული.
სხეული დაეჭიმა ვნებისგან.
გვანცას თვალებშიც ხედავდა, არ ინანებდა ისიც არასდროს.
და მაინც ვერ გაბედა,ვერ გაიმეტა.
გაქრა იქიდან როგორც პირველი სიყვარული უკანასკნელის ჩრდილში.

გვანცამ იმ დილით აივანზე დადებული თეთრი ყუთი იპოვა.
საწოლიდან წამომხტარმა სასწრაფოდ მიირბინა და ყუთი გახსნა.
ცრემლები ვერ შეიკავა ვარდისფერ კაბაზე.
იმ კაბაზე,ყიდვას რომ სთხოვდა ჯერ კიდევ „ძმად“ წოდებულს და ისიც მთელი მონდომებით აწვალებდა გოგონას.
„ვისაც ნამდვილი სიყვარული გამოუცდია, მას უგემია თავად სიკვდილიც, ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც.“-შენი პირველი ..“
ნაქარგი ასოებით ემშვიდობებოდა სანატრელს,დათა მანდარია.

***
-ლუკა,აქ მოდი შვილო ...-სესილის მიტკლის ფერი ედო სახეზე.
-მოხდა,რამე?!-დაღლილი ლუკა თვალებს ძლივს ახელდა.
-რა გჭირს?-უკვე ძლივს ლაპარაკობდა ქალი.
-სამინისტროში საქმე თავზე გვაყრია,შენ რა გჭირს დე?! ფერი არ მომწონს ...
-მე ისე ვარ როგორც უნდა ვიყო,მაგრამ ...
-ისევ გვანცაზე უნდა ვილაპარაკოთ?!
-დაჯექი და კარგად მომისმინე ...-ამოიხრიალა ქალმა-სამი თვე ცრემლი არ შეშრობია თვალზე,შენც ხომ ხვდები რომ ეს არ არის ის რასაც დრო განკურნავს?
-ოჯახები ინგრევა,ქმრები ტოვებენ და ქალები ცხოვრებას აგრძელებენ,ისიც ისწავლის!
-ოჯახები ღალატის გამო ინგრევა,მათ უყვართ ერთმანეთი და ამას ვერ წაართმევ!
-დედა ამაზე ლაპარაკი არ მინდა.
-მართას რძლად არ მივიღებ!-მშვიდი და შეუვალი იყო სესილის ხმა-თუ შენ ჩემს შვილს სიყვარულს არ პატიობ,თუ შენთვის ეს ცოდვაა და გვანცას გამო შენს ტკივილზე თვალს არ დახუჭავ მაშინ მე გაჩვენებ როგორ უნდა სიყვარულზე უარის თქმა!
-რას ამბობ,ხვდები?!-სახე აეშალა ლუკას-მართას მიდარებ ამირან მანდარიას შვილს?!
-კიდევ ერთხელ გიმეორებ,ამირან მანდარიას შენთვის იმდენი არ უტკენია რამდენიც მე მატკინა,მე შევძელი და ვაპატიე შენ ვალდებული ხარ,გესმის?!
-ამირან მანდარიას გამო ...
-არ გაბედო!-ფეხზე წამოდგა სესილი-შენ ტყვიების ომში იყავი მე პრინციპების,ქალობის,დედობის,ცოლობის და ადამიანური არსებობის ომში. იცი,რას ნიშნავს როცა ქმრის მკვლელი გვერდით გიდგას და მის მოხვეულ ხელს უნდა გაუძლო?! ამას გირჩევნია ტყვია დაგახალონ და მოგკლან,მე ხომ გადავლახე?-ფეხზე ძლივს იდგა ქალი,მაგრამ შეუვალ თვალებს თითქოს კედელი აღემართათ მასსა და ლუკას შორის-ვალდებული ხარ გადალახო!
-არაფერში ვარ ვალდებული!
-ანუ ასე?!-გაეცინა სესილის-ლუკა,ის ბავშვი შენი უპატიებლობის გამო მეტანჯება,საკმარისი არ არის რაც მე ვიტანჯე?!
-მისი შეყვარებულის მამის გამო სხვათაშორის!
-და მე თუ ვაპატიე შენ ვინ ხარ გადამახტე?
-ამ ოჯახის უფროსი!-იღირალა ლუკამ და წამით სინდისი აეშალა დედის წინაშე ხმის აწევისთვის.-დედა ძალიან გთხოვ ...
-უფროსობას ასე არ ავლენენ,უფროსობას ყვირილი და ძალადობა არ სჭირდება,ეს ყოფით ცხოვრებაში მოდის. შვილო,მე დიდი ხნის სიცოცხლე არ დამრჩენია,შენი ოჯახი გვანცაა და ერთ დღეს ... დამიჯერე ის უარს იტყვის ამ ყველაფერზე,გაიგებს რომ შენ აიძულე დათას აქედან წასვლა და არ გაპატიებს ... დაგტოვებს და აღარაფერი დაგრჩება საფლავების გარდა.
-სესილია,გეყოფა!-თვალები დაეხუჭა ლუკას სიმწრისგან.
-სანამ ცოცხალი ვიქნები ან გვანცას ბედნიერ სახეს მომასწრებ,ან ჩემგან მართას მიღებას ვერ ეღირსები!
-შენ მართა გიყვარს და ამას არ ...
-ბატონო?!-გაეცინა ქალს-ორი წლის იყო ამ სახლის ნანგრევებში რომ ცხოვრობდა,წვიმის დროს ზურგით გადაფარებულს ვაძინებდი. მისი ყველა ამოსუნთქვა დათვლილი მაქვს,ნუ დამაყენებ არჩევნის წინაშე,თორემ იმას გადავხაზავ ვინც ასე გამეტებით გიყვარს.
-დედა ...-ღრმად შეისუნთქა ჰაერი.
-შენ შვილი არ გყავს,ლუკა ... დამიჯერე,ახლა შეიძლება არ გესმის,მაგრამ ოდესმე გაიგებ რას ნიშნავს შენი შვილის ჩავარდნილი თვალები,ნერვიულობისგან წონაში კლება და გათენებული ღამეები.არ გამომცადო,თორე გაჩვენებ როგორი დედობა ვიცი!
-ამით მე გადამაბიჯებ,ხვდები?!
-არ მაიძულო,სიცოცხლის ბოლო დღეები გვანცას ცრემლებს ვუყურო,თორემ სიკვდილის სარეცელთან ადამიანი ...
-არ დაასრულო,არ გაბედო ...-ხელის აწევით შეაჩერა ლუკამ და მოწოლილი ცრემლები უკან გადაყლაპა-მართათი არ უნდა დამმუქრებოდი,შენ იცი რას ნიშნავს ჩემთვის გვანცა და რას ნიშნავს მართა.
-მე მხოლოდ იმას ვუყურებ,რომ გვანცას ტკივილს აიგნორებ.დილის ცხრა საათზე გარბიხარ და შუაღამის პირველ საათზე შემოდიხარ,სად დავინახო,რას ნიშნავს შენთვის გვანცა?!
-ამას ჩემს გასაღიზიანებლად ამბობ?!
-ეს შენ გადაწყვიტე. ამდენს იმისთვის მუშაობ რომ გვანცას თვალებს დაემალო თუ იმისთვის,რომ პასუხისმგებლობა ამ ცრემლებზე აირიდო?!
ლუკა რაღაცის თქმას აპირებდა ახლა სესილიამ რომ აღმართა ჰაერში ხელი და სიტყვა ბაგეებზე შეაყინა შვილს. ოთახში ჰაერიც კი დაიძაბა უსაშველოდ.


-შენ ფიქრობ,რომ ...-ხმა ჩაეხლიჩა ლუკას და მის წინ მჯდარ გოგონას მზერა აარიდა.
-გვანცას უნდა დაელაპარაკო.-მშვიდი იყო მართა-ხანდახან შენი ისე მეშინია ...-თითქოს დიდი ხნის ნაფიქრი სიტყვები კრთომით წარმოთქვა გოგონამ და ლუკას გაოცებულ სახეზე უცნაურმა შეგრძნებამ დაუარა ორგანიზმში.
-ჩემი რატომ გეშინია?!
-არ ვიცი,ისეთი პრინციპული და შეუვალი ხარ. თითქოს კიარ ცხოვრობ ... წვრთნებს გადიხარ,რაღაც პროტოკოლით აზროვნებ და დაპროგრამებული ჯარისკაცივით იმას აკეთებ რასაც ეს პროტოკოლი გკარნახობს,თითქოს გულს არ უსმენ ხოლმე,ლუკა ...
-შენთან ... ასე ... ოდესმე ...-ხმა წაერთვა ამის მოსმენისას ზარდასტანიშვილს.
-არა,არასდროს-გაეღიმა მართას და თავი გადააქნია-ყველა სხვასთან,მაგრამ ჩემთან არასდროს ... გვანცას ისე ექცევი ვითომ შენი ჯარისკაცი იყოს და რაღაც მიცემულ დავალებას ვერ ასრულებდეს,შენ ჯიუტად უმეორებ რომ უნდა შეასრულოს,ის ვერ ასრულებს და არც კი ცდილობ გაიგო,რატომ უჭირს ამის გაკეთება. იმ უფროსს ჰგავხარ,რომელმაც არ იცის სად გადის მისი ქვეშემრდომის შესაძლებლობების ზღვარი,ხვდები?!
-მე არავის უფროსი არ ვარ.-ხმა ჩაუვარდა ლუკას,თითქოს დანაშაულზე წაასწრეს.
-რას ამბობ?-გაეცინა გვანცას და ლუკას დახრილ თავთან ახლოს მიიტანა სახე.-სამინისტროში უამრავი თანამშრომლის უფროსი ხარ,შენი დის უფროსი ძმა ხარ და როგორც ხანდახან დაგცდება ხოლმე საუბარში,ოჯახის უფროსობაზეც აყენებ პრეტენზიებს ...
-თუნდაც ...
-იყო უფროსი არ ნიშნავს მხოლოდ სხვისგან მოელოდე,ლუკა. შენ რას აკეთებ გვანცას კარგად ყოფნისთვის?! კარგი ტანსაცმელი და უზრუნველყოფილი მომავალი ბედნიერი ცხოვრების საწინდარი არასდროს ყოფილა და არც თქვენს შემთხვევაში იქნება. უნდა გაიაზრო,რომ ის პატარა გოგონა კისერზე რომ იჯენდი და ასეირნებდი ახლა უკვე ქალია!
-ღმერთო,მართა მორჩი!
-მეშინია,ლუკა ...-დაიჩურჩულა გოგონამ და სახეზე ჩამოყრილი თმები უკან გადაიწია.
-რისი,ჩემთან რისი გეშინია?-ნერვები მოეშალა ლუკას.
-კარგი,დავუშვათ რომ გვანცამ გადალახა ეს პერიოდი და დაივიწყა დათა,შენ იმ ბიჭის ცოდვას სად მიუდიხარ,ლუკა?!
-რა ცოდვას,მართა?
-ხანდახან მგონია,რომ საერთოდ არ გიყვარვარ ...-თვალები აუწყლიანდა გოგონას-ახლა როგორ არ მეშინოდეს,შენი ..?!
-გთხოვ ... ამას ნუ მიკეთებ,რა.-სახეზე აიფარა ხელები და დაღლილმა ამოისუნთქა.
-შენ, რომ ხვალ ჩემი თავი წაგართვან,აი ასე გამაქრონ შენი ცხოვრებიდან ... შენ ასე თავისუფლად შეძლებ ცხოვრების გაგრძელებას?!თუნდაც ერთი წლის ან ათი წლის მერე?!
-მართა ...
-მე რომ დღეს ვინმემ შენი თავი წამართვას,მგონია რომ მიწაში ჩამოგყვები,შენ ასე მარტივად წყვეტ შეყვარებული ადამიანის ბედს და მეუბნები,რომ შენ მე გიყვარვარ,ლუკა?!
-მე შენთვის ...-და მართა გაიყინა.
-არ გითქვამს,რომ გიყვარვარ ...-გულთან გადაიჯვარედინა ხელები და გაეცინა.
ერთიანად ჩამოანგრია ლუკა მართას სიცილში ჩამოგორებულმა ლოდივით ცრემლებმა.
-მე შენთვის არ მითქვამს,რომ მიყვარხარ ... მე ეს უნდა მეთქვა და ამ ყველაფერმა ... ჯანდაბა,იმედია არ გგონია,რომ არ ...
-არაფერი არ მგონია.-ისევ იცინოდა გოგონა-ღმერთო,რა სულელი ვარ ...-უბრალო სიცილი ისტერიულ,პანიკურ სიცილში რომ გადაეზარდა ლუკას სახე წაეშალა,ირგვლივ ყველა მათ უყურებდა.-როგორ შეგეძლო გყვარებოდი,როცა ...-სიცილს არ წყვეტდა გოგონა და ცრემლები უნამავდნენ შევსებულ ლოყებს-როცა შენი და არ დაინდე,შენ მე დამინდობდი?!
-მართა,რა სისულელეს ამბობ!-შესძახა გაგიჟებულმა ლუკამ და ის იყო მოსაფერებლად გაწეული ხელი მართასთვის უნდა მოეხვია,რომ გოგონამ ხმამაღლა შესძახა.
-არ გაბედო!-ეგონა ტვინში სისხლი ჩაექცეოდა იმ წამს. სუნთქვა შეეკვრა ზარდასტანიშვილს.-არ გაბედო და არ შემეხო.
-მართა ...-მშვიდად ამოილაპარაკა და ირგვლივ ხალხს მოავლო მზერა.
-სიტყვებზე უფრო ხშირად ადამიანის ქმედებები განსაზღვრავენ ადამიანს,ბატონო მინისტრო.
-მართა ...-ხმა წაერთვა მამაკაცს,ახლა მართას თვალებში საკუთარ თავს რომ ვეღარ უყურებდა ეს აკარგვინებდა თავს,მხოლოდ.
-ნახმავდის,ლუკა. გისურვებ ვინმე სულის წასვლამდე შეგიყვარდეს.
გოგონამ კაფე სირბილით დატოვა და უკან ადევნებულ ლუკას ყურადღებაც აღარ მიაქცია.
კაფიდან გამოსული გზა ისე გადაჭრა არც შეუხედავს მომავალი მანქანისთვის და წამის ის ერთი მონაკვეთი,როცა გაბმული სიგნალის ხმა გესმის ... როცა შენკენ დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა აღქმის დონეზე დაგყავს და თავლებს ინსტიქტურად ხუჭავ,მაშინ ... სწორედ მაშინ ხვდები,რომ ცხოვრებაში უფრო ხშირად უნდა იწამო ადამიანის თვალებში ღმერთის, არა - ქმედებების, არა - სიტყვების.
რასაც მართა იმ წამს ხედავდა ზარდასტანიშვილის თვალებში ის ღმერთი იყო,რომელიც ყველა სხვა დანარჩენზე მეტად სარწმუნოა, ან მხოლოდ ისაა სარწმუნო ადამიანის არსებობაში. როგორც გენებოთ ...
გზის მეორე მხარეს მდგარ ჩახუტებულ წყვილს ქუჩაში შეკრებილი ხალხი გაოგნებული თვალებით უყურებდა.
-შვილო,ხომ კარგადაა?!-იყვირა გზის მეორე მხარეს მდგარმა ქალმა და ლუკას მიმართა კითხვით.
-კარგადაა,ქალბატონო,მადლობა ...-ამოილუღლუღა გაჭირვებით მამაკაცმა და კიდევ უფრო მჭიდროდ აიკრა გოგონას შევსებული სხეული.
-ლუკა ...
-შენ,რომ დამე დაგმართნოდა ... -მთელი სხეულით კანკალებდა ზარდასტანიშვილი.აკრთობდა მართას მამაკაცის ხმა,რომელსაც ძველებური ეშხი დაეკარგა და რაღაც ბევრად სხვა,ბევრად სანატრელი დამჩნეოდა - დაკარგვის შიში.
-მაპატიე,მე ...
-მე მაპატიე,გთხოვ ... მე,მხოლოდ,მე ...
-მე არ უნდა ...
სიტყვა ჰაერში გაუწყდა მამაკაცის ცხელი ბაგეების შეხებისას.


და იმ წამის შემდეგ,რომელიც საუკუნედ გვინდა გაგრძელდეს ადამიანებს
ყველა „მიყვარხარ“ ითქვა უთქმელად.


-გვანცა,ორ წუთში გამოგივლი და ჩამოდი.-მოკლედ მოუჭრა დას და ტელეფონი გათიშა.
სახლთან მისულს ეზოში დაუხვდა გოგონა.
სექტემრის გრილი ჰაერი სასიამოვნოდ დასეირნობდა თბილისის ქუჩებში.
-რა მოხდა?!-ჭიშკრიდან დაიძახა გოგონამ. სახე წაუხდა ლუკას დის ჩაცვენილ უპეებზე,ერთი ორად დასუსტებულ სხეულზე და ჩამქვრალ თვალებზე. ახლა თითქოს ყველა სიტყვა,რაც დედისგან და საყვარელი ქალისგან მოისმინა ეკლად ესობოდა გულზე.
-ჩაჯექი,წავედით.
-სად,მიგყავს ლუკა?-ეზოში მდგარმა სესილიმ გამოეხმაურა შვილებს.
-აი,წავალთ და მოვალთ.მალე,გვანცა გვაგვიანდება,მე ბევრი დრო არ მაქვს.
-როგორც თქვენ იტყვით ...-ჩაიბურტყუნა გოგონამ და მანქანის კარი გამოაღო.
ერთხანს ჩუმად იმგზავრეს,გზასაც არ უყურებდა ყველაფრისგან დაღლილი და გამოცლილი გოგონა.
-გიყვარს?!-ძლივს გაბედა ლუკამ კითხვის დასმა.
-რა ირონიული კითხვაა და რა უსამართლო!?-გაეცინა გოგონას.
-ადამიანური პასუხიც რა რთულია?!-არ ჩამორჩა ძმა.
-შენთვის ადამიანური პასუხიც ზედმეტია,ასე რომ ხო ... უსაშველოდ რთულია.
-იცოდე,როგორ უნდა ელაპარაკო ...
-რა იქნებოდა ბაჩოს ადგილას მე ვყოფილიყავი ...-ამ სიტყვებმა სული ჩამოუკაწრა ლუკას.
-რას ამბობ გვანცა!-მანქანა გადააყენა და გოგონას გადმოხედა.
-ლუკა,შემეშვი რა ...-ამოილაპარაკა გოგონამ და ფანჯარას თავი მიადო.
-ამას,სერიოზულად ამბობ?
-კარგია,ყოველ დღე მართასთან გატარებული ერთი და ორი საათი?!-თვალებდახუჭულმა ამოილაპარაკა და გაეღიმა.-კარგია,მისი დანახვა,როცა გინდა?!მისი ჩახუტება და მისი შენს გვერდით არსებობა?!-ნელ-ნელა შეეჭმუხნა წარბები და ცრემლებმაც იწყეს მდინარის ნაკადულებად დენა.-კარგია,როცა პაემანზე ელოდები და იცი რომ მოვა?!-ტიროდა გოგონა.-კარგია,როცა იცი რომ მოვა-მეთქი?!-შეჰყვირა და ჩასისხლიანებული თვალებით დააჩერდა გახევებულ ძმას-შენ მე ბაჩოსთან ერთად გამომწვი იმ სახლში და ახლა ყველაფერი წყალსაც წაუღია.
ლუკამ უსიტყვოდ დაძრა ავტომობილი და გზა განაგრძო.
გოგონამ ისევ დახუჭა თვალები და ავტომობილს ფანჯარას მიადო თავი.


აეროპორტის წინ უამრავი ხალხი შეკრებილიყო.
ზოგი საყვარელ ადამიანს ემშვიდობებოდა,ზოგიც ეგებებოდა.

-აქ რა გვინდა?!
-ჯანდიერი დაბრუნდა მივლინებიდან და დავხვდეთ.
-კარგია,მომენატრა გაბრიელი.
-ჰო,კარგად გაუგეთ ...
-ჰო,ჩემს ცოცხალ ძმაზე უფრო გარდაცვლილს და მას ესმით ჩემი.-ამოილაპარაკა გვანცამ და ავტომობილიდან გადმოვიდა.
ლუკამ თავი გადააქნია და ისიც უკან მიჰყვა.
-შედი,ხუთ წუთში წესით უნდა გამოვიდეს.
-შენ?
-მართას უნდა დავურეკო და მეც შემოვალ.
გვანცას არაფერი უთქვამს,ჟაკეტის ბოლოები წელზე შემოიჭდო და შენობაში შევიდა.

„თბილისი - ბუდაპეშტის რეისი“ ...-ამ სიტყვების მოსმენისას თვალები გაუაზრებლად აუცრემლიანდა გოგონას.
გაახსენდა ის დღე,დათა ინგლისიდან რომ დაბრუნდა საქართველოში.
თითქოს ყველა მის მზერას ახლა იმეორებდა და მათ შინაარსებს წლების შემდეგ სანუკვარი ლექსივით იზეპირებდა.
მას შემდეგ რაც დედამისის და ლუკას საუბარი შემთხვევით მოისმინა მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა.
საკუთარ თავს ვერ პატიობდა დათას სიყვარულში ეჭვის შეტანას.
იდგა აეროპორტში და ფანჯრისკენ იხედებოდა,თვალებით ეძებდა მის ძმას,რომელიც აღარ ჩანდა არსად.
უამრავი ხალხი ირეოდა შენობაში.
ტელეფონი ამოიღო და ლუკას დაურეკა.
-რომელ რეისზე იყო გაბრიელი?!-ცივად ჰკითხა მამაკაცს.
-ბუდაპეშტის,არ ჩამოსულა?!
-შენ სად ხარ?მანდ რა უნდოდა?!
-ხომ გითხარი მართას ველაპარაკებოდი,მივლინებაში იყო-მეთქი,ეგეც გითხარი.
-სად ბუდაპეშტში?!
-პრემიერია,რატო ასეთი გაოცებული სახით?! შენი ტურფა სიყვარულის გარდაც დადის ხალხი უნგრეთში.
-ეს ცინიზმი საერთოდ არ იყო საჭირო!-ტელეფონი გათიშა ნერვებმოშლილმა და მკვეთრი მოძრაობით შემობრუნდა.
ერთი.
ორი.
სამი.
თითებს დახედა გვანცამ.
ერთი.
ორი.
სამი.
ოთხი.
ადრე სადღაც წაიკითხა,იმისთვის,რომ ადამიანმა მიხვდეს სიზმარშია თუ ცხადში თითები უნდა დაითვალოს.სიზმარში ადამიანს არ შეუძლია თითებზე დათვლა.
ერთი.
ორი.
სამი.
ოთხი.
ხუთი.
ის იყო.
იქ იყო.
მის წინ იდგა და უღიმოდა.
-ჩემო პატარა ...-ამოიხრიალა ბიჭმა და ქალის სუსტი,გალეული სხეული გულში ჩაიკრა.
-გთხოვ ...-ამოიტირია გვანცამ,თვალის ქუთუთოები ერთმანეთს დააჭირა და ცრემლები წასკდა.-გთხოვ ...-ხმა წართმეულმა უკანასკნელი ძალებით შეჰკივლა და მუხლები მოეკეცა.
-გვანცა ...-ძლივს დაიჭირა პატარა ქალის სხეული სახეწაშლილმა დათამ.
-არ ...-ვერ სუნთქავდა სპაზმისგან გოგონა.
-გვანცა ...-ხელები აუკანკალდა ნერვიულობისგან დათას-წყალი,თუ შეიძლება!-უყვირა იქვე მდგომ გოგონას,რომელიც სირბილით გაიქცა წყლის მოსატანად.-გვანცა,მიყურე ... აქ ვარ,პატარა შენთან ვარ ... მორჩა,დასრულდა ყველაფერი ...
-ახლა ... ახლა ...-ვერ სუნთქავდა გოგონა-გაქ ... გაქ ...
-გვანცა,მორჩა,მიყურე,ერთად ვისუნთქოთ,კაი?!დამშვიდდი,აქ ვარ ...-ჩურჩულებდა დათა და სახეზე ჩამოყრილ თმებს უკან ეწევდა გოგონას.
-გაქრები.
თვალები დახუჭა და გაითიშა.
მერე თითქოს წონა დაკარგა ისე როგორც დედამიწამ მიზიდულობის ძალა.
ვაკუუმში მოცურავე უცხოპლანეტელს ჰგავდა ოცნება,რომ აიხდინა და კოსმოსში გაფრინდა.


-ლამის ხელებში ჩამაკვდა,ამას ელოდებოდით?!-ესმოდა ნაცნობი ხმა და ვერ ხვდებოდა სად იყო.
-ხმას დაუწიე,სიძე რამე არ მიქარო!-ათას კაცში გამოარჩევდა ჯანდიერის იუმორნარევ ხმას. ეს ყველაფერი კი სულის შეშლამდე რეალურს ჰგავდა.იმდენად რეალურს,რომ თვალის გახელაც არ უნდოდა გოგონას.
-ასეთი რამე სხვადროსაც დამართნია?!-ნერვიული ხმა ჰქონდა ლუკას.
-იმედია მე არ მეკითხები!-ეს ხმა ... ეს სხეული ... არა,არაფრით გაახელდა თვალებს ვაი და გამქრალიყო?!
-ემოციური შოკი დაემართა,რა პანიკაში ხართ ხალხო?-ისევ ჯანდიერის სიტყვები იყო,ესმოდა,არჩევდა.-დაინახა თავისი ტურფა და წაიქცა,დიდი ამბავი,ყველა ნესტან-დარეჯანი არაა ქაჯეთის ციხეში „დასტოინად“ ელოდებოდეს ავთანდილს!
-შენ საერთოდ ვინ დაგნიშნა პრემიერად?
-ვინც შენ დაგნიშნა შსს-ს მინისტრად,აი მაგან.
-თქვენ,არ ხართ ხო კარგად?!
-იყუჩე,ბიჭიკო!-შესძახა გაბრიელმა.-აქ,შენ ვინმე „ვარდენაში“ არ შეგეშალოს!შენ და ...-ჩაფიქრებულმა გადმოხედა ლუკას-ეგ ავთანდილი იყო ფრიდონი?!
-ტარიელი,იმბეცილო!
მანქანა გაჩერდა თუ არა გაბედა და თვალები გაახილა.
-გვანცა..!-შესძახა დათამ და გოგონას ზემოდან დააჩერდა.
-ჰა,თინათინ ნუ დაგვიხეთქე,გულები!-გაეცინა გაბრიელს.
-არ გაქრი ...
-მორჩა,აქ მე და შენ ზედმეტი ვართ!-წარბაწეულ მეგობარს გადმოხედა ჯანდიერმა.
-რას ნიშნავს ..!
-გამოადგი ფეხი,მურმან!


საღამო იყო.
ყველანი ერთი მაგიდის ირგვლივ შეკრებილიყო და ხმის ამოღების ინიციატორს თითქოს თვალებით ეძებდნენ.
-აბა,სესილი როგორ მოგწონს ახალი კანონპროექტი?! უყურე სხდომას?ხო მაგარი ჩავუტარე დეპუტატებს?-გაბრიელის სიტყვებზე ღიმილი ვერავინ შეიკავა.
-ცოლი როდის,მოგყავს ბაჩო,დე?!-ლუკას ჩანგლის ხმამ უკანასკნელი აკორდი მისცა ამ სიტყვების ჟღერადობას.-აღარ არის,დრო?!-გვერდით მჯდარი გაბრიელის გაყინულ თითებს თავისი დანაოჭებული მტევანი მოხვია ქალმა.ჯანდიერს უნებურად დაეხუჭა თვალები ატკიებული გულისგან.
-დედა ... რა ...-ლუკა რაღაცის თქმას აპირებდა მართამ ხელი,რომ მოუჭირა თითებზე და აგრძნობინა,რომ ხმა არ უნდა ამოეღო.
-ჯერ არავინ მინახავს,შენზე ლამაზი ...-უდარდელი ღიმილით გადმოხედა გაბრიელმა ქალს და მეგობრის ტკივილისგან დაჭიმული სხეული იგრძნო.
-ოჰ,კარგი რა,ბაჩო!-ხელი აიქნია თავმომწონედ ქალმა-მე რომ გითხარით ჩემზე ლამაზი თქვენი ცოლები ვერ იქნებიან-თქო,ეგ მხოლოდ გეხუმრეთ ... აი,ნახე ჩემი მართა როგორი ლამაზია ... რა იქნება,შენს ცოლსაც მომასწრო,ბაჩო?!
ლუკას მართას ხელი ჩაებღუჯა და ფიქრებში წასულს იქიდან გაქრობა სურდა მხოლოდ.
-მოვიყვან,სესო ...
-ასე ნუ მეძახი,ასე მხოლოდ მამათქვენი მეძახის ...-სახე გაებადრა ქალს- „დედა“ ასეთი რთული სათქმელია?!
-როგორც შენ გინდა, ...-ღრმად შეისუნთქა ჰაერი ყოველთვის მხიარულ ნოტაზე მყოფნმა ჯანდიერმა.-დედა.
-მართა,ბავშვს რას არქმევ ...
გოგონა ლუკას დანისლულ თვალებში ჩაიძირა.
-ჯერ სქესი არ ვიცით ...-მკრთალად გაუღიმა ქალს და გვანცას მადლიერ სახეზე გული მოუკვდა.
-მე ვიცი.-გაეცინა ქალს და გაბრიელის ხელს თავისი ხელი ფრთხილად გადაუსვა-ვუთხრა,ბაჩო?!
-მე მითხარი ჩუმად!-არ დაიბნა ჯანდიერი.
-მაიმუნო!-გადაიკისკისა გულიანად ქალმა.
-დედა,თავი მტკივა,წამო რა დავიძინოთ ...-გვანცას ხმაზე ქალი თითქოს გამოფხიზლდაო,გაბრიელის ხელიდან თავისი მტევანი აიღო და გაოცებულმა მოავლო მაგიდასთან მსხდომთ თვალი.
-ბავშვებო აბა თქვენ იცით,გაბრიელ ბებო მომიკითხე,ჩემო ბიჭო.-გაუღიმა ბიჭს,მართას ფრთხილად აკოცა თავზე და გვანცასთან ერთად ოთახი დატოვა.
სხეულს ძლივს იმორჩილებდა სუფრის თავში მჯდარი ლუკა.
-ჩვენ წავალთ და ხვალ შემეხმიანე,ლუკიანო!-მხიარულად შესძახა გაბრიელმა და იქვე მჯდარ დათას თვალების ბრიალით ანიშნა სახლის დატოვება.

უზარმაზარ შემოსასვლელში ისხდნენ მარტო.
სიჩუმეს ლუკას ხმაურიანი სუნთქვა არღვევდა.
თითქოს ფილტვებს ჰაერი არ მიეწოდებოდა საკმარისად.
წამოდგომა სცადა და უჰაერობისგან თავბრუდახვეული თავისი სკამის ფეხთან ჩაიკეცა.
-ლუკა!-შესძახა გოგონამ და მამაკაცის ფეხებთან გაჩნდა.-გთხოვ,ნუ მაშინებ ...
-წადი,მართა ...
-არ წავალ,ასე არ დაგტოვებ ...
-ახლა,არ ვიცი ... იქნებ არ ... -თვალები დაებინდა მამაკაცს.

„-რიგითი ზარდასტანიშვილი!დაუმიზნე და ესროლე!“
„-ჩვენებიდან დანაკარგი 24 ბიჭია ...“
„გაიგე?მამამისი ღალატისთვის დახვრიტეს.დედა გაუთხოვდა ...“
„-გახსენით ცეცხლი!
-ბავშვებიც არიან ...
-ზარდასტანიშვილი,ცეცხლი-მეთქი!“
„დაუმიზნე და ესროლე.“
„მოკალი.“
„ჩვენებიდან დანაკარგი 18 ბიჭია ...“
„ორი სკოლა ააფეთქეს ..“
„-უფროსო ჩავწყდებით,წავიდეთი ამათი ... მოგვკლავენ,უფროსო ...
-იმოძრავე,მაისურაძე!“
„დაუმიზნე და ესროლე.“
„მოკალი.“
„წითელი ჯვარი მოვა,გაუძელით!“
„ბიჭებო,ცოტაც ... ცოტაც.“
„-მაისურაძე,სიმღერა იცი?!
-ბაბუაჩემს უყვარდა მე რომ ვმღეროდი,უფროსო.
-აბა დაიწყე.
-ჩემი ხატია სამშობლო სახატე მთელი ქვეყანა ...
-მაისურაძე,ბაბუაშენს ესმოდა შენი სიმღერა?!
-არა,უფროსო ყრუ იყო.“
„გახსენით ცეცხლი.“
„ვის გამო ვიხოცებით,მე ამათი ...
-ნუ ბილწსიტყვაობ,მაისურაძე!
-მაპატიეთ უფროსო,რომ დავწყევლო?!
-ეგეც ბაბუაშენმა გასწავლა?!
-არა,ბაბუაჩემი მუნჯი იყო,უფროსო.
-მაგარი კაცი ყოფილა ბაბუაშენი.
-ბაბუაჩემმა,დურგლობა და ჰიმნი მასწავლა უფროსო.
-დურგალი,ხარ ბიჭო?
-დურგალი ვარ.
-კარგი დურგალი შვიდ ცუდ ექიმს ჯობია,ბიჭიკო!
-ჯანდიერი,მოეშვი მაგას და მოდი აქეთ!“
„დაუმიზნე,ესროლე.“
„გახსენით ცეცხლი.“
„დანაკარგი ... ჩვენი ბიჭებიდან ... ერთია მხოლოდ.“
„ცოტაც გაუძელით.“
„-მაისურაძე,იმღერე!
-მაისურაძე დავკარგეთ,უფროსო ..“

თვალები გაახილა და მართას შეშინებულ მზერას გადააწყდა.
-მაისურაძე დავკარგე ...-ცრემლებით აევსო თვალები მამაკაცს.-ბაჩო დავკარგე,მამაც დავკარგე და ახლა დედა ...
-ლუკა,დამშვიდდი ... მე მიყურე ...
-ახლა მხოლოდ მტკივა ...-ხრიალებდა ძალაწართმეული.
-მე მიყურე,ლუკა ... გაივლის,გაივლის საყვარელო ... ყველაფერი გაივლის.
იატაკზე დამჯდარ გოგონას კალთაში ჩაუდო თავი და ერთხანს მშვიდად მყოფმა ჩუმად დაიწყო.
-მაისურაძის ბაბუა ყრუ იყო და მუნჯი,შვილიშვილს სიმღერა და დურგლობა ასწავლა ... კარგი კაცი იყო,უყვარდა თურმე მისი შვილიშვილის სიმღერა.
-მერე?!-ფრთხილად გადაუსვა დაბალ თმებზე ათრთოლებული ხელები გოგონამ მამაკაცს.
-მერე ტერორისტული ჯგუფი საბავშვო სკოლაში შევიდა ... მე და ჯანდიერი ვიყავით ჩვენი დანაყოფებით ... მაისურაძე ჩემთან იყო. ტყვიები ჰაერში მოლეკულებივით მოძრაობდნენ ... ბედნიერი კაცი იქნებოდი თუ მოგხვდებოდა და დაამთავრებდი.
-ამას ნუ ამბობ.
-მაისურაძის სხეულს იმდენი ტყვია ესროლეს,ჩვენ ვერ ვიცანით ... მერე ვლოცულობდი ... ჰო,ვლოცულობდი ... -კაბის ნაჭერი ცრემლებმა დაუნამა გოგონას,ლუკას ცრემლებმა.-ვლოცულობდი,რომ მეც მოვმკვდარიყავი.ოღონდ ამდენ მონატრებას,ამდენ ტკივილს და დანაკარგს გავქცეოდი და ვიღაცას კაცურ ბრძოლაში ჩავეჩაბნე ... ტყვია ჩემზე ადრე ესროლა და ეგ ტყვია ჩემთვის ყოფილიყო,გესმის მართა?!
-მესმის.
-მერე გაბრიელმა უდაბნოში ქალი ამშობიარა და იმ ბავშვს დავარქვით ირაკლი.
-ირაკლი ერქვა?!
-ირაკლი ერქვა,მასაც და მის ბაბუასაც,ყრუ-მუნჯი რომ იყო და შვილიშვილს დურგლობაც ასწავლა და საქართველოს ჰიმნიც.
-ხომ მოგეშვა?!
-ბავშვი ხელში რომ ავიყვანეთ მე და გაბრიელმა ... მე მაშინ ვიგრძენი,რომ ვცოდავდი სიკვდილს რომ ვევედრებოდი უფალს.
-ჩემო ერთადერთო ...-დაიჩურჩულა გოგონამ და ფრთხილად აკოცა ლუკას ლოყაზე.
-მაისურაძე მას შემდეგ აღარ გავიხსენე.მას შემდეგ აღარვინ დამიკარგავს.დღეს ისე ... ისე ... და იმ მკვლელის შვილი და ... მე ...
-ლუკა ...
მართას მუცელს სახე მიაბჯინა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოილაპარაკა.
„ცოლად გამომყევი,გახდი ჩემი სახლი,ფანჯრების გარეშე ...“


იმ ღამით ჯერ გვანცას დახედა,შემდეგ სესილის და ბოლოს თავის საძინებელში შეიკეტა.
ფიქრებში აბურდულს ჩაეძინა.

გადიოდა დღეები და სესილის მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა.
დიაგნოზს ვერ სვამდნენ ექიმები.
ამას დეპრესია ჰქვიაო,ბოლოს ძლივს გაუბედა მინისტრს ერთ-ერთმა.
ქალს არ უნდაო თავად სიცოცხლე.
შეეშვითო ნუ ტანჯავთ,გაუშვით სადაც უნდაო წასვლა.


-მამა,უყურებ როგორ მგავს?!-იცინოდა ბაჩო და პატარა ბავშვისკენ იშვერდა ხელს.
-რას ამბობ,შეხედე სულ ჩემი ბავშვობაა!
-გიორგი,სულ ამის ჭკუა გაქვს ...-იცინოდა სესილი და ქმრის მხარზე თავჩამოდებული წინ მდგარ პატარა ბავშვს უყურებდა მომღიმარი.
ხმის ამოღება სცადა იქვე მდგარმა ლუკამ,რომელსაც არავინ ამჩნევდა.
ყველას ყურადღება პატარა ბიჭზე იყო გადატანილი,ის კი ზედაც არ უყურებდა ბავშვს,მხოლოდ მონატრებული ოჯახის წევრების სახეებს დაჩერებოდა სახეგაბადრული.
-ბაბუს ვაჟკაცი,უყურე სესო,როგორ თვალებში გვიყურებს?!
-დედა აღიარე,რომ მე უფრო მგავს ვიდრე მამას ბავშვობას!-არ ჩერდებოდა ბაჩო.
ლუკას მზერა დაუბინდა ცრემლებმა.
სულის წასვლამდე მოუნდა გულში ჩაეკრა უფროსი ძმა.
-არ ვიცი მამაშენი როგორი იყო ბავშვობაში!-კისკისებდა ქალი.
-სესო,შემომხედე ლუკა მე მგავს და მისი შვილი მეზობელს ხომ არ დაემგვანება?!
-გიო,რა საშინელი ხუმრობაა,ხომ გეუბნები ნუ ხომრობ-მეთქი,ასე?!-იცინოდა ქალი.
მამამისის სიტყვებზე ელდანაცემივით გადმოხედა პატარა ბიჭს,რომელიც ყველასგან მოშორებით იდგა და იღიმებოდა.
„ჩემი შვილი“-ფიქრიშიც კი უნორმო ადრენალინი იგრძნო და ისევ ოჯახს მოავლო მზერა.
გულში იკრავდა მონატრებულ ცოლს გიორგი და ბედნიერი ბაჩო მშობლებს შეჰყურებდა.
მერე თითქოს სამივეს მზერა მასზე გადმოვიდა.
დამუნჯებულს თითქოს გატოკებაც არ შეეძლო.
მხოლოდ ტკბობა თავისი ოჯახით,მონატრებული სახეებით და ...

ციებიანივით წამოხტა ფეხზე.
ერთიანად სველი იყო ოფლისგან.
ფანაჯრა გამოაღო და სექტემბრის გრილი ჰაერი ფილტვებში ღრმად ჩაუშვა.
ღამის გრილი ჰაერი სხეულზე მარწუხებივით შემოეჭდო.
საწოლზე ჩამოჯდა და უსიამოვნო შეგრძნებამ ფიქრები აურია.
„სესო,შემომხედე ..“
„დე,აღიარე,რომ მე უფრო მგავს ...“
გონებამ განგაშის ზარები შემოჰკრა და ლუკაც ფეხზე წამომდგარი ინერციით გაემართა დედის ოთახისკენ.
კარი შეაღო თუ არა ის სიცივე,ორი წამის წინ უსიამოვნოდ რომ სცრიდა ახლა თითქოს უფრო გააზრებით,უფრო მძიმედ იგრძნო.
ოთახში ფანჯარაც და აივნის კარიც დახურული იყო,მაგრამ აუტანლად ციოდა.
-დედა ...-ამოიხრიალა და დედის საწოლისკენ გაემართა რეტდასხმული.
დედა ცოცხალი აღარ იყო.
იქ კი სიკვდილის მარადიული ქარი ქროდა გამეტებით და დედის სხეულს ნაწილ-ნაწილ აცლიდა სითბოს.
კარი გამოხურა და გამოვიდა.
უემოციოდ დაიძრა კიბისკენ და სახლიდან გავიდა.
ვიწრო გზა გადაკვეთა და წინ მგდარი ორ სართულიანი კორპუსის კიბე მშვიდად აიარა.
ნაღმს ჰგავდა,რომელიც წამი წამზე აფეთქდებოდა.
კარზე ფრთხილად დააკაკუნა და იქიდან პასუხს დაელოდა.
კიდევ ერთხელ დააკაკუნა და ფხაკუნის ხმაზე მიხვდა,რომ გაიღვიძეს.
-ვინ ...-კარი მართას დედამ,ინამ გააღო-ლუკა,შვილო ...
-მართა ... -ქალს ხმა ჩაუვარდა მამკაცის სახეზე.
-ახლავე!-ხელით ანიშნა და მართას ოთახის კარი გააღო.
სულ ორი წამიც და ხალათით შემოსილი გოგონა გამოჩნდა კარის ზღურბლთან.
-ლუკა?!-თვალები დაექაჩა მართას გაოცებისგან.
-მე ... -ინას გადახედა და ქალმა თითქოს იგრძნო,რომ წყვილი მარტო უნდა დაეტოვებინა.
-ლუკა,რა მოხდა?!
აღარაფერი უთქვამს.
მართას სხეული ახლოს მიიზიდა და მთელი ძალით ჩაეხუტა.
გოგონა კანკალმა აიტანა სიცივისგან,ვერაფრით მიხვდა რა ხდებოდა,მანამ სანამ კისერი ლუკას ცრემლებმა არ დაუნამა.
მერე თითქოს ყველაფერი ცხადი გახდა.
-ლუკა,სესილი?!-ამოიტირა უღონოდ და ლუკას თავის დაქნევაზე მიხვდა რომ სესილი ცოცხალი აღარ იყო.

დილით გვანცას კივილმა შეძრა მთელი სამეზობლო.
თინა ბებოს კალთაში დამხობილი გოგონა ცრემლებად იღვრებოდა.
მეორე მხრიდან მართა უმაგრებდა გვანცას გვერდს,იქიდან დორა.
ვანიკო,გაბრიელი და ლუკა შემოსასვლელში იდგნენ და შავი სამოსით შემოსილები თავიანთთვის,ჩუმად გლოვობდნენ ყველასთვის საყვარელ სესილია ზარდასტანიშვილს.
დედას და დედობილს.
-დათა სად არის?!-ჰკითხა მძიმე ხმით თავზე წამომდგარმა ლუკამ თავის დას.
-ვიფიქრე,რომ ...-ამოიხრიალა გოგონამ-არ გენდომებოდა აქ ყოფილიყო ...
-დაურეკე,მოვიდეს.-მართას თვალები არ შეიმჩნია ლუკამ,ქალს თითქოს ერთი ორად შეუყვარდა იმ წამს მამაკაცი.-დედაჩემის გაზრდილია და კეთილი ინებოს აიტანოს ყველას ასატანი მზერა!

მეორე დღესვე ჩამოფრინდნენ თამუნა და ლევანი ბავშვთან ერთად.
მეორე დღესვე მიემატა სამეულს,ლევანიც და დათაც.


ქმრის გვერდით დამარხეს სესილიას ტანჯვისგან გადაღლილი სხუელი.
მარადიული სიყვარულის რგოლიც თითქოს სამუდამოდ შეიკრა ცაში.

-მართა,წავიდეთ ... გვიანია.-უჩურჩულა ინამ შვილს და ისიც მორჩილად წამოდგა ფეხზე.
-გაიცანით,ჩემი ცოლი ... მართა,ესენი მამაჩემის მეგობრები არიან ...-იმ მომენტში თითქოს ყველამ დაკარგა აღქმის შეგრძნება მართას ჩათვლით.
ინამ ჯერ ერთს გადმოხედა მერე მეორეს.
დორამ სასწრაფო გაიყვანა წყვილისგან მოშორებით ქალი.
-რა ხდება,დორა?!
-არ გაბრაზდე,ინაკო ... ბავშვებს ახლა რომ სჭირდებათ ერთმანეთი,ხომ ხვდები?! ქორწილის დრო ახლა რომ არ არის,ესეც ცხადია ...
-მე,რომ არაფერი ვიცოდი ...-ცრემლები მოეძალა ქალს ერთადერთი ქალიშვილის გათხოვება ასე და ამ ფორმით რომ გაიგო.
-ჯერ თავად მართამაც არ იცის,მაგრამ როგორც ვიცი დათანხმებულა. უყვართ ერთმანეთი და ქორწილს ახლა ...
-რას ამბობ,დორა ქორწილზე აქ საერთოდ ვინ საუბრობს?!ჩემთან ...
-თქვენთან უნდა მოვსულიყავით,მე,დედა და ჩემი ძმა,მაგრამ იმ დილით დედა გარდაიცვალა ...-გვანცას მშვიდმა ხმამ ინაც კი გააშრო.-გვაპატიეთ,ახლა მართა ორივეს გვჭირდება და ვერსად გავუშვებთ.
-გვანცა,შვილო ...-დაიბნა ქალი და თვალებით თავისი შვილი მოძებნა,რომლის ხელიც ლუკას მტევანს ერწყმოდა.
-ყველაფერი წესის და რიგის დაცვით იქნება,ახლა ლუკას მართა რომ წაართვათ,თუნდაც იმით რომ გვერდით სახლში წაიყვანოთ,ვეღარ გაუძლებს ...
-მესმის ...-თავი დახარა ქალმა.
-გვაპატიეთ,ეს ... არც ჩვენ გვინდოდა ...-ცრემლებით აევსო თვალები გვანცას.
-რას ამბობ,შვილო!-შეიცხადა ქალმა და გოგონა გულში ჩაიკრა.
-დედა ...-მართა და ლუკა მიუახლოვდათ ქალებს.
-ქალბატონო,ინა ორი წუთით ...-ლუკამ ფრთხილად მოხვია ქალს ხელი და გვერდით გაიყვანა.
-ნუ გეშინია,დედაშენი მაგარი ქალია და გაგვიგებს ...-ანუგეშა აღელვებული მართა გვანცამ.
ოთახიდან გამოსული ინა ღიმილს ვერ ფარავდა.
შვილის სახე მტევნებში მოიქცია და ლოყები დაუკოცნა.
-ჩემო ტკბოლო,ჩემო ლამაზო ... ბედნიერი იყავი,დე.


სახლი დაიცალა.
გვანცასთან დორა დარჩა.
ცარიელი სახლის კიბეზე მოზომილი ნაბიჯებით ადიოდნენ ლუკა და მართა.
მამაკაცს გოგონას ხელი ეჭირა და წინ მიდიოდა.
ოთახის კარი შეაღო და მართაც ოთახის სიბნელეს შეერწყა თითქოს.
მთვარის შუქი ანათებდა იქაურობას.
საწოლზე ჩამოჯდა გოგონა.
ლუკამ უჯრა გამოაღო და პატარა კოლოფი ამოიღო.
-ასე არ მინდოდა შენთვის ხელი მეთხოვა ...-ხრინწიანმა ბგერებმა იქაურობა მოიცვა და გოგონაც თითქოს ააღელვა ამ ხმამ-მინდოდა შენთან მოსვულიყავი,დედაშენისთვის შენი ხელი მეთხოვა და თეთრი კაბით მომეყვანე აქ ... მაგრამ შენ ახლა ისე როგორც მე შავები გაცვია.-გოგონას წინ ჩაიმუხლა და მთვარეს გახედა,ეტყობოდა როგორ უჭირდა ლაპარაკი-მომწონდა ეს ტრადიციები,ნიშნობები,ქორწილი,ქორწილში ჩხუბიც მომწონდა ...-ჩაეცინა-ერთხელ ერთი ნათესავის ქორწილზე ჩვენმა მეორე მთვრალმა ნათესავმა,ქორწილში ჩხუბის დასრულება,კიბის მოაჯირზე ასვლით სთხოვა საზოგადოებას ...-მართამ სიცილი ვერ შეიკავა-ხო,ვგიჟდები ქართული ქორწილების ძველებურ ფენომენზე,მაგარი სანახაობაა და გასახსენებლადაც ... -ხმა დაუბოხდა უეცრად-მგონია,რომ თეთრი კაბა შენზე მეტად არც ერთ ქალს არ მოუხდება. ქორწილში,მხოლოდ შენთან ერთად ვიცეკვებდი დაისს ... მხოლოდ შენთან შემიძლია ვიყო,ის ლუკა როგორიც მინდა და მინდოდა რომ ვყოფილიყავი ... შენთან უკეთესი ვხდები და ალბათ ამიტომ ვერ გავუძელი დროს ... დროს სანამ რაღაც პერიოდი გავა და მერე ეს ყველაფერი ნებადართული გახდება ... ამაზეც მეცინება,უბრალოდ ... ახლა მე ვერ ავღნიშნავ ვერაფერს,ხომ გესმის?
-ლუკა,არ ხარ ვალდებული ...
-მე სამშობლოს,ოჯახის და შენს წინაშე სულ ვალდებული ვიქნები და გეფიცები ...-მართას მუხლს შუბლით დაეყრდნო და გაეღიმა,თავი მაღლა ასწია და გოგონას თვალებში ჩააშტერდა-არაფერია ამ ვალდებულებაზე უფრო სასიამოვნო ... მაპატიე,რომ ჩემი ტკივილი ახლა შენც უნდა ... მაპატიე,მართა ...
-მე რომ მაქვს უფლება,შენი ტკივილი მტკიოდეს ... ესეც სასიამოვნო ვალდებულებაა,ჩემო სიყვარულო ...-მამაკაცის სახე თბილ ხელისგულებში მოიქცია გოგონამ.
-ჭირსა და ლხინში!?-გაეღიმა ლუკას.
-სიცოცხლეში და სიკვდილში.-დაიჩურჩულა გოგონამ ზედ მამაკაცის ბაგეებზე და თითზე მორგებულ ბეჭედს ფრთხილად გადაუსვა თითი.
-მე შენ მიყვარხარ,ჩემო მარ-თა.
ხრინწიანმა ბგერებმა ისევ მოიცვა ოთახის ჰაერი და თითქოს ტკივილიც აღარ იყო ამგვარად გაუსაძლისი.



სამი თვის შემდეგ დათა და გვანცა ინგლისში გააცილეს.
გვანცას გაცვლითი პროგრამით უშვებდა უნივერსიტეტი ორი წლით.
დათას დოქტორანტურის გავლა უნდოდა და ორივე ერთად წავიდა სასწავლებლად.
-ამ ყველაფერს კანონიერი სახე მიეცით,სანამ შენმა ძმამ ვიდეოკამერა მიამაგრა ბიჭიკოს შუბლზე!-უჩურჩულა ჯანდიერმა გვანცას.
-ნუ მეძახი ამ ბიჭიკოს,ვაა!
-ეს ნახე რა დღეშია,შენ არ იცი ამ სახელს რა დიდებული ადამიანი ატარებდა!-ხმა ამაყი და ამავდროულად სევდიანი გაუხდა გაბრიელს,ლუკამ იგრძნო და მეგობარს მხარზე დაჰკრა ხელი.-მადლობა თქვი საერთოდ!-გაბრაზდა გაბრიელი.
-გვანცა,ჭკვიანდ,ისე როგორც დედას და მამას გაუხარდება ...!-სერიოზული იყო ლუკა.
-შენს გოროზ ქმარს მიხედე,თორე დაცოფა ბავშვები!-ახლა მართას ამოუდგა გვერდით ჯანდიერი.
-ჭკვიანად ბავშვებო მალე ჩამოდით,რა საჭიროა ამდენი სწავლა!-ხელი აიქნია ლევანმა.
-ამ კაცს უნდოდა გამოსულიყო ექიმი!-გაეცინა დათას.
-თან კარდიოქირურგი!-დააკონკრეტა გაბრიელმა და სიცილში აჰყვა მანდარიას.
-შენ გინეკოლოგი!-ნიშნის მოგებით გადმოხედა ლევანმა.
-თქვენ ერთმანეთს იცნობდით?!-ვერ გაიგო მართამ.
-დიდი ისტორიაა და მოყოლად არ ღირს.-გაეღიმა ლევანს.-არ მახსოვდა,თუ გახსოვდა.-ირიბად შეავლო თვალი გაბრიელს.
-გეოგრაფიის მასწავლებელი გვყავდა მაგარი ჯმუხი ქალი,იმას უთხრა ერთხელ თქვენ ისე მიყვარხართ პატივცემულო უფასოდაც გაგიკეთებთ ოპერაციასო.იმ ქალმა მაშინვე მიხვდა თვალსიდაუხამხამებლად რომ გაწირა ვაჟბატონმა სიკვდილისთვის!
-რატო?-გაეცინა გვანცას.
-სულ სამებს მიწერდა და ოპერაციის დროს რომელი სიყვარული უშველიდა,საწყალს?-ჩაიქირქილა ლევანმა.
-აჰა,ერთი კაციც და გავიდა თბილისი-ლონდონი,აუ დამღალეთ ახლა წადით,ვააჰ!-აწუწუნდა გაბრიელი.
-სად გეჩქარება?-საათს დახედა ლუკამ.
-ერთ საათში სხდომაა პარლამენტში!აღარ მინდა პრემიერომა მოკვდავურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდე.!
-აჰა,მოვიდა დრო ...-გაეცინა გვანცას.
-მოიცა!-შესძახა გაბრიელმა.
-ახლა რაღა მოიფიქრა ...-თვალები აატრიალა დათამ.
-ეს დაიჭირე ...-მანქანიდან ყვვავილები გადმოიტანა გაბრიელმა და გვანცას მიაჩეჩა-დაიჭირე რომ გეუბნები.
-აუ,ჯანდიერი ...-სიცილი ვერ შიეკავა ლუკამ-შენ, ხო არ ხარ ნორმალური და არასდროს გეღისება დაჭკვაინება.
-რამხელა წინადადება თქვა ნეტა თუ არ დაიღალა.დაიჭირე და დაიწყე ...
„ჩემგან სად არ წაგიყვანეს მაინც ვეღარ დაგმალეს ...
სიყვარული სიბნელეში ..“
-მოხიბლული ვარ თქვენი ვოკალით,გამოდი ახლა ჰა.
-ეჰ,რაც ამათ მარბინინეს?!-თავი გადააქნია გაბრიელმა და მომღიმარი მზერა გააყოლა წყვილს.





-სახლი ფანჯრების გარეშე ... რას ნიშნავს,ლუკა?!-გამობერილ მუცელზე ფრთხილად დაისვა ხელი გოგონამ და ქმარს გადმოხედა.
-ერთხელ მამაჩემმა მითხრა ... „რომ გიყვარს მხოლოდ მისი სახე ანათებს არემარეს“ ჩემს სახლს შენ ანათებ,ჩემი სახლი შენ ხარ.!







სიყვარულით,თქვენი ლიზა კანდელაკი!



№1  offline წევრი ენნე

თვალებს დავუჯერო? :o
გავბედნიერდი უკვე❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ენნე
თვალებს დავუჯერო? :o
გავბედნიერდი უკვე❤️

გელოდები <3

 


№3 სტუმარი სტუმარი Everything

ლიზა,დასარულს ტირილი ჰომ არ მომიწევს? დავიწყო?????????ცუდი დასარულები არ შემიძლიაა

 


№4  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი Everything
ლიზა,დასარულს ტირილი ჰომ არ მომიწევს? დავიწყო?????????ცუდი დასარულები არ შემიძლიაა

არ ვიცი, ვერ გეტყვი :დდ

 


№5  offline მოდერი Katerina.

ლიიიიზააააააააა


უუსაზიზღრესი გოგო ხარრ და ნეტავ იცოდე როგორი.

გიჟი ხარრ?
სესილი ხომ ამტკივდა და ამტკივდა,
გვანცაც, დათაც, გაბრიელიც, მართაც, ლუკაც, გიიორგიც, ბაჩოც, ლევანიც, ტასოც, მაისურაძეც
ღმერთო როგორო?
-იმღერე მაისურაძე!
-მაისურაძე აღარ გვყავს უფროსო!"
ამირანის ტკივილიც კი ამტკივდა
და ეს მხოლოდ შენს გამო,
სასწაული ხარ,
როგორ გაუძელი ამის წერას.
ბედნიერებაა მაგრამ იმდენად დიდი ტკივილით რომ სული შემეხუთა, ყოველ წინადადების ბოლოს ვტიროდი
მაგარი ხარ შენ,
ყველაზე მაგრად წერ მათ შორის ვის ისტორიებსაც ვიცნობ.
ამბავი,
უზღვავი ემოცია,
პერსონაჟებიი...
დოჩანაშვილიი:(((((
არვიცი რავთქვა გარდა იმისა რომ მაგარიხარ
ვაფანატებ შენზე
:დდდ

 


№6  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ჰებე
ლიიიიზააააააააა


უუსაზიზღრესი გოგო ხარრ და ნეტავ იცოდე როგორი.

გიჟი ხარრ?
სესილი ხომ ამტკივდა და ამტკივდა,
გვანცაც, დათაც, გაბრიელიც, მართაც, ლუკაც, გიიორგიც, ბაჩოც, ლევანიც, ტასოც, მაისურაძეც
ღმერთო როგორო?
-იმღერე მაისურაძე!
-მაისურაძე აღარ გვყავს უფროსო!"
ამირანის ტკივილიც კი ამტკივდა
და ეს მხოლოდ შენს გამო,
სასწაული ხარ,
როგორ გაუძელი ამის წერას.
ბედნიერებაა მაგრამ იმდენად დიდი ტკივილით რომ სული შემეხუთა, ყოველ წინადადების ბოლოს ვტიროდი
მაგარი ხარ შენ,
ყველაზე მაგრად წერ მათ შორის ვის ისტორიებსაც ვიცნობ.
ამბავი,
უზღვავი ემოცია,
პერსონაჟებიი...
დოჩანაშვილიი:(((((
არვიცი რავთქვა გარდა იმისა რომ მაგარიხარ
ვაფანატებ შენზე
:დდდ

მადლობაა ჩემო საყვარელო !! ❤❤❤❤❤❤❤

 


№7  offline წევრი duchi_duchi

გაბერილი ვარ ახლა ემოციებით.რა ვთქვა ღმერთო?თვალებზე ცრემლი ვერ შევიშრე.ემოციების ზღვა იყო ჯერ ტირილი მერე სიცილი,გაბრიელის და ლუკას გაცნობის ეპიზოდებზე ბევრი ვიცინე.ლევანის და სესილის შეხვედრაზე რომ დავიწყე ტირილი არ გავჩერებულვარ მის მერე.გვანცას და დათას დამშვიდობებაზე უკვე ვბღაოდი(სენტიმენტალური ვარ ძაან) ვერც კი წარმოიდგენ ამ ისტორიამ რა დამმართა დილით რომ გავიღვიძებ კიდევ უნდა წავიკითხო.მადლობა რომ ესეთი საოცარი ისტორია მიამატე ჩემს საყვარელ ისტორიებს.

 


№8  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

duchi_duchi
გაბერილი ვარ ახლა ემოციებით.რა ვთქვა ღმერთო?თვალებზე ცრემლი ვერ შევიშრე.ემოციების ზღვა იყო ჯერ ტირილი მერე სიცილი,გაბრიელის და ლუკას გაცნობის ეპიზოდებზე ბევრი ვიცინე.ლევანის და სესილის შეხვედრაზე რომ დავიწყე ტირილი არ გავჩერებულვარ მის მერე.გვანცას და დათას დამშვიდობებაზე უკვე ვბღაოდი(სენტიმენტალური ვარ ძაან) ვერც კი წარმოიდგენ ამ ისტორიამ რა დამმართა დილით რომ გავიღვიძებ კიდევ უნდა წავიკითხო.მადლობა რომ ესეთი საოცარი ისტორია მიამატე ჩემს საყვარელ ისტორიებს.

მადლობა შენ ❤❤❤

 


№9 სტუმარი Qeti qimucadze

არვიცი რა ვთქვა. ისტორიის ყველა გმირი მარტალი იყო თითქოს ამირანიც კი. ცრემლი არ დამშრობია ლიზ. ამბავი ძალძე რეალური საქართველოსავადსახსენებელი ისტორიიდან. ძალიან მეტკინა სესილი. საოცარი ქალი. ბოლომდე კეთილი და ლამპარი შვილების სწორი ცხოვრებისა. მეტკინა ლუკასა და გაბრიელის მაისურაძე. ბაბუა რომ ყრუ-მუნჯი ჰყავდა და სიმღერა და დურგლობა რომ ასწავლა. მეტკინა ლევანი. რომელმაც ტასო სიცოცხლეშივე დაკარგა და გაბრიელი .რომელიც თაბს იდანაშაულებს არ შეყვარებაში. როგორაც გინდა გაიგეთ. ძალიან მეტკინა ამირანი. წარსულიდან წამოღებულმა ბოღმით სავსე გულმა უცებ რომ მიიღო სატანა და სიკვდილამდე რომ არ მოშორებია მის გონებას. და იქ გასაყარზწ როგორც იგრნო უფალი. უნამუსობისგან განუტევა სული. ძალიან დიდხანს გამყვება ეს შეგრძნებები თან. რამდენი ცრემლის დავღვარე. იმდენი სიკეთე და ბესნიერება გვქონოდეს ორივეს. არიფიქრო მატყუებდესო. აქ არიცერება ღიმილის სმაილიკი. ბებიამ იცოდა ასე დალოცვაა. და მთწლი გულით გისურვე მეც. ყოველ ჯერზე იზრდები. ვითარდები და მაოცებ. წარმატებები მის კანდელაკი

 


№10  offline წევრი ირო

რა დავაშავე რომ ჩემ უძილობას,კიდევ უძილობა მივუმატე და ტირილისგან დასიებული თვალები,საოცარი ვინმე ხარ შენ ლიზა,ასეთი ემოციებით,ასეთი გრძნობით როგორ გადმოცემ,ტრიდე ფილმივით მეც ამ ყველაფრის მონაწილე მეგონა თავი,მეც მათთან ერთად ვიყავი ამ ისტორიაში.ყოველთვის შენი ნიკით ისტორია რომ იდება,უკვე ვიცი რომ სასწაულზე სასწაული იქნება.

 


№11  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Qeti qimucadze
არვიცი რა ვთქვა. ისტორიის ყველა გმირი მარტალი იყო თითქოს ამირანიც კი. ცრემლი არ დამშრობია ლიზ. ამბავი ძალძე რეალური საქართველოსავადსახსენებელი ისტორიიდან. ძალიან მეტკინა სესილი. საოცარი ქალი. ბოლომდე კეთილი და ლამპარი შვილების სწორი ცხოვრებისა. მეტკინა ლუკასა და გაბრიელის მაისურაძე. ბაბუა რომ ყრუ-მუნჯი ჰყავდა და სიმღერა და დურგლობა რომ ასწავლა. მეტკინა ლევანი. რომელმაც ტასო სიცოცხლეშივე დაკარგა და გაბრიელი .რომელიც თაბს იდანაშაულებს არ შეყვარებაში. როგორაც გინდა გაიგეთ. ძალიან მეტკინა ამირანი. წარსულიდან წამოღებულმა ბოღმით სავსე გულმა უცებ რომ მიიღო სატანა და სიკვდილამდე რომ არ მოშორებია მის გონებას. და იქ გასაყარზწ როგორც იგრნო უფალი. უნამუსობისგან განუტევა სული. ძალიან დიდხანს გამყვება ეს შეგრძნებები თან. რამდენი ცრემლის დავღვარე. იმდენი სიკეთე და ბესნიერება გვქონოდეს ორივეს. არიფიქრო მატყუებდესო. აქ არიცერება ღიმილის სმაილიკი. ბებიამ იცოდა ასე დალოცვაა. და მთწლი გულით გისურვე მეც. ყოველ ჯერზე იზრდები. ვითარდები და მაოცებ. წარმატებები მის კანდელაკი

ირო
რა დავაშავე რომ ჩემ უძილობას,კიდევ უძილობა მივუმატე და ტირილისგან დასიებული თვალები,საოცარი ვინმე ხარ შენ ლიზა,ასეთი ემოციებით,ასეთი გრძნობით როგორ გადმოცემ,ტრიდე ფილმივით მეც ამ ყველაფრის მონაწილე მეგონა თავი,მეც მათთან ერთად ვიყავი ამ ისტორიაში.ყოველთვის შენი ნიკით ისტორია რომ იდება,უკვე ვიცი რომ სასწაულზე სასწაული იქნება.

როგორ გამახარეთ, ბედნიერებაა თქენნაირი მკითხველი რომ მყავს ❤❤❤

 


№12  offline წევრი შამხათი

ცრემლი არ შემშრობია თვალზე კითხვისას, საოცრად ემოციური იყო ჩემთვის.

 


№13  offline წევრი ანა გუგე

მიყვარს შენი ისტორიებიიი თან ასეთი სასწაული როა მეტირა თუ ჯანდიერზე მეცინა არ ვიცოდი. ძალიან მძიმე წასაკითხი იყო მარა სასიამოვნო და საინტერესოო. აი ხო მთელი გულით ველოდი ამირანი როდის დაისჯებოდა და პასუხს აგებდა მაგრაამ იქ სესილის და მაგის დიალოგისას მივხვდი რო ჩვეულებრივი ადამიანი იყო მდაბიო ადამიანი და არა კაცი. და როცა მოკვდა თითქოს არაფერი მომხდარა დავინახე რო მანამდეც იტანჯებოდა და სიკვდილისას არვიცი ისეთი გრძნობა მქონდა რო უაზრობა იყო, უბრალოდ მოკვდა ეს გარდაუვალი ფაქტი იყო და ასრულდა. როგორი ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა ყველაას მეც მეტკინა. "რევოლუციის შვილების "ხელისუფლების მოსვლის მონაკვეთში პარლამენტის სხდიმისას და გიორგის მონოლოგისას სხვა კუთხით შევხედე ზოგადად პოლიტიკას და კიდევ ერთხელ უნდა წავიკითხო კარგად რო დავლაგდე.

კიდევ მომეწონა პერსონაჟების მეგობრობა ზურაბ ჯანდიერის და გიორგისი მერე ლუკასი ან ლუკას და უმცროსი ჯანდიერის ლევანის, როგორ ურთიერთობა ჰქონდა ყველაას(ამირანმა ამაშიცროვერ ივარგა როგორ შეეძლო მთელი ცხოვრება მტრის მეგობრად გაესაღებინა თავი არმესმის. აუ კიდე იმან დამაფიქრა სესილის რაცუთხრა გიორგიზე იცოდა და მეჯიბრებოდაო, უცოდველი არავინაა და გიორგისაც ექნებოდა შეცდომები მარა არვიცი ეს სხვანაირ ადამიანად წარმოაჩენს კიდე და არა იმ მტკიცე პერსონაჟად თავიდან როგორც წარმოვიდგინე)

მომეწონა ლუკას შურისძიება. პირდაპირ როარ მივარდა, დანაშაულზე დანაშაულით არ უპასუხა, მაგრამ მაინც შეეშალა გვანცასთან და დაჩისთან. თვითონ რო უყვარდა არუნდა გაემეტებინა ორივე ამ ტკივილისთვის. თან დათო როგორი უდანაშაულო იყოო.

ძალიან გამახარე გამოჩენით და კიდევ გელოდებიიი❤️❤️❤️❤️❤️არ დაიკარგო.

 


№14 სტუმარი ტაისა

ცუდად ვარ, ლიიიზა, კარგი ემოციებისგან ვარ ცუდად!
ეს რა იყო, საუკუნეა ასეთი კი არა ამის მსგავსიც არაფერი წამიკითხავს!!!
ყველაფერი იყო, ტკივილიც, სევდაც, სიხარულიც, სიყვარულიც, ბენდიერაბაც, სიკვდილიც და სიცოცხლეც.

ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი ავტორი ხარ, გამორჩეულად საყვარელი ისტორიებით. ამ პერსონაჟებმა კი ერთი ორად შემაყვარეს შენი თავი.
ლუკა არის უდიიდესი პერსონაჟი ყველანაირი გაგებით!

ძალიან, ძალიან გამაბედნიერე ამ ისტორიით და უდიდესი მადლობა ყველა ემოციისთვის!
მიყვარხარ და ველოდები შენს მორიგ საოცრებას ❤❤❤❤❤❤

 


№15  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

საერთოდ არ ვიცი რა ვთქვა.
ალბათ მადლობაც საკმარისია.

 


№16  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

შამხათი
ცრემლი არ შემშრობია თვალზე კითხვისას, საოცრად ემოციური იყო ჩემთვის.

ანა გუგე
მიყვარს შენი ისტორიებიიი თან ასეთი სასწაული როა მეტირა თუ ჯანდიერზე მეცინა არ ვიცოდი. ძალიან მძიმე წასაკითხი იყო მარა სასიამოვნო და საინტერესოო. აი ხო მთელი გულით ველოდი ამირანი როდის დაისჯებოდა და პასუხს აგებდა მაგრაამ იქ სესილის და მაგის დიალოგისას მივხვდი რო ჩვეულებრივი ადამიანი იყო მდაბიო ადამიანი და არა კაცი. და როცა მოკვდა თითქოს არაფერი მომხდარა დავინახე რო მანამდეც იტანჯებოდა და სიკვდილისას არვიცი ისეთი გრძნობა მქონდა რო უაზრობა იყო, უბრალოდ მოკვდა ეს გარდაუვალი ფაქტი იყო და ასრულდა. როგორი ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა ყველაას მეც მეტკინა. "რევოლუციის შვილების "ხელისუფლების მოსვლის მონაკვეთში პარლამენტის სხდიმისას და გიორგის მონოლოგისას სხვა კუთხით შევხედე ზოგადად პოლიტიკას და კიდევ ერთხელ უნდა წავიკითხო კარგად რო დავლაგდე.

კიდევ მომეწონა პერსონაჟების მეგობრობა ზურაბ ჯანდიერის და გიორგისი მერე ლუკასი ან ლუკას და უმცროსი ჯანდიერის ლევანის, როგორ ურთიერთობა ჰქონდა ყველაას(ამირანმა ამაშიცროვერ ივარგა როგორ შეეძლო მთელი ცხოვრება მტრის მეგობრად გაესაღებინა თავი არმესმის. აუ კიდე იმან დამაფიქრა სესილის რაცუთხრა გიორგიზე იცოდა და მეჯიბრებოდაო, უცოდველი არავინაა და გიორგისაც ექნებოდა შეცდომები მარა არვიცი ეს სხვანაირ ადამიანად წარმოაჩენს კიდე და არა იმ მტკიცე პერსონაჟად თავიდან როგორც წარმოვიდგინე)

მომეწონა ლუკას შურისძიება. პირდაპირ როარ მივარდა, დანაშაულზე დანაშაულით არ უპასუხა, მაგრამ მაინც შეეშალა გვანცასთან და დაჩისთან. თვითონ რო უყვარდა არუნდა გაემეტებინა ორივე ამ ტკივილისთვის. თან დათო როგორი უდანაშაულო იყოო.

ძალიან გამახარე გამოჩენით და კიდევ გელოდებიიი❤️❤️❤️❤️❤️არ დაიკარგო.

ტაისა
ცუდად ვარ, ლიიიზა, კარგი ემოციებისგან ვარ ცუდად!
ეს რა იყო, საუკუნეა ასეთი კი არა ამის მსგავსიც არაფერი წამიკითხავს!!!
ყველაფერი იყო, ტკივილიც, სევდაც, სიხარულიც, სიყვარულიც, ბენდიერაბაც, სიკვდილიც და სიცოცხლეც.

ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი ავტორი ხარ, გამორჩეულად საყვარელი ისტორიებით. ამ პერსონაჟებმა კი ერთი ორად შემაყვარეს შენი თავი.
ლუკა არის უდიიდესი პერსონაჟი ყველანაირი გაგებით!

ძალიან, ძალიან გამაბედნიერე ამ ისტორიით და უდიდესი მადლობა ყველა ემოციისთვის!
მიყვარხარ და ველოდები შენს მორიგ საოცრებას ❤❤❤❤❤❤

პენელოპე
საერთოდ არ ვიცი რა ვთქვა.
ალბათ მადლობაც საკმარისია.

ყველას უდიდესი მადლობა ამ სიტყვებისთვის ❤❤❤ ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის თქვენი არსებობა ❤❤❤ თქვენ ხართ ჩემი მოტივაცია❤❤

 


№17 სტუმარი one

saocreba iyo, emociebis zghva))
sauketeso xar ❤️

 


№18 სტუმარი სტუმარი nancho

გავედი ბოლოში.ააფორიაქა სული,გონება და გული,ფაქტები იყო საშინელება.მაგრამ კარგი დაწერილი და არა მარტივად ასატანი.მინდოდა,რომ მტრობით დანგრეული სიყვარულით აშენებულიყო,იყო კი მტრობა❓ეს მტრობაზე მეტი იყო,კაცობის და არაკაცობის ზღვარი იყო.სამწუხაროდ ხდება ასე.ყველა პერსონაჟი მომეწონა,საოცარი გმირები დახატე ყველა ასპექტში და კონტექსტში.შენებური იყო და არც იყო ლიზა.მადლობა კიდევ ერთი ისტორიისთვის.კარგი ხანი გამყვება ეს ემოციები.

 


№19  offline წევრი დარინა

ღმერთო ეს რა იყოოო, ჯერ კიდევ ემოციების შოკში ვარ, ისეთი და იმდენი ემოციები გამოიწვია ჩემშიი თითქოს ზღვაში დავცურავ, შენ ის ხარ დულ რომ მაოცებს ისტორიიდან ისტორიამდეე, ისე იზრდებიი და ისეთ საოცარ რაღაცებს წერ თვით მე კერკეტ კაკალსაც კი მადნობ და მალღვობ, ეს ისტორია არის ჩემთვის ფავორიტების ფავორიტიი, ამდენი ემოცია ბოლოს როდის მქონდა აღარ მახსოვს, ბოლომდე გამომწურეე, აი არ მახსენდება ბოლოს როდის დავიღვარე ცრემლებად და შენ ეს მოახერხეე, ამატირე და ცრემლები ვაღვარღბარეე, საოცარი ისტორიაააა თავისი საოცარი პერსონაჟებით, ყველა რომ შეგიყვარდებაა ისეთიაა, ღმერთოო როგორიი გაბერილი ვარ ემოციებისგან, გუშინ დაგპირდი ვიღაცებს გაგილანძღავმეთქიი და ახლა ვფიქრობ ვინ გავიმეტოოო :დდდდდ ყველაზე ტკბილები დათა და გვანცა იყვნენ თავისი ასე ვთქვათ აკრძალული სიყვარულით, პატარები გულწრფელები და ყველაზე სუფთები, ყველაზე მეტად მაგათ ვგულშემატკივრობდიი, ლუკამ თავისებურები რომ გაუშვაა ისე გადავფსიხდიი გონებაში ათასნაირად მივბრგვეე, აი ეგ მომენტის ლუკა არ მომეწონა ყველაზე მეტად ტკივილისგან დაბრმავებული და გონება დასახუჩრებული ლუკას დანახვა ვერ ავიტანეე, კიდევ კარგი დროზე მოვიდა ჭკუაზეე, აი ჩემი დიდი სიყვარული კი თვით ბატონი გაბრიელ ჯანდიერიააა, ადამიანი სიტკბოებაა, პრემიერმინისტრობა ყველაზე მეტად გაბრიელს მოუხდააა :დდდდ გაბრიელი ალამაზებდა ამ ისტორიას, შეყვარებული ვარ მე ბატონ გაბრიელზეეე ისე გამიხარდა მარტორომ დარჩააა :დდდდ მე გავუხსნი ჩემი გულის კარებს ❤️❤️❤️ ეს ის ისტორიაა რომ ყველამ უნდა წაიკითხოს აუცილებლად რადგან იმის მაგალითია თუ როგორ არ უნდა იტანჯებოდეს შვილები მამების ჩადენილი ცოდვების გამოო, შვილებმა პასუხი არ უნდა აგონ მშობლების დანაშაულის გამოო, შენ კი ლიზა საოცარიი ხარ, მეც კი დამამუნჯეეე, მიხარია რომ არსებობ ❤️❤️❤️❤️

 


№20 სტუმარი kati

ძალიან კარგი იყო,უსასრულოდ კარგი.

 


№21  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

one
saocreba iyo, emociebis zghva))
sauketeso xar ❤️

სტუმარი nancho
გავედი ბოლოში.ააფორიაქა სული,გონება და გული,ფაქტები იყო საშინელება.მაგრამ კარგი დაწერილი და არა მარტივად ასატანი.მინდოდა,რომ მტრობით დანგრეული სიყვარულით აშენებულიყო,იყო კი მტრობა❓ეს მტრობაზე მეტი იყო,კაცობის და არაკაცობის ზღვარი იყო.სამწუხაროდ ხდება ასე.ყველა პერსონაჟი მომეწონა,საოცარი გმირები დახატე ყველა ასპექტში და კონტექსტში.შენებური იყო და არც იყო ლიზა.მადლობა კიდევ ერთი ისტორიისთვის.კარგი ხანი გამყვება ეს ემოციები.

დარინა
ღმერთო ეს რა იყოოო, ჯერ კიდევ ემოციების შოკში ვარ, ისეთი და იმდენი ემოციები გამოიწვია ჩემშიი თითქოს ზღვაში დავცურავ, შენ ის ხარ დულ რომ მაოცებს ისტორიიდან ისტორიამდეე, ისე იზრდებიი და ისეთ საოცარ რაღაცებს წერ თვით მე კერკეტ კაკალსაც კი მადნობ და მალღვობ, ეს ისტორია არის ჩემთვის ფავორიტების ფავორიტიი, ამდენი ემოცია ბოლოს როდის მქონდა აღარ მახსოვს, ბოლომდე გამომწურეე, აი არ მახსენდება ბოლოს როდის დავიღვარე ცრემლებად და შენ ეს მოახერხეე, ამატირე და ცრემლები ვაღვარღბარეე, საოცარი ისტორიაააა თავისი საოცარი პერსონაჟებით, ყველა რომ შეგიყვარდებაა ისეთიაა, ღმერთოო როგორიი გაბერილი ვარ ემოციებისგან, გუშინ დაგპირდი ვიღაცებს გაგილანძღავმეთქიი და ახლა ვფიქრობ ვინ გავიმეტოოო :დდდდდ ყველაზე ტკბილები დათა და გვანცა იყვნენ თავისი ასე ვთქვათ აკრძალული სიყვარულით, პატარები გულწრფელები და ყველაზე სუფთები, ყველაზე მეტად მაგათ ვგულშემატკივრობდიი, ლუკამ თავისებურები რომ გაუშვაა ისე გადავფსიხდიი გონებაში ათასნაირად მივბრგვეე, აი ეგ მომენტის ლუკა არ მომეწონა ყველაზე მეტად ტკივილისგან დაბრმავებული და გონება დასახუჩრებული ლუკას დანახვა ვერ ავიტანეე, კიდევ კარგი დროზე მოვიდა ჭკუაზეე, აი ჩემი დიდი სიყვარული კი თვით ბატონი გაბრიელ ჯანდიერიააა, ადამიანი სიტკბოებაა, პრემიერმინისტრობა ყველაზე მეტად გაბრიელს მოუხდააა :დდდდ გაბრიელი ალამაზებდა ამ ისტორიას, შეყვარებული ვარ მე ბატონ გაბრიელზეეე ისე გამიხარდა მარტორომ დარჩააა :დდდდ მე გავუხსნი ჩემი გულის კარებს ❤️❤️❤️ ეს ის ისტორიაა რომ ყველამ უნდა წაიკითხოს აუცილებლად რადგან იმის მაგალითია თუ როგორ არ უნდა იტანჯებოდეს შვილები მამების ჩადენილი ცოდვების გამოო, შვილებმა პასუხი არ უნდა აგონ მშობლების დანაშაულის გამოო, შენ კი ლიზა საოცარიი ხარ, მეც კი დამამუნჯეეე, მიხარია რომ არსებობ ❤️❤️❤️❤️

kati
ძალიან კარგი იყო,უსასრულოდ კარგი.

მიყვარხართ და მადლობა ამ სიტყვებისთვის ❤❤❤❤❤❤❤

 


№22 სტუმარი სტუმარი გურანდა

აუ ლიზა რა გოგო ხარ, ეს რა საოცრება იყო, ემოციების ზღვა გამოიწვია, შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ დაიხვეწე, ნელ- ნელა ჩვენს თვალწინ საოცარ მწერლად იქეცი ♥️♥️♥️ შენი ყველა ისტორია მიყვარს, მაგრამ ეს ნამდვილად კიდევ უფრო მაღლაა ♥️♥️

 


№23  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი გურანდა
აუ ლიზა რა გოგო ხარ, ეს რა საოცრება იყო, ემოციების ზღვა გამოიწვია, შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ დაიხვეწე, ნელ- ნელა ჩვენს თვალწინ საოცარ მწერლად იქეცი ♥️♥️♥️ შენი ყველა ისტორია მიყვარს, მაგრამ ეს ნამდვილად კიდევ უფრო მაღლაა ♥️♥️

მადლობა ❤❤❤❤

 


№24  offline წევრი Crazy dreamer

ავირიე.
სულში ქარი ჩამიდგა, რომელიც მყინავს.
დასასრულს ტირილი არ უხდება მე ასე მგონია მაგრამ მეტირება.
უძლიერესი ავტორი ჩამოყალიბდა თქვენგან.
წლებმა გაქციათ საოცრებად და თქვენ ხართ ნათელი მაგალითი იმისა თუ რა შეუძლია ადამიანს რომელსაც სურს განვითარდეს.
მახარებთ.
ერთი პატარა თხოვნა მაქვს იქნებ საბას დაბრუნებაზე გეფიქრათ? როგორც გადაწყვეტთ ისე იყოს.

 


№25 სტუმარი ank

ვაიმე აი საოცრება ხარ ❤️❤️ შენი ყოველი ისტორიის შემდეგ მიჩნდება განცდა ამაზე უკეთესი რა უნდა დაწეროს რომ მომეწონოს, მაგრამ ყველა ახალი ისტორია მაოცებს და მაგიჟებს❤️❤️❤️ სასწაული ისტორია იყო! ძალიან ძალიან მაგარი მწერალი ხარ და იმედია კიდევ ძალიან მალე და ძალიან ბევრჯერ გაგვახარებ ახალი ისტორიებით❤️❤️

 


№26 სტუმარი Ana-maria

მიჩვეული ვართ თქვენს რომანტიულ იუმორით სავსე ისტორიებს, მაგრამ ეს სულ სხვაა. იყო იუმორი,სიყვარული,მეგობრობა და ეს ყველაფერი ტკივილით სავსე ცხოვრების ფონზე. კითხვისას ყველა ემოცია ვიგრძენი, ცრემლიანმა წავიკითხე ბოლომდე და შვებით ამოვისუნთქე, როგორც ყოველთვის სიყვარულმა გაიმარჯვა. ეს განსხვავებული ისტორიაც შედგა და მადლობა

 


№27 სტუმარი ucnobi

ასეთი მაგარი ისტორია დიდი ხანია არ წამიკითხავს! ძალიან კარგი და ემოციური იყო. ყოჩაღ და წარმატებები! ❤️ ❤️ ❤️

 


№28  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Crazy dreamer
ავირიე.
სულში ქარი ჩამიდგა, რომელიც მყინავს.
დასასრულს ტირილი არ უხდება მე ასე მგონია მაგრამ მეტირება.
უძლიერესი ავტორი ჩამოყალიბდა თქვენგან.
წლებმა გაქციათ საოცრებად და თქვენ ხართ ნათელი მაგალითი იმისა თუ რა შეუძლია ადამიანს რომელსაც სურს განვითარდეს.
მახარებთ.
ერთი პატარა თხოვნა მაქვს იქნებ საბას დაბრუნებაზე გეფიქრათ? როგორც გადაწყვეტთ ისე იყოს.

ank
ვაიმე აი საოცრება ხარ ❤️❤️ შენი ყოველი ისტორიის შემდეგ მიჩნდება განცდა ამაზე უკეთესი რა უნდა დაწეროს რომ მომეწონოს, მაგრამ ყველა ახალი ისტორია მაოცებს და მაგიჟებს❤️❤️❤️ სასწაული ისტორია იყო! ძალიან ძალიან მაგარი მწერალი ხარ და იმედია კიდევ ძალიან მალე და ძალიან ბევრჯერ გაგვახარებ ახალი ისტორიებით❤️❤️

Ana-maria
მიჩვეული ვართ თქვენს რომანტიულ იუმორით სავსე ისტორიებს, მაგრამ ეს სულ სხვაა. იყო იუმორი,სიყვარული,მეგობრობა და ეს ყველაფერი ტკივილით სავსე ცხოვრების ფონზე. კითხვისას ყველა ემოცია ვიგრძენი, ცრემლიანმა წავიკითხე ბოლომდე და შვებით ამოვისუნთქე, როგორც ყოველთვის სიყვარულმა გაიმარჯვა. ეს განსხვავებული ისტორიაც შედგა და მადლობა

ucnobi
ასეთი მაგარი ისტორია დიდი ხანია არ წამიკითხავს! ძალიან კარგი და ემოციური იყო. ყოჩაღ და წარმატებები! ❤️ ❤️ ❤️

უდიდესი მადლობა ❤❤❤❤❤მიხარია რომ მოგეწონათ ❤❤❤

 


№29 სტუმარი მარიმო

ეს იყო ძალიან კარგი❤️

 


№30  offline წევრი ენნე

აჰა მოვედი, საოცრება იყო ლიზა❤️
ასეთი ტკივილიანი, მაგრამ ასე საშინლად სასიამოვნოდ წასაკითხი, მე ჯერ არაფერი წამიკითხავს.
მე შენ გამაგიჟე, საოცრად ლამაზი წერის სტილი გაქვს, ემოციების ზღვა და ყველა ჟანრი ერთად მოქცეულია შენს ისტორიებში. ლაღი იუმორი (თან არა პრიმიტიული) გასდევს მთელ ისტორიას, რაც არ უნდა მძიმე თემას ეხებოდეს.
თან როგორი დამთხვევაა დოჩანაშვილიც (ბევრგან გამახსენა თავი) ❤️ ეს სპეციალურად ვერ გექნებოდა, ამ ისტორიას 1 დღეში ვერ დაწერდი.
ძალიან მიყვარხარ, წარმატებებს გისურვებ. ყოველთვის დაგელოდები!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent