შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაილი და ევანჟელინა


4-04-2021, 22:03
ავტორი ნაამა
ნანახია 875

ხალხი ფიქრობდა რომ მას არასოდეს არავის შეყვარება არ შეეძლო, რადგან მონსტრი იყო. მონსტრებს კი გული არაქვთ. აბა რას იფიქრებდა ბრბო რომელიც ყველაფერს სხეულით განსაზღვრავს? შეიძლება კაილს გული არასდროს ჰქონია და ის პირდაპირ მონსტრად შეიქმნა, მაგრამ სამაგიეროდ მასზე ღირებული რამ გააჩნდა. ბრბოსგან განსხვავაებით, რომელსაც ყოველდღიურად ცივად უყურებდა, მას სული ჰქონდა. ყველაზე წმინდა და უცოდველი სული, სული რომელსაც ჯერ არ შეჰხებია ადამიანის ბინძური ხელი. კაილს ამ ვითომ და პაწაწინა განსხვავებულობით ხელში მთელი სამყარო ეჭირა. და როდესაც ის ევანჟელინას შეხვდა გულში კი არა პირდაპირ სულში ჩაუვარდა. არასოდეს არ აფასებდა ხალხს გარეგნობით, არც მაშინ და არც მერე. სამწუხაროა ის ფაქტი რომ არც ევანჟელინას შეეძლო დაენახა კაილის სული. მის გონებაში კარგახნის წინად შეეხწია ხალხის აზრსა და სიბნელის მარცვალს. დიდიხნის წინად წაებილწათ გოგონას უმანკო სული და ცისფერი ფიქრი. ევანჟელინამ მხოლოდ სხვების საამებლად შეიძულა კაილი, ისე რომ ერთხელაც კი არ შეუხედავს მისთვის. ცდილობდა, დიდხანს ცდილობდა კაილი რაიმე ეთქვა გოგონასთვის, თუმდაც სულელური "როგორ ხარ?" კითხვა რომელსაც ასე ვერ იტანდა. კითხვა, რომელიც მხოლოდ ზერელედ ისმებოდა. ეს არ იყო ადამაინთა ინტერესი ეს იყო ტყუილის თქმის საუკეთესო საბაბი.და როდესაც ადამაიანს კითხავდა როგორ ხარ? ისინი გამუდმებით პასუხობდნენ კარგად შენ? და პასუხი იყო მოკლე მეც. მერე კი საუაბრი დასრულებულად ცხადდებოდა. და დიახ როდესაც კაილი ევანჟელინასთან მივიდა გოგონა დაფრთხა და უკან დაიხია.
-გეშინია?-ხმა არ გაუცია-მითხარი გეშინია? - გოგონამ უსიტყვოდ ანიშნა კიო. მონსტრმა, როგორც ამას მთელი ქალაქი ეძახდა ევანჟელინას შეხედა და პირდაპირ თვალებში გაუყარა მზერა-მხოლოდ ერთს გთხოვ! მხოლოდ ერთხელ! შემიყვარე! შემიყვარე არა ისე როგორც ადამაინებს უყავრთ, არამედ ისე, როგორც ცხოველებს უყავრთ.
-და რატომ ისე არა როგორც ადამაინებს?
-იმიტომ რომ ადამიანებს საკუთარი თავის გარდა არავინ უყვართ! ყველანი ეგოისტები არიან! მათ ის უყავრთ რასაც ხედავენ, რაც ლამაზია, მერე კი როდესაც სილამაზე ქრება ხვდებიან მთელი ცხოვრება ტყუილად გაფლანგეს. შეიყვარე ისე, როგორც ცხოველებს უყვართ, როგორც მათ უყვართ თვიანთი პატრონები, შემიყვარე მსგავსად რადგან მათ იციან რაარის სიყვარული, რა არის ის რის გამოც ადამიანებს ადამაინები ქვიათ.
-ვერ შეგიყვარებ! თუ შეიყვარებს მთელი ქალაქის წინააღმდეგ წავალ!
-და გგონია რომ მართლა მონსტრი ვარ, მართლა შემიძლია ვინმეს ვავნო?
-რატომ უნდა გენდო შენ?
-მათ რატომ უნდა ენდო? შენ გულს ენდე, გულს რომელიც მე არ მიცემს. - გოგონამ წამით შეხედა და მზერა აარიდა.კაილი მიხვდა, რომ გოგონას აზრს ვერ შეაცვლევინებდა- სამწუხაროა, მე არ მქონია შანსი ვყოფილიყავი ბავშვი რადგან მე შემქმნეს შენ კი ბავშვობა გქონდა. შენ გაიზარდე და ვერ გახდი ადამაინი თუმცა საზოგადოებას უყვარხარ. მე შემქმნეს, არაფერი დამიშავაებია და მაინც მონსტრს მეძახიან.
ორივე დადუმდა და სადღაც გულის სიღრმეში ევანჟელინამ იცოდა რომ მონსტრი სახელად კაილი მის თვალში სრულიად სხვანაირი იყო, მაგრამ გაჩუმდა. ერთხელ და სამუდამოდ აირჩია გზა, რომელსაც ბრბოს ნაწილად გცევამდე მიჰყავდა და გზა, რომლის გამოც კაილი მოკვდა. ის კი ნანობდა სიცოცხლის ბოლომდე ნანობდა რომ არ დაუჯერა და მონსტრად აღიქვა.
და მას შემდეგაც ხალხი ფიქრობდა რომ მას არასოდეს არავინ უყვარდა, რომ ის იყო მონსტრი რადაგნ არ ჰქონდა გული. მაგრამ არ იცოდნენ რომ კაილი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ევანჟელინაზე იყო შეყავრებული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent