ორი თვე (თავი 1)
თბილ ლოგინში ტრუსის ამარა შევძვერი და მოთენთილმა ფანჯრიდან მოცქერალ მთვარეს გავუშტერე მზერა. არ მიყვარდა გეგმები, მაგრამ ძილის წინ მომავალი დღის წარმოდგენა თითქოსდა ტრადიციად მექვა. ხვალ რთული საათები მელის. უკვე ისე დავიღალე ამ სერიოზული საქმიანი ქალის იმიჯით, რომ აღარ ვიცი რა მოვიფიქრო გასათავისუფლებლად. არა, პრობლემა უფანტაზიორობა კი არ არის, არც დავფიქრდებოდი ისე შევცურავდი ოკეანეში გემით, მაგრამ ჯერ ვერ დავტოვებ კომპანიას. არ მინდა უკან დაბრუნებულს უარესი მდგომარეობა დამხვდეს. თავის დროზე ბიზნესი არც ისეთი რთული საქმე მეგონა, ვფიქრობდი დაიგეგმებოდა, დამზადდებოდა, გაიყიდებოდა და ჰოპ! ფულიც იქნებოდა. მაგრამ ასე მარტივი როდი აღმოჩნდა? თურმე რამდენი წვრილმანია და თან თითოეული მათგანი გასათვალისწინებელი... იმდენად დაღლილი ვარ, რომ სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა ჩემს სხეულს საბოლოოდ მოსადუნებლად და მალევე გავითიშე. როგორ იგრძნობდით თავს მაღვიძარა ყოველ დილით 5საათზე რომ გირეკავდეთ?! არა, გადაწყვეტილია! დასრულდება თუ არა ეს აურზაური გემში ვხტები. ბუზღუნით, მაგრამ მაინც ენერგიულად წამოვდექი, სპორტულებში გამოვეწყვე, პირი დავიბანე და სპორტდარბაზისკენ ავიღე გეზი. გზაში ახლადამოსული მზის სხივები და ჩემი სახე ერთმანეთს შეხვდნენ. სივრცეს გავუღიმე და ბედნიერმა მოვირგე ყურსასმენები. როგორც ყოველთვის, ვერც ახლა ვიკავებდი თავს და მომენტებში ტანს ვაყოლებდი მელოდიას. ნაცნობმა მოხუცმა ღიმილით თავი დამიკრა, მისალმების ნიშნად, მეც იგივე გავიმეორე, მუსიკა გამოვრთე და მის უზარმაზარ ცუგასთან ჩავიცუცქე მოსაფერებლად. -როგორ ხართ, შალვა ბაბუა? -კარგად, ლიზა, როგორ ვიქნები. მაქსი, როგორც ყოველთვის არ ღალატობს ტრადიციას და გამომაქცუნა დილაუთენია. -მგონი მიეჩვიეთ კიდეც უკვე -აბა რა იქნება. ის მამაძაღლი ჯარში ჩარჩა და ცოდო არ არის ეს ამოდენა ძაღლი ოთხკედელში გამოვკეტო? -ცოდოა, ცოდო. თქვენთვისაც სასარგებლოა დილის სუფთა ჰაერი. კარგიცაა თქვენთან რომ დატოვა მაქსი, ასე გავარჯიშება გამოგივათ და დიდ ხანს იცოცხლებთ ჯანმრთელი ორგანიზმით. -იმ მაიმუნმაც მასე მითხრა, რომ მიტოვებდა. ვითომ ახლა ჩემზე ზრუნავდა, აფერისტი. სხვათაშორის, მალე ჩამოვა. ორი თვით წამოსვლის უფლება მისცეს და აუცილებლად უნდა გაგაცნო ჩემი ბიჭი. -რა თქმა უნდა, ბაბუ! აბა, თქვენს შვილიშვილს არ უნდა ვიცნობდე? კარგი, წავედი ახლა, აუქციონია დღეს და კარგად უნდა მოვემზადო. გამომიარეთ ამ დღეებში, ქადების დაცხობის მიზეზი მექნება და აღარ დამეზარება. -აი, ამ კვირაში ჩამოვა ჩემი იო და გესტუმრებით მაშინ ერთად. წარმატებები, შვილო, კომპანიაში და დასვენება არ დაგავიწყდეს. -მადლობა, შალვა ბაბუ და გელოდებით მაშინ! შალვა ბაბუა ერთი სანდომიანი მოხუცი იყო, რომელიც ამ უბანში გადმოსვლის შემდეგ გავიცანი და მას მერე მოყოლებული ვმეგობრობთ. ძალიან კეთილი და საყვარელი კაცია. მისი ცოლი ორი წლის წინ გარდაიცვალა და იოანემ ზუსტად ამის შემდეგ გადაწყვიტა ჯარში წასულიყო. როგორც შალვა ბაბუა ამბობს, ძალიან განიცდიდა და სურდა მოშორებოდა ყველაფერს. ასე დარჩა მარტო ჩემი მოხუცი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დიდი ხნით ტოვებდა შვილიშვილი, როგორც ვიცი ხშირ-ხშირად აკითხავს ხოლმე და ისიც ბედნიერია. შვილებზე კი არასოდეს უსაუბრია. ამ თემას მუდამ თავს არიდებს და მეც აღარ ვეძიები. ფიქრში გართული ვერც კი ვამჩნევ რა უცებ ვუახლოვდები საჭირო შენობას. -გოგო, შენ დღეს მნიშვნელოვანი აუქციონი არ გქონდა? აქ რას აკეთებ? -მაქვს კიდეც, ბოს. სწორედ ამიტომ მოვედი, საკმარისი ენერგია მჭირდება. -გიჟი ხარ, გეფიცები! -ვიცი, ლაშუკა, ვიცი! გმადლობ, კომპლიმენტისთვის. დავიწყოთ? -როგორც მიბრძანებთ, ქალბატონო! გახურებით დაიწყე. -კარგი, მაშინ მუსიკას აუწიე, რა. ხო იცი, მეტად მოტივირებულს მხდის. -ვიცი, როგორ არ ვიცი. რაღა გაგაჩერებს მერე შენ? მეშინია იქაც არ გაგყვეს ეს მოტივაცია და არ შემოგაკვდეს რომელიმე შენი პარტნიორი რამე ისე თუ ვერ წავიდა. -ურჩევნიათ ყველაფერი კარგად იყოს, თორემ ჭკუა კი არ დამიშლის - თვალი ჩავუკარი სიცილით და ამაღლებულ განწყობაზე დავიწყე ვარჯიში. ვგიჟდებოდი ლაშიკოზე, მიყვარდა ჩვენი მეგობრობა, რომელიც მეათე კლასში დაიწყო. ათისთვის სახლში ვიყავი, ძალა გამოცლილი, მაგრამ თან ახალი ენერგიით სავსე. აბაზანაში შევვარდი და 12 საათამდე აღარც გამოვსულვარ, სიმღერები რა თქმა უნდა იქაც არ დამვიწყნია. რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, ვიდრე თბილ წყალში ნებივრობაა, საყვარელი მელოდიისა და ხილის კოქტეილის თანხლებით? ასე მგონია, იქ, საშხაპეში მართლაც საკუთარი თავები ვხდებით, შეუზღუდავები, თავისუფლები, ჩვენი სიმართლით და საიდუმლოებით. ღიღინით ვტოვებ სააბაზანოს და უზარმაზარ ხალათში გახვეული დამატენიანებელი კრემებისკენ მივემართები, როდესაც ტუმბოზე დატოვებულ შოკოლადს ვხედავ... სტოპ! ახლა რომ ეს არ შევჭამო სულს განვუტევებ. რას ვამბობდი სიამოვნებაზე? იმ შხაპის სცენას ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი დააკლდა, ჩავამატოთ შოკოლადი, თანაც თავში! მის გარეშე სიამოვნება არ არსებობს. ალბათ ცხადია, რომ მთელი ფილა მივირთვი, ხომ? პირი ჩავიტკბარუნე და თავის მოწესრიგება განვაგრძე. შეიძლება ერთხელ მაინც დავიწყო რამის კეთება და ნახევრამდე მისულს ვინმემ არ შემაწყვეტინოს? არარსებული ამბავია! ამჯერად, მობილურზე მირეკავდნენ. -გისმენ, დავით. -ქალბატონო, ელიზაბეტ! გირეკავთ, რადგან შეგახსენოთ, რომ აუქციონი სამ საათზეა -გმადლობ, დავით, უკვე ვემზადები. -თუ წინააღმდეგი არ იქნებით, სამის ნახევარზე გამოგივლით და ერთად წავიდეთ. -გმადლობ, მაგრამ არ არის საჭირო, ჩემი მანქანით ვაპირებ წამოსვლას. -როგორც ინებებთ. ნახვამდის, ელიზაბეტ. -შეხვედრამდე, დავით. დავითი ძალიან კარგი პარტნიორია, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე, და თავაზიანი. სასიამოვნოა მასთან თანამშრომლობა, კარგად ვუგებთ ერთმანეთს. კანის დატენიანების შემდგომ, ატლასის ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში შევედი. მაცივრის კარის გამოღების და შიგნით რამდნეიმე წამით შეჭყიტვის შემდეგ გადავწყვიტე სჯობდა მსუბუქად მესაუზმა, რადგან აუქციონიდან გამოსული, ან სიამოვნების გასახანგრძლივებლად გემრიელად შევექცეოდი საყვარელი საცხობის ხაჭაპურებს, ან კიდევ სიბრაზისგან ამოვივსებდი მუცელს. ორივე შემთხვევაში ჩაით და კრუსნით საუზმობა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო და ასეც მოვიქეცი. ორის ნახევარზე გარდერობის ოთახში ვიდექი და ოცწუთიანი მსჯელობის შემდეგ არჩეული კაბა მეჭირა ხელში, შავი, მუხლს ზემოთ, ტანზე გამოყვანილი, პატარა ყელით, მაგრამ მკერდთან ჭრილით, უმკლავო. შავი იმიტომ ავარჩიე, რომ ელეგანტურიც იყო და სამგლოვიაროც, ისევ ორივე შემთხვევისთვის ვემზადებოდი. არა, ვხუმრობ, ეს კაბა მართლა მომწონდა და თანაც იმ ტიპის ადამიანი არ ვარ, რომელიც თავიდანვე სკეპტიკურადაა განწყობილი. პირიქით, დიდი იმედი მქონდა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა. გრძელი თმა ოდნავ დავიტალღე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, სარკეში საკუთარი თავი შევათვალიერე, მანქანის გასაღები ავიღე და კარი ანერვიულებულმა გამოვიხურე. ძალიან მიყვარს ჩემი ბაიკი, ჩემი მონსტრი, მაგრამ ალბათ მეთანხმებით, ასეთი კაბით მისით მგზავრობა თითქმის შეუძლებელი იქნებოდა, თანაც ჩემს თმასა და სახეს ბოლოს მოუღებდა აკრეფილი სიჩქარე. ამიტომ, რენჯი გამოვიყვანე და გავსრიალდი თბილისის გზაზე... ძალიან მიყვარდა პუნქტუალურობა, არა მარტო ჩემი, არამედ სხვებისაც, რადგან ვერ ვიტან რომ მალოდინებენ, შესაბამისად - არ ვალოდინებ! დათქმულ ადგილას , დათქმულ დროს მივედი. ჩემი პარტნიორი უკვე იქ იყო. ხომ ვქვი ყურადღებიანია-მეთქი. იცის, რომ დაგვიანება მაღიზიანებს. -შუადღემშვიდობის, ელიზაბეტ. -დღემშვიდობისა, დავით. -ხომ არ ღელავთ? -ცოტას . ეს მნიშვნელოვანია კომპანიისთვის და მინდა კარგად ჩაიაროს, მაგრამ ვიცი რომ შევძლებთ და ასე თუ ისე მაინც მშვიდად ვარ. -მეც ვფიქრობ რომ ყველაფერი კარგად იქნება. შენობაში შევედით. ვნერვიულობდი, მიუხედავად იმისა, რომ პირველი არ იყო, მაინც დიდი პასუხისმგებლობაა და არ მინდოდა საკუთარი თავისთვის იმედები გამეცრუებინა. თანაც, ხომ გაგიგიათ, როდესაც გინდა დრო მალე გავიდეს ნელა გადის, ხოლო, როდესაც გსურს ის გაჩერდეს პირიქით ხდებაო. ამიტომ მეჩვენებოდა, რომ მთელი დღე-ღამე იქ გავათენე. საბოლოო ჯამში, ყველაფერმა ერთად დაახლოებით 50წუთს გასტანა. კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი. დავითს აღსანიშნად სადილობა შევთავაზე, ისიც დამთანხმდა, ოღონდ მითხრა, რომ ადგილს თავად აარჩევდა. საწინააღმდეგო არაფერი მქონდა და მალევე აღმოვჩნდი მყუდრო რესტორანში. მე რა თქმა უნდა ხაჭაპური შევუკვეთე... სადილმა სასიამოვნოდ ჩაიარა. პარტნიორს გასასვლელთან დავემშვიდობე და გადავწყვიტე ცოტა ქალაქში გამესეირნა მანქანით. ჩემს ჯიპში ჩავხტი და ნარიყალასკენ ავიღე გეზი. ადგილისკენ, სადაც სრული სიმშვიდე სუფევს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.