შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბრაკადაბრა და ისიც გაქრა(სრულად)


6-04-2021, 10:03
ავტორი widowed ellie
ნანახია 9 608

სწრაფი ნაბიჯებით ავირბინე კიბის საფეხურები და გულაჩქარებულმა რკინის მასიურ კარზე ბრახუნი ავტეხე.ხელი მანამ არ გამიჩერებია,სანამ გაბრაზებული ნუკი არ შემრჩა ხელში და მისმა რეაქციამაც არ დააყოვნა,გვარიანად გამომლანძღა ეგრევე.
-მოგტყდება ხელები და კიდევ ეგ გინდა შენ?!ისედაც ქარის ჭკუაზე დადიხარ.-გზა დამითმო და სახლში შესვლის უფლება მომცა.
-აუ,ეგ კი არა,ლიფტს როდის გააკეთებენ,დამემართა ტაქიკარდია.-ყავისფერ სავარძელზე გავწექი ნეტარებით და თავზე წამომდგარს ქვემოდან ავხედე.შეურაცხადი სახე მიეღო რატომღაც.-რა ხდება,ნუკი?
-დაგავიწყდა ხო?-დოინჯშემორტყმული ქორივით დამცქეროდა ყავისფერი თვალებით და იმის შთაბეჭდილებასაც მიტოვებდა,რომ წუთი წუთზე ყელში მწვდებოდა მოსაგუდად.გონებაში ყველა მნიშვნელოვანი თარიღის,წვეულების,ივენთის ან სამეგობროს შეხვედრის დღე გავიხსენე,მაგრამ გადაქანცულმა ვერაფერი აღვიდგინე და ბოლოს დავნებდი.
-ჯანდაბა!რა გამომრჩა?
-გოგლიკოსთან გვაქვს შეკრება და როგორ დაგავიწყდა?როდემდე შეიძლება ყველგან მე დაგათრევდე?!-გულმოსული დაეხეთქა ჩემს გვერდით და სავარძლის სახელურს ისე აეკრო,ისტერიული სიცილი ამივარდა.
-აი,შიზიკი თუ არ ხარ,გეკითხები რა გაცინებს?!
-შეყვარებულზე გაბრაზებული ნინჩოსავით გამოგივიდა.-ჩავიცინე კვლავ და მთელ სიგრძეზე გაწოლილი კომფორტულად მოვთავსდი თავით მის მუხლებზე.-შენს მეზობელს ვეჩხუბე სადარბაზოსთან.
-რომელს?
-ცხვირაწეული,ვითომ მაგარი "ზმანით"რომ მოძრაობს და ყველას ზემოდან უყურებს.
-აჰჰჰ,ანეშკ,გიჟია ეგ გოგო,შეეშვი.
-გიჟი?გიჟი მსუბუქი ნათქვამია.
-ადე,მოვემზადოთ და გავიდეთ,გველოდებიან ბავშვები.-ჩემს სწორ თმებში ახლართა თითები მსუბუქად და მათზე თამაში დაიწყო.არ გიხდება,არ უნდა შეგეღებაო,მითხრა ერთხელ,შავი თმებით რომ გამოვეცხადე და იმდენი გააკეთა,მეორე დღეს საკუთარ თმის ფერზე გადამაღებინა მაინც.
საერთოდ,ჩემთვის რომ გეკითხათ,სამეგობროში ყველაზე ფეთქებადი,იმპულსური და ამავდროულად ყველაზე წყნარი რომელიაო,უთუოდ ნუკის სახელს გეტყოდით.შეეძლო მწყობრიდან გამოსულს მთელი კაცობრიობა დაემხო ვინმესთვის თავზე,მორალურად და ფიზიკურად მიწასთან გაესწორებინა ნებისმიერი და შემდეგ დაზარალებულისთვის პირველადი დახმარება,თავად აღმოეჩინა.ასეთი იყო და ვეგუებოდით.მე და დანარჩენებსაც იმ ნამდვილი ხასიათების გამო გვიყვარდა,რომელიც რეალურად ყველას გვაკლდა სულის სიღრმეში და ალბათ, მე მსგავს დანაკლისებს,ყველაზე მეტად განვიცდიდი ჩვენს საამაყო "სქუადში”.
მორჩილი ბავშვივით გავყევი საძინებლისკე, საიდანაც ორი საათის განმავლობაში მისი წუწუნის და ჩემი მუდარის ხმები ისმოდა მხოლოდ.ჰო,ზედმეტად პრეტენზიულია.ტუჩსაცხის ფერზეც კი შეუძლია მთელი საუკუნე იფიქროს.ბოლოს მაინც მონუსხული ტრიალებდა სარკის წინ და დიადი სიტყვებით საკუთარ თავს ხოტბას ასხამდა.
-განდიდების მანიით ხარ შეპყრობილი.
-შენ მაინც ნუ მეუბნები მაგას.-მომიგო ირონიულად და ტანის ლამაზი მოძრაობით გამიძღვა წინ.
ზოგადად,ხომ ყველას გვყავს სამეგობროში ის ერთი,ვისთანაც მთელი "სასტავი" ვიკრიბებით და მეორე დღეს ანგრეული სახლის დალაგებაშიც არ ვეხმარებით?რაც თავი მახსოვს ჩვენთან შემკედლებლის როლს ყოველთვის გოგლიკო ირგებდა.თავისებური აურა ჰქონდა მის სახლს,თითქოს ბავშვური და ნოსტალგიური.ალბათ,იმიტომ რომ,სილაღის წლები ყველამ ერთად,ამ სახლის ეზოში გავატარეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონებებიც მას დავუკავშირეთ.ახვლედიანების საამაყო და ერთადერთი ვაჟი,მართლა გამოირჩედო თბილი,წყნარი ხასიათით და დამეფიცება,დღემდე მიკვირს,როგორ შეეძლო უცხო ადამიანებთან ორ წუთში გაშინაურება.თავისებური ბავშვი კი იყო,მაგრამ ამ თავისებურებას ახლო წრის გარდა,არავისთან ამჟღავნებდა და ეს ხდიდა მის პიროვნებას განსაკუთრებულად გამორჩეულს.ბავშვობაში ხშირად ვეუბნებოდი,ჩემი სულის ნაწილი ხარ,მაგიტომ გესმის ჩემი უსიტყვოდ-თქო.
მას ეგონა ვხუმრობდი.
დღემდე ეგრე ჰგონია.
-გოგლიკო,რა საქციელია,ნუუ...-მამარდაშვილი არაფრის თქმას არ აცდის,ეგრევე პრეტენზიებით უდგება წინ.-ორი საათია გიცდით მე და ანეშკა.
-მე კარგად ნუკი,შენ როგორ ხარ?-ტუჩებდაბრეცილს ძლიერად ეხუტება და მეორე ხელით მე მიბიძგებს მისაღებისკენ.
-დამღალა,სულიერად მიწასთან გამასწორა,წყაროზე ჩამიყვანა და წყალი არ დამალევინა,გოგლიკ.-აღტკინებული საკუთარ გასაჭირს ვუზიარებ მოხარხარე გოგლიკოს და მისაღებ ოთახში შესული ვჩუმდები ზედმეტი უხერხულობისაგან.ოთხი წყვილი თვალი გაკვირვებით შემომცქერის და ამ ოთხიდან,რატომღაც ნაცნობი მხოლოდ სამია ჩემთვის.
-ნუკი,შენზეა საუბარი გოგო?-შორიდან ეგებება ჩემს გაბუტულ დაქალს,სამეგობროს ყველაზე არხეინა წადმომადგენელი-თემო.
აი,თემოს შემდეგ,ეგეთი მიშო გვყავდა სამეგობროში,თუმცა მას ვერ უსწრებდა ჭკუამხიარულ საქციელებში.
მოკლედ,როგორც ყველას სამეგობროს ახასიათებს გვყავდა ორი სულელი-მუდამ მომღიმარი,გვყავდა ერთი წყნარი და ამავდროულად ყველაზე ფეთქებადი.
ხო,კიდევ ყველაზე უჟმურიც გვყავდა ჩემი სახით და თუ ვინმე გაბედავდა და პირდაპირ ამ სიტყვით მომმართავდა,ჩვენი მეხუთე წარმომადგენელი-თომა აუცილებლად დამიცავდა,ჩემი ანეშკა ყველაზე ჯიგარი გოგოაო,იტყოდა.
მიყვარდა ყველა ერთად და მიყვარდა ყველა ცალ-ცალკე,თავიანთი უაზრო და უადგილო ხასიათებით.მარტო მე და ნუკი თუ ვიყავით,"პონტი" მაგარი უმუღამო იყო და თომა თუ შემოგვიერთდებოდა,მანდ ისეთ ზოგად-საკაცობრიო საკითხებზე მიდიოდა სჯა-ბაასი,მხოლოდ მტერს ვურჩევდი ჩარევას.ჩვენს ტრიოს მიშო თუ შემოუერთდებოდა,უბრალოდ შანსი აღარ იყო,რაიმე სერიოზულზე გვესაუბრა.
მიშოს თემო თუ შემოყვებოდა,მართლა ტაკიმასხარაობა მიდიოდა ხოლმე და მეხუთე,ყველაზე ნეიტრაული ადამიანიც თუ მოინდომებდა ჩვენთან ყოფნას,უკვე ის ვიყავით, რაც უნდა ვყოფილიყავით და მეტი საუბარი საჭირო აღარცაა მგონი.
ერთად იმ სრულყოფილებას და შედევრს ვქმნიდით,რასაც ვერცერთი დედამიწიელი ვერ აღწერდა.
ასე ეს!
მთელი ათი წუთი მათ მოკითხვა-მოსიყვარულებას ვუნდები,ნუკისთან ერთად და საყვედურებს იმის შესახებ,რომ ბოლო დროს სულ დავივიწყე ყველა,გმირულად ვარიდებ თავს.რა გავაკეთო?მართლა ვერ ვიცლიდი ბოლო პერიოდი სწავლის გამო და ხანდახან ჭამაც მავიწყდებოდა თუ ნუკი ან დედაჩემი არ შემახსენებდა ისევ.
წყალი მინდა-თქო ერთმანეთში მოსაუბრეებს ვეუბნები მორიდებით და აუღელვებელი ნაბიჯებით მივიწევ სამზარეულოსკენ.
წყლით სავსე ჭიქას ერთი ამოსუნთქვით ვცლი და ხელის გულებზე დაყრდნობილი სუნთქვის მწყობრში მოყვანას ვცდილობ. რატომ იყო ისევ ისეთი მტკივნეული ყველაფრის გახსენება?
რატომ შემეკვრა სუნთქვა,გოგლიკომ რომ თქვა თავის მეგობარზე,ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებში თამაშობსო?იმის გააზრება უფრო რთული იყო ნეტავ,მე რომ საკუთარი წარსული მახრჩობდა თუ ის,რომ ნაკრების მოთამაშე ვერც კი ვიცანი?
თურმე როგორი შორეული შეიძლება გახდეს შენთვის ერთ დროს ყველაზე საყვარელი რამ და ადამიანიც რა უგულო ხარ მაგ დროს,რა ადვილად გეთმობა ყველაფერი.
-წყალი მეც დამისხი რა.-სამზარეულოს პატარა აივნიდან შემოდის მაღალი სხეული და ისე რომ ტელეფონიდან თავს არ ჰყოფს,უდარდელად მომმართავს.
დაპროგრამებულივით ვავსებ ჭიქას წყლით და ნელა ვუწოდებ.
-მადლობა.-ისევ არ მიყურებს,ტელეფონშია ჩამძვრალი თავით და დიდი მონდომებით კითხულობს რაღაცას.
-არაფრის!
-ეს ახალი ამაბავი გაიგე?-სრულიად საპირისპირო საუბარს აგრძელებს,აგრძელებს ჩემს ნერვებზე ფლეიტის დაკვრასაც და წამით არ ფიქრობს დაცარიელებული ჭიქა უკან დამიბრუნოს.-"ბარსელონა"ჰალანდს ყიდულობს.
-ჰო,მაგის ფინანსები აქვთ ზუსტად.-წავიქირქილე ჩემდაუნებურად და უცნობის მზერა რატომღაც მხოლოდ ახლა დავიმსახურე.ყორნისფერი თვალებით გადმომხედა ზემოდან.არ ვიცი რას ეძებდა ან რომც ეძება,რამეს თუ იპოვნიდა,მაგრამ ფაქტია ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო თავისი ამ საქციელით.-გიხდება წამწამებზე ლურჯი ტუში.-მომიგო უდარდელი ხმით და მას შემდეგ რაც ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა, უკან მოუხედავად გაეცალა სამზარეულოს.
ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი გოგლიკოს მეგობრებით და წამით არ მიჩნდებოდა ეჭვიანობის გრძნობა.მას შეეძლო იმდენი მეგობარი ჰყოლოდა,რამდენსაც მოისურვებდა,მაგრამ ახლა ეს ყველაფერი,რატომღაც აღელვებას იწვევდა ჩემში.
მარტო იმიტომ არა,რომ აქამდე არცერთი მინახავს,უბრალოდ ძალიან მაფორიაქებდნენ და იმ გრძნობებს მიღვიძებდნენ,რომლებიც მეგონა რომ აღარ გამჩნდა.
-ანდრო გაიცანი,ანეშკ?-მაშინვე შემომციცინა თვალებში თემომ და მის გვერდით წამოსკუპებულ ნუკის ხელი შემოჰხვია წელზე.
-ჰო,რაღაც ეგეთი.-წავიბყრტყუნე და კრემისფერ პუფში ჩავასვენე გადაღლილი სხეული.
-ანეშკ...-გვერდიდან მიჩურჩულა გოგლიკომ და მივხვდი,ზუსტად გავუგე რის თქმას ცდილობდა ამ პატარა წვრილმანით.
-კარგად ვარ,მართლა კარგად ვარ.-ჩურჩულზე ჩურჩულით ვუპასუხე და მისი საქციელით გულგამთბარმა უემოციოდ მივაპყარი მზერა,ლამაზად შეკიდულ ჭერს.
-ბიჭო,ვფიქრობ და ვერ გავიხსენე.-წამოიწყო საუბარი ვახომ და ინტერესიანი მზერა შემავლო ჯერ მე და მერე თემოზე მთლიანი სხეულით მიხუტებულ ნუკის.-საიდან მეცნობით?
-ნუკის ხშირად გადააწყდები ქუჩაში,მაღაზიაში,საცობში ან პურის რიგში უცნობებთან მოკინკლავეს და აი ანეშკაზე,რა მოგახსენოთ.-სიცილით ჩამოარაკრაკა მიშომ და უხერხული სიჩუმისგან იხსნა ოთახი.სულ მაკვირვებდა მისი ეს ფენომენი.მარტივად შეეძლო სიტუაციებიდან გამოსვლა,თანაც მხიარულად.
-ეეე,როგორი კონფლიკტური ვყოფილვათ თურმე,ნტ ნტ ნტ.-შორიდან უწყრება ნუკი და გაბუტული შორდება თემოს სხეულს.სავარძელს ზუსტად ისე ჩაეხუტა,როგორც დილით და ისეთი სახით გახედა გვერდით მჯდომს,ვითომ თემოს ბრალი ყოფილიყო რამე.
-მგონი ორი წლის წინ,სოფელში გოგოებიც იყვნენ,არა?-თავს იქექს გოგლიკო და თომას უბრუნდება კითხვისნიშნიანი სახით.
-მე რას მეკითხები შე*ჩემა,ამათ კითხე.
-ვაიმე,ვიყავით ხო.-მობეზრებულად ვატრიალებ თვალებს და გონებით ორი წლის უკან ვიწყებ მოგზაურობას.
ორი წლის წინ,ორი წლის წინ...
-აუ,კი გამახსენდა.-სიჩუმეს არღვევს ნუკი და აღფრთოვანებით იწყებს საუბარს.-სოფლის ბიჭებს "მაკრატელა" გოლი,რომ გაუტანე და გამოაშტერე ის ხალხი,ეგ არ იყო?
-ხო და კინაღამ ისევ,რომ იღრძე ეგ ფეხი.-აგრძელებს მის მონათხრობს თომა და მოქუფრული შემომცქერის შეკრული წარბებიდან.-როგორ გარისკე მაშინ,როგორ?...
-სიტუაციამ მოიტანა.-ავიჩეჩე მხრები და გადავსებული მაგიდის ირგვლივ შემოკრებილ "დეგელაციას” მოვატარე მზერა.
გოგლიკომ იცოდა,ყოველთვის ხვდებოდა როგორც ვგრძნობდი თავს და თავისებურ მუხტებს მჩუქნიდა გვერდიდან.
მათბობდა,მათბობდა და ამას მცირე დეტალებში ატანდა ყოველთვის.
წამზე მეტხანს შევაჩერე თვალები ყველაზე სიტყვაძუნწ პიროვენებაზე იმ საღამოს,ჩემი თვალიერების მეტს არაფერს აკეთებდა და რომ გეკითხათ,გეტყოდით რომ ასეთი ადამიანის ადგილი,ახლა ამ სიტუაციაში არ იყო.
როგორ შეეძლო მსგავსი არაფეისმთქმელი სახის მიღება,მიკვირს.
-ეგ შენ იყავი,ტო?
-აბა,ბიჭო,რა ქნა მაშინ!-ხელები გაასავსა თომამ.
-არაფერი განსაკუთრებული,ჰაერში ახტომა და ბურთზე ფეხის დარტყმა ყველას შეუძლია.-ჩავილაპარაკე მათთვის უემოციოდ,თორემ მე შინაგანად ვინგრეოდი და ერთი სული მქონდა,აქაურობას მალე გავცლოდი.
მახსოვს ორი წლის წინ,გოგლიკოსთან ვიყავით ყველა სოფელში.ეროვნულების შემდეგ განტვირთვა მოვინდომეთ და მართლა თავზე დავიმხეთ ყველაფერი.
გვეპატიებოდა ბავშვებს.სტადიონზე სოფლის ბიჭებთან ერთად ვაბირჟავებდი და მგონი ერთადერთო გოგო ვიყავი,რომელიც ფეხბურთს თამაშობდა მათთან ერთად.მაგრად დამცინოდნენ,მამაშენი უბიჭობას ვერ განიცდისო,მაგრამ ყურადღებასაც არ ვაქცევდი ხოლმე მათ საუბრებს.ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული ფეხბურთით.შემეძლო საათები გამეტარებინა ტელევიზორთან და ნებისმიერი მატჩისთვის მეყურებინა.მომწონდა ის თავისუფლება, რაც მათი თამაშიდან მოდიოდა.მომწონდა ის პროფესიონალიზმი,რასაც უხვად აფრქვევდნენ და ხშირად ემოციებში შესული ბოლო ხმაზეც ავღრიალებულვარ.
მიტირია,დავღლილვარ,დავქანცულვარ,ემოციებისგან შევიწროებულს ყველაფერი დამილეწავს,რაც კი ხელში მომხვედრია.
ალბათ,ზუსტად ჩემი არამდგრადობის და მერყევი ფსიქიკის გამო ჩამომაშორეს ამ სფეროს,რომელშიც სავარაუდოდ დიდი მომავალი გამაჩნდა.ვგრძნობდი ჟინი იმდენად დიდი იყო ჩემში,იმდენად უზარმაზარი რაოდენობით განვიცდიდი ფეხბურთის სიყვარულს,ოდესღაც გავაფრენდი კიდეც.
მერე ის მოხდა,რამაც მართლა გამაფრენინა.
ხო,ადამიანიც რა უგულო ხარ ზოგჯერ,როგორ ადვილად გეთმობა ყველაფერი ღირებული თურმე.
-ყველა შეტევა საჯარიმოთი გააჩერეს და მერე ვიღაც პი*ლომ შორიდან გაქანებული ბურთით გაგვიტანა გოლი.დედას შე*ცი.
-ვარჯიშები დაგეწყოთ?
ბუნდოვნად მესმის ბიჭების საუბრის ხმები და მათ დაბალ ხმას,მხოლოდ ჩიფსის ხრაშუნი არღვევს.
-მეტკინა გოგო ყური!
-აბა,ასე?-უფრო მეტად ახრაშუნებს ნუკი დორიტოსის ჩიფსებს და თემოს ყურთან ახლოს მიაქვს პირი.როგორი გამაღიზიანებელია...
-გარეთ გავალ.-უფრო ჩემთვის ვსაუბრობ ვიდრე მათ გასაგონად და მალევე ვტოვებ მისაღებ ოთახს.
აივანზე არ გავდივარ,პირდაპირ ეზოში გასვლა მაქვს განზრახული და სანამ საღამოს გრილ ნიავს ვიგემებ,მანამდე გოგლიკოს ქურთუკიდან სიგარეტის შეკვრას ვპარავ სანთებელასთან ერთად.
ნანატრ ნიკოტინს ფილტვებში ვუშვებ და მომწამვლელ კვამლთან ერთად მთლიან შინაგან სევდასაც ვაფრქვევ პირიდან.
-გაცივდები.-მესმის სასიამოვნო ხრინწიანი ხმა და სანამ უკან მიხედვას მოვასწრებდე,მხრებზე მეფინება თბილი მატერია.
-მადლობა.-ვუღიმი კიბეზე ჩემს გვერდით ჩამომჯდარ ანდროს და ბნელ ჰორიზონტს ვუსწორებ მზერას.მიყვარს ეს ეზო,აქამდეც ხომ ვახსენე?ძალიან ნოსტალგიურია.
-იქ,იმ საქანელას ხედავ?-დიდი ეზოს კუთხეში,არყის ხის ტოტებზე დაკიდულ საქანელაზე ვანიშნებ თავით.
კიო,მპასუხობს ჩუმად.-ხოდა,ერთხელ მაქედან თომა გადმოგვივრდა,პირდაპირ გაქანებული საქანელიდან მოადინა ზღართანი..ბევრი იტირა,არადა არაფერი სერიოზული არ დამართნია მაშინ.-მეცინება,უფრო იმაზე,ჩვენი ბავშვობის მოგონებებით,რომ ვცდილობ უხერხული სიჩუმის დარღვევას და ღრმა ნაფაზის შემდეგ,კვლავ ვაგრძელებ საუბარს.-მერე ვიტიპე.ნახე,თუ გინდა მეც გავაკეთებ იგივეს-თქო.
-მსგავსი ტრიუკი გაიმეორე და საკუთარ თავს იმაზე უარესი დამართე,ვიდრე თომამ.-ასრულებს ჩემს ნათქვამს და წამიერი დუმილის შემდეგ სიცილი გვიტყდება ორივეს.
-კი,ძალიან გაბედული და რისკიანი ნაბიჯი იყო ჩემგან.
-ალბათ, შეგიქებდი.-სიცილს წყვეტს და მეჩვენება,რომ ახლა ჩვენს შორის იმაზე დაძაბულობაა,ვიდრე აქამდე იყო.ნახევრად ჩამწვარ სიგარეტის ღერს მართმევს ხელიდან და ესთეტიური მოძრაობით მიაქვს ტუჩებთან.-ყველას არ შეუძლია.
-რა?-ვიბნევი.
-ჰაერში ახტომა და ბურთზე ფეხის დარტყმა,როგორც ამას შენ აღწერ,ყველას არ შეუძლია.-კვამლს წვრილ ზოლად უშვებს პირიდან და აკიაფებული ირისებით შემომყურებს სახეში.-გამოცდილ ფეხბურთელებსაც უჭირთ.
-ალბათ,სხეულის პლასტიკამ შემიწყო ხელი.-სახეს ვარიდებ,ვეღარ ვუძლებ.-მოციგურავე ვიყავი წლები და დამეხვეწა.
-თავდამბლობასაც აქვს საზღვრები,იცი?
-არ ვარ თავმდაბალი,უბრალოდ მომენტი ჩავარდა და გამოვიყენე,ყველაფერმა ხელი შემიწყო.-ვლუღლუღებ დასჯილი ბავშვივით.-და საერთოდ შენ რა,ნახე?
-სულ არ ხარ ისეთი,როგორადაც ბიჭები აღგწერდნენ.
-უნდა გამიხარდეს?
-აი,ახლაც იბნევი.-ეცინება გულწრფელად და შესაშური სიქათქათის კბილებს ცხვირწინ მიფრიალებს.
მეც მაქვს თეთრი კბილები,უბრალოდ ღირსი არაა და არ ვაჩვენებ!
-ფეხბურთელები არ ეწევიან!-ვეუბნები ნიშნისმოგებით.
-ეგრე პოტენციალი შენც გაქვს,მაგრამ ეწევი.-მანიშნებს,მანიშნებს რომ არის რაღაც დამალული,რაღაც მიჩქმალული ჩემს უკან და სურს მეტი გაიგოს ამ ყველაფერზე.
იცით?ხანდახან ძალიან მტკივნეულია,თუნდაც გადაკვრით ან წამიერი გადარბენით იმის გახსენება,რამაც მომავალი გაგინადგურა.
-პოტენციალს გამოყენება უნდა,მე კიდევ არ კი არა,ვერ ვიყენებ.-ფეხზე ვდგები და გაურკვეველი ემოციებით მოცულუს,ისიც მავიწყდება რომ მისი ქურთუკი მაცვია.
ჩაფიქრებული ეწევა,თითქოს არ აღელვებდეს თავზე,რომ ვადგავარ და ვუცდი.
ვუცდი,ოღონდ რატომ თავადაც არ ვიცი.
თავადაც არ ვიცი რას ველი მისგან.ძირ დაგდებულ სიგარეტის ღერს ფეხით სრისავს მიწაზე და წამომდგარი ახლა თვითონ დამცქერის ზემოდან.
თლილი თითებით აბურდულ თმებს მისწორებს ნაზად,სათუთად.
ავტომატურად მეხუჭება თვალები,რაც დანამდვილებით ვიცი,მისგან წამოსული უხვი სითბოს ბრალია.
-შედეგი,რომელიც იმ არჩევანს მოყვება,რაც შენ არ გაგიკეთებია,შენი ბრალი ვერ იქნება.მორჩი თვითგვემას,მორჩი საკუთარი თავის განადგურებას,ანე.-თბილად შემეხო ტუჩებით შუბლზე,ალბათ,რომ არ დამენახა ვერც შევამჩნევდი,იმდენად ნაზად გამოუვიდა.
არაფერი მიპასუხია,არაფერი მომიმოქმედებია,არც შემიჩერებია ზურგი,რომ მაქცია და გაუჩინარდა.
ცხოვრებაში პირველად,ისიც კი არ გამიპროტესტებია სახელი,რომ შემიმოკლეს.
ვიდექი გარეთ,ჯერ კიდევ მის ქურთუკში თბილად გახვეული და გული მეწურებოდა,მიკვდებოდა,უფრო იმისგან,ვერაფერი რომ ვერ ვუპასუხე,რომ ვერც კი შევეწინააღმდეგე.
არადა მართალი იყო.
მთელი კვირა ისე გადის,საერთოდ ვერც ვიაზრებ როგორ შეიძლება დრო ასე უცებ შემოგეცრიცოს ხელებში.სულმა წამძლია,ვერაფრით მოვისვენე და პატარა ბავშვივით "ვისტალკავე".
იცით,რამხელა სიამოვნება იყო მისი თამაშის ნახვა?დახვეწილი,ზუსტი,იდეალური ჩაწოდებებით.
სიამაყით ავივსე,ცოტაც და გავსკდებოდი სიხარულისგან.
მაგრამ ბედნიერება, როგორც წესი,იშვიათი სიამოვნებაა ჩემთან.რამდენი რამე უნდა გადამელახა საკუთარ თავში,რამდენი რამ უნდა გადამეხარისხებინა,დამეწყო,დამელაგებინა და გავქცეოდი იმ ტრამვებს,რომლებიც გამუდმებით მახსენდებდნენ თავს.საკუთარი თავი გავკიცხე,არ უნდა მეეგოისტა და მხოლოდ იმის გამო,რომ თავად არ შემეძლო,სხვისი ბედნიერება და წარმატება არ უნდა მომდებოდა გულზე ხინჯად.
სინანული,ყველაზე ცუდი განცდაა,რაც კი ადამიანმა შეიძლება გამოსცადო და თუ საქმე ისე ვერაა,რომ ბოლომდე ასწორებდე,ის მაინც უნდა გააკეთო,რომ წინა ვერსიაზე უკეთესი გახადო.
მე არასდროს მიცდია.
ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ ვნახე სულ,ისიც ძალიან მცირე დროით,მაგრამ მაინც შეძლო ჩემთან გამოლაპარკება.ბევრი საუბარი არ უყვარდა ან ურთიერთობაში შესვლა უჭირდა,არ ვიცი.
-ანეშკა,გინდა ვისაუბროთ?-ფანჯარასთან ჩაის ჭიქით მდგარს დედაჩემი მიახლოვდება და ზუსტად ჩემსავით ეყრდნობა რაფას.
-რაზე დედა?
-ბოლო დღეებია გამოთიშული დადიხარ.-ოხრავს.
-ჰო,ალბათ.-ვპასუხობ ცივად და გადაღლილი თავს ვგდებ უკან.გაყინულ სხეულს ცხელი ფინჯანი მითბობს მხოლოდ.-იქნებ,ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო,არ გიფიქრია?
-ისევ თავიდან ვიწყებთ,დედი.
-არა რატომ თავიდან?აქამდე თუ საკუთარ თავს ვადანაშაულებდი,ახლა სულაც არ ვფიქრობ,რომ ჩემი ბრალია რამე.
-მთლიანად ჩემსკენ მომართე აგრესია?მე შენთვის ყველაფერი კარგი მინდოდა,ანეშკა.
-ჰო,ზუსტად მაგიტომ გადაწყვიტე,რომ ფეხბურთი გოგოს საქმე არ იყო და მოზღვავებული ენერგიის დასახარჯად,ფიგურულ სრიალზე შემიყვანე.აბა რა,დედა...აბა რაა.-ვცდილობ სიტყვები ვაკონტროლო,მგონი არ გამომდის,კარგად ვხედავ როგორი თვალებით მიყურებს.
-ერთი პატარა ცრუ მოძრაობის გამო,ესე ნუ გაიმწარებ საკუთარ თავს,ოდნავი ძალა და სტიმული მაინც თუ შეგრჩა...
-სტიმული?-მეცინება,ჩემს საცოდაობაზე მეცინება.-ყველანაირი სტიმული იმ ყინულის მოედანზე დავტოვე მაშინ,უგონოდ რომ ვიწექი ძირს და ტკივილისგან ვიკლაკნებოდი,დედა.-ფინჯანს ვაჩეჩებ ხელში და ღრმა სუნქთვის შემდეგ სახეს ძლივს ვუსწორებ მის ყავისფერ თვალებს.
-მართლა ვწუხვარ,რომ მცოდნოდა...
-ყავარჯენი დამჭირდება ისევ,ამ ბოლოს ნოემალურად სიარული მიჭირს.-ამასღა ვეუბნები და უკან მოუხედავად ვტოვებ სახლს.ხანდახან ძალიან მსიამოვნებს,როცა ადამიანებს ძველ ცოდვებს ვახსენებ და ვცდილობ მათ იმედგაცრუებულ თვალებში ღრმად ჩავიხედო,რომ უფრო კარგად შევიგრნო ის ტკივილი, რასაც ჩემი სიტყვების გამო განიცდიან და ამ ყველაფრის მიუხედავად,არასდროს...არასდროს მე მისთვის არ მიგრძნობინებია მსგავსი რამ.
არასდროს მიტკენია,არასდროს მიმინიშნებია და არასდროს მითქვამს აქამდე.
ვფიქრობ,რაღაც იცვლებოდა,რაღაც მეტამორფოზას განიცდიდა ჩემში და დედაჩემის ტკივილიანი თვალების დანახვისას,იმდენი სიამოვნების ტალღა მივიღე,საკუთარი არაადამიანობისგან გამაკანკალა.
-ეეე,ანეშკ,ისევ ყავარჯენით გაგვეჩითე?-წუხს თომა,როგორც კი კაფეში შესულს მხედავს.
-აცადე გოგოს მოსვლა.
-არაუშავს,არაფერია მართლა.-ჩემს კუთვნილ ადგილზე ვჯდები და ხის ლამაზ ყავარჯენს იქვე ვაყუდებ მაგიდასთან.-აბა,რას ვშვებით?
-შეკვეთას ვუცდით.
-აუ,ფინალურები დაიწყო,ხალხო!-ტირილით ისვრის სიტყვებს პირიდან ნუკი და მაგიდის ზედაპირს ადებს თავს.-არ ვარ მზად,არ შემიძლია!
-რატო შფოთავს აი ბაღანა?-თავზე გვადგება მიშო და ჩვეული მხიარულებაც თან მოაქვს ყველასთვის.ხალისდება გარემო და მეც ჩუმად ვუსმენ მათ საუბრებს,ყველანაირი ჩარევების გარეშე.
-ვახო და ანდრო სად გაქრნენ?
-საკვალიფიკაციო მატჩები დაიწყო,ნუკი.
-მერე რა?უფფ...
-მერე ის რომ,ჩვენი ნაკრები ისე ძლიერიც არაა,მომზადების გარეშე რომ შეძლოს რომელიმე ეტაპის გადალახვა.-ვპასუხობ გაწონასწორებული ხმით.
-ნაკრების შემადგენლობას თვალი გადაავლე?-მეკითხება გოგლიკო დაკვირვებით.არ ვიცი რატომაა ეს საქციელი ასეთი განსაცვიფრებელი ჩემგან.
-ხო,რა მოხდა?
-შენ არ იცი რა მოხდა?-მპასუხობს აღელვებულად და ნერვებს აყოლილი მარცხენა ფეხის სწრაფად თამაშს იწყებს.-ანეშკ,ჩვენ ვნახეთ და ვიცით რაც გადაიტანე.აღარ მინდა ისევ ისეთ უიმედოს გიყურო,თუნდაც ცოტა ხნით.იქნებ არ გიღირს გახსენება?იქნებ არ ღირს,ანეშკ...
ვხვდები,რატომაც მეუბნება ამას და ის კი არ იცის,ვეღარაფერი რომ ვეღარ მატკენს უკვე.
-გავაანალიზე,ყველაფერი ისეა,როგორც უნდა იყოს ამ ეტაპზე და რაც მთავარია,ისეა როგორც მინდა.აბა,როგორც მინდოდა,ისე არ დამცალდა და იქნებ მართლა ასეა საჭირო?აღარ ვაპირებ რაიმესთვის თავის არიდებას,თან იმ შემთხვევაში თუ ეს რაღაც ოდნავ მაინც მაბედნიერებს და აქვე დასრულდეს ეს დიალოგი,ძალიან გთხოვთ.-ერთი ამოსუნთქვით ვაყრი სიტყვებს ერთმანეთს და ვჩუმდები.საკუთართან ერთად,თითოეულის გულის ცემა ჩამესმის ყურებში.წარმოდგენა არ მაქვს,რატომ დუმს ყველა.
-აუ,შიმშილისგან ტანჯვა მინდოდა და მაინცდამაინც ახლა მოიტანეს შეკვეთა თავის დროზე.-იღრიჭება მიშო თავისებურად და მიმტანს თვალისმომჭრელად უღიმის.
ესეც ასე!ისევ ამოგვათრია შემზარავი სიჩუმისგან.
-უი,ნახე რა გაჩვენო.-ტელეფონს ვიმარჯვებ ხელთ და გალერეაში შესული ნუკის ვუფრიალებ ცხვირწინ.
-ეს რაა?-მპასუხობს ჩურჩულით და დაკვირვებით აცქერდება ფოტოს.
ჩემი კორპუსის წინ,უკვე ბოლო ოთხი დღეა სხვადასხვა შინაარსის წარწერები მხვდება კედელზე.თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი,მაგრამ მერე რომ მივხვდდი ყველა ჩემთვის იყო,ცოტა შემეშინდა და მათი გაშინაარსება დავიწყე.
-"როცა ნერვიულობ,ტუჩები ტუშის ფერი გიხდება ხოლმე"-კითხულობს ხმადაბლა ნუკი და დაკვირვებით უყურებს ფოტოს.-ჯანდაბა!ეს ნახე!
ფოტოს აახლოებს და ყურადღებას მიმახვილებს-"დადიანი,N18" არ არსებობს!-წივის ბოლო ხმაზე და მისი ამ საქციელის გამო,ბიჭების ყურადღებას ვიმსახურებთ.
-რა ხდება,ნუკი?-თემო ძვრება თავით ტელეფონში.
-არაფერი,რა უნდა ხდებოდეს!-ვპასუხობ მკაცრად და აქეთ აჟიტირებულ ნუკის ვუბღვერ.
-გადამრევთ მე თქვენ!-ეჭვის თვალს გვავლებს გოგლიკო და თემოსთან ერთად ბიჭებთან საუბარს აგრძელებს.
-ვერა ხარ!
-ეგ როგორ ვერ შენიშნე აქამდე?ფეხში გაკლია თუ თვალში?
-როგორც ჩანს,თვალშიც.-ფიქრიანი მზერით შევყურებ ტელეფონს და ვცდილობ ის ფაქტი დავივიწყო,რომ გული სიხარულისგან გიჟივით მიცემს.
-მაგარი ფანტაზია კი აქვს.-ხითხითებს ჩუმად.
-ნომერი მინდა.-ტუჩს ვიკვნეტ და გონებაში იმ გეგმების განხილვას ვიწყებ,რომლითაც ადვილად გამოვტყუებ გოგლიკოს ანდროს ნომერს.-გაანძრიე ტვინი,ნუკი!
-დადიანის ნომერი გინდა?რად გინდა?მადლობა უნდა გადაუხადო?
-იცი მაინც,როგორი პათეტიკური ხარ ხანდახან?-მთელი სხეული მიწუხს.-მადლობა რატომ უნდა გადავუხადო,რისთვის უნდა გადავუხადო,ადამიანო?!
კარგი,კარგიო ჩუმად ბურტყუნებს და ცდილობს გოგლიკოს ნომერი გამოართვას.სამსახიობო ნიჭი ისეთ მაღალ დონეზე აქვს განვითარებული,სულ არ გაჭირვებია მისი მოტყუება და მეც სახეგაბადრული გამოვედი გარეთ,თან ჯიბეში სიგარეტის კოლოფს ვეძებდი.
-გისმენთ!-მპასუხობს მშვიდი ხმით და ეს მშვიდი ხმაა ზუსტად,მეც რომ მაწყნარებს.
-“ჩემში ყველაფერ წრფელს,ჯერ კიდევ ღვიძავს”,არა?-ანთებული სიგარეტით მივუყვები ტროტუარს და მის ტუჩებთან მიტანას არ ვჩქარობ.მინდა დადიანის ხმა გავიგო,ღრმად სუნთქავს და ზუსტად ვიცი,იღიმის.თავისი ქათქათა კბილებით უღიმის მთელ მსოფლიოს.
-სულ ანე,სულ ღვიძავს.-მპასუხობს ცოტა ხნის შემდეგ და მეც ფილტვებს ვივსებ კვამლით.-მეგონა ვერასდროს შეამჩნევდი.
-მე არც შემიმჩნევია,ნუკიმ დაინახა.-გულწრფელად ვეუბნები და ცოტა ხნით ადგილზე ვჩერდები.ერთდროულად ყავარჯნით სიარული და სიგარეტის მოწევა,ცუდი აზრი იყო.-დავიღალე...
-მეც.
-ვარჯიშობდი?
-წეღან დავასრულეთ და ვისვენებ.
-და ჩემი ხმის მოსმენით განტვირთვის საათებს იწყობ?-ლოყები მიხურს,მაგრამ მაინც ვაგრძელებ მსგავს საუბარს.
-გიხდება ფლირტი.-ხარხარებს.
-კარგი რა...-ნაგვის ურნაში ვაგდებ ჩაუმწვარ ღერს და მძიმე ნაბიჯებით მივუყვები ქუჩას.აი,ახლა,ამ წამს რაღაც მინდა,რაღაც ძალიან მინდა.-“კარებს არასდროს ვაღებ,ჩემი კარები სულ ღიაა.ნებისმიერ დროს შეგიძლია შემომიარო და ვისაუბროთ.”-სიტყვა-სიტყვით ვუმეორებ კედლის ერთ-ერთ წარწერას და ნერწყვის დიდ გორგალს გაჭირვებით ვისვრი ხორხში.ხელებიც კი მითრთის აღელვებისგან,არადა ასე არ უნდა იყოს,მგონი.-შენი კარები,ახლაც ღიაა?
-შენთვის ყოველთვის ღიაა,ვერ წაიკითხე?-თბილად მეუბნება,მეჩვენება რომ უფრო მეტად უთბება ხმა და მეც აცეკვებულ გულს ვერაფერს ვუხერხებ.
მისამართს მიგზავნის სმს-ად და ცეკვა-ცეკვით მივიწევ დანიშნულების ადგილამდე.
ტაქსი არც მეტი არც ნაკლები,მიტოვებულ ქუჩაზე მიჩერებს მანქანას და სანამ გადმოვიდოდე,შუახნის მძღოლი კრძალვით მეკითხება,დალოდება ხომ არ გინდა, ბიძიკოო?
უარყოფის ნიშნად ვუქნევ თავს და მარტო დარჩენილი აქე-იქეთ ვიხედები.
-აკურატული გოგო ხარ,ვაფასებ.-უეცრად გაჟღერებულ ხმას გამოვყავარ მდგომარეობიდან და შიშით ადგილზე ვხტები.
დებილი!
-ეი,ეი,მე ვარ.-გამოდის სიბნელიდან და წინ გამოწეული ხელებით მიახლოვდება,გეგონება აქამდე ვერ ვიცანი ხმით ან ახლა კი ვერ ვცნობ.
-შემაშინე.-აჩქარებულ გულზე ვიდებ ხელს და წინ ზედმეტად ახლოს ჩამომდგარს ვათვალიერებ.-რა?
-მომენატრე.-მიღიმის პატარა უცოდველი ბავშვივით და ჩემი გულიც რიტმულად იწყებს მუშაობას.ერთმა სიტყვამ,ერთმა პატარა სიტყვამ,როგორ დამამშვიდა?!
როგორც სჩვევია,ნაზად და შეუმჩნევლად ტუჩებით მითბობს ლოყას და ჩემს წელზე შემოხვული ხელით მივყავარ ქუჩის უფრო ბნელი ნაწილისკენ.-ეს რა, ყავარჯნებით მოძრაობ?
-გადავაგდებ და შენი ხელით მატარე თუ გინდა.-ვუბღვერ ქვემოდან და მის კმაყოფილ მზერას სახეს ვარიდებ.-სად ვართ?
-ნახავ.
კორპუსებს შორის,პატარა კორიდორივით გასასვლელში შევდივართ და იქედან შედარებით ვიწრო ქუჩაზე ვყოფთ თავს.მარცხნივ უხვევს,ისე რომ ჩემზე ჩაჭიდულ ხელს წამით არ ადუნებს და დიდი ძველი ხის კარების წინ ჩერდება.
-ეს რა ადგილია?-გაოცებული ვათვალიერებ ყველაფერს.არ მპასუხობს,ჯიბიდან ამოღებული გასაღებების აცმას კლიტულს არგებს და როგორც კი ხის კარები იღება,მაშინვე მეტაკება ცხვირში სიძველის და კიდევ რაღაცის სპეციფიური სურნელი.მტვერნარევი ეს საუცხოო არომატი მაბრუებს და შიგნით პირველი შევდივარ.ჩემი ერთი ნაბიჯის გადადგმა და იატაკის ჭრაჭუნი ერთია.ნელა მივიწევ წინ და არე-მარეს დაკვირვებით ვათვალიერებ.დიდი ოთახია,ოთხივე კედელს ჭერიდან ძირამდე თაროები და თაროებზე დაწყობილი წიგნები ამშვენებს.
ძველია,ყველაფერი ძველია და ერთი შეხედვით მიტოვებულის შთაბეჭდილებასაც მიტოვებს.
-ეს შენია?
-რამდენი შეკითხვა აქვს?-თვალებს ატრიალებს ისე სასაცილოდ,ღიმილს ვერ ვიკავებ.-თან დამცინის.
-არ დაგცინი.-ოთახში ხეტიალს ვაგრძელებ.შუაგულში ორი ძველი სავარძელი და დაბალი ჟურნალებით გადავსებული მაგიდა დგას.ქოთნის უზარმაზარი ყვავილები ერთ კედელთანაა დალაგებული,ისე რომ წიგნების თაროს ნახევარს მთლიანად ფარავს.
-ამათ ვინ უვლის?
-მე ვუვლი.-მოსაცმელს იხდის და მოწყვეტით ეშვება სავარძელში.-მემკვიდრეობით ერგო ჩემს მეგობარს და გარდაცვალების შემდეგ მე გადმომაბარა აქაურობა.-ტკივილი ეპარება ბგერებში.
-ულამაზესია და...ძალიან უცხოა,მართლა.-ძველ წიგნებს ვატარებ თითებს და მონუსხული მივიწევ ყვავილებისკენ.არასდროს მიყვარდა ყვავილები,არც სახლის მცენარეები,არც ცხოველები,მაგრამ ახლა ძალიან მოვიხიბლე და ამ ყველაფერს სავარაუდოდ თვითონ ოთახის ინტერიერიც უწყობდა ხელს.-მიტოვებულ ბიბლიოთეკას გავს.
-არის კიდეც.
-როგორ?.-მის წინ სავარძელზე ვიკავებ ადგილს და თვალს წამით არ ვწყვეტ კედლებს.-მიტოვებული როგორაა,შენ პატრონობ.
-ადგილი,რომელიც ფუნქციონირებას კარგავს და მის სახელს ყველა ივიწყებს,მიტოვებულია,ანე.
-სახელიც აქვს?
-სიტყვამ მოიტანა,მაგრამ თუ გინდა დავარქვათ.-ღიმილშეპარული ხმით მპასუხობს და მარჯვენა ფეხზე გადადებულ,მარცხენა ფეხს რიტმულად ათამაშებს.
-როცა თავის ფუნქციას აღიდგენს,მაშინ დაარქვი სახელი.
-მაშინ დიდ ხანს მოუწევს ლოდინი,იმიტომ რომ,მე მაგისთვის არ მცალია.
-აჰჰჰ,დამავიწყდა,თქვენ ხომ საქართველოს ამომავალი ვარსკვლავი ხართ,მაპატიეთ.ყვავილებს როგორ მოუვლით.
-ეს რა იყო?-ცალ წარბს წევს მაღლა და ფეხის თამაშს აგრძელებს.
რეალურად,არ მჩვევია მსგავსი საუბრები,მაგრამ არ მცალიაო ისე თქვა,თითქოს დიდი საქმე უნდოდა ბიბლიოთეკის პატრონობას.-ჩემი პროფესიონალიზმი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენე.
-პროფესიონალამდე ბევრი გიკლია.
-ვიცოდი,რომ ჩემს თამაშებს ნახავდი.-კმაყოფილება ესახება სახეზე.
მიკვირს,მართლა ძალიან მიკვირს,როგორ შეუძლია ერთ წუთში სერიოზული რჩევა მოგცეს და მეორე წუთში ბავშვივით დაიწყოს,ნიშნისმოგებით საუბარი.
ორი კვირის წინ,კიბეებთან რაც მითხრა,ფაქტობრივად გავიზეპირე.მგონი ზუსტად მაგის გამო იყო,ამდენი წლის შემდეგ საკუთარი თავის ტანჯვას და დადანაშაულებას,რომ შევეშვი.ზუსტად მაგ სიტყვების ბრალი იყო,თავი ოდნავ მაღლა რომ ავწიე და საზოგადოებაში სირული ისე გავაგრძელე.
არ გასულა წამი,არ გასულა წუთი და მითუმეტეს,არ გასულა დღე,მე მის სიტყვებზე,რომ არ მეფიქროს და ახლა როგორ შეეძლო,სულ სხვაგვარი პიროვნებით წარმსდგარიყო ჩემს წინაშე?
-ძლიერ პრესინგებს ვერ იგერიებთ,შეტევაშიც მოიკოჭლებთ და ყველა სიკეთესთან ერთად,ერთადერთი ხარ ნაკრებში,ვინც ნორმალურად თამაშობს,ხოდა ახლა შენ გასნაზღვრე,რამდენი თქვენი მატჩი მაქვს ნანახი.-თმებს ვიყრი უკან და მომლოდინე თვალებით ვუცქერ ჩაფიქრებულს.რატომ მოვინდომე,ჩემი აზრის მისთვის გაზიარება,თანაც ამ მომენტში ვერ გეტყვით.
-ცდილობენ ბიჭები,თანაც მაგ მატჩების შემდეგ საკმაოდ დავიხვეწეთ.-ფეხს კი აჩერებს,მაგრამ ახლა ტელეფონს ათამაშებს ხელში გამაღიზიანებლად.-ერთი მეგობარი მყავს...
-ნაკრების?
-სპეციალურად არ ვამბობ სახელს.-მაწყვეტინებს ცივად.-ყოველთვის ამბობდა,რომ ხალხს კარგი თუ არა,ცუდი საქციელებით მაინც უნდა დაამახსოვრო თავი,რადგან ამ წყალწაღებულ ქვეყანაში,კარგზე უფრო მეტი,ცუდი ამახსოვრდებათ.
-აჰა,ანუ ნაკრების მეგობარია.-თავად მეცინება ჩემს გამჭრიახობაზე.
-ხოდა, ჩემმა მეგობარმა,ავტო გოლი გაიტანა ამხანაგურ შეხვედრაზე.-ღიმილი მაშრება სახეზე.-და იცი,ანე?ავტო გოლმა უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა მაშინ ხალხისთვის,ვიდრე მანამდე მოწინააღმდეგის კარში გატანილმა გოლებმა.ხვდები, ეს რა იყო?
-დემოტივაცია იყო.-ვლუღლუღებ დამწუხრებული.
-ზუსტად!-ხელებს იწყობს თავზე და ისე ცდილობს აღელვება დაფაროს,თითქოს ახლა მეც უმადური მაყურებელი ვზივარ მის წინაშე.-აღარაფრის იმედი აღარ გვქონდა,საერთოდ აღარაფრის,მაგრამ მწვრთნელმა იყოჩაღა.
მწვრთნელი კი გავიხსენე,თუმცა თავში არცერთი ავტო გოლი არ ამოტივტივდა.
-სანაია.
-ჰა?
-სახეზე გაწერია,რაზეც ფიქრობ.
მახსენდება,ზუსტად მახსენდება როგორ გულგრილად ჩავუარე გვერდი ვიდეოს წარწერით "სანაიას ავტო გოლი" და სევდა მიპყრობს ჩემდაუნებურად.ნეტავ მენახა-თქო,ვფიქრობ.
-რატომღაც თვითონ სიამაყით იხსენებს და არის კიდეც საამაყო.აქციო საკუთარი შეცდომა ძლიერების წყაროდ,მართლაც რომ გმირული საქციელია,არა?
-ვფიქრობ,ეს უფრო თვითგადარჩენის ინსტიქტია.
-ეგრეც შეიძლება.
-გახვიდე ხალხში და შენსკენ გამოშვერილ თითებს ღიმილით შეხვდე,მართლაც რომ,გენიალურია.-ფიქრებში ვეშვები თავით.
საკუთარ თავს წარმოვიდგენ მის ადგილას და...ჯანდაბა!ძალიან მტკივნეულია.
-შვედეთთან რას აპირებთ?
-მოგებას!
-დარწმუნებული ხარ?-წინ ვიხრები და დაჟინებული ცქერით ვცდილობ შევავიწროვო.ადამიანმა თუ არ დამანახა და დამიმტკიცა,რომ საკუთარ ძალებში ეჭვი არ ეპარება,ისე ვერ ვეშვები.
-ნუ ცდილობ დამაკნინო,რადგან ზუსტად ვიცი ჩვენს გატანილ გოლზე ისე იტირებ,საერთოდ არ გაგახსენდება შენი ეგ სიტყვები.-არაფრით ჩამომივარდება.
-იცი ქართული ფეხბურთის პრობლემა რაშია?-სასხვათაშორისოდ ვკითხულობ და ზედმეტად გაბლატავებული თვალს ვავლებ ბიბლიოთეკას.-პროტექცია და ძმაკაცობა,ქართულ ჯიგრულ პონტში ჩაწყობა და მოწყობა ვერ მოვიშალეთ.მარტო ფეხბურთში კი არა,ნაბისმიერი სფერო აიღე.
-ყველას ერთ ქვაბში ვერ მოხარშავ.-ასეთი მკაცრი და უდრეკი ხმა ჯერ არ ჰქონია ჩემთან საუბრისას.-სასტარტო შემადგენლობას გადახედე და თუ რომელიმეზე იტყვი რომ გაჩალიჩებულია,კაცობას გეფიცები მე ნაკრებს დავტოვებ!
მის ანთებულ თვალებს ვერ გავურბივარ და მოწევის მიზნით ფეხზე წამომდგარი ყავარჯნით მივლასლასებ პატარა ფანჯარამდე.ათრთოლებული თითებით ვუკიდებ სიგარეტის ღერს და აკანკალებული ხელი მიმქვს პირთან.
-ანე,კლავს მოწევა.
-ეგრე სხვა ბევრი რაღაც კლავს.-პირთან ვერ ვაჩერებ,არ ვიცი რა მჭირს,მართლა არ ვიცი.-ეგრე შენც ეწევი!მიუხედავად იმისა,რომ ფეხბურთელი ხარ და მეტი სერიოზული მიდგომა გმართებს ამ საკითხთან.
-ცხოვრებაში ორჯერ გავეკარე ნიკოტინს სულ.-აუღელვებლად მიახლოვდება და ნიკაპზე ნაზად მეხება,მერე ცდილობს თავი მაღლა ამაწევინოს.
ვერ ვუსწორებ,თვალებს ვერ ვუსწორებ.
-შემომხედე!...აი,ასე!კარგი გოგო ხარ!-ნიაღვარად წამოსულ ცრემლებს მწმენდს ცერით და ჩემს სახეს იქცევს ხელებს შორის.
თითქოს მოელოდა,თითქოს საერთოდ არ გაჰკვირვებია,ისეთი სახე აქვს,მაგრამ თვალებში ათამაშებულ იმ ემოციებს ვერ მალავს,ახლა რომ განიცდის.
-პირველად,სახლის უკან ეზოში ბავშვური ჟინი დავიკმაყოფილე.მეორედ,ორი კვირის წინ კიბეებზე ჩამომჯდარ გოგონას იმდენად გავუგე,კინაღამ გავგიჟდი აღელვებისგან.-გული ჩერდება,უბრალოდ ვეღარ ვგრძნობ მის მოძრაობს.მგონი მოვკვდი და ეგაა აღსასრული.
-მომიყევი ანე.-მკერდზე მიხუტებს და მებუტბუტება ასლუკუნებულს.ვერ ვიხსენებ,ვინმეს ესე თბილად მოემართოს ჩემთვის.-ჩემი კარები ახლა იმაზე უფრო ღიაა,ვიდრე ოდესმე.
-ქიმია გვქონდა მე და ფეხბურთს.-ცხვირს პატარა ბავშვივით ხმაურიანად ვიწმენდ და თავს ვადებ აჩქარებულ გულზე.-უბნის ბიჭებთან ერთად ქაჯივით დავრბოდი ხოლმე და სახლში მოსვლა მარტო ჭამის გამო მიხაროდა.მიყვარდა ბურთი და მოედანი კი არა,მიყვარდა გრძნობა,რომ არსებობს რაღაც,რასაც შენს ჭკუაზე დაატარებ და მისი ყველაფერი შენზეა დამოკიდებული,რომ გზაზე ბევრი ლება,მაგრამ შენ შენი უნდა მიიღო,არ უნდა დაგეთმოს და არ უნდა წაგართვან!ბრაზილიელების ჯინგას ვბაძავდი და კაკას პოსტერებით მქონდა ოთახი სავსე,აზრზე ხარ?-მეცინება და ვგრძნობ,რომ მასაც.ხელში შემორჩენილ ჩამწვარ სიგარეტს მუჭში ისე ვიქცევ,ტკივილსაც ვერც ვგრძნობ და ცოტა დამშვიდებული განვაგრძობ საუბარს.-ბურთებს მკერდით ვიღებდი,რაღაც საოცრებებს ვაკეთებდი ხოლმე,მართლა.მგონი ძუ*ები მაგის გამო არ გამზრდია.
-მხოლოდ შენ შეგიძლია მსგავსი გამოსვლა გააკეთო ემოციური თხრობის დროს.-დამცინის და ხელიდან მოკუჭულ მომწამვლელ გროვას ჩუმად მაცლის.-შემდეგ?
-შემდეგ მე სიგიჟის ზღვარს მივაღწიე და დედამ ფიგურულ სრილზე შემიყვანა,მხოლოდ იმიტომ,რომ გოგოსთვის შეუფერებლად ვიქცეოდი.ვერც კი შევეწინააღმდეგე.
-და დღემდე საკუთარ თავს ადანაშაულებ იმაში,რომ ვერ დაიცავი ის,რაც შენი იყო.-თმაზე მეფერება და მსუბუქად მკოცნის შიგადაშიგ.
-შემეძლო უარი მეთქვა და დამეცვა ის რაც მეკუთვნოდა,მაგრამ...
-დააგვიანე.
-ჰო,აზრი აღარ ჰქონდა.-ვშორდები და უმისობის განცდილი დისკომფორტის გამო ადგილზე ვიშმუშნები.-ცუდი ტრიუკი იყო ჩემი ჰაერში ტრიალი.
-ყინული საშიშია ანე,როგორ გარისკე?
-ალბათ,მინდოდა რაღაც დამემტკიცებინა დედაჩემისთვის.ერთხელ მაინც გამეკეთებინა ის,რასაც ჩემგან არ ელოდა.-მხრებს ვიჩეჩ.
ღმერთო!დავიცალე!ცხოვრებაში ხმამაღლა არავისთან მისაუბრია ამაზე,ალბათ იმიტომ,რომ ვინც კი მიცნობდა ჩემი ცხოვრების პირადი დეტალები ისედაც იცოდა და ახლა ისეთი შვება მომგვარა ყველაფრის ხმამაღლა გაჟღერებამ,საოცარი უჰაერობა ვიგრძენი სულში.
-კარგი რა,მოდი ჩემთან.-ხელზე ძლიერად მეჭიდება და ისევ პირვლანდელ მდგომარეობაში მაბრუნებს.-ყოველი შემდეგი დღე,დღეა ბრძოლის და არ დაგავიწყდეს,რომ ყველაზე წრფელს,ისევ შენში სძინავს.სულ გახსოვდეს,სულ.
ტუჩებით,როგორც სჩვევია ისე მეხება ლოყაზე.
გამაგიჟებლად...
დამპირდა ჩვენს გატანილ გოლზე აუცილებლად იტირებო და პირობა აღასრულა.
პირველი ტაიმის ბოლო წუთებში ისე ოსტატურად მოატყუა სამი ფეხბურთელი და ისეთი შემართები შეაგდო ბურთი მოწინააღმდეგის კარში დივნიდან წამოვფრინდი და ყვირილი მანამ არ შემიწყვიტავს,სანამ იოგები არ ჩამეხლიჩა.
-ღმერთო!გამაფრენინებს ეს გოგო.ჩვეულებრივი ფეხბურთია,სულ ეგრე უნდა ტიროდე?-გულწრფელად უკვირს ნუკის და თემოს ჩიფსებს ისევ გამაღიზიანებლად ჭამს.
-შეეშვით ანეშკას.-მიცავს თომა და ცრემლების წმენდაში გართულს თვალს მიკრავს.
გავბედნიერდი და ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვიგრძენი,რომ სიცოცხლე რაღაცად მიღირს.
-გოგლიკ,პირველი ტაიმის შემდეგ ხომ აქვთ პატარა შესვენება და რომ დავურეკო მიპასუხებს?-ცხვირის წმენდით ვეკითხები ჩაფიქრებულ გოგლიკოს.ამ ბოლო დროს მსგავსი ჩვევები ახასიათებს.ფიქრობს,სულ ფიქრობს და მგონი თავადაც არ იცის რაზე.-გოგლიკ!
-აა...კი,მგონი უნდა გიპასუხოს.-მპასუხობს დაბნეული და ისევ თავის მდგომარეობას უბრუნდება.
ტელევიზორის წინ შეკრებილებს მისაღებში ვტოვებ და ჩემს ოთახში გავდივარ,რომ წყანარად საუბარი შევძლო.”მესენჯერით”ვურეკავ,პირველზე არ იღებს,მაგრამ მეორე ჯერზე მპასუხობს.
-იტირე უკვე?-გადაღლილია,ღრმად სუნთქავს და ამ კმაყოფილ ხმის ტემბრს მაინც ინარჩუნებს.
-კი,ვაღიარებ და გეტყვი რომ მოახერხე.
-ისედაც ვიცოდი,რომ იტირებდი.მგრძნობიარე ხარ,ანეშკ.
-ანეშკ?
-ჰო,რა არ მოგწონს?-უკვირს.
-არაფერი,ისე...-მაგავსი უაზრო საუბარი როდის გქვონდა ვიხსენებ და არ მახსენდება საბედნიეროდ.ჰაერს ვისუნთქავ ღრმად და ხვნეშით განვაგრძობ ლაპარაკს.-იდეაში გასამხნევებლად დაგირეკე.-მიუხედავად იმისა,კამერა ჩართული არ აქვს,ზუსტად ვიცი იღიმის.
-მიდი აბა,გამამხნევე.
ტუჩებს ვისველებ ენის წვერით და ვცდილობ საჭირო სიტყვები მოვიძიო მის გასამხნევებლად.
რაც გავიცანი,სულ თვითონ ცდილობს ჩემს სტიმულირებას და სამოტივაციო სიტყვებს არ იშურებს,ხოდა ახლა მეც მინდა.ტელეფონს მაგრად ვებღაუჭები თითებით და ძლივს გასაგონად ვლუღლუღებ.
-რაც არ უნდა იყოს შედეგი,გახსოვდეს,რომ შენი საფეხბურთო ისტორია ახლა იწერება და მარცხიც ისეთივე მნიშვნელოვანია,როგორიც გამარჯვება.ჩვენ სულ შენთან,ანდრო.სულ შენთან...
ხუთი წუთის შემდეგ მომდის ტელეფონზე სმსი,გაბადრული ვხსნი მესენჯერის ჩატს და მის მიერ გამოგზავნილ ფოტოს დავყურებ გაბედნიერებული.
“დადიანის ანე.2021წ.”
წერია გასახდელი ოთახის კედელზე შავი წვრილი მარკერით,ძალიან,ძალიან,მკრთალად და წაკითხვისას თავისით მეღრიჭება სახე.გულში ისეთი სითბო მეღვრება,შეუძლებელია რამემ გამიცივოს და მკერდზე მიხუტებულ ეკრანს ძლიერად ვაფრინდები თითებით.
დავმარცხდით.
მართალია დავმარცხდით,მაგრამ ჩემთვის უდიდეს გამარჯვებას უდრიდა მათი თავდაუზოგავი შრომა და მონდომება.
ორივე მხარეს ძლიერი მოთამაშეები იკავებდნენ.მთელი თამაშის განმავლობაში დაზაფრული ვიჯექი ეკრანის წინ და თითებს ნერვიულად ვიწვალებდი.მგონი ერთადერთი ვიყავი გოგლიკოს შემდეგ,ვინც მატჩს სერიოზულად უყურებდა,დანარჩენები უბრალოდ ისევ ჩემს გამო ისხდნენ დივნებზე და შედეგსაც არანაირი გავლენა არ მოუხდენია მათზე.
ასეა,როცა რაღაცას მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებ,ვერასდროს შეძლებს შენში ღრმად შემოსვლად და გრძნობების საღერღელის აშლას.
ბავშვების წასვლის შემდეგ ოთახი მივალაგე და გოგლიკოს შევუერთდი აივანზე.დადიანთან ვერ დავრეკავდი,ვიცი ჩემთვის არ ეცლებოდა,ამიტომ გოგლიკოსთან საუბარი ვარჩიე..ყავის ჭიქა მოექცია თითებს შორის და ჩაფიქრებული გასცქეროდა ქალაქის ხედს.ჩემი მიახლოება ვერც კი შეამჩნია.
-ესპანეთს დავამარცხებთ.-ვარღვევ ღამის დუმილს.
-დავამარცხებთ.-მპასუხობს ავტომატურად.ყავის ჭიქას დგამს დაბალ მაგიდაზე და ჩემს ხელებს იქცევს თავის დიდ ტორებს შორის.ტუჩებით მითბობს გაყინულ კანს.-ანეშკა,რამე შეიცვალა?რამე გამოვტოვე?
-რას სულელობ?-მეცინება გულწრფელად.
-შენსა და ანდროს შორის...
-მე და ანდრო უბრალოდ კარგი მეგობრები ვართ,გოგლიკ.-ვპასუხობ აუღელვებლად და გული საგულეში ყირამალას აკეთებს.უცნაურად მითრთის სხეული.
მეგობრები?წარმოდგენაც კი არა მაქვს,ვინ ვართ ერთმანეთისვის.
-მხოლოდ იმის გამო,რომ მან შენში იმაზე მეტი დაინახა,ვიდრე სხვები ხედავდნენ,ნუ მიეჯაჭვები,კარგი?-მხრებზე შემოხვეული ხელებით მეხუტება და მის სურნელში ვიტრუნები კატასავით.-დიდი მომავალი აქვს,ესპანეთთან თამაშის შემდეგ,აუცილებლად დაინტერესდებიან მსოფლიო დონის კლუბები მისით და კაცმა არ იცის საით მოისვრის ცხოვრება.
-რის თქმას ცდილობ?-ვებუტბუტები ჩუმად.
-სულ შენთან ყოფნას ვერ შეძლებს,სულ შენთან ვერ იქნება,ანე.-ყურში ძალიან ცუდად მხვდება ჩემი სახელი.ამის თქმის უფლება მარტო ანდროს მივანიჭე და თავს ძლივს ვიკავებ,რომ გოგლიკოს არ შევეწინააღმდეგო.-აღარ მინდა ისეთს გხედავდე,როგორიც მის გამოჩენამდე იყავი.
-როგორი ვიყავი მის გამოჩენამდე?
არ მახსოვს,როგორი ვიყავი მის გამოჩენამდე,მაგრამ ზუსტად შემიძლია ვთქვა რომ თავიდან-ბოლომდე შემცვალა.
ძველი ანეშკა დააბრუნა.
ხალისი დამიბრუნა,მოტივაცია დამიბრუნა და ეს ყველაფერი უმცირეს დროში მოახერხა.
გოგლიკომაც ვერ მიპასუხა.პასუხი იცოდა ან არ იცოდა,თუმცა მომეჩვენა რომ თავი ამარიდა.
თავს გაუფრთხილდიო,მხოლოდ ეს მითხრა წასვლის წინ და სახლის კარი უხმოდ გაიხურა.
მეორე დღეს ბავშვებისგან გავიგეგე,გოგლიკო გერმანიაში წავიდა მამამისთან,რა არ იცოდიო?
მთელი ღამე ტირილში გავატარე,ასე როდის გამიუცხოვდა-თქო?ეგეც კი გავიფიქრე.არც ერთი დღე არ არსებობდა ჩემთვის მის გარეშე.მარტო მის გარეშე კი არა,ზოგადად მათ გარეშე არ შემეძლო ყოფნა და ახლა მისი ეს საქციელი ისე მეწყინა,ისე მიჩხვლიტა გულში,თავი ძლივს დავიწყნარე.უბრალოდ არ შეიძლებოდა ასე ყოფილიყო.
ანდრო ჩამოფრინდა საქართველოში,ესპანეთთან შეხვედრა ჰქონდათ ზუსტად სამ დღეში და ვარჯიშები ეწყებოდა.მთელი ორი დღე ტელეფონი ამიფეთქა,მაგრამ ვერ ვუპასუხე.ხელები ვერ მოვიბრუნე ყურმილის ასაღებად.სიმართლე რომ ვთქვა საუბრის თავიც არ მქონდა და ბოლოს ფრენის რეჟიმი ჩავრთე.
გონებით გოგლიკოსთან ვიყავი ისევ და ვერაფრით გამეგო მისი ეს საქციელი.ახსნა ვერ მოვუძენე,მიუხედავად იმისა,რომ ძალიან ვეცადე.თავში არცერთი მისი საქციელის გამამართლებელი მიზეზი არ ამოტივტივდა.
-ხომ იცი,რომ მამამისი ცუდად იყო,მის გამო წავიდა.-ნუკი მეფერება თმებზე.
-მგონია რომ რაღაცას მიმალავს.აბა,რატომ არ გამაფრთხილა?-მის გულზე დამხობილი თითებს ვუთამაშებ ხორბლისფერ კანზე.-თქვენ ყველას გითხრათ,მე არა.
-აღარ დაგამძიმა,ანეშკ.
-აღარ?როგორი დეპრესიული გავიჩითე.-ნერვები მეშლება ყველაზე ერთად.
-მალე ჩამოვა და ისაუბრებთ.
-გული მაქვს ძალიან ცუდად.-აჩქარებულ მკერდზე ვიდებ ხელს და არაკომფორტული წოლის გამო პოზას ვიცვლი.-თავსაც უცნაურად ვგრძნობ.
-დიდი ხანია წასვლა უნდოდა.-იწყებს ფრთხილად საუბარს და ჩემს რეაქციას აკვირდება.-შენს გამო იკავებდა თავს,პატარა ბავშვივითაა,ვერ მივატოვებო.
-ჩემი გოგლიკო...
-ახლა როც დაინახა,რომ ცოტა საჩვენოს მოხვედი და დამცველიც გამოგიჩნდა.-თვალებს მიციმციმებს ეშმაკურად.-უფრო შეგულიანდა და წავიდა.მართლა ცუდადაა მამამისი,მართლა.
-არავის დაცვა არ მჭირდება!
-ნუ მიყვირი!
-აბა რაებს მებოდიალები?
გულმოსული ხვნეშის და თავს აკანტურებს,არაფერი გეშველებაო.
-მალე ჩამოვა,სადღაც ორ კვირაში აქ იქნება.
-ხო ამ ორ კვირაში თუ არ გავგიჟდი.-ტელეფონს ვიღებ კომოდიდან და მესენჯერში შევდივარ.გოგლიკო საიტზეა და მწვანედ ანათებს.
-დავურეკო?
-დაურეკე!
ერთი ზარი გადის,მეორეც,მესამეც...
გულის ცემას გულის ცემა ემატება და განერვიულებულს ტუჩები სულ ლურჯი მაქვს,ზუსტად ვიცი.
-რაო ანეშკ,მოგენატრე?
-უნამუსო,ავადმყოფი,უპასუხისმგებლო ხარ,გოგლიკო ახვლედიანო!-მონატრებისაგნ და სიშორისგან მალე ავტირდები და მაინც უსახო პირით ვლანძღავ.მიღიმის,თავისი თბილი ღიმილით მიღიმის.
როგორც ბავშვობაში.
-არადა როგორი იმედი მქონდა,მოვენატრებოდი-თქო.-თავადაც ღელავს.
-გოგლიკ...-ჩემდაუნებურად მისევდიანდება ხმა.ნუკიც აღარაა ოთახში,როდის დაგვტოვა ვერ გავიგე.-ხომ კარგად ხარ?
-აუ,ჩემიი...რაებს მეკითხება?!
-ნუ წუწუნებ და მიპასუხე!
-კარგად ვარ ანეშკ,მართლა კარგად ვარ,ჩემზე არ იდარდო ორ კვირაში ჩამოვალ.
-რატომ არ მითხარი?
-არ მინდოდა ჩემზე მოგემართა მთელი ყურადღება.-ცისფერ თვალებს ატრიალებს საყვარლად და საჩვენებელი თითი მიაქვს საფეთქელთან.ვერ ხარო.-როცა ვხედავდი,როგორ ცდილობდი საკუთარ თავში რაღაცების შეცვლას,მე ბარიერად ვერ დაგიდგებოდი წინ.
-რა ბარიერი, ადამიანო,სულ გააფრინე?ჩემთვის ბარიერი ხარ,გოგლიკ?როგორ შეიძლება რამეში ხელი შემიშალო?!-ერთმანეთს ვაყრი სიტყვებს მწყობრიდან გამოსული.თავს ვერ ვაკონტროლებ,ვერც ხმის ტონალობას.-ცუდი ხარ,ახლა მართლა ცუდი ხარ და ერთი სული მაქვს როდის ჩამოხვალ,სახეს აგახევ ჩემი ყავარჯნით!დამაცადე!
-მიყვარხარ!
-ნუ ცდილობ ჩემს მოთაფვლას!
-არა,მართლა მიყვარხარ.-ყველაზე სუფთა თვალებით შემომცქერის ეკრანიდან.
-მეც მიყვარხარ.ძალიან,ძალიან.-თმებს ვიყრი უკან ერთი ხელის მოძრაობით და ოთახში შემოსულ ნუკის ვაყოლებ მზერას.-გელა მომიკითხე.როგორაა?
-კარგადაა,მაგრამ ოპერაციის შემდეგ უკეთესად იქნება.-ტელეფონს დებს სადღაც და ხმით ვხვდები,ჭიქაში წყალს ისხამს.ახლა ორ დიდ ჭიქას ზედიზედ გამოცლის,ჩვევად აქვს დაძაბულ სიტუაციებში წყლის დალევა.
-მეორე ჭიქა დაგავიწყდა.
-სანამ გიპასუხებდი,მანამდე დავლიე.-ენას მიყოფს უზრდელურად.-და იქნებ დაურეკო იმ შენ პატარა მარადონას?იმენა თავ-პირი გაი*ნა,არ მპასუხობსო.
-აუ,რა საყვარელია.-საუბარში გვერთვება ნუკი მომენტალურად და ორივეს გამაყრუებელი სიცილის ხმა ისმის ოთახში კარგა ხნით.
-კაი ანეშკ,ნუ გვებღვირები!
-მასხარები ხართ რა.
-დაგირეკა!
-ვინ დაურეკა?-კისერს იგრძელებს გოგლიკო.
-სულ რომ მინიპუტი გაიჩითო,მანდედად ვერ გამოძვრები,გოგლიკ.
-ანდრომ დაგირეკა,ჩვენს ადგილას გელოდებიო.-ინტრიგნულად მპასუხობს ნუკი.
-შენ დაგირეკა?-მიკვირს,თან მიხარია მაინც,რომ შეძლო ჩემთან დაკავშირება.
-ვაიმე ხო,აბა რა გეგონა პენტაგონის დონეზე რომ აიყვანე შენთან დაკავშირება-ვერდაკავშირების საკითხი?!
-გამთენიის ოთხია მანდ ანეშკა,არსად წახვიდე!-გვიბღვერს გოგლიკო ეკრანიდან.
-დაგამუთებ!
-დედაშენს დავურეკავ და გავაღვიძებ!
-არ დაგავიწყდეს მთავარი დამნაშავე აქ ვარ.-ჩასძახის გაიძვერულად ნუკი და მერე მე მიბრუნდება დოინჯშემორტყმული.-რაღას უცდი?
-კარგი,მივდივარ.-ყოყმანის შემდეგ გადაწვეტილებას ვიღებ,თან ვგრძნობ რომ მომენატრა და ტელეფონს ხელში ვაჩეჩებ ნუკის.
-აუ,ერთხელ მამაშენმა შენზე მითხრა,მაგის ყოლას ასი გოგო მყოლოდა და ასივე ბო*ი,არ ჯობდაო?-კარადასთან მისულს მესმის,როგორ ცდილობს ნუკი სხვა რამეზე გადაატანინოს თემა აბურტყუნებულ გოგლიკოს და მათ შემხედვარეს სიცილი მიტყდება.
სანამ ტანსაცმელს ჩავიცვამ,მანამდე გამთენიის ხუთის ნახევარი ხდება და გასვლის წინ,ნუკის ვუბარებ სათადარიგო გეგმას,იმ შემთხვევისთვის თუ დედაჩემი ჩემი წასვლის შესახებ რამეს იეჭვებს.ანდროს ქურთუკს ვიცვამ შემოსასვლელში ჩუმად და სახლს ვტოვებ.
ყავარჯენზე დაყრდნობილი ვუახლოვდები ნაცნობ ხის კარებს და მღელვარებასთან ერთად შიშიც იპყრობს ჩემს სხეულს.ირგვლივ ვიხედები,უცანური სიბნელეა,აქა-იქ ლამპიონებით განათებული ქუჩა ერთი შეხედვით “ჰორორ”ჟანრის ფილმს მაგონებს და ემოციებიდან გამოსული სწრაფად შევდივარ შიგნით.თბილი ყვითელი სინათლე იღვრება ძველებური ლამპიდან და უფრო თავისებურ იერს მატებს ბიბლიოთეკას.პატარა ფანჯარასთან ზურგშექცევით დგას ანდრო დადიანი,მთელი თავისი სიდიადით და წამით არ ფიქრობს წინ შემობრუნებას,როცა მე ნერვიულობისგან ტუჩები კი არა,მთელი სხეული ლურჯი მაქვს მგონი.
ჩუმად ვახველებ,იქნებ ყურადღება მომაქციოს და წამით ეჭვიც კი მეპარება,რომ ჩემი აქ ყოფნის შესახებ რამე იცის.მოზომილი ნაბიჯებით ვამცირებ ჩვენს შორის მანძილს,სიჩუმეს ჩემი ყავარჯნის კაკუნი და ძველი იატაკის ჭრაჭუნის ხმა არღვევს მხოლო.პირდაპირ მის უკან ვდგები და თავადაც ვერ ვიაზრებ როგორ ვხვევ მუცელზე ხელებს,მთელი სხეულით ვერკვრი უკნიდან.
-ახლა მე მომენატრე.-სიმშვიდე მეპარება ორგანიზმში.თბილია,ძალიან თბილია და მეც მათბობს თავისი ამ სითბოთი.ვგრძნობ როგორ ეჭიმება სხეული და საპასუხოდ თავს ხელებს მხვევს მკლავებზე.
-ცუდი გოგო ხარ.
-ვარ.
-კიდევ ძალიან ლამაზი ხარ.
-აჰამ.
-თბილიც.
-კიდევ?
-ანე,შენ იცი...-ეცინება და თვალებში ეშმაკებათამაშებული ბრუნდება ჩემსკენ.ხელებს ფრთხიალად მიაცოცებს ჩემი წელისკენ და მასზე მთლიანად აწებებულს,თბილი ამონასუნთქს მაფრქვევს სახეზე.
მაბრუებს.კიდევ ეს მინდოდა?ისედაც ძლივს ვდგავარ ფეხზე.
-შენ იცი,როგორ მაგიჟებს შენი კანის სურნელი,როგორ მომწონს შენი თმა,ეგ ლურჯი ტუჩები...-ცხვირის წვერით მეხება ლოყაზე და სულ წამით მაკრობს კანზე ტუჩებს,მაგრამ ეს წამიც საკმარისია,ყველაფერს ტაო ედება სხეულზე.-ხომ იცი,ანე?ხომ იცი,რომ შენზე ჯერ კიდევ იქედან ვგიჟდები,გოგლიკოს სოფელში სტადიონზე გოლი,რომ გაიტანე?
-იქ იყავი?-ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ ყელში და თავს უკან ვაგდებ,რომ ჩემი ყელი უკეთესად მოიაროს ბაგეებით.
-ვიყავი,ვიყავი და დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა რომ,მსგავსი სილამაზე ცხოვრებაში არცერთი ფეხბურთელისგან არ მინახავს.-პირდაპირ დაბუჟებულ ტუჩებზე მეჩურჩულება და სულ არ ფიქრობს,რომ ახლა გონება მათი შეხების სურვილით მაქვს გადაბინდული.ჩემი ინიციატივით ვწვდები შეხსნილ ტუჩებზე და მთლიანად ვისრუტავ მის სიტკბოებას.
იბნევა,ძალიან იბნევა და მხოლოდ წამის შემდეგ ახერხებს გონზე მოსვლას.
მჭიდროდ მხვევს წელზე ცალ ხელს,მეორეს თმებში მიცურებს და ოხვირთ მყვება ამბორში.
მუხლების კანკალს ვინღა დაეძებს,მთლიანად ვეყრდნობი და ღრმად ვისუნთქავ მის სურნელს.ჩვენს გახშირებულ სუნთქვას,თან ახლავს იატაკზე ხის ყავარჯნის დავარდნის ხმა და თითქოს ნიშანიაო ერთმანეთს ვშორდებით.შუბლით მეყრდნობა შუბლზე და ცერა თითით მეფერება ტუჩებზე.
-“ბარსას” ფერებში ხარ.-დამცინის.-ლოყები წითელი,ტუჩები ლურჯი.
-ვირო მადლიო.
-მეჩვენება თუ კოცნა დამამადლე?!
-შეიძლება ეგრეც ითქვას.
-გაიძვერა გოგო ხარ.-ხვდება ფეხზე დგომა,რომ მიჭირს და სავარძელზე ჩემთან ერთად ჯდება.
-ხვალ ესპანეთთან გაქვთ შეხვედრა და შენ ჩემთან ერთად ხარ აქ.
-ეს გაწუხებს?-თმებს მიწევს სახიდან ნაზად.
-ის უფრო მაწუხებს,გამოუძინებული რომ იქნები.
-არ ვიქნები,მშვიდად.-შუბლზე მაკრობს ცხელ ბაგეებს.-რაზე ინერვიულე?
-გოგლიკოზე.-ვპასუხობ გულწრფელად.-ეს დღეები ხასიათზე ვერ ვიყავი.
-და მეც გადამიყვანე ჭკუიდან.
-ვწუხვარ.-დანაშაულზე მისწრებული ბავშვივით ვარ.-მეგრული იცი?
-აბა,მუჭო?-მპასუხობს სასაცილო მეგრული აქცენტით.
სულელივით მეცინება მის ხმაზე.
-მეც კიდო ვიცი.-ვბაძავ კილოზე.
-გისმენ აბა.
-ჰმმ...მაგალითად.-რით შეიძლება გამოვაშტერო ეს მეგრელი კაცი,ამ ნახევრად იმერელმა ქალმა?!
-ჩქიმ ჭიჭე მარადონარექ.(ჩემი პატარა მარადონა ხარ)-თავად მეცინება ჩემს ნათქვამზე.
-ბებიაჩემს მოეწონები.-მიქებს საუბარს და ჩუმად მაშორებს მაჯიდან ვარდისფერ ბენდენას.-სულ მინდოდა ჩემი ყოფილიყო.
-ააა,კიდევ ის ვიცი...-ყურადღებას არ ვაქცევ და ვცდილობ რამე გავიხსენო.მომღიმარი მელოდება.-ქუგალე ჩქიმ ჯიმა!(გენაცვალე ჩემო ძმაო)-მეტი ეფექტისთვის ძმაკაცურად ვურტყამ მხარზე მუჭს.
-მაფრენდზონებ სხვათა შორის.-თავის მაჯაზე იმაგრებს.მაჟრიალებს ისე მსიამოვნებს იმის წარმოდგენა,ჩემი განუყრელი ატრიბუტი ახლა მას,რომ ამშვენებს.
-მეგობრები არა ვართ?
-მეგობრები არ კოცნაობენ!-მპასუხობს ნიშნისმოგებით და მინდება ის კმაყოფილი სახე მართლა ჩემი ხის ყავარჯნით გავაძრო.
-კი!
-კარგი,მაშინ წავალ რომელიმე მეგობარს დავითრევ.
-გცემ!
-ოღონდ არ მითხრა,რომ იეჭვიანებ.
-მუჭო გაშკიდირუაფუ?(როგორ გეკადრება)-აი,ისეთი უცნაური სიტყვაა,მართლა ხარხარი მოგინდება ადამიანს.
-ოჰოოო!-ხმით იცინის,მაბრაზებს მისი ხარხარი.არადა,რამდენი ხანი მოვანდომე ორი ფრაზის დამახსოვრებას.-სკანით ვამაყენქი.(შენით ვამაყობ)
-პატივია!-ვეჭყანები.
-სად დაამუღამე?
-ინტერნეტში.
-მეკაიფები?
-კარგი,ხო...მეზობლის ქალი გვყავს მეგრელი და მაგან მასწავლა.
მომეჩვენა,ამ საღამოს ჩემ წინ სულ სხვა ანდრო დადიანი იდგა.აქამდე ხომ მოზომილად,სერიოზულად და დინჯად საუბრობდა?მთელი ღამე ერთად გავატარეთ საუბარში.ისიც ვერ გავიგეთ როდის შემოგვათენდა.
ჩემი იმედი გქონდესო,მითხრა სახლთან,რომ მომაცილა და მომღიმარს მანამ არ მოუშორებია თვალი,სანამ სადარბაზოში არ შევედი.
-შანსი არაა!ვერ წავალ.-ტუჩის კვნეტით დავყურებ ჩემს ხელებზე მოთავსებულ ორ ცალ ბილეთს.-ნუკი მომეშველე!
-ხანდახან "იმენა"ითხოვ,რო გამოგლანძღო.-თვალებს ატრიალებს სასაცილოდ და უხეშად მართმევს ხელიდან ბილეთებს.-კეთილს ინებებ და წამობრძნდები,გაიგე?!იმ ბიჭმა შენთვის იყიდა ესენი და ახლა ასე დებილი ბავშვივით აპირებ იატაკზე ფეხების დაბაკუნებას?!ცოტა აზრზე მოდი რა!
-აგჰ!შემეშვი!
-წამოხვალ!
-ნუკი,არ შემიძლია.
-კარგი,მაშინ დავწვათ.შენ თუ არ წახვალ არც მე წავალ და რად გვინდა აბა?-უდარდელად იჩეჩს მხრებს და ტუმბოზე დადებულ სანთებელას წამებში ანთებს.ბოლო მომენტამდე ვფიქრობ,რომ ამას არ გააკეთებს,მაგრამ როგორც კი ახლოს მიაქვს ცეცხლი ბილეთებთან,ეგრევე მენთება ტვინში მწვანე სინათლე და არაადამიანური ხმით ვყვირი.ეგ კი არა,ვღრიალებ და ფეხზე წამომხტარი სწრაფად ვეჯაჯგურები მაჯებზე.-ხოდა ეგრე!
-ავადმყოფო!-გამწარებული გულში ვიხუტებ უკვე ჩემს ხელებში მოთავსებულ ქაღალდის ნაგლეჯებს,ისე ვითომ მართლა რამეს დაუშავებდეს და რომ ვხვდები,ჩემი რეაქცის სანახავად გააკეთა,მინდება მართლა ყავარჯენით გავაცალო,ის ლამაზი სახე.ამ ბოლო დროს ბევრს ვემუქრები და მეშინია,ვინმე მართლა არ შემომელახოს.
-კარგი,კარგი.წავიდეთ!-ვოხარავ ბედს დამორჩილებული და მოდუნებულ სხეულით ვეცემი საწოლზე.ვგრძნობ როგორ მეპარება შიშინარევი სუსხი ორგანიზმში და რომ მკითხოთ,თავადაც ვერ გიპასუხებთ რისი მეშინია.მე ხომ გადავლახე?ხომ ვიპოვე განსათავისუფლებელი გზა?ყველაფერი, რაც აქამდე შიგნიდან მჭამდა და თავს დამნაშავედ მაგრძნობინებდა,ხომ გაგქრა?
რომ დამენახა ქურთუკის ჯიბეში ჩუმად,როგორ ჩამიდო ბილეთები,აუცილებლად ვუარყოფდი და შევეწინააღმდეგებოდი.
-დარეკვა მინდა!
-დადიანთან?-ფრჩხილების ქლიბვას თავს ანებებს ნუკი და ქვემოდან მიცქერს გაკვირვებული.-არამგონია ახლა ეცალოს.
-ხო,მართალია...
ვფიქრობ,ვფიქრობ,ვფიქრობ...
ძალიან ბევრს ვფიქრობ და საბოლოო პასუხამდე მისული,ოხვრას ვაყოლებ ამონასუნთქს.
ალბათ, მართლა მჭირდება სტადიონზე მისვლა,ძველი მოგონებების მთლიანად გაღვიძება,რომ სხეულში დაგროვილი ნეგატივი,ბოლომდე გამოვაძევო გონებიდან.ამას ჩემზე ადრე,რომ მიხვდა მაოცებს.მაოცებს,მაგრამ თან მიხარია,ასე რომ ზრუნავს.
დარეკვა მინდოდა.
მინდოდა მისი ხმა მომესმინა,სანამ ტრიბუნაზე აღმოვჩნდებოდი.
პარადოქსია,მაგრამ მამშვიდებდა იმის წარმოდგენა,რომ შორიდან მაინც დავინახავდი და მეცოდინებოდა,რომ მთელი თამაშის დროს ჩემზე იფიქრებდა.მისი დამასახურებით მოხდა სრული გარდატეხა ჩემს ცხოვრებაში.
მერე...
მერე იქ მისვლისას,სულში ისეთი სიმშვიდე მოვიდა,ლამის შევიშალე.
წარმოუდგენელად უცნაური სიცარიელე ვიგრძენი.ვიგრძენი როგორ სწრაფად აძგერდა გული და როგორ შხუილით მიასკდა სისხლძარღვებს ადრენალინის მაღალი დოზა.
გაქრა,ამდენწლიანი თვითგვემა და უიმედობა გაქრა.ფეხების კანკალით მივუახლოვდი ნუკისთან ერთად ჩვენს ადგილს და ამაყად დამჯდარმა ყელი მოვიღერე,თითქოს მინდოდა ყველას ენახა,რომ შევძელი.
მართლა შევძელი!
საჭირო იყო ჩემი აქ მოსვლა,იცოდა დადიანმა.
-კარგად ხარ?-ყურში მეჩურჩულება ნუკი.
-კარგად ვარ.-თვალს ვავლებ ხალხით გადავსებულ ტრიბუნებს.მატჩის დაწყებამდე თხუთმეტი წუთია დარჩენილი.
-გირეკავს!
-ჰა?-დაბნეული დავყურებ ტელეფონს.ეს ბიჭი გიჟია.სწრაფად ვპასუხობ და ხმაურისგან შეწუხებული ცალ ყურზე თითებს ვიჭერ.-გააფრინე?
-გამაფრენინე!-მომიგო ნაჩქარევად.ვიცი იღიმის,ყოველთვის ვხვდები ამას.-ტრადიციად გვექცა მატჩის წინ ერთმანეთთან დარეკვა.
-და ახლა გამამხნევებელ სიტყვებს ელოდები?
-ჯერ მინდა ვიცოდე,შენ როგორ ხარ.
-მე?მე შესანიშნავად...მადლობა,ანდრო.-ხმაურის მიუხედავად მაინც მესმის როგორ ღრმად სუნთქავს.
-გაქრა?
-აბრაკადაბრა გააკეთა,დედას ვფიცავარ.-ვიღიმი სულელივით და თვალს ვავლებ ტრიბუნებს.ნელ-ნელა ხალხის რაოდენობა იზრდება და ყველა მატჩის დასაწყებად ემზადება სტადიონზე.-მეორე ტაიმის დამატებით წუთებამდე იმავე შემართებით უნდა იბრძოლო,როგორიც პირველში.ხომ იცი?
-რა,თქმა უნდა,ანე...რა,თქმა უნდა.-ბიჭების ხმა ჩამესმის ყურმილიდან.
-მარცხიც ისეთივე მნიშვნელოვანია,როგორიც გამარჯვება.გახსოვს?
-მახსოვს.
-და თუ საკუთარ შესაძლებლობებში ოდნავ მაინც შეგეპარება ეჭვი,გაიხსენე ორ წლის წინ ნახევრად ინვალიდმა და თითქმის უპრაქტიკომ ჰაერში,ისეთი მაკრატელა გავა*ანი რონალდუს ბანძი მცდელობები მიმიქარავს.აჩვენე ამ გამოშტერებულ ესპანელებს,ვინაა აქ მთავარი!ანდრო!-აღტკინებულ სიტყვით გამოსვლას ვასრულებ და ცოტა ხნით საპასუხოდ ვერაფერს ვიგებ.მერე ისეთი სიცილ-ხარხარის,აჟიოტაჟის და შტვენის ხმები მესმის,ვხვდები ჩემი ხმა ყველას ესმოდა და ცოტა სიწითლე მეპარება ლოყებზე.
-ეეეე!საღოლ ანე!-ჩამძახის ყურმილში ვახო.
-იასნად,ტო.მოვიგებთ!-ბანს აძლევენ სხვები და მას შემდეგ,რაც სიტუაცია ცოტა წყნარდება,ანდრო აგრძელებს ჩემთან საუბარს.
-ააბუნტე ბიჭები!
-რა სირცხვილია,ღმერთო!-ახურებულ ლოყაზე ვიდებ ხელის გულს.-ნუ იცინი,დადიანო!
მატჩი იწყება.
ჩვენი ნაკრების გამოსვლას ხალხი ყიჟინით ხვდება და გამაყრუებელი ხმაური ისმის ირგვლივ.გვერდიდან ნუკი წუწუნებს,ფეხზე დამაბიჯეს და შენი ყავარჯენი მათხოვე,დღეს ვიღაცას სახე აეხევაო.ძლივს ვაწყნარებ და გაბადრული შევყურებ რიგად ჩამწკრივებულ ორივე მხარის წარმომადგენლებს.
-უიმე,ამ ესპანელებს ჰიმნიც რა ბანძი აქვთ,ამათ როგორ უნდა მოგვიგონ?-გენიალური აზრი მოსდის თავში.
-ვისურვებდი,მართლა ჰიმნზე ყოფილიყო დამოკიდებული.
-ღმერთო!ჩვენი მეკარე რა სიმპატიურია?!(მართლა სიმპატიურია)
ნუკი ვერ მაკავებს.ფეხზე წამომხტარი ხან რას ვკივი და ხან რას.დაცვაში კარგები ვართ,მაგრამ შეტევებში ისე ძლიერი ვერა და მართლა უაზროდ ვღრიალებ მომენტებში.როგორ გინდა ამდენი ხნის ნაგროვები ემოციები შეიკავო?შიგადაშიგ თვალს აპარებს ტრიბუნებისკენ და ყელზე შემოხვეულ ჩემს ვარდისფერ ბენდენას კოხტად ისწორებს.
მიყვარს!
პირველი ტაიმი ისე სრულდება,ბიჭები თავიანთი ძალების მაქსიმუმს აჩვენებ,თუმცა ანგარიში ჯერ კიდევ გაუხსნელია.შედარებაც კი არ შეიძლება,ისე აქვთ დახვეწილი ტექნიკა.მე უფრო მჯერა მათი შესაძლებლობების,ვიდრე თავად მათ და მაინც მგონია,რომ აუცილებლად მოვიგებთ.აი,ნახავენ!
გამშრალ პირში ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ და გამომშრალ ტუჩებს ენის წვერით ვისველებ.ნუკი მაწვდის წყლის ბოთლს.
-გემის ჯაჭვით უნდა დაგაბას კაცმა,რა!-ნახევრად ჩაცლილ წყლის ბოთლს მართმევს და ჩანთაში იდებს საგულდაგულოდ.-გოგლიკომ შემოგითვალა,იმედია სახლში საღსალამათი მიაღწევო.
-თუ დავმარცხდებით,იმას მაინც იტყვიან ძლივს მოვუგეთო!-ავად ვცრი კბილებს შორის და გარემოს თვალიერებას განვაგრძობ.
მეორე ტაიმში გამომაშტერეს.ასეთი დაძაბულობა კარგა ხანია არ მიგვრძნია.უამრავი შანსი გვქონდა გოლის გატანის,მაგრამ ესპანელებსაც ძლიერები ყავთ დაცვაში და საშუალება არ მისცეს.ოთხი წუთი დაემატა თამაშს და ანგარიში ჯერ კიდევ გაუხსნელი იყო.ამ დამატებით წუთებში აუცილებლად გავიდოდა გოლი,ვგრძნობდი,მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს ამას რომელი მხარე გააკეთებდა.
თვალებმილულულს ჩემი ვარდისფერი ბენდენა მიაქვს ტუჩებთან და ხანგრძლივად ეხება ბაგეებით.გული მიჩერდება ამ კადრის დანხვისას.არ ვიცი თუ გრძნობს,რომ ვუყურებ,თუმცა მომენტალურად იხედება ჩემსკენ და წამით ისიც მეჩვენება,რომ შორიდან მიღიმის.
ასეთი დიდი მანძილიდანაც ვამჩნევ,როგორი გადაღლილია.ბენდენას ახლა მაჯაზე იმაგრებს და თამაშს აგრძელებს.
მერე,სულ,სულ ბოლო წამებში,კადრი ნელდება.
ჩვენი გუნდის კაპიტანი თითქმის ხუთ კაცს ოსტატურად ატყუებს და ძლიერი პასით აწოდებს ბურთს თვრამეტიანს.
ჩემი სხეულიც მის სხეულთან ერთად იწევა ჰაერში სინქრონულად და ფეხზე წამომდგარი,შოკურ მდგომარეობაში მყოფი შევცქერი დატრიალებულ კადრებს.გულის მუშაობაც ისე ნელა მიმდინარეობს,როგორც თვითონ ბურთზე ფეხის შეხების მომენტი.
გოლი ისეთი დარტყმით გააქვს თავად,რომ ამბობდა,ყველას არ შეუძლიაო და მოზღვავებული ენერგიით ადგილზე შემხტარი მანამ ვყვირი ხმის დაკარგვამდე,სანამ დანარჩენები გაანალიზებენ,რომ ეს მაკრატელა გოლია,ჩემი დადიანისაგან.
სითხე მაწვება თვალებში და ატირებული მკლავებით ვაფრინდები,არანაკლებ მდგომარეობაში მყოფ ნუკის.ირგვლივ ქართველების ყიჟინა და სიხარულის გამომხატველი ხმები ისმის.
გავიმარჯვეთ!
საქართველომ ესპანეთი დაამარცხა!
ცრემლიანი თვალებით კარგად ვხედავ ბიჭები როგორ ეხუტებიან ბალახზე მუხლებით დაცემულ თვრამეტიანს,ჩემს ბენდენას რომ ჩაბღაუჯებია თითებით და თვდახრილს თვალები დაუხუჭავს.
ჩემს დადიანს!
ვერ ვახერხებ მასთან მისვლას,ვიცი ახლა ამის დრო არაა,ამიტომ მორჩილი ბავშვივით მივყვები სახლში ნუკის და შინ მისვლამდე ენას ვერ ვაჩერებ.
-პირველად ვიგრძენი ასეთი რაღაც!-აღფრთოვანებული აგემოვნებს ყავას და ხელებით ემოციურად გამოხატავს შთაბეჭდილებებს.-ახლა კარგად მესმის შენი.
-გული აღარ მივარგა.
-არ დაურეკავ?
-თვითონ დამირეკავს.
-ვინ დაგირეკავს?-დედაჩემი შემოდის სამზარეულოში და თავზე მკოცნის წამიერად.-არ გშიათ გოგონებო?
-ღამის ორი საათია,დედა.
-აუ,მე მშია, ნინჩ.-ნუკი დედაჩემთან ერთად ძვრება თავით მაცივარში.მეცინება მათ შემხედვარეს.
"ჩამოხვალ?"-მომდის ტელეფონზე სმსი და ავტომატურად ვიბადრები.შეფარვით შევყურებ მოსაუბრეებს და ჩუმად ვტოვებ სამზარეულოს.
"ჩაგეხუტები და წავალ"-მოდის შემდეგი სმსი.მის ქურთუკს ვიცვამ,ჩემს მეორე ბენდენას,ოღონდ ამჯერად ლურჯ ფერს,ჯიბეში ვიდებ და უჩუმრად გავდივარ გარეთ.
ყავარჯენი აღარ გამხსენებია,მაგრამ ამის მიუხედავად მაინც კისრისტეხვით ჩავდივარ კიბეებზე და გარეთ გასულს ეგრევე მანქანაზე მიყუდებული დადიანი მეჩეხება თვალებში.ჩქარი ნაბიჯით მივიწევ მისკენ და ჩემს ჩასხუტებლად გამზადებულ ხელებს შორის ვეხვევი კომფორტულად.
-არც თუ ისე ძნელი ყოფილა ჰაერში ახტომა,ხომ ხედავ?
-მოგებაზე მეტად,შენი ეგ ემოციები მინდოდა!-მჭიდროდ მხვევს ხელებს წელზე და ცხვირით მიძვრება თმებში.-ანე,მომენატრები.
-მალე ჩამოხვალ,თან გამარჯვებული.არც ისე ბევრია,სამი დღე.-მის არომატულ ყელში ჩამძვრალი ვებუტბუტები და სასიამოვნო სურნელს ვპარავ.-კაი რა,ბერძნების დამარცხებას რაღა უნდა?!
-ვგიჟდები ჩემში ჩემზე მეტად დარწმუნებული,რომ ხარ.
-ნახე რა მაქვს.-ვშორდები და ცხვირწინ ვუფრიალებ ლურჯ ბენდენას.-ეს შენია!
-ერთი წაგართვი უკვე.-გადაღლილი თვალებით მესაუბრება და გაღიმებას მაინც ახერხებს.-ეგ შენი იყოს.
-მე მინდა,რომ შენ გქონდეს.-ხელიდან ვიხსნი და ყელზე ვუმაგრებ.საოცრად უხდება ან მე მეჩვენება ასე.
როგორც სჩვევია ისე მკოცნის ჯერ შუბლზე,მერე ლოყებზე და ბოლოს ტუჩებთან ჩერდება თავისი ცხელი სუნთქვით.
-მინდა რომ ბედნიერი იყო.-არ მკოცნის,არ მეხება,უბრალოდ მიწვევს.-მინდა რომ წლების შემდეგ,ზუსტად ისე გჯეროდეს ჩემი,როგორც ახლა.-ხანგრძლივად მეკრობა ტუჩებზე და ისედაც ცეცხლმოკიდებულ სხეულს,სულ აალებს.
ესპანეთთან და საბერძნეთთან შეხვედრის შემდეგ,ზუსტად ის მოხდა რასაც ისედაც ყველა მოელოდა.მსოფლიო დონის კლუბებმა გამოიჩინეს ინტერესი მის მიმართ.სოციალურ ქსელებში ყოველი მეორე პოსტი ანდრო დადიანის შესახებ გვამცნობდა ინფორმაციებს.სიამაყით აღსასვსე ვათვალიერებდი მის ყველა სიახლეს და თან ვგრძნობდი,როგორ ძლიერ მენატრებოდა.ბერძნებთან ანგარიში 1-1 დასრულდა,მაგრამ ჩემთვის მაინც გამარჯვებულად ითვლებოდნენ ჩვენები.ხელიდან არ მოუხსნია ჩემი არცერთი ბენდენა.
მარჯვენაზე ვარდისფერი,მარცხენაზე ლურჯი უმშვენებდა მაჯებს და მიუხედავად საშინელი ფერების კონტრასტისა,რაც მართლა უგემოვნოებას ქმნიდა ერთი შეხედვით,მაინც საოცრად მელამაზებიდა ფერადი ნაჭრები მის ხელებზე.
ორი კვირა გავიდა ზუსტად,რაც საბერძნეთიდან ჩამოვიდა,მაგრამ იმდენად გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა,ვერცერთხელ მოახერხა ჩემი ნახვა.დამირეკავდა,მომიკითხავდა და მერე მალევე მითიშავდა.ხასიათი გამიფუჭდა,რამაც ყველაფერზე ერთდროულად იმოქმედა.არავის ნახვა არ მინდოდა,ერთადერთი ლექციებს ვესწრებოდი მხოლოდ,ეგაა და ეგ.ნუკი თუ შემომივლიდა ხანდახან,ამ ყველაფერს გოგლიკომაც დაუმატა თავისი,კიდევ ერთი თვე ვერ ჩამოვალო და საბოლოოდ წამიხდა ყველაფერი.
-ანეშკა,ბავშვებთან ყველაფერი რიგზეა?-დედაჩემი თან ტანსაცმელებს ათვალიერებს,თან მესაუბრება.მთელი დღე სახლში ხარო ამიჯანყდა დილით და ძალით გამომიყვანა სახლიდან.
-კი.რატომ მეკითხები?
-ამ ბოლო დროს დაბნეული დადიხარ.-ვირთხისფერ პერანგს ხელში ატრიალებს.-მაგრამ ცვლილებებსაც ვხედავ.მომწონხარ ასეთი.
-კარგია გულზე შვება,არა?
-კარგია როცა შვილს მომღიმარს ხედავ და ისე ნუ მესაუბრები,თითქოს შენი ბედნიერება არ მიხაროდეს.-ნერვებმოშლილი მპასუხობს და საჩქაროდ აბრუნებს საკიდს თავის ადგილას.-გაიგე,რა გითხარი?
-გავიგე.-ვუთხარი უემოციო ტონით და ყავარჯენზე დაყრდნობილმა მეორე სექციაში გავალაჯე დიდი ნაბიჯებით.
-მოიტეხ კისერს.-მომაძახა უკნიდან.
გაუგებარი სიტყვები წავიბურდღუნე და ისე დავიწყე ჩემთვის ყველაზე უაზრო პროცესი-ტანსაცმელების დათვალიერება.მესმოდა "ზარა"-ს კონსულტანტი გოგონები,როგორ ზედაპირულად საუბრობდნენ ქართულ ფეხბურთზე და მათი საუბარი იმდენად სასაცილო მეჩვენა,აღარ მომისმენია.
მერე ანდრო დადიანიო,ახსენეს წამიერად და მეც თავისით დამეცქვიტა ყურები.
-ეგ ისაა,ჩვენი მართა რომ მოსწონდა.-ვიღაც "ზააან" ძერსკი ხმით საუბროს ჩემს ანდროზე და თან რაღაცებს აბრალებს.კაბების სექციას მივუყვები უინტერესოდ და მათ მოსმენას ვაგრძელებ.
-აუფ,მართას რომ ცოდნოდა ასეთი მომავალი ჰქონდა,ხელიდან გაუშვებდა გგონია?
-მაგას დღემდე მოსწონს ეგ ბიჭი.რანაირი თვალებით უყურებს ხოლმე,ვერ ამჩნევ?
სისხლმა ამასხა ტვინში სიბრაზისგან და ეჭვიანობისგან.პატარა ბავშვივით მეწყინა,ჩემამდე ვიღაც,რომ მოსწონდა და ხელებში მოქცეულ კაბის მატერიას ისე მოვუჭირე თითები,ფრჩხილით გავხიე.გაფხრეწის ხმამ ავისმომასწავებლად გაიჟღერა სივრცეში,რაც არცერთ მათგანს არ გამოჰპარვია და უკვე მოახლოებულებს,ძალით გავეღრიჭე.
-ჯანდაბა!ვიყიდი!-წარბი მაღლა ასწია ერთ-ერთმა,აქაოდა კაი ხო არ მატყუებო.შეტრიალდა და ფეხსაცმელების კაკუნით გაეცალა ტერიტორიას.
-სახედარი!ნამდვილი სახედარი!-გულმოსულმა დავხედე კაბას.არ გამოიყურებოდა ცუდად,სხვათა შორის.ჩვეულებრივი საგაზაფხულო კაბა იყო,კრემისფერი მუქ მწვანეში გაწყობილი და დიდი დაკვირვების შემდეგ მელამაზა კიდეც .არასდროს მიყვარდა კაბები,თამაშში ხელს მიშლიდა ხოლმე,მაგრამ განვითარებული მოვლენების გამო,ჩემმა კარადამ ევოლუცია განიცადა და რამდენიმე კაბაც გამოჩნდა ტანსაცმლის რიგებში.სალაროში კაბის საფასური გადავიხადე და მას შემდეგ,რაც დედაჩემმა მთელი სავაჭრო ცენტრი მოიარა,სახლში დავბრუნდით.
-რა იყო გოგო შენ,სულ გადაგვარდი?-ტელეფონში ჩამყვირის მიშო.
-ნუ ღრიალებ რა.-გამოღვიძებული თვალებს ვისრეს და საწოლზე წამომჯდარი გავცქერი ფანჯრიდან ახლად ამოწვერილ მზეს.-ნორმალური ხარ?დილის 6 საათია,მიშო!
-მერე ბიძია,ჩვენ ახლა ვიწყებთ ცხოვრებას.-ხითხითებს იდიოტი.-ბიჭები იყვნენ გუშინ ჩემთან და იმენა გადავათენეთ,ტო.
-ვინ ბიჭები?-პასუხის მოლოდინში ვიძაბები.
-ჩვენები და რავი...დანარჩენები არ გეცოდინება.-ტელეფონს დებს სადღაც და ოთახში ბოდიალს იწყებს,შორიდან ჩამესმის მისი ხმა.-ააა,კიდევ ანდროც იყო.
-ანდრო?-სასოწარკვეთა მეპარება ბგერებში.
-ხო,შენი ანდრო.-რაღაც უვარდება ხელიდან.ლეწავს.-ფუ,ამის!...გამოხვალ დღეს ჩემთან?
-არ ვიცი,ვნახოთ და მიდი მიხედე მაგას.-სასწრაფოდ ვკიდებ ყურმილს და პირიდან ამომავალი ბგერების შეკავების მიზნით ბალიშში ვრგავ სახეს ძლიერად.
მთელი დღე ყოყმანის შემდეგ ვიღებ გადაწყვეტილებას და მიშოსთან წასასვლელად ვემზადები.ბავშვები მომენატრნენ და მათი ნახვაც მინდა,თან გარეთ გასვლა არ მაწყენდა.
-რა ლამაზი ხარ,დე.-კარების ჩარჩოს მიყრდნობილი დედაჩემი მათვალიერებს ღიმილით.-თმები გაიშალე.
-ასე?-მხრებზე ვიყრი სწორ თმებს და სარკეში ჩემს თავს ვათვალიერებ.ის კაბა მაცვია,გუშინ ფაქტობრივად ძალით,რომ "შემეტენა" და გულში მადლობასაც ვუხდი ღმერთს.ჩემს ტანზეა!
-კი,ეგრე.ხორცისფერი ან ძალიან ღია ვარდისფერი ტუჩსაცხი სცადე,აბა.
-კარგი,ვცადოთ.
მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ,ყველანაირი ტონალების და ჰაილაითების გარეშე.ზოგადად მაგათ გარეშეც ლამაზი ვარ,ეგრე მგონია და მონუსხული ვტრიალდები სარკის წინ.
-აუ,თანდათან ნუკის ვემსგავსები.მინდა საკუთარ ანარეკლს ვაკოცო სარკეში.
ორივეს სიცილი გვიტყდება და უჩვეულოდ გამხიარულებული გამოვდივარ სახლიდან.
მიშოს ბინის კარებთან ვდგავარ ყავარჯენზე დაყრდნობილი და ველოდები როდის ინებებს გამობრძანებას.თითს აუღებლად ვაჭერ ზარს და ნერვებმოშლილი ის ისაა ყვირილის რეჟიმე გადასვლას ვაპირებ,კარებს არც მეტი,არც ნაკლები ანდრო მიღებს დადიანი.
მონატრება,ბრაზი,რისხვა,ყველაფერი ერთდროულად მახრჩობს მისი დანახვისას და იმაზეც ნერვები მეშლება,გული საგულედან ამოხტომას,რომ ლამობს.გაშტერებულს,კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებს ტუჩებზე და ვხედავ როგორ მჭამს თვალებით.გვერდს მაინც უხმოდ ვუვლი და ყველანაირი მისალმების გარეშე შევდივარ ჩემი საყვარელი ადამიანებით გაძეძგილ მისაღებ ოთახში.
-ეჰე,ბანძებო!დედიკო თქვენთანაა!-განზე ვშვლი ხელებს და ცერემონიულად ვუდგები წინ ყველას,თუმცა ვხედავ როგორ ეშლებათ სახიდან ღიმილი და მზერა ჩემს უკან და ცოტა გვერდით გადააქვთ.თავს ვატრიალებ და ორად მოკეცილ,კედელზე ხელით მიყრდნობილ დადიანს შევყურებ გაოცებული.
ღმერთო მიშველე,ყავარჯენი მომირტყამს!ხომ ვიძახდი ვიღაცას იმსხვერპლებს-თქო?!
-ბოდიში,ბოდიში,ძალით არ მინდოდა.-ვეჭრები,ხელებს ვაშველებ.ღრმად სუნთქავს და სახეზე ოდნავ წამოწითლებული პასუხსაც ვერ მიბრუნებს.
-დატოვა კაცი უცოლ-შვილო.-ხარხარებს თომა.
-ნუ ხარ იდიოტი,რა!-ვუბღვერ ყველას ერთად და ისევ ანდროს ვუბრუნდები.-კარგად ხარ?
გაცინება მინდა,ვერ ვიცინი.მართალია გამბრაზებული ვარ,ნაწყენიც და პირველივე შესაძლებლობაზე შემიძლია ვცემო ყველაფრის გამო,მაგრამ ეს არ დაუმსახურებია.
-კარგად ვარ,ანე.-წელში სწორდება და ისე მპასუხობს,ჰაერს ძლივს ითქვამს.
-თამაშს ხომ შეძლებს?-ყელს იგრძელებს მიშო.მეცინება,სულ,სულ ოდნავ და მაინც ახერხებს ჩემი ღიმილის დაჭერას.წამსვე მერეცხება სახე.
ხელში მკიდებს ძლიერად თავის ტორს და ფაქტობრივად ძალით მიმათრევს დივნებისკენ.თავის გვერდით მსვავს,არ ვაპროტესტებ.
-მაგარი შემოსვლა გქონდა.-ნუკი იცინის ჩუმად და ჩიფსებს ახრაშუნებს.
-შენთვის ოდესმე მითქვამს,რომ საშინელი ჭამის მანერა გაქვს?-ვუჩურჩულებ.
-არა.-პირგამოტენილი მპასუხობს.
-ხოდა,ახლა გეუბნები.-თვალებს ვუბრიალებ და ერთმანეთში მოსაუბრეებს თვალ-ყურს ვადევნებ.ტელევიზორში სპორტულ არხზეა გადართული და იქედანაც დადიანი მიმზერს.ღმერთო!ეს ბიჭი ტანჯვად მომივლინე?!პულტს ვწვდები და ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ,აქაც დადიანი.მეორე არხზეც,მესამეზეც და მეოთხეზეც ეგაა,ინტერვიუებს იძლევა ბიჭი და ჟურნალისტებს თვალისმომჭრელად უღიმის.გაცეცხლებული წითელ ღილაკს ვეჯაჯგურები და სასწრაფოდ ვთიშავ,თან ჩემზე მოშტერებულ ცხრა კაცის მზერას არ ვიმჩნევ.
-რა?
-აა...არაფერი.-კოპებშეკრული თომა მპასუხობს და მალე ყველა ისევ ჩემთვის გაურკვეველ თემებზე საუბარს განაგრძობს.
საერთოდ არაფერი არ მესმის,ვერაფერს ვიგებ.
თავი აქვს მოტრილებული ჩემსკენ და დაჟინებული ცქერით ცდილობს დამაბნიოს.ერთადერთი რაც ახლა მაბნევს მისი ფეხის თამაში და ნუკის ყურისწამღები,პირის ცმაცუნის ხმებია.
მოულოდნელად იხრება ჩემსკენ,ცხვირისწვერით მეხება თმებზე და ღრმად ისუნთქავს ჰაერს.ადგილზე ვიშმუშნები,კიდევ კარგი არავის სცალია ჩვენთვის,თორემ უთუოდ ავწითლდებოდი.
-მიბრაზდები?
-კი.
-აივანზე გელოდები!-შეუვალი მკაცრი ხმით მეუბნება,ფეხზე დგება და უკან მოუხედავად ტოვებს ოთახს.უხერხულად ვუღიმი ბავშვებს და უკან მივყვები ვაჟბატონს.
აივანის მოაჯირებზე მიყრდნობილი ესაუბრება ვიღაცას და მალევე უთიშავს,როგორც კი მხედავს.
-საბერძნეთთან მოგება შეგეძლოთ!-ვახლი ეგრევე და გვერდით ვუდგები.თავისებურ გრილ სურნელს უჩუმრად ვპარავ და ფილტვებს მთლიანად სასიამოვნო არომატით ვივსებ.
-სამი მატჩი გვქონდა,თითქმის ზედიზედ,ანე!-შუბლი ეჭმუხნება უკმაყოფილებისგან.ამ დროს ნაოჭები უჩნდება ხოლმე სწორ წარბებს შორის და მეც ყოველ ჯერზე,მათი შეხების სურვილით ვიწვი.
-მომეჩვენა,რომ მოდუნდით.
-არანაირად და არ გეგონოს,ვერ ვხვდებოდე ახლა მაგ სიტყვებს,ჩემზე ბრაზი,რომ გალაპარაკებს.-მაჯის საათზე დროს ამოწმებს.იმავე ხელზე ჩემი ლურჯი ბენდენა უკეთია,მგონი არც იხსნის.-წავედით!ზედმეტი საუბრების გარეშე!
ძალით მავლებს ხელს და სახლიდან ისე გავყავარ,ბავშვებს არაფერს ეუბნება.
-ღვედი შეიკარი!-ჩემს ყავარჯენს მაჩეჩებს ხელებში და მანქანას ძრავს.მთელი გზა არცერთი ვიღებთ ხმას,მე განგებ არ ვესაუბრები გაბრაზებული ვარ,თვითონ არ ვიცი რას ფიქრობს.
ბიბლიოთეკის ქუჩაზე აჩერებს მანქანას,ოღონდ შედარებით მოშორებით.
-ფეხით გავიაროთ.
მასთან ერთად გადავდივარ მანქანიდან,ყავარჯენს ვეყრდნობი და მის გამოწვდილ ხელს,ყოყმანით ვუყურებ.
-გინდა იმ ბანალურ წყვილებს დავემსგავსოთ,რომლებიც ყველგან ხელიხელ ჩაკიდებულები დაიდან გიჟებივით?-გული მიფართხალებს.პირველად ვსაუბრობ ჩვენზე,როგორც წყვილზე.ნელა ვუახლოვდები და მთელი ძალით ვეჭიდები თითებზე.გულზე მიკრავს მჭიდროდ და ისე აგრძელებს ჩემთან ერთად დაცარიელებული ვიწრო ქუჩის გავლას.
-რაღაცნარად ლამაზია ეს ქუჩა.
-ყველაზე მეტად მიყვარს აქაურობა.-თავზე მკოცნის და ხელს მაშველებს.ხვდება სიარული მიჭირს.-იცი?პირველად,რომ დაგინახე,უცნაური რაღაც ვიგრძენი.
-მაინც?
-არ ვიცი,ბნედა დამეცა.-თავის თავზე ეცინება.-გოგო რომ ვყოფილიყავი,აუცილებლად შენ ვიქნებოდი.
-ვერ იქნებოდი,ანდრო.შენ შეგიძლია შენს მიზნებს მიაღწიო,ოცნებები აისრულო.ჩემთვის კიდევ ისიც დიდი საქმეა,ახლა რაც შემიძლია.
-მე შენ რა გითხარი?-კოპებშეკრული დამცქერის ზემოდან.
ნელა მივუყვებით მისტიურ,ფილებით მოქირწყლულ ქუჩას.საოცარი სიმშვიდეა ჩემშიც და ირგვლივაც.-ყველაზე წრფელი,ჯერ კიდევ შენშია.ოპერაციის შემდეგ,ჩვეულებრივად შეძლებ სიარულს და თამაშსაც.
-შ...შენ რა იცი?
-ვიცი რომ არ კეთდება 23წლამდე.
-ვინ გითხრა?
-გავიგე.-თვალებს ატრიალებს ზემოთ-ქვემოთ.-რატომ მალავ?ვერც მალავ!
-არ მიყვარს მაგაზე საუბარი.-მოკლედ ვუჭრი და ვანიშნებ,აღარ გააგრძელოს.
-კარგი,მაგრამ...
-მაგრამ.
-მომენატრე.-ჩერდება მოულოდნელად და ის ყორნისფერი თვალებიც მთლიანად ებინდება ბრჭყვიალეებით.თითებით მეფერება სახეზე და მსუბუქად მაკრობს ტუჩებს ცხვირზე.-ნუ იქნები ჩემზე გაბრაზებული.მე სულ მახსოვხარ,ანე.სულ...-ისევ აგრძელებს ჩემთან ერთად სიარულს.
-შეგეძლო დაგერეკა.
-და ახლა,რაც უნდა გაჩვენო ის,ისეთ განცდებს ვეღარ გაგიღვიძებდა.
-რას?-გული მიფართხალებს მოლოდინში.
-გაიხედე,აბა.-თავით მანიშნებს ჩემს უკან სივრცეზე და ღმერთო!უკვე ვიცი რა შეიძლება დამხვდეს იქ.ვუღიმი,ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფას შენაძენს გულწრფელი ღიმილით ვუღიმი და ნელა ვტრიალდები ბიბლიოთეკისკენ.

“დადიანის ანე”

წარწერა დიდი მწვანე ასოებით იწონებს თავს კარების ზემოთ.



№1  offline წევრი widowed ellie

Nuki-rocks
ელი,ეს რომ წავიკითხე,ხან ამეტირა და ხანაც გამეცინა.ადამიანური ნაკლოვანებებიც იყო წარმოჩენილი და სიკეთეებიც.აი,ვისიამოვნე და ჩემი ივა შევიყვარე (აზრი არ აქვს, რაც არ უნდა მედაო,მაინც ივაა ჩემთვის,ეგრე გავიცანი).ეს ის მოთხრობაა, რომელშიც არც ერთი პერსონაჟის მიმართ ვყოფილვარ გულგრილი და ყველას ბედ- იღბალი მაღელვებდა.
რატომღაც,ეს ამბავი ძალიან ახლოს მოვიდა ჩემამდე,იცი ეგეც. გეცოდინება.
მომწონს ეს ამბავი ასე და გაგრძელებაც მსურს,მაგრამ მანამდე ჩემი მათე დაამთავრე,მოწილედ რომ მხოლოდ დადეშქელიანს ვცნობ,მეტს ვერავის ავიტან.
აუუ,რა ემოციები იყო,როგორ მაცინე, გამითბე გული და ამატირე..
ვვამაყობ შენით!
წარმატებებს გისურვებ და კეთილი იყოს შენი მობრძანება,ბ.ბ.

❤❤❤❤❤❤

კი ბატონო!შენი ივა არის შენი ივა,როგორც მათე!! დდდდ მე ვიზზზოდი,რომ მოგეწონებოდა,მაგიტომაც მაიძულე დადება და ისიც ვიცი,რატომ მოვიდა შენამდე ყველაზე კარგად ეს ისტორია.აიი ნოუუუ გირლ,აი ნოუუ!!არ გეგონოს ვერ ვამჩნევდე.იმ მეორეს დავასრულებ და მერე “იასნად”შევაგდოთ,უბრალოდ ხომ იცი რა მოუცლელი ვარ?დდდდდ
მადლობა ამ სიტყვებისთვის,დანარჩენი გავაგრძელოთ სახლში!!დდდდდ<33333333

 


№2  offline წევრი DramaLama

კითხვა, რომ დავიწყე თავიდანვე ვიგრძენი, რომ რაღაც ღირებულს წერდი. თავიდანვე ვიგრძენი როგორია როცა შინაგანად გატეხილი ხარ, როგორია როცა ოცნებებისთვის ზურგის შექცევა გიწევს. მერე ივა-ანდრო გამოჩნდა და კი იცი, როგორ მოიგო ჩემი გული ❤ დასასრული კი ისეთი ემოციური იყო, როგორსაც მოველოდი. არც ერთი წამით არ გამცრუებია იმედი ❤ ამეტირა კიდეც ????❤ ამ პატარა მოთხრობით გული გამითბე და უჟმური დღე გამილამაზე ❤

 


№3  offline წევრი widowed ellie

DramaLama
კითხვა, რომ დავიწყე თავიდანვე ვიგრძენი, რომ რაღაც ღირებულს წერდი. თავიდანვე ვიგრძენი როგორია როცა შინაგანად გატეხილი ხარ, როგორია როცა ოცნებებისთვის ზურგის შექცევა გიწევს. მერე ივა-ანდრო გამოჩნდა და კი იცი, როგორ მოიგო ჩემი გული ❤ დასასრული კი ისეთი ემოციური იყო, როგორსაც მოველოდი. არც ერთი წამით არ გამცრუებია იმედი ❤ ამეტირა კიდეც ????❤ ამ პატარა მოთხრობით გული გამითბე და უჟმური დღე გამილამაზე ❤


მიხარია❤️❤️❤️მადლობა შენ!!უჟმური დღეები არ გვაწყობს!!ჩააძაღლე !დდდდდ

 


№4 სტუმარი ფიონა

ეს ისტორია ჩემი მოთმინების გამოცდა იყო რომელსაც ვერ გავუძელი.. მომიღო ბოლო. აქამდეც ძლივს მოვღოღდი რომ უკომენტაროდ არ წავსულიყავი...
ნუკის ნაწერი წავიკითხე და არც იმან ქნა მთლა სახარბიელო...

მაგრამ ეს... ეს. ეს
ჯანდაბა ძალიან მაგარი იყო.
აბრაკა დაბრა და გავქრი... ისე გული კი გამისკდა..

არაა ეს სევდიანობები ჩემი და რა ვქნა..


მაგრამ მაგრამ რო დავიწყე ვეღარ მოვწყდი მივეყინე ეკრანს♥️
მაშ ას ად ამ ე... ვერი კარგი ვოზ(-:♥️❤️

 


№5  offline წევრი widowed ellie

ფიონა
ეს ისტორია ჩემი მოთმინების გამოცდა იყო რომელსაც ვერ გავუძელი.. მომიღო ბოლო. აქამდეც ძლივს მოვღოღდი რომ უკომენტაროდ არ წავსულიყავი...
ნუკის ნაწერი წავიკითხე და არც იმან ქნა მთლა სახარბიელო...

მაგრამ ეს... ეს. ეს
ჯანდაბა ძალიან მაგარი იყო.
აბრაკა დაბრა და გავქრი... ისე გული კი გამისკდა..

არაა ეს სევდიანობები ჩემი და რა ვქნა..


მაგრამ მაგრამ რო დავიწყე ვეღარ მოვწყდი მივეყინე ეკრანს♥️
მაშ ას ად ამ ე... ვერი კარგი ვოზ(-:♥️❤️


მადლობაა,გულით მიხარია თუ შევძელი და ის ემოციები მოვიტანე,რაც იდეაში მქონდა.❤️❤️

 


№6  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

კარგი ხარ! ❤❤

 


№7  offline წევრი widowed ellie

პენელოპე
კარგი ხარ! ❤❤

ქეით❤️❤️

 


№8  offline წევრი utsnobi

ძალიან კარგია მაგრამ საშინლად არ მეყო

 


№9  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან კარგი, იყო ძალიან. ყოველთვის სასიამოვნოა მონათესავე სულის პოვნა, როცა უთქმელად გგრძნობენ. რასაც ადამიანის წამოდგომა და დაცემაც შეუძლია, ანეს გაუმართლა ანდროს სახით, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი ისტორია იყო, ძალიან მომეწონა,

 


№10  offline წევრი widowed ellie

utsnobi
ძალიან კარგია მაგრამ საშინლად არ მეყო

ვფიქრობ მეორე ნაწილი დაიწერება დდდ❤️

Daldoni Daldoni
ძალიან ძალიან კარგი, იყო ძალიან. ყოველთვის სასიამოვნოა მონათესავე სულის პოვნა, როცა უთქმელად გგრძნობენ. რასაც ადამიანის წამოდგომა და დაცემაც შეუძლია, ანეს გაუმართლა ანდროს სახით, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი ისტორია იყო, ძალიან მომეწონა,


მადლობა რომ ზუსტად მიხვდით ამ მოთხრობის მთავარ სათქმელს❤️❤️❤️მიხარია

 


№11  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

მაგარი გოგო ხარ!

 


№12  offline წევრი widowed ellie

Gossipy girl
მაგარი გოგო ხარ!


ლიზა❤️მადლობა!

 


№13 სტუმარი სტუმარი ნენე

ძალიან კარგი იყო მართლა.

 


№14  offline წევრი widowed ellie

სტუმარი ნენე
ძალიან კარგი იყო მართლა.

❤️❤️

 


№15  offline წევრი ტესსა

მართალია არ იყო ჩემი თემატიკა...ფეხბურთი და მე არც ისე კარგად ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ ამის წაკითხვის შემდეგ თითქოს რაღაც სხვა შეგრძნებები მეწვია და გავიაზრე რომ შეიძლება რაღაც ჰობი ან საქმიანობა ადამიანისთვის სიცოცხლეზე მეტიც კი იყოს...
ბოლო ჯამში ძალიან მომეწონა, მომეწონა შენი წერის მანერა. თან თითქოს უბრალო, თან განსხვავებული და ახლებური...კარგი იყო ვისიამოვნე...
გაგრძელება ურიგო არ იქნებოდა, თავიდან თითქოს ანეს გოგლიკოსთან უფრო ვშიფავდი და ძაან მიანებე ბოლოში მაგ პერსონაჟს თავი...
მოკლედ ბევრ რამეზე შეიძლება დაფიქრება და კიდევ! არასოდეს თქვა არასოდეს და იყავი შენს თავში დარწმუნებული. ანეც თუ მოინცომებს, როგორც დადიანი იტყოდა, ყველაფერი გამოუვა...
წარმატებები <3

 


№16  offline წევრი widowed ellie

ტესსა
მართალია არ იყო ჩემი თემატიკა...ფეხბურთი და მე არც ისე კარგად ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ ამის წაკითხვის შემდეგ თითქოს რაღაც სხვა შეგრძნებები მეწვია და გავიაზრე რომ შეიძლება რაღაც ჰობი ან საქმიანობა ადამიანისთვის სიცოცხლეზე მეტიც კი იყოს...
ბოლო ჯამში ძალიან მომეწონა, მომეწონა შენი წერის მანერა. თან თითქოს უბრალო, თან განსხვავებული და ახლებური...კარგი იყო ვისიამოვნე...
გაგრძელება ურიგო არ იქნებოდა, თავიდან თითქოს ანეს გოგლიკოსთან უფრო ვშიფავდი და ძაან მიანებე ბოლოში მაგ პერსონაჟს თავი...
მოკლედ ბევრ რამეზე შეიძლება დაფიქრება და კიდევ! არასოდეს თქვა არასოდეს და იყავი შენს თავში დარწმუნებული. ანეც თუ მოინცომებს, როგორც დადიანი იტყოდა, ყველაფერი გამოუვა...
წარმატებები <3


მადლობა შენ,რომ საკუთარი აზრი გამიზიარე.❤️გოგლიკო და ანე კარგი მეგობრები არიან,მაგრამ არ გამკვირვებია შენი მოლოდინი დდდდ რაც შეეხება გაგრძელებას,მგონი იმდეს იზამთ დამაწერინებთ????❤️❤️

 


№17  offline წევრი widowed ellie

მარიამი-მარი
ვიცინე, ცოტა ვიტირე კიდეც... კარგი იყო, კითხვის დროს ბევრი ემოცია დავიჭირე საკუთარ თავში და მაინც... პირადად ჩემთვის ,,თუ გაბედავ" ფავორიტია, ჯერ-ჯერობით...

ამ საიტზე მწერლებს ხშირად არ ვეუბნები ამას, მხოლოდ ერთისთვის მაქვს ნათქვამი, მაგრამ ახლა შენც უნდა გითხრა, რომ შენი წერის სტილი ძალიან მომწონს... ხშირად მაქვს ისეთი შემთხვევა როცა ვკითხულობ და შინაარსი მომწონს, მაგრამ წერის სტილი წაიკოჭლებს ხოლმე :დ
შენს შემთხვევაში ვერაფერს დაგიწუნებ, მე მომწონს და სხვა არვიცი...
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ახალ ისტორიას მოუთმენლად ველოდები და წარმატებებს გისურვებ ელლ♥️♥️


საყვარელოო❤️❤️ მიხარია თუ მოგეწონა და მგონი მალე ახალი ისტორიით მოვალ. დდ❤️ ვნახოთ აბა,როგორ ვიმუშავებ დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent