შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნდა


6-04-2021, 13:38
ავტორი Life is beautiful
ნანახია 1 185

ზაფხულია...
დღეს 13 აგვისტოა...
შვიდი წელი გავიდა...
მენატრება? კი ძალიან. მაგრამ უკვე იმდენი დრო გავიდა მისი წასვლიდან აღარც მახსოვს როგორი იყო, ( სურათებით ვიხსენებ) მაგრამ მახსოვს მისი სუნი. არასდროს დამავიწყდება... სიგარეტის და კანის სუნი. არასდროს არ ხმარობდა რამე სუნამოს.
ამ სახლში, მასთან ერთად ხუთი წელი ვიცხოვრე, მაგრამ არ იყო საკმარისი.
არ მეყო!
არ გვეყო და ვიცი არც მას ეყოფოდა.
რომ შემეძლოს ვეტყოდი რომ...
არ ვიცი რას ვეტყოდი. ვიცი რომ მასზე ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ მისით სულ ვამაყობდი.

"მიყვარხარ მამა"


"" "" "" "" "" ""
ზამთარია...
31 დეკემბერია... მცივა.
რამდენიმე წუთში, ახალი წელიც მოვა. გარეთ სიცივეა, მაგრამ ადამიანების გულებში თბილა და უხარიათ. იმედით უყურებენ მომავალს.
მე? მეც მაქვს იმედი! ფანჯრასთან ვზივარ, სანთელი მინთია და ვლოცულობ. უფალს ვთხოვ, მოხდეს სასწაული და დამიბრუნოს ადამიანი, ვინც წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ახალ წელს ხომ სასწაულები ხდება?


"დაბრუნდი!"


"" "" "" "" "" ""
თვალები დახუჭული მაქვს.
მაგრამ უამრავი წამლის სული მცებს. ჩემს თავზე როგორც ჩანს ნათურა მალე გადაიწვება, რადგან გულისგამაწვრილებლად ციმციმებს.
საავადმყოფოს მძაფრი სუნი, მორფივით მიედინება სასუნთქ არხებში და გულისრევის შეგრძნებას მიტოვებს.
ისევ მეძინება..
....
თმაზე ხელის შეხება მაღვიძებს. ისევ ის სუნია, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. ახლა მხოლოდ თმაზე შეხებააა ჩემთვის მთავარი.
თვალებს ვახელ და ვხედავ დედას, ამღვრეული თვალებით. გული მეკუმშემა. მინდა ვუთხრა :"კარგად ვარ", მაგრამ ენა მებმება და მხოლოდ თვალებით ველაპარაკები.
ალბათ ხვდება, რომ ვერ ვლაპარაკობ და თვითონ იწყებს:
-ნიკოლოზ, ნაღვლის ოპერაცია დაგჭირდა. - ტუჩები მოკუმა კიდევ ამბობდა რაღაცას, მაგრამ არ დაცალდა
ექთანი შემოდის, წვეთოვანს აკვირდება და პარალელურად მეორეს ამზადებს. იბარებს მალე მოვალო.
ექთანმა კარი გაიხურა და დედაჩემიც ფეხზე ადგა. მიბარებს "ახლავე მოვალო", აშკარად რაღაცის კითხვა უნდოდა ექთნისთვის და დაავიწყდა.
ისიც აღებს კარს და გარეთ გადის. მე უნარიც არ მაქვს რომ ვკითხო რამე მაგრამ მაინც ვერ მოვასწრებდი.
პალატაში კვლავ მარტო ვარ და ვცდილობ გავიხსენო რა მოხდა.

......მოგონება....
საკონტროლოს ვწერ..
მეზიზღემა ეს ქალი თავისი მეოცე საუკუნეში ჩარჩენილობით. (თურმე ბავშვი ყურადღებით უნდა იჯდეს და არ ფიქრობდეს არც პასტებზე! არც ფანქრებზე! მასწავლებელს შესციცინებდეს თვალებში! მოძრაობით ხმაურს არ უნდა იწვევდეს! ამ ყველაფერს კი ერთ სიტყვაში ატევს: "გაჩერდი" ან "ნუ მოძრაობ" ან "კერესელიძე კარი ღიაა" და ეს ყველაფერი მაშინ, როცა უკვე ერთ პოზაში გაჩერებული ჯდომა მომწყინდა, რადგან კისრის მალების გაშეშებას უკვე საგრძნობლად ვუჩივი.)
როგორღაც დავწერე ეს თემა და რვეულის მისატანად წამოვდექი რომ სასტიკი ტკივილი ვიგრძენი, მარჯვენა გვერზე, მენჯის არეში. სიმწრისგან შუბლი დამეცვარა და ამის მერე აღარაფერი მახსოვს.
აი თურმე რა მომხდარა...
...
დედაჩემი ისევ არ ჩანს. მე კი მომწყინდა ასე უქმად ჯდომა. მინდა ტელეფონი ავიღო ტუმბოდან. ვიწევი, ვიწევი. ტკივილი მიძლიერდება და რომ უნდა ავიღო ზუსტად ამ დროს პალატაში შემოჰყავთ ბიჭი. ალბათ ჩემი ასაკის.
სძინავს.
ისევ ნარკოზშია.
მალე დედა და ვიღაც კაცი შემოდიან პალატაში. დედა ჩემსკენ მოიწევს, ის სუსტი გალეული კაცი კი იმ "მძინარასკენ".
კაცი საწოლს მიუახლოვდა, დაიხარა და ბიჭს შუბლზე აკოცა. მერე კი სავარძელში მოკალათდა.
მის გაღვიძებას ელოდა.
მივხვდი მამამისი იყო. საშინელმა, ამოუცნობმა, შეგრძნებამ მოიცვა ჩემი შიგნეულობა. შური? ბოღმა? არა. უბრალოდ, მეც მინდოდა მყოლოდა გვერდით მამა.


" ნეტავ აქ იყო, უბრალოდ იყო"


"" "" "" "" "" ""
მაისის ბოლო დღეებია.
მზე საგრძნობლად აცხუნებს. ალბათ ძალიან ცხელი ზაფხული გველის.
როგორც ყოველთვის ჩემს ფანჯარასთან ვზივარ, იმედი მაქვს იქ ისეთ ადამიანს დავინახავ, ვისაც მთელი ეს დრო პატიოსნად ველოდი.
...
ჩემს ეზოზე არაფერი მითქვია. იტალიური სტილის, ძალიან მყურო ეზოა. ახლა ბავშვები დარბიან. მე კი, არ მინდა ქვევით ჩასვლა. ბუღი ასდის ასფალტს, თან ხასიათზეც არ ვარ.
მისაღებ ოთახში გავდივარ და ფანჯრიდან ვხედავ, რომ ეზოში დიდი შავი ჯიპი შემოდის. გულმა დარტყმები, საგრძნობლად გააძლიერა და იმასაც ვგრძბობ, რა სისწრაფით მიედინება სისხლი ვენებში.
მანქნის კარი იღება და იქიდან, ჯარის ფორმაში ჩაცმული კაცი გადმოდის. სუნთქვა მიძნელდება. ფანჯარას ვუახლოვდები. ფორმიანს ვაკვირდები და იმ კაცის სახეში მამაჩემის მეგობრის სახე ამოვიცანი. ილიაა. ხო, ხო ილიააა. ის მამასთან ერთად მსახურობდა. დაბრუნდა, მამა დაბრუნდა, სადაა გადმოდი მამა, არა მე ჩავალ. დაბრუნდა...
კიბეები კისრისტეხვით ჩავიარე და ილიას მივუახლოვდი. ველოდები რომ მამა გადმოვა მანქნიდან. ჯერ მანქანას ვუყურებ მერე ილიას დაღვრემილ სახეს. არასდროს არ მინახავს გაღიმებული, მაგრამ ახლა...
ახლა სხვანაირია.
-ბიძია ილი... - ხმა მიწყდება. თვალებში სითხე მაწვება, მაგრამ ბრაზი ერევა და სახეზე სულ ვწითლდები. ის დაბრუნდა, მამაჩემი კი არა? რატომ დაბრუნდა.. მამაჩემი უნდა დაბრუნებილიყო! .. არა, არა.. მამა კარგადააა, ალბათ მალე მოვა.. კი ასე იქნება!
-მამა სადაა ,მალე მოვა? ხო მოვა? - უკვე ვეღარ ვუმკლავდები ემოციათა ნაზავს.
-ნიკალა მამაშენი... ის.. - გაშუმდა სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა. ყურები დამიგუბდაა სუნთქვა გამიხშირდა თვალები ბინდმა მოიცვა. მხოლოდ რამდენიმე ფრაზას იმეორებდა ჩემი გონება. "მამა ვერ მოვა!" "აფეთქდა"


"" "" "" "" "" ""
ზაფხულია...
დღეს 13 აგვისტოა...
რვა წელი გავიდა...
მენატრება? კი ძალიან. მაგრამ უკვე იმდენი დრო გავიდა მისი წასვლიდან აღარც მახსოვს როგორი იყო,( სურათებით ვიხსენებ) მაგრამ მახსოვს მისი სუნი. არასდროს დამავიწყდება... სიგარეტის და კანის სუნი. არასდროს არ ხმარობდა რამე სუნამოს.
ამ სახლში მასთან ერთად ხუთი წელი ვიცხოვრე, მაგრამ არ იყო საკმარისი.
არ მეყო!
არ გვეყო და ვიცი არც მას ეყოფოდა.
რომ შემეძლოს ვეტყოდი რომ...
"დაბრუნდი მამა! "
"მაკლდი მამა!"
"მჭირდები და სულ დამჭირდები მამა!"
ან უბრალოდ...
"მამა"...
მეტი რა საჭიროა. უბრალოდ ეს სიტყვა ნეტავ კიდე დამეძახა" მამა"...

"დღეს ჩემი დაბადებისდღეა მა...
მენატრები... მაკლიხარ...
მაგრამ ვუძლებ..
არ მიპატიებია.. მეგონა გაპატიებდი, მაგრამ ვერა.. ისე წახვედი რომ არ გინახივარ..
არ გაპატიებ.. მაგრამ ვამაყობ! სულ ვამაყობდი და ვიამაყებ!
უშენოდ გავაგრძელებ სიცოცხლეს, მაგრამ სულ იქნები ჩემს გულში!
არდე მითხარი: "ჩემი გული შენს გულში ფეთქავსო" ხუთი წლისა ამას რას გავიგებდი?
მაგრამ მახსოვს, რომ მითხარი და ეს მე მჭირდებოდა. მჭირდება გაგრძელებისთვის..
მიყვარხარ!....
ბიძია ილიამ მომიყვა როგორ გადაეფარე. ისიც მითხრა რა უთხარი. "მე დავბრუნდები"
ვერა მა. ვერ დაბრუნდი!
აღარ მაქვს იმედი.. შენთან ერთად მოკვდა.. "



"" "" "" "" "" ""
5 წლის შემდეგ...
ზაფხულია...
13 აგვისტო...
ნიკოლოზ კერესელიძე სრულწლოვანი გახდა. 10 აგვისტოს ჯარში გაწვევის ბილეთიც მიიღო.
მეგობრები აცილებდნენ. იმაზეც ლაზღანდარობდნენ" ხოტორა რა ტიპი იქნებაო" .. ის კი, ჩვეული სიდინჯით იღებდა, მეგობრების მორიგ იდიოტურ გამოხტომას.
მარშუტში იჯდა და ბაზისკენ მიიწევდა სხვა ახალგაზრდებთნ ერთად.
თავიდან 21 დღიანი კარანტინი უნდა ჰქონოდათ თბისისში.
ათელი საცხოვრებლისკენ წაიყვანა ოფიცერმა და უკან გაბრუნდა. ყველა ცნობდა კერესელიძეს, ეს კი მოუშუშებელ, მივიწყებულ იარას, ხელახლა უხსნიდა. ხმას არ იღებდა, მიაბიჯებდა თავისი ოთახისკენ.
საწოლთან ჩანთა დააგდო და კიდეზე ჩამოჯდა.
კარებზე კაკუნის ხმა გაისმა. არავინ ელოდა ასეთ რამეს. კარები ნელა ჭრიალით გაიღო და ინვალიდის ეტლში მჯდომი კაცი გამოჩნდა, არავის ეცნობოდა. კაცი კი გაფაციცებით ეძებდა ობიექტს და იპოვა კიდეც, ზურგშექცევით მჯდომი. ყველამ მის მზერას გააყოლა თვალი და როცა ნიკოლოზიმა ამდენი დაჟინებული მზერა იგრძნო ისიც კარისკენ მიტრიალდა. საწოლის კიდიდან ელდანაცემი წამოვარდა. გაქვავდა, გაშრა, სუნთქვა შეუწყდა. ვერ იჯერებდა. არა ნამდვილად ელანდებოდა. აბარ როგორ?
ის, აქ იყო!
თავზე ხელი, ნერვიულად გადაისვა და ირგვლივ მიმოიხადა. თითქოს თვალებით ეკითხებადა "თქვენც იმავეს ხედავთო?"
კაცი მიხვდა მისი გაკვირვების ამბავს, რომ ვერ იჯერებდა. ამას საკუთარ თავსაც ვერ პატიობდა.
ამდენი ხნით, საყვარელი ცოლ-შვილი დატოვა და სადღაც გადაკარგულში თავისი ქვეყნის სახელით იბრძოდა. რომელსაც ფეხები შეწირა. მაგრამ თავის ფეხებზე მეტად მათგარეშე გატარებული დრო ენანებოდა.
-ნიკოლოზ.. შვილო. - ვეღარ გააგრძელა.
ბიჭი ადგლის მოწყდა და მონატრებულ მამას მიეკრა გულზე.

....
მამა დაბრუნდა!....


"" "" "" "" "" ""

დასასრული.


ეძღვნება ჩემს უსაყვარლეს ადამიანს
"ე. გელ"-ს.. მიყვარხარ <3

გელით! იმედია თქვენამდე მოვიტან ყველა იმ მნიშვნელოვან განცდას და ემოციას რაც შიგ ჩავდე<3



№1  offline მოდერი თამარი აჩბა

მოიტანე, მოიტანე ჩემო კარამელო. ♥️♥️
მეწყინა
მეტკინა
ვიტირე
გამიხარდა
გამაბედნიერა

ყველა საჭირო დროს მოვიდა. ♥️♥️

კარგი იყო ძალიან.

 


№2  offline წევრი Life is beautiful

თამარი აჩბა
მოიტანე, მოიტანე ჩემო კარამელო. ♥️♥️
მეწყინა
მეტკინა
ვიტირე
გამიხარდა
გამაბედნიერა

ყველა საჭირო დროს მოვიდა. ♥️♥️

კარგი იყო ძალიან.




მოვიდა? იმედი მწონდა, მაგრამ ამ სიტყვებით სუნთქვა შემიკარი.
გამიხარდა
თავში სისხლი ამაწვა
გული ამიჩქროლდა
და ვგრძნობ ისევ ცოცხალი ვარ❤️
მადლობა შენ ამისთვის ❤️
მჭირდებოდი, შენი სიტყვებიც მჭირდებოდა! ❤️გამაძლიერა. ❤️
ჩემო თბილო და ტკბილო ♥️ რა კარგია რომ არსებობ❤️❤️(-:




ისე შეცდომებსაც დავუშვებდი აბა ისე როგორ. ხოდა გულს არ მომიკლავს თუ შემისწირებ (-:laugh
და კიდევ უფრო დიდ სტიმუსლ მომცემს❤️




უბრალოდ წრფელი მადლობა რომ იგრძენი ეს... სხვა არაფერი მინდა ❤️
უბრალოდ ბედნიერი ვარ რომ ხარ❤️

 


№3  offline წევრი Chocolate from White Hell

იცი რას ვიზამ? აქ დავწერტილდები და საღამოს აუცილებლად მოვალ. ახლა უნდა გავიქცე, მაგრამ ჩემს სულს აქ ვტოვებ!
მოვალ, ქალბატონო.

 


№4  offline წევრი Life is beautiful

Chocolate from White Hell
იცი რას ვიზამ? აქ დავწერტილდები და საღამოს აუცილებლად მოვალ. ახლა უნდა გავიქცე, მაგრამ ჩემს სულს აქ ვტოვებ!
მოვალ, ქალბატონო.




კარგი გელი<3
მაგრამ იმედია ეგ სამი წერტილი იყო და აქვს გაგრძელება :)
❤️

 


№5  offline მოდერი თამარი აჩბა

Life is beautiful
თამარი აჩბა
მოიტანე, მოიტანე ჩემო კარამელო. ♥️♥️
მეწყინა
მეტკინა
ვიტირე
გამიხარდა
გამაბედნიერა

ყველა საჭირო დროს მოვიდა. ♥️♥️

კარგი იყო ძალიან.




მოვიდა? იმედი მწონდა, მაგრამ ამ სიტყვებით სუნთქვა შემიკარი.
გამიხარდა
თავში სისხლი ამაწვა
გული ამიჩქროლდა
და ვგრძნობ ისევ ცოცხალი ვარ❤️
მადლობა შენ ამისთვის ❤️
მჭირდებოდი, შენი სიტყვებიც მჭირდებოდა! ❤️გამაძლიერა. ❤️
ჩემო თბილო და ტკბილო ♥️ რა კარგია რომ არსებობ❤️❤️(-:




ისე შეცდომებსაც დავუშვებდი აბა ისე როგორ. ხოდა გულს არ მომიკლავს თუ შემისწირებ (-:laugh
და კიდევ უფრო დიდ სტიმუსლ მომცემს❤️




უბრალოდ წრფელი მადლობა რომ იგრძენი ეს... სხვა არაფერი მინდა ❤️
უბრალოდ ბედნიერი ვარ რომ ხარ❤️

როდესაც ადამიანი შეცდემობის არსებობას თავადაც ხვდება, იქ აღარ არის რაიმეს ჩაკირკიტება საჭირო. ყოვლისმცოდნე კრიტიკოსობა შორსაა ჩემგან.
წავიკითხე, მომეწონა, განცდები გადმოგეცი.
ვსო, მორჩა, საკმარისია. :):)
მეც მახარებს შენი არსებობა. ♥️♥️♥️
მეც მიჩქრილებ ხოლმე გულს. ♥️♥️

 


№6  offline წევრი Life is beautiful

::) ♥️ (::
ხოდა ძალიანაც კარგი, თუ გიჩქარებს. ოღონდ მაინც იქონიე რამე დამამშვიდებელი, ცუდად არ გახდე❤️ :დდ

მადლობა❤️შენ ასეთობისთვის

 


№7  offline წევრი Chocolate from White Hell

გეფიცები, თვალებში სითხეჩამდგარი ვწერ ახლა ამ კომენტარს.
ზღვა ხარ, გესმის? იმ ემოციების ზღვა, რომელშიც მე ვმოგზაურობ და ის აღმაფრთოვანებს ყოველივე...სიტყვები არ მყოფნის.

ისტერიკული ტირილი და სიცილი ერთიანად ამივარდა ბოლოსკენ.
შენ მე გულს დამიფლეთ.

მიყვარს ეს ემოციები, მიყვარს შენი ყველა ისტორია და მოდი გავკადნიერდები...აი, ესე, დაუსწრებლად-მიყვარხარ შენც!

ვხარობ შენი არსით და პიროვნებით.
❤️❤️❤️...

 


№8  offline წევრი Life is beautiful

Chocolate from White Hell
გეფიცები, თვალებში სითხეჩამდგარი ვწერ ახლა ამ კომენტარს.
ზღვა ხარ, გესმის? იმ ემოციების ზღვა, რომელშიც მე ვმოგზაურობ და ის აღმაფრთოვანებს ყოველივე...სიტყვები არ მყოფნის.

ისტერიკული ტირილი და სიცილი ერთიანად ამივარდა ბოლოსკენ.
შენ მე გულს დამიფლეთ.

მიყვარს ეს ემოციები, მიყვარს შენი ყველა ისტორია და მოდი გავკადნიერდები...აი, ესე, დაუსწრებლად-მიყვარხარ შენც!

ვხარობ შენი არსით და პიროვნებით.
❤️❤️❤️...




სხვა რომ ტირის, მეც მეტირება ხოლმე...
ხომ იცი "შენ რაღა გატირებსო და ყველა ტიროდაო და მეც ავტირდიო"
ხოდა ნუ ამატირებ...
იცი?
მეც ტკივილმა დამღრნა ამას რომ ვწერდი...

სიმართლეს ვიტყვი და გეტყვი, რომ იმაზე მეტად არაფერი მახარებს, თუ სხვას "ვხედავ" ბედნიერს, ამ შემთხვევაში კი "გგრძნობ" ბედნიერს❤️
ბედნიერი... ცოტა გადახვევაა, მაგრამ მაინც. მიხარია რომ გრძნობ იმას, რასაც მე ვგრძნობ❤️
ეს ჩემთვის თავისუფლებაა...
უზომო ბედნიერება..
და ყველა სიტყვისთვის დიდი, უსაზღვრო მადლობა, ჩემო შოკოლადო ქალო❤️
შენ ჩემი ბედნიერების "ერთ-ერთი" სხივი ხარ♥️

 


№9  offline წევრი კამე

ძალიან კარგი მოთხრობაა მწარე რეალობა რომელიც შეიძლება ნებისმიერს დაემართოს
ცხოვრებაში... ზოგი სახლში ბრუნდება თავის ცოლ შვილთან ზოგი კი ბრძოლას ეწირება და მოგონებებს უტოვებს საყვარელ ადამიანებს..????
იმედი არასდროს არ უნდა დაკარგო...
ბედს უნდა შეეგუო რაც გიწერია ის არ აგცდება
იქნება ასეთი ყოფილა ღმერთის ნება...
და რაღაცას გასწავლის ცხოვრება ხომ გამოცდაა
და გამოცდებს უნდა შეებრძოლო და გაუმკლავდე
მაგრამ... ზოგი ვერ აფასებს დროზე იმას რაც აქვთ ამ ქვეყანაზე და წუწუნობენ თავის ცხოვრებაზე მერე კი... ნანობენ !!

 


№10  offline წევრი Life is beautiful

კამე
ძალიან კარგი მოთხრობაა მწარე რეალობა რომელიც შეიძლება ნებისმიერს დაემართოს
ცხოვრებაში... ზოგი სახლში ბრუნდება თავის ცოლ შვილთან ზოგი კი ბრძოლას ეწირება და მოგონებებს უტოვებს საყვარელ ადამიანებს..????
იმედი არასდროს არ უნდა დაკარგო...
ბედს უნდა შეეგუო რაც გიწერია ის არ აგცდება
იქნება ასეთი ყოფილა ღმერთის ნება...
და რაღაცას გასწავლის ცხოვრება ხომ გამოცდაა
და გამოცდებს უნდა შეებრძოლო და გაუმკლავდე
მაგრამ... ზოგი ვერ აფასებს დროზე იმას რაც აქვთ ამ ქვეყანაზე და წუწუნობენ თავის ცხოვრებაზე მერე კი... ნანობენ !!




კამელია ძვირფასო, ♥️
მადლობა რომ აქ ხარ ჩემთან..
დამაკლდი.. ♥️

მადლობა რომ წაიკითხე..
და ყველაფერში მართალი ხარ..!
მართალი ხარ რომ ბედს ვერ შევცვლით.
მართალი ხარ რომ ვერ ვაფასებთ საკმარისად რაც გვაქვს ვერ ვაფასებთ..
და სამწუხაროც ესაა.. სინდისის ქენჯნა კი ყველაზე დიდი საპყრობილეა რომლისგანაც საკუთარი თავის გარდა ვერაფერი დაგეხმარება..


მადლობა შენი ამ წრფელი სიტყვებისთვის.. მიხარიხარ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent