შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განშორება და შეყრა 2


6-04-2021, 18:25
ავტორი გაზაფხული
ნანახია 1 116

დილით უამრავი გამოტოვებული ზარი და მესიჯი დამხვდა ლევანისგან. სხვაგვარად არც ველოდი, სხვაგვარად არ შეიძლებოდა. ალბათ სახლშიც მომაკითხავდა, ტექსტიც კი ვიცი რასაც მეტყოდა, შესაძლოა იქეთაც დავედანაშაულებინე, რომ არ ვპატიობდი, თუმცა მისი ხმის გაგონება ნამდვილად არ მინდოდა. შინაგანად უკვე მეზიზღებოდა მისი სახის ყოველი ნაკვთი. ის თაფლისფერი დიდი თვალები, ღიმილის დროს ლოყაზე პატარა ნაჩხვლეტი და ნაიარევი მის შუბლზე. მის მიმართ ნდობა წამებში გაქრა და იმ წამს ვიგრძენი როგორ გახდა მანამდე კარგად ნაცნობი, ჩემი გულის დიდი ნაწილის მფლობელი, უბრალო უცნობი. სულ რაღაც ათ წამში, ან შესაძლოა უფრო ნაკლებშიც კი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი უცხო გახდა. მის მიმართ გრძნობები კი უკვალოდ გაიფანტა შემოდგომის ფოთლებივით.
მე იმ დღეს მისი დიდი ნაწილი ჩამოვიშორე, თუმცა მისი აჩრდილი დიდი ხანი არ ტოვებდა ჩემს გონებას. მან დიდი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში და დღემდე ვერ შემივსია ის ბზარები ჩემს სხეულში.
***
სახლში იმ დღის შემდეგ არ მივსულვარ. არამცთუ სახლში, თბილისში გაჩერებაც აღარ შემეძლო, მიჭერდა თბილისის ქუჩები, სულს მიხუთავდა მისი ხმა. მინდოდა გავმქრალიყავი, მინდოდა ლევანს მთელი არსებით ჩამოვშორებოდი. არ მინდოდა იმ ქუჩებთან მქონოდა შეხება, სადაც ოდესმე ერთად გვიხეტიალებია. არ მინდოდა ყოველ გამვლელში მისი ანარეკლი დამენახა და სადღაც დავმალულიყავი. არ მინდოდა სამსახურში მისვლა შემშინებოდა, რადგან მის სახეს დავინახავდი და მთელი ცხოვრება ლეკას სახლშიც ხომ ვერ გავატარებდი?! ჩემი მშობლები იტალიაში პატარა ქართულ მაღაზიას ფლობენ, თუმცა მათთან ჩასვლა პირდაპირ გამოიწვევდა ნერვიულობას, რისთვისაც ისინი ძალიან მეცოდებოდნენ, ამიტომ ანაბარზე შეტანილი ფული მთლიანად მოვხსენი, ლეკას ჩანთაში ჩავალაგე ლეკასავე რამოდენიმე მაისური და ჯინსის შარვალი და ჩემს დეიდაშვილთან გავემგზავრე ბერლინში. თუმცა თქვენთან საუბარს და ამბის თხრობას მას შემდეგ გავაგრძელებ, რაც ანოს სახლიდან გადავედი, ანუ მას შემდეგ რაც რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად დავიწყე მუშაობა და ერთ ოთახიანი ბინის ქირაობა შევძელი ანოს სახლიდან საკმაოდ შორს.
ცოტა რამ ანოს შესახებ:
ანო ჩემი დეიდაშვილია, ის ერთადერთი ნათესავია, ვისთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს. ჩემთვის ახლობლობა მხოლოდ სისხლით ნათესაობა როდია, მთავარია გულით ახლოს გყავდეს ადამიანი და სისხლს და დნმ-ს რა მნიშვნელობა აქვს. ანო ბავშვობიდან ბეჯითი გოგო გახლდათ. მაშინ როდესაც მე ხეებზე ბანაკებს ვაშენებდი, ანო მეორე დღის გაკვეთილებს ამზადებდა. დეიდაჩემიც ყველანაირად ხელს უწყობდა და თუკი ანო რაიმეს მიმართ ინტერესს გამოხატავდა, დეიდაჩემი სასწრაფოდ საუკეთესო რეპეტიტორის ძებნას იწყებდა. ასე მოხდა გერმანულზეც, ფრენბურთზეც, ცეკვაზეც, მათემატიკაზეც და კიდევ, კიდევ უამრავ რამეზე ...
გერმანული და ბერლინი შემთხვევითობა არ ყოფილა. ინგლისურის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ, ანომ გადაწყვიტა ახალ ენას დაუფლებოდა და გერმანული დიდი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ შეარჩია. სამი წლიანი მზადების შემდეგ კი გერმანულად თავისუფლად საუბარი და გრამატიკულად წერა შეეძლო. დეიდას იმდენი საშუალება არ ჰქონდა, რომ ანოს სწავლა გერმანიაში ან თუნდაც სხვა ქვეყანაში დაეფინანსებინა, ამიტომ საქართველოში ჩააბარა და გაცვლითი პროგრამით, სრული დაფინანსებით ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში ისტორიისა და კულტურის შესწავლა დაიწყო. სწავლის დასრულების შემდეგ კი გერმანიაშივე დაიწყო სამსახური და მთელი ცხოვრება ამ ქვეყანაში დაგეგმა.
ჩემი ჩასვლიდან ორი კვირა ნამდვილ ტურისტად მაქცია ანომ, დამატარებდა ყველგან, ქალაქიდან ქალაქში, მეტროდან მეტროში, ავტობუსიდან ავტობუსში. დავდიოდით ყველგან, სადაც კი ისტორიული ადგილი ეგულებოდა. დავდიოდით ფეხით და სახლში ან ჰოტელში მისულებს ტანის გატოკების ძალაც აღარ გვრჩებოდა. სიმართლე გითხრათ, ამ ორმა კვირამ ძირითადი ნაწილი გადამატანინა ჩემი შოკური მდგომარეობის. ანოც დიდად არ მეძიებოდა მომენტებში უხასიათობისა და ცრემლების შესახებ, მხოლოდ რამდენჯერმე მკითხა:
-მართა, სიყვარულის ამბებს აძლევ უფლებას ამდენად იმოქმედოს შენს მჩქეფარე სულზე?
-სიყვარულია, რაც ძალას გაძლევს, ანო, სიყვარულია რაც გამოძრავებს.
-ჩემთვის სხვა წესებია? - დანანებით ამოიოხრა - როგორ შეიძლება ერთხელ მაინც არ მყვარებოდა, ბაღშიც კი ვერავინ დაიპყრო ჩემი გული.
-კარიერას შეალიე ოცდაშვიდი წელი
-განათლებას - შემისწორა და კვლავ ამოიოხრა - მართა, რა გაგიკეთა კაცმა ასეთი, რომ ჩემთან ჩამოგიყვანა?
-ყველაზე უარესი, ჩემო ანო. ის, რაც სიზმარშიც არ დამესიმრებოდა, რადგან ჩემს გონებაში წამითაც კი არ ვუშვებდი მსგავს ფიქრებს.
-გიღალატა? - მაშინვე მიმიხვდა გულის წუხილს.
-მიღალატა - აღმომხდა და ყველა ბგერამ ერთდროულად შემოჰკრა განგაშის ზარი.
-არ ყოფილა შენი ღირსი.
-იყო დრო, როცა მეგონა, რომ ის ჩემი მამაკაცი იყო. იყო, დრო, როდესაც ჩემი სამყარო მის ირგვლივ ტრიალებდა, ახლა კი ეს სამყაროს ცენტრი განადგურდა.
-და რეალობას აქ გამოექეცი? - ანოს ტკბილი ხმა ჩემს საზარელ ამბავს ანეიტრალებდა.
-გამოვექეცი, მაგრამ ტყუილად. საკუთარ თავს, გულს, ფიქრებსა და გრძნობებს როგორ გავექცე?
-გეოგრაფიული საზღვრები ვერაფერს შეცვლის, თუმცა თვალს ახლა ბევრ ახალ ინფორმაციას აწვდი და იქნებ ერთ ღამესაც შენმა გონებამ შენი კაცი - გამომხედა - შენი წარსულის კაცი სადღაც შორს, სანაგვეზე მოისროლოს.
-ანო, ანო, არ შევყვეთ ამ საუბარს. იმ კაცმა მე გამანადგურა, ახლაც კი, როცა ფეხზე ვდგავარ და ფანჯრიდან ლუბეკის არაჩეულებრივი ხედი მეშლება, გონება იმ სადარბაზოში მრჩება, მე ისევ იმ ლიფტის კაბინიდან ვუყურები, მე ისევ მის აწითლებულ, შეშფოთებულ და შეშინებულ სახეს ვხედავ. აქედან წასვლა არ მინდა, ანო. მე ის, რომ კიდევ ერთხელ ვნახო ალბათ მოვკვდები, როგორმე აქ უნდა გავჩერდე.
-მე ყველაფერს გავაკეთებ, ჩემო ძვირფასო. ყველაფერი ჩვენს ხელშია.
-ყველაფერი ბედისწერაა.
***
ანოს შვებულება ორ კვირაში დასრულდა. ბერლინში დავბრუნდით და ხეტიალი მარტომ გავაგრძელე უდიდესი რუკით ხელში, რომელიც პირველივე დღის ბოლოს ნაგვის ურნაში აღმოჩნდა და კვლავ ტელეფონი შემრჩა ხელში.
ერთ დღესაც ქუჩაში მიმავალი ბიჭი დავინახე, რომელიც საოცრად ჰგავდა ლევანს. მაშინვე გონება მოიცვა მასზე ფიქრებმა, მაშინვე მისი სახე გამოისახა თვალწინ, იმ ქალის სილუეტიც ჩამყვა საწამებლად და ძალა მთლიანად გამომწოვა. ვიდექი შუა ქუჩაში და თბილისის კორპუსში გაჩხერილი ვუცქერდი კაცს, რომელიც ლევანს ჰგავდა და ჩემკენ მოდიოდა. მოდიოდა ნელა, აუღელვებლად, თითქოს იცოდა, რომ განძრევას ვერ შევძლებდი. მოდიოდა და იღიმოდა, იმ ღიმილით რამოდენიმე დღით ადრე სიხარულით, რომ მავსებდა, იღიმებოდა და ეჩხვლიტებოდა ლოყა, რომელზედაც სილა უნდა გამეწნა. მოდიოდა და ფეხის ხმა ტვინში ჩაქუჩებს ურტყამდა, მოდიოდა, მოდიოდა და ჩამიარა ...
კაცს ლევანის სუნი არ ასდიოდა, ის ლევანი არ იყო.
აზრზე მოსასვლელად გზის მეორე მხარეს შევვარდი და ორჯერ გაუაზრებლად დავარტყი წრე მთელ მარკეტს.
-Kann ich Ihnen helfen? - მომმართა კონსულტანტმა გოგონამ ღიმილით.
-I don’t speak German - გავუღიმე როგორც შემეძლო და კვლავ გაუგებრად დავიწყე სიარული - სად ჯანდაბაშია წყალი - ჩავილაპარაკე ხმამაღლა.
-უკაცრავად - ნაცნობ ენაზე გაჟღერებული სიტყვა ყურში უცნაურად მომხვდა და იმ მომენტშივე მომატრიალა უკან - ქართველი ხართ? - მაღალი, ქერა და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გერმანელი ბიჭი მედგა წინ.
-დიახ, ქართველი ვარ - ოდნავ გაკვირვება სპეციალურად დავიტყვე ინტონაციაზე.
-წყალი ამ მხარეს არის - საჩვენებელი თითი მარცხენა კედლისკენ გაიშვირა - ნება მომეცით დაგპატიჟოთ - უარის სათქმელად გამზადებული შემაჩერა - ვიცი გერმანული წესები, თუმცა ნება მომეცი ამჯერად ქართველურად მოვიქცე და გაგიმასპინძლდე.
აღარ შევკამათებივარ, ერთი ბოთლი წყალი ნამდვილად არ შეათხელებდა მის ჯიბეს და უხერხული მომენტიც სადღაც გაქრა.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთა

ქეთა მიხარია შენი გამოჩენა. შენი ისტორიების გულშემატკივარი ვარ, მაგრამ წინა რატომღაც დაუსრულებელი დაგრჩა. იმედია ამ ისტორიას ბოლომდე მიიყვან და შუა გზაში არ დატოვებ.

 


№2  offline წევრი გაზაფხული

სტუმარი ქეთა
ქეთა მიხარია შენი გამოჩენა. შენი ისტორიების გულშემატკივარი ვარ, მაგრამ წინა რატომღაც დაუსრულებელი დაგრჩა. იმედია ამ ისტორიას ბოლომდე მიიყვან და შუა გზაში არ დატოვებ.

ეს მოთხრობა "მზარეულის დღიურის" გაუმჯობესებული ვარიანტია. იმედია მოგეწონებათ

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთა

გაზაფხული
სტუმარი ქეთა
ქეთა მიხარია შენი გამოჩენა. შენი ისტორიების გულშემატკივარი ვარ, მაგრამ წინა რატომღაც დაუსრულებელი დაგრჩა. იმედია ამ ისტორიას ბოლომდე მიიყვან და შუა გზაში არ დატოვებ.

ეს მოთხრობა "მზარეულის დღიურის" გაუმჯობესებული ვარიანტია. იმედია მოგეწონებათ

როგორ ვგულშემატკივრობდი იმ ისტორიას. ცოტა მეხამუშა იგივე სახელები და სიუჟეტი განსხვავებული, მაგრამ საინტერესოა. მოგყვები. სათაურიდან გამომდინარე, ვფიქრობ ლევანი დაბრუნდება მართას ცხოვრებაში და როგორ? ამას დაველოდები მოუთმენლად :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent