სალამი სევდა
პირველ რიგში მოგესალმებით ზოგს მშვიდობიან დილას ზოგს მშვიდობიან ღამეს გისურვებთ . მე კი ჩემს თავს როგორმე დაძინებას . არსებობენ ადამიანები იბადებიან და დეჟა ვუთი ცხოვრობენ:- ეს მოხდა უკვე და ჰო ჰო მოდი ასე ჯობია ! ხოდა ასე იმსხვერპლა მთელი ჩემი ცხოვრება დეჟა ვუმ . ალბათ ძაან ბანალური იქნება ჩემი წერის მანერა და უინტერესოც თუმცა საკუთარი ჭირის გამზიარებელზე უკეთესი რა უნდა იყოს . ხოდა ვიწყებ ???? i can do it ზაფხულის ჩვეულებრივი დღე იდგა . შეგრძნება იყო თუ მოლოდინი ვერ ვხსნიდი. ტანზე გადავივლე , თეთრი მაისურით სამზარეულოში შევტყაპუნდი . -ოჰ გაიღვიძა მზეთუნახავმა . გამიცინა პაპამ და გამზადებული ჩაი ცხვირწინ დამიდო. ყავა მინდოდა თუმცა პაპის წყენინებას ამ ზაფხულში ცხელი ჩაის დალევა ჯობდა. დღემდე მომყვება ჩემი სახლის ზაფხულის სუნი. სასტუმრო ოთახში დივანზე ავყირავდი და გავაგრძელე სოფოსგან ნათხოვარი წიგნის კითხვა . ერთი ნაწილი ამოვიჩემე და ჩემს პატარა ბლოკნოტშიც ვაჩუქე ადგილი . დავიწყე : დიდი ხანია ჩანაწერი არ გამიკეთებია , ჰოდა საიდან დავიწყო ემოციების დაწერა თუ აღწერა არ ვიცი . ალბათ ასე ჯობია: ფანჯარასთან ვზივარ ,გამათბობელზე ფეხები მაქვს შემოლაგებული , ჩაის ვსვავ ყოველ ორ წუთში ეს იმიტომ რომ ყელი მაწუხებს. ვუსმენ artificial love ს და მივდივარ ზაფხულში . მერე ერთიანად ყველა ზაფხული მახსენდება თუმცა ერთი დაუვიწყარი , რომელზეც დუმილს ვარჩევ . მერე სხვისი ზაფხულები მახსენდება აჟიტირებულები როგორ ვუზიარებდით ერთმანეთს მერე მე და სოფი სადმე წავაწყდებით სალამი სევდას ამონარიდს და ვიღვრებით ცრემლად . მერე მახსენდება ყველა ტაბუ დადებული გრძნობა ლამაზი ბავშვობიდან და ეს f*ckng moment. : ,,ხანდახან როცა გარიჟრაჟზე ჯერ ისევ ვწევარ და მანქანების ხმაური არღვევს მეხსიერება შემახსენებს ხოლმე თავს . ზაფხული მოდის , მოდის და მოაქვს მოგონებებიც . ძალიან ჩუმად , ძალიან დიდხანს ვიმეორებ ამ სახელს სიბნელეში და აი მაშინ რაღაც ლოდივით დამაწვება ხოლმე გულზე და მეც თვალდახუჭული ამ სიტყვებით ვეგებები მას - სალამი სევდავ”. 4.06.2013 note1 ხოდა ასეა ეს ამბავი არც თუ დიდი ასაკიდან რაღაცეებს ვდღაბნიდი მეგონა ოდესმე გავიზრდებოდი და რამე სასწაულ წიგნს შევქმნიდი რომელსაც ზაფხულის რომანებს დავარქმევდი ან ბიჭი რომელსაც გერმანია ეზიზღებოდა . ალბათ ორივე საშინელებაა თუმცა სიმბოლური . ხოდა დავწერდი საბოლოოდ ჩემს სევდებზე და დარჩებოდა ისტორიას აღარ ვიდარდებდი მის უკვალოდ გაქრობაზე . იკითხავდნენ თინეიჯერები წიგნების მაღაზიაში ჩემს წიგნებს , ამოიჩრიდნენ იღლიაში და წავიდოდნენ ზღვაზე დასასვენებლად ან მატარებელში სამგზავროდ და ვიცხოვრებდი სამარადისოდ . ასეა ეს ოცნება და ალბათ ოდესმე ახდებაც კიდეც . Note2 -ესეიგი ჯერ მეუბნები ვიცნობ და შანსი არ გაქვსო , არ ელოდო რომ რამეს გეტყვისო , ტყუილი იმედი ნუ გექნებაო , მერე მეუბნები იბრძოლე დაუკერავი კაცი არ არსებობსო . Excause me but are you kidding me? ნეტა მართლა ვინც ეს მითხრა იმის თავში ჩამახედა რას ფიქრობდა . როგორც უკვე გითხარით და მიხვდით წერა არასდროს გამომდიოდა ამიტომ ჩემი სახლით დავიწყებ , რომელსაც ვერ შეველიე და ალბათ ვერც შეველევი . ვერასდროს წარმოვიდგენდი სახლის მთლიანობას თუ დავკარგავდი ისევე როგორც საკუთარი თავისას . ჩემს ლამაზ სახლს დიდი ფანჯრები ქონდა და წელიწადის ყველა დროს შეგეძლო სახლით გესიამოვნა . როცა გარეთ ცუდი ამინდი იყო გვიხაროდა . დედა და ბებო გემრიელობებს აკეთებდნენ და ალბათ ეგ მომენტები ყველაფრად მიღირს თავისი კრემიანი მიქსერის ფეხების მოპარვიანად . იმდენად მიყვარდა ჩემი სახლი არც ერთ ზაფხულს არ მდომებია დასასვენებლად წასვლა . რომ შემეძლოს ყველა კედელს დავკოცნიდი . პატარების კარგად ყოფნის იქით კიდევ ერთი ნატვრაა ჩემს სახლში დაბრუნება თუნდაც ცარიელ კედლებში . მისაღებში ძირს გავწვებოდი და ბევრს ვიფიქრებდი / ვიოცნებებდი ჩემს ბავშვობაზე სადაც დავტოვე ჩემი წილი ბედნიერება , პაპა , მნიშვნელოვანი მომენტები . ჰოომ . ეს სახლი შემოგვეყიდა , არა უფრო სწორედ შემოგვეცვითა . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.