შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მისის მაიერსის მკვლელობა (ნაწილი 2)


9-04-2021, 10:29
ავტორი Kavtaradze_mia
ნანახია 627

ცოტა ხნით საკუთარი თავის შესახებ დავდიქრდი,ვერ გამეგო მე და ჩემი ხედვა რატომ იყო დეტექტივისთვის ასე მნიშვნელოვანი და საინტერესო,ჩემს წინ თვალცრემლიან ნატალიას ვაჩერდებოდი და რაღაცა უცნაურს განვიცდიდი.
-იცი ნატალია,ამ საქმეს დეტექტივი ბრაიანი ჩაეჭიდა-მის მზერაში იმედის ნაპერწკალი შევნიშნე
-ყრუ ბრაიანი?
-დიახ -წინ წავიწიე და იდაყვებით მაგიდას დავეყრდენი. - მას ვუამბობ შენს შესახებ,დარწმუნებული ვარ დაგკითხავს კიდეც
-ღმერთო,როგორ მინდა მალე გამოიჭირონ მკვლელი.
ნატალიას საცხოვრებელი ადგილის მისამართი წიგნაკში დავიწერე და ქურთუკის შიდა ჯიბეში ისე ჩავმალე თითქოს ოქრო ყოფილიყო.
სუსხიან ამინდში ვიწრო ბილიკს მივუყვებოდი და მხოლოდ მისის მაიერსზე ვფიქრობდი,მისმა სიკვდილმა მთელი ლონდონი შეძრა.ყოველ კუთხეში ნახავდით გასაყიდად გამოფენილ ჟურნალ-გაზეთებს სახელწოდებით “გასულ ღამით ლონდონის დედოფალი მოკლეს”.
უკვე ვიცოდი რომ გაზეთებში ტყუილი მეტი ეწერა ვიდრე სიმართლე ხოლმე,ამ მიზეზით დიდი ხანი აღარ მქონდა წაკითხული არცერთი სიახლე თუმცა მაიერსის ხათრით ერთი გაზეთი შევიძინე და გრძელ სკამზე ჩამოვჯექი წასაკითხად.

-ის გოგონა შენი ვინ არის?-მკითხა დეტექტივა როდესაც ყავის დასალევად პატარა ბარში,სახელად “მარგალიტებში” შევიარეთ
-ჩემი დიდი ხნის ნაცნობია
-ძალიან ახლოს იყო მოკლულთან?
-ასე თქვა -მხრები ავიჩეჩე.დეტექტივმა ყავა მოსვა და ხმამაღლა ამოიხვნეშა,ინტერესით ვაჩერდებოდი
-მაგ გოგონას ვნახავ აუცილებლად,უნდა დაიკითხოს
-მეც იგივე ვუთხარი დღეს-
ბარში ხალხი ნელ-ნელა ილეოდა. თითქმის თორმეტი საათი იყო და ამ დროს ყველას სამსახურში ეჩქარებოდა თუმცა ჩვენს გვერდით მდგარ მაგიდასთან მაინც შემორჩა ორი სტუმარი . გაკვრით მომესმა როგორ საუბრობდნენ მომღერლის სასტიკ მკვლელობაზე და მამაჩემის სიტყვებმაც შემახსენეს თავი , ყოველთვის მოუსმინე ყველას, ვინ იცის როდის რა სიახლე შეიტყოო.უკვე შეგრილებულ ყავას გულგრილად დავხედე,ბრაიანი უჩვეულოდ დუმდა .
-რაზე ფიქრობთ?-დუმილი თავად დავარღვიე,არასდროს მყვარებია სიწყნარეში ბოლომდე თავით ჩაფლობა
-იცი... ზოგჯერ ადამიანი ფიქრობს მაგრამ ვერ ხვდება რაზე ან რისთვის-წარბები ასწია და ბოლოს მორჩენილი ყავის ნალექი ზანტად გადაუშვა ყელში. მაინც ვერ ვერკვეოდი მის მსგავს გასაიდუმლოებულ ფიქრებში და სწორიც იყო რომ არ მიპასუხა. ბარიდან გასულებმა გზად მიმავალ ტაქსის ხელების ქნევით ვანიშნეთ რომ გაჩერებულიყო,მე მივყვებოდი დეტექტივს იქ სადაც მას მოესურვებოდა იმ წამს და სულ არ ვდარდობდი ამის გამო.
უზარმაზარ მისაღებში მდგარმა გავაანალიზე რომ მოკლულის სახლში გვქონდა თავი ამოყოფილი,რატომღაც არ ველოდი იმ დღეს მსგავს მანევრს თუმცა ვიცოდი რომ ბრაიანს რაღაც ჰქონდა განზრახული და იმედიანად ვუბამდი მხარს დამჯერი ძაღლივით.
ხანში შესულმა,თეთრ წვერა დამხმარე კაცმა მისაღებიდან გრძელი კორიდორი გაგვატარა და საბოლოოდ უამრავ კარებს შორის შეხსნა ერთ-ერთი,განზე გადგა და შევედით .
ჩემთვის კარგად ნაცნობი იყო მსგავსი ოთახების ტიპი,დიდი და ფუფუნების საგნებით გატენილი. ღია ოქროსფერი ფარდები და ღია ოქროსფერი ნოხი,მთელს კედელზე სარკე რომელიც მისის მაიერსის საწოლს უყურებდა და უშველებელი თეთრი კარადა რომლის წინაც საწერი მაგიდა იდგა.
მაშინღა შევნიშნე რომ თეთრ წვერა კაცი უკვალოდ გამრალიყო და ოთახში რომელშიც ალბად მოკლულის სული დაიარებოდა და ვერ ისვენებდა მე და დეტექტი ასვეტილნი ვიდექით.
ბრაიანმა კარადა გამოხსნა და ხელი მომღერლის მდიდრულ კაბებს დაუსვა,უხმოდ ვაჩერდებოდი მე და მაოცებდა მისი მსგავსი სიმშვიდე და პროფესიონალიზმი.
მერე მინის საწერ მაგიდას დაადო გაშლილ ხელი,ირგვლივ მიმოიხედა და ჩაახველა. მის თვალებში გაურკვევლობა ამოვიკითხე და დასახმარებლად მეც აქეთ-იქით დავიწყე სვლა.
-გაურთხილებლად რატომ მოვედით აქ ?- ვკითხე და საწოლზე ჩამოვჯექი
-დაუპატიჟებელი სტუმრები არ ვართ ნუ იღელვებ- გაიცინა და ფარდა გადასწია- იცოდნენ ჩვენი მოსვლის შესახებ
-თუმცა დღეს არ დაგირეკავთ,არც მე გაგიფრთხილებივართ
-უნდა მიეჩვიო,ზოგჯერ არ მიყვარს საუბარი ზოგჯერ კი თქმა მავიწყდება
-მესმის... რამე უცნაური ნახეთ? -ვკითხე და უზარმაზარ სარკეშო ჩემს სილუეტს მივაჩერდი
-უცნაური არაფერია,პირიქით-მისმა სიტყვებმა გამაოგნა
-რას გულისხმობთ ?
- იმას რომ საერთოდ არაფერია აქ ... უჩვეულოდ აუტანელი სისუფთავე და არავითარი არეულობა,ეს არ მომწონს მე
- ვგომებ იმედები გაგიცრუვდაღ დეტექტივო
- მასეა -უხერხულად შეიშმუშნა
- არ არსებობს ადამიანი რომელსაც ყველაფერი თანამიმდევრობით აქვს დაწყობილი,რომელსაც არავითარი არეულობა არ აქვს
- მაგრამ მე მინახავს ადამიანები რომლებიც წესრიგა უფიდეს მნიშვნელობას სძენენ-გავბედე შევკამათებოდი.ბრაიანმა ჩაიცინა და თვალი ჩამიკრა
- ცდები ყმაწვილო თან მწარედ
- რას გულისხმობთ?
- იმას,რომ სხვისი თვალის შესანიღბად ყოველთვის წესრიგში აქვთ ადამაინებს ყველაფერი,მით უმეტეს ისეთ ადამიანებს რომლებიც ამბობენ რომ ვერ იტანენ ვერავითარ არეულობას.სინამდვილეში კი მსგავსი ტიპის ადამიანებს ყოველთვის რაღაც არ აქვთ ისე ,ყოველთვის არის რაღაც რაც არ ასვენებთ და ეს მხოლოდ თავად იციან-მივხვდი რასაც გულისხმობდა,პირველას გავიაზრე ეს აზრი და მივხვდი რომ მართალიც იყო,თუმცა ფსიქოლოგიის ბევრი არაფერი გამეგებოდა,მე უბრალოდ მამაჩემის და დედაჩემის შვილი ვიყავი რომელშიც რაღაც იმედსა და პოტენციალს ხედავსა ეს სანაქებო კაცი.
- კონკრეტულად რას ეძებთ?
- საიდუმლოს რომელიც მისის მაიერს ჰქონდა-მოკლედ მომიჭრა და ნოხი ასწია
- ფიქრობთ რომ რაღაცას მალავდა?
- მე ვფიქრობ რომ რაღაცას ყველა ვმალავთ-ისევ მართალი იყო ის
- თუ ასეა იქნებ აქ არ არის ის რაც თქვენ გჭირდებათ
- ან იქნებ არის...

მისაღებში დეტექტივის წინ გრძელ მაღალ მაგიდასთან მზარეული ქალი იჯდა და ნერვიულად ათამაშებდა თითებს.
ბრაიანი ერთ ხანს ხმას არ იღებდა
- თქვენი სახელი და გვარი ქალბატონო-გაიამა ბრაიანის ხმა
- მის ვოლტერი.. ელიზა ვოლტერი-დეტექტივი წიგნაკში იწერდა ქალის სიტყვებს მე კი მდუმარედ ვადევნებდი მოვლენას თვალს
- რამდენი წლის ხართ ?
- ორმოცის გავხდი გასულ თვეს
- სად ცხოვრობთ?
- აქ,ქალბატონი მის მომუშავე პირებს თავისივე სახლში იტოვებდა-ბრაიანმა ქვემოდან ამოხედა ქალის სახეს და მერე ისევ წერა განაგრძო
- რას მეტყვით თქვენი ქალბატონის შესახებ
- წესიერი,მშვიდი ქალი იყო. ცოტა უხეშო თუმცა მიზეზიანად. ძალიან უყვარდა სტუმრების მიღება-მშვიდად უპასუზა მზარეულმა
- ბოლოს როდის ნახეთ ?
- ბოლოს იმ დილით როდესაც მოკლული ნახეს სერ
- ანუ გუშინ დილით-დააზუსტა დეტექტივდა
- ასეა სერ
- როგორ ხასიათზე იყო როდესაც სახლიდან გადიოდა?
- არ ვიცი სერ მე სამზარეულოში ვიყავი მაგ დროს
- არაფერი შეგინიანავთ მასში უცნაური?
- არა დეტექტივო
- იცნობთ მის ნათესავებს ?
- ყველას არა
- კარგით..მადლობა -მოკლედ მოიჭრა დეტექტივმა.ქალი მისაღები ოთახიდან იმ წამავე გავიდა
- რას ფიქრობთ-მკითხა მე და კალამი მაგიდაზე დადო
- მგონი არაფერი იცის მაიერსზე
- საერთოდ არ იცნობს მას-დავუქნიე თავი თანხმობის ნიშნად


- გამარჯობა
- გამარჯობა კიდევ ერთხელ დეტექტივო-თეგრ წვერა კაცი იჯდა ბრაიანის წინ
- თქვენ რა გევალებათ ამ სახლში ?
- მე ეზოს ვუვლი და სახლსაც თუ საჭირო გახდა
- საჭირო გამხდარა ?-ეშმაკირად იკითხა ბრაიანმა
- კი სერ
- მიზეზი რა იყო?
- ქალბატონს ეშინოდა რომ სახლში ვინმე შემოვიდოდა იმ ღამით
- მიზეზი არ იცით ?
- არა სერ
- რამდენი დღე გაგრძელდა მისი შიშის ამგვარი გრძნობა ? -კაცი დაფიქრდა
- ოთხ დღეს
- შემდეგ დამშვიდდა ?
- ასე ვერ ვიტყოდი სერ,აღელვებული მეჩვენებოდა ხოლმე
- არაფერი უთქვამს ?
- საერთოდ არაფერი
- სტუმრად ყავდა ვინმე იმ დღეებში ?-კიდევ ერთხელ დაფიქრდა კაცი
- კი თავისი და
- რამდენი და ყავს ?
- ერთი და ორი ძმა
- როგორი ურთიერთობა ჰქონდა ქალბარონს და-ძმებთან ?
- როგორც ვიცი კარგი
- კარგი ახლა წაბრძანდით მერე კიდევ გაგესაუბრებით-უთხრა დეტექტივმა და წერა განაგრძო.მამაკაცი კვლავ შეუმჩნევლად გაქრა,მასში ვერ ვხედავდი საგანგაშო ვერაფერს და ვერც საფრთხე შევნიშნე,უფრო მეტიც თავად ჩანდა შეშინებული ამ მოვლენების გამო.არაფერი მითქვამს,ფეხზე წამოვდექი და მისაღებში არსებულ ფანჯარას მივუახლოვდი,ისევ საზიზღარი ამინდი იდგა. არსაიდან მოჩანდა მონატრებილი მზის სხივები,ეზოში დარგულ ყვავილებსაც ცხვირ-პირი ჩამოსტიროდათ და თითქოს ლონდონი და მთელი სამყარო მისის მაიერსს გლოვობდა იმ დღეს.იმ დილით რამდენიმე პირი დაიკითხა იმ სახლში,დამლაგებელი,კარის კაცი და ძიძა რომელიც მაიერსის შვილიშვილს უვლიდა. შევიტყეთ რომ ქალიშვილი ჰყოლია მომღერალს,აღწერეს:ძალიან ლამაზი და ხალისიანი ახალგაზრდა იყოო თუმცა გულჩათხრობილი და ჩაკეტილიო,საბრალო მშობიარობას გადაჰყვაო. ბრაიანს ემჩნეოდა როგორ არ ასვენებდნენ ფიქრები და რაღაცაზე გამიდმებით ბუტბუტებდა,ანალიზს აკეთებდა და უხმოდ იწერდა თავის წიგნაკში. დაკითხვის შემდგომ მთლიანი სახლის დათვალიერება მოითხოვა დეტექტივმა,ორივე სართული მეტად მდიდრული და საინტერესო აღმოჩნდა თუმდა დიდი შთაბეჭდება ვერ მოახდინა ჩემზე,ბრაიანმა გადაკვრით მითხრა : არის აქ რაღაც რაც ჯერ ვერ ვნახეო.
მივუყვებოდით ნისლიან ქიჩებს ჩვენ ორნი და გარშემო არაფერი ხდებოდა,ბუნება აღარ ხარობდა და ადამიანებიც უსადონი მეჩვენებოდნენ
-რაღაც არ გასვენებთ-ვუთხარი ბრაიანს და მეგობრულად გავიღიმე.ხმა არ გაუცია ჩემთვის,სახლამდე უსიტყვოდ მივედით და კაბინეტში შესვლის თანავე რაღავ ფურცლების ქექვას შეუდგა. პირველად მენახა იგი ასე სერიოზული და თავის საქმეში გადავარდნილი,უთქმელი და იდუმალი და მეტად ვიხიბლებოდი მისით ყოველ წამს.
უჯრიდან რამდენიმე ფურცელი ამოაძვრინდა და ხმამაღლა შესძახა
-აჰა !- შეშინებულმა შევხედე და მივუახლოვდი-მაინც ვიპოვნე
-ეს რა არის ?
-ეს რვა წლის წინანდელი გაუხანელი საქმეა რომელიც მე არ ჩამაბარეს,ვერავინ გახსნა ეს მკვლელობა და მტვერიც დაედო ამ ამბავს-სავარძელში დაჯდა და მანიშნა ხელით შენც დაჯექიო-ეს საქმე ძალიან ჰგავს მომღერლის საქმეს
-მაინც როგორ ?
-რვა წლის წინ მოკლეს ქალო,არ იყო მაიერსივით ცნობილი თუმცა ძაფებს მაინც ვხედავ საერთოს...არც მკვლელის კვალი ჩანდა და დაკითხვაზეც არავინ იქცეოდა საეჭვოდ,გაფაქექეს ყველაფერი თუმცა ვერაფერი ეშველა-ამოიხვნეშა
-მერე და რით მიამგვანეთ მაიერსის საქმე იმ სიკვდილის ამბავს ?
-იმით რომ იქაც უჩვეულოდ დუმდა ქალის სახლში ყველა და აქაც
- აქ ხომ ყველაფერი გითხრეს
- მეეჭვება ჩემო ბიჭო
- რატომ?
- შენიშნეთ როგორ ქრებოდა ყველა მაშინვე?
- დიახ
- ისინი თავს იცავენ
- რისგან?
- ლაპარაკი არ სურთ
- და რას აპირებთ ?
- კიდევ უნდა ვნახო ის სახლი და სახლის ნახვამდე მაიერსის სამეგობრო წრე უნდა დავკითხო
- მაინც ვერ ვხვდები რატომ გაგიჩნდათ მსგავსი აზრი
- ყველაფერი ნათელია,არავინ არ იცნობდა თითქოს ქალს რომელიც მოკვდა და რომელიც მათთან ერთად ცხოვრობდა წლების მანძილზე,შეუძლებელია ადამიანთან იმუშაო ოცი წელი და ვერ გაიცნო ცოტათი მაინც . იმას საუბრობდნენ რასაც უცხო ადამიანიც იტყოდა მაიერსზე
- იმ ღამის ამბავზე რას იტყვით ?
- მაგაზე მსურდა საუბარი,შეიძლება ხელჩასაჭიდი გვაქვს
- მასე გგონიათ?
- დიდად ვერ ვენდობი იმ ამბავს
- მე კი მგონია რომ პატარა ბიძგია
- იმ სახლში ყველა პოტენციური მკვლელია-სწრაფად მითხრა და ფურცელს კიდევ დახედა



- რას იტყვით მისის მაიერსზე ? -ფრთხილად ვკითხე სალის და სავარძელში მჯდარმა გვერდით გადავიწიე
- არც კი ვიცი მაქს -ჩემს წინ მჯდარმა ნაზმა არსებამ ოხვრით გაშალა ხელები და ხეფი ფეხზე გადაიგო. სალი ჩემი ბავშვობის სიყვარული იყო,თუმცა ვერასდროს ვნახულობდი დროს ამის სათქმელად. მუდამ მახსოვდა მისი ბავშვობის სახე,სურათივით მედგა ხოლმე თვალწინ.ისევ ისეთი იყო ოცდა რვა წლის ასაკში,გრძელი ჟღალი თმით და ლამაზი ფაფუქი ბაგეებით.
თოთქოს ამ ქალს ასაკი არ ემატებოდა და პირიქით აკლდებოდა კიდეც,დახვეწილი და მშვიდი ადამიანი იყო,საკუთარი ჩვევებითა და აზრებით,ქალი რომელსაც ვერავინ შეეხებოდა და გოგო რომელიც ყველას უყვარდა.
-ამ ამბავმა სულის სიღრმემდე შემძრა-დაძაბულმა მომიგო და ფანჯრის წინ მდგარ კაკტუსს მიაჩერდა
-მესმის თქვენი,იმავეს ვგრძნობ მეც ?
-როგორ ფიქრობთ ვინ მოკლა ? როგორც შევიტყვე დეტექტივ ბრაიანთან ერთად მუშაობთ ახლა-გაეღიმა მას
-ვცდილობ რამეში გამოვადგე
-კონკრეტულად რაში ეხმარებით ?
-როგორც მან თქვა ჩემი ხედვა საინტერესო და მისაღებია-კვლავ ეჭვმა გამიელვა გონებაში
-მერე და რას იტყვით ?
-იმას რომ ჯერ არცერთხელ მისაუბრია მასთან ჩემი აზრების შესახებ
-გასაგებია მაქს -გამიღიმა.მისმა თეთრმა კბილებმა თვალი მომჭრა-რაღაც მინდა რომ გკითხოთ
-გისმენთ
-თქვენს მეგობარ ნატალიას ეხება
-რამე უსიამოვნება შეემთხვა ?
-არ ვიცი როგორ გითხრათ მაქვს -მეტად დაიძაბა სალი. სულის შეკვრამდე ველოდი როდის მეტყოდა ნატალიაზე რაიმეს
-გამარჯობათ-ნაცნობმა ხმამ გამომარკვია აზრებიდან
-დეტექტივო?-ფეხზე წამოდგა სალი,ბრაიანმა ხელზე აკოცა და ჩემს გვერდის დაჯდა
-მაქს უნდა ვისაუბროთ-საქმიანი სახით მითხრა
-გისმენთ ბრაიან
-თქვენ მეგობარ ნატალიას ეხება საქმე-დეტექტივმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.დაძაბულობისგან ჰაერი გაქრა მთელს ოთახში. სალიმაც და ბრაიანმაც რაღაც იცოდნენ ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent