შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სწორი არჩევანი (7-თავი)


9-04-2021, 13:09
ავტორი esel
ნანახია 1 356

მიშო მაშინვე მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად წავიდა, როგორც კი საბასგან, რომელიც ნუთს უთვალთვალებდა, გაიგო რომ მას ვიღაც კიდევ უთვალთვალებდა. მიშოს წარმოდგენაც არ ქონდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ან რა უნდოდა ნუთისგან, ახლა ამაზე ვერც ფიქრობდა უბრალოდ უნდოდა, რაც შეიძლება მალე მისულიყო მასთან, რომ არაფერი დაშავებოდა. საჭეს ხელებს ძლიერად უჭერდა და უნდოდა კიდევ უფრო სწრაფად წასულიყო, მაგრამ მანქანა მეტის საშუალებას აღარ აძლევდა. როგორც იქნა დაინახა ნუთი, რომელიც გაქცევას ცდილობდა, მანქანა გააჩერა და როდესაც დაინახა, როგორ დაარტყა უცნობმა კაცმა ნუთს, მისი სხეული სიბრაზემ მოიცვა, მთელი სხეული დაეჭიმა და მაშინვე მათკენ წავიდა. უკნიდან ერთ-ერთ კაცს იარაღი ჩაარტყა და გათიშა, მეორე კი საბამ დაიჭირა. უცნობმა კაცმა, რომელსაც გათიშული ნუთი ცალი ხელით ეჭირა, იარაღი ამოიღო და მიშოს დაუმიზნა, მიშო ღმად სუნთქავდა და უცხო კაცს ნელა უახლოვდებდა
- შენთვისვე აჯობებს თუ იარაღს დაწევ - მშვიდი ტონით ამბობს მიშო და კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს მისკენ - გოგოს ხელი გაუშვი თუ გინდა რომ არაფერი დაგიშავდეს
- იმ მდგომარეობაში ნამდვილად არ ხარ რომ რამე მიმითითო, ერთი ნაბიჯიც და გესვრი... ან იქნებ მას ვესროლო? ისედაც მისი მოკვლა დამავალეს - მიშოსთვის მისი სიტყვები ბოლო წვეთი აღმოჩნდა, კაცი უკვე ახლოს ედგა ამიტომ სწრაფად წვდა მის იარაღიან ხელს და ჰაერში ააწევინა, სახეში თავი ჩაარტყა რამაც კაცს წონასწორობა დააკარგვინა, გათიშული ნუთის სხეული კი გაყინულ ტროტუარზე დაეცა. წაქცეულ კაცს ზემოდან მოექცა და გატეხელ ცხვირში კიდევ ერთხელ ძლიერად ჩაარტყა, იმდენხანს ურტყა სანამ გონებაა არ დააკარგვინა, მიშო ვეღარც აცნობიერებდა რას აკეთებდა, უბრალოდ მთელი სიბრაზე გრეთ გამოუშვა და საბა რომ არა ალბათ უცნობი კაცი შემოაკვდებოდა კიდეც. მიშომ ნუთი სისხლიანი ხელებით აიყვანა ხელში და მანქანის უკანა სავარძელზე ფრთხილად დააწვინა, გათიშული ბიჭების წამოყვანა კი საბას დაავალა. უგონოდ მყოფ გოგოს დროდადრო სარკიდან უყურებდა და არც კი უნდოდა იმაზე ფიქრი რა მოხდებოდა მისთვის რომ ვერ მიესწრო. მიშო ჯერ კიდევ გაბრაზებულია და მთელი სხეული დაჭიმული აქვს, გაავებული თვალებით უყურებს გზას და მხოლოდ იმაზე ფოქრობს, ვის შეიძლებოდა ნუთის სიკვდილი დომოდა. ამას მალე გაიგებდა, მათგან ვინც ნუთის მოტაცება ცადა და უნდოდა, რაც შეიძლება მალე მისულიყო სახლში ამ ინფორმაციის მისაღებად, ხელები ჯერ კიდევ საშინლად ექავებოდა და თვალწინ სულ ის კადრი უტრიალებდა როგორ დაარტყეს ნუთს
- ხელებს დავამტვრევ! ნაბი.ვარი! - ბუტბუტებდა გაცოფებული და საჭეს ხელს ურტყამდა. სახლში მისულმა ფრთხილად გადმოიყვანა ნუთი მანქანიდან და სახლში შეიყვანა
- ექიმს დაურეკეთ - დაავალა ბიჭებს რომლებიც კარებთან იდგნენ
- როგორც მახსოვს ჯერ აქ საავადმყოფო არ გაგვიხსნია - ამბობს ნუთის დანახვით გაღიზიანებული რეზი
- ახლა არ დაიწყო - უთხრა, გოგონა ერთ-ერთ ოთახში დააწვინა და პლედი დააფარა
- ხო კარგად დააფარე არ გაცივდეს
- რეზი! - დაუღინა ისედაც გაღიზიანებულმა მიშომ
- რატო გადაარჩინე? მოეკლათ და ყველაფერი დამთავრდებოდა, ის პოლიციელი ყოველდღე აკითხავს, უკვე უნივერსიტეტშიც დაყავს, ადრე თუ გვიან ყველაფერს მოუყვება, აღარ არის დრო რომ თავიდან მოვიშოროთ - უთხრა რეზიმ
- ამის დრო არასდროს მოვა რეზი, არასდროს! - უთხრა გაღიზიანებულმა მიშომ და ოთახიდან გავიდა
- სად მიდიხარ? რეებს ბოდავ, წესიარად რატო არ ამბობ რა ჯანდაბა ხდება - უკან გაყვა გაბრაზებული რეზი
- არაფერი არ ხდება რეზი არაფერი გასაგებია?!
- მიშო - დაუყვირა კიბეებზე ჩამავალ ბიჭს
- რეზი მომისმინე, ნუთს არაფერი დაემართება, თავიდან ერთი თმის ღერიც არ ჩამოუვარდება - უთხრა მიშომ და კიბეებზე ჩავიდა
- კარგი გავიგე მაგრამ რატო? მიზეზი რა არის რომ ამ გოგოს გამო რისკავ - არ მოეშვა რეზი გაღიზიანებულ ბიჭს
- რეზი არ შეგიძლია რაღაც კითხვების გარეშე გააკეთო? უბრალოდ ასეა საჭირო - თვალებში ჩააშტერდა გაბრაზებული და ამ დიალოგისგან დაღლილი ბიჭი
- როგორც გინდა, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც მეტყვი რა ჯანდაბის გამო იქცევი ასე - გამაფრთხილებლად უთხრა რეზიმ და ოთახიდან გავიდა.
- საქმე გვაქვს - უთხრა სახლში იმ წუთას შემოსულმა სანდრომ მიშოს
- ახლა არა
- სად მიდიხარ სასწრაფოა - უთხრა სანდრომ და შეეცადა მიშო გაეჩერებინა
- დაუპატიჟებელი სტუმრებ უნდა მოვიკითხო, შენ რეზისთან გაარკვიე - უთხრა და სარდაფში ჩავიდა
თვალები მძიმედ გავახილე და ოთახი მოვათვალიერე, მაშინვე საშინელი თავის ტკივილი ვიგრძენი და ხელები თავზე მოვიკიდე, თითები ნაჭერს შეეხო, რომელიც თავზე მქონდა შემოხვეული და ყველაფერი გამახსენდა, თვალები მაშინვე გამიფართოვდა და ოთახი ამჯერად შეშინებულმა მოვათვალიერე. ტუჩები დამებრიცა და მაშინვე ავტირდი, თუმცა შიშის გამო არა. ამის მიზეზი დაღლილობა იყო, მუდმივი სტრესი და უძლურება, უძლურება რომ არ შემეძლო ამ სიტუაციიდან თავი დამეხსნა. დამღალა ასე ყოფნამ და მინდოდა უბრალოდ გავმქრალიყავი და ამ ყველაფერს მოვშორებოდი. დაგროვილი ემოციების გამო წამოსული ცრემლები მალევე მოვიწმინდე, ახლა ამის დრო არ მქონდა, თავისთვის უნდა მეშველა. კარის სახელური უიმედოდ ჩამოვწიე და გამიკვირდა დაკეტილი რომ არ იყო. ოთახი მოვათვალიერე, მაგრამ ისეთი არაფერი იყო, რითიც თავის დაცვას შევძლებდი, ჩემი ჩანთაც არსად ჩანდა ამიტომ არც დანა მქონდა თან. კარები ფრთხილად გავაღე და როდესაც დავრწმუნდი რომ ირგვლივ არავინ იყო ოთახიდან გამოვედი, ცოტახნის ბოდიალის შემდედგ სახლი ვიცანი და სხეულში უიმედობის ახალმა ტალღამ დამიარა, რადგან აქედან ვერ გავიქცეოდი. სახლი უზარმაზარია და შეგიძლია მთელი ცხოვრება ისე დაიმალო და იარო აქეთ-იქით, რომ ვერ გიპოვონ, მაგრამ შეუმჩნევლად ამ სახლში ვერც შემოხვალ და ვერც გახვალ, ყოველ შემთხვევაში მოუმზადებელი მაინც. აქედან როგორც კი გამიშვებენ და დიდი იმედი მაქვს ასეც იზამენ, მაშინვე გეგმას შევადგენ სხვა დროს აქ ისევ რომ ავღმოვჩნდე როგორ გავიქცე, ახლა კი უბრალოდ ოთახებში დავბოდიალობ და ვცდილობ ვინმე ვიპოვო. ხო ასეა ვინმე უნდა ვნახო, რომ მათთან მიმიყვანოს ან თვითონ ისინი უნდა ვიპოვო, სხვა გზა მაინც არ არის. ისინი დამემუქრებიან, მეც შეშინებული თავს დავუქნევ და ყველაფერი ასე დამთავრდება. თითქმის დარწმუნებული ვარ აქ იმიტომ მომათრეს, რომ დილით ბატონ გიორგისთან ერთად პატარა გასეირნება მქონდა.
- უკაცრავად - დავუყვირე ბიჭს რომელიც კიბეებზე ჩადიოდა და გაკვირვებულმა ამომხედა - იცით ამ ლაბირინთში დავიკარგე და არიადნას ძაფიც არ მაქვს, რომ გასასვლელი ვიპოვო, ხოდა გასასვლელს ალბათ არც თქვენ მიმასწავლით და იქნებ რომელიმე მინოტავრამდე მაინც მასწავლოთ გზა? - კიბეებზე გაჩერებული ბიჭი დაბნეული მიყურებდა ქვემოდან, მე კი მოაჯირს ვეყრდნობოდი და მომღიმარი დავცქეროდი მას
- რას ბოდიალობ - მითხრა და გამეცინა
- მითოლოგიაში ვერ ერკვევი? - ვკითხე მოჩვენებითი გაკვირვებით
- სადაც დაგტოვეს იქ დაბრუნდი და მოგაკითხავენ - მითხრა და გაბრუნდა - და მინოტავრს რაც შეეხება, მასთან მისვლას ნუ იჩქარებ - მომაძახა ბოლოს და ისიც ამ უზარმაზარ სახლსი გაუჩინარდა. ალბათ კარგი იქნება მის რჩევას თუ გავითვალისწინებ ვფიქრობ და ბოდიალს ვაგრძელებ. საბოლოოდ იმ ოთახში ამოვყავი თავი სადაც წინაზე დამემუქრნენ, მშვენიერი მოგონებები ვამბობ ჩემთვის და სასმლის ბოთლებს ვუახლოვდები. ამსახლში ალბათ ასე უდარდელად არ უნდა დავბოდიალობდე, მაგრამ წინა ჯერიდან მიღებული გამოცდილებიდან გამომმდინარე სხვა საქმე მაინც არ მაქვს, ოთახში ტყვილა ჯდომას და მათ ლოდინს ისევ ეს ჯობია. კედელზე დაკიდებული საათით ვიგებ რომ ღამის ოთხი საათია და ისევ სასმელებს ვუბრუნდები.
- სახლის ტურმა როგორ ჩაიარა? - ზურგს უკან ნაცნობი ხმა მესმის და მეღიმება, აი ისიც ერთ-ერთი მინოტავრი უკვე გამოჩნდა
- კარგი იყო, მაგრამ ჯერ მგონი ყველაფერი ვერ ვნახე - ვამბობ და სასმლის ბოთლს ხელში ვიღებ - გიდი რომ მყავდეს უკეთსი იქნებოდა - მისკენ ყალბი აღტაცებით ვტრიალდები და თვალებში ვაშტერდები - იქნებ შენ იყო ჩემი გიდი? რას იტყვი რეზი
- ხო, რა თქმა უნდა, მე ხომ ამის მეტი საქმე არ მაქვს - მიახლოვდება ხელიდან ბოთლს მაცლის და ჭიქაში ისხავს
- რა არის მე არ შემომთავაზებ - ვეუბნები ნაწყენი სახით და ჩემ თავზე მეცინება, რადგან ოთახში იმ ადამიანთან ერთად ვარ, რომელსაც ჩემი მოკვლა უნდა, მე კიდევ ასე უდარდელად ველაპარაკები მას.
- არა იმ ხალხთან ერთად არ ვსვავ ვისი მოკვლაც მინდა
- რატომ?
- დალევა მიყვარს, მე კი ისეთ რამეს რაც მომწონს მასთან ერთად არ ვაკეთებ ვისაც ვერ ვიტან
- რატომ? არ გინდა იმის ნაწილი გახდეს რაც შენ სიამოვნებას განიჭებს? - თანხმობის ნიშნად თავს აქნევს და კიდევ ერთ ყლუპს სვავს, დივანზე ჯდება და მეც მის წინ მდგომ სავარძელში ვჯდები. საშინელ დაღლილობას ვგრძნობ, ეს ყველაფერი ენერგიას მაცლის და ემოციურად მფიტავს, მანგრევს. როგორია ისეთი ადმიანის წინ ჯდომა, რომელსაც შენი მოკვლა მართლა უნდა შენ კი მას უბრალოდ ელეპარაკები. თვითონაც დაღლილს გავს, ალბათ ამიტომ არ მიმეორებს ყოველ წამს რომ მომკლავს, საინტერესოა ის რამ დაღალა, მაგრამ ასეთი ცხოვრებით ცხოვრება, რა თქმა უნდა, დამღლელია. ორივე ჩუმად ვიჯექით ნელა სვავდა და არ მიყურებდა, მე კი ფეხს ვაქანავებდი და მას ვაკვირდებოდი
- ნუთი - ამბობს დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ - უცნაური სახელია
- ხო, აქ არც არავის ქვია მგონი - ვამბობ და ისევ მას ვუყურებ
- ნუთი რატომ დაგარქვეს - მხრებს ვიჩეჩავ, მაგრამ ის ამას ვერ ამჩნევს, რადგან ისევ არ მიყურებს
- დედაჩემს მითოლოგია უყვარს - ეღიმება, პირველად ხდება, რომ ფსიქოპატის ღიმილი არ აქვს, მაგრამ მისი ღიმილი მაინც ავის მომასწავებლად გამოიურება
- ესე იგი ყოველ დილით შენ გიყურებ?
- რატომ მხოლოდ დილით? - ვეკითხები და მიკვირს რომ ჩემი სახელის მითოლოგიური მნიშვნელობა იცის
- სიმართლე რომ გითხრა არც დღე ვუყურებ ცას და არც ღამე - თვალები დახუჭული აქვს და დივანზე თითქმის წამოწოლილი ზის
- სამწუხაროა არადა ძალიან ლამაზი ვარ - თავს წევს და ირონიული ღიმილით მიყურებს
- შენ ასე ფიქრობ? - თავხედია ვფიქრობ და მზერას ვაშორებ
- ოჰ მგელი და ცხვარი ერთ ოთახში ვინ დაგტოვათ? - ოთახში შემოსულ სანდროს ვუყურებ, რომელიც მუდამ მომღიმარია
- კარგით რადგან ნელ-ნელა ყველა ვიკრიბებით, იქნებ მითხრათ აქ რატომ მომიყვანეთ ან ის ხალხი რა საჭირო იყო? თავი მისკდება, უბრალოდ გეთხოვათ და ჩემისით მოვიდოდი, ხომ იცით თქვენთან ერთად ყოფნა როგორ მიყვარს
- მიშოს კიდევ გონია რომ ჩვენი გეშინია და ხმას არ ამოიღებ, შენ კი მგონი კარგად ერთობი ამ ყველაფრით - ამბობს რეზი
- ხო, რა თქმა უნდა, ძალინ ვერთობი მე და ჩემს ახობლებს მოკვლით, რომ გვემუქრები, სულ არ არის საშიში
- ხო და თუ ფიქრობ რომ საშიშია რატომ არ მოკეტავ? ისედაც ძლივს გითმენ
- გეყოთ - ამბობს სანდრო და მე მიყურებს - ჩვენ არ ვაპირედით შენს მოტაცებას - გაკვირვებულმა შევხედე რა დროსაც ოთახში მიშოც შემოვიდა
- როგორ ხარ? - მკითხა და მომიახლოვდა
- კარგად - ვეუბნები დაბნეული - ვინ მიტაცებდა -ვიკითხე, მაგრამ ვხვდები რომ პასუხი არ მაინტერესებს, არაფერი მაინტერესებს, უბრალოდ მინდა რომ ყველამ ერთად დამანებოს თავი
- ნუ ინერვიულებ ჩვენ მოვაგვარებთ - რეზიმ ამოიოხრა მიშოს სიტყვების გამო და ყველამ მას შევხედეთ - თავი ხო არ გტკივა ან რამე - თავი? თავი საერთოდ ვიღას ახსოვს, ნერვები აღარ შემრჩა, ეს უკვე მართლა ზედემიტია, საკმარისი არ არის მათი რომ მეშინია? ახლა კიდევ სხვისიც უნდა მეშინოდეს? ვხვდები რომ თვალები ცრემლებით მევსება. თავს უკვე საშინლად დაუცველად ვგრძნობ და ეს გრძნობა არ მომწონს. ის ხალხი მპირდება დაცვას ვისაც ჩემი მოკვლა უნდა, მათი როგორ უნდა მჯეროდეს. მინდა რომ უბრალოდ ერთ ოთახში ჩავიკეტო და იქიდან აღარასდროს გამოვიდე. უიმედო თვალები სამივეს მოვავლე და მოწოლილი ემოციები მაშინვე შევაკავე
- ჩემგან რა უნდოდათ? - ვკითხე მიშოს გატეხილი ხმით
- მოკვლას გიპირებდნენ - ამას ისე უბრალოდ მეუბება სანდრო თითქოს სრულიად სხვა რამეს გულისხმობდეს, გაფართოებული თვალებით მივჩერებივარ და დაუოკებელი ემოციები ისევ მიზვირთდება
- სანდრო - დაუღრინა მიშომ და ისევ მე შემომხედა, ჩემს წინ დაიხარა და თვალებში ჩამაშტერდა - არაფერი დაგემართება დამიჯერე - მისი სიტყვები მართლაც დამაჯერებლად ჟღერს, მარგრამ სრულიადაც ვერ მარწმუნებს იმაში, რომ არაფერი მომივა
- ხოო? რატომ მიცავ მათგან? თქვენი ბრალია ხო მათ რომ ჩემი მოკვლა უნდათ? რა თქმა უნდა, თქვენს გამო. სინდისი ხომ არ გაწუხებს თქვენს გამო კინაღამ რომ მომკლეს, თუმცა სინდისი რომ გქონდეს დიდი ხნის წინ შეგაწუხებდა - ვამბობ და თავს ვატრიალებ
- გვრიტებთან დაძაბულობაა? - ამბობს ამრეზით რეზი და მის უაზრო და უადგილა კომენტარზე კიდევ უფრო ვღიზიანდები
- რეზი! - უყვირის მისი კომენტარით ასევე გაღიზიანებული მიშო
- მოკლედ ასეა რა ნუთ, შენს მოკვლას აპირებდნენ, მაგრამ მიშო გადამრჩენელმა კვლავ გიხსნა და შგიძლია დაწყნარდე და ხო ამ პრობლემის გაჩენის მიზეზი ნაწილობრივ ჩვენც ვართ - ამბობს სანდრო სწრაფად
- ხედავ რეზი? მიმდევრები გამოგიჩნდნენ, იქნებ სექტაც ჩამოაყალიბოთ?
- სერიოზულად გეუბნები, სიტყვებს დაუკვირდი თორემ მართლა მოგკლავ! უარესად ნუ მაღიზიანებ
- ამაღამ აქ დარჩი, დილით კი სანდრო წაგიყვანს - ამბობს მიშო და კარებისკენ მიდის
- არა ახლავე მივდივარ სახლში, თქვენთან ერთად ერთი წუთის გატარებაც აღარ მინდა - ვეუბნები და მეც ვდგები
- ჯობია ამაღამ აქ დარჩე
- არ მაინტერესებს რა ჯობია, სახლში მივდივარ - ვამბობ და გასასვლელისკენ მივდივარ - არ მაინტერესებს რას იზავთ, მაგრამ აღარ მინდა რომ თქვენი გარემოცვიდან კიდევ ვინმე გამოჩნდეს ჩემს ცხოვრებაში და აღარც თქვენი ნახვა მინდა ოდესმა, აღარასოდეს დამირეკოთ! გასაგებად ამიხსენით რომ ხმა არ უნდა ამოვიღო და მეც კარგად გავიგე, გასაგებია?! არაფრის თქმას არ ვაპირებ, მინდა რომ ჩემი ცხოვრებიდან გაქრეთ, აღარ მინდა რომ ჩვენი გზები გადაიკვეთოს, უკვე საკმარისად დამიშავეთ და შემეშვით, საკმარისია უკვე რაც ქენით. თუ არ მკლავთ, ნორმალური ცხოვრების საშიალება მომეცით - ვუთხარი და ოთახიდან გავედი სახლში სანდრომ წამიყვანა. არ მინდოდა მაგრამ ამ დროს ამ ადგილიდან ვერაფრით წავიდოდი, ამიტომ ჭირვეულობა აღარ დამიწყია. სახლში განადგურებული მივედი საწოლზე დავემხე და ავტირდი, ამდენმა სტრესმა უკვე მართლა ძალიან დამღალა. ნუთუ საკმარისი არ არის რაც უკვე მოხდა, თავს რატომ არ მანებებებენ. მე მათ გაქრობას ვცდილობ ჩემი ცხოვრებიდან ამ დროს კი იდევ ახალი ვიღაცები ჩნდებიან. რაც უფრო ძლიერად ვცდილობ, რომ მათ მოვშორდე მით უფრო მეტად მითრევენ, როგორც კი ვიფიქრებ, რომ ყველაფერი ლაგდება, მაშინვე უარესობისკენ იცვლება ჩემი ცხოვრება. არ მინდა რომ მუდმივ შიშში ვიყო, ასე როგორ უნდა ვიცხოვრო? უბრალოდ მინდა რომ ყველაფერი მორჩეს.
არ ვიცი როდის ჩამეძინა მაგრამ სამ საათზე გამეღვიძა, მიუხედავად იმისა რომ დიდხანს მეძინა, გამოძინებულს ნამდვილად არ ვგავარ, მთელი სხეული მტკივა და საწოლიდან ძლივს ვდგები, ჩანთას ვიღებ რომელიც წამოსვლისას დამიბრუნა მიშომ და ტელეფონს ვეძებ, დედაჩემის გამოტოვებულ ზარებს ვუყურებ და ვვარაუდობ, რომ ახლა ძალიან ნერვიულობს. მაშინვე გადავურეკე და საწოლზე ჩამოვჯექი, მოხრილი ვიჯექი და ლოყაზე თითებს ვათამაშებდი, ნინიმ მაშინვე მიპასუხა
- ნუთ ხო კარგადხარ, ეხლა შენთან მოვდიოდი - მესმის მისი აღელვებული ხმა და თავს დამნაშავედ ვგრძნობ
- კარგად ვარ დედა მეძინა და ტელეფონის ხმა ვერ გავიგე
- შვილო...
- მოხდა რამე - ვიძაბები და მთელი სხეული მეჭიმება
- ჩემთან მოხვალ?
- ნუ მანერვიულებ ნინი რა მოხდა - ვამბობ და ფეხზე ვდგები
- არაფერი... სანერვიულო არაფერია უბრალოდ მოდი - ტელეფონს ვთიშავ და აბაზანაში გავდივარ, რომ პირი დავიბანო. სახეზე ცივ წყალს ვისხამ აზრზე მოსასვლელად და არც ვიცვლი პირდაპირ სახლიდან გავდივარ. საშინელი სიბრაზე მიპყრობს გარეთ ისევ მათ კაცს რომ ვხედავ და ისედაც განერვიულებილი კიდევ უფრო ვბრაზდები და პირდაპირ მასთან მივდივარ
- აქედან წადი ახლავე - ვეუბნები მანქანიდან გადმოსულ კაცს
- ხომ იცით რომ არ წავალ - ვბრაზდები, გამწარებული მანქანას ვურტყავ ფეხს და მივდივარ, რადგან ვიცი რომ არ წავა. ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ, რომ გავიგო რა მოხდა, თორემ უკვე ათას სისულელეს ვფიქრობ. კიბეები ავირბინე და კარები გაცაღე
- დედა მოვედი - ვყვირივარ და ოთახში შევდივარ. გასაგებია დედა რატომ იყო ასეთი აღელვებული - შენ აქ რა ჯანდაბა გინდა?!



* * *
ნუთი (ნუტი) - ეგვიპურ მითოლოგიაში ის არის ცის ქალღმერთი და მისი სახელიც ცას ნიშნავს. ( მისი მეუღლე გები კი მიწის ღმერთია (დედამიწაა) ) ვარსკვლავები კი მისი შვილები არიან, რომლებიც ღამით მის მუცელზე მოძრაობენ დღე კი მის მუცელში არიან, რადგან მათ ყლაპავს.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მომეწონა საინტერესო წასაკითხია რას ერჩიან ამ საწყალ გოგოს როგორ ტანჯავს მიშოს მგონი ნუთუ შეუყვარდა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№2  offline წევრი esel

სტუმარი ნესტანი
კარგი იყო მომეწონა საინტერესო წასაკითხია რას ერჩიან ამ საწყალ გოგოს როგორ ტანჯავს მიშოს მგონი ნუთუ შეუყვარდა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

მადლობა <3

 


№3 სტუმარი Mari

მალე დადე რა ახალი თავი ❤️ძალიან მაგარია

 


№4  offline წევრი esel

Mari
მალე დადე რა ახალი თავი ❤️ძალიან მაგარია

მადლობა, ხვალ დვდებ ახალ თავს blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent