შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე თავიდან! {თავი 5}


10-04-2021, 09:48
ავტორი ქეთათო4
ნანახია 3 504

ფიქრებში ჩაძირული იდგა ეზოში და სივრცეს გაჰყურებდა. თითებს შორის სიგარეტის ღერი მოექცია და ნერვიულად უშვებდა ნიკოტინს ფილტვებში. რაღაც ცუდის მოლოდინში სახლში მყოფთა მშვიდ ძილს დარაჯობდა. ჩამი-ჩუმი არ ისმოდა, მაგრამ მაინც მოლოდინის რეჟიმში იყო. ღამე იყო იდუმალებით სავსე. მთვარეს შავი ღრუბლები უშლიდნენ ხელს ნათებაში. გასროლის ხმაზე დაიძაბა და სიგარეტის ღერი მოისროლა. აქედან შორს უნდა ყოფილიყო, რომ მათ არაფერი გაეგოთ. მალევე ჩაუყვა დაღმართს და კართან შეჩერებულ ნაკაშიძეზე მწარედ გაეღიმა.
-მეგონა გეძინა. ხელები მომუშტა..ეს ქალი მარტივად ახერხებდა მის გაგიჟებას
-ახლავე გამიშვან, გოგასთან უნდა წავიდე. ხმას ვერ იმორჩილებდა თაია.
-იარაღი დააგდე, შეიძლება შემთხვევით კიდევ გაგივარდეს. მხარში დაჭრილ დაცვის უფროსს გახედა.
-ან გამიშვებ ან გესვრი. შეურაცხადს ჰგავდა.
-დღეს ყველამ ჩემს ნერვებზე თამაში გადაწყვიტეთ? გილოცავ, შენ ყველაზე კარგად გამოგივიდა. დააგდე იარაღი.
-გამიშვი.
-ღამეა. იცი სად მიდიხარ?
-ვჭირდები გოგას, დაჭრილია. ცუდადაა გესმის? მთელი ძალით მოისროლა იარაღი და ახლა თავადაც დაჭრილ ორბელაძეს უყურებდა.
-ღმერთო, გთხოვ მაპატიე. მე არ მინდოდა... შემთხვევით გამივარდა... ცრემლები წასკდა.
-არაფერია ქალბატონო.
-წადი შეიხვიე, დანარჩენს მე მივხედავ.
ქალისკენ წაიწია და მოეხვია. არ შეწინააღმდეგებია. დამშვიდების ეს ხერხი ისევ ჭრიდა თაიაზე.
-მითხარი სად წავიდეთ. თმებზე დაუსვა ნატიფი თითები.
-მისამართს გზაში ჩამიგდებენ.
-კარგი. ქალის ნებას დაჰყვა. ვეღარ უძლებდა მის ტანჯვას. ჩამუქებულ ცის ქვეშ ორიოდე ავტომობილი თუ მოძრაობდა. დაძაბული მართავდა მანქანას. თავიდანვე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. ეჭვები კიდევ უფრო გაუღრმავდა უკან ადევნებულ მერსედესის მარკის ავტომობილს რომ მოჰკრა თვალი. მიმართულება შეცვალა. სავალ გზაზე მოუხვია და ძალიან სწრაფად გავარდა მცხეთის მიმართულებით. მთავარი იყო დასხლტომიდა მათ. შეშინებულ ქალის ხელი ხელში მოიექცია და საკუთარ სითბოს უნაწილებდა.
-დიმა რას აკეთებ? დამფრთხალი იყურებოდა. შიში სახეზეც აღბეჭდვოდა.
-მოგვსდევენ. უკან გაიხედა და უნებურად თაიამაც იქით მიაპყრო ყურადღება. ნათელი იყო, რომ ნამდვილად ბაბლუანის მანქანას მოჰყვებოდნენ.
-ესეიგი მომატყუა, გოგამ მომატყუა. გამწარებულმა გაიღიმა და საქარე მინას გაუშტერა მზერა. იმის გააზრებამ, რომ საკუთარმა ძმამ გაყიდა გული შეუკუმშა. არ იყო ამის ღირსი.
-არაფერზე იფიქრო. დავუსხლტებით და მერე მე და შენ ვილაპარაკებთ.
-რა არის სალაპარაკო? ჩემმა ძმამ, რომლის გამოც ბედნიერება დავკარგე, გამყიდა. არ მინდა. შეგიძლია იხარო ამ ფაქტით...
-თაია გთხოვ. დაღლილმა გადახედა.
-შენგან წასვლა ყველაზე გაუმართლებელი საქციელი იყო დიმა... ვერ გაიგებ როგორ ვიყავი.. ვერ მიხვდება ვერავინ, რომ მის მერე ადამიანი აღარ ვარ.. მარტო შენ არ გტკენია. მარტო შენ არ იტანჯებოდი. ლილეს ვერ ვუყურებდი. იმდენად გგავს, იმდენად შენნაირია არ მინდოდა შემეხედა. დანაშაულის გრძნობა ყელში მიჭერდა. ავიტანე გესმის? უსამართლოდ ნასროლი ტალახი ავიტანე. მაგრამ მთავარია ჩემი ძმა ცოცხალი იყო გესმის? ეს იყო მთავარი. ახლა კი.. ახლა ვხვდები, რომ გამომიყენეს. შენს გასაგიჟებლად გამომიყენეს და მე შტერმა ამის უფლება მივეცი.
-არ გინდა ამაზე ფიქრი. დამშვიდდი.
-მეფიქრება. მხრები უთრთოდა. ცრემლებს ვეღარ იკავებდა.
-ჯანდაბა სულ ასე ტირი? მგონია სხვა ადამიანი ხარ. დააბრუნე ჩემი თაია... იმხელა სითბო იხატებოდა ბაბლუანის სიტყვებში.. სულს უთბობდა თაიას. მისი მზერა აღარ იყო ისეთი ცივი და დაუნდობელი, როგორიც თავიდან. მოუხედავად იმისა, რომ თავადაც დაჭიმული ჰქონდა სხეული, ქალს არ ანახვებდა, რამდენად რთულად იყო საქმე. საკუთარი თავის გამო არ ეშინოდა, იცოდა რამე, რომ მოსვლოდა ეკატერინე ვერ გადაიტანდა. საკუთარ ოჯახზე ფიქრობდა... შვილზე, რომელსაც მხოლოდ ფრაგმენტებად დაამახსოვრდებოდა მამა და თაიაზე... საკუთარი თავი დაიჭირა ბაბლუანმა და აზრი აღარ ჰქონდა უარყოფას. ძალიან უყვარდა თაია. მის თითოეულ უჯრედს სიგიჟემდე უყვარდა ეს ქალი და ახლა მზად იყო, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაეცვა. ბეღურასავით მობუზულს ხანდახან გადახედავდა და ვერ გრძნობდა ვერც ზიზღს, ვერც ბრაზს.
-ორი მანქანა მოგვსდევს დიმა.. პანიკაში ჩავარდა.
-დამშვიდდი. მოვაგვარებ... ცდილობდა ნერვიულობა დაემალა. მარტო, რომ ყოფილიყო არ იდარდებდა, მაგრამ ახლა თაიასთან ერთად, ნაკლებად სურდა ნაკაშიძეების ხელში აღმოჩენილიყო. ყველა ალტერნატივა განიხილა თითქმის და ბოლოს ისევ ვიწრო გასავლელეზე არჩია გზა.
-თავი მოიმაგრე კარგი? ხელი მოუჭირა და ელვის სისწრაფით მოუხვია მარცხნივ. მისი გათვლით მანევრირებას ვერ მოასწრებდნენ და თვალთახედვიდან დაეკარგებოდათ. ასეც მოხდა.
მანქანა ჩამოიტოვეს და ნაცნობ გზას დამდგარი, ემოციების მოზღვავებას გრნობდა. არ იცოდა, როგორ დაეწყო... მაინც დაძაბული მართავდა და ყველა ლანდს ეჭვის თვალით უყურებდა. კარგად ჰქონდა ეს გზა დამახსოვრებული თაიასაც. აქ საუკეთესო წლები ჰქონდათ გატარებული ცოლ-ქმრის რანგში. ყველაფერი აქ დაიწყო და ძალიან მნიშვნელოვანს წარმოადგენდა ამ ორისთვის ამ სახლის თითოეული აგურიც კი.
-პირველად, რომ აქ მოგიყვანე არ მჯეროდა. თათასგან ვიცოდი, რომ რაღაც გრძნობები გქონდა, ვიცოდი, რომ ჩემი სიყვარული ცალმხრივი არ იყო, მაგრამ მეშინოდა. ჩემთვის რომ უარი გეთქვა, რომ არ გყვარებოდი, არ ვიცი რას გავაკეთებდი. იცოდი ვინც ვიყავი, მეც ვიცოდი... ვიცოდი, რომ ლომის ხახაში ვყოფდით თავს, მაგრამ არ შეგვშინებია. მე არ მეშინოდა, მაგრამ შენ რომ კი მითხარი არ მჯეროდა. ლილეს თავს ვფიცავარ მაშინ აქ შემცვალე. იმ წამს, როდესაც მითხარი ,,თანახმა ვარ", დიმა ბაბლუანი თავიდან დაიბადა. მაშინ აქ კოტეც იყო. ყველა იყო, ვინც მიყვარდა. და რაც მთავარია, იყავი შენ... ჩემი ქალის სტატუსით.
-დიმა... სიყვარული ახრჩობდა ნაკაშიძეს.
-პირველად რესტორანში რომ შევედით, ეგოისტურად მიხაროდა შენების ბოღმიანი თვალები და კიდევ იფრო გორგაძესი. მისი დაჭიმული სხეული ჩემი გამარჯვება იყო. შენი თავი წავართვი რატი გორგაძეს. მერე მივხვდი, რომ სისულელე იყო. მთავარი ის კი არ იყო ვის გამოვგლიჯე შენი თავი, მთავარი შენ იყავი. შენ ნადავლი არ ყოფილხარ. მაგის გააზრების შემდეგ კიდევ უფრო შევიცვალე. გავაფრინე... იღიმოდა. თვალები უციმციმებდა და მოგონებებისგან მაქსიმალურ სიამუვნებას იღებდა.
-ბოლოს ლილეზე, რომ გითხარი მაშინ გააფრინე. თაიაც იცინოდა. დიმას რეაქციის გახსენების შემდეგ ორივე ხმამაღლა იცინოდა.
-რატომ დაგვემართა ჩვენ? მთელი სხეულით მისკენ იყო შებრუნებული და მის თითოეულ ამოსუნთქვას ითვლიდა..
-იმიტომ, რომ დინების საწინააღმდეგოს წავედით. დაგვიჭირა და დაგვამტვრია. სიგარეტის ღერს ნერვიულად მოუკიდა. რეალურად მარტივი არ იყო გასააზრებლად ის ყველაფერი, რაც მოხდა. გულის ნადები ბოლომდე არასდროს მოშორდებოდა. ამძიმებდა წარსულის შავი ლაქა, მაგრამ იმდენად დიდი და მუქი იყო, ვერაფერს უხერხებდა.
-ვერ მაპატიებ, მე კი პატიებას არ გთხოვ... სიჯიუტე იმდენად ჰქონდა გამჯდარი, იმდენად არ უნდოდა სუსტი ყოფილიყო, რომ ყველანაირად ცდილობდა დაემალა ფაქტი, რომ დიმას გვერდით ძალიან სუსტი იყო.
-რატომ აფუჭებ ყველაფერს? ღიმილით გადახედა ქალს. თავადაც კარგად ხვდებოდა რატომ ჯიუტობდა ნაკაშიძე.
-უბრალოდ წინასწარ გითხარი. მხრები აიჩეჩა.
-შენი პატიების თხოვნა თუ იმ საშინელ დღეს უკეთესს გახდის მაშინ უნდა ითხოვო პატიება, მაგრამ ოდნავადაც არ შემსუბუქდება იმ დღეს მოხდენილი. არც გეტყვი, რომ პატიება უნდა მთხოვო. შენ თუ აპატიებ შენს თავს ეგეც საკმარისია. -ყველაფრის მიუხედავად იცოდა თაიას სუსტი ადგილი, იცოდა, რომ ვერ აპატიებდა საკუთარ თავს ჩადენილს.
-აღარასდროს გავხდებით ერთი ოჯახი. ცრემლი ვერ შეიკავა
-ჩემთან იცხოვრებ სიკვდილის ბოლო წამამდე. ოჯახის არსი ერთ კედელში ცხოვრება არაა. მაშინაც ოჯახი ვიყავით ცალ-ცალკე, რომ ვცხოვრობდით და ახლაც. ჩვენ პირველივე დღიდან ოჯახი ვართ თაია... ქალის დამშვიდებას ახერხებდა. იქ, იმ ეზოში, თაია ისევ ისე მშვიდად იყო და უყურებდა ასევე მშვიდად მყოფ მამაკაცს. სიგარეტის გამონაბოლქვი და ბაბლუანის სუნამო საოცრად ერწყმოდა და ქალის სასუნთქ ორგანოს აგიჟებდა.
-ლილეს ძმა უნდა. დიმას მომღიმარ სახეზე თავადაც გაეღიმა.
-ავუხსენი, რომ არ ეყოლება.
-მე არ ვარ წინააღმდეგი. აგიჟებდა... თაიას გამომეტყველებას აკვირდებოდა, რომელიც მალევე შეიცვალა. ქალის სარკისებრ თვალებს, რომლებშიც საოცარ სიყვარულს და ვნებას ხედავდა ბაბლუანი.
-ბანძურად მთხოვ შერიგებას დიმა.
-არა. გულიანად გადაიხარხარა და მთელი ტანით ქალისკენ შებრუნდა.
-ამ წამს შენთან სე*სი შემომთავაზე.
-ხო, ჩემს ცოლს ამ წამს შევთავაზე, რომ მეორე შვილი მინდა.
-შენც ცოლს? განქორწინებულები ვართ დიმიტრი.
-როგორც დიდებული ელი იტყოდა: ,,უფლის წინაშე ჩემი ცოლი ხარ"
-ანუ ახლა, რომ გაკოცო არ შევცოდავ?
-შეგიძლია კოცნასაც გასცდე. ერთმანეთს იწვევდნენ, დიმას ვნებისგან სავსე მზერა თაიას თითოეულ უჯრედს წვავდა. კაცის თითები, რომლებიც მის თეძოსთან შეჩერდნენ და თაიას კვნესა...
-ჯანდაბა... ქალის სხეული სწრაფად მოიქცია ზემოდან და გახელებული წაეტანა მის ბაგეებს. მონატრება ორივეს საოცრებებს აკეთებინებდათ. ქალის თითოეული ამოძახილს, თრთოლვას და გახშირებულ გულის ცემას გალაქტიკიდან გაჰყავდა ბაბლუანი. მონატრებულ სხეულს ისაკუთრებდა. იმას, რაც ისედაც მას ეკუთვნოდა.
-დიმა სირცხვილია. კაცის ბეჭებს ჩაფრენილმა სათქმელს ძლივს მოუყარა თავი.
-მარტო ვართ.
ბოლო ფრაზა, რომელმაც ავტომობილში გაიჟღერა ეს იყო. მერე იყო მონატრებისგან და სიყვარულისგან ამოძახილი ბგერები, ორი ყველაფრისგან მოწყვეტილი სხეული და კაცის პირიდან წამოსული სანატრელი სიტყვა.
-მიყვარხარ. იმ წამს რა იგრძნო ნაკაშიძემ ვერავინ გადმოსცემს. ვერ აგიხსნით მის სხეულზე დავლილ ჟრუანტელს. ცრემლებს, რომლებიც არ იყო უბედურების. კოცნას, რომელიც დიდ სიყვარულს იტევდა. აფეთქებულ ვულკანს, რომლის შემადგენლობაც მხოლოდ სიყვარული და მონატრება იყო. თავიდან დაიბადა ნაკაშიძე. ბედნიერება ისე აკლდა, რომ ამ მცირეხნიან გაფრენითაც კმაყოფილი იყო. სულ ცოტახანს ორივე მოსწყდა ყველაფერს..
-ახლა რა იქნება? კაცის გულზე ედო თავი და მშვიდად სუნთქავდა.
-შევრიგდით. თმებზე დაუსვა თითები
-არ მინდა. მერე დესპოტი გახდები, მე ვეღარ შეგეწინააღმდეგები.
-რატომ? ხალისობდა
-იცი, როგორ უნდა მმართო.
-არ გმართავ.
-კი. მაშინაც ასე მეუბნებოდი, ოღონდ გამომყევი და შენს ცხოვრებაში არ ჩავერევიო.
-არ ჩავრეულვარ.
-ჩაერიე. გაგახსენებ, რომ უამრავი ცუდი გააკეთე.
-თუ იმ რატის გულისხმობ, ვნანობ, რომ არ გავაქრე
-დიმა გეყოს. დაუბღვირა და ხელები მოაშორა
-ჯანდაბა. რატომ იცავ? არ ჩავერეოდი, მისი დამპალი სული რომ არა. დაგავიწყდა?
-შემეძლო მომეგვარებინა.
-ჩემი ქალი გერქვა, ჩემი გესმის? რატი ვერ ილაპარაკებდა მასე. რა გინდა მშვდად ვმჯდარიყავი, როდესაც ის ტიპი შენთან თერაპიას გადიოდა?
-ჩემი სამსახური იყო, შეგახსენებ.
-სწორია, იყო. აღარ იქნება. თუ მუშაობა მოგინდება მაგ პროფესიით მითხარი. მოგიყვები ქალზე, რომელმაც შემშალა და მკურნალობა მჭირდება.
აღარაფრის თქმა აცალა, ისევ იყენებდა საკუთარ ხრიკებს ბაბლუანი, რომელიც მოძველებული იყო, მაგრამ თაიაზე მოქმედებდა...
---
სახლში გამთენიისას დაბრუნდნენ. საშინელი სიჩუმე იდგა. დაცვის წევრები არ ჩანდნენ. თაია მჭიდროდ აიკრა სხეულზე და სახლში შეაბიჯა. ბედნიერება გაქრა. მაშინვე გაქრა, როდესაც ელენას შეხედა, მერე მის დას და ბოლოს სისხლის წვეთებს იატაკზე. კითხვა ვერ გაბედა. ვერ გაბედა ეკითხა სად იყო ლილე.
-რა მოხდა? თაიამ უშველა. გული საშინლად ჰქონდა
-გაეთრიე. ნიას ხმამ ისე დაიგრგვინა, რომ კიდევ უფრო დაზაფრა ყველაფერი.
-დედა გეყოს. ელენა წავიდა მისკენ მაგრამ ამაოდ. ნაკაშიძისკენ წასული მხოლოდ დიმამ გააჩერა.
-არ შეეხო. ცუდად იყო ბაბლუანი
-იცავ? იმ ღორების შვილს იცავ დიმა? ადამიანებმა, რომლებმაც ჯერ მამა წაგვართვეს და ახლა დედა? სიტყვებმა გული გაუხვრიტეს ბაბლუანს. ისე შებარბაცდა, ცოტაც და წაიქცეოდა. კადრებად გაიარა ეკატერინემ თვალწინ. ქალის სითბომ და სიყვარულმა. მისმა ლამაზმა თვალებმა და ღიმილმა. ყველაფერმა ჩაუარა და ბოლოს სისხლისწვეთებზე შეაჩერა მზერა. დედის სისხლი იყო. ქალის, რომელმაც ქვეყანას მოავლინა. ქალის, რომელმაც ადამიანად აქცია. თვალები დაებინდა. ვერაფერს აღიქვამდა, ვერც თაიას ხელებს, ვერც ლილეს, რომელიც ბებოს ეძახდა.
-ვაჩეს დაურეკე ელ. უთხარი ეკატერინე აღარ გვყავსთქო. როგორ მოახერხა ამ სიტყვების გადაბმა ვერ მიხვდა. ყველას თითები მოიშორა მხოლოდ ლილესკენ წავიდა. შვილის სხეული ხელებში მოიქცია და აკოცა.
-არ იდარდო მამი. არც იტირო, ბებო გაგვიბრაზდება. ძლივს იმაგრებდა თავს, რომ არ წაქცეულიყო. მთელი მისი არსება ბოღმას დაეფარა. სული ღრიალებდა.
-მოვიდეს ბებო, დამაძინოს. ვერ ხვდებოდა პატარა ბაბლუანი ვერაფერს. თაია მიეშველა. ბავშვი გამოართვა და მხოლოდ ერთი წამით შეხედა დიმას. ზიზღის მეტი ვერაფერი დაინახა.
-წავიდეთ ლილ. მობუზულმა აიარა კიბეები.
-გაეთრიოს აქედან. ზურგიდან ნიას ხმა ესმოდა. მსხვრევის ხმა, ღრიალის, მაგრამ დიმასი არა. დიმა აღარ იყო იქ...
---
კაბინეტის კარი დახურა და ჩაიკეცა. მამის გარდაცვალებაც არ ყოფილა მარტივი, მაგრამ დედა ყავდა. ქალი, რომელმაც ზურგი გაუმაგრა. ტკივილი გადააგორებინა. ეკატერინემ საკუთარი სითბოთი და სიალალით შეძლო ოჯახის ფეხზე დაყენება. ახლა ქვეყანა ჩამოექცა თავზე. ნომერ პირველი ქალი დაკარგა ცხოვრებაში ბაბლუანმა. დედას ვერაფერი ცვლის. სულის ღრიალს გრძნობდა და საშინლად სტკიოდა. სხეული დაბუჟებული ჰქონდა, თითქოს სისხლიც აღარ მოძრაობდა.
ტუმბოზე შემოდებულ ფოტოს გახედა. მამის და დედის ბედნიერ ფოტოს და გული შეეკუმშა. ვეღარ ნახავდა დედას. მობილურის წკრიალი, ისევ უდროო დროს. არ უპასუხებდა, რომ არა ნაცნობი, საზარელი ნომერი.
-2-1 ბაბლუანების ლეკვო. მაშინ ცხადად იგრძნო შურისძიების წყურვილი.
-დამელოდეთ... გაუთიშა და სადღაც მოისროლა. ფეხზე წამომდგარი ლომივით ღრიალებდა და ყველაფერს ანადგურებდა. ბოლოს სრულიად დამახვრეული იყო ყველაფერი, მხოლოდ მშობლების ფოტო იყო მრთელი.
-დამელოდეთ ძაღლებო! ხელები სახეზე ჩამოისვა, საიდანაც ბლანტი სითხე ჟონავდა.
---
ყველაზე მძიმე იყო დაკარძალვის მომენტი. მშობელს საკუთარი ხელით აყრიდა მიწას. ზურგიდან წამოსული უამრავი ვერსია აგიჟებდა, მაგრამ მათთვის პასუხის გაცემაც კი არ ღირდა.
-იცოდე, რომ მიყვარხარ. მამას ჩაეხუტე, მოუყევი ჩვენზე. ბოლოჯერ შეეხო ქალის გაყინულ სხეულს და ღრმა ორმოში ჩაშვებულს პეშვით მიაყარა მიწა. ფეხზე ადგა, თვითონაც ვერ ხვდებოდა, საიდან ჰქონდა ამხელა ძალა და ხალხისკენ მიტრიალდა. იმდენად ყალბი ეჩვენა ყველაფერი, ღებინების შეგრძნება ყელში მოაწვა. თაიას გახედა. თავდახრილი იდგა ქალი და სხეული უთრთოდა. ამ წამს მხოლოდ ეზიზღებოდა ეს სხეული, ეს არსება სძულდა. მისკენ წასული მტკივნეულად ჩააფრინდა და მანქანისკენ წაიყვანა.
-დიმა. ხმა წართმეულმა მხოლოდ ამის თქმაღა მოასწრო. მტკივნეულად,ააკრა მანქანის კარზე და ზემოდან დააჩერდა. ჩაშავებული უპეები ჰქონდა კაცს. იმდენად გამოფიტული იყო...
-ლილეს დატოვებ და წახვალ.
-დიმა გთხოვ..
-არ გაბედო რამის თქმა. სახლში არ მიხვალ, ლილეს ვერ ნახავ გესმის?
-კარგი. როგორც გინდა.
აზრი არ ჰქონდა რამის თქმას. გაცეცხლებული იყო. ტკივილი მართავდა.
-ბაბუაშენს გადაეცი, რომ ცოცხლად დავმარხავ მის ოჯახს. თვალებში შეხედა, რომელიც აღარაფერს მეტყველებდა გარდა ტკივილისა. მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად დატოვა სასაფლაო, სადაც სული ეხუთებოდა.
იწყებოდა ახალი შურისძიების ეპოქა. ასპარეზზე კვლავ ბაბლუანი და ნაკაშიძე...
----
მეტს ვერ ვწერ, მაპატიეთ. საშინელ ვირუსს ვებრძვი. სიცხიანმა დავწერე ესეც და თუ რამეს ვბოდიალობ, მაპატიეთ :დდ მიყვარხართ ძალიან.



№1  offline წევრი ნენეე

დაიძაბა სიტუაცია. თავიდან ისე თბილად და კარგად იყო ყველაფერი. ცოდოა თაია, ბევრის გადატანა უწევს. დიმას გავფატრავ, გონს მოეგოს. შემდეგს ველოდები. წარმატებები.
--------------------
ნენე გასვიანი

 


№2 სტუმარი თია

კარგი თავი იყო, ემოციებით სავსე. დიმა მომწონს ძალიან. კარგად ვითარდება მოვლენებიც. ეჭვი მაქვს ამათი ცუღლუტობა კარგი ამბით დასრულდება. მალე გამოჯანმრთელდი

 


№3 სტუმარი სტუმარი ლია

კარგი გოგო ხარ,გამოჯამრთელდი და მერე გაგვახარე დიდი თავით

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა იყო ეს დედა შოკი რა კარგი თავი იყო და ბოლოს ეს სიტკბოება როგორ ჩაგვაშხამეთ ძლივს შერიგენული წყვილი ისევ დაშორეთ გამოჯანმრთელებას გისურვებ წარმატებებიადლობა ველოდები ახალ თავს მადლობა

 


№5  offline წევრი 《Sunshine》

მალე გამოჯანმრთელდი იმედია თაიას და დიმას ურთიერთობას ჰეფი ენდი ექნებაა

 


№6 სტუმარი სტუმარი თიკო

ძალიან არ მინდა ცუდი რამ დავწერო. მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრი იქნება. გულწრფელად ვიტყვი, თავიდან მართლა მომწონდა ეს ისტორია, მეგონა უფრო სხვანაირად განვითარდებოდა მოვლენები. არ ვფიქრობდი რომ თავდაპირველად, რამდენიმე თავში შერიგდებოდნენ და პრობლემაც აღარ იქნებოდა. უბრალოდ მაინც სხვანაირად ვფიქრობდი, ნუ ამ თავამდე. მაგრამ ეს თავი რომ წავიკითხე, უფროსწორად ბოლო ნაწილი მივხვდი რომ დიმაც და თაიაც არ არიან სიყვარულის ღირსნი. უფროსწორად დიმა. ერთ წამს სიყვარულს უხსნიდა და შვილს სთხოვდა, მეორე წამს კი შვილის დატოვებას აიძულებს და ასე უცებ ზიზღდება? ეს თაიაც კი მაშინვე თანხმდება. არც კი ეწინააღმდეგება. რა სრული უაზრობაა. ვერ გავიგე. ანუ არც ჰყვარებია. მართალია განრისხებული, დაბოღმილი და შინაგანად განადგურებულია დიმა მაგრამ როგორ შეუძლია საყვარელ ქალს ასეთი რამე გაუკეთოს მითუმეტეს რომ არაფერში არ იყო დამნაშავე. საერთოდ თუ უყვარდა ეგეც საკითხავია. დანარჩენებზე არც არაფერს ვიტყვი. მე მართლა არ ვარ დაძაბული მომენტების ან შურისმაძიებელი ოჯახის ისტორიის წაკითხვის წინააღმდეგი, მაგრამ როცა საქმე სიყვარულს ეხება, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ასე მოხდეს. არც ცუდი დასასრულის წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ ვამბობ რომ არც თაია და არც დიმა ერთმანეთს არ იმსახურებენ. რომ არც ერთს არ უყვარს ერთმანეთი. მეტს ვერ ვფიქრობ და მეტი დასკვნა მართლა ვერ გამომაქვს. არ გეწყინოს რა. უბრალოდ ჩემი პირადი აზრი გამოვთქვი მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით. შემდეგ თავსაც გადავავლებ თვალს როცა გამოაქვეყნებ და შეიძლება კიდეც დავწერო კომენტარი, შეფასება. არ ვიცი. წარმატებები!❤❤❤

P.S გამოჯანმრთელებას გისურვებ.❤

 


№7 სტუმარი სტუმარი nina

როდისსგადავა მოდიდან სუსტი ადვილად სამართავი ქალებიიიიი

 


№8  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი თიკო
ძალიან არ მინდა ცუდი რამ დავწერო. მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრი იქნება. გულწრფელად ვიტყვი, თავიდან მართლა მომწონდა ეს ისტორია, მეგონა უფრო სხვანაირად განვითარდებოდა მოვლენები. არ ვფიქრობდი რომ თავდაპირველად, რამდენიმე თავში შერიგდებოდნენ და პრობლემაც აღარ იქნებოდა. უბრალოდ მაინც სხვანაირად ვფიქრობდი, ნუ ამ თავამდე. მაგრამ ეს თავი რომ წავიკითხე, უფროსწორად ბოლო ნაწილი მივხვდი რომ დიმაც და თაიაც არ არიან სიყვარულის ღირსნი. უფროსწორად დიმა. ერთ წამს სიყვარულს უხსნიდა და შვილს სთხოვდა, მეორე წამს კი შვილის დატოვებას აიძულებს და ასე უცებ ზიზღდება? ეს თაიაც კი მაშინვე თანხმდება. არც კი ეწინააღმდეგება. რა სრული უაზრობაა. ვერ გავიგე. ანუ არც ჰყვარებია. მართალია განრისხებული, დაბოღმილი და შინაგანად განადგურებულია დიმა მაგრამ როგორ შეუძლია საყვარელ ქალს ასეთი რამე გაუკეთოს მითუმეტეს რომ არაფერში არ იყო დამნაშავე. საერთოდ თუ უყვარდა ეგეც საკითხავია. დანარჩენებზე არც არაფერს ვიტყვი. მე მართლა არ ვარ დაძაბული მომენტების ან შურისმაძიებელი ოჯახის ისტორიის წაკითხვის წინააღმდეგი, მაგრამ როცა საქმე სიყვარულს ეხება, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ასე მოხდეს. არც ცუდი დასასრულის წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ ვამბობ რომ არც თაია და არც დიმა ერთმანეთს არ იმსახურებენ. რომ არც ერთს არ უყვარს ერთმანეთი. მეტს ვერ ვფიქრობ და მეტი დასკვნა მართლა ვერ გამომაქვს. არ გეწყინოს რა. უბრალოდ ჩემი პირადი აზრი გამოვთქვი მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით. შემდეგ თავსაც გადავავლებ თვალს როცა გამოაქვეყნებ და შეიძლება კიდეც დავწერო კომენტარი, შეფასება. არ ვიცი. წარმატებები!❤❤❤

P.S გამოჯანმრთელებას გისურვებ.❤

პირველ როგში ძალიან საყვარელი ხარ შენ. (შენობითზე გადავალ, იმედია არ მიწყენ)
მე არ მწყინს, როდესაც ვიღაც არ იზიარებს ჩემს შეხედულებას. ძალიან მნიშვნელოვანია, მკითხველის აზრი ჩემთვის. არ მწყინს. თუმცა არ გეთანხმები/ვერ. დიმა არ იმსახურებს მხოლოდ, თაია კი. თაია ყველაზე სუფთა და დაჩაგრული გოგოა ამ ისტორიაში და შემდეგ თავებში ვეცდები წინა პლანზე წამოვწიო. სუსტი არაა. ბოლო მონაკვეთზე ყურადღება გაამახვილე, მაგრამ ეს თაიაა. ქალი, რომელიც გიჟდებოდა ეკატერინეზე და გიჟდება დიმაზე. იქ თუ არაფერი არ თქვა არ ნიშნავს, რომ რამე დათმო. მადლობა, რომ აქ ხარ. ძალიან დიდი მადლობა. ხანდახან მჭირდება ვინმემ ასე, რომ შემანჯღრიოს. იმედია შემდეგ თავს წაიკითხავ...

სტუმარი nina
როდისსგადავა მოდიდან სუსტი ადვილად სამართავი ქალებიიიიი


გადასულია. თაია ადვილად სამართავი არაა, ამას ამ თავში ვერ დაინახავ. უბრალოდ საყვარელ კაცს, როდესაც ძალიან უწირდა თავადაც ეკოციების კონტროლი არ შეეწინააღმდეგა. რავიცი მე ცოტა სხვაგვარად მესმის სისუსტე ალბათ. ვეცდები გამოვასწორო. მადლობა ❤️

 


№9  offline წევრი OKI ME

ვაიმე ეს რა თავი იყო? :O რა მოითმენს ახალ თავამდე? მითხარი რომ მალე დადებ რა :(((
არ ვიცი რა ვთქვა.. ყველაზე ამორალური და საშინელი ხალხი არიან ნაკაშიძეები. საინტერესოა ამ ყველაფრის მერე როგორ მოახერხებენ ისევ ერთად ყოფნას. თაიას ოჯახი ისეა გაბოროტებული და დაბრმავებული დიმას ოჯახის წევრებს ისე კლავენ ვითომც არაფერი.

ჩემი აზრით, აი, ახლა იწყება თუ იწყება ყველაზე საინტერესო ამბებიი. ვნახოთ, ვნახოთ რას გვიმზადებ :დდდ ვაიი, როგორ ველოდები როდის დადებ ახალ თავს და როდის წავიკითხავ. )))

რაც მთავარია გამოჯანმრთელებას გისურვებ ❤️❤️

 


№10  offline წევრი ქეთათო4

Megioki
ვაიმე ეს რა თავი იყო? :O რა მოითმენს ახალ თავამდე? მითხარი რომ მალე დადებ რა :(((
არ ვიცი რა ვთქვა.. ყველაზე ამორალური და საშინელი ხალხი არიან ნაკაშიძეები. საინტერესოა ამ ყველაფრის მერე როგორ მოახერხებენ ისევ ერთად ყოფნას. თაიას ოჯახი ისეა გაბოროტებული და დაბრმავებული დიმას ოჯახის წევრებს ისე კლავენ ვითომც არაფერი.

ჩემი აზრით, აი, ახლა იწყება თუ იწყება ყველაზე საინტერესო ამბებიი. ვნახოთ, ვნახოთ რას გვიმზადებ :დდდ ვაიი, როგორ ველოდები როდის დადებ ახალ თავს და როდის წავიკითხავ. )))

რაც მთავარია გამოჯანმრთელებას გისურვებ ❤️❤️


ვეცდები მართლა მალევე დავდო. დავიწყე უკვე წერა. ცუდი ისაა, რომ ჯერ წერის პროცესშია და ესევე ვერ ვტვირთავ ახალ თავებს. მიხარია, რომ აქ ხარ. მადლობა ყველაფრისთვის და ახალ თავს მალევე დავდებ ალბათ. ❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი ანო

როგორც ყოველთვის საინტერესო თავი იყოო,ძაან მომწონს ეს ისტორია.გამოჯანმრთელებას გისურვებ❤️

 


№12  offline წევრი gogincha

საკმაოდ მსუყე და საინტერესო თავი იყო, მგონია რომ თაიას შემთხვევაში ეცლა იწყება ყველაფერი,რადაგან მგონია რომ როგორც დედა უძლიერესი ქალი იქნება და საკუთარ შვილს ვერავინ წაართმევს ♥♥ სადღაც დიმაც შემეცოდა, რადგან არა მარტივად ჯერ ერთი მშობელი მერე მეორე მოგიკლან რათქმა უნდა ყვას და ყველაფრის განადგურებას დაიწყებდა, მგონია რომ მათი სიყვარული აჯობებს უველაფერს. წარმატებები
მალე გამოჯანმრთელდი ♥♥

 


№13 სტუმარი ეკა

როგორ მეცოდება თაია,ყველაზე უდანაშაულოა,ველოდები ახალ თავს

 


№14  offline წევრი ქეთათო4

gogincha
საკმაოდ მსუყე და საინტერესო თავი იყო, მგონია რომ თაიას შემთხვევაში ეცლა იწყება ყველაფერი,რადაგან მგონია რომ როგორც დედა უძლიერესი ქალი იქნება და საკუთარ შვილს ვერავინ წაართმევს ♥♥ სადღაც დიმაც შემეცოდა, რადგან არა მარტივად ჯერ ერთი მშობელი მერე მეორე მოგიკლან რათქმა უნდა ყვას და ყველაფრის განადგურებას დაიწყებდა, მგონია რომ მათი სიყვარული აჯობებს უველაფერს. წარმატებები
მალე გამოჯანმრთელდი ♥♥


მიხარია, რომ დროს მითმობთ. ❤️ ვეცდები სწორად განვავითარო მოვლენები. ????

 


№15 სტუმარი სტუმარი ხატი

საოცრება ❤️???? შემდეგ თავს ველოდები

 


№16  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი ხატი
საოცრება ❤️???? შემდეგ თავს ველოდები

მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent