შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნარკოტიკი ( თავი III) +18


11-04-2021, 01:16
ავტორი ენძელა
ნანახია 970

გათენდა, წვიმის ხმამ გააღვიძა,მაღვიძარას ჯერ არ დაურეკავს.ზოზინით ადგა საწოლიდან და სააბაზანოში შევიდა, სარკეში უყურებდა დაშავებულ თვალებს და საკუთარ თავს ვერ ცნობდა. სასწრაფოდ აკრიფა ნაცნობი ნომერი მობილურზე და ხმის კანკალით სთხოვა კიდევ ერთი დოზა.
***
სამსახურში იყო, შესვენებამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი, სმს რომ მოუვიდა.
-არ გინდა კაპუჩინო?
-ისტორიის მოყოლას თუ გააგრძელებ, სიამოვნებით.
-ეზოში გელოდები.
ერთი სული ჰქონდა ნაცნობი თვალები დაენახა,უმისამართოდ აცეცებდა დიდ ყავისფერ თვალებს, თუმცა ვერ ხედავდა. უცებ მის წინ მდგარი მანქანის კარი გაიღო.
-დიდხანს უნდა მეძებო?
-არ ვიცოდი რომ მანქანა გყავდა.
-კიდევ ბევრი რამ არ იცი ჩემზე.
მთელი გზა კაფემდე ფიქრობდა როგორ დაეწყო საუბარი იმაზე რომ გვერდით დადგებოდა თუ მოინდომებდა წამლის დამოკიდებულებისაგან თავის დაღწევას. მიმტანმა ტრადიციულად კარამელიანი კაპუჩინო მოუტანა.
-დღეს არ გელოდებოდი, სამი დღეა არ გამოჩენილხარ, ხომ ყველაფერი კარგადაა?
-საქმეები მქონდა, მაგრამ ახლა აქ ვარ,მინდა ჩემი ისტორიის გაგრძელება მოისმინო და მერე გადაწყვიტო ღირს თუ არა ჩემთან ურთიერთობა. ჰეროინის მოხმარება როცა დავიწყე, ყველაფერი გადამავიწყდა, მხოლოდ მორიგ დოზაზე ვფიქრობდი, სხვა არაფერი მაინტერესებდა, სახლში თუკი რამე ღირებული იყო,ყველაფერი გავყიდე, ჩემი ხელფასი არ მყოფნიდა, საბოლოოდ იქამდე მივედი რომ ბანკმა ბინა წაგვართვა, თითქოს ამან გამომაფხიზლა და ყველაფრის გამოსწორება ვცადე, მაგრამ უფრო ძლიერი დეპრესია დამეწყო და ადამიანის სახე საერთოდ დავკარგე, ჩემმა ოჯახმა ჩემზე უარი თქვა, არასდროს არ დამიდანაშაულებია არცერთი ამ გადაწყვეტილების გამო, მათი წლების შრომა ქარს გავატანე. სრულიად მარტო დავრჩი და რა უნდა გაეკეთებინა? ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი ნარკოტიკისთვის, ერთ მშვენიერ დღეს როცა კანკალით მივედი ერთ-ერთ ბარიგასთან, მასთან თანამშრომლობა შემომთავაზა, თუ დავთანხმდებოდი, რა თქმა უნდა, უფრო ხელმისაწვდომი იქნებოდა ჩემთვის ნარკოტიკი. ბევრი ფიქრის გარეშე დავთანხმდი და აქედან დაიწყო ჩემი მეორე ცხოვრება.
გაოცებული უყურებდა, ისე ყვებოდა თითქოს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყო, ან მას კი არა სხვას ეხებოდა.
-ხომ არ დაიღალე??
-არა, მაინტერესებს როგორ გააგრძელე ცხოვრება ამ ამბის შემდეგ.
ამ დროს ქუჩიდან მანქანის დამუხრუჭების ხმა გაისმა, კაფის ფანჯრებზე ტყვიების წვიმა დაიწყო, არ ჩერდებოდა და ნელ-ნელა უფრო ძლიერდებოდა. თავზე რაღაცი შეხება იგრძნო და გაითიშა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent